შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ ( 17 თავი)


30-04-2021, 08:42
ავტორი ნეაკო
ნანახია 12 518

ალექსანდრე ამღვრეული თვალებით ჩაააცქერდა გოგონას აწყლიანებულ ცისფერ სფეროებში
-ცუდად არ ხარ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან -უბრალოდ ჩემგან გაქცევა გინდა
-გამიშვი-ანამ მკერდზე მიაბჯინა აკანკალებული ხელები
-ამის დედასაც შევ.ცი-აღმოხდა წყობრიდან გამოსულ ბიჭს და ცივად მოშორდა სახე გადაფითრებული გოგონას აცახცახებულ სხეულს, ანა მაშინვე აივანზე გავიდა და მოაჯირს დაეყრნო, იმდენად იმოქმედა მასზე ალექსანდრეს ასეთმა სიახლოვემ, შეხებამ, სურნელმა რომ იარესად აკანკალდა, ღრმად ჩაისუნთქა საღამოს ცივი ჰაერი რომ როგორმე აზრზე მოსულიყო მაგრამ უარესი დსემართა როცა ალექსანდრეს შეხება იგრძნო ზურგს უკნიდან,რომელმაც აივნის მოაჯირს ისე მოუჭირა ხელები რომ ანა მოიმწყვდია, მისი სიახლოვით დამფრთხალმა და სუნთქვა შეწყვეტილმა გოგონამ თვალები დახუჭა როცა ალექსანდრე ცხვირი მის თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი თმის გამაბრუბელი სურნელი
-ძალიან მიყვარხარ ანა-დაუჩურჩულა ყურთან ახლოს და კისერზე მიაწება ცივი ტუჩები, გოგონას უსიამოდ გასცრა მთელ სხეულში და თვალები გაახილა
-გთხოვ -აღმოხდს ჩამწყდარი ხმით
-ძალიან ლამაზი ხარ-დაუსისინა ისევ ყურში და ამჯერად მხარზე აკოცა, ანამ ვეღარ გაუძლო მის შეხებას და ცრემლები გადმოუცურდა
-სახლში წავიდეთ გთხოვ-თავი ოდნავ გვერდზე მიატრიალა მაგრამ ვერ შეძლო მისი სახის დანახვა
-ჩემასვით ვერასდროს ვერავინ ვერ შეგიყვარებს-უთხრა უცნაური ხმით ბიჭმა და მუცელზე რომ შემოაჭდო ოდნავ ათრთოლებული ხელები და სხეულზე მჭიდროს მიიკრო ანას აქ უკვე გილისცემა გაუჩერდა და სუნთქვა შეუწყდა, უარესი დაემართა როცა გაღიზიანებულმა ბიჭმა მოულოდნელა თავისკენ შეატრიალა ცხვირის წვერით შეეხო მის საფეთქელს -ანა ასე სასტიკად რატომ მექცევი-ჰკითხა არეული ხმით და თვალებში ჩააცქერდა
-გთხოვ შეწყვიტე -გოგონამ თავი დახარა დაცრემლებს უფლება მისცა გადმოცვენილიყვნენ
-ანა-დაიჩურჩულა საყვარელი გოგონას სახელი სუთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და ხელი ნიკაპზე წაავლო, თავი ააწევინდა მის ცისფერ სფეროებს გაუშტერა სასმლისგან აწითლებული მწვანე სფეროები, გოგონა განზრახ ჯიუტად მაინც არ უყურებდა თვალებში -ანა შემომხედე-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით, გოგონაზე ისე იმოქმედა მისმა ხმამ რომ ისნტიქტურად შეასრულა მისი ბრძანება და უსიამოდ გააჟრჟოლა როცა ალექსანდრემ მის ვნებიან წითელ ტუჩებს შეაწება თავისი ცივი, გაცრეცული, გაფერმკრთალებული ტუჩები, ეს კოცნა ანაზე მეტად მტკივნეული ალქსანდრესთვის აღმოჩნდს რადგან ანა სრულიად უემოცი, ცივი და ცარიელი იდგა მის წინაშე , სრულიად დაცლილი ყველა გრძნობისგან და ემოციისგან,შესაბამისად კოცნაც უხეში გამოვიდა რადგან მხოლოდ თავად ცდილობდა მოწოლილი გიჟური ემიციების დაცხრომას, რომელიც ანას სიცივემ ისედაც მალე დააცხრო
-წავიდეთ -ალექსანდრე ცივად მოშორდა მის გაყინილ სხეულს და შენობაში დაბრუნდა.
მანქანაში ხმას რაცერთი არ იღებდა, შეშინებული ანა მისკენ გახედვასაც ვერ ბედავდა, მას მუდამ აშინებდა ბიჭის ასეთი ქცევა, ეს მისი სიმშვიდე სრულიად არაადეკვტური იყო მოცემულ მომენტში და ძალიან ეშინოდა მოულოდნელად არ გაგიჟებულიყო რამე სისულელეზე
-შენ ჩემი ხარ, მინდა რომ ეს გაიაზრო-მოულოდნალედ თქვა ბიჭმა და ნიკაპზე ხელი აკრა დამფრთხალ გოგონას, რომელმაც მის პროფილს გაუშტერა ცივი მზერა, მაგრამ არაფერი უპასუხა -ჩემი ბედნიერება და ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ანა -არ ჩუნდებოდა ბიჭი და გოგონა უარესად იძაბებოდა -მაგრამ შენ ეს არ გესმის... იმიტომ რომ ცარიელი ხარ... უგრძნობი... ცივი... ისეთი ცივი რომ შენი შეხებისას მეც მეყინება სხეული... მაგრამ მე მაინც გიჟივით ვარ შენზე შეყვარებული, იმიტომ რომ სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება! უბრალოდ გიყვარს და მორჩა!-თქვა გაღიზია ებული ტონით და სულ ერთი წამით მიიხედა სახე გადაფითრებული გოგონასკენ, მათი აღვერეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა, ანა იმდენად დაძაბა ბიჭის დაჟინებულმა მზერამ რომ პირველი გაექცა მის არეულ მწვანე სფეროებს, გაბრაზებულმა ბიჭმა გაზს ბოლომდე მიაჭირა და ასე სცადა მოწოლილი ბრაზის დახშობა.
ანამ დედას გულწრფელად ვერაფერი მოიყვა, ძალიან მარტივად აუხსნა რომ შეიძლებოდა ქორწილი გადაეხადათ, ქეთი ლამის შეშალა ამ ახალი უსიამოვნო ამბის გაგებამ მაგრამ ანამ დააწყნარა, უთხრა რომ ეს არ მოხდებოდა, უთხრა რომ ამას არ დაუშვებდა და რომ მას სხვა გეგმები ჰქონდა, იმდენი ქნა ქეთი დააშოშმინა და დაარწმუნა რომ საშიში არაფერი იყო, თუმცა მეორე დღეს მომხდარმა ქეთი დაარწმუნა რომ ანას გეგმები და იმედები ამაო იყო და ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც ეს ალექსანდრეს სურდა, რადგან შუადღეს ამდგარმა ბიჭმა, რომელმაც ანასთან ერთად სახლში დაბრუმენის მერე თავის კაბინეტში შეიკეტა და ფაქტიურად ვისკის ბოთლი მთლიანა ჩაცალა, უგონოდ გათიშულს ეძინა ლამის მთელი დღე მაინც ეყო ძალა ანას გასაღიზინებლად და შესაშინებლა
-რა ხდება ? -დაიძაბ ანა როცა მოულოდნელად წამოადგა ბიჭი თავზე
-არაფერი, უბრალოდ მინდა რომ სადღაც წავიდეთ რამდენიმე საათით
-არსად წასვლა არ მინდა გთხოვ-ფეხზე წამოდგა ანა და დაძაბული მიუახლოვდა, ჯერ კიდევ სასმლისგან გაბრუებილ ბიჭს
-არ მაინტერესებს-დაუღრინა გაცეცხლებულმა ბიჭმა -მანქანაში დაგელოდები თუ არ ჩამოხვალ იცი რაც მოხდება-უთხრა ბრაზნარევი ტონით და გარეთ გავარდა, ბევრი ფიქრის მერე ანა მოიმზადა და მანქანაში ჩაუჯდა, არ უნდოდა ქეთი შეეშინებინა და სახლში სკანდალი მოეწყო, რადგან ქალი თავს ისედაც ცუდად გრძნობდა და ფეხზე დგომას ვერ ახერხებდა
-დედა ცუდადაა და იმედია სახლში მალე დავბრუნდებით-არ შეუხედია ბიჭისთვის ისე უთხრა და ღვედი გაიკეთა, როგოც კი მანქანაში ჩაჯდა
-მანჩო კარგად მიხედავ არ ინერვიულო-გაუღიმა ბიჭმა და მანქანა დაქოქა, ანას არ უკითხავ მისთვის სად მიჰყვდა, არ აინტერესებდა და იმიტომ, რაღაცნაირი უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მუსიკის ხმამ დაარღვია, რომელიც ბოლო ხმაზე ჩართო ალექსმა, ანას არ ესიამოვნა და ხმას დაუწია, ბიჭს გაეცინა და მის სურვილს დაემორჩილა. საშინელი სიცარიელის გან და დაეუფლა გოგონას როცა საქორწილო კაბების მაღაზიის წინ გააჩერა ალქსამა მანქანა
-შენ რა გაგიჟდი? -აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას
-გადმოდი-უბრძანა ალქსმა და ანა რომ არ დაემორჩილა თავად გადავიდა პირველი, მანქანის კარი გაუღო და მკლავზე ხელი წაავლო -გადმოდი! უბრძანა ისევ
-ხელი გამიშვი-ანამ მკლვის დახსნა სცადა, რასაც ბიჭის აგრესიული ქცევა მოჰყვა და ფაქტიურაც გადაათრია მანქანიდან, ანამ მთელი ძალოთ გაუწია წინააღმდეგობა რის გამოც გაცეცხლებულმა ბიჭმა მკლავებში მიმიმწყვდა და მზერა გაუსწორა მის ცისფერ ჩამქრალ სფეროებს -ასე ნუ იქცევი გამუდმებით ნუ მაიძულებ რომ ტკივილი მოგაყენო-ლამის უყვირა წყობრიდან ბამოსულმა ბიჭმა და ხელები უხეშად გაუშვა
-ვალდებული არ ვარ გამუდმებით ვაკეთო ის რაც შენ გინდა-ასლუკუნდა ანა
-ჩვენს ორს შორის არსებობს მხოლოდ ჩემი, ერთის მინდა და შენ ამას უნდა შეეგუო! ვალდებული ხარ ის გააკეთო რაც მე მინდა!
-წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება? -ანა ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-გატკენ-დაუსისინა ყურთან ახოლს და მოულოდნელად გოგონას ათრთოლებულ თითები ახლართა თავისი თითები და ისე ძლიერად მკუჭირა რომ ტკივილისგან ანას ცხირი აეწვა და ცრემლები მოეძალა, მაგრამ ჯიუტად გაუწია წინააღმდეგობა ცრემლებსაც და ალექსაც
-ანა-დაუღრინა გაცოფებულმა ბიჭმა და კიბეებიაიარა და ანაც აიძულა ასულიყო მაგრამ გოგონა ძალიან უწევდა წინააღმდეგობას, როს გამოც იფრო ძლიერად მოუჭირა თითები თან ისე რომ ჭამით თვალი არ მოუშორების გოგონას სახისთვის
-ავადმყოფო- აღმოხდა თითქმის უკვე ატირებულ გოგონას და კიბეები სწრაფად აიარა, შესაბამისად ტკივილმაც იკლო -მეზიზღები-უთხრა ჩურჩულით და დარჩენილი კიბეებივ აიარა, ალექსანდრემ არაფერი უპასუხა და მშვიდად შევიდნენ მაღაზიაში, კონსულტანტი გოგონები ცოტა დაიბნენ ანა სულ რო ეკიდა კაბა და ალექსი რომ არჩევდა
-მინდა რომ ეს მოიზომო-ერთერთზე მოითითა და ანამ ზიზღნარევი მზერით რომ შეხედა თითები ოდნავ მოუჭირა გაღიზიანებულმა ბიჭმა, ანას ტკივილისგან სახე დაებრიცა , ამიტომ თავისუფალი ხელით , კონსულტანტ გოგონას კაბა უხეშად გამოართვა და ალექსანდრს ხელს დააცქერდა რომელიც ინსტიქტურად ისევ ძლიერად უჭერდა ცივ თითებს გოგონას მთრთომარე ახლართულ თითებში
-ხელს არ გამიშვებ?-ჰკითხა ანამ ყალბი ღიმილით და როცა ალექსანდრემ ინსტიქტურად თითები გაშალა ანამ მაშინვე ცივად უკან დაიხია, კაბა ჩაიცვა და უემოციო სახით გავიდა რომ საქმროს შეეფასებინა
-კარგი ამომწონს ესეც მოისინჯე-ალექსანდრემ აღფრთოვანება ვერ დამალა როცა ანა თერთ კაბაში გამოწყობილი დაინახა თუმცა გოგონას მაჟავე სიხემ განწყობა მაშინვ გაუფუჭა, ამიტომ უკმაყოფილო სახით, ხელში მეორე კაბა შეაჩეჩა და ანამ ზიზღით და უალეწილი სახით რომ შეხედა თვალები დაუბრიალა გაავებულმა ბიჭმა -მიდი-მეთქი-უბრძანა და მოთმინება დაკარგული დაელოდა მის გასვლას, ანამ მეორე კაბაც ჩაიცვა და გავიდა, ალექსი ამჯერადაც კმაყოფილი დარჩა და მესამე კაბა რომ შეაჩეჩა ხელებში ანამ ხმამაღლა თქვა
-საკმარისია დავიღლე, მომბეზრდა-გასახდელში შევიდა და გაიხადა ოცნების კაბა , კონსულტანტი გოგონები გაოცებულები მიაჩერდნენ როცა ბასახდელიდან გავიდა
-რომელი მოგეწონა საყვარელო?-ალექსამდრემ მოულოდნელად ისევ მის თითებში ახლართა ცივი თითები, ანამ მის ხელს დახედა და ზიზღით შეხედა
-ორივე ძალიან ლამაზია-გაუღიმა ყალბად- შენ რომელსაც გინდა იმას ჩავიცვამ ჩვენს ქორწილში-უთხრ აშკარა ირონიით
-ორივე გამოგვიგზავნეთ-უთხრა ჯერ კიდევ დსბნეულ გოგონებს
-რა მზრუნველი ხარ-გაუღიმა ანა გაბრაზებულ ბიჭს და მკლავზე ხელი მოუჭირა უხეშად -ძალიან გამიმართლა-ალექსანდრეს სახე მოენგრა გოგონას ამ სიტყვებზე



№1  offline მოდერი ნეაკო

მეტის წერა ვერც ახლა მოვახერხე :( მადლობა რომ კითხულობთ და მიზიარებთ თქვენს აზრს ❤❤❤❤❤❤❤❤ მიყვარხართ

 


№2 სტუმარი სტუმარი ელა

ნეაკო კარგი იყო დილიდანვე კარგ ხასიათზე დავდექი ❤❤❤იმედია ანა ალექსანდრეს არ გაყვევა ცოლად და მანამდე გაიგებს სიმართლეს.ველოდები შემდეგ თავს.

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

იცი რა შევამჩნიე? :D შენი ისტორიების მამაკაცებს ძალიან, ზედმეტად უყვართ დომინანტობა. თან ამას ისე აგრესიულად და მკვეთრად გამოხატავენ, რომ მაგიტომაც ვერ ეწყობა ხოლმე ხშირად ურთიერთობები, ისტორიებში ვამბობ. მაგრამ ცუდი გაგებით არაფერი არ მითქვამს. უბრალოდ ამ თავში ზედმეტად დავაკვირდი სიტუაციას. ალექსანდრეზე აზრი არ მეცვლება, იგივე ფსიქოპატი რჩება. ერთ წამს ეუბნება მიყვარხარო, მეორე წამს ხელს უჭერს ისე, რომ ლამის მოსწყდეს. ანა კი მეცოდება, მაგრამ ვფიქრობ ტაქტიკა უნდა შეცვალოს. იმას ვგულისხმობ, რომ ,,ყველაფერზე უნდა დეთანხმოს" ალექსანდრეს, ნუ ითამაშოს იქამდე მაინც სანამ რაღაც დონეზე თორნიკე არ გამოიძიებს საქმეს. მგონია მერე თვითონ გახდება ,,უფროსი" და ალექსიც დროის გასვლის შემდეგ დაემორჩილება. მართალია რთული იქნება ეგეთი რაღაც, ითამაშო მოსიყვარულე ადამიანის როლი იმასთან, ვინც სიცოცხლეზე მეტად გეზიზღება, მაგრამ ეს ჩემი აზრია. სხვათაშორის ეს იდეა ბოლო აბზაცის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.❤❤❤ წარმატებები!❤❤❤
P.S ამ ბოლო დროს წესიერად ვერ ,,გამოვთქვამ" საკუთარ აზრებს, შეხედულებებს. არადა სულ სხვანაირად ვფიქრობ და სხვანაირად ვწერ :(

 


№4 სტუმარი სტუმარი nazi

საინტერესო თავი იყო როგორც ყოველთვის ასე გაგძელე ველოდები შემდეგ თავს მადლობა ❤❤❤

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელა
ნეაკო კარგი იყო დილიდანვე კარგ ხასიათზე დავდექი ❤❤❤იმედია ანა ალექსანდრეს არ გაყვევა ცოლად და მანამდე გაიგებს სიმართლეს.ველოდები შემდეგ თავს.

მიხარია რომ მოგწონ ეს ისტორის, მალე ყველაფერი გაირკვევა ❤❤❤❤მადლობა რომ ყოველ ჯერზე მეხმიანები

სტუმარი nazi
საინტერესო თავი იყო როგორც ყოველთვის ასე გაგძელე ველოდები შემდეგ თავს მადლობა ❤❤❤

მიხარია რომ მოგეწონ❤❤❤❤მადლობა რომ მეხმიანები ხოლმე

სტუმარი თიკო
იცი რა შევამჩნიე? :D შენი ისტორიების მამაკაცებს ძალიან, ზედმეტად უყვართ დომინანტობა. თან ამას ისე აგრესიულად და მკვეთრად გამოხატავენ, რომ მაგიტომაც ვერ ეწყობა ხოლმე ხშირად ურთიერთობები, ისტორიებში ვამბობ. მაგრამ ცუდი გაგებით არაფერი არ მითქვამს. უბრალოდ ამ თავში ზედმეტად დავაკვირდი სიტუაციას. ალექსანდრეზე აზრი არ მეცვლება, იგივე ფსიქოპატი რჩება. ერთ წამს ეუბნება მიყვარხარო, მეორე წამს ხელს უჭერს ისე, რომ ლამის მოსწყდეს. ანა კი მეცოდება, მაგრამ ვფიქრობ ტაქტიკა უნდა შეცვალოს. იმას ვგულისხმობ, რომ ,,ყველაფერზე უნდა დეთანხმოს" ალექსანდრეს, ნუ ითამაშოს იქამდე მაინც სანამ რაღაც დონეზე თორნიკე არ გამოიძიებს საქმეს. მგონია მერე თვითონ გახდება ,,უფროსი" და ალექსიც დროის გასვლის შემდეგ დაემორჩილება. მართალია რთული იქნება ეგეთი რაღაც, ითამაშო მოსიყვარულე ადამიანის როლი იმასთან, ვინც სიცოცხლეზე მეტად გეზიზღება, მაგრამ ეს ჩემი აზრია. სხვათაშორის ეს იდეა ბოლო აბზაცის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.❤❤❤ წარმატებები!❤❤❤
P.S ამ ბოლო დროს წესიერად ვერ ,,გამოვთქვამ" საკუთარ აზრებს, შეხედულებებს. არადა სულ სხვანაირად ვფიქრობ და სხვანაირად ვწერ :(

არა სრულიად სწორად გადმომეცი შენი აზრი, მაგრამ ასე ძალიან არ ჩავხლართავ სიტუაციას, თუმცა რაღაც მომენტებში ანა იძულებული იანება რომ ითამაშოს და ისე მოაჩვენოს თავი თითქოს შეეგუა ამ სიტუაციას.
შემდეგი თავიდან თორნიკე აქტიურად გამოჩნდება❤❤❤❤მალობა რომ გამიზიარე შენი აზრი და ემოციები, მიხარია რომ ყოველ ჯერზე მეხმიანები❤❤❤❤
რაც შეეხება ჩემი სიტორიების პარსონაჟ დომინანტ მამაკაცებს-ასე განზრახ არ ვწერ...უბრალოდ ასე მოდის თავში აზრები და ასე ლაგდება ...მე სრულებით არ მომწონს ის ფაქტი რომ კაცი ქალს აიძულებს ისე გააკეთოს რაც მას სურს, მითუმეტეს ძალდატანებით... უბრალოდ სხვაგვარდა ვერ წერ... ასეთი იდეები ჩემს გონებაში ❤❤❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი Tekla

Მომეწონა კარგი თავი იყო ნიაკო მაგრამ ჩემი აზრი იცი უკვე და ცოტა გულის წყვეტა მაქვს ხმამაღლა აღარ ვიტყვი რატომ მაგრამ იმედი მაქვს ვეკო ან თორნიკე ისეთ რამეს ჩაიდენს რომ ალექსი გადაშალინ გონებიდან თუმცა მინდა ალექსიც Კეთილი გახდეს მუხვდეს მის შეცდომებს და არდარჩეს გულნატკენი ❤❤❤❤

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Tekla
Მომეწონა კარგი თავი იყო ნიაკო მაგრამ ჩემი აზრი იცი უკვე და ცოტა გულის წყვეტა მაქვს ხმამაღლა აღარ ვიტყვი რატომ მაგრამ იმედი მაქვს ვეკო ან თორნიკე ისეთ რამეს ჩაიდენს რომ ალექსი გადაშალინ გონებიდან თუმცა მინდა ალექსიც Კეთილი გახდეს მუხვდეს მის შეცდომებს და არდარჩეს გულნატკენი ❤❤❤❤

ძალიან მიხარია რომ ასე გულშემატკივრობ პაერსონაჟს,რომელიც გამოკვეთილად უარყოფითია❤❤❤ ეს ფაქტი ასე ძალიან იმიტომ მიხარია რომ ესე იგი ვახერხებ სწორად მოვიტანო შენამდე ის ემოციები და განცდები რაც ამ პერსონაჟით მინდა გადმოგცეთ მკითხველს❤❤❤
მართლა მიხარია ასეთ გულწრფელ კომენტარებს რომ ვკითხულობ ხოლმე, ეს ნიშნავს რომ გარკვეულწილად საინტერესო პერსონაჟები მყავს და ყველა მათგანი თუნდაც უარყოფითი იმსახურებს სიყვარულს და სიბრალურს.
მადლობა რომ ყოველ ჯერზე მიზიარებს შენს აზრს და განცდილ ემოციებს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№8 სტუმარი k.

აქვე მითხარი ესენი დარჩებიან ერთად და გავაგრძელო კითხვა თუ არ უწერიათ ბედნიერი დასასრული და შევწყვიტო(სიცილის სმაილები) პ.ს სხვა დასასრულს ვერ ავიტან ნუ გამწირავ( აქაც სიცილის სმაილები) გულებისახ აქაიქ

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

ვერაფრით ვრრ ვხვდები ეს ფსიქოპატი მთელი 17თავი წინა პლანზე რატომაა. ანუ მეტი არც არაფერი ხდება რეალურად.
ამ წყვილის შექმნას რომ აპირებდე მაშინ გავიგებდი, ისე არა.
ბალანსს ისევ ვერ იცავ. ხო გასაგებია რომ ამ გოგოს ეზიზღება, ის ავადმყოფია.
ინტერესი მაქვს დასასრულის, განვითარების მოლოდინი არა.

 


№10  offline მოდერი ნეაკო

grafo
ვერაფრით ვრრ ვხვდები ეს ფსიქოპატი მთელი 17თავი წინა პლანზე რატომაა. ანუ მეტი არც არაფერი ხდება რეალურად.
ამ წყვილის შექმნას რომ აპირებდე მაშინ გავიგებდი, ისე არა.
ბალანსს ისევ ვერ იცავ. ხო გასაგებია რომ ამ გოგოს ეზიზღება, ის ავადმყოფია.
ინტერესი მაქვს დასასრულის, განვითარების მოლოდინი არა.

ისე დასასრული მეც მაინტერესებს :D ჯერ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი რა და როგორ.
სიუჟეტის განვითარებას რაც შეეხება მეტის წერას ვერ ვახერხებ და ამიტომ ჩანს ისე თითქოს მხოლოდ ალექსანდრეზე ვწერ. მადლობა რომ გამეხმაურე

k.
აქვე მითხარი ესენი დარჩებიან ერთად და გავაგრძელო კითხვა თუ არ უწერიათ ბედნიერი დასასრული და შევწყვიტო(სიცილის სმაილები) პ.ს სხვა დასასრულს ვერ ავიტან ნუ გამწირავ( აქაც სიცილის სმაილები) გულებისახ აქაიქ

აქვე ვერ გეტყვი ზუსტადვრა და როგორ იქნება ეგ მეც არ ვიცი :D მაგრამ კითხვა შეწყვიტო შეგიძლია რადგან ეს ორი ერთად შეუძლებელია :D :(

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

ეგ უკვე გავიგე, რომ მეტის წერას ვერ ახერხებ, მაგრამ ის რომ ალექსანდრე ჩანს სულ ეგ ვერა. იმ მოცულობაში რაც იდება, შეიძლება იმის “ჩაკვეტება” რომ სიუჟეტმა ინტერესი/მოლოდინი გააღვივოს, აქ კიდევ მონოტონურად მიდის ერთიდაიგივე ამბავი.
მთავარია ასრულებ ამ ისტორიას და როგორც გინდა ისე დაასრულე. შენ იმდენად მწარე ისტორიებს წერ, რომ ე.წ. ბედნიერი დასასრულის მოლოდინი არც მაქვს, უბრალოდ როდის და სად გაჩერდები ეგ მაინტერესებს smile .

 


№12  offline მოდერი ნეაკო

grafo
ეგ უკვე გავიგე, რომ მეტის წერას ვერ ახერხებ, მაგრამ ის რომ ალექსანდრე ჩანს სულ ეგ ვერა. იმ მოცულობაში რაც იდება, შეიძლება იმის “ჩაკვეტება” რომ სიუჟეტმა ინტერესი/მოლოდინი გააღვივოს, აქ კიდევ მონოტონურად მიდის ერთიდაიგივე ამბავი.
მთავარია ასრულებ ამ ისტორიას და როგორც გინდა ისე დაასრულე. შენ იმდენად მწარე ისტორიებს წერ, რომ ე.წ. ბედნიერი დასასრულის მოლოდინი არც მაქვს, უბრალოდ როდის და სად გაჩერდები ეგ მაინტერესებს smile .

ეგ მეც მინტერესებს :D რადგან ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს დასასრული....განსაკუთრებით კი ალექსის ბედი.
გავითვალისწინებ შენს შენიშვნას და ვეცდები შემდეგ თავში უფრო საინტერესოდ გავავითარო მოვლენები.
მადლობა რომ გამომეხმაურე

 


№13  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
როგორ მომენატრე heart_eyes
ამ ისტორიას ძალიან ეტყობა რომ ძველია. მას შემდეგ სულ სხვანაირი წერის სტილი ჩამოგიყალიბდა. მოდი დავწერ ჩემს აზრს, ოღონდ არა იმიტომ, რომ აქ მინდა რაიმე ცვლილების ნახვა, არამედ იმიტომ რომ სამომავლოდ დაიწეროს ისეთი, როგორიც "იძულებითი ქორწინების" ავტორს ეკადრება.
"ჩემი სასჯელი ხარ" შენი ბოლოდროინდელი ისტორიებისგან განსხვავდება იმით რომ ფაქტიურად საერთო არ აქვს რეალობასთან. შენს ისტორიებში პირადად მე ძალიან ვაფასებ, ცხოვრებისეულ სიუჟეტებს. წერ ისეთ ამბებზე და ისეთ პერსონაჟებზე რომელიც თითოეული ჩვენთაგანის რეალობაა, ყურადღებას ამახვილებ ისეთ დეტალებზე, რომელიც ძალიან ამრავალფეროვნებს და ხიბლს ძენს ამ ისტორიებს. ვერავინ იტყვის შენს ბოლოდროინდელ პერსონაჟებზე, რომ მის გარშემო თუ არა სადღაც გაგონილი მაინც არ აქვს მსგავს ადამიანებზე.
რაც შეეხება, "ჩემი სასჯელი ხარ"-ს, სამწუხაროდ არც ალექსანდრე მერეალურება და არც ის მოვლენები რაც ამ ისტორიაში განვითარდა.
ელისის კომენტარი ვნახე და ძალიან კარგი რჩევა მოგცა. ასეთი დიდი დოზით როცა გყავს პერსონაჟი წინ წამოწეული, როგორიც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ჰქონდეს დაშავებული, მკითხველი უკვე მისი თვალით იწყებს ყურებას და მასვე ბალეშიკობს. ალექსანდრე ჩანს აქ ყველაზე დიდი დოზით და მე რატომ უნდა ვიფიქრო ძალით თორნიკეზე? ხომ ბუნებრივია, რომ ეს "ანგელოზი" თორნიკე სულ მიმავიწყდება და ალექსანდრეს გარშემო დამაინტერესებს ყველაფერი.
მე დარწმუნებული ვარ რომ მომავალი ისტორია არანაკლებ საინტერესო იქნება "იძულებით ქორწინებაზე". ეს მოთხრობა უბრალოდ ძველია და ძველი შინაარსი გაქვს გაგრძელებული ინერციით, თან იწერება დაკვეთით და არა შენი სურვილით. ასე რომ აუცილებლად დაველოდები და სიამოვნებით წავიკითხავ ახალ ისტორიას.

ძალიან გამახარა შენმა გამოჩენამ❤❤❤❤
რაც შეეხება ამ ისტორიას, რამდენჯერმე შევწყვიტე მისი წერა, სწორედ იმიტომ რომ ძალიან ადრინდელია, სიუჟეტი განსხვავებულია და შესაბამისად, უკვე ამ გადმოსახედიდან მიჭირდა იქ, იმ სიტუაციაში დაბრუნება და ისტორიის აწყობა და გავითარება, თუმცა არაერთხელ შემხვდა მკითხველის კომენტარი რომ სურდათ ენახათ გაგრძელება და დასასრული, ამიტომ დავუბრუნდი მუკვე სამეთ და საბოლოოოდ, რომ ახალი ისტორიების წერისას არ მქონდეს განცდა რომ ამ ისტორიის მკითხველი უყურადღებოდ დავტოვე....
რაც შეეხება არარეალურობას , აქ ისე მაქვს დაწყობილი სიტუაცია რომ სხვაგვარად ვეღარ წავიყვან ისტორიას და შესაბამისად იგივენაირად მიწევს გაგრძელება.
ელისის და შენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ სამომავლოდ, უბრალოდ მართლა არ ქონდა მოლოდინი რომ ალექსანდრე დადებით ემოციებს გამოიწვევდა ( ახლა შეიძლება ისიც დამაბრალონ რომ უხეშობა მომწნოს და აგრესიას და ძალადობას ვამართლებ, მაგრამ ალექსისი პერსონაჟით პირიქით ვცდილობ ეს მანკიერება გადმოვცე)...
ნუ მოკლეთ....
ისე მართლა არ მეგონა რომ წაკითხვადი იქნებოდა ეს ისტორია და მითუმეტეს ამდენხნიანი პაუზის მერე, დაბრუნებაც ძაან გამიჭირდა მასში და ახლა იმაზე ვფიქრობ რა და როგორ გავავითარო...თუმცა ძალიან მიხარია რომ მაინც ინტერესი არ ცხრება ამ ისტორიის მიმართ❤❤❤❤
შემდეგი თავიდან აქცენტს თორნიკეზე გავაკეთებ აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნებს.
მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤❤ძალიან გამახარე ❤❤❤ახალი ისტორიით იქით კვირიდან დაგიბრუნდებით და იმედია მოგეწონებათ

 


№14 სტუმარი სტუმარი ელა

ნეაკო დღეს დადებ ახალ თავს?შენ როგორც მიგაჩნია და როგორც იქნება სწორი ისე დაასრულე ეს ისტორია.ამ ისტორიაში ყველა პერსონაჟი კარგია არ აქვს ვნიშნელობა მათ რა ნაირი ხასიათი და ქცება აქვს.რაც შეეხება შენ ახალ ისტორიას პირადად ჩემთვის არ აქვს რაზე იქბება ან ვიზე მე სიამოვნებით წავიკითხავ და გაგიზიარებ ჩემ აზრს.❤❤❤❤❤

 


№15  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელა
ნეაკო დღეს დადებ ახალ თავს?შენ როგორც მიგაჩნია და როგორც იქნება სწორი ისე დაასრულე ეს ისტორია.ამ ისტორიაში ყველა პერსონაჟი კარგია არ აქვს ვნიშნელობა მათ რა ნაირი ხასიათი და ქცება აქვს.რაც შეეხება შენ ახალ ისტორიას პირადად ჩემთვის არ აქვს რაზე იქბება ან ვიზე მე სიამოვნებით წავიკითხავ და გაგიზიარებ ჩემ აზრს.❤❤❤❤❤

ძალიან მიხარია რომ ჩემს მკითხველთა შორის აღმოჩნდი და ყოველ ჯერზე მიაზირებ შენს აზრს და ემოციებს❤❤❤❤❤ყოველთვის მოუთმენლად დაველოდბი შენს შეფასებებს ❤❤❤❤მადლობა კიდევ ერთხელ

ისტორიი ახალ თავს სავარაუდოდ დღეს ვერ დავდებ :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent