შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმის საჩუქარი 5 თავი


13-05-2021, 00:09
ავტორი laelake
ნანახია 9 495

5 თავი
მამაკაცი იყო, მაგრამ სახე შავი ნიღბით ჰქონდა დაფარული. გაოცებულები ვუყურებდით, კანკალი ამივარდა. კიდევ ერთხელ გამახსენდა ის ღამე და ყველაფერი ახლიდან ვიგრძენი. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის ან საერთოდ ჩემგან რა უნდა. როგორ უნდა გავარკვიოთ?
_ეს რა ჯანდაბაა? თებე, ვინ შეიძლება იყოს?
გაოცებულმა დუდუმ იკითხა და ტელეფონი გამოართვა ზუზუს.
_არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ვისაც ვიცნობ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არასდროს არავინ დამმუქრებია.
_დედას შევ*ცი, თებე კარგად დაფიქრდი პატარა. ვიღაცას შენი მოკვლა უნდოდა, ვიდეოს რაღატო იღებდა? ვინმესთვის უნდა ენახებინა? ბო*იშვილი ვიყო გავაფრენ.
_წარმოდგენა არ მაქვს.
ხელები გაყინული მაქვს, ნერვიულობისას ასე მემართება. ცრემლებს ვერ ვიკავებ, მგონი პანიკური შეტევა მეწყება. იქაურობას თვალი მოვავლე, დუდუ ტელეფონზე ელაპარაკება ვიღაცას, კარგად ვერ ვხედავ, ყველაფერი ბუნდოვანია, გული მიმდის მგონი.
_ზუ...ზუ
სახელი ამოვილაპარაკე და გულიც წამივიდა.
თვალები გავახილე, ახლაც ბუნდოვანია აქაურობა, მზერა დამეწმინდა და კარგად დავინახე თეთრი კედლები, კარგი შესახედაობის არ იყო, აქა-იქ გაბზარულიყო, ოთახს მზის სხივები ანათებდა, ხელში ტკივილი ვიგრძენი, დავიხედე, გადასხმა მიდგას. საავადმყოფოში ვყოფილვარ. იმდენად მოთენთილი ვარ, ცოტაც და ჩამომეძინება. არც ამას გაცლიან, ოთახში გიო დუდუ და ანამარია შემოდიან, ექიმთან ერთად. ანამარია მთელი ემოციებით, უხსნის ექმის მდგომარეობას. დუდუ მხედავს და ჩემკენ მოდის, სკამზე ჯდება.
_კარგად ხარ?
ახლა მარტო ვაანალიზებ, რომ პირი გამშრალი მაქვს, წყალი სასწრაფოდ მესაჭიროება.
_წყალი მინდა
ხმადაბლა ვეუბნები დუდუს, ისიც მალევე მაწვდის ჭიქას. ნელ-ნელა ვსვამ, გამოცლილ ჭიქას საწოლის გვერდით მდგარ პატარა მაგიდაზე ვდებ.
_კარგად ვარ, სახლში არ მივდივართ?
ზუზუ საწოლზე ხტება და მხიარულად იწყებს საუბარს.
_რა ნერვიული დაქალი მყავს თურმე, შეგვაშინე ქალო. მეორედ ეგრე შეგვაშინებ და აქედან მორგში გადაგიყვანენ.
გიორგიმ არ დააყოვნა, ისეთი წამოარტყა თავში მე მეტკინა.
_ჩერჩეტო, რეებს ლაპარაკობ? მორგში რა უნდა, მანდ კი არ გადაიყვანენ, კუბოთი გაასვენებენ.
_ქლიავო, ამძვრა სკალპი. ამის მაგივრად მე გამიყვანენ ალბათ მკვდარს.
გამეღიმა, ასეთ მდგომარეობაშიც კი შეძლეს ჩემი გამხიარულება.
_მართლა ჩემი სიკვდილი თუ არ გინდათ მოკეტეთ რა.
_ოჰ, ქალბატონს გული აღარ მისდის და ხოდზეა.
_ანამარია, ცოტა გოგოს შესაფერისად თუ ისაუბრებ მადლობელი ვიქნები.
_ასეთი ქუჩის ბიჭი ძმა რომ მყავხარ, ნორმალურად ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ყველაფერი შენგან ვისწავლე.
ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და გაეკრიჭა, ამ ამბებით გართულმა ახლაღა შევამჩნიე ექიმის არ ყოფნა.
_ექიმმა რაო?
_ნერვიულობის ფონზე დაგემართა თურმე.
_შემიძლია წასვლა?
_კი, ექთანი მოვა და მოხსნის გადასხმასო.
მალევე მოვიდა ექიმი, გადასხმა მომხსნა და სახლში გამწერა. აშკარად, მომხდარზე საუბარი არ სურდათ ან თავს იკავებდნენ. სასტუმრო ოთახში სავარძელზე ვისხედით, ისევ მე წამოვიწყე საუბარი.
_თბილისში რომ ჩავალთ, ერთი ჰაკერი ვიცი და მას მივუტან ტელეფონს.
ანამარია აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ დუდუმ დაასწრო.
_ჩემი ძმა გამომძიებელია, მას ვუთხარი. ბოდიში, მაგრამ ვერ მოვიცდიდი, ჩემს სახლში იპარებიან, თან შენ, თავს გესხმიან.
_და შენი ძმა რას მოიმოქმედებს?
_ტელეფონს გადაამოწმებს, ეცდება გამოიძიოს, რატომ ცდილობდნენ შენს გაგუდვას.
_კარგი, სახლში არ წავალთ გიო?
_კი თე, მაგრამ ჯერ დაისვენე, ხვალ წავიდეთ კარგი? დასვენება გჭირდება.
_კარგი.
მალევე წავედით დასაძინებლად, ამჯერად კარგად ჩარაზეს ფანჯრები და კარები. შუაღამის სამი საათი იქნებოდა, კარების ჩხაკუნმა გამაღვიძა, შეშინებული წამოვჯექი და უკან გავჩოჩდი, კარები გაიღო, მაღალმა სილუეტმა ჩემკენ იწყო სვლა, უცებ სკამიდან ვიღაც წამოდგა და საწოლს გადაეფაერა. შემეშინდა, ტირილი ამივარდა, გაუზრებლად ყვირილიც დავიწყე.
_თებე, სასწრაფოდ გიორგისთან წადი.
დუდუს ხმა გავიგე, მაგრამ ვერ გავინძერი, თითქოს სხეულის ყველა ნაწილი გამიშეშდა. გასროლის ხმაც მალევე მოჰყვა, დუდუ იატაკზე დაეცა. რაც შემეძლო მთელი ხმით ავკივლდი, ძალა მომეცა და დუდუს სხეულს მივვარდი. უცნობმა ხელებზე მომკიდა ხელი. ნერვიულობისას ყველაფერი მავიწყდება, ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდებთ, რომ გითხრათ არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი მანქანაში თქო. გონს მაშინ მოვედი, მანქანა სწრაფად რომ მოსწყდა ადგილს. სახელურს წვალება დავუწყე.
_ტყუილად წვალობ პატარავ, ვერ გააღებ.
ბოხი ბარიტონით თქვა და ნიღაბი მოიძრო. ვიგრძენი სხეული როგორ დამიბუჟდა, ოღონდ ეს არა, ახლა არა რაა! სუნთქვის უკმარისობა დამეწყო და აი მანდ მივხვდი, მკვდარი ვარ. ამ ბიჭს რა ეცოდინება როგორ მიშველოს, სამწუხაროდ არც ინჰალატორის წამოღების დრო მქონია. ვერ ვსუნთქავ ნამდვილად მოვკვდები. ხელს მაჯაზე ვკიდებ, აგდებულად რომ მიყურებს მხოლოდ მაშინ ვიღებ ხმას.
_ვეე...რრ ვსუნ...თქავ.
წამიერად გამომხედა, ჩაიცინა და ისევ საჭეს მიუბრუნდა.
_ეგ ზღაპრები ჩემთან არ გაგივა.
მართლა აღარ შემიძლია სუნთქვა, ცრემლების ნაკადი გადმოვუშვი, ვცდილობ ფანჯარა ჩავწიო, ეს ცდაც უშედეგოა. რამოდენიმე წუთში ერთხელ, ჩემკენ აპარებს მზერას. სადაცაა გონებას დავკარგავ, გამტაცებელი ხვდება და მანქანას აჩერებს. ჩემკენ იწევა და გულში მიკრავს, ვუძალიანდები. ამ კუნთებს რას გაუძალიანდები შვილო, რაიყო დარბაზში ცხოვრობს? ყოჩაღ მე, ამის გაფიქრების თავი რომ მაქვს.
_პანიკური შეტევა გაქვს? ამის დედაც.
ხმას ვერ ვიღებ, ფანჯრებს წევს და ლაპარაკს იწყებს.
_ფუ ჩემი, ახლა რამე კარგზე უნდა გელაპარაკო ხო? შენი საყვარელი ადამიანები წარმოიდგინე, ის ს*რი დუდუ მაგალითად.
მაინც ვერ ვწყნარდები, გული მიმდის, ყველაფერი შავია...



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

სასწრაფოდ ვითხოვ ახალ თააავს!!!!
თუ მალე არ დადებ მოვკვდები(პირდაპირი მნიშვნელობითთთ)

 


№2  offline წევრი laelake

სტუმარი მარიამი
სასწრაფოდ ვითხოვ ახალ თააავს!!!!
თუ მალე არ დადებ მოვკვდები(პირდაპირი მნიშვნელობითთთ)

ვგიჟდები შენზეეე, მარტო შენ გამო ღირს წერაა heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

laelake
სტუმარი მარიამი
სასწრაფოდ ვითხოვ ახალ თააავს!!!!
თუ მალე არ დადებ მოვკვდები(პირდაპირი მნიშვნელობითთთ)

ვგიჟდები შენზეეე, მარტო შენ გამო ღირს წერაა heart_eyes heart_eyes kissing_heart

ხოდა ჩემს გამო წერე ხოლმე ცოტა მალ-მალე თორემ ვკვდები ისე მაინტერესებს.მალ მალე წერე და თან ჩემს მეგობრებსაც ვურჩევ ამის წაკითხვას.ოღონდ არდააგვიანო თორემ მოგკლავენ????

 


№4 სტუმარი Stumari babi

ვაიმე ეხლა გაწყვეტა შეიძლებოდა????სასწრაფოდ ახალ თავს ვითხოვ????????!!!

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

Stumari babi
ვაიმე ეხლა გაწყვეტა შეიძლებოდა????სასწრაფოდ ახალ თავს ვითხოვ????????!!!

მეც მაგას ვეუბნები მაგრამ გვაწვალებს.
მიტინგი მოვუწყოთ

 


№6  offline წევრი laelake

Stumari babi
ვაიმე ეხლა გაწყვეტა შეიძლებოდა????სასწრაფოდ ახალ თავს ვითხოვ????????!!!

ვეცდები რომ მალე დავდო heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

laelake
Stumari babi
ვაიმე ეხლა გაწყვეტა შეიძლებოდა????სასწრაფოდ ახალ თავს ვითხოვ????????!!!

ვეცდები რომ მალე დავდო heart_eyes heart_eyes

აუ ხოო რაა,ცოტა მალე დადეე,გემუდარებიი,გთხოოვ

 


№8  offline წევრი laelake

სტუმარი მარიამი
laelake
Stumari babi
ვაიმე ეხლა გაწყვეტა შეიძლებოდა????სასწრაფოდ ახალ თავს ვითხოვ????????!!!

ვეცდები რომ მალე დავდო heart_eyes heart_eyes

აუ ხოო რაა,ცოტა მალე დადეე,გემუდარებიი,გთხოოვ

ახლა ვწერ ზუსტად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent