შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

#21 [ თავი IX ]


27-04-2021, 13:08
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 747

IX

- გამარჯობა. - მშვიდი, მაგრამ ოდნავ აღელვებაშეპარული ხმით მიმართა ქრისტინმა დაუპატიჟებელ სტუმრებს.
- გაგიმარჯოს. - თავი გამოიდო ლეონმა და ერთი ნაბიჯი მისკენ გადადგა.
- თქვენი სახელები? - წარბი ასწია ქალმა.
- მე ლეონ ლარუსო, ეს კი ოლივია უილიამსი.
- კარგი, ლეონი და ოლივია, ოქეი. მაგრამ არც ერთის სახელი არ მეცნობა. - თქვა და საჩვენებელი თითი ჯერ ერთისკენ გაიშვირა, შემდეგ მეორისკენ. ამით აგრძნობინა, რომ არც ერთ მათგანს არ ენდობოდა.
- რთულია იმის ახსნა, აქ ვინ ვართ და რატომ. - ეს კაცი შორი გზიდან მოუარე იყო.
- რადგან აქ ხართ, ვივარაუდებ, რომ იცით - მე ვინ ვარ. - უპასუხა ქალმა. მის სახეზე არც ერთი ნაკვთი ინძრეოდა. თითქოს, უემოციო იყო.
- ვიცით, მაგრამ, ამჟამად, ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს და შენი დახმარება გვჭირდება. - მორიდებით მიმართა ლეონმა.
- ჯერ ამიხსენით ვინ ხართ. - თქვა და თეძოთი სამუშაო მაგიდას მიეყრდნო. ხელები კი გულზე გადაიჯვარედინა.
- პირველ რიგში გვიპასუხე კითხვაზე. - ჩაერთო ოლივია. - ვინ არის შენთვის მეგან ჰემფრი? - პირდაპირი კითხვა, რომელიც სამიზნეს აცდა. არ შეიძლებოდა ამ ქალთან მსგავსი საუბარი, მაგრამ ოლიმ ეს ვერ გათვალა. სულსწრაფობამ სძლია და მოიმკო კიდეც.
ორიოდე წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია ქრისტინს. ვერ გეტყვით, ფიქრობდა თუ არა იგი შეკითხვაზე, მაგრამ… გულის არეში ყრუ ტკივილი იგრძნო. ერთიანად აეშალა მოგონებები, ის, მეგანი, სკოლა, სახლისკენ მიმავალი გზა, რომელიც ათასჯერ მაინც გაუვლიათ ერთად. მდინარე, სიხარული, სიცილი, მწუხარება და ცრემლები… მაგრამ ეს არ იყო იმის საბაბი, რომ კითხვაზე ეპასუხა.
- ჯერ ერთი, კითხვაზე კითხვით პასუხი - უზრდელობაა. თქვენ ვინ ხართ მეგან ჰემფრისთვის? - სახე დაუსერიოზულდა. თორმეტი წლის იყო, როდესაც ბოლოს ნახა მეგანი, ახლა კი ვიღაცები, ფაქტობრივად, შემოუვარდნენ და სთხოვდნენ კითხვებზე პასუხს. არ იყო ქრისტინი იმდენად სულელი, რომ ასე მარტივად გადაშლილიყო უცნობების წინაშე.
- მეგობრები ვართ მისი. - მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ორივემ ერთხმად უპასუხა. "სისულელე" მსწრაფლ გაიელვა ქალის გონებაში ამ სიტყვამ. სამწუხაროდ, ხანდახან სრულიად რეალური სიტუაცია აბსურდად გვეჩვენება. რადგან ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ლოგიკა რა მოსატანია, როდესაც ხალხის არაცნობიერში ალოგიკურობა უზარმაზარ საქანელაზე გაქანდება და გამოქანდება ისე, რომ ადგილს არავის უთმობს. ცა და ქვეყანა თავისი ჰგონია. როგორც ზოგიერთ ჩვენგანს...
- რითი დაამტკიცებთ ამას ? - ერთი ნაბიჯი მათკენ გადადგა ქრისტინმა და ამით აჩვენა, რომ სანამ არ დაარწმუნებდნენ - არაფერს იტყოდა.
- მეგანი ჩემი თანამშრომელია, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამისტია, თუ გინდა დოკუმენტებს წარგიდგენ მისი თანამშრომლად აყვანის და ა.შ. - ნერვიულობისგან, ლამის, ლუღლუღებდა ოლივია.
- მშვიდად! - დაიგრგვინა მისმა ხმამ. - თქვენ შემომივარდით, დაიძახეთ, რომ მეგან ჰემფრი საფრთხეშია და ახლა მიმტკიცებთ, რომ თქვენი თანამშრომელია. - წარბი შეკრა ქრისტინმა. - როგორც კი გაიგეთ, რომ საფრთხე ემუქრება, შემდეგ მომაკითხეთ მე, ადამიანს, რომელსაც მეგანი თვრამეტი წელიწადია, რაც ის თვალით არ უნახავს. რისთვის? - ლოგიკას აკურატულად შერწყმული ირონია მკვეთრად ჟღერდა მის ხავერდოვან ხმაში.
- შენი დახმარება გვჭირდება. - მიმართა ლეონმა.
- ჩემი? მე რით უნდა დაგეხმაროთ? - წარბები აზიდა ქალმა. ეს ყველაფერი უკვე კლოუნადას ემსგავსებოდა. დაიბრალო მეგობრობა და დასახმარებლად ბავშვობის მეგობარს მიაკითხო.
- მოგვიყევი ყველაფერი, რაც მეგის შესახებ იცი. - მოკლედ მოუჭრა ოლივიამ.
- თუ მეგობარი შენ ხარ, მე რაღა უნდა მოგიყვე? - საკონტროლო კითხვა არც აცია, არც აცხელა ისე გაისროლა მათი მისამართით ქალმა.
- შენ იცი ის დეტალები, რაზეც მეგის ჩვენთან არასდროს უსაუბრია. - თავი ჩაქინდრა და დოკუმენტები, რომელნიც ხელში ეჭირა ძლიერად მოჭმუჭნა.
- რა არის მეგობრობა… ემ…
- ოლივია. - მიაშველა სიტყვა ოლიმ.
- ჰო, ოლივია. რა არის მეგობრობა? თუ მეგის მეგობარი ხარ, იმაზე მეტი უნდა იცოდე, ვიდრე მე ვიცი. - ბოლთის ცემა დაიწყო და ხელები უკან გადააჯვარედინა. - თუ მართლა იმისთვის მოხვედი, რომ მეტი გაიგო მეგან ჰემფრიზე, შენ მისი მომხრე კი არა, მტერი ხარ. - მზერა გაუსწორა ოლივიას, რომელსაც სიტყვათა მარაგი ამოეწურა, თითქოს. - ჰომ ლოგიკურია? თუ მე ვცდები რამეში? - თვალები თითქოს გაოცებისგან ააფახულა და ხელები მათ წინ გაშალა.
- ჰო, ეს ყველაფერი არ ჰგავს სიმართლეს, ეს ყველაფერი, თითქოს, აბსურდია, თითქოს, სისულელე, მაგრამ… - ხმა ჩაუწყდა ლეონს.
- მაგრამ? - ელოდებოდა პასუხს კვლავ ხელებგაშლილი.
- მაგრამ… ეს მაინც მნიშვნელოვანია, ეს სიცოცხლეს ეხება…
- არავითარი მაგრამ არსებობს. ცირკის მსახიობებს არ ჰგავხართ, მაგრამ ხართ. კლოუნების ცხვირები გაკლიათ მხოლოდ. - კბილებს აკაწკაწებდა ბრაზისგან ქალი. - სიტყვას ვერ დამაცდევინებ, ამიტომ გირჩევნია ან ახლავე მოიმოქმედო რამე, ან წახვიდე აქედან და ეს მისამართი დაივიწყო. - თითოეული სიტყვა სერავდა ლეონისა და ოლივიას გულებს. ისინი ძგერდნენ, მაგრამ მათი გულისცემები მთვრალის ფეხარეულ სიარულს უფრო ჰგავდა, ვიდრე რიტმულ მელოდიას.
- კორნელ ფლინმა მეგან ჰემფრი სამი თვით გამოკეტა სადღაც. - გაუბედავად წამოიწყო ლეონმა. - ათი მილიონი თუ სამ თვეს გაძლებ…
- ცნობილი ექსპერიმენტია. - ჩაერთო სპენსერი. ჩემდა გასაკვირად.
- ცნობილი, მაგრამ მას არც ერთი მონაწილე ჰყოლია. არასდროს. - თვალი თვალში გაუყარა ლეონმა. - ყველა სახელი გვარი და მონაცემი, ეკუთვნის გარდაცვლილ ადამიანებს. ისინი ბუნებაში არ არსებობენ. მეგანი კი… ოცდამეერთეს შირმის ქვეშ - ერთადერთი მონაწილეა.
- აბსურდია. - სახე დაემანჭა ქრისტინს. ვერ იჯერებდა გაჟღერებულს. კორნელის რეპუტაცია, ექსპერიმენტის ცნობადობა… მართლაც რთული იყო ლეონის სიტყვების ნდობა.
- გადამოწმებადი აბსურდი. თუ არ გჯერა, არავინ გაკავებს - გადაამოწმე. - უპასუხა ლეონმა. - ნილი, მეგანის უმცროსი ძმა, სიცოცხლეში იცნობდა კორნელ ფლინს და ამას ვუკავშირებთ იმ ფაქტს, რომ კორნელმა მეგანი სამი თვით, ან კიდევ, მეტით გამოკეტა.
- მოიცა, ნილი… შენ თქვი, რომ ნილი სიცოცხლეში… - თვალები გაუფართოვდა და სუნთქვა შეეკრა. წინადადების წყობა მეტყველებდა იმაზე, რომ… სამწლინახევრის იქნებოდა, როდესაც ბოლოს ნახა… - როდის… როდის?! - ხმა გაუტყდა და სიტყვა ვეღარ დაძრა. ემოციებმა ყელში მოუჭირეს და უმოწყალოდ ახრჩობდნენ. დიდი ხანია შეხება არ ჰქონია, მაგრამ… ზედმიწევნით ახსოვდა თითოეული დღე მეგანთან გატარებული. პაწია ნილი ახსოვდა, სიცოცხლე უხაროდა ამ ბედნიერების გორგალს. ახლა კი მისი სხეული კარგა ხნის გაციებულია მიწაში?
- ჩვიდმეტი წლის იყო. ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. - დაამატა ღონემიხდილმა ოლივიამ. რთულია მუდმივად ძლიერი იყო.
- არა… - გაფართოებული თვალებიდან ცრემლმა გამოიჭყიტა. - არა…
ლეონი და ოლივია უმზერდნენ ხმადაკარგულ ტკივილს ქრისტინის სახეზე, რომელიც ახლა ღვივდებოდა, მაგრამ ამ ეტაპზეც კი სიცოცხლისთვის შეუთავსებელ ჭრილობებს წააგავდა.
- სამწუხაროდ, სიმართლეა. ესეც გადამოწმებადი. - უთხრა ლეონმა.
- თუ რამე შეიცვლება, აქ დარეკე. - თქვა ოლიმ და სავიზიტო ბარათი დაუდო სპენსერს მაგიდაზე. დიდად იმედი არ ჰქონდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა - ვცადე მაინცო. თავის გამართლების ყველაზე ბანალური ხერხი იხმარა ქალმა.
ლეონს ხელი ჩაჰკიდა და შენობა დატოვა.
წარსულის გრიგალს ვერავინ გადაურჩა დაუსახიჩრებელი. ყველას დაუმტვრია სიმტკიცის ხრტილისებრი ძვალი, რომელიც მხოლოდ ვიზუალისთვის იყო სიმკვრივით ცნობილი.

დღეები გადიოდა. დილით წითელი ალმოდებული ბურთი ზლაზვნით, "არ მინდა-ს" ძახილით ამოგორდებოდა თეთრი ღრუბლებით გადაპენტილ კამკამა ცისფერ ცაზე და წვრილ სხივებს ძღვენად ართმევდა მთვრალ მარტში გახვეულ ეროზიისგან გამოფიტულ დედამიწას. თუმცა მარტის სველი პლედი სულ უფრო და უფრო პატარავდებოდა და დაუფარავ ადგილებში კოკისპირული წვიმა გამალებით ეხეთქებოდა მიწის ზედაპირს.
ლეონის კომფორტულ ბინაში კედელზე ჩამოკიდებული უზარმაზარი, ინტერიერისგან უარყოფილი კალენდარი უკვე მესამე თვის ოცდამეცხრე დღეს ითვლიდა. და რა გააკეთეს ამ ხნის განმავლობაში, "ერთგულმა მეგობრებმა" ? ცხვირი ჩამოუშვეს და ყველაფერი თავის გზაზე მიუშვეს. დანებდნენ, რადგან კორნელზე ვერაფერი იპოვეს, რადგან კევინმა მათთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ოლივია მასთან თითქმის ყოველდღე მიდიოდა. ლეონი კი სვამდა და კვლავ ცდილობდა მეგანის დადანაშაულებას.
ტელეფონი კი ყელში ორივე ხელმოჭერილი ჩვილივით დუმდა.
ორივე გაფაციცებით ელოდა, რომ ეს ოთხკუთხა ჯადოსნური მოწყობილობა აწკრიალდებოდა და ქრისტინის ხავერდოვან ხმას გაიგონებდნენ, მაგრამ ამაოდ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ - რისი გაგონება სურდათ მისგან ისეთის, რისი მოპოვებაც ინტერნეტ-სივრცეში შეუძლებელი იყო, მაგრამ ელოდნენ. ელოდო, მაგრამ არ იცოდე რას. მაგრამ მაინც ელოდო. გიჭერდეს ლოდინის თოკები მაჯებზე გალურჯებამდე, გიხშობდეს ქმედების ყველანაირ შანსს. მაგრამ სურდათ კი მათ, რომ ამ თოკებისგან გათავისუფლებულიყვნენ?
ორი კვირა ისე გავიდა - არაფერი შეცვლილა. ერთ ადგილს ტკეპნიდნენ. სიაში არსებული სხვა ხალხი კი, თითქოს, დაავიწყდათ. ქრისტინთან განცდილმა მარცხმა ორივე ზურგით დასცა ბეტონის მყარ იატაკზე, სადაც მეგანი ყოველ ჯოჯოხეთურ დღეს ატარებდა. მაგრამ თვითონ მაინც არ ნებდებოდა. არ ნებდებოდა?!

ვიწექი და ვერ ვაანალიზებდი - რა ხდებოდა... აქამდე თუ შემეძლო ჩემს თავთან ჩამომეყალიბებინა კითხვების უწყვეტი, დამანგრეველი კასკადი, რომელნიც სწრაფად შთანმთქავდნენ და გულს მიხეთქავდნენ - ახლა ჩემი არამარტო სხეული, არამედ ბროლის ფიგურასავით სათუთი სულიც გატყდა და გაცამტვერდა ვით ქვიშის უზადო ქანდაკება, თითოეულ წარსულშენახულ ნაიარევთან ერთად. ამიტომ არ შემეძლო ელემენტარული, სულ მცირე ფიქრის წარმოქმნაც კი ჩემს წარსულისგან ნაღრძობ გონებაში, რომელიც დაგლეჯილ მოლეკულათა აურაცხელი რაოდენობის პაწაწინა სტრუქტურას შვილმკვდარი დედასავით, თმების გლეჯითა და კისრის გამოღადრვით მისტიროდა…
ვერ ვირხეოდი, ვერ ვტიროდი, თვალებსაც კი ვერ ვახამხამებდი. ძალიან მტკიოდა, ყველა და ყველაფერი მტკიოდა. ყველა ფერი მანიჭებდა ენით აღუწერელ ტკივილს ახლა. და არა, არ მაწუხებს, რომ ტავტოლოგიაა. მტკივა, მტკივა და მტკივა!
უბრალოდ, დავიღალე, ძალიან, ძალიან დავიღალე. ხორხი ყელშიც აღარ მებჯინებოდა - ისე დავიღალე. სისხლი თვალებს აღარ აწვებოდა, ტირილი მსურდა მთელი ჩემი ამძორებული არსებით და ვერ ვტიროდი, იმდენად დავიღალე…
მერამდენე დღე იყო? მერამდენე კვირა? თვე ?
ნუთუ, ღირდა ათი მილიონი ამ წამებად, რომელსაც მაყენებდა აქ გატარებული თითოეული წამი? ღირდა? ღირდა ყოველწამს იმის გახსენება, რომ უბადრუკი, საცოდავი, საწყალი ეგოისტი ვიყავი, რომელმაც ოჯახიც კი ვერ შეინარჩუნა? ორი ადამიანისგან შექმნილი ოჯახისგან ერთი ნატეხი დარჩა! ჰო! მხოლოდ ნატეხი და არა ნახევარი. ნილი იყო თითქმის ყველაფერი, მე კი ერთი უსარგებლო უფროსი და ვიყავი, რომელმაც ისიც კი ვერ მოახერხა, რომ სიკვდილის ხელებს გამოეგლიჯა ჩემი ბაბუაწვერასავით სათუთი სიცოცხლე! ერთი სულის შებერვაღა ყოფილხარ დარჩენილი, ძმაო… ერთი სული შებერვა და შენ საკუთარ თავზე აიღეს ეს მძიმე ლოდი. დაღი დაასვა საკუთარ არსებობას აქ, ამ სამყაროში, სადაც ჩემი სხეული ჯერ კიდევ მოძრაობს. მე კი იმდენად უსუსური ვარ, რომ არ ძალმიძს გამოგყვე, უკვე მეხუთე წელიწადია. ზამთარი ცვლის შემოდგომას, ზაფხული გაზაფხულს, მე კი ჯერ კიდევ აქ ვარ. "ვტკბები" ბუნებით, რომელიც ესოდენ ძლიერ გიყვარდა, ნილ...
არა. ჩემი გონება არ ჰგავდა სასწორს, რომელზეც 'კი' და 'არა' ქანაობდნენ მარტის, აპრილის ან მაისის ქარის ზემოქმედებით. რა მნიშვნელობა აქვს ! ცნობიერში ამოტეხილი ასოებით დაწერილი სიტყვა "არა" შეუცვლელი იყო. რამდენჯერაც არ უნდა გადამეხაზა, ამომემტვრია, მეცადა კბილებით დამეღეჭა ეს უდრეკი კედელი - აზრი არ ჰქონდა. უსიგარეტობისგან მორყეულ კბილებს ზედ ვატოვებდი და თქრიალით გადმოსულ სისხლს ვსვამდი. ოოჰ, ეს მეტაფორული და ალეგორიული საუბრები, როგორ მეზიზღება, მაგრამ მხოლოდ ესღა დამრჩა.
აზრი არ აქვს ებრძოლო წარსულს. აზრი არ აქვს, რადგან დაიღლები, ის კი არ შეიცვლება, რამდენიც არ უნდა ეცადო. "იყო", უბრალოდ, იყო და განვლილ წლებს კი არა, წამსაც ვერ შეცვლი… მე არ ვიყავი ის, ვინც ვიყავი ერთი წამის წინათ. მე ვიცვლებოდი და ეს იყო ერთადერთი ფაქტი, რომელიც განხილვასა და განსჯას არ ექვემდებარებოდა. ადამიანი არ არის თავისი ცხოვრების პატრონი. ცხოვრების?! ის საკუთარი თავის მფლობელიც კი არ არის. თითქოს, ღმერთმა ექსპერიმენტი ჩაატარა და უბრალოდ, ყველაფერი წყალში ჩაეყარა. საექსპერიმენტო ვირთხები გაექცნენ, გამრავლდნენ და საკუთარ არასრულყოფილებას აფრქვევდნენ, როგორც ლეონი მაბანავებდა ხოლმე იმ პარფიუმში, რომელიც მძაგდა.
ჩემი ენთუზიაზმი ფეხქვეშ გათელა გარემოებამ, რომელსაც ვერავინ ვაკონტროლებთ. არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ დილით დაყენებული მაღვიძარა ზუსტ დროს დარეკავს და სამსახურში არ დაგვაგვიანდება. არ გვაქვს გარანტია, რომ, უბრალოდ, სკვერში მოსეირნეს უეცრად გულის შეტევა არ დაგვემართება და უბრალო სეირნობა ჯოჯოხეთად არ გვექცევა.
სიტყვა გარანტია აპრიორი არ არსებობს ამქვეყნად. ის ჩვენ მოვიფიქრეთ, რათა იმედი, რომელიც ძლივს შესამჩნევად ბჟუტავს ჯერ კიდევ საერთოდ არ ჩაუქრეს მთელ კაცობრიობას.
რა მიამიტია ადამიანი…

ყოველთვის მელამაზებოდა ისტორიები, სადაც ჩვილის დაბადების დროს ავდარი ემთხვეოდა და პატარა უმწეო არსებაც, თითქოს, მემკვიდრეობით იღებდა ავდრისგან მედგარ ხასიათს.
...მე რომ დავიბადე, იმ ღამეს არ წვიმდა. არც ქარიშხალი ჰქონდა დედამიწას დაგეგმილი და არც გრიგალს ელოდა გაფაციცებით უდაბნო.
უკიდეგანო სიცხე შთანთქავდა პატარა სოფელს, მაგრამ მზე მაინც ემალებოდა ჩემს ნახევრად ცოცხალ სხეულს.
დასახიჩრებული გამოვედი დედაჩემის უმწეო, გაძვალტყავებული ორგანიზმიდან და მშობლები დავაშინე. ჰო, მაშინ დედასაც და ფსევდო-მამასაც ვუყვარდი. იყო ეს დროც, იყო, იყო, ამის დედაც!

იმ დღეს სიკვდილმა და სიცოცხლემ თამაში ფრედ დაასრულეს.
მხოლოდ მარტოობა ჩამომიჯდა სასთუმალთან და არც ერთი წამით მტოვებდა.

- ეს ბავშვი თუ არ გადარჩა, ჩვენი ბრალი არ არის! - უემოციოდ მიაძახა ექთანმა დედაჩემს და კარი გაიჯახუნა. წარმოგიდგენიათ მოსიყვარულე დედის რეაქცია ამ დროს? ახალდაბადებული უმწეო სხეული შეიძლება მოკვდეს… პაწია ადამიანი, რომელსაც მუცლით ატარებდა ცხრა თვე, რომელზეც ზრუნავდი და საღამოობით ზღაპრებს უკითხავდი, ან იავნანას უმღეროდი. სხეული, რომელსაც უზიარებდი დარდებს, გინდოდა ეს თუ არა, სხეული, რომელსაც ესმოდა შენი ყველგან და ყოველთვის, როგორ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყავი - კვდებოდა.
შემდეგ იყო… სისხლის შადრევანი და ბორდოსფერი სითხით მოთხვრილი დედაჩემის რძით სავსე მკერდი.
იყო მიტოვებული საყდარი და ფსევდო-მამის პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ღმერთთან.
იყო არასასურველი, სინდისის ძახილით, მაგრამ ცოტაოდენი სიყვარულით ცოცხალი ბავშვი, რომელსაც დაბადება არ უთხოვია და გაჩენისთანავე კლინიკურად გარდაიცვალა.


საჰარას უდაბნოში ეგდო ჩემი სხეული გავარვარებულ ოქროსფერ ქვიშაზე.
გაბმული წკმუტუნი მესმოდა და ეს ხმა გამარჯვების ყიჟინას მაგონებდა.
მუქი ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ კოპლებიანი არსებები ნელა და მუხანათურად მიახლოვდებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ - როდის გამოკრავდნენ კბილს ლეშს, რომელიც მზის მწველი სხივების დაჭერის შედეგად აყროლდა და ირგვლივ არსებული გამხმარი ბალახი უარესად დააჭკნო.

სამყარო ნეკრო'ფილებითაა სავსე. ძალადობა მოსიარულე მკვდარზე აქ "მოსული პონტია". აფთრებივით ხდიან ისინი ნამუსს მკვდრებს.

აღარ მახსოვს ბოლოს ცოცხალი ადამიანი როდის ვიხილე - ვარდისფრად აღაჟღაჟებული ლოყებითა და მოთამაშე ჭიკნებით თვალებში. შენ შემდეგ, ნილ.
როდის გაირბინა ბოლოს ანტილოპამ ლომის წინ? არ ვიცი. მე დიდი ხანია ამ სანახაობას არ შევსწრებივარ.
აწ უკვე მკვდარი - სიკვდილის სილამაზის "ლომკას" ვგრძნობ. რა ირონიულია.
სადაც არ უნდა გაიხედო - ბოღმა, ღვარძლი. და მაინც, განა, სიკეთე და გულწრფელობა არ არსებობს ამქვეყნად? არსებობდა, სანამ შენ იყავი, ნილ.
თვალის ჩინს მხოლოდ მაშინ დავაფასებთ, როდესაც მხედველობა წაგვერთმევა.
დაიხედე ხელებზე. ამოძრავებ? წარმოიდგინე, რომ პარალიზდი. წვალობ? ოცნებობ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე? გვიანია.
რატომ მეფიქრებოდა მაშინ ამ ყველაფერზე, როდესაც ბეტონის იატაკზე გართხმული ჭერს ვუმზერდი, რომელზეც ბზარებს ყოველდღე ვითვლიდი? მერამდენე დღეა? თვე? იქნებ, კორნელს საერთოდაც დაავიწყდა ჩემი არსებობა და აქ მიმატოვა? მაგრამ ეს კარის ჭრილი? დღეში ორჯერ რომ იღება და სალაფავს მაწვდიან?
ზუსტად ნახევარ წუთში შემიძლია ვანანებინო საკუთარ თავს, რომ სუნთქვის უნარს არ ვაფასებდი.
ვინანებ. ცოტა ხნით თვითგვემასაც მივეცემი. მერე? მერე დამავიწყდება.
რა გულმავიწყები ვართ, არა? მაგრამ არა, არ მავიწყდება და არც დამავიწყდება, ნილ.
ინანა, მან ინანა სიცოცხლის ბოლო წამებში ის, რაც გააკეთა? ინანე, ნილ? ინანე, რომ მოკვდი? ნანობ ახლა, როდესაც უმზერ უბადრუკ დედამიწას? ან იქნებ, არც უმზერ… იქნებ, არც ნანობ და ასე გსურდა. შენი კმაყოფილებით სავსე სახე, ნილ. ჩემი პაწია ნილი…

სრულყოფილად ჰარმონიული სამყარო, სადაც ბოროტება არ არსებობს.
ე.წ. სამოთხე - ჩიტების ჟღურტული, ადამი, ევა, ბედნიერება. ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ ტკივილისგან. კრუნჩხვებში ჩაუგდია, ვფიცავ.

ყველას ვერ ექნება ერთი და იგივე სამოთხე, ისევე, როგორც ჯოჯოხეთი. ჩემი ჯოჯოხეთი აფრიკის ბავშვისთვის შესაძლოა სამოთხე იყოს, მაგრამ ჩემი სამოთხე დედაჩემისთვის სრული ჯოჯოხეთია. დედა, დე, დედიკო… რატომ ხდება ასე? რატომ არის უსამართლობა დედამიწის დახრილი ღერძი, რომლის ირგვლივაც ტრიალებს? მაგრამ...

ედემი გველის გარეშე?
ედემი აკრძალული ხილის გარეშე?
გწამს? როგორია შენი ჯოჯოხეთი და სამოთხე, გიფიქრია?
მუდმივად კარგი ამინდი, სითბო, სიყვარული.
ცეცხლი, ფიზიკური ტანჯვა, ცოცხლად მოხრაკვა.
ჰმ?!

მითხარი - დედამიწაზე დიადი ადგილის წარმოდგენა ძალგიძს?
იღმერთე ცოტა ხნით და სცადე ამდენად იდეალური ადგილის შექმნა წარმოსახვაში. ოცნების სიმები დააკავშირე ერთურთთან და ააჟღერე შემოქმედის მელოდიით.
შეძელი? გილოცავ! მშურს შენი. შენი ილუზიების, შენი ნეპტუნის მშურს.

დედამიწა - ღვთაებრივი ჯოჯოხეთი და ეშმაკისეული სამოთხეა.
ჯოჯოხეთური სამოთხეა დედამიწა.
შენ ხარ ჩემი დედამიწა, ნილ. შენ მე სამოთხეში მაცხოვრე და გამწირე უშენო ჯოჯოხეთისთვის.

მარტოობა ჩემს ორგანიზმში იზრდებოდა და ზღვის ნაპირისკენ მიმათრევდა. ელამუნებოდნენ მდორე ტალღები მოშიშვლებულ, დაკაწრულ და დაკბენილ კიდურებს.
კოჭზე ტანჯვა დახტოდა ანცად და დინჯ ტალღას ახელებდა. ტკივილი კალთაში მეჯდა მძიმედ და ალივლივებულ ზღვას მზერით ბურღავდა.
აზვირთებული ტალღა ბარძაყზე გამეტებით მეხეთქებოდა. იქ, სადაც სიამოვნება იჯდა და რეცხავდა მას.
ჭრილობაზე მარილის მოყრას ჰგავდა ეს ყველაფერი.
ქვეყნიერებას კი ცალ ფეხზე ეკიდა. ან/და რატომ უნდა ედარდა?!

დედამიწა ქალია. კეკლუცი ქალი, რომელსაც სურს, რომ მისი სილამაზე აღიარონ. აი, ზუსტად ისე, როგორც ღმერთს სურს - აღიარონ მისი ღმერთობა. რატომ მეფიქრება ახლა ამაზე? თითქოს, ბოლო წუთებს ვითვლი…
მერე და - ვის შეუძლია ეს, თუ არა ადამიანს? მას სურს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს იმ ქმნილებას, რომელიც ამას მიხვდება. ცხოველი კი? მოსიარულე ინსტინქტია მხოლოდ. აზროვნება! აი, რამ შექმნა სილამაზე და ადამიანთა მოდგმა სილამაზეზე არ გაჩერებულა. ათასგვარი ცნება მოიფიქრა და ჭაობში ჩაეფლო. საკუთარ შექმნილ სილამაზეში ვერ გაერკვია და დედამიწის დასახიჩრება დაიწყო.

"დრო შეიქმნა საათების გასაყიდად."
აისი და დაისი დროს განსზაღვრავენ, განა? მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ უეცრად ეს კანონზომიერება შეწყდა.
აი, ასე. არ გათენდა და აღარც დაღამდა.
სრული ანარქია დაისადგურებს.
შენი სიკვდილის შემდეგ დრო გაჩერდა, ძმაო. ჩემთვის შენი სიკვდილი ახლაც ისეთივე მწარეა, როდესაც მაშინ…
- გისმენ, პატარავ. - ლაღი ხმა მქონდა, ძალიან კარგი პროექტი შემომთავაზეს და ავანსიც საკმაოდ მსხვილი იყო. ორ თვეზე მეტხანს გვეყოფოდა.
- უკაცრავად, ქალბატონო. - გაისმა უემოციო ხმა ყურმილის ბოლოს. უსიამოვნოდ გამცრა ტანში.
- დიახ, რა ხდება? ვინ ბრძანდებით? - კითხვები მივაყარე უცნობს.
- ბოლო ნომერი, რომელზეც დარეკეს - თქვენი იყო… - ის აგრძელებდა, აგრძელებდა და აგრძელებდა. მე კი ტელეფონი ხელიდან გამივარდა. ნეკნებმა მომიჭირეს და ვეღარ ჩავისუნთქე.
ახლა მიჭერენ, ნილ. ახლაც. არ მჯერა, რომ აღარ ხარ. ყოველთვის გელოდი და გელოდები. აი, აი ახლა შემოაღებ კარს, ბროლივით ქათქათა ჩამწკრივებული კბილებით გამიღიმებ და მეტყვი, რომ ვაზვიადებ და რომ, რომ… გთხოვ, ნილ. ისევ გთხოვ, მომელანდე მაინც.
...
მოწყვიტე ადამიანი ჩვეულ გარემოს და შენ იხილავ ფსიქიკურ აშლილობას.
აიძულე ადამიანს კომფორტის ზონის დატოვება და დაკარგულ, აფექტის მდგომარეობაში ჩავარდნილ ველურ მხეცს, იძულებით მიაბარებ ნატანჯ სულს.
ადამიანთა მოდგმა გულწრფელად მეცოდება მისი სიბრმავის გამო.

რა ტრენდული გახდა უბედურებასა და ტანჯვაში ბედნიერების პოვნა, შეამჩნიე?
შენ თუ ამაში ბედნიერებას ხედავ და გრძნობ - არასოდეს ყოფილხარ უბედური. უბრალოდ, მორჩი სიტყვებით თამაშს.
მაგრამ - რა მნიშვნელობა აქვს, მე როგორ აღვიქვამ, როდესაც შენ ასე ფიქრობ და გრძნობ? მიპასუხე. რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემი და კიდევ ბევრი ჩემნაირი უცხო სხეულის ამოფურთხებული აზრი?
უბადრუკო არსებავ, მეცოდები. იმდენად მეცოდები, რომ ცინიკურ ჩაცინებას ისტერიული ცრემლთა დენა მოჰყვება და გულისგამაწვრილებელ ხარხარში იზრდება.
ვინ ვარ მე, რომ ჩემმა აზრმა წარბი შეგიტოკა?
ვინ ხარ შენ, რომ შენმა ნასროლმა სიტყვამ კანზე კაპილარები დამიხეთქოს?



"მირბის, მიმაფრენს, უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი!" ამ მერანს ჰქვია დრო. დრო, რომელიც თავისი არარსებობით მსერავდა. ნეტავ, არსებობდეს და ცოცხალი იყოს.
იცი რა რთულია, მკვდარი დროის ჭენება?

მამაჩემის მაჯის საათი თერთმეტის ოცდაშვიდ წუთს აჩვენებდა, მაგრამ მას ეს არ უნახავს.
დედაჩემი კი უზარმაზარი საათის წინ იწვა და გაშტერებით უმზერდა მას. თითქოს, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყოს იმ წუთის დამახსოვრება, როდესაც იგი საბოლოოდ გაუბედურდა.

მე აქ და ახლა არ უნდა ვიყო. არ უნდა ვსუნთქავდე. არ უნდა ვარსებობდე.
რა ამაზრზენი სიტყვაა არა - "უნდა"?
რა უფლებით მაკისრებ ვალდებულებას? გული მერევა აქაურობაზე. აქაურ წესებსა და შეზღუდვაზე.
საკუთარ სხეულს ზეციდან ვუმზერ და ნერვები მეშლება.
დედაც მოვტ'ყან ამგვარი ყოფის, გაიგე?!
გრძნობდე, რომ სხვის სხეულში ხარ. გრძნობდე, რომ ეს არ არის შენი ცხოვრება. გიჭირდეს პერსონაჟობა, რადგან სხვა წიგნის გმირი ხარ. უყურებდე იმ ცხოვრებას, რომელიც შენი არ არის…
ვერ ვგრძნობ, რომ აქაურობა ჩემია. არც ეს ფიქრებია ჩემი, არც გრძნობები, არც ადამიანები.

სამყარო ნეკროფილებითაა სავსე და ჩემს მენტალურ სხეულს ერთდროულად რამდენიმე ნაბი'ჭვარი ჟი'მავს.
სიამოვნებასაც ვერ გრძნობენ, წარმოგიდგენია? დაპროგრამებულებივით მოძრაობენ და იმეორებენ ტვინში ჩადებულს.
ღმერთმანი, ეს ტვინია? როგორ შეიძლება ის ასეთი გლუვი იყოს, მეტყვი?
...
აკერპებ, ადიდებ, რადგან იმ სიმაღლემდე აიყვანო, სადაც შენ ვერ ადიხარ და საკუთარ თავს შეუქმნა ილუზია, რომ შენც შეგიძლია იქამდე მიღწევა.
ზოგადად, რაღაცას ღირებულად მაშინ თვლი, როცა ეს შენს შინაგან სამყაროს გადაკვეთს. და თუ ეს გადაკვეთა ფართო მასშტაბისაა, მივდივართ ფანატიზმამდე.
იდეაში, ვაკერპებთ საკუთარ თავებს.
იმდენად შეპყრობილნი ვართ მეებით, რომ სხვა ვერაფერს ვამჩნევთ ირგვლივ.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
...
მოდი, რა.
შენ მაინც მოდი ჩემთან, მარტოობავ.
ახლოს მოიწიე და მარწუხები ძლიერად ჩამავლე, კარგი? შენ მაინც ნუ დამტოვებ და ტკივილსაც უთხარი - მოვიდეს.
სიცარიელით დავიღალე, ღმერთს გეფიცები.
იმ ღმერთს, რომელიც ნილი იყო, არის და იქნება მუდამ.


პ.ს. გამარჯობა, ხალხო. პირველ რიგში, როგორ ხართ? მოვედი დიდი, მსუყე თავით და იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ, მაგრამ რომც არ მოგეწონოთ, მაინც მითხარით ორიოდ სიტყვა, გამიხარდება.
თუ გაინტერესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურდება და ნელი ნაბიჯებით წინ მივიწევ...
აქედანვე გაფრთხილებთ, რომ შემდეგი თავი გვიან იქნება. ზუსტად არ ვიცი - როდის და შესაძლოა ზომითაც მცირე იყოს.
სორრი, თენქს)))



№1 სტუმარი Ana-maria

მეგანი მტკივა! არ მინდა ვიფიქრო, ნილის და კორნელ ფელინის საუბრის შედეგია მისი #21 ყოფნა

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
მეგანი მტკივა! არ მინდა ვიფიქრო, ნილის და კორნელ ფელინის საუბრის შედეგია მისი #21 ყოფნა

ვფიქრობ, მეგანი არამარტო ჩემი და შენი, ნებისმიერი მშობლის ტკივილი უნდა იყოს... სიუჟეტის სხვა ნაწილებს ვერ გეტყვი, ვერ "დაგასპოილერებ", ყველაფერი გამოჩნდება. ❤️

 


№3  offline წევრი Life is beautiful

ვაიმე. გუშინ საღამოდან ვგზავნი კომენტარს და არ იდება. იმედია ეს მაინც მოაღწევს ადრესატმდე..

შენი სუნთქვა უფრო სწორად კი ამოსუნთქვა ვიხილე.
ამოისუნთქე და ამოაყოლე შენი ღვარძლი და სიყვარული ცხოვრების მიმართ." რაღაცას ღირებულად მაშინ თვლი, როცა ეს შენს შინაგან სამყაროს გადაკვეთს. და თუ ეს გადაკვეთა ფართო მასშტაბისაა, მივდივართ ფანატიზმამდე.
იდეაში, ვაკერპებთ საკუთარ თავებს."
ფანატიზი ჩემგან შორსაა მაგრამ როგორ შემიძლია ამ სიტყვებში არ დაგეთანხმო?
ყველა ამ ვულკანივით ნაფრქვევი სიტყვების კოპირებას ვგეგმავდი მაგრამ გადავიფიქრე ძაან დიდი გამოვიდოდა.. :დდ
ეს თავი მართლა ძალიან გამოირჩეოდა სხვებისგან რადგან აქ გათავისუფლდი და ეს ძალიან კარგად ჩანს შენს სიტყვებში რომელსაც მემგონი პირველად არ ჰქონდა დაძაბულობის ელფერი..
უფრო განთავისუფლების და შენი აზრის მკვეთრად გამოცმხატვის საშუალება იყო."" . უბრალოდ, მორჩი სიტყვებით თამაშს.
მაგრამ - რა მნიშვნელობა აქვს, მე როგორ აღვიქვამ, როდესაც შენ ასე ფიქრობ და გრძნობ? მიპასუხე. რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემი და კიდევ ბევრი ჩემნაირი უცხო სხეულის ამოფურთხებული აზრი?"" "უბრალოდ მომცემ იმის უფლებას რომ რამე არ მომეწონოს და რამეში არ დაგეთანხმო?!
..

ახლა უბრალოდ მკვდარივით დაღლილი ვარ ცხოვრებისგან და თუ აზრის გამოტანა გაგიჭირდა ბოდიში უბრალოდ ამდენი მცდელობის შენდეგ ვეღარ გავიშვებდი შანსსს რომ შენთვის გამეზიარებია ჩემი ემოციები. :დდდ
ჯანდაბა იქნებ როგორც თქვი რატომ უნდა უსინო სხვის აზრებს და იქნებ ვცდები.
ერთი სიტყვით ისუნთქე ყველა დეტალი შესანიშნავადააა❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

Life is beautiful
ვაიმე. გუშინ საღამოდან ვგზავნი კომენტარს და არ იდება. იმედია ეს მაინც მოაღწევს ადრესატმდე..

შენი სუნთქვა უფრო სწორად კი ამოსუნთქვა ვიხილე.
ამოისუნთქე და ამოაყოლე შენი ღვარძლი და სიყვარული ცხოვრების მიმართ." რაღაცას ღირებულად მაშინ თვლი, როცა ეს შენს შინაგან სამყაროს გადაკვეთს. და თუ ეს გადაკვეთა ფართო მასშტაბისაა, მივდივართ ფანატიზმამდე.
იდეაში, ვაკერპებთ საკუთარ თავებს."
ფანატიზი ჩემგან შორსაა მაგრამ როგორ შემიძლია ამ სიტყვებში არ დაგეთანხმო?
ყველა ამ ვულკანივით ნაფრქვევი სიტყვების კოპირებას ვგეგმავდი მაგრამ გადავიფიქრე ძაან დიდი გამოვიდოდა.. :დდ
ეს თავი მართლა ძალიან გამოირჩეოდა სხვებისგან რადგან აქ გათავისუფლდი და ეს ძალიან კარგად ჩანს შენს სიტყვებში რომელსაც მემგონი პირველად არ ჰქონდა დაძაბულობის ელფერი..
უფრო განთავისუფლების და შენი აზრის მკვეთრად გამოცმხატვის საშუალება იყო."" . უბრალოდ, მორჩი სიტყვებით თამაშს.
მაგრამ - რა მნიშვნელობა აქვს, მე როგორ აღვიქვამ, როდესაც შენ ასე ფიქრობ და გრძნობ? მიპასუხე. რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემი და კიდევ ბევრი ჩემნაირი უცხო სხეულის ამოფურთხებული აზრი?"" "უბრალოდ მომცემ იმის უფლებას რომ რამე არ მომეწონოს და რამეში არ დაგეთანხმო?!
..

ახლა უბრალოდ მკვდარივით დაღლილი ვარ ცხოვრებისგან და თუ აზრის გამოტანა გაგიჭირდა ბოდიში უბრალოდ ამდენი მცდელობის შენდეგ ვეღარ გავიშვებდი შანსსს რომ შენთვის გამეზიარებია ჩემი ემოციები. :დდდ
ჯანდაბა იქნებ როგორც თქვი რატომ უნდა უსინო სხვის აზრებს და იქნებ ვცდები.
ერთი სიტყვით ისუნთქე ყველა დეტალი შესანიშნავადააა❤️❤️❤️

ცხოვრებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს, ძალიან ბევრი და ამოსაფურთხებელი რასაც ჰქვია. ეს ნაწილები, რაც შენ ამოიღე, ჩემი ერთ-ერთი სხვა ნაწარმოებიდანაა, რომელიც სხვათაშორის გამოქვეყნებული მაქვს და ძალიან მიხარია, რომ ამდენად მოგეწონა და ამ თავის განსაკუთრებულობა შეამჩნიე პირადად ჩემთვის.
გმადლობ, რომ გამოხატე აზრი და ასე გამათბე, უღრმესი მადლობა შენ. ❤️

 


№5  offline მოდერი guroo

მაპატიე, რომ დავაგვიანე. ამის მიზეზი არ მქონდა. უბრალოდ დავაგვიანე.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ თავის დასაწერად ვორდის ფაილს ან ფურცელსა და კალამს რამდენჯერმე მოუბრუნდი. პირველ ჯერზე ბიურგერული პასუხისმგებლობით აღსავსე, მოტივირებული ავტორის როლი გქონდა, რომელსაც წერის გაგრძელება ევალა და პერსონაჟების დაცინვა. კარგად ითამაშე, კარგად გამოგივიდა, მაგრამ ოსკარი არ გერგება. აი, მეორე ნაწილში კი, რომელიც, ჩემი აზრით, მცირე შესვენების შემდეგ დაწერე, წარმოუდგენლად ექსპრესიული იყავი. არ ვიცი ასეთი რა მოგაწვა, რა დაგემართა, ან სავსე მთვარემ მორიელში ცოცხალი როგორ დაგტოვა შენ, ადამიანი, რომელმაც ერთხელ მითხრა, რომ ყოველ სავსემთვარეობას ემოციებისგან კანი ეგლიჯება და საერთოდაც აზრზე არა ვარ ვისთან მაქვს საქმე, მაგრამ მჯერა და ძალიან ღრმად მწამს, რომ მართალი ხარ, როდესაც ამ დამპალ სამყაროს დასცინი, ემასხრები, ენას უყოფ, აგინებ, ლანძღავ, აფურთხებ, ზედ უვლი და ამით შფოთვისგან გარბიხარ. ოღონდ საიდან მოვიდა მოუსვენრობა შენამდე, ან სად წავიდა, რატომ გაქრა და მერე ისევ რატომ მოვა - არ ვიცი და ვერც ვერასდროს გავიგებ. და მაინც, მაგრად მისწორდება ამის კითხვა, გული მეფხანება და მსიამოვნებს. ეს არ არის ჩემი სე'ქსი, მაგრამ პორ'ნოსავით აღმაგზნებს.
თუ "#21" ფორთხაჯის ფარგლებს უნდა გასცდეს, ვფიქრობ, ზოგჯერ თავი უნდა მოთოკო. ამ თავში იმდენად ფართო სპექტრი იყო თემებისა და შენეული ხედვებისა, რომ ისინი კონტექსტუალურად ერთმანეთს ვერ შეუკავშირდნენ. რეალურად წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად ობიექტურია ჩემი შთაბეჭდილება. უბრალოდ მგონია, რომ ერთიანი არ იყო ეს ყველაფერი. ალბათ, აბზაცებს შორის რაღაცების ჩამატებაა საჭირო, რომ ისე არ გამოვიდეს, შენი ციტატების კრებულს ვკითხულობდე. ან შეიძლება სხვა თავებში მიმოფანტო.
წავედი. შემდეგის ქვეშ უნდა გამოვჩნდე :დ
heart_eyes

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo
მაპატიე, რომ დავაგვიანე. ამის მიზეზი არ მქონდა. უბრალოდ დავაგვიანე.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ თავის დასაწერად ვორდის ფაილს ან ფურცელსა და კალამს რამდენჯერმე მოუბრუნდი. პირველ ჯერზე ბიურგერული პასუხისმგებლობით აღსავსე, მოტივირებული ავტორის როლი გქონდა, რომელსაც წერის გაგრძელება ევალა და პერსონაჟების დაცინვა. კარგად ითამაშე, კარგად გამოგივიდა, მაგრამ ოსკარი არ გერგება. აი, მეორე ნაწილში კი, რომელიც, ჩემი აზრით, მცირე შესვენების შემდეგ დაწერე, წარმოუდგენლად ექსპრესიული იყავი. არ ვიცი ასეთი რა მოგაწვა, რა დაგემართა, ან სავსე მთვარემ მორიელში ცოცხალი როგორ დაგტოვა შენ, ადამიანი, რომელმაც ერთხელ მითხრა, რომ ყოველ სავსემთვარეობას ემოციებისგან კანი ეგლიჯება და საერთოდაც აზრზე არა ვარ ვისთან მაქვს საქმე, მაგრამ მჯერა და ძალიან ღრმად მწამს, რომ მართალი ხარ, როდესაც ამ დამპალ სამყაროს დასცინი, ემასხრები, ენას უყოფ, აგინებ, ლანძღავ, აფურთხებ, ზედ უვლი და ამით შფოთვისგან გარბიხარ. ოღონდ საიდან მოვიდა მოუსვენრობა შენამდე, ან სად წავიდა, რატომ გაქრა და მერე ისევ რატომ მოვა - არ ვიცი და ვერც ვერასდროს გავიგებ. და მაინც, მაგრად მისწორდება ამის კითხვა, გული მეფხანება და მსიამოვნებს. ეს არ არის ჩემი სე'ქსი, მაგრამ პორ'ნოსავით აღმაგზნებს.
თუ "#21" ფორთხაჯის ფარგლებს უნდა გასცდეს, ვფიქრობ, ზოგჯერ თავი უნდა მოთოკო. ამ თავში იმდენად ფართო სპექტრი იყო თემებისა და შენეული ხედვებისა, რომ ისინი კონტექსტუალურად ერთმანეთს ვერ შეუკავშირდნენ. რეალურად წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად ობიექტურია ჩემი შთაბეჭდილება. უბრალოდ მგონია, რომ ერთიანი არ იყო ეს ყველაფერი. ალბათ, აბზაცებს შორის რაღაცების ჩამატებაა საჭირო, რომ ისე არ გამოვიდეს, შენი ციტატების კრებულს ვკითხულობდე. ან შეიძლება სხვა თავებში მიმოფანტო.
წავედი. შემდეგის ქვეშ უნდა გამოვჩნდე :დ
heart_eyes

ფაქ, ეს კომენტარი ახლა ვნახე, სორრი...
ეს თავი განსაკუთრებულია ჩემთვის და სავსე მთვარე მორიელში... მორიელი ჩემი რელიგიაა, სავსე მთვარეზე კიდევ ჰო ემოციები სახეს მახევენ. კალენდარში არ მჭირდება ჩახედვა, რომ ვთქვა სავსეა ის თუ არა.
#21 უნდა გააცდეს აქაურობას აუცილებლად, აუცილებლად და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. შენიშვნას კი შეძლებისდაგვარად მივიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent