#21 [ თავი XI ]
XI - რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - ენაჩავარდნილმა ელიზაბეტმა მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და დამრგვალებული თვალებით, რომლებშიც დიდრონ კითხვის ნიშნებს მარტივად შეამჩნევდით, გახედა მის გვერდით მჯდომ ქალს. - ყველაფერი ისეა, როგორც წერია. - ნერწყვის დიდი გორგალი ძლივს გადაყლაპა ქრისტინმა. - ის ჰომ რიგითი ექსპერიმენტის მონაწილეა? კონელი ყველაზე ასეთ დეტალურ ინფორმაციას აგროვებს? - სულელური გულუბრყვილობა ერქვა სმიტის მზეს, რომელსაც არასოდეს ენაცვლებოდა მთვარე. - მე რატომ მეკითხები? შენ მუშაობ ამ შეშლილთან! - თითებით შუბლი მოისრისა. - შენ გგონია, რომ ფლინი ყველა თავის ნაბიჯს მე მითანხმებს?! - გაწიწმატდა ქალი. - ნუ კივი. - ვისგან ვისგან, მაგრამ შენგან ნამდვილად არ ველოდი ასეთ პასუხს. - წამოდგა და ზემოდან შეხედა ქრისტინს. - ელიზაბეტ, სრულ ჭკუაზე ხარ?! ჩემს და შენს სახლში ყველგან კამერები და ხმის ჩამწერი მოწყობილობებია, შენ კი საქმეს მირჩევ - როგორ რა უნდა ვთქვა?! - ისიც წამოდგა და ქალს თვალი თვალში გაუყარა. - ვინ არის მეგან ჰემფრი, რომ მის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი?! - ეჭვიანობის პირდაპირი ნოტები მჭახედ გაისმა მის ხმაში. - რა დროს ეს არის, ელიზაბეტ?! - სახტად დარჩა სპენსერი. - გამეცი პასუხი! - აქ ყველაფერი წერია, ელიზაბეტ! - ნერვები ვეღარ მოთოკა ქალმა. - რა წერია? რა? - იფეთქა სმიტმა. - ის, რომ ვიღაც ქალი კორნელს ჰყავს გამოკეტილი, როგორც სხვა დანარჩენები ჰყავდა?! მის გარდა კიდევ ოცი ადამიანი იყო ჩართული ამ ექსპერიმენტში, რითი გამოირჩევა მეგან ჰემფრი, რომ ფლინი ასეთ ყურადღებას აქცევს ?! - გაცხარებისგან პომიდორივით გაწითლდა და ღრმად სუნთქავდა. - თავი დაანებე ამ ყველაფერს, ელიზაბეტ! უბრალოდ, თავი დაანებე! არ ვიცი რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს სახიფათოა ჩემთვისაც და შენთვისაც! - ცდილობდა მედგარი ყოფილიყო, მაგრამ ხმა გაებზარა. დასტაცა თავის ნივთებს ხელი და გამოიქცა. ელიზაბეტ სმიტის კეთილმოწყობილი ბინა სწრაფად დატოვა და უსწორმასწორო კიბეები ელვის სისწრაფით ჩაირბინა. გული საგულეს არ ჰქონდა და ადრენალინის მოლეკულები სისხლძარღვებში მხოლოდ ტანგოს ცეკვას არ დასჯერდნენ, გაუჩერებლივ კლანკნიდნენ "სხეულებს" სხვადასხვა ცეკვაში, მაგრამ ერთსა და იმავე შიშის მოსაბეზრებელ, თუმც უკვდავ მელოდიაზე. ქალს სხეულზე თითოეული მყესი დაძაბული ჰქონდა და სიმწრით ადგამდა სწრაფ, მაგრამ მძიმე ნაბიჯებს. მანქანაში ჩაჯდომა და მისი დაქოქვა ერთი იყო. ათი წუთის გზა სამიოდე წუთში გაიარა და რეზინის წვის სუნიც კი იგრძნო, ან მოეჩვენა, არ ვიცი. სასოწარკვეთილება ვერ დაეწია და მის ნაცვლად შიში დარბოდა ქალის სიჩქარით, გეპარდზე ამხედრებული. გასაღები მოხერხებულად, ერთი ხელის მოსმით მოათავსა ვიწრო კლიტეში და ბინაში შეაჭრა. კარი სამჯერ გადაკეტა, თავისივე სხეულის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ცივ იატაკზე ჩამოცურდა. თვალები გაფართოებოდა, გული, ლამის, ამოვარდნოდა და ხელების ცახცახს ვერ იმორჩილებდა. ჩასცქეროდა მათ და აინტერესებდა - ხელისგულზე რომელი ხაზი იყო იმის მომასწავებელი, რომ ამ უმართავ სიტუაციაში გაეხვა. ის თავისდაუნებურად გახდა თამაშის ნაწილი, რომელსაც კორნელ ფლინი მართავდა და ყველა მონაწილე პაიკად აქცია. მას არ ჰყავდა მოწინააღმდეგე, ის ცხოვრებას ეთამაშებოდა, მაგრამ რამდენი ადამიანი იცით, ვინც ცხოვრებასთან ერთი ხელი ჭადრაკის მოგება მაინც შეძლო? მე არც ერთს ვიცნობ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. მაგრამ, განა, ფლინს ეს გააჩერებდა ? ის, რომ მოგებული არავინ იყო კორნელისთვის პრობლემას წარმოადგენდა?! რიტორიკა, მეტი არაფერი. პირიქით, ეს უფრო მეტ აზარტს სძენდა მის არსებობას, რომლის საოცარ სიმყარესაც ერთი პაწია ბზარი გაუჩნდა, რომელსაც მე ვხედავ და მასთან ერთად ვგრძნობ. ბზარი, რომელიც სუსტ წერტილში გაჩნდა და ღმერთმა იცის, თუ არსებობს, კორნელი გაიმარჯვებს ამ ბზართან ერთად თუ საუკუნოდ დამარცხდება. შემოსასვლელ კართან იატაკზე ჩაცურებული ქრისტინი იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ ყურებში მხოლოდ წუილი ესმოდა და ტელეფონის ზარი, რომელმაც სიმშვიდით გაჟღენთილი ბინა გააყრუა, არ ესმოდა. დაფარული ნომრიდან რეკავდნენ, მაგრამ მას ეს არ უნახავს. მეგანი, ლეონი, ელიზაბეტი, ოლივია და ქრისტინ სპენსერი… საკუთარი სახელის ამოკითხვამ, დეტალურმა დახასიათებამ, მისამართმა და ბინის გამოსახულებამ ჭკუიდან გადაიყვანა ქალი. რაში სჭირდებოდა ქრისტინი კორნელს?! რატომ იყო მის ბინაში ხმის ჩამწერი და ვიდეოთვალი? რამდენი ხანია, რაც ისინი იყვნენ დამონტაჟებულნი? ქალს კითხვები ჭკუიდან შლიდნენ, რადგან პასუხები მისთვის მიუწვდომელი იყო. ფიქრობდა, ფიქრობდა, ფიქრობდა იქამდე, სანამ რამდენიმე საათი არ გავიდა და სხეული არ დაუბუჟდა ერთ პოზაში ჯდომისაგან. ერთი, ორი და სპენსერმა ორივე მხრიდან გაშლილი ხელი სახეზე შემოირტყა. ორმაგი სილის გაწვნა და ის დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელსაც მე და თქვენ ვიცნობთ. სარკასტული, მედგარი, ამაყი, ლოგიკური ქალი… წამოდგა და მთელი ბინა გაჩხრიკა, იპოვა ყველაფერი, რისი პოვნაც შეეძლო. ხაზს ვუსვამ - ყველაფერი იპოვა, მაშასადამე, კორნელმა ერთი თვალი და ერთი ყური დაკარგა. ამით ქრისტინმა ცოტაოდენი დრო მოიგო, გადაწყვიტა თვის ბოლომდე სახლიდან არ გასულიყო. ტელეფონი გამორთო, ლეპტოპს არც გაჰკარებია და საკუთარი სახლის ტყვე გახდა. ... ამ ფაილში იყო თითქმის ყველაფერი. დეტალურად აღწერილი თითოეული პერსონაჟი და მათი ცხოვრება, მათი მნიშვნელობა ამ სამყაროში და მეგან ჰემფრის ცხოვრებაში. მათი ყოველდღიურობა, ვიდეოჩანაწერები, ხმოვანი და ბეჭდვითი დოკუმენტაცია. სუსხმა ძვალ-რბილში გაატანა და ქრისტინის სხეულში ბუდე მოიწყო. მაგრამ მისმა დანებებამ მხოლოდ რამდენიმე საათი გასტანა. ერთადერთი, რაც ვერსად ამოიკითხა - ლეონის და ოლივიას ნათქვამი იყო. მეგან ჰემფრი ერთადერთი მონაწილეა ამ ყოვლად ცნობილი ექსპერიმენტის ?! ნუთუ, ეს სიმართლეა? … დავიღალე. გაფუჭებული მაგნიტოფონივით ვიმეორებდი ნაღრძობ გონებაში ამ გაცვეთილ, უკვე აზრსმოკლებულ სიტყვას. დავიღალე, ძალიან დავიღალე. გესმის, ნილ? დავიღალე. უკვე დიდი ხანია, რაც ვწევარ. ვჭამ იმას, რასაც მაწვდიან. რობოტივით ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე. ხაზს ვუსვამ - უნდა ვაკეთებდე. ხვდები? ვდგები, კბილებს ვიხეხავ, დილის ვარჯიშს ვიწყებ, ვამთავრებ, შხაპს ვიღებ, ვიცვლი და საწოლზე ვეხეთქები. ახლა უნდა გავიღვიძო. მოვწყდე სანატრელ სიზმარს, სადაც შენ მეგულები, ცოცხალი და ბედნიერი და თვალები გავახილო, შენი უზადო სახება ძალით უნდა წავშალო და საკუთარ თავს არ მივცე ოდნავი მოდუნების საშუალებაც კი - თორემ, გავტყდები. აურაცხელი რაოდენობის პაწაწინა ნაწილებად დავიშლები და ჩემს აწყობას ვეღარავინ შეძლებს, შენც კი… ძილბურანში მყოფს არსაიდან ხმა ჩამესმოდა და ვხვდებოდი, რომ დრო იყო, უკვე დრო იყო თვალები გამეხილა და დამეთმე. უნდა დამეშორებინა შეწებებული ქუთუთოები ერთმანეთს და წინა დღის რეჟიმი გამემეორებინა. სმენითი ჰალუცინაციები კი უკვე კარგა ხანია, რაც დამეწყო, ამიტომ არ მიკვირდა, რომ ამ სიჩუმით გაყრუებულ, მიტოვებულ ადგილას ხმა მესმოდა. ზლაზვნით წამოვწიე თავი და თავის სიმძიმეს წამოვაყოლე მთელი ტანიც. კისერი უკან გადავაგდე და მაინც თვალდახუჭული ველოდებოდი, რომ ყრუ ხმა, რომელიც მეძახდა - გაჩუმდებოდა. მაგრამ - არა, ის არ ჩუმდებოდა, პირიქით მის მიერ წარმოთქმული თითოეული ნოტი ყოველწამს უფრო და უფრო ხმამაღალი ხდებოდა და ყურებს მტკენდა. თუმცა, რაღაც შეიცვალა. ხმა? ტემბრი? რა? სულ რამდენიმე წამი დამჭირდა გასაანალიზებლად და... ამჯერად, დაფეთებული წამოვხტი, თვალები გამიფართოვდა და სუნთქვა შემეკრა, როდესაც ყრუ ხმაში შენი ხმა ამოვიცანი. დამეფიცება - არ მომჩვენებია. რამდენიმეჯერ მივაყურადე, ვიცი, ვიცი, რომ მოჩვენებები მაქვს და შენ მელანდები ყოველთვის, მაგრამ… ჯანდაბა, ნილ! მეძახდი, მეძახდი სახელს. მხოლოდ შენ რომ იცი, ისე ტკბილად. მეგ, მეგ, მეგ, მეგი! არა, ეს არ იყო მოჩვენება, ეს არ იყო ის ხმები, რომელნიც სხვადასხვა საზიზღრობებს ჩამჩურჩულებდნენ, ეს არ იყო შენი ხმა, რომელიც მე მესმოდა უშენოდ, ნილ. რომელსაც სპეციალურად ვაყურადებდი, იქნებ, გავიგონო-ს ძახილით. ეს შენი ხმა იყო, რეალური შენი ხმა და არა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, ვფიცავ. რით დავამტკიცებ?! ჯანდაბა, უბრალოდ, ვიცი! დამიჯერე, გთხოვ, დამიჯერე... დაახლოებით, ხუთ წუთამდე იმეორებდი ერთსა და იმავეს. მე კი ჯერ ერთ კედელს მივეხეთქე, შემდეგ მეორეს და წრეზე დავიწყე სიარული. ფრჩხილები დავიჭამე და თმები ავიჩეჩე. შემდეგ ძირების ქაჩვა დავიწყე, იქნებ, თუ მეჩვენება, ტკივილმა გამომაფხიზლოს-მეთქი, იქნებ, იქნებ… ჯანდაბა, მეგ, მეგ, მეგ, მეგი! ეს შენი იყავი, შენ იყავი, შენ, შენ, შენ! და უცებ... კვლავ სიჩუმე. გამაყრუებელი სიჩუმე. მოჩურჩულე სიჩუმე… ყურებში წუილი და გულისცემა, რომელიც, ასე მგონია, მთელ ნაცრისფერ შენობას აყრუებდა… თვალებგაფართოებული მე, რომელიც ბეტონის იატაკს მიეკრო და ფართოდ გახელილი ორი სფეროსებრიდან მლაშე სითხე ჟონავდა. კარის ჭრაჭუნი და ეს არ იყო მასში დატანებული ჭრილის ჭრაჭუნი, რომელიც საკვების მოტანას მამცნობდა. #21-ის კარი გაიღო. … შევკრთი და დამფრთხალი შველივით გავხტი განზე. მისმა დანახვამ ადრენალინის მოზღვავება გამოიწვია ჩემს ორგანიზმში. ვერ ვხვდებოდი - რა ხდებოდა. რატომ შემოვიდა ის ჩემს საკანში? უკვე სამი თვე გავიდა ? ისევ ეს ამაზრზენი თეთრი რატომ აცვია? ნილის ხმის ჩანაწერი საიდან ჰქონდა ამ ნაბი'ჭვარს?! თვალები ბრაზისგან გამიფართოვდა და კბილებს შორის გამოვცერი. - კორნელ! - მეტი ვერაფერი ვთქვი. მხოლოდ მისი სახელი და მრისხანებით გაჟღენთილი მზერა. - მეგან! - გულგრილად შემავლო თვალი და მოსალმების ნიშნად თავი დამიკრა. - საიდან ?! - აზროვნების უნარმა ქუდი დაიხურა და პირველივე მატარებელს გაჰყვა, ჩემგან შორს. - დაჯექი. - მშვიდი იყო, სიტუაციისთვის მეტისმეტად მშვიდი და ყინულივით უგრძნობი. - მიპასუხე! - მოთმინების ფიალა გატყდა და უსარგებლო ნამსხვრევებად იქცა. - როგორ ხარ? - აინუნშიაც არ აგდებდა ჩემს სიტყვებს. რიტმული ნაბიჯებით შემოვიდა საკანში და ჩემს საწოლზე დაჯდა. დამჯდარიც კი თითქმის ჩემი სიმაღლე იყო, ახლა გამირბოდა ყურადღება მაინცდამაინც წვრილმან დეტალებზე, როდესაც უმთავრესი მქონდა გასარკვევი. ჯანდაბა! - როგორ ვარ?! - აღშფოთება გვერდით დამიდგა და მამხნევებდა. - მართლა გაინტერესებს - როგორ ვარ? - ძლივ-ძლივობით წამოვდექი. - უბრალოდ, მაინტერესებს. - თქვა და თვალი თვალში გამიყარა. არა, ისევ ის სათვალე ეკეთა და ისევ ისე იყო ჩაცმული, მაგრამ სიცივემ ერთიანად დამიარა თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე, როდესაც შემომხედა. - უბრალოდ! უბრალოდ! უბრალოდ! შენთვის ყველაფერი უბრალოდ ხდება, შენთვის ეს არაფერს ნიშნავს, თამაშობ სხვის გრძნობებზე და მანიპულირებ მათი ემოციებით! გამოკეტილი გყავს აქ და მათ გაქცევაც კი არ შეუძლიათ, არაადამიანი ხარ! ფსიქოპატი და მეტი არაფერი! - ცრემლებმა ღაპაღუპით დაიწყეს დენა ჩემს სახეზე და სლუკუნის შეკავება ვეღარ შევძელი. სითხე მზერას მიბინდავდა, ერთიანად მიყრილმა სიტყვებმა კი სუნთქვა შემიკრეს. - როდის სცადე კარის გაღება ? - ფეხი ფეხზე გადაიდო. - რა? - ამოსუნთქვას მოვაყოლე კითხვა. - ყრუს არ ჰგავხარ. - უბრალოდ, გამიმეორე! - ოდესმე გიცდია ამ კარის გაღება, მეგან? - საჩვენებელი თითი სისხლის სუნით აყროლებული და დალაქავებული კარისკენ გაიშვირა და უნებლიეთ მეც იქითკენ გავიხედე. - რატომ დუმხარ? - რატომ მისვამ რიტორიკულ კითხვას ?! - ალბათ, იმიტომ, რომ შენი პასუხი მაინტერესებს. - მხრები აიჩეჩა. იმდენად უდარდელად გამოიყურებოდა, წამით კვლავ დამიბრუნდა ეჭვი, რომ ნილის ხმა, უბრალოდ, მომესმა. - არა, არ მიცდია. - დინებას მიყოლა ვამჯობინე. - მაშინ რატომ ამბობ, რომ ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ - გაქცევაც არ შეუძლიათ? - კვლავ ეს ცინიზმის გვირგვინი და ჩემი გაურკვევლობა. - რა აზრი აქვს დაკეტილი კარის გაღების მცდელობას? - ასე გულმოდგინედ მისმენდი? - ხმა გაუმკაცრდა. - შენი ნათქვამის, რომ ადამიანებს უშვებდი, როცა მათ ეს სურდათ - არ მჯერა. - კარის გაღება სცადე ? - იმ ადამიანს, ვისაც საკვები მოაქვს, ვევედრებოდი ხმა გაეცა ჩემთვის! - ვერ ვხვდებოდი, ვერაფერს ვხვდებოდი. - კარის გაღება სცადე?! - კვლავ გაიმეორა და წამოდგა. ჩემკენ აიღო გეზი და მე უკან დახევა დავიწყე. კედელს ავეკარი და დაკვნეტილი ფრჩხილები ბეტონის ზედაპირს "ჩავარჭე". მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა, მაგრამ მზერის გასწორება ვერ გავბედე. არსაიდან აღმოცენებულმა სინდისის ქენჯნამ ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი მოიარა და ჟრუანტელის სახით გადანაწილდა მთელ ზედაპირზე. - ვაბრახუნებდი… - ხმა გამებზარა. საკანმა კი ჩემი ჩურჩულის ექო გამაგონა. - სცადე?! - ძლივს გასაგონად ამოთქვა კითხვა და ხელისგულებით კედელს მიეყრდნო. ჩემი თავი მის დიდრონ ხელებსშუა იყო მოქცეული. - რატომ უნდა მეცადა? - ამოვიკნავლე და თვალები კვლავ ცრემლით ამევსო. - მე ჰომ გაგაფრთხილე - არასოდეს შეეგუო მოცემულობას-მეთქი. - ამოიხვნეშა და მომშორდა. ერთი ნაბიჯი გადადგა უკან და მომაჩერდა. - ახლა ჯოს ჰგავხარ. - ამოვისრუტუნე და ოთხად მოვიკეცე. მხრები მითრთოდა და გულის არეში მაისურზე ხელს გამწარებული ვიჭერდი. - რატომ უნდა მეცადა, როდესაც ვიცოდი, რომ სამი თვით აქ უნდა ვყოფილიყავი გამოკეტილი, რატომ, კორნელ? - ვხაოდი და თავს ვეღარ ვიმორჩილებდი. - მერამდენე დღეა ახლა, მეგი? - ჩემკენ დაიხარა და საჩვენებელი თითით თავი ამაწევინა. მის დიდ სათვალეში საკუთარი გასაცოდავებული ანარეკლის დანახვა შევძელი და გული მომეწურა. - არ ვიცი. - გულწრფელად ვუპასუხე და გამეღიმა. იმდენად დიდი ტკივილი გამოკრთოდა ჩემს ღიმილში, რომ ანარეკლს თვალი ავარიდე - მეტკინა. - თუ იცოდი, რომ სამი თვით უნდა ყოფილიყავი გამოკეტილი და კარის გაღება არ გიცდია, ამის გამო. მაშინ დღეების თვლას თავი რატომ დაანებე, მეგან? - კვლავ დაუბრუნდა ის სიცივე. - უბრალოდ… - სიტყვებს ვეძებდი და თვალების ცეცება დავიწყე აქეთ-იქით. - უბრალოდ?! - სუნთქვა აუჩქარდა და არც კი სცადა ამის დამალვა. მეუცნაურა. - არ ვიცი, უბრალოდ, არ ვიცი, გაიგე?! შენ ვერ მიხვდები, შენ არაფერი იცი, შენ ახლა ჯოს ჰგავხარ! მეზიზღები! მძულხარ! გაეთრიე აქედან, გაეთ… - ტუჩებზე ხელისგული ამაფარა და კედელს მიმანარცხა. მოულოდნელობისგან შევხტი და მოზღვავებული ადრენალინის გამო ჩასუნთქვები გავახშირე, თუმცა მისი ხელი იმდენად დიდი იყო, რომ ნაწილობრივ ცხვირსაც მიფარავდა. - ნუ მადარებ ახ'ვარ მამაშენს! - იღრიალა და გავშრი. სისხლმაც კი შეწყვიტა, თითქოს, მოძრაობა. - გეზიზღები, გძულვარ, მაგრამ იცი კი - რატომ? მიცნობ?! იცი, რას წარმოვადგენ?! იცი, რა ხდება აქ ?! - გულზე თავისუფალი ხელი მიირტყა. - შენ მხოლოდ ის იცი, რომ პოლიციელი და დედა ჩავდე მიწაში, სხვა არაფერი! ისიც კი არ იცი - რატომ გავაკეთე ეს! შენს პროფესიასაც არ ფლობ სათანადოდ, რომ ეს გაგეგო! რატომ შენ და არა ნილი?! - ბოლო სიტყვებმა გული გამიჩერეს. - შენ… - ძლივს ამოვისუნთქე ერთადერთი სიტყვა. ბრაზი, გაოცება, შიში და ტკივილი ერთ გუნდად შეიკრა და კანის უჯრედებს შეერწყა. - შენ ნილს იცნობდი! რა კავშირი ჰქონდა მასთან ?! რა ხდებოდა შენსა და ნილს შორის ?! - პერანგის საყელოში ჩავაფრინდი. მოულოდნელობისა და ჩემი სიმძიმისგან კორნელი წაბარბაცდა და საწოლზე დაეცა. მე ზემოდან მოვექეცი და უკვე ყელში ვწვდი. - მე რა კავშირი მქონდა?! მე ?! - აგრძელებდა ღრიალს. ბუმბულივით ამისროლა ჰაერში, საწოლზე ზურგით დამცა და ახლა თვითონ მომექცა ზემოდან. სიმწრისგან ამოვიკვნესე. მაჯებში ხელს მიჭერდა და მაკავებდა. ხმელეთზე ამოგდებული თევზივით ვფართხალებდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ჩემზე ბევრად ძლიერი იყო და ერთ ლუკმადაც არ ვეყოფოდი ფლინს. - შენ გქონდა კი მასთან კავშირი?! გრძნობდი რა სტკიოდა, რა უნდოდა და რაზე ოცნებობდა? იცოდი კი რას განიცდიდა მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ?! - ზედ ჩემს ბაგესთან ამოუსუნთქა ეს სიტყვები. - მე… - ოდნავ შევყოყმანდი. - ჯანდაბა შენს თავს, კორნელ! წყეულიმც იყავ, ვინ ხარ?! რას წარმოადგენ?! ვინ იყო შენთვის ნილი?! - ცხოველური ძალა მომეცა აფექტში მყოფს და კორნელი მოვიშორე. მოპირდაპირე კედელს მიენარცხა ზურგით, თუმცა კვლავ მე მომიბრუნდა. ხელი ყბაში ჩამავლო და მკითხა. - გაინტერესებს?! მართლა გაინტერესებს ვინ იყო ჩემთვის ნილი?! - ხელი ძლიერად მომიჭირა და მისკენ მიმიზიდა. ტუჩები ყურთან მომიტანა და ამოიჩურჩულა. - რიგითი მსხვერპლი. სანამ გავიაზრებდი რა თქვა, შურდულივით გავარდა კარში და მარტო დამტოვა. რიგითი მსხვერპლი, რიგითი მსხვერპლი, რიგითი მსხვერპლი… რიგითი მსხვერპლი! კარს ვეცი და ბრახუნი ავტეხე. ბოლო ხმაზე ვხაოდი და ვემუქრებოდი მას. ნილი იყო მისი მსხვერპლი?! ანუ ნილს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს? ის კორნელ ფლინმა მოკლა?! და ფლინი ჯერ კიდევ ცოცხალია?! ათასი ჯურის ფიქრი მიტრიალებდა თავში, თავბრუ მეხვეოდა და გულისრევის დაუოკებელმა შეგრძნებამ მაიძულა, რომ კუჭის შემადგენლობით იატაკი მომერწყა. წნევამ ამიწია და კეფა საზარლად მტკიოდა. ორი ნაბიჯისხელა ოთახში წინ და უკან დავრბოდი და თავბედს ვიწყევლიდი. რაც რამ ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს აქეთ-იქით ვისროდი და ვამტვრევდი. ამ ამაზრზენი ორშრიანი სარკის პირველი შრე სულ დავბზარე, მაგრამ ვერაფრის დიდებით გავტეხე. სისხლი ხელებიდან თქრიალით გადმომდიოდა და წნევა ნელ-ნელა უბრუნდებოდა ნორმას. სააბაზანოში იატაკზე ჩავიკეცე და მზერა გამიშტერდა. "რატომ შენ და არა ნილი?" "რიგითი მსხვერპლი." "იცოდი კი რას განიცდიდა მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში?!" ნილ, ძვირფასო, მოგკლეს?! ამ ამაზრზენმა არსებამ მოგკლა?! და ის ჯერ კიდევ ცოცხალია?! როგორ მოგკლა, რატომ მოგკლა?! რას ნიშნავდა ის შეკითხვა?! რატომ მე და არა შენ?! ვერაფერს ვხვდები, ვინ არის კორნელ ფლინი ჩვენს ცხოვრებაში, პატარავ?! არც ერთხელ დაგცდენია სიტყვა მის შესახებ! იცნობდი? მართლა იცნობდი თუ ის ჩემით მანიპულირებას კვლავ ცდილობს?! მითხარი, პატარავ, ხმა გამეცი, ნილ! არ მჯერა, არ მჯერა, რომ მკვდარი ხარ, არ მჯერა, რომ შეგეძლო და არ მჯერა, რომ კორნელისნაირ ადამიანს გზაზე გადაეღობე და მოგკლა… არ მჯერა. ვიცოდი კი რას განიცდიდი მთელი შენი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში, ნილ?! ვიცოდი? არასდროს არაფერი ვიცოდი. მთელი ეს დრო გულჩათხრობილი იყავი, თავს მაჩვენებდი, რომ გიცნობდი, მაგრამ მოახერხე ჩემი მოტყუება. ოდესმე სიმართლე გითქვამს, ნილ?! ღმერთმანი, რატომ ვეჭვდები შენში?! კორნელია ამაზრზენი. მას იმდენი კონტაქტი აქვს, თავისუფლად შეეძლო გაეგო, რომ შენ მომიკვდი და ამით ზეწოლა მოეხდინა ჩემზე. შეეძლო, ჰო, შეეძლო. შვიდმა მათგანმა ფეხები გაფშიკა, გადაიხვეწნენ, ფსიქიატრიულში მოხვდნენ და მხოლოდ ერთი აგრძელებს ცხოვრებას, ჩვეულ რეჟიმში! მას უნდა, რომ შემშალოს, მომკლას ან მთას შემაკედლოს! მაგრამ… "რატომ შენ და არა ნილი?!" რატომ იკითხა მან ეს, რატომ ჟღერდა მის ხმაში ენით აღუწერელი სევდა და სასოწარკვეთა?! ნუთუ, მართლა გიცნობდა?! ნუთუ, მართლა გქონდა ამ არსებასთან კონტაქტი, ნილ?! ამ ფიქრებისგან თავი მისკდებოდა, ან იმისგან, რომ სააბაზანოს კედელს კეფას ვურტყამდი რიტმულად და სისხლის გუბეში ვიჯექი. მზერა კვლავ გაშტერებული მქონდა, კიდურები კი იმდენად დამიმძიმდა, რომ მოძრაობას ვერ ვახერხებდი. გაღვიძების დრო მოვიდა, ნილ. გაღვიძების დრო მოვიდა... P.S. მოკლედ, ვიცი, რომ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი თავი ავტვირთე, მაგრამ ვფიცავ, მქონდა ამის მიზეზი და ეს მიზეზი ჯერ კიდევ არსებობს. ამ თავის წერა ძალიან გამეწელა და ვერც იმას გეტყვით, რომ ახალ თავებს ასე ვთქვათ, რიტმულად ავტვირთავ, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ამ ნაწარმოებს დაუმთავრებელს არ დავტოვებ. გამიზიარეთ თქვენი აზრები, ემოციები, რაც ამ თავმა დავიტოვათ... ძალიან მინდა ამის მოსმენა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.