წვიმის საჩუქარი 8 თავი
8 თავი ალბათ მიხვდებოდით უარი რომ ვუთხარი, ჩემს დედიკოს ვერ დავტოვებ მარტო. ვატოს უკეთ გაცნობა მეც მინდა, ერთადერთი ძმა მყავს და მასაც კარგად რომ არ ვიცნობდე სირცხვილია. აჰჰ, ღმერთო! ლექციები მეწყება, ძალიან ვნერვიულობ. ძალიან მინდა უნივერსიტეტი მაგრამ, ცოტათი შეშინებული ვარ. თებე, აბა იქნებ ადგე ახლა. მშვიდად ადგომას ვინ გაცლის, საბანი გადავიხადე და კივილი მომესმა. ვიღაც კიოდა? რასაც ღრიალი მოყვა. ახლა უკვე, ორი ადამიანი ღრიალებდა. ისე წამოვხტი საწოლიდან არც დამიხედავს რა მეცვა, საიდანაც ყვირილი მოდიოდა იქით გავიქეცი. ჰოი, საოცრებავ! ნოეს ოთახის კარგი შევაღე, ანამარია ძირს ეგდო ნოე ზემოდან ეწვა. უკაცრავად? რა ხდება? ჩემი ცუცურაკი დაქალი რეებს ასწრებს? საწოლიდან, შხვართი ლამაზი გოგო რომ წამოდგა, მესამე ხმაში მეც ვკიოდი. მინდა დავაზუსტო. სამი? ანუ, სამი ერთად? ფუუ, ანამარია შე გარყვნილო. ახლა საიდანღაც ბიჭი არ წამოდგეს მეშინია. კარგი რაა... მალევე ოთახში დამსწრე საზოგადოება გაჩნდა. ვატომ და ნიცამ ბავშვებს თვალებზე ხელი რომ ააფარეს და ოთახიდან გაიყვანეს, მაშინ მივხვდი აქ მეც ზედმეტი ვიყავი. ანამარიაზე ვიტყვი ორ სიტყვას. ახლა შეიძლება იფიქროთ, რაიყო ცხრამეტი წლის გოგო რამ გადარიაო. ანამარია ძალიან ევროპაშია გაჭრილი, მაგ საკითხში, მაგრამ არამგონია წინა ღამიდან რაიმე ახსოვდეს. ამას თუ გავითვალისწინებთ, შემიძლია გითხრათ, დღეს ანამარიას დაწყნარება მე მომიწევს. სულ აღვირახსნილად კი ლაპარაკობს, მაგრამ მე ხომ ვიცნობ? ვიცი, ჯერ არც კი უფიქრია ვინმესთან დაწოლა. სჯერა, რომ თუ ვინმე გიყვარს, მარტო მაშინ უნდა დაწვე მასთან. სამზარეულოში ვიყავი, წყალს ვსვავდი გაფართოებული თვალებით, ნიკა რომ მომიტრიალდა და ლაპარაკი დაიწყო. _შენ რაღა გაკივლებდა? _რასქვია რა მაკივლებდა, რა მაკივლებდა და...- ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მომღიმარ ნიკას გავხედე. _ჰო, რა გაკივლებდა? ისე მკითხა თითქოს გასაოცარი არაფერი არ იყო, მეც დავფიქრდი რაიმე ხო არ მომეჩვენა თქო? ლუღლუღი დავიწყე, სამი თითიც ავწიე. _სამში... იმათ სამში, ანამარია. რას მახსნევინებ? _შენ მაგაზე არ უნდა ინერვიულო, მათი გადაწყვეტილებაა და თვითონ გაარკვევენ.-ტუჩებზე ენისწვერი გადაისვა- შენ შენს გადაწყვეტილებებზე აგე პასუხი. _რას გულისხმობ? _ლამაზი საღამურია. თვალები მოერედ გამიფართოვდა, სკამიდან სწრაფად წამოვდექი, ჭიქაც ისე სრაფად ავიქნიე, რომ ცივი წყალი ჩემს უმოკლეს პენუარს გადაესხა. აი ახლა, მართლა სირცხვილია. თებროლე, ჩაგიტანოს მიწამ კარგი? თურაშაულის ვაშლივით გავწითლდებოდი, ზისტად ვიცი. რატომ მიახლოვდება? რა უნდა? წელზე მომკიდა ხელი და სხეულზე ამიკრა. _რა საყვარელი ხარ, როცა წითლდები. ცხვირზე მაკოცა, ხელები შემიშვა და გავიდა სამწარეულოდან. რა შემიძლია გითხრათ იმის გარდა, რომ ახლა ანამარიაზე უნდა ვკონცეტრირდე. ოთხი საათია, სასტიკად ცხელა. მე და ზუზუ ოთახში ვზივართ და განვიხილავთ, გუშინ რა დალია ისეთი, რომ არაფერი არ ახსოვს. მე ხომ ყველაფერი კარგად მახსოვს? დედაზე მეფიქრება, ნეტავ როგორაა? ყველაფერი არეულია, ისევ მთაშია და არც მისი ნაჩუქარი ყელსაბამი ჩანს. გიას ნახვაც რომ მინდა? ერთი-ორი მწარე სიტყვა როგორ არ ვუთხრა? ყველაფერი ჩავალაგეთ, სახლში ხვალ წავალთ. ზეგ ლექციები გვეწყება. _არა, იცი რა მითხრა? _რაო? _რადა, საღ აზრზზე რომ ვყოფილიყავი არც მე დავწვებოდი შენთანო. ეგ არ მადარდებს მაგრამ მაგ ცხოველთან როგორ ვიწექი? _ოო კარგი ახლა, მერე რა. ერთხელ უსიყვარულოდ იწექი ადამიანთან, არ იქცევა ქვეყანა. _აუ რავი რა, თავს რაღაცნაირად ვგრძნობ. _გკითხავდი როგორი იყო თქო, მაგრამ ჰა, არ გახსოვს არაფერი. _ნუ მიმატებ იდიოტო, გამოდის რო გოგოსთანაც ვიწექი? _აბა რა ვიცი, რა გითხრა. კიდევ კარგი გიორგიმ არ იცის, დაგცინებდა მაგრად. _არ მცემოს და დაცინვას დავეძებ? კარები ნოემ შემოაღო. _ჩამო თებე, საჭმელი მზადაა.- ანამარიას გახედა თვალი ჩაუკრა-უი, ჩვენ გავიმეოროთ როცა გენდომება. _იცი, მერიდება თქმა, მაგრამ, დიდად ვერ ვისიამოვნე. ვიცი ძნელია ამის მოსმენა მაგრამ თავს ნუ მოიკლავ. _რა გატლეკილი ენა გაქვს, ლაწირაკი ბავშვი. ასე მარტივად გააბრაზა ნოე, ისიც უცებ გავიდა ოთახიდან. ნიცასთან დაახლოება მინდა, ძალიან საყვარელი გოგოა, მაგრამ ჯერ ვატოს არ ვიცნობ კარგად და... ზუზუს ვუთხარი, არ ინერვიულო გიჩალიჩებ უცებო. ზუზუ, ზუზუა... დიახ, იჩალიჩა, საღამოს სასეირნოთ წავედით მე, ნიცა და ანამარია. _ნიცა, მოგვიყევი რა შენი და ვატოს ისტორია. _აღარ გავჩერდები იცოდეთ! თავისი საყვარელი სიცილით გაგვიცინა, კომფორტულად მოთავსდა თხრობის დასაწყებად. _ნუ გაჩერდები გენაცვალე, დაწვრილებით გვინდა ყველა დეტალი. _ჩემი მეგობრის სთორიში ვნახე, ძალიან მომეწონა. გულმა მიგრძნო, რომ ჩემი მეორე ნახევარი იყო-თქო ვერ გეტყვით, მაგრამ გულში კი ჩამივარდა. ჩემი დაქალი მიდიოდა ნაცნობი უნდა ენახა, ხოდა წამო თუ გინდაო, რაღა თქმა უნდა წავყევი. იცით როდის დავინახე? გამწარებული მიდიოდა, ტანკი რომ გადადგომოდა ვერ შეაჩერებდი, მაგ დროს ვნახე, თან უკან მისი სასტავი მოყვებოდა. ისეთი სიმპატიაგა იყო, კინაღამ დავდნი, მარა გოგოებოო, რაც მე ვატო ვაწვალეე.-გადაიკისკისა- არ ვაღიარებდი, რომ მომწონდა. ისეთი უკარება ვიყავი, ძალიან ვესწერვე. ხოდა, მერე ეს გადამეკიდა. ერთი სული მქონდა მეთქვა მიყვარხარ მეც-თქო, მაგრამ ჩემი ძმაკაცი მეუბნებოდა ცოტახანი კიდევ დაიფასე თავიო. მერე ყველაფერი თავისით მოხდა. ვატოს რო ვხედავდი ენა მებმოდა. _აუუ, რა საყვარლობაა. _ეგ კი არა, მერე ვატო დამადგა ყვავილებით, ხოდა ზუსტად მაგის დასანახად ჩავყარე სანაგვეში. ერთი შენახული მაქვს, ამოვაძვრინე სანამ ჩავანაგვებდი. _ანუ ძმა გამიწვალე? _კიბატონო. გენაცვალე მე უფრო გავწვალდი. ჩემს დასანახად ათას გოგოს ეფლირტავებოდა. _ჩემი ძმაც კაი ჩათლაშკა ყოფილა. _იცოცხლე. სიცილ კისკისით მოვიარეთ ავლაბარი. სახლში დავბრუნდით, სასიამოვნო დღე იყო. დასაძინებლად ავედი, საწოლს საბანი გადავხადე და რაღაცის დავარდნის ხმაც გავიგე. წამოვდექი, ძირს დაგდებული პატარა ყუთი დავინახე, გავხსენი და რა დავინახე თქვენი აზრით? დედაჩემის ნაჩუქარი ყელსაბამი, აქეთ-იქით მიმოვიხედე, არავინ იყო. პატარა სახლის ფორმის კულონს ანგელოზის ფორმის კულონი უმშვენებდა გვერდს. რაღა თქმა უნდა შემეშინდა, დუდუ გამახსენდა. ანგელოზის ფორმის კულონი მოვხსენი და ყუთში დავაბრუნე, იქვე ბარათიც იყო, ახლა ის ავიღე წასაკითხად. „ნუ შეგეშინდება, დუდუ ვერ მოგეკარება. პ.ს იქნებ ის ანგელოზიც ატარო, გამიხარდება.“ დუდუ არ არის, კიდევ კარგი. კინაღამ გული გამისკდა. ვინ არის? ვატო არამგონია. რა მნიშვნელობა აქვს, სხვისი ნაჩუქარი კულონი რატომ უნდა ვატარო? არ ვაპირებ. ყუთი ჩანთაში ჩავდე და დასაძინებლად დავწექი. დილით ზუზუ დამჩხაოდა თავზე, ადექი გოგო დედაშენი უნდა ვნახო ჩქარა წავიდეო. დედა ჩამოვიდა? _რა? დედა? როგორ? _როგორ და სახლში გველოდება და ისე. მისმინე, ვატოს გაცნობა უნდა მგონი და როგორ ვუთხრათ? _შენ საიდან გაიგე სახლში რომაა? _დარეკა, ჩემს დაბრეხვილ შვილს უთხარი ვატოც წამოიყვანოს, მინდა გავიცნოო. _აამ... კარგი. გავემზადე, ვატოსაც ვუთხარი და ერთად წამოვედით სახლში. დიახ, ალბათ გაინტერესებთ, გიო სად არის? თეკლასთან ერთად აგარაკზე წავიდა. ეჭვი მაქვს, ბავშვს გააგორებენ. ამ ფიქრებში გართულმა ვერ შევამჩნიე ისე მივედით სახლში. დედას სუროსავით შემოვეხვიე. ზუზუ ხომ მეორე შვილივით ჰყავს, ხოდა ქალბატონს ჩემზე დიდ ხანს ეხუტებოდა. ვატო გავაცანი, თბილად მიიღო. ისიც კი მოგვიყვა რა როგორ იყო. _თერთმეტი წლის იყო თებე გიამ წასვლა, რომ გადაწყვიტა. ძალიან ცუდი პერიოდი გვქონდა, ამანაც ბარგი ჩაალაგა და გამომიცხადა აღარ ვაპირებ თქვენთან ვიცხოვროო, ზედმეტი ტვირთი ხართ ორივეო. თებე ჭირვეული ბავშვი იყო, სულ რაღაც სტკიოდა. ხან ყურის ანთება ჰქონდა, ხან კბილის ტკივილს უჩიოდა. დღემდე არ ვიცი, ისე როგორ მოვახერხე, რომ თებესთის მიზეზი დამემალა. ცოტა ხანში გავიგე, სხვა ოჯახი რომ ჰყავდა, ერთხელ არ უკითხავს თებე როგორ არისო. შემთხვევით კაფეში ვნახე დედაშენი და გია, ისე ჩამიარა თებე იქ რომ იყო არც კი შეიმჩნია. მაშინ მივხვდი, რომ არ მინდოდა რაიმე საერთო ჰქონოდა თქვენთან. გამიგე ვატო, ჩემთვისაც ძნელი იყო. შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით მიხარია ძმა რომ ჰყავს. იმ დროს, როცა გია წავიდა ორსულად ვიყავი, სტრესისგან ბავშვი მომეშალა, ისიც ბიჭი უნდა ყოფილიყო. გიამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ერთხელ არ გამოუხედავს ჩვენკენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.