შემიყვარე თავიდან! {თავი 10}
სახლის კარი შეაღო და ჯერ ის ორი შეატარა, ბოლოს თვითონ შევიდა. სიჩუმე იყო, თითქოს არც არავინ ცხოვრობს ამ სახლშიო. -შეგიძლიათ დასხდეთ, ან ოთახებში დაბინავდეთ. თბილად გაუღიმა სტუმრებს და თავად ქურთუკი იქვე მიაგდო. -უხერხულია! -რის? თქვენი დის სახლია ეს. შესამჩნევად გაეღიმა მათ სიმორცხვეზე და კიბიდან გამოქცეულ ლილეს მოეხვია -დედას ბანანი უნდოდა მამა, სად დადიხარ? ლილეს მოჩვენებით გაბრაზებაზე გადაიხარხარა და დოინჯშემორტყმულ ცოლს ახედა, დაბნეული რომ აცეცებდა თვალებს. -შენს შვილს გიჟივით უნდა ბანანი ბაბლუანო, მაგას კი არა ამას აქ რომ ზის. ჯერ ნორმალურად არაფერი აქვს განვითარებული და გიჟივით უნდა ბანანი, თუ არ მომიტან მეორე პარტიას გამოვიტირებ. და კიდევ კეთილი იყოს ამათი ფეხი, მე თაია ვარ, ამ ოჯახის რძალი და იმ უჟმურის ცოლი. ხო კიდევ ლილეს დედა. ერთ ამოსუნთქვაში ჩაატია სათქმელი და მერეღა დააკვირდა საკუთარი თავის მსგავს პიროვნებას. -ვილაპარაკოთ? დიმას ხელი რომ მოეჭიდა კიდევ უფრო გაუღრმავდა ეჭვები და უარის ნიშნად თავი გააქნია. -არ მინდა. -ლილეს თავს გაფიცებ, მომისმინე. -რატომ იყავი იქ? ხელები გაასავსავა და უღონოდ დაეშვა დივანზე. -მომისმინე... მის წინ ჩაიმუხლა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა. -არ მინდა დიმა. თავი გააქნია. -ელ. ხმამაღლა დაიყვირა და კიბეებიდან მომავალი ელენა, რომ შენიშნა მისკენ წავიდა. -ზედმეტი კითხვების გარეშე ამათ სტუმრების ოთახი მოუმზადეთ. -კარგი. თავი დაუქნია და ახლად მოსულებს გადახედა. მძიმე აურა ტრიალებდა. -ის გოგო შენი დაა! ქალის თვალებიდან წამოსულ ცრემლებზე გული შეეკუმშა. მისკენ მიიწია, მაგრან თაიამ ხელით გააჩერა. -რატომ წახვედი? უღონოდ ჩამოყარა მკლავები. -გჭირდება ეს ყველაფერი. -მე რატომ არ მკითხე? იქნებ მოსულიყავი და გეკითხა დიმა. -მეგონა გაგიხარდებოდა. საერთოდ არც ვაპირებდი ჯერ არაფერს, მაგრამ ის კაცი. ის კაცი მათზე ძალადობს, გესმის? თაიას კიდევ უფრო შეშფოთებულ სახეზე გულში ტკივილი იგრძნო და ქალს მკლავები მოჰხვია. -დავლაგდებით, იცი რა კარგები არიან? თავზე აკოცა... -ის მე მგავს. ოდნავ გაეღიმა. -ხო, გგავს. -ბიჭი? -ისიც შენი ძმაა. -დიმა. -გაეცინა. -მთავარია შენ იყო მშვიდად. თუ გინდა წავიყვან უკან. -არა. იყვნენ... -დადასტურებით ამოილაპარაკა და კიბეზე მიმავალ ელენას დააკვირდა. -ის გოგო შენში ამერევა ზუსტად ვიცი. -ნუ სულელობ. -ხელი აიქნია ბაბლუანმა. -შენ ისევ უჟმური ხარ.- დაეჯღანა და სამზარეულოში გაუჩინარდა. -იქნებ არ უნდა ჩემი გაცნობა. -კარგი რა, ჯერ ისიც დაბნეულია. -მომიყევი, როგორ ცხოვრობენ, ისინი ნახე?-სახე დაებრიცა თაიას. -კი.-სიგარეტს მოუკიდა, მაგარამ, როგორც კი თაიას ორსულობა გაახსენდა ჩააქრო. -რომელს ვგავარ? -ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა. -ალბათ უფრო დედაშენს.- აკვირდებოდა ქალის გამომეტყველებას, რომელიც წამის მეასედში იცვლებოდა. -დიმა. -ტირილით ახედა. -გისმენ. -ეს ყველაფერი ხო, მაგრამ ბანანი?-ისეთი საყვარელი იყო, ღიმილი ვერ შეიკავა ბაბლუანმა და ქალის სავსე ბაგეებს თავისი მიაწება. -მოგიტან!- კიდევ ერთხელ აკოცა და სახლიდან გიჟივით გავარდა. მარტოდ დარჩენილმა თვალი კიბისკენ გააპარა, ფეხზე წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით აუყვა საფეხურებს. ძალიან უმძიმდა მათთან შეხვედრა. იმიტომ კი არა,რომ არ გაუხარდა, პირიქით, უბრალოდ უმძიმდა იმ წარსულთან შეხება, რომლის ნაწილიც თავად არ იყო. იმ ტკივილთან შეჯახება რთული იყო. ფრთხილად გაირა დერეფანი და ღია კარიდან დანახულ გოგონაზე, რომელიც თავდახრილი იჯდა, გაეღიმა. მართლაც, როგორ ჰგავდა მას. კარისკენ გაიწია და ფრთხილად დააკაკუნა. უეცრად შეშფოთებულ თათაზე თავადაც დაიძაბა და უხერხულად გაიღიმა. -შეიძლება? -კი. -ისეთი ნაზი ხმა ჰქონდა. -ცუდად დაიწყო ჩვენი შეხვედრა. -არაუშავს. დღესვე დავტოვებთ ამ სახლს, არ მინდა პრობლემები შევუქმნა ვინმეს. -რას ამბობ? პრობლემებს შენ, როგორ შექმნი ისეთი სიფრიფანა ხარ.- ეცადა გაეღიმა და გამოუვიდა კიდეც. -მეც შოკში ვარ, არ მჯერა, რომ ის კაცი ასეთი ნაგავია.-ამოისლუკუნა და თაიასაც გული ამოუჯდა. -შეიძლება მოგეხვიო?-როგორ უთქმელად ამბობდა ქალის ქცვეა მის განცდებს. როგორ უმძიმდა მხოლოდ ღმერთმა იცის. ძლივს შემოაჭდო ხელები და სხეულში დავლილ უცნაურ გრძნობას გასაქანი მისცა. თითქოს ყველა ტკივილს და დარდს უზიარებდა ამ სუსტ სხეულს. -მე თაია ვარ. შენი უფროსი და. -საკუთარ ნათქვამზე გაეღიმა. -მე უმცორსი?-თათასაც გაეღიმა და შემოჭრილ ნიკოლოზს გახედა. თავი დაეხარა ბიჭს და მორცხვად იყურებოდა. -ეს ნიკაა, საშინლად მორცხვია.- უკვე გახსნილად საუბრობდა თათა. -გამარჯობა.-მასთან დაიხარა. მწვანე თვალებში იმხელა ტკივილი იკითხებოდა, გული მიეწურა თაიას. -იქნებ ტორტი გავაკეთოთ?-უეცრად მოფრენილმა იდეამ პატარას თვალებში ჭინკები აათამაშა და საკუთარი წინადადებით კმაყოფილი ნაკაშიძე კიბეებისკენ წავიდა. -დიდი, მარწყვის ტორტი.-ტაში შემოჰკრა და წინ გაუძღვა ორს. სამზარეულოში შესულმა ყველაფერი დაივიწყა და იმ წამს საკუთარ გრძნობებს მიჰყვა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, როდის შემოიჭრნენ მის ცხოვრებაში ეს ადამინები? ისინი მისი ნაწილები იყვნენ და ძალინ მოსწონდა იმის გააზრება, თუ რას ნიშნავდა დედ-მამიშვილობა. ყოველთვის ოცნებობდა და ჰყოლოდა და ახლა ახდენილ ოცნებას უყურებდა. თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდა თათას. უცხოობის შეგრძნება აღარ ჰქონდა და სულ რამდენიმე საათის წინ, თუ გაუნაწყენდა დიმას ახლა მადლიერი იყო კაცის. -გოგოა თუ ბიჭი?-თათას კითხვაზე გაეღიმა. -არ ვიცით ჯერ. -კარგია ბავშვები.-გაუღიმა და მარწყვი გარეცხა. -ცოტა გაბრაზებენ, მაგრამ საბოლოოდ კარგია.-დაეთანხმა.. -თათა, შეყვარებული გყავს? -არა. არ მყოლია. მე ვსწავლობ და თან ვმუშაობ. -რა მაგარია, როგორი მიზანდასახულობაა.-ჩაუსტვინა და ოთახში შემოსულ დიმას სიყვარულით სავსე მზერით გახედა. -ეს ბანანი და თუ შეიძლება, მე და დათას ცივი ლუდი. -დიმა, როგორი ალკოჰოლიკი ხარ. -სულელია ეს. -თათას გაუღიმა და თაიას მაიმუნიბაზე დაუბღვირა. -ნუ აშინებ ბავშვებს. -ოჰჰ.-ხელები მაღლა ამართა და მაცივრიდან ორი ბოთლი ლუდი გამოიღო. -მე დასვრილი ვარ, შეგიძლია?-გოგონას გაუწოდა და ისიც მალევე დასთანხმდა. მისაღებში გასული დაბნეული იყურებოდა და, როგორც კი ნაცნობ სხეულს მოჰკრა თვალი, მაშინვე მათკენ წავიდა. -უი, გაიცანი, ჩემი მეგობარი დათა. ეს თაიას უმცროსი დაა, თათა. -სასიამუვნოა. -თავი დაუკრა და თავიდან ფეხებამდე აათვალიერა. -მე გავალ. -დაბნეულმა ამოილაპრაკა და მაშინვე სამზარეულოში გაუჩინარდა. -როგორ ეგუება? -ტორტს აცხობს, სიმღერები ხმამაღალზე აქვს და საერთოდ, მგონი მე რომ გამომყვა მაშინ არ იყო ასეთი ბედნიერი. -რას პათოლოგობ? -ვეჭვიანობ.- წარბები აწკიპა და ცივი ლუდი მოსვა. -რა ხდება იქ? -ჩუმად გადაუჩურჩულა მაჩაბელს. -წავიდა, როგორც გააფრთხილე. ქალი მარტოა. -გაარკვიე რამე? -ხო, თაია რომ დაიბადა კაცის დაჟინებული თხოვნით გააშვილეს. გააშვილეს არა ნაკაშიძეებს დაუტოვეს კართან. ესენი, რომ შეეგუვნენ და ასე თუ ისე შეუყვარდათ ბავშვი მერე მიაკითხა. და, როგორ ხდება ხოლმე, ან გამოსასყიდი ან თაია. -. -რა ხდება ნაკაშიძეებთან? -ქართლოსი კვდება. ჩემთან საუბარი მოინდომა, მაგრამ არ მინდა. სენტიმენტალურად მოტ*ნავს ტვინს, ბაბუს ბიჭო მთელ ქონებას შენ გიტოვებ. -რა სი*ი ხარ ბაბლუანი. -არანაირად, სისხლიც კი არ მაქვს მაგათი. კოტეს ალი-კვალი ვარ.-გაიჯგიმა და დათას სიცილზე თავადაც გაეღიმა. -კოტე კაცი იყო, შენ მაჯლაჯუნა ხარ. -გაა*ვი!-ხელი აიქნია -ხანდახან პატარა ბავშვებს ვგავართ. ისე არ გენატრება? -კი. კოტე ძლივს გვაშველებდა. ვაბშე სხვა იყო-დანანებით ამოილაპარაკა. -ძაან სხვა იყო თან... -ის გახსოვს, ნეა რომ მოგწონდა გავაშელი? -კაი გემოვნება მქონდა ძმაო, ნეა ახლა ბენდელიანის ცოლია. -დათასი?-გაოცება დაეტყო სახეზე. -ხო რა, იმდღეს მოგვიწია შეხვედრა და აი ვაბშე სხვა ტიპია ეგ დათა. -მე ძაან სტრანი ტიპი მეგონა. -მეც ძმაო, მეც!-ცერა თითი ასწია და ოთახში შემოსულ ლილეს გაუღიმა, რომელიც მისი მიმართულებით წავიდა და მკლავები მოჰხვია. -მამიკოს პრინცესა!- შუბლზე მიაკრო ტუჩები. -მამა ნიკოლოზი მიყვარს!-ლუდი გადასცდა და ძლივს მოითქვა სული ბაბლუანმა. დაბღვერილმა გახედა შვილს. -ვინ ნიკოლოზი? -ჩემი ბაღელი. -მამი რას ამბობ?-იმედგაცრუება გამოეხატა სახეზე. ვერც კი აანალიზებდა, რომ სულ ოთხი წლის იყო ლილე და არაფერი სერიოზული. -მიყვარს და ცოლად უნდა გავყვე. -ვინ გასწავლის მაგას შენ?-დიმას ხმამაღალ ტონზე თაიაც მისაღებში გამოვიდა და გაოცებულმა გახედა მამა-შვილს. -ამას შენ ასწავლი ესეთებს?-ქალს დაუბღვირა. -რას?-ლილესკენ წავიდა და შეშინებულს ჩაეხუტა. -ვიღაც ნიკოლოზი რომ მოსწონდეს და ცოლად რომ უნდა გაჰყვეს.-ხმას ვერ აკონტროლებდა -გააფრინე დიმა? შეგიძლია არ უყვირო ოთხი წლის ბავშვს იმისთვის, რომ ბაღელი მოსწონს? -ბაღელი და ჯგუფელი არ ვიცი. აღარ წავა ბაღში.-სიგარეტს მოუკიდა და ეზოში გავიდა. თაიაც უკან მიჰყვა. ეზოს უკიდურეს ნაწილში იდგა და გაბრაზებული უყურებდა ცოლს. -საერთოდ რაზე ბრაზდები, ხვდები?-ღრმად ამოისუნთქა ნაკაშიძემ. -თავიდანვე მიაჩვიე შენი შვილი, რომ არ გავათხოვებ.-ჩამწვარი სიგარეტი იქვე მოისროლა და ახალს გაუკიდა. -სასაცილოა უკვე. ნერვიულობ იმაზე, რომ ოთხი წლის ბავშვს ვიღაც უყვარს. სისულელეა დიმა. ან რა აგრესიაა? ვერ დაინახე, როგორ ტიროდა ლილე? -ამის დედაც... ვგიჟდები ხო? ეგეც თუ გოგოა გულის ინფაქტს მივიღებ და მერე ინერვიულე იმ ნიკოლოზზე. -სულელობ...-ქმარს გაუღიმა და მოეხვია. -არ მინდა გაიზარდოს. მერე ვიღაც სი*ს გაჰყვება. -შეგახსენებ, რომ ყველა მამა ასე ფიქრობს და მაშინ არც მე უნდა გამოგყოლოდი. -ანუ სი*ი ვარ?-გაოცებულმა გახედა ცოლს და თაიას ტირილნარევ სახეზე ხმამაღლა გადაიხარხარა. -სულელო. -სულელის ხმა მესმის. -მიყვარხარ...-ტუჩის კუთხესთან აკოცა და დიმას დაჭიმულ სხეულზე ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. -არ გაბედო!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და სახლში დაბრუნდა. ---- აივანზე მოშიშვლებული იდგა და საკუთარ ვრცელ ეზოს გადაჰყურებდა. საღამოს გრილი ნიავი საამოდ ედებოდა დაღლილ სხეულზე. ბოლოს მომხდარ მოვლენებს ხარშავდა და საბოლოოდ გონებას მაინც იქამდე მიჰყავდა, რომ ნაკაშიძეების დამპალი სისხლი მის ძარღვებში ტრიალებდა. შიგნეულობა ეწვოდა და ახლავე, რომ შესძლებოდა მთელს ორგანიზმს ამოიგლეჯდა, რადგან თითოეული წვეთი სისხლი, რომელიც ნაკაშიძეებთან აკავშირებდა სხეულიდან გამოედევნა. ღებინების შეგრძნება ისევ უჭერდა საცეცებს. როგორც არ უნდა გაქცეოდა რეალობას, საბოლოოდ მაინც იქ მიდიოდა, რომ კოტე ბაბლუანის ნამდვილი შვილი არ იყო. ნერვიულობისგან სხეული უთრთოდა, ძლივს გაუკიდა სიგარეტს და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინის მხუთავი აირი. თითქოს მოდუნდა კიდეც. სავარძელში ჩაჯდა და თვალები დახუჭა. -დიმა!- შორიდან შემოესმა თაიას ხმა და მაშინვე წამოდგა სავარძლიდან. ფრთხილად გაიარა მანძილი აივნიდან საწოლამდე. -აქ ვარ!-გაუღიმა და მაშინვე მის გვერდით დაჯდა. -მომიყევი.-თითები შიშველ მკერდზე დაუსვა. -რა?-გაოცებულმა გახედა ცოლს. -რაღაც გაწუხებს. იცოდე არ თქვა, რომ ლილეს ამბავი. -არა!-სევდიანად გაიღიმა და უკეთესად მიიხუტა ქალის სხეული. -თუ იმაზე დარდობ, რომ ნაწყენი ვარ სულ ტყუილად. შენი მადლობელი ვარ. -რისთვის?-ზემოდან დააჩერდა თაიას. -იმისთვის, რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში მყავს ადამიანები, რომლებიც სხვანაირად მაბედნიერებენ. -ერთ დღეში შეეგუე, მიხარია.-შუბლზე მიაწება ტუჩები. -არა, ვერ შევეგუე. უბრალოდ მიხარია თათას და ნიკოლოზის გამოჩენა. -თაია... -მათი ნახვა არ მინდა. არ ვარ მზად, ვაპატიო. -იქნებ უბრალოდ სცადო. -ვერა... ვერ გავუგებ ქალს, რომელმაც უარი თქვა შვილზე. ვერასდროს შევიყვარებ ისევე, როგორც შენ ვერ შეიყვარებ ნაკაშიძეებს. -ეგ სულ სხვაა!-ხელი გადაიტარა და კიდევ უფრო მჭიდროდ მოეხვია ქალის სხეულს. ხმა არცერთს აღარ ამოუღია. მთვარის შუქზე სიგიჟემდე შეყვარებული ორი სხეული ბრჭყვიალებდა... ---- დილით ღრიალის ხმაზე გამოღვიძებულმა სასწრაფოდ ჩაიცვა შარვალი და მაშინვე გავარდა ქვემოთ. კუთხეში მიყუჟულ ნიკოლოზს გახედა ჯერ და მერე თათას, რომელსაც ტუჩიდან სისხლი სდიოდა. -რა ხდება?-თვალი მოავლო იქ მყოფებს და ყველა რომ დაინახა, დამშვიდდა. -დიმა.- თაიას ცრემლიან თვალებზე სულ შეიშალა. -რა ხდება?-ახლა ელის გადახედა. არავინ სცემდა პასუხს. -კარგი.-ხელი აიქნია და გარეთ გასული ირაკლისკენ დაიძრა. -რა ხდება? -მეგონა გეტყოდნენ.-სიგარეტის ნამწვავი ურნაში მოისროლა და ჩამოჯდა. -დიმა რვა კაცი იცავს სახლს, გალავანს, ეზოს. ყველგან ვართ. აზრზე არ ვარ საიდან შემოძვრა ის წრიპა. ფაქტია შემოძვრა და იმ გოგოს გაუპატიურება უნდოდა. გაიძახოდა მამამისმა მომყიდა, ფული მაქვს გადახდილიო. -მეორე ღერს გაუკიდა. -საიდან შემოძვრა?-ნერვიულად გადაიტარა თავზე ხელი. ძალიან იყო დაღლილი. -აზრზე არ ვარ. არ გვძინებია. ძმის ყვირილმა მოგვიყვანა გონს. -ის ტიპი? -სარდაფშია.-თავით ანიშნა და ამღერებულ ტელეფონს დახედა. -დათაა. -უთხარი მოვიდეს და თათა წაიყვანოს სადმე. -არის!-ხელი ასწია და სენსორს ხელი გადაუსვა. გაცეცხლებულმა აუარა გვერდი ბიჭებს და დერეფანში შესული თათასკენ დაიხარა. -მომისმინე!-თითით ააწევინა თავი. -არაფერი მომხდარა. არ განმეორდება გპირდები. ვერავინ ვერასდროს შეძლებს რამე გაწყენინოს. -აქ იყო, აქ იყო...-ისტერიკა ჰქონდა. მთელი სხეული უხტოდა. -მორჩა. აქედან წაგიყვანენ კარგი? უბრალოდ დამშვიდდი. -დიმა.-თაიას ხელები მოეხვია. -დათა წაიყვანს. მე საქმე მაქვს. -გეხვეწები არაფერი გააკეთო. იქნებ პოლიცია... -ჩემს სახლში, ჩემი ოჯახის წევრს საფრთხეს უქმნიან და პოლიცია ჩავრიო? ამის დედაც, სათითაოდ დავუმტვრევ ძვლებს. -დიმა. -არაფერი თქვა რაა. უბრალოდ იყავი აქ და მიხედე.-შუბლზე მიაწება ტუჩები და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი. სახლის კუთხესთან შეუხვია და სარდაფისკენ აიღო გეზი. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა. ბრაზი სისხლად დასდიოდა. სწრაფადვე ჩაიარა კიბეები და ჩაბნელებული ოთახი გაანათა. ცენტრში მოთავსებულ სკამს გახედა, რომელზეც მჭიდროდ იყო მიბმული შავი პირსახის ადამიანი. -ესე იგი შენ ხარ ის სი*ი, რომელმაც გაბედა და ჩემს სახლში შემოვიდა. თანაც რისთვის? -აქედან გამიშვი თორემ მამაჩემი ნაკუწებად გაქცევს. -როგორ ვერ მივხვდი? დედა მოტ*ნული მამიკოს ნებიერა ბიჭი. რაო ქალი გინდოდა და მამიკომ გიყიდა?-ირონია დასთამაშებდა. -გამიშვი!-კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. -გაგიშვებ, თანაც შენით გახსნი თოკებს. მისკენ დაიხარა და გაშლილი ხელი მოუქნია. მაშინვე უკან გადავარდა. -შე *ლეო!-ამოიღმუილა და გაიბრძოლა, მაგრამ ამაოდ. -მეტი აგრესია.-კიდევ ერთხელ მოუქნია ხელი, შემდეგ უკვე ფეხი და საბოლოოდ მაჩაბელის მკლავებმა გააჩერა. -რას აკეთებ დიმა? -. იცი მაინც ვისთან შემოხვედი? ვის სახლში? მამაშენს გადაეცი, სადაც უნდა მნახოს. შენ კიდევ კილომეტრითაც არ მოუახლოვდე ჩემს სახლს თორემ შთამომავლების გარეშე დავტოვებ მამაშენს. დაახვიე აქედან! კიდევ ერთხელ გაიქნია წიხლი და მერე დათას ნებას დაჰყვა. მასთან ერთად დატოვა სარდაფი. -მაჩაბელი ყრუ ხარ? გითხარი წაიყვანეთქო. -ან დამშვიდდები ან კიდევ ახლა მე გცემ. ორსულ ცოლს ანერვიულებ, ან რას აკეთებ ვაბშე. გამო*ლევდი დიმა? სახლში ლილეა, ის პატარა ბიჭი და ორსული თაია. -დავიღალე. დედას შევე*ი მაგრად დავიღალე გესმის? ყველაფერი მიჭერს უკვე. ცხოვრება პრობლემებს ძარით მაყრის.-სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია. -ცხოვრებას შენ უყურებ ზედმეტად პრობლემურად დიმა. -ალბათ დათა, ალბათ!-სევდიანად გაუღიმა მეგობარს და თაიას გახედა. მის დანახვაზე პატარა ბავსვივით აფორიაქდა. როგორ უნდოდა ხელი მოეკიდა მისთვის და სადმე გადაკარგულიყო. როგორ ენატრებოდა თურმე... -წაიყვანე რა თათა ცოტახანს. სადმე გაიყვანე, გული გადააყოლოს. -შენ წყნარად. კარგი? -ტელეფონი ამოაცურა ჯიბიდან და სახლისკენ დაიძრა. მაჩაბელის ცხოვრებაც არ იყო მარტივი, მაგრამ მაინც მუდმივად დიმას გვერდით იდგა. ნებისმიერ საკითხში ბაბლუანის ზურგს ამაგრებდა. ამიტომ იყო, რომ ყოველთვის, სადაც დიმას სახელი არსებობდა მის გვერდითვე არსებობდა დათა მაჩაბელიც. სუსტ სხეულს ჯერ ზემოდან დააჩერდა, ისეთი უსუსური ჩანდა, ისეთი დაუცველი, რომ გულზე მტკივნეულად მოეხვია მარწუხები. -თათა...-თითქმის ამოიჩურჩულა და შემკრთალ გოგონაზე კიდევ უფრო დაიძაბა. სხვანაირი იყო... ემოციებს ვერ აფრქვევდა. -მოდი წავიდეთ.-სხეული ეწვოდა ისე უნდოდა მოხვეოდა. მსგავსი გრძნობა იმდენად ეუცხოვა, რომ თავადაც დაემანჭა სახე და ფრთხილად შეეხო ქალის სხეულს. კიდევ ერთხელ შეუტოკდა თათას სხეული და ცრემლიანი თვალებით ახედა კაცს. სულ ოდნავ შეატოკა ბაგე და ფრთხილად წამოიმართა. სხეულზე დალურჯებები ღია სარაფანიდან კარგად ჩანდა. გასასვლელთან სულ ოდნავ შეტორტმანდა და მაშინვე მოეხვია მაჩაბელის ძლიერი მკლავი, მაგრამ მალევე გახტა გვერდით. უსიამუვნოდ დავლილ გრძნობას ვერსად გაექცა. -დამირეკე თუ რამე.-დიმას გასძახა და მანქანამდე მისულს თათას კარი გაუღო. თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ ურთოდა სხეული ასე, ხელის გულები მთლიანად გაოფლილი ჰქონდა. პირველად ნამდვილად არ ხედავდა. დღევანდელს დააბრალა. იფიქრა, რომ უბრალოდ ღელავდა ამ გოგოზე, როგორც დიმას ახლობელზე და სხვა არაფერი ხდებოდა. მანქანა დაძრა. აწკრიალებულ ტელეფონს უკვე მეორედ დახედა და არასასურველი ნომრის დანახვაზე სახე ეცვალა. ქალს გადახედა, ცრემლები ისევ დასთამაშებდა ღაწვებზე. ფრთხილად გადაატარა სენსორს თითი. -არ მცალია.-მხოლოდ ეს უთხრა და ისევ გათიშა. -თუ ჩემს გამო ცდები...-ცრემლები ძლივს გადაყლაპა... -მე? არა. დიდი ხანია არსად ვყოფილვარ. სხვათაშორის არც მთაწმინდაზე. შენ?-დაბნეულმა გახედა. -მე არასდროს.-მობუზულმა ამოილაპარაკა. -მაშინ გამოვასწოროთ ოღონდ ერთი პირობით, ეცადე არ იტირო. ჩათვალე, რომ ცუდი სიზმარი იყო. საერთოდ ყველაფერ ცუდს მასე შეხედე. ვიღაც გამოგაღვიძებს, გამოჩნდება შენს ცხოვრებაში და მაგრად შეგანჯღრევს. არ ღირს ფიქრი. -თავიდანვე რომ გითხრა არ გენდობიმეთქი მაინც მოგინდება ჩემთან ერთად მთაწმინდაზე ასვლა?-იმდენად ბავშვურად გამოუვიდა მაჩაბელს ღიმილიც კი შეეპარა ტუჩის კუთხეში. -არ გთხოვ მენდო. მე უბრალოდ მთაწმინდაზე აგიყვან. არავის ენდო, საკუთარ თავსაც კი თორემ ხანდახან ისიც უნამუსოდ გაგყიდის თათა. -დიმას არ გავხარ!-ჩუმად ამოილაპარაკა. -კააააი! ჯვარი მწერია, მაგრამ სხვები გვამსგავსებენ. -ის უფრო ხშირად ბრაზობს და იშვიათად იღიმის. -ჯერ მხოლოდ სამი დღეა,რაც იცნობ. -მაგრამ საკმარისია. არც ერთხელ გაუღიმია.-მხრები აიჩეჩა. -შენს დას რომ ხედავს მაშინ იღიმის და ლილეზეც. -ძალიან უყვართ ალბათ ერთმანეთი.-დღის მანძილზე პირველად გაიღიმა. -ეგ სიტყვაც კი ვერ აღწერს მათ სიყვარულს. ვერავინ ვერასდროს მიხვდება როგორ უყვართ ერთმანეთი. თავადაც ვერ ხარშავენ. ეგ უკვე ბოლო სტადიაა, მაგის იქით სიგიჟეა. -ალბათ კარგია. -სიყვარული? -გაეღიმა მაჩაბელს. -ასწორებს!-ცერა თითი ასწია და მთაწმინდისკენ გაუხვია. ხმა არცერთს აღარ ამოუღია. მანქანაში სასიამუვნო ჰანგები იღვრებოდა. დათას გული ჩვეულზე უფრო სწრაფად უცემდა. სხვანაირად გრძნობდა თავს და მაქსიმალურად გაურბოდა ამ ყველაფერს. შინაგანად ბედნიერი იყო, რომ თათასთან საუბარი შეძლო. მანქანა გააჩერა და თათასთან ერთად გადავიდა. ყვავილებიანი სარაფანა საოცრად ჰქონდა ქალს. ქარმა ბოლოები აათამაშა. მორცხვად გაიღიმა და ხელებით სცადა დამორჩილება. თმები სახეზე ეცემოდა. რეალური არც ეგონა მაჩაბელს ეს ყველაფერი. ისეთი ლამაზი ეჩვენა ტირილისგან დასიებული თვალებითა და ბაგით... -კარგად ისვრი თათა?- საიდან მოიტანა სროლა? -არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა. -ვცადოთ!-ხელი ჩაჰკიდა და მალევე მიიყვანა სასურველ ადგილამდე. დაეხმარა თოფი კარგად დაეჭირა. ეს სიახლოვეც აგიჟებდა, ქალის სურნელი სასიამუვნოდ ედებოდა სასუნთქ აპარატზე. -ისროლე.-ყურთან დაუჩურჩულა. როგორ მოუნდა იმ სამ ხალზე კოცნა. გიჟდებოდა მაჩაბელი. ამ მდგომარეობაში ამაზე ფიქრი არ შეიძლებოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა. ცუდად ისროდა თათა, მაგრამ ამას ვინმე აქცევდა ყურადღებას? დათა ნამდვილად არა... ორივე რეალობას იმდენად იყო მოწყვეტილი დროს ვერ აღიქვამდნენ. თათა ცდილობდა თავი დაეღწია იმ დღის აჩრდილისთვის. მაჩაბელიც ეხმარეობდა. სახლში გვიან დააბრუნა. საათს რომ დახედა თვალები შუბლზე აუვიდა. სახლში სანამ შევიდოდა უყურებდა. შემდეგ თათას სილუეტი ბაბლუანმა ჩაანაცვლა. ეშმაკურად რომ უღიმოდა მეგობარს. -ისე იყურები თითქოს შეყვარებული ხარ მაჩაბელი. -სახეს მიგინგრევ.-გაეღიმა და სიგარეტის კოლოფი ბაბლუანსაც გაუწოდა. -კარგი გოგოა! -პატარაა.-მხრები აიჩეჩა დათამ. -სიყვარულმა ასაკი იცის?-ეჭვით გადახედა მეგობარს. -იცის. ვერ გავრევ ჩემს ცხოვრებაში. სუფთაა. მეტჯერ აღარ უნდა ეტკინოს. -ხანდახან სუფთა ანგელოზებს თავადაც ძალიან უყვარდებათ დემონები. -ეგ უკვე დაუშვა ისტორიამ ერთხელ. თაიას შეუყვარდი. არ მგონია მეორედაც განმეორდეს.-ხელი აუწია და მანქანა ბორბლების ღრჭიალით მოსწყვიტა ადგილს. არ სჯეროდა დათას მსგავსი ისტორიების,მაგრამ ვინ იცის,იქნებ, დაეჯერებინა ოდესმე... --- ოთახში შესულ ბაბლუანს მდივანზე მჯდარი თაია დახვდა და ბაგე კიდევ ერთხელ თავისით შეუქანდა. -ქალბატონო რატომ არ გძინავთ?-ყელზე მიაწება ტუჩები და ღრმად შეისუნთქა ცოლის სურნელი. -თათაზე ვფიქრობ. -გაივლის. ხვალ დაელაპარაკე. უნივერსიტეტის თემაზე. ნიკოლოზიც გადავიყვანოთ კერძო სკოლაში. -მართლა?-ბედნიერმა ახედა ქმარს. -მგონია, რომ არ მიცნობ. შენი ნაწილები არიან ისინი და თითოეულზე ზრუნვა მსიამუვნებს. ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და სულ გაიღიმე. -როგორ გამიმართლა დიმა...-მხარზე დაადო თავი. -არა, შენ არა მე გამიმართლა. საიდან დაგიმსახურე? -კარგი ადამიანები, კარგს იმსახურებენ. -კარგი ვარ?-ზემოდან დააჩერდა. -საუკეთესო.-ბაგეზე გადაატარა მზერა და ძალიან ფრთხილად დასწვდა კაცის საყელოს. -ბავშვი... -მომენატრე.-ყელთან ამოიჩურჩულა და დივნიდან კაცის მუხლებზე აღმოჩნდა. -ცუღლუტობ.-თავს ძლივს იკავებდა ბაბლუანი. მონატრება სხეულში უჩქეფდა. -მენატრები..-ცრემლმორეულმა ამოილაპარაკა და უფრო აეკრო კაცს. -ჰორმონები... თავი გადააგდო და ისევ დასწვდა ქალის ბაგეს. -სირცხვილია დიმა. -არავინაა.-ტუჩებთან დაიჩურჩულა და ნეტარებაში გადავიდა. ხანდახან რა მცირეა საკმარისი სიმშვიდისთვის. მხოლოდ ერთი ადამიანი... ----- ეს თავი მიყვარს მე განსაკუთრებულად. იმედია, მოგეწონებათ. ძალიან მომენატრეთ. თავის მართლებას არ დავიწყებ, დამნაშავე ვარ, ამდენ ხანს რომ გალოდინეთ. მიყვარხართ ძალიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.