შეცდომა 6 თავი
მარიამის ქცევით გაღიზანებული ბიჭი თავისდაუნებურად ისე ძლიერად უჭერდა ხელს მაჯაზე ცოლს რომ სიმწრისგან ლამის ცრემლები გადმოსცვივდა გოგონას -ლევან...მტკივა-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ მარიამს და მწვანე ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა ქმარს, გაცეცხლებულმა ბიჭმა წამლის ფირფიტა ხელიდან წაგლიჯა დამფრთხალ ცოლს და ხელი უხეშად გაუშვა მის მაჯას, მაშინვე კარადას ეცა და კოლოფიც აიღო თაროდან -რას აკეთებ-უნებურად წამალს წაეტანა მარიამი -შენ რა გაგიჟდი?-უყვირა როცა მოსაცმელის ჯიბეში ჩაიდო სახე ალეწილმა ბიჭმა წამლები -აღარ დალევ-უთხრა მბრძანებლური ტონით და ზედმეტად მიუახლოვდა ცოლს -დავლევ-ასლუკუნდა მარიამი და აწყლიანებული თვალებით ახედა ქმარს -მინდა რომ აღარ დალიო-შეცვალა ტონიც და სიტყვათა წყობა, ისე თითქოს ეს რამეს ცვლიდა -დამიბრუნე... იცოდე მაინც წავალ და ვიყიდი-ატირდა ბოლოს მარიამი -ასე რატომ იქცევი?-მისმა ცრემლებმა ლევანი დააბნია და ინსტიქტურად ხელი მისი გაფითრებული სახისკენ წაიღო მაგრამ მარიამმა მაშინვე გვერდზე გასწია თავი და უფლება არ მისცა რომ შეხებოდა,ცოლის ცრემლებით და ქცევით გაბრაზებულმა ბიჭმა ხელი ძლიერად მომუშტა და დაბლა დაუშვა, დიდხნას ძალიან დიდხანს უყურებდა სახე წაშლილი ბიჭი ცოლის ცრემლიან პროფილს და თვალს ვერ წყვეტდა, რაღაცნაირად კიდევ უფრო ელამაზებოდა ცოლი ამ წუთებში -მარიამ-დაიჩურჩულა საყვარელი გოგონას სახელი, ხელი გადახვია და გულზე მიიკრო, მაგრამ მარიამმა მაშინვე მკერდზე მიაბჯინა ხელები და უკან დაიხია, ლავანს ყველაზე მეტად მარიამის ეს ქცევა აღიზიანებდა ხოლმე ამიტომ ახლაც აფეთქდა -ამიხსენი შენი ცრემლები რას ნიშნავს-აკანკალებული ხელები მკავებზე წაავლო და სულ ოდნავ მოუჭირა -ხელი გამიშვი-მარიამის ტონმა და მზერა უარესად გააგიჟა ისედაც გაღიზიანებული ბიჭი ამიტომ თავი ვეღარ მოთოკა და ბოლო ხმაზე უღრიალა -რატომ მექცევი ასე? რა არის რეალურად შენი ცრემლების მიზეზი?!-და სწორედ ამ დროს ოთახიდან ატირებული ნიცა გამოვარდა, ლევანმა მაშინვე ცივად გაუშვა ხელი ცოლს და უკან დაიხია -მის დედასაც შევეციი-იყვირა როცა მარიამს კვლავ ცრემლები გადმოსცვივდა და ოთახიდან გიჟივით გავარდა, თან კარი ისე ძლიერად გაიჯახუნა რომ დედა-შვილი ადგილზე შეხტნენ შიშისგან და მოულოდნელობისგან, მარიამზე ისე იმოქმედა ამ ყველაფერმა რომ აზრზე მოსვლა კარგა ხანს ვერ შეძლო და ისიც კი ვერ მოახერხა რომ ნიცა ხელში აეყვანა და დაემშვიდებინა -დედიკო, შენ მინდა-ახედა ცრემლიანი თვალებით პატარამ და ხელები გაუწოდ დედას, მარიამზე ისე საშინლად იმოქმედა ამ ყველაფერმა რომ უარესად ატირდა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე, პატარა ხელში აიყვანა, თავზე აკოცა და გაუღიმა, ამ დროს ძალიან გაბრაზდა საკუთარ თავზე რომ ვერ შეძლო ემოციებთან გამკლავება და შვილისთვის ამ სტრესის არიდება -ჩემო ლამაზო აღარ უიტირო კარგი?-თავზე აკოცა-ნახე დედიკოც აღარ ტირის-უთხრა მხიარული ხმით და ნიცამაც მაშინვე გაუღიმა და პატარა ხელები შემოხვია კისერზე, მარიამს გული სიყვარულით და ბედნიერებით აევსო, უკვე თვალებ მილულული ნიცას საწოლში დაწვენა გადაწყვიტა, მაგრამ მანქანის ხმა გაიგო და მისაღებ ოთახში გავიდა , ფარდა ოდნავ გადასწია და ლევანის მანქანას მიაჩერდა რომელიც ეზოს ღია კარში გიჟივით გააყენა გაცეცხლებულმა ბიჭმა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა, მარიამმა უემოციო სახით იქამდე გააყოლა თვალი მიმავალ მანქანას სანამ მოსახვებში საბოლოოდ არ გაუჩინარდა, ისევ ცრემლები მოეძალა და სწრაფად დააწვინა ნიცა საწოლში,თუმცა პატარას ოთახიდან მაინც ატირებული გამოვიდა, იმის მიუხედავად რომ მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა მოწოლილ ცრემლებს და ემოციებს მაინც ვერ მოერია თავს, მაინც ვერ გაუმკლავდა საკუთარ უსუსურობას, ამიტომ საწოლზე პირქვე დაემხო და უფლება მისცა საკუთარ თავს რამდენიმე წუთით სასოწარკვეთილი , უბედური და ყველაზე ესუსტი ყოფილიყო, თუმცა ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წუთას გაგრძელდა, მალევე დამშვიდდა, ფეხზე წამოდგა, კარადიდან საზაფხულო საბანი აიღო და ნიცას ოთახში შევიდა, შვილის გვერდზე დაწვა და ცხვირი მის თმებში ჩარგო, ამ ნაცნობმა საყვარელმა და ტკბილმა სურნელმა სასიამოვნოდ გააბრუა და ღიმილი მოჰგვარა სახეზე, სულ ოდნავ შეახო ცივი ტუჩები მის შუბლს და მაშინვე გაუთბა გაყინული სხეული. იმის მიუხედავად რომ ანის აკრძალვა ჰქონდა სასმელზე ვაჩეს ძალდატანებით და სურვილით სამი ჭიქა მისთვის უცხო კოქტეილი დალია, რამაც ძალიან მალე სასიამოვნოდ გააბრუა, ამის გამო რომ ძალიან სუსტად და კარგად გრძნობდა თავს ალკოჰოლის სისხლში ბადასვლის და არევის შემდეგ, კიდევ დალია რამდენიმე ჭიქა სხვადასხვა სასმელი და საბოლოოდ დაკარგა აზროვნების უნარი. ტელეფონის გაბმული ზარის ხმამ ანის დახშულ სმენამდე გაჭირვებით მიაღწია, დამძიმებული ქუთუთოები წვალებით გაახილა და ისევ დახუჭა, რადგან აზრზე მოსვლა ვერ შეძლო იმ წამებში, მაგრამ როგორც კი გააცნობიერა რომ საწოლში სრულიად შიშველი იწვა ადგილზე გაიყინა, თვალები გაახილა და გარე განათების მკრთალი სინათლის ფონზე ოდნავ განათებულ ოთახს შემოატარა, საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა და ვიღაცის მძიმე სუნთქვის ხმა რომ ჩაესმა ყურში შიშისგან შეკივლა, მაშინვე საწოლის გადასაფარებელი აიხვია სხეულზე და საწოლის ბოლოში მიიყუნჭა -რა ხდება-თავი გაჭირვებით ასწია ვაჩემ და დამფრთხალ გოგონას ეომ ჰკიდა თვალი გაუღიმა -როგორ ხარ პატარავ?-ჰკითხა მომღიმარი სახით და საწოლზე წამოჯდა, შეშინებული ანი ძალიან დაძაბული ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას -სახლში წაგიყვანო თუ შენით წახვალ?-ჰკითხა ისე რომ მისკენ არ მოუხედია და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო, ანიმ არაფერი უპასუხა, ახლა ისე იყო დაძაბული, შეშინებული და არული რომ აზრზე მოსვლას საერთოდ ვერ ახერხებდა არა თუ მისი ნათქვამი სიტყვების გააზრებას, როცა ვაჩე ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა შეშინებულმა უკან დაიხია -არ შემეხო-უთხრა ზიზღით და ცრემლები მოეძალა -არ გინდა რა ეს სენტიმენტები-უთხრა გამაღიზიანებელი ტონით ბიჭმა და სიგარეტს მოუკიდა -გაეთრიე-უყვირა გოგონამ და როცა უკმაყოფილო სახით ოთახიდან გავიდა ვაჩე, ანი მაშინვე საწოლიდან წამოვარდა, სწრაფად ჩაიცვა ძირს დაყრილი ტანსაცმელი და გიჟივით გავარდა მისაღებში ვაჩემ მისკენ რომ წადგა ნაბიჯი დამფრთხალმა გოგონამ უყვრა -არ გაბედო ,არ გაბედო და არ მომიახლოვდე -ასე რატომ იქცევი?-შეიცხადა ბიჭმა -აქ ძალით ხომ არ მომიყვანიხარ?-შეიცხადა და ანის ძირს დაგდებული ჩანთა აიღო -მე...-დაიწყო ანიმ და ხმა ჩაუწყდა-მე თითქმის არაფერი მახსოვს-თქვა ჩურჩულით და თავი დახარა -ანი-ვაჩე მიუახლოვდა აკანკალებულ გოგონას და ნიკაპზე უხეშად წაავლო ხელი-ის...ჩვენ ორივეს გვინდოდა-უთხრა ბრაზნარევი ტონით და ხელი გაუშვა მის სახეს -მე...-საცოდავად ახედა გოგონამ და მასინვე გაექცა მის ამღვრეულ თვალებს -შენ ცდილობ რომ მე დამადანაშაულო, არადა აქ შენი სურვილით გამომყევი.... -თავის მართლებას ცდილობ?-გაბრაზდა ანი დატირილი შეწყვიტა -არა ვცდილობ! გაგახსენი ის თუ რა და რატომ მოხდა, იმიტომ რომ არასწორი რეაქცია გაქვს მომხდარზე -მიახალა ბიჭმა და მისი ჩანთა დივანზე მიაგდო -მე უნდა წავიდე-ამოილუღლუღა ხმა ჩამწყდარმა გოგონამ და ჩანთას წამოავლო ხელი -კიდევ როდის შევხდებით?-ბიჭის ტონმა და სიტყვებმა იმდენად საშინლად იმოქმედა ანაზე რომ მოულოდნელად სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა გაფითრებულ ღაწვებზე -არასდროს-უთხრა ბრაზნარევი ტონით და მიტრიალდა, მოულოდნელად ვაჩემ მაჯაში ხელი წაავლო და თავისკენ შეატრიალა -მოგვიანებით დაგირეკვ და იცოდე მიპასუხე-უთხრა ძალიან გამაღიზიანებელი ტონით -შენთან დაშორებას და შენზე უარის თქმას არ ვაპირებ -ხელი გამიშვი-გაიბრძოლა გოგონამ და ვაჩემ რომ მკლავებში მოიმწყვდია უარესად აფართხალდა -შენ ჩემი გოგო ხარ უკვე -დაუისინა ბიჭმა და მის ტუჩებს დააცხრა, ანის საშინლეიმზიზღის გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში და როგორც კი ბიჭი მის ტუჩებს მოწყდა და ხელები გაუთავისუფლა გოგონამ მთელი ძალით გაარტყა სახეში ხელი -აღარ გაბედო ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა-უთხრა მკაცრი ტონით და სახლიდან გიჟივით გამოვარდა. თამუნა ადგილს ვერ პოულობდა, აგიჟებდა ის ფაქტი რომ არცერთი შვილი არ პასუხობდა მის ზარებს, ერთადერთი რაც ამშვიდებდა ის იყო რომ ირაკლის გათიშულ მთვრალს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა რომ უკვე ღამის სამი საათი იყო და ანი ჯერაც არ იყო შინ დაბრუნებული, ლევანიც ჯიუტად არ პასუხობდა მის ზარებს და წარმოდგენა არ ჰქონდა და-ძმა ერთად იყვნენ თუ არა, ან საერთოდ რა ხდებიდა მათ თავს, დივანზე მჯდომ ლოდინისგან დაღლილ თამუნას ბოლოს მაინც ჩაეძინა და კარის ხმაზე შეშინებული წამოვარდა ფეხზემ სახე წაშლილ ანის რომ ჰკიდა თვალი საშინლად დაიძაბა -მოხდა რამე?-რადგან რომ დააკვირდა მიხვდა რომ ნამტირალევი იყო -არაფერი-უთხრა ჩამწყდარი ხმით გოგონამ და ოთახში შეიკეტა, კარს მიეყრდნო ზურგით და იატაკზე დაეშვა ატირებული. ლევანი გამთენიისას დაბრუნდა სახლში, თამუნამ რომ შეატყო მთვრალი იყო არაფერი უთხრა და გულ დამშვიდებული შევიდა თავის საძინებელში, ლევანმა კიბეები ნელ-ნელა აიარა და ოთახში ფეხაკრეფით შევიდა, საწოლი ხელუხლებელი რომ დაუხვდა მაშინვე სუნთქვა შეეკრა შიშისგან და ადგილზე გაიყინა, როცა პორველი შიშის ტალღამ გადაუარა და აზრზე მოსვლა შელო მაშინვე ნიცას ოთახს მიაშურა და კარი აკანკალებული ხელით შეაღო, ერთმანეთზე ჩახუტებული დედა-შვილი რომ დაინახა გული სიხარულით აევსო და რაღაცნაირი ბედნიერების გიჟურმა გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში, მარიამს სუნთქვა შეეკრა როგორც კი კარის შეღების ხმა გაიგო და თვალები დახუჭა შეშინებულმა, რადგან დარწმუნებული იყო რომ მთვრალი იქნებოდა ლევანი, რაც იმას ნიშნავდა რომ მასთან ლაპარაკს ახლა აზრი არ ჰქონდა და ყ ელა შემთხვევაში იჩხუბებდნენ, ლევანი დიდხანს ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო, ბოლოს ოთახიდან გავიდა და საწოლზე დაწვა, ბალიში ჩაიხუტა და თავი ძილს მისცა. დილით როგორც კი თვალი გაახილა მაშინვე ნიცას ოთახს მიაშორა და იქ რომ არ დავდა დედა-შვილი თავისდაუნებურად აღელდა და დაბლა ჩავიდა -დე ნიცა მარიამი სად არიან? -პარკში წავიდნენ-გამოსძახა სამზარეულოდან თამუნამ -მამა ადგა?-იკითხა ლევანმა და სწორედ ამ დროს ირაკლი სააბაზანოდან გამოვიდა სახე წაშლილი -ნუ ყვირი თავი მისკდება ისედაც-დაუღრინა შვილს და მაგიდასთან დაჯდა მოჟამული სახით-თამუ გააკეთე უკვე წვნიანი?-გასაძახა ცოლს -კი, კი ახლავე მოგიტან-და რამდენიმე წამში სუფრა გააწყო თამუნამ -მა შეგიძლია ოთხასი ლარი მომცე?-დაიწყო ლევანმა ყოყმანით -უკვე გაგითავდა ხელფასი? -აბუზღუნდა თამუნა-ორი კვირის წინ არ აიღე? -გამითავდა და რა ვქნა ახლა?-გაბრაზდა ლევანი -ჰა მა მომცემ ფულს თუ არა? -საფულეშია და აიღე რამდენიც გინდა -უთხრა ირაკლიმ უჟმური სახიზტ და წვნიანის ჭამა განაგრძო -მანქანა ხელოსანთან უნდა წავიყვანო და მაშინ მეტს ავიღებ-შორიდან მოუარა სათქმელს ლევანმა -ხელოსანთან? -აღელდა თამუნა -არ მითხრა რომ გუშინ მთვრალი ვინმე დაეტაკე ისევ -მთვრალი იჯექი?-დაუბღვირა ირაკლიმ შვილს -აქ რაა... უბანში, გიას ბიჭის მანქანას მივარტყი-თავი იმართლა ლევანმა -ღმერთო ჩემო-აღმოხდა შეშინებულ ქალს -ფარი გამიტყდა მარტო დაწყნარდი, იმისას ბევრი არაფერი ჭირს-დაამშვიდ დედა -იმისიც უნდა გააკეთო?-ინტერესით ჰკითხა ირაკლიმ შვილს -არა, არ მინდაო გაიგიჟა თავი გიორგიმ-გაეცინა ლევანს -ჰო კაი ბიჭია ეგ-გაუღიმა ირაკლიმ -მთვრალი აღარ დაჯდე იცოდე-უთხრა მკაცრი ტონით და მაგიდოდან ადგა. -კაი მე წავედი... ჰო მართლა ანი გუშინ რომელზე დაბრუნდა?-თავზე წამოადგა დედას, თამუნა საშნინლად დაიბნა და დაიძაბა -პირველი იყო თუ არ ვცდები- იცრუა ქალმა და მაშინვე გაექცა შვილის თვალებს. მარიამი მომღიმარი სახით უყურებდა ნიცას რომელიც საქანელაზე ქანაობდა -დილა მშვიდობისა მარიამ-მოესმა ზურგს უკნიდან თითქოს ნაცნობი და ამავე დროს უცნობი ხმა და დამფრთხალი მაშინვე ხმისკენ მიტრიალდა, ადგილზე გაიყინა ზედმეტად ახლოს მდგომ, მომღიმარ გიორგის რომ ჰკიდა თვალი, იმდენად დაიბნა, იმდენად დაიძაბა, იმდენად აირია რომ ვერაფერის თქმა ვერ მოახერხა, უბრალოდ უყურებდა შავ აციმციმებულ თვალებში და მასში ჩაკარგული იქიდან თავოს დაღწევას ცდილობდა -როგორ ხარ?-ბიჭის ხმამ გონს მოიყვანა და მაშინვე უკან დაიხია რადგან მისმა სასმიამოვნო სურნელმა ცხვირი აუწვა და გააბრუა - დილა მშვიდობის-უთხრა ჩავარდნილი ხმით და მაშინვე გაექცა მის გამომწვევ მზერას -კარგად ვარ... თქვენ როგორ ხართ? -უპასუხა დაგვიანებით -მოდი შენობით ვილაპარაკოთ რა-გაუცინა ისევ ბიჭმა და ნიცას გახედა -ძაან საყვარელი შვილი გყავს -მადლობა -სულ რამდენიმე წამით შეხედა გოგონამ და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ მზერას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.