შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"რაჭა, ჩემო სიყვარულო.."


19-05-2021, 13:50
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 2 512

ზაფხული...მეგობრები...გიტარა...სიმღერები და უამრავი ტკბილი მოგონება. ყოველივე ამას, რაჭა უმზადებდა ახალგაზრდებს.
ელენე, მარტა და დეა-სამი გიჟი დაქალი. სამი მონათესავე სული და უსაზღვრო სიყვარული...სწორედ აქედან იწყება ამბავი სიყვარულისა, გრძნობებისა და სილაღისა.

***
-შიშველო ქათმებო, ადექით! გაწუწულო კოდალებო, აეთრიეთ! რაჭამ მოდით დროზეო, განა ამდენი შემიძლია.ო?!-ხმაურით შევარდა ელენე მარტასთან და დეასთან. ალბათ იკითხავთ, ამ ორს შეყვარებული წყვილებივით რატომ სძინავთო...დავაკმაყოფილებ კითხვას. დეას ეშინია სიბნელის და პლუს წვიმის ჭექა-ქუხილის. მარტა სითბოს მოყვარულია. რადგან ჯერ თავისი პრინცი არ ჰყავს გვერდით, თბება ხოლმე დეას რომ ეხურხლება და მოკლედ, ასეთი სიმბიოზური თანაცხოვრება აქვთ.
-ენე, ასე ადრე რამ აგაყენა?-თვალების სრესვით წამოდგა მარტა.
-როგორ თუ რამ? ბიჭებმა მალე გამოგივლითო და წამითაც არ დაგიცდითო და მინდა ახლ მე ეგ? სწორია. არ მინდა...

თემო და გაგა-თემო მარტას სატრფო გახლავთ. სკოლის პერიოდიდან, აი უკვე რომ დაღვინდნენ, იქედან მოყოლებული ერთად არიან. დაახლოებით მეთორმეტე კლასიდან. ახლა თითქმის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან. საკმაოდ სტაჟიანი ურთიერთობა აქვთ. დეამ და გაგამ , ერთმანეთი პირველი კურსის დასასრულს გაიცნეს, როდესაც ლექტორზე გაცეცხლებული დეა, ლიფტიდან ისე გამოვარდა და გადაურა თავზე გაგას, ვითომ არაფერიო...იმის შემდეგ ერთად არიან. ელენე კი რთულია საქმეა...მისი ხასიათების გამო, ალბათ შინაბერაც რომ დარჩეს, მეგობრებს არ გაუკვირდებათ...

-მე რატომ არ დამირეკა?
-მარტა, ტელეფონი მაინც ნახე?
-არა...
-ჰო და ნახე!
თხუთმეტი გამოტოვებული ზარი და ოცი შეტყობინება...
-უიჰ,-ბოლომდე გაიკრიჭა.
-უიჰ...-გააჯავრა ელენემ.
-კარგი, ავდგებით ახლა.
-მალე ხალხო. როგორი არაპუნქტუაციურები ხართ...არ შემიძლიხართ.
-ეს გაბოროტებული კრუელა გააჩერეთ ვინმემ, თორემ დავადუმე სამუდამოდ.
-დეაკო, ასწი დროზე დუნდულები, თორემ აგიწითლე!-იმხელაზე წამოიკივლა ბოლო სიტყვა, ლამის დეაც და მარტაც, ძირს აღმოჩნდნენ.
-ჭირი შენ, ენე,-შეუკურთხა დეამ.
-მალე გოგო, მალე. მოვიდნენ ისინი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც იქნა, დიდხნიანი ბოდიალის, ჩხუბის და „გამიშვი, მოვკლავ ენეს, რამდენს ტლიკინებს“ ძახილის შემდეგ, ჩასხდნენ ჯიპში და გააქროლეს მანქანა.
-რაჭავ, ჩემო სიყვარულო!-მანქანის ლუქიდან თავი ამოყო ელენემ.
-ენე, დაეგდე რა. ნუ დააფრთხე ფრინველები.
-ე, თეიმურაზ, გზას უყურე, სანამ თვალთ დაგიბნელდა.
-შენ კიდევ თავი შეიმაგრე...-ამის თქმა იყო და ისე დაარტყა მუხრუჭს ფეხი, რომ ელენე ლამის ამოხტა ყველაფრიდან...
-გამაკავეთ, თორემ ვითრიე ეს სიყვარულისგან დალენჩებული პრიმატი.
გოგონებმა ძლივს მოითქვეს სული მხოლოდ მაშინ, როდესაც გაიაზრეს, თუ რისი გამკეთებელიც იყო ელე.
-ვაიმე, მარტა! დაიჭირე..!
-ენე, ნუ ფართხალებ თევზივით.
-გამიშვით! მე მაგას ვუჩვენებ!
-თავი ამხადეთ, ქალებო. მშვიდად ვერ იქნებით?-დაიჭექა გაგას ხმამ.
ოთხივემ ისე ჩაიგდო ხმა, რომ სუნთქვაც აღარ ისმოდა. მხოლოდ გაბმული ძრავის ხმა არღვევდა არსებულ მდუმარებას.
-ხანდახან რა პატარა ლაწირაკებივით ხართ..-გაეღიმა გაგას.
დარჩენილი გზა, სრულ სიმშვიდეში განვლეს. გოგონები ტკბებოდნენ იმ საოცარი სანახაობით, რომელსაც რაჭამდე მიჰყავდა ისინი. საოცარი მთები, მაღლიდან დაჰყურებდნენ მოსულებს და მათი ხილვა უხაროდათ. ალბათ იმიტომ, რომ მათ იციან რას უმზადებს მომავალი და ავტორი ახლადგამღვალ შოკოლადებს...გადავუხვიე ძალიან...

როგორც იქნა, მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე. სახლი თემოს ეკუთვნოდა, თუმცა მხოლოდ თემოსი არ იყო, რა თქმა უნდა...

-ვახ, მიწა! რაჭა! ოი, რაჭა, ჩემო...
-სიყვარულო.
უკან მიიხედა და ჰოი, რას ხედავს...
-აე, ბათურა, შე ტლანქუნა,-გავარდა თემო და თავის მონატრებულ ძმას ჩაეკონა.
-რათურა და რაქუნაო?-დაქაჩა თვალები ელემ.
-ბავშვებო, გაიცანით, ეს დამიანეა, ჩემი დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ძმა.
-ეგ კარგი, მაგრამ რა ბათურა?-არ ცხრებოდა ელე.
-გოგო, ბათურა კი არა, მოკიდე ხელი შენს ჩემოდნებს და შევიდეთ. ამოვწყდი და სული დავლიე,-წუწუნებდა დეა.
-და მაინც, რათურა?
-მერე მოგიყვებით,-უთხრა თემომ-ჯერ დავბინავდეთ. ალბათ უკვე გველოდებიან.
-ვინ, კი მაგრამ?-გაოცდა დეა.
-ბებო და ბაბუ,-თბილმა ღიმილმა დაუარა თემოს სახეზე.
-ჰა, ახლა...მეტკინა ფეხები. დროზე წავიდეთ,-აწუწუნდა ელენე.
-შენ სულ ასე წუწუნებ?
-ბათურა, შენ სულ ასეთი მომაბეზრებელი ხარ?
-ხუთ წუთში, ათასი სიტყვა მაინც თქვი და კიდევ მე ვარ მომაბეზრებელი?
-რამდენს ტლიკინებ, გენაცვა. დაიჭი, აჰა, ოღონდაც ფრთხილად. მთელი პარფიუმერია მიდევს და რომელიმეს რამე რომ მოუვიდეს, სიცოცხლით გაგებინებ პასუხს.
ერთი გაიღიმა დამიანემ და სახლისკენ წავიდა ჩემოდნებთან ერთად.
-საყვარელი ტიპია, არა?-ეშმაკურად გაჰკრეს მხრები გოგონებმა.
-უჰ, ლამის დამცხა,-გადაიხარხარა ელენემ-თუმცა უჟმური ტიპია და ხომ იცით, მე ეგეთს ვერ ავიტან. ამას ვინმე აქაური უნდა, რომ ერთმანეთს კარგად გაუგონ. მე ნერვებს დამაწყვეტს.
-შენ გენაცვალოს, დეაკო. იქეთ დააწყვეტ ნერვებს, ქალავ.
-ვადასტურებ, სტო პროცენტულად,-კვერი დაუკრა მარტამ.
-მოგცლიათ. თქვენებს მიხედეთ. აქეთობას, კაი გოგჩოები ბანაოდნენ ბიკინებში. უჰ, რატო არ ვარ კაცი...
-ხანდახან მგონია, რომ ხარ, უბრალოდ გვატყუებ და ქალის ტყავში გადაცმული ღიპიანი მუტრუკი ხარ.
გადახედეს ერთმანეთს სამივემ და რომ წარმოიდგინეს, უეცრად მთელმა ფაუნამ გაიღვიძა მათი კისკისის დროს.
-დააფრთხეს ღორები. ჩაგიწყდათ ეგ ხმა!-კაი დედაკაცივით მიაწყევლა თემომ.
ამაზე უფრო აკისკიდნენ და სული ვეღარ მოითქვეს.
ბოლოს ინებეს და შევიდნენ სახლში. თვალი მოავლეს გარემოს და საოცარი სიმშვიდე ჩაეღვარათ გულში. ყველა ფანჯარაზე, ულამაზესი ჩუქურთმებიანი ქოთნებიდან, თავს იწონებდნენ სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ყვავილები. ჰაერი ტკბილი სურნელიით იყო გაჟღენთილი. რომ შეისუნთქავდი, აუცილებლად გადაგისვრიდა სადღაც არამიწიერ სამყაროში და ნებით დაბრუნების სურვილის გაგიქრობდა. ძველი იატაკი, ნაბიჯებზე ხრჭიალებდა, მაგრამ თითქოს უხაროდა კიდეც, რომ სახლში ჟრიამული იყო და თავადაც ეხმაურებოდა ამ ჟრიამულს. კედლებზე ულამაზესი სურათები ეკიდა. ყავისფერი ჩარჩოებიდან მომზირალი ადამიანები, თითქოს იქ მყოფებს აკვირდებოდნენ.
-ლამაზია, არა?-უთხრა ერთ-ერთ სურათზე დამიანემ ელეს.
-ჰა?-უცბად ვერ გაიაზრა რა ხდებოდა, იმდენად ხავერდოვანი ეჩვენა ბიჭის ხმა.-ჰო, ძალიან...
-გეყოს ახლა და წავიდეთ,-ხელი ჩასჭიდა და სასტუმრო ოთახში გავიდნენ.
ცხარე კამათის ხმა ისმოდა სასტუმრო ოთახიდან. შევიდნენ და წინ ასეთი სანახაობა გადაიშალა: მოხუცები ისხდნენ სარწეველა სკამებში, დეა და გაგა, მოხუცების წინ ისხდნენ და ერთმანეთზე ახუტებულიყვნენ, ხოლო რვა წყვილი თვალი, ერთ წერტილზე იყო გაშტერებული...რა თქმა უნდა, თემო და მარტა!
-მარტა, რომ გეუბნები, გამიგონე. არ შეიძლება ამდენი ცომის ჭამა! მეხუთე ხაჭაპურს ბუყნი, თან მთლიანს.
-თემურ, შენ კიდევ რა ვერ გაიგე, რომ მიყვარს ხაჭაპური და წამსხიპე თავი.
-გოგო, შე შეჩვენებულო და ოჯახის დამაქცევარო, გასკდები, გასკდები და შენი ნაფლეთები ვაგროვო?
-რაო? თუ საჭირო გახდება, უნდა შეაგროვო კიდევაც! მაშ რისთვის ხარ ჩემი რჩეული? ჭირსა და ლხინში სულ ჩემთან უნდა იყო!-ფეხები დააბაკუნა მარტამ.
-ღმერთო, ალალო, მაღალო, განა რა შევცოდე ასეთი, რომ ადამიანი შეყვარებულის ნაცვლად, მცოხვნელი ხბოჩოლა მიყვარს?-ზეცად აღაპყრო თვალები.
-ასევე ღმერთო, მე რა შევცოდე ასეთი, რომ უგუნური და შეუგნებელი პირუტყვი მიყვარს?
-პირუტყვებო!-შემოუძახა ელენემ-თავი რამეს ხომ არ სტკლიცეთ?-წარბი აზიდა ზემოთ. ყველა ელოდა, რომ რაღაც სერიოზულს იტყოდა და ხმა გაიკმინდეს წამებში. ნუ, თემომ და მარტამ. და აი...-ჩხუბი, ჩემი საქმეა თქვე ახლადგამოჩეკილო მწყერჩიტებო და რა უფლებით მართმევთ ამ საქმეს?-ისეთი სერიოზული სახით წარმოსთქვა, ყველას მაშინვე სიცილი აუტყდა.
-ვაიმე, ენე,-აკისკისდა თემო-იმენა ჩემი ბღარი ხარ, რა. აქამდე მემეტებოდი სხვისთვის, მაგრამ ახლა მარტო ჩემთან უნდა დარჩე და შესაბამისად, მარტო ჩემი ძმისთვის მემეტები.-სიცილით უთხრა, თუმცა სიცილში და ხარხარში რამდენი სიმართლეა, იმდენი გახარება თქვენ.
-თეიმურაზ! გინდა რომ სიკვდილის ჩახედო თვალებში და ცხოვრებამ თავი გააქნიოს „რა კაცი წაგვექცა, რა კაცის“ ქვეტექსით?
-იცი, დავფიქრდი და მგონი არ მინდა.
-ჰო და ეგ ხაჭაპური მომაწოდე,-ელენეც სუფრასთან დაჯდა.
-ინებე, თქვენო უდიდებულესოებულობავ.
-ბიჭო, უდიდებულესობავ არის ეგ.
-ე, არა...უდიდებულესოებულობავ არის სწორი და გამართული.
-ნუ ხარ ხისთავიანი. უდიდებულესობავ არის-თქო და ჩუ!
კიდევ უნდა ეთქვა თემოს რაღაცა, მაგრამ მარტამ ისე უჩქმიტა,
სული ლამის ამოაცალა.
-საცოლევ, მეტკინა,-სახე სასაცილოდ დამანჭა თემომ.
-მეტსაც გიზამ. მორჩით ახლა ამ სისულელეებს და ვქნათ რამე, მოვიწყინე.
-მდინარეზე რას იტყვით?
-დამი, იმენა ძმა ხარ. ქალებო, მდინარეზე დავერეკოთ.
-შანსი არაა. მე არ წამოვალ,-გაკაპასდა ელენე.
-რატომ?-ჰკითხა დამიანემ.
-რატომ და პანიკები ემართება წყალზე.-უპასუხა დეამ და გაგას ხელს წაეთამაშა.
-ნუ გეშინია, ელენე, იქ ვიქნებით ყველა,-ისეთი მზრუნველი ტონით თქვა დამიანემ, არავის არ გამოჰპარვია-ელენეს გარდა.

ბავშვებმა ეშმაკურად გადახედეს ერთმანეთს და იმ წამიდან, ოთხივემ რაღაც ჩაიფიქრა...
-არა, მაინც არ მინდა. თქვენ წადით და მე ლილი ბებოს და ნიკო ბაბუს დავეხმარები.
-ბებია, რათ გვინდა შენი დახმარება? ამნაირი მოხუცები ვართ ვითომ?
-არა, არა...მე ეგ,-ლილიმ სიტყვა შეაწყვეტინა.
-ჩემო ცუგრუმელა, გავიმასხრე. წადით ბებია და დეისვენეთ. საღამოს კიდევ კაი პურს შესჭამთ.
-არ მინდა, ლილი ბებო. მეშინია..-თვალები აუწყლიანდა ელენეს.
-კარგი, კარგი. ოღონდ ნუ იტირებ. ბავშვებო, ელენიკო დარჩება ჩემთან, თქვენ კი გაერთეთ...
წავიდნენ ბავშვები და საღამომდე არც დაბრუნებულან. სახლში როდესაც მივიდნენ, ელენეს დივანზე უშფოთველად ეძინა.
-ამას ნახეთ რა ვუქნა.
-თემო, შესდექ! მეტიც არ მინდა ნაბიჯი გადადგა.
-ე, საცოლევ, შენ მისკენ ხარ თუ ჩემკენ, ანუ სამართლიანობისკენ?
-მისკენ.
-ყველა?
-ყველა.-ერთხმად უთხრეს.
-გამყიდველებო! გაპუტულო კოდალებო!
-უი, მოხვედით ბებია?
-კი, ბებო.-დამიანე ჩაეხუტა ლილის, თან თვალს არ აცილებდა დივანზე მყოფს.
-წამოდით, ჭამეთ ახლა. მოშიებულები იქნებით.
-ელენე არ გავაღვიძოთ?-იკითხა დეამ.
-არა, ბებო, თავი სტკიოდა და მოდი არ გავაღვიძოთ.
გავიდნენ სამზარეულოში და პატარა, კოხტა მაგიდას შემოუსხდა ყველა. გემრიელად შეექცეოდნენ ლილი ბებოს შემწვარ კარტოფილს წითელ ტყემალთან ერთად, ლობიანებს და ბოლოს, "ზებრა" ნამცხვარიც დააგემოვნეს. ამასობაში, ელენემაც გაიღვიძა და სამზარეულოში თვალების ფახულით შევიდა.
-ხოხ, გვიკადრე ქალავ?
-თემო, რა გაღრიალებს?-შეუბღვირა გოგონამ.
-რამდენიმე საათია შენი ლანძღვა არ გამიგია და დამაკლდა ექშენი.
-დამაცა, მოვიდე ფერზე და ჩაგდებ სველ მიწაში.
-გეყოთ ახლა. ელენე, მოდი ბები, ჭამე შენც.
ადგილი, მხოლოდ დამიანეს გვერდით იყო, მას კიდევ სიზმრის ნახვის შემდეგ, ნამდვილად არ უნდოდა მის გვერდით დაჯდომა.
-ლილი ბებო, არ მშია. ცოტა ხანს გავალ გარეთ.
-ენე, გვიანია. ახლა ნუ იბოდიალებ.
-გაგუ, ნუ ღელავ, ოქეი? მალე მოვალ.
ეს თქვა და კარისკენ აიღო გეზი.
-ჰო მშვიდობა აქვს?-იკითხა დეამ.
-თქვენც ზედმეტად მშვიდი გეჩვენათ?
-კი, მარტუ.-უპასუხა თემომ.
-გავარკვევთ ხვალ.
-და ჩვენც გვეტყვით...
-თეიმურაზ, იქნებ რაშია საქმე?
-უხ, ჭირი თქვენ.
-რა ქალივით იწყევლები ამ ბოლოს?
-რა ვიცი გაგუ, გადამრიეს.
-წავედით ახლა, წავედით...დავიძინოთ.
-ჩემი საცოლე მართალია.-კვერი დაუკრა თემომ.
-შენ დღეს, იატაკზე იძინებ!
-მოიცა, რამე დავაშავე?
-არ გახსოვს ხაჭაპურის ინციდენტი?
-აუ, რა გამიხსენა პროსტა...
ასე ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით და კამათით, როგორც იქნა დაიშალა ყველა. მხოლოდ დამიანე შემორჩა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩუმად იყო და ფიქრებს, მხოლოდ ელენეს სახელი ამოჰყავდათ ზედაპირზე.
კარების გაღების ხმამ, დაუფრთხო სიმყუდროვე. ჩაბნელებულ მისაღებში იჯდა და უყურებდა ელენეს, თუ როგორ ქურდივით შეიპარა სახლში, გააჭრა სამზარეულოსკენ და მაცივრიდან, ქათმის ბარკლის მოზრდილი ნაჭერი გადმოიღო. ერთ ხელში ბარკალი, ხოლო მეორე ხელში, ხაჭაპური ეპყრა და მადიანად ილუკმებოდა. გაეღიმა. წამოდგა დივნიდან და ზურგით მყოფი ელენესკენ წავიდა. ჩუმად და სწრაფად დაფარა მანძილი და მის ზურგს აეკრო.
-გასუქდები, ქალბატონო.-ზედმეტად ჩახლეჩილი და ბოხი ხმა ჰქონდა.
-დამახრჩე და ეგ იქნება,-აბუზღუნდა ელენე-რას მესექსუალურები?
-მე ბოდიში.
-ჩამყევი პირში და რაღა ბოდიში გინდა?! გამატარე.
-სად მიდიხარ?
-უნდა დავიძინო.
-ცოტა ხანს დარჩი...-ხელი დაუჭირა წინ წასულ ელენეს. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და გაჩერდა. სუნთქვაც კი აღარ შეეძლო. ასე ახლოს მყოფი დამიანე, აშკარად ცუდ შედეგებს უქადდა. დროულად უნდა მოეფიქრებინა რაღაცა, თორემ აშკარა იყო, თავს ვეღარ შეიკავებდა.
-მეძინება, დამიანე.-ძლივს დაიმშვიდა აღელვებული გულისთქმა ამ ორი სიტყვისთვის. ლოცულობდა, რომ გაეშვა, მაგრამ პირიქით ხდებოდა ყველაფერი. უკან-უკან იხევდა ელენეს სხეული და თანდათან, თბილი სხეულის შეხებას გრძნობდა, რომელიც გაციებულ სხეულს ისე ერწყმოდა, როგორც ყინული და ცეცხლი. აშკარად დადნებოდა მალე ეს სხეული, თუ სასწრფოდ არ ჩართავდა განგაშის ზარს, მაგრამ რთულია ცეცხლს თავი დააღწიო.
-მეც, თუმცა შენთან ყოფნა მირჩევნია ძილს.-ახლოს მიიზიდა გოგონა და თავის დიდ ხელებში, ერთიანად მოიქცია.
-გამიშვი, გთხოვ...
-თურმე, დიადი და სულით შეუდრეკელი ელენეც ტყდება ხოლმე,-თბილად გაუღიმა და ელენეს შუბლს, ტუჩებით შეეხო. იგრძნო, როგორ გააკანკალა გოგონას და აუთრთოლდა მხრები. თვალებიც მიელულა.-წადი, თუმცა ჩვენ აქ არ დაგვიმთავრებია.
უკან არც მოუხედავს, ისე ააჭრა საძინებელში და აჩქარებული გულის დამშვიდებას ცდილობდა. კართან ჩაიმუხლა და თავისი თავის ლანძღვა დაიწყო.
-ოხ, ელენე, ოხ. იმ ხეპრეს ამდენის უფლება როგორ მიეცი? გეკითხები, როგორ?
„ხეპრე უძახე და კი აგახვანცალა ამხელა ქალი.“-შემოსძახა ეგომ.
„შენ რაღა სნაკვი გინდა? რას მეჩრები ხოლმე ფიქრებში?“
„გგონია მიხარია შენი გარყვნილი ფიქრების კითხვა? როგორ ფიქრობ, მომწონს იმის კითხვა, თუ როგორ აფლეთ ყველაფერს იმ ადრიანეს და ეხვევი სიყვარულის მორევში? ან როგორ აკოწიწებთ პატარა ლაწირაკებს? სასწაული პირდაპირ. თან იკითხე და მეც გამოგეუცნაურე.“
„ჯერ ერთი, ადრიანე არა, მეორეც, ვინ გთხოვს ჩემს ინტიმში ჩარევას?“
„მინდა, არ მინდა, ვერევი და ჰე. მისროლე სადაც გინდა.“
„გისვრი, დიახ. მეძინება.“
„ნეტავ ვის ატყუებ? კიდევ სიზმრებში წაეთრევი და უნდა იკვნესო და მასმენინო მე.“
„შე გათახსირებულო! დაგკლავ საახალწლო ინდაურივით!“
„რას მემუქრები, თუ იცი? ვერ მომწვდები და იღრინე რამდენიც გინდა.“
„უხ, შენი! კარგი, მეძინება და მორჩა, შენც დაიძინე.“
„უშენოდაც მაგას ვაპირებდი.“
„მშვენიერია.“
შეიყუჟა ცივ ლოგინში ელენე და თვალები დახუჭა. გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით რომ ვერ დაიძინა. კადრებად, მაგრამ მაინც დამიანეს სახე ელანდებოდა და ძილს უფრთხობდა. მისი ხმა ჩაესმოდა ყურში და იმის გაფიქრებაც კი, რომ დამიანე სადღაც ამ კარს იქეთ იყო, ერთიანად მუხტავდა საოცარი შეგრძნებებით, რომლებსაც ჯერ ახსნას ვერ უძებნიდა, თუმცა მაგის დროც მალე მოვიდოდა.
თითქმის გათენებული იყო, როდესაც თვალები დახუჭა და მორფეოსთან ერთად გაეშურა ძილის საუფლოში.
კარგა ხნის შემდეგ, ხმაური აღვიძებს. ყურადღებას არ აქცევს და ძილს განაგრძობს. შემდეგ რაღაცა იწყებს მოძრაობას. ცოტაც და ორგანეოები ერთამენთში აეთქვიფება, ისე ანჯღრევს ვიღაცა და ბოლოს, ბალიში ხვდება სახეში და იღვიძებს.
-ვაიმე, კუბოს დაგიდგამთ.-უკივის ბოლომდე გაკრეჭილ გოგონებს.
-ჰა, კარგი ყოფილა?-ეჯუჯღუნება მარტა.
-მეტის ღირსი იყავი. მადლობა თქვი, მარილი რომ არ ჩაგაპნიეთ ყურში.
-დეა, შენ რაღა დაგემართა, ქალო?-აღშფოთდა ელენე.
-რა ვიცი, აბა. ცოდვებმა გიწიეს.-ბოლომდე გაეკრიჭა.
-შე უბედურ ვარსკვლავზე ამოკვესებულო ვარია, დაგაყრევინებ ყველა კბილს. ნუ მიცინი.
-კლიმაქსი გეწყება ქალო? რა აღრენილი ხარ?-ჰკითხა მარტამ.
-უიმე, ცუდი სიზმარი რომ ნახა გუშინ, უეჭველი ეგ გამოჰყვა.
-ჰო, ჰო, დეაკო...ესე იცის ხოლმე აღრენა და მერე ჩვენზე ამონთხევა. ნაძირალა ქალი. მოყევი ახლა.-შემოსკუპდა დეა და მარტა ლოგინზე და მოსალოდნელი საოცარი სიზმრის მოლოდინში, ორივე გაიტრუნა.
-მოკლედ...
-ჰა, ახლა. ამოშაქრე.
-ჰო, ჰო, დამაცადე. ასე მარტივი გგონია, მარტა?
-აუ, შენი სიზმრები ჰო, მარტივი არასდროს არ არის. მთელი რიგი ქვეტექსტები აქვს.
-დავიწყებ ახლა, სანამ გადამიფიქრებია. ესე იგი...-კიდევ შეჩერდა ელენე.
-ვაიმე, შენ ბავშვის ასე სტუკებ-სტუკებით გაჩენას თუ აპირებ, ჯობს გადაიფიქრო საერთოდ.-ნერვებდაგლეჯილმა დეამ უთხრა.
-ო, ჭირი თქვენ. მოკლედ, ვითომ კლუბში ვიყავით, რა. ბართან მივედი და წვენები უნდა ამეღო თქვენთვის, აბა თქვენ იმხობდით ბარს და სად გეცალათ?! ჰო და ვიღაცა ბიჭმა, მხარზე დამადო თავი. შევხტი, მაგრამ რაღაცას მელაპარაკებოდა და გავჩერდი. უსაყვარლესად მთვრალი იყო. სასმელის სუნი, მგონი ვისკი იყო, პლუს კიდევ გრილი და რაღაცნაირად ცივი სუნამოს სურნელი, ერთმანეთში ისე ირეოდა, მეც ვთვრებოდი უსასმელოდ. მიკვირს, იქვე რომ არ ჩავიკეცე. ჰო და, ანუ, სახე ისე ჰქონდა ჩამოდებული, მის თბილ და სავსე ტუჩებს, მხრებზე ვგრძნობდი. მთხოვა, რომ სახლში წამეყვანა. მერე თქვენთან მოვედი და გითხარით, ეს უნდა მივიყვანო-თქო და წავედი...
-მერე?!-ორივემ ერთად წამოიძახა.
-მერე...გამომეღვიძა.-დამნაშავესავით ჩახარა თავი.
-ფუი, რა იდიოტია. არა და, როგორ ველოდი, რომ სიზმარში მაინც ვიქნებოდი ამისი შტერი ბღარის ნათლია, მაგრამ სიზმარშიც რომ უფხოა,-არ ჩერდებოდა მარტა-არა, გამიგია რომ მიაცილო, ტუდა, სუდა, მაგრამ ასე უარაფროდ? ან...ან! არ ვიცი.
-რას ბოდავ, ქალო? სულ გარეკე?-შეუღრინა ელენემ.
-ვერ დაინახე მაინც ვინ იყო?-არ მიაქცია ელენეს ნათქვამს ყურადღება.
-ვერა.
-დებილკა. მომიშალა ნერვები. რას ვაყოლებდით, რომ ვაყოლებით?! არ ვიცოდი ვითომ როგორ დასრულდებოდა...
-კარგი, შე ქალო, ნუ ქაქანებ. დამის მაინც ვერ აჯობებს.-წარბები აათამაშა დეამ.
-შე შეჩვენებულო, გინდა აქვე ჩაგკლა?-თავზე დააცხრა ელენე.
-ე, უჩემოდ არ ქნათ რამე.-მარტაც გადაემხო თავზე.
ამათ ბრაგუნზე კიდევ, კარი ბიჭებმა შეგლიჯეს...
-დიდუ!-შეიცხადა თემომ-დემენგრა ეს უბიწოებაზე დაშენებული ოჯახი და მაგია. რას შვრებით, დიაცებო?
-ამან რამეს გლიჯა თავი?-აკაკანდა ელენე.
-თქვენ...ჰა?-გიგაც ჩაერთო.
-გიგუ, სიცოცხლევ, ეს ის არ არის, რაც დაინახე და არც ის, რაც შეიძლება რომ მომხდარიყო თქვენ რომ არ შემოსულიყავით.
-დეა!-წარბი აზიდა გიგამ-მოგივლი შენ. ახლა კი ადექით. როდემდე აპირებთ გორაობას?! მართლა რამე არ...ოხ, დროზე აეხეტეთ.
-ჰო, ჰო, ახლავე.
გავიდნენ ბიჭები ოთახიდან და ცოტა ხანში, გოგონებიც შეურთდნენ მათ. დამიანე სამზარეულოში იყო. ეცადა ელენე, რომ მის მზერას გაქცეოდა, მაგრამ...
-ელე, ბებო, მიდი, მიუსკუპდი დამეს.
-რა?-ახლაღა შეამჩნია, რომ დამიანეს გვერდით იყო ადგილი.-ჰო, ახლავე.
-როგორ გეძინა?-ჰკითხა დამიანემ, როდესაც თავისთან ახლოს დაიგულა.
-კარგად...
-მე არ მკითხავ?
-შენ? შენ როგორ გეძინა?-ერთიანად უთრთოდა სხეული, ამოუცნობი ენერგიისა და მღელვარებისგან.
-შენი ყვავილების და თაფლის სურნელი, იმდენი შევისრუტე, რომ ორი ღამე მეყოფა. მერე არ ვიცი. შენს იმედზე ვარ.
-ეგ იმედი იქნება, თუ ამოგარტყი და დაგტოვე უშთამომავლოდ.-მაინც გამოაჩინა კლანჭები.
-ოჰო, გუშინ სულ სხვანაირად ჭიკჭიკებდი. დაგაკლდა გულის ფრიალი.
-ჭამე!-მხოლოდ ეს უთხრა და გაჩუმდა.
საუზმემ მშვიდად და მონოტონურად ჩაიარა.
-დღეს რა ვიღონოთ?-აწუწუნდა მარტა-ამხელა ფილარმონია რაჭაში ვართ და სახლში ვართ გამოკეტილები.
-ცხენებით გასეირნებაზე რას იტყვით?
-აუ, დამი, ძმა ხარ. ჰა, ქალებო, წავიდეთ!-ტაში შემოჰკრა მარტამ.
-წავიდეთ, ჰო.-კვერი დაუკრეს ბავშვებმა.
-ელენე...შენც ხომ წამოხვალ?
-არ ვიცი, დეა. არც ჯირითი ვიცი. საერთოდ, რა ბლუ ვარ.
-ე, ენე, ჩვენ აქ არ ვართ?! თუ არა და, აი, დამჩო...დაგეხმარება, უეჭველი ვიცი.
-გიგუ, გინდა ყანყრატო გამოგბრდღვნა?
-დავფიქრდი და არა.
-მაშინ სუსი.
-ელე, ხომ იცი, არ დაგტოვებ.-ხელი ჩასჭიდა დამიანემ და მაშინვე, ელექტრონების ზღვა, გულს მთელი სიძლიერით მოაწყდა.
-მომიყვები ბათურაზე?-შეეცადა სიტუაციის განმუხტვას.
-გოგონი, შენ წამოდი და თუ გინდა მოვიგონებ და მთელ ზღაპარს შეგიქმნი.

საბოლოოდ, შეთანხმდნენ და წავიდნენ. ულამაზეს მდელოზე, გაშანებულიყო ფერმა, სადაც სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ცხენი იყო. მათი უზადო და შეუდარებელი სილამაზე, მართლაც რომ დამატყვევებელი გახლდათ. აღაფრთოვანებდა მნახველებს და აზიარებდა ჰაერში ლივლივის ხელოვნებას.
ჯირითი-ეს ხომ ენით გამოუთქმელი გრძნობაა. რომ შევადაროთ, ზღვაში ცურვას ჰგავს...მიდიხარ მიწაზე ისე, თითქოს ჰაერში იყო. საერთოდ ვერ გრძნობ ფეხქვეშ მყარ ადგილს ისე, როგორც ეს ცურვის დროს არის.

სიცილ-კისკისი, არე-მარეს აყრუებდა. მხიარული ნოტები აპობდა ჰაერის ტალღებს და გაფიქრებინებდა, რომ სამყაროში, ამაზე დიდი ბედნიერება არ იყო. ბაგეები, გამოუთქმელ ემოციებს ამბობდნენ. ბროლივით თეთრი კბილები, მზის კაშკაშა სხივებზე, ზეციური ნათებასავით ბრწყინავდა.
ცალკე სიამოვნება და სიხალისე იყო ის, თუ როგორ ევლებოდნენ გვირილებით და გულყვითელა ყვავილებით აბიბინებულ მდელოზე.
თითქოს, სიოც კი ერთვოდა მათი მხიარულების საოცარ მელოდიას და ფოთლების შრიალით ეხმიანებოდა.

-უჰ,-ამოიხრიალა თემომ, როდესაც დაასრულეს ჯირითი და ვაშლის ხოს ჩრდილში ჩამოსხდნენ-რა კარგი იყო.
-დეას გამო, ვერაფერი სასიამოვნოც ვერ იყო.
-რატო გიგუ? კარგი იყო იმ გოგომ რომ აგიჟუჟუნა თვალები და შენც გაუღიმე?-უთხრა გოგონაზე, რომელიც საჯინიბოში რომელიც შეხვდათ.
-დიპლომატიურად გავუღიმე, სხვა ხომ არ იყო რამე?
-მერე იმის ღიმილი სულაც არ ჰგავდა დიპლომს.
-როდიდან ამიეჭვიანდი ასე საშინლად?-წარბი აზიდა გიგამ.
-იმ გოგოს ბრალია.-გაიბუსა დეა.
-ღმერთო, ოღონდა ახლა რამე დამეცემოდეს...-ჰოი, საოცრება! ვაშლი მოხვდა თავში.-მეტკინა!
-დამეცემოდესო და...-მხრები აიჩეჩა თემომ.
-იდიოტი ხარ, ბიჭო.
-აუ, თემო, ამათ ჩვენი სენი გადაედო?
-ისე, ჰო.-სიცილი ატეხეს ერთხმად.
-ვიღაცები გვაკლია, არა?
-ჰო დეა, გვაკლია. სად არის ჩემი ძმა და რძალი? გავიდნენ უკვე ბუჩქებში?
-გაგიყვან მიწაში!-მოესმა წიკვინის ხმა.
-აჰ, ისევ აღრენილია, ანუ ვერ დააწყნარა დამიკომ.
-თემო, ისე დაგნაყავ, ქორწილამდეც არ მოგირჩება.
-მთელი გზაა წუწუნებს. დამღალა.
-ეჰ, დამი, ჩვენი იკითხე...გაგვიმწარე დღეები. ვერა და ვერ ჩავაბარეთ კარვ ხელში.
-გიგა, აქამდე არ მაიმუნობდი და ახლა რა გეტაკა?
-რავი, ელე, დროა ქალო და მეც აღვშფოთდი, ხომ ხვდები?
-კი, როგორ არა...იდიოტები.-ჩუმად ჩაილაპარაკა.
-მოდი რამე ვითამაშოთ, ან ისტორიები მოვყვეთ.-წამოიძახა მარტამ.
-მე ის ისტორია მინდა, თუ რატომ ჰქვია ამ ნაგაზს ბათურა.
-აუ, ჩემი, ეს რა გაიხსენა...-ახარხარდა თემო-კაი, ვიწყებ. მოკლედ, პატარები ვართ რა, ჰო და ბებოსთან და ბაბუსთან, როგორც ყოველთვის, ზაფხულში ჩამოვედით. ადრწ გვყავდა ძაღლი ბათურა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეშინოდა დამის.
-რაო?-ერთხმად წამოიძახეს.
-დამაცადეთ, ახლა ვიწყებ ყველაზე საკაიფოს. ჰო და ეშინოდა. იმენა შიშისგან კრუნჩხვებში ვარდებოდა. კიდევ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ადრე, იმენა ლოქო იყო. ისეთი მსუქანო იყო, ძლივს დაგორავდა. ნუ, შემოვდივართ ახლა ეზოში და არ მორბის ეს ბათურა?! ვაი მე, ამივარდა პანიკური სიცილი ამის ღრიალზე "გაათრიეთ ეს ძაღლიო"-რომ იძახდა. ვერ გავათრიეთ და პირდაპირ შეასკდა ამ დონდლოს. წინა დღით წვიმა იყო, ჰო და პირდაპირ გუბეში გაგორდნენ კაი შეყვარებული წყვილივით. ეს ბათუ ზემოდან იყო, დამი ქვემოდან და ლამის მოსახდენიც მოხდა.-ბავშვები ცდილობდნემ, რომ არ გაეცინათ თემოს მონაყოლზე, რადგან უყურებდნენ დამიანეს, უკვე რომ სახეზე ეწერა "ყველას დაგხოცავთო"!-ბათუმ ესეც არ იკმარა და ლოკვა დაუწყო. დაბანა, რასაც ქვია...იმ დღის მერე, ბათუროვიჩს ვეძახდით-ბათურას "ნაშა", ანუ.-აქ უკვე მართლა
ვეღარ შეიკავეს სიცილი და ისეთი ხმები ამოუშვეს, ხეებზე მყოფი ჩიტები, ჰაერში აფრინდნენ..-და ბათურა-ტლანქუნა იმიტომ, რომ კალაბოკივით მსუქანი იყო.
-ვახ, ჩემი!-ტირილამდე იცინოდა გიგა.
-აუ, დამი, შე ტლანქუნა.-უთხრა ელემ.
-ცუდად ვარ!-აკისკისდა ბოლო ხმაზე მარტა და აჰყვა დეაც.
-ნეტარა გაცინებთ?-ღიმილშეპარული სერიოზული გამომეტყველებით იკითხა დამიანემ.
-ჰო, არაფერი, რა არის სასაცილო?-უკვე კაკანზე გადავიდა ელენე.
-აღარ წავედით?-გაიბუტა დამიანე, თან ფეხზე წამოდგა.
-ტლანქუნ, აბა ღიპი გაშალე, გავცუროთ.
-ჰაჰ, ძალიან სასაცილოა, ელე. შენ დაგიტევს ეს ღიპი მხოლოდ და აქვე გავცუროთ, თუ მოშორებით?-ნიშნის მოგებით უთხრა.
-იდიოტი ხარ.-ღიმილ სახეზე შეახმა გოგონას და უხერხულობისგან, წამოწითლდა.
-აუ, რა მაჩო მყავს.-სიცილით წამოიძახა თემომ.
-წავედით, წავედით. დაღამდება მალე. მოდი, ჩემო ბუზღუნა პრინცესა, წამოდექი.-ხელი გაუწოდა გაგამ დეას.

გზაშიც ბევრი ილაპარაკეს. ბევრი იცინეს. გაიხსენეს ბავშვობის ტკბილი და ზოგი მწარე მოგონებაც. სახლში კი საკმაოდ დაღლილები და მოშიებულები მივიდნენ.

-ბებო, ბაბუ, სახლში ვართ.-შესძახა თემომ.
-მოდით, ბაბუ. ბებია ახლა აკეთებდა საჭმელს თქვენთვის.
-უჰ, ნიკო ბაბუ, ღვინოს კი დავლევდით ახლა.
-თემო, ბაბუა, შენ ოღონდაც დალიე და რავა გეტყვი უარს?!

კარგად მოილხინეს. შეჟუჟუნდნენ კიდეც და უკვე რომ შემოღამდა, ბუხრის წინ ჩამოსხდა ყველა.

-ბაბუ, მოგვიყევი რამე ისტორია.-უთხრა თემომ და მარტა მიიხუტა.
-რა მოგიყვეთ, ბაბუ?-ჩიბუხი გააბოლა.
-ის მაჰყევი, სიყვარული რომ ამიხსენი,-უთხრა ლილი ბებომ.
-უჰ, მაშინ ოცი წლისა ვიყავ. თავში მიქროდა. ახლა რომ ხართ სულელები, მე უარესი სულელი ვიყავი. პირველად რომ ლილი დავინახე, მაშინვე გულში სიყვარულის სიანცე შემეპარა და...საოცარი ქალი იყო. ლამაზი თვალ-წარბი, ფახუნა წამწამები, ვარდისფერი, დიდი ტუჩები. ხოხბის ყელი და სავსე მკერდი ჰქონდა. შხვართი ფეხები...კაცს იქვე დაიმონებდა.
-უი, გაგიხმეს ეგ ენა. რასაა რო ეუბნები ბალღებს?-მუჯლუგუნი გაჰკრა მოხუცს.
-იმას, რაც სიმართლეა, ჩემო მშვენება ქალბატონო.-მარჯვენა ხელი, თავის ხელში მოიქცია და სიყვარულით ანთებული მზერით, დამჭკნარ, მაგრამ პიანისტივით ლამაზ ხელზე ნაზად ეამბორა.-სად გავჩერდი?!-უფრო თავისთვის იკითხა..-ჰო, უმშვენიერესი იყო. მზესაც კი სწუნობდა. მთელი სოფელი ეტრფოდა და ცდილობდა, უბრალო ღიმილი მაინც დაემსახურებინათ, მაგრამ შეუვალი იყო. იმდენად უხეში და სიტყვაძუნწი, ხელი ლამის ჩავიქნიე, თუმცა ერთმა ფაქტმა ამაღებინა განზრახვაზე ხელი...როდესაც ხეზე ავედი, რადგან ქალბატონს ვაშლი მოუნდა, ფეხი ამისრიალდა და ჩამოვვარდი. ფეხი მოვიტეხე, მაგრამ მის თვალებზე, ობოლი ცრემლი შევნიშნე. გულო დასყწდა და ეს ნიშანი იყო. ნიშანი იმისა, რომ მას ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა. სანამ მე ლოგინში ვიყავი გართხმული მოტეხილობის გამო, დღე არ გავიდოდა რომ არ მოსულიყო. იმიზეზებდა, ჩემი ბრალო რომ დაშავდიო და ვალდებული ვარ, მოგიარო.ო, მაგრამ განა დავიჯერებდი?-ღიმილო შეერია ხმას.
-რად არ დაიჯერებდი?
-დედაკაცო, ეგ რა დასაჯერებელია, აბა?
-რატომ არა, ვითომა? დაშავდი, ისიც ჩემ გამო. მეც სინდისმა შემაწუხა. რა გასაკვირია.
-ჰო რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც უარყოფს.-ისევ გაეღიმა ნიკო ბაბუს.-ნუ, როგორც იქნა გამოვედგი გარეთ ფეხი, თუმცა ვკოჭლობდი. აი,
კოჭლობის ფონზე, რა გავაკეთე, იცით? ავედი ისევ ვაშლის ხეზე, ვუმღერე და სიყვარული ავუხსენი. შემდეგ ბეჭედი გავაკეთე ხის, პატარა წვრილო ტოტოსგან და ატირებულს, ხელზე მოვარგე...ჩამეხუტა და ისე ნაზად მიჩურჩულა ყურის ბიბილოსთან "მიყვარხარ", რომ ხომ ამ ხნის კაცი ვარ, მაგრამ ახლაც სხეული მეჭიმება გახსენებაზე.-გადახედა თავის დედაკაცს და ლოყაზე ამბორი დაუტოვა. ნაზი და სიყვარულოს ელექტრონებით გაჯერებული. შემდეგ ისევ მონუსხულ ბავშვებს მიუბრუნდა და უთხრა: ამბობენ, სიყვარული არ არსებობსო. თქვენი თაობისგან, ბევრჯერ მსმენია, მაგრამ არ გეთანხმებით. სიყვარული არსებობს, უბრალოდ, იმდენად უფრთხის სიცრუეს და სიყალბეს, რომ კარგად იმალება. ელის დროს, როდესაც მისი გამონათება გახდება საჭირო ქვეყნიერებაზე და როდესაც გამოანათებს, ისეთი კაშკაშა და ნათელი იქნება, უთუოდ დასწვავს ნებისმიერს, ვინც კი უბრალოდ შეეხება. მე ახლაც დამწვარი ვარ. ყოველ წამს, უფრო და უფრო
მიყვარდება ჩემი სიყვარული. ყოველ
დღე, ახალი აგური ემატება ჩვენი მრავწლიანი სიყვარულისგან ნაშენებ კედელს და ისეთი გახდება საბოლოოდ, სიკვდილიც რომ ვერ დააშორებს. სიყვარულსა მალვა უნდაო, მაგრამ ყოველთვის არ არის გამართლებული. როდესაც გიყვარს და უყვარხარ, ამაზე საოცრება, არაფერია-გადახედა ელენს და დამიანეს და ულვაშებში ჩაიცინა.-წავალთ ახლა მე და ჩემი მოხუცი. თქვენსავით დიდ ხანს ყოფნა, აღარა გვძალუძს. ლილი, წავედით...-ხელი შეაშველა ქალს და ოთახისკენ გაეშურნენ. ბავშვები იქამდე აყოლებნენ მზერას, სანამ ორივე სიბნელეში არ ჩაიკარგა.
-როგორი ლამაზი ისტორია იყო..-სიჩუმე მარტამ დაარღვია.
-ჰო...-სლუკუნით ამოთქვა დეამ.
-არ დავიძინოთ ჩვენც?-იკითხა გიგამ.
-ჰო, ჰო...დღეს ნამდვილად სასიამოვნო და დამღლელი დღე იყო. წავიდეთ, მარტიკო. თქვენ რას იზამთ?-შეუბრუნდა თემო ელენეს და დამიანეს.
-მეც ვიძინებ.-თქვა ელენემ.
-ცოტა ხანს დაიცადე, რა.
-რატომ?-შეშფოთებულმა შეხედა.
დანარჩენები ისე გაიძურწნენ, ვერც შეამჩნიეს.
-რაღაცა მინდა რომ გითხრა.
-დამიანე...
-არა, დამაცადე. არც კი ვიცი...შეიძლება, საერთოდ არ იყოს ახლა ამის დრო, მაგრამ უნდა გითხრა. მაქვს გრძნობები, რომელიც უკვე მკლავს. მინდა შენს სურნელს შევიგრძნობედე ყოველ წამს, შენი სუნთქვის ხმას ვისმენდე. მინდა გეხუტებოდე, გეფერებოდე და შენი ღიმილის მიზეზი ვიყო. მინდა, მხოლოდ ბედნიერს გიყურებდე და...
-დამიანე, გთხოვ. იქნებ არ ღირს?
-არ ღირს? სწორედ რომ ღირს.
ვეღარ მოითმინეს ბავშვებმა, ოთახებიდან გამოვიდნენ და ჩუმად დაუწყეს ყურება.
-იქნებ ცდები?-"ვაი, როგორ გინდა რომ გითხრას, არ ვცდებიო."-ჩაერთო ეგო.
"ჯანდაბა და არ გადარჩენა შენ! გაეთრიე."
"ჰო, მაგრამ აქვე ვარ. თუ გაკოცებს, არ დეეცე და მაგია."
"მიწა კი დავაყარე."
-ჩემს გრძნობებს, იქამდე არ გამოვხატავ, სანამ თავად არ ვაანალიზებ ყველაფერს. მინდა, რომ ისე ვიყოყ, როგორც ლილი ბებო და ნიკო ბაბუ...
-მე..-თვალიდან, ეულმა ცრემლმა გამოყო თავი და აწითლებულ ღაწვებზე ჩამოგორება დააპირა, თუმცა არ დასცალდა. დამიანემ, კოცნით დააშრო. ნელ-ნელა, ლოყებიდან ტუჩებისკენ მიიწევდა და საბოლოოდ, შეერწყა მათი ტუჩები. ელექტრონებმა ისე ქაოტურად იწყეს მოძრაობა, ვეღარ გაჩერდნენ ერთ ადგილას და მთელ სხეულში ისე მიმოიფანტნენ, როგორც ყვავილის მტვერი, რომელსაც ქარიოს ნებაზე ათამაშებს.
-აე! გვეშველა!-ყიჟინით მიიჭრა თემო.-ქორწილია, ქეიფია, გრიალი.
-უი მე, ჩაგივარდა ეგ ენა. დაგეცადა, გულო ეჯერებინათ, პირუტყვო.
-მარტუნები, ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, შეიძლება გული ამიფეთქდეს.
-ვაი მე, ჩემო გვრიტებო.-ცრემლი მოადგა დეას.
-რაღაცმ თქვრმ დააყენეთ საშველი, რაღა მომკლავს.-გაიკრიჭა გიგა.
გვრიტები რად შვრებოდნენ, საინტერესოა, არა? აჩქარებული გულისცემის ხმის დარეგულირებას ცდილობდნენ, მაგრამ გიჟი გული, რთული დასამორჩილებელია...
-რაჭა, მართლაც რომ სიყვარულია.-უთხრა დამიანემ და ღრმად შეისუნთქა ელენეს სურნელი...






ისიც საინტერესოა, თუ რა მოხდა შემდეგ, მაგრამ როგორც ყოველთვის, ისევ თქვენ გიტოვებთ
და როგორც ხედავთ, მე ისევ აქა ვაარ
დიდი ხანია აღარ მოვხეტებულვარ, ვიცი ბევრი რამე, წასაკითხიც დამიგროვდა და რომ
დაგესხმებით ახლა, კი არ იცით
იმედია, კარგად, ლაღად და სიცოცხლით სავსეები ხარსთ
რაღა დავმალო და კი მომენატრა აქაურობა, მაგრამ
გავიჭედე და ა, ახლა მოველ
მხოლოდ
თუმცა ხომ
მოვედი, რაც მთავარია?! ჰო და, ვიმედოვნებ, მოგეწონებათ კიდეც.
ავიკრებ ისევ და შეგახსენებთ ხოლმე თავს.
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი.



№1  offline წევრი Life is beautiful

ჰაი დილილ მე დილილმე მთა ბარი შემოვირბიიინეეე..
იცი ხო? მაგ.. ხოდა ზუსტად ახლა შემოვირბინე და გამინათდა შენი მზე თვალებში.. ♥️
წავედი დავიზუთხავ და მოვალ♥️❤️♥️დედა როგორ მიხარიააა.. ♥️
რამდენი ხანია არ გამოჩენილხარბმომენტრა შენი,, ჩაკვარახჭინებულები,, და შენ შენი ხალისით.. ნუ წავედი.. იმვპირობით რომ მოვალ.. :))

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

Life is beautiful
ჰაი დილილ მე დილილმე მთა ბარი შემოვირბიიინეეე..
იცი ხო? მაგ.. ხოდა ზუსტად ახლა შემოვირბინე და გამინათდა შენი მზე თვალებში.. ♥️
წავედი დავიზუთხავ და მოვალ♥️❤️♥️დედა როგორ მიხარიააა.. ♥️
რამდენი ხანია არ გამოჩენილხარბმომენტრა შენი,, ჩაკვარახჭინებულები,, და შენ შენი ხალისით.. ნუ წავედი.. იმვპირობით რომ მოვალ.. :))

სალაამ, სალამ:დდდდ გელი, ქალბატონო. ისე მომენატრა შენ ემოციები, ნიმაგუ❤️❤️

 


№3  offline წევრი Chocolate from White Hell

ჰო და კიდევ რა, მომიტევეთ შეცდომები...ამდენი ხნის მერე მოვედი და ასეთი აბურდულობა დაგახვედრეთ. უბრალოდ, ბოლომდე ვეღარ გადავხედე, თორემ ისევ შემომეცვლევინებოდა სიუჟეტი და ბოლოს, ალბათ აღარც დავდებდი:დდდ
და ჰო, გაგას ნაცვლად, ბოლოში ვიცი, რომ გიგა გამექცა:დდდ ფიქრიც გამექცა და მოკლედ და კიდევ, სად რა გამექცა, არ ვიცი:დდ მაპატიეთ ასეთი დაუკვირვებლობა...შემდეგში, რასაც აწი დავდებ, უფრო მეტად გავამახვილებ ყურადღეიშენს❤️❤️ჩემს სულს ვფიცავ, დავუკვირდები ქარგად:დდ მთლად ღრამაწიკებში ვერ ვარ, მაგრამ ჰო...

augustus
ამბავი მომეწონა ! სათაურიც ძალიან მომეწონა.heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

თუნდაც ერთ სიტყვას, როგორ შეუძლია, რომ ადამიანს ღიმილი მოჰგვაროს)))))
დიდი მადლობა!❤️❤️

 


№4  offline წევრი Life is beautiful

ჳაიმეეეეე...
დამეცეს ტაბურეტკა არ იქნება მადლი? :))))))

რა სიკალულობა იკოოოო❤️♥️გავბედნიერდი.. ჩავტკბიიი❤️
რაჭა რო დაინახა ამ ჩემმა თვალებმა ვიფიქრე კატიწვერზეც ააარბენინებდი მარა მემგონი არ. იცოდი არსებობის შესახებ ნახე... ღვთაებრივი სილამაზეა...

ისე მომენატრა ეს შენი პოზიტიური აფეთქებები არ ვიცი.. ❤️
ვგიჟდები მე შენს... ხუმრობებზეე❤️იმერლები მაინც სხვაგვარად ვხედავთ.. :)) დამეთნხმე.. :დდდ❤️
ლიკუნკულები❤️ვაიჰ ახლა მინდა ეს პაწაწო ისტორია გულში ისე ჩავიკრა რო შემომეჭყლიტოს.
ბებო და ბაბუ.. ჩემი სუსტი წერტილია და მიზანში მოარტყი❤️
და რა მომეწონა აი ისე გულის შიგნით რომ მომიღიტინა არის (თქვენი თაობისგან, ბევრჯერ მსმენია, მაგრამ არ გეთანხმებით. სიყვარული არსებობს, უბრალოდ, იმდენად უფრთხის სიცრუეს და სიყალბეს, რომ კარგად იმალება.)...
ამ სიტყვებმა დამფერფლა და ამაწყო ხელთავიდან.. ♥️
გავგიჟდი.. ავურივ დავურიე მაგრამ.. მთავარია უზომოდ ბედნიერება გადმომედოო.. ♥️
წარმატებები შოკო♥️

 


№5  offline წევრი Chocolate from White Hell

თრირი
ოოოოპაააააააააა ოოოპააააააა

ჰადუიდისცბდსუიეფესა ოოოკკკკკ??????!!!!


წავედი,წავიკითხავ
მოვვარდები
მოვგრიალდები
რაცას ვიზამ,უუფფფ

მევედიოოო

*ჩახველება*(ჩემებური)

ესაა გრანდიოზული დაბრუნება უცხვირო ზვიაანგოოოო??????
შენ რაფერ ფიქრობ ახლა...არა,პროსტა დაყეჭე რაა.


მიყვარს.ძალიან.

*ჩახველება* რიგით მეორე (ისევ ჩემებური)

სიიზმარიი. სიზმარი. სიზმარიიი. სიიზმაარიიიი????
ჰო ჰო,ჩემი ლუი იყო
კლუბის ბიჭი.
დაცემა ტუჩებით.
ჰააა?????
ეგაა ეეეგგგ,ნაღდია და სტო პროცენტიაანიიი (გული მიგრძნობდა რო სადმე ჩამიკვეხებდი,მართლა,მე ვიყო ალბინოსი კალია)


მიყვარს.მართლა.

*ჩახველება* რიგით მესამე (ჰო,ჩემებური)

ააუაუაუუუუუ,არ შემიძლია ამ ემოციების რაღაცა გრანდიოზული სიტყვებით გადმოცემა,რა გიყო?!
თუ თავს რა ვუყო?!
თუ ორივე??
ნუ,მოკლედ
რა ვქნა,გავგიჟდე ხო????? უაარესაადდ??? უფრო მეტაად???? მემგონი არ გაწყობს,თორე ჰე,ჩემი რა მიდის.

მიყვარსს.ყველაზე დზნ.

*ჩახველება* რიგით მეოთხე.(სხვისას არც გაკადრებ)

ვგიჟდები იმ ფაქტზე,რომ აქაურობის არსებობაში,რაღაცა ძააააალიან პატარა წვლილი ჩემიცაა.ეგოისტურად მაგიჟებს.

*ჩახველება* ამ წუთისთვის ბოლო.(დევიხრჩვე და ამომივარდა ყველაფერი,მარა რაც ჩემია ჩემია)
ჩემთვის??? ნაყინი ხარ იანვარში,თებერვალშიც,მარტშიც და ვაფშე სუუუულლლლ
(რატომ ნაყინი? იმიტომ,რომ შენ იცი)

ჰე აბა,წევედი ბღარო.
მოეხეტე დროზე.ნუ მანერვიანებ.გათრევ აწყვეტილი პლაშივით.მითქვამს მე.(წარბს ვქაჩავ)

თრიიირიი.....ვააიიმეეეჰჰ, ჯერ მარტო თრირიმ გადამასუნელა და მერე.....ვააიიიმეეე, პიიი❤️❤️❤️❤️❤️სულ რომ არ გამოხატო, ხომ იცი რომ მაინც ვხვდებუ, არა???!!!!!
შენი გაგიჟება ჰო, დიდად არ მაწყობს:დდდდდს დალაგებული მჭირდება ჯერ:დდდდდ
და აქვე ნუ დაიხრჩობბი ბოლომდე:დდდ შემონახე და ჰოოო, დღეს ვერ მოვედი....მიზეზს ალბათ ხვალ ნახავ:დდდდ ხვალ აკლათ მეც მოვალ და ჰოო:დდდდ კიდევ დამაყარე მერე ქოქოლა:დდდ❤️❤️❤️❤️❤️❤️

Life is beautiful
ჳაიმეეეეე...
დამეცეს ტაბურეტკა არ იქნება მადლი? :))))))

რა სიკალულობა იკოოოო❤️♥️გავბედნიერდი.. ჩავტკბიიი❤️
რაჭა რო დაინახა ამ ჩემმა თვალებმა ვიფიქრე კატიწვერზეც ააარბენინებდი მარა მემგონი არ. იცოდი არსებობის შესახებ ნახე... ღვთაებრივი სილამაზეა...

ისე მომენატრა ეს შენი პოზიტიური აფეთქებები არ ვიცი.. ❤️
ვგიჟდები მე შენს... ხუმრობებზეე❤️იმერლები მაინც სხვაგვარად ვხედავთ.. :)) დამეთნხმე.. :დდდ❤️
ლიკუნკულები❤️ვაიჰ ახლა მინდა ეს პაწაწო ისტორია გულში ისე ჩავიკრა რო შემომეჭყლიტოს.
ბებო და ბაბუ.. ჩემი სუსტი წერტილია და მიზანში მოარტყი❤️
და რა მომეწონა აი ისე გულის შიგნით რომ მომიღიტინა არის (თქვენი თაობისგან, ბევრჯერ მსმენია, მაგრამ არ გეთანხმებით. სიყვარული არსებობს, უბრალოდ, იმდენად უფრთხის სიცრუეს და სიყალბეს, რომ კარგად იმალება.)...
ამ სიტყვებმა დამფერფლა და ამაწყო ხელთავიდან.. ♥️
გავგიჟდი.. ავურივ დავურიე მაგრამ.. მთავარია უზომოდ ბედნიერება გადმომედოო.. ♥️
წარმატებები შოკო♥️

კრიისწ❤️❤️ჩემო ცხოვრენა, ქალბატანო....ისე მომენატრა აქაურობა და ყველაფერი, რომ ვეღარ გავძელი:დდდ
ხომ, ახლა, რაც შეეხება კატას:დდდ ბევრი რამე მოვიძიე რაჭაზე, სანამ წერას დავიწყებდი.
მეწერა კიდეც რაღაცები, მაგრამ....მერე ბევრჯერ გადავაკეთე სიუჟეტი და საბოლოოდ, ეს გამოვიდა, რაც გამოვიდა. რაღაცები დამაკლდა, მაგრამ საერთო ჯამში, მგონი არა უშავს:დდდ

მოხუცები, მეც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი ჯუჯღუნები და ზოგჯერ კაპასები არიან და შესაბამისად, ეს თემაც მესაყვარლება❤️❤️

შენს დაფერფვლაზე კიდევ, იმას გეტყვი რომ მთვარია, ისევ აღსდექი და ისევ შეძლებ შემომაფრქვიო შენი უდიდესი მუხტი.

დამგროვებია რაღაცები და უახლოეს ხანებში, "დაგესხმები" თავს:დდდ ცხოვრების უკუღმართობები მომენატრა...შენი "სევდა" მომენატრა და აუცილებლად მოვალ. ცოტა დამაცა, ოკუწი?
შენც წარმატებები, ქალბატონო!❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent