შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (12-თავი)


29-04-2021, 15:37
ავტორი esel
ნანახია 1 359

ტყვიები ერთი მეორეს მიყოლებით კვეთდნენ ჰაერს, სროლის გამაყრუებელი ხმა ირგვლივ ყველაფერს ფარავდა. კიდევ რამდენიმე მანქანა გაჩერდა და ხმაური გაორმაგდა. რეზის ერთი ხელი თავზე ქონდა ნამსხვრევებისგან თავის დასაცავად, მეორე ხელი კი ნუთისთვის ქონდა შემოხვეული და იარაღი ეჭირა. სროლა შეწყდა, ირგვლივ ფეხის ხმა ისმოდა, რომელიც სულ უფრო უახლოვდებოდა მანქანას. რეზი ფრთხილად გასწორდა ნუთის გაფითრებული სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა
- ყველაფერი კარგად გაქვს? - რეზიმ პასუხი ვერ მიიღო გოგონა შეათვალიერა და უკან მიიხედა შემდეგ კი ისევ მას შეხედა
- რეზი - რეზიმ ხმის მიმართილებით გაიხედა, მის მხარეს, კარებთან მდგომ ბიჭს შეხედა და მანქანიდან გადავიდა - დაჭრილი ხო არ ხარ?
- არა კარგად ვარ - ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, სისხლიანი ხელები თმაში შეიცირა და სახეზე მოისვა - ამას გონზე რა მოიყვანს - თქვა და დაცხრილულ მანქანაში მჯდომ აკანკალებულ ნუთს შეხედა
- დაჭრილი ხო არაა, როგორც კი მიშომ დამირეკა მაშინვე წამოვედი, თვითონ იქ დარჩნენ? - რეზიმ ბიჭს მხარზე დაადო ხელი
- კი იქ დარჩნენ საქმეები არ დაუმთავრებიათ... გიო ეს სახლში წაიყვანეთ და აქაურობასაც მიხედეთ, მე ვიღაც უნდა ვნახო - სიგარეტი გადააგდო და მანქანისკენ წავიდა ბიჭებს გასაღები გამოართვა და მანქანაში ჯდებოდა, როდესაც გიორგიმ გააჩერა
- არ მომყვება
- რა?
- მანქანიდან არ გადმოდის, ძალიანაა შეშინებული, რომ მივედი აყვირდა - რეზიმ გაბრაზებულმა მიკეტა კარები და ნუთისკენ ბურტყუნით წავიდა. ნუთთან დაიხარა, რომელიც გაშეშებული იჯდა და საკუთარ ფეხებს დაჩერებოდა
- ნუთ - მისი ურეაქციობის გამო რეზიმ ხელი მოკიდა და ოდნავ შეანჯღრია - აზრზე მოდი, ყველაფერი კარგადა გესმის? გიორგის უნდა გაყვე - ნუთმა უცნაური მზერით შეხედა რეზის - ნუ გეშინია წამოდი
- ნუ მეშინია? - ამოილუღლუღა ნუთმა და გაჩუმდა - დავიღალე
- წამოდი - რეზიმ ხელი მოკიდა და მანქანიდან ფრთხილად გადმოიყვანა, ნუთი ჯერ კიდევ მთვრალი იყო ამიტომ სწორად სიარული უჭირდა, რამდენიმე წაბორძიკების შემდეგ გაღიზიანებულმა რეზიმ გოგო ხელში აიყვანა და სწრაფად წაიყვანა მანქანისკენ. რეზი არ აპირებდა რომ მას გაყოლოდა, მაგრამ როდესაც ნუთმა კისერზე შემოხვეული ხელები არ გაუშვა ბუზღუნით ჩაჯდა მასთან ერთად მანქანაში. სახლში მისვლისას ჩაძინებული ნუთი მანქანიდან ფრთხილად გადაიყვანა და თავის ოთახში დააწვინა. მიშო და სანდრო მალევე დაბრუნდნენ სახლში და გიორგი მომხდარის შესახებ გამოკითხეს
- ორივე კადგად იყო, ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად, ის გოგო ძალიანაა შეშინებული - უთხრა გიორგიმ
- რეზი სად წავიდა? - სანდრო
- არ ვიცი ვიღაცის სანახავად წავიდა
- გვამებს ხო იცი რაც უნდა უქნა? - უთხრა მიშომ და სიგარეტს მოუკიდა
- კი უკვე მიაქვთ ბიჭებს - კარების ხმაზე ყველამ ერთი მიმართულებით გაიხედა და მალევე კარებში რეზი გამოჩნდა
- სად იყავი? - კითხა გაღიზიანებულ რეზის მიშომ. რეზის ხმა არ ამოუღია სასმელი დაისხა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და აივანზე გავიდა - ამას რა ჭირს რა გაბრაზებულია - კითხა მიშომ ბიჭებს
- ალბათ ნუთი რომ დაიცვა თავს ვერ პატიობს - სიცილით თქვა სანდრომ. რეზი ცარიელი ჭიქით დაბრუნდა აივნიდან, ჭიქა შეივსო და დაჯდა
- სოსო ვნახე, ყველაფერი მოაგვარა და ჩვენს მანქანებს არავინ შეამოწმებს საზღვარზე - თქვა რეზიმ და სასმელი გამოცალა - მაგრამ თანხას ახლავე ითხოვს, თანაც გაორმაგებულს
- ბებერი ძაღლი, ორმაგს რის საფუძველზე ითხოვს თან ახლავე? - სიცილით თქვა სანდრომ - ეგ კაცი სულ მამხიაულებს თავისი მოთხოვნებით, შენ რა უთხარი
- ვუთხარი რომ თანხას ახლავე გადავუხდით, მაგრამ იმდენს რამდენსაც ვიხდიდით და თუ ეს ვარიანტი არ მოწონს მაშინ დავიშლებით
- მერე რაო? - მიშო
- დათანხმდა, ფული ზეგ უნდა მივცეთ... ახლა რაც შეეხება იმ ნაბი.ვარს ლამის მანქანაში რო ჩამცხრილა
- გიორგიმ უკვე გაუმზადა ამანათი - უთხრა მიშომ და გიორგის შეხედა
- მაგ ამანათს თან თუ ფეიერვერკი არ ახლავს საკმარისი არაა, უბრალო საცირკო წარმოდგენა არ ეყოფა
- დაწყნარდი რეზი, ამჯერად ფეირვერკის გარეშეა, ასე პირდაპირ ჰაერში ვერ ავწევთ, ცოტახანი კიდევ გვინდა რომ ცოცხალი იყოს - უთხრა სერიოზული სახით სანდრომ - კარგით რახან ეს ამბები გავრკვიეთ შეგიძლიათ მითხრათ ხომ გეუბნებოდითო
- რაზე ამბობ - კითხა მიშომ
- ნუთზე, რომ იქ არ უნდა წაგვეყვანა და ცუდი იდეა იყო
- ამას ყველა დავთანხმდით - თქვა მიშომ და წამოდგა
- სულაც არა მე არაფერს დავთანხმებივარ - რეზის ამ სიტყვებზე სადროს გაეცინა
- ნახე როგორ ბუზღუნებს, რა იყო ძიძის როლი არ მოგეწონა? საშინელი ძიძა კი ხარ, იმდენს რო სვავდა ცოტა ყურადღება ვერ მიაქციე? ფეხზე ძლივს იდგა - უთხრა სანდრომ
- მე ის მევალებოდა რომ მის სხეულში ტყვია არ მოხვედრილიყო და არა ალკოჰოლი
- კარგი, კარგი წავიდეთ დავიისვენოთ - სანდრო წამოდგა და ოთაახიდან გავიდა, მალევე ყველა მას გაყვა და ოთახში მხოლოდ რეზი დარჩა სასმლით ხელში. მეორე დღეს ხხასიათი არავის გამოკეთებია, ყველა უხასიათოთ იყო. ოთახში ისხდნენ და საუბრობდნენ.
- ამ ხალხს ისევ ჩემი მოკვლა უნდოდა თუ ამჯერად თქვენი - ყველა ოთახში იმ წუთას შემოსული ნუთისკენ მიბრუნდა
- შეიძლება ითქვას რომ ორივესი, ისინი რეზის ჩაუსაფრდნენ, მაგრამ ეგ იგივე კაცია ვისაც შენი მოკვლა უნდოდა - უთხრა სანდრომ, გუშინდელის გამო, ჯერ ისევ დაძაბულ ნუთს
- რა გამოდის რომ ახლა ჩვენ საერთო მტერი გვყავს? მშვენიერია ყოველდღე სულ უფრო და უფრო მეტი საერთო გვიჩნდება... მშია - თქვა და სამზარეულოში გავიდა
- შენ რა ყველაფერს უყვები ვერ გავიგე - გაბრაზდა რეზი
- რამოხდა მერე ეს მასაც ეხება, შენ კიდევ ყველაფერზე ნუ გიჟდები რაც ნუთს ეხება, ბოლოსდაბოლოს შეეგუე მაგ გოგოს - უთხრა სანდრომ და ისევ მის წინ გაშლილ ფურცლებს ჩააჩერდა
- ის კაცი დროზე უნდა მოვიშოროთ რო ეს აქედან წავიდეს - თქვა რეზიმ და სახლიდან წავიდა
- რას ვარდება ყველაფერზე, ჯერ ისე არ იყო დალაგებული ახლა სულ გაუბერა - თქვა სანდრომ და მიშოს შეხედა, რომელიც ჩუმათ იჯდა და ხმას არ იღებდა - ამ ბოლო დროს ჩვეულებრივზე უფრო ჩუმად ხარ
- იმ კაცს მართლა დროზე უნდა მივხედოთ, რომ ნუთი წავიდეს აქედან, საჭიროზე მეტხანს გადაიკვეთა ჩვენი გზები და არ მომწონს - თქვა ჩაფიქრებულმა და ისევ უმისამართოდ დაიწყო ფანჯარაში თვალების ცეცება
- მივხედოთ მერე - ჩაილაპარაკა სანდრომ და თავისი საქმე გააგრძელა
***
სამზარეულოში თითქმის ყველაფერი გადავატრიალე, თავადაც არ ვიცოდი რას ვეძებდი, უბრალოდ ვცდილობდი ყურადღბა სხვა რამეზე გადამეტანა. აქ ისეთი არაფერია რის მომზადებასაც შევძლებ, ბოსტნეული საერთოდ არ აქვთ, არც მიკვირს არ მგონია აქედან რომელიმემ საჭმლის კეთება დაიწყოს. ოთახში შემოსულ ბიჭს გავხედე, რომელიც ჭიქაში წყალს ისხავდა
- აქ საჭმელი არ არის - ვუთხარი გაღიზიანეულმა. გაკვირვებული მომიბრუნდა, მგონი არ შევუმჩნევივარ როცა ოთახში შემოვიდა
- ვიცი - თქვა და ჭიქა დადო - მოკლეედ ამ სახლში სულ რაღაცას ეძებ, ხან მინოტავრებს ხან საჭმელს - თვალებ მოჭუტული ვუყურებ, ნაცნობ სახეს და კიდევ უფრო ვბრაზდები
- ჰოო? ახლაც იქ დავბრუნდე სადაც დამტოვეს და საჭმელიც თავისით მომაკითხავს? - ვეუბნები გაბრაზებული
- არა, თუ რამე გინდა მითხრი და შევუკვეთავ
- ტორტი
- რა?
- ტორტი მინდა შოკოლადის, ბანანით და მარწყვით - მე თვითონაც არ ვიცი რას ვბოდიალობ
- სერიოზულად? - მიყურებს დაბნეული
- ხო სერიოზულად, არ შეიძლება ტორტი მინდოდეს? - მხრებს იჩეჩავს და ისევ დაბნეული მიყურებს - ხო მართლა რა გქვია? - ვეუბნები სანამ ოთახიდან გავალ
- გიორგი
- მშვენიერია გიორგი, ჩემი ტორტი არ დაგავიწყდეს და კიდე პიცაც მინდა, გაითვალისწინე რომ ხორცს არ ვჭამ - ვუთხარი და იმ ოთახში დავბრუნდი, რომელშიც გამამწესეს. წინ და უკან დავდივარ და კიდევ ერთხელ ვლანძღავ გონებაში ავთოს, ჩემს ცხოვრებასი მის გამო ერთი კარგი რამეც კი არ მომხდარა, ნელ-ნელა უკვე მართლა ვეჩვევი ამ გარემოს და ეს გაუთავებელი მკვლელობები და სროლები ჩვეულებრივი მოვლენა ხდება ჩემთვის და ეს კიდევ უფრო მეტად მაცოფებს, არ მინდა რომ ამ ყველაფერს შევეგუო.
- შეიძლება? - კარებისკენ ვიხედები, სადაც სანდროს თავს ვხედავ
- ეს შენი სახლია - ვამბობ, სანდრო კი კარებს ბოლომდე აღებს და ოთახში შემოდის
- ხო მაგრამ ეს შენი ოთახია, დროებით მაინც
- ამ ოთახს ჩემსას ნუ ეძახი - ვამბობ და გადაჯვარედინბულ ხელებს ერთმანეთს ვუჭერ
- იცი რო ეს ადრე რეზის ოთახი იყო? - ამბობს სიცილით და ჩემს წინ საწოლზე წვება - მაგრამ მისთვის ზედმეტად ნათელი ოთახი იყო არ მოწონდა და სხვა ოთახში გადავიდა
- მშვენიერია, რეზის ოთახში ცხოვრებაღა მაკლდა და აი ისიც, თუმცა არ მიკვირს რომ გადავიდა, მზის გადამკიდე ამ ოთახში წყნარად ძილი შეუძლებელია ნუ ამაში მხოლოდ მზე არ მიშლის ხელს, მაგრამ მაინც - როგორც ყოველთვის იცინის, შემდეგ კი ტეკეფონს მიწოდებს
- გუშინ დედაშენს ვერ დაელაპარაკე, საშინლად იყავი ნასვამი - ტელეფონს ვართმევ და ნომრის აკრეფას ვიწყებ
- ხო ეს ერთადერთი მიზეზია რატომაც ვერ დაველაპარაკე - ვამბობ და ერთი სული მაქვს ნინი როდის მიპასუხებს
- გისმენთ - ტელეფონიდან ლალის ხმა მესმის და მეღიმება
- ლალი მე ვარ დედა სადაა? - ნაცნობი ხმის გაგონებაზე მშვიდდები
- ნუთ - ლალის გაოცებული ყვირილის ხმა ალბათ სანდრომაც გაიგონა, იმხელაზე დაიყვირა - სად ხარ შვილო, მამაშენმა რაღაც სისულელეები იბოდიალა და წავიდა, ხომ კარგად ხარ
- კი ლალი მე კარგად ვარ, დედა სადაა
- დედაშენი... არ ინერვიულო - სახე შემეცვალა და მთელ ტანში შიშმა დამიარა
- ლალი...
- კარგად არის, უბრალოდ ცოტა ცუდად იყო, მაგრამ სერიოზული არაფერია
- ლალი რა მოხდა?
- რა მოხდებოდა, სულელი მამაშენი მოვიდა და უთხრა რომ ცოტახანს არ გამოჩნებოდი და არ ენერვიულა, მაგრამ მაგაზე სულ გაგიჟდა ნინი, ექიმმა დამაწყნნარებელი გაუკეთა, ეხლა მართლა უკეთაა უბრალოდ ძინავს, რომ გაიღვიძებს მერე დაგირეკავ კიდე, შენი ხმის გაგონება გაუხარდება - თვალები ცრემლებით მევსება
- ლალი... - ძლივს ვამბობ და ავთოზე უარესად ვბრაზდები. ლალის კიედვ ცოტახანს ველაპარაკე და გავუთიშე
- ყველაფერი რიგზეა? - სანდროს დაბღვერილი ვუყურებ
- ეგეთ სისულელეს საერთოდ რატო მეკითხები, მეტყობა რომ საერთოდ რამე მაინც მაქვს რიგზე? - სანდრო დამნაშავეს სახით მიყურებს და ოთახიდან გადის
- სანდრო, შეიძლება ლალიმ დარეკოს და დამალაპარაკე იცოდე
- აუცილებლად - ამბობს და კარებს კეტავს. უკვე აღარ ვიცი ჩემ თავზე ვინერვიულო თუ დედაზე, ავთოს ალბათ მართლა მოვკლავ კიდე თუ ვნახავ. ამ სახლში ყოფნა ყოველწამს უფრო გაუსაძლისი ხდება, ვზივარ ამ ოთხ კედელში და ვერაფერს ვაკეთებ, მხოლოდ ფიქრი შემიძლია და ამანაც სულ გადამიყვანა ჭკუიდან. გიორგიმ რომ მართლა მომიტანა შოკოლადის ტორტი მე და სანდროს ამაზე ძალიან გაგვეცინა, გიორგიკი დაბნეული და ცოტა გაბრაზებული გვიყურებდა. რეზი, რა თქმა უნდა, საშინლად გაბრაზდა რომ ჩემს ყველა მოთხოვნას ასრულებენ, დიდხანს ღრიალებდა და გიორგისაც ეჩხუბა, “მეტი საქმე არ გაქვს ამას რას უსმენო“ , მიშო როგორც ყოველთვის ჩუმად იყო, მგრამ მასაც ეღიმებოდა. საბოლოოდ ყველამ ერთად ვჭამეთ ჩემი ტორტი და პიცა, ზედმეტად ამაყი რეზის გამოკლებით, საბაც შემოგვიერთდა და ისიც გიორგის დაცინოდა სანდროსთან ერთად. საღამოს დედამ დარეკა და ყველანაირად ვცდილობდი, რომ მასთან წყნარად მელაპარაკა, მინდოდა დარწმუნებულიყო რომ კარგად ვარ და სანერვიულო არაფერი იყო, მისი ხმის გაგონება მამშვიდებდა, მაგრამ თან დანაშაულის გრძნობა მჭამდა რომ მას ასე ვანერვიულებდი. როდესაც გავუთიშე კარგახანს ვტიროდი და ჩემთავს ვწყევლიდი რომ ამ დგომარეობაში აღმოვჩნდი. ღამით მიშომ დამიკაკუნა კარებზე და მთხოვა მას გავყოლოდი, საშინლად დავიძაბე, მის სახეზე ვერანაირ ემოციას ამოიკითხავდა ადამიანი, ამიტომ თავიდანვე ცუდზე დავიწყე ფიქრი. დაბლა რომ ჩავედი თვალებს არ ვიჯერებდი, მეგონა უკვე აღარაფერი გამიკვირდებოდა
- შენ აქ რას აკეთებ?
- კარგი რა, ავთოს შვილი მარტო შენ კი არ ხარ - სიცილით ამბობს მართა მე კი ჯერ კიდევ გაოგნებული ვუყურებ მას
- რაა? შენ ხო ლონდინში იყავი
- ვიყავი, მაგრამ მამამ შენსავით მეც ამ სიმპატიურ ბიჭებთან გამომგზავნა რომ დამიცვან... ჩემი გატაცებაც უნდოდათ - ამას ისე ამბობს თითქოს რამე კარგი მომხდარიყოს მის ცხოვრებაში - კარგი რა ამდენი ხნის უნახავ დას არ გადაეხვევი, სულ არ მოგენატრე? - ამბობს და ხელებს შლის - მოდი პატარა ნუთ, ჩაეხუტე დაიკოს
- წადი შენი მართა, ამდენი ხნის მერე გგონია მოხვალ და ასე უბრალოდ ჩავეხუტებით ერთმანეთს? - ვყვირი გაბრაზებული
- კარგი რა ძველი წყენების დავიწყების დროა მოგინი არ მეთანხმები?
- აქ იმისთვის ჩამოხვედი რომ ძველი წყენები დაგვევიწყებინა? არა, იმისთვის ჩამოხვედი რომ შენი გადაარჩინო, ხოდა ნურაფრის დავიწყებას ნუ მთხოვ, რადგან აქ ხარ იმას არ ნიშნავს რომ კარგი ურთიერთობა უნდა გვქონს და დავახლოვდეთ
- გულს მტკენ პატარა ნუთ - ამბობს ირონიული ხმით და მინდება რომ თავზე რამე დავალეწო - მე ხომ ასე ვღელავ შენზე შეიძლება მოგკლან და ვეღარასდროს გნახო, მგონი დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ რომ ერთმანეთს გავუგოთ
- რა ავადმყოფი ხარ
- უფროს დას ასე არ უნდა ესაუბრო - ამბობს გაბრაზებული - ყოველთვის ასეთი მომაბეზრებელი იყავი, სულ რაღაცაზე წუწუნებდი და რაღაც არ მოგწონდა
- სულ ავთოს გავხარ, მასსავით უგულო ადამიანი ხარ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ - ოთახში მიმოვიხედე და საშინლად გამაღიზიანა იმან რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა, ამ ოთახში ვერავის ვერ ვიტან
- კარგი მე მას ვგავარ, მაგრამ შენ თავზე რას იტყვი? შენც მას გავხარ, უბრალოდ იმდენად გეზიზღება ის რომ ამის აღიარება არ შეგიძლია და ყველანირად ცდილობ რომ მისგან განსხვავებულად მოიქცე, მხოლოდ იმიტომ რომ დაამტკიცო მას არ გავხარ
- საშინელება ხარ, მართლა ვერ გიტან - ძალა გამოცლილი ვჯდები და ვცდილობ რომ დავწყნარდე
- კარგი რა მე კიდე მეგონა ჩემს ქორწილში დაგპატიჟებდი - ამბობს და ბეჭდიან ხელს მიფრიალებს წინ. თავს აკანკალებულ და გაყინულ ხელებში ვრგავ და ვცდილობ აზრზე მოვიდე
- ასე საშინლად ვინ მოატყუე, რომ იმ საცოდავს შენი ცოლად მოყვანა უნდა
- ჩვვენ ერთმანეთი გვიყვარს - ისე ამბობს თითქოს ძალიან ეწყინა რაც ვუთხარი
- დარწმუნებული ხარ რომ ეგ შეგიძლია?
- ღმერთო ჩემო, კარგი რა შეენთნ კამათს აღარ ვაპირებ - ამბობს და რეზის გვერდით ჯდება. ოთახში ხმას აღარავინ იღებს, ისეთი სიჩუმეა თითქოს ყველას ეშინია რომ რამე თქვას და ეს სიჩუმე დაარღვიოს. სახეზე გაყინულ ხელებს ვისმევ და ვცდილობ გამოვფხიზლდე, აზრზე მოვიდე
- შენ რა გქვია მისტერ გაბრაზებუ სახიანო? - თავს ვწევ და ვგრძნობ სისხლი როგორ მაწვება შიგნიდან. მართა რეზის თმებზე ეთამაშება და იღიმის, არადა ორი წუთის წინ გამოაცხადა რომ დანიშნულია, რანაირად შეუძლია რომ ყველას ეფლირტაოს
- რეზი - უცნაური ხმით ამბობს და სერიოზული სახით უყურებს მართას, რომელიც მის თმებთან თამაშს აგრძელებს. გაბრაზებული ვგდები და მაშინვე ოთახიდან გავრბივარ, ორი ავადმყოფი.
***
- შენს დას რაღაც არ გაუხარდა შენი ნახვა - ამბობს სანდრო
- მას ისედაც არაფერი უხარია, გაბრაზებულია რომ წავედი და ეგ და დედა მარტო დავტოვე - მხრებს იჩეჩავს მართა და რეზის თმებს ხელს აშორებს
- მგონი ცოტა ზედმეტი მოგივიდა - ამბობს მიშო და მართას აშტერდება
- ჩვენ წავედით საქმე გვაქვს - დგება რეზი და სანდროსთან ერთად ოთახიდან გადის
- დიდი გოგოა გადაიტანს
- შენს ოთახს გაჩვენებ
- შენ მიშო ქვია ხო - დგება და მიშოს მიყვება
- კი
- გული გეტკინა რომ პატარა ნუთი ავანერვიულე? - ამბობს რაცო მიშოს ოთახში შეყავს
- ცოტახანი აქ იქნები
- კითხვაზე არ მმიპასუხე
- დაიძინე დაიღლებოდი
- როგორი მზრუნველი ხარ - არ ეშვებოდა მართა - ავთომ ყველაფერი მომიყვა, ყველაფერი ვიცი - კარებთან მდგომი მიშო გაჩერდა და მისკენ შემობრუნდა, ცოტახანს ასე აშტერდებოდა
- რა იცი - კითხა მიშომ და წყნარად დაელოდა მის პასუხს
- ის რომ შენ ჩვენი ძამიკო ხარ - გამარჯვებულის სახით თქვა მართამ და მიშოს მიაშტერდა, მიშომ ურეაქციოდ მიიღო მისი სიტყვები და შებრუნდა
- დაიძინე - უთხრა და ოთახიდან გავიდა.



№1  offline წევრი nini :)

ღმერთო ჩემოოოო.... მიშოოო.... კი ვიფიქრე მაგრამ რაღაც მხრივ ვერც დავუშვი რომ ძმა იქნებოდაა.... უარესად დაიძაბება სიტუაცია როცა გაირკვევა ვინაა მიშო....
ნუთოს რეააქცია მომეწონააა ♥️♥️♥️ იმედი მაქვს მალე იქნება შემდეგი თავიი და მალე გაიგებს ნუთიც რომ მიშო მისი ძმაა...

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

აუ რეზის შეაყვარე ნუთი რა გთხოვ. უნდა ინანოს ყოველი ცუდი საქციელი. აუ მიშო მათი ძმააა. რა მაგარიაამ აუ მართა დიდი ვინმე იქნებაა. მოუთმენლად ველო გაგრძელებას

 


№3 სტუმარი one

wow aq ra ambebi yopila))) kargi iyo magram cota)))
mokled velodebi shemdeg tavs)))

 


№4  offline წევრი esel

შემდეგ თავს ცოტა დააგვიანდება ❤ მადლობა ყველას ვინც კითხულობთ. თქვენი კომენტარები მეტ მოტივაციას მაძლევს რომ წერა გავაგრძელო ❤❤

Qeti qimucadze
აუ რეზის შეაყვარე ნუთი რა გთხოვ. უნდა ინანოს ყოველი ცუდი საქციელი. აუ მიშო მათი ძმააა. რა მაგარიაამ აუ მართა დიდი ვინმე იქნებაა. მოუთმენლად ველო გაგრძელებას

ინანებს აუცილებლად

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

რატომ ამეკვიატა, რომ მიშო ნუთის ძმა იქნებოდა არ ვიცი, მაგრამ ბოლოში ბედიერად ჩამეღიმა : დდდ
იქნებ უფრო ხშირად გაგვანებივრო ახალი თავით? უფრო მეტად საინტერესო ფაზაში შედის ისტორია

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

ახალი თავი როდის დაიდება??

 


№7  offline წევრი esel

სტუმარი თიკო
ახალი თავი როდის დაიდება??

როცა დაიწერება ???? ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი ვეცდები მალე დავწერო

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ ახალი თავი მალე დადე რაააა

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

მალე დადეთ რა ძალიან გთხოვთ

 


№10  offline წევრი esel

სტუმარი მარიამი
აუ ახალი თავი მალე დადე რაააა

სტუმარი ნათია
მალე დადეთ რა ძალიან გთხოვთ


უკვე ავტვირთე ახალი თავი და იმედია მალე დაადასტურებენ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent