შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმაურიანი სიჩუმე (სრულად)


1-05-2021, 01:55
ავტორი Katerina.
ნანახია 20 298

ხმაურიანი სიჩუმე

მეძახდნენ,
და ჩემს უკუნეთივით უსასრულო სიჩუმეს
მათი არეული ხმები ედებოდა ექოდ.

პროლოგი

- მირა!
ამღვრეულად ჩურჩულებს ხმა და წამის მეასედში გოგონას ირგვლივ კვლავ მდუმარება ისადგურებს. მოულოდნელობისგან შეცბუნებული თავს წიგნიდან იღებს და ხმის შესაძლო პატრონს აჩერდება,  თუმცა მამა ტელევიზორის ყურებითაა.. გართული. ოთახში მათ გარდა არავინაა. ყურებზე თითებს იტარებს დასარწმუნებლად, რომ სმენის აპარატები ნამდვილად მოხსნილი აქვს. ასეცაა. მოწყობილობა ყუთში დევს, გოგონას წინ, წიგნების გვერდით.
    წარბებშეჭმუხნული ნერვიულად კუმშავს ტუჩებს, გამეფებულ სიცარიელის შეგრძნებას თავს შეძლებისდაგვარად არიდებს და  სკოლის დავალებებს უბრუნდება. ცდილობს გონებიდან წამოსული ის წუილი ჩაიხშოს, რომლის გზაც საკუთარ ყურებზე გადის, თუმცა ამჯერადაც იძულებულია,  მოითმინოს მრავალი წლის წყალობით უკვე ნაცნობი, თუმც ამჯერადაც გონების ამრევი წვრილი ნოტები, გოგონას სმენის ორგანოს მთელი უჯრედები რომ მოუცვიათ.
- მირა!-ბოხი ხმა შიშველ ყურთან ჰაერს კვეთს. ბგერები იმდენად განურჩეველია, ხვდება, სინამდვილეში არავინ უხმობს.
     ხმა წარმოსახვებს ეკუთვნით.
     ღრმად სუნთქავს.
     თავს უფლებას აძლევს ცოტა ხნით სრულ წყვდიადს შეერწყას.
     სიბნელესა და სიჩუმეს.
     გულის ძგერას არეგულირებს.
     მერე თვალებს ახელს.
     აპარატები კვლავ მის წინ მაგიდაზე დევს, შავ პატარა ყუთში.
       მამა ისევ ინტერესით უყურებს გადაცემას, რომლის ხმამაღალი ნოტები, მანძილის სიმცირისდამიუხედავად გოგონამდე ვერ აღწევენ.
       მერე თითქოს შორიდან ჩაესმის ჩუმი ხმაური:  ბუჰ... ბუჰ...
       უკმაყოფილო მზერით იყურება შემოსასვლელი კარისკენ მამა. მისი ტუჩების მოძრაობა უჩვენებს როგორ ამბობს:- ოხ, ძაღლებო!-ო- და  თავს აქნევს.
      ეცინება. რწმუნდება: არავინ ეძახის.
აპარატები რომ ეკეთოს ვეღარც ტელევიზორის ხმიდან აიწყობა ქაოსური, გაურჩეველი სიტყვები და ვერც ძაღლის მოგუდული ყეფიდან.
      კვლავ წიგნებს უბრუნდება.
      შეჩვევის მიუხედავად არ შეუძლიას ელოდოს მომენტებს, როცა გონების წიაღში მიჩქმალულთა მიერ წარმოთქმული საკუთარი სახელი თავისივე გონების კედლებს ექოდ მოედება; წამში მოაბრუნებენ ძილისკენ მიმავალ გზიდან და თვალებს გაახელინებენ; მერე  საძინებელს შეავლებს ბუნდოვან მზერას და მობეზრებული  ჩუმი ოხვრით ჩარგავს თავს ბალიშებში ; გაიაზრებს სმენის სიმცირის რეალობას და თვალების ძლიერი დახუჭვით ყელიდან ამოხეთქილ კივილის ბგერებს ჩაახშობს...
- მირა!- უხმობენ და სიზმრის საუფლოში ითრევენ, იქ სადაც ყველაფრისგან თავისუფლდება.
     რეალობაში მაშინ ბობოქრდებიან წარმოსახვები,  როცა მირას სიჩუმეში დაიგულებენ...
     სიჩუმეში, სადაც მხოლოდ მაღალი ბგერებით მიაწვდენენ ადამიანები ხმას.
     ხანდახან ჰგონია გიჟდება.

             *    *    *

      ფიქრი ვნებაა შინაგანი. ფიქრი სუნთქვაა სულისა. გრძნობის ფსკერი და განცდის სათავეა.

      მირამ ჰორიზონტს თვალი მოაშორა და მდინარეს მიაპყრო მზერა. მისი თეთრი, ნაზი თითები ძველებურ, გამოუყენებელ რუსულ მონეტას უგულოდ ათამაშებდნენ.
    გაზაფხულის მიწურული იდგა. სიცხის ალში გახვეულ ქალაქს, მტვრისგან ბუღი ასდიოდა და თითქმის აუტანელს ხდიდა ყოფას. მოახლოებულიყო მწველი ზაფხული, ამის მიუხედავად ქუჩებში ჭიანჭველებივით ირეოდა ხალხი.
ჭუჭყისგან და ნაგავისგან რუხად შეფერილი მდინარე კვლავ ხმაურით მიედინებოდა თავის კალაპოტში.  უწმინდურს ჰგავდა მტკვარი. ვინმეს მის სიღრმეში ჩახედვის ფიქრიც კი ისე შეაშინებდა, შეაშფოთებდა და შებოჭავდა, შეიძლება ადამიანს უმიზეზოდ მიეძღვნა მისთვის საკუთარი სხეული. მაგრამ მირას ფიქრები სულაც არ იყო მტკვრის გარშემო ბრუნვადი.
   გოგონას, საკუთარი სმენის კიდევ ერთი არარსებული შანსის დაკარგვა აშფოთებდა.
     წუთის წინ კრიალა ცის ცენტრში მდებარე მზეს ქურდებივით ეპარებოდნენ ავდრის ღრუბლები.
    გაფანტული გონების წყალობით მირას თითებიდან უნებურად დაუცურდა მონეტა, ცხელი ჰაერის მცირე მანძილი გააპო, ოხშივარასულ მიწაზე გაგორდა და მტკვარში იჩინა ადგილი. გოგონამ შეწუხების ნიშნად კვლავ შეკრა კოპები, ცარიელ თითები მოკუმშა და ცას ახედა. მოქუფრული "ქუდი" წვიმის წარმოგზავნას იუწყებოდა. გრილმა ნიავმაც იჩინა თავი და  სარაფნის ბოლოების შერხევის ფონზე, პარკში ჩამწკრივებულ ხეთა ფოთლებსაც მიუალერსა.
    მირამ ჩანთიდან მომცრო, შავი ყუთი ამოიღო, გახსნა და პატარა, ორ თითქმის იდენტურ, თავისი ფერის, მუქ წაბლისფერ მოწყობილობებს დახედა. ძვლებში გამჯდარი ინსტიქტის წყალობით ორივე აპარატი უშეცდომოდ, პროფესიონალური სიზუსტით მოითავსა ყურებზე და ჩართო.
     ჩუმი ხმაურიდან "გამოღწევა" ცოტა არ იყოს ეხამუშა.
როცა ალღო აუღო ახმაურებულ ქალაქს, გოგონამ სმენის აპარატებს ერთი დონით აუწია. ტკივილისმომგვრელმა, დიდმა, სუფთა ხმებმა ფიქრები წამიერად ჩაუხშეს. თვალები დახუჭა და რამდენიმე წამიანი ინტერვალით გარემოებას შეეგუა. ღრმად ჩაისუნთქა მომლოდინე არომატული წვიმის სურნელი, რომელიც გაჟღენთილი იყო სინათლით, ბედნიერებითა და ინტერესით. სკვერის სკამიდან წამომდგარმა თვალი შეავლო მომავალ ავტობუსს და გაჩერებასთან დაელოდა, როდის დაცარიელდებოდა ჩამომავალი მგზავრებისგან ტრანსპორტი. მერე ავტობუსში ასულმა და მყუდროდ მოკალათებულმა, მის გარშემო მიბნეულ ხმებს არცთუ ინტერესით დაუგდო ყური.
     იმავე წუთს მტკვრის ბინძურ წყალს ცის სიწმინდე შეერწყა.
  
*     *    *
    
     წვიმაგამოვლილი პეიზაჟის თვალიერებას თარაშმა თავი ანება და ცივი მზერა თითებს შორის არსებულ ანთებულ მოსაწევზე გადაიტანა. მქრალი კვამლი ასდიოდა სიგარეტს. ერთდროულად მძიმე ნესტი და თბილი სეზონის მახასიათებელი ტემპერატურა ცოტაარიყოს უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებდა. ბიჭმა ამოიხვნეშა და მაგიდაზე მკლავებით დაყრდნობილმა ხელებში ჩარგო თავი.
- მოკლედ ერთი გოგონაა... და მან რაღაც იცის- თარაშისთვის არასასიამოვნოდ ბუტბუტებდა წინ მჯდომის ხმა.
- რა იცის?!- დასვა კითხვა. ცხადი იყო ვინაობას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.
- ნარკოტიკის გასაღების შესახებ, მან...
-რატომ იცის?!- შეაწყვეტინა საუბარი და ანთებული, საოცრად ღია თვალებით გახედა ნიკას.
- მოისმინა...
- მერე ბიჭო საჭორაოდ გაქვთ საქმე?!- გამოსცრა კბილებში დაძაბულმა და ხელი კეფაზე ნერვიულად მოისვა.  წინ გადაწეულმა ნერვები მოთოკა, მიდამოს გახედა და მიხვდა, ჩხუბის ადგილი არ იყო. ღია კაფეში მათგან მოშორებით, მაგრამ ადგილები  შევსებულიყო.
- და როდის მოხდა ეს ყველაფერი?
- წუხელის.
- მეხუმრები ხო?!- მძვინვარებით გაეჟღენთა ხმა თარაშს.
-  ჩვენ ვერ გავეკიდებოდით, ამის შესაძლებლობა არ იყო. ესეც ეგრევე ხალხს შეერია, რა გვექნა ავდევნებოდით და ცალკე მაგაზე შეგვქმნოდა პრობლემები? - შუბლშეკრული დააჩერდა თარაშს ნიკა.
   იგი ბეჭებში გასწორდა და სკამის საზურგეს მიყრდნობილმა მოჭუტული თვალებით ღრუბლებს შორის, საუცხოო სინელით მოსეირნე მზეს შეხედა.
- აქ მის შესახებაა ყველაფერი. -ლურჯი თხელი ფაილი გაუწოდა.
    თარაშმა სიგარეტმოქცეული გრძელი თითებით მსწრაფლად გადაშალა ფურცელი. პირველივე გოგონას ფოტო მოხვდა თვალში. დიდი თვალები, მუქი ყავისფერი ირისები ფოტოდანაც კი ასხივებდნენ რაღაც უხილავ ემოციებს. იღიმიდა გოგონა.
-თან გოგო!... თან თექვსმეტის?!- თარაშის თვალები აელვარდნენ.
- ის, უბრალოდ... ძმაო, ჯერ კიდევ ბავშვია, და ვერ ვხვდები რამდენად უნდა წარმოადგენდეს პრობლემას ჩვენთვის...- მორიდებით შეხედა ნიკამ თარაშს.
- ჯერ კიდევ ბავშვი ჰო? ესიგი ბავშვის მოკვლაზეა საუბარი?!- გამოსცრა კბილებში.
- მოკვლა აუცილებელი არცაა, უბრლალოდ ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ ის არავისთან არაფერს იტყვის... დავითის დავალებაა-დაამატა ბოლოს.
- შენი აზრით აქამდე პოლიცია რომ არ მოგადგა სახლში, ხომ ნიშნავს იმას რომ მან ჯერ არაფერი თქვა? მომავალში ამ საიდუმლოს გამხელა რაში დასჭირდება გამაგებინე?!-ჩურჩულებდა თარაში. იგი აღარ ეწეოდა. ვერც შეამჩნია ისე მოისროლა  სიგარეტი საფერფლეში.
- სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ეს ყველაზე კარგად შენ იცი- მიუგო ნიკამ და თვალი  კაფის შესასვლს გაუსწორა.
-რის საფუძველზე ადანაშაულებ?
- ყველამ დაინახა როგორი გაფართოებული თვალებით იყურებოდა და მერე გააზრება ვერც მოვასწარით ისე გაიქცა- აუხსნა ბიჭმა.
    თარაში წინ გადაიხარა.
- რას ლაპარაკობდით სანამ მიხვდებოდით რომ გისმენდათ?- ჩურჩულით, მაგრამ საკმაოდ მკაცრი ტონით დასვა შეკითხვა და თავით მასზე ანიშნა თვალებში მომზირალს.
    ნიკამ ამოიოხრა და თარაშის ზურგსუკან სივრცეს გაუსწორა თვალი.
   ცოტახნის შემდეგ კი მოკლედ თქვა: თავანსა და ნარკოტიკების გასაღებაზე.
    თარაშმა შუბლი შეკრა, მაგრამ მიხვდა, მეტს ვეღარ დააცდევინებდა ბიჭს.
კაფეს თვალი ზერელედ მოავლო.
- ალბათ მთელი ბანდა ამ გოგოდ არ უნდა გიღირდეს ხო?- ორაზროვნად ჰკითხა ნიკამ მას, როგორც კი თარაშის გამომეტყველებაში ეჭვი ამოიკითხა.
   ბიჭმა თავი ჩახარა, რათა მოწოლილი მღელვარება და ბრაზი როგორმე დაემალა. კიდევ ერთხელ ჩახედა გოგონას დოსიეს.
"მირა" "მირა" "მირა"
ის ერთი უბრალო გოგონა იყო, ერთი უბრალო ცხოვრებით.
უღირდა კი?
    ბიჭმა ამოიოხრა.
    მაინც რა არის ვალდებულება?
    მისმა სიცივეგანუკურნებელმა თვალებმა უსიტყვოდ განუცხადეს ნიკას თანხმობა.

*    *     *

   საოცრად ღია ნაცრისფერი თვალები, უცხოსთვის ბუნებრივად და უემოციოდ ათვალიერებდნენ წინ მდგომ გოგონას. არავინ იცოდა რაოდენ შეფარული და დაჟინებული იყო მზერა. თუმცა მირა გრძნობდა ამ ჟინისგან ახურებულ ზურგს და სუნთქვა ეკვროდა. სალაროს ფანჯრის ანარეკლიდან ზურგსუკან შეამჩნია  რა მისკენ მომზირალი სიცივე, მუხლებში სისუსტე იგრძნო.
რადგან თვალები იყვნენ ისეთნი, თითქოს ათასი ვერნაგემნი სიცოცხლე მოსწყურვოდათ. მშივრებს და თითქმის გამჭვირვალეებს შეეგრძნოთ რა უემოციოობა, შეესისხლხორცებინათ კიდეც.
მირამ მოლარეს ბარათი გაუწოდა და მოუთმენლად დაელოდა ნივთის უკან დაბრუნებას. ძლივსშესამჩნევად აკანკალებული ხელი ცოტა ხნით მოსაცმლის ქვეშ შემალა, და შეეცადა ორიოდე ნაბიჯში მდგარი ბიჭისგან რამენაირად მიმალულიყო. თუმცა ამაოდ. თეატრის სალაროსთან ბევრი  როდი იცდიდა.
   მოლარემ გოგონას ბარათი პერფომანსის ბილეთითურთ გადასცა და დაემშვიდობა. აკანკალებული თითებით ძლივს შეძლო მათი ჩანთაში მოთავსება და იქაურობას გაეცალა. უკან მოხედვის მცდელობამ შეაშფოთა, ამიტომ ჩქარი ნაბიჯით გაუჩინარდა დარბაზში.
    თარაში გოგონას ფეხდაფეხ მიჰყვა. ბილეთში მითითებულ ადგილის წაკითხვაზე, ტუჩის კუთხეში კმაყოფილებისგან მსუბუქად შეუთრთოლდა და მზერა სინათლისგან გაჩახჩახებულ დარბაზს მოავლო. მალევე იპოვა ობიექტი და დარბაზის ჩაბნელების ფონზე მისკენ დაიძრა. მირას უკან შეუმჩნევლად  მოთავსებულმა თარაშმა კეპი მოიხადა და სკამის კიდეზე გადახრილ გოგონას გრძელ თმაზე უნებურად მზერა გაუშეშდა. გონზე მქუხარე აპლოდისმენტებმა მოიყვანა. პერფომანსი იწყებოდა. ბიჭი სკამზე გასწორდა და შეფარული ყურადღების მზერა მიაპყრო სცენას.

*    *    *
      მაშინაც მკაცრი სიცივით უმზერდა, როდესაც მეგობრებთან ერთად მოკისკისეს ხედავდა. მაშინაც, როდესაც სკოლის ფანჯრიდან ნაზი წვიმის მოდარეჯეს უთვალთვალებდა, და მაშინაც, როდესაც გოგონა პატარა მიზეზით, დიდ, უკიდეგანო სიხარულს ასხივებდა. მირას ყოფა, რომელიც უნებურად გაეთავისებინა, გაუაზრებლად აშფოთებდა. მის ყოველ მოძრაობას, მიმიკასა და საქციელს თარაშის დაკვირვებული მზერა არ სცილდებოდა. ყოველი სახლიდან გამოსვლისას ადევნებული ბიჭი აჩრდილივით მიჰყვებოდა ყველგან. თითქოსდა მფარველი ანგელოზის მიღმა სინამდვილეში არავინ იცის რა საფრთხე იმალება-ფიქრობდა თარაში და ირონიანარევი სიმწრის ღიმილი უპობდა ბაგეს.

*   *   *
- სამი დღეა სანგანი იმ გოგოს უთვალთვალებს, ჯერჯერობით საეჭვო არაფერია. ნეტავ მიხვდებოდეთ რა შარში გაგვხვიეთ- დანანებით გააქნია თავი კაცმა და დიდ ოთახში კვადრატული მაგიდის გარშემო მჯდარ ბიჭებს საყვედურნარევი მზერა მოავლო.
- ნუ ღელავ დავით, ჩვენი თარაში ყველაფერს მიხედავს- თვალთმაქცურად მიუგო ნიკამ და ორაზროვანი მზერით გახედა ცივ თვალებში სიბრაზეჩამდგარ თარაშს.
- შენ ალბათ ვერ იაზრებ ჩვენ მდგომარეობას!- მიმართა ფეხზე ამდგარმა დავითმა.- ჩვენ თუ პოლიციამ დაგვიჭირა, ზემოთ საფრთხე შეექმნებათ, ბოლოს კი ისევ ჩვენ ჩავისვრებით. ჰოდა სანამ მეც დამიმატია თვქნთვის ყელის გამოღადვრა, ეგ სი*ი თავები გაანძრიეთ და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცავით!- ყვირილზე გადავიდა კაცი.- როგორ მოახერხა ერთმა ლაწირაკმა ამხელა ან ამდენი ბიჭებისგან გაქცევა?! და ესეც რომ არ იყოს გამბედაობა გყოფნით და თვალებში უტიფრად მიყურებთ?! - კაცი მაგიდას ხელისგულებით დაეყრდნო და შედარებით დამშვიდებულმა გამოსცრა კბილებში- ილოცეთ იმ გოგომ არაფერი იცოდეს, თორემ ჩათვალეთ თქვენი საქმე წასულია!- გაცეცხლებული მზერა ბოლოჯერ მოავლო თხუთმეტიოდე ბიჭს და ოთახიდან გავარდა. კარი ხმაურით დახურა. მდუმარედ დარჩენილებს თარაში გამოეყო. ადგა და დავითის კვალს მიჰყვა. ეჭვნარევი მზერა გააყოლა ნიკამ მას.
    კაბინეტში შესულ თარაშს დავითი სავარძელზე წამოწოლილი დახვდა. კაცს თვალები დაეხუჭა და ღრმა ჩასუნთქვებით აშკარა ხდებოდა თავის დამშვიდებას როგორ ცდილობდა.
- დაჯექი- შემოსვლისთანავე თვალგაუხელად უთხრა თარაშს. ბიჭი დავითის პირდაპირ სკამში მძიმედ ჩაეშვა.
- გოგოზე რა გაარკვიე?
თარაშმა ამოიოხრა და ჩვეული სიცივით უპასუხა:
- ცხოვრობს როგორც ერთი ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანი, არავინ საეჭვოსთან არ შემინიშნავს.
- ეგ საქმე ასე არ გამოვა სანგანო!- დივანზე წამოჯდა დავითი და ხმას დაუწია- იმ გოგოს უნდა დაუახლოვდე, ყველა დეტალი უნდა გაარკვიო!
- როგორ? ამას საკმაო დრო დასჭირდება, ჩვენ კი დრო არ გვაქვს! საქონელი კვირის ბოლოსთვის უნდა ჩავაბაროთ...
- ჰოდა შეეცადე ამ დროის განმავლობაში რამე გაარკვიო, არ მინდა გატანისას პოლიცია დაგვადგეს თავზე- ჩაიბურტყუნა ბოლო სიტყვები დავითმა. თარაშმა თავზე ხელი ნერვიულად, ხვნეშით გადაისვა.
- ვიცი, დაუშვებელია მი... მას ძალით გამოვკითხო თუ რა გაიგონა იმ ღამეს.- რატომღაც გოგონას სახელი ვეღარ ამოთქვა- და თუ რამე საეჭვოს შევამჩნევ მაშინ?- ჩაეკითხა დავითს.
- მაშინ უნდა წამოვიყვანოთ- ხელები გაშალა და ისე თქვა, თითქოს გაუგონარ კითხვას სვამდა.
- გასაგებია.- ფეხზე წამოდგა თარაში. კარი უნდა გაეღო, როდესაც უცებ შეჩერდა და დავითს ინტერესიანი მზერა მიაპყრო.
- მაინც და მაინც მე რატომ მომეცი ეს საქმე?-ცივი იყო მისი ხმა და თვალები.
სიგარეტის ანთებით დაკავებულმა კაცმა გვერდულად ახედა.
- შენს გარდა იმ გოგოს ვერავის ვანდობდი- ორაზროვნად უპასუხა- ჯერ კიდევ შემრჩენია ადამიანობა.- თვალი ჩაუკრა და სიგარეტი მოქაჩა.
   თარაშმა უსიტყვოდ გააღო კარი და ბინძურ, ძველ დერეფანში გავიდა.
- ნეტავ მე თუ შემრჩა ადამიანობა?- გაიფიქრა გონებაში სიმწრის ღიმილით და კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა.
      
     დაელოდა. სადარბაზოდან გასულ გოგონას თვალი გააყოლა, ბოლო ნაფაზი დაარტყა სიგარეტს, ქვაფენილზე მოისროლა  და მიმავალს შორიახლო, ნელი ნაბიჯით აედევნა. გრილი მსუბუქი ნიავი ნაზად არხევდა მირას გაშლილ წაბლისფერ თმას, მზის სხივებზე მუქ შინდისფრად რომ ბრწყინავდა და თარაშს სანახაობამ წამით სუნთქვა შეუკრა. უემოციო, მძიმე ნაბიჯებით მიჰყვებოდა ათიოდე მეტრის დაშორებით და გაჩერებასთან დამდგარს, შორს დაუდარაჯდა, ისე რომ  მირას არ შეემჩნია. ავტობუსში ასულს თან აჰყვა და მის გვერდით სკამზე მძიმედ დაეშვა. მირამ წამიერად გამოხედა უნდობელი, უცხოს  მზერით და ფანჯარაში დაიწყო ყურება. უცნაურად შეტოკებული გული ღრმა სუნთქვით დაიმშვიდა გოგონამ და მზისგან სინათლემოფენილ მიდამოს თვალი შეავლო. კინოს ფირივით იცვლებოდა ავტობუსის ფანჯრებში გარემოს სურათები. თარაში თვალს ვერ აცილებდა ზურგჩანთაზე დალაგებულ გოგონას ფერმკრთალ ხელებს. ვანილის სურნელი ჰქონდა მირას.
   ავტობუსი გაჩერდა. ბიჭი გონს მოეგო. ბეჭებში გასწორდა და ხელები ფეხებშორის მოიქცია.
- რომელი საათია?- ყველაზე სულელური კითხვა დასვა და წარბები შეჭმუხნა. გოგონამ ჯერ დაბნეულმა გამოხედა, მერე ოდნავშესამჩნევად დაუფლებული შიში უკუაგდო, მაჯის საათს დახედა და უპასუხა.
- თერთმეტი დაიწყო. - თავი კვლავ ფანჯრისკენ მიაბრუნა. მირას გაჩერებაზე თარაში პირველი ჩავიდა, იცოდა გოგონა თეატრში მიდიოდა, ამიტომ ეჭვის გასაქარწ....ბლად თავად გაემართა შენობისკენ. იცოდა უკან მიჰყვებოდა, და გულში ეღიმებოდა. ზებრა გადაკვეთა, აღმართს აუყვა და თეატრის დიდ ეზოში შეაბიჯა. სუნთქვაშეკრული გოგონა უკან მიჰყვებოდა. თვალი აარიდა რიგში ჩამდგარს და მის უკან აღმოჩენილმა თვალები აატრიალა. რიგი წინ წაიწია და მალე თავადაც აღმოჩნდა სალაროსთან. თუმცა სასურველ პერფომანსზე დასასწრები ბილეთისთვის ფული არ ეყო. ხვნეშით ჩააბრუნა საფულე ჩანთაში და ის ის იყო გაბრუნებას აპირებდა, გვერდით უცნობი ამოუდგა და გასასვლელი ჩაუკეტა .
- მე გადავიხდი- უემოციო მზერა მიაპყრო და მოლარეს ფული გაუწოდა.
- არა... არაა, საჭირო.- დაბნეული შეეწინააღმდეგა და ბიჭის მკაცრ გამოხედვაზე უნებურად გაჩუმდა.
- მე გადავიხდი, არანაირი პრობლემა არაა.- ცივი იყო მისი ხმა. ბილეთი გოგონას გაუწოდა. მირამ ჯერ ერთხანს უყურა თვალებში, შემდეგ შეუმჩნეველი თრთოლვით გაწვდილი ხელით გამოართვა ბილეთი.
- მადლობა- ერთი სიტყვა ძლივს თქვა, ხმა ჩაუწყდა. თეატრის დარბაზისკენ მიმავალ ბიჭს თვალი გააყოლა და მერეღა მიხვდა, რიგს აყოვნებდა. სწრაფი ნაბიჯით გაემართა დარბაზისკენ.
- გვერდიგვერდ გვიწევს- გაიფიქრა უჩვეულოდ შეწუხებულმა და თარაშის გვერდით ადგილი დაიკავა. უხერხულობა რომელიც მათ შორის გამეფებულიყო და ბიჭს სულაც არ აღელვებდა, მირასთვის ტანჯვის ტოლფასი იყო. თუმცა არცთუ შემთხვევითობის წყალობით კმაყოფილი თარაში ერთ პოზაში გაშეშებული ადევნებდა თვალს პერფომანსს.
-შენი აზრით ის კაცი მოკვდება?- შუა სპექტაკლის დროს მირას ბიჭის დაბალი, ბოხი, კვლავ ცნაურად სუსხისშემცველი ხმა მოესმა. ჩურჩულით თითქოს ატყობინებდა, ნურასოდეს მომენდობიო. აქამდე ამწვარი მარჯვენა მხარე საოცრად მოეყინა. თავის შებრუნება ვერ გაბედა, თითქოს იცოდა იქ რა დახვდებოდა. ნაცრისფერში გაზავებული სიცარიელე, რომელიც შეაკრთობდა, შეაშინებდა და გაქცევის სურვილს აღუძრავდა. ხმა ვერ ამოიღო, მიხვდა მხოლოდ ამოიხავლებდა ამიტომ თავი უარის ნიშად გაუქნია.
- რატომ?- იყო კვლავ კითხვა და იყო კვლავ ცივ ტალღებად დავლილი ჟრუანტელი თრთოლვაშეპარულ სხეულში.
-იმედი ბოლოს კვდება.-ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა გოგონამ. თარაშს ტუჩის კუთხეები სიმწრისგან შეუთრთოლდა.
-ამის მსგავსად?- შეეკითხა ბიჭი მოულოდნელად. მირამ ჯერ მის გაყინულ სახეს შეავლო წამიერი მზერა,  მის ნატიფ თითებში მოქცეულ თილისმაზე.
-პეპელა?
-არა. სული.
-სული? სული არასდროს კვდება. -უცებ მიატრიალა თავი გოგონამ.
-თარაში!- მოუთმენლად გაიწვდინა მისკენ ხელი და დაჟინებით დააკვირდა მის სახეზე გადავლილ უამრავ ემოციას, რომელიც მხოლოდ სცენის სინათლის მიუხედავად მისთვის ასე ძალზედ შესამჩნევი იყო.
-მირა!- გოგონამ გაბედა და თავი შეაბრუნა. არ ყოფილა ის სიცივე, რომელსაც მოელოდა და გული გაუთბა. ბიჭის მარჯვენას ხელი შეაგება და უძირო ნაცრისფერებში ჩაიკარგა, რომელნიც აფრთხილებდნენ, ნურასოდეს ნუ მოგვენდობიო...

საშინელი ფერია ნაცრისფერი.
გიპყრობს...

*  *  *

     ძალიან გვიან შეამჩნია თავისი ჩანთის ელვა შესაკრავზე მიმაგრებული პეპელა. უცნობთან შეხვედრიდან მთელი დღე გასულიყო.  თავიდან სუნთქვა შეეკრა, ეჭვებისგან აფორიაქდა, თეთრ " ბრელოკს" გადაგდებაც კი დაუპირა, მაგრამ მერე სული გაახსენდა. თავისუფალი სული. ხელი გაუშვა დამაგრებულ პეპელას და ჩანთა საწოლის კუთხეში ბრაზით მიაგდო.
   ისევ საქმეს დაუბრუნდა. სკამიდან საჭირო ნივთები აიღო და ოთახიდან გავიდა.
-მამა, სააბაზანოში ვარ.-გააფრთხილა კაცი, რომელიც საბუთებს ჩაჰკირკიტებდა. კაცმა თავი ფურცლებიდან ამოუღებლად დაუქნია.
-მოიცა, მირა-შეაჩერა გოგონა-ჩემი საფულე ხომ არ იცი სადაა?
-არა მამა, დილით გასულს თან არ გქონდა?
-არ მახსოვს, ალბათ სადმე დამრჩა... ბარათები იქ მქონდა ყველა...-ამოიოხრა დამწუხრებით.-კარგი,  მოვძებნი მერე. -თქვა კაცმა და გარეთ ჩამოწოლილ ღამეს შუბლშეკრულმა გახედა.
     მირა სააბაზანოში შეიკეტა. სმენის აპარატები მოიხსნა, გამორთო, შემდეგ კი შავ პატარა ყუთში მოათავსა. საშხაპე კაბინა გამოაღო, შხაპი მოუშვა და წყლის გათბობას დაელოდა. სასიამოვნოდ ჩაესმოდა წყლის მეტლახზე შეშხეპვის დაბალი, ბუნდოვანი ექო. წყლის ქვეშ დადგა და სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. ისევ ისე უჩვეულოდ ხმაურიანი ეჩვენა თავის ყურზე შეშხეფილი წვეთები, როგორც ყოველთვის, კვლავ ხმაურიანი ეჩვენა შხაპის ხმა და შემკრთალმა გადაიტარა თითები ყურებზე. აპარატები არ ეკეთა, დამშვიდდა. წუთით განაბულმა მიუგდო ყური ერთადერთ ბუნებრივობას მის სიჩუმეში, მერე სურნელოვანი შამპუნი გრძელ თმაზე დაიტანა.

  
   *  *  *

    თარაშს დაეფიცება, ყველაზე მეტად არ უნდოდა პოლიციის განყოფილებიდან გამომავალი მირა დაენახა. საჭეს ხელები ძლიერად მოუჭირა, ყბა დაეჭიმა, ნაცრისფერები ავისმომასწავებლად აუელვარდნენ. არ უნდოდა, მაგრამ ვალდებული იყო. არ უნოდა, მაგრამ საჭირო იყო... ტელეფონზე დარეკა.
-ალო...
-დავით...- ამოიგრგვინა ჩუმად. მის ხმას სინანული გარეოდა.
-რა ხდება თარაშ?!
-ის გოგო...
-მირა?
-ჰო...
-რა ჰო!
-პოლიციიდან გამოვიდა...-ხმის შენარჩუნება შეძლო.
ტელეფონიდან მძიმე ამოოხვრა გაისმა.
-აიყვანე!
-იქნებ ჯერ გაგვერკვია რატომ მოვიდა...
-აიყვანე სანგანო! აიყვანე! ოხ ამის... პოლიციაში შეღწევას და მისი იქ ყოფნის მიზეზის გაგებას დრო უნდა, ჩვენ კი დრო არ გვაქვს, გესმის?! არ გვაქვს!
- კარგი!- ხმა ჩაუწყდა ბიჭს. ზარი გათიშა.
თვალწინ ბანდა დაუდგა. ბიჭები, რომელთან ერთადაც გაიზარდა. ბიჭები რომელნიც კაცებად არ ვარგოდნენ, მაგრამ ბიჭები, რომელთა წინაშედაც ავალდებულებდნენ.
წამით გაიფიქრა, რა მოხდებოდა, თუკი მამამისთან ერთად მიმავალს თავის გზაზე გაუშვებდა, დაივიწყებდა, შეეშვებოდა, უფლებას მისცემდა ცხოვრება ისე განეგრძო, როგორადაც მოიწადინებდა, მაგრამ...
ისევ ბანდა.
მათ ვერ გაწირავდა ციხისთვის.
არაკაცებს, დამნაშავეებს, მაგრამ მაინც ძმებს, ვერ გაწირავდა.
და თარაში მიხვდა, თურმე რა რთული ყოფილა ადამიანობა ამდენ არაადამიანში...

*   *   *
-მირა, მიხვედი უკვე თეატრში?- ტელეფონში თბილმა ბარიტონმა გაიჟღერა.
- ჰო,  აქ ვარ, სპექტაკლი მალე დაიწყება და ტელეფონი უნდა გავთიშო იცოდე- ჩასჩურჩულა გოგონამ მამას ტელეფონში და ეკრანს დახედა- ჯანდაბა, მიჯდება მა, არ ინერვიულო, საათნახევარში შინ ვარ!- თქვა და როგორც კი თეატრის დიდ დარბაზში სინათლემ  ჩაქრობა დაიწყო ზარი გათიშა, მაგრამ სანამ ტელეფონის გამორთვას მოასწრებდა, მოწყობილობამ ენერგიის ამოწურვა აუწყა და დადუმდა. გოგონამ სიმწრისგან თვალები დახუჭა, შემდეგ კი ღრმად ამოსუნთქვით დაიმშვიდა თავი. თეატრის გასული საუკუნის სტილის დიდი დარბაზი სიბნელეში ნელ- ნელა შთაინთქა. გოგონას ფიქრები კი მტვრიან სცენაზე გადმოტანილმა ხელოვნებამ მიიქცია.
" ფერი მზესა და ქარს მოჰყავს, გაზაფხულის სადარი,
შენ კი ლოყას გადაგკვროდა ზამთარი..."
     ნეტარება იყო მირასთვის მთელი პერფომანსი. თეატრი აღაფრთოვანებდა და მწყურვალესავით სურდა ოდესმე თეატრის მტვრიან სცენაზე მდგარი ხმამაღალი აპლოდისმენტებით დაესაჩუქრებინა მაყურებელს; ზუსტად ისე როგორც ახლა თავად, ფეხზე წამომდგარი ოვაციებითა და ღიმილით უკრავდა ტაშს,  თვალს არ აშორებდა სცენაზე ჩამწკრივებულ მსახიობებს.
    როგორც იქნა გასასვლელისკენ დაძრულ მაყურებელთა რიგს თავი დააღწია და გარეთ გავიდა. შენობის წინ გაჩერებულმა ღრმად ჩაისუნთქა გრილი ნიავისგან მოტანილი ზაფხულის სურნელი, რომელმაც ნაზად შეურხია გაშლილი თმები, მერე შეღამებულ ზეცას წყრომით ახედა. ყელმოღერებულმა მინაბული თვალებით მოავლო გარემოს თვალი და ხეებს შორის ბილიკისკენ დაიძრა, რომელსაც სუსტად ანათებდა ორიოდე ლამპიონი. ბილიკიდან ტროტუარზე გავიდა და სწრაფი, მაგრამ ჰაეროვანი და გრაციოზული ნაბიჯებით ჩაუყვა ქუჩას. თუმცა თეთრი სინათლით გაჩახჩახებულიყო, მიწისქვეშა გადასასვლელს მაინც ეჭვით ჩახედა. კოპებშეკრულმა ჯერ ზურგს უკან მთავარ გზას გაუსწორა თვალი, სადაც არცთუ ცოტა მანქანა მოძრაობდა და მერე კიდევ უფრო შორს არსებულ "ზებრა" გადასასვლელს გახედა. სანამ ორჭოფობას დაიწყებდა, სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა საფეხურები და ამავე სისწრაფით აუარა გვერდი მიწისქვეშ შესახვევს პირდაპირი სვლით. მანათობელ ნათურას გახედა და სკუპ-სკუპით აირბინა კიბეები. ჩუმი ამოსუნთქვით გულდამშვიდებულმა კვლავ ღიმილით გააგრძელა გზა და თავისი მშვიდი გულისძგერის რიტმს აუწყო ნაბიჯები. ეღიმებოდა რა ვარსკვავებით მოჭედილ ცაზე, უჩვეულო იდუმალებით ავსებულ გარემოს მიუყვებოდა და გრილი ნიავი აცილებდა სახლისკენ მიმავალს. მრავალფრად განათებულ შენობებს გვერდი აუარა, მარჯვენა მოსახვევში შეუხვია და სახლს მიახლოებულმა, კიდევ უფრო მშვიდად იგრძნო თავი. შეამჩნია წინ ათიოდე ნაბიჯში ერთი ლამპიონი რაოდენ სუსტად ბჟუტავდა. ნაბიჯს აუჩქარა და ის ის იყო ბოძისთვისა და ჩაბნელებული ადგილისთვის უნდა ჩაევლო, გაიგონა, როგორ გაიშრიალა რაღაცამ, იგრძნო წამში როგორ შეუცურეს უკნიდან მუცელზე ხელი და საკივლელად გამზადებულ პირზე სველი ნაჭერი ააფარეს.  ერთგვარი მოულოდნელობისა და უცნობის სწრაფი რეაგირების გამო, რომ გასაქცევად გამზადებული გოგონა შეეკავებინა, მსუბუქად აიწია და გოგონას ფეხებიც მიწას მოსყდა. მირამ გაბრძოლების მიზნით ჰაერში უშედეგოდ გაიქნია ფეხები. ჩუმი წკმუტუნით გააპროტესტა შებოჭვა და არასასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, კიდევ უფრო ნაგრძნობი მამაკაცის სუნთქვის გამო, რომელსაც მის ზურგსუკან, თმასთან ძალიან ახლოს მიეტანა სახე. კანკალს ატანილი სხეული ძლივს მოაბილიზა წინააღმდეგობისთვის, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა მისი სუსტი ხელები, მუცელს შეცურებული ძლიერი მკლავებისგან თავდასაღწევად. შიშისგან ვეღარ მოთოკა სხეული და ერთადერთი მხოლოდ ის იგრძნო  პირზე აფარებული ნაჭერისა  და ვერშეკავებული სუნთქვის გამო, მძაფრმა სუნმა მალევე რომ გათიშა. ახოვანმა ხელებში ჩასვენებული სხეულს უნებლიედ შეავლო დაბინდული მზერა. გოგონა უკვე მის ხელთ იყო, სინანული კი გვიანი. მუხლებქვეშ ხელი სწრაფად შეუცურა და ისევე ჩუმად აორთქლდა ადგილიდან, როგორც გაჩნდა.
    სუსტად მბჟუტავი ლამპიონი ძლივსშესამჩნევს ხდიდა მის ქვეშ დაგდებულ მირას ზურგჩანთას. ზურგჩანთაზე თარაშის ნაჩუქარი "თავისუფალი სულის" სიმბოლო ეკიდა.
   
*   *   *

   უჩვეულობამ გააღვიძა. გრძნობდა რა სიცივეს, უფრო და უფრო მეტი შემართებით ებრძოდა ძილს. ატკიებული თვალები მოატარა ცივ, ბნელსა და პატარა ოთახს, რომლის კუთხეში მდგარ ძველებულ, ლეიბისამარა საწოლზე იწვა და რომელსაც ერთადერთი სარკმელი და ხის კარი გააჩნდა მხოლოდ. გულისრევა იგრძნო. უცნობმა გარემომ დაზაფრა. შეეცადა გაეხსენებინა რა მოხდა, აქ როგორ მოხვდა, და შეძლო. შიშმა აიტანა, გრძნობდა, რაღაც რიგზე ვერ იყო, გრძნობდა ასე ახლოს მყოფ საფრთხეს, რომელიც ვინ იცის რას უქადდა და ატირდა. ხელები ძლიერად აიფარა პირზე, მოვარდნილი ქვითინის ხმა რომ ჩაეხრჩო. უცებ ყურებზე ხელები გადაიტარა. წარმოუდგენელი სიამოვნება მოჰგვარა მასზე მორგებული აპარატების შეგრძებამ და გააზრებამ იმისა, რომ რეალური სიჩუმე სუფევდა ოთახში, შოკისგან იხსნა. საწოლის კუთხეში მოიკუნტა. შიშისგან, სიცივისგან აცახცახდა. მუხლებს მკლავები შემოხვია და თავი დაადო. ეგონა თუ ადგებოდა, შემოვიდოდნენ ისინი, ვისაც არ იცნობდა, მაგრამ სძულდა და ეშინოდა მათი. ეგონა თუ გაინძრეოდა, თუკი ხმას ამოიღებდა შემოვიდოდნენ ისინი, ვისიც ეშინოდა და ატკენდნენ, აქედან გაღწევის იმედს მოუსპობდნენ და თავისვე რწმენაში ჩაკლავდნენ. ღმერთი გაახსენდა. მერე მამა. კიდევ უფრო დაიზაფრა. მოცახცახე მხრები შიშისგან ხმამაღლა მფეთქავ გულსა და ვედრებითა და ცრემლით აღსავსე მობუტბუტე "მამაო ჩვენოს" აჰყვნენ.

*   *   *

-თარაშ! გადავრჩით ბიჭო! ძმა ხარ! ძმა!- ერთ-ერთმა მათგანმა მხარზე დაჰკრა ხელი, ვიღაცამ ლუდით სავსე შუშის ბოთლი მიაწოდა. ვიღაცამ სიხარულისგან შემზარავად გადაიხარხარა. ოთახში სრული აურზაური გამეფებულიყო.  უემოციო სახით გამოართვა დივანზე მჯომმა ბოთლი, ყელი თითებშორის მოიქცია და არაფრისმეტყველი თვალებით დააცქერდა ბოთლის ღია თავს.
-ზეიმის დრო არაა!-დასჭექა ოთახში შემოსულმა დავითმა.-სანგანო! გამომყევი!- მიმართა თარაშს და გაშეშებულ ბანდას ცივი, ბრაზნარევი მზერა მოავლო. მან ყველაზე მეტად იცოდა როგორი ამაზრზენი იყო მათი სიხარული.
ბიჭმა ერთი ყლუპი მოსვა ბოთლიდან, მერე მაგიდაზე უსიტყვოდ დადგა და მძიმე ნაბიჯებით გაჰყვა წინ მიმავალს, რომელიც დერეფნის ბოლოში არსებულ კარს მიუახლოვდა. კარს უკან სიჩუმე სუფევდა.
დავითმა ანიშნა შესულიყო.
-არ შეიძლება დამინახოს! ტკივილის მიყენებაც რომ დაგჭირდეს ყველაფერი ათქმევინე, იმ საღამოზეც, როცა ტავარზე გაიგო, და გუშინდელზეც.
-ყველაფერი ისე რომ არ იყოს როგორც გვგონია?
-აზრი აღარ აქვს სანგანო, გოგო განწირულია.
თარაშმა უსიტყვოდ გადაატრიალა კარის საკეტი. ერთხელ გახედა კარის გვერდით, კედელზე მიყუდებულ, ხელებგადაჯვარედინებულ კაცს და ნახევრად ბნელ ოთახში შეაბიჯა. მის სმენას მაშინვე მისწვდა შიშნარევი, ხმამაღალი სუნთქვის ხმა. კარი სანახევროდ დახურა, რათა დავითს საუბარი გაეგო და შუქის ჩამრთველს ხელი აჰკრა. ოთახში წარმოქმნილმა სინათლემ თვალები წამით აუწვა, მერე მზერა გაიწმინდა და საწოლის კუთხეში მოკუნტულ, მუხლებში თავჩარგულ პატარა, სუსტ სხეულს გაუსწორა ცივი ირისები. ადგილიდან არ დაძრულა. უსმენდა თმაგაშლილის ჩუმ ვედრებას, ბუტბუტს, მის აცახცახებულ მხრებზე წამით მზერა გაუშეშდა.
-მირა...
    მირას დაეფიცება, ეს ხმა ეცნო და გულში რაღაც თბილმა გაჰკრა. არ გამოირჩეოდა ადამიანის ხმების დამახსოვრების უნარით, მაგრამ იცნო. თავი მუხლებიდან ამოღო და ცრემლისგან ჩაწითლებული თვალები ბიჭის უმეტყველო მზერას გაუსწორა.
-თარაშ?
    გოგონას დამსკდარ ბაგეებზე შეეყინა მზერა, მერე მისმა იმედით აკიაფებულმმა თვალება საკუთარ თავის მიმართ ზიზღი მოჰგვარა. ზიზღი მოერია რადგან იცოდა მალე გოგონას თავისი გულუბრყვილობა მწარედ შეუბრუნდებოდა. სიმწრისგან ყბა დაეჭიმა.
-დაახლოებით ერთი კვირის წინ, თეატრის უკანა მხარეს ბიჭების ლაპარაკს შეესწარი?- არ შეუცვლია ინტონაცია. ნაბიჯი წინ გადადგა.
   შეკრთა მირა მის სიცივეზე. იცოდა, როგორ არ იცოდა რომ უცნობის ნდობა ყველაზე დიდი აბსურდი იყო, იცოდა, როგორ არ იცოდა, არაფრის იმედი რომ უნდა ჰქონოდა თარაშის დანახვაზე, მაგრამ ჰქონდა და დაიბნა. გაუაზრებელმა კითხვამ დააბნია. იქნებ "თარაშს" სულაც არ ერქვა თარაში?
-გეყურება?- სუსხისმომცველი იყო ხმა. მირა ადგილზე გაიყინა.
-შენ... რა?- ამოთქვა. გაუკვირდა ხმის ამოღება რომ შეძლო, გაუკვირდა რომ ბეჭებში გასწორდა.
-ერთი კვირის წინ, თეატრის უკან, პარკში, ბიჭების ლაპარაკს შეესწარი?- დაუმარცვლა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ხელებგადაჯვარედინებული ნამტირალევს. მირა უნებურად საწოლის თავს მიეყრდნო, მუხლები გულ-მკერდთან მიიახლოვა და დაიჭიმა.
-არსად ვყოფილვარ...-ამოიხავლა. არ იცოდა, ვერ ხვდებოდა რაზე ლაპარაკობდა.
-არაფერს დაგიშავებ- ზურგს უკან დაილაგა თარაშმა ხელები და გამომცდელად დააკვირდა ფერშეცვლილს. ეხამუშა გოგონა ასეთ მდგომარეობაში. საკუთარ თავის მიმართ გაუნელებელმა ზიზღმა შვება, იოტისოდენა, მაგრამ მაინც შვება მოჰგვარა.
- მე არაფერი ვიცი!- თრთოდა გოგონა- არაფერი ვიცი, გეფიცები!- კანკალატანილს ცრემლების შეკავება აღარ უცდია. დაპანიკებული აქნევდა თავს უარის ნიშნად.
-მი-რა!- თარაშის მიერ ასე გარკვევით წარმოთქმულმა თავისმა სახელმა გააშეშა. გულმა მძიმედ დაიწყო ფეთქვა. ყურები დაუგუბდა.
- გეფიცები არაფერი ვიცი!- ამოთქვა ბოლოჯერ და ყველაფრისგან დაღლილმა მხოლოდ იმის აღქმა მოასწრო, როგორ შთაინთქმნენ ცივი ირისები წყვდიადში.
ლამაზი იყო წყვდიადი. ათასი ლამაზი სული დაფარფატებდა მასში.

*  *  *

     გამოღვიძებულს სიმარტოვე და სიჩუმეში შერწყმული სიბნელე შეეგება. მაშინვე იგრძნო თავისი გამალებით მფეთქავი გული და მაშინვე შიშის ჭიანჭველებმა შეახსენეს თავი. ჯერ ბოლომდე ვერ გამოფხიზლებული ემბრიონის ფორმაში მოიბუზა, ძლიერად შემოხვია მუხლებს მკლავები და ღრმა, ნელი სუნთქვის ფონზე სხეულის დაწყნარებას შეეცადა. ამაო იყო ყოველი მცდელობა, სახლში წარმოედგინა თავი. ყოველ წამს ელოდებოდა, როდის გაიღებოდა ჩუმი ჭრიალით კარი და როდის შემოვიდოდა იგი.
თარაში.
კანკალატანილი ღრმა სუნთქვა ამოუშვა პირიდან. მიხვდა, მიხვდა რაღაც ცუდში გაყო თავი და შეეცადა გაეხსენებინა რა დააშავა? რით დაიმსახურა ამ საშინელ ოთახში რომ იყო გამოკეტილი და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ელოდა? მერე მამა გაახსენდა და ტკივილისგან გული მიეწურა. მოვარდნილი ქვითინის შესაკავებლად შეკრულ მუჭს კბილები მოუჭირა და ტკივილნარევი ოხვრა აღმოხდა. მამა ხომ ინერვიულებდა, ძალიან ინერვიულებდა. ალბათ ეძებდა. ალბათ პოლიციასაც დაურეკა, ალბათ ძალიან მალე იპოვიდა და გულში ჩაიკრავდა...
ალბათ.

*  *  *

ღრმად ჩაისუნთქვა ჰაერი, ლანგარს ძლიერად მოუჭირა ხელი და გასაღები გადაატრიალა. კარი ჩუმი ჭრიალით გაიღო.
რაოდენ ადვილი ამოსაცნობი იყო ოთახში მყოფის თრთოლვა და შფოთვა, მხოლოდ მან იცოდა. სინათლის ჩამრთველს თითი აჰკრა და საწოლის კუთხეში აწურულს, რომელსაც თვალებზე ხელები აეფარებინა მზერა შეავლო. მტვრიან, ცივ ოთახში ერთადერთი უზურგო სკამი აიღო, საწოლის წინ დადგა და მძიმედ ჩამოჯდა. გოგონას წინ საჭმლით სავსე ლანგარი დაუდო და მუხლებს იდაყვები დააყრდნო.
-არ შემომხედავ?- გაუკრთა ღიმილი.
გოგონამ კანკალით ჩამოიღო ხელები სახიდან.
-ჩემგან რა გინდათ?- გამტყდარი, სუსტი ხმა თარაშს ეხამუშა. წარბები შეკრა.
-მოდი ჯერ ჭამე.-ანიშნა სინისკენ.
-არ მინდა- შეკრა კოპები მირამ, უფრო აეკრო კედელს და ხელები გადააჯვარედინა.
-კარგი, რომ გავალ მაშინ შეჭამე. მინდა რომ ერთად რაღაცაზე ვილაპარაკოთ- წყნარად და გასაგებად აუხსნა- ნურაფრის გეშინია.
-რამე დავაშავე?
- მეც მაგის გარკვევა მინდა. გახსოვს ის დღე, თეატრში, პრემიერა რომ იყო?
-" ჯვარცმის"?-ნელ- ნელა აჰყვა საუბარს.
-დიახ, იქ ბევრი ხალხი იყო. ძალიან ბევრი.-დაკვირვებით უმზერდა გოგონას თარაში-თეატრის უკანა მხარეს ბიჭების ჯგუფი იყო.
-არ მახსოვს...
-გაიხსენე! შენ მათი ლაპარაკი მოისმინე...
მირამ შუბლი შეკრა, ცრემლი მოაწვა.
-ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, მახსოვს-ჩაუწყდა ხმა.
-დიახ, მათი საუბარი გაიგე?
-არა,-მყისვე იყო პასუხი.
-ასე კატეგორიულად?- ირონია გაურია ხმაში.
-ხო!
- და რა ვიცი რომ არ იტყუები?!
-ღმერთო...-ჩაუწყდა ხმა გოგოს, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და შემდეგ დამარცვლით გაუმეორა.- მე იქ ვნახე ბიჭები, მათაც დამინახეს, მაგრამ არაფერი გამიგონია...
-მაშინ რატომ გაიქეცი?
-შემეშინდა...
-თუ არაფერი გაგიგონია რისი შეგეშინდა?!- მძვივარება გაუკრთა სანგანს.
-უბრალოდ შემეშინდა...- ამოიქვითინა აკანკალებულმა-ხომ არის რაღაცეები რისიც უმიზეზოდ გვეშინია, მე შემეშინდა მათი, უბრალოდ შემეშინდა. ღამე იყო, ისინი ბევრნი იყვნენ, თეატრის უკანა მხარეს მხოლოდ ისინი იყვნენ და შემეშინდა...- ხმა ჩაუწყდა და აქვითინდა...შუბლი მოხრილ მუხლისთავებზე დადო.
თარაშმა მის აცახცახებულ მხრებზე ამოიოხრა. შუბლზე ხელი გაისვა და ბეჭებში გასწორდა. თავჩახრილს შეხედა და საკუთარ თავზე გაბრაზდა, შემდეგ პოლიცია გაახსენდა.
-როგორ დაგიჯერო რომ არაფერი გაგიგია? აბა მამაშენთან პოლიციაში რა გინდოდა?
-არ გამიგია არაფერი, არ მეკეთა ეს დაწყევლილი აპარატები არა! დამჯდარი იყო ელემენტები! არ მეკეთა! უბრალოდ შემეშინდა, გაიგე გთხოვ! გამიშვი!- აყვირებული ხმამაღლა აქვითინდა და სახეზე ხელები აიფარა. გაქვავებულმა თარაშმა სიმწრით დახუჭა თვალები. მოულოდნელად ხელი მისკენ გაიშვირა.
-მომეცი!-მკაცრი იყო ბარიტონი.
-რა?- სასოწარკვეთილმა ამოხედა.
-მომეცი აპარატები!-შეუვალი იყო თარაში.
-არა! არა გთხოვ!- ხელები ყურებზე აიფარა დაპანიკებულმა და კედელს მთელი ზურგით აეკრა.
-მომეცი მირა!- დაეჭიმა ყბები.
-არა თარაშ!- გააქნია თავი- არა გთხოვ... გთხოვ არა, გეხვეწები არა... არგინდა...- გაფართხალდა როცა მისკენ მიწეულმა ბიჭმა უხეშად შეუცურა ყელიდან თმაში ხელები და თავადაც ვერ გაიაზრა როგორ მოიცვა სიჩუმემ ჯერ ერთი მხარე, მერე მეორე.
-ჭამე!- დასჭექა იმდენად ძლიერად, მირამ გაიგო. ბიჭმა სწრაფად დატოვა ოთახი და კარი ჩაკეტა. საწოლიდან წამომხტარი გოგონა კარს მივარდა, მწარე ტკივილით, ყვირილით, ვედრებით ამაო აღმოჩნდა უკან დაბრუნების თხოვნა. თარაში სწრაფი ნაბიჯით შორდებოდა ოთახს.
-გთხოვ დაბრუნდი! დაბრუნდი!...

*   *  *

-არ ესმის ამის გარეშე.-მაგიდაზე დალაგებულ მოწყობილობებისკენ მიუთითა შუბლშეკრულ დავითს და სკამზე ოხვრით ჩამოჯდა. წუთიერი სიჩუმე დავითმა დაარღვია:
- რა თქვა?-წამოიწია ნიკა.
-დაინახა, მაგრამ არაფერი გაუგონია.-ნაცრისფერები ფანჯარას შეეყინნენ. -ხედავდა, მაგრამ არ ესმოდა.
- ნიკამ გაარკვია, ჩვენი სახელები არსად არაა.-შუბლი მოისრისა დავითმა.
-შეცდომა დავუშვი.-მძიმედ ამოიოხრა თარაშმა, თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები ძლიერად დახუჭა.
-სიფრთხილეს თავი არასოდეს სტკივა. ეს შენ ყველაზე კარგად იცი...
-დავაბრუნებ!
-არა! ვერა! ორი დღეც, ორი დღეც უნდა გაძლოს სანამ საქონელისგან საწყობი ბოლომდე დაიცლება. ორი დღე მხოლოდ. მერე მე თვითონ გეტყვი რომ წაიყვანო.-გადაწვა დავითი სავარძელზე.
-ერთ უდანაშაულო გოგონად გვიღირს ფული დავით?! ასეთი ნაბიჭვრები გავხდით დავით?!- გამძვინვარებული გადაიწია კაცისკენ, და რომ არა მაგიდა, რომელმაც შეაკავა, საყელოშიც წვდებოდა გაფითრებულ კაცს.
-ჩვენ ყოველთვის ასეთები ვიყავით, არ დაგავიწყდეს თარაშ!- სახე მიუახლოვა დავითმა.
- მე სხვანაირი მახსოვხარ...
-იმიტომ ხარ შენ "სხვანაირი."-სითბო გაუკრთა თვალებში დავითს. თარაშის ირისები კიდევ უფრო გაცივდნენ-ორი დღეც თარაშ, გოგოს შენ განდობ, გააძლებინე ორი დღე ამ ჯოჯოხეთში და მერე ჯანდაბაშიც წავსულვართ-ფეხზე წამოდგა და ბოლო სიტყვებით დატოვა ოთახი.
-გააძლებინე ამ ჯოჯოხეთში... დამაჟრიალა-სარკაზმით სავსე იყო ნიკას სიცილი.

*   *   *

კარებში გასაღები რომ გადაატრიალა, ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, არ იქნებოდა ადვილი "ბოდიში". ყველაზე პატარა შეცდომებს შეუძლიათ ყველაზე დიდი სინანული გამოიწვიონ. ოთახში შეაბიჯა. პატარა სარკმლიდან შემომავალი სინათლე შესაძლებლობას აძლევდა ოთახში გამეფებული სურათი დაენახა. საწოლის კუთხეში მიკუნტული, თმა არეული არსება ფეხზე უცებ წამოხტა, მაგრამ წაბორძიკდა და საწოლთან ტირილით ჩაიკეცა.
-პარატები დამიბრუნე, გთხოვ რა- ისე გულამოსკვნილად ტიროდა,  ისე ევედრებოდა ხელგამოწვდილი, ბიჭს გულში მტკივნეულად გაკენწლა სინანულმა. ცივი ირისებით თავის შეკრულ მარჯვენას დახედა, სადაც სმენის აპარატები მოექცია.
- მომეცი გეხვეწები და ყველაფერს დაგიჯერებ რასაც მეტყვი, ოღონდ ასეთ სიჩუმეში ნუ დამტოვებ, თარაშ- ხმაგამტყდარმა ამოილუღლუღა და ვედრების ნიშნად ერთმანეთზე მიკრული ხელები ტუჩებთან მიიტანა, ქვითინი რომ შეეკავებინა. კი ხვდებოდა გოგონა, რაოდენ საცოდავი დასანახი იყო, მაგრამ იმის მოლოდინს,  რომ კიდევ დიდხანს ვეღარ გაიგონებდა სამყაროს ხმას, სასოწარკვეთამდე მიჰყავდა და ეს შეგრძნება მის თავმოყვარეობას სადღაც ჯანდაბაში ისროდა. თარაშს საკუთარი თავის მიმართ უეცარი ზიზღის გრძნობა დაეუფლა. სწრაფად გადაფარა მასსა და მირას შორის მანძილი და მის წინ ცალ მუხლზე დადგა. გოგონამ  ამღვრეული, წაბლისფერები რომ შეანათა, თავი არარაობად იგრძნო, მზერა მოარიდა, მირას აკანკალებული ხელი თავის ტორში მოიქცია და გაშლილ ხელისგულზე ორივე სასმენი აპარატი მოუთავსა.
მადლიერების ქვითინმა მხრები აუთრთოლა. მოუთმენლად გაიკეთა მოწყობილობები ყურებზე და ჩართო. ჩართო და საკუთარმა ხმამაღალმა გულისძგერამ დააფრთხო. თარაშის ღრმა სუნთქვამ დააფრთხო. დაჟინებულმა მზერამ დააფრთხო და სახე ხელისგულებში ჩარგო.
-მისმინე-ჩუმმა ბარიტონმა დაარღვია აუტანლობა- მენდე კარგი?- თითები შეეხო ხელებზე და ჩამოაწევინა-აქედან გაგიყვან!- ჰპირდებოდნენ ნაცრისფერები თავისუფლებას, თუმცა ვერ ენდო. ვერ ენდო მაგრამ იმედი ორმაგად გაეზარდა. თავი უსიტყვოდ, მოუთმენლად დაუქნია და კარში გამავალ მაღალ სხეულს ამღვრეული მზერა გააყოლა.
-გთხოვ... ოღონდ გამიშვი...-ამოიქვითინა და საკუთარ მუხლებს ძლიერად შემოხვია ხელები.

*   *   *

    სახით კედელისკენ შებრუნებული ნელი, მძიმე სუნთქვით ცდილობდა კუჭის მწველი ტკივილი დაეამებინა. არა, ყველაფერი სტკიოდა. მაჯები ეწვოდა, საფეთქელთან რაღაც ყრუდ ფეთქავდა, ეწვოდა ქუთუთოები და უთრთოდა ტუჩები. შიშველი ტერფებიდან შემოპარული სიცივე მთელ სხეულს უსუსხავდა. თვალები მიენაბა და თავისდაუნებურად უსმენდა თავისივე ძლიერ გულისფეთქვას.
გულისფეთქვა მთელ სხეულში გაბატონებულიყო.
გოგონას აპარატები ბოლომდე აეწია და მთელი სიცხადითა და ძრწოლით ისმენდა თავის გარშემო არსებულ ბუნდოვან ხმებს.
ხმები იმ ცარიელ ოთახს ეკუთვნოდა, სადაც მხოლოდ თავად იყო სულიერი...
ეფიქრებოდა, იქნებდა მერე მართლა, საბოლოოდ წაერთმიათ აპარატები?
ამიტომ მთელი არსებით შეიგრძნობდა და გონებაში იბეჭდავდა თავისი ღრმა სუნთქვის რიტმს, ისისხლხორცებდა მცირე ტალღებითა და გაფაჩუნებით დარღვეულ მდუმარებას. ხმაურიან სიჩუმეში ჩარჩენის მოლოდინი ზაფრავდა. მოლოდინი უარესად უკუმშავდა გულს ტკივილისგან. იმდენად წარმოუდგენელი იყო მისთვის იმწამინდელი რეალობა, სურდა სიზმრის საბურველში ყოფილიყო გახვეული, და მერე კოშმარისგან თავდახსნილს თუნდაც ისტერიულად ეტირა, თუნდაც მთელი გრაფინი წყალი გამოეცალა და აკანკალებული და ოფლით დაცვარული საკუთარი სხეული ღრმა სუნთქვებით დაემშვიდებინა...
     მაგრამ სიზმარი გრძელდებოდა.
     გრძელდებოდა საშინელი სიმძიმითა და აუტანელი სინელით.

*   *   *

       კარი კვლავ გაიღო. კვლავ იგრძნო მირამ თარაშის მძიმე ნაბიჯები, რომელსაც თან განათებული ოთახი მოჰყვა. ისევ ლანგარი ეჭირა ხელში. მისი მიახლოებისას ისევ საცოდავად მიიკუნტა საწოლის კუთხეში და სადაც იყო კედელს შეეზრდებოდა. უხმოდ დაუდო თარაშმა საწოლზე საჭმლით სავსე პატარა სინი და მის პირდაპირ უხმოდ ჩამოჯდა. წამიერად უყურა დაძაბულს, შეშინებულს, გაფითრებულს. აღარ უნდოდა დაეფრთხო.
-ჭამე...-წყნარი ხმით მიუთითა საჭმელზე.
დაელოდა გაფაციცებით მოთვალიერე როდის უპასუხებდა.
-არ მინდა...-სუსტი, დაკარგული იყო გოგონას ხმა.
-შენ ხომ მითხარი, აპარატების დაბრუნების სანაცვლოდ ყველაფერს გააკეთებდი? თან ორი დღეა არაფერი გიჭამია. უფრო დასუსტდები.-დამრიგებლური იყო ხმა.
-კიდევ რამის გაკეთებას მომთხოვ?- უფრო გაფითრდა გოგონა.
-მხოლოდ ჭამას.-იყო პირობა. ბიჭმა ლანგარი მისკენ მიაჩოჩა.-თავისუფლად დაჯექი, ნუ გეშინია...
ნაცრისფერები აღარ იყვნენ ცივნი.
-არ გახვალ?- ადგილიდან არ ტოკდებოდა მირა. ეშინოდა, თან როგორ...
-მინდა გელაპარაკო...
თარაშის წყნარი, სითბოგარეული ხმა დამამშვიდებლად მოქმედებდა მასზე. ოდნავ წამოიწია. მხრებზე მოხვეული მოსაცმელი გაისწორა, ლანგარზე დადებულ პურის პატარა ნაჭერს მისწვდა, ისევ უკან დაბრუნდა და მშიერმა პატარა ლუკმა ჩაკბიჩა.
საშინლად ეამა მთელი დღეების ნაშიმშილევს.  მერე ლანგარზევე მდგარ წვნიანს დახედა, წარმოიდგინა როგორი გემრიელი იქნებოდა, როგორ დაანაყრდებდა და ისე გაიწია სინისკენ, ბიჭის დაჟინებული მზერა არად ჩააგდო-საჭმელს მადიანად შეექცა.
-რომ ჰკითხო არ უნდა-სიცილნარევი იყო ხმა. ნაწყენმა ახედა, თუმცა ჭამისთვის თავი არ დაუნებებია. ბოლო ლუკმამდე მოასუფთავა დაბალი ჯამი და თან ჭიქა წყალი დააყოლა. მისავათებული, ნასიამოვნები და ფერმოსული მიეყრდნო საწოლის საზურგეს.
ერთხელაც არ მოუშორებია მზერა თარაშს. დაკვირვებით უყურებდა მირას ყოველ ქმედებას და უფრო და უფრო ემატებოდა საკუთარი თავის მიმართ ზიზღი.
-გახსოვს ბრელოკი რომ გაჩუქე?-წამოიწყო. იცოდა, უნდა ელაპარაკა, თორემ გაიგუდებოდა. სინდისი შეჭამდა.
-მე შენთვის არ გამომირთმევია- შეკრა კოპები გოგონამ.
-მაგრამ მოგეცი. -გააქნია თარაშმა თავი-იცი პეპელა რას ნიშნავს?
-კი.- უფრო კომფორტულად მიეყრდნო საზურგეს, ღიმილი გაეპარა.
ესიამოვნა თარაშს წუთისწინანდელი დაძაბულობის გაფანტვა.
-რას?
-თავისუფალ სულს. -მირას მზერა ჭერისთვის მიეპრყო. ფიქრებში წავიდა.-შენ მითხარი.
-თავისუფლებაზე ჩაფიქრდი.-თარაშს ნაცრისფერები მისთვის არ მოუშორებია. ბეჭებში მოიხარა, იდაყვები მუხლებს დააყრდნო.
-რატომ გიკვირს?
-არ მიკვირს... ყველა ადამიანი, ვინც კი საპყრობილეშია, თავისუფლებაზე ყველაზე მეტად ფიქრობს.
-მე როდის შევძლებ რომ არ ვიფიქრო?-აემღვრა თვალები. მოულოდნელმა, ვედრებით სავსე კითხვამ თარაში აიძულა მირასთვის მზერა მოერიდებინა და ნაცრისფერები ცარიელი, რუხი კედლისთვის გაესწორებინა.
- რას იზამდი თავისუფლებისთვის?-იკითხა თვალდახუჭულმა.
-რისი გაკეთება შემიძლია?- გამტყდარი იყო ხმა.
-მირა...-სახე ხელებში ჩარგო თარაშმა-შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მინდა რომ აქედან წახვიდე-მოგუდული იყო სიტყვები.
-ხოდა გამიშვი, ხომ შეგიძლია რომ გამიშვა?-აღარ მალავდა გოგონა ცრემლებს.
-შემიძლია, თან ამავედროულად არა...-შუბლზე მოისვა ხელი. თვალწინ კვლავ ბანდა დაუდგა. ზიზღი და ვალდებულება ყელში მოაწვა.-წაგიყვან... მალე. -ამოთქვა ბოლოს.
-მინდა პეპელა ვიყო.-მოესმა უცებ. თავი მირასკენ მიატრიალა. გოგონას სახე მაღლა აეპყრო და თვალები დაეხუჭა, ღაწვებზე ცრემლები უბრწყინავდა.
-ნუ დაგავიწყდება, მათ ზომაზე მცირე დრო აქვთ სიცოცხლისთვის-თავი გააქნია. წამოდგა, ლანგარი აიღო და კარისკენ დაიძრა.
-რატომ?- დაეწია ზურგს უკან კითხვა- პეპლები ასე მალე რატომ კვდებიან?
-ნამდვილი თავისუფლების საზღაური ხანმოკლე სიცოცხლეა მირა.
გარეთ გამოსული კართან დადარაჯებულ ბიჭს შეეჩეხა. ირისები წამში გაუცივდნენ, შუბლი შეკრა.
-აქ რა გინდა?!- გამოსცრა.
-გოგოს მოსანახულებლად მოვედი, რა არ შეიძლება?- გაიწია კარისკენ.
-არა!- დაიღრინა-არც კი გაბედო შესვლა, ნიკა! მხოლოდ მე გადავაბიჯებ ამ კარის ზღურბლს!
-რატომ? დავითის მარჯვენა ხელი რომ ხარ მაგიტომ?- სარკაზმს არ იშურებდა ბიჭი.
-გეყოფა! დანარჩენებთან დაბრუნდი და რაც შენი საქმე არ არის, იმაშინ ცხვირს ნუ ყოფ! დღეს საქონელი გაგვაქვს, და აქ ყურადღებით იყავი.- კარები გასაღებით ხმაურით გადაკეტა,
საკეტს გამოაცალა და დაძაბულს გვერდი სწრაფად აუარა.

*   *   *

     რამდენიმე წუთით ჩათვლემილი რაღაცის ჩხაკუნმა გამოაფხიზლა. ხმა კარიდან მოდიოდა. დაიძაბა. სწრაფად აუწია მარჯვენა აპარატს ერთი დონით და დარღვეულ სიჩუმეს მიაყურადა. კარი ნელა, მაგრამ ჭრიალით გაიღო. ძგერსიგან აჩქარებული გული ყელში ამოუჯდა, სიცივემ მოიცვა მთელი სხეული. თავს ძალა დაატანა და წამოიწია, ოდნავ შეღებულ კარს შუბლშეკრულმა შეხედა და საწოლს მიეყუდა.
-თარაშ?- გაბზარული, ვედრებით სავსე იყო მისი ხმა.
კარი ფართოდ გაიღო. სარკმლიდან შემოსული მთვარის სუსტი სხივები შეუძლებელს ხდიდა ზღურბლზე მდგარი ადამიანის სახე ამოეცნო, თუმცა სილუეტითაც მიხვდა, რომ ის არ იყო, ვისი ყოფნაც ამ მომენტში ყველაზე მეტად უნდოდა.
-შენც თარაში? კარგი რა მირანდაა, ქვეყანაზე ბიჭები დაილია თუ?-მთვრალ სიტყვებშიც გაარჩია ირონია, რომელმაც სხეული გაუყინა. ოთახში მობარბაცე სილუეტმა შეაბიჯა.
-ვინ ხარ?!- გატეხილი ხმის დამალვას ამაოდ შეეცადა. კედელთან მიჩოჩდა და მთელი ძალით აეკრო სიცივეს.
-რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ- ჩაიცინა მობარბაცემ, რომელიც საწოლს უფრო და უფრო უახლოვდებოდა-მთავარია აქ რა მინდა...-მირამ ადვილად შეამჩნია მის სიტყვებში შეფარული საფრთხე და პირველი რაც იგრძნო, თვითგადარჩენის ინსტიქტი იყო. წამის მეასედში გაანალიზა მდგომარეობა და ფეხზე წამომხტარი რაც შეეძლო მთელი ძალითა და სისწრაფით გაიქცა ღია კარისკენ. იცოდა მის წინ მდგომი მობარბაცე ძნელად გაანალიზებდა მომხდარს. თუმცა მწარედ შეცდა. თითქმის კარში გასულს თმაზე რომ ჩაავლეს ხელი, ტკივილისგან გულისგანმგმირავი კივილი ამოუშვა პირიდან. სხეულიდან ერთიანად ამოხეთქილმა შიშმა და ქაოსმა თავადაც შეზარა, არა თუ ექოდ მოცული დერეფანი. ბიჭმა ძლიერად მოისროლა საწოლზე და წამში მის ზემოდან მოქცეულმა ხელები თავსზემოთ გაუკავა.
-თარააშ!- ერთადერთ ხსნად მიიჩნია იგი და მტკივნეული გაბრძოლებასთან ერთად მთელი იმედით უხმობდა.
-ჩუუ! თარაში არაა, წავიდა, შენი თავი მე დამიტოვა, ხოდა მოდი გავერთოთ...-მთელი ძალით, მტკივნეულად აწვებოდა სხეული, რომელიც ალკოჰოლის სუნით იყო გაჟღენთილი.
-გთხოვ, გადი, თავი დამანებე! შემეშვი! მიშველეთ! თარაშ! მიშველე! -ამაო იყო ბრძოლა. არა თუ მტკივნეულად გაკავებულ ხელებს, ფეხებსაც ვერ ამოძრავებდა, რომელიც ზემოთ მოქცეულს თავისი ფეხებით გაეკავებინა და თავისუფალი მარჯვენათი უნდობლად აცლიდა სხეულს სამოსს.
-გთხოვ არა, გამიშვი! გამიშვი!- ვედრებად და  ტანჯვად დაღვრილ ცრემლნარევ სიტყვებს მხოლოდ ცარიელი, ცივი კედლები ისრუტავდნენ. არსად ჩანდა ხსნა.
არსად იყო საშველი.
ატკივებულ ყელს უფლებას არ აძლევდა დაედუმებინა შიგნიდან კივილად გამსკდარი ემოციები. სისველე იგრძნო ყელში, ტკივილი იგრძნო მკერდზე და მიხვდა, რომ ძალა ნელ-ნელა ეცლებოდა. ქვითინავარდნილმა კიდევ ერთხელ იკივლა იმედის სახელი და სახეში გაწნული სილისგან თვალთ დაუბნელდა.
-არაა მეთქი შენი თარაში! წავიდა! შენი თავი მე...
ბიჭს სიტყვა გაუწყდა და იგრძნო მირამ რა სიმსუბუქე, წამში რაღაც ძალით კედელს აეკრო და როგორც შეძლო მუხლებში ჩამალა სხეული. კანაკალატანილს თვალები დაეხუჭა, რადგან მიხვდა რომ დამთვრდა. ახლოს ესმოდა მშველელის გამძვინვარებული ხმა, რომელსაც თან რაღაცის ტკაცანი და ბიჭის კვნესა ერთვოდა. გრძნობდა რა ქაოსიც გამეფებულიყო ოთახში და მის ფრთისქვეშ შეფარებული გადატანილის გამო შოკისგან უხმოდ ქვითინებდა.
-მოგკლავ ნიკა! მოგკლავ! შე ძაღლიშვილო! ნაბიჭ*ვარო! ხომ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე!-შემაძრწუნებელი ხმაური ესმოდა და სულაც არ უნდოდა სიჩუმეს დაესადგურებინა.
-თარაშ, მოკლავ, შეეშვი! გაჩერდი, სანგანო!
ოთახში ხმები ნელნელა იკლებდნენ ძალას. ბიჭის მძიმე, ბრაზით სავსე ქოშინის ხმა ისმოდა. მერე იგრძნო როგორ მიუახლოვდნენ და შესახებად გაწეულ ხელს შიშით სავსემ შეხედა.
-მირა...
-არა, არა... გთხოვ არ შემეხო, გთხოვ, გთხოვ...- სახეზე აიფარა ხელები და გულამოსკვნილად ატირდა. შესაბრალისად უთრთოდნენ მხრები.
-მირა...- ჩაწითლებული თვალებით უმზერდა მის ტანზე ნახევრად შემოხეულ მაისურს და ერთადერთი რაც აკავებდა, უკან ძირს მწოლიარეს მწარე წიხლებით რომ არ შებრუნებოდა, მის წინ მოქვითინე გოგონა იყო.
-მირა...- სიმტკიცე დაეკარგა თარაშის ხმას.-მორჩა მირა, არაფერს დაგიშავებ... მორჩა...
-გთხოვ, არა...
სუსტად გაბრძოლებულ სხეულს ფაქიზად შემოჰხვია ხელები და მის ძლიერ, მტკივნეულ გულისძგერაზე ყელში სიმწარე მოაწვა. ფრთხილად შეუცურა მუხლებ ქვეშ ხელი შემკრთალს და მისი ცივი, აკანკალებული სხეული მსუბუქად აიტაცა ხელში.
-ვსო, მირა, მორჩა...- გულში ჩაკრული სწრაფად განარიდა იქაურობას. ნიკას უღონო სხეულს შეუხედავად გადააბიჯა და ბიჭების გაყოფილ ბრბოში მძინე ნაბიჯებით გააბიჯა.
-ჩემთან, თარაშ!
უხმოდ შევიდა დავითის კაბინეტში. ტყავის სავარძელში ჩაეშვა, მის მუხლებზე მოთავსებულ, მთრთოლვარე სხეულს კიდევ უფრო ძლიერად შემოჰხვია ხელები და თავის პირდაპირ არსებულ ფანჯარას ცივი ირისები მიაპყრო.
-დასრულდა...-საფეთქელი გოგონას საფეთქელს მიადო.
განთიადი შემზარავად იპარებოდა გარეთ.

*   *   *

-მერამდენედ გითხრა თარაშ, ხვალ დილით წადი, ის ჩე*მისები ყველგან არიან ჩასაფრებულები, აგედევნებიან.- დაბალმა, მაგრამ მტკიცე ხმამ ძილბურანიდან გამოიყვანა.
-გთხოვ დავით.-მის გულ-მკერდში თავჩარგულმა იგრძნო რა თარაშის გულისფეთქვა წამიერად ატანილი კანკალი სხეულში ჩაიხშო. შეეცადა თავი დაერწმუნებინა, რომ ყველაფერმა ჩაიარა და თავის სხეულზე სუროსავით შემოხვეულ ხელებს მინდობოდა. გამოუვიდა.
-ჩვენზე თუ არა შენს თავზე მაინც იფიქრე. ხომ იცი, ვერ გაექცევი!
-გოგო საკმარისზე მეტად დავტანჯეთ...-საამურ ზუზუნად ჩაესმოდა თარაშის სხეულიდან გამავალი ხმა.-გაიღვიძებს და წავალთ!
-თარაშ...
-რაც მთხოვე გავაკეთე, საქონელი გადავაზიდინე, თუ წავალ მხოლოდ მე დავზარალდები. ხომ იცი არ გაგთქვამთ...- ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა თარაშს.
-თარაშ!
-გეყოფა დავით... გეყოფა-ამოიოხრა ბიჭმა და თვალებდახუჭულს დახედა.-მირა...- ყურში ჩასჩურჩულა გოგონას.
მირამ ღრმად ჩაისუნთქა და ამღვრეული მზერა მიაპყრო ბიჭის თბილ ღიმილს. ეუცნაურა მისი გამლღვალი ნაცრისფერები.
-კარგად ხარ?- მზრუნველი იყო ხმა.
მირა მიხვდა, სიტყვას ვერ ამოთქვამდა ჯერ კიდევ მომხდარის საბურველში გახვეული, ამიტომ ძლივსშესამჩნევად დაუკრა თავი.
-მალე წავალთ, სახლში დაბრუნდები...ამაღამ სახლში იქნები- დაპირებამ ცრემლებით აავსო. შვებამოგვრილმა ღრმა ამოოხვრით მიადო თარაშის გულ-მკერდს თავი და ღიმილი დამალა.
    უსიტყვოდ მისჩერებოდა დავითი მათ. როგორ არ იცოდა, სანგანის მკლევებში მოქცეულ გოგონას რაოდენ უსამართლოდ მოექცნენ, მაგრამ...
სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ეს მათ ყველაზე უკეთ იციან.
-მანქანას გავამზადებინებ.- წამოდგა ფეხზე. თარაშმა გაციებული მზერა გააყოლა კარში გამავალს.
-ის სადაა?- იკითხა ხმა აკანკალებულმა გოგონამ.
თარაშმა თვალები ძლიერად დახუჭა. ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
-ახლა მას სტკივა...
მირა შეაკრთო მისმა სუსხიანმა ხმამ. შეეცადა მარწუხებისგან თავი დაეხსნა.
-გამიშვი...
-მას შენი...
-ასე რატომ გაღელვებს?- დივნის კუთხეში მოიკუნტა.
-როგორ არ უნდა მაღელვებდეს? ჩემ გამო...-კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთზე. დაძაბულმა გაიხადა შავი ქურთუკი და გოგონას გაუწოდა.
-ჩაიცვი... მე მალე მოვალ...
-არ წახვიდე რა...-ხელში ჩაბღუჯა ნივთი.
-მალე მოვალ... არავინ შემოვა, ნუ გეშინია.-ღაწვზე წამიერად მიეალერსნენ ცივი თითები. მერე მაღალმა სხეულმაც დატოვა ოთახი. ისღა დარჩენოდა თარაშის ქურთუკსა და მის ცივ სურნელში გახვეულიყო.
ასეც მოიქცა.

*  *  *

-არაადამიანის შვილი ხარ და არაადამიანად იქეცი-სუსხით მოცული იყო ხმა. ზიზღი, რომელიც გაუათმაგდა, თვალებში ვეღარ ეტეოდნენ.
სისხლში ამოსვრილ სხეულს დასჩერებოდა, მაგრამ შვებას ვერ გრძნობდა.
-რა იყო თარაშ, აგვეწვა ერთი ადგილი?- სიცილი, რომელიც წასკდა, წამში ჩაუხშო სილამ.
-მე შენ გითხარი! მე შენ გაგაფრთხილე...-მაისურზე ჩაბღაუჯებული ხელებით მოქაჩა და ირონიით სავსე თვალებში ჩააჩერდა.
-არ მჯერა, ვიღაც ყრუს გამო საკუთარ ძმას...
მძიმედ ააფარეს პირზე ხელი. თარაშს დაძაბული სხეული ჰყიდდა.
-არც დაამთავრო...-დახეთქილი ხელები ყელზე შემოაჭდო.
-ხომ იცი ამას ასე არ დატოვებენ სანგანო...-ამოიხავლა ძირს მწოლარემ. უღონოდ აფართხალდა. თარაშის ხელები უფრო და უფრო უჭერდნენ ყელზე. თვალებში ბინდი ჩასდგომოდა თარაშს.
-სანგანო!- მხრებზე ჩაეჭიდნენ ხელები. მის ქვეშ მოქცეულს, სიკვდილის პირას მისულს გაარიდეს. ნიკას ხველება აუტყდა. სისხლს ერთიანად ახველებდა.
-ბიჭო! რა გჭირს! სანგანო!- შეანჯღრიეს ხელებმა.
-მას თან წავიყვან! ასე არ დავტოვებ დავით! -გრგვინავდა ბიჭი.
-შემომხედე! გამოფხიზლდი! უნდა წახვიდეთ, ყველაფერი მზადაა.
-თქვენ!- მზერა შემოატარა გარშემო შეკრებილ ბიჭებს- გოგოს რამე დაემართება-გიპოვით, სამარიდან ამოგთხრით და გაჩენის დღეს გაწყევლინებთ!- გამოსცრა კბილებში გააფთრებულმა და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა.
-ისე იძახის, გეგონება თვითონ რამე არ დაუშავა- ჩაიცინა ვიღაცამ.
-სიტყვა!

*   *   *

არაფერია იმაზე უფრო სასიამოვნო და მტანჯველი, ვიდრე რაიმე კარგის მოლოდინი.
გზა, რომელიც სახლისკენ მიდიოდა, იყო ღელვით სავსე.
უსიტყვოდ მართავდა თარაში მანქანას და დროგამოშვებით ჩუმად გახედავდა მის გვერდით სავარძელზე მოკუნტულ გოგონას, რომელიც მისვე ქურთუკში გახვეულიყო. ნამიანი იყო ფანჯრებსგარეთ სივრცე. სიგრილითა და ნამით სავსე.
-ასე ჩუმად ვისხდებით?-დაარღვია აუტანლობა მირამ. აღარ შეეძლო მოლოდინისგან დაღლილს სიჩუმე.
-რაზე გინდა საუბარი?-გზისთვის თვალი არ მოუშორებია ბიჭს.
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა უღონოდ და მორბენალ ხეებს გახედა.
წუთით მდუმარება ჩამოწვა.
-შენზე?
-რა?
-შენზე ვილაპარაკოთ- შუბლშეკრულმა ჩაიჩურჩულა. მირას სიცილი წასკდა.
-მეგონა ჩემზე ყველაფერი იცოდი.
-ზოგჯერ ყველაზე მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები იპარება...
-რას გულისხმობ თარაშ?
-შენს სმენას.
მირამ თვალები დახუჭა. მერე ისევ მორბენალ ხეებს გააყოლა მზერა.
-ასეთი რთულია?
-რა?
-იმაზე ლაპარაკი, რომ არ გესმის...
-გგონია რახან ამ წყეული აპარატების გარეშე არ მესმის, მე რამე მჭირს? -ხმა გაუტყდა. შუბლი შეკრა.
-ეს არც მითქვია.-წამით გახედა სახეარეულს, მერე საათს დახედა. მზეც ზენიტში იყო.
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-აღმიწერ?
-სიჩუმეს არ აღწერენ თარაშ, სიჩუმის მხოლოდ შეგრძნებაა შესაძლებელი.-თავი საზურგეს მიაყრდნო მირამ.
-შემიძლია ვიგრძნო, ყურებზე ხელებს ავიფარებ-ჩაიცინეს. ბოლოს მირამ თავი გააქნია.
- საშინელებაა ირგვლივ მუდმივი სიჩუმე, ამ დროს ადამიანი შეიძლება გაგიჟდეს.-დაიწყო უცებ.-როცა ხედავ ხმაურს,
მაგრამ არ გესმის,
ეს სიგიჟეა!
როცა მოულოდნელად გეხებიან,
ისე რომ მათი მოახლოება არ გესმის,
სიგიჟეა!
მე სიჩუმეს ვერ შევეჩვევი.
რომ შევჩვეოდი
ახლა არც აქ ვიქნებოდი და არც ამ სიტყვებს გაიგონებდი...
ვერ გავუძლებდი სიჩუმეს. გესმის?
-მაპატიე...
-რა?
-რამდენიმე წუთით მაინც რომ ამ სიჩუმეში დაგტოვე.

*   *   *

- ქალაქის პირას ვართ. -მანქანას მიყრდნობოდა ბიჭი და მიდამოს ეჭვნარევად ზვერავდა.
-ხომ იცი თარაშ, ტელეფონს აგდებ... იცოდე დიდხანს არ დაგტოვებ. მალე გამოგიყვან, ხომ იცი?
-ვიცი დავით...
-მაშ კარგი, გოგოს მიიყვან... უკან ვეღარ წამოხვალ...
ზარი გათიშეს.
მტკვრის ნაპირზე მდგარმა უყოყმანოდ ისროლა მობილური მდინარეში. ახლაც, უწმინდურს ჰგავდა მტკვარი...
-ჩემ გამო თავის გაწირვა გიღირს? -მოესმა ხმა ზურგს უკნიდან. ბეჭებში გასწორდა.
-არის რაღაცები, რაც გვაიძულებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც არ გვსურს...
-მაგალითად?- მირამ  შეძლო წყენის დამალვა.
-სინდისი.
-შიგნიდან გიყვირის, არა?-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. ბიჭს გვერდით დაუდგა.
-სინდისი ჩემი ხმაურია მირა...
-ასეა, ხმაური ყველასთვის სხვადასხვა რამეა... მაგრამ ცოტას თუ შეუძლია მისი პირდაპირი მნიშვნელობის გაგება...
-განმარტე...-ჩაეღიმა თარაშს. მზერა გოგონას პროფილს მიაპყრო.
-ყველაფერი ლამაზია რასაც აღვიქვამთ: მუსიკა, ჩიტების ჭიკჭიკი, მანქანების ხმაც და ადამიანების ქაოსური ტაშიც კი.
მაგრამ ადამიანები ხშირად ხმაურს გაურბიან. იცი რატომ?-თვალებში ჩახედა- ეშინიათ... იზაფრებიან, ოდესღაც ბეზრდებათ ეს ხმაური, თავი სტკივდებათ, ტირიან, კივიან, სიჩუმისკენ ისწრაფვიან,
მაგრამ
შენ წარმოდგენა არ გაქვს
როგორი ხმაურიანია
სიჩუმე...

ნამდვილი სიჩუმე.

*   *   *

   დაისს ფესვები გაედგა.
   მანქანაში გამეფებული მდუმარება, ყოვლისმომცველი იყო.
ორივეს აწუხებდა კითხვა,
რა იქნებოდა ამის შემდეგ?
პასუხი არც ერთს ჰქონდა.
გაუსაძლისი იყო ამ სიჩუმეს შერეული გაუკრვევლობა, მძიმე აურა.
ორივე ხვდებოდა, გრძნობდნენ დასასრულისკენ რაოდენ ახლოს იყვნენ. მირას აშინებდა ეს დასასრული. თარაშის დასასრული.
მისი თითები მანქანის კარზე გაშეშებულიყო.
-არ გადადიხარ?- უემოციოდ, საჭეზე თვალმოუშორებლად შეეკითხა თარაში.
-კიდევ გნახავ?-ხმა გაპარვოდა.
-რა გინდა მირა?- ირონიის ნიღაბი აიკრო თარაშმა. თავის ნაცრისფერებში არსებული სიცივით ცდილობდა იმედის გარეშე გაეცილებინა გოგონა. გოგონა, რომელსაც ცრემლიანი თვალები ჰქონდა.
-არაფერი...-ამოიჩურჩულა დარდით მოცულმა. წუთით სიჩუმეს მიაყურადა, მერე მიხვდა ამ სიჩუმისგან არაფერს უნდა დალოდებოდა. ის იყო კარი გააღო, ბიჭის თითები იგრძნო მარცხენა მკლავზე. თარაშმა მთელი ძალით მიიზიდა თავისთან, მკლავები წელზე მოხვია და აქვითინებული გოგონა გულში ჩაიკრა.
-არ მინდა წასვლა...- ამოიტირა გოგონამ. ზურგზე მჭიდროდ მოჭერილი თითები შეუშვა და ბიჭის მზერას გაუსწორა სახე. უმნიშვნელოდ დაშორებული ბაგეები, საოცრად შორი ეჩვენა. უნებურად გაიწია მათკენ.
-არა...- თავი აარიდა მისკენ გაწეულ გოგონას და ხელახლა აქვითინებულს სახე თმაში ჩაურგო-არა მირა... არა...
-გთხოვ... მხოლოდ ერთხელ...
რას არ მისცემდა სანგანი, მისი ცრემლების გასაქრობად...
-პეპელას გაუფრთხილდი მირა-ყურის ძირში აკოცა გოგონას. ცხვირის წვერზე შეხებულმა აპარატმა ყბები დაუჭიმა, ზურგზე მირას მოკანკალე თითებს გრძნობდა- სიჩუმე დააფასე მირა... სიჩუმე ერთადერთია, რასაც შენი ბოლომდე გაგება შეუძლია... წადი!
-მერე შენ? პოლიცია გელოდება.
-წადი მირა! წადი...-უთხრა ბოლოჯერ ტკივილნარევი ამოოხვრით.
ვერ გაბედა თარაშის თვალების უნახავად მანქანიდან გადასვლა. ორიოდე წამით მზის ჩამავალ სხივებარეკლილ თვალებზე გაუშტერდა მზერა, თავის სახეზე მოთარეშე ნაცრისფერების შეუკავებელ ემოციებს ძლივძლივობით დაეხსნა მირას თვალები. ძლიერად მიაკრო ლოყაზე დამსკდარი ბაგეები. ერთ კოცნაში ჩაატია ყველა თავისი ემოცია, ყველა ტკივილი, ყველა განცდა და მანქანიდან უკანმოუხედავად გადახტა.
წრაფად მიირბინა სახლის კართან. ძლიერად, მოუთმენლად დააკაკუნა და ცრემლით დანამული პირსახე მაჯით შეიმშრალა გულაჩქარებულმა. მანქანის ხმის გაგონებაზე თავის შეკავება ვერ შეძლო. მოტრიალდა, ბოლოჯერ გაუსწორა სანგანის მომღიმარ სახეს მზერა, მერე ბიჭმა სასწრაფოდ დაძრა მანქანა და ქუჩაში გაიჭრა.
-მირა?- კარი გაიღო.
ვერ შეძლო ყელს მომდგარი ცრემლის გორგალი გადაეგორებინა. ერთადერთი რაც შეძლო, მამას მოეხვია.
მტკივნეული მონატრების ჩახშობის პარალელურად ზურგს უკან პოლიციის სირენის ხმა გაისმა.

*   *  *

         ცივი იყო კედელი, რომელის პირისპირაც იწვა თარაში. პატიმრებით სავსე ვიწრო საკანში უჩვეულო დახუთულობა და მკაცრი სიცივე ერთდროულად სუფევდა. გრძნობდა იგი რაოდენ ბინძური იყო ოთახი, რომელშიც იმყოფებოდა და ცოდვით დამძიმებულ მრავალ სულთან ერთად, თავის სულიც რაოდენ ტალახიანი იყო...
-სანგანო!
ზურგს უკან ხმა მოესმა. კიდევ ერთ ჩხუბდამშეულზე ჩაეღიმა. ფოტოსურათი საწოლისპირას ჩამალა, მსწრაფლად წამოიჭრა ზეზე და მის წინ აღმართულ ავღიმილიანს ირონია შეაგება.
-მგონი ცოტა საუბარი არ გვაწყენდა, არა სანგანო?-ეშმაკურად მოჭუტა თვალები წინ მდგარმა. თარაშმა მის ზურგს უკან, ბრბოს გახედა. პატიმრები ხელში რკინის კეტებს ათამაშებდნენ. თარაშს წარბი არ შეუხრია.
-იცი აქ როგორ ექცევიან პატიმრებს სანგანო? იცი?!- აროხროხდა ხმა.
სანგანის ნაცრისფერები კიდევ უფრო გაიცრიცნენ, ყინულმა მოიცვა და უსიტყვოდ დაელოდნენ მოსალოდნელ ტკივილის შეგრძნებას.


დასასრული.

კატერინა.



№1 სტუმარი Елка

Дзалиан емоциури новела ико. Саукетесо. Икнеб гагегрзелебинат. Царматебебс гисурвебт.

 


№2  offline წევრი gogincha

ძალიან ემოციური იყო, საოცრად წერ მადლობა ერთის მხრივ საკმარისი იყო მეორეს მხრივ მინდა გაგრძელება და კიდევ წაკითხვა საოცრად მომწონს შენი პერსონაჟები. წარმატებები

 


№3 სტუმარი ანუ

რა დასასრულიიიიიიიი, აუუ.. :( :(

 


№4 სტუმარი სტუმარი ელა

აუუ მინდოდა რომ თარაშიც გამოსულიყო და ერთად ყოფილიყვნენ რაიქნებოდააა???????? გულიდამწყდა ბოლოს????????

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

ვაიმე ეს რაიყო ჰააა. ახლაც კი შთაბეჭდილებიბს ქვეშ ვარრ. ისე დასრულდაააა. უფრო მეტი მინდოდააა

 


№6 სტუმარი Ana-maria

სევდიანი ისტორიაა.საოცრად წერთ, სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. სადღაც გული მეტკინა, ვფიქრობდი ყველაფერი კარგად ექნებოდათ. ახალ ისტორიას სიამოვნებით დაველოდები

 


№7  offline მოდერი sabah alkhyr

გოგო, შენ უნდ მომკლა მე, არა? ჯერ რა იყო ეს, რა ემოცია, რა გრძნობების გადმოხატვა, რა შოკი, პიკი, პანიკა. შენ იცი, მე რა დამოკიდებულება მაქვს ასეთ ისტორიებზე. ისიც იცი, რომ მძიმე დასასრულები მიყვარს, მაგრამ, კაწ, რა მიქენი ეს, აა? ამ რამდენიმე გვერდიან ისტორიაში თარაში ისეთ არაამქვეყნიურ მამაკაცად გადმოგვიხატე, უბრალოდ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა და არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, მართლა :((( იმედი მაქვს გაგრძელება იქნება, რადგან მარტო მე კი არა, დარწმუნებული ვარ ბევრს არ ეყო :((( საბოლოო ჯამში საუკეთესო იყო, მინდა ვაღიარო ❤️❤️❤️

 


№8  offline მოდერი Katerina.

Елка
Дзалиан емоциури новела ико. Саукетесо. Икнеб гагегрзелебинат. Царматебебс гисурвебт.

დიდი მადლობა დადებითი შეფასებისვის
<3

gogincha
ძალიან ემოციური იყო, საოცრად წერ მადლობა ერთის მხრივ საკმარისი იყო მეორეს მხრივ მინდა გაგრძელება და კიდევ წაკითხვა საოცრად მომწონს შენი პერსონაჟები. წარმატებები

მადლობა შენ.
მიხარია რომ მოგეწონა
<3

ანუ
რა დასასრულიიიიიიიი, აუუ.. :( :(

ყველაფერს ხომ არ ექნება "კარგი"დასასრული
:დ

Ana-maria
სევდიანი ისტორიაა.საოცრად წერთ, სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. სადღაც გული მეტკინა, ვფიქრობდი ყველაფერი კარგად ექნებოდათ. ახალ ისტორიას სიამოვნებით დაველოდები

დიდი მადლობა,
<3333

სტუმარი ელა
აუუ მინდოდა რომ თარაშიც გამოსულიყო და ერთად ყოფილიყვნენ რაიქნებოდააა???????? გულიდამწყდა ბოლოს????????

ისტორია მხოლოდ დაწერილი დასრულდა... ვინ იცის
<3

Qeti qimucadze
ვაიმე ეს რაიყო ჰააა. ახლაც კი შთაბეჭდილებიბს ქვეშ ვარრ. ისე დასრულდაააა. უფრო მეტი მინდოდააა

მიხარია,
<33
ბევრი ემოცია ზოგჯერ ადამიანს სწყენს
:დდ

sabah alkhyr
გოგო, შენ უნდ მომკლა მე, არა? ჯერ რა იყო ეს, რა ემოცია, რა გრძნობების გადმოხატვა, რა შოკი, პიკი, პანიკა. შენ იცი, მე რა დამოკიდებულება მაქვს ასეთ ისტორიებზე. ისიც იცი, რომ მძიმე დასასრულები მიყვარს, მაგრამ, კაწ, რა მიქენი ეს, აა? ამ რამდენიმე გვერდიან ისტორიაში თარაში ისეთ არაამქვეყნიურ მამაკაცად გადმოგვიხატე, უბრალოდ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა და არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, მართლა :((( იმედი მაქვს გაგრძელება იქნება, რადგან მარტო მე კი არა, დარწმუნებული ვარ ბევრს არ ეყო :((( საბოლოო ჯამში საუკეთესო იყო, მინდა ვაღიარო ❤️❤️❤️

მადლობაა დიდიიი,
თარაში რთული მხარე აღმოჩნდა, თუმცა როგორც სჩანს გამოვიდა...
სიმართლე გითხრა ისტორია არც მე მეყო
:დდდ
მაგრამ არ მინდოდა რეალობას კიდევ უფრო გავცდენოდი...
ხომ გესმის
:დ

 


№9 სტუმარი ანუ

ჰებე
Елка
Дзалиан емоциури новела ико. Саукетесо. Икнеб гагегрзелебинат. Царматебебс гисурвебт.

დიდი მადლობა დადებითი შეფასებისვის
<3

gogincha
ძალიან ემოციური იყო, საოცრად წერ მადლობა ერთის მხრივ საკმარისი იყო მეორეს მხრივ მინდა გაგრძელება და კიდევ წაკითხვა საოცრად მომწონს შენი პერსონაჟები. წარმატებები

მადლობა შენ.
მიხარია რომ მოგეწონა
<3

ანუ
რა დასასრულიიიიიიიი, აუუ.. :( :(

ყველაფერს ხომ არ ექნება "კარგი"დასასრული
:დ

Ana-maria
სევდიანი ისტორიაა.საოცრად წერთ, სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. სადღაც გული მეტკინა, ვფიქრობდი ყველაფერი კარგად ექნებოდათ. ახალ ისტორიას სიამოვნებით დაველოდები

დიდი მადლობა,
<3333

სტუმარი ელა
აუუ მინდოდა რომ თარაშიც გამოსულიყო და ერთად ყოფილიყვნენ რაიქნებოდააა???????? გულიდამწყდა ბოლოს????????

ისტორია მხოლოდ დაწერილი დასრულდა... ვინ იცის
<3

Qeti qimucadze
ვაიმე ეს რაიყო ჰააა. ახლაც კი შთაბეჭდილებიბს ქვეშ ვარრ. ისე დასრულდაააა. უფრო მეტი მინდოდააა

მიხარია,
<33
ბევრი ემოცია ზოგჯერ ადამიანს სწყენს
:დდ

sabah alkhyr
გოგო, შენ უნდ მომკლა მე, არა? ჯერ რა იყო ეს, რა ემოცია, რა გრძნობების გადმოხატვა, რა შოკი, პიკი, პანიკა. შენ იცი, მე რა დამოკიდებულება მაქვს ასეთ ისტორიებზე. ისიც იცი, რომ მძიმე დასასრულები მიყვარს, მაგრამ, კაწ, რა მიქენი ეს, აა? ამ რამდენიმე გვერდიან ისტორიაში თარაში ისეთ არაამქვეყნიურ მამაკაცად გადმოგვიხატე, უბრალოდ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა და არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, მართლა :((( იმედი მაქვს გაგრძელება იქნება, რადგან მარტო მე კი არა, დარწმუნებული ვარ ბევრს არ ეყო :((( საბოლოო ჯამში საუკეთესო იყო, მინდა ვაღიარო ❤️❤️❤️

მადლობაა დიდიიი,
თარაში რთული მხარე აღმოჩნდა, თუმცა როგორც სჩანს გამოვიდა...
სიმართლე გითხრა ისტორია არც მე მეყო
:დდდ
მაგრამ არ მინდოდა რეალობას კიდევ უფრო გავცდენოდი...
ხომ გესმის
:დ

რატომაც არა

 


№10  offline მოდერი sabah alkhyr

ჰებე
Елка
Дзалиан емоциури новела ико. Саукетесо. Икнеб гагегрзелебинат. Царматебебс гисурвебт.

დიდი მადლობა დადებითი შეფასებისვის
<3

gogincha
ძალიან ემოციური იყო, საოცრად წერ მადლობა ერთის მხრივ საკმარისი იყო მეორეს მხრივ მინდა გაგრძელება და კიდევ წაკითხვა საოცრად მომწონს შენი პერსონაჟები. წარმატებები

მადლობა შენ.
მიხარია რომ მოგეწონა
<3

ანუ
რა დასასრულიიიიიიიი, აუუ.. :( :(

ყველაფერს ხომ არ ექნება "კარგი"დასასრული
:დ

Ana-maria
სევდიანი ისტორიაა.საოცრად წერთ, სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. სადღაც გული მეტკინა, ვფიქრობდი ყველაფერი კარგად ექნებოდათ. ახალ ისტორიას სიამოვნებით დაველოდები

დიდი მადლობა,
<3333

სტუმარი ელა
აუუ მინდოდა რომ თარაშიც გამოსულიყო და ერთად ყოფილიყვნენ რაიქნებოდააა???????? გულიდამწყდა ბოლოს????????

ისტორია მხოლოდ დაწერილი დასრულდა... ვინ იცის
<3

Qeti qimucadze
ვაიმე ეს რაიყო ჰააა. ახლაც კი შთაბეჭდილებიბს ქვეშ ვარრ. ისე დასრულდაააა. უფრო მეტი მინდოდააა

მიხარია,
<33
ბევრი ემოცია ზოგჯერ ადამიანს სწყენს
:დდ

sabah alkhyr
გოგო, შენ უნდ მომკლა მე, არა? ჯერ რა იყო ეს, რა ემოცია, რა გრძნობების გადმოხატვა, რა შოკი, პიკი, პანიკა. შენ იცი, მე რა დამოკიდებულება მაქვს ასეთ ისტორიებზე. ისიც იცი, რომ მძიმე დასასრულები მიყვარს, მაგრამ, კაწ, რა მიქენი ეს, აა? ამ რამდენიმე გვერდიან ისტორიაში თარაში ისეთ არაამქვეყნიურ მამაკაცად გადმოგვიხატე, უბრალოდ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა და არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, მართლა :((( იმედი მაქვს გაგრძელება იქნება, რადგან მარტო მე კი არა, დარწმუნებული ვარ ბევრს არ ეყო :((( საბოლოო ჯამში საუკეთესო იყო, მინდა ვაღიარო ❤️❤️❤️

მადლობაა დიდიიი,
თარაში რთული მხარე აღმოჩნდა, თუმცა როგორც სჩანს გამოვიდა...
სიმართლე გითხრა ისტორია არც მე მეყო
:დდდ
მაგრამ არ მინდოდა რეალობას კიდევ უფრო გავცდენოდი...
ხომ გესმის
:დ

ხომ შეიძლება მირამ ციხეში ინახულოს? რატომ არ შეიძლება თარეშის ციხიდან გამოსვლისას მირა სრულწლოვანი იყოს და ურთიერთობა ააწყონ? რათა, ჰაა, რათა? :/

 


№11  offline მოდერი Katerina.

sabah alkhyr
ჰებე
Елка
Дзалиан емоциури новела ико. Саукетесо. Икнеб гагегрзелебинат. Царматебебс гисурвебт.

დიდი მადლობა დადებითი შეფასებისვის
<3

gogincha
ძალიან ემოციური იყო, საოცრად წერ მადლობა ერთის მხრივ საკმარისი იყო მეორეს მხრივ მინდა გაგრძელება და კიდევ წაკითხვა საოცრად მომწონს შენი პერსონაჟები. წარმატებები

მადლობა შენ.
მიხარია რომ მოგეწონა
<3

ანუ
რა დასასრულიიიიიიიი, აუუ.. :( :(

ყველაფერს ხომ არ ექნება "კარგი"დასასრული
:დ

Ana-maria
სევდიანი ისტორიაა.საოცრად წერთ, სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. სადღაც გული მეტკინა, ვფიქრობდი ყველაფერი კარგად ექნებოდათ. ახალ ისტორიას სიამოვნებით დაველოდები

დიდი მადლობა,
<3333

სტუმარი ელა
აუუ მინდოდა რომ თარაშიც გამოსულიყო და ერთად ყოფილიყვნენ რაიქნებოდააა???????? გულიდამწყდა ბოლოს????????

ისტორია მხოლოდ დაწერილი დასრულდა... ვინ იცის
<3

Qeti qimucadze
ვაიმე ეს რაიყო ჰააა. ახლაც კი შთაბეჭდილებიბს ქვეშ ვარრ. ისე დასრულდაააა. უფრო მეტი მინდოდააა

მიხარია,
<33
ბევრი ემოცია ზოგჯერ ადამიანს სწყენს
:დდ

sabah alkhyr
გოგო, შენ უნდ მომკლა მე, არა? ჯერ რა იყო ეს, რა ემოცია, რა გრძნობების გადმოხატვა, რა შოკი, პიკი, პანიკა. შენ იცი, მე რა დამოკიდებულება მაქვს ასეთ ისტორიებზე. ისიც იცი, რომ მძიმე დასასრულები მიყვარს, მაგრამ, კაწ, რა მიქენი ეს, აა? ამ რამდენიმე გვერდიან ისტორიაში თარაში ისეთ არაამქვეყნიურ მამაკაცად გადმოგვიხატე, უბრალოდ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა და არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, მართლა :((( იმედი მაქვს გაგრძელება იქნება, რადგან მარტო მე კი არა, დარწმუნებული ვარ ბევრს არ ეყო :((( საბოლოო ჯამში საუკეთესო იყო, მინდა ვაღიარო ❤️❤️❤️

მადლობაა დიდიიი,
თარაში რთული მხარე აღმოჩნდა, თუმცა როგორც სჩანს გამოვიდა...
სიმართლე გითხრა ისტორია არც მე მეყო
:დდდ
მაგრამ არ მინდოდა რეალობას კიდევ უფრო გავცდენოდი...
ხომ გესმის
:დ

ხომ შეიძლება მირამ ციხეში ინახულოს? რატომ არ შეიძლება თარეშის ციხიდან გამოსვლისას მირა სრულწლოვანი იყოს და ურთიერთობა ააწყონ? რათა, ჰაა, რათა? :/

ისტორია მხოლოდ დაწერილი დასრულდაა...
:დდ
თავიდანვე ისეთი იყო ჩაფიქრებული, როგორიცაა. გულს ლახვარს ჩაგასობ და გეტყვი: მათი ურთიერთობის გაგრძელება წამითაც კი არ დაიშვა
:დდ
:///
ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვფიქრობ თუ გავაგრრძელებდი და ფანტაზიაში ღრმად გავიჭრებოდი, ვეღარ შევძლებდი იმ ხაზის დაჭერას,
რომელზეც მთელი ეს ამბავი აიწყო.
ეს კი უკანასკნელია რაც მინდა.

 


№12  offline მოდერი sabah alkhyr

ჰებე
sabah alkhyr
ჰებე
Елка
Дзалиан емоциури новела ико. Саукетесо. Икнеб гагегрзелебинат. Царматебебс гисурвебт.

დიდი მადლობა დადებითი შეფასებისვის
<3

gogincha
ძალიან ემოციური იყო, საოცრად წერ მადლობა ერთის მხრივ საკმარისი იყო მეორეს მხრივ მინდა გაგრძელება და კიდევ წაკითხვა საოცრად მომწონს შენი პერსონაჟები. წარმატებები

მადლობა შენ.
მიხარია რომ მოგეწონა
<3

ანუ
რა დასასრულიიიიიიიი, აუუ.. :( :(

ყველაფერს ხომ არ ექნება "კარგი"დასასრული
:დ

Ana-maria
სევდიანი ისტორიაა.საოცრად წერთ, სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი. სადღაც გული მეტკინა, ვფიქრობდი ყველაფერი კარგად ექნებოდათ. ახალ ისტორიას სიამოვნებით დაველოდები

დიდი მადლობა,
<3333

სტუმარი ელა
აუუ მინდოდა რომ თარაშიც გამოსულიყო და ერთად ყოფილიყვნენ რაიქნებოდააა???????? გულიდამწყდა ბოლოს????????

ისტორია მხოლოდ დაწერილი დასრულდა... ვინ იცის
<3

Qeti qimucadze
ვაიმე ეს რაიყო ჰააა. ახლაც კი შთაბეჭდილებიბს ქვეშ ვარრ. ისე დასრულდაააა. უფრო მეტი მინდოდააა

მიხარია,
<33
ბევრი ემოცია ზოგჯერ ადამიანს სწყენს
:დდ

sabah alkhyr
გოგო, შენ უნდ მომკლა მე, არა? ჯერ რა იყო ეს, რა ემოცია, რა გრძნობების გადმოხატვა, რა შოკი, პიკი, პანიკა. შენ იცი, მე რა დამოკიდებულება მაქვს ასეთ ისტორიებზე. ისიც იცი, რომ მძიმე დასასრულები მიყვარს, მაგრამ, კაწ, რა მიქენი ეს, აა? ამ რამდენიმე გვერდიან ისტორიაში თარაში ისეთ არაამქვეყნიურ მამაკაცად გადმოგვიხატე, უბრალოდ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა და არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, მართლა :((( იმედი მაქვს გაგრძელება იქნება, რადგან მარტო მე კი არა, დარწმუნებული ვარ ბევრს არ ეყო :((( საბოლოო ჯამში საუკეთესო იყო, მინდა ვაღიარო ❤️❤️❤️

მადლობაა დიდიიი,
თარაში რთული მხარე აღმოჩნდა, თუმცა როგორც სჩანს გამოვიდა...
სიმართლე გითხრა ისტორია არც მე მეყო
:დდდ
მაგრამ არ მინდოდა რეალობას კიდევ უფრო გავცდენოდი...
ხომ გესმის
:დ

ხომ შეიძლება მირამ ციხეში ინახულოს? რატომ არ შეიძლება თარეშის ციხიდან გამოსვლისას მირა სრულწლოვანი იყოს და ურთიერთობა ააწყონ? რათა, ჰაა, რათა? :/

ისტორია მხოლოდ დაწერილი დასრულდაა...
:დდ
თავიდანვე ისეთი იყო ჩაფიქრებული, როგორიცაა. გულს ლახვარს ჩაგასობ და გეტყვი: მათი ურთიერთობის გაგრძელება წამითაც კი არ დაიშვა
:დდ
:///
ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვფიქრობ თუ გავაგრრძელებდი და ფანტაზიაში ღრმად გავიჭრებოდი, ვეღარ შევძლებდი იმ ხაზის დაჭერას,
რომელზეც მთელი ეს ამბავი აიწყო.
ეს კი უკანასკნელია რაც მინდა.

კარგი პასუხია ❤️ მომეწონა ახსნა, თუ რატომ არ შეიძლება გაგრძელდეს ❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი ლია

ძალიან გთხოვთ ამ გმირებს მიევი გაგრძელების უგლება გაზრდილი მირა და დაბრუნებული თარაში ❤❤❤

 


№14  offline მოდერი Catherine Di Perso

სამი სხვადასხვა მწერლის სხვადასხვა ისტორია წავიკითხე ახლა ზედიზედ. (ჰო, მოწყურებული ვარ)
მოკლედ, რაღაც გრამატიკული შეცდომები იყო, მაგალითად, აფსურდი არა, აბსურდია სწორი ფორმა და ა.შ. მაგრამ... ჯანდაბა, არა, არ მინდა შეცდომებზე საუბარი. უბრალოდ, გავჩუმდები და შენ ამ დუმილში ამოიკითხე ჩემი თავისუფალი სული. გამოგივა, ვიცი.

 


№15  offline მოდერი Katerina.

Catherine Di Perso
სამი სხვადასხვა მწერლის სხვადასხვა ისტორია წავიკითხე ახლა ზედიზედ. (ჰო, მოწყურებული ვარ)
მოკლედ, რაღაც გრამატიკული შეცდომები იყო, მაგალითად, აფსურდი არა, აბსურდია სწორი ფორმა და ა.შ. მაგრამ... ჯანდაბა, არა, არ მინდა შეცდომებზე საუბარი. უბრალოდ, გავჩუმდები და შენ ამ დუმილში ამოიკითხე ჩემი თავისუფალი სული. გამოგივა, ვიცი.

<3!

 


№16 სტუმარი ლიჟა

გამარჯობა სასტიკო ადამიანო!
სასტიკოო და საოცრად ნიჭიეროოო
მიყვარხარ შენ და შენი ხმაურიანი სიჩუმე

(მეორე ნაწილს ორგანიზმი მთხოვს)

 


№17  offline მოდერი Katerina.

ლიჟა
გამარჯობა სასტიკო ადამიანო!
სასტიკოო და საოცრად ნიჭიეროოო
მიყვარხარ შენ და შენი ხმაურიანი სიჩუმე

(მეორე ნაწილს ორგანიზმი მთხოვს)

მადლობა გულო
<3
(ორგანიზმი თავად დააოკე)დ

 


№18  offline წევრი დუ სია

კარგი რა, რა დასასრული?! და რას გვერჩიი??? ისეთი კარგი იყო, ისეთი ემოციური და ღრმა, ნუთუ არ იმსახურებს ეს ნოველა გაგრძელებას?! გთხოვ, კარგად დაფიქრდი და მიხვდები, რომ ასე დატოვება ჯოჯოხეთია...
მირა და თარაში ერთად თუ ვერა ცალცალკე მაინც უნდა არსებობდნენ და განაგრძობდნენ სიცოცხლეს, მიეცი შანსი მათ, თუმცა ვგრძნობ, რომ გაგრძელება არც ისე იმედიანი გექნებოდა და ამიტომაც დაასრულე ასე უმოწყალოდ...
არ მინდა დასრულდეს, გთხოვ იფიქრე, მაპატიე თუ გაწუხებ,მაგრამ ეგეც შენი, როგორც ავტორის ბრალია!*( კარგი რომ იყო, მაგიტომაც)
ძალიან მაკლია ორივე და მეფიქრება, რომ შანსი უნდა მისცე, ამას ჩემს გარდა უამრავი გევედრება, რამდენი გაქვს ნაფიქრი ყველა ნიუანსზე, მაგრამ თითქოს ასე უეცარი დასასრული ჰაერში ფანტავს ემოციებს!
მესმის, არ გინდა ბანალური დასასრული, არ გინდა იყოს ყოველდღიური ამბებით გაჯერებული. თუ გინდა პირადში მოგწერ და გეტყვი რამდენი შესაძლო სიუჟეტი მომიტანა ამ არაჩვეულებრივმა ისტორიამ. მოგწერ რა და იფიქრე, თუ ჩათვლი ღირსად, ჩემი, როგორც ერთ-ერთი მკითხველის გულწრფელ სურვილს,
ლოგიკური, მოულოდნელი და მძაფრი გაგრძელებით დაგვასაჩუქრო ჩვენც და შენი მრავალფეროვანი შემოქმედება.
გელოდები, იცი როგორ?! ამას უკვე სიტყვით ვერ გადმოგცემ!
კარგი ხარ, ბრავო!

 


№19  offline მოდერი Katerina.

დუ სია
კარგი რა, რა დასასრული?! და რას გვერჩიი??? ისეთი კარგი იყო, ისეთი ემოციური და ღრმა, ნუთუ არ იმსახურებს ეს ნოველა გაგრძელებას?! გთხოვ, კარგად დაფიქრდი და მიხვდები, რომ ასე დატოვება ჯოჯოხეთია...
მირა და თარაში ერთად თუ ვერა ცალცალკე მაინც უნდა არსებობდნენ და განაგრძობდნენ სიცოცხლეს, მიეცი შანსი მათ, თუმცა ვგრძნობ, რომ გაგრძელება არც ისე იმედიანი გექნებოდა და ამიტომაც დაასრულე ასე უმოწყალოდ...
არ მინდა დასრულდეს, გთხოვ იფიქრე, მაპატიე თუ გაწუხებ,მაგრამ ეგეც შენი, როგორც ავტორის ბრალია!*( კარგი რომ იყო, მაგიტომაც)
ძალიან მაკლია ორივე და მეფიქრება, რომ შანსი უნდა მისცე, ამას ჩემს გარდა უამრავი გევედრება, რამდენი გაქვს ნაფიქრი ყველა ნიუანსზე, მაგრამ თითქოს ასე უეცარი დასასრული ჰაერში ფანტავს ემოციებს!
მესმის, არ გინდა ბანალური დასასრული, არ გინდა იყოს ყოველდღიური ამბებით გაჯერებული. თუ გინდა პირადში მოგწერ და გეტყვი რამდენი შესაძლო სიუჟეტი მომიტანა ამ არაჩვეულებრივმა ისტორიამ. მოგწერ რა და იფიქრე, თუ ჩათვლი ღირსად, ჩემი, როგორც ერთ-ერთი მკითხველის გულწრფელ სურვილს,
ლოგიკური, მოულოდნელი და მძაფრი გაგრძელებით დაგვასაჩუქრო ჩვენც და შენი მრავალფეროვანი შემოქმედება.
გელოდები, იცი როგორ?! ამას უკვე სიტყვით ვერ გადმოგცემ!
კარგი ხარ, ბრავო!

უღრმესი მადლობა,
თუმცა ჩემს აზრზე მტკიცედ ვდგავარ, უარს არ ვიტყვი მოწერაზე
:დდ
დასასრულს რაც შეეხება: არ ვამბობ რომ დასრუდნენ,
უბრალოდ მათი ისტორია დაწერილი დასრულდა.
არ გამაჩნია აზრი, რომ გაგრძელდეს და
არის მიზეზები თუ რატომ.
გარკვეულწილად ასახავს მავანის რეალობას, და ვფიქრობ გაგრძელებით იმ ხაზს ვეღარ დავიჭერ, რაც ისტორიას გააჩნია.
ახლა გაგრძელებას ვერ ვუშვებ გონებაში.
მომავალლში ვნახოთ.

 


№20  offline წევრი likuu_s

რაოდენ უნდა გვსურდეს ამ ისტორიის გაგრძელება, ვფიქრობ ეს ასე უნდა ყოფილიყო. გეთანხმები ინაში, რომ ეს მხოლოდ დაწერილის დასასრულია. მჯერა, რომ ოდესღაც გაგრძელდებიან, რისი დაწერაც არაა ალბათ საჭირო.
მართლა საკმაოდ კარგი, განსხვავებული და ემოციური ისტორია იყო. ისეთი იყო, უემოციოდ და ისე უბრალოდ რომ ვერ ჩაუვლი.

წარმატებები!<3

 


№21  offline მოდერი Katerina.

likuu_s
რაოდენ უნდა გვსურდეს ამ ისტორიის გაგრძელება, ვფიქრობ ეს ასე უნდა ყოფილიყო. გეთანხმები ინაში, რომ ეს მხოლოდ დაწერილის დასასრულია. მჯერა, რომ ოდესღაც გაგრძელდებიან, რისი დაწერაც არაა ალბათ საჭირო.
მართლა საკმაოდ კარგი, განსხვავებული და ემოციური ისტორია იყო. ისეთი იყო, უემოციოდ და ისე უბრალოდ რომ ვერ ჩაუვლი.

წარმატებები!<3

დიიდი მადლობა,<33
მიხარია რომ გამიგე
<3

 


№22  offline მოდერი sabah alkhyr

ძალიან მომენატრე, ჰებე ❤️
კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს ისტორია. თარაში იმ მბჟუტავ ლამპიონს გავდა, მირამ რომ საბედისწეროდ სცადა გვერდის უსაფრთხოდ ავლა. მასში იყო ცუდი, მაგრამ ცუდზე მეტი კარგი ტრიალებდა მის გულში, გონებაში. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ❤️❤️
მომენატრე ქალოო, ახლა ვნახე რაღაც გამომრჩენია წასაკითხი და ჩავუჯდე უნდა ❤️❤️
დაბრუნდი, მე ნუ დამემსგავსები❤️

 


№23  offline მოდერი Katerina.

sabah alkhyr
ძალიან მომენატრე, ჰებე ❤️
კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს ისტორია. თარაში იმ მბჟუტავ ლამპიონს გავდა, მირამ რომ საბედისწეროდ სცადა გვერდის უსაფრთხოდ ავლა. მასში იყო ცუდი, მაგრამ ცუდზე მეტი კარგი ტრიალებდა მის გულში, გონებაში. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ❤️❤️
მომენატრე ქალოო, ახლა ვნახე რაღაც გამომრჩენია წასაკითხი და ჩავუჯდე უნდა ❤️❤️
დაბრუნდი, მე ნუ დამემსგავსები❤️

heart_eyes heart_eyes smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent