შეცდომა 15 თავი
მარიამი ძალიან არია გიორგის ქცევებმა, ქმედებებმა და სიტყვებმა, იმდენად აებნა თავგზა რომ ვეღარ აცნობიერებდა რეალურად, ეს ყველაფერი აღიზიანებდა თუ პირიქით მოწონდა -მარიამ ასე ნუ მიყურებ-მისი გიჟური ფიქრები გიორგის ხმამ გაფანტა -მინდა რომ ტაქსი გამოძახო ახლავე, აქედან უნდა წავიდე, შენი მოსმენა აღარ მინდა გასაგებია? -ტაქსი გამოგიძახო? -დაიბნა გიორგი -მე ტელწფონი არ მაქვს ასე რომ დარეკე ახლავე-უთხრა ხმა აკანკალებულმა გოგონამ -ქმარმა დაგილეწა?-ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა ბიჭს სახეზე, მარიმი ძალიან გააღიზიანა მისმა ტონმა და ირონიამ -თვითონ დავამტვრიე გასაგებია? მაგრამ ეს შენ არ გეხება, დარეკე! -ამას არ გავაკეთებ-ამჯერად კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა ბიჭს სახეზე -ტაქსი გამოიძახე თუ შეიძლება -უთხრა მშვიდი ტონით, ძალიან სცადა რომ როგორმე მოეთოკა თავი და გიორგი დაეყოლიებინა -მე წაგიყვან იქ, სადაც მეტყვი-უთხრა გიორგიმ თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია გოგონას ალეწილი სახისთვის -შენს მანქანაში არ ჩავჯდები გასაგებია?-ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ და მაშინვე გაექცა ბიჭის დაჟინებულ მზერას -ნუ გეშინა ამ ჯერად აღარ ვაპირებ შენს მოტაცებას -თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევ! -მანქანაში ჩაჯექი-რაღაცნაირად მკაცრად უთხრა და მარიამს გიჟივით სიცილი რომ აუტყდა, გაბრაზდა -სხვაგვარად აქედან უბრალოდ ვერ წახვალ, იმიტომ რომ მთავარი გზიდან ძალიან შორს ვართ... მე კი ტაქსის გამოძახებას არ ვაპირებ შენთვის-მისმა სიტყვებმა მარიამს ხასიათი გაუფუჭა -გეყოფა სისულელების ლაპარაკი უბრალოდ დარეკე -არა-გაჯიუტდა გიორგი -მანქანაში დაგელოდები -უთხრა მშვიდი ტონით და მიტრიალდა -საშინელი ადამინი ხარ-მიაყვირა მიმავალ ბიჭს გაცეცხლებულმა გოგონამ -წამოხვალ თუ აქ გინდა დავაღამოთ? -მისკენ მიტრიალდა გამარჯვებული სახით გიორგი-არა, მე რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ვარ აქ ერთად რომ დავაღამოთ... მაგრამ მგონი შენ დიდად არ გხიბლავს ეს აზრი? -რა ცინიკოსი ხარ -გულწრფელად გეუბნები აქ... ამ მშვენიერ ადგილას შენთან ერთად ღამის გატარება... -რას ბოდავ-წინადადება გააწყვეტინა გაავებულმა გოგონამ -შენი ავადმყოფური ფანტაზიები შენთვის შეინახე! -ცუდი არაფერი მიგულისხმია, ასე ნუ ბრაზდები-გაეცინა ბიჭს -სხვა რამ ვიგულისხმე -ჩემთან ასე ლაპარაკს როგორ ბედავ? თავი ვინ გგონია? მე ქმარი მყავს... შვილი, ოჯახი მაქვს, თავს რის უფლებას აძლევ? -ვიცი რომ ოჯახი გაქვს მარიამ, ვიცი... კარგად ვიცი რომ სხვა კაცის საკუთრება ხარ, ცოლი და დედა ხარ... მაგრამ მე მაინც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ -საკმარისია გეყოფა! ძალიან გთხოვ შეწყვიტე სიყვარულზე ლაპარაკი -მარიამ ეს რომ შემეძლოს... ასე მარტივად რომ შემეძლოს შენზე უარის თქმა... გეფიცები დღესვე წავიდოდი აქედან -და რატომ არ მიდიხარ? გგონია რომ ოდესმე შეიძლება ჩვენს შორის რამე იყოს? ამის იმედი გაქვს? მართლა სერიოზულად ფიქრობ ამაზე?-აფეთქდა მარიამი -ვიცი რომ ლევანთან უბედური ხარ, ძალიან უბედური-უთხრა გიორგიმ მშვიდი ტონით -ღმერთო ახლა მართლა გავგიჟდები-უყვირა მარიამმა -შევიშლები, ჭკუიდან გადავალ, მერე შენ რა მე თუ უბედური ვარ?მითუმეტეს ძალიან უბედური?-იმდენად გაბრაზდა მარიამი რომ მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა და წინ დაუდგა, იმდენად ახლოს რომ ცხელი სუნთქვა სახეზე მიაფრქვია, მისი ქცევით და სითამამით დაბნეულ ბიჭს -მერე შენ რაა?-ჰკითხა ჩურჩულით, გიორგი ისე არია მისმა სიახლოვემ, მისმა სურნელმა და გააბრუა რომ მაშინვე კონტროლი დაკარგა საკუთარ თავზე, გრძნობებზე, ემოციებზე და სრულიად გაუაზრებლად ერთი ხელი სწრაფად შეუცურა თმებში და ძალიან ნაზად შეეხო მის ბაგეებს, მარიამი იმის მიუხედავად რომ ძალიან დაიბნა გიორგის ამ მოულოდნელ ქცევაზე მაინც შეძლო გონს მოსვლა, იმ წამსვე უკან დაიხია და კოცნის უფლება არ მისცა -არ გაბედო და აღარ შემეხო-უთხრა ზიზღით და მანქანის უკანა კარი გამოაღო, გაბრაზებული ჩაჯდა და კარი მთელი ძალით მიიჯახუნა, დაბნეული და ჯერ კიდევ მარიამის სიახლოვით გაბრუებული ბიჭი, საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა -მარიამ-დაარღვია უხერხული სიჩუმე ბიჭის ხმამ -ძალიან გთხოვ აღარაფერი თქვა -არ მინდა რომ ჩემი გეშინოდეს-უთხრა ჩავარდნილი ხმით ბიჭმა-ის რაც წეღან მოხდა... უბრალოდ შენმა სიახლოვემ ისე გამაბრუა რომ თავი ვერ შევიკავე... -ჩემთან მოკარება აღარ გაბედო, არც ჩემს შვილთან... ჩვენგან თავი შორს დაიჭირე... მითუმეტეს აღარ გაბედო ასე მოტყუებით ჩემი სადმე წაყვანა სხვა ადამიანების გამოყენებით -გასაგებია... კოცნის გამო ბოდიშს გიხდი, ზედმეტი მომივიდა... წაყვანას რაც შეეხება სხვა გზა უბრალოდ არ დამიტოვე და ასე იმიტომ მოვიქეცი -გეყოფა სისულელეების ლაპარაკი, მე ოჯახი მაქვს... უფლება არ გაქვს ასე მომექცე -პარკში ვცადე რამდენჯერმე რომ დაგლაპარაკებოდი მაგრამ უფლება არ მომეცი შენ... ასე ამიტომაც მოვიქეცი და სიმართლე გითხრა საერთოდ არ ვნანობ, რადგან შენს თვალებში ის დავინახე რაც მინდოდა-უთხრა გამომწვევი ტონით და სარკის წვალება დაიწყო, უნდოდა ისე გაეწორებინა რომ გოგონას თვალები კარგად დაენახა -რას ბოდავ?-გაბრაზდა გოგონა და სარკეს გახედა საიდანაც ბიჭი კმაყოფილი სახით უმზერდა -ეს ბოდვა არაა ესაა შენი ნამდვილი გრძნობები რომელთაც შენ ასე მონდომებით მალავ -მაინც რას ვმალავ?-მის პროფილზე მიეყინა გოგონას ცივი მზერა -იმედგაცრუებას, ტკივილს, სევდას, მწუხარებას, სასოწაეკვეთას -მართლა? მხოლოდ ამის დანახვა შეძელი ჩემს თვალებში? ასეთი ცარიელი ვარ?-ჰკითხა გოგონამ უცნაური ტონით -ჰო მხოლოდ ამის -პირველივე ავტობუსის გაჩერებასთან გააჩერე აღარ მინდა შენი სისულელების მოსმენა-გაბრაზდა გოგონა -მარიამ მე შენ დაგელოდები... მთელი ცხოვრება დაბელოდები... და ყ ელაფერს გავაკეთწბ იმისთვისნრომ ბედნიერი იყო -ახლავე გააჩერე! გააჩერე-მეთქი-უყვირა ბოლო ხმაზე გოგონამ და გიორგიმაც ინსტიქტურად დაამუხრუჭა, მარიამი მაშინვე მანქანიდან გადავიდა და გიორგიმაც რომ გააღო კარი უყვირა -არ გაბედო, უკან გამოყოლა არ გაბედო და ჩქარი გაუყვა გზას. სახლში დაბრუნებული მარიამი მაშინვე საწოლში დაწვა და ატირდა, იმდენად იმოქმედა მასზე გიორგის შეხებამ, ქცევებმა სიტყვებმა რომ აზრზე მოსვლას ვეღარ ახერხებდა, საბოლოოდ აირია და დაიკარგა, ამ ფიქრებით თავატკიებულს მალევე ჩაეძინა, გვიან ღამით ლევანის შეხებამ გაღვიძა, წვალებით გაახილა დამძიმებული ქუთუთოები და აზრზე მოსვლა სცადა -რომელი საათია? -იკითხა ჩამწყდარი ხმით და ქმრისკენ გადაბრუნება სცადა მაგრამ ლევანი მომენტალურად ზურგიდან აეკრო და მუცელზე ძლიერად შემოაჭდო მძიმე ხელი, აი ამ მომენტში მარიამმა თავი ყველაზე სუსტ ქალად იგრძნო, -ორი ხდება-უთხრა ჩურჩულით და უფრო მჭიდროდ მიიკრო ცოლის სხეული ტანზე, რატომღაც გააღიზიანა ქმრის მკავებში მომწყვდევამ, მარიამი და მოცემულ მომენტში ისეთი განცდა დაეუფლა რომ ლევანის პირადი საკუთრება იყო, შესაბამისად ვალდებულები უხმობდა რადგან, ბიჭმა ნელა ააცურა ხელი მისი მკერდისკენ და ოდნავ მოუჭირა -ლევან გთხოვ ახლა არა-აღელვებულმა გოგონამ მისი ხელი ქვემოთ ჩააცურა -მინდიხარ-დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქრებულმა ბიჭმა და ხელი კაბის ქვეშ შეუცურა -გთხოოვ-შეეხვეწა მარიამი და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა, ლევანს რა თქმა უნდა არ გამოჰპარვია მისი ხმის ტემბრის ცვლილება, ამიტომ მაშინვე ზემოდან მოექცა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -ტირი?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით -არა-აღმოხდა დაძაბულ გოგონას და როცა ლევანის ცხელი სუნთქვა სახეზე მოეფრქვია სუნთქვა შეეკრა -მოხდა რამე?-არ ეშვებოდა ბიჭი -არა-მეთქი ხომ გითხარი?!-წყობრიდან გამოვიდა გოგონა -მაშინ უარს რატომ მეუბნები?-ლევანს უკვე ეჭვები ღრღნიდა -უბრალოდ არ მინდა-ძლივს უყრიდა სათქმელ სიტყვებს თავს დაძაბული გოგონა -მარიამ -თვალები დააწვრილა ლევანმა -რამეს მიმალავ? -გთხოვ... თავი დამანებე-შეეხვეწა გოგონა -კარგი-ლევანი მოეშვა და ფეხზე წამოდგა, ფანჯარა გამოაღო და სიგარეტის მოწევა დაიწყო ნერვიულად, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ცოლის სახისთვის, რომელიც გარე განათების სუსტ და მკრთალ განათების ფონზე კიდევ უფრო ფერმკრთალი ჩანდა ვიდრე იყო -წამლები იყიდე?-ჰკითხა მოულოდნელად -არა, გზიდან უკან დავბრუნდი რადგან თავი ცუდად ვიგრძენი-უთხრა ჩურჩულით გოგონამ და ისე მოიხარა რომ მუხლები მკერდზე მიიბჯინა -უარს იმიტომ მეუბნები რომ ცუდად ხარ თუ იმიტომ რომ წამლები არ გაქვს?-ლევანი ცდილობდა ცოლის უხასიათობის მიზეზი გაეგო -მეორე წამალი მაქვს...უბრალოდ ცუდად ვარ... უფლება ხომ მაქვს რომ ხანდახან მეც ვიყო ცუდად ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე? -გაბრაზდა მარიამი -ეს დღეები რატომღაც სულ ცუდად ხარ ან უხასიათოდ -გაბრაზდა ლევანი -მერე რა? არ მაქვს ამის უფლება?-საწოლზე წამოჯდა საჩხუბრად გამზადებული მარიამი -ძალიან მომენატრე და ამის გამო რატომ მიბრაზდები ვერ ვხვდები-მშვიდად მიუახლოვდა ლევანი სახე წაშლილ ცოლს, ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი ააწევინა, გოგონას ცრემლები მოეძალა ისევ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა -მარიამ რა გემართება?-ოდნავ დაიხარა ლევანი და თვალებში ჩააცქერდა ცოლს -მეძინება-დაიჩურჩულა გოგონამ და დაწვა, ლევანმა არაფერი უთხრა, მოწევის მერე ოთახიდან გავიდა გაბრაზებული და მისაღებში დივანზე დაიძინა. ლევანს საშინლად აღიზიანებდა ცოლის ქცევები მაგრამ როგორღაც თავს ერეოდა და ახერხებდა მშვიდად მიეღო მისი უარი, მარიამს რაღაცნაირად მოწონდა კიდეც მასთან ეს სიშორე და ძალიან მშვიდად გრძნობდა თავს, ისიც არ აღელვებდა რომ მისი ქმარი უკვე კვირაზე მეტი იყო რაც მისაღებში იძინებდა დივანზე , თამუნამ ბევრი ფიქრის და ყოყმანის მერე რძალთან დალაპარაკება გადაწყვიტა და როცა სახლში მარტოები დარჩნე შორიდან მოუარა სათქმელს -მარიამ შვილო... როდემდე აპირებთ ასე გაგრძლებას? -მე არ მითქვამს ლევანისთვის რომ ოთახიდან გასულიყო... ასე თავად გადაწყვიტა -ხომ ხვდები რომ ეს ნორმალური არაა?-უთხრა თამუნამ ნაწყენი ტონით-ის გავიდა და შენც მშვიდად ხარ... ორივე ისე იქცევით თითქოს არაფერო განსაკუთრებული არ მომხდარა... უკვე იქამდე მიხვედით რომ ერთ ოთახში ძილიც აღარ გინდათ და გკიდ.ათ ეს ყ ელაფერი? რა ხდება? -არაფერი, მართლა არფერი არ ხდება-თავი იმართლა მარიამმა -მარიამ ასე არ შეიძლება შვილო... ცოტა დაფიქრდით...დილით ლევანსაც ველაპარაკე...ისიც შენსავით არეულია... ვერ ვხვდები ასე უცებ რა მოხდა... რატომ ექცევით ერთმანეთს ასე გულგრილად, როგორ შეიძლება ცოლს ქმრის შეხება არ უნდოდეს და ქმარს ცოლის? ეს რაა არის? რა ხდება თქვენს თავს... ლევანს შენ სიგიჟემდე უყვარხარ ხომ იცი და ვერ ვხვდები რა არის იმის მიზეზი, რომ ასე ცივად გექცევა... იქნებ შენ თავად ხარ ამის მიზეზი?... -თამუნას გაუჭირდა ლაპარაკი -ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ ლევანს შენ ისევ ისე გაგიჟებით უყვარხარ... -გგონიათ რომ მე აღარ მიყვარს?-გაბრაზდა მარიამი -არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ქალმა -იქნებ უბრალოდ გერევა ერთმანეთში სიყვარული და ვნება? იმიტომ რომ სიყვარული არ ნელდება, არ ქრება, ასე უკვალოდ არ იკარგება... ირაკლის ძალიან აღიზიანებდა შვილის და რძლის ურთიერთობა, მითუმეტეს რომ გაიგო გიორგისთან იჩხუბა ლევანმა უფროდაუფრო მეტად ღრღნიდა ეჭვები -ლევან გიორგისთან რა ურთიერობა გაქვს?-ჰკითხა მოღუშული სახით კაცმა შვილს -მაგ სირ.ე არ მინდა ლაპარაკი -ეს მარიამს უკავშირდება?-თვალებში ჩაცქერდა გაბრაზებული კაცი -არ მინდა-მეთქი ამ საკითხზე ლაპარაკი-ავარდა ლევანი -რატომ თავის დროზე არ მითხარი რაც ხდებოდა თქვენ ორ შორის ახლა უნდა ვიგებდე ამას? -არაფერი არ ხდება რა შემეშვი -მარიამი შენი ცოლია, შენი ქალი, შენი საკუთრება! სხვისთვიას უფლება არ უნდა მიგეცა რომ მასზე ფიქრი გაებდა! ეს არ უნდა დაგეშვა ლევან-მკაცრად უთხრა ირაკლიმ სახე წაშლილ შვილს -ეს ყველაფერი იცი ვისი ბრალია? შენი ! მხოლოდ შენი! იმიტომ რომ ცოლს სათანადო ყურადღება არ მიაქციე! -ირაკლი ტვინს ნუ ურევ ბავშვს-გაუბრაზდა აივანზე გასული თამუნა ქმარს -ისედაც თავგზააბნულია ბიჭი შენ უარესად ნუღარ აგიჟებ -თამუ-ირაკლიმ გულზე მიიხუტა ცოლი და თავზე აკოცა -შენ დღემედე იმიტომ ხარ ჩემი ცოლი რომ მე უფლება არ მოგეცი იმაზე გეფიქრა რომ ოდესმე შეიძლებოდა ვინმეს ჩემზე მეტად ჰყვარებოდი! უკანაც სწორედ ამ მიზეზით დაბრუნდი! შენი შვილი კი იმის ნაცვლად რომ ცოლს გვერდიდან არ მოშორდეს საძინებელში მარტოს ტოვებს და უფლებას აძლევს სხვაზე იფიქროს -ირაკლი ნუ სულელობ -ქმრის ხელებიდან დახსნა სცადა თამუნამ, მაგრამ კაცმა უფლება არ მისცა -ბევრი დალიე და სისულელებს ლაპარაკობ -იმ სხვაზე იფიქროს ვისაც...თამუ შენს შვილზე ძლიერი და გიჟური სიყვარული შეუძლია-არ ჩუნდებოდა ირაკლი-რადგან ის სხვის ცოლზე ოცნებობს იმდენად გამბედავია, შენი იდიოტი შვილი კი იმ ქალსაც ჰკარგავს ვინც მისი ცოლია და ვისაც მის საწოლში სძინავს... მიდი ახლა შენ მითხარი თამუ რომელი უფრო სირ.ა ამ ორიდან? და რომელი იმსახურებს აღფრთოვანებას? კაცი რომელიც საკუთარი სისულელებით ცოლს ჰკარგავს თუ კაცი რომელიც სხვის ცოლის მისაკუთრებას ცდილობს? -მორჩი რა ირაკლი- გაბრაზდა თამუნა -კაცი რომელიც ცოლს საწოლში მარტო ტოვებს ყველაფრის ღირსია-მიახალა ირაკლიმ შვილს და სახლში შევიდა -მამაშენს ყურს ნუ უგდებ მთვრალია და ბოდავს... იცოდე არ გაბედო და მარიამს მისი სურვილის წინააღმდეგ არ შეეხო... თითიც კი არ დააკარო... თუ ასე ურჩევნია ასე იყავით ცოტახანს მერე კი დაელაპარაკე და ურთიერთობა გაარკვიეთ -გგონია რომ ჩემგან წასვლა უნდა?-ხმა გაებზარა ბიჭს -არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ქალმა-ეს თავად მას ჰკითხე, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მას აქვს -არ მინდა ამ პასუხის მოსმენა... მეშინია, ძალიან მეშინია რომ წასვლას მოისურვებს -მაშინ ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ წასვლის გადაწყეტილება ვერ მიიღოს... შენს სიყვარულს ვერ შეელიოს...შენზე უარი ვერ თქვას ლევან, დაარწმუნე რომ შემზე ძლიერად ვერადროს ვერავინ ვერ შეიყვარებს! -უკვე ძალიან გვიანი ხომ არაა?-რაღაც ჩაწდა გულში ლევანს. მთელს ღამეებს თეთრად ათენებდა გიორგი, მარიამზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებდა, უძილობის გამო ამოღამებული თვალებით დადიოდა და რაც დრო გადიოდა სულ უფრო მეტად ერეოდა თავგზა, რაც მის გარეგნობაზეც აისახებოდა -გიო გთხოვ აზრზე მოდი რა, ის გოგო სხვისი ცოლია! სხვა კაცს ეკუთვნის! თან ვის? ლევანს! -ეჩხუბებოდა სოფო -ვიცი, ვიცი და არ მავიწყდება მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, მითუმეტეს ვიცი რომ მარიამი მასთან ბედნიერი არაა -მთვრალმა ირაკლიმ რომ რაღაც წამოროშა მამასთან იმას არ ნიშნავს რომ იმედი უნდა გქონდეს რამის... მითუმეტეს მარიამი მაქსიმალურად გაიგნორებს -ადრე თუ გვიან ის სირ. შეცდომას დაუშვებს და მე სწორედ ამ დროს გავჩნდები მარიამის გვერდით -მაინც იმედი გაქვს ? -გაეცინა სოფოს -მაქვს და მოუთმენლად დაველოდები იმ წამს როცა მათი ცხოვრება თავდაყირა დადგება!-ჩაილაპარა უცნაური ტონით და თიყებიდან აართვა სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი. ლევამა მარიამს ტელეფონი უყიდა და აჩუქა, ამით ისე გაახარა ცოლი რომ მაშინვე ჩაეხუტა გოგონა -ასე მარტივად თუ დაიკერებოდი რას ვიფიქრებდი-წელზე ხელები ძლიერად შემოაჭდო ლევანმა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -რა საზიზღარი ხარ-მარიამმა გაიბრძოლა მაგრამ ლევანმა უფლება არ მისცა რომ მოშორებულიყო მის სხეულს -ამაღამ უფრო მეტის მოლოდინი მაქვს, ერთი ჩახუტება ტელეფონში არ გამოვა-წარბი აწკიპა და თვალებში ჩააცქერდა ცოლს -იოცნებე-გაეცინა გოგონას და ყუთი გახსნა -ოთახში დაბრუნება მაინც შეიძლება? -მე არ გამიგდიხარ სხვათაშორის თვითონ გამექეცი-გაბრაზდა მარიამი და ტელეფონი შეათვალიერა-სხვათაშორის სამსახური ვიშოვე და ხვალ მივდივარ, მუშაბას ვიწყებ პირდაპირ-მიახალა ქმარს და ხელებიდან გაუსხლტა, ტელეფონი ჩართო ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს -რაა-აღმოხდა სახე წაშლილ ბიჭს და მაშინვე მაჯებში ჩაავლო ხელი ცოლს და თავისკენ მოქაჩა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.