შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (10-თავი)


20-04-2021, 21:31
ავტორი esel
ნანახია 1 448

მზე ნელ-ნელა მიცოცავდა ზევით და ყველაფრის განათებას ცდილობდა, მისი სხივები თვალებზე მეთამაშებოდა და გაღვიძებას მაიძულებდა. თვალები გავახილე და საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მთელი სხეული მტკიოდა ამ მდგომარეობაში ძილის გამო, მაგრამ გონებაში გამეფებულმა არეულობამ ყველა ფიზიკური ტკივილი გადაფარა. ძლივს წამოვდექი და საწოლზე დავჯექი. ფანჯარაში ვიყურებოდი, რომლიდანაც ის საშინელი კედელი მოჩანდა, რომელიც ვერაფრით გადავლახე. რაღაც ძალიან უსიამოვნოს ვგრძნობდი, რაც შინაგანად მანგრევდა და ძალას მაცლიდა, საკუთარ უსუსურობას ვგრძნობდი. აქამდეც ავღმოვჩენილვარ ამ სახლში და უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვარ, მაგრამ მაშინ მქონდა სურვილი მემოქმედა და თავი გადამერჩინა, სურვილო მქონდა ეს კედელი გადამელახა და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ უმოქმედოდ არ ვყოფილოყავი, არ დავნებებულიყავი. მქონდა თუ არა რეალური შანსი აზრი არ ქონდა მე მაინც ვმოქმედებდი, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა. იმ კედლებმა უნდა დამიცვან, რომელთა გადალახვასაც ვლამობდი, საფრთხე ამ კედლებში კი არა ამ კედლების მიღმა მელოდება და ეს სიტუაცია არ მაძლევს მოქმედების საშუალებას. სწორედ ეს მანადგურებს, რომ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მე უსუსური ვარ და ახლა საკუთარი მტერი მიცავს, პარადოქსია ან ბედის ირონია რა მნიშვნელობა აქვს. ამდენი შეკითხვები მაქვს პასუხები კი არსადაა, არავინ მოდის რომ ყველაფერი ამოხსნას და დამაწყნაროს, არავინ მეკითხება აზრს, უბრალოდ მოდიან და იმის გაკეთებას მაიძულებენ რაც არ მსურს. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, რომ ამ სახლში შესაძლოა თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო, ეს კედლები სულაც არ მაძლევენ დაცვის გარანტიას. საწოლზე გადავწექი და ემოციებისგან დაცლილი სხეული მოვადუნე, ოთახს ვათვალიერებდი და ნივთებს ვაკვირდებოდი, ოთახში კიდევ ერთი კარი იყო, სავარაუდოდ იმ კარს მიღმა სააბაზანო უნდა ყოფილიყო, ამ ყველაფრის შემდეგ ცხელი წყალი არ მაწყენდა. ავდექი და სააბაზანოში გავედი, ტანსაცმელი გავიხადე და სხეული ცხელ წყალს შევუშვირე. წყლის წვეთებმა სტრესი და დაძაბულობა ჩამომრეცხეს სხეულიდან. პირსახოცი შემოვიხვიე და ისევ ოთახში დავბრუნდი, საწოლზე ვიჯექი, ტანსაცმელი მჭირდებოდა. კარადა გამოვაღე და გამიხარდა, როდესაც რამდენიმე სპორტული შარვალი და მაისური დამხვდა. შარვალი ძლივს მოვირგე წელზე და ბოლოებიც რამდენჯერმე ავუკეცე, ზემოდან კი დიდი მაისური გადავიცვი, ალბათ საკმაოდ სასაცილოდ გამოვიყურებოდი, მაგრამ თავს შედარებით დამშვიდებულად ვგრძნობდი, ისევ საწოლში ჩავწექი იმ იმედით რომ ისევ ჩამეძინებოდა და ცოტახნით მაინც გაქრებოდა ყველაფერი ჩემს ირგვლივ.

* * *
- აბა მოყვები რა ხდება? - კითხა ოთახში შესულმა რეზიმ მიშოს
- სად რა ხდება - უპასუხა მიშომ, რომელიც ტელფონს ჩაჩერებოდა
- მიშო მგონი დროა ყველაფერი მოგვიყვე - უთხრა ამჯერად სანდრომ, მიშომ ამოიოხრა და თავიც არ აწია, საერთოდ არ სურდა ამ საუბრის წამოწყება
- ის გოგო მხოლოდ შენს გამო გადავარჩინე გუშინ, თორე ძალიან ჩვეულებრივად დავიკიდებდი საბამ რო დამირეკა, ხოდა ახლა ნება იბოძე და ხმა ამოიღე ეს დედა მო..ნული! - იღრიალა რეზიმ
- მგონი ვიმსახურებთ ვიცოდეთ, რატომ ვიცავთ ავთოს შვილს - უთხრა წყნარად სანდრომ - და თუ ეს ისევ იმ ბებერმა გააკეთა, პასუხი უნდა მოვთხოვოთ და ამჯერად უბრალო გაფრთხილებაზე მეტი უნდა ვქნათ
- არა ამჯერად სხვა იყო - თქვა საბოლოოდ მიშომ - ეს კაცი ჩვენც გვეღობება გზაზე და ავთოსაც, ხოდა ერთად უფრო მარტივად მივხედავთ
- გადაზიდვაზე რო პრობლემები შეგვიქმნა იმაზე ამბობ? - იკითხა სანდრომ
- ჰო, სამშენებლო კომპანია აქვს მასაც და ავთოს ხელს უშლის, აქ კი ჩვენ ჩვენი საქმის კეთებას არ გვაცდის
- და ავთოსთან დროებით დავზავდით? მაგას ჩვენითაც მივხედავდით! - თქვა რეზიმ - მხოლოდ ეგაა მიშო? - იკითხრა რეზიმ ცოტახნის დუმილის შემდეგ ეჭვნარევი ტონით
- ხო სულ ესაა, ავთოს მეც თქვენსავით ვერ ვიტან, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ძალებს გავაერთიანებთ იმ კაცს მარტივად მოვიშორებთ - მიშო ადგა და ოთახიდან გავიდა
- და შენ გჯერა ეხლა ამის? - კითხა რეზიმ სანდორს და მის გვერდით დაჯდა
- მჯერა რო რაც თქვა სიმართლეა... მაგრამ მხოლოდ ეგ არაა
- ხოო მარტო ეგ ნამდვილად არაა... ვერ ვიგებ რატო არ გვეუბნება, აქამდე არაფერი დაუმალია - სანდრომ მხრები აიჩეჩა - შენ რას ფიქრობ იმ გოგოზე? - კითხა რეზიმ
- რა ვიცი აბა, შეიძლება მართლა მოწონს, მაგას რას გაუგებ, გრძნობების გამოხატვა მაგის საქმე ნამდვილად არაა ან შეიძლება თავიდანვე იმიტომ გადაარჩინა, რომ ავთოს წინააღმდეგ გამოიყენეს მომავალში
- ასე ფიქრობ? შეიძლება, მაგრამ მე ის უფრა მიკვირს ავთომ ის გოგო ჩვენ რომ დაგვიტოვა, ვითომ თვითონ მაგდენს ვერ ხვდება? ჭკვიანი ტიპია და ეგრე რატო გარისკავდა
- ახლა სხვა გზა არ ქონდა, ყველაზე საიმედო ალბათ ეხლა ეს იყო, დარწმუნებული რო არ იყოს თავის შვილს ჩვენ ხელში არ დატოვებდა
- და რატოა ეგეთი დარწმუნებული? მაგან და მიშომ ლამის დახოცეს ერთმანეთი - თქვა გაბრაზებულმა რეზიმ
- იმის გამო რასაც მიშო არ ამბობს
- ეს ერთად მუშაობა რაღა მოიგონეს, მაგ კაცს ერთ დღეში მოვუღებდი ბოლოს
- ერთ დღეში მოსაგვარებელი კაცი რომ იყოს ავთო დიდი ხნის წინ მოაგვარებდა - ორივე გაჩუმდა და კარგახანს ხმა აღარ ამოუღიათ, ორივე თავიანთ ფიქრებში დასეირნობდნენ და პაზლის დაკარგულ ნაწილს ეძებდნენ
- წადი ნახე ნუთმა თუ გაიღვიძა - უთხრა სანდრომ რეზის
- რაა? - თითქმის იყვირა რეზიმ და ისეთი სახით გახედა თითქოს რაღაც საზიზღრობა უთხრა
- ხო რა იყო? ნახე თუ გაიღვიძა
- მე არავისაც არ ვნახავ, თუ გაინტერესებს თავად ნახე, ისიც მყოფნის საერთოდ ამ სახლში როა - ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ყურადღება მასზე გადაიტანა
- რას გადაეკიდე მაგ გოგოს? ასეთი რა დაგიშავა - კითხა გაღიმებულმა სანდრომ
- მაგან რა უნდა დამიშავოს, არ მევასება და მორჩა
- იმაზე ხარ გაბრაზებული მიშომ რო არ მოგაკვლევინა? რა იყო ასე ძალიან გინდა მისი მოკვლა? - არ ეშვებოდა სანდრო
- სულ არ მაინტერესებს ეგ გოგო ცოცხალი იქნება თუ მკვდარი, სანამ მე არ მომედება ფეხებში. თავიდან კიდე მართლა მოსაკლავი იყო, პოლიციასთან იტლიკინებდა რო არ გავყოლოდი და ხო ნერვები ამეშალა მიშომ მაინც რო არაფერი მოიმოქმედა
- მიშომ რო მითხრა რო შენ უშველე გამიკვირდა
- მე ახლაც მიკვირს რო ვუშველე, საერთოდ არ ვაპირებდი მისვლას
- ხო და რატო მიხვედი?
- მიშოს გამო, მე რავიცი იქნებ მართლა მოწონს ის ველური - სანდრომ მის ნათქვამზე გაიცინა და ადგა
- წავალ ვნახავ... გუშინ ცუდად გამოიყურებოდა
- რაში გადარდებს დაიკიდე
- კარგი რა, ცოდოა პატარა გოგოა და რა ამბებში ამოყო თავი
- არაფერი მოუვა, გუშინ ლამის დახოცა ის ტიპები არც ეგეთი სათუთია თქვენ რომ გგონიათ - სანდროს აღარაფერი უთქვამს გაიღიმა და ნუთის ოთახისკენ წავიდა, კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და რომ არაფერი მოხდა, ფრთხილად შეაღო კარები. ნუთი საწოლში იწვა და თვალები ჭერისთვის მიეპყრო. სანდრომ კარები ფართოდ შეაღო და ოთახში შევიდა გაღვიძებული ნუთი რომ დაინახა
- როგორ ხარ? - სანდროს კითხვას პასუხი არ მოყოლია, ნუთმა არ შეიმჩნია, ოთახში მისი შესვლა - არ გინდა ჭამო?... გუშინაც არაფერი გიჭამია - ნუთი ისევ აგრძელებდა მის ირგვლივ ყველას დაიგნორებას - კარგი მესმის რომ არ ხარ კარგ მდგოარეობაში, მაგრამ მგონი მაინც უნდა ჭამო და დაგველაპარაკო, მასე მდგომარეობა უკეთესებოსკენ არ შეგეცვლება... როგორც გინდა, მოგვიანებით ისევ შემოვალ - სანდრო ოთახიდან გავიდა და გეზი მიშოს ოთახისკენ აიღო

* * *
საბოლოოდ წოლაც მომბეზრდა და ფანჯარასთან დავდექი საიდანაც,ჩამავალ მზეს ვუყურებდი. კარები ისევ სანდრომ შეამოაღო
- გამოსვლის დროა, ჭირვეულობების გარეშე - აღარ შევწინააღმდეგებივარ უემოციოდ გავყევი სანდროს, რომელიც სამზარეულოში შევიდა და სკამიც გამომიწია რომ დავმჯარიყავი, ოთახში მყოფი რეზისთვის ყურადღება არ მიმიქცევია - რამე ჭამე - მითხრა და საჭმელზე მიმითითა, ძირითადად სულ ხორციანი კერძები იყო, რაზეც ცხვირი ავიბზუე - ნუთ არ გამამეორებინო ჭამე - მითხრა გაბრაზებულმა და მოთმინება დაკარგულმა. მომეჩვენა რომ სანდრო ცოტა სხვანაირი იყო, ძირითადად სულ იცინის და ირონიული ღიმილი დათამაშებს, ახლა კი აშკარად გაღიზიანებულია
- ხორცს არ ვჭამ - ვთქვი დიდი ხნის დუმილის შემდეგ და იმის გამო, რომ მეორე დღეა ხმა არ ამომიღია, საკუთარი ხმა მეუცნაურა
- ახლა ამის კაპრიზებიც უნდა ავიტანოთ? - თქვა ჩემით გაღიზიანებულმა რეზიმ
- ვეგანიხარ? - მკითხა სანდრომ, რომელიც ცდილობდა რეზი არ შეემჩნია
- არა, ვეგეტარიანელი - თავო დააქნია და მაგიდას დახედა - რამე მაინც უნდა ჭამო
- ალბათ - ვამბობ და ხელს სალათისკენ ვიშვერ, ის კი მთელ თეფშს იღებს და წინ მიდგავს. საჭმელი ყელში ძლივს გადამდიოდა, თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი
- როგორც ჩანს ჩემი ტანსაცმელები მოგწონს, ამ ბოლო დროს ხშირად გაცვია - თქვა რეზიმ და შემათვალიერა. ამ ვირის ტანსაცმლის ჩაცმა მაკლდა და ესეც მოხდა. მისთვის პასუხი არ გამიცია ჭამას ვაგრძელებდი
- პრინცესა ისევ დადუმდა? - ეს ბიჭი ძალიან მაღიზიანებდა, უბრალოდ აქედან წასვლა მინდოდა
- საშინელი გემოვნება გაქვს, უბრალოდ ამ შემთხვევაში სხვა არაფერი მქონდა, სახლში უნდა წავიდე და ჩემი ნივთები ავიღო - ბოლო სიტყვები ძლივს ვთქვი და სალათს ვაშტერდებოდი
- რეზის ოთახში კიდევ მოიძებნება შენთვის რამე, არა რეზი? - თქვა სანდრომ და მხარზე ხელი მიკრა
-არავითარ შემთხვევაში, ამჯერად თქვენ მიეცით ტანსაცმელი
- არავის ტანსაცმელი არ მჭირდება! სახლში წავალ და ჩემებს ავიღებ - ვთქვი გაბრაზებულმა, მათი ტანსაცმლით რატომ უნდა ვიარო?
- არა რამდენიმე დღე სახლიდან არ გახვალ - მითხრა სანდრომ მკაცრად და ჭამა გააგრძელა
- რა?! აქ უნდა გამომკეტოთ? ისიც საკმარისია ამ სახლში რა დროსაც ვატარებ - ვყვირი გაბრაზებული - მე ვსწავლობ და სამუშაო მაქვს მათ გაურკვეველი ვადით ვერ მივატოვებ, გარდა ამისა დედაჩემი ინერვიულებს, აქ ვერ გამომკეტავთ! - ფეხზე ვარ წამომხტარი და ისე ვკივივარ, მთელ ოთახს ჩემი ხმა ავსებს. სანდროს თითქოს არც გაუგონია ისე აგრძელებდა ჭამას, რეზი კი გაბრაზებული მიყურებდა, ალბათ იმიტომ რომ გავბედე და მათთან ხმას ავუწი
- რა გაწიკვინებს, დაჯექი და ჭამე! - მითხრა ხმამაღლა რეზიმ და თავით სკამისკენ მიმანიშნა
- გითხარით უნდა წავიდე მეთქი, აქ ძალით ვერ გამაჩერებთ
- წადი პრობლემა არაა, მაგრამ დედაშენის ნერვიულობა რამდენიმე დღის მაგივრად, სამუდამოდ გაგრძელდება, რადგან სავარაუდოდ სადმე მიგდებულ ადგილას იპოვიან შენს გვამს თუ საერთოთ იპოვეს, რა თქმა უნდა - რეზის გაფართოებული თვალებით მივაჩერდი და ტუჩს მთელი ძალით ვაჭერდი კბილს რომ არცერთ ცრემლს არ დაეტოვა ჩემი თვალები, დაძაბული და გაქვავებული ვიდექი, ხელები ძლიერად მქონდა მომუშტული და თითები სულ გამითეთრდა
- მაინც წავალ - ვთქვი პატარა ნაწყენი ბავშვივით და საკუთარი ძლივს ამოთქმული სიტყვების თავადაც არ მჯეროდა. ოთახიდან გავედი და კარის მიმართულებით დავიძარი
- შენი ოთახი მადეთ არ არის - მესმის სანდროს ყვირილი, მაგრამ უკან არავინ მომყვება. გაბერილი ემოციებით მივდივარ კარებთან, რომელთა შეკავებას როგორღაც ვახერხებ და ძლივს ვაღებ მძიმე რკინის კარებს და სიმწრისგან ისე გაუაზრებლად მივხურე ისევ, რომ ხელის გამოწევა არც მიფიქრია და თითები კარებში მოვიყოლე, ამაზე უარესად გავბრაზი მაგრამ როგორღაც მოვახერხე რომ ტკივილისგან გამოწვეულ ყვირილი ჩემს ყელს არ გასცდენოდა. პირზე ხელს ზლიერად ვიფარებდი და სიმწრის ცრემლები მომდიოდა, ნატკენ ხელს კი ჰაერში ვაქნევდი, ბოლოს ხელი მუცელზე მივიდე და ჩავიკეცე. ხუთი წუთი ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, შემდეგ კი ტკივილმა ცოტა რომ გადამიარა ოთახში ავირბინე. ყველაფერზე ერთად ვტიროდი და ცოტა მაკლდა რეზის მიმდევრებს რომ არ შევერთებოდი ჩემი მოკვლის მცდელობებში. ყველა მხრიდან ვგრძნობდი ზეწოლას და სუნთქვაც კი მიჭირდა, აქედან ვერ წავალ მართლა რამე რომ დამემართოს დედაჩემი ვეღარ გადაიტანს და ესეც რომ არა, კარებთან იმდენი დაცვა დგას, გარეთ მაინც ვერ გავაღწევ.

ჩალურჯებულ თითებს დავყურებ და ნერვები პიკზე მაქვს, შეიძლება ვინმე შემომაკვდეს ისეთი გაბრაზებული ვარ. ავთოს ცხოვრებაში აღარ დაველაპარაკები, როგორ გაბედა ჩემი აქ დატოვება, ლომის ხახაში ჩამაგდო და ყოველ წამს ველოდები ყბებს როდის დახურავს და ეშვებს საბოლოოდ ჩამარსობს.
- საბამ შენი რაღაც ნივთები მოიტანა - ოთახში დაუკაკუნებლად შემოსულ მიშოს ვუყურებ, რონელსაც ჩემი ზურგჩანთა უჭირავს ხელში, და აი ისიც, ჩემი მსხვერპლი.
- და საბას ვინ მისცა უფლება, რომ ჩემს სახლში უნებართვოდ შესულიყო და ჩემს ნივთებში ექექიალა?! - ვყვირი საწოლიდან წამომხტარი ბოლო ხმაზე
- მე - ამბობს უემოციოდ
- შენ? და შენ რატომ ფიქრობ რომ ამ უფლების გაცემა შეგიძლია, ის ჩემი სახლია და არა შენი! - ვყვირი და ჩანთას ხელიდან ვართმევ
- ნივთები გჭირდებოდა და მოგიტანეთ თუ ასე ძალიან მოგეწონა რეზის ტანსაცმელი შეგიძლია ისევ ეგენი გეცვას - ნერვები ზღვარს ცდება და მისი ცემის სურვილი მიპყრობს
- იდიოტი ხარ?! რა უნდა მომწონებოდა? საუბრის თემას ნუ ცვლი, თქვენ ჩემს სახლში შესვლის უფლება არ გქონდათ
- სიტყვები შეარჩიე და აქედან რომ წახვალ მერე თუ გინდა გვიჩივლე მაგ ფაქტან დაკავშირებით - ამბობს და გასვლას აპირებს, მაგრამ მე ჯერ კიდევ არ დავცლილვარ იმ ბრაზისგან, რომელიც მათი და ავთოს გამო დამიგროვდა
- მაგას აუცილებლად გავაკეთებ და კიდევ ბევრი სხვა რამის გამოც გიჩივლებთ !
- ნუ მაღიზიანებ და წიკვინს მორჩი
- როგორ მოვრჩე? ხვდებით მაინც რომ ყველანაირ პირად სივრცეს მირღვევთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საბამ რა იცის მე რა მჭირდება და რა არა - ყვირილისგან საბოლოოდ ყელიც მტკივდება, მაგრამ ბრაზი მაინც ვერ ტოვებს ჩემს სხეულს
- მალდივებზე კი არ ხარ დასასვენებლად, რაც საჭიროა ის მოგიტანა! - ამბობს მკაცრად და კარებს იჯახუნებს
- არადა მე სულ მალდივებზე მგონია თავი! - ვყვირი და კარებს ფეხს ვურტყავ.

ოთახში წინ და უკან დავდივარ და სულ დედაჩემზე ვფიქრობ, მეშინია რომ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება და ამას ვერცერთი ვეღარ გადავიტანთ. დაბლიდან ხმაური მესმის, უფროსწორად სიცილის ხმა. ცნობისმოყვარეობა მიპყრობს. მე აქ რა დღეშივარ იქ კიდე იცინიან. კიბეებს ჩუმათ ჩავუყევი და თვალები შუბლზე ამივიდა, ისინი დგანან და ჯოკერს თამაშობენ! ჯოკერს! სანამ მე ვიღაც მოსაკლავად მეძებს და გარეთ ვერ გავდივარ ესენი კი აქ ერთობიან, თუმცა რა მიკვირს ჩემზე დარდით თავს რომ არ შეიწუხებენ ისეც ვიცი
- ნუთ - ამბობს საბა როცა მხედავს, მე კი გაფართოდბული თვალებით ვდგავარ კარებში
- ნუთ... მშვენიერი რაღაც მოვიფიქრე - იძახის სანდრო და ფეხზე დგება. ყველა მას ვუყურებთ იმის მოლოდინში, თავის ეგრედ წოდებულ მშვენიერ იდეას როდის გაგვიზიარებს - მოკლედ ჩვენ ეხლა საქმიან, ბიზნეს წვეულებაზე მივდივართ ხოდა შენ ალბათ სახლში ჯდომა მოგბეზრდა და იქნებ ჩვენთან ერთად წამოხვიდე? - ამბობს გაბადრული სახით
- რა თქმა უნდა, არა და შენ ამას მშვენიერ იდეად მიიჩნენ? გგონია "განგსტერულ" წვეულებაზე წასვლა მინდა? - ვამბიბ გაკვირვებული
- რას ბოდავ სანდრო?! სახლში არ მყოფნის ახლა წვეულებაზეც უნდა წავათრიოთ? არავითარ შემთხვევაში - ამბობს რეზი
- ჯერესერთი "განგსტერული" წვეულება არა, სუფთა ბიზნესებიც გვაქ და მათი წვეულებაა, ჩაიცვი მივდივართ - იძახის გახარებული და კარტებს მაგიდაზე ყრის
- საშიშია ვერსად წავიყვანთ - უემოციო, ჩუმი ხმით თქვა მიშომ
- კარგი რა ოთხივე იქ ვიქნებით და რაც მთავარია რეზიც იქ იქნება, მისი ამბავი რომ ვიცი ნუთს ვერავინ მიუახლივდება
- ხო რადგან თვითონ მომკლავს! - ვყვირი გაღიზიანებული
- მორჩა პატარა წვეულებაზე მივდივართ - ტაში შემოკრა და გახარებული გავარდა ოთახიდან, შანსი არაა!



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ყველაზე მაგარი იქნება რეზის რომ ნუთი შეუყვარდეს. აი ყველაზე მაგარიი. უბრალოდ ჩემთვის ძალიან რტულია იმია წარმოდგენა ადამიანს მოუსწრაფო ბოძებული სიცოცხლე და რისთვის. ფულისთვის. იმისთვია რეალილურად რაც ჩვენი არცაა. შიშვლები ვკვდებით და მარტოები. უფალო დაგვაბრუნე შენში

 


№2  offline წევრი esel

Qeti qimucadze
ყველაზე მაგარი იქნება რეზის რომ ნუთი შეუყვარდეს. აი ყველაზე მაგარიი. უბრალოდ ჩემთვის ძალიან რტულია იმია წარმოდგენა ადამიანს მოუსწრაფო ბოძებული სიცოცხლე და რისთვის. ფულისთვის. იმისთვია რეალილურად რაც ჩვენი არცაა. შიშვლები ვკვდებით და მარტოები. უფალო დაგვაბრუნე შენში

❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ძალიან კარგი ისტორია არის, როდის დაიდება შემდეგი თავი??

 


№4  offline წევრი esel

სტუმარი თიკო
ძალიან კარგი ისტორია არის, როდის დაიდება შემდეგი თავი??

ალბათ ზეგ დავდებ ????

 


№5  offline წევრი nini :)

ვგიჟდები ნუთის და რეზის კამათებზეე...
მიშოც საყვარელია მაგრამ რა იქნება ბოლოს ვერ ვხვდები, ვინაა მიშო ასეთი რომ ნუთისთვის ყოველთვის კარგი უნდა... რაღაცას ვფიქრობ მაგ საკითხზე და ვნახოთ თუ გამართლდა ჩემი მოლოდინი....

იმედი მაქვს მალე იქნება შემდეგი თავიი ველოდები დიდი ინტერესით ♥️♥️

 


№6  offline წევრი esel

nini :)
ვგიჟდები ნუთის და რეზის კამათებზეე...
მიშოც საყვარელია მაგრამ რა იქნება ბოლოს ვერ ვხვდები, ვინაა მიშო ასეთი რომ ნუთისთვის ყოველთვის კარგი უნდა... რაღაცას ვფიქრობ მაგ საკითხზე და ვნახოთ თუ გამართლდა ჩემი მოლოდინი....

იმედი მაქვს მალე იქნება შემდეგი თავიი ველოდები დიდი ინტერესით ♥️♥️

შევეცდები მალე დავდო შემდეგი თავი ❤ძალიან მაინტერესებს მიშოსთან დაკავშირებით რას ფიქრობ ❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ლალო

გული მოგრძნობს რო მიშო და ნუთი ანა დაძმა არიან ან ნათესავები დდდ და რავქნა დდა რეზის და ნუთის წყვილს ველოდები,ძალიან აღარ გაწელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent