შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერიგება {სრულად}


7-05-2021, 21:28
ავტორი ქეთათო4
ნანახია 17 950

იმ დღეს მამაჩემმა საბოლოოდ თქვა უარი ჩემზე, დედამ კი ჩემი ნივთები მტკვარს გაატანა.
--
ოცდა სამ სექტემბერს, წვიმიან დღეს, ჩემ ჭირად დავუყევი ფეხით ჭავჭავაძეს და ლაღად მივაბიჯებდი განათებულ ქუჩაზე. ყურსასმენები მეკეთა და არ მაინტერესებდა, მანქანებიდან გადმომხტარი მძღოლები, მათი სტვენა და შეძახილები. ლეკას გაფრთხილება არაფრად ჩამიგდია, არც ის, რომ დათა ბენდელიანი დაბორიალებდა ახლა ამ ქუჩებში. საღამოს კაბა ავიკეცე და გახურებული ტერფები შევახე სველ ასფალტს. სასიამუვნო ჟრუანტელმა დამიარა. მძულდა ყველაფერი, ჩემი ცხოვრება, ოჯახი და ბენდელიანი. ჩემი ერთადერთი და ყველაზე ტკივილიანი სიყვარული. ფიქრებში წასულს უკნიდან მანქანის გაბმული სიგნალი შემომესმა. დამეფიცება გავშრი. ნაცნობი სიგნალი იყო. მეგონა ვგიჟდებოდი, როგორ შეიძლება, სიგნალით იცნო ადამიანი. მე უკვე ავადმყოფი ვიყავი. ის იყო. გუბეში ჩააჭყაპუნა და სწრაფი მანევრირებით ამიარა გვერდი. სველი, ტალახიანი და გულმოკლული ვიყავი. ისევ გამოჩნდა დათა ჩემს ცხოვრებაში. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ტკივილიანი სიყვარულის ობიექტი...
სახლში მთლიანად გაწუწული მივედი. ლეკა ჩემს დანახვაზე გაგიჟდა და მაშინვე თბილი პლედი შემომაფარა. ჩემი მშველელი იყო ეს ქალი და მისი დამჭკნარი ხელები. უთქმელად ჩამიხუტა, მიხვდა რაც ხდებოდა. არცერთი ზედმეტი კითხვა, მხოლოდ თბილი ხელები და ტკბილი კოცნა შუბლზე.
-ვატომ დარეკა ბები, გიკითხა. თმებზე დამისვა თითები.
-უთხარი მშვიდობით მოვიდა სახლშითქო. მოვეხვიე და მობუზული ავედი მაღლა იქ, სადაც ემოციებს საზღვრებიდან ვანთავისუფლებდი. კედელთან ჩავიკეცე. გამახსენდა...
---
,,17 აგვისტო"
-ეს დღე მიყვარს. თეკლა გვიმრაძე ყვიროდა და აწ უკვე უნივერსიტეტში ,,მოწყობილები" ბოლო ხმაზე გავკიოდით ჩვენს სიმღერას. მთვრალი იყო ყველა მე-არა. ალკოჰოლს არც კი მივკარებივარ. ვიდეოებს ვიღებდი, ფოტოებს...
-გავაშელი, ფოტოებს ჩაყრი ჩატში. გადამთვრალი სანდრიკა თითს მიქნევდა შორიდან. ყველაფერი იდეალურად იყო, მანამ სანამ საიდანღაც სრულიად უცხო ბიჭები არ გამოჩნდნენ. აირია ყველაფერი. ჩემი კივილი და სანდროს ჩაკეცვა ერთი იყო. ვახვახიშვილი დაჭრეს. ისეთი აურზაური არც არასდროს მენახა. გიჟივით მივვარდი და გონებადაკარგულს ზემოდან დავაშტერდი.
-სასწრაფოში დარეკეთ. ესღა ამოვილაპარაკე და შეძლებისდაგვარად ვეცადე სწორად დამეწვინა. სასწრაფოს მოსვლა და სანდროს წაყვანა ვერ გავიგე. გათიშული ვიჯექი და მომხდარს ვაანალიზებდი.
სამი ბიჭი დააკავეს. პოლიციის შენობაში ვიყავით ყველა. ჩვენება უნდა მიგვეცა. ჩემი ჯერი იყო, კარიდან შემოსულმა ბიჭმა გამომძიებელის ყურადღება, რომ მიიპყრო და ჟესტით ანიშნა აქეთ წამოდიო. სულ ორი წამით შემომხედა, თავი გააქნია და ჩაიარა. იმდენად უცნაური იყო ეს ყველაფერი, რომ შიშმა ამიტანა.
ყველა გაამართლეს. სანდროს ადანაშაულებდნენ და ამაზე მე გავჭედე.
-უნამუსოა ის ტიპი. სახელი არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ჩემ წინ რომ მდგარიყო ყელს გამოვჭრიდი. დასაწყისში თეკლას ,,მიყვარს ეს დღე", მძულს ეს დღედ გადაიქცა.
სანდროს ამბიდან ორი კვირის თავზე ბათუმს მივემგზავრებოდით. სანდროს დატვირთვა არ შეიძლებოდა, მაგრამ დასვენება გვჭირდებოდა ყველას. ექვსივე მანქანაში ვისხედით და ვბჭობდით.
-ეგ საქმე როგორ მოაგვარეს, ვერ ვხვდები. კაკი გაოცებული უყურებდა სანდრიკას.
-დათა ჩაერია ბენდელიანი. ისე უცნაურად გადმომხედა ვახვახამ გავშრი. მე რატომ მიყურებდა ვერ მივხვდი.
-ჩემთან მოვიდა და იმათ მაგივრად მოიხადა ბოდიში.
-რა უნდოდათ? თეკლას კითხვა დროული იყო.
-ნეას გაცნობა. ისევ მე გადმომხედა. ცოცხლებში აღარ ვეწერე, ჩემ გამო დატრიალებულა აურზაური.
-არ ვიცი ვინ არიან სან, გეფიცები. ხელები გადავაჯვარედინე და ცრემლები წამსკდა. ადამიანი კინაღამ მოკლეს ჩემ გამო. სისხლმა ტვინში ამასხა.
-დაიკიდე რაა! სანდრომ მიმიხუტა და მეც დამშვიდებულმა მივნაბე თვალები.
მთელი გზა მეძინა. ძილშიც მხოლოდ ის ტრიალებდა, რომ ჩემ გამო მოხდა ყველფერი.
როგორც იქნა ჩავაღწიეთ ბათუმს. მაშინვე გადამავიწყდა ყველაფერი და სახლში შესული ოთახისკენ გავიქეცი. საცურაოდ გამოვეწყვე და ლასტებით ჩავედი ქვემოთ.
-ყვიტყვიტა. კაკიმ ჩემ დანახვაზე გადაიხარხარა.
-წავედი მე. მალე შემომიერთდით. სირბილით გავუყევი გზას ზღვამდე. ყველაზე წრფელი გრძნობა იყო ჩემი და ტალღების შეყრა. გიჟივით შევვარდი აზვირთებულ ტალღებში და თავით გადავეშვი ნეტარებაში. წყალი სუფთა და კამკამა იყო, მზეც სასიამუვნოდ ანათებდა და მეც მეტი არაფერი მინდოდა ბედნიერებისთვის. ჩემი და ზღვის ურთიერთობა უსასრულოა, სწორედ ამან მიმიყვანა წითელ ხაზამდე, რომელიც არ უნდა გადაკვეთო და მაშინ ვიგრძენი შიში, საყრდენი, რომ გამომეცალა. ცურვა ვიცოდი, მაგრამ იმდენად დავიბენი, მხოლოდ ერთხელ მოვასწარი დაკივლება და მერე ტალღამ შთანმთქა.
პანიკის პიკი მქონდა, მეგონა ვსო, შავმა ზღვამ დამიტოვა ფსკერზეთქო, ვიღაცის ძლიერი ხელი რომ ჩამეჭიდა და ,,გამათრია ნაპირზე"
-ნეა. სანდროს ღრიალზე მე კი არა მთელი ბათუმი მოვიდა გონს და ჩემთან გიჟივით მოჭრილმა მე კი არა ჩემს მაშველს დაუწყო ყურება.
-გითხარი არ მიუახლოვდეთქო?
-მიხედეთ ან ცურვა ასწავლეთ. მერე ავხედე. ის იყო. ტიპი პოლიციის შენობიდან. ისევ ორ წამიანი ინტერვალით გამისწორა მზერა და ზურგი გვაქცია.
-როგორ ხარ? თეკლა დაიხარა ჩემკენ.
-სახლში მინდა. სანდროს სახეზე სახე დამებრიცა და თავადვე წამოვდექი ფეხზე. გაგიჟებული შევარდა ვახვახიშვილი და ქარბორბალასავით დაიწყო.
-რა უპასუხისმგებლობაა ნეა, რა არის? პირველად აუწია ჩემთან ხმას. მეწყინა ძალიან.
-ბოდიში წითელი ზოლი ვერ დავინახე.
-ბენდელიანი ხომ დაინახე. ისე დამიღრიალა თეკლაც შეხტა და ჩემს ცრემლიან თვალებზე დაშოშმინდა.
-არ დამელაპარაკო. საჩვენებელი თითი დავუქნიე და ჩემს ოთახში შევიკეტე. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ან რატომ.
---
,,ციცინათელა"
მე და თეკლა, ჩვეულებისამებრ, ვსტუმრობდით ციცინათელას და ჩვენი ხმა, ვეჭვობ, მთელ ბათუმს ესმოდა.
-აქაც დავსხდეთ რა! შემევედრა თეკლა და მეც აჟიტირებული გავყევი მორიგ თავგადასავალში. ის დღე იყო დაუვიწყარი. ყველაფერი დავიწყებული მქონდა, ისიც რომ ხვალ ბათუმს ვტოვებდით.
-კლუბში არიან ბიჭები. მობილურიდან თავი ძლივს ამოყო და გამეკრიჭა
-შანსი არაა. ხელები გადავაჯვარედინე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-მოდითო სანიმ. ქაჯობა უადგილო იქნებოდა, ამიტომ დავთანხმდი და წავედი. შესვლისთანავე არ მომეწონა ეს სიტუაცია, გადამთვრალი ხალხი, ერთმანეთზე მიტმასნილი ახალგაზრდები. ღებინების შეგრძნება მომაწვა უნებურად.
-აქეთ. თეკლამ დამიყვირა და მეც სწრაფად გავყევი მის სილუეტს.
ბიჭები რომ დავინახე, დავმშვიდდი და მათკენ წავედი. ნასვამი მხოლოდ სანდრო იყო, როგორც ყოველთვის.
-ნეა. გამეკრიჭა ვახვახა და ხელი დამირტყა აქ მოდიო. მის გვერდით დავჯექი, ხელი მომხვია და მიმიხუტა. ვერ მივხვდი რას აკეთებდა, მაგრამ უნებურად წინ გახედილი ბენდელიანის თვალებს, რომ წავაწყდი ტანში უსიამუვნოდ დამიარა. სიგარეტს ეწეოდა და ვისკს სვამდა. ჩემზე ჰქონდა მზერა გაშეშებული, უფრო სწორად ჩემზე მოხვეულ სანდრიკაზე.
-ნეა, არ იფიქრო არასდროს! სანდროს სიტყვები ვერ ამოვხსენი.. ტელეფონმა დაიზუზუნა.
-,,შენთვის კლუბი ზედმეტია, ციცინათელაში დაბრუნდი." გული საგულედან ამომივარდა. უნებურად წინ გავიხედე და დათა ვეღარ დავინახე. მაშინ პირველად დაიწყო ჩემმა აისბერგმა დნობა.
---
-ბები! ლეკამ მომიკაკუნა და მერე შემოაღო კარი. ხელში ცხელი შოკოლადი და ბევრი სალაპარაკო ეჭირა.
-მომიყევი. მიხვდა, რომ ცოტაც და გავსკდებოდი. გამეღიმა.
-დღეს დავინახე, მხოლოდ მისი მანქანა, მაგრამ ის იყო.
-რას აპირებ ნეა? დაჩის როდემდე დამალავ? სუსტ წერტილზე მიმაჭირა წიხლი და ბევრ სადარდებელს შორის ჩემი და ბენდელიანის შვილი პირველ ადგილზე დადგა.
-ვერ გაიგებს! ცრემლები წამსკდა. წამართმევდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას იზამდა.
-იქნებ დაელაპრაკო ბები... მერამდენე ,,იქნებ" იყო ლეკას პირიდან, ვერ ვითვლიდი
-რა ვუთხრა? შვილი გყავს, რომელიც ორი წლისაა და რომელსაც გიმალავდითქო. გააფრენს, მომკლავს. ამოვისლუკუნე და ბებიას მოვეხვიე.
-ჩემო საბრალო გოგონა. მოხუციც ჩემთან ერთად ატირდა. გამოსავალი არაფერში იყო. არსაიდან არაფერში.
-ხვალ მოიყვანენ დაჩის ნეაკო. შუბლზე მაკოცა და ნელი ნაბიჯით დატოვა ოთახი. როგორი სასტიკი იყო ჩემთვის ცხოვრება, როგორი რთული დათას გარეშე. საწოლზე პირქვე დავემხე და ხმამაღლა ავტირდი. ძალაგამოცლილი ვიყავი. აღარ შემეძლო. ვინ იცოდა გარეთ მოცინარი გავაშელი სახლში როგორ იყო.
---
დიკოს წვეულების მოწვევა, რომ მიიღო არ გაჰკვირვებია. მართალია ამ გოგოსთან კარგად არასდროს ყოფილა, მაგრამ ჯოჯუას სჭირდებოდა ნეა და კარგად აცნობიერებდა ამ ყველაფერს. საღამოსთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მომზადებულიყო. დიდი გასამრჯელო უნდა აეღო მორიგი ივენთიდან და ცოტა ხანს შვილიანად უნდა წასულიყო აქედან.
შინდისფერ კაბაში გამოწყობილი, სულის შეხუთვამდე ლამაზი იყო და გარშემო მყოფთა ინტერესსაც იწვევდა. დიკო აცნობდა ყველას. ცდილობდა ღიმილი არ მოეშირებინა. გადაღლილი და ძალა გამოცლილი იყო. ყველაფერს ერჩივნა ახლა დაჩისთან ერთად ჩახუტებული მულტფილმის ყურება.
-ნეა! თვალები მობეზრებულად აატრიალა და უკან მიიხედა. იმ წამს ნეა გავაშელი მოკვდა. ნაცნობი სილუეტის დანახვისას წაბარბაცდა და მაგიდას ძლიერად დაეყრდნო. მაქსიმალურად იკავებდა თავს არ აღრიალებულიყო.
-გაიცანი ჩვენი ინვესტორი დათა ბენდელიანი. ჩაიკეცებოდა გვერდით მოულოდნელად ამომდგარი ვახვახიშვილი, რომ არა.
-არ გაბედო. ყურთან ღიმილით დაუჩურჩულა კაცმა.
-სასიამუვნოა. ძლივს ამოთქვა ბგერები.
-ეს ნეაა ბატონო დათა, ჩვენი თვალი.
-ვიცნობ ნეას. კაცის შავ სფეროებს ვერ ემალებოდა და დაძაბულობისგან მუხლები ეკვეთებოდა. მონატრება, ბრაზი, სიყვარული-ყველაფერი ერთდროულად მიაწყდა გავაშელს და თავს ვერ უყრიდა აზრებს. ისევ ისე უყურებდა სანდრიკას ბენდელიანი. ჩამუქებული სფეროებით. შეუძლებელია ვერ შეემჩნიათ, როგორ უხტოდა ყელთან არსებული ძარღვი დათას.
-ხო მართლა ნეა, ბავშვი როგორ გყავს? შეგრძნება დაკარგა. დათას შებრუნებული სხეული მოულოდნელად მოტრიალდა და ქალს კიდევ უფრო მეტად დააკვირდა. მიტკლისფერი დაედო გავაშელს.
-კარგადაა.
-ძალიან საყვარელი ბიჭუნაა. ორისაა ხომ? ეს ქალი სპეციალურად უკეთებდა თუ რა ჯანდაბა ხდებოდა, ვერ აანალიზებდა.
-კი. ხმა ჩაუვარდა. აწკრიალებულმა ტელეფონმა იხსნა და ლეკას ნომრის დანახვაზე მაშინვე გარეთ გავარდა.
-ხო ლეკა
-დაჩის სიცხე აქვს ნეა, მოდი შვილო.
-არ იდარდო ბები, მოვდივარ. სწრაფად წავიდა ავტომობილისკენ ძლიერმა ხელმა, რომ დაქაჩა და ნაცნობ სურნელში ჩაიკარგა. კაცის ძლიერ მკლავებში მოქცეული ქვემოდან უყურებდა გამხეცებულ ბენდელიანს.
-ერთხელ გკითხავ ნეა.
-გამიშვი, მტკენ. გაიბრძოლა, მაგრამ ამაოდ.
-ბავშვი ვისგან გყავს? დასცხა. სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა და მერე ერთიანად მიეხეთქა გულს. მწვავე ტკივილი იგრძნო და შიში დაჩის დაკარგვისა.
-შენ არ გეხება. ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
-მიპასუხე. დაუღრინა და მანქანაზე აკრულს ზემოდან დააჩერდა. ქალის დაძაბულ სხეულს სამოსის შიგნიდანაც კი გრძნობდა.
-არ ვაპირებ თქმას.
-მამა მე ვარ? როგორ უნდოდა კისერზე ხელები შემოეწყო, გაეღიმა და სიმართლე ეთქვა, მაგრამ იცოდა რაც მოყვებოდა ამ ყველაფერს
-არა. ცოტაც და გული გაუჩერდებოდა...
-წადი... ხელი უშვა, ზურგი აქცია და სწრაფი ნაბიჯით დატოვა გავაშელი.
---
,,დაბადების დღე"
ჩემს დაბადების დღე მთელი პლეხანოვი ელოდა. განსაკუთრებულად აღვნიშნავდი ხოლმე. დილიდან ვიღებდი მილოცვებს და დეკორაციებს ვარჩევდი, ეზოს გასაფორმებლად. ჯერ კიდევ ლაღი და უშიშარი ვიყავი. სანდრო, რომ მოვიდა წითელი ვარდებით, ბედნიერებისგან პირი გამეხა და მაგრად ჩავეხუტე.
-მიყვარხარ. შუბლზე მაკოცა და თაიგული მომაწოდა. ისეთი იყო, როგორიც მიყვარდა. საჯაროდ შემეძლო, მეყვირა თუ რა მაგარი მეგობრები მყავდა მე.
ეზოს მორთულობა დავასრულეთ, როგორც იქნა და საათს დავხედე. კაბა უნდა ჩამეცვა. სანდრო დავტოვე ეზოში და მეორე სართულზე ავედი. კარი შევაღე და გავშეშდი. დიდ თაიგულთან ერთად მანქანის გასაღები და პატარა ბარათი დავლანდე. დაბნეულობამ ყელი გამომიშრო და სასწრაფოდ გავხსენი კონვერტი.
-,,ციცინათელას პარკში, როცა გინდა მაშინ წადი ამის შემდეგ" გავშეშდი. გონებაში მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი ტრიალებდა. გამიხარდა? უფრო შემეშინდა. სასწრაფოდ გადავმალე ავტომობილის გასაღები და აღელვებულმა გადავიცვი კაბა.
ეზოში ჩასულს სტუმრები იქ დამხვდნენ და ჩემს დანახვაზე ყველან ხმა მაღალი ყიჟინა ატეხა.
-ვერ ხართ. გადავიკისკისე და შამპანიური მოვსვი. ფიქრებით ისევ ჩემს ოთახში ვიყავი. ნეტავ საიდან შემოვიდა ან გავიდა. გული მისკდებოდა.
-უკვე დიდი გოგო ვინ არისო? კაკი გადამეხვია და ჭიქა მომირტყა.
-გავიზარდე კაკუნია.
-სიმაღლეში ვერ. დამცინა და ენა გამომიყო.
არ ვიცი ის წვეულება, როგორ მიმდინარეობდა. ვერაფერს აღვიქვამდი. მობილურმა დაიწკრიალა. უცხო ნომერი იყო. მაშინვე გავვარდი გარეთ.
-გისმენთ. ხმა დამეძაბა.
-შენს სახლთან ვარ გამოდი.
-ვინ ხარ? ცოტაც და კანკალი დამეწყებოდა.
-გამოხვალ თუ შემოვიდე?
-მოვდივარ. ტირილამდე მისულმა ფრთხილად გავიარე ეზო და ჭიშკარი გავაღე. გარეთ ბინდი იყო უკვე. ფრთხილად გავიარე ტროტუარი და უეცრად დამქაჩა ძლიერმა მკლავმა. კედელზე აკრულს ნაცნობი თვალები მიმზერდნენ. ის იყო. ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ვერ ვიტანდი. ალკოჰოლის სურნელი მენთოლს ერწყმოდა და მაბრუებდა. ყელთან გამისვა ცხივრის წვერი, მეგონა ცოტაც და შიშისგან გავიგუდებოდი.
-ჩემი გეშინია? თავი გამოსწია და თვალებში ჩამაშტერდა.
-შენ გამო კინაღამ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი მოკლეს. სახე დამებერიცა, არ მოეწონა რაღაც.
-რამდენად ძვირფასი ნეა? ჩემი სახელი მისი პირიდან იმდენად სხვანაირად გაჟღერდა, რომ ბუსუსებმა დამიარა.
-ყველაზე ძვირფასი.
-არადა წყნარად ვაპირებდი საუბარს. ხელი აკრა კედელს და ჩემ წინ ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს.
-ვახვახიშვილი გიყვარს? ისე დამეტაკა ეს კითხვა, გამეღიმა. მხოლოდ ჩემი გაცნობა არ იყო მიზეზი. იმ ბიჭებსაც ასე ეგონათ.
-შენ ხელის ბიჭებსაც ასე ეგონათ? გამბედაობა საიდან მომდიოდა არ ვიცი.
-ნუ გამაბრაზებ!
-აღარ გამოჩნდე. შებრუნებას ვაპირებდი, სწრაფად რომ ჩამავლო და უკან გადაქანებული მის სხეულზე მიწებებული აღმოვჩნდი.
-ლაპარაკი არ დამისრულებია.
-მე დავასრულე. გავიბრძოლე მაგრამ ლოდივით ერთ ადგილს მიეყინა.
-ხვალ მნახავ. თვალებში მიყურებდა.
-არა. შემეშვი კარგი?
-მნახავ. დარწმუნებით ამოილაპარაკა და ჭიშკარში გამოსულ ვახვახიშვილზე გაეყინა მზერა.
-გამიშვი გთხოვ! შევევედრე, მაგრამ ამაოდ
-რატომ ინერვიულებს?
-გთხოვ.
-ხვალ მნახავ. ყელთან ცხელი კოცნა დამიტოვა და გაუჩინარდა.
სახე დამებრიცა, ტირილი მინდოდა, მაგრამ რაღაცას იეჭვებდნენ. სახე დავალაგე და სახლისკენ წავედი.
-ნეა. დაფეთებული შემხვდა სანდრო
-სად იყავი?
-ფეხით გავიარე ცოტა, მგონი ალერგიულმა ფონმა თავი იჩინა. უნამუსოდ მოვატყუე და სახლში შევაბიჯე.
ესეც ჩემი დაბადების დღე. ბენდელიანის მიერ ჩაშხამებული...
---
დაჩის დანახვაზე გული შემეკუმშა და მაშინვე მოვეხვიე სუსტ, პატარა სხეულს.
-მოვედი დედი, აქ ვარ! ყურთან დავიჩურჩულე და მამის სურნელი დაჩისაც გავუნაწილე. ჩემს მკლავებში გაინაბა. მაღალი სიცხე ჰქონდა, საწოლზე ფრთხილად დავაწვინე და გვერდით მივუწექი. დაჩი სინათლის წყარო იყო. დაჩი დათას ნაწილი იყო, რომელსაც ვერავინ წამართმევდა. ერთადერთი ძალა, რომელიც მაცოცხლებდა.
-დედა. ამოიგმინა და მაგრად მომხვია მკლავები.
-აქ ვარ. შუბლზე ტილო შევუცვალე. ვკვდებოდი... ოღონდ დაჩის არ დამართნოდა არაფერი და მე მზად ვიყავი ყველაფრისთვის. გვიანობამდე ვიყავით ასე. შუბლზე, რომ ხელი დავადე უკვე დაწეული ჰქონდა სიცხეს. ამოვისუნთქე. სააბაზანოს კარი გამოვაღე. შიგნით შევაბიჯე და ჩავიკეცე. დათა ბენდელიანი ისევ მაიძულებდა მეტირა. ცივმა მეტლახმა მომიყვანა გონს.
სწრაფად გადავივლე გრილი წყალი და ისევ დაჩისთან გავვარდი. მშვიდად სუნთქავდა. მეც ამოვისუნთქე. მის გვერდით დავწექი და თავი ძილს მივეცი.
---
,,პირველი"
მტკვრის სანაპიროსთან ვარო პირდაპირ მომახალა და გამითიშა. არაორდინალური იყო, სახლშიც კი არ მომაკითხა. მარტივად დასანახი იყო დათა, მუქ ჯინსსა და თეთრ მაისურში. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სამოსი ეცვა.
-მეგონა მაკიაჟს გაიკეთებდი. მწვავე მზერით ამათვალიერა და ყელთან შეაჩერა მზერა.
-მიზეზი უნდა მქონდეს.
-ჩემზე მეტი?
-შენ საერთოდ არ ხარ მიზეზი. რის დამტკიცებას ვცდილობდი არც ვიცი.
-სანდრო? გესლიანად ამოილაპარაკა.
-სანდრო მეგობარია.
-რომელსაც შეუძლია ჩაგეხუტოს, გაკოცოს და დაჟე ვარდების თაიგული გაჩუქოს?
-შესაძლოა.
-მე რომ არ მომწონს? სათვალე გაისწორა.
-არც მე მომწონს, რომ თავს არ მანებებ, მაგრამ ვიტან. მხრები ავიჩეჩე.
-ლაპარაკი შეგძლებია. ირონია გაურია ხმაში.
-დათა, მე შენ არ გიცნობ. მეტიც შენი მეშინია. მოდი უბრალოდ აღარ დამირეკო.
-გაძლებ რო? სიგარეტს მოუკიდა და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინი. საოცრად უხდებოდნენ დათა, ნიკოტინი და მენთოლი.
-დამცინი?
-ბანალურად, რომ გითხრა ჩემი იქნები სიცოცხლის ბოლო წამამდეთქო, რას იტყვი?
-გამეცინება. დავიბენი...
-ხოდა გაიცინე.
-რატომ? ავირიე.
-სიცოცხლის ბოლომდე ბენდელიანის იქნები. ჩემკენ მოიწია, არცერთი ზედმეტი მოძრაობა. შუბლზე მომაწება ტუჩები..
-უჩემოდ ვერ გაძლებ.
-მე შენ არ მომწონხარ, მით უმეტეს, არ მიყვარხარ.
-შეგიყვარდები, სუნთქვა გაგიჭირდება უჩემოდ ისე. გამიღიმა, გატრიალდა და წავიდა.
ხომ შეიძლებოდა ეთქვა გაგიყვან ან სადმე დავსხდეთ? ნაგლი.
გაბრაზებული შევვარდი სახლში და ზედმეტი ემოციებისგან ამეტირა. ეს იყო ჩემი პირველი ცრემლები მის გამო
-ნაგავი. სახე დავიხოკე კინაღამ. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ბენდელიანი სულ ერთი არ იყო ჩემთვის...
---
დილით კატერინას ზარმა გამაღვიძა
-ხო დედა. ამოვიკნავლე და დაჩის დავადე შუბლზე ხელი, ყველაფერი კარგად იყო.
-დათას დედა შემხვდა ბენდელიანის. კინაღამ ორგანოები სათითაოდ დამიკუჭა ამ სიტყვამ.
-არაფერი მომიკითხა. დაჩიზე გადმომირტყა ორიოდე სიტყვა.
-რაო? დავიძაბე.
-დათას ჰგავს ძალიანო.
-სად ნახა? სხეული დამეჭიმა.
-აქ რომ მყავდა მაშინ.
-იმედია არ იტყვის არსად.
-მგონი უკვე თქვა. კარზე გაბმულმა ბრახუნმა გული გაუხეთქა. ფრთხილად წამოდგა ფეხზე, დაჩი რომ არ შეეშინებინა და მაშინვე გავარდა მისაღებში, სადაც ლეკა და თვით დათა ბენდელიანი იდგნენ. ფერი არ ედო დათას ბრაზისგან.
-ბებოშენს უთხარი დაქალს გაუაროს თორემ ჩემს ყვირილზე წნევა დაარტყამს. რას აპირებდა არც ვიცი.
-ბები.
-წავალ, მაგრამ თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე მე ან სანდროს.
-სანდროს გარეშე როგორ? ისევ ირონიული იყო დათა.
-ნეა ბებიკო თუ რამეა...
-არაფერს იზამს ბე. დავაწყნარე და გავუშვი, მაგრამ მე ფერები გადამდიოდა. ფეხები მებლანდებოდა ერთმანეთში. მისაღებში დაბრუნებულს დათა დამხვდა, პიჯაკი გახდილი ჰქონდა, ღილი შეხსნილი. ისე მომინდა მოვხვეოდი თითის ბალიშები ამეწვა.
-აბა ნეაკო, რამე გაქვს სათქმელი? თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.
-რატომ საუბრობს ყველა, რომ ნეა გავაშელის შვილი საოცრად მგავს და მე ამ დროს სად ტრა*ში ვარ მეტყვი? სირაქლემასავით პირდაღებული ვიყურები და აზრზე არ ვარ რა ხდება.
-აგიხსნი. ძლივს ამოვიდგი ენა.
-ამიხსნი აბა რა! დაიღრიალა და ჩემს ცრემლებს ყურადღება არ მიაქცია.
-ეხლა რაღაც სი*ობა არ წამოგცდეს, მაგალითად როცა ისახებოდა ბავშვი შენზე ვფიქრობდი ან რამე ეგეთი თორე დაგახრჩობ.
-ხმას დაუწიე გთხოვ.
-გელოდები. სიგარეტი მოიქცია და ტუჩებსშორის. როგორ მინდოდა ის ღერი ვყოფილიყავი.
-რომ წახვედი, უფრო სწორად, რომ დავშორდით ერთ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ნერწყვი მძიმედ გადავუშვი.
-მერე? მუქი სფეროებით ჩემს სახეს სწავლობდა.
-თავიდან მოშორებას ვაპირებდი. იქ მისულმა გადავიფიქრე.
-მიხარია, რომ მასეთი ნაგავიც არ აღმოჩნდი.
-დათა გთხოვ.
-ჩემი შვილია ესეიგი. ბრავო. მაგით შეგეძლო რაღაცების დალაგება. ბავშვს შეეძლო და შენ ტრა*ულად და ეგოისტურად მარტო შენთვის დაიტოვე.
-წამართმევდი.
-მასე გგონია? შენი აზრით, ახლა რას ვიზამ? ჩემიდან მზერა გაღებულ კარში მდგარ დაჩიზე გადაიტანა. სისხლი გამეყინა.
-არ შეაშინო.
-ბუა არ ვარ, ჩემი შვილი რომ შევაშინო. ისე საოცრად მომხვდა ყურში ,,ჩემი შვილი"
მისკენ წავიდა. გაოცებულ დაჩისკენ დაიხარა და შუბლზე მიაწება ტუჩები.
-გამარჯობა.
-დედაა. ატირებული წამოვიდა ჩემკენ და მე მომეკრო.
-ალ მინა, წავიდეშ. დათასკენ გაიშვირა ხელი. არ მავიწყდება ბენდელიანის გამორეცხილი თვალები.
-დაბლა ველოდები, გაამზადე და ჩამომიყვანე.
-დათა გეხვეწები.
-გასაგებად ვთქვი. ფეხი გაჰკრა სკამს და გიჟივით გავარდა კარში.
დაჩის ტირილზე ჩემი მემართებოდა. მერე იმაზე, რომ დათას მიყავდა. არაფერი გაჭრიდა ბენდელიანზე. მასთან ერთად მეც მოვემზადე და დაბლა ჩავედი. მანქანაზე მოყრდნობილი მერამდენე ღერს ეწეოდა, სათვალავი ამრეოდა.
-სად მიგყავს?
-თავის სახლში.
-გთხოვ, სიცხემ ძლივს დაუწია, ისევ ცუდად გახდება.
-შენც წამოდი. არაფრის თქმა დამაცადა, კარი გააღო და თავით მანიშნა ჩაჯექიო. იმ ვარიანტს, რომ მარტო წაეყვანა დაჩი ეს ჯობდა. ჩემზე მიკრულ შვილზე გაეღიმა.
-მგავს ეგ ბავშვი. ჩემსავით უყვარს შენთან ჩახუტება. სარკიდან გადმომხედა და მანქანა დაძრა.
---
,,დაშლა"
სარკის წინ ვიდექი და საკუთარ სილუეტს ვათვალიერებდი. ქორწილში კარგად უნდა ვყოფილიყავი. ბიჭების საუბრიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ ბენდელიანიც იქ იქნებოდა. ორი კვირა ნანახი არ მყავდა და ადამიანს არ ვგავდი, ისე მენატრებოდა. მალინისფერი კაბა, რომლიც ერთ მთლიან სიგრძეზე იყო შეხსნილი ჩემს ტანზე შეუკერავთ თითქოს, საოცრად მიხდებოდა. სადა მაკიაჟი მქონდა, მაგრამ მაინც იმჩნევდა მაკიაჟობას. ბოლოს დავაფიქსირე ჩემი თავი, რომ დათასთვის გამოვიპრანჭე ასე. სულელივით მომინდა ტირილი. ეს ბიჭი არ შეიძლებოდა ჩემთვის, მაგრამ ღრმად იყო ჩემში. ვეღარ ამოვძირკვავდი...
კარზე ბრახუნმა მომიყვანა გონს და ოთახი დავტოვე. კაკის სტვენა და სანდროს დაბღვერილი სახე კულმინაცია იყო.
-გათხოვებას აპირებ? უკმაყოფილოდ შეჭმუხნა სახე.
-კიდევ კაი დეა მოგყავს თორე მთელი ქორწილი მე გამაკონტროლებდი. ენა გამოვიყავი და წინ წავედი. მეჩქარებოდა.. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ბენდელიანს.
რესტორანში მისულებს თითქმის ყველა იქ დაგვხვდა. გასვიანი აწ უკვე მეუღლითურთ.
-ჩემი კოშკა. კოსტას მოვეხვიე.
-დადგა ჯერი გათხოვებისა? ელენას აკოცა.
-შეირგე ის, რომ ჩემი დაქალი შეაცდინე. გადავიკისკისე.
-მეჯვარე სად გყავს კოშკა? ჩემს უკან ისეთი ლამაზი გოგო იდგა მე პირი დავაღე, კაკიმ უფრო.
-ბატონი სიგარეტის მოსაწევად გავიდა.
-მაგის მობილურს მე უნდა ვსდიო სულ?
არ ვიცოდი ვინ იყო მეჯვარე, არც არაფერი მიფიქრია.
-ხანდახან ისიც რა ვირია. ამოიოხრა ელენამ და მე გადმომხედა.
-საპირფარეშოში გამომყევი რა. ხელზე დამქაჩა და პასუხის გაცემაც არ მაცადა ისე გამათრია.
-მოიცადე, დავეცემით.
-კიდევ უფრო დაეცემი ჩემი ქმრის გვერდით ბენდელიანს, რომ დაინახავ. ის გრძელფეხება კიდევ მას ახლავს. ტანში არასასიამუვნოდ დამიარა. იმდენად დიდი წყენა ვიგრძენი, რომ ყველაფერი ნოლს გაუტოლდა.
-დამშვიდდი, შენი ქორწილია და შეირგე.
-გავპუტავ იმ გოგოს.
-ისე შენ და კოშკა უხდებით.თემა გადავატანინე...
-დღისით კი, ღამე მეშინია. ამოიოხრა და ჩემს სიცილზე თვალები დამიბრიალა.
-მოგარჯულებს დათა.
-ამინ! უეცრად წამომცდა და, რომ გავიაზრე რა ვთქვი გავჭარხლდი.
-ოცნებობ ქალო უკვე? ახლა უკვე ელენა იხეოდა სიცილისგან.
-არ ამოიღო ხმა. უკვე გასული გავაფრთხილე, მაგრამ რად გინდა. როგორც კი მაგიდს მიუახლოვდა პირი მოაღო. დეგენერატი...
-უნდა გაგაცნოთ. ყველგან მტენიდა ეს გოგო...
-ეს ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონება და ჩემი დიდობის საუკეთესო აწმყოა. ნეა გავაშელი. დათამ ისეთმა გამომხედა შევბარბაცდი.
-ვიცნობთ ნეას. ერთ-ერთი მეცნო მაგრამ საიდან არ ვიცი.
-დაი*ვი! კოშკამ წარბი აუწია.
-იქნებ გეყოთ ეს საუბარი, ქორწილში ვართ. განაწყენდა ელენა.
-ბოლოა. გასვიანმა მიიხუტა და ბოლის გამოშვება შეწყვიტა.
-ნეა, ვახვახა სად გდია?
-დეასთან ერთადაა. დამეფიცება, გახარებულმა გადმომხედა ბენდელიანმა. რა გაუხარდა ამ ბატს? ნერვებმა მიმტყუნა.
-არ გათხოვდე არასდროს. ჭიქა აქაჩა ზემოთ ელენამ.
-ნუ იწყევლები. კოსტას დაბღვერაზე ყველას გაგვეღიმა.
-ნუ ზოგი თუ მოინდომებს მაშინ კი. ნიშნისგებუთ გადახედა ბენდელიანს.
-მოგკლავ! ღიმილით ჩავჩურჩულე და ნაცნობ მელოდიას ავაყოლე ტანი.
-ვიცეკვოთ? უკნიდან კაკი წამომადგა. ჩვენი მელოდია იყო.
-კი. თავი დავუქნიე და გავყევი. სიმშვიდე მოჰქონდა ჰანგებს, მანამ სანამ, ჩემს გვერდით ის გრძელფეხება და დათა არ აღმოჩნდნენ.
-ამასთან უნდა ვიცეკვო.
-არ გაბედო კაკ.. ვერც კი დავასრულე ისე შემცვალა იმ ყანჩაში. თვალები ავაგრიალე და ბენდელიანის მკლავებში მოქცეული ისეთი სახე მივიღე თითქოს მე ის გოგო არ ვიყავი, მთელი დღე, რომ მასთან შესახვედრად ემზადებოდა.
-ლამაზი ხარ! ყურთან დამიჩურჩულა და ჩემს ბუსუსებზე გაეღიმა.
-იქნებ მომშორდე, იეჭვიანებს ის გოგო.
-ვინ? გაიოცა და თავით, რომ იმ გრძელფეხებაზე ვანიშნე გადაიხარხარა. -თეკოა ბენდელიანი, ჩემი ბიძაშვილი. შემრცხვა აღარ ერქვა ამ სიტუაციას. მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე ოღონდ დათასიანად. ჩემ თავს ვუტყდებოდი, რომ მსიამუვნებდა მასთან სიახლოვე. მისი ნატიფი თითები ჩემს მოშიშვლებულ ზურგზე საოცრად მოძრაობდა.
-სერგო მამაშენია? დაძბულმა ამოილაპრაკა.
-კი. ამაყად დავუქნიე თავი. რაა რო?
-არაფერი. მხრები აიჩეჩა და დამატრიალა. მელოდია დასრულდა, უხმოდ გამშორდა დ გავიდა. მერე დავლანდე, რომ აივანზე ეწეოდა და კოშკას უხსნიდა რაღაცას. ცოტა ხანს გადაეყარა ჩვენი თვალები ერთმანეთს. მობილური აწკრიალდა. ამ ხსენებაზე მამა რეკავდა. შედარებით მყუდრო ადგილი მოვძებნე და ვუპასუხე.
-მამა.
-სასწრაფოდ დატოვე ეგ ადგილი, გარეთ გელოდები.
-მშვიდობააა?
-მალე. თითქმის ჩამყვირა და დაძაბულმა მოვიხურე მოსაცმელი. ელენასთან მივედი დასამშვიდობებლად.
-რა ხდება? რატომ მიდიხარ? აწუწუნდა..
-სერგომ დარეკა. თითქმის ყვიროდა.
-მშვიდობაა?
-არ ვიცი. ცრემლიანმა ამოვილაპარაკე და მაგრად მოვეხვიე.
-ბედნიერებას გისურვებ, მიყვარხარ. მალევე მოვშორდი, უფრო მეტად რომ არ ამეფორიაქებინა და სირბილით ჩავიარე კიბეები. სერგო მანქანასთან იდგა, არაადამაინური სახით.
-რა ხდება? ვეცადე აღელვება დამემალა.
-ჩაჯექი. კარი გამიღო და აივანზე გამოსულ დათას გახედა.გავშრი... თვითონაც დაიკავა კუთვნილი ადგილი და დიდი სიჩქარით მოსწყვიტა ადგილს მანქანა.
დაძაბული მართავდა ავტომობილს. შეშინებული ვერაფერს ვამბობდი. სახლში მისული წინ წავედი და ფერდაკარგული კატერინა ცუდად მენიშნა.
-რა ხდება? ძლივს ამოვიღე ხმა.
-რა ხდება და ჯანდაბა. რაღა დათა ბენდელიანი შვილო? უსიამუვნოდ გამცრა ტანში.
-რა? ამოვიკნავლე.
-რა და არ დაგინახო მეორედ მასთან ერთ სივრცეშიც კი. დამიღრიალა სერგომ და ლარნაკი კედელს მიაფშვნა.
-რა დავაშავე?
-დაუშავებელი დააშავე. მორჩა. მე გითხარი უკვე. კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში და სწრაფად დატოვა მისაღები.
ჯერ არ დაწყებული დაიშალა...
---
სახლის კარი შეაღო და ჯერ დაჩი და მე შეგვატარა. ისევ ისე იყო ყველაფერი, როგორც მაშინ, პირველად...
-დააწვინე სადმე. შედარებით დამშვიდებული საუბრობდა, მაგრამ ბრაზი ძარღვად დასთამაშებდა შუბლზე. ნაცნობი ოთახის კარი შევაღე. საყვარელმა სურნელმა ცხვირი ამიწვა. ფრთხილად დავაწვინე დაჩი და მე გამოვედი. ვეღარ ვუძლებდი ამხელა დოზით დათას.
-რა გიყო ახლა? ჩემს წინ იდგა. ჩამუქებული სფეროებით და დაჭიმული ყბებით.
-რაც გინდა. ცრემლები წამომივიდა.
-იაფი ხრიკია ცრემლები. აღარ ჭრის.
-არც არასდროს ჭრიდა. მხრები ავიჩეჩე.
-რაო მამაშენმა? არ დაგაძალა ბავშვის მოშორება?
-დათა გეყოს.
-ფუ რა *ლეა.
-გეყოს. ამოვისლუკუნე.
-და მე რომ უფრო *ლე ვარ. დავიკიდე ვისი შვილი იყავი, დავიკიდე გესმის? არც ვიცოდი ვაბშე. რომ მცოდნოდა ჩემმა დამ ვის გამოც სცადა თვითმკვლელობა იმის შვილიი იყავი არ მოხდებოდა ესე. წასვლა შემოგთავაზე და ჩემზე წინდააყენე ნაბი*ვარი სერგო.
-გთხოვ დათა.
-რას მთხოვ გოგო, რას? მკლავში ჩამაფრინდა. გულს მიკლავდა ჩემი უსუსურობა.
-იმ დღის მერე შენი დანახვაც კი გულს მირევს. გიყურებ და ჩემს საყვარელ ქალს კი არა სერგოს შვილს ვხედავ.
-მაშინ გამიშვი. გავიბრძოლე მაგრამ ამაოდ.
-აქ იცხოვრებ. ყოველ დღე ინანებ იმას, რომ ბავშვი დამიმალე, რომ შეგეძლო ეს არ დაგვმართნოდა.
-საკმარისად დავიტანჯე გესმის? საკმარისად.
-მეტი მინდა. ისე ახლოს იდგა ჩემთან, ისე მინდოდა მოვხვეოდი.
სიგარეტის კვამლი ჩემკენ გამოუშვა და მერე ისროლა ფანჯრიდან.
-გავაშელია? თავით მანიშნა დაჩიზე.
-კი. ამოვისლუკუნე...
-ხვალვე მოვაწერთ ხელს და ჩემ გვარზე გადმოვიყვან.
-მნიშვნელობა აქვს? მხრები ავიჩეჩე.
-რას ჩემი შვილი ვის გვარზე იქნება? ბარემ სანდროს გვარზე დაგეწერა. ხელი დაარტყა მაგიდას და მეორე ღერს მოუკიდა.
-საერთოდ ხმა არ ამოიღო, ძალიან გთხოვ თვალში არ გამეჩხირო, რომ არ მიგგუდო.
ჩემკენ წამოვიდა, თმებზე დამისვა ხელი და მერე სწრაფადვე დატოვა სახლი. ამოვისუნთქე...
---
,,სახლი ვარდებით"
იმ დღეს წესით ელენასთან ვრჩებოდი. კოშკა მოსვლას ვერ ასწრებდა და დიდი თხოვნით მამაჩემი დაითანხმა. სწრაფად მოემზადეო და არც არაფერი წამიღია წვრილმანების გარდა. მანქანაში, რომ ჩავჯექი მერე მივხვდი, რომ რაღაც მეცნობოდა.
-დიდებულო ნეა. ნაცნობ ხმაზე სიხარულის და შიშის ტალღამ ერთიანად დამიარა. ღმერთო როგორ მენატრებოდა.
-დათა, რას აკეთებ გაგიჟდი?
-გამაგიჟეს. ცერა თითი ასწია და მანქანა დაძრა. ცოტა, რომ მოშორდა სახლს გააჩერა.
-გადმოდი რა წინ.
-დათა.
-ჩემ თავს გაფიცებ. არ ვიცოდი რა სტატუსით იყო დათა, არ უთქვამს მაგრამ არც იყო საჭირო. გადავედი წინ. ღიმილით გადმომხედა, თვალები უციმციმებდა.
-წავიდეთ წყნეთში? ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-გაგიჟდება მამაჩემი.
-დაიკიდე რა. სახე ეცვალა, მაგრამ მაინც ეცადა გაეღიმა.
-დათა.
-ხო ნეა. მისი პირიდან ჩემი სახელი ჭკუას მაკარგვინებდა.
-რა პრობლემა გაქვს მამაჩემთან?
-დღეს არა რა.. ფანჯარა ჩამოსწია და ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი.
მშვიდად მართავდა ავტომობილს, ხანდახან გადმომხედავდა და მიღიმოდა. ნახევარ საათში დიდ ეზოში ვიდექით. აგურებიანი სახლის წინ, ვარდები რომ ჰქონდა შემოხვეული.
-კეთილი იყოს ნეაკო. ხელი მომხვია და საკუთარი სითბო გამიზიარა. უცნაურად დავიმუხტე.
-ლამაზია აქაურობა.
-შეგიძლია დარჩე. შუბლზე მაკოცა და სახლის კარი შეაღო. იმდენად მყუდრო იყო ყველაფერი, გემოვნებით მოწყობილი. რძისფერი ჭარბობდა. დათამ აანთო ბუხარი და მის წინ ჩამომჯდარმა ღვინის ბოკალი გამომიწოდა.
-ცუდი სიმთვრალე მაქვს. გავიღიმე და დივანს მივეყუდე.
-ავიტან! სიგარეტს მოუკიდა.
-რატომ გადამეკიდე დათა? სიცილს ვერ ვიკავებდი და ცოტა ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზე.
-სამი წლის წინ გნახე, ბათუმში. მე მიშკა და კოშკა ვიყავით. სანაპიროზე აი კოშკამ რომ ელენა გაიცნო.
-ხუმრობ?
-შენი აზრით? გამიღიმა...
-დათა ვიტირებ. სასმელი უკვე მოქმედებდა.
-მაშინ გრძელი თმა გქონდა, სხვანაირი იყავი. თითქმის ბავშვი.
-მერე?
-მიშკამ გაიგო. გიჟია. მაშინ სანდრო, რომ დაჭრეს, შენს წამოსაყვანად იყვნენ. ნამსვამებმა ვერ გათვალეს რას აკეთებდნენ.
-რა უთხრეს სანდროს?
-სანდრო შენი შეყვარებული ეგონა ყველას.
-შტერები. გადავიკისკისე და დათას მწველ მზერას გავექეცი.
-იცი როგორ მიყვარხარ ნეა? ტანში სასიამუვნო ჟრუანტელმა დამიარა. არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან, რომ მომწონდა ვიცოდი.
ჩემკენ წამოწეული დათა არ გამიჩერებია. სასმელი გამბედაობას მმატებდა, მაგრამ გააზრებული მქონდა იმ წამს რა ხდებოდა. არ შევწინააღმდეგებივარ არც მაშინ საცვლების ამარა, რომ აღმოვჩნდი და არც მაშინ, როდესაც ეგ უკანასკნელიც ჯანდაბაში გაუშვა ბენდელიანმა. დაუვიწყარი იყო თითოეული წამი, ბედნიერების, აღმაფრენის, ვარსკვლავებთან თამაშის. სულ მცირე დროში შეყვარებული კაცი, ჩემი ცხოვრების ერთადერთ მეგზურად მივიღე და კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა. დათას ,,იცი როგორ მიყვარხარ ნეა?" მის ქმედებებში გამოიხატა. არაფერი დაუძალებია, ყველაფერი მოხდა თავისთავად, ბუნებრივად და ლამაზად...
---
დაძინებულ დაჩის დავჩერებოდი ზემოდან და ცრემლები მახრჩობდა. ყველგან დათა იყო. ეს სახლი ბევრ ლამაზ მოგონებას მიღვიძებდა და კიდევ უფრო მიჭერდა სინანულის მარწუხები. მაშინ, რომ არ შემშინებოდა, რომ დავთანხმებოდი ბენდელიანს, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ჩემს ფიქრებზე მწარედ გამეღიმა და კარის ძლიერმა მიჯახუნებამ მომიყვანა გონს. მალევე მისწვდა ყურთასმენას ბენდელიანის გინება. ფეხზე წამოვდექი, რომ გამეფრთხილებინა ბავშვს სძინავსთქო, მაგრამ შემოსვლა დამასწრო.
-დამავიწყდა, რომ აქ იყავით. იმედია არ გავაღვიძე. დიდი სითბო იგრძნობოდა დათასგან.
-არ გაუღვიძია. მხრები ავიჩეჩე.
-ცოლივით რა პონტში მელოდები? სულ სხვანაირი ხდებოდა
-არ გელოდებოდი, უბრალოდ ვერ დავიძინე.
-მიეჩვევი. მხრები აიჩეჩა, მაისური გადაიძრო და გარდერობთან დადგა. სპეციალურად მიკეთებდა. შარვლისკენ, რომ წაიღო ხელი მაშინვე მოვტრიალდი და ყელში მოწოლილი მონატრება უკან გავაბრუნე. შორტის ამარა მიუწვა გვერდით დაჩის. ოთახიდან გავედი, მის გვერდით დაწოლა, მაშინ როდესაც არც კი მიყურებდა და აღმიქვამდა საყვარელ ქალად, რთული იყო. მისაღებში ჩამოვჯექი და მზერა ფანჯარას გავუშტერე. სადაცაა გათენდებოდა. ნეტავ იცოდნენ დედამ და მამამ? სერგოს, რომ სცოდნოდა მოვიდოდა. ფიქრებში გართულს ჩამეძინა დივანზე..
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა ან როგორ, კარზე ძლიერმა ბრახუნმა მომიყვანა გონს და ოთახიდან გამოსულ დათას გავხედე. გაბრაზებული იყო. გინებით გაიარა გზა კარამდე და ნაცნობი ხმის გაგონებაზე დავიძაბე.
-სადაა ნეა? ხელი ჰკრა ბენდელიანს.
-ნეა მამი. ჩემკენ წამოვიდა და მომეხვია. დათას შეშლილი სახე კარგს არაფერს მოასწავლებდა.
-აქ მოსვლას როგორ ბედავ? ძლიერად დაარტყა ხელი კედელს და სერგოსკენ წამოსულს წინ მე დავუდექი.
-არ გინდა.
-გაიწიე. კბილებში გამოსცრა და გაავებულმა შემომხედა.
-ბავშვს შეეშინდება დათა. საბოლოოდ ისევ დაჩის ,,ვიყენებდი" ბენდელიანის დასაშოშმინებლად. არ ვიცი რამ გაჭრა ჩემმა ნათქვამმა თუ დაჩის ტირილმა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია.
-აქედან წადი სანამ თავის შეკავება შემიძლია. მერე ვერც შენი შვილი და ვერც შვილიშვილი ვერ გიშველის.
-ნეა მამიკო. ჩემკენ მოტრიალდა.
-წამოდი მამი. ხელზე დამქაჩა ბენდელიანმა მკვლელი თვალებით, რომ გადმომხედა. ვიცოდი ჩემი აქედან წასვლა ნიშნავდა დაჩიზე უარის თქმას. ვერანაირი კანონი, ვერანაირი სამართალი ვერ მოერეოდა ბენდელიანს.
-არა.
-ნეა. ხმა ჩაუწყდა მამას.
-მაპტიე. ცრემლებად დავიღვრებოდი
-კარგი. ჯანდაბა კარგი მამას პრინცესა. შუბლზე მაკოცა და წავიდა. ვიცოდი აღარ დაბრუნდებოდა, ვიცნობდი მამას.
იმ დღეს გავიგე, რომ მამაჩემმა საბოლოოდ თქვა უარი ჩემზე, დედაჩემმა კი ჩემი ნივთები მტკვარს გაატანა.
---
წყნეთის ამბებიდან ორი კვირის თავზე დათამ ხელი მთხოვა. ის წამები იყო საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში მანამ სანამ უეცრად სერგო არ გამოჩნდა და ყველაფერი აირია. ძალით გამოგლიჯა დათას ჩემი თავი. სული და გული მეწვოდა ბენდელიანის ღრიალზე. მე ადამიანს აღარ ვგავდი. სახლში გამომკეტეს, გარე სამყაროსთან დამაშორეს და საერთოდ არც მაინტერესებდა არავინ. დათა იყო ჩემთვის საუზმეც და სადილიც, დღეც და ღამეც. მასზე ფიქრები მაიძულებდნენ მესუნთქა. ის ღამე მახსოვს, საშინელი ჭექა-ქუხილი მზვინვარებდა. ყოველ დაჭექებაზე საბანს ვიფარებდი თავზე. აივნის კარის გაღებამ და იქიდან შემოტანილმა სიცივემ შემაშინა. თავი ავწიე და ტელეფონის ფანარი ავანთე. შიშისგან შევკივლე, შავ სამოსში გამოწყობილი კაცი რომ დავლანდე, მაგრამ მაშინვე დავწყნარდი, ეს კაცი დათა რომ აღმოჩნდა.
-ჩემო ნეაკო. როგორც ყოველთვის ახლაც სიმშვიდე მომიტანა ბენდელიანმა.
-აქ რატომ მოხვედი დათა? ვეცადე გავბრაზებულიყავი, მაგრამ სიხარულს ვერ ვმალავდი.
-წამოხვალ ჩემთან ერთად? წავიდოდი, მაგრამ ფეხებმა არ გამიშვეს. ვერ გავიმეტე დედა ასე, ვერც სერგო.
-დათა.
-ნეა წამოხვალ თუ არა? იმედგაცრუება აუთამაშდა სახეზე. როგორ მტკიოდა მისი ცარიელი მზერა და აცრემლებული თვალები მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცოდით იმ წამს.
-მაპატიე. ამოვისლუკუნე. ცინიკური გაუხდა გამომეტყველება.
-აღარ არსებობ დღეიდან ჩემთვის. ერთხანს იდგა და მიყურებდა. მერე ზურგი მაქცია და მოტანილი სიმშვიდეც თან გაიყოლა...
--
ორსულობის ამბავი, რომ გავიგე არ ვიცი, გამიხარდა თუ მეწყინა, მაგრამ აშკარა იყო ის ფაქტი, რომ პირველდ ბავშვის მოშორება გავიფიქრე. საავადმყოფოში მისულს წინ ბენდელიანის სახე მედგა და ვერ გავაკეთე. დათას ერთადერთი სამახსოვრო, რომელიც დამრჩა ვერ გავიმეტე.
მაშინვე ლეკასთან გადავცხოვრდი და მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ გაიგეს ჩემებმა. სერგო გაგიჟდა, მაგრამ შეეგუა. განსაკუთრებით მაშინ გადაუარა ბრაზმა ბიჭი, რომ გაჩნდა. დაჩის ძალიან კარგად ექცეოდნენ. ცივი ნიავი არ მიუკარებიათ. პირველივე დღიდან მეხმარებოდა დედა, გვერდში მედგა მამა. დაჩის პირველი სიტყვა იყო მამა. გული მომიკვდა მაშინ, დათა რონ ვერ ხედავდა ამ ყველაფერს. ვიცოდი, ნებისმიერ დროს რომ მივსულიყავი და მეთქვა, დათა შენ შვილი გყავს სიხარული გააგიჟებდა. ვიცოდი ბავშვებთან მისი დამოკიდებულება, მაგრამ ეგოისტურად ვიყავი. მეშინოდა და არ მეთმობოდა..
---
კვირა დღეს, სახლში იყო ბენდელიანი და ძლივს შეჩვეულ შვილს ფეხბურთს ეთამშებოდა ეზოში. დათას სიცილი და დაჩის კივილი მთელ თბილისს ესმოდა მგონი. სამზარეულოში ნამცხვარს ვაცხობდი და თან ელენას ველაპარაკებოდი, რომელსაც მუცელი შესამჩნევად ეტყობოდა.
-გუშინ ყურძენზე ვარბენინე მთელი ღამე კოსწია. გადაიკისკისა და მადიანად ჩაკბიჩა ვაშლი.
-ჯავრი უნდა ვიყარო. რას გააკეთა ეს ბავშვი ასე მალე?
-გიჟი ხარ.
-ნუ შენს ცეცხლოვან ბენდელიანს რას შეედრება. იმან ერთ ღამეში მოგიგვარა.
-ელენა. თვალები დავუბრიალე მაგრამ ამაოდ. კართან მიყუდებულს უკვე ,სავარაუდოდ, გაგებული ჰქონდა ამ გიჟის საუბარი.
-ყველას არ შეუძლია ელე მასეთები. აქ მე გავხდი მოსასულიერებელი და იქ ელენა.
-ჭირი ბენდელიანო. გავაჩინე ლამის ბავშვი. ძლივს სუნთქავდა.
-ნეა სახე გაასწორე შვილო.
-ეგ ბავშვი მეცოდება შენს ხელში. თავი გავაქნიე და მომზადებული ნამცხვარი გაზქურაში შევდე.
-სადაა შენი ტარზანი? ისე ამ ბავშვის ნათლია ეგ ვირია.
-ხო. გამეღიმა.
-სად დაფრინავ ერთი ვიცოდე.
-ხვალ სამსახურში უნდა მივიდე. არ ვიცი როგორ ავუხსნა.
-შენი ქმარი კი არაა, რა უნდა აუხსნა, დაიკიდე.
-დაჩი ხომ უნდა დავტოვო ვინმესთან?
-ტყუილად გყავს ძიძაა ლეკა?
-შეუძლოდაა და დაჩის ვერ მიხედავს.
-შენები არც გეხმიანებიან.
-არა. კატერინამ ჩემი ნივთები ,პირდაპირი მნიშვნელობით, მტკვარს გაატანა და ვეჭვობ, ახლა საქართველოს საზღვარსაც კი გასცდა.
-როგორ იქცევა ეგ?
-დაჩისთან კარგად.
-შენთან ნეა? გული მეხლიჩებოდა. გავუღიმე, მხოლოდ ეს იყო ჩემი პასუხი.
-რამ შეგაყვარა საერთოდ. დამიბღვირა და უკნიდან აკრულ ქმარს გაუღიმა.
-წავედი მე, მოვიდა რომეო. გამეკრიჭა და გათიშა. მიხაროდა ელენას ბედნიერება. სამზარეულოში შემოსულ დაჩიზე გავიბადრე და მაშინვე ხელში ავიყვანე.
-დე გშია?
-კი. თავი დამიქნია საყვარლად. შემაღლებულ სკამზე დავსვი და წვნიანი დავუდე.
-ეს ჭამე სულ ცოტა და მერე ნამცხვარი ვჭამოთ. შევევედრე. მომწონდა, რომ ჩემი ესმოდა და მიჯერებდა. სულ პატარა იყო ჯერ, მაგრამ ესმოდა რასაც ვეუბნებოდი.
-ერთიც და ვსო. ბოლო კოვზი შეჭამა და ფერმოსულმა ციცქნა მკლავები მომხვია. დათას წართმეულ სითბოს ეს ბავშვი მივსებდა. არ მჯეროდა, როცა ამბობდნენ, რომ ბავშვს თუ საყვარელი ადამიანისგან გააჩენ სხვანაირად გიყვარსო. დაჩი ორი სიყვარული იყო ჩემთვის. დათასი და შვილის.
ნამცხვარს ვჭრიდი დათა, რომ შემოვიდა სამზარეულოში და დაჩის გვერდით დაჯდა. იქიდან გამომდინარე, რომ გამაფრთხილა არ დამელაპარაკოვო, ხმა არ ამომიღია. ვიღაცისთვის ჩემი მდგომარეობა სისუსტეა ან უბედურებაა. ჩემი ბედნიერებისთვის ისიც კმაროდა, რომ მის სურნელს ვსუნთქავდი. ის, რომ დაჩი ნელ-ნელა ეგუებოდა მამას.
-სად მუშაობ ნეა? ისე უცბად დასვა კითხვა დავიბენი...
-ივენთების დეკორაციებზე. ყველაფერზე რაც ივენთს უკავშირდება.
-დაანებებ ხოდა. ბრაზმა მომიჭირა.
-მე გადავწყვეტ როგორმე.
-ბავშვთან უნდა იყო და არა ივენთები მოაწყო.
-როგორმე გადავწყვეტ, რა გავაკეთო. ხმა გამებზარა. ჩემი მდგომარეობა მე თვითონ მანადგურებდა.
-დაანებებ! დამიმარცვლა და ფორთოხლის წვენი მოსვა. ხმას არ უწევდა დაჩისთან.
-ერთმანეთის პირად სივრცეში არ ვერევით. ხელები გავასავსავე.
-შენ ვერ, მე კი.
-არ გაქვს უფლება.
-შენ წყვეტ? დაანებე თავი თორემ გეფიცები იმ შენობასაც გადავწვავ და შენს უფროსსაც. როგორ გეპრანჭება ტიპი.
-რა სისულელეა.
-გითხარი ხო გასაგებად! ახლოს დადგა. დაჩისთან არ იმჩნევდა, მაგრამ მე ვხედავდი, როგორი გაცოფებული იყო.
-კარგი. თავი დავუქნიე. სისუსტე და უსუსურობა მგუდავდა. როგორ მოვერეოდი ბენდელიანს არ ვიცოდი. კიბეები ავიარე და სააბაზანოში შესული კარგად დავაკვირდი ჩემს სილუეტს. ფერმქრთალს, დასუსტებულს.
-გგონია ასე ისევ შეაყვარებ თავს? ჩაცვენილ თვალებზე ირონიულად გამეღიმა.
-დათასთან სისუსტე არ იქნება კარგი. საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. გაგიჟების რომელ სტადიაზე გახლდით არ ვიცი, მაგრამ იმ წამს გააზრებულმა მიმახვედრა, რომ თუ ბენდელიანს ასე ,,დავეჩმორებოდი" კარგი არაფერი მოხდებოდა.
---
ორშაბათი იყო წვიმიანი და ქარიანი. ჩემი სულის ამინდი იყო. წყნარად წამოვდექი და აივანზე მდგარ ბენდელიანს გავხედე, ვიღაცას ესაუბრებოდა. ვერ ვხედავდი, მაგრამ აშკარად გაცოფებული იქნევდა ხელებს.
დაჩის ლეკა იტივებდა და ბედნიერი ვიყავი. აივნის კარი სწრაფად გაიღო და დაიკეტა.
-საით? მაჯის საათს ირგებდა და თან მე მიყურებდა.
-მე სამსახურში, დაჩი ლეკასთან.
-ხოო? როგორ მოახერხა სიგარეტის ასე სწრაფად მოკიდება ვერ მივხვდი.
-კი. თავს ვაიძულებდი, რომ მისკენ არ გამეხედა.
-ანუ ვერ შევთანხმდით! დასანანია. თავი გააქნია და ისე, რომ არაფერი უთქვამს ოთახიდან გავიდა.
კარგ ხასიათზე ვიყავი. დაჩი გავაღვიძე, და მოწესრიგების შემდეგ ლეკას გზას დავადექი. გზაში იასამანი ვიყიდე. დღეს განსაკუთრებულად მოტივირებული ვიყავი, თითქოს ის მტირალა გოგო ცოტახანს დაემალა ყველაფერს. ნაცნობი სახლის დანახვაზე გამეღიმა და მაშინვე შევაღე მუქად შეღებილი კარი.
-ლეკაა. მოხუცი აივანზე იჯდა და ჩაის სვამდა.
-ჩემო გოგო. წამოიმართა და ჩემკენ წამოსულმა ძლიერად მომხვია მკლავები.
-ბები როგორ ხარ? რამე დაგიშავა?
-არა. თავი გავაქნიე.
-ყველაფერი რიგზეა ანუ?
-კი. ვატყუებდი? არ ვიცი. ალბათ არა, რადგან იმ წამს ჩემს ცხოვრებაში რიგზე იყო ყველაფერი. დათასთან ისედაც არ ვსაუბრობდი, ჩემს არსებობას არც კი იმჩნევდა.
დაჩი დავტოვე და კიდევ ერთხელ დავაიგნორე სოფის ზარი. არც ვიცი რატომ, უბრალოდ არ მინდოდა მეპასუხა.
ქუჩის კუთხეში შეკრებილ ხალხს ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ცაში აჭრილმა კვამლმა ცუდისკენ მიმანიშნა და სირბილით ჩავუყევი დაღმართს.
მოვუხვიე თუ არა გაშეშებულს ცრემლები მომაწვა ყელში. ოფისი იწვოდა. ვერ ვინძრეოდი, რა უნდა გამეკეთებინა, არც კი ვიცოდი.
-არის შიგნით ვინმე? დიკოს გადავხედე. ძალა მერთმეოდა.
-უფროსი. გამაკანკალა. მაშინვე დათას ნათქვამი გამახსენდა და გავშრი. ,,არ იზამდა"-საკუთარი თავი დავამშვიდე. მაშველებს გამოჰყავდათ გონებადაკარგული ვაკო.
-როგორ მოხდა? ენა ძლივს მოვიბრუნე.
-არ ვიცით, მაგრამ გაზის ბალონს აბრალებენ.
-როგორ? ახლახანს შევცვალეთ ყველაფერი. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ ბენდელიანმა ნათქვამი შეასრულა.
-არ ვიცი მართლა. მხრები აიჩეჩა და გამეცალა.
სისხლის მოძრაობას ვგრძნობდი. გაბრაზებამ ყელში წამიჭირა და რა ჯანდაბამ მაიძულა ბენდელინის ოფისში მისვლა, არ ვიცი. კარები შევაღე და იქ მჯდომი კოშკა და დაშნიანი არ შევიმჩნიე.
-არ გაქვს ამის უფლება! ჩანთა მოვისროლე. კრუნჩხვებში ჩავარდნილ ცოლს ვემსგავსებოდი.
-მოხდა რამე ნეაკო? ამის ,,ნეაკო" მშლიდა.
-არაფერი თუ არ ჩავთვლით, რომ ჩემი ოფისი დაწვი და კინაღამ ბონუსად უფროსიც მიაყოლე.
-ვინ ნეა მე? ისე გაიოცა, ღმერთო თითქოს ვაბრალებდი და მსგავსს არაფერს იკადრებდა.
-ხომ შეიძლება ადამინურად მოიქცე. პანიკა მქონდა.
-ჩვენ გავალთ, სანამ ნივთების სროლას დაიწყებს. ბიჭები გაიძურწნენ. უკიდურეს კუთხეში მე ვიდექი.
-რა სცენაა? ისე დამიღრიალა, პანიკის მწვერვალიდან ძირს დავეზღნართე.
-სცენებს ამის მერე ნახავ! ადამიანი შეიძლება მოგეკლა, გესმის? ჰაერი არ მყოფნიდა, ფანჯარასთან დავდექი.
-მეორედ თუ კიდევ გაბედავ მსგავს სისულელეს, ძალიან გავბრაზდები ნეა. თვალები სარკისებრი გაუხდა.
-საერთოდ არ მაინტერესებს უკვე! ამოვიტირე..
-დაჩისთან წადი, ან რას ნიშნავს მუშაობ. გიჭირს?
-მარტო იმიტომ უნდა იმუშაო თუ გიჭირს? ჩემმა ენამ ფეხი აიდგა.
-
გასართობად მუშაობ? ისე უცბად ამომხედა პასუხი ვერ დავუბრუნე და ოპერაცია ,,ტირილი" ავტომატურად ჩამერთო.
-აუტანელი ხარ ბენდელიანო.
-სანამ წახვალ მანდვე ქორწინების მოწმობა დევს, გააყოლე. ხეპრე. ჩემი თავი მეზიზღებოდა უკვე ეს, რომ მიყვარდა. არადა, რომ შემიყვარდა სხვა იყო.
კიბეები ჩავირბინე და ზლუქუნით გავუყევი იასამნის ქუჩას. კიკვიძეებთან გავჩერდი. მიყვარდა აქაურობა. ფეხით მოვიარე სულ. ყველა კუთხე-კუნჭული ინახავდა ისტორიას.
მერე ისევ ლეკასთან წავედი. დაჩი მელოდა. კარის გაღება და მისი ჩახუტება ერთი იყო.
დღის დასასრული კარგი იყო, დანარჩენ ნაწილებს არც კი განვიხილავ.
---
სახლში შესულს მისაღებში კოშკა დამხვდა. ფეხზე ვერ იდგა, ბენდელიანი სად იყო არც კი ვიცი.
-ძიას კაცი! დაჩისკენ წამოვიდა და ხელში აიყვანა.
-კოსტა ძლივს დგახარ ფეხზე.
-კაი ტო, მართლა? თავზე ხელი გადაისვა და დაჩის აკოცა.
-შენ ბენდელიანი უნდა ნახო.
-ცუდადაა?
-რავი, არ ვიცი. დაჩის მიუბრუნდა ისევ. კიბეები ავირბინე. ოთახის კარი შევაღე, მაგრამ იქ არ იყო. სააბაზანოდან გამომკრთალმა შუქმა მიმანიშნა, რომ იქ იყო. ფრთხილად გავაღე კარი და ჩაკეცილი, ცივ მეტლახზე მჯდომი, რომ დავინახე, გული მიმეწურა. გადმომხედა... ისეთი თბილი მზერა ჰქონდა, ცოტაც და დავდნებოდი.
-ნეაკო. ჩემს სახელს რას უშვრებოდა არ ვიცი, მაგრამ ერთადერთი იყო ვისი პირიდანაც ჩემი სახელი მომწონდა.
-წამოდექი. მისკენ დავიხარე, მაგრამ მაშინვე ისე დამქაჩა, რომ წამოდგომა ვერ მოვასწარი და მის ფეხებზე აღმოვჩნდი.
-შენს სი* უფროსს რა მოვუხერხო? ყელთან ჰქონდა ცხვირი და ცხელი სუნთქვა მედებოდა.
-დათა გთხოვ ადექი. თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ ამაოდ.
-მოვკლა? ცხვირის წვერი გამისვა. მე ნამდვილად ვკვდებოდი.
-შეგეშვას, თორე გავაფრენ. სველი კოცნა დამიტოვა ყელთან და ჩემიანად წამოდგა. ცუდად იყო, მაგრამ არ იმჩნევდა.
-დაჩი მოიყვანე? ერთი თავით მაღალი ზემოდან დამყურებდა. მაბნევდა მისი თვალები.
-კი. თავი დავუქნიე და გამოვედი. ისიც გამომყვა...
-მამა. დაჩის ხმაზე გაიბადრა და პატარა მკლავების მოხვევაზე კიდევ უფრო მეტად გაეხსნა პირი.
-მამას მაგარი კაცი!
ესე მალე ერთმანეთთან შეჩვევა, ამდენი სითბო და სიყვარული მაბედნიერებდა. მთავარია დაჩი ეგუებოდა.
-ოჰჰ, ბენდელიანი იცოდე ჩაი*ვი. კოშკა ყვიროდა ქვემოდან.
-ბოლო ორი ჭიქა არ დაგილევია უსს.
-ჩამოდი და განახებ.
-დათა გთხოვ მეტი აღარ... ისე დავეკიდე ხელზე ნაბიჯი ვერ გადადგა და აფთრის თვალებით გადმომხედა.
-ნამდვილ ცოლს ემსგავსები შენ. ეს მითხრა და გამაშეშა. აუტანელი იყო, სხვა იყო და არა ჩემი დათა.
-შეგიძლია ჩაიხრჩო. მხრები ავიჩეჩე და დაჩისიანად შევედი საძინებელში.
ფიქრებმა, სტრესმა და ნაგროვებმა ნერვიულობამ იმოქმედეს ჩემზე. მაშინვე წამართვა დაღლილობამ თავი და მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, ნაცნობმა სურნელმა, რომ ამიწვა ნესტოები. მძიმე მკლავების შემოხვევამ საერთოდ გამომაფხიზლა და თვალებ გახელილს ჩემზე მოწებებული ბენდელიანი შემრჩა. არც კი მიფიქრია, რომ პანიკა ამეტეხა. სიმშვიდე ისადგურებდა ჩემში. მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი იყო და ამიტომ ხდებოდა ეს, მე ამ მცირედზეც კი თანახმა ვიყავი. ჩემს უთავმოყვარეობაზე გამეღიმა და დათასკენ მივატრიალე სახე. ისე ახლოს იყო, სუთქვა სახეზე მეცემოდა და სხეულში დავლილ ჟრუანტელს ვეღარაფერს ვუხერხებდი. ფრთხილად ვსუნთქავდი, მოზომილად, რომ არ გამეღვიძებინა. მთელ ჩემს მონატრებას ამ წამს ვუზიარებდი დათას.
-არ გეგონოს მძინავს. ყურთან დამიჩურჩულა და ნაპერწკალი გააღვივა. არ ეძინა, იცოდა და გააზრებული ჰქონდა რას აკეთებდა. გავიბადრე და თვალები დავხუჭე. ბედნიერების საწყისი იყო ის ღამე...
---
დაჩის დაბადების დღე ახლოვდებოდა. დათა გადარბენაზე იყო, ჩემი შვილის პირველ დაბადების დღეს ვესწრებიო და ყველაფერს თავად აგვარებდა. მე? მე დავჯექი სახლში. ,,სამსახურს ვეძებდი." ჩვენი ურთიერთობა ისევ ერთ ადგილს ტკეპნიდა, მე არაფერს ვაკეთებდი, არც- დათა. საღამოს გვიან დაბრუნებულს ქალის სუნამოს სუნი, რომ დაჰყვებოდა, არაფერს ვიმჩნევდი. არც კი განვიხილავდი, რომ შეეძლო ვინმესთან ,,ღალატი." არ ვიცი, რატომ ვთვლიდი, რომ დათას ჩემთან რაიმე პასუხისმგებლობა ჰქონდა, მაგრამ ფაქტი ერთია, ღალატზე ფიქრიც კი ალერგიას აძლევდა ჩემს სულს.
ყველაზე მტკივნეულად დაბადების დღის წინა დღე მახსოვს. ლუკამ დამირეკა, ვიბლიანმა. ბედი არ გინდა? ზუსტად მაშინ აღმოჩნდა ბენდელიანი ზედმეტად ახლოს.
-როგორ ხარ ნეაკო? ,,ნეაკოზე" ცერად გადმომხედა დათამ და შუბლზე ათამაშებულ ძარღვს ყელზე ათამაშებული მოჰყვა.
-მე კარგად, შენ? ამაზე კიდევ უფრო დაიძაბა და ყურმილის გამოგლეჯა და ტელეფონის ნამსხვრევები იყო ბოლო სტადია. ასეთი გამხეცებული ბენდელიანი, ვფიცავ, არასოდეს მინახავს.
-რა ხდება? კოშკამ შემოყო თავი ხმაურზე. მე ფერი არ მედო, დათა ნამეტანი წითელი გახლდათ.
-უსიტყვოდ ნეაკო. ჩამინამიოკა და გიჟივით გავარდა. რა დავაშავე ან რატომ ახლაც ვერ მივხვდი. ჩემი სიდებილე უკვე ყელში მეჩხირებოდა. ნამსხვრევები ავკრიფე და დანანებით გადავხედე კუთხეში მდგარ დაჩის.
დაინახა...
მაშინ პირველად გავაანალიზე, რომ ჩემს შვილს ვანგრევდი.
-ხვალაც დედიკო და... შუბლზე ვაკოცე. არ ვიცი, რას ფიქრობდა ან ფიქრობდა თუ არა საერთოდ, მაგრამ ერთი ვიცოდი, მანამ სანამ მე და დათა არ დავლაგდებოდით აქ ცხოვრება ვინმეს სტატუსით სრული აბსურდი იყო.
იმიტომ კი არა, რომ მე ვერ ვუძლებდი-არა. სრულებითაც მაკმაყოფილებდა ის, რაც იყო, მაგრამ დაჩის ფსიქიკას ვანადგურებდი. ბავშვს არაფერი დაუშავებია, რომ მშობლების ჩხუბს უყუროს. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ შიგნიდან ძალა მომეცა და ახლა შემეძლო ბენდელიანს დავპირისპირებოდი. ძალა იყო ჩემი ნაწილი, ჩემი შვილი.
თვალიც არ დამიხამხამებია ისე გადავყარე ნამსხვრევები და ჩემს წიწილას მოვეხვიე. მაინც როგორი სიძლიერეა დედობა? გაიძულებს დეპრესიული ქალი საძინებლის იქით დატოვო და გამოხვიდე ძლიერი, სრულფასოვანი.
აღარ მეშინოდა ნასვამი დათასი, რომელიც მიბღვერდა. სიმშვიდის გარანტი ჩემს კალთაში მობუზულიყო და მეხუტებოდა.
-რძალ, სალიამი. მიშკა შემობარბაცდა და ჩემ გვერდით დაჯდა.
-გამარჯობა. გამეღიმა მის ,,რძალ-ზე"
-გიტრაკებს ის ახვარი? ხელი დათასკენ გაიშვირა.
-არა, რა ვიცი.
-მე რომ გავიგე.
-არ მანაღვლებს მიშკა. გულიდან არ მოდიოდა ეს სიტყვები, მაგრამ სხვა გზა არ იყო იმ წამს.
-კაი ტო. ვაბშე აზრზე არ ვარ იმ კატოსთან რა ნახა.
სიკვდილი სიცოცხლეში გინახავთ? იმ წამს მოვკვდი. ისე დატრიალდა ყველაფერი ჩემ გარშემო...
-კატო.. დაჩის გაუაზრებელ კივილზე დათას თვალები გადააწყდა ჩემსას. რა წაიკითხა, არ ვიცი. თავი გაატრიალა. მე ფეხზე წამოვდექი. უკნიდან ,,მიშკა *ლე ხარ" ისმოდა. აზრი? არანაირი. დაჩის წავიყვანდი და წავიდოდი. მეგონა ვიღაცამ დიდი ფეხსაცმელით დამაბიჯა. ოთახში შევედი და სასწრაფოდ მოვნახე ჩემი ჩემოდანი.
არ გამომყვა. არც კი შემოსულა. ასე წყნარად გამიშვებდა ალბათ. დაჩის დანახვაზე ასწია წარბი.
-დატოვე.
-არ მგონია შენთან უნდოდეს.
-გითხარი დატოვე.
-მთვრალი ხარ, შეგიძლია კატოებთან აკეთო ბავშვები. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს შენთან რაიმე საერთო უნდა ჰქონდეს. არაფრით ვისურვებდი, რომ რამით დაგემსგავსოს. -ბოღმა გადმოვანთხიე. ისე მტკიოდა შიგნით რაღაც.
-ნეა. ჩემკენ წამოსული კოშკამ გააჩერა. არ ვიცი, ღრიალებდა, ამსხვრევდა, მაგრამ იმ ტკივილის მეასედსაც ვერ იგრძნობდა რასაც მე ვგრძნობდი.
-მე წაგიყვანთ. კოსტა დამეწია.
-იყოს.
-კარგი რა ნეა. სევდიანად გამიღიმა და დაჩი ამართვა.
-ეს მაინც ძიას კაცუნაა. -შუბლზე აკოცა და მისიანად მოთავსდა საჭესთან.
ვიცოდი, რომ დათას აფასებდნენ ჯერ და მერე მე, მაგრამ ისე მსიამუვნებდა ეს ყურადღება.
-ნეა... -ვიცოდი, რაზეც დაიწყებდა საუბარს.
-არ გვინდა.
-ხვალ დაბადებისდღეა დაჩისი.
-ხო, როგორც ამ ორ წელს მესამესაც ისე აღვნიშნავთ.
-არაფერს გეტყვი, მაგრამ ცოდოა.
-მაპტიე, რომ მე ვერ ვხარშავ ასე მარტივად ამ ფაქტს. ძალიან გთხოვ არ დაიწყო, კაცია და ქალის გარეშე როგორ იქნებოდაო.
-ნეა არ მიცნობ?
-აღარ ვუყვარვარ, აშკარაა.
-ელენას გეფიცები, მაგრად თუ არ უყვარდე. პროსტა სხვა თემაა რაა. ამ ბოლო დროს სულ ორჯერ იყო.
-მნიშვნელობა არ აქვს, ღალატი ღალატია. გამეღიმა და ნაცნობ ჭიშკართან გადავედი.
დაჩის ეძინა.
-მადლობა კოშკა.
-სულ თქვენს სამსახურში. თვალი ჩამიკრა და მალევე მოსწყვიტა ავტომობილი ადგილს.
ამჯერად მე მივიდოდი ლეკასთან ბევრი სალაპარაკოთი. იმედია, ჩაის დამახვედრებდა....
----
დილით შემონახული ენერგია გამოვანთავისუფლე და დაჩის ეზო მოვურთე ბუშტებით.
-აქ ლურჯი ბუშტი სჯობს. -ელენა გაბერილი მუცლით დაბაჯბაჯებდა.
-ვის ელოდებით?
-ბავშვებს ბაღიდან.
-გუშინდელზე რას იტყვი?
-ძალიან გთხოვ რა.
-კოშკა ღამე არ მოსულა. ცუდადაა ბენდელიანიო.
-კატუშამ დააწყნაროს.
-მეც გავბრაზდი ნეა. გავუხვრეტდი შუბლს.
-ნუ მაიმუნობ. -გადავიკისკისე და კარში შემოსულ ლუკა ვიბლიანს გავხედე. უსიამუვნოდ დამიარა, მაგრან არ შევიმჩნიე.
-გილოცავ ნეაკო.- სულ სხვა იყო ამის პირიდან ნეაკო. არანაირი მუხტი არ მოდიოდა.
-მადლობა ლუკა.
-სადაა კაცი?-დაჩიზე მკითხა. ხელით ვანიშნე და ბოლო ბუშტი დავამაგრე.
-ლამაზია არა?-ელენას გავხედე, რომელიც დაბღვერილი უნზერდა ლუკას.
-ამას ჰგონია, შანსი აქვს.
-მეორე დათა.-მხრები ავიჩეჩე და საქმე განვაგრძე.
საბოლოოდ ძალინ ლამაზად მორთულ ეზოში ცეკვავდნენ ბავშვები. მშობლები ღიმილით და საუბრით შემოიფარგლებოდნენ. ისეთი გამოფიტული ვიყავი.
კარის ძლიერ ხმაზე ყველამ გაოცებული გაიხედა. კარში გამოჩენილ სამ მუშკეტერზე გული შემიქანდა. ბენდელიანი ისეთი ნასვამი უყო, ძლივს მოაბიჯებდა.
-მამას კაციიი!- დაჩი აიტაცა ხელში და მაშინვე წავედი, რომ არ წაქცეულიყო.
-ფრთხილად! -ხელი მივაშველე.
-არ გავაგდებ ნეაკო! -დამიარა.
-შეგეძლო ცოტა უფრო მთვრალი მოსულიყავი, ყველა შენ გიყურებს.
-სულ ფეხებზე. -მომეხვია. უნამუსოდ გავირინდე მის მკლავებში.
-გამომყევი სალაპარაკოდ.
-სირცხვილია.
-მაშინ აქ ვილაპრაკოთ.-მხრები აიჩეჩა. თავხედდებოდა
დაჩი დასვა და კარისკენ წავიდა, გავყევი. ამ გადმოსახედიდან ყველაზე სწორი არჩენაი იყო.
მანქანაში ჩაჯდა და ფაქტობრივად მაიძულა, მეც იგივე გამეკეთებინა.
-გისმენ.
-კოშკაა.- გვერდით მდგარ კოსტას დაუძახა.
-ვიბლიანს გადაეცი, მეორედ აგახია ბენდელიანმა ნეაკოთქო.
გააზრება ვერ მოვასწარი ისე დაძრა მანქანა. იქ მივდიოდით, სადაც ყველაფერი დაიწყო... წყნეთში...
მე და ბენდელიანი შევრიგდით.
დიდი შერიგება იყო, მაგრამ ამ სათაურით ისტორიას ვერ დავდებ,რადგან უკვე შექმნილია შედევრი, ამიტომ იყოს შერიგება.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი...
---
იმედები თუ გაგიცრუვდათ, მაპტიეთ!



№1  offline წევრი ნენეე

როგორ ვისიამუვნე ნეტავ იცოდე. არაჩვეულებრივი წასაკითხი იყო, შედარებით გამართული ლექსიკით. მომეწონა სიუჟეტი, დასასრული. მოკლე, ლამაზად წასაკითხი იყო, ზედმეტი გაწელვების გარეშე. ბენდელიანი მიყვარს, ნუ იმ ღალატს მაინც ვერ ვაპატიებ. რა კატო, როცა აგერ ნეაკო ჰყავს, შტერი. მადლობა შენ, კარგი იყო. წარმატებები! ხანდახან ასე გააფრინე ხოლმე და გაგვახარე. ❤️
--------------------
ნენე გასვიანი

 


№2  offline წევრი ქეთათო4

ნენეე
როგორ ვისიამუვნე ნეტავ იცოდე. არაჩვეულებრივი წასაკითხი იყო, შედარებით გამართული ლექსიკით. მომეწონა სიუჟეტი, დასასრული. მოკლე, ლამაზად წასაკითხი იყო, ზედმეტი გაწელვების გარეშე. ბენდელიანი მიყვარს, ნუ იმ ღალატს მაინც ვერ ვაპატიებ. რა კატო, როცა აგერ ნეაკო ჰყავს, შტერი. მადლობა შენ, კარგი იყო. წარმატებები! ხანდახან ასე გააფრინე ხოლმე და გაგვახარე. ❤️

სულ მიხარია შენი დანახვა. მადობა ნეენ❤️ მიყვარხარ.

 


№3 სტუმარი სტუმარი თათა

თამამად ვიტყვი, რომ აქამდე რაც დაგიწერია ყველას რეკორდი მოხსნა ჩემთვის. უფრო მეტად განვითარდი და ძალიან კარგია. გამოყავი ტირეებით დიალოგები და შემდეგ პერსონაჟების ემოციები, უფრო მარტივად წასაკითხი, რომ გახდეს. სხვა არაფერი. კარგი იყო, ემოციური. მომეწონა. მადლობა.

 


№4  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თათა
თამამად ვიტყვი, რომ აქამდე რაც დაგიწერია ყველას რეკორდი მოხსნა ჩემთვის. უფრო მეტად განვითარდი და ძალიან კარგია. გამოყავი ტირეებით დიალოგები და შემდეგ პერსონაჟების ემოციები, უფრო მარტივად წასაკითხი, რომ გახდეს. სხვა არაფერი. კარგი იყო, ემოციური. მომეწონა. მადლობა.

მიხარია, თუ მოგეწონათ. მადლობა, რომ წაიკითხეთ.❤️

 


№5  offline წევრი Crazy dreamer

საინტერესო იყო მინდა გითხრათ მჯერა კიდევ უფრო მეტს შეძლებთ.
ლოდინად ნამდვილად ღირდა წარმატებებს გისურვებთ და ველი თქვენს ახალ ისტორიებს.

 


№6  offline წევრი ქეთათო4

Crazy dreamer
საინტერესო იყო მინდა გითხრათ მჯერა კიდევ უფრო მეტს შეძლებთ.
ლოდინად ნამდვილად ღირდა წარმატებებს გისურვებთ და ველი თქვენს ახალ ისტორიებს.

მადლობა ❤️

 


№7 სტუმარი ნი

მოდაშია ეს ბავშვის დამალვებიი და მერე პრეტენზიებიც რომ აქვთ როგორ თუ ბრაზდებოან და საყვედურობენ, თურმე სხვისკენ არ უნდა გაიხედოო, როგორ თუ უღალატაა, ის ღალატად არ მიიჩნევაა ბავშვს რომ გიმალავს ამადენი ხანიი სინდისიც რომ არ აწუხებს ისეე, ასეთ დროს არანაირი ქალური სოლიდარობის გრძნობა არ მიჩნდებაა, ყველაზე მეტად სურვილი მაქვს ეგეთი ქალების დახრჩობის. ისე კაი ჭორიკანა ძმაკაცი რომ გეყოლებაა და ენას კბილს ვერ დააჭერს, ვითომდა მეორე ქალები ყოველთვის რატომ არიამ ცუდებიი, ყველა ამას მხარს რომ უჭერს ეგ არის სასწაულიი, აი ვგიჟდები რაა. დაჩის ადგილზეე ისევ იმ ქალს არ დავუბრუნდებოდიი ვინც ადვილად თქვა შენზე უარიი.

 


№8  offline წევრი ქეთათო4

ნი
მოდაშია ეს ბავშვის დამალვებიი და მერე პრეტენზიებიც რომ აქვთ როგორ თუ ბრაზდებოან და საყვედურობენ, თურმე სხვისკენ არ უნდა გაიხედოო, როგორ თუ უღალატაა, ის ღალატად არ მიიჩნევაა ბავშვს რომ გიმალავს ამადენი ხანიი სინდისიც რომ არ აწუხებს ისეე, ასეთ დროს არანაირი ქალური სოლიდარობის გრძნობა არ მიჩნდებაა, ყველაზე მეტად სურვილი მაქვს ეგეთი ქალების დახრჩობის. ისე კაი ჭორიკანა ძმაკაცი რომ გეყოლებაა და ენას კბილს ვერ დააჭერს, ვითომდა მეორე ქალები ყოველთვის რატომ არიამ ცუდებიი, ყველა ამას მხარს რომ უჭერს ეგ არის სასწაულიი, აი ვგიჟდები რაა. დაჩის ადგილზეე ისევ იმ ქალს არ დავუბრუნდებოდიი ვინც ადვილად თქვა შენზე უარიი.

ეს უბრალოდ ჩემი ,,შეთხზულია" არ მგონია, ვინმემ ვინმეს ასე დაუმალოს ბავშვი :დდ კი ბატონო, მაგრამ კაცსაც არ უნდა ჰქონდეს მაშინ პრობლემა, როდესაც ,,ყოფილს" ვინმე ისე უყურებს, როგორც ქალს. მადლობა, რომ წაიკითხე.
პ.ს. ჩემთვის მოდაში არ არის არაფერი. რაც მოდის იმ წამს იმას ვწერ. ❤️

 


№9 სტუმარი Ana-maria

იმდენად მომეწონა, რომ არ მეყო. კიდევ მინდოდა ეს გიჟური სიყვარული გაგრძელებულიყო. დათა ასე მალე ვერ დავთმე. ძალიან მაგარი იყო და მალე მინდა ახალი ისტორია ასეთ სიყვარულზე

 


№10  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria
იმდენად მომეწონა, რომ არ მეყო. კიდევ მინდოდა ეს გიჟური სიყვარული გაგრძელებულიყო. დათა ასე მალე ვერ დავთმე. ძალიან მაგარი იყო და მალე მინდა ახალი ისტორია ასეთ სიყვარულზე

ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონათ. იქნება ალბათ კიდევ... ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი თეო

მომეწონა კი არა ძალიან მომეწონა მაგრამ არ მეყო უფრო მეტი მინდოდა,

 


№12  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თეო
მომეწონა კი არა ძალიან მომეწონა მაგრამ არ მეყო უფრო მეტი მინდოდა,

ძალიან დიდი მადლობა. იქნებ იყოს უფრო მეტიც, ვნახოთ...❤️????

 


№13 სტუმარი Anj

და ჰოპ.. ერთი "ნეაკო"-თი და ჩახუტებით დაავიწყდა ღალატი ხო?!
ღმერთო ჩემო :/

 


№14  offline წევრი ქეთათო4

Anj
და ჰოპ.. ერთი "ნეაკო"-თი და ჩახუტებით დაავიწყდა ღალატი ხო?!
ღმერთო ჩემო :/

ბოლოში შევრიგდით არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამე დაავიწყდა. მკითხველისთვის მიმინდია, რა ვითარებაში დაავიწყდა ნეაკოს ,,ღალატი"
წყნეთში... ბევრის თქმა მინდოდა, მაგრამ ვერ შევუსაბამე სიტყვები და დავტოვე ასე. თქვენ განსაზღვრეთ, თუ გინდათ არც შეარიგოთ. :დდდ მადლობა, რომ დრო დამითმეთ. ❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინო

დაუსრულებელია თან როგორი. არეულ-დარეულია, ვერ გავიგე ბევრი რამე. შეგეძლო გაგევრცო, გაგენვითარებინა, მათი შეყვარებულობის მომენტები, სერგოსა და დათას დის ამბავი ანუ მაინც ვერ გავიგე რა იყო მათ შორის ასეთი, ვიღაც ქალთან "ღალატი" და ერთ დღეში დავიწყება... სისულელეა ,ჩემთვის დათა პათოლოგი კაცი უფროა ვიდრე კაცი... ძალიან გაცვეთილი, ერთფეროვნული პიროვნება გყავს წარმოჩენილი, "ბენდელიანი ვარ და რასაც მინდა მივიღებ" ანუ :დდდ ეს ნეა შტერი ქალი, მოკლედ განუვითარებელი ისტორიაა, ბანალური სიუჟეტით.

თვითონ შენს წერის სტილს რაც შეეხება, სასიამოვნო,ძალიან კარგად წერ როგორ გითხრა გამართული ხარ. უბრალოდ სიუჟეტი საშინლად გაცრეცილი და უაზროა.

ბევრი წარმატებები

 


№16  offline წევრი ირო

საოცარი ვინმე ხარ.თითქოს მალე დამთავრდა,აი უგემრიელეს ნაყინს რომ ჭამ და მალე მთავრდება.

 


№17  offline წევრი ქეთათო4

ირო
საოცარი ვინმე ხარ.თითქოს მალე დამთავრდა,აი უგემრიელეს ნაყინს რომ ჭამ და მალე მთავრდება.

მადლობა❤️ მიხარია, თუ მოგეწონათ!

სტუმარი ნინო
დაუსრულებელია თან როგორი. არეულ-დარეულია, ვერ გავიგე ბევრი რამე. შეგეძლო გაგევრცო, გაგენვითარებინა, მათი შეყვარებულობის მომენტები, სერგოსა და დათას დის ამბავი ანუ მაინც ვერ გავიგე რა იყო მათ შორის ასეთი, ვიღაც ქალთან "ღალატი" და ერთ დღეში დავიწყება... სისულელეა ,ჩემთვის დათა პათოლოგი კაცი უფროა ვიდრე კაცი... ძალიან გაცვეთილი, ერთფეროვნული პიროვნება გყავს წარმოჩენილი, "ბენდელიანი ვარ და რასაც მინდა მივიღებ" ანუ :დდდ ეს ნეა შტერი ქალი, მოკლედ განუვითარებელი ისტორიაა, ბანალური სიუჟეტით.

თვითონ შენს წერის სტილს რაც შეეხება, სასიამოვნო,ძალიან კარგად წერ როგორ გითხრა გამართული ხარ. უბრალოდ სიუჟეტი საშინლად გაცრეცილი და უაზროა.

ბევრი წარმატებები

მადლობა! სამწუხაროა, რომ წერის დროს ვერ ხვდები სიუჟეტის გაცრეცილობას! შენიშვნები მიღებულია. მიხარია, რომ დრო დამითმე❤️

 


№18  offline წევრი Life is beautiful

უნდა ვაღიარო მომეწონა ისტორია.. (თან ძალიან!)ყველაზე მეტად იცი რა მომეწონა? შეკრული იყო. რაღაც უცებ მოსული აზრი და ნაგლეჯნა-გლეჯად დაწერილი კიარა. უცებ მოსული აზრი და ერთი მოქმედებიდან მეორეზე გააზრებულად გადასვლა..
ცოტა გამიკვირდა თავიდან "დაჩის" გამოჩენა.. საერთოდ მეგონა სხვისგან ყავდა და უმალავდა.. :დდ მაგრამ...
ყველაფერი ყველაფერი მაგრამ.. მაგრამ.!
რაღაც დამაკლდა. ეს არ იყო ამოსუნთქვა, როგორც ადრე. ახლა ვსუნთქავდი იმიტომ რომ შენ გგრძნობდი, მაგრამ დამაკლდა სიუჟეტის უფრო გაშლა. დამაკლდა პერსონაჟის ხასიათი. (ცოტა მემშრალა).
დაჩის რეაქციები დამაკლდა ნიწილებში და დამოკიდებულება დათასი და შვილის.
ანუ უფრო გაშლა. მამა-შვილობა არაა ის რომ მარტო თბილად მიმართო. ქცევებაში გამოხატული სითბო მინდოდა მეგრძნო. (მაგრამ კიდე ვიმეორებ მე შენ გიგრძენი და მივხვდი მიზეზს.)
ამიტომ შექმენი ისეთი სიუჟეტი როგორზეც ოცნებობ,❤️
თავშიდაც ვთქვი რომ მომეწონა ძალიან და ერთ-ერთი ჩემთვის განსაკუთრებული ღირსება შეკრულობა დავინახე.
ფრინავდი. ♥️
მაგრამ მემგონი ფრთა გქონდა დაზიანებული. :)) (სულ, სულ ცოტათი)
ადრე გითხარი ჩქარობთქო. აქაც იგრძნობოდა, მაგრამ ბევრად უფრო დამშვიდებული.
მემგონი მაინც გიკბინე.. :))
მაგრამ განვითარება ვიგრძენი.
და კიდე არ დამავიწყდეს.. ძალიან მინდოდა არ დასრულებულიყო. და "შერიგება ". უფრო წარმოგეჩინა. აქ იჩქარე ყველაზე მეტად..

მოკლედ მე საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ♥️

 


№19  offline წევრი ქეთათო4

Life is beautiful
უნდა ვაღიარო მომეწონა ისტორია.. (თან ძალიან!)ყველაზე მეტად იცი რა მომეწონა? შეკრული იყო. რაღაც უცებ მოსული აზრი და ნაგლეჯნა-გლეჯად დაწერილი კიარა. უცებ მოსული აზრი და ერთი მოქმედებიდან მეორეზე გააზრებულად გადასვლა..
ცოტა გამიკვირდა თავიდან "დაჩის" გამოჩენა.. საერთოდ მეგონა სხვისგან ყავდა და უმალავდა.. :დდ მაგრამ...
ყველაფერი ყველაფერი მაგრამ.. მაგრამ.!
რაღაც დამაკლდა. ეს არ იყო ამოსუნთქვა, როგორც ადრე. ახლა ვსუნთქავდი იმიტომ რომ შენ გგრძნობდი, მაგრამ დამაკლდა სიუჟეტის უფრო გაშლა. დამაკლდა პერსონაჟის ხასიათი. (ცოტა მემშრალა).
დაჩის რეაქციები დამაკლდა ნიწილებში და დამოკიდებულება დათასი და შვილის.
ანუ უფრო გაშლა. მამა-შვილობა არაა ის რომ მარტო თბილად მიმართო. ქცევებაში გამოხატული სითბო მინდოდა მეგრძნო. (მაგრამ კიდე ვიმეორებ მე შენ გიგრძენი და მივხვდი მიზეზს.)
ამიტომ შექმენი ისეთი სიუჟეტი როგორზეც ოცნებობ,❤️
თავშიდაც ვთქვი რომ მომეწონა ძალიან და ერთ-ერთი ჩემთვის განსაკუთრებული ღირსება შეკრულობა დავინახე.
ფრინავდი. ♥️
მაგრამ მემგონი ფრთა გქონდა დაზიანებული. :)) (სულ, სულ ცოტათი)
ადრე გითხარი ჩქარობთქო. აქაც იგრძნობოდა, მაგრამ ბევრად უფრო დამშვიდებული.
მემგონი მაინც გიკბინე.. :))
მაგრამ განვითარება ვიგრძენი.
და კიდე არ დამავიწყდეს.. ძალიან მინდოდა არ დასრულებულიყო. და "შერიგება ". უფრო წარმოგეჩინა. აქ იჩქარე ყველაზე მეტად..

მოკლედ მე საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ♥️

იქნებ კიდევ უფრო განვავითარო შერიგების ხაზი. ვნახოთ. შენ კი ათასჯერ მადლობა, რომ არ იზარებ და შენს ნააზრევს, მიზიარებ. სრიტიმულია შენი სიტყვები ჩემთვის. ეს ,,კბენა" ისევ მე გამომადგება. მადლობა დიდი❤️❤️

 


№20  offline წევრი Life is beautiful

♥️♥️წარმატებები ძვირფასო♥️♥️

 


№21  offline წევრი OKI ME

მესაყვარლება ეს ისტორია ❤️❤️ როგორ ველოდიიი შენ არ იცი )))) მართალია უფრო მეტი მინდოდა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მაგრამ შენი კარგად მესმის ❤️ მე სულ ასე ვარ, რომელი ისტორიაც მომწონს არასდროს მყოფნის, მინდა რომ არ დასრულდეს ხოლმე :დდდ

წარმატებები და ასევე მოუთმენლად ველი, შენი ისტორიის "შემიყვარე თავიდან"-ის ახალ თავს ❤️❤️ მომწონს მე შენი ისტორიები ❤️❤️ რამდენი კი განსაკუთრებულად მიყვარს. ❤️

 


№22  offline წევრი ქეთათო4

Megioki
მესაყვარლება ეს ისტორია ❤️❤️ როგორ ველოდიიი შენ არ იცი )))) მართალია უფრო მეტი მინდოდა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მაგრამ შენი კარგად მესმის ❤️ მე სულ ასე ვარ, რომელი ისტორიაც მომწონს არასდროს მყოფნის, მინდა რომ არ დასრულდეს ხოლმე :დდდ

წარმატებები და ასევე მოუთმენლად ველი, შენი ისტორიის "შემიყვარე თავიდან"-ის ახალ თავს ❤️❤️ მომწონს მე შენი ისტორიები ❤️❤️ რამდენი კი განსაკუთრებულად მიყვარს. ❤️

მადლობა დიდი. მიხარია, რომ ასე ,,ერთგულად" ელი ჩემს ნაჯღაბნს. ვეცდები მალე იყოს. ❤️

 


№23 სტუმარი ჟუჟუნა

კარგი იყო, ვისიამოვნე.

 


№24 სტუმარი სტუმარი თეკლა

უზომოდ მომეწონა, მადლობა ჩემო კარგო.

 


№25 სტუმარი mia

ეს შტერი ქალები რო გადავაგდოთ ძალიან მაგარი იქნება, მომწონს შენი წერის სტილი,წარმატებები❤️

 


№26  offline წევრი ქეთათო4

mia
ეს შტერი ქალები რო გადავაგდოთ ძალიან მაგარი იქნება, მომწონს შენი წერის სტილი,წარმატებები❤️


ერთად გადავაგდოთ ❤️ მადლობა, რომ წაიკითხე

სტუმარი თეკლა
უზომოდ მომეწონა, მადლობა ჩემო კარგო.


მადლობა შენ❤️❤️

ჟუჟუნა
კარგი იყო, ვისიამოვნე.


მადლობა❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი Salome

Vai me data ra amazrzeni gulis amrevi tipia

 


№28  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი Salome
Vai me data ra amazrzeni gulis amrevi tipia

გაიხარეთ ;)

 


№29 სტუმარი ეკა

კარგი იყო ძალიან,თუმცს მეტი მინდოდს

 


№30  offline წევრი laelake

აუუუუუ რა კარგი ისტორიაააა❤❤❤❤❤❤ეჰ ვიბლიანი ცუდი რო აღმოჩნდა გული დამწყდა???????????? ძალიან მაგარი ისტორიაა.????????

აუუუუუ რა კარგი ისტორიაააა❤❤❤❤❤❤ეჰ ვიბლიანი ცუდი რო აღმოჩნდა გული დამწყდა???????????? ძალიან მაგარი ისტორიაა.????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent