შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომა 14 თავი

23-05-2021, 11:35
ავტორი ნეაკო
ნანახია 12 701

-მარიამ, განქორწინებაზე ფიქრს მოეშვი-დაუჩურჩულა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა
-შენ მაიძულებ რომ გამოდმებით ამაზე ვიფიქრო! არჩევანს არ მიტოვებ ლევან
-რატომ მაგიჟებ?-ავარდა ბიჭი -რატომ-მეთქი? -კედელს ხელები მიაბჯინა და შუაში მოიქცია ცოლი
-დღეს რაც გააკეთე... არ ვიცი ოდესმე შევძლებ თუ არა ამის პატიებას,
გესმის? -ახედა არეული სახით გოგონამ ქმარს
-და რა გავაკეთე?-შეიცხადა ბიჭმა- მას სულ უნდა ახსოვდეს რომ შენ ჩემი ცოლი ხარ და უფლება არ აქვს რომ ასე ახლოს იყოს შენთან...გგონია ვერაფერს ვხვდები?-დაუყვირა მოულოდნელად, მარიამს გააჟრჟოლა და თავი დახარა, უკვე ვეღარ უძლებდა მის არეულ მზერას
-და რას ხვდები ლევან?-ძალა მოიკრიბა და ისევ მზერა გაუსწორა ქმრის ჩაწითლებულ თვალებს
-იმას რომ შენს მიმართ რაღაც ინტერესი აქვს... მოდი ამჯერად მხოლოდ ამ სიტყვას დავჯერდეთ... მაგრამ მე და შენ ორივემ კარგად ვიცით რომ ეს ინტერესზე მეტია -კედელს ხელი დაარტყა -და ეს მე მაგიჟებს!!!
-რას ბოდავ -ცრემლები მოეძალა მარიამს
-არ გაბედო უარყოფა არ გაბედო-ყბებზე უხეშად მოუჭირა თითები ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -სულ შენს გარშემო ტრიალებს ეგ სირ. ნიცას მიზეზით სულ შენს გვერდითაა
-ლევან-ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე გოგონას და ხმა ჩაუწყდა-თუმცა ძალა მაინც ეყო და მისი თითები მოიშორა სახიდან
-სუუუ-ტუჩებზე მიადო აკანკალებული ხელი ბიჭმა -მარიამ შენ ჩემი ხარ...ჩემი...მხოლოდ ჩემი...იმაზე ფიქრიც კი მაგიჟებს რომ ვიღაც სადღაც შეიძლება შენზე ფიქრობდეს და ოცნებობდეს-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და მის თმას ჩამოაყოლა მთრთოლარე თითები
-ლევან სისულელებზე ფიქრს მოეშვი-დაიჩურჩულა გოგონამ
-მარიამ-უეცრად ისევ წყობრიდან გამოვიდა ბიჭი და უფრო მეტად მიეკრო ცოლის სხეულს-ვიცი... ვხედავ და ვგრძნობ! ასე რომ უკანასკნელად გაფრთხილებ მაგ ნაბიჭვრ.სგან თავი შორს დაიჭირე
-გგონია რომ მე...-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-შენ არაფერში გადანაშაულებ-წინადადების დამთავრების უფლება არ მისცა ბიჭმა -უბრალოდ გეუბნები, რომ არ მინდა შენს სიახლოვეს იყოს...გესმის რას გეუბნები?
-მესმის-ახედა მარიამმა ცრემლიანი თვალებით
-გეგონა ვერაფერს ვხვდებოდი? -რატომღაც ისევ გაღიზიანდა ლევანი-გეგონა რომ ჩემთვის სულ ერთი გახდი? გეგონა მეკ.და ვისთან ურთიერთობდი და რატომ?
-მასთან არ ვურთიერთობ-ხმა გაიმკაცრა გოგონამ
-არ გადანაშაულებ! უკვე მეორედ გეუბნები ამას-დაუყვირა მოულოდნელად გაცეცხლებულმა ბიჭმა -უბრალოდ გეუბნები რომ მას შენს მიმართ ინტერესი აქვს და მინდა მისგან თავი შორს დაიჭირო-მეთქი
-გგონია ამას შენი გაფრთხილების გარეშე არ გავაკეთებ? გგონია რომ მე ეს მომწონს? რის თქმას ცდილობ პირდაპირ მითხარი-აფეთქდა მარიამი
-სწორედაც რომ არ აკეთებ!დღევანდელ ინციდენტს თუ გავითვალსწინებთ საერთო არ ცდილობ მისგან თავის შორს დაჭერას, მეტიც პირდაპირ მანქანში უხტები თან პირველივე შესაძლებლობისთანავე-უყვირა ბოლო ხმაზე გაავებულმა ბიჭმა
-ანუ მაინც მე მადანაშაულებ... იქნებ ფიქრობ რომ მიზეზი მე მივეცი? -უცნაური გამომეტყველებით შეხედა ქმარს მარიამმა
-ასე რომ ვფიქრობდე ახლა აქ ასე მშვიდად არ ვიდგებოდით მე და შენ გესმის რას გეუბნები? მე შენი მჯერა და ბოლომდე გენდობი, იმიტომ რომ მიყვარხარ...
-ასე რომ იყოს ახსნის უფებას მოგვცემდი... მოგვისმენდი და ამ სისულელებზე ფიქრიც აღარ მოგიწევდა,მაგრამ შენ მე არ მენდობი... გეშინია... გგონია რომ შენზე წინ ნებისმიერ მამაკაცს დავაყენებ, მაგრამ ასე არაა! იმიტომ რომ მეც მიყვარხარ! სადღაც თუ ვიღაც ჩემზე ფიქრობს ან ოცნებობს ამის გამო მე არ უნდა დამსაჯო ლევან... -მზერა გაუსწორა ქმრის ალეწილ სახეს -მე დამნაშავე არ ვარ იმაში თუ ვიღაც რაღაცას გრძნობს ჩემს მიმართ... ძალიან გთხოვ ეს გაიაზრე და ნუ ცდილობ მთელი პასუხისმგებლობა ისევ მე ამკიდო! ამის უფლებას არ მოგცემ!
-მის მანქანაში რატომ ისხედით შენ და ნიცა?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდი ტონით და ფანჯარა გამოაღო, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშლრებია ცოლის სახისთვის, მარიამმა მოკლეთ მოუყვა მომხდარი და საკუთარი დანაშაულიც გაუმხილა რის გამოც ამდენი რამის გადატანა მოუწია ყველას ერთად-ესე იგი სამსახურზე ფიქრის გამო შვილი დაგავიწყდა და გიორგის წყალობით დაბრუნდით სახლში ცოცხლები და ჯანმრთელები
-და კიდევ ფეხი ვიღრძე, შენ ალბათ ვერ შეამჩნიე, მაგრამ სიარული მიჭირს და სახლში ფიზოკურად ვერ დავბრუნდებოდი-უთხრა მაქსიმალურად მშვიდი ტონით გოგონამ
-გასაგებია... ანუ მადლობა უნდა გადავუხადო და ბოდიშიც უნდა მოვუხადო?-მწარედ გაეცინა
-არ ვიცი... როგორც გინდა ისე მოიქეცი, მაგრამ ერთადერთი დამნაშავე ამ კონკრეტილ სიტუაციაში შენ ხარ და იმედია გეყოფა ადამიანობა რომ ეს გაააცნობიერო და მერე დანაშაულის მთელი სიმძიმე იტვირთო
-მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ მას შენს მიმართ ინტერესი აქვს-გაბრაზდა ლევანი
-ჰო შეიძლება ასეც იყოს-დაეთანხმა მარიამი- მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ მე შენ მიყვარხარ! დღემდე სწორედ ამიტომ ვარ აქ ამ სახლში და მქვია შენი ცოლი... და ძალიან გთხოვ სიყვარულსა და მოვალეობებზე ლაპარაკი არ დამიწყო ისევ... მე პატარა აღარ ვარ... გავიზარდე... უკვე დიდი გოგო ვარ მეც
-ჰო დიდი გოგო ხარ უკვე -დაეთანხმა ლევანი და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა -მაგრამ შენ ჩემთვის მაინც სულ პატარა გოგო იქნები
-ნუ სულელობ-გაეცინა მარიამსაც და კიბისკენ წავიდა
-მარიამ მე რატომ არ დამირეკე? მის მანქანაში რატომ ჩაჯექი?-მაინც ვერ ეგუებოდა ამ ფაქტს ლევანი და ვერ ანებებდა ამაზე ფიქრს თავს
-თუ გახსოვს ტელეფონი გამიტყდა-მარიამმა კიბეზე ფეხი ადგა და მისკენ მიტრიალდა
-დაამტვრიე-შეუსწორა ლევანმა
-ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ახლა-გაბრაზდა მარიამი -და რომ მქონოდა და დამერეკა მიპასუხებდი? გეკითხები მიპასუხებდი? რა თქმა უნდა არა! დარწმუნებული ვარ ახლაც არ იცი კონკრეტულად სად გაქვს ტელეფონი და სადღაც მანქანაში გიგდია-მარიამი მიტრიალდ ადა კიბე გაჭირვებით აიარა, გაბრაზებული ლევანი გარეთ გავარდა და დედამის მიაჩერდა რომელსაც ხელში ჩაძინებული ნიცა ეჭირა
-ყველაფერს წარმატებით აკეთე იმისთვის რომ ოჯახი დაგენგრეს! გინდა რაღაც გითხრა? მარიამი მე არ მგავს! არ იფიქრო, რომ ის თუ წავა ოდესმე უკან დაბრუნდება ჩემსავით! არ გეგონოს რომ ის ჩემსავით თავს დახრის და მორჩილი ცოლი იქნება! ასე არ იქნება იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი გადაიტანა ცხოვრებაში და უფლებას არ მოგცემს რომ დარჩენილი ცხოვრება ტირილში, შიში, ეჭვებში და სასოწარკვეთაში გაატარებინო... ერთხელ უბრალოდ გაბედავს ადგება და წავა! და აი აქ დამთავრდება შენი ცხოვრება! მისი კი თავიდან დაიწყება ლევან! არც ის იფიქრო რომ, როგორც მე დამდევდა ირაკლი მთელი წელი...შენც თუ უკან დევნას დაუწყებ მარიამს ეს რამეს შეცვლოს და ხელახლა მოგენდობა, ისევე როგორც მე მამაშენს! ამას არ იზავს და იცი რატომ? იმიტომ რომ მან კარგად იცის რომ ქმრისთვის თავის დახრა და მუდმივი მორჩილება საბოლოოდ იმ შედეგს მოგიტანს ადამიანს რომ დაკარგავ საკუთარ თავს, საკუთარ მეს, მოგიწევს უარი თქმა ოცნებებზე... და საბოლოოდ ეს გაგანადგურებს როგორც პიროვნებას
-დედა...შენ ნანობ რომ უკან დაბრუნდი? ფიქრობ რომ მამას და მე შემოგვწირე შენი პიროვნება და ოცნებები?-თავზე წამოადგა დაძაბულ ქალს გაბრაზებული ბიჭი
-ჰო ასე ვფიქრობ მაგრამ რა თქმა უნდა არ ვნანობ, რადგან მე შენ ძალიან მიყვარხარ ლევან, მიყვარს ანი რომელიც ამ შერიგების მერე დაიბადა და რაც მთავარია და სამწუხარო დღემდე ისე ძლიერ მიყვარს მამაშენი
-მაგრამ მაინც ფიქრობ რომ დაიკარგე
-ჰო დავიკარგე ლევან... მე ვარ დედა, ცოლი, დიასახლისი, ბებია, მაგრამ მე მაინც არ შემდგარი ქალი ვარ, მორჩილი ცოლი ვარ რომელსაც ქმრის იქით არ გაუხედია და ვერც წარმოუდგენი სამყარო თუ ბრუნავს მის გარეშე და ეს საშინელებაა...
-ანუ ოჯახზე წინ საკუთარი თავი სურვილები რომ არ დააყენე მაინც ნანობ?-გაბრაზდა ლევანი
-ვნანობ და მარიამს მხარს ვუჭერ რომ ცდილობს მორჩილი ცოლი არ იყოს და მუშაობა დაიწყოს რომ კარიერაც აიწყოს! რათა თავი შემდგარ ქალად იგრძნოს!
ანისაც ამიტომ ვუწყობ ხელს ასე ძალიან სწავლაში.
-მაგარია-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები ლევანმა
-რატომ უშლი ხელს მუშაობის დაწყებაში? ეს რა საქციელია? არ ენდობი შენს ცოლს? თუ რა პრობლემა გაქვს?-ახედა თამუნამ
-უბრალოდ არ მინდა და მორჩა! რაიმე კონკრეტული მიზეზები არ მაქვს!
-შეცდომას უშვებ!
-არ მაინტერესებს! მარიამი ჩემი ცოლია და იმას გააკეთებს რაც მე მინდა!
-ინანებ ძალიან ინანებ ასე მოქცევას!
-მამაჩემმა ხომ არ ინანა? შენ დღემედე მისი ცოლი ხარ
-ვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მარიამისც ჩემსავით მომთმენი და ჩუმი უნდა იყოს! აიტანოს ყველაფერი და შენთან დაბერდეს საკუთარი თავის ძიებაში! გთხოვ ეს შეიგნე რა ლევან
-უნდა წავიდე
-სად მიდიხარ? უნდა დაამატო? არ გეყო რაც დალიე?
-შემეშვი-ზურგი აქცია დედას და ეზოს კარი გაიჯახუნა.
შუაღამისას სახლშო დაბრუნებულ ლევანს არ გაჰკვირვებია საწოლი ხელუხლებელი რომ დახვდა...უკვე მიეჩვია მარიამის ამ გამოხტომას, ამიტომ პროტესტის გრძნობაც აღარ გასჩენია, საწოლზე პირქვე დაემხო და გაითიშა. რამდენიმე დღემ ისე გაიარა რომ მარიამი სრულიად აიგნორებდა, არც ლევანი იწუხებდა თავს ბოდიშებით და შერიგების მცდელობით, შესაბამისად, ამ მომენტში მათი ურთიერთობა ერთ კონკრეტულ გრძნობაში... გულგრილობაში გაიყინა!
მარიამს ყველაზე მეტად სძულდა მათი ეს მდგომარეობა, ამ დროს სრულიად ზედმეტად და უსარგებლო ქალად გრძნობდა თავს ლევანის ცხოვრებაშ, ამ დროს ეჭვი ეპარებოდა ქმრის სიყვარეულშიც და საკუთარ გრძნობებშც. ძალიან უჭირდა მაგრამ უკან არ იხევდა და ქმარს ისევე აიგნორებდა როგორც ის მას.
ამ დროს რას განიცდიდა ლევანი? ზუსტად იგივეს, მაგრამ რა თქმა უმდა არ იმჩნევდა, გულგრილად და მშბიდად იღებდა ცოლის იგნორს.
ყველაფერი მაშინ აირია როცა მარიამს წამლები გაუთვდა... თამუნას ტელეფონი გამოართვა და სამსახურში მყოფ ქმარს დაურეკა
-ლევან წამლები გამითავდა და თბილისში უნდა წავიდე
-მართლა?-შეიცხადა ბიჭმა -წამლები რისთვის გჭირდება ვერ ვხვდები
-გეყოფა ირონია
-უკვე კვირაზე მეტია გიორგის გამო მსჯი და შეხების უფლებას არ მაძლევ
-სისულელებს ნუ ლაპარაკობ მადლობა თქვი რომ საერთოდ ჩვენს ოთახში ვიძინებ
-მადლიბა ცოლო რომ ჩვენს ოთახში საწოლის ბოლოში იძინებ, უკვე ორი დღეა
-გეყოფა-გაბრაზდა მარიამი და გაუთიშა.
გაჩერებაზე მდგომი მარიამი თავს უცნაურად გრძნობდა, რაღაც უსიამოდ უცემდა გული, სახლში წასვლაც დააპირა მაგრამ ისევ გადაიფიქრა რადგან თითქმის ნახევარი საათიანი ლოდინის მერე ტაბლოზე დაეწერა რომ ავტობუსი ათ წუთში მოვიდოდა, ძალიან არ ესიამოვნა როცა გიორგიმ გიჟივით ჩაუქოლა და უცნაური მზერით გამოხედა ბოლომდე ჩაწეული ფანჯრიდან იმის მიუსხედავად რომ ოქტომბრის ცივი ქარი უბერავდა.
უარასი დაემართა მარიამს, როცა მოულოდნელად მის წინ ნაცნობი მანქანა გაჩერდა, უცბათ ვერ აღიქვა ვინ იყო და ყურადღება არ მიაქცია, როცა მინა ჩასწია მძღოლმა და გამოხედა უსიამოდ გაკენწლა გულში
-მარიამ დაჯექი თბილისში მივდივარ და გაგიყოლებ-კარი გაუღო მძღოლმა მაშინვე, გოგონამ ცოტა იყოყმანა მაგრამ უარი ვერ თქვა და მანქანში აღელვებული დაჯდა-როგორ ხარ?-გაუღიმა სოფომ
-კარგად შენ?-დაიძაბა მარიამი, გიორგის დასთან არ მეგობრობდა, მშობლენთან კი ხშირად ამოდიოდა ხოლმე სოფო და ასე თუ ისე გაიცნო ხალხი ტაბახმელაში, მაგრამ ახლო ურთიერთობაში არავისთან იყო მითუმეტეს მარიამთან, რომელიც ქუჩაში სულ რამდენჯერმე დედამისთან ერთად
-ძალიან კარგად-გაუღიმა გოგონამ და გაზს ბოლომდე მიაჭირა, უხერხული სიჩუმე სოფოს ტელეგონის ხმა დაარღვია მან მაშინვე უპასუხა -ჰო გიო, კი წავედი, კი კაი მიდი-სულ ეს იყო, მაგრამ მარიამს მაინც არ მოწეონა გოგონას ხმა, ტონი და მზერა, თუმცა არაფერი უთქვამს, მარიამისთვის სრული მოულოდნელობა იყო როცა მთავარი გზიდან გადაუხვია სოფომ -უბრალოდ აქ ჩემი მეგობარი ცხოვრობს და მისი წამოყვანაც მინდს თბილისში, ხომ იცი სულ პრობლემაა ტრანსპორტის-აუხსნა დაძაბულ გოგონას და ჩოხში რომ შევიდა მანქანა მოულოდნელად გააჩერა -იქით ცუდი გზაა, აქ დაველოდოთ მალე
მოვა, გადავალ მოვწევ-უთხრა მშვიდი ტონით და გადავიდა, მარიამმა დაიჯერა მისი ნათქვამი და როცა საჭეს მიუჯდა ვიღაც იფიქრა, რომ სოფო იყო და მშვიდად მიიხედა მისკენ ადგილზე გაშეშდა გიორგის რომ ჰკიდა თვალი რომელმაც მომენტალურად დაბლოკა კარი და მანქანა დაქოქა
-რას აკეთებ-ძლივს მოვიდა აზრზე გოგონა და მაშინვე კარს დაეჯაჯგურა, გიორგიმ არაფერი უპასუხა და გაზს ბოლომდე მიაჭირა-შენ რა გაგიჟდი? რას აკეთებ ახლავე გააჩერე ეს წყეული მანქანა !რანორმალურო თავს რამდენის უფლებას აძლევ-ყვიროდა გაავებული გოგონა და კარის წვალებას აგრძელებდა
-დამშვიდდი მარიამ-უთხრა მომღიმარი სახით გიორგიმ როცა პირველი სიგიჟის ტალღამ გადაუარა გოგონას -უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდა
-მე და შენ სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს!-უყვირა გაავებულმა გოგონამ
-გვააქვს და ვილაპარაკებთ -ხმა გაიმკაცრა გიორგიმ -რადგან შენი ქმარი ასე გაგიჟდა ჩემს მანქანაში რომ დაგინახა... ესე იგი...
-ესე იგი რა?-აყვირდა ისევ მარიამი-რა? მიზეზი არსებობს რომ იეჭვიანოს?
-ასე ნუ გიჟდები... იმას არ ვგულისხმობდი რომ შენი მხრიდან აქვს ეჭვიანობის მიზეზი...-გახედს სახე ალეწილ გოგონას -ვიგულისხმე რომ, რადგან ასე გაგიჟდა ესე იგი ეშინია შენი დაკარგვის... და ამის მიზეზი მხოლოდ მე ვარ
-რას ბოდავ? ხვდები საერთოდ რას ლაპარაკობ? თავს რის უფლებას აძლევ საერთოდ! ახლავე გააჩერე, გააჩერე-მეთქი! შენთან ლაპარაკი არ მინდა! არც შენი მოსმენა, არანორმალური ხარ, შეშლილი! გიჟი!-უყვირა და კარს დაეჯაჯგურა ისევ -გააჩერე გააჩერე-მეთქი-მარიამის გასაკვირად გიორგიმ სრულიად მოულოდნელად გააჩერა-გააღე-კარზე მიუთითა
-ნწ, ჯერ უნდა ვილაპარაკოთ-გაუღიმა და მის ოქროსფერ თმას ჩამოაყოლა ცივი თითები
-რას აკეთებ-მარიამმა თავი გასწია -შენ რა მართლა გიჟი ხარ?-უყვირა გაავებულმა
-ჰო მარიამ ვარ, შენზე ფიქრმა გამაგიჟა, შემშალა... ჭკუიდან გადამიყვანა...იმ დღეს როცა პირველად დაგინახე და გიგრძენი შენზე ფიქრი თავიდან ვეღარ მოვიშორე, გულიდან და გონებიდან ვეღარ ამოგშალე... ვიცი რომ შენც შემამჩნიე იმ დღეს!...-მარიამს რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ გაბრაზებულმა ბიჭმა უფლება არ მისცა- არ გაბედო უარყოფა! შენი თვალები...შენი მზერა...შენი გამოხედვა... მარიამ ეს ჩვეულებრი მზერა არ იყო, იმ დღეს შენც შემამჩნიე...მისევ როგორც მე შენ
-ღმერთო რას ბოდავ-აღმოხდა გაოგმებულ გოგონას
-დანახვის წამიდან შემიყვარდი-უთხრა მოულოდნელად ბიჭმა და იმის მიუხედავად რომ მანქანაში პატარა სივრცე იყო მარიამმა მაინც მოახერხა და სახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი, ამ მოულედნელობამ გიორგი მაინც არ დააბნია
-გააღე-დაიჩირჩულა მარიამმა და გიორგიმ კარი რომ გააღო გიჟივით გადავიდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა ძალიან დაბნეული და არეული, გიორგი უკან გაეკიდა, ამლევე დაეწია და მკლავებში მოიმწყვდია
-ვიცი, ვიცი რომ ეს არასწორია,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ მარიამ იმიტომ რომ შემიყვარდი
-გეყოფა გაჩუმდი-ატირდა მარიამი და თავის დახსნა სცადა მისი მკავებიდან-არ გაბედი, არ გაბედო ამაზე ლაპარაკი არა თუ ფიქრი -და იმდენი იბრძოლა მაინც გაუსხლტა ხელიდან
-მარიამ შენს სიყვარულს ვერ ამიკრძალავ-გაბრაზდა გიორგი და მისკენ წადგა ნაბიჯი
-არ გაბედო და არ მომეკარო-უყვირა გაცეცხლებულმა გოგონამ
-კარგი მაპატიე-ხელები ასწია და უკან დაიხია -შენი შეშინება არ მნდოდა... უბრალოდ თავი ვერ შვიკავე და იმიტომ შეგეხე

№1 სტუმარი mari

ვაიმე ნეაკოო აი ბრავოო სულ ყველა თავები კარგი წასაკითხიაა რაღაც სტიმულს მაძლევს ხოლმე შენი მოთხრობები :) რაც შეეხება თამუნას მომეწონა რაც ლევანის უთხრა,მარიამი მართლა არის მისი საკუთრება,მაგრამ მუშაობის უფლება მაინც უნდა მისცეს ესე არ შეიძლება,და ბოლოშიც კარგი იყო

№2  offline მოდერი ნეაკო

mari
ვაიმე ნეაკოო აი ბრავოო სულ ყველა თავები კარგი წასაკითხიაა რაღაც სტიმულს მაძლევს ხოლმე შენი მოთხრობები :) რაც შეეხება თამუნას მომეწონა რაც ლევანის უთხრა,მარიამი მართლა არის მისი საკუთრება,მაგრამ მუშაობის უფლება მაინც უნდა მისცეს ესე არ შეიძლება,და ბოლოშიც კარგი იყო

მადლობა რომ გამომეხმაურე და გამიაზიარე შენი აზრი, შენმა კომენტარმა ძალიან კარგ განწყობაზე დამაყენა, მიხარია რომ მოგწონს ეს ისტორია და და ასეთ შეფასებას ვიღებ შენგან ❤❤❤

№3  offline წევრი დიკო

აი ასეთი ემოციური დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს აი ხო არაა დიდი თავები მარა ისეთი ემოციებით არის დატვირთული იცოდე ამ ისტორიის დასრულების შემდეგ ახალ ისტორიას ველი ვგიჟდები შენი წერის მანერაზე❤️❤️

№4  offline მოდერი ნეაკო

დიკო
აი ასეთი ემოციური დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს აი ხო არაა დიდი თავები მარა ისეთი ემოციებით არის დატვირთული იცოდე ამ ისტორიის დასრულების შემდეგ ახალ ისტორიას ველი ვგიჟდები შენი წერის მანერაზე❤️❤️

შენმა კომენტარმა უძალიან გამაბედნიერა, მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤

№5 სტუმარი სტუმარი ანა

აქ გაწყვეტა იქნებოდა?
თუ გინდათ ვაპატიოთ დღესვე დადეთ მომდევნო თავი.☺️
ეს იყო ფეირვერკიიიი.
მაგარი გოგოც აღარ ხართ.რაღაც კიდევ უფრო უკეთესი ,სიტყვები არ მყოფნის.
ველი შემდეგ მოუთმენლად.მადლობა რომ არსებობ ❤️❤️❤️❤️❤️

სასწაულიიიიი...
ვინ ხარ ?!
სასწრაფოდ მომდევნო თავი სანამ გული წამოსვლია. ნერვიულობით.
მინდა რომ მარიამი გააქტიურდეს .ხელი დაარტყას მაგიდაზე და თქვას ხვალ სამსახურში მივდივარ.არ მომწონს ასეთი მორჩილი. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. მიყვარხარ მე შენ ❤️❤️❤️❤️

№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანა
აქ გაწყვეტა იქნებოდა?
თუ გინდათ ვაპატიოთ დღესვე დადეთ მომდევნო თავი.☺️
ეს იყო ფეირვერკიიიი.
მაგარი გოგოც აღარ ხართ.რაღაც კიდევ უფრო უკეთესი ,სიტყვები არ მყოფნის.
ველი შემდეგ მოუთმენლად.მადლობა რომ არსებობ ❤️❤️❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ასეთი თბილი და განსაკუთრებული სიტყვების ❤❤❤❤
მადლობა შენ რომ არსებობ და ხარ ჩემს მკითხველთა შორის ❤❤❤
თუ მოვახერხე დღეს აუცილებლად დავდებ ახალ თავს

№7 სტუმარი სტუმარი ელენე

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ლევანზე, რომ სანამ მარიამი მართლა არ წავა და ბოლო იმედს არ გადაუწურავს, მანამდე ვერ მოეგება გონს. ადამიანების უმეტესობა ასეა, შედეგის დადგომამდე რეაგირება უჭირთ და სანამ მთელი სიმძაფრით არ იგრძნობენ ტანჯვას მანამდე ვერ ფხიზლდებიან. მაგის გარდა კიდე ლევანს შევამჩნიე გადაზედემტებული სიყეყეჩე და თავდაჯერებულება, ოღონდ არა თავის თავში და პიროვნება ლევანში, არამედ თავის სქესში. იცის რომ კაცია და მიჩვეულია, რომ კაცი პრივილეგირებულია მუდმივი შეცდომების და თავშეუკავებლობის უფლებით. რამდენიც არ უნდა უმტკიცოს თამუნამ, რომ მარიამი მას არ ჰგავს და სულ ცოტა უკლია სახლიდან გაქცევამდე, მაინც არ დაუჯერებს და ვერ დაუშვებს, რომ მარიამი ამას გაბედავს. სადრაც გულში მაინც დარწმუნებულია, რომ რომც გაბედოს მერე მაინც შემოირიგებს.
ისე ნენემ მართალი თქვა, ფაქტიურად ჩაუტენა მანქანაში ამ გიორგის და გაატანა გამზადებული ცოლი smirk მოკლედ არაფერი მაგ კაცს არ ეშველება, სანამ კარგად არ "მიუჭოჭავს" ცხოვრება. "ესაა ჩემი კომენტარი" joy

№8  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ფაქტიურად მარიამი ლევანმა ჩასვა გიორგისთან ერთად მანქანაში. ხო დაურეკა და სთხოვა წამიყვანეო, ხო დააიგნორა, ხო დასცინა, ხოდა ფაქტია, რომ თავადვე უწყობს ხელს მათ ურთიერთობას. ამას მარიამიც ხვდება და იმედია მომდევნო თავში "დაგესლავს" ამ სიტყვებით და გააგებინებს, რომ ფაქტიურად თავადვე ატენის თავის ცოლს სხვა კაცს, თავისი უმოქმედობი და ჯიუტობით. :დ
თამუნა ძალიან მომწონს, თავიდან პირველ თავებში მეგონა რომ ესეც ლალის ტიპაჟის ქალი იქნებოდა, მაგრამ რა კარგია რომ შევცდი.

გამიხარდა შენი კომენტარი რომ დამხვდა❤❤❤ მიხარია ასეთი შეფასება რადგან სწორედ ამის თქმას ვცდილობ ამ ისტორიით, მგონია რომ სწორედ უყურადღებობას და გულგრილობას ჰკლავს სიყვარულს ეჭვიანოსბის ფონზე. მარიამი დიდი ხანი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას გიორგისგან წამოსულ სიყვარულს, სითბოს და ყურადღებას.
თამუნა ძალიან მინდოდა რომ ლალისგან განსხვავაებული ყოფილოყო და მიხარია ეს რომ ანიშნე

№9 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო როგორც ყოველთვის ❤❤რაც შეეხება ლევანს არ ვიცი რა ემართება იმის მაგივრად რო ცოლს დაუმტკიცოს რო სიგიჯემდე უყვარს პირიქით აფიქრებიბევს რო სახლიდან წავიდეს.გიორგის ქცევა ცოტატი გამაღიზიაბებელია ჩენთვის,იცი როგორ შტაბეჭდილებას ტოვებს თითქოს პატარა ბავშვის რომელსაც სათამაშო მოეწონა მა ცდილობს რო ხელში ჩაიგდოს ნებისმიერი გზით.იმედია მარიამი სწორ არჩევანს გააკეთებს და იმას აირჩევს ვინს ნამდვილად იმსახურებს მის სიყვარულს და ყურადღებასნეტავ ყველას ყავდეს თამუნასნაირი დედამთილი რომელიც ყოველთვის დახავს რძალს და მოუთითებს თავის შვილს შეცდომებზე.❤❤❤ველოდები შემდეგ თავს.

№10  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ლევანზე, რომ სანამ მარიამი მართლა არ წავა და ბოლო იმედს არ გადაუწურავს, მანამდე ვერ მოეგება გონს. ადამიანების უმეტესობა ასეა, შედეგის დადგომამდე რეაგირება უჭირთ და სანამ მთელი სიმძაფრით არ იგრძნობენ ტანჯვას მანამდე ვერ ფხიზლდებიან. მაგის გარდა კიდე ლევანს შევამჩნიე გადაზედემტებული სიყეყეჩე და თავდაჯერებულება, ოღონდ არა თავის თავში და პიროვნება ლევანში, არამედ თავის სქესში. იცის რომ კაცია და მიჩვეულია, რომ კაცი პრივილეგირებულია მუდმივი შეცდომების და თავშეუკავებლობის უფლებით. რამდენიც არ უნდა უმტკიცოს თამუნამ, რომ მარიამი მას არ ჰგავს და სულ ცოტა უკლია სახლიდან გაქცევამდე, მაინც არ დაუჯერებს და ვერ დაუშვებს, რომ მარიამი ამას გაბედავს. სადრაც გულში მაინც დარწმუნებულია, რომ რომც გაბედოს მერე მაინც შემოირიგებს.
ისე ნენემ მართალი თქვა, ფაქტიურად ჩაუტენა მანქანაში ამ გიორგის და გაატანა გამზადებული ცოლი smirk მოკლედ არაფერი მაგ კაცს არ ეშველება, სანამ კარგად არ "მიუჭოჭავს" ცხოვრება. "ესაა ჩემი კომენტარი" joy

მადლობა რომ გამომეხმაურე, შენმა კომენტარმაც ძალიან გამახარა რადგან სწორედ ამის თქმას ვცდილობ ამ ისტორიით.❤❤❤❤
ლევანი ჯერ კიდევ ვერ მოეგება გონს და შესაბამისად მარიამს თავად უბიძგებს გიორგისკენ რაც საბოლოოდ გადაწყვეტს მათ ბედს. მეც შენსავით ვფიქრობ სანამ ადამიანი სობოლოოდ არ ადაკარგავს საყვარელ ადამიანს ან დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდება, მანამდე ვერ გააცნობიერებს საკუთარ დანაშაულს და ვერ მიხვდება რამდენად ძვირფას რამეს ან ვინმეს ჰკარგავს

ელა1
ნეაკო კარგი იყო როგორც ყოველთვის ❤❤რაც შეეხება ლევანს არ ვიცი რა ემართება იმის მაგივრად რო ცოლს დაუმტკიცოს რო სიგიჯემდე უყვარს პირიქით აფიქრებიბევს რო სახლიდან წავიდეს.გიორგის ქცევა ცოტატი გამაღიზიაბებელია ჩენთვის,იცი როგორ შტაბეჭდილებას ტოვებს თითქოს პატარა ბავშვის რომელსაც სათამაშო მოეწონა მა ცდილობს რო ხელში ჩაიგდოს ნებისმიერი გზით.იმედია მარიამი სწორ არჩევანს გააკეთებს და იმას აირჩევს ვინს ნამდვილად იმსახურებს მის სიყვარულს და ყურადღებასნეტავ ყველას ყავდეს თამუნასნაირი დედამთილი რომელიც ყოველთვის დახავს რძალს და მოუთითებს თავის შვილს შეცდომებზე.❤❤❤ველოდები შემდეგ თავს.

მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤ ლევანიც დაბნეულია და მარიამიც, ერთმანეთის არ ესმით და ამიტომ მივიდნენ აქამდე, გიორგი კიდევ უფრო ამწვავებს მათ ისედაც დაძაბულ ურთიერთობას.
თამუნა ძალიან მინდოდა რომ კარგი და სამართლიანი დედამთილი ყოფილიყო, რადგან ასეთ დაძაბულ სიტუაციაში კიდევ დედამთილი რომ უჩიჩხინებს შვილს და ტვინს ურევს საბოლოოდ ხდება ის რომ ყველაფერი თავდაყირა დგება ❤❤❤

№11 სტუმარი ნი

ღმერთო ამდენიი ისიოტი პერსონაჟი ერთად არასდროს მინახავს, იმენა ყველა ერთად გულის ამრევიააა, ლაპარაკის უნარი არცერთ არ გააჩნია გაგებაზე ფიქრი ხომ ზედმეტია, კი ლევანს ზედმეტები მოსდის თავისი უგუნური საქციელებით მაგრამ არც მარიამი უქნია ღმერთს არაფრად, იმენა სიყვარული საერთოდ არ იცოან რა ხილიაა არცერთ შენმა პერსონაჟმაა, ყველაზე მეტად გულის ამრევიი პერსონაჟი ამ სიტუაციაშიი გიორგიაა, გათხოვილ ქალს დამდგარი და სიყვარულს უხსნის, რაც არ უნდა ლევანი ცუდად იქცეოდეს ეგ გიორგის არ ამართლებს რომ ვიღაცის ცოლს უკან დასდევს, მისი მხრიდან ამაზრზენი საქციელიაა, ყველაზე მეტად ღალატი მეზიზღებაა, ხოდა მარიამიც ამ გზას ადგას მაგისი ისტერიკების არ მჯერაა, ყველაფერი ლევანზე გადაბრალებაც არასწორიაა. იმენა ყველა ჭაობშიაა.

№12 სტუმარი სტუმარი თიკო

კიდეც ვთქვი იწნაზე, თანდათან ვრწმუნდები ამაში და აშკარაც არის უკვე რომ ლევანს წარმოუდგენელი ჰგონია მარიამის სახლიდან წასვლა. არადა ეგ უეჭველი მოხდება თუ გონს არ მოეგება. დიალოგები იმდენად კარგად გაქვს დაწერილი, იმდენად საინტერესოდ და შინაარსით, რომ სულ მიყვარს შენი დაწერილი დიალოგების კითხვა. თამუნაზე ვგიჟდები, ლალისგან სულ განსხვავებულია. აი, თავიდანვე როცა წავიკითხე ეს ისტორია (მარტო ეს კი არა დარწმუნებული ვარ შენს სხვა ისტორიებზეც ასე იქნება :D ) ავტომატურად დავიწყე ამ ისტორიის პერსონაჟებსა და იძულებითი ქორწინების პერსონაჟებს შორის პარალელების გავლება, უფროსწორად შედარება და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ვერცერთს საერთო ვერ ვუპოვნე ვერაფერი. არადა მეგონა ლევანი სანდროს მაინც ემსგავსებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ტირანი ერთადერთია. :))))))❤ გიორგი არ მომწონს, გამაღიზიანებელი ბიჭია. თან რომ წარმოვიდგენ ვიღაც გადამთიელი მოვა, დაგიწყებს თმებზე ფერებას, შენ ნერვები გეშლება, ღიზიანდები და ამას ის ღიმილით აკეთებს, ლამის შევიშალო. ძალიან საინტერესოა მოვლენების განვითარება (ამის თქმა არცაა საჭირო). ბევრი, ბევრი წარმატება!❤❤❤

№13  offline მოდერი ნეაკო

ნი

კი ასეა და სწორედ ამიტომ ვწერ ამ თემაზე, ( ცოლის ღალატი საქართველოში არც ისე იშვიათობაა და გასაკვირი), სწორედ ამ ისტორიით ვცდილობ ავხსნა ჩემეულად თუ რატომ ხდება ასე, რა აიძულებს ქალს რომ სხვა კაცს მიაქციოს ყურადღება მაშინ როცა ოჯახი აქვს, თუმცა მარიამი ამ დონემდე არ დავა, ღალატის თემა მეც გულს მირევს და ასე არ წარვმართავ ისტორიას, უფრო ემოციენის გადმოცემას ვცდილობ ვიდრე ქმედებების

სტუმარი თიკო
კიდეც ვთქვი იწნაზე, თანდათან ვრწმუნდები ამაში და აშკარაც არის უკვე რომ ლევანს წარმოუდგენელი ჰგონია მარიამის სახლიდან წასვლა. არადა ეგ უეჭველი მოხდება თუ გონს არ მოეგება. დიალოგები იმდენად კარგად გაქვს დაწერილი, იმდენად საინტერესოდ და შინაარსით, რომ სულ მიყვარს შენი დაწერილი დიალოგების კითხვა. თამუნაზე ვგიჟდები, ლალისგან სულ განსხვავებულია. აი, თავიდანვე როცა წავიკითხე ეს ისტორია (მარტო ეს კი არა დარწმუნებული ვარ შენს სხვა ისტორიებზეც ასე იქნება :D ) ავტომატურად დავიწყე ამ ისტორიის პერსონაჟებსა და იძულებითი ქორწინების პერსონაჟებს შორის პარალელების გავლება, უფროსწორად შედარება და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ვერცერთს საერთო ვერ ვუპოვნე ვერაფერი. არადა მეგონა ლევანი სანდროს მაინც ემსგავსებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ტირანი ერთადერთია. :))))))❤ გიორგი არ მომწონს, გამაღიზიანებელი ბიჭია. თან რომ წარმოვიდგენ ვიღაც გადამთიელი მოვა, დაგიწყებს თმებზე ფერებას, შენ ნერვები გეშლება, ღიზიანდები და ამას ის ღიმილით აკეთებს, ლამის შევიშალო. ძალიან საინტერესოა მოვლენების განვითარება (ამის თქმა არცაა საჭირო). ბევრი, ბევრი წარმატება!❤❤❤

მადლობა რომ გამომეხმაურე და გამიზიარე შენი აზრი ❤❤❤❤მიხარია რომ ეს ისტორია მაინც სხვანაირი გამოვიდა და ეს პერსონაჟები არ ჰგვანან ,, იძულებითის" პერსონაჟებს, ამაზე მართლა ძალიან ვღელავდი და გამახარა შენმა კომენტარმა.
გიორგის ქცევა რა თქმა უმდა არასწორია, მაგრამ ის ამდენის უფლებას რატომ აძლევს თავს,ნამას ავხსნი შემდეგ თავებში, რადგან ისტორიაში სოფოც შემოვა აქტიურად და მისი მშობლებიც.
მარიამს რაც შეეხება მაინც ცუდ გავლენას მოახდენს მასზე გიორგი რადგან ლევანის უშეშობის ფონზე მისი მხრიდან წამოსული სითბო და ყურადღება მაინც თავგზას აუბნებს რაღაც დოზით❤❤❤

№14 სტუმარი სტუმარი ელენე

მარიამს და განსაკუთრებით გიორგის ბევრი აკრიტიკებს და უნდა დავწერო ჩემი აზრიც. გიორგის სრული უფლება აქვს ვინც უნდა ის უყვარდეს, მათ შორის უკვე დაოჯახებული ადამიანიც. ასევე უფლება აქვს გამოხატოს ეს სიყვარული და მინიმუმ საქმის კურსში ჩააყენოს საყვარელი ადამიანი მისი გრძნობების შესახებ. გათხოვილი ქალი ქმრის საკუთრება არაა, არც ნაყიდი ნივთი, რომ მასზე ხელის ხლება პირადი საკუთრების ხელყოფა იყოს. ერთადერთი რისი უფლებაც გიორგის არ აქვს ეს არის მარიამის უკითხავად და უნებართვოდ შეხება, გინდა თმები იყოს და გინდა ტუჩები.
რაც შეეხება მარიამს, ლაპარაკობს თავის გასაჭირზე თავის ქმართან და მეტი რა უნდა გააკეთოს ამ სიტუაციაშე ვერ ვხვდები. გაცილებით უარეს და გადამჭრელ ზომებს მივმართავდი მე პირადად, ის კიდე კარგად ითმენს. რა მოთხოვნაა ამ პერსოანჟის მიმართ, მართლა ვერ ვიგებ, რომელი სიყავრულის და სითბოს გამოხატვაზეა საუბარი. კაცი თავს უფლებას აძლევს მუშაობა აუკრძალოს, სახლში გამოკეტოს, მუდმივი ზეწოლით დაორსულება გადააწყვეტინოს და ათასი მავნებლობა კიდე. და ასეთ დროს პრეტენზია მარიამთანაა, რომ სითბოს ვერ გამოხათავს საკმარისად?
რა ვიცი, მე მართლა გულით მიკვირს მსგავსი პრეტენზიები ამ ორთან და ნეაკო, შენი აზრი მაინტერესებს, რას ფიქრობ ამ საკითხზე?

№15 სტუმარი mariammm_

ისეთ ადგილას გაწყვიტე იმედია დღესვე დადებ შემდეგს????

№16 სტუმარი ელა1

ყველა ადამიანს თავისი აზრი აქსაერთოდ ყველაფერზე.ჩემი აზრით და აქ კომენტარებში ნათქვამი იყო რო სანამ ადამიანი იმის წინაშე არ დადგება და ვერ მიხვდება რო საყვარელი ადამიანი სამუდამოდ შეიძლება დაკარგოს მანამდე არ წავა დათმობაზე და არ მიხვდება რა ძვირფასია ის მისთვის.ლევანიც ასე დაბბეულია გონია რო მარიამი მისგან ვერ სად ვერ წავა.გიორგის რაც შეეხება მას აქვს უფლება მარიამი უყვარდეს ან მოსწონდეს ეს მისი საქნეა.მარიამისაც მესმის როცა ქმარს შენი არ ესმის და ყუველ წუთს გიყვირის და გეგცევა როგორც თავისი საკუთრება ძალიან იბნევი მაგ შემთხვევაში და არიცი როგორ უნდა მოიქცე .აქ ღალატზეც წავიდა საუბარიც მე პირადად არ ვარ ღალატის მომხრე არავითარ შემთხვევაში,მაგრამ თუ სხვა კაცმა ის სითფო სიყვარული და ყურადღება მოქცა რასაც ქმარი არ გაძლევს და შენც თუ რამე გრძნობა გაგიჩდა მის მიმართ აუცილებელი კი არ არის რო უღალატო ამ ქმარს ან თუნდაც ცოლს უბრალოდ დაელაპარაკე და აუხსენი და ისე მშვიდობიაბად დაშორდი.ბოდიშით მგონი რაღაცა არასწორს ვამბობ და ვცერ.

№17  offline წევრი გ უ გ უ

ერთმანეთზე უკეთესი თავებია.
ძალიან კარგად წერ, საინტერესოდ და მინდა რომ სულ ვიკითხო.❣❣
დაძაბული სიტუაციაა ???? ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავში.

№18  offline მოდერი ნეაკო

ღალატის თემა ჩემთვისაც მიუღებელი და ამაზრზენია, ქალის მხრიდან იქნება ეს თუ კაცის მხრიდან ამას მნიშვნელობა არ აქვს, ღალატი ღალატია.

მაგრამ მე ამ ისტორიით არ ვცდილობ ღალატის თემა წამოვწიო წინ, მითუმეტეს გამართლება მოვუძებნო ასეთ სულმდაბალურ საქციელს.

მარიამი ჩემთვის არის უსაყვარლესი პერსინაჟია და ყველანაირად მართალი, ის დამნაშავე არაა იმაში, რომ ვიღაცას შეუყვარდა, ვერც იმაში დავადანაშაულებ რომ ქმრის გულგრილობის და უხეშობის გამო შეიძლება თავგზა აებნეს გიორგის სითბოს და გადამეტებული ყურადღების ფონზე...

ლევანი არ მგონია სწორი მარიამთან მიმართებაში და მგონია რომ ყველაფერში თავადაა დამნაშავე.

გიორგის რაც შეეხება არ მგონია სიყვარული დანაშაული იყოს თუნდაც გათხოვილი ქალის, თუმცა მისი დამოკიდებულება და ქცევები არაა სწორი და მართებული ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა.

ამ ისტორიით უბრალოდ ვცდილობ ცოლ-ქმრის გაუცხოება გადმოვცე, მათი ემოციები და განცდები, არანაირად ღალატი, მით უმეტეს მისი გამართლება

mariammm_
ისეთ ადგილას გაწყვიტე იმედია დღესვე დადებ შემდეგს????

გვიან ღამე დავდებ ახალ თავს, სამწუხაროდ არ მიხერხდება რომ ახლა ავტვირთო :(

№19 სტუმარი სტუმარი ელენე

ელა1
ყველა ადამიანს თავისი აზრი აქსაერთოდ ყველაფერზე.ჩემი აზრით და აქ კომენტარებში ნათქვამი იყო რო სანამ ადამიანი იმის წინაშე არ დადგება და ვერ მიხვდება რო საყვარელი ადამიანი სამუდამოდ შეიძლება დაკარგოს მანამდე არ წავა დათმობაზე და არ მიხვდება რა ძვირფასია ის მისთვის.ლევანიც ასე დაბბეულია გონია რო მარიამი მისგან ვერ სად ვერ წავა.გიორგის რაც შეეხება მას აქვს უფლება მარიამი უყვარდეს ან მოსწონდეს ეს მისი საქნეა.მარიამისაც მესმის როცა ქმარს შენი არ ესმის და ყუველ წუთს გიყვირის და გეგცევა როგორც თავისი საკუთრება ძალიან იბნევი მაგ შემთხვევაში და არიცი როგორ უნდა მოიქცე .აქ ღალატზეც წავიდა საუბარიც მე პირადად არ ვარ ღალატის მომხრე არავითარ შემთხვევაში,მაგრამ თუ სხვა კაცმა ის სითფო სიყვარული და ყურადღება მოქცა რასაც ქმარი არ გაძლევს და შენც თუ რამე გრძნობა გაგიჩდა მის მიმართ აუცილებელი კი არ არის რო უღალატო ამ ქმარს ან თუნდაც ცოლს უბრალოდ დაელაპარაკე და აუხსენი და ისე მშვიდობიაბად დაშორდი.ბოდიშით მგონი რაღაცა არასწორს ვამბობ და ვცერ.

არა რატო, სწორს ამბობ. ერთხელ იბადები ადამიანი ამ ქვეყანაზე და გაქვს ბედნიერების უფლება. თუ ატყობ რომ სხვა კაცი უფრო მეტად გაფასებს, უფრო მეტად უყვარხარ, მასთან უფრო ბედნიერი მომავალი გელოდება, დიახაც უნდა დაელაპარაკო შენს ქმარს, აუხსნა სიტუაცია, დაშორდე და ვინც უფრო მეტად გიმსახურებს იმასთან წახვიდე. თანაც ხომ ფაქტია რანაირ ქმარზე გვაქვს საუბარი, ანგელოზი ხომ არ იყო რომ გაგიკვირდეს, რამ გადარია რო დაშორდაო.
ამას ზოგადად ვწერ, თუმცა კონკრეტულად ამ ისტორიაში ვიცით, როგორც განვითარდება მოვლენები, ნეაკოც ამბობს, რომ ლევანი და მარიამი რჩებიან ერთად, ლევანის აზრზე მოსვლის წყალობით. მომწონს ეს სცენარიც და ვემხრობი. აქაურ ისტორიებში მაინც ასეთი დასასრული და ჰეფი ენდი მირჩევნია. blush

№20  offline მოდერი ნეაკო

ყველაფერში გეთახმებით გოგოებო❤❤ ღალატი საშინელებაა, მაგრამ ზოგადად ქალს ან კაცს ქორწინების დროსაც შეიძლება შეუყვარდეს ვინმე სხვა და ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ადამიანი მოღალატეა, არასწორია ან დამნაშავე...
თუ ადამიანი ამ რეალობის წინაშე დადგება, ზუსტადაც რომ უნდა აუხსნას მეუღლეს რომ მასთან ყოფნა აღარ უნდა და სხვასთან წავიდეს მას მერე რაც ურთიერთობას გაარკვევს საკუთარ მეუღლესთან მშვიდად და სწორად.
დიახაც და ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და უნდა იყოს ბედნიერი და არავინ იმსახურებს ჩვენს თავგანწირვას, თუ ის ვინც გვიყვარს ვერ ხედავს ჩვენს სიყვარულს, სწორია მასთან წასვლა ვინც გვაფასებს და პატივს გვცემს...
მაგრამ ამ ისტორიაში არ იქნება მსგავსი რამ, მე უფრო იმის აღწერა მინდა თუ რა შეიძლება მოჰყვეს მეუღლეს მხრიდან გულგრილობას, სიცივეს უხეშობას და მერე როგორ შეიძლება ეს ადამინი გამოფხიზლდეს როცა აღმოაჩენს რომ თავის საყვარელ ადამიანს რეალურად კარგავს

გოგოებო მადლობა რომ სულ მიზიარებთ თქვენს აზრს ❤❤❤❤❤❤❤❤ძალას მმატებთ მე თქვენ
მიხარი რომ ჩვენი აზრები ემთხვევა მთელ რიგ საკითხებზე ❤❤❤❤❤

გ უ გ უ
ერთმანეთზე უკეთესი თავებია.
ძალიან კარგად წერ, საინტერესოდ და მინდა რომ სულ ვიკითხო.❣❣
დაძაბული სიტუაციაა ???? ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავში.

ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა, შემდეგ თავებში კიდევ უფრო არიევა სიტუაცია❤❤❤❤❤

№21 სტუმარი სტუმარი Nazi

Saocreba iyo martla saintereso tavi velodebi shemdegs madloba❤️❤️❤️yochagg super Gogo xar martla ❤️❤️

№22  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
დაახლოებით რომელი საათისთვის იქნება შემდეგი თავი? heart_eyes უბრალოდ მაინტერესებს დაველოდო თუ არა blush

დავდე უკვე ❤❤❤

სტუმარი Nazi
Saocreba iyo martla saintereso tavi velodebi shemdegs madloba❤️❤️❤️yochagg super Gogo xar martla ❤️❤️

მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤❤

№23  offline წევრი khatia khatia

მე პირადად ამ მოთხრობამ დამიტოვა ისეთი შთაბეჭდილება რომ ამ ლევანს თავში რაღაც რიგზე არ აქვს და აქეთ ამ საწყალ გოგოს აბრალის ყველაფერს :( იმის მაგივრად რომ ეცადოს გაახაროს და გააბედნიეროს. აუბედურებს და ყველაფერთან ერთად ყველაფერს მას აბრალებს . აიი სასტიკად ვერ ვიტან ხალხს რომელიც თავიანთ დაანაშაულს სხვებს ან სხვას აბრალებენ ????მე თუ მკითხავ ღიირსიც იქნება რომ მიატოვოს და თავის შესაფერისი ადამიანთან წავიდეს მაგრამ ეხლა აი ზუსტად ვიცი რომ ნებისმიერიი კაცი ჩემ კომზე იტყვის რომ ხელს ვუწყობ ადამიანის გაბ**ებას და კიდე აქეთ მე დამადანაშაულებენ მაგრამ მაგარი არ მაინტერესებს მსგავსი ადამიანების აზრი :) მე თუ მკითხავ ქალს რომელსაც ქმარი ეგრე ექცევა როგორც მაგ გოგოს შეიძლება დაერქვას ძალადობის მსხვერპლი და კაცი რომელიც ეგრე ტრა*ულად ცდილობს ქალის შეკავებას ის ნამდვილი შეშლილი მსიქქოპატია :) რაც შეეხება ჩემს აზრს გიორგიზე მას ზედმეტი მოსდის რადგან იცის რომ მარიამს ქმარი ჰყავს თან ისეთი როგორიც ლევანია :) ჩემი აზრით ამ მოთხრობაში ერთადერთი დალაგებულიიი ადამიანი მარიამია და ბოლოს მინდოდა მეთქვა რეზიზე სასწაულად მომწონს ეგ პერსონაჟი ამ მოთხრობაში ❤❤პირდაპირ ჩემს გემოვნებაში ჯდება ❤❤და ბოლოს ლევანის და ანის ურთიერთობა როგორც და-ძმის ვაფშე არ მომწონს :( და აი სულ ბოლოს ირაკლის ნაერ ხალხს ვერ ვიტან :( აიი ეხლა მართლა ბოლოა ვაჩეს ნაეირი ადამიანები მართლა არიან სიკვდილის ღირსები იცოდა რომ გოგო მთვრალი იყო და მაინც არაკაცივით მოიქცა და აი სულ ბოლოა მართლა:)))) ანი როგორც გოგო ძაან კაი ადამიანია და მეცოდება მამისის და ძმის ხელში მარა მალე დათახმდეს საყვარელ რეზის თორე მოვკვდი ქალი მაგ ბიჭის საცოდავიბით ????❤მოკლედ წარმატებები და მალე დაამთავრე რა❤❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

№24  offline მოდერი ნეაკო

khatia khatia

ძალია დიდი მადლობანრომ გამოაზიარე შენი აზრი, ყველაფერში გეთანხმები, გიორგი არასწორად იქცევა, ლევანიც არასწორად იქცევა და სწორედ ამის ახნას ვცდილობ ისტორიაში... რომ ცოლ-ქმრის გაუცხოებას უყურადღებობა და სიცივე იწვევს... მარიამს რაც ემართება ლევანის ბრალია... მარიამიც ამის გამო არეულია მაგრამ გიორგისთან მისი წსვლა არაა სწორი რა ქტმა უმდა რადგან ისიც არასწორად ექცევა, ზედმეტად ახვევს თავს თავის გრძნობებს .
ისტორიამღალატის თემას არ ეხება, ეს არ იქნებ, უფრო ცოლქმრის გაუცხოებაზე და მერე ამ ყველაფრის დალაგებაზე მინდა წერა, ანი და რეზის ურთიერთობა მერე გვიან დალაგდება ❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent