შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (13-თავი)


9-05-2021, 11:20
ავტორი esel
ნანახია 1 568

ოთახში შევვარდი და განერვიულებული ადგილს ვერ ვპოულობდი. როცა მგონია რომ ვსო ეს ბოლო წვეთი იყო და ამაზე საშინელება ვეღარ დამემართება, მაინცდამაინც მაშინ უნდა მოხდეს რაღაც საოცრება. რეზის უფრო მარტივად ავიტან ვიდრე მართას. მისი დანახვაც კი არ მინდა, მასთან ერთად ცხოვრებაზე რომ აღარაფერი ვთქვა. მაშინ წავიდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა რომ გვერდით ვინმე მყოლოდა. მეც და დედასაც გვჭირდებოდა ის კი ადგა და გაიქცა, უბრალოდ ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და წავიდა. ახლა კი თურმე ძველი წყენა უნდა დავივიწყო. მთელი ღამე არ მეძინა ამ ოთახში ვერ ვძლებ. კარადიდან დიდი ჟაკეტი ავიღე, სავარაუდოდ ესეც რეზისი იყო და თან იმხელა რომ ტოლმასავით ვიყავი შიგნით გახვეული, ქუდიც წამოვიფარე და კიბეები ჩავირბინე. ციოდა მაგრამ ახლა სუფთა ჰაერი მჭირდებოდა, რამენაირად უნდა მეგრძნო რომ ცოცხალი ვიყავი და ვარსებობდი. გარეთ ისე ციოდა რომ ძვლები ლამის მართლა გამეყინა, მაგრამ სუფთა და ცივი ჰაერი საშინლად მსიამოვნებდა, ის ფაქტი რომ სიცივისგან ვკანკალებდი ყველაფერს მავიწყებდა, ამ წამს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ვიყინებიდი და მეტი სადარდებელი არ მქონდა, ჩემი თავიდან ცოტახნით სხვა ყველაფერი გაქრა.
- გაცივდები - უკან მივბრუნდი და გავიღიმე
- ჰოო მერე მოვკვდები და შენც დაისვენებ
- მაინცდამაინც ჩემ ჟაკეტში ნუ მოკვდები - სიგარეტი გამოიღო პირიდან და ფილტვებიდან თეთრი ბოლი ამოუშვა
- ვეცდები - ვამბობ და ცოტახანი ვჩუმდები. რეზი სიბნელეში ზის, ხმა რომ არ ამოეღო ვერც დავინახავდი რომ აქ იყო. მის თითებში მოქცეულ სიგარეტს ვუყურებ, ახლა უარს მასზე არც მე ვიტყოდი, თუმცა არ ვიცი მისთვის სიგარეტის გამორთმევა რამდენად კარგი იდეაა - სიგარეტს ვერ მომცემ? - ბოლოს მაინც ვუთხარი და ჩემმა სიტყვებმა ძალიან უაზროდ გაიჟღერა. რეზიმ ამომხედა თუმცა არაფერი უთქვამს და მალევე გაიხედა - სულ დამავიწყდა რომ შენ საყვარელ რაღაცეებს იმათთან ერთად არ ეკეთებ ვინც არ მოგწონს თუ რაღაც ეგეთი - რეზი ისევ არ მიყურებს სიგარეტი ტუჩებს შორის აქვს მოქცრული და ტელეფონში რაღაცას წერს. მართალია დუმილი თანხმობის ნიშანია, მაგრამ მისი დუმილი თანხმობასავით სულაც არ "ჟღერს", მისკენ ვიწევი და სიგარეტს პირიდან სწრაფად ვაცლი და უკან ვიხევ. მის სახეს კარგად ვერ ვხედავ მაგრამ შემიძლია ვივარაუდო რომ ძალიან გაბრაზდა
- რა ჯანდაბას აკეთებ!
- ვიფიქრე წინააღმდეგი არ იქნებოდი - ვამბობ და სიგარეტს ტუჩებს შორის ვიქცევ - კარგი რა ეს ხომ უბრალოდ სიგარეტია, ახალი აიღე
- თან არ მაქვს - ხელში სიგარეტის ცარიელი კოლოფი აიღო დაჭმუჭნა და გადააგდო. ესეიგი ახლა ჩემს ტუჩებს შორის რეზის ბოლო ღერი სიგარეტია, მართლა ძალიან იქნება გაბრაზებული
- შემიძლია დაგიბრუნო - ვამბობ ფილტვებიდან ამოსული ბოლის თანხლებით
- როგორ ახერხებ რომ ყოველთვის იქ ხარ სადაც არ უნდა იყო და იმას აკეთებ რაც არ უნდა ქნა - საკმაოდ მშვიდი ხმა აქვს, რაც საერთოდ არ მაწყნარებს - ყოველთვის ახერხებ რომ გამაღიზიანო
- ძალით ნამდვილად არ ვშვები, თავისით ხდება - ვამბობ დამფრთხალი - ამის გამო არ მომკლავ ხო - ვამბობ და უხერხულად ვიღიმები. რეზი სახეზე ხელებს ისმევს და მიყურებს
- არა, არ მოგკლავ. სახლში შეხვალ და სიგარეტს გამომიტან, დანაშაულს ამით გამოისყიდი - ნელა ვბრუნდები სახლიკენ და მთელ ტანში დამიარა, როდესაც სახლის სითბო მოედო ჩემს სხეულს. სიგარეტი მალევე ვიპოვე და ისევ რეზისკენ წავედი გზაში კი მისთვის წართმეულ სიგარეტს ვეწეოდი. როდესაც მივუახლოვდი კოლოფი გადავუგდე და ისევ მის წინ დავდექი
- და შენ როგორ აპირებ შენი დანაშაულების გამოსყიდვას? - ჩემთვის ვინმეს ენაზე კბილის დაჭერა რომ ესწავლებინა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა. მიკვირს როცა რეზი ოდნავ იცინის, სიგარეტს უკიდებს და მიყურებს
- ვერ ვიგებ უბრალოდ დიდი გამბედაობა გაქვს თუ სულელი ხარ, ჭკუას ვერასდროს სწავლობ. გგონია მამაშენის გამო არაფერს დაგიშავებთ და ამდენს ამიტომ ტლიკინებ? თუმცა სანამ მამაშენი გამოჩნდებოდა მანამდეც ბევრს ტლიკინებდი
- მე უბრალოდ კითხვა დაგისვი
- რომელიც არ უნდა დასვა
- კარგი, უბრალოდ გკითხე - დამნაშავესავით ვამბობ და დიალოგის დასრულებას ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მალე წავიდე
- უბრალოდ არაა? ხოდა მეც უბრალოდ გიპასუხებ, იქნებ შენს ცნობის მოყვარეობას რომ დავაკმაყოფილებ მერე მაინც მომშორდე - დავიძაბე და დავინტრიგდი კიდეც, რეზი რაღაც ბევრს მელაარაკება, ჩხუბისა და ყვირილის გარეშე, არც სიკვდილით მემუქრება - დანაშაულების გამოსყიდვას არ ვაპირებ, ადრე თუ გვიან დამიჭერენ ან მომკლავენ და ყველაფერი ამით დასრულდება
- და შენი დანაშაულების გამოსყიდვა ეს იქნება? შენი თავისუფლების ან სიცოცხლის წაღება? - რეზის გაკვირვებული ვუყურებ
- შეიძლება ასეც ითქვას
- და ამაზე თანახმა ხარ? იმის მაგივრად რომ დიდხანს იცოცხლო და ნორმალური ცხოვრება გქონდეს შენ ეს გირჩევნია? თუ იცი რომ ყველაფერი ამით დასრულდება რატომ არ ცდილობ რომ ეს შეცვალო
- რაც არის ის არის, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ რადგან ამის მიზეზს ვერ ვხედავ. რა გინდა საბოლოოდ ჩემი დასასრული შენც ბედნიერს დაგტოვებს
- თუ ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩნდები, ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა ცოცხალი იქნები, მოკვდები თუ ციხეში გაატარებ მთელ ცხოვრებას. უბრალოდ ვერ ვიგებ ყველაფრის მიუხედავად ასე ცხოვრებას რატომ აგრძელებ
- არც უნდა ხვდებოდე, რადგან ეს შენ არ გეხება სულელო - მართალია მისი ცხოვრება მე არ მეხება და არც მის შეცვლას ან რამე მსგავსს ვცდილობ, უბრალოდ მართლა ვერ ვიგებ ასე რატომ ცხოვრობს. ვფიქრობ დროა სახლში დავბრუნდე, მაგრამ იქ ყველაფერი მახრჩობს, ირგვლივ ვიხედები და რეზისგან ოდნავ მოშორებით, მაგრამ მაინც მასთან ახლოს ვჯდები. ხელებს მუხლებს ვხვევ და თავს ფეხებზე ვდებ, ირგვლივ საშინელი სიბნელეა, მხოლოდ სიგარეტის სინათლე დათამაშობს ციცინათელესავით. საშინლად მინდა რომ ვიტირო, ჩვეულებრივზე მეტად ვარ მოწყენილი. დედას ძალიან გაუხარდება მართა რომ ნახოს. ოთხი წელია შვილი არ უნახავს, ლაპარაკითაც კი იშვიათად ელაპარაკება, მართა მხოლოდ თვეში ერთხელ ურეკვადა და ხანდახან ამასაც არ აკეთებს, ახლა კი აქ არის დედასთან ასე ახლოს, მასზე ეს კარგად იმოქმედებს ბოლო პერიოდში ძალიან სტრესულ გარემოშია რაც მასზე ცუდად მოქმედებს, მართას თუ ნახავს იქნებ ცოტა უკეთ გახდეს. ხვალ ამაზე სანდროს დაველაპარაკები. ასე კიდე დიდხანს ვიჯექი და ვერ გავიგე რა დროს ჩამეძინა, მაგრამ საუკეთესო მანერების მქონე რეზიმ გამაღვიძა, ისე შემანჯღრია, ერთი წამით მეგონა ჩემს მოკვლას ცდილობდა.
- ცოტა ფრთხილად არ შეგეძლო? გული გამისკდა
- აქ რომ არ დაგტოვე მაგაზეც მადლობა თქვი, სახლში შედი
- დიდი მადლობა ბატონო რეზი - ავდექი და რეზის უკან გავყევი, მაგრამ ის სახლში არ შემოსულა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მე ნახევრად ისევ მეძინა ამიტომ მალევე ჩამეძინა.

მართას გარეშე ცხოვრება როგორი ბედნიერებაც იყო მაშინვე დამავიწყა დილით სახეზე ცივი წყლის დასხმით რომ გამაღვიძა. ადამიანურად გაღვიძებაც კი მენატრება უკვე, შეშინებული და გაბრაზებული წამოვხტი საწოლიდან
- სულ გააფრინე?!
- კარგი რა ძველ დროს ვიხსენებ - ამბობს სიცილით და საწოლზე ჯდება
- მემგონი უკვე უნდა გაზრდილიყავი და მზგავს რაღაცეებს აღარ უნდა აკეთებდე - ვამბობ და სველი საწოლიდან ვდგები
- კარგი რა ასეთი სერიოზული ნუ ხარ პატარა ნუთ, თუ იმის გამო მიბრაზდები რეზის ჟაკეტი რომ დაგისველე - მისკენ გაბრაზებული ვბრუნდები
- ეგ საერთოდ რა შუაშია ან შენ საიდან იცი ვისი ჟაკეტია
- გამოვიცანი, ხომ იცი ინტუიცია არასდროს მღალატობს - სველ თმებს ვიმშრალებ და ტანსაცმელს ვიცვლი
- მანიაკი ხარ... მომისმინე დღეს სანდროს დაველაპარაკები ვეტყვი რომ დედას სანახავად წაგვიყვანოს, შენი ნახვა გაუხარდეაბა
- ახლა ამისთვის ცუდი დროა - პირსახოცს მართას ვსვრი ის კი სიცილს იწყებს - ფრთხილად ფისუნია
- ოთხი წელია დედა არ გინახავს, ჩემთვის მასზე არაფერი გიკითხავს სულ არ გაინტერესებს როგორ არის?! - ვყვირი გაბრაზებული
- დარწმუნებული ვარ შენ და ლალი კარგად მიხედავდით ამიტომ მასზე არ ვნერვიულობ
- აქედან გაეთრიე თორემ კიდე ერთი წამითაც რომ დაგინახო შეიძლება შემომაკვდე!
- კარგი კარგი გავალ და შენს ბიჭს დავუძახებ რომ დაგამშვიდოს - სიცილით ამბობს და დგება
- ვინ ჩემ ბიჭს დაუძახებ - დაბნეული ვუყურებ მართას
- რეზიზე ვამბობ, რა იყო რამდენი ბიჭი გყავს რომ ასე დაიბენი
- რეებს ბოდიალობ საიდან მოიტანე ეგ სისულელე რეზიზე
- რავიცი გუშინ ღამე მშვენივრად საუბრობდით და ეწეოდით ერთად
- შენი პატარა ტვინით რაღაც სისულელეებს ნუ იგონებ ძალიან გთხოვ
- კარგი რა მე რას მატყუებ
- რას გატყუებ გოგო სულ გაუბერე?! მაგ გიჟმა ლამის მომკლა, ასეთი რაღაცეები თავში აზრად საერთოდ როგორ მოგდის
- რას გულისხმობ რომ ლამის მოგკლა - მეკითხება სერიოზული სახით
- იმას რომ მკლავდა, მესროლა მიშო რომ არა ახლა მკვდარი ვიქნებოდი და შენს სისულელეებსაც ვერ მოვისმენდი, რაც ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა, ახლა კი გაეთრიე - მართა ოთახიდან გავიდა მე კი გაბრაზებული აბანოში შევვარდი. გაბრაზებულმა ისეთი ცხელი წყლით ვიბანავე, რომ სულ წითელი ვიყავი. პირსახოცი მჭიდროდ შემოვიხვიე და კბილების გახეხვა დავიწყე. გაოგნებული მივაშტერდი სააბაზანოში დაუკითხავად შემოსულ რეზის და პირსახოცს ხელი მოვხვიე, სასწრაფოდ გამოვივლე პირში წყალი და მაშინვე ავყვირდი
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ - რეზი ყურადღებას არ მაქცევს ჩემგან ზურგით დგას და კარადაში რაღაცას ეძებს - თუ ვერ შეამჩნიე გეტყვი რომ საკმაოდ ცუდ დროს შემოხვედი, დროებით ამ ოთახში მე ვჩერდები ამიტომ კარგს იზავ თუ აქედან გახვალ და სხვა დროს დააკაკუნებ - რეზი უბრალოდ მაიგნორებს და როდესაც ჩემკენ იარაღით ბრუნდება, რომელიც კარადიდან გამოიღო თვალებ გაფართოებული ვუყურებ
- ასეთი წითელი რატო ხარ? - სრული სერიოზულობით მეკითხება მე კი თავს უხერხულად ვგრძნობ რადგან მართლა ძალიან წითელი ვარ
- შეგიძლია ჩემი თვალიერება შეწყვიტო და უბრალოდ გარეთ გახვიდე
- რა თქმა უნდა, შემიძლია
- და რას ელოდები - ცოტახანი კიდევ მიყურებს შემდეგ კი ბრუნდება და ოთახიდან გადის. როცა საბოლოოდ მოვრჩი თავის მოწესრიგებას, სანდროს ძებნა დავიწყე, მის მაგივრად კი გიორგი ვიპოვე რომელმაც მითხრა რომ სანდრო სახლში არ იყო, გადავწყვიტე მიშო მენახა. მისი კაბინეტის კარებზე დავაკაკუნე და ოთახში შევედი, გამიკვირდა მიშოს სათვალეები რომ ეკეთა
- დედაჩემის სანახავად მინდა წასვლა - ვთქვი მაშინვე და მის პასუხს დაველოდე
- არა - სხვა პასუხს არც ველოდი
- კი, უნდა ვნახო და დაველაპარაკო, ნებართვას არ გთხოვ უბრალოდ გაგაფრთხილე, რომ მივდივარ
- ვერ ხვდები რომ შენი გარეთ გასვლა სახიფათოა?
- იცი ჩემთვის აქ ყოფნაც სახიფათოა, მაგრამ როგორღაც ხომ ისევ ცოცხალი ვარ, ჩემ თავს მივხედავ - ვუთხარი და კარებისკენ შევბრუნდი
- გარეთ მაინც ვერ გახვალ, არავინ გაგიშვებს
- ხოდა შენს ხალხს უთხარი რომ გამატარონ
- გარეთ არ გახვალ და მორჩა!
- მომისმინე გარეთ მაინც გავალ, როგორღაც მოვახერხებ რომ ამ სახლიდან მაინც გავიპარო და მგონი ჯობია რომ შენისით გამიშვა
- რამეს თუ ეცდები იცოდე მაშინვე შენს ოთახში ჩაგკეტავ და დამიჯერე ვერსად ვერ გაიპარდბი - კარები გამოვიჯახუნე და სახლის თვალიერება დავიწყე რომ გაპარვის გეგმა შემედგინა. ამ სახლში ახლა ასე ვთქვათ სტუმარივით ვარ ამიტომ დაცვა დიდ ყურადღებას არ მომაქცევს, მაგრამ ერთადერთი გასასვლელი მაინც ის დიდი ჭიშკარია იქ კი შეუმჩნევლად ვერ გავივლი. მოკლედ მხოლოდ გამართლების იმედზე უნდა ვიყო, თორემ აქ რამე გეგმის მოფიქრებას აზრი არ აქვს. გარეთ გავედი და კარებთან ახლოს დავბორიალობდი. შემოსასვლელში ხუთი კაცი დგას და კიდევ დაახლოებით ათი კაცი დადის აქეთ-იქით, სახლში კიდევ ვიღაცეები არიან. ასე დგომით დავიღალე, თავში ერთი იდეა მომივიდა, საკმაოდ სულელური, მაგრამ სხვა არაფერი მაქვს. სახლში შევბრუნდი და ჩემი გეგმის განხორციელება დავიწყე, ცოტახანს სახლში გავჩერდი შემდეგ კი კარებთან მდგომი ბიჭებისკენ წავედი სერიოზული სახით
- მიშო გეძახით - ვუთხარი და საშინლად დავიძაბე რომ არ დამიჯერონ მაშინ მართლა ოთახში ჩამკეტავენ
- რატო?
- არ ვიცი მისთვის ზედმეტი კითხვების დასმის უფლება ჩემთვის არავის მოუცია - საშინლად ვნერვიულობ მაგრამ არაფერს ვიმჩნევ
- კონკრეტულად ვის გვეძახის - მეკითხება ერთ-ერთი
- ყველას გეძახით, იცით არ მგონია მას ლოდინი მოწონდეს - ეჭვის თვალით მიყურებენ, ჩემი დიდად არ ჯერათ
- ხუთივეს რატომ უნდა გვეძახდეს, კარებთან ვინმე ხომ უნდა დარჩეს - ირგვლივ მიმოვიხედე
- ეს ხალხი რას აკეთებს როგორმე თავადაც მიხედავენ, ხუთ წუთში არაფერი მოხდება, სერიოზულად მიშოს არ უყვარს როცა ალოდინებენ ისედაც გაბრაზებული იყო
- კარგი - წავიდნენ თუმცა ერთი ბიჭი მაინც დატოვეს კარებთან ესეც ჩემი იდეალური გეგმა, ახლა სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქრო სანამ ისინი მიშოსთან მივლენ და გაიგებენ რომ მოვატყუე. კარებთან ახლოს ვდგავარ და როგორც კი ბიჭი ზურგით ტრიალდება მაშინვე ნელა ვიხევ უკან და ღია კარებში გავრბივარ. სახლის წინ გაშლილი სივრცეა და მანქანებიც იშვიათად დადიან, უკან ბიჭი მომსდევს და მიყვირის მე კი მთელი ძალით საკმაოდ სწრაფად გავრბივარ. ჩემსკენ მომავალ მანქანას ვხედავ, რომელსაც ტაქსის ნიშანი აქვს და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ხდება რომ ბედი ისევ ჩემსკენააა. სასწრაფოდ ვაჩერებ ტაქქს და შიგნით ვხტები ვუყვირივარ რომ დოზე მოაბრუნოს და აქედან წავიდეს, დამფრთხალი მძღოლი გაკვირვებული მიყურებს და იმას აკეთებს რაც ვუთხარი. მართლა მიკვირს რომ იმ სახლიდან გამოღწევა შევძელი, მაგრამ იმის უფრო მეშინია უკან დაბრუნება რომ მომიწევს რას მიზამენ, თუმცა ახლა ეს დიდად არ მადარდებს, როგორც იქნა ნინის ვნახავ. მძღოლს ვთხოვ რომ ცოტახანს დაიცადოს სანამ ფულს ჩამოვუტან, ეს ფაქტი ცოტა არ ესიამოვნა მაგრამ სხვა რა გზა ქონდა. სასწრაფოდ ავირბინე კიბეები და კარებზე დავაკაკუნე, ლალის რომელმაც კარები გამიღო ძლიერად მოვეხვიე და ხმის ამოღებაც არ ვაცადე
- ლალიკო ფული მინდა დაბლა ტაქსი მელოდება
- ხო ხო ახლავე ამბობს და სახლში ბრუნდება მე კი მოუთმენლობისგან ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. როგორც კი ტაქსისტს ფული მივეცი მაშინვე სახლში ამოვბრუნდი
- დედას ძინავს? - ვეკითხები ლალის და მისი ოთახისკენ მივდივარ
- ახლა გაიღვიძა გაუხარდება რომ გნახავს
- ავთომ რა უთხრა
- სად იყავი ნუთ? - ლალის ვაშტერდები და არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა
- ავთომ რა თქვა
- მაგ სულელური ტყუილის არ მჯერა, თქვა რომ ყველაფრისგან ცოტახნით დასვენება გინდოდა და მის ერთ-ერთ სახლში წახვედი - ეგ ნამდვილად არ მაწყენდა
- ლალი მომისმინე შენს მოტყუებას და სისულელეების თქმას არ ვაპირებ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი აზრი არ აქვს გთხოვ არაფერი მკითხო ისედაც არ ვარ კარგად
- კარგი, ის პოლიციელი აქ რომ იყო მოსული რამდენჯერმე მოვიდა და გიკითხა
- მაგას რა ჯანდაბა უნდოდა - ვამბობ გაკვირვებული ბოლო პერიოდი მისი არსებობაც კი აღარ მახსოვდა
- არ ვიცი არაფერი უთქვამს. კარებს ვაღებ და ოთახში შევდივარ ნინი სარკის წინ ზის და იქ უაზროდ იყურება
- დედა მე ვარ ნუთი - ჩემი ხმის გაგონებისას ფრთხილად აბრუნებს თავს და ცოტახანი ჩუმად მიყურებს
- ნუთი?... ნუთ... ღმერთო ჩემო შენ ცოცხალი ხარ და კარგად ხარ - ამბობს და მაშინცე სკამიდან დგება, ჩემსკენ მოდის და მეხვევა
- კი დედა კარგად ვარ, უბრალოდ ცოტახანს დასვენება მჭირდებოდა, ბოდიში ასე არ უნდა წავსუკიყავი, ვიცი რომ განერვიულე
- არა არა შენ მაპატიე ყველაფერი ჩემი ბრალია მამაშენისგან ვერ დაგიცავი
- ამას რატომ ამბობ ის არაფერს დამიშავებს
- ხო მაგრამ მისი მიზეზით დაგიშავებენ, ამიტომ წამოვედი... წამოვედი რომ თქვენ კარგად ყოფილიყავით, მაგრამ ის ჩამოვიდა და შენ გაუჩინარდი... შენც უნდა წახვიდე სადმე შორს რომ ვერ გიპოვონ - დედას ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს ვწმენდდ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ რომ ის ამ მდგომარეობაშია
- ჩემი ბრალია რომ ახლა ასე ხარ, ხომ იცი რომ თავს უნდა გაუფრთხილდე
- შენი ბრალი არ არის, ყველაფერი ჩემი ბრალია - ნინის საწოლზე ვაწვენ, რადგან კანკალი დაიწყო და ვეღარ ვიჭერდი
- დედა უნდა დაწყნარდე, ხომ ხედავ რომ კარგად ვარ, მინდა რომ ახლა მხოლოდ შენს თავზე იფიქრო და სხვაზე არაფერზე, შენ თუ ცუდად იქნები თავს მეც ცუდად ვიგრძნობ
- არ მინდა რომ ცუდად იყო
- ხოდა თავს გაუფრთხილდი ლალის დაუჯერე და კიდევ ექიმს, ჩემზე არ იდარდო - მას კიდევ ცოტახანს ველაპარაკე, ვაწყნარებდი რომ აღარ ენერვიულა და უარესად არ გამხდარიყო
- ნუთ ის პოლიციელი მოვიდა - თქვა ლალიმ, როდესაც ოთახში შემოვიდა
- რა ჯანდაბა უნდა თავს რატო არ მანებებს - ბუზღუნით ვდგები და მისკენ მივდევარ
- სერიოზულად უკვე მეგონა რომ მოგკლეს - მეუბნება როდესაც მას ვუახლოვდები შემოსასვლელში დგას, მე კი ვუბიძგებ რომ გარეთ გავიდეს
- მალე თქვი რა გინდა და წადი
- იცი რაც მინდა
- არ მაქვს ის რაც შენ გინდა, რატომ არ გესმის - ვყვირი ხმამაღლა
- იმიტომ რომ მატყუებ - თავადაც ტონს უწევს - შენ არ გესმის მგონი ეგ ხალხი ვინ არის, დამნაშავეები, კრიმინალები არიან ხალხს ხოცავენ, შენ შეგიძლია მათ დაჭერაში დაგვეხმარო - გიორგის ვუყურებ და უკვე აღარ ვიცი რა ვუთხრა რომ თავი დამანებოს. მეც მინდა რომ ისინი სამუდამოდ გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მათი ჩაშვება არ შემიძლია, მეშინია იმის რასაც იმ შემთხვევაში იზავენ თუ მე რამეს ვიტყვი - დაგიცავთ ნუთ მათი არ უნდა გეშინოდეს
- ვწუხვარ, მართლა ვწუხვარ მაგრამ შენი დახმარება არ შემიძლია, მართლა არ დამინახავს იმ კაცს ვინ ესროლა არაფერი ვიცი - ვამბობ წყნარად და იმედი მაქვს რომ გიორგი დაიჯერებს
- პატარა ნუთ - კიბეებისკენ ვიყურები და ვიყინები, როდესაც მართას, მიშოს, სანდროს და რეზის ვხედავ, ვინ იცის ახლა რა ჯანდაბას ფიქრობენ, შეიძლება იფიქრონ რომ მასთან შესახვედრად გამოვიქეცი ან რამე მსგავსი და აქვე მომკლან. გაფართოებული თვალებით ვუყურებ და ხელით კედელს ვეყრდნობი
- გამარჯობა - ამბობს გიორგი და მათკენ ტრიალდება - მე გამომძიებელი გიორგი ჭავჭავაძე ვარ - ოჰ გიორგი დამიჯერე მშვენივრად იციან ვინც ხარ, ვფიქრობ ჩემთვის და არ ვიცი რა გავაკეთო
- მე მართა ვარ, ნუთის უფროსი და - ამბობს და გიორგის ხელს უწვდის
- სასიამოვნოა
- დარწმუნებული ვარ რომ არის - ეუბნება მართა მისთვის დამახასიათებელი ჩუმი მაგრამ ძლიერი და თავდაჯერებული ხმის ტემბრით, ნეტავ ახლა მეც შემეძლოს მის მსგავსად საუბარი, პირი რომ გავაღო ალბათ ხმა სულ არ ამომივა ყელიდან
- კარგით მე უკვე მივდიოდი, თუ რამე გაგახსენდება - ამბობს და თავის სავიზიტო ბარათს მაძლევს - იმ შემთხვევისთვის თუ წინა დაკარგე - ბარათი ფაქტიურად ძალით მომცა და ბიჭებს გვერდით ჩაუარა
- ნუთ ესენი შენზე ძალიან გაბრაზებულები არიან, მაგრამ არ იდარდო - ამბობს მართა მე კი ბიჭებს ვავლებ თვალს, რეზი ისეთი თვალებით მიყურებს რომ მგონია უკვე მეასედ წარმოიდგინა როგორ მომკლავს
- მე... არაფერი მითქვამს
- მაშინ აქ რატომ იყო - ამბობს გაბრაზებული მიშო
- არ ვიცი სულ ასე მოდის ხოლმე ლალიმ თქვა რომ ხშირად მოდიოდა და ახლაც ასე მოვიდა - ძლივს ვამბობ სიტყვებს ისე რომ ხმა არ გამიწყდეს
- შენი არ მჯერა და ასეც რომ იყოს ეგ იმ ფაქტს არ ცვლის, რომ სახლიდან გაიქეცი - ამბობს რეზი
- მეგონა გაგიხარდებოდა სახლიდან თუ გავიქცეოდი და ვაინმე მომკლავდა - ვამბობ ოდნავ დამცინავი ხმით და შიშისგან ვხტები, რეზი ერთ ნაბიჯში რომ ფარავს ჩვენ შორის არსებულ სივრცეს და კედელზე აკრული შეშინებული ვუყურებ თვალებში, რადგან სხვა ვერსად გახედვას ვერ ვახერხებ
- გეყოს, ბოლოსდაბოლოს გაიაზრე ვინ ვართ და მოეშვი მაგარი გოგოს როლის თამაშს, თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებ, მაშინ იმისთვის არ გადამირჩენიხარ რომ ახლა შენი სისულელის გამო მოგკლან, ჯერ თუ ცოცხალი ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ყველაფერი რომ დამთავრდება მერე თუ გინდა კლდიდან გადახტი ან მანქანას შეუვარდი ბორბლებში, როგორც შენ გირჩევნია, მაგრამ მანამდე იმას გააკეთებ რასაც ჩვენ გეუბნებით და შეწინააღმდეგებას არ გაბედავ, თორემ შენს მშობლებთან და მეგობრებთან ერთად, შენს ყველაზე შორეულ ნათესავებსაც კი ვიპოვი და იმათაც დავხოცავ, ვისთანაც ორი წუთი მაინც გაგიტარებია ყველას ვიპოვი და დავხოცავ გესმის!
- იცი შენთან ორ წუთზე მეტიც მაქვს გატარებული - არც კი ვიცი რას ვფიქრობ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ამის მოთმენა აღარ შემიძლია. რეზის თვალები კიდევ უფრო მეტად ენთება და ველოდები როდის დამარტყამს ან მესვრის, მაგრამ რეზის მიშო წევს უკნან მე კი მართა - ეს ჩემი ცხოვრებაა და არა თქვენი სათამაშო, ერთ ადამიანსაც რომ დააკარო თითი დამიჯერე ჩემგან ვეღარავინ გიხსნის, არ ვიცი გამბედავი ვარ თუ სულელი მაგრამ ჩემი ახლობლებისთვის ზიანის მიყენებას არასდროს არავის არ ვაპატიებ, უკვე ვაკეთებ იმას რასაც მთხოვთ და მეტს ნუღარ ითხოვთ, თქვენი შინაური ცხოველი არ ვარ რომ სულ ის ვაკეთო რაც თქვენ გინდათ, მე ჩემი ცხოვრება მაქვს რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიცი თქვენ ალბათ არ გყავთ საყვარელი ადამიანები რომ ეს გაიგოთ, მაგრამ ვერ ავდგები და მათ უბრალოდ ვერ მივატოვებ, იცით მაინც დედაჩემი ახლა რა მდგომარეობაშია? საშინლადაა და ეს სულ თქვენი და იმ საშინელი კაცის ბრალია თავი მართლა მამაჩემი რომ გონია, მე გიცნობთ და ზუსტად ვიცი რისი გამკეთებლებიც ხართ, მაგრამ თქვენ არ მიცნობთ - მართას ხელებს ვაშვებინებ და ცრემლიანი თვალებით კარებისკენ ვტრიალდები - დედას სანახავად შედი ცუდადაა და შენი ნახვა გაუხარდება
- ნუთ ეს კარგი აზრი არ...
- არ მიკითხავს შეხვალ თუ არა გეუბნები რომ უნდა შეხვიდე და მორჩა! - კარებს ვაღებ და მე და მართა შიგნით შევდივართ. ის დედას ოთახისკნ, მე კი სამზარეულოში მივდივარ წყლის დასალევად, მალე ლალის გაოცებული ხმა სწვდება ჩემს სმენას, თავს ვეღარ ვიკავებ და ძირს ვეცემი, ძალა გამოცლილი ვზივარ ძირს და ცრემლების მოწმენდის თავიც არ მაქვს, ვტირივარ და ყველანაირი ემოციისგან ვიცლები, მაცივარზე ვარ მიყუდებული და თავს ვერ ვიკავებ, არც მინდა შეკავება, მაგრამ არც ის მინდა რომ სახლში ასეთ მდგომარეობაში დამინახოს ვინმემ. რეზიმ ვინმეს მართლა რომ დაუშაოს რამე მოვკლავ, არ ვაცოცხლებ. ცოტახანში ვდგები და გამშრალი ყელით მივდივარ წყლისკენ, ვგრძნობ რომ სუნთქვა მიჭირს და ყელში რაღაც მიჭერს, ყელზე ხელს ვიკიდებ და ძლივს-ძლივობით ვასხავ ჭიქაში წყალს იმის იმედიდ, რომ უკეთ გავხდები წყალს ვიყუდებ, მაგრამ მის გადაყლაპვას ვერ ვახერხებ და წყალს პირიდან ნიჟარაში ვასხავ, ღრმად ვსუნთქავ და ისევ ძირს ვეცემი, კუთხისკენ მივხოხავ და ვცდილობ სწორად ვისუნთქო, თვალებს ვხუჭავ და ნელა და ღრმად სუნთქვას ვიწყებ, ვცდილობ დავწყნარდე სანამ ოთახში ვინმე შემოვა, დაახლოოებით ხუთი წუთის შემდეგ შედარებით უკეთ ვხდები და ფეხზე ვდგები რადგან ფეხის ხმა მესმის. ოთახში მართა შემოდის და მიყურებს
- კარგად ხარ ?
- მშვენივრად - ვპასუხობ და სკამზე ვჯდები
- ჩვენი წასვლის დროა - ვდგები რომ დედას დავემშვიდობო და მის ოთახში შევდივარ. სახეზე ვეფერები და ვკოცნი, ისიც იგივეს აკეთებს და მეხუტება
- ისევ მოვალ კარგი
- შენ დას არ ეჩხუბო
- არ ინერვიულო გთხოვ, საერთოდ არაფერზე იფიქრო კარგი
- თავს მიხედე, შარში არ გაეხვიო კარგი - მაგისთვის უკვე გვიანია, ვფიქრობ და კიდევ ერთხელ ვკოცნი, ვდგები, ლალისაც ვემშვიდობები და გარეთ გავდივარ. კარების გაღებისთანავე მათ სახეებს ვხედავ, წამით ვჩერდები, შემდეგ კი გარეთ გავდივარ და მათი გვერდის ავლით კიბეებზე ჩავდივარ.

* * *
ნუთი გაბრაზებული გადმოდის მიშოს მანქანიდან და მაშინვე სახლში შედის. გარეთ მხოლოდ მართა და რეზი დარჩნენ, მართა რეზის უღიმის და ნელა უახლოვდება, გასწორებულ საყელოზე ხელს კიდებს და კიდევ უსწორებს. რეზი მის მოძრაობებს აკვირდება, თუმცა თავად არაფერს აკეთებს
- რეზი, რეზი, რეზი - ამბობს მართა ღიმილით - სულ ასეთი გაბრაზებული სახე რატომ გაქვს? ეს ნუთის დამსახურებაა თუ ისეც ასეთი სახე გაქვს - რეზი არაფერს პასუხობს, სიგარეტს იღებს და მოკიდებას აპირებს - შენ და პატარა ნუთს კარგი ურთიერთობა არ უნდა გქონდეთ, არადა გუშინ ღამე რომ დაგინახეთ მეგონა მას .იმავდი - რეზი თვალებს ჭუტავს და საბოლოოდ უკიდებს სიგარეტს ბოლს კი ტუჩის კუთხიდან ისე უშვებს რომ ახლოს მდგომ მართას არ შეეხოს - მაგრამ თურმე მისი მოკვლის სურვილით ხარ შეპყრიბილი და მცდელობაც გქონია - მკერდზე ხელებს ნაზად უსვავს
- რა გინდა მართა?
- ჰო ესეიგი პირდაპირ საქმე არა - ცინიკურად იღიმის მართა და რეზის ლოყაზე უსმევს ხელს - ჩემ დას კიდევ ერთხელ რომ შეეხო, მისი თავიდან თმის ღერიც რომ ჩამოაგდო ან შენს გამო ერთი ცრემლიც რომ წამოუვიდეს, დამიჯერე მოგკლავ, მისი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მოგკლავ საკუთარი ხელებით დაგახრჩობ, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვისიამოვნო შენი სიკვდილის ყურებით
- თქვენ ორივე მართლა ავთოს შვილები ხართ - ამბობს რეზი და სახიდან ღიმილი არ შორდება
- მასზე უარესიც შემიძლია რომ ვიყო. კარგი - ამბობს მართა და მხიარულად შორდება რეზის - იმედი მაქვს ჩემს რჩევას გაითვალისწინებ - ამბობს და სახლში შედის.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

კარგიაა. მართა რა გიჟია. საინტერესოა რა ჰქონდა ისეთი მიზეზი, რომ ოთხი წლით გადაიკარგა. ბოლო მომენტში ნუთი შემეცოდა. მის ადგილას წარმოვიდგინე თავი და გამაჟრიალა, მართლაც საშინელებაა ასეთ რეჟიმში ცხოვრება. ეს რეზი ხო სულ მომართულია, როდის მოუგრიხოს კისერი ნუთს.


ერთი თხოვნა მაქვს, სიტყვა"შენისით" აღარ გამოიყენო, სწორი ფირმაა შენით. ძალიან ცუდად ხვდება ყურს

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

რატომ მგონია რომ მართას საიდუმლო ცხოვრებაა აქვს და მამამისივით აქვს აბურდული ყველაფერი არვიციი. ძალიან მომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად გელი. წარმატებწბი

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

რააა საინტერესოააა. ენა მაქვს ჩაგდებული. გელიიი.❤❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამო

აუ ძალიან კარგი თქვი იყო,შემდეგს როდის დადებ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ლალო

სალამი, ძააან საინტერესოა ერთი სული მაქ შემდეგს როდის დადებ იქნებ ცოტა თავები გაადიდო ან მალე დადო ან ორი ერთად დადო, ყოველწამს ვნახულობ აბა ხოარ დაიდო სიახლეთქო. იემდია ძალიან ძალიან არ გაიწელება წარმატებები????

 


№6  offline წევრი nini :)

ოჰ ღმერთო ეს რა იყოო....
გავგიჟდიი....
მართა მართა.... მას მართლა მგონი რაღაც სხვა ცხოვრება აქვს და თანაც ავთოზე უარესიი.... და ბოლოს ესენი ერთად იმუშავებენ და ერთი გუნდი გახდება ასე მგონია...
აუ რას უშვება ნუთი ამათ ნერვულ სისტემას... იმედი მაქვს ხვალ ვიხილავთ ახალ თავს და ეს წყურვილიც დაკმაყოფილდება მალე გავიგოთ რა მოხდება... მიყვარს ეს გიჟები და მიყვარხარ შენ ასეთი კარგი ისტორიის შექმნისთვის ♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი esel

სტუმარი ქეთა
კარგიაა. მართა რა გიჟია. საინტერესოა რა ჰქონდა ისეთი მიზეზი, რომ ოთხი წლით გადაიკარგა. ბოლო მომენტში ნუთი შემეცოდა. მის ადგილას წარმოვიდგინე თავი და გამაჟრიალა, მართლაც საშინელებაა ასეთ რეჟიმში ცხოვრება. ეს რეზი ხო სულ მომართულია, როდის მოუგრიხოს კისერი ნუთს.


ერთი თხოვნა მაქვს, სიტყვა"შენისით" აღარ გამოიყენო, სწორი ფირმაა შენით. ძალიან ცუდად ხვდება ყურს

გავითვლისწინებ <3

Qeti qimucadze
რატომ მგონია რომ მართას საიდუმლო ცხოვრებაა აქვს და მამამისივით აქვს აბურდული ყველაფერი არვიციი. ძალიან მომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად გელი. წარმატებწბი

სტუმარი თიკო
რააა საინტერესოააა. ენა მაქვს ჩაგდებული. გელიიი.❤❤❤❤❤❤

სტუმარი მარიამო
აუ ძალიან კარგი თქვი იყო,შემდეგს როდის დადებ?

მადლობა ❤❤❤

სტუმარი ლალო
სალამი, ძააან საინტერესოა ერთი სული მაქ შემდეგს როდის დადებ იქნებ ცოტა თავები გაადიდო ან მალე დადო ან ორი ერთად დადო, ყოველწამს ვნახულობ აბა ხოარ დაიდო სიახლეთქო. იემდია ძალიან ძალიან არ გაიწელება წარმატებები????

მადლობა ❤❤ შევეცდები თავები გავზარდო ❤

nini :)
ოჰ ღმერთო ეს რა იყოო....
გავგიჟდიი....
მართა მართა.... მას მართლა მგონი რაღაც სხვა ცხოვრება აქვს და თანაც ავთოზე უარესიი.... და ბოლოს ესენი ერთად იმუშავებენ და ერთი გუნდი გახდება ასე მგონია...
აუ რას უშვება ნუთი ამათ ნერვულ სისტემას... იმედი მაქვს ხვალ ვიხილავთ ახალ თავს და ეს წყურვილიც დაკმაყოფილდება მალე გავიგოთ რა მოხდება... მიყვარს ეს გიჟები და მიყვარხარ შენ ასეთი კარგი ისტორიის შექმნისთვის ♥️♥️♥️

შევეცდები ხვალ დავდო ❤❤ მადლობა ასეთი თვილი კომენტარისთვის ❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი თიკო

როგორ ველოდები ახალ თავსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent