შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომა 3 თავი


12-05-2021, 02:52
ავტორი ნეაკო
ნანახია 13 430

თამუნა უკმაყოფილო სახით მიაჩერდა ჯერ შვილს შემდეგ კი ქმარს
-უნდა დალიოთ?-ჰკითხა კარგა ხნის ფიქრის მერე და მაშინვე გაექცა ირაკლის ამღვრეულ თვალებს
-რამე არ მოგწონს?-დაუღრინა ცოლს და მოსაცმელი გამოართვა, სწრაფად ჩაიცვა და გარეთ გავიდა
-დედა გთხოვ ბევრი არ დალიო-შეეხვეწა თამუნა კართან მდგომ შვილს
-რამდენსაც მინდა იმდენს დავლევ და რეკვებით ტვინი არ მიტყ.ათ იცოდე-ცოლს გახედა და გარეთ გავიდა
-კოპიო მამაა-აკისკისდა ანი და სახეზე ხელები აიფარა რომ თამუნას გაცეცხლებული სახე არ დაენახა
-უბედურება იცი რა არის?-თავზე წამოადგა გაავებული ქალი შვილს -რომ შენც მამაშენს ჰგავხარ, სამივე ერთნაირი არანორმალურები ხართ
-კაი რა დე, მე რატომ მიბრაზდები-ფეხზე წამოდგა ანი და დედას ჩაეხუტა-ხომ იცი რომ მე შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ
-ვიცი ვიცი-გაეცინა თამუნას და შვილს თავადაც ძლიერად მოხვია ხელები-მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ ავალიანები არანორმალურები ხართ-უთხრა სიცილით და გაბუტული ანი ისევ დივანზე რომ დაჯდა უკმაყოფილო სახით უარესი დაემართა
-წავიდნენ?-ჩურჩულით იკითხა მარიამმა როცა კიბიდან ფეხაკრეფით ჩავიდა და მულის გვერდით დაჯდა დივანზე
-ჰო წავიდნენ-უთხრა ანიმ მოღუშული სახით -მარტივად დააძინე ჩემი გადარეული გოგო?
-კი, ფაქტიურად ეძინა მაღლა რომ ავიყვანე
-მე დაძინებას ვაპირებ, ვიცი შუაღამემდე არ მოვლენ ეგენი, თქვენც დაიძინეთ ლოდინს ნუ დაუწყებთ, მარიამ არ ინერვიულო შვილო არაფერზე დაწექი და დაიძინე -გაუღიმა თამუნამ მათ, ანის შუბლზე აკოცა და საძინებელში შეიკეტა, აია აქ ამ წამს მარიამს რაღაც ძალიან ეტკინა სულში, ისე ძალიან რომ ცხვირი აეწვა და ცრემლებიც კი მოეძალა
-ზოგჯერ ისე მიმენატრება ხოლმე დედა, რომ მინდა თამუნას ჩავეხუტო, ასე მგონია რომ მისი დედობრივი სითბო მეც გამათბობს-შეხედა საცოდავად მულს თითქმის ატირებულმა გოგონამ
-მარიამ-ცრემელები მოეძალა ანისაც და მისი ოდნავ აკანკალებული ხელები ხელში მოიქცია -წარმოდგენაც კი მიჭირს იმის თუ რისი გადატანა მოგიწია მაშინ... წლების წინ როცა თხუთმეტი წლის იყავი...
-დედას დაკარგვამ გამანადგურა... იმის მიუხედავად, რომ ქმარი მყავს და შვილი... მისგან დატოვებული სიცარიელე ვერავის სიყვარულით და ვერაფრით ვერ შევივსე
-ალბათ მთელი ცხოვრება ვერც შეივსებ-დანანებით უთხრა ანიმ -დედა...ეს ხომ ის ადამიანია, ვის გარშემოც, შვილის სამყარო ბრუნავს, ვინც ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, ძლიერი და კეთილი ქალია შვილის წარმოდგენებში რომელიც მას ყველა ტკივილისგან და უბედურებისგან დაიცავს
-დედა მართლა ასეთი იყო-სევდიანად გაეღიმა მარიამს
-ბავშვებო დაძინებას არ აპირებთ?-გამოიხედა თამუნამ საძინებლიდან, ამ დროს მარიამს ნიცას ტირილი შემოესმა და მაღლა გაიქცა, მალევე დააძინა და თავის საწოლში დაწვა, მაგრამ იმის გამო, რომ რაღაცნაირად უსიამოდ უცემდა გული და ვერაფრით მოახერხა დამშვიდება, მითუმეტეს დაძინება, ადგა და გადაწყვიტა ლევანს დალოდებოდა მაგრამ იმდენად დაძაბული და აღელვებული იყო რომ ვერც ასე მოისვენა და ისევ დაწოლა ამჯობინა, ფიქრებით თავატკიებულს მისდა საბედნიეროდ მალევე ჩაეძინა და როცა ალკოჰოლის და სიგარეტის მძაფრმა ნაზავმა ცხვირი აუწვა ძილი გაუკრთა, ხოლო როცა ქმრის უხეში ხელი, მისი კაბის ქვეშ შეცურდა საბოლოოდ გამოფხიზდა და უკმაყოფილო სახით მიაჩერდა ჭარბი ალკოჰოლის მიღებისგან თვალებ ჩაწითლებულ ქმარს, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა არეული მწვანე სფეროებით
-დიდი ხანია მოხვედი?-ჩურჩულით ჰკითხა
-ახლახანს-უთხრა ლევანმა მშვიდი ტონით და მხარზე აკოცა
-ლევან გთხოვ გაჩერდი-მარიამმა ხელი დაუჭირა როცა მისი სიახლოვით გაბრუებულმა ბიჭმა ნელ-ნელა უფრო ზემოთ აცურა და კაბის კიდეც აიყოლა
-მარიამ-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ ბიჭს და თავი მის თმებში ჩარგო, ღრმად შეისუნთქ მისი თმის გამაბრუებელი სურნელი და მომენტალურად ზემოდან მოექცა, სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა და ცხვირის წვერით შეეხო მის გაფითრებულ ღაწვს -უარი არ მითხრა-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან გაღიზინებული ტონით და სანამ სუნთქვა შეკრული და ადგილს მიყინული მარიამი აზრზე მოვიდოდა, მის ცხელ ვნებიან ტუჩებს დააცხრა სასმლისგან გონება არეული ბიჭი, იმის მიუხედავად რომ ეს შეხება მარიამს საერთოდ არ ანიჭებდა სიამოვნებას, არ განაცდევინებდა ადრინდელ ბედნიერებას და მეტიც, საერთო არანაირ ემოციას არ იწვევდა მასში, ქმრის შეჩერება მაინც არ უცდია, მითუმეტეს წინააღმდეგობის გაწევა, რადგან არ უნდოდა გაეგიჟებინა, იმიტომ რომ იცოდა ახლა ამ მომენტში მის უარს და ლევანის გაგიჟებას საბოლოოდ მოჰყვებოდა კითხვები, რომლებზეც ისევ არ ჰქონდა პასუხები არც ლევანისთვოს და არც საკუთარი თავისთვის -ძალიან მომენატრე-მისი ფიქრები ლევანის ჩავარდნილმა ხმამ გაფანტა, რომელმაც ამჯერად ყელზე მიაწება ცოლს ცივი ტუჩები, მარიამში ისევ არანაირი გრძნობა და ემოცია არ ცოცხლდებოდა და მისი ეს სიცივე ლავანსაც კი გადაედო, მაგრამ ცოლის მონატრებული სხეულის შეხებით გამოწვეული სიამოვნება ყველა სხვა გრძნობამ დაახშო და რადგან მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დიდი დოზა ნელ-ნელა სისხლში ინაცვლებდა და უფროდაუფრო მეტად ამღვრევდა მას და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად იპყრობდა ცოლის შეხების ძლიერი სურვილი მის ჯერ კიდევ სასმისგან დახშულ გონებას -მარიამ ძალიან მიყვარხარ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან გაოცებულ ცოლს, გოგონა ძალიან გააბრუა ქმრის ნათქვამმა ამ, მისთვის ზედმეტად ძვირფასმა და მრავლის მთქმელი სიტყვებმა, რადგან უკვე დიდი ხანია აღარ ჰქონდა მოსმენილი მისგან-მარიამ-გაეცინა ლევანს მის ალეწილ სახეზე და ოდნავ ქვემოთ ჩაცურდა
-ლევან-დაიძაბა მარიამი
-არაფერი თქვა-ახედა ირონიული ღიმილით ბიჭმა და კაბა მაქსიმალურად ზემოთ ააცურა ორივე ხელით, მალევე მოაშორა ზედმეტი ტანსაცმელი ფეხებიდან, თვადაც მოიშორა და წამის მეასედში, ერთი უხეში ბიძგით დაეუფლა საყვარელი გოგონას ოდნავ ათრთოლებულ სხეულს, მარიამს მაშინვე ხმა აღმოხდა რომელიც ლევანამ კოცნით დაუხშო, მაგრამ ეს ყველაფერი მარიამისთვის მაინც არაფერს ნიშნავდა, საერთოდ არაფერს, არაფერს განიცდიდა, საერთოდ არაფერს, როგორც კი სუნთქვა აჩქარებული ბიჭი საბოლოოდ დაეუფლა ცოლის სხეულს და განიცადა ის რამდენიმე წამიანი სიამოვნება რაც თავს საბოლოოდ აკარგვინებდა ხოლმე, მაშინვე ცხვირი მის ყელში ჩარგო და კარგა ხანს ასე გაუნძრევდლა იწვა ცოლის სხეულზე -მინდა რომ წამლები აღარ დალიო-დაუჩურჩულა მოულოდნელად ყურთან ახლოს და მაშინვე თავი ასწია, უნდოდა მარიამის სახეზე აღბეჭდილი არცერთი ემოცია არ გამორჩენოდა
-რაა?-უცბათ ვერ გაიაზრა დაბნეულმა გოგონამ რა უთხრა ქმარმა
-მინდა რომ დაორსულდე-უთხრა გამომწვევი ტონით ბიჭმა და ხელი შიშველ მუცელზე დაადო
-ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ-მაქსიმაურად სცადა თავი მოეთოკა და ნერვებს არ აჰყოლოდა გაბრაზებული გოგონა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ მოერია თავს, ქმრის სიტყვებით გამოწვეული მოულოდნელი აგრესია ქმედებით გამოხატა, მისი მძიმე და ცივი ხელი უხეშად მოიშორა მუცლიდან და კაბა ქვემოთ დაქაჩა
-ასე რატომ გაბრაზდი-სახე ზედმეტად მიუახლოვა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა
-მოდი ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ-უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ
-მარიამ-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით და ქვედა ტუჩზე აკოცა -უბრალოდ მინდა რომ წამლების მიღება შეწყვიტო
-გთხოვ-უარესად აღელდა მარიამი და ხელები მიაბჯინა მკერდზე, ლევანი დაემორჩილა და გვერდზე გაიწია, გოგონა სწრაფად ადგა საწოლიდან და სააბაზანაო ოთახში გავიდა, კარგა ხანს ცდილობდა შხაპის ქვეშ მდგომი დამშვიდებას და აზრზე მოსვლას, მაგრამ ვერფრით ახერხებდა მოწოლილ მძიმე ემოციებთან გამკლავებას, რომლებიც მის გულს, გონებას და სხეულს ერთნაირად შხამავდა, ბოლოს როცა, როგორც იქნა მოახერხა და დამშვიდა ტილო შემოხვეული გავიდა მისაღებში და ფანჯარასთან მდგომ ქმარს მიაჩერდა ამღვრეული თვალებით, რომელიც სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა, ბიჭმა გამომწვევად ჩაათვალიერა საყვარელი გოგონას სხეული და უტიფრად გაუშტერა მზერა მის ნახევრად სველ, თითქმის მთლიანად შიშველ ფეხებს რომელსაც ზედმეტად მოკლე ტილო ფაქტიურად ვერ ფარავდა
-ძალიან ლამაზი ხარ-უთხრა უცნაური ღიმილით და მათ შორის არსებული მაძილი წამებში დაფარა, წელზე ძიერად შემოაჭდო ხელები და ტანზე მაქსიმალურად მჭიდროდ მიიკრო მისი ოდნავ ათრთოლებული სხეული
-ლევან-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა დაძბულმა გოგონამ, რადგან მისი შეხებით და სილამაზით გაბრუებულმა ბიჭმა მაშინვე მიისაკუთრა მისი დანამული, თბილი ტუჩები, კოცნა ძალიან ნაზი, თავშეკავებული და ვნებიანი გამოუვიდა მარიამის გასაკვირად
-ასე რატომ მიყურებ?-ჰკითხრა ირონიული ღიმილით როცა როგორც იქნა შეელია საყვარელი გოგონას ტუჩებს
-ვფიქრობ მართლა მოხდა ეს ყველაფერი თუ არა-დაუბღვირა მარიამმა
-ანუ? -ვერ მიხვდა რას გულისმობდა მარიამი
-ანუ ეს მშვიდი და ნაზი კოცნა ხომ არ მომეჩვენა-თქო ვფიქრობდი-განუმარტა და ხელიდან გაუსხლტა
-შენი სიახლოვე ისე მაგიჟებს და იმ დონემდე მაკარგვინებს თავს რომ-ლავანმა მიბრუნებულ ცოლს მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ შეატრიალა-როგორც კი გეხები ეგრევე კონტროლს ვკარგავ საკუთარ თავზე და ვეღარ ვახერხებ გრძნობების მოთოკვას -გაუღიმა და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია, ცოლის ალეწილი სახე ხელებში და მომღიმარი სახით თვალებში ჩააცქერდა, დიდხანს ძალიან დიდხანს უყურებდა ცისფერ აწყლიანებულ თვალბში, რომელიც მისთვის სამყაროზე
მეტი იყო -მარიამ ამას ხშირად არ გეუბნები, მაგრამ... მე შენ...მართლა სიგიჟემდე მიყვარხარ-უთხრა დაძაბული ტონით და საფეთქელზე აკოცა, გოგონას იმავე წამს გააჟრჟოლა სიცივისგან თუ რაიმე სხვა გრძნობისგან თავადაც ვერ გააცნობიერა -შედი გაცივდები-ოთახზე მიანაიშნა -მე კიდევ ერთ ღერს მოვწევ და შემოვალ-გაუღიმა და სახეზე მოეფერა, მარიამს ეტკინა, ძალიან ეტკინა გული, უცნაური სიცარიელის განცდა დაეუფლა მის სხსულს და ქმარს აწყლიანებული ცისფერი სფეროებით ჩააცქერდა მწვანე არეულ თვალებში
-ლევან-დაიჩურჩულა და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ მზერას -გიყვარვარ?-გაბედა და ჰკითხა, თან მზერა მაშინვე მისი ალეწილი სახისკენ მიმართა, უნდოდა დაენახა მის სახეზე აღბეჭდილი ემოციები, რაღაცას ეძებდა მის თვლებში, რაღა განსაკუთრებულს, ალბათ უნდოდა პასუხები მიეღო იმ კითხვებზე როლის დასმასაც რეალურად დღემდე ვერ უბედავდა საკუთარ თავს
-მარიამ ეჭვი ჩემში გეპარება თუ საკუთარ თავში?-ჰკითხა ძლივს შეკავებული მრისხანებით გაღიზინებულმა ბიჭმა და მაშინვე თითები უხეშად მოუჭირა ყბებზე თავი ააწევინა და ამღვრეული მწვანე სფეროებით ჩააცქერდა უკვე აწყლიანებულ ცისფერ თვალებში, გოგონამ მაშინვე მოიშორა მისი ხელები სახიდან მაგრამ უკან დახევა არც უფიქრია
-მიპასუხე! -დაუჩურჩულა ბრაზნარევი ტონით
-მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ-უთხრა ლევანმა ძლივს შეკავებული აგრესიით და მისკენ წადგა ნაბიჯი, მარიამმა კი ინსტიქტურად უკან გადადგა და რამდენიმე ნაბიჯის და კედლეს რომ დაეჯახა ზურგით საშინლად დაიძაბა , უარესი დაემართა როცა წინ აესვეტა ქმარი რომელმაც მაშინვე კედელს მიაბჯინა ოდნავ აცახცახებული ხელები და ხელებშორის მოიმწყვია ის
ცოლი -დანახვის წამიდან შემიყვარდი, გაგიჟებით შემიყვარდი...ახლაც იგივე სიგიჟით მიყვარხარ... და თუ ეჭვი გეპარება -უთხრა ბრაზნარევი ტონით და კიდევ უფრო მიუახლოვა სახე სუნთქვა შეწყვეტილ ცოლს-ჩვენს სიყვარულში დამნაშავე საკუთარ თავში ეძებე! -ლამის უყვირა და პირველი შევარდა საძინებელში.
იმის მიუხედავად რომ მთელი ღამე თეთრად, ტირილში გაათენა მარიამმა, ლევანი ისე მალე მიითიშა რომ ვერაფერი გაიგო და ისეთი ღრმა და მშვიდი ძილით დაიძინა, რომ მის სმენას ვერაფრით მიწვდა გაწამებული მარიამის სლუკინი და მძიმე სუნთქვის ხმა. გამთენიისას ძილმა მაინც წააართვა თვალი და უცნაური ხმაურის გამო მალევე გამოეღვიძა
-დედიკო ვინ მოვიდა?-ნიცა გამოვიდა ოთახიდან და საწოლზე აძვრა დედიკოსთან
-არ ვიცი საყვარელო-სახეზე ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადაუწია შვილს და სახე დაუკოცნა
-მამიკო სად არის?-ოთახი მოათვალიერა თავისის დიდრონი ცისფერი თვალებით
-ალბათ დაბლაა-ივარაუდა მარიამმა და ნიცა საწოლიდან რომ წამოხტა, ინსტიქტურა თავადაც ადგა და ოთახიდან გამოვარდა, ლევანის ხმის გაგონებისთანავე გიჟივით რომ დაეშვა კიბეებზე ნიცა, დაფეთებული მარიამიც უკან გამოეკიდა და დაბლა რომ ჩავიდნენ ხმაურით თავისთავად ყველამ მათ გამოხედა, მარიამი საშინლად დაძაბა ამ უხერხულმა სიტუაციამ და მაშინვე თავი დახარა
-პაპას გოგო-ირაკლიმ ხელში აიტაცა მისკენ გაქანებული ნიცა და ყურადღება მათკენ რომ იქნა მიმართული მარიამმამ გაბედა და თავი ასწია, ახლაღა შეხედა სტუმრებს და ადგილზე გაიყინა რადგან მის წინ იდგა გია, მის გვერდით კი ახალგაზრდა ბიჭი რომლის მხოლოდ პროფილის რაღაც ნაწილს ხედავდა მარიამაი, თუმცა მისთვის ძნელი მისახვედრი არ იყო ის თუ ვინ იყო ის ბიჭი
-გიორგი გაიცანი ჩემი ნიცა-დაარღვია უხერხული სიჩუმს ირაკლის ბოხმა ხმამ და -ჩემი რძალი-მარიამისკენ მომართა ხელი, ბიჭმაც სხვებთან ერთად მისკენ გამოიხედა ღიმილით და ადგილზე გაიყინა, როცა კარგად დააკვირდა გოგონას ალეწილ სახეს დ გაიხსენა თუ სად ჰყავდა ნანახი ეს ცისფერთვალება გოგო, რაღაც უცნაურმა იმედგარუების ტალღამ გადაუარა და სახეზე ცივად მიყინული ღიმილიც კი გაუქრა მალევე
-სასიამოვნოა-ისევ მარიამი მოვიდა პირველი აზრზე და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად თან ისნტიქტურად ლევანს გახედა, რომელიც ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილი ფეხებ გადაჯვარედინენული იდგა და უცნაურად იღიმოდა
-ჩემთვისაც -გაისმა ბიჭის ჩავარდნილი ხმა და მარიამმა მზერა ინსტიქტურად, ქმრის მომღიმარი სახიდან გიორგიზე გადაიტანა რომელმაც მის გაწვდილ ხელს ნაზად შეახო თავისი თლილი თითები და სულ ოდნავ მოუჭირა



№1  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ლევანის და მარიამის ურთიერთობაზე... და გთხოვთ ერთიმსიტყვით დამიწეროთ თქვენი აზრი

თუ ის რაც ამ თავში ავღწერე ზედმეტად გამაღიზიანებელია წასაკითხად ან არ ვიცი, დამთრგუნველი ან უბრალოდ ზედმეტად დეტალებში ავღერ და ეს უბრალოდ არაა საინტერესო /შემგე თავებში წერას ამ თემის გვერის ავლით დავიწყებ.

 


№2 სტუმარი სტუმარი tako_

მე მაინც იმ აზრზე ვრჩები,რომ მარიამი და ლევანი ბოლოს ერთად უნდა დარჩნენ და მარიამი ისევ უნდა 'მობრუნდეს' ლევანისკენ,ამიტომ ვფიქრობ თუ ასე გადაწყვეტ, მერე პირველი ნაბიჯები მარიმმა უნდა გადადგას,ვისურვებდი მისგანაც დამენახა სიყვარული ლევანის მიმართ :) გიორგის გამოჩენამ უკვე გამაღიზიანა :დდ და იმედია მარიამს და გიორგის ზედმეტად არ დაახლოვებ. მოკლედ, მე ლევანისკენ ვარ:)

სტუმარი tako_
მე მაინც იმ აზრზე ვრჩები,რომ მარიამი და ლევანი ბოლოს ერთად უნდა დარჩნენ და მარიამი ისევ უნდა 'მობრუნდეს' ლევანისკენ,ამიტომ ვფიქრობ თუ ასე გადაწყვეტ, მერე პირველი ნაბიჯები მარიმმა უნდა გადადგას,ვისურვებდი მისგანაც დამენახა სიყვარული ლევანის მიმართ :) გიორგის გამოჩენამ უკვე გამაღიზიანა :დდ და იმედია მარიამს და გიორგის ზედმეტად არ დაახლოვებ. მოკლედ, მე ლევანისკენ ვარ:)
ეს ყველაფერი რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ ლევანი შეიცვლება და აზრზე მოვა* დამავიწყდა მეთქვა :დდ

 


№3  offline წევრი ნაია 7

პატარა ასაკში გათხოვებას მოსდევს მსგავსი შეგრძნებები და გაორებები გრძნობებში, თუმცა მე ლევანის სიყვარულის მჯერა და მგონია, რომ მასში რაღაც სასიკეთო ცვლოლებები აუცილებლად მოხდება, რამაც მარიამზეც უნდა იმოქმედოს და დააფიქროს საბოლოოდ...

 


№4  offline წევრი gogincha

იცი რა ნიაკო, შენ წენ ამ სტილით, შესაბამისად ჩჩენ ვიღებთ მკითხველი ვისაც გვაინტერესებს და ვისაც არ მოსწონს უბრალოდ შეუძლია არ წაიკითხოს, მაქსიმუმ შეიძლება რაიმე დეტალზე ვთწვა მე როგორც მკითხვეკმა რომ რაღაც არ იყო დამაკმაყოფილებელი და არა სიუჟეტზე, ასე რომ მშვენიერიე და უნდს გსნაგღძო წერს ♥♥ რაც შეეხება პერსონაჟებს ვთვლი რომ ზოგჯერ არის კრიზისული მდგომარეობა ურთიერთობებში, მგონია რომ დიალოგის ნაკლებობის ბრალი♥

 


№5 სტუმარი სტუმარი ელა

ნიაკო კარგი იყო.რაც შეეხება ლევამს და მარიამს ორივეს ერთმანეთი უყვარს თავისებურად.ლევანი აქედანვე ჩამს რო მესაკუთრეა და უნდა რო ცოლი თავის ჭკუაზე ატაროს და რო ყველაფერზე თავი დაუქნიოს.მარიამს კი ქმრისფან სითფო და ყურადგება და გვერდში ყოფნა აკლია .თავს არ გრძნობს ქალად.მაგრამ ეს ლევანის ბრალი არ არის ასეთ ოჯახში გაიზარდა ასე აგზარდეს მამისმა და დედამისმა.რაც შეეხება გიორგის სურვილი მაქვს რო ლევანს მიახვედროოს როგორ უნდამოექცეს საკუთარ ცოლს და თუ არ შეიცვლება შეიძლება სამუდამოდ დაკარგოს ცოლი .ცოტატი შეეაშინოს და რეალობაში დააბრუნოს.❤❤ვოდები შემდეგ თავს.

 


№6 სტუმარი სტუმარი nazi

ვაუ რა მაგარია სუპერ თავია

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი tako_
მე მაინც იმ აზრზე ვრჩები,რომ მარიამი და ლევანი ბოლოს ერთად უნდა დარჩნენ და მარიამი ისევ უნდა 'მობრუნდეს' ლევანისკენ,ამიტომ ვფიქრობ თუ ასე გადაწყვეტ, მერე პირველი ნაბიჯები მარიმმა უნდა გადადგას,ვისურვებდი მისგანაც დამენახა სიყვარული ლევანის მიმართ :) გიორგის გამოჩენამ უკვე გამაღიზიანა :დდ და იმედია მარიამს და გიორგის ზედმეტად არ დაახლოვებ. მოკლედ, მე ლევანისკენ ვარ:)

სტუმარი tako_
მე მაინც იმ აზრზე ვრჩები,რომ მარიამი და ლევანი ბოლოს ერთად უნდა დარჩნენ და მარიამი ისევ უნდა 'მობრუნდეს' ლევანისკენ,ამიტომ ვფიქრობ თუ ასე გადაწყვეტ, მერე პირველი ნაბიჯები მარიმმა უნდა გადადგას,ვისურვებდი მისგანაც დამენახა სიყვარული ლევანის მიმართ :) გიორგის გამოჩენამ უკვე გამაღიზიანა :დდ და იმედია მარიამს და გიორგის ზედმეტად არ დაახლოვებ. მოკლედ, მე ლევანისკენ ვარ:)
ეს ყველაფერი რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ ლევანი შეიცვლება და აზრზე მოვა* დამავიწყდა მეთქვა :დდ

წინასწარ არ მინდა დავწერო ზუსტად რა და როგორ იქნება მაგრამ გიორგის გამოჩენა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მინდა რომ ლევანმა და მარიამმა სხვა თვალით შეხედონ ცხოვრებას და ერთმანეთი დააფასონ მას შემდეგ რაც ორივე შეიცვლება, მადლობა რომ გამომეხმაურე და გამიზიარე შენი აზრი ❤❤❤❤

ნაია 7
პატარა ასაკში გათხოვებას მოსდევს მსგავსი შეგრძნებები და გაორებები გრძნობებში, თუმცა მე ლევანის სიყვარულის მჯერა და მგონია, რომ მასში რაღაც სასიკეთო ცვლოლებები აუცილებლად მოხდება, რამაც მარიამზეც უნდა იმოქმედოს და დააფიქროს საბოლოოდ...

სწორად აღნიშნე, მარიამის ეს გაუცხოება სწორედ ამან გამოიწვია, რაც ვფიქრობ რომ ლევანმა უნდა გამოსწოროს და ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მასზეა, თუმცა მანამდე ბევრი სურთულე ელოდებათ წინ, მიხარია რომ გამომ3ხმაურე და გამიზიარე შენი აზრი ❤❤❤❤

gogincha
იცი რა ნიაკო, შენ წენ ამ სტილით, შესაბამისად ჩჩენ ვიღებთ მკითხველი ვისაც გვაინტერესებს და ვისაც არ მოსწონს უბრალოდ შეუძლია არ წაიკითხოს, მაქსიმუმ შეიძლება რაიმე დეტალზე ვთწვა მე როგორც მკითხვეკმა რომ რაღაც არ იყო დამაკმაყოფილებელი და არა სიუჟეტზე, ასე რომ მშვენიერიე და უნდს გსნაგღძო წერს ♥♥ რაც შეეხება პერსონაჟებს ვთვლი რომ ზოგჯერ არის კრიზისული მდგომარეობა ურთიერთობებში, მგონია რომ დიალოგის ნაკლებობის ბრალი♥

მადლობა რომ გამიზიარ შენი აზრი ამ საკითხზე, იმის გამო რომ ხშირად მექმნება პრობლემები მსგავსი სიუჟეტების გამო ვცდილობ გავითვალისწინო მკითხველის აზრი და თავიდან ავირიდო გართულებები, მე კი მინდა თამამად წერა, მაგრამ თან უკან ვიხევ, არ მინდა ვინმე ამის გამო გავაღიზიანო.
რაც შეეხება მარიამის და ლევანის ურთიერთობას ჯერ ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება, თუმცა იმდენად არა რომ უკან დასახევი გზა მოვუჭრა რომელიმეს.
კიდევ ერთხელ მადლობა გამოხმაურებისთვია, გავითვალისწინებ შენს ბოლო შენიშვნას ❤❤❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი nazi
ვაუ რა მაგარია სუპერ თავია

ძალიან მიხარია ასეთი შეფასება რომ დაიმსახურა ❤❤❤❤

 


№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელა
ნიაკო კარგი იყო.რაც შეეხება ლევამს და მარიამს ორივეს ერთმანეთი უყვარს თავისებურად.ლევანი აქედანვე ჩამს რო მესაკუთრეა და უნდა რო ცოლი თავის ჭკუაზე ატაროს და რო ყველაფერზე თავი დაუქნიოს.მარიამს კი ქმრისფან სითფო და ყურადგება და გვერდში ყოფნა აკლია .თავს არ გრძნობს ქალად.მაგრამ ეს ლევანის ბრალი არ არის ასეთ ოჯახში გაიზარდა ასე აგზარდეს მამისმა და დედამისმა.რაც შეეხება გიორგის სურვილი მაქვს რო ლევანს მიახვედროოს როგორ უნდამოექცეს საკუთარ ცოლს და თუ არ შეიცვლება შეიძლება სამუდამოდ დაკარგოს ცოლი .ცოტატი შეეაშინოს და რეალობაში დააბრუნოს.❤❤ვოდები შემდეგ თავს.

მადლობა აზრის გაზიარებისთვის, გიორგის სწორედ ეს დანიშნულება აქვს ისტორიაში და იმედია გამომივა რომ სწორად გადმოვცე ის რისი თქმაც მსურს ამ ისტორიით და კონკერეტულად გიორგის პერსონაჟით❤❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი Tekla

ეხლა ის მემართება რაც სანდროს მიმართ მქონდა ლევანის მიმართ ვარ ძალიან პოზიტიურად განწყობილი ან ნეგატიურად რატომ უნდა ვიყვე უყვარს რაც მას ეკუთვნის და ძალიან ვბრაზდები მარიამზე ასერომ იქცევა. თუმცა არც გიორგის მიმართ ვარ ამ ეტაპზე უარყოფითი დამოკიდებულებით მან არიცოდა ვინიყო მარიამი თუმცა ეხლა იცის და ვნახოთ ამის შემდეგ რას იზამს. მინდა ბოლოს ლევანი და მარიამი ერთად დარჩნენ ❤❤

 


№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Tekla
ეხლა ის მემართება რაც სანდროს მიმართ მქონდა ლევანის მიმართ ვარ ძალიან პოზიტიურად განწყობილი ან ნეგატიურად რატომ უნდა ვიყვე უყვარს რაც მას ეკუთვნის და ძალიან ვბრაზდები მარიამზე ასერომ იქცევა. თუმცა არც გიორგის მიმართ ვარ ამ ეტაპზე უარყოფითი დამოკიდებულებით მან არიცოდა ვინიყო მარიამი თუმცა ეხლა იცის და ვნახოთ ამის შემდეგ რას იზამს. მინდა ბოლოს ლევანი და მარიამი ერთად დარჩნენ ❤❤

მიხარია რომ ამ წყვილს გულშემატკივრობ ❤❤❤❤გიორგის გამოჩენა სწორედ იმ მიზანს ემსახურება რომ მარიამმა და ლევანმა უკეთ გააცნობიერინ თუ რამდენად ძვირფასია ოჯახი და რამხელა ძალაა❤❤❤❤მადლობა რომ გამომეხმაურე გამახარა შენმა კომენტარმა

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მარიამი არა დარწმუნებული საკუთარ თავში ქმარს რომ უყვარს ზუსტად ეგ ანგრევს ურთიერთობას მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი მადლობა წარმატებები

 


№13  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
მარიამი არა დარწმუნებული საკუთარ თავში ქმარს რომ უყვარს ზუსტად ეგ ანგრევს ურთიერთობას მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი მადლობა წარმატებები

ზუსტად ამ პრობლემის გადმოცემას ვცდილობ ამ ისტორიით და მიხარია რომ შევძელი და სწორად მოვიტანე ეს ემოციები შენამდე და მკითხველამდე.
მადლობა რომ გამომეხმაურე, გამახარა შენმა კომენტარმა ძალიან ❤❤❤❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი კირა

ნეაკო ლევანი და მარიამი რამდენი წლისები არიან?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent