შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 34

21-04-2021, 13:55
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 009

სანდროსთან ლაპარაკმა ვაჩე კიდევ უფრო არია და თათია საერთოდ რომ აღარ პასუხობდა მის ზარებს და შეტყობინებებს საბოლოოდ გაგიჟდა, მასთან მისვლა და ლაპარაკი გადაწყვიტა მაგრამ რეზიმ უფლება არ მისცა
-ვერ ხვდები რომ ნელ-ნელა ანდრიას ემსგავსები?-უთხრა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა სახე ალეწილ მეგობარს
-ანდრიას?-ჩაეცინა ვაჩეს და ამღვრეული ჭაობისფერი თვალები მიანათა მეგობარს
-ზუსტად!
-რას ბოდავ
-რაც გესმის! -გაბრაზდა რეზი
-შენი აზრით არასწორად ვიქცევი?
-შენი აზრით?-კითხვა შეუტრიალა რეზიმ და მის არეულ თვალებს მზერა აარიდა
-შეცდომა დავუშვი
-ჰო დაუშვი!-დაეთანხმა გაბრაზებული რეზი, ვაჩემ სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა
-მიყვარს-აღმოხდა უცნაური ხმით, ფანჯარა ჩასწია და სიგარეტის ლურჯი კვამლი გარეთ მიმართა
-დარწმუნებული ხარ რომ გიყვარს? იქნებ ეს უბრალოდ აკვიატებაა და მეტი არაფერი?
-უბრალოდ მისი სიახლოვე თავს მაკარგვინებს და არასწორად ვიქეცევი ხოლმე... მავიწყდება რომ სკოლის მოწაფეა...-ბოლო სიტყვებზე უცნაურად გაეცინა
-რა მოწაფე, საიდან მოიგონე-გიჟივით სიცილი აუტყდა რეზის
-რამე უნდა მოვიფიქრო და როგორღაც შემოვირიგო თორემ მალე ჭკუიდან გადავალ...
-ყვავილები გაუგზავნე-ურჩია რეზიმ სიცილით
-მეკაიფები ხო?-სერიოზულად არ მიიღო მისი ნათქვამი ვაჩემ
-არ გელაპარაკება, არ გწერს, სადმე მისი საპატიჟება უაზრობაა რა თქმა უნდა არ გამოგყვება, რადგან ძალიან ნაწყენი და გაბრაზებულია შენზე...ყველაზე კარგი და სწორი საქციელი შენი მხრიდან ეს იქნება ტარიელ-დასერიოზულდა რეზი მაგრამ ბოლოს მაინც გაეცინა
-არ ვარ შენი ბოროტი იომორის ხასიათზე-გაღიზიანდა ვაჩე
-რომელი ყვავილები უყვარს?
-რა ყვავილები...-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები ვაჩემ
-გაუგზავნე გაუხარდება-გაეღიმა რეზის
-არა!
-ნორმალური ადამინივით მოქცევა არ შეგიძლია?
-ყვავილები... -ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა
ბიჭმა -შენი აზრით რამეს შეცვლის?
-ყვავილები რა თქმა უნდა არა შეცვლის-გაეცინა ბიჭს- შენ თუ არ შეიცვლები!
-კარგი გავუგზავნი
-შენ მიუტანე
-შანსი არაა
-ხედავ? არ იცვლები!-გაბრაზდა რაზი -ასე არაფერი გამოვა მეგობარო
-ისეთი უნდა ვუყვარდე როგორიც ვარ! მე მისი შეცვლა არ მსურს რადგან მიყვარს ისეთი როგორიცაა!
-ის შენ არ გგავს! აცნობიერებ ამას? ის ძალიან მშვიდი და დამყოლია!
-დამყოლი ნაკლებად-იუარა ვაჩემ და სიგარეტის ჩამწვარი ღერი მოისროლა
-ვაჩე აზრზე მოდი, ასე არაფერი გამოვა... თუ მასთან ურთიერთონის გაგრძელება გინდა უნდა მოუსმინო და გაითვალისწინო მისი სურვილები... დათმობებზეც უნდა წახვიდე და ხშირად ის უნდა გააკეთო რაც მას სურს და არა ის რაც შენ გსურს! სხვა შემთხვევაში შენ მას დაკარგავ! პატარაა მაგრამ ოდესმე როგორღაც გააცნობიერებს, რომ არ შეიძლება მუდამ შენს სურვილებს ასრულებდეს! მუდამ შენ გისმენდეს და აკეთებდეს იმას რაც შენ გინდა! გესმის?
-გგონია რომ მე მისგან რამე ისეთს ვითხოვ რაც არასწორია?
-მგონია რომ დაიღლება შენი სურვილების ასრულებით... სულ ესაა... მალე მიხვდება რომ სამყარო შენს გარშემო არ ბრუნავს და მეტიც, მიხვდება რომ მის გარშემო უნდა იბრუნოს!!! ოდესმე ამას გააცნობიერებს და მაშინ მაგრად
დაგენ.რევა!-ბოლო სიტყვებზე სიცილი აუტყდა რეზის და სახე ალეწილ ვაჩეს რომ გახედა უარესი დაემართა
-იცი რომ მაგარი ნაბიჭვ.რი ხარ?-ავარდა ვაჩე
-სიმართლე ასეთია-მხრები აიჩეჩა რეზიმ და მანქანა დაქოქა-სკოლასთან მივიდეთ და იქ დაველოდოთ, რომ გამოვა ვინმეს ხელით ყვავილები გაუგზავნე, რადგან შენ არ გინდა რომ პირადად აჩუქო
-მაინც მაგ აზრს აწვები?
-მინდა შეგარიგოთ და იფიქორს რომ ნორმალური ადამინივით მოქცევა შეგიძლია-სიცილი აუტყდა ისევ და სანამ გაცეცხლებული ვაჩე რამეს ეტყოდა გაზს ბოლომდე მიაჭირა.
სკოლის ეზოდან გამოსულ თათიას პატარა ბიჭი რომ მიუახლოვდა და წითელი ვარდების თაიგული შეაჩეჩა ხელებში გაოცებისგან ლამის პირი დააღო
-ეს მართლა ჩემთან გამოგატანეს? ხომ არ შეგეშალა ჩემო პატარა?-გაუღიმა ბიჭს და ლოყაზე მოეფერა
-არა იმ ბიჭმა მითხრა იმ გოგოს წაუღეო-აუხსნა პუტკუნა ბიჭმა, მარჯვენა მხარეს გაიშვირა ხელი და მომენტალურას თათიამაც იქეთ გაიხედა მაგრამ იმდენი ხალხი ირეოდა რომ ნაცნობი ვერავინ დაინახა, ბავშვი მაშინვე გაიქცა, გაოცებულმა თათიამ კი ისევ მითითებულ მხარეს ყურება დაიწყო, ძალიან აღელდა რადგან დარწმუნებული იყო რომ ეს საჩუქარი ვაჩესგან არ იქნებოდა, ანდრიასგან მითუმეტეს და ძალიან დაიძაბა იმაზე ფიქრში თუ ვინ და რატომ გამოუგზავნა, როცა მისი ტელეფონი აწკრიალდ ინსტიქტურად მაშინვე უპასუხა ისე რომ ეკრანისთვის არ დაუხედია
-ასე რატომ დაიბენი?-ჩაესმა ვაჩეს ბრაზნარევი ხმა და ადგილზე გაიყინა
-აქ ხარ?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე სუნთავა აჩქარებულმა გოგონამ და მისი ძებნა დაიწყო თვალებით
-ფიქრიც კი არ გაბედო იმაზე რომ ჩემს გარდა ვინმეს შეეძლია შენთვის ყვავილები გამოგზავნა-უთხრა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა და თათიას მიაჩერდა ამღვრეული თვალებით
-სად ხარ?-თათიას ძალიან უნდოდა დაენახა ის
-შენთან ძალიან ახლოს-უთხრა მშვიდი ტონით და თათიას ქცევაზე გაეცინა, რადგან გოგონა სულდალეული ეძებდა მას ხალხში
-კარგი... მადლობა ყვავილებისთვის შეშლილო-უთხრა ბრაზნარევი ტონით რადგან ვაჩე არადა არ დაენახა, არადა გრძნობდა მის დაჟინებულ და მწველ მზერას, ტელეფონი გაუთიშა და სახლისკენ წავიდა დაბნეული.
გვიან ღამე ვაჩეს ზარმა ძალიან ააფორიაქა თათია და ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტა რომ მოთხე ზარზე ეპასუხა
-შენს სახლთან ვარ ჩამოხვალ?-ჰკითხა არეული ხმით და მის პასუხს სუნთავა შეკრული დაელოდა
-რატომ მოხვედი?-დაიძაბა თათია
-უბრალოდ ძალიან მომენატრე-უთხრა მშვიდი ტონით, ცდილობდა როგორღაც თავი მოეთოკა და მოთმინების ძაფი არ გაწყვეტოდა
-ძალიან?-თათიას კითხვამ ჯერ გააღიზიანა მერე გაამხიარულა
-შენი აზრით?-ჩაეკითხა ბიჭი
-დღეს არ მოხვედი ჩემთან და არ მნახე...ამიტომ
გეკითხები-უთხრა ბრაზნარევი ტონით გოგონამ
-გეწყინა?-გაოცდა ვაჩე
-შენი აზრით?
-მეგონა გაბრაზებული იყავი ჩემზე
-ახლა უფრო ვარ -ვერ მოთოკა თავი თათიამ
-გამოდი და ვილაპარაკოთ
-არ მინდა
-ძალიან რომ გთხოვო?-არ ნებდებოდა ვაჩე
-სალაპარაკო აღარაფერია
-სულ რამდენიმე წუთით, გთხოოოვ
-კარგი-მალევე გატყდა თათია და გარეთ გავიდა, გაოცებული მიაჩერდა ყვავილების თაიგულით და დიდი დათუნიათი ხელში მდგომ ბიჭს
-ეს...-გაეცინა თათიას
-შემირიგდები? -ჰკითხა მომღიმარი სახით ბიჭმა
-არ მჯერა-აკისკისდა თათია და დათუნია გამოართვა -მართლა ხდება ეს ყველაფერი თუ მეჩვენება? -სათამაშო ჩაიხუტა და ყვავილების თაიგულიც გამორთვა, აციმციმებული თვალები მიანათა ბიჭის დანისლულ ჭაობისფერ სფეროებს, რომელიც წამით თვალს არ აშორებდა საყვარელი გოგონას სახეს და კარგა ხნის ფიქრის მერე გოგონამ ლოყაზე ნაზად რომ აკოცა ირონიულად გაეღიმა-ძალიან გამახარე-უთხრა გულწრფელად აღფრთოვანებულმა თათიამ და დათუნია უფრო მეტად მიიხუტა, ვაჩემ ვერ გაუძლო მისგან წამოსულ სითბოს და ხელის ზურგი ჩამოაყოლა გოგონას სიცივისგან გაფითრებულ სახეს
-შედი გაცივდები-უთხრა, კარგა ხნის სიჩუმის მერე და მანქანის გასაღები ამოიღო ჯიბიდან -მეც წავალ... ხვალ თურქეთში მივდივარ...არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანში დავბრუნდები... მარიანას ნათლიას, ილიას მივყვები საქმეები აქვს და...-ხმა ჩაუწყდა თათიას თვალები რომ აუწყლიანდა
-ამას ახლა მეუბნები?-ასლუკუნდა გოგონა
-არ მეგონა თუ...
-თუ ამას ჩემთვის მნიშვნელობა ექნებოდა?-გაუბრაზდა თათია და ცრემლები გადმოუცურდა
-რამდენიმე საათის უკან გადავწყვიტე...
-ისე რომ მე არაფერი მითხარი-ატირდა გოგონა
-თათია-აღმოხდა სუნთავა აჩქარებულ ბიჭს და მაშინვე გულში ჩაიკრა
-თავი დამანებე-გაიბრძლო თათიამ მაგრამ მალევე შეწყვიტა წინააღმდეგიბის გაწევა და თავადაც ჩაეხუტა -მალე ჩამოხვალ? რატომ მიდიხარ? როდის დაბრუნდები? -ახედა საცოდავად
-არ მეგონა გულს თუ გატკენდი-უთხრა სუᲜთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და ზემოდან დააცქერდა საყვარელი გოგონას უარესად გაფითრებულ
სახეს -მალე ჩამოვალ რამდენიმე დღეში
-ყოველთვის ასე იქცევი!-გაუბრაზდა თათია და უკან დაიხია
-გპირდები რომ ყველაფერი შეიცვლება-გაუღიმა ვაჩემ და ნიკაპზე აკრა ხელი-გᲮტოვ არ გამებუტო... ასე არ გამიშვა...
-კარგი-დაუბღვირა თათიამ და მიუახლოვდა -იცოდე ეს ბოლოა როცა შენ აკეთებ იმას რაც გინდა და მე ჩუმად ვარ და ვაკეთებ იმას რაც შენ გინდა!
-კარგი-გაუღიმა ვაჩემ, ხელი გადახვია, თავისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა-მიყვარხარ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან იმის მიუხედავად რომ ძალიან უნდოდა შეხებოდა ამ ტუჩებს, თავს მოერია როგორღაც და საფეთქელზე მიაწება ცივი ტუჩები, გოგონას მაშინვე აეწვა კანი და გააჟრჟოლა.
სანდრო მომღიმარი სახით უყურებდა ნათიას რომელიც წამოზრდილ მუცელს ეფერებოდა ერთი ხელით, მეორეთი კი შოკოლადს მიირთმევდა
-გეყოფა ამაღამ ეს შოკოლადები თუ წავიდე გიყიდო? იცოდე ღამე არ წავალ მაღაზიაში
-მგონი მეყოფა-ნათია წამოდგა ფეხზე და კარადაში შენახულ შოკოლადებს გადაავლო თვალი
-დარწმუნებული ხარ?-ჩაეკითხა სანდრო
სიცილით -იმდენს ჭამ და ისეთი სისწრაფით მეეჭვება დილამდე გეყოს
-მგონი ამაღამ მოგიწევს შენ მაღაზიაში ჩასვლა იმიტომ რომ ვატყობ ანანასი მომიმდება!-გაუბრაზდა ნათია და ირონიულად გაეცინა სანდროს ალეწილ სახეს რომ ჰკიდა თვალი
-რაც არ უნდა მოგინდეს აღარ ჩავალ გაითვალისწინე და არ გაბედო და არ გამაღვოძო იცოდე! -წარბები შეყარა სანდრომ და საძინებელში შევიდა.
-მე კიარა შენს ნებიერა გოგოს უნდება ხოლმე გაითვალისწინე ეს-მიაძახა ნათიამ და შოკოლადის ჭამა მშვიდად განაგრძო.
შუა ღამისას ტელეფონის რეკვის ხმამ გააღვიძა სანდრო, ძლივს აწია თავი ბალიშიდან ნახევრად მძინარემ და ტუმბიზე დადებული ტელეფონს გახედა უკმაყოფილო სახით
-ვინაა?-დაფეთდა ნათია
-არ ვიცი-ტელეფონი აოღო და დახედა მაგრამ ნომერი ვერ გაარჩია დაბინდული თვალებით და ისე უპასუხა
-სანდრო-გაისმა ვაჩეს აღელვებული ხმა-ბოდიშინასე გვიან რომ გაწუხებ...მაგრამ...
-მოხდა რამე?-დაიძაბა ბიჭი
-მოხდა-უთხრა ვაჩემ ყოყმანით
-მითხარი რა ხდება? მანდ თურქეთში მოგიხდათ რამე შენ და ილიას?-საწოლზე წამოჯდა სრულიად გამოფხიზლებული
-ეს თათიას ეხება-თქვა ვაჩემ ჩავარდნილი ხმით-არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა მაგრამ... ჩავთვალე რომ უნდა გცოდნოდა...
-მიდი მითხარი რა ხდება-სანდრო ისე აღელდა თათიას სახელის ხსენებაზე რომ საწოლიდან წამოვარდა
-მართა ბებოს წნევამ დაარტა და...
-რაა?-აღმოხდა აღელვებულ ბიჭს
-თათიამ დამირეკა, ტიროდა ძალიან ცუდადააო ბებოვო...შეშინებული იყო... აეროპორტში ვარ ახლა, მაგრამ ფრენები არაა უამინდობის გამო და...კი მითხრა შენზე არ დაურეკოვო მაგრამ...მე საჭიროდ ჩავთვალე რომ გცოდნოდა-უთხრა ნაწყვეტ-ნაწყვეტ
-კარგია რომ დამირეკე-უთხრა ჩავარდნილი ხმით და საავადმყოფოს მისამართი
გამოართვა -მარტოა?-ჰკითხა არეული ხმით
-ჰო სულ მარტოა-ხმა ჩაუწყდა ვაჩეს
-კარგი-უთხრა სანდრომ და გაუთიშა, ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა და მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი, ნათიას მოკლეთ აუხსნა სიტუაცია და სთხოვა ნანასთვის დაერეკა
-სანდრო არ მინდა
-ნანა რომ იქნება შენთან უფრო მშვიდად ვიქნები
-კარგი კარგი-ნათიამ მაშინვე დედას დაურეკა სიტუაცია აუხსნა და მისვლა სთხოვა
-მაშინ მე საავადმყოფოში წავალ... ნანა რომ მოვა ეგრევე დამირეკე-უთხრა აღელვებულმა ბიჭმა ცოლს და შუბლზე აკოცა.
თათია იატაკზე იჯდა და ცრემლებად იღვრებოდა, ვაჩეს გარდა ვერავისთან ვერ გაბედა დარეკვა და რამის თქმა შუა ღამის ოთხზე, მასაც იმიტომ დაურეკა რომ უნდოდა ეგრძონო ვიღაცის მხარდაჭერა, დედას გაღვიძება და შეშინება არ უნდოდა, იცოდა მაკა რა დღეშიც ჩავარდებოდა დედამისის ამბავი რომ გაეგო, ამიტომ არჩია სანამ მართას მდგომარეობა არ დასტაბილურდებოდა არაფერი ეთქვა მისთვის... ეცოდებოდა საბერძნეთში წასული დედა ამხელა ტკივილის გადასატანად, არადა თავადაც ძალიან უჭირდა... მაიტომ მთელი ეს დროს ვაჩეს ელაპარაკებოდა ტელეფონზე , მისგან რაღაც ძალას იღებდა თითქოს და დროდადრო მშვიდდებოდა, ძალას ირკებდა და ტიროლს წყვეტდა, მაგრამ მერე ისევ რომ მოაწველობდა მარტოობის და შიშის განცდა ისევ იგივე სასოწარკვეთაში ვარდებოდა.
ფეხზე წამოვარდა როცა რეანიმაციიდან მოღუშული სახით გამოვიდა ექიმი
-ბებო როგორაა? ხომ კარგად იქნება? გთხოვ ცუდიბარაფერი მითხრათ,შეეხვეწა თათია და ცრემლები გამოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე
-სამწუხაროდ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა-დაიწყო ექიმმა და ხმა ჩაუწყდა ღონე მიხდილი თათია კედელს რომ მიეყუდა -მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაჯეთებთ მის გადასარჩენად-უთხრა დარწმუნებით და მკლავზე მიადო, ხელი თითქოს მხარდაჭრა აგრძნობინა თავისი, ძალიან შეეცოდა სრულიად მარტო რომ იდგა აკანკალებული საავადმყოფოს უზარმაზარ მიმღებში რომლის ფონზე კიდევ უფრო პატარა და დაუცველი რომ ჩანდა, გვერდი აუქცია და თავდახრილი წავიდა. თათიამ თვალები დახუჭა და მოწოლილ ცრემლებს უფლება მისცა რომ გადმოცურებულიყვნენ კვლავ მის გაფითრებულ ღაწვებზე, საოცარმა ნაცნობმა სურნელმა ცხვირი აუწვა მოულოდნელად და გაბრუვდა, მაგრამ ისე იყო არეული, დაბნეული და შეშინებული რომ ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა რეალურა დმის თავს და უფრო ძლიერად დახუჭა თვალები, შეეშინდა...ეს ნაცნობი სურნელი...სანდროს სურნელი არ უნდოდა დაეკარგა...სუნთვა შეეკრა და გულისცემა გაუჩერდა როცა ვიღაცამ გულში ძლიერად არ ჩაიკრ და თავზე აკოცა, იმდენად აირია, დაიკარგა მოწოლილ ემოციებში და გრძნობებში რომ ეგონა სანდრო ეჩვენებოდა, ამიტომ განზრახ ჯიუტად არ ახელდა თვალებს... არ უნდოდა ეს შეხება, ეს სურნელი, ეს ძალა დაეკარგა
-ნუ გეშინია, მე აქ ვარ...შენთან-დაუჩურჩულა სანდრომ აკანკალებულ გოგონას და უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში, ამ ხმაზე თათიას სისხლი გაეყინა ძართვებში, გონება დაებინდა და საბოლოოდ დაკარგა აზროვნების უნარი -თათია-დაუჩურჩულა სანდრომ, მისის სახე ხელებში მოქცია და ზემოდან დააცქერდა გოგონას ალეწილ სახეს, თათიმ თვალები გაახილა და ძმას ახედა ამღვრეული ცივი, ცარიელი, ნაცრისფერი სფეროებით
-შენ... შენ... მაინც მოხვედი ჩემთან-ამოილუღლუღა ხმა აკანკალებულმა გოგონამ და ძმას ძლიერად შემოაჭდო წელზე ხელები, თავი მკერდზე მიადო და ბედნიერების და ტკივილის ცრემლები ერთდროულად გადმოუცურდა გადაფითრებულ ღაწვებზე
-ჰო მოვედი, შენთან მოვედი-გაუმეორა სანდრომ და თავალები დახუჭა, ოდნავ ათრთოლებული ხელები შემოხვია დას და უფრო მეტად მიიკრო გულზე, თითქოს ას ეცდილობდა მისი და საკუთარი თავის დაცვას წარსულისგან მოყენებული ჭრილებებისგან რომელიც გამუდმებულ ტკივილის აყენებდა მასაც და თათიასაც.
-ხომ არ მიმატოვებ-დაიჩურჩულა თათიამ და საცოდავი თვალებით ახედა ძმას
-არასოდეს მიგატოვებ- უთხრა სანდრომ ჩაავრდნილი ხმით და გული მტკივნეულად შეეკუმშა რადგან ასეთი განადგურებული და შეშინებული თათია დაინახა
-კარგია რომ არსებობ-უთხრა თათიამ ცრემლიანი თვალებით და ისევ ჩაეხუტა, თითქოს იჭერდა რადგან ძალიან ეშინოდა ისევ ხელიდან არ გასხლტომოდა ძმა, ისევ არ დაეკარგა მისი სიყვარული... სანდროს გული საშინლად სტკიოდა ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა თათიას, ყველაზე მეტად იმაზე ფიქრი სტანჯავდა რომ ახლა ამ მდგომარეობაში ძალიან უმწეო და სუსტი იყო რადგან არ შეეძლო თათიასთვის ამ ტკივილის არიდება და რამე კარგის გაკეთება მართა ბებოსთვის რომ მისი პატარა დის გულინარ დატანჯულიყო.
მეორე დღეს საავადმყოფო სანდროს ნაცნობი და ახლობელი ხალხით აივსო, თათიას რაღაცნაირად გული ეტკინა, რადგან სანდრო ამდენი ადამინისთვის იმდენად ძვირფასი და მნიშვენელოვა იყო რომ აქ მისი ნახევარ დის, ბებოს ავადმყოფობის გამო შეიყარდნე, თავად კი ერთი ადამინიც კი არ ჰყავდა სანდროს გარდა ვინც მის გამო ასეთ რამეს იზავდა, ამ სიმარტოვემ კიდევ ერთხელ ატკინა გული მაგრამ იმის გააზრება რომ სანდრო თავის არსებობოთ და სიახლივით ყველა იმ სიცარიელეს შეავსებდა მის გულში რაც აქამდე თან სდევდა მის გაყინულ ცარიელ სულს, რაღაცნაირად ბედნიერებით გაიჟღინთა მთელი მისი სხეული, გონება , სული და გული... აქ კიდევ ერთხელ იგრძნო ძმის ძალა და თავი ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანდ იგრძნო.
თათიას შეხვედრა ნათიასთან და მარიანასთან ერთი დიდი დღესასწაული იყო, რომელზეც ცრემლებიც კი მოეძალა მიას, რომელიც სანდროს დის ახლოს გაცნობით გამოწვეულ უცნაურ ემოციებს კარგად ვერ აცნობიერებდა... ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა, რას განიცდიდა, ძალიან დააბნია თათიას გამოჩენამ მათ ცხოვრებაში, მაგრამ ნიკასთვის საერთოდ არ იყო ეს სიახლოვე უცნაური, ერთადერთი რასაც ის განიცდიდა იყო სიხარული რადგან სანდრომ საბოლოოდ შეძლო წარსულთან დაპირისპირება.
ვაჩეს ჩამოსვლას დაემთხვა მართა ბებოს მდგომარეობის დასტაბილურება და თათიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... უზომოდ უსაზღვროდ ბედნიერი იყო ის ამ წუთებში, მითუმეტეს რომ ამ ამბავმა არამარტო სანდროსთან მის ოჯახთანაც დაახლოვა.

№1  offline მოდერი ნეაკო

შემდეგი თავით დავასრილებ ისტორიას მეგობრებო❤❤❤❤❤❤❤❤

მადლობა რომ მიზიარებდით თქვენს გულწრფელ ემოციებს და მაბედნიერებდით.

მადლობა რომ გამოხატავდით ემოციებს თუნდაც მათ ვინც ( მაჰაჰავებდით-იცოდეთ რომ ხასიათს მაინც ვერ გამიფუჭებთ ამით)

მადლობა რომ ბოლომდე წამომყევით ამ გიჟურ ისტორიაში❤❤❤❤❤

მადლობა ყველას მადენი თბილი სიტყვებისთვის და და გულებისთვის რომლითაც ჩემს გულს ათბობდით❤❤❤❤❤

№2 სტუმარი სტუმარი ელა

ნეაკო სიტვები არ მყოფნის არ ვიცი რა დავწეროო ეხლაც ვზივარ და თვალები ცრემლიანი მაგვს ყოჩახ შენ ❤❤❤

№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელა
ნეაკო სიტვები არ მყოფნის არ ვიცი რა დავწეროო ეხლაც ვზივარ და თვალები ცრემლიანი მაგვს ყოჩახ შენ ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤❤❤❤ უზომოდ გამაბედნიერე❤❤❤❤

№4 სტუმარი სტუმარი nazi

რა ვქნა რა გავაკეთო არღარ შემიძლია გული ამიჩუყდა და ვიტირე :))) იმდენი ემოციაა და ძმა შორის რო სხვანაირათ ვერ ვკითხულობ იმდენი სითბოაა რო არ ვიცი მკლედ რა ემოცითღა გადმვცე მართლა ყველაზე ძლიერი გძნობა და ძმის სიყვარული სუპერ სუპერ იტორიაა არ ვიცი რომ დასრულდეა რა მეშველება :))მადლობა ამ ისტორისთვის გელი ❤❤❤❤

№5 სტუმარი სტუმარი Tekla

რა კარგი თავი იყო როგორ მიხარია ესე რომ დაულაგდათ ურთიერთობა აი რაღაც დიდ ჰეფიენდს ველოდები ბოლოს ნიაკო საოცარი გოგი ხარ მადლობა შენ ❤❤❤

№6  offline წევრი Tekela

???????????? მადლობა რომ წერთ???? სიხარულით და მოლოდინით ვკითხულობ ყველა თავს და ყველა თქვენს ნაწერსს????????????

№7  offline მოდერი ნეაკო

Tekela
???????????? მადლობა რომ წერთ???? სიხარულით და მოლოდინით ვკითხულობ ყველა თავს და ყველა თქვენს ნაწერსს????????????

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ისტორიები ❤❤❤❤

№8  offline წევრი ირო

არასდროს არ ვწერდი კომენტარებს,მერე მივხვდი რომ უმადურობაა მწერალმა ასე იწვალოს და მადლიერება არ გამოვხატო იმაზე რაც ასე მომწონს და აღფრთოვანებას იწვევს.მგონია თითქოს შენს გარშემო მოხდა ასეთი ამბავი ისე წერ,იმდენად შინაგანი ემოციით ვივსები არ შეიძლება ასე ადამიანმა დაწეროს,მოიგონოს თუ სადღაც მის საახლობლოში სამეგობროში მიახლოებით მაინც არ მომხდარა ასეთი რამ.იმდენად სწორად არის სანდროს ნაბიჯი გადადგმული თათასკენ,ვაჩეს ხასიათის შეცვლაც არ ვიცი რა ვთქვა.ისტორია რომლის შესრულებაც ვიცი რომ დამენანება.რადგან ვხვდები რომ ფინალისკენ მიდიხარ.

№9  offline მოდერი ნეაკო

ირო

პირველ როგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო იმისთვის რომ ხშირად მიზიარებდი შენს ემოციებს და მაბედნიერებდი ამ ყ ელაფერი გაზიარებით.
ასევე მინდა გითხრა რომ თითოეული აქ დაწერილი სიტყვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყოველთვის მოუთმენლად ველი ხომლე კომენტარებს.
მე თქვენგან (მკითხველისგან) ბევრი ვისწავლე, ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე რაღაც კუთხით და მადლობას გიხდით ამისთვის ყველას.
გულწრფელად გეტყვი რომ სანდრო/ ნათიას მსგავსი ისტორია ბევრი მინახია სამწუხაროდ, თუმცა ყოფილ ცოლზე ასე გიჟივით შეყვარებული კაცი იშვიათად , მითუმეტეს მისგამო ჰაღებული მხვერპლი საერთოდ არა.
თათიას ამბავი ასე თავისთავად მოვიდა გონებაში.. მსგავსი ისტორია ნამდვილად არ მსმენია და მეც არ ვიცი როგორ და საიდან მოვიდა ეს ყველაფერი ჩემში... თუმცა ძალიან მიხარია რომ ის რაც გადმოვეცი და-ძმის ურთიერთობით სწორად მოვიტანე შენამდე, სხვა მკითხველამდეც და ის ემოციები და განცდები რაც ლოგიკურად უნდა ყოფილოყო ასეთ და-ძმობაში სწორად მოვიდა თქვენამდე.
მადლობა რომ მეხმაურები ყოველ ჯერზე და მიზაირებ ემოციებს რაც მე ძალიან მაბედნიერებს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№10  offline წევრი ირო

ნეაკო

????❤️❤️❤️❤️

№11  offline მოდერი ნეაკო

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№12 სტუმარი სტუმარი nazi

ძალან მინდა და რომ გაგძელო ჩემი სასჯელი ხარ ძალიან ძალიან გთხოვ რა ძალიან მაინტერესებს ეს ისტრაც გთხოვთ თელი გულით გაგძელო :)❤❤❤

№13 სტუმარი Xato

Saswauli xar niako sheni personajebi .dghitidghe saintereso da da sasiamovno movlenebit mixareb guls.bevr cremlsac mchuqni magram es siyvarulis da bednierebis cremlia rasac dazmoba qvia.miyvars patara tatia da misi gadareuli dzma

№14 სტუმარი სტუმარი mkitxveli

ამ საიტის ერთ ერთი ფავორიტი ხარ❤️ეს ისტორია ბევრ რამეზე დააფიქრეს ბევრს.გთხოვ შენებურად ლამაზად და ცოტა უფრო მეტი სანდრო და ნათიატი გაგვახარე ბოლო თავში❤️

№15 სტუმარი სტუმარი მარიამი

ნეაკო
შემდეგი თავით დავასრილებ ისტორიას მეგობრებო❤❤❤❤❤❤❤❤

მადლობა რომ მიზიარებდით თქვენს გულწრფელ ემოციებს და მაბედნიერებდით.

მადლობა რომ გამოხატავდით ემოციებს თუნდაც მათ ვინც ( მაჰაჰავებდით-იცოდეთ რომ ხასიათს მაინც ვერ გამიფუჭებთ ამით)

მადლობა რომ ბოლომდე წამომყევით ამ გიჟურ ისტორიაში❤❤❤❤❤

მადლობა ყველას მადენი თბილი სიტყვებისთვის და და გულებისთვის რომლითაც ჩემს გულს ათბობდით❤❤❤❤❤

უი ამ დაჰაჰავებაზე გამახსენდა,წინა თავზე მეც დამეჭირა ხელი და მინდა გითხრა რომ,ძალით არმიქნია.❤️შენი მოთხრობები ძალიან მიყვარს და (ჰაჰავის)ღირსი ნამდვილად არარის.რაც შეეხება ამ თავს,ძალიან მომეწონა,უფრო მეტიც,ვიტირე

№16 სტუმარი ატბ

როდის დადებ

№17 სტუმარი მკითხველი

არაჩვეულებრივი ნოველაა,სასწაული გოგო ხარ,მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრა ,ოღონდ არ გეწყინოს,ხშირად იყენებ სიტყვას "გაბრაზდა",გთხოვ წერის დროს შეცვალო სხვა სიტყვით,უფრო ემოციურს და გულწრფელს გახდის ნოველას,კიდევ ერთხელ მაპატიე

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent