გამვლელი (სრულად)
მღვიძავს, მაგრამ ძილბურანიდან გამოსვლა მიჭირს. ისეთი გაბრუებული ვარ, თითქოს რამდენიმე ჭიქა დამელიოს. მგონი ვერ გამოვიძინე. რომელი საათია? თვალებს ვახელ თუ არა თავისტკივილი მიტევს და მაშინვე ვხუჭავ. შუბლს ვისრეს. რა მჭირს, ვცივდები? მხოლოდ ყავა თუ მომიყვანს ახლა გონს. საწოლიდან ნელა ვიწევი, კიდურები ისეთი მოდუნებული მაქვს, მოძრაობა მიჭირს. რა ჯანდაბაა? მგონი, მართლა ვცივდები. გამომშრალ პირს უკმაყოფილოდ ვმუწავ და ვდგები. ყურებში წამიერად მიწუის და მიგუბდება. ღმერთო! თავბრუსხვევას წარმატებულად ვაიგნორებ და სამზარეულოსკენ ვიღებ გეზს. კარს ვაღებ თუ არა ხმაური მესმის და უნებურად ადგილზე ვშეშდები. რა ხდება? მაშინვე გონს მოსვლას ვცდილობ. უნდა შევამოწმო. სახლში არავინ უნდა იყოს ჩემ გარდა. ფეხაკრეფით მივდივარ, სამზარეულოს კარიდან ჩუმად ვიჭყიტები და გაზქურასთან, ჩემგან ზურგშექცევით მდგარ ადამიანს ვხედავ. თავზარი მეცემა, პირზე ორივე ხელს ვიფარებ, რომ არ წამოვიყვირო. ეს ვინაა? მძარცველია? რა გავაკეთო? კარგი, უნდა დავმშვიდდე! სანამ დავუნახივარ სახლიდან უნდა გავიდე და პოლიციას შევატყობინო. ფეხაკრეფით მივდივარ კართან, შიშველ ფეხს სწრაფად ვყოფ ბოტასში და გასაღების ასაღებად კალათისკენ ვიხედები. ის ცალიელია. რა? სადაა გასაღები? შიშისგან ხელები მიკანკალებს, ღმერთო, რა გავაკეთო? იფიქრე, ლეა! მობილური! ისევ ოთახში მივდივარ, კარს ვხურავ და ტუმბოსკენ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ თუ არა, მაშინვე ადგილზე ვიყინები. სადაა ჩემი ტელეფონი? ის ხომ ტუმბოზე დავტოვე? პანიკა მიპყრობს, იქნებ დაბლა დავარდა? ან ჩამეძინა მობილურით ხელში და საწოლში ჩამივარდა? საწოლს ვაწყდები და თხელ საბანს იატაკზე ვაგდებ, ის აქ არაა, ბალიშების ქვეშ ვამოწმებ, საწოლის ქვეშ ვიხედები. არაა, არსად არაა ეს წყეული ტელეფონი, გავგიჟდები. გულზე ხელს ვიდებ დასამშვიდებლად და ღრმად ვიწყებ სუნთქვას. აქედან თავი როგორ დავაღწიო? იქნებ თავში რამე ჩავარტყა და გავთიშო? გასაღები ავიღო და... მაგრამ გასაღები სადაა? წარმოუდგენელია, ჩემი სახლი ჩემივე ციხე როგორ გახდა? ღმერთო, რა სიგიჟეა. თავზე ხელებს ვიჭერ და დაპანიკებულ გონებას ვაიძულებ იფიქროს. აივანი? ჰო, აივანი. იქნებ ვინმეს დავუძახო? ან მეზობელ აივანზე გადავიდე? მგონი არც ისე შორსაა. ადგილს ვწყდები და ჩემი ოთახიდან აივანზე გამავალ მინის კარს ვვარდები. სახელური არაა, სახელურს ვერ ვპოულობ, მოხსნილია. ჯანდაბა! უნდა ვცადო გაღება. ვცდილობ მეტალოპლასტმასში ღრმად შემალულ რკინას როგორმე თითები მყარად ჩავჭიდო, რომ გადავაბრუნო. არაფერი გამოდის, ხელები მიკანკალებს და თვალებში ცრემლი მიდგება. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, კიდევ ერთხელ უნდა ვცადო, მშვიდად, ლეა! თითებს ისევ ვხვევ რკინას, და ვცდილობ გადავაბრუნო... -ლეა, გაიღვიძე? - ზურგიდან მესმის უცხო ხმა, ვხტები და შეცბუნებული მისკენ ვბრუნდები. უცხო ადამიანია ჩემს სახლში, უცხო თვალებით ისე თბილად მიყურებს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ. ენა მივარდება, ჩემი სახელი საიდან იცის? - რატომ არ გამოხვედი? ყავა მინდა და შენ გაღვიძებას ველოდი. - მეუბნება თბილი ღიმილით, იატაკზე დაგდებული საბნისკენ იხრება და ხელში იღებს. -ვინ... ვინ ხარ? - შიშისგან ჩავარდნილ ენას ძლივს ვიბრუნებ. ჩემი ხმა ისეთი უსუსურია, თვითონ ძლივს მესმის. -რა? - იბნევა ჩემს წინ მდგომი უცნობი და ეჭვით მიყურებს. - ლეა, რა გჭირს? - მეკითხება, საბანს საწოლზე დებს და ჩემკენ ნაბიჯს დგამს. -გაჩერდი! - ვყვირი და ზურგით მინის კარს ვეჯახები. - ახლოს არ მოხვიდე! ვინ ხარ, ჩემ სახლში როგორ შემოხვედი? -ლეა, მე ვარ, ნოე ვარ. რა გჭირს? დამშვიდდი. - ხელებს მშვიდობის ნიშნად ზევით სწევს და ჩემკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. -გაჩერდი-მეთქი, გაჩერდი! - ვყვირი ბოლო ხმაზე. პანიკა საბოლოოდ იცავს ჩემს გონებას. მე მას არ ვიცნობ, ასე რატომ იქცევა? - ლეა, მშვიდად! - სახის არც ერთი მიმიკა არ ეცვლება, მაგრამ ბრძანებასავით ჟღერს მისი ხმა და თვალები, რომელიც აქამდე თითქოს სითბოს ასხივებდა, ახლა მასში გაღიზიანებასა და ბრაზს ვხედავ, ეს კი განგაშის ზარივით მძრავს. თვითგადარჩენის ინსტიქტი მაიძულებს გავიქცე და ასეც ვიქცევი. თუმცა, არ ვიცი რა მჭირს, ჩემი მუხლები და კუნთები საშინლად მოდუნებულია და სწრაფ მოძრაობაში ხელს მიშლის. ტუმბოზე დადებულ სანათს ვიღებ და მისკენ ვისვრი. სანათი ნოეს ფეხებთან ეცემა და ნაწილებად იშლება. -ლეა, გეყოფა! - ბრძანებაშერეულ გაფრთხილებას მაძლევს მშვიდი ხმით და ჩემკენ მოდის. ვკივი და საწოლზე ვხტები, მეორე მხარეს გადავდივარ და კარისკენ გავრბივარ. ვხვდები, რომ უკან მომყვება, მაგრამ ვერ ვბრუნდები ამის შესამოწმებლად. საძინებლის კარს ვეხეთქები, ვაღებ, მაგრამ მისი ხელები ზურგიდან მეხვევა მუცელზე, მარჯვენა ხელსაც მიბოჭავს და ისე ძლიერად მიჭერს, სუნთქვა მეკვრის. მკერდზე მიკრავს და ზევით მწევს, ვკივი და თავის დასახსნელად ფეხებს ვიქნევ. ის კი უხმოდ საწოლისკენ მიდის და ჩემიანად ზედ ისე ვარდება, რომ არ მათავისუფლებს. -გამიშვი! გამიშვი! მიშველეთ! - ვკივი გაუჩერებლად და გასათავისუფლებლად ვმოძრაობ. ის ჩემზე ძლიერია, ბევრად ძლიერი. ხელიდან ვერ ვუსხლტები, ვერაფერს ვაკეთებ. მოხვეულ ხელებს მიშვებს, ფეხებზე მაჯდება და ორივე მაჯას ზურგს უკან მიგრეხს. -ლეა, გაჩერდი! ასე გეტკინება! - ისევ მშვიდი, მბრძანებლური ხმით მეუბნება და მაჯებზე ისე ძლიერად მიჭერს, ტკივილისგან კივილს ვერ ვიკავებ. ვერ ვჩერდები, ვერ ვნებდები, ვერ ვაზროვნებ. შიშისგან ჩემი გონება ითიშება, სხეული კი თავდასაცავად ყველაფერს აკეთებს და ბრძოლას ცდილობს. ვიგრიხები, მიუხედავად იმისა, რომ მაჯები აუტანლად მტკივა და მხრები საშინლად მეჭიმება, უბრალოდ გაჩერება არ შემიძლია. -მოისვენე! - მესმის სისინივით. მაჯებს ერთმანეთხე მაწყობინებს, რაღაც მყარითა და უხეშით მჭიდროდ მიკრავს და ხელს მიშვებს, თუმცა სხეულიდან არ მშორდება. - თავი დამანებე! მომშორდი! -ვყვირი გაუჩერებლად და მის მოსაშორებლად გვერდით გადაბრუნებას ვცდილობ. მოულოდნელად კისერზე ხელს მავლებს და ისეთი ძალით მაწვება, რომ სახე მატრასში მეფლობა, სუნთქვა მიჭირს, დათავზარდაცემულს ხმა მიწყდება. -მგონი დროა დამშვიდდე, არა?- ყურთან მის სუნთქვას ვგრძნობ და სხეული მეყინება. ხელს ოდნავ ასუსტებს, მატრასი ზევით მწევს და სუნთქვაც შედარებით მიადვილდება. -ძალადობით დაწყებულ ურთიერთობებს არც კარგი გაგრძელება აქვს და არც დასასრული, ასე რომ ნუ მაიძულებ, გესმის? - სასოწარკვეთილი ვერაფერს ვამბობ, ცრემლები მხედველობას მიბინდავს და სახეს მისველებს. ის კი კისერზე მოჭერილი ხელით ოდნავ მანჟღრევს. -ლეა, გესმის? -კი. - ვსლუკუნებ და ვშეშდები. არ ვიცი რა გავაკეთო, ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ. -შესანიშნავია. - ამბობს და ხელს მიშვებს. მეც მშორდება და საწოლიდან დგება. მაშინვე ზურგზე ვბრუნდები და ვჯდები. ის კი საწოლს ნელა შორდება, ჩემგან ზურგშექცევით დგას და ტანსაცმელს ისწორებს. -ვინ ხარ? - ხმადაბლა ვეკითხები. ვცდილობ თავი გავაკონტროლო. -უკვე გითხარი.- ისეთი მშვიდი ხმით მპასუხობს, როგორც რამდენიმე წუთის წინ, ოთახში შემოსვლისას. ჩემსკენ ბრუნდება და გვერდზე თავგადახრილი, ღიმილით მიყურებს. -ნოე ვარ. ნოე? ნოე? ეს სახელი არაფერს მეუბნება. მე მას არ ვიცნობ და არ შეიძლება ის ჩემს სახლში იყოს, არ შეიძლება ჩემი სახელი იცოდეს და არ შეიძლება ასე თბილად მიყურებდეს. -მე შენ არ გიცნობ, ჩემ სახლში რა გინდა? როგორ შემოხვედი? - ისევ ცრემლები მაწვება, ღმერთო, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვძვრე? -არასწორ კითხვას მისვამ. - თავს ხრის და კისერს ისრესს. -უფრო სწორი იქნებოდა გეკითხა. შენგან რა მინდა... -და... -ხმა მიწყდება. - ჩემგან რა გინდა? - პასუხის მოლოდინში გული საშინლად მიჩქარდება და თავბრუს მახვევს. -ურთიერთობა და სიმშვიდე.- თავმობეზრებული, მხრების აჩეჩვით ისე მპასუხობს, თითქოს ეს ისედაც ცხადია. -გეყოფა, ასე ნუ მიყურებ. შენი წყალობით ისედაც აქტიური დილა გვქონდა, წამოდი, ყავა დავლიოთ. - მეუბნება და თან თავით სამზარეულოსკენ მანიშნებს. რა? რა სისულელეა, რა სიგიჟეა. ის შეშლილია, შეშლილი მანიაკი. ხმას ვერ ვიღებ, ეს რას ნიშნავს? ადგილიდან არ ვიძვრი. წავიდე და მასთან ერთად ყავა დავლიო? ის შეშლილია და შეიძლება ნებისმიერ დროს მომკლას, ღმერთო! თვალები ისევ ცრემლით მევსება. -ოჰ, გეყოფა ახლა, ამდენი დრამა რა საჭიროა? ჯერ ხომ დილაა.- მეუბნება ირონიულად და ჩემკენ მოდის. ღმერთო, რამ გამაქვავა? ადგილიდან რატომ ვერ ვიძვრი? არ მოხვიდე ახლოს, არა! მინდა ვიკივლო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. ნოე მიახლოვდება, მკლავზე ხელს მკიდებს და თავისკენ მქაჩავს, რომ ავდგე. -მოდი, დაგეხმარები, საყვარელო. ასეთი ემოციური ნუ ხარ. -ისეთი თანაგრძნობით მეუბნება, ჭკუიდან მშლის. -გამიშვი! ნუ მეხები! -ვკივი და ვცდილობ მისი ხელიდან გავთავისუფლდე. -ლეა! -ყვირის ჩემს სახელს, მხრებში ხელებით მეჭიდება და მის პირდაპირ მაყენებს. ვერაფერს ვხედავ, ვერაფერს, მისი თვალების გარდა. მუქ ლურჯ მრისხანე თვალებს ვუყურებ, სხეული ერთიანად მიკანკალებს. ის ჯერ თვალებში მიყურებს, შემდეგ რამდენიმე წამით ხუჭავს, ჰაერს ღრმად ისუნთქავს და როცა ისევ ხვდება ჩვენი მზერა ერთმანეთს, მათში მხოლოდ სიმშვიდე ჩანს.- წამოდი, ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ. სამზარეულოში მივყავარ. სიარული მიჭირს. მგონია, რომ ჩავიკეცები. მაგიდასთან სკამს მიწევს და დაჯდომაში მეხმარება. ხმას ვერ ვიღებ, ცრემლიანი თვალებით მის სხეულს ვარ მიჯაჭვული. ის კი მშვიდად იწყებს საქმიანობას. ჩაიდანში წყალს ასხამს და რთავს. -მაცივარში შევიხედე და პროდუქტები თითქმის არ გაქვს. ასე არ შეიძლება, ძვირფასო, თავს შესაბამისად არ უვლი.- ისე იწყებს საუბარს, ჩემკენ არ ბრუნდება. - შაქარი გინდა? - თავს ჩემკენ აბრუნებს და ინტერესით იქამდე მაკვირდება, სანამ უარის ნიშნად თავს არ ვაქნევ. საპასუხოდ მიღიმის და საქმიანობას აგრძელებს. - მოგვიანებით გავალ მარკეტში და თუ შენც რამეს დამაბარებ, მოვიტან. ხომ იცი, ჯანსაღი სული ჯანსაღ სხეულში უნდა იყოს.- მეუბნება ნაზად და თან მარჯვენა ხელს ჰაერში ისე ატრიალებს, მგონია სამაიას მკლავს შლიდეს. ღმერთო, ეს სიგიჟეა, ეს სისულელეა, ვიღაც ბოროტად მეხუმრება, ჩემი გაგიჟება უნდათ? აქედან თავი როგორ დავაღწიო? ვინაა ნოე, საიდან მოვიდა ჩემს სახლში? როგორ შემოვიდა? და ყველაზე მთავარი კითხვა: როგორ დასრულდება ეს ყველაფერი? ის მე მომკლავს? მე მის სახეს ვხედავ, არ მემალება. რაც იმას ნიშნავს, რომ მომკლავს! ვერც ვხვდები როდის მიახლოვდება ნოე. ჩემ წინ ყავით სავსე ჭიქას დგამს. ვხტები და თვალებს მაგრად ვხუჭავ, როცა მის ხელში დანას ვხედავ. -არ გინდა, არ გინდა...- ქვითინს ვედრებას ვაყოლებ და ვცდილობ მისგან შორს გავიწიო. -ლეა, ლეა, დამშვიდდი, ძვირფასო. - თავისუფალ ხელს ნიკაპზე მავლებს და მისკენ მიზიდავს. ვუძალიანდები, ინსტიქტი გაქცევას მაიძულებს, მაგრამ ჩემი სხეული სურვილებს ვეღარ ემორჩილება. ნოე დანას მაგიდაზე აგდებს, მხრებზე ხელებს მხვევს და მიხუტებს. - დამშვიდდი, უბრალოდ მინდა ხელები გაგიხსნა, ლეა. არაფერია, საყვარელო, დამშვიდდი.- მეჩურჩულება შოკისგან გაშეშებულს. მშორდება და მიღიმის. დანას ფრთხილად იღებს მაგიდიდან, ისე რომ მის ყველა მოძრაობას ვხედავდე და ხელებს ერთი მოძრაობით მიხსნის. მე კი ვერაფერს ვაკეთებ, ვერ ვერკვევი, ვერ ვაზროვნებ. ღმერთო, ერთი წუთის წინ ვიფიქრე რომ დანით ყელის გამოჭრას მიპირებდა. ისევ ცრემლი მერევა. ნოე დანას და გაჭრილ ხამუთს ჩემგან მოშორებით მაგიდაზე დებს, ჩემკენ იხრება, უკან დარჩენილ ხელებზე ხელს მკიდებს და მაჯებს წრიული მოძრაობით ნაზად მიზელს. ვერ ვხვდები რა ხდება, მოგვრილი შვებისგან გული საშინლად მიჩუყდება და თავჩახრილი ქვითინს ვიწყებ. -ოჰ, ლეა, -ოხრავს ის , თავს მაწევინებს და ცრემლებს სათითაოდ მაშორებს.- როგორ იფიქრე რომ რამეს დაგიშავებდი? მე შენზე ვიზრუნებ, დაგეხმარები. ნუ ტირი, საყვარელო, ჩუმად. -მეუბნება და თბილად მიღიმის. მინდა მისი ხელები მოვიშორო, მინდა ხელიდან დავუსხლტე, რაც შეიძლება შორს გავიქცე მისგან, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ, ადგილიდან ვერ ვიძვრი. -ნახე, თვალები სულ ჩაგიწითლდა, უპეები ჩაგიშავდა. ასე არ შეიძლება. დამშვიდდი. მოდი, ყავა დალიე. გინდა რამეს მოგიმზადებ...- ფეხზე დგება, მაგიდიდან დანას იღებს, მე ისევ ვცბები, თუმცა, ის ჩემკენ არ ბრუნდება. დანას სამზარეულოს უჯრაში აგდებს და მაცივრის კარს აღებს. - შენ ყავა დალიე და დამშვიდდები. -ხელით მითითებს ორთქლადენილ ჭიქაზე. აკანკალებულ ხელებს ფინჯანს ვხვევ და ვაკვირდები. შიშის ახალი ტალღა სხეულში მიძვრება და ერთიანად მიცავს. ამ სამზარეულოში ოცამდე ფინჯანია, მან კი ჩემი საყვარელი ჭიქით მომიტანა ყავა. ეს დამთხვევა ვერ იქნება, მან ჩემზე ყველაფერი იცის, ის ჩემს ცხოვრებაში შემოძვრა. გასაქცევი ყველა გზა მომიჭრა, გასაღები არაა, მობილური გაქრა, აივანი დაკეტილია. თვალს სამზარეულოს ფანჯრისკენ ვაპარებ. სახელური არც მას აქვს. რა გავაკეთო? თავს აქედან ვერასდროს დავაღწევ? შეცბუნებული ნოეს ვაკვირდები, რომელიც მთლიანად დაკავებულია კვერცხის თქვეფით და ყურადღებას არ მაქცევს. კარადას აღებს და მარილს იღებს, მეორე კარადის კარს აღებს და ცხელ ტაფაზე ზეთს ასხამს. ღმერთო, მან იცის სად რა დევს, ის აქ შემთხვევით არ მოსულა, მან ყველაფერი იცის, ყველაფერი. სკამიდან დენდარტყმულივით ვდგები თუ არა, წამში ნოეც ჩემკენ დაზაფრული ბრუნდება და თავდახრილი, ქვემოდან მსხვერპლს ჩასაფრებული ლეოპარდივით მიყურებს. ვცდილობ მისი მზერის ქვეშ არ დავპატარავდე, ვბრუნდები და საძინებლისკენ მოზომილი ნაბიჯებით მივდივარ. მესმის, რომ ისიც მომყვება. მგონია თმაში ხელს წამავლებს, მგონია დამიჭერს, გამაჩერებს, მაგრამ ასე არ ხდება. ოთახში შევდივარ და ვათვალიერებ. თითქოს შეცვლილი არაფერია, მაგრამ ჩემს პარფიუმერიასთან უცხო ნივთებს ვხედავ, უცხო სუნამოს, უცხო საათს, კიდევ ორ ფლაკონს, რომელიც ჩემი არაა და აქ არ უნდა იყოს. ვხედავ, ნოე საძინებლის კარს მხრით მიყრდნობილი ჩუმად მაკვირდება. ვცდილობ ის და მისდამი შიში დავაიგნორო. გული მიკანკალებს, სუნთქვა მიჭირს. თავში აზრი მიელავს, რომელიც არ უნდა არსებობდეს, რომელიც არასწორია, მაგრამ მაინც ვამოწმებ. კარადასთან მივდივარ და ფრთხილად ვაღებ. ჩემი ტანსაცმლის გვერდით უცხო ტანსაცმელს ვხედავ. დენდარტყმულივით უკან ვხტები, მუხლებში ძალა მეცლება და იატაკზე ვჯდები. არა, არა, არა! არ მინდა სიმართლე იყოს. ის აქ რჩება, ნოე წასვლას არ აპირებს, ის ამ სახლში რჩება, არც ჩემი მოკვლა უნდა, არც სახლის გაქურდვა. ახლა ვაცნობიერებ რა მითხრა. მას სიმშვიდე უნდა და ურთიერთობა. ურთიერთობა... ჩემთან... სახეს ხელებში ვრგავ და ხმამაღლა ვტირი. აგონიაში ვარ, ეს ზედმეტია ჩემთვის. ამის გაცნობიერება მეტისმეტია. მე ტყვე ვარ, ის აქედან არ აპირებს წასვლას და მე მისი ტყვე ვარ. ყელზე მოულოდნელ ტკივილს ვგრძნობ, შემცბარი ვკივი და ხელს კისერზე ვიჭერ. ნოე ჩემ გვერდით მოხრილი დგას და ხელში ნემსი უჭირავს. ეს... უეცრად სხეული ისე მიმძიმდება, თითქოს მხრებზე ტონიანი ტვირთი დამადეს. რა გააკეთა? მინდა ვკითხო, მაგრამ ის მოძრაობს, ბუნდოვანი ხდება, შემდეგ გვერდით ვარდება და ქრება. *** თავისტკივილი ისეთი გაუსაძლისია, კოშმარს მწყვეტს და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ვახელ თვალებს. გაბრუებული ვარ, თავბრუ მესხმის, საშინელება მესიზმრა. თვალებს მაგრად ვხუჭავ და გონზე მოსასვლელად თავს ვაქნევ. ჩემს საწოლზე ვარ, უხერხული წოლისგან ბეჭები მტკივა, მინდა გავსწორდე, მაგრამ რაღაც მაკავებს, მზერას ვძაბავ, მთვარის შუქზე ჩემ ხელებს თვალს ვავლებ და ვხედავ მსხვილ თოკის რამდენიმე ხვეულს მაჯებზე. არსაიდან მოვარდნილი შიში ისე მიძგერებს გულს, რომ სუნთქვა მეკვრის. კოშმარი არ იყო,კოშმარი არ იყო როცა მეძინა, კოშმარში ახლა ვარ. ხელებს ვქაჩავ გასათავისუფლებლად, მაგრამ არაფერი გამომდის. თოკები იჭიმება და ისედაც ატკიებულ მაჯებს უარესად მტკენს. -მიშველეთ, ვინმე დამეხმარეთ. -ვჩურჩულებ ხმადაბლა და ცრემლი მერევა. ვერაფერს ვაკეთებ ამის გარდა. არაფერი შემიძლია... -ლეა? გააიღვიძე?- მესმის ნოეს ნამძინარევი ხმა ჩემ ზურგსუკან და ვხტები. ჩემი სხეული მკვეთრ მოძრაობაზე ცუდად რეაგირებს. მთელ ორგანიზმში მტკივნეული ტალღები მედება. მას ჩემს საწოლში სძინავს, ჩემ გვერდით. -კარგად ხარ? -თავს სწევს ბალიშიდან და მაკვირდება. -არა, ცუდად ვარ. გთხოვ, გამიშვი, ხელები გამიხსენი. -ტირილი მივარდება. -ღმერთო, ლეა.- ოხრავს შეშფოთებული, საწოლში ჯდება და მოულოდნელად ზურგუდან მეხვევა. -ასე ნუ იქცევი, გულს მტკენ, ვერ ხვდები? მისი მოშორების თავი არ მაქვს, არც შიშის თავი მაქვს. არ მეშინია, რადგან ყველა გრძნობა საკუთარი თავის შეცოდებამ ჩაანაცვლა. მეცოდება ჩემი თავი და ვტირი, გაუჩერებლად. არც მაშინ ვჩერდები, როცა ნოე მაწვენს, არც მაშინ, როცა მეხვევა, როცა ჩუმი ჩურჩლით ჩემს დამშვიდებას ცდილობს. ხელებს არ მიხსნის. ისევ მეძინება. *** დილით პირველს რასაც ვამჩნევ ისაა, რომ ოთახში მზის სხივებია შემოსული, რაც მიმანიშნებს, ახლა დაახლოებით დილის ცხრა-ათი საათია. გუშინდელი ღამე მახსენდება და მაშინვე მაჯებს ვიმოწმებ. ხელებზე არაფერი მჭირს, მხოლოდ უმნიშვნელო სიწითლეებს ვხედავ. როგორც ჩანს რამდენიმე საათის წინ გამათავისუფლეს. სმენას ვძაბავ, სახლში სიჩუმეა. ნუთუ წავიდა? ღმერთო, ოღონდ ახლა ნოე წასული იყოს, მეტი არაფერი მინდა. საწოლიდან ჩუმად ვიწევი და ტუმბოზე ჩემს იასამნისფერ ორთქლადენილ ფინჯანს ვხედავ, ის აქ არის, არსად წასულა, ისევე მარტივად მიკვდება წამის წინ გულში გაღვივებულიი იმედი, როგორც აღმოცენდა. რა გავაკეთო? რამე გზა უნდა არსებობდეს, როგორმე უნდა გავიდე აქედან. ასე ვერ ვიჯდები დი სასწაულს ვერ დაველოდები. როგორმე თავი უნდა დავაღწიო. იქნებ ჩემი მობილური ვიპოვო და პოლიციაში დავრეკო, ან გასაღებს მივაგნო და კარიდან გავიპარო. აივანს ვუყურებ, ამ კარის გაღებას ვერ შევძლებ. ვერც შუშის გატეხვას, მათ სიმყარეზე ამ სახლში გადმოსვლამდე ვიზრუნე. მინა ორმხრივია და ძალიან მყარი, მისი დაზიანება თითქმის შეუძლებელია. ჩემი კორპუსის მოპირდაპირე კორპუსში, ჩემ სართულზე ფანჯარა იღება და ქალს ვხედავ, რომელიც სიგარეს ეწევა. ფეხზე სწრაფად ვდგები და აივნის კართან მივრბივარ. ეს ჩემი შანსია. უნდა შემამჩნიოს. არ უნდა ვიხმაურო... თავზე ხელებს ვიჭერ. იფიქრე, ლეა, მიდი! დრო გადის, თავში არაფერი მომდის, ამიტომ უბრალოდ ხელების ქნევას ვიწყებ და დიდი იმედი მაქვს, რომ შემამჩნევს. ფარდას ბოლომდე ვწევ და ხელებს ენერვიულად ვიქნევ. გთხოვ, გამომხედე, გთხოვ! ვევედრები უცნობ ქალს, რომელიც ჩაფიქრებული სივრცეს გასცქერის. შემომხედე! შემომხედე! ვჩურჩულებ და სწორებ ამ დროს ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება. სიხარულისგან თავბრუ მესხმის. არ ვიცი რა გავაკეთო, ხელებს ვწევ და ვანიშნებ რომ დამელოდოს. როგორ მივახვედრო რომ სახლში მანიაკი მყავს? ხელებს მლოცველივით ვაერთებ და ტუჩების მოძრაობით ვანიშნებ, დამეხმაროს. მაგრამ კორპუსები არც ისე ახლოსაა, რომ ეს შენიშნოს. რა გავაკეთო? სიმწრით ცრემლები მცვივა. მოიფიქრე რამე, ლეა, თორემ ამ შანსსაც დაკარგავ. ქალს ვუყურებ, მიყურებს და აშკარად ვერ ხვდება რას ვაკეთებ. ოღონდ ახლა გიჟი არ ვეგონო და არ შევიდეს სახლში. უნდა დავწერო! ჰო, დავწერ და დავანახებ. ხელით ვანიშნებ დამელოდოს და კარადში ქექვას ვიწყებ. ფურცელი და კალამი მჭირდება. გონს მალე მოვდივარ, ისინი ჩემს სამუშო მაგიდაზეა. საძინებლის კარს ვაღებ და ვაყურადებ. ხმა სამზარეულოდან მესმის. ფეხაკრეფით ვიპარები სამუშაო ოთახში. თაბახის ფორცელსა და კალამს ვიღებ და ჩუმად ისევ საძინებელში ვბრუნდები. ჯერ აივანთან მივრბივარ და ვამოწმებ, ისევ ფანჯარაშია თუ არა ქალი. მადლობა ღმერთს, ის მელოდება. შვებით ვიღიმი. იატაკზე მუხლებით ვეცემი, ქაღალდს დაბლა ვდებ და მასზე სამი ასოს გამუქებას ვიწყებ ისე, რომ შორიდან მისი დანახვა შეიძლებოდეს. “S.O.S” დამეხმარე, გთხოვ, გთხოვ! სულ მალე ყველაფერი დამთავრდება, მალე თავს დავიხსნი. ფეხის ხმა მესმის. ნოე საძინებელში მოდის. ვგრძნობ, შიშისგან ცხელი ტალღა როგორ მივლის ორგანიზმში. კალამსა და ფურცელს სასწრაფოდ მატრასსა და საწოლს შორის ვტენი. ფეხზე ვდგები და ფარდას ერთი მოძრაობით ვხურავ. ჩემი იმედი კვდება. ის ქალი, რომელიც გადარმრჩენად მესახებოდა, ჩათვლის რომ შეშლილი ვარ. საძინებლის კარი ნელა იღება, ოთახში ნოე შემოდის, თვალებით მპოულობს და მიღიმის. -დილამშვიდობისა, ლეა. -უხმოდ, დაძაბული ვდგავარ და ვუყურებ. აკანკალებულ ხელებს ზურგსუკან ვმალავ. -ასე რატომ მიყურებ? რამეს აფუჭებდი? - მეკითხება ღიმილით, მაგრამ მისი თვალები არ იღიმიან. ეჭვით მაკვირდება, მერე ოთახს ავლებს თვალს. არ უნდა გამომიჭიროს, რამე მოიფიქრე, ლეა! -მე.. უბრალოდ ფარდა გადავწიე. -ვამბობ ხმადაბლა და საჩვენებელი თითით ჩემ უკან ფარდაზე ვანიშნებ. -მზე თვალებს მტკენს. ხმას არ იღებს, გვერდით გადახრილი თავით მაკვირდება. ისეთი გამჭოლი მზერა აქვს, მგონია გონებაში შემიძვრება და ყველაფერს მიხვდება. საშინლად ვიძაბები, სადაცაა ყელზე ძარღვები დამისკდება. თვალს ვარიდებ და გულში ლოცვას ვიწყებ. ნოე მოულოდნელად სიცილს იწყებს. -ძალიან დაძაბული ხარ. მეგონა ყავას საწოლში მიირთმევდი, მაგრამ რადგან უკვე ადექი ერთად დავლიოთ. - მეუბნება, ტუმბოდან ყავით სავსე ფინჯანს იღებს და ოთახიდან გასვლამდე ჩემკენ ბრუნდება. -წამოდი. უბრალოდ მივყვები. სამზარეულოს მაგიდაზე მიდგამს ყავას და სკამს ჯენლტმენურად მიწევს. ვჯდები. გაგიცივდა ყავაო, თავისთვის ბუტბუტებს და თავიდან აკეთებს. ხმას არ იღებს და მეც ფიქრები მიტაცებს. მეორე შანსი აუცილებლად მომეცემა, წარწერა უკვე მზადაა. მთავარია ვინმეს ყურადღება მივიქციო მოპირდაპირე კორპუსიდან და ეს ყველაფერი დამთავრდება. ყავას წინ მიდგამს, რა თქმა უნდა, ისევ ჩემი საყვარელი ჭიქით. -ამ ჭიქაში რატომ მიკეთებ ყავას? -დაუფიქრებლად ვუსვამ კითხვას. ვცბები, ისე სწრაფად ტრიალდება ჩემკენ. ჩუმად მაკვირდება. -ალბათ იმიტომ, რომ შენი საყვარელი ჭიქაა. არა? -მეკითხება გამომწვევად და წარბებაზიდული, ღიმილით თვალებში მიყურებს. -საიდან იცი? -თვალს ვერც მე ვაშორებ. საოცარი ჰიპნოზის ნიჭი აქვს. ოხრავს და წინ მიჯდება. -მხოლოდ ფერით შეიძლება მიხვდე, ლეა. შენ სამყაროში ყველაფერი იასამნისფერია. -მიღიმის. -მომწონს. როგორც იქნა თვალს ვაშირებ და ყავას დავცქერი. მოსწონს... ჩემი სამყარო, თუ იასამნისფერი? ფინჯანს ვიღებ და ყავას ვსვამ. უშაქროა, როგორც გუშინ ვუთხარი. ახსოვს... სასაცილოა ხომ მადლოერებას რომ განვიცდი? მუცელში არასასიამოვნო ტალღებს ვგრძნობ და სუსტ თავბრუსხვევას. გუშინ არაფერი მიჭამია. ალბათ ამის ბრალია. კიდევ ერთ ყლუპს ვსვამ და კიდევ ერთი ხმაურიანი ტალღა მივლის მუცელში. უცნაურია, ასეთ მდგომარეობაში საკვებს რომ ითხოვს ორგანიზმი. -მოგშივდა? რა თქმა უნდა, გუშინაც არაფერი გიჭამია. როცა მორჩები თუ გინდა აბაზანაში შედი. მე კი რამეს მოვამზადებ. - მიღიმის. -მართლა? - მიკვირს და სადღაც გულის სიღრმეში კიდევ ერთხელ ვგრძნობ მადლიერებას. სასაცილო ხარ, ლეა. -ეს ხომ შენი სახლია, ლეა. - მხრებს ისე უდანაშაულოდ იჩეჩს, თითქოს მას არ ვყავდე საკუთარ სახლში დატყვევებული. *** აბაზანაში შევდივარ და კარს ვკეტავ. წყალს ვუშვებ, ჯაკუზში საცობს ვამაგრებ და წყლის გავსებას სანამ ველოდები, იატაკზე ვჯდები. უნდა მოვიფიქრო რა გავაკეთო. ერთი ვარიანტი უკვე მაქვს, მეზობელი ქალი და ფურცელი. კიდევ რა შეიძლება? მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად ვერ იქნება სახლში ჩაკეტილი. გარეთ გასვლა მოუწევს. ეს ოქროს წუთები იქნება ჩემთვის. რამე მჭირდება, რითაც კარის გაღებას შევძლებ. იქნებ აივანზე გასასვლელი კარის მინა ჩავამტვრიო? ამისთვის რამე მჭირდება. ჰო, რა თქმა უნდა, აბანოს კარადაში სამუშაო იარაღები მაქვს. იქნებ ეს ჩაქუჩით შევძლო. სარკის ქვევით კედელში ჩაშენებულ კარადას ვაღებ და ძველ ჩანთას ვეძებ. ზუსტად მახსოვს რომ აქ მქონდა, სადაა? სად ჯანდაბაშია? ალბათ ისიც გადამალა. როგორ შეიძლება ყველაფერი გათვლილი ჰქონდეს? როგორ შეიძლება ყველაფერი ზუსტად ისე მიდიოდეს როგორც დაგეგმა? გავგიჟდები... თმას ფენით ვიშრობ, ვიწნავ და საძინებელში გავდივარ. ფარდასთან ქურდულად ვიპარები და ვწევ. მოპირდაპირე ფანჯარა ცარიელია. ვოხრავ. კიდევ ერთხელ, გთხოვ, კიდევ ერთხელ გამოიხედე. შენი დახმარება მჭირდება. გული საშინლად მიმძიმდება. რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ, ასე ვერ დავნებდები. უბრალოდ კარგი გოგო იყავი, ლეა. როცა ნოე სახლიდან გავა, თავს უფრო მარტივად დავიხსნი, მანამდე კი უბრალოდ დამჯერი უნდა ვიყო. მას ჩემი მოკვლა რომ უნდოდეს, აქამდე ბევრჯერ გაააკეთებდა ამას. სამზარეულოში შევდივარ და ნოეს ვუყურებ, რომელიც ისე ფუსფუსებს გაზქურასთან, თითქოს მთელი ცხოვრება აქ გაეტარებინოს. მხედავს და მიღიმის. -ბევრი რამის მომზადება არ ვიცი, პროდუქტებიც ცოტაა. -მეუბნება და ტაფაზე კვერცხში ამოვლებულ პურს ატრიალებს.-იმედია, ცხვირს არ ამიბზუებ.- იცინის. საოცარია, როგორ შეიძლება ასეთი უდარდელი იყოს? -მშვენიერია.- ვბუტბუტებ მე. აშკარად არ ვარ მსახიობად დაბადებული. უბრალოდ არ შემიძლია რეალური გრძნობები ჩავკეტო და თავი ისე დავიჭირო, თითქოს ეს ყველაფერი სწორია. ელექტროჩაიდანში წყალი დუღდება და ითიშება. ნოე ბოლო პურს იღებს ტაფიდან, მაგიდაზე დებს და ადუღებულ წყალს ფინჯნებში ანაწილებს. -დასაყენებელი ჩაი გქონდა. ხომ გიყვარს? -მეკითხება და თავით მაგიდასთან მიწვევს.-დაჯექი, რას დგახარ. ჩაიც უშაქრო გიყვარს?- სიგიჟეა. მეჩვენება, თუ მას ეს ყველაფერი სიამოვნებას ანიჭებს? -მხოლოდ ერთი კოვზი. -ვპასუხობ და სკამზე ვჯდები. ჩაის მაგიდაზე მიდგამს, თავისთვისაც იმზადებს და ჩემ წინ ჯდება. ვსაუზმობთ. არცერთი ხმას არ ვიღებთ. მისი ნდობა უნდა მოვიპოვო, ამისთვის კი უნდა ვისაუბროთ. ყელში გაჩხერილ შიშს როგორღაც ვყლაპავ და პირველი რაც თავში აზრად მომდის იმას ვამბობ. -შენ მე მიცნობ, მე კი შენი სახელის... -მოულოდნელად ნოე ისე ურტყამს ხელს მაგიდას, ვხტები და ჩაი მეღვრება. -უბრალოდ ჩუმად ვისაუზმოთ, საყვარელო.-მიღიმის, მაგრამ მისი თვალებში გაღიზიანება იკითხება. თავს უხმოდ ვუქნევ. რა ჯანდაბაა? ხელები მიკანკალებს. როგორც ჩანს არც ისეთი მამაცი ვარ, როგორც მეგონა. ენას ვიგდებ და ღრმად ვსუნთქავ დასამშვიდებლად. სამზარეულოს თვალს კარგად ვავლებ, რაღაცები შეცვლილია. დანების ნაკრები, რომელიც კარადის ზევით იდო, ადგილზე აღარაა. აღარც კი მიკვირს. გუშინ დანა უჯრაში ჩადო, ალბათ ყველა იქაა, უნდა შევამოწმო. საშიშად უცნაურია ეს ყველაფერი, თავი ჩემი წიგნის პერსონაჟი მგონია. ნეტავ რას იგრძნობენ ისინი ცოცხალი არსებები რომ იყვნენ? მათი ცხოვრება ხომ მათ არ ეკუთვნით. მე ვწერ მათ ბედს, მე ვიღებ მათ მაგიერ გადაწყვეტილებებს, მე ვწყვეტ იტირებენ თუ იცინებენ, უბედურები იქნებიან თუ ბედნიერები, მე ვარ ისინი. ნუთუ თავს მარიონეტებად გრძნობენ? ისევე როგორც მე ვგრძნობ თავს ნოეს მარიონეტად, მე ვარ პერსონაჟი ნოეს წიგნში. მტკივნეულია. საუზმეს ვასრულებ და ხელებს მაგიდაზე ვაწყობ. ნოეც ასრულებს და გვერდით თავგადახრილი მიყურებს. თვალს ვაშორებ და სივრცეს გავყურებ. დუმილს არც ერთი არ ვარღვევთ. გვერდიდან მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, არ შეხედო, ლეა! ჯიუტად ვუმეორებ თავს. -მაპატიე. ძალიან უხეშად გამომივიდა. ამას აღარ გავაკეთებ. - ამბობს მოულოდნელად. თვალებში ვუყურებ. გამეცინებოდა კიდეც სხვა სიტუაციაში, რანაირად შეუძლია ასეთი გულწრფელი თვალებით მიყუროს?- ხომ მაპატიებ? -მეკითხება და წარბებს ზევით ქაჩავს. ჰმ! თითქოს სხვა გზა მქონდეს. -კი. - ვამბობ ჩურჩულით და თავს ვხრი. -ახალ წიგნზე მუშაობ? -მეკითხება, სკამიდან დგება, ჩვენს ფინჯნებს მაგიდიდან იღებს და მათ გასარეცხად წყალს უშვებს. -გუშინ, შენ რომ გეძინა, რაღაცებს თვალი გადავავლე, საინტერესოა. მგონი დასასრულისკენ მიდიხარ. - მეუბნება სხვათაშორის. -მათი წაკითხვა არ შეიძლება.- ჩემს ცხოვრებაში უკვე შემოძვრა, ახლა სულში შემოძრომას ცდილობს? ვღიზიანდები. -მომიყევი რას წერ? რატომაა შენი მთავარი გმირი ასეთი სევდიანი? - ჩემ ტონს არ იმჩნევს და ცდილობს დიალოგში ჩამაბას. -არ შეიძლება, წიგნი დაუსრულებელია. - ვიმეორებ ჯიუტად. -გამონაკლისზე რას იტყვი? -მეკითხება, ხელებს იმშრალებს, ბრუნდება და მაშტერდება. -უნდა მაიძულო ამის გაკეთება?- არ ვნებდები. არც თვალს ვაშორებ. -არა, საყვარელო, როგორც შენ იტყვი. -მიღიმის, მაგრამ ეს თვალები ვერაფრით მალავს ბრაზს. - შეგიძლია წიგნზე იმუშაო, უკვე მეორე დღეა არ გაკარებიხარ. ნეტავ რატომ? მინდა ვკითხო, მაგრამ თავს ვიკავებ. ვდგები და ოთახში გავდივარ. სამუშაო მაგიდას ვუჯდები. წერა ისაა, რასაც ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოვყავარ, ახლა შეძლებს ამას? ფაილს ვხსნი და ბოლოს დაწერილ წინადადებებს ვკითხულობ. მიდი ლეა, ცოტა ხნით მოწყდი ამ საშინელებას და შენს სამყაროში გადადი, სადაც ვერავინ შეგეხება, სადაც უძლეველი ხარ. წერას ვიწყებ, თავით ვეშვები. მხოლოდ ერთხელ მეფანტება გონება, როცა ოთახში ნოე შემოდის, ყავით სავსე ფინჯანს მაგიდაზე მიდგამს, მხარზე ხელს მითათუნებს და გადის. ყავას ვსვამ, ყველაფერს ვივიწყებ, ვარსებობთ მხოლოდ მე და ჩემი პერსონაჟები. *** -ლეა, მე ცოტა ხნით უნდა გავიდე. - ოთახში შემოდის ნოე და კედელს ეყრდნობა. გული მიფანცქალებს. ამას ველოდი, მაგრამ ასე მალე თუ გამიღიმებდა ბედი, რას წარმოვიდგენდი? -კარგი.-ვეუბნები თავაუწევლად და ვცდილობ ხმაში ბედნიერი შტრიხები არ გამეპაროს. ბეჭდვას არ ვწყვეტ. -ლეა... -მეძახის შეპარვით, გული მიფანცქალებს, ვიძაბები.- სახლში ასე ვერ დაგტოვებ, ხომ ხვდები? -მეუბნება დამნაშავის ტონით და წარბებსქვემოდან მუქი ლურჯი თვალებით მაკვირდება. -რა? - ხმა მიწყდება. ისევ ნემსს გამიკეთებს და დამაძინებს? არა, არა, ასე არ შეიძლება! ასე ვერ მოხდება! რამე მოიფიქრე, ლეა, ამის უფლება არ მისცე! მოწოლილი სასოწარკვეთისგან თვალები მიწყლიანდება. -ლეა, გთხოვ, საყვარელო. შენთან კამათი არ მინდა. -მეუბნება და ჩემკენ მოდის. რა გავაკეთო? - ხელების შეკვრის უფლება მომეცი, კარგი?- მაგიდას უახლოვდება, ჩემსკენ იხრება და ლოყაზე მეფერება. -გპირდები, მალე დავბრუნდები. -მიღიმის. თვალებში მაკვირდება. -კარგი. - ხელების შეკვრა უსაშველო არაა. რამეს მოვახერხებ, გავიხსნი და ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება. მოვახერხებ! მოვახერხებ, ხომ?.. -მადლობა რომ ჩემი გესმის. - ფართოდ მიღიმის ჩემკენ იხრება, შუბლზე ნაზად მკოცნის და ოთახიდან გადის.. მხოლოდ ღმერთმა იცის, რა ძალისხმევა დამჭირდა, ამ კოცნას რომ არ გავქცეოდი. სულ ცოტაც, ლეა, ცოტაც გაუძელი! *** -ძალიან გტკივა?-მეკითხება ნოე და მაჯებზე კიდევ ერთ ნასკვს მიკრავს. საწოლზე ვწევარ ფეხები მჭიდროდ, ხელები კი უფრო მჭიდროდ მაქვს შეკრული. -არა. - ვცრი კბილებს შორის. თავს საშინლად ვგრძნობ, ბრაზისგან სხეული მიკანკალებს. -მალე მოვალ, ლეა. დაღლასაც კი ვერ მოასწრებ.- მეუბნება და სახეზე მეფერება. -ძალიან ლამაზი ხარ, იცი? ხმას არ ვიღებ. უბრალოდ მინდა მალე წავიდეს და მე როგორმე საკუთარ თავს დავეხმარო, მეტი არაფერი. ნოე ტუმბოდან წებოვან ლენტს იღებს ხევს და ტუჩებზე ისე სწრაფად მაკრავს, გააზრებას ვერ ვასწრებ. მოულოდნელობისგან ვკივი, მაგრამ ლენტი ჩემს ხმას ახშობს. -მაპატიე, ძვირფასო.- მეუბნება ნოე სიცილით და ლენტის ზემოდან ტუჩებზე მკოცნის. თავს ვაბრუნებ, ის კი სიცილს აგრძელებს. ოხ,რა სიამოვნებით მოგიგრეზდი კისერს, ავადმყოფო იდიოტო! საწოლიდან დგება, მუცელზე მაწვენს, ღიმილით მიყურებს და ცერა თითით ჩემს მდგომარეობას იწონებს. თავს მეორე გვერდით ვაბრუნებ, რომ არ შევხედო. ნერვები ყელში მაწვება, ჩემთვის საშინლად დამამცირებელია, მას კი აშკარად ართობს ეს მდგომარეობა. მისი სიცილის ხმა მესმის, მალე მოვალო მეუბნება და ჯერ ოთახის, შემდეგ კი სახლის კარის დახურვის ხმა მესმის. მორჩა, ტვინი გაანძრიე ლეა! ეს შენი შანსია. ხელები უნდა გავიხსნა, მაგრამ ეს როგორ გავაკეთო? თავს ძალას ვატან და ზურგზე ვბრუნდები. ხელები წელს ქვევით მყვება და მატრასში ეფლობა. არა, ასე არაფერი გამოვა. ასე ხელების გამოძრავებაც მიჭირს. მყარი ზედაპირი მჭირდება. ალბათ... საწოლზე ვჯდები და ფეხების დახმარებით საწოლის კიდისკენ ვხოხდები. საწოლიდან ფეხებს ვყოფ და იატაკზე ვჯდები. როგორმე ხელები წინ უნდა გადმოვიტანო. ლენტს ტუჩებიდან მოვიშორებ და კბილებით თოკს გავიხსნი. უნდა შევძლო. სხვა გზა უბრალოდ არაა. იატაკზე ვიკუნტები და ვცდილობ, როგორღაც ფეხების გავლით ხელები წინ გადმოვიტანო. არაფერი გამომდის, საკმაოდ მჭიდროდ და მაღლა მაქვს ხელები შეკრული, რომ ნახევარი სხეული მათ შორის გავატარო. დახშული პირის გამო ძალიან სწრაფად ვიღლები. მცდელობებს შორის ვისვენებ, რომ სუნთქვა დავირეგულირო. შიშით და სიმწრით ვიოფლები. მიდი, ლეა, უნდა შეძლო, მიდი! კიდევ რამდენჯერმე ვცდილობ, მაგრამ ისევ მარცხი. თოკები საშინლად იჭიმება და ხელებს დაბუჟებისგან ვეღარ ვგრძნობ. ამაში დროს ვეღარ დავკარგავ. სხვა რამე უნდა მოვიფიქრო. დრო გადის და ნებისმიერ წამს შეიძლება ნოემ კარი შემოაღოს. დანა მჭირდება. ფეხზე გაჭირვებით ვდგები და ხტუნაობით კარამდე მივდივარ. ზურგით ვბრუნდები. კარს ვაღებ და ისევ ხტუნვით მივდივარ სამზარეულომდე. სათავსოებს ვაღებ და დანებს ვეძებ. ვერსად ვპოულობ, ყველა უჯრას ვამოწმებ, მაგრამ ერთი დანაც კი არ ჩანს. სად ჯანდაბაში დამალა? უკვე სასოწარკვეთა მიპყრობს, გაზქურასთან დიდ სანთებელად რომ ვხედავ. კი, კი, ესეც გამოდგება. სანთებელას ვიღებ და ხტუნვით ისევ საძინებელში შევდივარ. ძლივს ვსუნთქავ, გული ამოვარდნას მაქვს. ცოტაც, ლეა! სარკესთან ზურგით ვდგები, სანთებელას ჯინსის ჯიბეში ვიჩურთავ და საჩვენებელი და შუა თითით მარტივად ვანთებ. ასე, ახლა ძალიან ფრთხილად თოკი უნდა დავწვა, ისე რომ თვითმკვლელობად არ ვაქციო გაქცევის მცდელობა. ანთებულ ალთან ხელები ნელა მიმაქვს, მაჯებს მაქსიმალურად ვაშორებ ერთმანეთს და ველოდები. ოთახში დამწვრი თმის თუ რეზინის საშინელი სუნი დგება. ცეცხლის სიმხურვალეს კანზე ვგრძნობ, მეწვის, მაგრამ არ დავეძებ, უნდა მოვასწრო. მოულოდნელად თოკი წყდება და ხელებზე ოდნავ თავისუფლებას ვგრძნობ. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, კიდევ ერთი კვანძია, რომლის გამოც მაჯებს ერთმანეთს ვერ ვაშორებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იგივეს და ველოდები როდის გაწყდება თოკი. და, აი, ის მომენტიც, თოკი წყდება და ხელებიდან იატაკზე მძიმედ ვარდება, ღრმად ვსუნთავ და ბედნიერებისა და შვებისგან ცრემლები მცვივა. სანთებელას ჯიბიდან ვიღებ, იატაკზე ვჯდები და ისევ ვანთებ. ტუჩებიდან წებივან ლენტს სწრაფად ვიხევ. ისეთი საშინელი შეგრძნებაა, თითქოს სახე ამიტყავეს. სიმწრით ჩამოცვენილ ცრემლებს ხელის ზურგით ვიწმენდ. ახლა ამის დრო არაა, გონს უნდა მოვიდე. მალე სამშვიდობოს ვიქნები. როგორც იქნა, თოკი იწვება და მის ხვეულებს სწრაფად ვიშორებ. ფეხების გათავისუფლება კვანძის გახსნით რომ შემეძლო, ამას მაშინ ვხვდები, როცა უკვე ფეხზე ვდგები. ახლა რა? მთავარი საკითხი ახლა დგება. სახლიდან როგორ გავიდე? აივნის ფანჯარასთან მივრბივარ და მეზობელ ქალს ვამოწმებ. არავინაა. ვერც სხვა სახლში ვამჩნევ ვერავის. ისევ საკუთარი თავის იმედად ვრჩები. მიდი, ლეა, გასაღები უნდა იპოვო. ოთახიდან შემოსაასვლელში გავდივარ და კედელში ჩაშენებულ კარადას ვაღებ. ყველაფერი უცვლელადაა. თითქოს არავინ არაფერს შეხებია. ფეხსაცმელებს ერთმანეთის მიყოლებით ვიღებ ხელში და ვანჟღრევ, იქნებ შიგ დამალა გასაღები? არაფერი გამოდის. შემოსასვლელიდან ჩემ სამუშაო ოთახში შევდივარ და თვალს ვავლებ. ნოე რომ ვყოფილიყავი, შეშლილი, ავადმყოფი მანიაკი რომ ვყოფილიყავი, გასაღებს სად დავმალავდი? სასოწარკვეთა მიპყრობს... ნოე რომ ვყოფილიყავი, გასაღებს თან წავიღებდი... საკეტის ხმა მესმის. ვიღაც სახლში შემოსასვლელ კარის საკეტს გასაღებს არგებს. ნოე მოვიდა, მე ხელ-ფეხი გახსნილი მაქვს და მას თავი უნდა დავაღწიო. ასეთი შანსი აღარ მექნება. გონება მებინდება, თავისუფლების მოპოვების სურვილი ყველა დანარჩენს ფარავს. ოთახში კარადაზე ჩამწკრივებული სუვენირებიდან ყველაზე დიდ, ეიფელის კოშკის ქანდაკებას ხელს ვავლებ, კარისკენ გავრბივარ და თავადაც ვერ ვიაზრებ ჩემ ქმედებებს. კარის უკანვდგები და ველოდები. ვხედავ თუ არა ნოეს, მექანიკურად თვალებს ვხუჭავ, ქანდაკებას ვურტყამ და ვშეშდები. დავარდნის ხმას მოვყავარ გონს. თვალებს ფართოდ ვახელ და ნოეს ხელიდან გავარდნილ ორ ცელოფანს ვხედავ. თვითონ ჩემგან ხურგით დგას. ძალიან ნელა მიაქვს მარჯვენა ხელი და თავზე იკიდებს. როცა იშორებს, ცხადად ვხედავ მის წითლად შეღებილ თითებს. -ღმერთო! -ვბუტბუტებ და ხელიდან ქანდაკება მეცლება. იატაკზე დავარდნის ხმა მაფხიზლებს და ისე რომ ნოეს აღარ ვუყურებ, ღია კარში ვხტები და სადარბაზოში გავრბივარ. სულ რამდენიმე ნაბიჯით კიბეებთან ვხვდები, მინდა ჩაირბინო, მაგრამ მოულოდნელად თმაში მქაჩავენ და ზურგით ვენარვხები ცივ ფილებზე. ტკივილისგან ფილტვები მიჩერდება და ამოსუნთქვა მიჭირს. გონზე მოსვლას ვერ ვასწრებ, ისე მქაჩავს ნოე თმაში და სახლის კარისკენ მიმათრევს. -მიშველეთ! - ვკივი ბოლო ხმაზე. ნოე თმაზე ხელს მიშვებს, პირზე მაფარებს და სახლში სწრაფად შევყავარ. კივილს ვცდილობ, მაგრამ მისი ხელი ჩემს ბგერებს ახშობს. კარს კეტავს და კედელს მაკრავს. შიშისგან გაფართოებული თვალებით ვუყურებ, მისი საფეთქელი წითლადაა შეღებილი და სისხლის წვეთები ლოყიდან ქვევით მიიწევს. უბრალოდ გაბრაზება არ ჩანს მის თვალებში, გაშმაგებულია, გაგიჟებული... -შენ... -ამბობს ჩახრინწული ხმით და ხელის ზურგით სისხლს იწმენდს, რომელიც თვალზე ეწვეთება. -ეს არ უნდა გექნა, ლეა!- თვალებში ცრემლები აღარ მეტევა და სახეზე ჩამომდის. ნოე თვალებში მიყურებს და იღიმის. -წამოდი! - მეუბნება ხელზე მქაჩავს და სააბაზანოსკენ მივყავარ. -არა, არ გინდა, გთხოვ! - ვჩურჩულებ, მგონია უხმოდ, მაგრამ ხელზე მოქაჩვით მაგრძნობინებს, რომ ესმის. უკან დაპროგრამებულივით მივყვები. არ ვიცი რა ვქნა. -ნოე, გთხოვ, გთხოვ... -ვიმეორებ გაუჩერებლად. ის კი ხმას არ იღებს. სააბაზანოში მაგდებს, თვითონაც შემოდის და კარს მთელი ძალით აჯახუნებს.. ვხტები. ყურებზე ხელს ვიფარებ და კედლისკენ სახით ვდგები. არ მინდა მისი დანახვა. გული ამოვარდნას მაქვს. წყალს უშვებს. ჯაკუზში მისი დაგუბების ხმა მესმის. -შემობრუნდი, ლეა! -ყვირის. ვერ ვინძრევი და ჩემდაუნებურად სუსტი წამოკივლებით ვეპასუხები.- ლეა!- ისევ ყვირის, ყურზე აფარებულ ხელზე მექაჩება და მისკენ მაბრუნებს. -შენ ძალიან, ძალიან ცუდად მოიქეცი! შენ მე მაიძულებ ის გავაკეთო, რაც არ მინდა. შენ გინდა იმ ადამიანად მაქციო, ვინც არ მინდა ვიყო, მაგრამ დღეს ვიქნები და გაჩვენებ ვინ იქნება შენთან, როცა იმას გააკეთებ, რაც გეკრძალება.-ყვირის დაუსრულებლად. უკვე ხმამაღლა ვტირი, სახეს ვაბრუნებ, რომ მის შეშლილ სახეს აღარ ვუყურო. აგონიაში ვარ, მისი სიტყვების ნახევრიც არ მესმის, ნოე ხელს მიშვებს თუ არა, იატაკზე მოწყვეტით ვეცემი. სხეული მიკანკალებს. სარკესთან მიდის და იხედება. -ხედავ რა ჩაიდინე? მე შენზე ვზრუნავდი, შენზე ვფიქრობდი, შენ კი რა გააკეთე? ყველაფერი გააფუჭე, ლეა! -ჩემკენ ბრუნდება და შედარებით მშვიდი ხმით, წარბაწეული, შთამგონებლურად მეუბნება. -ეს არ უნდა გექნა, ძვირფასო! თვალს ჯაკუზისკენ აპარებს. უნებურად მეც მის მზერას ვყვები და თითქმის ბოლომდე სავსე წყლის დანახვაზე თავში საშინელი აზრი მომდის. -არა! არ გინდა, გთხოვ!- შიშისგან გული საშინლად მიცემს, ხელ-ფეხი დაბუჟებამდე მეყინება. ტირილისგან თვალები ისე მისივდება, გახელა მიჭირს. ნოე სარკეს შორდება, ჯაკუზთან მიდის, წყალს კეტავს. შემდეგ კი უემოციო სახით ჩემკენ ბრუნდებ და საკუთარი სისხლით დასვრილ ხელს მიწვდის. -ჩემთან მოდი, ლეა! -მეუბნება და თვალს მიშტერებს. ფეხზე ვდგები, აღარ მინდა მისი მეტად გაღიზიანება. მის ხელს ვუყურებ, მის სისხლიან ხელს და... უბრალოდ არ შემიძლია. ჩემი თვითგადარჩენის ინსტიქტი უფლებას არ მაძლევს მისი ბრძანება შევასრულო. გავრბივარ, მხოლოდ კარამდე და მიჭერს. ზუსტად ისე ვიბრძვი, ზუსტად ისე ვკივი, როგორს პირველ დღეს და ზუსტად ისევე ვმარცხდები, როგორც მაშინ. ის ისევ ჩემზე ძლიერია და მე რამდენიმე წამიანი ჭიდილის შემდეგ, ცივი წყლით სავსე ჯაკუზში ვვარდები. ისეთი საშინელი შეგრძნება მეუფლება, თითქოს გაყინული ტბის ყინული მიტყდება და მის ქვეშ ვყვები. სუნთქვა წამიერად მეკვრება და ხველა მივარდებს. ნოე უხოდ მიყურებს მანამდე, სანამ ჯაკუზის კიდეებს არ ვეჭიდები ასადგომად. -მანდ დარჩი.- მხრებზე ხელებით მაწვება და ამოსვლის უფრებას არ მაძლევს. -ნოე...-ხმა მიწყდება. -ჩჩჩ! -ყურთან ახლოს მეჩურჩულება. -იცი რა იწვევს შედეგებს? ქმედებები, ლეა.. ხვდები რატომ ხარ ახლა ამ მდგომარეობაში? -ნოე, გთხოვ...- ბოლომდე ვერ ვასწრებ დასრულებას, რომ ნოე მხრებზე მთელი ძალით მაწვება და წამის შემდეგ წყლის ქვეშ ვექცევი. შიშისგან პირს ვაღებ და ჰაერის მაგივრად ფილტვებში წყალს რომ ვუშვებ, მერე ბრძოლაზე გადავდივარ. თავს ვაქნევ, ხელ-ფეხს, მინდა როგორმე ხელიდან დავუსხლტე, მაგრამ არაფერი გამომდის. ენერგია მეცლება, ფილტვები მეწვის. ნოე თმაში მავლებს ხელს და წყლიდან ზევით მქაჩავს. ვტირი. ვკივი, ხარბად ვსუნთქავ. სახეზე ხელებს ვიფარებ და წყალს ვიშორებ. ღმერთო, მიშველე... -გინდა თავიდან გკითხო? რატომ ხარ ახლა ამ მდგომარეობაში? - მეკითხება და სანამ პირს გავაღებდე, მანამდე ისევ თავზე მაწვება და კვლავ წყლის ქვეშ ვეშვები. არა, არა! ვერაფერს ვაკეთებ. ვკივი და რაც კი ფილვებში ჰაერი მაქვს, წყალში ბუშტებად იფანტება. ისევ ვიბრძვი, ფილტვები მეწვის, ვყლაპავ წყალს და ისევ არაფერი გამომდის იქამდე, სანამ ნოე არ მაძლევს ამოსვლის უფლებას. ვახველებ, სულ რამდენიმე წამიც და მოვკვდებოდი. აღარ მეყოფოდა ძალა სიცოცხლისთვის. ეს წამებაა, საშინელი წამება... ნოე წყალში ფეხებით დგება და ჯაკუზზე, ჩემ ზურგსუკან ჯდება. ძალა აღარ მაქვს. მგონია ახლა თმაზე ხელი რომ გამიშვას, წყალში ჩავიძირები. -მიპასუხე, ლეა. რატომ მაქციე ასეთად?-დამყვირის ზევიდან და ნაწნავზე მქაჩავს, თავი უკან მივარდება და მის გაცეცხლებულ თვალებს ვაწყდები.- უბრალოდ უნდა დაგეჯერებინა ჩემთვის, შენ ჩემგან გაქცევა გინდა მაშინ, როცა მე შენსკენ მოვდივარ, შენთან მოვდივარ, შენთვის... რა ჩაიდინე, ლეა? ისევ წყლის ქვეშ ვექცევი. ამჯერად უფრო მომზადებული ვარ, ჰაერს ვიზოგავ, მაგრამ ეს მხოლოდ თხუთმეტ წამამდე გრძელდება, დაღლილი ვარ და ყოველი ახალი ბრძოლა მასთან, უფრო მღლის. ისევ წყალს ვისუნთქავ, ისევ მეწვის ფილტვები, ისევ ვწყვეტ ბრძოლას და ნოეს ისევ ზევით ამოვყავარ. -მაპატიე, მაპატიე, მაპატიე... -ვტირი გაუჩერებლად იმ იმედით, რომ შემიცოდებს, რომ ჩემს მოკვლას გადაიფიქრებს. - მაპატიე, რომ დაგარტყი, გთხოვ. -ვევედრები ძალაგამოცლილი. -ისევ ვერ ხვდები, არა? -მეკითხება და თავზე მაწვება. წლის ქვეშ ნაწნავით მიჭერს. ამოსვლას და ჰაერის ჩასუნთქვის სურვილს ვერ ვთმობ. ჯაკუზის კიდეებს ვეჭიდები და მთელი ძალით ვქაჩავ ჩემკენ. არაფერი გამომდის. ყოველ ჯერზე უფრო ცოტა დროს მაჩერებს წყლის ქვეშ და ყოველი ჰაერის ჩასუნთქვისას ვგრძნობ, როგორ მაკლდება სიცოცხლე. ფილტვებში დარჩენილ ჰაერს ერთ ბუშტად ვუშვებ გარეთ და ვჩერდები. აღარ მაქვს ბრძოლის თავი. ჩემს სხეულს სპაზმა ეწყება და სანამ უჰაერობისგან ფილტვები დამისკდებოდეს, ნოეს წყლიდან ამოვყავარ. ხარბად ვსუნთქავ და ვახველებ. ყელი მეწვის. თვალებს ვეღარ ვახელ. ნახევრად გათიშული გონება მოულოდნელად მინათდება და ვხვდები, რისი მოსმენა უნდა ჩემგან. -მაპატიე, რომ შენგან გავიქეცი.- ვჩურჩულებ და გულში ვლოცულობ, რომ ისევ წყლის ქვეშ არ ამოვყო თავი. ნოე ხელს მიშვებს, ჯაკუზიდან გადადის და სააბაზანოს ტოვებს. დამთავრდა ეს წამება? არ მომკლა? შვებისგან ხმამაღლა ვტირი. სხეული სიცივისგან თუ შიშისგან პარალიზებული მაქვს და ადგილიდან ვერ ვიძვრი. ნოე სააბაზანოში ბრუნდება, ხელში ჭიქა და წამლის ფირფიტა უჭირავს, ერთს აბს იღებს და ჩემს ტუჩებთან მოაქვს. -პირი გააღე, საყვარელო. -მეუბნება მშვიდად. შეწინააღმდეგების თავი არ მაქვს, ვემორჩილები. აბს პირში მიგდებს და წყალს თავისი ხელით მასმევს. -ჩემთან მოდი. -მეუბნება ნაზად, ჭიქას დაბლა დებს, ჩემსკენ იხრება და ჯაკუზიდან ნელა ამოვყავარ. წყალი იმღვრება და კიდეებიდან რამდენიმე ნაკადად გადმოდის. -უნდა გამოიცვალო, გაცივდები.-მისი მზრუნველი ხმა იმდენად განსხვავდება მისი მეორე მესგან, სხვადასხვა ადამიანი გეგონებათ. ფეხზე მაყენებს, სააბაზანოს კარადიდან პირსახოცს იღებს, მხრებზე მახვევს და ხელში ფრთხილად მიყვანს. ოთახში შევყავარ და საწოლზე მსვამს. კანკალს ვერ ვიჩერებ, კბილებს ერთმანეთზე ვცემ. სიცივისგან თუ შოკისგან, თავადაც არ ვიცი. ნოე თმას ნელა მიმშრალებს. კარადიდან ტანსაცმელს იღებს და ჩემთან მოაქვს. -გამოიცვალე, არ გაცივდე. -მეუბნება ნაზად. თვალებში ვუყურებ და არ მჯერა. ეს ნოე სულ სხვა ადამიანია. მშვიდი, მზრუნველი და ნაზი. ის კი ვისაც რამდენიმე წუთის წინ ვუყურებდი, მედალის მეორე მხარეა, აბსოლუტურად საპირისპირო. იმ მრისხანე და ცივ თვალებს, არაფერი აქვთ საერთო ამ ლურჯ და თბილ სფეროებთან. რომელია ნიღაბი? მზრუნველი ნოე, თუ მრისხანე? -ლეა, კარგად ხარ? - ჩემი ურეაქციო მიშტერება აოცებს. რამდენიმე წამი თვალებში მიყურებს, შემდეგ კი გვერდი მიჯდება და გულში მიკრავს. -მაპატიე, შენზე ძალიან გავბრაზდი, ახლაც ვბრაზობ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიხვდი და მოინანიე. ხომ გესმის ჩემი? არ მინდა ჩვენ შორის გაუგებრობა იყოს. ეს გულს მატკენს და ძალიან, ძალიან არ მომეწონება. -მშვიდი და რბილი ხმით მელაპარაკება და თმაზე მეფერება. მახსენდება როგორ მქაჩავდა თმაში 10 წუთის წინ, როგორ მაწამებდა, როგორ მსჯიდა, როგორ უმოწყალოდ მიკეტავდა სუნთქვას და ისეთი ცახცახი მივარდება, თითქოს ელექტროდებზე მიმაერთეს. -კარგი, კარგი. მგონი გაიყინე. მე გავალ ჩაის გავაკეთებ, შენ კი გამოიცვალე. -ფეხზე დგება და ოთხახიდან გადის. სხეულს ვერ ვიმორჩილებ. ვერ ვინძრევი. კუნთები ისე მიდუნდება, მგონია თავს ვერ შევიკავებ და საწოლიდან გადმოვვარდები. სიჩუმეში ჩაძირული ვზივარ და ჩემს სხეულს ვუსმენ. უჰაერობით დატანჯული ფილტვები, ახლაც ყრუდ მახსენებს თავს. თვალები მეღლება, თავი საშინლად მტკივა და თმის დაქაჩვის გამო, კანი აუტანლად მეწვის. ჩემი გონება კი დახშულია. აღარ ფიქრობს გამოსავალზე, აღარ ფიქრობს ქმედებებზე. ახლა მხოლოდ მათ შედეგებს ვხედავ. შედეგებს, რომელიც ქმედებებმა გამოიწვიეს. ზუსტად ისე, როგორც ნოემ მითხრა. მგონია, რომ ტირილის ძალა აღარ მაქვს, მაგრამ თვალები ცრემლით მევსება. . მეწვის და ვხუჭავ. წინ და უკან ვირწევი, წონასწორობის დაცვა მიჭირს. ეს მე ვირწევი თუ თავბრუ მესხმის? რა უცნაურია, ზუსტად ასეთი მერყევი და არასტაბულურია ჩემი სიცოცხლეც ახლა. ხან ახლოს ვარ სიკვდილთან, ისე როგორც დღეს, აბაზანაში, უჰაერობას რომ ვებრძოდი, ხან - შორს ვარ, ისე როგორც ახლა. ღმერთო... საშინლად მეძინება. ახლა ამის დროა? აჰ, ის აბი, პატარა აბი. გასაგებია, ასე მოულოდნელად რატომ მომერია ძილი. ოთახში შემოსულ ნოეს მანამდე ვერ ვამჩნევ, სანამ ჩემ გვერდით ტუმბოზე ჭიქას არ დგამ და უკმაყოფილო ხმით არ მსაყვედურობს. -ლეა, ისევ ასე ზიხარ? მოდი, მე დაგეხმარები. - სველ პირსახოცს მხრებიდან მხსნის და ხელებს ზევით მაწევინებს. მაისურს ფრთხილად მხდის. თავის შეკავება მიჭირს, აქეთ-იქით ვმერყეობ. ნოე ხელს მაშველებს. წინააღმდეგობას ვერ ვუწევ, ვერც კი ვლაპარაკობ. ვხვდები რასაც აკეთებს, ვხვდები რომ უნდა გავაჩერო, რომ არ მინდა ეს გააკეთოს, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. ძილი მინდა. მინდა დავწვე და დიდხანს გავითიშო. მინდა ამ კოშმარიდან მალე გამოვიდე. მინდა... *** ისეთი უცოდველი დილა თენდება, მიკვირს კიდეც. ოთახში მზეა, მგონი თბილა კიდეც, მე კი მცივა. ვიშმუშნები და სხეულს ვამოწმებ. ყველაფერი მტკივა. ყველა კუნთი და სახსარი. ყურები და ყელი შიგნიდან საშინლად მიხურს. დიდებულია, სიცხე მაქვს. ახლა ამის დროა? ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! თავს გვერდით ვაბრუნებ. მადლობა ღმერთს, ნოე ჩემ გვერდით მაინც აღარ წევს. თუმცა საწოლის მეორე მხარე აშლილია, ალბათ იწვა კიდეც. -გაიღვიძე? დილამშვიდობისა.- ოთახის ღია კარში ნოე შემოდის და ცხელი ყავით სავსე ჩემს საყვარელ ჭიქას ტუმბოზე მიდგამს. თმა სველი აქვს. როგორც ჩანს სანამ მე მეძინა, მანამდე იყო აბაზანაში. -მგონი სიცხე მაქვს.- ვეუბნები მისალმების გარეშე და ხმის ამოღებისთანავე ყელის სუსტ ტკივილს ვგრძნობ. -სიცხე? -იცხადებს და საწოლზე მიჯდება.-აბა შევამოწმოთ. -მეუბნება და შუბლზე ხელის ზურგს მადებს. -ცხელი ხარ. თერმომეტრს მოგიტან.- დგება და ოთახიდან გადის. მის დაბრუნებამდე არც კი ვიძვრი, არაფრის თავი არ მაქვს. ოთახში დაბრუნებულს შუბლთან მოაქვს აპარატი, ღილაკს აწვება და შუბლშეკრული დაჰყურებს ეკრანს. -მაღალი არ გაქვს, წამლები არ გჭირდება. მხოლოდ მზრუნველობა და სითბო.- მიღიმის ფართოდ, ზეწარს ყელამდე მიწევს და ცერა თითით ლოყაზე მეფერება. -წავალ ჩაის გაგიკეთებ და მალე დავბრუნდები. ამ ყველაფერს უნდა შევეჩვიო? ნოეს აქ ცხოვრებას და ჩემ გვერდით ყოფნას უნდა შევეჩვიო? თავი უნდა მოვაჩვენო, თითქოს ყველაფერი კარგადაა და ჩვენ წყვილი ვართ, რომელიც ერთად ცხოვრობს, ერთმანეთზე ზრუნავენ და უყვართ? ეს როდემდე გაგრძელდება? მთელი ცხოვრება სახლში ვერ გამომკეტავს. ამას დასასრული აუცილებლად ექნება. ჩემი მეგობრები მომიკითხავენ, გამომცემლობიდან დამირეკავენ... ვიღაც აუცილებლად შეამჩნევს ჩემს მკვდარ სოციალურ ქსელებს, გათიშულ ტელეფონს და აუცილებლად მომაკითხავენ. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, მანამდე კი უბრალოდ უნდა გავძლო. ცოცხალი უნდა დავრჩე. ჯანდაბა, მცივა. -წამოჯექი.- ოთახში ნოე შემოდის თუ არა, ლიმონის არომატიც შემოაქვს და ისე მსიამოვნებს, ჟრუანტელი მივლის. ცხელი ჩაით სავსე ჭიქას მიწვდის და ზურგს უკან ბალიშს მისწორებს. -დიდი მადლობა.- ვამბობ მისი მზრუნველობით გაოცებული. გუშინდელის შემდეგ ასეთ ცვლილებას არ ველოდი. -ცხელია, ფრთხილად. -მეუბნება და საწოლზე წინ მიჯდება.- ასეთ მდგომარეობაში ვერ იმუშავებ. და საერთოდ, კარგი იქნება თუ საწოლში დარჩები. მე კი მოგივლი და გაგართობ. არ მიყვარს როცა ავადმყოფობენ, მალე გამოჯანმრთელდი. -კარგი.- ვეუბნები და ნერვებისგან ხელები მიკანკალებს. ტუჩებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ რომ არაფერი წამომცდეს. არ უყვარს თურმე, რომ ავადმყოფობენ. სამაგიეროდ, ადამიანის აბანოში ჩახრჩობით მიღებულ სიამოვნებაზე არ ამბობს უარს. -დღეს რა გავაკეთოთ? არ გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?-მეკითხება თავისი იდეით აღფრთოვანებული. -ვუყუროთ.-ვამბობ და ოდნავ ვიღიმი. ნელ-ნელა მისი ნდობა უნდა დავიმსახურო, ისე, როგორც გუშინ ვგეგმავდი. სხვა თუ არაფერი, ეს იდეა აბაზანაში „გართობას“ მაინც ჯობია. -დიდებულია. -მიღიმის და რამდენიმე წამით თვალებში მაშტერდება. ვიძაბები, რა უნდა? -შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს. -ჯინსის ჯიბიდან ჩემს მობილურს იღებს და მიწვდის. მეხუმრება? ტელეფონსა და მას შორის დაბნეული ვაცეცებ თვალებს. -რამდენიმე თამაში გადმოგიწერე, გაერთობი, გამომართვი. -მეუბნება, როცა ჩემ ყოყმანს ამჩნევს. -მართლა? - ვეკითხები. პასუხად ფართოდ მიღიმის. პირველად შევამჩნიე მისი კბილების იდეალური წყობა. უცნაურია, მთელი ამ დროის მანძილზე, მისი თვალების გარდა ვერაფერს ვამჩნევდი. თვალებს, რომელიც ხან სითბოს, ხან ღიმილს იკრავდა ფარად , რეალურად კი მხოლოდ სიცივე და სიცარიელეა მათში. თითქოს მისი სხეული ცარიელია, თითქოს სული არ აქვს... აკანკალებული ხელით ვართმევ მობილურს. ველოდები რომ რამდენიმე წამში წამართმევს, ან სიცილს ატეხს, გეხუმრეო, ან... არ ვიცი, ყველაფერს ველი, მაგრამ იმას არა, რაც ხდება. პოპკორნს გაგაკეებო, მეუბნება და ოთახიდან გადის. არ მჯერა! მამოწმებს? ჰო, ალბათ ასეა. აინტერესებს დავრეკავ და შველას ვითხოვ თუ არა. ალბათ ახლა კარს უკან დგას და მელოდება როდის დავუშვებ „შეცდომას“, რომ შემოვარდეს და „დანაშაულზე“ წამასწროს. ნახევარი წუთი გაუნძრევლად ვზივარ, სუნთქვაც კი მავიწყდება. კარს მიღმა სიმშვიდეა. იმედი იმის, რომ შეიძლება მალე ყველაფერი დასრულდეს, მოსვენებას არ მაძლებს. სხეული ადრენალინისგან ერთიანად მიცახცახებს. საბანს ვწევ და ფეხზე ჩუმად ვდგები. ცერებზე აწეული კართან მივდივარ და ვაყურადებ. სიჩუმეა. სახელურს ფრთხილად ვწევ ქვევით და კარს ვაღებ. ღმერთო დამეხმარე! არავინაა, კართან არავინ დგას. ნოე მართლაც სამზარეულოშია და სახლს პოპკორნის სურნელით ავსებს. არ მჯერა. ნუთუ ასე რისკავს? ტელეფონს ბლოკს ვხსნი და სასწრაფოდ ასთორმეტს ვკრეფ. ტელეფონს ყურზე ვიბჯენ და ზარის გასვლას ველოდები. გულზე ხელს ვიჭერ, ისე ხმამაღლა მიძგერს, მგონია მხოლოდ მე კი არა, ნოესაც ესმის. ზარი არ გადის. კიდევ ერთხელ ვკრეფ ნომერს. კარს ზურგით ვეყრდნობი და ცალი ხელით სახელურს ვიჭერ. სხეული მიკანკალებს. რა ჯანდაბა სჭირს ამ ტელეფონს, ზარი რატომ არ გადის? ყურიდან ვიშორებ და ეკრანს დავცქერი. ტელეფონში სიმბარათი არ დევს. გაოგნებისგან ტელეფონი მივარდება. არა, რას ველოდი? რატომ მეგონა, რომ საერთოდ ასე გარისკავდა? იატაკზე დავარდნილ ტელეფონს დავყურებ და სიცილი მიტყდება. ღმერთო, მგონი ჭკუიდან ვიშლები. მინდა გავჩერდე, მაგრამ არ გამომდის, თვალები ცრემლით მევსება, ვტირი თუ ვიცინი თვითონაც ვეღარ ვხვდები. დავიღალე, იქნებ ამ ყველაფერს ჯობდა კიდეც მოვეკალი? არა! არა, ლეა! ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს გავუმკლავდები. ზუსტად ისე, როგორც დავგეგმე. მშვიდად უნდა ვიყო! მობილურს ვიღებ, გამავალ ზარებს ვშლი და ოთახში შემოსულ ნოეს საწოლში ვხვდები. ხელში პოპკორნით სავსე დიდი თასი უჭირავს. -რას ვუყუროთ? - მეკითხება და ჯერ კიდევ ცხელი ჩაით სავსე ჭიქას ხელებში მიდებს. ოთახში ლეპტოპი შემოაქვს და საწოლზე საბნის ზევიდან, ჩემთან ახლოს წვება. -ნოე, ჩემზე გაბრაზებული არ ხარ? -ვეკითხები ჩუმად და ორთქლადენილ სითხეს დავცქერი, მისთვის შეხედვას ვერ ვბედავ. -რატომ უნდა ვიყო? -კითხვას ისე მიბრუნებს, ლეპტოპს არ წყდება. -გუშინდელის გამო. - ნერვიულობისგან ხმა თითქმის მიწყდება. მგონი ჯობდა სხვა თემით დამეწყო საუბარი. -არა, ლეა, გაბრაზებული არ ვარ. - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ მპასუხობს ეკრანს მიშტერებული. ვცდილობ ხმით მის ემოციებს ჩავწვდე, მაგრამ არაფერი გამომდის. ვერ ვხვდები, გავაგრძლო თუ არა ლაპარაკი. -რატომ?- ისევ ვრისკავ და ნოესკენ ვბრუნდები. მხოლოდ მის თვალებში შემიძლია ემოციების დანახვა. - მე ხომ დაგარტყი, სისხლი გდიოდა, გავიქეცი და... -იმიტომ რომ გაიაზრე და მოინანიე. -მაწყვეტინებს და თვალებში მაშტერდება.- სანერვიულო არაფერია, საყვარელო. შენ არაფერი დაგიშავებია და მე გაბრაზებული არ ვარ. -მიღიმის და ცერა თითით ლოყაზე მეფერება. -თანაც წარსული თუ წარსულში არ დატოვე, მომავალს ვერასდროს შეეხები, ლეა. -მეპატიე, მართლა არ ვიცი რა დამემართა. -ვეუბნები და თვალს ვარიდებ. მისი თვალები ისევ ცდილობენ თავში შემოძვრნენ და ჩემი აზრები წაიკითხონ. -ახლა უცებ ერთი ფილმი გამახსენდა.- უეცრად ცვლის თემას ნოე. – „სიცოცხლეზე მონადირე“ იცი? თუ არა, ამას ვუყუროთ. ფილში არის ქალი, რომელიც შენგან განსხვავებით მართლაც იმსახურებს დასჯას. დასჯას? ვერ ვხვდები რას ამბობს და აღარც ვეკითხები. დღეისთვის ალბათ საკმარისიც კია ჩვენი დაახლოების მცდელობა. სხვა თუ არაფერი ის მაინც გავიგე, რომ ჩემი აბაზანაში ჩახრჩობის სურვილმა გადაუარა. ფილმს მალე პოულობს, ლეპტოპს კომპორტულად იდებს მუხლებზე, ჩემთან უფრო ახლოს იწევა და ბალიშს ეყრდნობა. -მოდი.-მეუბნება და მკლავს შლის. ამის დედაც! წამიერ დაბნეულობას ბრაზი ანაცვლებს, თუმცა, მარტივად ვაცნობიერებ იმას, რომ მის ქმედებებს უნდა მივყვე, თუ ნდობის მოპოვება მინდა. მისი მხრის ქვეშ ვძვრები და მკერდზე ვეყრდნობი. ნოე ხელს მხვევს და ფილმს რთავს. უკვე რამდენიმე წუთია რაც ასე ვზივარ, მაგრამ ყურადღებას დიდად ვერ ვიკრებ. დაძაბულობისგან კისერი მტკივდება. ნოეს გულის ფეთქვას ჩემს ყელთან ვგრძნობ და გონება მეფანტება. მისი მკერდი თბილია და მკვრივი, მხრები განიერი და ხელები ძლიერი. ნეტავ რისი გაკეთება შეუძლია ამ ხელებს? ადამიანს საკუთარ სახლში გამოამწყვდევს, მასთან ცხოვრებას აიძულებს და ალბათ მოკლავს კიდეც, ხომ? ხო, ალბათ... -მომენტებს არ დააკლდე, ლეა. ჯერ ფილმი არც დაწყებულა, მოდუნდი. -მაფხიზლებს ნოეს ხმა და ვხვდები, რომ საშინლად დაძაბული ვარ. სხეულს ვადუნებ. ჯანდაბას წაუღია ყველაფერი. ცოტა ხნით დავივიწყებ რეალობას. ეკრანზე ორ ახალგაზრდა ბიჭს ვხედავ, მანქანას დასტრიალებენ. მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი მეორეს სწრაფად მომავალი სატვირთო მანქანის ბორბლებში აგდებს. შემდეგ კი ცოცხლად გადარჩენილს, დიდ ქვას თავში ურტყამს. მის ნივთებს იღებს და მიმავალი მღერის. საშინლად შემზარავი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ სიკვდილამდე მაშინებს ნოეს რეაქცია. პერსონაჟს საოცარი კმაყოფილებით შესცქერის და სიმღერაშიც ჰყვება ღიმილიანი სახით. რთული მისახვედრი არაა, რომ წინ რომანტიკული დრამის ყურება არ მელის. კადრები ერთმანეთის მიყოლებით იცვლება. ილიანა სკოტს რატომღაც ჩემ თავთან ვაიგივებ. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრად მაგარი ტიპია, ვიდრე მე, ისიც რაღაცას ეძებს, როგორც მე, გამოსავალს. მას უყვარდება მოწმე, რომელიც აქამდე სულ საფრთხეში იყო და ეს რაღაცნაირ შვებას მგვრის. მგონია, რომ ეს კეთილი დასასრულისკენ გადადგმული ნაბიჯია და ვდუნდები, მაგრამ ლიფტის სცენა სრულ შოკს მგვრის. კოსტა საკუთარ დედას თავს ილიანას თვალწინ აჭრის და უცებ გობებაში სრული სურათი მეშლება. ის არ არის ნამდვილი ჯეიმს კოსტა. ის მოკლეს და მისი პიროვნება მიისაკუთრეს, წარმოუდგენელია. ფილმი დასრულდა. მეც და ნოეც უხმოდ ვზივართ. განძრევის თავი არ მაქვს, ალბათ ეს მხოლოდ სიცხის ბრალი არაა, ემოციებმა საშინლად დამღალა. -მოგეწონა ფილმი?- მეკითხება ნოე და ლეპტოპს საწოლზე დებს. -საინტერესო იყო. შენი ფავორიტი გმირი რომელი იყო? -ალბათ გული დაწყვიტა კოსტას სიკვდილმა, ალბათ თავს მასთან აიგივებს და ამიტომაც მაჩვენა ეს ფილმი. -რა თქმა უნდა, ილიანა. -ისეთი ხმით მპასუხობს, თითქოს ეს ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო. -ილიანა?-ყურებს არ ვუჯერებ. რატომ ილიანა და არა კოსტა. -ჰო. ჭკვიანი ქალია. ხომ ნახე, ყველაფერი როგორი დაგეგმილი ჰქონდა და მთელი 9 თვე მიზანს არ გადაუხვია. მიყვარს პრინციპული ადამიანები. შეიძლებოდა სხვა განვითარება ჰქონოდა ამ ამბავს და სხვა დასასრული. მომეწონებოდა კიდეც, ასე რომ ყოფილიყო. -იღიმის და ჩემკენ ბრუნდება. -აბა წარმოიდგინე, კოსტა მიდის ილიანასთან და ხედავს რომ მუცლით მის შვილებს ატარებს. ხედავს და ნებდება. ასრულებს ამ მკვლელობების სერიას და უბრალოდ მასთან რჩება. ერთად შექმნიდნენ სიმყუდროვეს. მგონი ეს უკეთესი დასასრული იქნებოდა, ვიდრე ის, რაც იყო. მაგრამ რადგან ცხადად ჩანს, რომ კოსტა მის მოსაკლავადაა მისული, აქ უკვე ყველაფერი იცვლება. ვფიქრობ, ჩემი ვერსია უკეთესია, არა? -არარეალურია. -ახლა გული ამერევა. არ მინდა დავიჯერო, რომ ნოე შეპყრობილია ოჯახური იდილიით და ამას ეძებს ყველასთან და ყველაფერში. -მაგრამ აშკარად სიკვდილზე უკეთესია, არა? -მეკითხება და გამომცდელად მაკვირდება. -ჰო, სიკვდილზე უკეთესია.- ნოეს მკლავიდან თავს ვითავისუფლებ და საწოლში ღრმად ვწვები. -ცუდად ხარ? გეძინება?-ნოე შუბლზე ხელს მადებს. - მგონი კიდევ გაქვს სიცხე. ჩაის გაგიკეთებ. - საწოლიდან დგება და ლეპტოპიანად ოთახიდან გადის. ინტერნეტი. ჩვენ ახლა ფილმს ვუყურეთ. ჯანდაბა. საწოლში სწრაფად ვჯდები და მობილურს ვიღებ. ვაიფაის ვრთავ და დაკავშირებას ველოდები. ღმერთო, გთხოვ, გთხოვ... კავშირი არ არის. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არ არის. ნოე ხომ ის ადამიანია, ვისაც დაგეგმვა და ამ გეგმის მიყოლა უყვარს, შეცდომების გარეშე. ფეხის ხმა მესმის. ტელეფონს ტუმბოზე ვაბრუნებ, საწოლში ვწვები და თვალებს ვხუჭავ. ცოტა ხანს მისგან და მისი ავადმყოფური აზრებისგან შორს ყოფნა მჭირდება. არც კარის ხმაზე და არც საწოლზე მის ჩამოჯდომაზე ვრეაგირებ. ფინჯანს ჩუმად დგამს ტუმბოზე და თმაზე მისვამს ხელს. -საყვარელო, გძინავს?- ძალიან, ძალიან ჩუმად ამბობს. არ ვინძრევი, უბრალოდ მინდა რომ წავიდეს, ადგეს და წავიდეს, მაგრამ არა, უკვე რამდენიმე წუთია ჩემთან ზის და თმაზე მეფერება, საბანს მისწორებს, შუბლს მიმოწმებს ისე, თითქოს მართლავ მისთვის საყვარელი ადამიანი ვიყო, თითქოს მისთვის მართლაც რამეს ვნიშნავდე. *** სიბნელეში ვდგავარ და არ ვიცი საით წავიდე, ან სად ვარ, გაურკვეველ ემოციებს თავს ვერ ვუყრი. ხელებს აქეთ-იქით ვაცეცებ და რამდენიმე ნაბიჯს წინ ვდგამ. მოულოდნელად ჩემ წინ სინათლე ირთვება და თვალს მჭრის. თავს ვხრი და თვალებზე მკლავს ვიფარებ. სინათლე ითიშება და ორ წამში კიდევ ირთვება. ასე მგონია ფანარს მანათებენ სახეში, რომ გზის გაგნება გამიჭირდეს. მაგრამ მაინც წინ მივიწევ, გაუჩერებლად. უცნაური ნათება ისევ ირთვება და ითიშება, ირთვება და ითიშება... კარის სახელურს ვეხები და დაუფიქრებლად ვაღებ. მის მიღმა სინათლეა. მიხარია. ოთახში შევდივარ და კარს სწრაფად ვუხურავ მოციმციმე სიბნელეს. ჩემ სახლში ვარ. ჩემ სააბაზანოში. ოთახს თვალს ვავლებ. ჯაკუზთან ვიღაც დგას და ადგილიდან არ იძვრის. მის სახეს ვერ ვხედავ. მაგრამ ვხვდები, რომ რაღაცას თავდახრილი უყურებს. მინდა ვკითხო ვინაა და რამ დააინტერესა ასე, მაგრამ ვერაფერს ვამბობ. მისკენ ორ ნაბიჯს ვდგამ და ვშეშდები. რაღაც მკარნახობს, რომ ახლოს არ უნდა მივიდე. საშინელი დეჟავუს გრძნობა მკლავს. თითქოს ეს უკვე სადღაც მინახავს. თითქოს ვიცი ვინც დგას ჩემ წინ, თითქოს ვიცი რასაც უყურებს ასეთი ინტერესით. მისი ჩუმი სიცილი მესმის და ვკრთები. მინდა ვკითხო რა აცინებს , მაგრამ არც ეს გამომდის. წყლით სავსე ჯაკუზს ნელა ვუახლოვდები და მასში მყოფ სხეულს ვხედავ. გაცრეცილ სახეს, შიშველ ტანს,, დაწნულ თმას, მოლივლივე თითებს, ყველაფერს წყალი უფარავს. ღია თვალებს წყლისფერი დასდებია და უემოციოდ შესცქერიან ჭერს. ისევ მესმის ჩუმი სიცილი გვერდიდან, მე კი საკუთარ წყლისფერ თვალებს დავყურებ... თითქოს ხელისკვრა მაღვიძებს. სუნთქვაარეული და ერთიანად სველი საწოლში ვჯდები და გონს მოსვლას ვცდილობ. სიზმარი იყო, სიზმარი, ლეა, დამშვიდდი. ვუმეორებ საკუთარ თავს. ეს რა იყო? ეს რა ჯანდაბა იყო? გული მიკანკალებს. ყელი მეწვის. გვერდით ვიხედები. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქზე ჩემ გვერდით ნოეს ვერ ვხედავ. ის ბიჭი სიზმრიდან ნოე იყო? ჩემი ქვეცნობიერი ასეთ დასასრულს ხედავს? რომ ჩვენი ბოლო ეს იქნება? ნოე აქედან წასვლამდე მომკლავს, ესაა დასასრული? აბაზანიდან წყლის ხმა მესმის. ნოეს ჰგონია რომ მძინავს. ახლა რა ვქნა? ისევ გასაღები მოვძებნო? მისი მობილური? აივნის კარის გახსნა ვცადო? ეს ყველაფერი უკვე ვცადე და ყველაფერი უშედეგოდ. იქნებ ის მეზობელი ქალი იყოს ფანჯარაში? იქნებ ისევ ეწევა? საწოლიდან ვდგები და აივნის შუშაბანდთან მივდივარ. ფანჯრები ცარიელია. ჩემი სიზმარი... რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, ჩემი გონება ძილშიც ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევაზე ფიქრობს. ტუმბოდან მობილურს ვიღებ და ისევ ფანჯარასთან მივდივარ. ტელეფონის ფანარს ვრთავ და ვთიშავ, ვრთავ და ვთიშავ, ვრთავ და ვთიშავ, არ ვჩერდები. იმედია ამას ვინმე შიამჩნევს, იმედია ვინმე მიხვდება, რომ დახმარება მჭირდება. იქამდე ვაგრძელებ ამ ქმედებას, სანამ ნოე აბანოში წყალს არ თიშავს. ტელეფონს ტუმბოზე ვდებ და საწოლში ვბრუნდები. ნოე ოთახის კარს აღებს და შემოდის. სინათლეს არ ანთებს, მაგრამ არც კარს ხურავს და ნახევრად განათებულ ოთახში მის კონტურის აღქმა მარტივად შემიძლია. წელს ზევით შიშველი კარადასთან მიდის და რაღაცას ეძებს. ძალიან ჩუმად მოძრაობს, ზედმეტად ფრთხილად, მოქნილად. რომ არ ვხედავდე, ალბათ ვერ გავიგებდი მის ფეხის ხმას. ვაკვირდები. განიერი, სწორი და ძლიერი მხრები აქვს. მაღალია, ზედმეტად გრაციოზული მიმოხვრა აქვს. წელზე შემოკრულ პირსახოცში შესანიშნავად გამოიყურება. სექსუალურად. თვალებს ვხუჭავ და მგონია მის სუნს ვგრძნობ. მის თვალებს წარმოვიდგენ, სველი თმიდან ჩამოცვენილ წყლის წვეთებს და მაკანკალებს, უცნაურად ვგრძნობ თავს, უცნაურ მიზიდულობას და უცნაურ ტალღებს ვგრძნობ ჩემში. ხომ შეიძლებოდა სხვა ვითარებაში მენახა პირველად და ასე არ შემშინებოდა? ალბათ ძალიანაც მოვიხიბლებოდი მისით. ჯანდაბა, ლეა, რას აკეთებ? თავი გააკონტროლე! მგონი, ნოეს მიმართ ემოციების ცვლილებას ვგრძნობ და ეს ძალიან, ძალიან არ მომწონს. ვიშმუშნები და გვერდს ვიცვლი. არ უნდა დავიბნე და ის, რაც დავგეგმე ნელ-ნელა ბოლომდე უნდა მივიყვანო, თორემ ღმერთმა უწყის რამდენ ხანს მომიწევს ამ საგიჟეთში ყოფნა. ნოე აქედან უნდა წავიდეს, მე კი ჩემი ჩვეული ცხოვრების რიტმს დავუბრუნდე, ესაა და ეს. არ უნდა წამოვეგო მის ღიმილს. გაიხსენე, ლეა, ის შენ სააბაზანოში გახრჩობდა! მხოლოდ ეს უნდა გახსოვდეს, სხვა არაფერი! ნოეს მოახლოებას ვერ ვიგებ, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ მის სიახლოვეს, როცა საწოლზე მიჯდება. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ შევკრთე და არ გავიყიდო. ხელს შუბლზე ფრთხილად მადებს. როგორც ჩანს ტემპერატურას მიმოწმებს. თმაზე ხელს მისვამს, საბანს მხრებზე მაფარებს და დგება. ცოტა ხნით ოთახიდან გადის, მალევე უკან ბრუნდება და ჩემს გვერდით წვება საწოლში. *** დისკომფორტი მაღვიძებს. მცხელა, შებოჭილი ვარ, ჯერ მგონია, რომ ნოემ ძილში ისევ ხელები შემიკრა, მაგრამ მერე ვაცნობიერებ, ეს არაფერ შუაშია. ის რაც მბოჭავს ნოეს ხელია, რომელიც მუცელზე მჭიდროდ მეხვევა და ფეხი, რომელიც ჩემს ფეხზეა გადმოდებული. ვიშმუშნები, მისგან თავის დასაღწევად, ნოე უფრო ახლოს იწევა და შუბლით მხარზე მეხება. ერთი წამი ვშეშდები. რა უცნაურია, ისევ ის უცნაური შეგრძნება მივლის სხეულში, რაც გუშინ ღამე. გული მიჩქარდება, გაორებას ვგრძნობ, თითქოს მომწონს კიდეც მისი შეხება, მაგრამ როცა რეალობაში ვბრუნდები, ვხვდები რომ, ვიკარგები. გამოფხიზლდი, ლეა! მის მკლავს ვიშორებ, საწოლიდან ნელა ვძვრები და სააბაზანოში გავდივარ, ჯანდაბა, ესღა მაკლდა! უცებ იდეა მომდის თავში, რატომაც არა? სამზარეულოში გავდივარ და წყალს ასადუღებლად ჩაიდანში ვასხამ. მხოლოდ ყავა გავაკეთო? საუზმე ზედმეტად ხელოვნური ხომ არ იქნება? რაც არის, არის! იყოს საუზმეც. მაცივრის კარს ვაღებ და თაროებს ვამოწმებ. მეცინება, ამდენი პროდუქტი ჩემ მაცივარს არასდროს უნახავს. არც დიდი მზარეული ვარ, ამიტომ მხოლოდ ყველსა და ძეხვს ვიღებ. სადღაც ტოსტის პურს მოვკარი თვალი. დიდად თავის გამოდებას არ ვაპირებ. ყველაფრის მომზადებას დაახლოებით ათ წუთს ვანდომებ. ტოსტები ზედმეტად მებრაწება, არაუშავს, ასეც წავა. თეფშებზე გადმომაქვს და ლანგარზე ვდებ. ერთი ყვავილიც და თაფლობის თვის საუზმეს დაემსგავსება. თავს ფიქრების გასაფანტავ ვაქნევ და ლანგრიანად ვტოვებ სამზარეულოს. საძინებელში შესულს ნოე ისევ მძინარე მხვდება. გაიღვიძე, იდიოტო. საუზმე მოგიტანე, იმედია გადაგცდება. ვქირქილებ ჩემთვის და ლანგარს ხმაურით ვდებ ტუმბოზე. ნოე თვალებს ახელს და ისე სწრაფად დგება საწოლიდან, ადგილზე მაშეშებს. დაძაბული და სუნთქვაარეული ჩემ წინ დგას და თვალებგაფართოებული შემომყურებს. აი, რეაქვია მესმის... -ლეა, რა ხდება? -მეკითხება რამდენიმე წამის შემდეგ, როცა სიტუაციას აფასებს. -მაპატიე, არ მინდოდა შენი გაღვიძება. საუზმე მოვამზადე და...-ვპასუხობ ღიმილით და თან ლანგარზე ვუთითებ. სიტუაციის შემობრუნება რატომღაც ძალიან მახალისებს. აბა როგორ მოგწონს შეშინებული კურდღლის როლში ყოფნა, საყვარელო? ტუჩებს ერთმანეთს ვაჭერ რომ არ გამეცინოს. -საუზმე?- მეკითხება და ნამძინარევ სახეზე ხელებს ისვამს. შედარებით დუნდება, საწილზე ჯდება, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობა და თავგადახრილი ეჭვივიანი თვალებით მაჩერდება. - რა ბზიკმა გიკბინა, საყვარელო? არაფერს ვპასუხობ. ხმრებს ვიჩეჩ. რატომღაც ვიბნევი და თვალს ვარიდებ. წელსზევით შიშველი მართლაც კარგად გამოიყურება. ჯანდაბა, ლეა, შეწყვიტე! რა გჭირს?! -კარგი, მოდი აქ ვისაუზმოთ. - მეუბნება ნოე და საწომში ბრუნდება. -მოდი.- ხელით საწოლზე მიმითითებს და მიწვდილ ლანგარსს მართმევს. უხმოდ ვსაუზმობთ. კარგად ავითვისე მისი გაკვეთილები. ჭამის დრომ არ უნდა ვისაუბრო. -დღეს რა გავაკეთოთ?- მეკითხება ნოე და ტოსტს კბეჩს. ოჰოო, ახლა საუბარი შეგვიძლია? -არ ვიცი, დავწერ ალბათ.-მართლად მინდა რამდენიმე საათი შევიკეტო ჩემ სამუშაო ოთახში და გავეთიშო სხვა დანარჩენს. -კარგი აზრია. - მეუბნება და ისე მაშტერდება, თითქოს მელოდება როდის გავაგრძელებ დიალოგს. - წერის დროს პაუზებს ვერ ვიტან. - ვამბობ ჩუმად. -არც მე მინდა ხელი შეგიშალო. ვერც კი წარმოიდგენ რა ლამაზი ხარ, როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს. საშინლად მომწონხარ მუშაობის პროცესში.-მეუბნება და მაცდურად მიღიმის. უხმოდ ვუყურებ. რა სჭირს? -გიყვარს შენი საქმე, ეს ცხადია.-მეუბნება რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. -კი, მიყვარს. ეს ჩემთვის მხოლოდ საქმე არ არის. წერას ისე არასდროს ვუდგებოდი, როგორც სამსახურს და ფულის შემოსავლის წყაროს. ჩემთვის წერა ცხოვრების წესივითაა. დამოკიდებულებაა. -ვუხსნი. -როგორც სიგარეტი?-მიღიმის. -ალბათ უფრო, როგორც ნარკოტიკი. -შენი პერსონაჟები... -ისინი უბრალო პერსონაჟები არ არიან, ჩემთვის... -ვაწყვეტინებ.-თითოეული მათგანი მე ვარ. ყველა ადამიანი ვინც ჩემს წიგნშია, ნამდვილი და ხელშესახებია ჩემვის. ყველას თავისი ისტორია, დასაწყისი და დასაასრული აქვს. ყველა გრძნობს და ყველას სტკივა. მე მათ უბრალოდ პერსონაჟებს ვერ ვუწოდებ. ისინი ჩემი სულის შემადგენელი ნაწილები არიან. ისინი ყველა მე ვარ, ასე რომ არ იყოს, მე მათ ისე რომ ვერ ვგრძნობდე, როგორც ახლა ვგრძნობ, ვერ შევძლებდი გარესამყაროსგან მოწყვეტას. თვეებით სახლში გამოკეტვას და წერას. ხვდები? - მე იმას ვხვდები, რომ შენ საოცარი ხარ, საყვარელო.-მიღიმის და სახეზე ხელის ზურგს ნაზად მისვამს. - საუზმე შენ მოამზადე მე ჭურჭელს დავრეცხავ. - ხელიდან თითქმის ცარიელ და უკვე ცივ ყავის ჭიქას მართმევს და საწოლიდან დგება. -სიცხე აღარ გაქვს. თუ გინდა შეგიძლია აბაზანა გამოიყენო.-თვალს მიკრავს და ოთახიდან ღიმილიანი სახით გადის. -მადლობა.- ვამბობ, მაგრამ არ ვიცი გაიგო თუ არა. რამხელა ირონიაა, საკუთარ სახლში, საკუთარ აბაზანაში შესვლის ნებართვას, ვიღაც უცხო რომ მაძლევს, მე კი მადლიერი ვარ. მგონი შევიშალე. აზრზე მოდი, ლეა! საწოლს ვასწორებ, ტანსაცმელს ვიღებ და სააბაზანოში გავდივარ. კბილის ჩოთქს ვასველებ და ზედ მოზრდილ კბილის პასტას ვატან. პირველადაა ამ სახლში ორი ერთნაირი ნივთები. ჩემი კბილის ჩოთქის გვერდით, ნოესი დევს. ჩემი შამპუნისა და გელის გვერდითაც დევს მისი შამპუნი და გელი. ჩემი ლოსიონის გვერდით-მისი ლოსიონი. იმდენად მეუცნაურება და მამძიმებს ეს ფაქტი, რომ თავს ამაზე ფიქრს ვუკრძალავ. ნოეზე ფიქრსაც ვუკრძალავ და საერთოდ ვშლი ბოლო რამდენიმე დღეს გონებიდან. სხვანაირად ვერ შევძლებ ამ აბაზანაში ყოფნას. მით უმეტეს გუშინდელი სიზმრის შემდეგ... საძინებელში შესულს ნოე გამოცვლილი მხვდება. მიღიმის და ახლა თვითომ შედის სააბაზანოში. სრული იდილიაა სახლში, დილა ჩხუბისა და მუქარების, ცრემლების გარეშე დაიწყო.მეუცნაურება კიდევ.მობილურზე დროს ვამოწმებ. მალე სამი შესრულდება. მობილურს დენის წყაროსთან ვაერთებ და დასაწერად სამუშაო ოთახში გავდივარ. ამ ოთახრის სუნიც კი მიყვარს. შვებას მგვრის ლეპტოპთან დაჯდომა. ვორდს ვხსნი და საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ. ბოლოს დაწერილ გვერდს ვკითხულობ და პატარა შესწორებები შემაქვს. ნოე ოთახში ყავის ორი ფინჯნით შემოდის. ერთს უხმოდ მიდგამს მაგიდაზე. მეორესთან ერთად კი ჩემგამ მოშორებით სავარძელში ჯდება და ფეხს ფეხზე იდებ. როგორც ჩანს დღეს მაყურებელი მეყოლება. თუმცა, ეს დიდად არ მაღელვებს. სულ რამდენიმე წამი და ისევ ხვდება ალისა საცრებათა სამყაროში. *** კარზე ზარის ხმას მოვყავარ გონს. უეცრად ისე მიწყებს გული ძგერას, ლამის გონებას ვკარგავ. ნოე ფეხზე სწრაფად დგება და სახეგაქვავებული მოდის ჩემკენ. ასე მგონია მისი მზერის ქვეშ ადგილზე ვპატარავდები. თურმე ისევ შეუძლია მის თვალებს სიცივე, თურმე ისევ შეუძლია, მიყუროს უემოციოდ და მრისხდანედ. -ადექი! - მეუბნება ხმადაბლა. ადგილიდან ვერ ვიძვრი. ნოე ხელს მკლავზე მავდებს და ძალით მაყენებს.- ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველაფერი ცუდად დამთავრდება. გესმის?- ჩემ ყურთან დახრილი, ისე ჩუმად მეჩურჩულება, სიტყვებს ძლივს ვარჩევ. ის კი ორივე მკლავზე მეჭიდება და თვალებში მაშტერდება.- გაიგე-მეთქი? კარზე ზარის ისევ მეორდება. ხმას გონზე მოვყავარ და დასტურად თავს ვუქნევ. ნოე კარისკენ მაძლევს ბიძგს და მეც ნელა მივდივარ. ზარი მეორდება, ნოე სათვალთვალოში იხედება და მერე მე მახედებს. -ვინ არის, იცნობ?-მეკითხება ნოე ჩუმად. -არა, პირველად ვხედავ.-თავს ვაქნევ. -ლეა! -ნოე, გეფიცები, არ ვიცი ვინაა.- თვალებში ცრემლი მიდგება და ჩურჩულით ვპასუხობ. კარზე კაკუნი და ზარი ერთმანეთის მიყოლებით ისმის. ორივე კარს ვაშტერდებით. -ახლა კარს გააღებ და ამ ქალს ნებისმიერი გზით აქედან გაუშვენ, ერთი არასწორი სიტყვა, ან მინიშნებაც რომ გაბედო, აქედან ცოცხალი ვერ წავა, ხვდები? სახეს მიხედე! - ჯიბიდან დანას იღებს და ხსნის. ვკრთები, თავს უხმოდ ვუქნევ და ცრემლიან სახეს ვიწმენდ. ნოე გასაღებს ხელში მაჩეჩებს. და მანიშნებს გააღეო. ის კი კარის უკან დგება და მაჯაზე ხელს მკიდებს. გასაღებს ვარგებ საკეტს.და ნელა ვატრიალებ. კარს უკან უცნობი ქალი მხვდება. მაგრამ უეცრად ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს სადღაც მინახავს, -გამარჯობა, -მესალმება და თავიდან ბოლომდე მათვალიერებს. თავის ქნევით ვპასუხობ. მეშინია ხმა არ ამიკანკალდეს. - მე თქვენი მეზობელი ვარ, წინა კორპუსიდან. რა? ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! აქ რატომ მოვიდა? მას პოლიციაში უნდა დაერეკა. ჯანდაბა! ყველაფერი დამთავრდა. ნოე ყველაფერს თუ მიხვდება, მასაც მოკლავს და მეც. -გოგონა , რამე გიჭირთ? დახმარება გჭირდებათ?- ჩემთან ახლოს იწევა და ჩუმად მეკითხება. ენა მივარდება, არ ვიცი რა გავაკეთო. ნოე მაჯაზე ხელს მიჭეს რომ ხმა ამოვიღო. -რა ? ვერ ვხვდები რას მეუბნებით, ვერ ვხვდები, მგონი კარი შეგეშალათ. -ვეუბნები და კარის დახურვას ვაპირებ, მაგრამ ქალი ისევ ახლოს მოდის. -მისმინე, ვიცი რომ კარი არ მეშლება. შენ იყავი ორი დღის წინ. რაღაცას მანიშნებდი. მაშინ უბრალოდ ყურადღება არ მივაქციე. მაგრამ გუშინ, რომ ფანრით ანათებდი... -ჩუმდება და გაბრაზებული აგრძელებს.- იცი რომ ამას დასახმარებელ სიგნალად აღიქვამენ? უბრალოდ მიმანიშნე თუ რამე გიჭირს. -ქალბატონო, არაფერი მიჭირს. უბრალოდ ზედმეტი დავლიე და...-აზრები მეფანტება. ვერ ვიგებ რა ვუთხრა. ნოე მაჯაზე უფრო და უფრო მეტად მიჭერს ხელს და გონების მოკრებას ვერ ვახერხებ. სასწრაფოდ თავიდან უნდა მოვიშორო. - საქმე არ გაქვთ? როგორ შეიძლება ასე მიადგეთ სახლში ადამიანს და სისულელეები ელაპარაკოთ. უბრალოდ მთვრალი ვიყავი და არც მახსოვს რას ვაკეთებდი. ნახვამდის. - ვამბობ გაღიზიანებული და კარს ვხურავ. ნოე ოთახისკენ ხელის კვრით მაგდებს, თვითონ კი სათვალთვალოში იხედება. ერთიანად ვკანკალებ. გთხოვ, სახლში წადი, გთხოვ, წადი! ვიმეორებ გონებაში. ნოე სათვალთვალოს არ შორდება, მაგრამ დანას კეცავს და ჯიბეში აბრუნებს. ეს მიმანიშნებს, რომ ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დახმარების ხელი გამომიწოდა, წავიდა. აკანკალებული კედელს ვეყრდნობი და ტირილი მივარდება. ნოე კარს შორდება და ისეთი განრისხებული თვალებით მიყურებს, როგორც მაშინ, როგორც მაშინ, როცა ჩემი მოკვლა უნდოდა. ღმერთო, არა, არა! ამას ნამდვილად ვეღარ გადავიტან! ნოე ნელა მიახლოვდება, ჩემ წინ იხრება და თვალებში თავგადახრილი მაკვირდება, ისევ ეს მზერა, ისევ ეს უემოციო და მრისხანე თვალები. -შენ ისევ ჩემგან წასვლა გინდოდა, ლეა? ისევ იგივე გააკეთე?- მაჯაში ხელს მავლებს და მიმათრევს. -არა, არა!- ვუძალიანდები, როცა ვხვდები აბაზანაში მივყავარ. ამას ვეღარ გავუძლებ.-ნოე, არა! - შენ ჩემგან გაქცევას ცდილობ, ლეა. ამჯერად ისე მარტივად ვერ გამოძვრები. -ზუსტად ისეთი ხმა აქვს, ისეთი უემოციო, როგორც ორი დღის წინ. -მარტივად? შენ გგონია მარტივია? გგონია არ მიჭირს? -ვყვირი ბოლო ხმაზე და მისი თითებიდან მაჯას როგორღაც ვითავისუფლებ.- გგონია მარტივია აქ შენ გვერდით ცხოვრება? საკუთარ სახლში ტყვედ ყოფნა? ჰო, მინდა შენგან გაქცევა. მინდა! მინდა! არ დავჯდები და არ დაველოდები როდის მოგბეზრდები და მომკლავ. მინდა გაქცევა! მინდა!- გონებადაბინდული იმას ვყვირი რაც ენაზე მადგება. -მომბეზრდები? შენ ვერ ხვდები რას ვგრძნობ, როცა ასე იქცევი, მაგრამ მე შემიძლია აგიხსნა. ძალიან მარტივად. აგიხსნი, რას ვიგრძნობ შენი გაქცევის შემდეგ. -მეუბნება მშვიდად. ზედმეტად მშვიდადაც კი. გვერდს მივლის და ჩემს სამუშაო ოთახში შედის. ღრმა სუნთვქით კედელს ვეყრდნობი და თავის დამშვიდებას ვცდილობ. თვალებიდან წამოსულ ცრემლებს თითებით ვიმშრალებ. ეს ნიშნავს, რომ ჩემს მოკვლად არ აპირებს? რომ ისევ იმ ჯოჯოხეთს აღარ გამატარებს? უკან მივყვები და ოთახში შესული ჩემ ლეპტოპთან დახრილს ვხედავ. წარბშეკრული ეკრანს დაჰყურებს. -ნოე? - ვერ ვხვდები რას აკეთებს. ის ნელა სწორდება და თვალებში მიყურებს.-რას... რას აკეთებ? - ვეკითხები ენაარეული. უბრალოდ მიყურებს. მე კი მის თვალებში სიმშვიდეს ვხედავ, თითქოს უკვე დამსაჯა და ჩემზე აღარ ბრაზობდეს.- ნოე, რა გააკეთე? -ვეკითხები ჩუმად, მაგრამ არ ვიცი პასუხის მოსმენა მინდა თუ არა. ნიე უემოციოდ ხურავს ლეპტოპს და ჩემკენ მოდის. -არა, არა!- ხელს წინ ვწევ მის გასაჩერებლად და რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ. -რა გააკეთე? წაშალე? - არ მჯერა, არ მინდა დავიჯერო. ოღონდ ეს არა! არა, გთხოვ. პასუხის მოლოდინში თვალებში ვუყურებ, რომელშიც ცხადად ვხედავ დასტურს. მაგრამ მაინც მინდა, იმედი მაქვს, რომ ასე არ მომექცეოდა. -ახლა ხვდები რას გრძნობ? გტკივა? ბრაზობ? გინდა მომკლა? დამსაჯო იმისთვის, რაც გავაკეთე? ახლა ხვდები, რა რთულია ჩემთვის? ხვდები, საყვარელო?-მეკითხება ახლოს მოსული და ცრემლიან სახეს თითებით ნაზად მიწმენდს. რას ვგრძნობ? კი, ვბრაზობ და მინდა მისი მოკვლა. ძალიან, ძალიან მინდა. მგონია, რომ გული ამომგლიჯეს. მტკივა. ამას მერჩივნა ისევ აბაზანაში შევეყვანე, თუნდაც ჩემი სიზმარი ცხადად ექცია. მგონია რომ წავიქცევი, მაგრამ აკანკალებულ მუხლებში ძალა ისევ მაქვს. მრისხანება დაცემის საშუალებას არ მაძლევს. ვბრუნდები და ოთახიდან სამზარეულოში გამოვდივარ. ვგრძნობ ნოეც რომ მომყვება. კარადის კარს ვაღებ და პირველად რაც ხელში მხვდები მისკენ ვისვრი. ნოე გვერდით იწევა და კედელს შენარცხებული თასი იატაკზე ნაწილებად დაშლილი იფანტება. ნოე გაოცებისგან წარბაწეული მიყურებს. -ნუ მომყვები! თავი დამანებე, ავადმყოფო მანიაკო.-ვუყვირი და ხელში მოხვედრილ ქვაბს სამზარეულოს ფანჯარას ვესვრი. რომელიც არ ტყდება. ორმაჯი მინა, სამყაროსგან თავის დასაცავად... ისევ იგივეს ვიმეორებ. ისევ და ისევ. რაც ხელში მხვდება ყველაფერს ფანჯრისკენ ვისვრი. არაფერი გამოდის. ვნებდები. ძალა მეცლება, იატაკზე ტირილით ვჯდები და სახეს ხელისგულებში ვმალავ. არაფრის თავი აღარ მაქვს, არაფრის ენერგია აღარ შემრჩა. ვერ ვხვდები როდის მიახლოვდება ნოე, მაგრამ ჩემ გვერდით დამჯდარი ხელებს მხვვს და გულზე მიხუტებს. ხელისკვრით მის მოშორებას ვცდილობ, ისევ არაფერი გამომდის. ხელებს მიბოჯავს და ადგომის საშუალებას არ მაძლევს. აღარც შეწინააღმდეგების თავი მაქვს. გამოვიფიტე. ნოე მკერდზე ძლიერად მიკრავს. -მაპატიე, საყვარელო.- მეუბნება და თმაზე მისვამს ხელს. მის აჩქარებულ გულისცებას ყელთან ვგრძნობ.-მაპატიე, ლეა. მაპატიე, ძვირფასო.- მეჩურჩულება ჩუმად. ღმერთო, მიშველე... დიდხანს, დიდხანს ვზივართ ასე. ფეხები მიბუჟდება, მაგრამ ადგომის თავი არ მაქვს. ნოე კი ისევ აგრძელებს და აგრძელებს ჩემ დამშვიდებას. საკუთარ თავთანაც კი მიჭირს იმის აღიარება რომ ეს მოქმედებს. რომ მისი მწყობრში მოსული, რიტმული გულისცემის შეგრძნება და სურნელი, დამამშვიდებლად მოქმედებს ჩემზე. -გინდა დავლიოთ?-მეკითხება მოულოდნელად და უცებ ვხვდები, რომ ახლა ამაზე მეტად არაფერი მინდა. -მინდა.- ვპასუხოდ გაუნძრევლად. -კარადაში ღვინოა. -ვიცი, -მპასუხობს და ვხვდები რომ იღიმის. -ჰო, რა თქმა უნდა, იცი.- ვუქნევ თავს და ადგომას ვცდილობ. ნოე ხელს მახმარს და სამზარეულოს სკამზე ჩამომჯდარს გაწეწილ თმას ყურს უკან მიწევს. სანამ ის ღვინოს ხსნის, მე ფეხებზე ხელებს ვიტარებ, რომ სისხლს მიმოქცევას აღდგენაში დავეხმარო. ნოე გახსნილ ბოთლს მაგიდაზე დგამს და ჩემთან იხრება. -ეს უფრო დაგეხმარება. -ამბობს და მუშტს წვივის კუნთზე მსუბუქად მირტყამს. ისევ და ისევ. -ჰო. მადლობა. -ვეუბნები და ღვინოს პირდაპირ ბოთლიდან ვსვამ. ზუსტად. ახლა ალკოჰოლი ზუსტად ისაა, რაც მჭირდება. მგონია, რომ სითხე კუჭამდე ჩასვლას ვერ ასწრებს, ისე იწოვს სხეული. მეორე და მესამე ყლუპსაც მალე ვაყოლებ. -ნელა, ლეა.- მეუბნება ნოე, სკამზე ჯდება, ბოთლს ხელიდან მართმევს და ისე სვამს თვალს არ მაშორებს. მერე კი ბოთლს ისევ მე მიწვდის. ნაგავი. -ღმერთო. -მეცინება მის ამ ქცევაზე. ვართმევ და ისევ ვსვამ. თვითონაც იცინის. და ისევ მართმევს და ერთ ყლუპს სვამს. უხმოდ ვზივართ და მორიგეობით ვსვამთ. ვგრძნობ, რომ მომეკიდა, ლოყები მიხურს, მას კი არაფერი ემჩნევა. ან მე ვერ ვხვდები. -მაინტერესებს...-ვამბობ, ბოთლს ვაწვდი და ფეხებს სკამზე ვიკეცავ. -მკითხე.-მპასუხობს და მიღიმის. მგონი ხვდება, რომ ალკოლმა მოქმედება დაიწყო. -აქამდე სხვასთანაც ყოფილხარ, ხომ? -თვალებში ვუყურებ, ის კი არაფერს მპასუხობს. ღვინოს სვამს და ბოთლს მაწყდის. -მე არ ვარ პირველი, ვიცი! -ახლა მე ვსვამ და ისევ ვუწვდი. -მაინტერესებს, ისინი სად არიან ახლა? - რამდენიმე წამიანი პაუზა, პასუხი ისევ არ მაქვს. ნოე ისევ უხმოდ მიყურებს და ჩემს სითამამეს, მოჭუტლი თვალებით აკვირდება.- მათაც წაართვი რამე ძვირფასი? საყვარელი საქმე ან საყვარელი ნივთი, ან ადამიანი... -ისევ სიჩუმე. -ორ ყლუპს ზედიზედ ვსვამ და ისევ მისკენ ვიწვდი ბოთლს. -მათაც ახრჩობდი აბაზანაში?-მიკვირს ამ კითხვებს ასე მშვიდად როგორ ვსვამ. სისხლსა და დაღლილობას შერეული ალკოჰოლი, საოცრად მიდუნებს სხეულს, მაგრამ გონებას ვერა.-საერთოდ ცოცხლები თუ არიან?- მხრებს ვიჩეჩ... -ასე ნუ მაწვები, ლეა. -მეუბნება კოსმოსური სიმშვიდით და სვამს. -შენი სახელი მაინც თუა შენი? - არა. -მეუბნება და ჩემ გაოცებულ სახეზე ეღიმება. -არ არის, -მარწმუნებს. -სანამ მოკლავდი, მათთანაც სვამდი ხოლმე? -არა.-მპასუხობს წარბებაზიდული. -ჯიბეში რომ გაქვს დანა, მაგით კლავდი? -არა, ლეა. -იღიმის. მეც მეღიმება, მგონი შევიშალე. -საერთოდ, ამას რატომ აკეთებ?- ხელებს ვშლი და მაგიდიდან ბოთლს ვიღებ. -ეს დამოკიდებულებასავითაა. -როგორც სიგარეტი? -ვეკითხები მისკენ გადახრილი და ღვინოს ვსვამ. - ალბათ უფრო, როგორც ნარკოტიკი.-იმეორებს ჩემს სიტყვებს. -რთულად ყოფილა საქმე.-ვფხუკუნებ და ისევ ვსვამ- იცი? მგონი გაები. -ვიცინი, ბოთლს მაღლა ვწევ და ხმამაღლა ვამბობ. -შენს გაბმას გაუმარჯოს.- ისევ ვსვამ და ვაწვდი. -ჰო, მგონი გავები.-მიღიმის და სვამს. -ძალიან საყვარელი ხარ. -ჰო, ვარ, შენც აქ ამიტომ არ ხარ?-ვეკითხები და ბოთლიდან ბოლო ყლუპს ვსვამ.-უიჰ, დამთავრდა.-ვამბობ და ცარიელ ბოთლს დასარწმუნებლად ვაბრუნებ. - ურთიერთობისთვის და სიმშვიდისთვის ვარ აქ. -ნოე ფეხზე დგება კარადიდან კიდევ ერთ ბოთლ ღვინოს იღებს, ხსნის და მაწვდის. ეს სიტყვები უკვე მსმენია. -ურთიერთობა და სიმშვიდე სხვასთან არ უნდა ეძებო, ნოე... თუ ვინც ხარ.-ხელებს ვშლი. - ეს სახლში უნდა გქონდს, გაიგე? შენს სახლში, ოჯახთან და არა უცხო ხალხთან, თან ძალდატანებით. -ოჯახისა და მშვიდი სახლის ფუფუნება ყველას არ აქვს, ლეა,- მეუბნება და სკამზე ჯდება. ხმას არ ვიღებ, დროს ვაძლევ გასაგრძელებლად, მაგრამ ის ჩუმადაა. ვსვამ და ბოთლს ვუწვდი. ის არ მართმევს, უბრალოდ თვალებში მიყურებს. ვსევდიანდები. -მშობლები არ გყავს? -არა.- მპასუხობს უხეშად. -მაგრამ ხომ გყავდა?-ვეკითხები, ვსვამ და ვაწვდი. ისევ არ მართმევს. -მყავდა. -სად არიან?-მასთან ახლოს ვიწევი. -დედაჩემი სახლიდან წავიდა. ლოთმა მამამ კი თავშესაფარში ჩამაბარა.. იქ გავიზარდე,- მეუბნება და თვალს მარიდებს. -ღმერთო! -გული მწყდება. ტირილი მინდება. ფეხზე ვდგები, მასთან ახლოს ვწევ სკამს და გვერდით ვუჯდები. -გულქვები არიან.- ვამბობ ჩუმად და ახლა ვიაზრებ რატომ ბრაზობდა ასე ჩემი გაქცევის მცდელობაზე. -მაპატიე.-ვთხოვ და მხარზე თავს ვადებ. -შენ რატომ იხდი მათ გამო ბოდიშს?- თავს მაწევინებს და თვალებში მიყურებს. -მათ გამო არა, - ვამბობ მისი მზერით მონუსხული. არ ვიაზრებ რას ვაკეთებ და რატომ. უბრალოდ მისკენ ვიხრები და ვკოცნი. ალკოჰოლით გაჟღენთილ ჩემს ვენებში, რაღაც ახალი ტალღა ბობოქრობს. სახეზე ვეხები და უფრო ახლოს ვიწევი მასთან. თმაზე, სახეზე, ყელზე, მაისურის ქვეშ, ყველგან მის თითებს ვგრძნობ. ნასვამი გონება ყველაფერს ბლოკავს მის გარდა. ვართ მხოლოდ ჩვენ მანამ, სანამ თვითონ არ მშორდება და გულში არ მიკრავს. ვტირი. გული საშინლად დამძიმებული მაქვს და ვეღარც ემოციების კონტროლს ვახერხებ. იქამდე ვსხედვართ ასე, სანამ აჩქარებული გულისცემა არ მიმშვიდდება და ძილი არ მერევა. -დაიძინე, საყვარელო. ხვალ ახალი დღე გათენდება. - მეფერება თმაზე და მეც ვიძინებ. *** დილა თავისტკივილით მეწყება. ბუნებრივია, ნაბახუსევი. ჯანდაბა! საწოლში ვტრიალდები და ნოეს ვამოწმებ, ჩემ გვერდით არ წევს. რომელი საათია? ტუმბოსკენ ვიხრები და მასზე ბოთლით ნაბეღლავსა და ჭიქას ვხედავ. მეღიმება, მზრუნველი ნოე. მობილურზე საათს ვამოწმებ. თორმეტი დაწყებულა. ნაბეღლავს ვისხამ და ერთი ამოსუნთქვით ვსვამ. ღვთაებრივი შეგრძნებაა, ნაბახუსევზე ნაბეღლავი. თითქოს დამწვრობაზე მალამო გადაგისვესო. ბალიშს ვეხუტები და გუშინდელი საუბრის აღდგენას ვცდილობ. ჯანდაბა, რა საუბარი, გუშინ მე ნოეს ვაკოცე. არც კი მჯერა, რომ თავი ასე დავკარგე. სახეზე ხელენს ვიფარებ და ნერვიულად მეცინება. ღმერთო, ლეა, ჯოჯოხეთის ცეცხლზე დაწვას იმსახურებ. არ მინდა საკუთარ თავს გამოვუტყდე, რომ მომეწონა, რომ მისი კოცნის დროს საოცარ ვნებას, მიზიდულობასა და სიმსუბუქეს ვგრძნობდი. მაგრამ ასეა. ეს რა ჯანდაბაა? სტოქჰოლმის სინდრომი მჭირს? ამის დედაც! იქნებ მასაც ეს უნდა? უნდა რომ თავი შემაყვაროს და ის სიმშვიდე და ურთიერთობა აქ იპოვოს, რასაც ეძებს? არა, ეს სიგიჟეა! გუშინ უბრალოდ მთვრალი ვიყავი, მან თავისი სევდიანი ისტორიით თავგზა ამირია, თავი შემაცოდა, მე კი ემოციები ვერ გავაკონტროლე. აი ასე, ლეა, ესაა სიმართლე! უბრალოდ დავივიწყებ და ნოესაც თავს ისე მოვაჩვენებ, თითქოს არაფერი მახსოვს. პრობლემაც მოგვარდება. საწოლიდან ვდგები და სააბაზანოში ჩუმად გავდივარ. სახლში ჩამი-ჩუმი არ ისმის. ძალიან კარგი. ასეა თუ ისე, მაინც ვგრძნობ თავს უხერხულად. ღმერთმა დაგწყევლოს, ლეა! კბილებს ვიხეხავ, ჯაგრისს უკან ვაბრუნებ და ვამჩნევ, რომ ნოეს ჯაგრისი არ დევს. სააბაზანოს ვათვალიერებ. ერთი ლოსიონი, ერთი შამპუნი, ყველაფერი კენტია. ღმერთო, არ მჯერა... თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ. ნუთუ? სასწრაფოდ საძინებელში გავდივარ და ოთახს ვათვალიერებ. მხოლოდ ჩემი ნივთები, მეტი არაფერი. არც კარადაშია ნოეს ნივთები. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ნოეს მოსვლამდე. არ მჯერა, ნუთუ დასრულდა? გული ამოვარდნას მაქვს. -ნოე?- ხმამაღლა ვეძახი და გასუსული ვდგავარ ოთახში. პასუხი არ არის. ოთახიდან გავდივარ, სამუშაო ოთახსა და სამზარეულოს ვამოწმებ, ორივე ცარიელია. ნოე სახლში არაა, წავიდა. სამზარეულოს მაგიდაზე ჩემი იასამნისფერი ჭიქა დგას, ყავით სავსე. მასთან ახლოს მივდივარ და თითებით ნელა ვეხები. ყავა უკვე ცივია. ძალიან ცივი. თვალებში ცრემლები მიდგება. ვერ ვიჯერებ. სამზარეულოში გუშინდელი დაყრილ-დალეწილი ჭურჭელი არსად ჩანს. ფანჯარას ვუყურებ. სახელური აქვს. ნელა მივდივარ და ვაღებ. შვებით ტირილი მივარდება. საძინებელში აივანზე გასასვლელ კარსაც ვამოწმებ, ვაღებ, სახლის კარის გასაღები დაწნულ კალათაშია, ჩემ მობილურს კი მიღება აქვს. ცრემლების წმენდით ვკრეფ ასთორმეტს და ზარის გასვლას ველოდები. *** პოლიციის შენობიდან ცეცხლმოკიდებული გამოვდივარ. გზაზე ტაქსს ვაჩერებ და ვჯდები. ერთი კვირა გავიდა და ვერაფერი გაირკვა. რანაირად შეიძლება არაფერი გამორჩენოდა? როგორ შეიძლება, ასე იდეალურად დაეგეგმა ყველაფერი? სადაცაა მეც დავიჯერებ, რომ ყველაფერი მომელანდა. რომ ის რამდენიმე დღე მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი. როგორ შეიძლებოდა, სახლში მოსულ პოლიციელებს ვერც ერთი თითის ანაბეჭდი ვერ ენახათ? არც ერთი თმის ღერი? როგორ შეიძლებოდა ვერავის დაენახა? ვერც მეზობელი ქალის დაკითხვა დამეხმარა. პირიქით გაამყარა პოლიციელების ვარაუდი, რომ საკუთარ ფანტაზიებში ჩაკარგული, დამამშვიდებლებზე და სასმელზე შემჯდარი მწერალი ვარ. ვერავის ვაჯერებ, რომ თითქმის ერთი კვირა საკუთარ სახლში ტყვედ ვყავდი ბიჭს, რომელსაც ნოე ჰქვია და ბავშვთა სახლში გაიზარდა. თუმცა, მის ნამდვილ სახელს ვერ ვამბობდი და ვერც გვარს, რომ გადაემოწმებინათ. ვერაფერს ვამბობდი მასზე, მხოლოდ აღნაგობა, რომელიც როგორც ჩანს, ისიც ჩემს ფანტაზიას მიაწერეს. სასმლის ბოთლი მოუთითებდა, რომ წინა ღამეს დავლიე. მასში დარჩენილ რამდენიმე მილიგრამ სასმელში კი მხოლოდ ჩემი დეენემი აღმოჩნდა. მეორე ბოთლი გაქრა, ისევე როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც ნოეს არსებობას დაადასტურებდა. ჩემი სოციალური ქსელი აქტიური იყო. დამატებულია ორი ფოტო: ყავა, ჩემ საყვარელ ფინჯანში და გუშინდელი ღვინის ბოთლი. ცოტაც და შევიშლები. ხელში ანალიზის პასუხებს ვატრიალებ, რომელიც ადასტურებს დამამშვიდებლისა და ალკოჰოლის არსებობას ჩემს ორგანიზმში. მაგრამ ეს არაფერს ამტკიცებს. ნუთუ მართლა შევიშალე? სახლის კარს ხმაურით ვხურავ და წყლის დასალევად სამზარეულოში გავდივარ. მაცივართან მისული ადგილზე ვშეშდები და ნელა ვბრუნდები მაგიდისკენ. იასამნისფერ ჭიქაში სავსე ყავას, ორთქლი ზანტად ასდის. მის გვერდით კი შავი, პატარა მეხსიერების ბარათი დევს. -ნოე! - ვიძახი ხმამაღლა და პასუხს სუნთქვაშეკავებული ველოდები. მე გიჟი არ ვარ. ნოე ახლახანს ჩემს სახლში იყო... იყო, მაგრამ წავიდა... მეხსიერების ბარათს ვიღებ, სასწრაფოდ სამუშაო ოთახში გავდივარ და ლეპტოპთან ვაერთებ. სანამ ფაილზე წვდომის უფლებას ვიღებ, თითების მაგიდაზე წკაპუნით გამყავს დრო. ნერვიულობით ტუჩებს ვიკვნეტ. ჩქარა! ჩქარა! ბარათზე მხოლოდ ერთ ფაილს მიჩვენებს.. ეს ვორდის ფაილია, სახელით „საჩქური გამვლელისგან“. ხელები მიკანკალებს. არ მჯერა, ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჩემი წიგნის ფაილი შეიძლება იყოს. ღმერთო! ფაილზე ვაწკაპებ და გახსნილს ვკითხულობ. კი, ნამდვილად ჩემი წიგნია. ნოეს არ წაუშლია, ვერ შეძლო წაშლა და დამიბრუნა, ვერ ვიჯერებ. ვერ ვხვდები, სიხარულის ცრემლები როდის წამომივიდა. სახეზე ხელებს ვიფარებ. -მადლობა, დიდი მადლობა... *** ეპილოგი. გამოვეყო სიბნელეს, თუ არა? გამოვეყო სიბნელეს, თუ არა? გამოვეყო? თუ არა? სისხლი მიდუღს. თავის შეკავება მიჭირს, როცა მისი მშვიდი სუნთქვა მესმის. უშფოთველი ძილი აქვს, ოთახის სიღრმიდან მისი სურნელი მეძახის და შიგნით უმოწყალოდ მითრევს. მუქ ფარდას ფრთხილად ვწევ და მისი სახისკენ მიმავალ მთვარის გაცრეცილ ყვითელ სვეტს თვალს სწრაფად ვაყოლებ. რა სასიამოვნია, რა გულისამაძგერებელი... ფარდას გადაწეულს ვტოვებ და საწოლთან ფრთხილი ნაბიჯებით მივდივარ. ხელებს ზურგს უკან ვაკავებ, რომ მისკენ არ გამექცეს, თავს გვერდით ისე ვხრი, მის სახის ნაკვთებს რომ უკეთ შევხედო. ოოჰ, რა ლამაზია... ჯიბიდან პატარა ფლაკონსა და ნემსს ვიღებ, თავს ფრთხილად ვხსნი და მასთან ახლოს მივდივარ. ფლაკონი ცხვირთან ახლოს მიმაქვს და 10-15 წამი ვაყოვნებ. ეს საკმარისია... ნემსს დამცავს ვხსნი და ვენაში შემყავს. მშვიდად იძინე პატარავ... საბანს ვაშორებ და სხეულს ვუთვალიერებ. ღმერთო, რა ლამაზია, რა დახვეწილი. სახეზე ხელებს ვიფარებ და ვიცინი. პირდაპირ ჯეკპოტი დამეცა, წარმოუდგენელია. სახეზე ჩამოყრილ თმას ყურსუკან ვუწევ და ხელის ზურგით ლოყაზე ვეფერები. საოცრად ნაზი, აბრეშუმივით კანი აქვს. მისკენ ვიხრები და ყელიდან სურნელს ვაცლი. მიუხედავად მისი დამამშვიდებელი ლავანდის სურნელისა, მე მაინც ადრენალინს ვგრძნობ სხეულში და სასიამოვნო მოლოდინისგან თვალებდახუჭულს თავი უკან მივარდება. საიდან დავიწყო? მობილურიდან თუ კარადიდან? ალბათ მაინც მობილურიდან, რომელიც ტუმბოდან გამომწვევად მიყურებს. ტელეფონს ხელში ვიღებ და ეკრანზე თითს ვასრიალებ. დაბლოკილია. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი და ყველაფერი რიგზეა. პირველ რიგში გალერეას ვხსნი. მასალის სიმრავლე მაოცებს. როგორც ჩანს კარგად მოწყობა მომიწევს. ფოტოებს ერთმანეთის მიყოლები ვხსნი და დაკვირვები ვსწავლობ. სამეგობროსა და სანათესაოს გარჩევა ერთი შეხედვი ვითომ რთულია, მაგრამ ასე სულაც არაა. ფოტოები და ვიდეოები ერთმანეთს ენაცვლებიან. საინერესოა, მოგზაურობა ჰყვარებია, საფრანგეთი, იტალია, დუბაი, ეგვიპტე... როგორი თამამი ფოტოებია. ოჰო, ლაშქრობებიც? შესანიშნავია. სოციელურ ქსელში აშკარად ზედმეტად აქტიურია. ინსტაგრამი და ფეისბუქი? მხოლოდ? მარტივად გავუმკლავდებით. საინტერესოა , რატომაა ზარები და შეტყიბინებები წაშლილი? სოციალური ქსელების მიმოწერებს ვხსნი. ისიც სუფთაა, მეილივით. ჰმ! უბრალოდ ჩვევაა? არადა ბევრი რამის გაგება შეიძლებოდა. იმედგაცრუებას ვგრძნობ და თავს ვაქნევ, ნუ, რას ვიზამთ, ასეც წავა... მობილურმა იმაზე მეტი დრო წამართვა, ვიდრე მეგონა. საათს ვამოწმებ, დროა გავინძრე. კარადასთან მივდივარ და სათითაოდ ვამოწმებ ყველა განყოფილებას. მეღიმება, აქ ჩემთვის ძალიან ცოტა ადგილია, მაგრამ მეყოფა. მაქმანიანი საცვლები? რა მიმზიდველია. პირდაპირ გამაგიჟებელია. შავ ბუესჰალტერს თითებში ვატრიალებ, მასთან ახლოს მივდივარ და ფრთხილად ვაზომებ. როგორი თვალისმომჭრელია... სამუშაო მაგიდა არეულია, ოჰ, ასე არ გამოვა, მგონი ამაზე მუშაობა მოგვიწევს. ფურცლების აუარებელი რაოდენობა იმაზე მანიშნებს, რომ ეს კუთხე ჩემთვის ხელმისაწვდომი თუ არ იქნება, მოგვიანებით საქმეს გავიმარტივებ, ჯობია თავად მიხედოს. აბაზანა სუფთა და პატარაა. ყველა ნივთს სათითაოდ ვათვალიერებ. მგონი იასამნისფერი ზედმეტად უყვარს. ტანსაცმლის უმეტესობა და აქსესუარები იასამნისფერია, მისი საძინებელივითა და თეთრეულივით, კბილის ჯაგრისიც კი. უნებურად თვალებს ვატრიალებ, ღმერთო, როგორი მეწვრილმანეა. ვფიქრობ, დროა კარგად მოვეწყო. შესასვლელთან, დაწნული კალათიდან ორ იდენტურ გასაღებს ვიღებ და ჯიბეში ვიჩურთავ. საკეტს შიგნიდან ვხსნი და სადარბაზოში ლიფტს ველოდები. ძველი კორპუსი, ბნელი სადარბაზო და ძველი სუნიანი ლიპტი გულისამრევია, თუმცა დადებითი მხარე ისაა, რომ ამ საღორეში ვიდეოთვალს ვერ გადაეყრები, ეს ერთ-ერთი დამატებითი კომფორტია. ლიფტის კარი იღება, თავზე კაპიშონს ვიხურავ და გარეთ გავდივარ, მანქანა მოშორებით მყავს, ბრმა ზონაში. სწრაფად ვკვეთ ეზოს, საბარგულიდან ორ ხელჩანთას ვიღებ და სწრაფადვე ვბრუნდები ბინაში. ბევრი არაფერი დარჩა. ისევ კარადასთან მივდივარ, ჩანთას იატაკზე ვაგდებ და ვხსნი. რამდენიმე მაისური და შარვალი, საცვლები, წინდები... ყველაფერს თავის ადგილს ვუჩენ, ჰიგიენის ნივთებს სააბაზანოში მისი ნივთების გვერდით ვაწყობ, რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ და საერთო სურათს ვაკვირდები. ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს. ინტერნეტის როუტერთან მივდივარ, კაბელისგან ვათავისუფლებ და ვინახავ. ისევ საძინებელში ვბრუნდები და მის მობილურს შარვლის უკანა ჯიბეში ვიცურებ, თითქმის ყველაფერი მოვაწესრიგე. ბოლო დეტალი დარჩა, ჩანთიდან პოლარიოდს ვიღებ, საწოლთან მივდივარ და ისე ვიღებ ფოტოს, რომ კადრში მთლიანად ჩანდეს. ფოტოს ამობეჭვდას ველოდები. კუთხით ვიჭერ, რამდენჯერმე ვაქნევ და დავყურებ მის გამოსახულებას. მეღიმება, მართლაც რომ, მშვენიერია. საინტერესოა, რა მოხდება, რომ გაიღვიძებ?.. დასასრული... ორ წლიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით. ძალიან მომნატრებიხარტ. იმედია ისიამოვნებთ. მადლობა ჩემს ორ გოგონას, ჩემი გაძლებისთვისა და გულშემატკივრობისთვის. რომ არა თქვენ, ეს ისტორია ბოლომდე არ მივიდოდა. თქვენი მარიამი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.