შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ თავი 20


3-05-2021, 19:18
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 211

ანამ ზიზღით შეხედა ირონიულად მომღიმარ ბიჭს და მაშინვე მზერა აარიდა
-ჩემს მოთმინებას ცდი?-ჰკითხა მომღიმარი სახით მისი სიახლოვით გაბრუებულმა ბიჭმა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე
-ხელი გამიშვი-აფართხალდა სუნთქვა აჩქარებული გოგონა რომელსაც ბიჭის ზედმეტი სიახლოვ3 საშინლად აფრთხობდა
-ანა ჩემთან თამაშს არ გირჩევ-უთხრა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა, ხელიდან უხეშად წაგლიჯა ტელეფონი და ფეხზე წამოვარდა, დაფეთებული ანაც მაშინვე ადგა და შეშინებული თვალებით მიაჩერდა
-იმ ნაბიჭვ.არმა გამომძიებელმა მოგცა არა ეს ტელეფონი?-ისეთი მშვიდი ტონით ჰკითხა რომ გოგონა ძალიან დააბნია ბიჭის უცნაურმა სიმშვიდემ და შენარჩუნებულმა წონასწორობამ, თუმცა ხმის ამოღება მაინც ვერ გაბედა-მიპასუხე!-იმხელა ხმაზე დაუღრიალა მისი სიჩუმით გაღიზიანებულმა ბიჭმა რომ მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა შეშინებული გოგონა -მან მიგცა არა? -დაუღრიალა ისევ და გაავებულმა კედელს შეახეთქა ტელეფონი, რომელიც ნაწილებად დაშლილი ძირს მიმოიფანტა -ანა-დაუღრინა დამფრთხალ გოგონას და მათ შორის არსებული მანძილი წამის მეასედში დაფარა, გოგონას ყბებზე უხეშად მოუჭირა აკანკალებული თითები და აწყლიანებულ თვალებში ჩააცქერდა -არ გინდა-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან აცახცახებულ გოგონას -არ გინდა, ნუ მაიძულებ რომ ჩვენს შორის არსებული ზღვარი გადმოვლახო...იცოდე გატკენ საშინლად გატკენ გულს-დაუსისინა და ცრემელები რომ გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე ანას, ხელი უხეშად გაუშვა, ოთხაიდან გავარდა და კარი გამეტებით გაიჯახუნა
-ანა დედა -დაფეთებული ქეთი შევარდა შვილის ოთახში-რა მოხდა? რამე დაგიშავა იმ არანორმალურმა? რა უდნოდა
-ნუ ღელავ კარგად ვარ-მაშინვე შეწყვიტა ტირილი გოგონამ და დედას ჩაეხუტა რომ დაემშვიდებინა.
თორნიკე და გიგა მეორე დღეს, დილითვე წავიდნენ იმ მიტოვებული ქარხნის შენობასთან რომელიც უკვე არაერთხელ ჰქონდა დათვალიერებული
-აუ აქ მერამდენედ უნდა მომიყვანო?-აბუზღუნდა გიგა -ხომ უკვე დავთვალიერეთ ეს ტერიტორია?
-მერე რა დასკვნა გამოვიტნეთ გახსოვს?-უცნაური ღიმილით ჰკითხა მეგობარს, რომელმაც ჯერ არ იცოდა რომ თორნიკე ტაქსის მძღოლს ესაუბრა გუშინ
-ის დასკვნა რომ ამ ქარხანასთან მოსასვლელი ერთადერთი გზა, ეს მთავარი გზა ტკეცილია, რომელიც უკვე მეასეჯერ გამატარე და შევისწავლეთ თავის გზაჯვარედინზე დაყენებული კამერის ჩანაწერებიანათ-უთხრა ისევ ბუზღუნით და უკმაყოფილო სახით გახედა ნახევრად დანგრეულ შენობას
-მერე ჩაეკითხა თორნიკე
-რა მერე?ხო ნახე რომ იმ ტაქსისტ უკან არავინ ადევნებია? ყოველ შემთხვევაში კამერებში ვერ ვნახეთ რომ ვინმე უკამ მიჰყვებოდათ
-ჰო მაგრამ შეიძლება მდევრები იცვლებოდნენ
-ისევ მაგ აზრს აწვები?-გაბრაზდა გიგა
-ვაწვები
-მაინც იმას ფიქრობ რომ ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც დაინახა ან ხელში ჩაუვარდა გიგის, რომ მისგამო ასე შეიწუხეს თავი საწყობის ხალხმა?
-ჰო -დაეთანხმა თორნიკე
-ჩავთვალოთ ასეა, ახლა როგორ გავიგოთ გიგი ამ ადგილიდან სხვა ტაქსით წავიდა, ავტო სტოპით,მეგობრის მანქანით თუ საწყობის ხალხმა გაიტაცა?-ჩაეკითხა ამ საქმით უკვე დაღლილი გიგა მეგობარს-კამერებში ხომ ვნახეთ? ათასმა ტაქსმა და მანქანამ ჩიარა იმ საათებში აქ, როცა კოტემ გიგა აქ დატოვა და თან ორივე მიმართულებით
-ძალიან მარტივად-გაეღიმა თორნიკეს და მეგობარი მდელოზე გაიყვანა -თუ მანქანა აქედან მოვიდოდა...
-სულ ბაგიჟდი ხო? შეხედე აქ გზა არაა, რომელი გიჟი ივლიდა მიუვალ ადგილას?
-ის ვისაც ძალიან უნდოდა გიგის მოშორება თავიდან!-აღელდა თორნიკე
-თორნიკე, გზა არაა აქ, მანქანა ვერ ივლიდა...ნახე რა უსწორმასწორო მდელოა, თუ ივლიდა ძაან გაუჭირდებოდა გზის გაკვლევა...
-და თუ მაინც აქედან მოვიდოდა რომ მთავარი გზის კამერებში არ დაფიქსირებულიყო?
-და აქედან ეს მდელო... ანუ სადმე მიდის?-ხელი გაიშვირა აღმართის ბოლოსკენ გაკვირვებულმა გიგიმ
-სასაფლაოებია იქ ბოლოში
-ნუ გზა არის იქ სადღაც ბოლოში? -შეიცხადა აღფრთოვანებულმა გიგამ
-ჰო არის და ეს გზა სოფელში გადის... კარგი ვარიანატია არა საქმის უხმაუროდ მოსაგვარებლად? თან ეს გზა გაქტიურად აღარ გამოიყენება რადგან ახალი ზგაა გაყვანილი სასაფლაოსთან მისასვლელად...
-ამის დედაც-აღმოხდა გაოცებულ ბიჭს -ეს ...ანუ როგორ მიტვინე? ჩვენ ხომ მარტო მთავარი ტრასიდან განვიხილავდით გიგის წასვლას ან გატაცებას?
-ტაქსის მძღოლა მითხრა რომ დაინახა, როგორ მივიდა შავი ლექსუსის ჯიპი ამ მხრიდან შენობასთან
-ნაბიჭვ.რი-იყვირა გაცოფებულმა გიგამ-თავის დროზე რომ ეთქვა სიმართლე ამდენ დროს ტყუილად ხომ არ დავკარგავდით? თავში აზრადაც არ მოგვივიდოდა რომ შენობასთან მიუვალი ადგილიდან მივიდოდა მანქანა...ჯანდაბა... რამდენი დრო დაგვაკრგინა...
-შემეშინდაო, ასე მითხრა
-ყველა რომ ჩუმადაა იმიტომ შერჩებათ ხოლმე ასეთი მძიმე დანაშაული ზოგ-ზოგიერთებს-ვერ მშვიდდებოდა გიგა
-კარგია რომ ცალკე მაინც მითხრა და სწორ კვალზე დაგვაყენა
-ჰო თორემ ალბათ ვერასდროს გამივიძიებდით-დანანებით თქვა გიგამ-აბა ახლა რა გეგმა გვაქვს? -შეხედა მეწყვილეს აციმციმენული თვალებით
-სოფელს და გზებს შევისწავლით, მერე კამერის ჩანაწერებით მივდიოთ იმ მანქანას
-ბევრი სამუშაო გველოდება წინ-გაეცინა გიგას-მაგრამ რადგან სწორ კვალზე დაგვაყენა იმ ს.რმა აღარ დავეძებ-მხარზე ხელი დაარტყა მეგობარს და გაუღიმა
-აქ უეჭველი ვიღაცას უნდა შეხვედროდს გიგი, სხვა მიზეზით აქ არ მივიდოდა....იმასაც თუ დავადგენთ ვის და რატომ მგონია რომ საბოლოოდ გავერკევით სიტუაციაში, შეიძლება იმ ვიღაცამ ტაქსის მზღოლზე მეტიც დაინახა-ჩაილაპარაკა თორნიკემ და თვალი მოავლო შემზარავ ბარემოს.
იმის გამო რომ რამდენიმე დღე გავიდა და ანამ ტელეფონი არადა არ ჩართო ძალიან აღელდა თორნიკე და მოსვენება დაკარგა
-კარგი დაწყნარდი ნუ გიჟდები-გაეცინა გიგას- მე უკვე მოვაგვარე ეგ საკითხი
-მოაგვარე?-თვალები დააწრილა თორნიკემ -და მაინც როგორ?
-მოდი ეგ სიუპრიზათ დავტოვოთ
-შენ რა მეკაიფები?-გაბრაზდა თორნიკე -გეუბნები ანა ტელეფონს არ რთავს, არც ქეთი მიკავშირდება...მათზე ძალიან ვღელავ-მეთქი და შენ კიდევ სიურპრიზიო მეუბნები
-მე გავალ და ცოტახანში დავბრუნდები... აქ იყავი და არსად გახვიდე! მითუმეტეს ტელეფონის გამორთვა არ გაბედო-თვალებში ჩააცქერდა ეშმაკური ღიმილით და გარეთ გავიდა, თორნიკემ ვერაფერი გაიგო მისი ნათქვამიდან და გაბრაზებულმა ფანჯარა გამოაღო, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა, როცა კარის ხმა გაიგო გაბრაზებული შეტრიალდა გიგასთან საჩხუბრად გამზადებული და ადგილზე გაიყინა ანას რომ ჰკიდა თვალი
-ამის დედაც-აღმოხდა დაბნეულ ბიჭს და გაოცებული მიაჩერდა მომღიმარბპ გოგონას -მართლა ხარ თუ მეჩვენები?-ჰკითხა სუნთქვა აჩქარებულმა და სწრაფად მიუახლოვდა
-გიგა იყო ჩვენთან სახლში მოსული, თქვა რომ გიგის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა და რომ განყოფილებაში უნდა მივსულიყავით აუცილებლად მე და დედა-დააიგნორა მისი ნახვით გამოწვეული თორნიკეს აღფრთოვანება
-ჩვენი ბიჭი რომ გამოვგზავნეთ და არ მოხვედით...ვიფიქრე რომ ის ნაბიჭვ.რი არ გიშვებდათ და აღარ გავამწვავე სიტუაცია
-ჰო არ მოგვცა მაშინ მოსვლის უფლება იმ დარტყმულმა, მაგრამ გიგა რომ მოვიდა ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა გიგის საქმის გამომძიებელს და ვერც გაგიჟებულ დედას
-გიგამ მე არ გამომიშვა თქვენთან მოსასვლელად... მითხრა არ ღირსო... თურმე თვითონ აგვარებდა საქეებს- თავისთვის ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა ბიჭმა
-ჰო...მითხრა ...გაგიჟებულია თორნიკე და როგორმე შენი დარტყმული საქმრო უნდა დავარწმუნო განყოფილებაში რომ გამოგიშვათო-გაეცინა ანას
-ჰო გაგიჟებული ვარ ანა, ორ დღეში ქორწილი გაქვს-უთხრა გაღიზიანებული ტონით წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა
-გთხოვ არ გინდა -აღელდა ანა-ისევ იგივეს ნუ დაიწყებ
-ანუ...აქ...ახლა...გამოსამშვიდობებლად მოხვედი?-სახე მოენგრა გაბრაზებულ ბიჭს
-თორნიკე თავიდან ნუ დაიწყებ-შეეხვეწა აღელვებული გოგონა-ხომ გითხარი რას და რატომ ვაკეთებ? უკვე ხომ აგიხსენი? იძულებულ ვარ რომ ეს გავაკეთო
-ანა ხვდები რა მოხდება იმ ნაბიჭვრ.ს ცოლი რომ გახდები?
-არაფერი არ მოხდება! -გაბრაზდა ანა-გესმის? ჩვენს შორის არაფერი არ ყოფილა და არც იქნება! არ დავუშვებ რომ შემეხოს, მაგას სიკვდილი მირჩევნია-ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა
-ამის დედასაც შევ.ციიი-იყვირა გაცოფებულმა ბიჭმა -საერთოდ რაზე ვლაპარაკიბთ ხვდები? -და აკანკალებული ხელი ნიკაპზე წაავლო თავდახრილ გოგონას, თავი ააწევინა და აწყლიანებულ თვალებში ჩააცქერდა
-მასთან აღარ დაბრუნდე, პირობას გაძლევ რომ შენც და დედაშენსაც მე დაგიცვთ და ის ვერაფერს დაგიშავებთ, უფლებას არ მივცემ
-არ გინდა გთხოვ არ გინდა-ატირდა ანა მისი ხელი მოიშორა სახიდან, ზურგი აქცია და ფანჯარას მიუხლოვდა, ისეზტი გრძნიობა ჰქონდა რომ იხრჩობოდა და ღრმად ჩაისუნთქვა ფანჯრიდა ზსემომავალი გრილი ჰაერი-მას დასაკარგი აღარაფერი აქვს... ის შენც გაგიმეტებს და მეც... მასთან უფრო მშვიდად ვიქნები ვიდრე შენთან-მისკენ მიტრიალდა და ამღვრეულ ჭაბისფერ სფეროებში ჩააცქერდა
-არ მენდობი, ისევ არ მენდობი! ჩემი არ გჯერა-აყვირდა თორნიკე-მისი უფრო გჯერა, მას უფრო ენდობი... რატომ? მიპასუხე რატომ გჯერა იმ ნაბიჭვრ.ს სიტყვების და არ ჩემი?- გაბრაზებული მიუახლოვდა და აწითლებულ თვალებში ჩააცქერდა, თან სიგარეტის ჩემწვარი ღერი საფერფლეში ჩააჭყლიყა
-იმიტომ რომ შენ კარგი ადამინი ხარ... მას უმიზეზოდ ვერ გაიმეტებ... ის კი არადამიანია და გაგიმეტებს... მე კი ვერ დავუშვბ რომ მან რამე დაგიშავოს ჩემს გამო... თორნიკე გთხოვ გამიგე-ანამ ინსტიქტურად შეახო მის გაფითრებულ სახეს აკანკალებული ცივი თითები, თორნიკემ მაშინვე დაუჭირა და ტუჩები მიაწება გოგონას მთრთოლარე თითებს
-ეს ქორწილიი არ შედგება-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ისევ თითებზე აკოცა-პირობას გაძლვ რომ არ შედგება
-გთხოვ არაფერი გააკეთო, ძალიან მეშინია, შენ რომ რამე დაგემართოს ვერ გადავიტან-ატირდა ისევ ანა, თორნიკეს გული მტკივნეულად შეეკუმშა მისი ცრემლების დანახვისას და მაშივე გულში ჩაიკრა აცახცახებული გოგონა
-გთხოვ მასთან აღარ დაბრუნდე-დაუჩურჩულა და თავზე აკოცა
-შემიძლია, ასე ვერ გავრისკავ -ახედა ცრემლიანი თვალებით და ცივად მოშორდა სახე ალეწილ ბიჭს
-მე მას ციხეში ჩავსვამ... სულ, ცოტა დრო მჭირდება ანა... ძალიან ცოტა დრო....და მე საბოლოოდ მივიყვან შენი ძმის მკვლელობის საქმეს ბოლომდე. უბრალოდ დრო მჭირდება შენგან
-დრო არ დამიტოვა... დროს არ მიტოვებს...მაპატიე მაგრამ ხელი უნდა მოვუწერო...ასე უფრო მშვიდად ვიქნები, რომ ეცოდინება რომ მის გვერდით ვარ არაფერს დაგიშვებს, შენ კი მშვიდად მიიყვან გამოძიებას ბოლომდე, იმედი მაქვს რომ მის ბრალეულობასაც გამოკვეთ ამ საქმეში რადგან ვგრძნობ რომ მისი ხელი ურევია გიგის სიკდილში...
-ანა როგორ შეგიძლია გახდე მისი ცოლო? როგორ შეგიძლია გახდე მის-ყვირდა ისევ გაავებული ბიჭი-მაგიჟებს, იმაზე ფიქრიც კი მაგიჟებს რომ ის შენ თუნდაც ხელით გეხება! და შენ მეუბნები რომ მისი ცოლო გახდები და ეს ყველას სიმშვიდეს მოგვიტანს
-სხვა გზა არ აქვს რატომ არ გესმის? ვერ დაგკარგავ...-ატირდა ისევ ანა-თან 8ს მე არ შემეხება... პირობა მომცა
-პირობა? ანუ მისი სიტყვების გჯერა ჩემი კი არა! ხედავ? საბოლოოდ მას ენდობი მე კი საერთოდ არა! ვერ ვხვდები....მას ჩემს გამო აკეთებ თუ მისი ცოლობა შენი სურვილით გინდა?იქნებ გრაძნობები გაბიჩნდა მის მიმართ?-თავი ვერ მოთოკა და უხეშად მიახალა ის რასაც მთელი ეს დრო ფიქრობდა მათი დაქორწინების შსესახებ რომ გაიგო გაავებულმა ბიჭმა, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, ანა ტირილისგან დასიებული თვალებიათ მიაჩერდა გაგიჟებულ ბიჭს და მოულოდნელად მთელი ძალით გაარტყა სახეში, თორნიკე გაოგნებული მიაჩერდა სახე წაშლილ გოგონას, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეს შეეფეთა და დიდხანს ძალიან დიდხანს უყურებდნე თვალებში, ნოლოს ანა მიტრიალდა და ოთახიდსნ გსავლა გადაწყვიტა მაგრამ, ძლივს გონს მოსულმა თონიკემ მაჯაში ხელი ჩაავლო თავისკენ შეატრიალა ფამფრთხალი გოგონა და მის ტუჩებს მიწვდა, ანას სასიამოვნო გიჟურმა გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში და ინსტიქტურად თმებში შეუცურა ათრთოლებული თითები მისი სიახლოვით და კოცნით გაბრუებულ ბიჭს რომელმაც წელზე ძლიერად შემოაჭდო ხელები საყვარელ გოგონას და სხეულზე მჭდროდ მიიკრო, როცა მოწოლილი გიჟური ვნებები ოდნავ დაცხრა და ერთმანეთის ტუჩცებს მოწყდნენ ანას ძალიან დაენანა დასაკარგად ეს ბედნიერი და სასიამოვნო წუთები, ამიტომ თვალები დახუჭა და ამჯერად თავად მიაწება ვნებიანი წითელი ტუჩები ბიჭის გაცრეცილ ფერკრთალ ტუჩებს, თორნიკემ გოგონას კოცნას ნაზი, მშვიდი, თავდაჭერილი და მოზომილი კოვნით და ქცევით უპასუხა, რაც კიდევ უფრო მეტად აბრუებდა ალექსანდრეს უხეშობას დაჩვეულ გოგონას, კიდევ უფრო მძაფრად განაცდევინებდა კოცნისგან გამოწვეულ სიამოვნებას და თავს აკარგვუნებდა
-მიყვარხარ-დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქრებულმა ბიჭმა როცა თავად ანა მოშორდა მის ტუჩებს და თვალებში ჩააცქერდა, გოგონამ აკანკალებული თითები ტუჩებზე მიადო და სრაფად დატოვა ოთახი.
ქორწილის წინა ღამე თეთრად და ტირილში გაათენა ანამ, არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა, ასე რზთლი თუ იქნებოდა ამ დღიეს გათენება, არ ეგონა ასე თუ დაანგრევდა საქორწილო კაბის ჩაცმა... სარკის წინ იდგა და გრძნობდა ნელ-ნელა როგრო იშლებოდა ნაწილებათ ამ კაბასთან ერთად... როგორ ნადგურდებოდა მისი სხეული, სული და გონება.
- ალექს შენი არ მესმის-ჯიჯღინებდა დილიდან ლაშა-რატომ გინდა რომ შენი ცოლი გახდეს? ხომ იცი რომ არასდროს შეგიყვარებს? მას შენ სძულხარ!შენი არასდროს გახდება თავისი ნებიათ და თუ ძალით შეეხები უარესად შეგიზიზღებს...
-მინდა რომ უბრალოდ ჩემს გვერდით იყოს-ვისკი დაისხა ჭიქაში და ერთი მოყუდებით დაცალა
-შენს გვერდზე რომ იქნება და შენი ცოლი რო ერქმევა უარესად არ გაგიჭირდება მას შეხებაზე თქმა?
-ლაშა ოდესმე ვინემ გყვარებია?-მიმღიმარი სახით შეხედა ალექსმა მეგობარს და მეორედ შეივსო ჭიქა ვისკით
-ანუ?-ვერ მიხვდა ალექსის ირონიით დაბნეული ბიჭი რის თქმას ცდილობდა მისთვის მეგობარი
-როცა გიყვარს მაშინ სულ ერთია სე.სი გექნება თუ არა... მთავარია შენთან იყოს... ძალით არასდოს შევეხები იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს...მას ეს არ ესმის არც შენ გესმის... ვერავინ გაიგებთ ეს მარტო მე მესმის იმიტომ რომ მე ის მართლა სიგიჟემდე მიყვარს
-ხომ იცი რომ ამ გზის ბოლოს სიკვდილია? მოდი რა მაშინ გაუშვი... ამ გოგოს შენს სასჯელად ნუ აქცევ... თავს ნუ გაამადგურებინებ... რადგან ასე ძალიან გიყვარს მაშინ წასვლის უფლება მიეცი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შე უბრალოდ გაგანადგურებს...მისი მარიანასთან მსგავსება მოგიღებს პირველ რიგში ბოლოს მერე კი ის რომ შენ მას ძმა მოუკალი...
-გგონია ვნანობ რაც ჩავიდინე? მან ეს დაიმსახურა და იმიტომ ვესროლე
-ჰო არ ნანობ... არც ინანებ....მაგრამ ის ანას ძმაა და ოდესმე ანას გამო სინანული მოგაწვება გულზე და ეს დაგანგერევს... ანას გამო... მის გამო შენ უბრალოდ თავს გაინადგურებ
-ანა არის ის ვინც მე მიყვარს.... იმის იქით არავინ და აღარაფერია, არც გიგი და რაც მარიანა! ... ანა ჩემი სიცოცხლის და სიკვდილის გზა გასაყარია
-ასე ნუ ლაპარაკობ
-ანა ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილია მე ის მიყვარს და მორჩა! აქ მთავრდება ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი
-მისგამო დააჭერინე არა რეზი და ვატანგი? ანას სიკვდილი რომ უნდოდათ ასე დასაჯე და რუსეთში ისეთი შეთქმულება მოუწყვე რომ ორივეს ციხეში ამოაყოფინე თავი
-იცი შენ რატომ არ დაგსაჯე?-თავზე წამოადგა ალექსი მეგობარს და ჭიქა მოიყუდა ჩაცალა და გაუწოდა -დამისხი-უთხრა ბრაზნარევი ტონით და ჭიქა რომ შეუვსო ლაშამ ისიც ერთი მოყუდებით დაცალა-იმიტომ რომ ჩემს ნამდვილ ძმად გთვლიდი მთელი ცხოვება და ვერ გაგიმეტე... ამ ერთი შეცდომისთვის ვერ დაგსაჯე რადგან ძალიან ბევრჯერ მაჩუქე სიცოცხლე...
-აღარასოდეს წავალ შენს წინააღმდეგ-ჩაიდუდუნა ლაშამ და თავი დახარა -შენ ჩემი ოჯახი ხარ
-კარგია რომ მიხვდი, გვიან მაგრამ მაინც-გაეცინა ალექს და მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა უსამოდ შეეკუმშა გული მაშინე უპასუხა და ადგილზე გაიყინა
-რა მოხდა? -ფეხზე წამოვარდა ლაშა და სახე ალეწილ მეგობარს მიაჩერდა
-იპოვეს-დაუჩურჩულა და ტელეფონი გათიშა დაბნეულამ ბიჭმა
-რა იპოვეს? -დაიბნა ლაშა
-ის ქოხო სადაც მე... გიგი-ძალა აღარ ეყო რამის სათქმელად ალექს
-რაა? როგორ? ამის დედაც....ამის დედაც-აყვირდა ლაშა
-ნაბიჭვ.რი თორნიკე-იყვირა გაავებულმა ბიჭმა და ჭიქა კედელს შეახეთქა-ა ის დედასაც შევეცი-დაიღრიალა ბოლო ხმაზე, კაბინეტიდან გჟვით გავარდა, კიბეები აირბინა და ანას ოთახში შევარდა, ნანახმა იმდენად იმოქმედა მასზე რომ ადგილზე გაიყინა, გაშეშდა და აზრები დაეფანტა, რადგან ატირებული ანა იატაკზე იჯდა და უკევ გახდილ საქორწილო კაბას მაკრატლით ჭრიდა, ნაკუწ-ნაკუწ ქცეულ კაბას კიდევ უფრო კუწავდა
-არ შემიძლია-ახედა სახე წაშლილ ბიჭს და ფეხზე წამოვარდა -არ შემიძლია შენი ცოლობა, არ მინდ არ მინდა -აკივლდა და ხელები დაარტყა მკერდზე -რა გინდა ჩემგან, რატომ არ გესმის რომ მძულხარ! მიდი მომკალი რადგან შენს ცოლობას სიკდილი მირჩევნია, გესმის? მირჩევნია რომ მოვკვდე
-გეყოფა გეყოფა-მეთქი-დაუღრინა გაავებულმა ბიჭმა და მაჯებში ხელები ჩაავლო, ოთახიდან გათრია და კიბეები კისრის ტეხვით ჩაარბენინა
-რა ჯანდაბას აკეთებ-გაეკიდა მათ ლაშა
-შენ ქეთის და მანჩოს მიხედე-იყვირა ალეასმა და თავისი მანქანისაკენ წაათრია ბილო ხმაზე აკივლებული ჰოგონა რომელიც მგელი ძალით უწევდა წინააღმდეგობას



№1 სტუმარი სტუმარი ელა

ნეაკო რა ადგილას დაანთავრე ეხლა უნდა ვინერვიულო რას გაუკეთებს ალექსანდრე ანას .იმედია ცუდად არ მოექცევა აკექსანდრე ანას და რანეს არ დაუშავებს .არ მესმის თუ ასე უყვარს ანა ამ ალექსანდრეს რატო ტყენს?.თირნიჯესი მჯერა იმედია მოაგვარებს ყველაფერს დროულად.❤❤ველოდები გაგრძელებას.

 


№2  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელა
ნეაკო რა ადგილას დაანთავრე ეხლა უნდა ვინერვიულო რას გაუკეთებს ალექსანდრე ანას .იმედია ცუდად არ მოექცევა აკექსანდრე ანას და რანეს არ დაუშავებს .არ მესმის თუ ასე უყვარს ანა ამ ალექსანდრეს რატო ტყენს?.თირნიჯესი მჯერა იმედია მოაგვარებს ყველაფერს დროულად.❤❤ველოდები გაგრძელებას.

მიხარია რომ ამჯერადაც გამომეხმაურე ❤❤❤❤ცუდი არაფერი მოხდება ყველაფერი ლოგიკურად და მშვიდობიანად დასრულდება შემდეგ თვაში და იმედია მოგეწონება ფინალი❤❤❤ მადლობა რომ არ იზარებ და მიზიარებს შენს აზრს ❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი Tekla

ძალიან კარგი თავიიყო ამ ალექსის გამოსწორებას ხომ არ უჩანს პირი და არც სინანულის გრძნობა გააჩნია და ალბათ იდესმე ინანებს მის საქციელს. მეცოდება მხოლოდ ძალიან მეციდება რომ დაკარგავს ანას მისი სისასტიკის გამო. იმედიმაქვს მორიგ სისულელეს არ ჩაიდენს და ძალიან მეცოდება რადგან ვერხვდება მის დანაშაულს. იმედიმაქვს ანა მალე დაახწევს ამ მდგომარეობას. ❤❤❤❤❤

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Tekla
ძალიან კარგი თავიიყო ამ ალექსის გამოსწორებას ხომ არ უჩანს პირი და არც სინანულის გრძნობა გააჩნია და ალბათ იდესმე ინანებს მის საქციელს. მეცოდება მხოლოდ ძალიან მეციდება რომ დაკარგავს ანას მისი სისასტიკის გამო. იმედიმაქვს მორიგ სისულელეს არ ჩაიდენს და ძალიან მეცოდება რადგან ვერხვდება მის დანაშაულს. იმედიმაქვს ანა მალე დაახწევს ამ მდგომარეობას. ❤❤❤❤❤

მიხარია რომ გამემეხმაურე ❤❤❤❤შემდეგი თავით დავასრულებ ისტორიას და ვეცდები ლოგიკურად დასასრული ჰქონედეს, იმედია მოგეწონება ❤❤❤მადლობა კიდევ ერთხელ გამოხმაურებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent