შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ (დასასრული)

4-05-2021, 02:19
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 270

ყვირილისგან და კივილისგან ხმა ჩამწყდარი გოგონა უხმოდ ტიროდა მანქანაში და ზიზღით უყურებდა გვერდით მჯდომ სახე წაშლილ ბიჭს რომელიც მისკენ გახედვასაც კი ვერ ბედავდა
-მეზიზღები, გესმის? -დაიჩურჩულა გოგონამ და როცა ბიჭმა თავისი მწვანე ამღვრეული სფეროები შეანათა საშინლად დაიძაბა
-ნუ მიწვევ-დაუჩურჩულა ყურთან ახლოს გაცოფებულმა ბიჭმა და კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა აკანკლაებული თითები გოგონას დაწითლებულ მაჯებს
-ამ ქვეყნად ყველაზე მეტად შენ მძუხარ და ის ვინც ჩემი ძმა მოკლა-დაიჩურჩულა ისევ გოგონამ და მის მარწუხივით შემოჭდობილ ხელებს გაუშტერა მზერა
-გაჩუმდი-იღრიალა მოულოდნელად წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და გოგონას ყბებზე ძლიერად მოუჭირა თითები - არ გინდა გესმის? არ გინდა! -უთხრა უცნაური მუდარა ნარევი ხმით და უხეშად გაუშვა ხელი მის სახეს
-ბოლოს მაინც ციხეში ამოყოფ თავს, ის სადაც შენი ადგილია-უყვირა ანამ და ცრემლები გადმოსცვივდა სიმწტისგან როცა ისე ძლიერად მოუჭირა ალექსმა მაჯებზე ხელები რომ მგრძნობელობა დაკარგა
-ნუ მაიძულებ ეს კიდევ გავაკეთო-დაუჩურჩულა ყურში და უფრო მეტად მიიწება აკანკალებული გოგონა სხეულზე -ზურა სიჩქარეს მოუმატე-ბრძანება მისცა მძღოლს და ანას თავზე აკოცა, გოგონას ზიზღისგან გააღრჟოლა და საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა -რატომ არ გესმის რომ მიყვარხარ-თავს ზემოთ დაუჩურჩულა ალექსმა და როცა ანამ ახედა გაეცინა -ვიცი ახლა რასაც მეტყვი, ვინც უყვართ იმას არ სტკენენო... მაგრამ მე სიყვარული ასე მასწავლეს...-თქვა დანანებით და თვალები დახუჭა რამდენიმე წამის განმაბლობაში. სად მივიდნენ, როდის და როგორ ანა ვერ მიხვდა, ისე იყო შეშინებული და დაბნეული რომ მისი გონება ვერ აღიქვამდა მიმდინარე მოვლენებს, ახლა მხოლოდ ერთ რამეზე შეეძლო ფიქრი, როგორ დაეღწია თავი ამ არანორმალურისგან.
მანქანა ძველი, საღებავ აყრილი, მოჟანგული რკინის კარის წინ გაჩერდა, ალექსი რომ გადავიდა და ანას ხელი გაუწოდა გოგონა ატირდა
-გთხოვ არ გინდა -შეეხვეწა შეშინებული გოგონა
-გადმოდი-დაუღრინა გაცეცხლებულმა ბიჭმა და ძლიერად მოუჭირა თითები მაჯაზე, ანას ტკივილმა აიძულა მორჩილდ გადასულიყო მანქანიდან-ზურა მიდი წადი-კარი გამეტებით მიაჯახუნა და მანქანაც საბურაბევის ხრჭიალით ადგილს მოწყდა
-გამიშვი, გთხოვ, ძალიან გთხოვ-შეეხვეწა ანა როცა ეზოში შეიყვანა ალექსმა და სახლისკენ წაიყვანა -გთხოვ ეს არ გააკეთო, ძალიან მეშინია-აყვირდა როცა სახლის კარს მიადგა ალექსი მასთან ერთად
-დაწყნარდი-წყობრიდან გამოვიდა ბიჭი მისი წინარმედეგობის გაწევის გამო
-მაგ სახლში არ შემოვალ, არ მინდა-აკივლდა ანა ბოლო ხმაზე და მთელი ძალით გაუწია წინააღდეგობა, თუმცა ალექსანდრემ მაინც შეძლო სახლის კარის გაღება და ანას შიგნით შეყვანა, შიგნიდან კარის გასაღებითვე დაკეტვა და გასაღების შარვლის ჯიბეში შენახვა
-რა გინდა ჩემგან? აქ რატომ მომიყვანე? -კანკალებდა ანა-ეს ხომ ის სახლია სადაც შენ და მარიანა გამოიპარეთ? ჩემგან რა გინდა...რა? მე ხო მარიანა არ ვარ...არ ვარ
-ვიცი ვინც ხარ-დაუღრინა გაღიზინებული ტონით ბიჭმა და კარადას ეცა, ღვინის დაბეჭდილი ბოთლი გამოიღო,საცობი შიგნით ჩააგდო რადგან ვერ ამოსწია და მოიყუდა -შენ რა შეშლილი გგონივარ?-არეული სახით მიაჩერდა ტირილისგან თვალებ დასიებულ გოგონას, რომელიც დაძაბული ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას
-რის მიღწევას ცდილობ? რა გინდა ჩემგან? ხომ იცი რომ არასოდეს შეგიყვარებ? ხომ იცი რომ მძულხარ? ხომ იცი რომ სიკვდილზე მეტად მეშინია შენი?
-ნუ გეშინია მე შენ არაფერს დაგიშავებ-უთხრა ჩამწყდარი ხმით და დივანზე დაჯდა -არც მარიანასთვის დამიშავებია რამე... როგორ შემეძლო რამე დამეშავებინა მისთვის, მაშინ, როცა მე ის სიგიჟემდე მიყვარდა-თქვა უცნაური ტონით და ბოთლი ჩაცალა
-მაშინ თავი რატომ მოიკლა? რატომ ? ასე რატომ მოიქცა?
-იმიტომ რომ ის ავად იყო...ვეკოს არ სჯეროდა... ახლაც არ სჯერა... ჰგონია რომ ექიმის დასკვენები გავაყალბე....მაგრამ ასე არაა, ასე არაა გესმის? ყოველთვის ასე იყო ჩემი არასდროს არავის სჯეროდა... არც მამას არც დედას...არც ძმას... თუმცა... რა გასაკვირია მე ხომ მათი ნამდვილი შვილი არ ვიყავი... მე ხომ აყვანილი... ქუჩაში ლეკვივით მიტოვებული ბავშვი ვიყავი...
-რა? რას ამბობ-ენა აერია ანას
-მიტოვებული, უსარგებლო, ყველასთვის ზედმეტი და უნიათო ბავშვი ვიყავი რომელიც საკუთარმა დედამ დღეების ჩვილი ქუჩაში, ბედის ინაბარა
დატოვა... -გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა ოთხაში რომელსაც ალქსანდრეს გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა მხოლოდ რადგან ანას უბრალოდ გულისცემა ჰქონდა შეწყვეტილი -რთულია ჩემი გაგება მაშინ, როცა შენ და სხვა ნორმალური ბავშვები დედას და მამას საყვარელი შვილები ხართ... მე... მე ჩვეულებრივი ნაბიჭვ.რი ვარ რომელიც არ დედას უნოდა არც მამას, ჰოდა ასე სამადლოდ მიშვილეს შერვაშიძეებმა... შვილი არ ჰყავდათ წლების განმავლობაში და მე აღმოვჩნდი ის უიღბლო რომელიც მათ იშვილეს...მერე საკუთარი შვილი ეყოლათ რეზი... მაგრამ ისიც ვერ შეიყვარეს იმიტომ რომ მათ მხოლოდ ფული და სე.სი უყვარდათ-ანას ზიზღისგან გააჟრჟოლა და კედლეს მიეყრდნო ზურგით რომ წონაწორობა შეენარჩუნებინა
-გეყოფა გთხოვ გაჩერდი-უთხრა როცა ალექსი ფეხზე წამოდგა და მეორე ბოთლი გახსნა
-უბედურება იცი რა არის რომ ესეც ვერ მავიწყებს იმ საშინელებებს...-გასახსნელ ბოთლზე მოუთითა მოცახცახე გოგონას და ისევ დივანზე
დაჯდა -მშობლების ეს.სი გინახია?-ჰკითხა უცნაური ტონით და სასმლისგან ჩაწითლებული თვალებით შეხედა სახე წაშლილ გოგონას -მაშინ ცხრა წლის ვიყავი, სკოლოდან ადრე დავბრუნდი სახლში... კარის დაკეტვა დავიწყნოდათ... გულის ამრევები იყვნენ ორივე... იმ დღიდან შემზიზღდა დედაც და მამაც... უფრო საკუთარი თავი, ვერ ვიშორებდი ნანახს თვალებიდან... არ ვიცი ასე რატომ შემზიზღდა ორივე... მერე გავიგე რომ აყვნილი ვიყავი... ეს უფრო მარტივი გადასატანი იყო ვიდრე მათი გულისამრევი ხმა, რომელიც ახლაც ყურში ჩამესმის ხოლმე
-გთხოვ აღარაფერი მომიყვე-შეეხვეწა ანა
-შენ პირველი და ბოლო ადამიანი ხარ ვისაც მე ამას ვუყვები...
-შენ...ფსიქიატრის დახმარება გჭირდება, ფსიქიკა შეგირყიეს მშობლებმა გაუაზრებელი და დაუკვირვებელი ქცევებით, თორემ დარწმუნებული ვარ მათ შენ უყვარდი
-ანუ მაინც გიჟის იარლიყი მომაწებე შენც, ისევე როგორც ყველა სხვამ-გაბრაზებული ბიჭი ფეხზე წამოვარდა -ვერასდროს გაიგებ, ვერასდროს მიხვდები რას განიცდის ის, სხვა ადამიანი, იმიტომ რომ შენ შენი ცხოვრებიდან და გადმოსახედიდან, მარტივი გეჩვენება სხვისი პრობლემები და ფიქრობ რომ მის ადგილას სხვანაირად მოიქცეოდი!!! ასე მარტვი არაა! არააა გესმის? -თავზე წამოადგა დამთრთხალ გოგონას ჯერ კიდევ გაუხსნელი ღვინის ბოთლით ხელში-შენ ჩემი არ გესმის... მარიანასაც არ ესმოდა... მე ის დავკარგე...შენც ვერ დაგკარგავ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები, გოგოანს ლამის თვალთ დაუბნელდა მისი შეხება რომ იგრძნო კანზე
-მომშორდი-ამოილუღლიშა სინთქვა აჩქარებუმა გოგონამ და როცა ალექსანდრე ზედმეტად აეკრო სხეულზე უსიამოდ გააჟრჟოლა -გთხოვ არ გინდა -დაიჩურჩულა როცა ბიჭი ცხვირის წვერით შეეხო მის გაფითრებულ ღაწვს
-მე არ მინდოდა ასეთი არარაობად ვქცეულიყავი... მათ მაქციეს ასეთად... არჩევანი არ მქონდა, მე მათ ფულის და ძალაუფლების სიყვარული მასწავლეს მხოლოდ! ჩემს მშობლებს უყვარდათ მდიდრული ცხოვრება,ფუფუნება, ძალაუფლება, მეც შემაყვარეს...ჰოდა ახლა როცა ყველაფერი ერთად დავკარგე და დავრჩი საკუთარ თა თან მარტო ვხვდები რომ ის მე არ ვიყავი... მე ეს ვარ... ეს ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეჯლებრივი გრძნობებით....
-არა შენ არ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი...შენ ძალიან სასტიკი და დაუნდობელი ადამიანჯ ხარ
-გგონია რომ შენ ჩემზე უკეთესი ხარ? გგონია რომ შენ კარგი ადამიანი ხარ? მე კი ცუდი? -დაუყვირა მოულოდნელად და თვალებში ჩააცქერდა სახე წაშლილ გოგონას -არა! ასე არაა! შენ უბრალოდ გაგიმართლა რომ ალექსა დრედ არ დაიბადე...მე კი არ გამიმართლა... სულ ესაა... გესმის? მე არჩევანი არ მქონდა...
-მაგრამ ახლა ხომ გაქვს არჩევანის უფლება-ატირდა ანა და თავი დახარა, ვერ გაუძლო მის დაჟინებულ მზერას
-უკვე ძალიან გვიანია...
-ასე არაა
-მე შენ მართლა შემიყვარდი ანა და ეს გრძნობა იმდენად სასიამოვნოა იმდენად ამაღელვებელი და მტკივნეული რომ...-აქ ხმა ჩაუწყდა
-მაშინ გამიშვი, გთოხვ გამიშვი და დაასრულე ჩემი წამება
-ნეტავ იცოდე ახლა როგორ მი და რომ შეგეხო, როგორ მინდა რომ გიგრძნო-დაუსისინა ყურთან ახლოს და ყელზე მიაწება ცხელი ტუჩები
-არ გაბედო, არ გაბედო და არ შემეხო-მკერდზე მიაბჯინა ხელები აკანკალებულმ გოგონამ
-ყველაფერი ისედაც დასრულდა ხომ ასეა? და რატომ არ უნდა შეგეხო უკანასკნელად?-დაუჩურჩულა და უფრო მეტად მიეკრო აკანკალებულ გოგონას სხეულს, თან ბოთლი მოისროლა და ისევ მის ყელს მიწვდა
-შეწყვიტე-აყვირდა ანა და მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-მე ყველანაირი დანაშაული მაქვს ჩადენილი-დაუჩურჩულა ყურში და თვალებში ჩააცქერდა
-ჩემი ძმა შენ მოკალი ხომ ასეა?-ანზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ანა, ამღვრეულ თვალებში
-წადი-დაუჩურჩულ აკანკალებულ გოგონას და გასაღები მიჩეჩა ხელებში, ანა ისე დაიბნა, ისე შეეშინდა და იაირი რომ გვერდზე ნაბიჯის წადგმაც ვერ შეძლო -წადი-მეთქი-უღრიალა ბოლო ხმაზე და სახე ზედმეტად
მიუახლოვა -წადი სანამ გადავუფიქრე-დაფეთებული ანა კარს ეცა და ძლისვ მოარგო ბასაღები გადატრილა და გიჟივით გავარდა ეზოში სადაც ვეკო და თორნიკე დაინახა, გიჟივით გაექანა მათკენ და თორნიკეს ჩაეხუტა, დაბნეულმა ბიჭმა წელზე შემოხვია ხელები ატირებულ გოგონას და თავზე აკოცა
-ნუ გეშინია მე აქ ვარ შენთან-დაუჩურჩულა და ამჯარად საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები.
ქეთი მომღიმარი სახით მიაჩერდა ანას რომელიც უკვე წამოზრდილ მუცელს ეფერებოდა
-რა სასიმოვნო შეგრძნებაა როცა შენში ახალი სიცოცხლე ისახება და ვითარდება, დღითიდღე რომ უფროდაუფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ამყაროს ცენტრი რომ ხდება
-ვატყობ ვიღაც პატარა, სულ ციცქნა ვაჟბატონი დედიკოს სიყვარულში მეცილება უკვე-სიცილით შევიდა თორნიკე ოთხაში და ცოლს შუბლზე აკოცა
-ჯერ სად ხარ-თავზე წამოადგა ლალი-რომ დაიბადება ბებოს ვაჟკაცი, მერე ნახე აღარც ცოლს გაახსენდები და აღარც დედას
-მომისმინე ვაჟბატინო-მუცელს დააცქერდა თორნიკე -მოდი ახლავე გავარკვიოთ ურთიერთობა აქედანვე იცოდე დედა ჩემია, ბებოები შენი
-ნუ სულელობ-აკისკისდა ანა და როცა თორნიკემ მუცელზე აკოცა თმებში შეუცურა ხელი
-საყვარელო საღამომდე ვერ მოიცდი? ახლა უხერხულია-უთხრა ირონიული ღიმილით ცოლს და ანას რომ სახე წაეშალა სამივეს ერთად გაეცინათ
-კარგი დედიკო ნუ ბრაზდები-სახეზე მოეფერა ქეთი გაბუტულ შვილს
-სულ ასე მიშლის ნერვებს-აბუზღუნდა ანა
-რა ქნას დედიკო-გაუღიმა ლალიმ რძალს -ამასაც უქრიან ჯერ.
თორნიკე გიგას სტუმრობამ ძალიან გაახარა, განსაკუთრებით იმიტომ რომ ახალი ამბავი აინტერესებდა ალექსანდრეზე... რაც შვებულებაში გავიდა აზრზე არ იყო რა ხდებოდა მის საქმეზე
-მოკლეთ ის ნაბიჭვ.რი ხომ გაგექცათ შენ და ვეკოს...ჰოდა საბოლოოდ ჩვენც გაგვექცა-თითქოს თავი იმართლა -გიგამ
-მაინც გადკვეთა არა საზღვარი?
-ჰო მაგრამ მაინც დავიჭერთ... საერთაშორისო ძაბნაა მასზე... საქართველოში ხომ საერთოდ ვერ ჩამოადგამ ფეხს
-მაგარია ძაან, ოთხი თვე ჩვენს ქვეყანაში იბორიალა და მერე ისე მოტყდა ვითომც არაფერი
-მაინც დავიჭერთ... ლაშა ჩვენს ხელშია ასე რომ...-აღარ დაამთვრა სათქმელი რადგან აივანზე გავიდა ანა, ქმრის გვერდით დადგა და თავი მხარზე დაადო

№1  offline მოდერი ნეაკო

არ ვიცი რა გამოვიდა, რმდენად ლოგიკური ფინალი იყო ან საერთოდ თუ იყო რამე ლოგიკა ამ ისტორიაში მაგრამ სხვაგვარად ვერ მოვახერხე დასრულება..... ამდლობა რომ კიხულობდით ❤❤❤❤❤❤

რაც შეეხებ ახალ ისტორიას მალე, რამდენიმე დღეში დავიწყებ წერას... ,,იძულებითი ქორწინების" პირველ ნაწილზე რთულად, ღიად და გახსნილად წერას ვაპირებ და ძალიან ვღელავ, არ მინდა ვიმემ ბრალი დამდოს მაშინდეკივით ათას სისულელეში ასე რომ ვისაც არ მოგწონთ ჩემი ისტროების სირთულეები უბრალოდ ნუ წაიკითხავთ...

მადლობა მეგობრებო რომ დღემდე მომყვებით ამ ჩემს გიჟურ ისტორიებში ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤მიყვარხართ მე თქვენ

№2 სტუმარი Just a random guest

იცი რა მაინტერესებს? ვის რა უფლება აქვს ვინმემ რამეზე წერა აგიკრძალოს? ყველაზე პრიმიტიულად რომ ვთქვა, მე არასოდეს ვუყურებ იმ შინაარსის ფილმებს რომლებიც არ მომწონს, ასევე შეუძლიათ მოიქცნენ მათ ვისაც შენი ისტორიების შინაარსი არ მოსწონს. აქ თავისუფალი სივრცეა და როგორც შენ გულს გაუხარდება ზუსტად ისე წერე, პირდაპირი მნიშვნელობით და იკიდე ეგ შტერი ხალხი და მათი მოსაზრებები, არასოდეს! არასოდეს შეიზღუდო მათ გამო თავი! ცხოვრებაში ისედაც ბევრი შეზღუდვა არსებობს და არ მისცე უფლება სხვებს შენს შემოქმედებით სივრცეში რამის კეთება აგიკრძალონ. წარმატებები ❤

№3 სტუმარი Mariami

ძალიან მიყვარს შენი წერის სტილი. მიყვარს ის პრობლემები რომლებზეც წერ.ალექსანდრე მიუხედავად მისი სისასტიკისა ძალიან მიყვარდა როგორც პერსონაჟი, მითუმეტეს ამ თავის შემდეგ. უცნაურია მაგრამ მიყვარს რთული და სასტიკი პერსონაჟები,რომელთა გამოსწორებაც შეიძლება. ამ ისტორიისგან ზუსტად ამას ველოდი რატომღაც, თუმცა ისიც უნდა ვთქვა რომ ძმის მკვლელი ვერასოდეს გახდება ისეთი ადამიანი რომელსაც გულწრფელად შეიყვარებ. გილოცავ ამ კიდევ ერთი ისტორიის დასრულებას. და მინდა უფრო მეტი ავტორი წერდეს იმ რელობასთან სიზუსტით როგორც შენ აკეთებ ამას. მადლობა ამ პერსონაჟებისთვის და ესე სწრაფად ატვირთვისთვის.

ველოდები ახალ ისტორიას<3

№4 სტუმარი სტუმარი ელა

სხვების არ ვიცი მაგრამ მე მომეწომა .თუ გახსოვს მაქვს დაწერილი ერთ ერთ კომენტარში ალექსანდრეზე რო ასეთი რო იყო ნაწილიბრივ ოჯახის ბრალი არის და მართალიც ავღმოვჩდი.მართლა შემეცოდა ალექსი ასეთი ცხოვრება რო ქონდა მაგრამ ის რო მან ანა საკუთარი ნებით გაუშვა მომეწონა ესეგი მართლა ყვარებია.ანაზე და თორნიკეზე ვერაფერს ვიტყვი გამიხარდა რო ერთად დარჩნენ.❤❤ველოდები შენ ახალ ისტორიას და დარწმუნებული ვარ რო კარგი იქნება.❤❤

№5  offline მოდერი ნეაკო

Just a random guest
იცი რა მაინტერესებს? ვის რა უფლება აქვს ვინმემ რამეზე წერა აგიკრძალოს? ყველაზე პრიმიტიულად რომ ვთქვა, მე არასოდეს ვუყურებ იმ შინაარსის ფილმებს რომლებიც არ მომწონს, ასევე შეუძლიათ მოიქცნენ მათ ვისაც შენი ისტორიების შინაარსი არ მოსწონს. აქ თავისუფალი სივრცეა და როგორც შენ გულს გაუხარდება ზუსტად ისე წერე, პირდაპირი მნიშვნელობით და იკიდე ეგ შტერი ხალხი და მათი მოსაზრებები, არასოდეს! არასოდეს შეიზღუდო მათ გამო თავი! ცხოვრებაში ისედაც ბევრი შეზღუდვა არსებობს და არ მისცე უფლება სხვებს შენს შემოქმედებით სივრცეში რამის კეთება აგიკრძალონ. წარმატებები ❤

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და გამხნევებისთვის❤❤❤რამდენჯერმე ეს მეც დავუწერე კომენტარებში მკითხველს და გამინაწყენდენ ... ამიტომ დავწერე ეს კომენტარი ახლა ... არ მინდა შემდეგ ისტორიაზეც ამიჯანყდენენ :). მადლობა რომ ასე ფიქრობ და გამიზიარე შენი აზრი

Mariami
ძალიან მიყვარს შენი წერის სტილი. მიყვარს ის პრობლემები რომლებზეც წერ.ალექსანდრე მიუხედავად მისი სისასტიკისა ძალიან მიყვარდა როგორც პერსონაჟი, მითუმეტეს ამ თავის შემდეგ. უცნაურია მაგრამ მიყვარს რთული და სასტიკი პერსონაჟები,რომელთა გამოსწორებაც შეიძლება. ამ ისტორიისგან ზუსტად ამას ველოდი რატომღაც, თუმცა ისიც უნდა ვთქვა რომ ძმის მკვლელი ვერასოდეს გახდება ისეთი ადამიანი რომელსაც გულწრფელად შეიყვარებ. გილოცავ ამ კიდევ ერთი ისტორიის დასრულებას. და მინდა უფრო მეტი ავტორი წერდეს იმ რელობასთან სიზუსტით როგორც შენ აკეთებ ამას. მადლობა ამ პერსონაჟებისთვის და ესე სწრაფად ატვირთვისთვის.

ველოდები ახალ ისტორიას<3

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა... ანას და ალექსის ურთიერთობა უბრალოდ არანირად არ ჯდებოდა ლოგიკაში...თავიდან სხვაგვარად ვაპირბდი ისტორიის გაგრძელებას მაგრამ იმდენჯერ შევწყვიტე წერა რომ მერე ასე გამოვიდა❤❤❤ ახალი ისტორიის პირველი თავი უკვე ავტვირთე და იმედია მოგეწონება

სტუმარი ელა
სხვების არ ვიცი მაგრამ მე მომეწომა .თუ გახსოვს მაქვს დაწერილი ერთ ერთ კომენტარში ალექსანდრეზე რო ასეთი რო იყო ნაწილიბრივ ოჯახის ბრალი არის და მართალიც ავღმოვჩდი.მართლა შემეცოდა ალექსი ასეთი ცხოვრება რო ქონდა მაგრამ ის რო მან ანა საკუთარი ნებით გაუშვა მომეწონა ესეგი მართლა ყვარებია.ანაზე და თორნიკეზე ვერაფერს ვიტყვი გამიხარდა რო ერთად დარჩნენ.❤❤ველოდები შენ ახალ ისტორიას და დარწმუნებული ვარ რო კარგი იქნება.❤❤

მადლიბა ასეთი აქტიურონისთვის❤❤❤მიხარია რომ მოგეწონა ისტორიის ასეთი დასასრული ❤❤❤ახალიმისტორია დავიწყე და იმედია მოგეწონება

№6  offline აქტიური მკითხველი grafo

შენს ისტორიებში არაფერი შეცვლილა, რადგან შენ ასეთი ხარ, შესაბამისად ძალიან დიდი უტაქტობა მგონია სხვისი ასე დადანაშაულება “ათას სისულელეში” ავტორის მხრიდან. შენი ისტორიებით არა, შენი დამოკიდებულებით იწვევ იმათ ვინც ათას სისულელეში გადანაშაულებს თურმე. შანს არ უშვებ კომენტარებში რომ მკითხველს კბილი არ გაკრა, იმ მკითხველს რომელსაც ყოველდღიური რეალობის მერე აქაც იგივეს წაკითხვა 37თავი არ უნდოდა.
მიხედე შენ შენს საქმეს და თუ მკითხველი რამეს დააშავებს მიხედავს ადმინისტრაცია!

174940404748 გითხარი, რომ ეს ველი იმისთვის არსებობს რომ შეგაფასონ. თუ არ მოგწონს გააუქმებინო უნდა ადმინისტრაცის. ხო არ აუქმებ, ამიტომ წაიკითხე მშვიდად და დაიკიდე. რას ვერ ინელებ ან რა არ გყოფნის?! რა 2წლის ბავშვივით გადაეკიდე ამ მკითხველს. აგრძელებ საყვარელ საქმიანობას, გყავს მუდმივი მკითხველი, ხოდა ადექი და დატკბი ამით, ვაა!

ისტორია ისე დაასრულე როგორც შენ შეგეფერება, კარგია რომ არ გაწელე :*.

პ.ს. არ მინდა მადლობა ან პასუხი. არ ჩაგეთვლება უყურადღებობაში. უბრალოდ, იმუშავე საკუთარ თავზე, როგორც ავტორმა არა, ჯერ როგორც ისე :)).

№7 სტუმარი სტუმარი nazi

რა მაინტერესებს ეგ ისტორა იძულებით ქორწინება ხომ დასრულე და თან ძალიან კარგი დასასრული იყო და პირველი თავის დაწერას რაღატო აპიებ მე პირადად გამიხარდება რომ გაგძელო მარა ამ ისტორის ცუდად განვიტარბას ვერ ავიტან ისე ძაალიან მიყვარს მართლა

№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi

,,იძულებითი ქორწინება" და სახვა არცერთი სიტორია აღარ გაგრძელდება, ეს ისტორიაც( ჩემი სასჯელი ხარ) რამედენჯერმე შევწყვიტე და მაგიტომ მივიყვანე ბოლომდე.
ახალი ისტორის წერა დავიწყე და დღეიდან ძველ ისტორიებს აღარ დავუბრუნდები ❤❤❤❤❤❤❤❤

№9 სტუმარი სტუმარი nazi

ძალიან კარგია რომ აღარ გაგძელებ იძულებით ქორწინებას ძალიან კარგი დასასრული იყო ჩემი აზრით და ნამდვილად არ ღირს გაგძელება გელოდები ახალი ისტორიებით წარმატება ❤❤

№10  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
ძალიან კარგია რომ აღარ გაგძელებ იძულებით ქორწინებას ძალიან კარგი დასასრული იყო ჩემი აზრით და ნამდვილად არ ღირს გაგძელება გელოდები ახალი ისტორიებით წარმატება ❤❤

მადლიბა , მიხარია რომ ,,იძულებითი ქორწინების" დასასრული მოგეწონა, ახალი ისტორიის პირველი თავი უკვე ავტვირთე და იმედია ისიც მოგეწონება, მიხარი რო გამომეხმაურე ❤❤❤❤

№11  offline წევრი Salo123

ცხოვრებაშიც ასეა ცუდები რატომ არიან არავის აინტერესებს..ალექსანდრე ასეთი ქცევით შველასითხივოდა და ვერავინ გაუგო.. ვერვიტან ასეთ სასტიკ სამყაროს .მრთლაც არაფირით უკეთესი არიყო აარც ანაა დ არაც თორნიკე მასზე.. კარგი ოჯახი ჯეკპოტივოთა ან გიმართლებს ან არა..ყველაფრის მიუხედავად ალექსანდრეს ყველაძე ღირებული რამ შეძლო მის უსიყვარულო ცხოვრებაში სიყვარული..
სიმართლე გითხრა მინდოდა სხვა დასასრული ჰქონოდა... ანა ძალიან სუსტი ფიქიკის გოგო იყო არც მინდოდა ალექდადრესთან . ბავ შურად ჯიუტი და ენას რომ ვერ გაჩერებინებ მტირალა .. ნერვებს მიშლიან ასეთი სუსტი ქალები..
--------------------
ს. ბაგრატია

№12  offline მოდერი ნეაკო

Salo123
ცხოვრებაშიც ასეა ცუდები რატომ არიან არავის აინტერესებს..ალექსანდრე ასეთი ქცევით შველასითხივოდა და ვერავინ გაუგო.. ვერვიტან ასეთ სასტიკ სამყაროს .მრთლაც არაფირით უკეთესი არიყო აარც ანაა დ არაც თორნიკე მასზე.. კარგი ოჯახი ჯეკპოტივოთა ან გიმართლებს ან არა..ყველაფრის მიუხედავად ალექსანდრეს ყველაძე ღირებული რამ შეძლო მის უსიყვარულო ცხოვრებაში სიყვარული..
სიმართლე გითხრა მინდოდა სხვა დასასრული ჰქონოდა... ანა ძალიან სუსტი ფიქიკის გოგო იყო არც მინდოდა ალექდადრესთან . ბავ შურად ჯიუტი და ენას რომ ვერ გაჩერებინებ მტირალა .. ნერვებს მიშლიან ასეთი სუსტი ქალები..

მიხარია ალექსანდრე ამ კუთხით რომ დაინახე, სრულიად გეთანხმები, ბავშვებს არჩევანი უბრალოდ არ აქვთ და შესაბამისად რა გარემოშიც იზრდებინა, ძირითადად ისეთებად ყალიბდებიან,
დასასრულზე მართლა ბევრი ვიფიქრე და სხვა გამოსავალი ვერ ვნახე, ანა მართლა ვერ იქნებოდა მასთან და შესაბამისად ასე დასრულება ვარჩიე. მადლობა რომ გამომეხმაურე ❤

№13 სტუმარი სტუმარი გვანცა

საოცრად წერ თითქმის ყველაფერი მაქვს შენი წაკითხულიი და ძალიან მომწონს შენი წერის სტილიი თემაა ნუუ ერთიანობაში საუკეთესო ხარრ... რაც შეეხება ფინალს იდეალური იყოო მაგრამმ ალექსანდრეზე თუცალკე ისტორიას გააგრძელებ სიამოვნებით წავიკითხავ

№14  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი გვანცა
საოცრად წერ თითქმის ყველაფერი მაქვს შენი წაკითხულიი და ძალიან მომწონს შენი წერის სტილიი თემაა ნუუ ერთიანობაში საუკეთესო ხარრ... რაც შეეხება ფინალს იდეალური იყოო მაგრამმ ალექსანდრეზე თუცალკე ისტორიას გააგრძელებ სიამოვნებით წავიკითხავ

მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ნამდვილად არ მეგონა რომ ეს ისტორია ინტერეს და მკითხველის სიყვარულს მაინც თუ დაიმსახურებდა იმდენჯერ შევწყვიტე. მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვიას

№15 სტუმარი მანცურა

ჩამოუყალიბებელი იყო.თავიდან ისე ჩანდა რომ ნატა უყვარდა ამ თორნიკეს,ისე ელაპარკებოდა.მერე უცბად ანა შეუყვარდა.ნატა ისე გააქრე არაფერი თქვი მასზე.ალექსანდრე ბოლომდე ვერ გაწირე და საზღვარგარეთ გაუშვი.არ მომეწონა დასასრული რადგან ალექსანდრესნაირ ადამიანებს ზუსტად სიყვარული თუ შეცვლით და მეგონა შენც ამას გააკეთებდი.გასაგებია რომ ანას ძმის მკვლელი იყო მაგრამ ეგ ხო არ იცოდა რომ ანას ძმა იყო?მერე შეუყვარდა ჰოდა სიყვარული ყველაფერს პატიობს ასე მწამს მე.

№16  offline მოდერი ნეაკო

მანცურა

დიახ გეთანხმებით, ასე იმიტომ მოხდა რომ ისტორიის შეწყვეტა მომიწია თავის დროზე გარკვეული მიზეზების გამო და ხელახლა რომ დავუბრუნდი ამ ისტორიას, თუ არ ვცდები წელიწადნახევრის მერე უკვე იმდაგვარად ვეღარ გავაგრძელე როგორც ჩაფიქრებული მქონდა... ალექსანდრეს რაც შეეხება მართლა ვეღარ გავიმეტე... თავდაპირველად სხვა გათვლა მქონდა მაგრამ ამდენი ხნის მერე რომ გავაგრძელე ჩემეცვალა ხედვა და პერსონაჟების მიმართ დამოკიდებულება.
მადლობა რომ გამომეხმაურეთ

№17 სტუმარი lina

ეს ისტორია რაღაც არეულკ მეჩვენა
თავიდან ალექსანდრე და ანა მეგონა წყვილი მერე ანა და ვეკო ბოლოს თორნიკე და ანა აღმოჩნდა
უფრო კრიმინალური ისტორია გამოვიდა ვიდრე სასიყვარულო.
დანარჩენი ისტორიები თქვენი ყველა საინტერესოა და ერთი ამოსუნთქვით იკითხება
მადლობა თქვენ

№18  offline მოდერი ნეაკო

lina
ეს ისტორია რაღაც არეულკ მეჩვენა
თავიდან ალექსანდრე და ანა მეგონა წყვილი მერე ანა და ვეკო ბოლოს თორნიკე და ანა აღმოჩნდა
უფრო კრიმინალური ისტორია გამოვიდა ვიდრე სასიყვარულო.
დანარჩენი ისტორიები თქვენი ყველა საინტერესოა და ერთი ამოსუნთქვით იკითხება
მადლობა თქვენ

დიახ ასეა რადგან რამდენჯერმე მომიწია წერის შეწყვეტა და ერთი წლის მერე ანუ ახლა ძლივს მოვახერხე რომ დამესრულებინა და როგორც ჩაფიქრებული მქონდა თავიდან ისე ვერ გავაგრძელე, ვერც გავაგითარე სიუჟეტი და ვერც დავასრულე, ამიტომაა ციტა არეულად ❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent