იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 29
იმის მიუხედავად რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა სანდრო მაინც ვერ მშვიდდებოდა, მოუსვენრად იყო, რაღაც განსაკუთრებული აკლდა მის გულს სრული ბედნიერებისთვის, ან ვიღაც, ვიღაც პატარა და საყვარელი გოგონა მასავით ნაცრისფერი ჩამქრალი, ცივი თვალებით... როცა მის გვერდით მჯდომი ვაჩეს, მაგიდაზე დადებული ტელეფონი მოულოდნელად აწკრიალდა, სანდრომ ინსტიქტურად ეკრანს დახედა და სუნთავა შეეკრა, რადგან სახელი ,,თათია" დაეწერა, რაღაცნაირად საშინლად იგრძნო თავი ამწამს, უცნაურად აფორიაქდა და დაიძაბა, ვაჩეს უარესი დაემართა როცა მიხვდა რომ სანდროსზე ასე საშინლად იმოქმედა თათიას ზარმა...იმდენად დაიბნა სანდროს შემხედვარე რომ ვერაფერი მოახერხა, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდნენ ორივე როცა ზარი შეწყდა და ეკრანი ჩაქრა -სანდრო მე გავალ-აზრზე მოვიდა ვაჩე ტელეფონს ხელი წამოავლო და აივანზე გავიდა, სანდრომ სასმლისგან ამღვრეული ჩაწითლებული თვალები გააყოლა მეგობარს და მაშინვე ფეხზე წამოდგა -რა ხდება?-აღელდა ნათია მისი ალეწილი სახის შემხედვარე -არაფერი-გაუღიმა სანდრომ ცოლს, ცხვირზე აკოცა დაძაბულ გოგონას, სიგარეტს წამოვალო ხელი სანთებელას ერთად და ჰოლში გავიდა. ვაჩემ თათიას გადაურეკა -არ გეწყინოს კაი? სეთი სიტუაცია იყო ვერ გიპასუხე...-დაიწყო როგორც კი გოგონას ხმა გაიგონა -არა რა უნდა მეწყინოს... მე...ახლა ვიცი რომ... არ უნდა დამერეკა შენთვის... მაგრამ...უბრალოდ... -ხმა აერია გოგონას და მოწოლილი ბურთი ყელში გაეჩხირა -გთხოვ ოღონდ არ იტირო-შეეხვეწა ვაჩე -უბრალოდ...-დაიწყო თათიამ როცა როგორღაც თავს მოერია და დამშვიდდა -მაინტერესებდა სანდრო როგორ იყო -კარგადაა, ყველაფერი ძალიან კარგადაა-გაეღიმა ვაჩეს -მიხარია-აღმოხდა თათიას -კარგი, ახლა გაგითიშავ არ მინდა შენც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენო -სანდრომ ჩვენზე ყველაფერი იცის ასე რომ... -რაა?-აღმოხდა გაოცებულ გოგონას -ჰო ყველაფერი მოვუყევი ჩვენზე -ჩვენზე? -შეიცხადა ისევ თათიამ და აკისკისდა-და მაინც რა მოუყევი ჩვენზე? -ის რომ ძალიან მიყვარხარ და რომ და-ძმა ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს, ორივე უჟმურები და უხასიათოები ხართ და შენ რომ მე მაწვალებ!-გაეცინა ვაჩეს -კარგი უნდა გავთიშო-გაეცინა ისევ გოგონას -თათია მართლა ძალიან მოყვარხარ-აღმოხდა სუნთქვა არეულ ბიჭს და როცა ვიღაცის სიახლოვე იგრძნო ზურგს უკნიდან აღელდა, დაფეთებული მოტრიალდ და სანდროს მიაჩერდა არეული თვალებით -კარგი უნდა გავთიშო-უთხრა არეული ხმით თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია სანდროს ჩაწითლებული თვალებისთვია და ძალიან გაოცდა როცა მან დაუჩურჩულა -არ გაუთიშო-ვაჩე კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა მეგობარს და საშინლად დაიბნა რადგან მის სახეზე არავითარი გრძნობა და ემოცია არ იკითხებოდა ამ წამს -ვაჩე მოხდა რამე?-თათია დაძაბა ვაჩეს ხმამ -არა არაფერი-აღმოხდა დაძაბულ ბიჭს და სანდროს მინიშნებით ხმამაღალზე ჩართო -ვაჩე-უთხრა მაწყენი ტონით გოგონამ და სანდროს მისი ხმის გაგონებისთანავე გული მტკივნეულად შეეკუმშა -დაელაპარაკე-დაუჩურჩულა ვაჩეს სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და თვალეᲑში ჩააცქერდა მეგობარს -თათია მე...-ისე აიარია ვაჩე რომ აზრები დაეფანტა და სათქმელი სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა-მაგარი ახალი ამბავი უნდა გითხრა-როგორც იქნა აზრზე მოსვლა შეძლო -ვაჩე რა ხდება? ასე რატომ დაიბენი? ლაპარაკი არ შეგიძლია? გაგითიშავ... და მერე დამირეკე -დამავიწყდა მეთქვა იცი ნათია ორსულადაა-ორმაგი წნეხის ქვეშ მყოფმა ბიჭმა გამოსავალი იპოვა და ახალი ამბავი ახარა მამიდას -რაა?-შეკივლა სიხარულისგან თათიამ -მართლა? რა მაგარია, აქამდე რატომ არ მითხარი? ალბათ სანდრო რა ბედნიერია -ჰო ძალიან ბედნიერია-უთხრა უხასითოდ ვაჩემ რადგან სანდროს წაშლილმა სახემ საშინლად დაძაბა -ძალიან მიხარია, რომ სანდრო ბედნიერია-თქვა მხიარული ტონით თათიამ და სუნთავა შეეკრა -ვიცი -აღმოხდა ვაჩეს და როცა სანდრო შეტრიალდა,სახლში შევიდა და აივნის კარი გამეტებით მოაჯახუნა მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა -ამის დედაც -აღმოხდა ხმაარეულ ბიჭს -რამე ხდება?-დაიძაბა თათია -კაი უნდა წავიდე, გნახავ ამ ღამეს-უთხრა არეული ხმით და გაუთიშა, სახლში შევიდა და სანდროს ძებნა დაიწყო თვალებით -ნათია შენი არანორმალური ქმარი სადაა?-ჰკითხა მომღიმარი სახით ვაჩემ -არ ვიცი-მხრები აიჩეჩა გოგონამ და ფეხზე წამოდგა, სახლი მოათვალიერა და რომ ვერსად ნახა ქმარი დაურეკა -სად ხარ სანდრო? სად დაიკარგე?-უსაყვედურა-ვაჩეს წასვლა უნდა და შენ გელოდება -უთხარი არ წავიდეს უჩემოდ მოვალ ახლავე-და გაუთიშა, მალევე შევიდა სახლში და ჰოლში მდგომ ბიჭს მიაჩერდა -რატომ მიდიხარ?-კჰითხა ბრაზნარევი ტონით -უბრალოდ... -მის სანახავად მიდიხარ?-ჩაეკითხა სანდრო და როცა ნათია მიუახლოვდა მათ ცოლს გაუღიმა -სანდრო სად იყავი? -არსად ნათია -რას ნიშნავს არსად? საიდან მახვედი ახლა?!... -არსაიდან, უბრალოდ სუფთა ჰაერზე გავედი და მოვედი -სანდროო-გაბრაზდა ნათია -კაი მე წავალ-სცადა სიტუაციის განმუხტვა ვაჩემ -მეც მოვდივარ-თვალებში ჩააცქერდა სანდრო მეგობარს -შეიძლება გავიგო სად მიბრძანედბი საკუთარი დაბადების დღის სუფრიდან?-საშინლად აღელდა ნათია -მალე მოვალ -შეხედა ცოლს ჩამქრალი ცივი თვალებით, ნათიას მისი ეს მზერ უბრალოდ ანგრევდა ხოლმე -სანდრო გთხოვ-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას -ნუ ღელავ-გაუღიმა სანდრომ ცოლს, თავზე აკოცა და სახლიდან გავარდა, ვაჩეც უკან მიჰყვა. კიბეები უხმოდ ჩაიარეს და როგორც კი გარეთ გავიდნენ ვაჩეს სუნთქვა შეეკრა -სანდრო არ მინდოდა რომ...-დაიწყო ნერვიულად -მანქანაში ჩაჯექი-დაუღრინა სანდრომ მეგობარს და საკუთარი მანქანის გასაღები ესროლა -საჭესთან შენ დაჯექი-ვაჩე უკმაყოფილო სახით მიუჯდა საჭეს და როცა სანდროც ჩაჯდა მანქანაში საშინლად დაიძაბა -მასთან წადი-სულ ერთი წამით შეხედა ბიჭს და ეს საკმარისი აღმოჩნდა ვაჩესთვის რომ სისხლი გაჰყინვოდა ძარღვებში, სანდროს წაშლილი სახის შემხედვარეს -სანდრო იქნებ არ ღირს?-ჰკითხა დაძაბული ტონით და საქარე მინაზე მიეყინა ცივი მზერა -მანქანა დაქოქე და გაზს მიაჭირე-ფაქტიურად უბრძანა, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელსაც მათი აჩქარებული სუნთქვის ხმა არღვევდა, ორივე უცნაურად დაძაბული და არეული იყო...როცა ვაჩემ მანქანა დაქოქა სანდრომ მას გახედა -წადი!-უთხრა ბრაზნარევი ტონით, გაბრაზებულმა ვაჩემაც შეასრულა მაშინვე მისი ბრძანება და საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა, მთელი გზა ხმას არცერთი იღებდა, გამაყრუებწლი სიჩუმე ჩამოწვა რომელსაც მანქანის ხმაც კი ვერ არღვევდა -სანდრო არ გინდა -აღმოხდა ვაჩეს როც თათიას სახლის წინ გააჩერა მანქანა -აქ ცხოვრობს?-მწვანე საღებავ აყრილ კარს მიაჩერდა ამღვრეული თვალებით სუნთავა არეული ბიჭი -ჰო ამ სახლში ცხოვრობს -ვისთან ერთად ცხოვრობს? -მართა ბებოსთან ერთად... დედა საზღვარგარეთ ჰყავს უკვე წლებია... სხვა არავინ ჰყავს...-ეს საუბარი ისე უმძიმდა ორივეს რომ როცა ერთმანეთს თვალებში ჩააცქერდნენ სუნთვა შეეკრათ, სანდრომ თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია, თავი საშინლად იგრძო, თათის ხმას და თვალებს თავიდან ვეღარ იშორებდა -უკან დაბრუნდი-უთხრა ჩავარდნილი ხმით მეგობარს და როცა მანქნა მოატრიალა ვაჩემ კიდევ ერთხელ გახედა იმ პატარა სახლს რომელშიც მისი დიდი ტკივილი და დიდი სიყვარული ცხოვრობდა. -სანდრო კარგად ხარ?-ჰკითხა ვაჩემ როცა სანდრომ ისევ დახუჭა თვალები და გაფითრდა -არა! კარგად არ ვარ... ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვარ გესმის? -გინდა მანქანა გავაჩერო? -არა, ახლა ყველაზე მეტად სახლში წასვლა და ჩემს ოჯახთან ყოფნა მინდა. სანდროს უცნაურმა ქცევამ ძალიან გააბრაზა და გაანაწყენა ნათია, მაგრამ როგორღაც თავს მოერია დამშვიდდა და გადაწყვიტა რომ მეორე დღეს ეჩხუბა, ახლა იცოდა აზრი არ ჰქონდა მთვრალ სანდროსთან არც ლაპარაკს და არც საქმის გარკევებას, მითუმეტეს რომ ცუდად გამოიყურებოდა და ძალიან უხასიათოდ იყო, ნათიამ მაქსიმალურად მითოკა თავი და შეინარჩუნა დადებითი განწყობა, არ უნდოდა სტუმრებს თავი უხერხულად ეგრძნოთ და როცა ყველა წავიდა, მარიანამაც დაიძინა გაბუტულმა დაიწყო სახლის ლაგება -თავი დაანებე ხვალ მიალაგე-გაუღიმა სანდრომ ცოლს -თან ისედაც ფაქტიურად ყველაფერი დაალაგეთ შენ და ნანამ სანამ წავიდოდა -ხვალ სამსახურში მივდივარ და სახლს ასე ვერ დავტოვებ -მგონი ლალიკო დედიკოს გავლენის ქვეშ ხარ ისევ -გგონია რომ ლალის გამო ვალაგებდი ხოლმე სახლს?-გაბრაზდა ნათია -ეგ არ მოგულისხმია-თავი იმართლა სანდრომ და ღვინის ნახევრად დაცლილ ბოთლს მიწვდა და მოიყუდა, ნათია ქმარს ამღვრეული თვალებით მიაჩერდა და როცა დაცლილი ბოთლი სანდრომ მაგიდაზე დადო, არეული მზერა გაუსწორა მის ალეწილ სახეს, დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს ამღვრეულ თვალებში, მოულოდნელად სანდრო ნათიასკენ წავიდა, მათშორის არსებული მაძილი წამებში დაფარა და ტუჩებში აკოცა, გაცეცხლებულმა გოგონამ მაშინვე უკან გასწია თავი და ზიზღით დაბრიცა ტუჩები -ხომ იცი ვერ ვიტან ასე რომ იქცევი-უთხრა ძლივს შეკავებული მრისხანებით -ვიცი-გაეცინა სანდროს, წელზე ხელები ძლიერად შემოაჭდო და სხეულზე მჭიდროდ მიიკრო სახე აწითლებული ცოლი -მაშინ ასე რატომ იქცევი! -გაბრაზდა ნათია და მკერდზე მიაბჯინა ხელები -მიყვარს ასე რომ მიყურებ ხოლმე-გაეცინა სანდროს -იცი რომ საშინლად აუტანელი ხარ ასეთი? -როგორი ასეთი?-დაუჩურჩულა სახე ალეწილ ცოლს ზედ ტუჩებთან -მთვრალი და ბოროტი-უთხრა ნათიამ ბრაზნარევი ტონით და სანდროს გიჟივით სიცილი რომ აუტყდა თავადაც გაეცინა -ახლა მართლა მთვრალი ვარ-დაეთანხმა სანდრო ცოლს-აუტანელიც ...მაგრამ ბოროტი რატო? -იმიტომ რომ მაინცდამაინც იმას აკეთებ რაც მაღიზიანებს -იმიტომ რომ მე ეს ძალიან მომწონს-გაეცინა სანდროს და მის ტუჩებს მიწვდა, თუმცა ნათიას სიცივემ და ურეაქციობამ ისე იმოქმედა მასზე რომ სრაფად მოწყდა ცოლის ტუჩებს -კარგი-უთხრა ნაწყენი ტონით და ხელი გაუშვა -სად წახვედით შენ და ვაჩე?-ვერ მოითმინა და მაინც ჰკითხა რამაც სანდრო ძაან გაახალისა -ანუ ამიტომ ხარ ასე გაბრაზებული? -გაბრაზებული არ ვარ უბრალოდ მაინტერესებს რადგან ჯიუტად ხმას არ იღებ ამ საკითხზე, იმის მიუხედავად რომ კარგად ხვდები რომ ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს -გგონია იმიტომ არ გეუბნები არაფერს რომ შენი გაღიზიანება მინდა?-გაბრაზდა სანდრო -არ მგონია... ასეა! -შენი აზრით ვაჩესთან ერთად სად წავიდოდი საკუთარ დაბადების დღეზე? თან მაშინ როცა სახლში ყველაზე საყვარელი ორსული ცოლი მელოდება?-გაეცინა სანდეროს ნათიას ალეწილი სახის შემხედვარეს და მაშინვე მაჯაში ჩაავლო ხელი, თავისკენ მოქაჩა და თვალებში ჩააცქერდა -მეგონა მიხვდი რომ თათიასთან წავედით... მეგონა, რომ ეს გააცნობიერე და განზრახ არ მისვამდი ამ საკითხზე კითხვებს, სულელო-გაუღიმა და ცხვირზე აკოცა -თათიასთან? -აღმოხდა გაოგნებულ გოგონას -ჰო თათიასთან... მაგრამ ძალა არ მეყო რომ მენახა... ვერ შევძელი... გესმის? მე იმ პატარა გოგოსი შემეშინდა... მისი დანახვის შემეშინდა... მისი თვალების შემეშინდა ნათია-დაუჩურჩულა სანდრომ ცოლს მზერა მისი თვალებიდან მის ტუჩებზე გადაიტანა -სახლში წამოვედი... შენთან წამოვედი...იმიტომ რომ შენ ერთადერთი ხარ ვისთანაც მე შემიძლია ვიყო სანდრო... სანდრო ჯიშკარიან...თუმცა არა მე ხომ ჯიშკარიანი არ ვარ... მაგრამ მე არც სანდრო გავაშელი ვარ ნათია... მე... მეც არ ვიცი ვინ ვარ ნათია... დავიკარგე... გესმის... ისევ დავიკარგე... -შენ სანდრო ხარ ჩემი ქამარი და რაც მთავარია მე შენ ძალიან მიყვარხარ-გაუღიმა ნათიამ ქმარს და გული მტკივნეულად შეეკუმშა... რადგან ვერ მიხვდა, ვერ გაიაზრა სანდროს ახლა,ამ წამს რამდენად სტკიოდა გული...რამდენად სჭირდებოდა მისი გვერდში დგომა და დახმარება...ნათია ქმარს ძლიერად ჩაეხუტა, თითქოს მისი დაცვა სცადა ამ ტკივილისგან... თუმცა საკუთარ თავზე ჯერ კიდევ ძალიან ბრაზობდა, რომ ვერაფერს მიხვდა, რომ მის თვალებში ვერ დაინახა ის ტკივილი რომელსაც ახლა ამ წუთებში ზედმეტად მძაფრად განიცდიდა -ნათია ძალიან მიყვარხარ-დაუჩირჩულა სანდრომ ცოლს და თავზე აკოცა -ვერაფერს მივხვდი... საერთოდ ვერაფერს...მაპატიე...-ახედა ცრემლიანი თვალებით ქმარს -შენ ამ ქვეყნად ერთადერთი ქალი ხარ ვინც მე მიყვარს ვინც მე მჭირდება და ვინც მე მაბედნიერებს ეს არასოდეს დაივიწყო!-უთხრა მკაცრი ტონით და მის ტუჩებს მიწვდა, ამ ჯერად ნათია ქმრის ნებას დაჰყვა და ნელ-ნელა ის სიცივე და სიცარიელე რაც მათ შორის უნებურად გაჩნდა გაიფანტა, რადგან ამ კოცნამ და ამ შეხებამ ორივეს გული ბედნიერებით აავსო, მალევე მიიყვანა თავდავიწყებამდე ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული ცოლ-ქმარი და დაახშო ყველა განცდილი და გადატანილი ტკივილი, თუმცა მალევე გაუფიჭდათ ხასიათი რადგან ნათიამ თავი ცუდად იგრძნო და საპირფარეშოში გაიქცა, სანდროც უკან მიჰყვა ცოლს და წამით არ დატოვა მარტო, როცა კარგახნის მერე ნათია ფეხზე წამოდგა, სანდრომ წყალი მოუშვა, სახე თავისი ხელით დაბანა ცოლს, პირსახოცით გაუმშრალა და ხელში აყვანილმა გამოიყვანა რადგან ნათიას ძალიან შეეშინდა, აკანკალდა და გაფთრდა, როცა საწოლზე დააწვინა და პლედი დააფარა, მასთან ახლოს საწოლზე ჩამოჯდა და უკმაყოფილო სახით მიაჩერდა -საავადმყოფოში რატომ არ გინდა რომ წავიდეთ? -უკვე კარგად ვარ... თან ექიმმა მითხრა რომ შეიძლება ასე მოხდეს ხოლმე -ცუდად გამოიყურები -კარგად ვარ მართლა-გაუღიმა ნათიამ და ხელი ჩაკიდა -ნათია ხომ იცი რომ ძალიან ვღელავ შენზეც და მაგ პაწაწინაზეც-მუცელზე ხელი დაადო სანდრომ და ცოლის მწვანე დანისლული სფეროებისან მზერა მის მუცელზე გადაიტანა -უბრალოდ ჩემეხუტე, ეს საკმარისი იქნება ჩვენთვის-გაუღიმა ქმარს და როცა კარზე კაკუნის ხმა გაიგეს ორივეს გაეცინა, სანდრო მაშინვე ფეხზე წამოდგა კარი გააღო და ატირებული მარიანა რომ დაინახა გული მტკივნეულად შეეკუმშა -რატომ ტირი მამისკოს სუნთქვა?-ჰკითხა აღელვებულმა და ხელში აიყვანა, მარიანამ მაშინვე კისერზე შემოაჭდო თავისი ლატარა თბილი ხელები, ძლიერად ჩაეხუტა მამას და თავი მხარზე დაადო, ნათია ისე ააღელვა ამ სანახაობამ რომ ცრემლები მოეძალა, მარიანამ მალევე მილულა თვალები და მამასთან ჩახუტებულს დაეძინა, სანდრომ თავზე აკოცა შვილს და მასთან ერთად დაწვა საწოლზე, ნათიამ პლედი გადააფარა მათ და თავისუფალ მხარზე დაადო ქმარს თავი -ასე გულზე დაწვენილმა უნდა დააძინო?-ჰკითხა ჩურჩულით -ჰო ასე მეყოლება სანამ შეწუხდება -დედას პატარა-გაეღიმა ნათიას და მის ოქროსფერ კულულებს ჩამოაყოლა თლილი თითები -გაანებე ჩემს ბავშვს თავი-ხელი გააწევი სანდრომ-გინდა რომ გააღვიძო არა? იცი ჩემთან აღარ გაჩერდება და შენ მოგეწებება... და მერე ერთად დაიძინებთ ჩახუტებულები -რა სულელი ხარ-აკისკისდა ნათია და საფეთქელზე აკოცა. დილითაც შეუძლოდ იყო ნათია, მაგრამ ჯიუტად მაინც იმას გაიძახოდა კარგად ვარო, თუმცა ამ დაძაბულობის გამო მარიანა სკოლის ავტობუსით გაუშვეს და როგორც კი მარტო დარჩნენ ჩხუბი დაიწყეს -ფერი არ გადევს სახეზე და მაინც იმას გაიძახი კარგად ვარო, დღეს გააცდინე და არ წახვიდე სამსახურში რა...-ძლიას იკავებდა მოწოლილ ბრაზს სამდრო -კარგად ვარ და იმიტომ -არ ხარ! -ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -ვაარ გასაგებია? -ნათია რის მიღწევას ცდილობ?-ავარდა სანდრო -ტყუილად მელაპარაკები სამსახურში მაინც წავალ-აყვირდა ნათია -დღეს სამსახურში არ წახვალ გასაგებია?! -უღრიალა სანდრომ და ხელი მაგიდას დაარტყა, მოულოდნელობისგან ნათია ადგილზე შეხტა -წავალ და შენ ამაში ხელს ვერ შემიშლი-გაჯიუტდა გოგონა -მართლა?-გაცეცხლებული სანდრო სწრაფად მიუახლოვდა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -დარწმუნებული ხარ რომ ამას ვერ შევძლებ? -გთხოვ-აღმოხდა თვალებაწყლიანებულ გოგონას -რას მთხოვ?- უღრიალა ბოლო ხმაზე -გაუბნები რომ ცუდად ხარ, სახლში დარჩი-მეთქი... შენზე და პატარაზე ვნერვიულობ ეს დედა მოყტნ.ლი და შენ იმის გაივრად რომ საკუთარ თავზე დაპატარაზე იფიქრო ჩემი ჯიბრით სამსახურში წასვლაზე ფიქრობ ისევ -ამას შენი ჯიბრით არ ვაკეთებ-ასლუკუნდა ნათია -არა?-დაუყვირა სანდრომ -აბა რატომ აკეთებ? ფული გვჭირდება? გვიჭირს? საჭმლის ფული არ გაქვს თუ კომუნალურებს ვერ ვიხდით და სხვა გზა არ გვაქვს? -ნუ ყვირი თავი ამტკივდა უკვე-გაბრაზდა ნათია-მე ასე მინდა და მორჩა -ასე გინდა და მორჩა? ეს როგორ გავიგო?-აყვირდა ისევ -როგორც გინდა ისე-უთხრა ამაყად და ტუჩის კუთხეში აკოცა მომღიმარი სახით როს გამოც ქმარი წამებში დააშოშმინა, შემდეგ ჩანთას წამოვლო ხელი და ჰოლში გავიდა -წამიყვან თუ მარტო წავიდე?-გამოხედა სახე ალეწილ ქმარს, მომღიმარი სახით, რომელიც ვაუნძრევლად იდგა ერთ ადგილას მიყინულივით და ვერ იღებდა გადაწყვეტილებას როგორ მოქცეულიყო, კარგა ხნის ფიქრის მერე ცოლს გახედა ამღვრეული თვალებით და როცა ნათიამ კარის სახელური დაქაჩა, მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა გაცოფებულმა ბიჭმა, კარს ხელი მიაბჯინა, ხმაურით დაკეტა, დამფრთხალი გოგონა თავისკენ მიტრიალა და მეორე ხელიც კარს მიაბჯინა თან ისე რომ ხელებშორის მოიმწყვდია ცოლი -ჩემს მოთმინებას სცდი?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით და ამღვრეული წითელი თვალები მიანათა მის მწვანე ჩამუქებულ სფეროებს, ნათია ისე დაძაბა მისმა ქვეცამ და მზერამ რომ სუნთავ შეეკრა-შენ ხომ კარგად იცი რომ საერთოდ არ გამაჩნია მოთმინების უნარი? იცი თუ არ იცი?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით -ვიცი მაგრამ ეს არაფერს ცვლის-უპასუხა თამამად ნათიამ როცა როგორღაც მოერია თავს, დამშვიდდა და მისის სიახლოვით გაბრუებულმა აზრზე მოსვლა შეძლო -ხომ იცი რომ თუ მე მომინდება ვერსადც ვერ წახვალ?-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ცხვირის წვერით შეეხო მის გაფითრებულ ღაწვს, იმის მიუხედავად, რომ ნათიას ქმრის ეს მზერა თავისდაუნებურად ოდნავ აშინებდა და მისი ეს აგრესიული ქცევა ძაბავდა, მაინც არ იმჩნევდა , განზრახ ჯიუტად უყურებდ ათვალებში ქმარს -მაგვიანდება-დაუჩურჩულა კარგა ხნის სიჩუმის მერე და სანდროს რომ გაეცინა აქ უკვე მართლა შეშინდა -ნათია! ჩემი გაგიჟება გინდა?!-დაუღრინა გაცეცხლებულმა ბიჭმა და მზერა მისი არეული თვალებიდან მის ტუჩებზე გადაიტანა -უბრალოდ სამსახურში წასვლა მინდა გასაგებია? -გაბრაზდა ნათია საკუთარ თავზე რომ ასე უაზროდ ეშინოდა ქმარს სიგიჟეების და ხელებიდან გაუსხლტა -წამიყვან თუ არა?-თავაწეული მიაჩერდა, სანდრომ უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები და მოულოდნელად ცოლი მკავებში მოიმწყვდია -ნუ მიწვევ ნათია, ნუ მეთამაშები! გესმის რას გეუბნები? -მესმის -მაშინ ჭვიანად იყავი, ნუ მეწინაადეგები და ის გააკეთე რასაც გეუბნები ზედმეტი ფიქრის გარეშე! -ამას მაშინ გავაკეთებ როცა შენც ზუსტად ისე მოიქცევი როგორც მე გინდა რომ მოვიქცე -ეს არასდროს მოხდება და შენ ეს იცი-გაბრაზდა სანდრო -ესე იგი ჩემი პასუხიც უკვე იცი შენს მოთხოვნაზე! -თამამად უთხრა ნათიამ და კისერზე შემოაჭდო ხელები -წამიყვან თუ არა?-გაუღიმა და ტუჩები მიაწება მის გაფითრებულ ტუჩებს, სანდრომ მაშინვე დაკარგა თავი, თმებში ხელი შეუცირა და უფრო მეტად მიეწება ცოლის ვნებიან ტუჩებს, როცა როგორღაც დაცხრა მოწოლილი ვიჟური ვნებები და ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ სუნთქვა აჩქარებულები ნათიას ირონიულად გაეღიმა -გგონია ასე ერთ კოცნაში დავიკერები?-გაბრაზდა სანდრო და ცოლის აფახულებულ თვალებზე ბოლოს მაინც გაეცინა -ცდად ღირს არა?-ჰკითხა ეშმაკური ღიმილით ნათიამ და კარის სახელური დაქაჩა -ხომ იცი რომ ვცდილობ შევიცვალო... ვცდილობ გაგიგო და გული არ გატკინო?... ხომ იცი რომ უმიზეზოდ ვცდილობ არ გაგიჭედო? მაგრამ ეს სხვაა! ეს შენსა და პატარას ჯანმრთობას ეხება ... -სანდრო კარგად ვარ გესმის?-მისი სახე ხელებში მოიქცია ნათიამ -მეც მიყვარს და დამიჯერე შენზე მეტად მიყვარს ჩვენი პატარა... თუ თავს ცუდად ვიგრძნობ ან რამე მოხდება მაშინვე წამოვალ იქიდან და თან სამუდამოდ... ჩვენს ლატარას საფრთხეს არ შევუქმნი გესმის? ნათია სამსახურში მიიყვანა მაგრამ მათელი დღე უჟმურ ხასიათზე იყო სანდრო, ხან ბრაზობდა საკუთარ თავზე, თავისი რომ გაატანინა ნათიას და სამსახურში გაშვა, ხან იმაზე ბრაზობდა რომ ზეწოლის მოხდენას ცდილობდა მასზე და კვლავ იმის კეთებას აიძულებდა რაც თავად უნდოდა... მისი ფიქრები ტელეფონის რეკვის ხმამ გაწყვიტა და როცა ნათიას არეული ხმა ჩაესმა ყურმილში დაფეთებული ფეხზე წამოვარდა -ნათია მოხდა რამე? -სანდრო ცუდად ვარ-აღმოხდა ატირებულ გოგონას -შეგიძლია მომაკითხო? -ხომ გითხარი არ წახვიდე-მეთქი ეს დედა მოტყნ.ლი-აყვირდა სანდრო თან მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და გიჟივით გავარდა კაბინეტიდან, კარი გამეტებით გაიჯახუნა და გიჟივით დაეშვა კიბეებზე. ბანკის ფოიეში გიჟივით შევარდნილიმა სანდრომ სკამზე მჯდომი გაფითრებული ცოლი რომ დაინახა, რამდენიმე წამის განმავლობაში სუნთქვა შეეკრა და ადგილზე გაიყინა, როცა თავს მოერია და აზრზე მოვიდა მაშინვე მისკენ გაქანდა, ხელში აიყვანა და საავადმყოფოში წაიყვანა. სახლში მშვიდად დაბრუნდნენ რადგან ექიმმა ორივე დააწყნარა და აუხსნა რომ ეს ნორმალურია, ორსულობის პირველ ტრიმესტრში განსაკუთრებით და ასეთი რამ ხშირა ხდება ხოლმეო, მაგრამ სანდრო მაინც ვერ მშვიდდებოდა ვერ წყნარდებოდა -შენ ის გაგიჟებს რომ სამსახურში მაინც წავედი... -სამსახური?-ავარდა სანდრო-რა სამსახური? ცუდად იყავი... ძალიან ცუდად და შენ ისევ სამსახურზე მელაპარაკები! -ხომ გაიგე ექიმმა რაც თქვა? სახლშიც ასე დამემართებოდა... ასე ხდება ხოლმეო და ნორმალურიაო... -მაშინ...მაშინაც ასე მოიქეცი!-თავი ვერ მოთოკა სანდრომ და წარსულის ყველაზე მტკივნეული ჭრილობას შეეხო -მაშინ?-აღმოხდა სუნთა აჩქარებულ გოგონას და ფეხზე წამოვარდა -მაშინ რა მოხდა?-თვალებში ჩააცქერდა ქმარს -მიპასუხე-უყვირა მოულოდნელად და თვალებში ჩააცქერდა -მე მადანაშაულებ? თვლი რომ მეორე ბავშვი ჩემი სიჯიუტის გამო დავკარგეთ? ასე ფიქრობ? მიპასუხე! -მე ეს არ მითქვამს-თავი დახარა სანდრომ -მაგრამ იგულისხმე-ავარდა ნათია -არასწორად გაიგე-გაბრაზდა სანდრო -რა გავივე არასწორად? -ყველაფერი -ანუ არ მადანაშაულებ?-ჩეკითხა ხმა აკანკალებული გოგონა -ნათია სისულელებზე ფიქრს მოეშვი, მე ეს არ მითქვამს შენთვის და არც მიგულისხმია -მაშინ მითხრაინრა იგულისხმე?-ჰკითხა ნათიამ და სანდროს სიჩუმემ უფრო გააგიჟა -მე მადანაშაულებ... მე მადანაშაულებ...-გაიმეორა და ცრემლები მოეძალა -ასე არაა, ასე შენ ფიქრობ! მე ეს არ მითქვამს გასაგებია?-ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -გეყოფა საკმარისია, ვიცი რომ მე მადანაშაულებ... ახლაც ამიტომ გეშინია ასე... -გეყოფა-გაბრაზდა სანდრო და გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა, მაგრამ ნათია ხელიდან გაუსხლტა და უკან დაიხია -არ მომეკარო-უთხრა ალეწილი სახით და საძინებელში შევარდა ატირებული, საწოლზე პირქვე დაემხო და ატირდა -ამის დედასაც შევ.ცი-იღრიალა გაგიჟებულმა სანდრომ, სახლიდან გიჟივით გავარდა, კარი მთელი ძალით დაიჯახუნა და კიბეზე გიჟივით დაეშვა,აშინვე ნიკას დაურეკა და შეხვედარა სთხოვა. -სანდრო ასე ნუ გიჟდები -უთხრა გაცოფებულ ძმას ნიკამ -უბრალოდ ახლა ორივე არეულები ხართ -მე უბრალოდ მასზე და ბავშვზე ვღელავ, ის კი გაიძახის რომ მეორე ბავშვის დაკარგვაში მას ვადანაშაულებ, საერთოდ რა შუააა? ეგ თემა მან და მე ხმის ამოუღებლად დავხურეთ ხომ იცი -სწორედ ამიტომ გაქვთ ახლა ეს პრობლემა -უთხრა მშვიდი ტონით ნიკამ -ეს თემა უსიტყვოდ დახურეთ და ახლა იგივე პობლემას რომ შეასკდით გამოსავალს ვეღარ პოულობთ და უნებურად წარსულში დაბრუნდით -მას არ ესმის... არაფერი ესმის...საერთოდ რა შუაა? ავარიაში მოვყევით მაშინ, მე მთვრალი ვიყავი... ჩემი ბრალი იყო ეს ავარია... მერე საავადმყოფოში არ გამომყვა ნაავარიევი ნათია ხომ მოგიყევი და სისხლდენა დაეწყო სახლში... არც კი ვიცოდით ორსულად რომ იყო...ისე დაკარგა... ახლა რა შუაა ეს თემა ვერ ვხვდები... უნდა რომ მე დამადანაშაულოს?იქნებ უნდა, რომ ვუთხრა, ჩემი ბრალი იყო ყველაფერი შენ არააფერში ხარ დამნაშავე და თავი დაიმშვიდოს? -სანდრო რა კარგია რომ ჩემთან მოხვედი და ეს სისულელები ნათიას არ უთხარი -რა შუაა? გგონია მას ის უნდა რომ მაშინ დაშვებული შეცდომის მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო? გგონია ნათიას ეს დაამშვიდებს? გგონია თუ ეტყი ყველაფერი ჩემი ბრალია ამით ნატიას წრილობას მოაშუშებ? -აბა რა უნდა? ვერ ვხვდები რა უნდა, ახლა ძალია დაბნეული და არეული ვარ... -გეტყობა რადგან სისულელეებს ბოდავ, მაგრამ არაუშავს ვილაპარაკოთ და აზრზე მოხვალ შენც - - - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.