შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაბრუნება ორი კვირით" (10)


27-04-2021, 23:01
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 607

ჯაყელის უფროსი შვილის ფიგურა მძიმე ნაბიჯებით მოუახლოვდა და მის პირდაპირ აისვეტა.მაჯაში წავლებული ჯორჯაძის ხელისგულს ბორკილების ეფექტი დაჰკრავდა და აზრი არ ჰქონდა გაბრძოლებას.ეკატერინე ელოდა, როგორც სიკვდილმისჯილები ელიან ბოლო სიტყვის წარმოთქმის უფლებას.დაძაბულ არსებაში ისეთი სისწრაფით მოძრაობდა სისხლი რომ შეეძლო დაეფიცებინა,ხმა მესმისო.უკან დამალული ხელები გამოაჩინა ჯაყელმა და კატომ ხის ყუთის დანახვაზე გაკვირვებით გახედა სანდროს.კაცი უღიმოდა,არა დამცინავად,არა სარკაზმულად, არამედ თბილად,თითქოს ამ ღიმილით უნდოდა ეთქვა ტყუილად გეშინიაო.
-კატო,თაზოს ჩვენი დახმარება შეუძლია...-დამაჯერებლად ამოიჩურჩულა კაცმა და ჯაყელისკენ მიმართა მზერა.
-მინდა ზუსტად ის გააკეთო,რაც ჩაიფიქრე...-ახსოვდა, ეს ჯაყელებისთვის დამახასიათებელი,მბრძანებლური ხმის ტემბრი.სუნთქვა შეიკავა,სანამ სანდროს ხელები დასწვდებოდნენ ყუთს და თავს ახდიდნენ,მერე კი მანქანის ფარების შუქზე აირეკლა ვერცხლისფერმა მეტალმა შიში.
-ამას რატომ აკეთებთ?...-უნდობლად დააკვირდა ჯაყელის სახეს.
-ზუსტად იმიტომ,რატომაც შენ !...-მონოტონურად წარმოთქვა და გააგრძელა...-იმ ღამით იქ მეც ვიყავი.
-ხო მაგრამ,ზურაბი…
-შენზე უკეთ ვიცი ზურაბი რომ მამაჩემია...მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ თუ ჩაიძირება,მეც თან უნდა გამიყოლოს...-კატომ მოისმინა და მზერა გაუშტერა იარაღს...-ფული ხელის ჭუჭყია ეკატერინე,ბოლო თეთრამდე რომ წამართვან,მოვა დრო და ისევ ვიშოვი.წლები კი რომელიც ციხეში უნდა გავატარო...-დამცინავად ამოილაპარაკა და არც დაუსრულებია ისეთი აშკარა იყო.
-შენ ხვდები რასაც ვაპირებ!...-ხმა გაეყინა ქალს და ჯიქურ დააკვირდა...-ჩემი დახმარება გჭირდება,მაგრამ მისი შვილი ხარ, ერთ დღესაც გამოუტყდები და გაპატიებს.მე კი…
-ამ იარაღზე ზურაბის ანაბეჭდებია,საგულდაგულოდ გავწმინდე შენი დანაშაულის მთავარი მტკიცებულება და მერე ისე ავაღებინე ხელში,რომ ვერც კი გაიხსენა ამით რას აკეთებდა...-ყურადღება არ მიაქცია კატოს ნათქვამს.
-ის შენ გაპატიებს ! … -ჯიუტად იმეორებდა კატო და უნდობლობა კისერში უჭერდა.ვერ მოიცილა მახის დაგების მყრალი სუნი,ასე რომ ასდიოდა ამ შეხვედრას.
-ზურაბს მალე ჩაავლებენ დავითთან ერთად...ბოდიში სანდრო...-სარკაზმი არ დაუკლია პატიების თხოვნისთვის...-შენ კი თუ გინდა,მშრალად დარჩე ნაპირზე, ეს უკანასკნელი იარაღია...შენ მე დამეხმარები,მე შენ !
-და როგორც კი ხელებს ზურაბს შევაწმენდ,მაშინვე გამაქრობ...მე ხომ შენი ერთადერთი მოწმე ვიქნები...-მწარედ ამოილაპარაკა ქალმა.
-ფიქრობ ხელების დაბანას იმიტომ ვცდილობ რომ პატარა ბავშვივით ტალახში სათამაშოდ ხელმეორედ ჩავძვრე?...-ბრაზი შეეპარა კაცს და მოუთმენლად დააკვირდა.
-შენ რომც გამიშვა,შენი ძმები…
-ზუსტად ! ...-დამთავრებაც კი არ დააცადა...-მე შენ მათგან დაგიცავ, როგორც შემეძლება. გაქცევა უკვე გამოგივიდა, ხომ იცი,მეორედ უფრო მარტივი იქნება.
მოდიოდა კატო, ჩამოწეულ შუშაში ქარს უშვერდა სახის სიმხურვალეს და ხელებში თავისი დანაშაულის მთავარი იარაღი ბომბივით ედო.ვერ ხვდებოდა სანდროზე უნდა გაბრაზებულიყო თუ პირიქით, მისთვის მადლობა გადაეხადა.დუმდა, სიტყვები სადღაც,კისერში გაეჩხირა და ჯორჯაძეც ხვდებოდა რომ აზრი არ ჰქონდა დიალოგს.მოსაცმელში გაახვია ყუთი და უხმოდ გადმოსცდა მანქანის სივრცეს.ქურდივით შეიპარა ლიფტში.სახლის კარი სანამ შეაღო,გული მოეწურა, მერე კი გავარვარებული ნაკვერცხალივით სწრაფად მოაშორა ხელისგულებს და კარადის სივრცეში ჩამალა თავისი დანაშაულის მამტკიცებელი ერთადერთი ნივთი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გარბოდა კატო.თითქოს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მარათონის გარბენა დაევალებინოთ,თავის თეთრ შარვალსა და სქელ სვიტერში გამოწყობილი,ოქროსფერთმიან დაცემულ ანგელოზს ჰგავდა, რომლის სახესაც ზუსტად ისეთივე თეთრი ფერი დასდებოდა,როგორც მის ტანისამოსს.თავში ფილმის კადრებივით თამაშობდა მომენტები,როცა მისმა ერთჯერადმა ტელეფონმა შუაღამით ატეხა რეკვა.გაკვირვებული და შიშაყოლილი ეკითხებოდა გია რა გააკეთეო, თუმცა წამიერადაც არ მოსვლია თავში აზრად რომ სანამ თავად ფიქრობდა გაბრიჩიძეს ვასულელებო,თვითონ დარჩა მოტყუებული,მახეში გაბმული.დავით ჯორჯაძის და ზურაბ ჯაყელის დაკავება, ვინმე სხვას კი არა მას გადააბარეს და სულელმა,საკუთარ ბრაზსა და ეგოს აყოლილმა მაშინვე, ასე მთელი ქვეყნის წინ,ჯერ კიდევ გამოძიების დასრულებამდე ჩაავლო ორივეს.
განყოფილების კარი გამოგლიჯა და დერეფნის ბოლოში დალანდა ჯორჯაძის მიტკალივით გადათეთრებული სახე,ორ პოლიციელს რომ შუაში მოექცია და ბორკილებდადებულს განუმარტავდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროებას.ქალი გაშეშდა და უკვე აღარ იცოდა რა ექნა.მიხვდა რომ ყველაფერი თავზე დაემხო.ილუზიასავით ერთმანეთის ფერებში არეული რეალობა სახეში მწარედ გაწნილი სილა აღმოჩნდა.დერეფნის შუაში გაჭედილმა,სწორედ ამ მდგომარეობაში დალანდა დაკითხვის ოთახიდან გამომავალი გაბრიჩიძე და სესილი,რომელსაც უკან მოჰყვა ბორკილებდადებული ზურაბ ჯაყელი,ასევე ორი პოლიციელის თანხლებით.შეავლო თუ არა თვალი,მაშინვე მისკენ გამოიწია,თუმცა არ გაუშვეს...ეს იყო მომენტი,როცა კატომ მთლიანი სურათის დანახვისას,საბოლოოდ გაანალიზა დაცემის სიძლიერე და მოტეხილი ძვლების არსენალი სხეულში.ღვარძლიანად გადახედა ნიკოლოზის სახეს,რომელიც კმაყოფილებით ესაუბრებოდა სესილის და იგრძნო როგორ ძალიან სძულდა,ისე უნდოდა მისულიყო,შეეჯანჯღარებინა და ეყვირა “ჩემი სიცოცხლე სასწორზე დადეო”,თუმცა ერთიანად შეძრულიც კი ხვდებოდა არ შემიძლია საკუთარი თავის გაცემაო.მოწოლილი ცრემლები ჩაყლაპა და თავი გაიმაგრა,თავბრუსხვევას ბოლომდე რომ არ დაეხეთქებინა იატაკზე.ახლა ვერ გავტყდებიო,თავის სხეულში გამომწყვდეულ პატარა ბავშვს ევედრებოდა და მხოლოდ წამიერად შეივლო გულზე ხელი,აინტერესებდა ჯერ კიდევ თუ ფეთქავდა.თვალები გაახილა და გაბრიჩიძეს წააწყდა რომელსაც მხოლოდ ახლა შეემჩნია,ეცადა მთელი ზიზღი,ბოროტება,ღვარძლი და სიძულვილი მოექცია თავის ხედვაში და მიაღწია კიდეც საწადელს,გაბრიჩიძემდე მისულმა მზერამ კაცი ადგილზე გაყინა,მერე კი როცა კატო ერთიანად შემობრუნდა და გასასვლელისკენ დაიძრა,მისი სახელის ძახილით გამოეკიდა უკან.სასწრაფოდ გამოვიდა განყოფილებიდან და მიხვდა რომ ვიღაც აეკიდა,მკლავში წაავლეს, მხოლოდ თვალის შევლება მოასწრო და მაშინვე სიმწარე იგრძნო სახეში,წაბორძიკდა,ქვაფენილის სიცივეს აეკრო სხეულით.მეტალის გემო იგემა და როცა შეძლო სიბნელეში მოჩხუბარი სახეების დანახვა, მაშინღა მოაგონდა როგორ უღრიალა ჯორჯაძის ნაბოლარა შვილმა “ყველაფერი შენი ბრალიაო”,სანამ მუშტის სიმძიმეს აგემებდა.მიშას და ნოეს ყვირილს მხოლოდ სიტყვების გაურჩევლად ისმენდა,მისკენ დაიხარა მასიური ფიგურა და როცა მშვიდი ხმა გაიგონა “წამოდექიო”,რომ მოუწოდებდა,თავისთავად დაყვა.ხელი წაივლო სახეზე და ხელისგულზე წითელ ზოლად ჩამოჰყვა სიწითლე,კაცს დააკვირდა და გველნაკბენივით სწრაფად მოიშორა მისი ხელი.
-ხელი გამიშვი!...-ზიზღით ამოიხრიალა და სიტყვის წარმოთქმისთანავე აეწვა ტუჩის კუთხე, დარტყმის ადგილი.თვალი გააყოლა ერთმანეთთან ხელჩართულ ჩხუბს და წაბარბაცდა.
-მანქანაში ჩაჯექი კატო...-მკაცრად უთხრა გაბრიჩიძემ,მაგრამ არ მოუსმინა.თვალით მოძებნა გასაღები და ბორბალთან მიგდებულს წაავლო ხელი...-მანქანაში ჩაჯექი მეთქი ! აღარ გამამეორებინო…-კარი გააღო და ერთ ადგილზე გაყინული ქალი, ჯაჯგურით მოათავსა სავარძელში.მეორე მხარეს ელვის სიწრაფით მოუარა და სწრაფად დაძრა.
ეკატერინემ თავის თეთრ სვიტერზე დაიხედა და სიწითლეს თვალი ჰკრა,მის თავზე მოთავსებული სარკე ჩამოსწია და დაინახა რომ სახის მარცხენა მხარეს ზოლად მოჰყვებოდა ალისფერი სითხე.ხელი არც კი უხლია, თითქოს ეგუებოდა, თითქოს საკუთარ თავს არწმუნებდა დაიმსახურეო.სავარძლის საზურგეს ერთიანად მიეყუდა და თვალები დახუჭა.არ აინტერესებდა გაბრიჩიძეს საით მიყავდა მანქანა.არცერთს ამოუღია ხმა სანამ მაღალსართულიან კორპუსამდე არ მივიდნენ.თვალები არ გაუხელია,არ ვიცი საკუთარ თავს ატყუებდა თუ კაცს,მაგრამ ეგონა თუ მეთვითონ ვერ დავინახავ ჩემ გარშემო რა ხდება, სამყაროსთვისაც დამალული ვიქნებიო.გაბრიჩიძემ კარი გამოაღო და ხელი წაავლო.
-კატო გადმოდი,არ მინდა მხარზე მოკიდებული აგიყვანო სახლამდე...-მშვიდად უთხრა,თუმცა ყოფილი ჯორჯაძე მიხვდა რომ ეს მუქარა იყო,რომელსაც აუცილებლად ასურულებდნენ.
ქალი დაყვა მის მოთხოვნას.თავბრუსხვევის მიუხედავად ჯიუტად აიარა მეორე სართულამდე კიბეები და დაელოდა სანამ კარს გააღებდნენ.წინ შეუშვეს, სინათლე აანთეს და ეკატერინემ ნაცნობი გარემოს დანახვაზე, კიდევ ერთხელ აიმრიზა სახე.დაჯექიო უთხრეს,უთქმელად წავიდა დივნისკენ,სანამ კაცი სააბაზანოს უჯრებში მოუთმენლად ეძებდა რაღაცას.მის გვერდით მოთავსებულმა,სველი პირსახოცით ჩამოწმინდა შემხმარი სიწითლე და როცა უკვე ბამბა ააკრო მტკივან ადგილას,კატო მექანიკურად დაიჭყანა.მისი სხეული ყველაფერს გრძნობდა,თუმცა გონება გათიშული იყო და ამქვეყნიერების არაფერი ეცხო.გატეხილ წარბზე ბინტი დააკრეს.
-ნაკერები არ დაგჭირდება, როგორც ჩანს ქვაფენილზე დაცემისას ოდნავ იტკინე...-მშვიდად ამოილაპარაკა ნიკოლოზმა და ახალი ბამბა სპირტით დაასველა...-მეტყვი ეს რას ნიშნავდა?
კატოს მზერა უკვე კარგა ხანია,ტელევიზორის კარადის ერთ წერტილზე მიეშტერებინა და ამით იცილებდა თავიდან არასასურველ დიალოგს.იგივე ბწკენარე ტკივილი იგრძნო და თვალები დახუჭა, კაცის თითი რომ შეეხო გახეთქილ ტუჩთან.
მისი ტუჩის კუთხეს მისწვდა ცხელი სუნთქვა, ნაცნობი,ძვირფასი პარფიუმის სურნელი მისწვდა.წამიერად შეუწყდა სუნთქვა,სანამ მაცოცხლებელი ძალით არ შეეხო მონატრებული ბაგე მისი ღიმილის კუთხეს,მოწოლილი ცრემლების ბურთი,ყელში რომ გაეჩხირა,ვეღარ ჩაყლაპა და მარილიანი კურცხლების გემო იგრძნო სანამ დაჰყვებოდა კაცის ნდომას.თავისი ხელისგულებით შემოეჭდო, გაბრიჩიძის კისრის კუთხეებს და დაყვა, ბოლომდე ჩაიძირა,სანამ გამოტყდებოდა რომ მთელი არსება გაეხლიჩა.გახშირებული სუნთქვა მოედო,აწითლდა და დაიწვა,ვერ ხვდებოდა ტკივილი გახეთქილი ტუჩიდან მოდიოდა თუ გახლეჩილი ცხოვრებისგან.საყვარელი სახის სითბოს დანატრებულმა,მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა
-დანაპირები შეასრულე ნიკო...-ერთიანად მოშორდა ნიკა და დააკვირდა,მის მზერაში არ იყო შეცბუნება, არც გაურკვევლობა.ზუსტად იცოდა რასაც გულისხმობდა ქალის აცრემლებული,დამარცხებული ხმის ტონი.
-დანაპირები შევასრულე კატო...-თავდახრილმა ამოიხრიალა და ეცადა დამალულიყო მზერისგან,რომელიც სულში უძვრებოდა.
სიმწრით გაეღიმა კატოს,უსიტყვოდ წამოდგა და მაგიდაზე დაგდებულ გასაღებს წაეტანა.ჩამოწოლილი სიჩუმე არ დაურღვევია სულ მცირე გამოძახილსაც კი,სანამ კარს გამოაღებდა და ლიფტის ღილაკს ხელს დააჭერდა.უხმოდ მოთავსდა მანქანის საჭესთან,ყველაფრისგან დაცლილი ეგონა,თავისი ნაღალატევი თავი და ახლა ძალიან უნდოდა მძინარე ნაიას გვერდით დაედო დამძიმებული სხეული,დასძინებოდა ბავშვის სუნში და მერე, გამთენიას თუნდაც ნუღარ ეღირსებოდა მზის სინათლის დანახვა.
შუქნიშანზე გაჩერებულმა მუცელში საშინელი,სპაზმური ტკივილი იგრძნო და თვალებზე მოაწვა სიმწარე,ვერ შეძლო დაყვირება,თავი ჩახარა რომ დამალულიყო და მთელი შეგრძნებით ამოიხრიალა. განთავისუფლდა...ტკივილმა...იმედგაცრუებამ...იმედმა...სიყვარულმა...დანაშაულის გრძნობამ...შიშმა...სასოწარკვეთამ...ყველაფერმა დატოვა…
ახლა ყოფილი ჯორჯაძე იმ ცხოველს ჰგავდა, ბოლოჯერ რომ იბრძვის და თავგანწირვით ეჭიდება სიცოცხლეს...როგორც ჯორჯაძეებს შეეფერებათ,ასეთ ბრძოლაში წესები არ არსებობს,ამიტომ გაბოროტებული ქალის გონებამ ყველაზე საზიზღარი,ღვარძლიანი გამოსავალი იპოვა და საკუთარ თავს დაპირდა,მეწყერი უკვე ჩამოწვა და ისე ვერ ჩამითრევს,სხვაც არ გავიყოლოო.
ეკატერინემ აქამდეც იცოდა,როგორ ამომძვრალიყო სიბინძურიდან,თუმცა ახლა მზად იყო. ამ მომენტამდე თუ სხვების ცხოვრება ადარდებდა, ახლა მახეში გაბმული ცხოველი იყო და ინსტიქტების გარდა აღარაფერი გააჩნდა.


პ.ს გამოჩნდით, თქვენი აზრები გამიზიარეთ.ბოლო რამდენიმე თავი ისე ჩუმად,უსიტყვოდ წაიკითხეთ,ეჭვი შემეპარა ნახვების რაოდენობის ნამდვილობაში.



№1 სტუმარი ))))

სუ დადე თრე გულის შეტევა დკემამართებამალე

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

წავიკიტხე წინაც მაგრამ არ დამიდასტურეს კომენტარი. საიტს ჭირდა რაგაც. არვიცი რაუნდა გითხრა. კი ვიცოდი ნიკოლოზი ამ დიპლომატიური ურთიერთობის მიღმა რაღაცას ამზადებდაა. მაგრამ ამას არაა. მოუთმენლად ველი კატოს მომდევნო ნაბიჯსს. წარმატებებიიი. ზალიან კარგიააა

 


№3 სტუმარი nino

ver gavige azri am istoriis

 


№4  offline წევრი Qetatoo

nino
ver gavige azri am istoriis

კონკრეტულად რამ დაგაბნიათ, ან რომელი ნაწილი იყო გაუგებარი, განვიხილოთ თუ სურვილი გაქვთ <3 მაგრამ თუ ზოგადად ის ვერ გაიგეთ რა აზრი ჰქონდა ამ ისტორიის დაწერას, მაშინ გემოვნების ამბავია, ზოგიერთს ისტორიული ხასიათის წიგნები მოსწონს, ზოგს სათავგადასავლო, ზოგს რომანები, ზოგიერთს კი დეტექტივი, რას ვიზამთ <3 ^_^

 


№5 სტუმარი one

exa dasruleba iqneboda? dzalian daidzaba( nu rodis ar iyo)) velodebi shemdegs moutmenlad,
kargad wer da shesabamisad kargad ikitkheba, geli❤️

 


№6  offline წევრი Indiram

Zalian sainteresoa ,velodebi gagrzelebas didi i teresit, momwons aseti janris wignebi da filmebi.

 


№7 სტუმარი Ucnobi

ძალიან პატარა თავია, მთელი ემოციებით მოგყვები მაგრამ არ მყოფნის, ისტორია საინტერესოა და ველოდები მივლენების განვითარებას

 


№8 სტუმარი სტუმარი თეო

არასდროს მყოფნის სულ მეპატარავება თავები რაც შეეხება ზოგადად ისტორიას ძალიან მომწონს

 


№9 სტუმარი )))

როდიიის დადებ ახალ თავსსს

 


№10  offline წევრი Qetatoo

)))
როდიიის დადებ ახალ თავსსს

ორი თავი ატვირთული მაქვს უკვე და მესამე დღეა ველოდები როდის დაადასტურებენ გამოსაქვეყნებლად...დღეს მესამე თავსაც ვტვირთავ და რავიცი,აბა რა გითხრათ...ჩემი ბრალი არაა,ფაქტია <3

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესოა სიმართლე მალე გაირკვევა

 


№12  offline წევრი ირო

ძალიან ცოტაა ამ საიტზე მწერალი ვის ისტორიებსაც სულმოუთქმელად ველი,ამ სიაში ამ სიაში აღმოჩნდი ამ ერთი ისტორიით,იმდენად ჩამთრევი,ინტრიგნული და საინტერესო მოვლენებია მიხარია დასასრული რომ დაიდო და მის შემდეგ დავიწყე კითხვა.მადლობა შენ ასეთი საინტერესო ისტორიისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent