შეცდომა 20 თავი
ლევანის პროფილზე მიეყინა მარიამს ცივი მზერა, ამ დროს ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მოაწვა, თავი საშინლად იგრძნო და იმის მიუხედავად რომ მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა მოწოლილ ცრემლებს მინც ვერ შეძლო თავის შეკავება და სიმწრის ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე -შენი დაკარგვა არ მინდა-დაიჩურჩულა ლევანმა და სულ ერთი წამით მიიხედა მისკენ -ხომ იცი რომ ეს დასასრულია-ჩაილაპარაკა მარიამმა უფრო თავისთვის ვიდრე მისი მისამართით და ამჯერად ცრემლები სწრაფად გადმოედინა -შენზე უარს ვერ ვიტყვი-ჩაილაპარაკა ბიჭმა ბრაზნარევი ტონით და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა -ლევან გთხოვ უკან დავბრუნდეთ-მარიამს ძალიან ძაბავდა მათი ეს მდგომარეობა -ჩემთან მარტო დარჩენის რატომ გეშინია?-გაცეცხლდა ბიჭი და მისკენ მიიხედა ამღვრეული თვალებით, გოგონამ არაფერი უპასუხა და თავი დახარა-მარიამ-ლევანმა მისკენ მიიხედა და აკანკალებული ხელის ზურგი ჩამოაყოლა მის ცრემლიან ლოყას, საშინლად იმოქმედა ამ შეხებამ მასზე-მივხვდი- დაიჩურჩულა მოულოდნელად ბიჭმა-მივხვდი, რომ არასწორად გექცეოდი... -ყოველთვის იცოდი!-გაბრაზდა მარიამი, თავი ასწია და მისკენ მიიხედა-გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდი რომ არასწორად მექცეოდი! მაგრამ მაინც ასე განაგრძობდი მოქცევას იმიტომ, რომ შენ უბრალოდ ასეთი ხარ! სხვანაირად უბრალოდ არ გესმის სიყვარული! -ჰო არ მესმის-დაეთანხმა ლევანი და მისკენ გააპარა ცივი მზერა-მაგრამ ვისწავლი... შენს სიყვარულს ვისწავლი -უკვე გვიანია, ძალიან გვიანი-მარიამმა მზერა აარიდა მის ალეწილ სახეს და საქარე მინას გაუშტერა თვალი-ყველაფერი დამთავრდა -გთხოვ ამას ნუ მეუბნები... ძალიან გთხოვ...შენს დაკარგვას ვერ გადავიტან...გთხოვ უფლება მომეცი რომ შენი სიყვარული ვისწავლო... -ლევან ეს ცარიელი სიტყვებია!-ავარდა მარიამი-მე შენთვის, რეალურად არაფერს ვნიშნავ... საერთოდ არაფერს! -ასე არაა, არაა გესმის? მე შენ მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ-ამ მომენტში ლევანმა თავზე და მანქანაზე კონტროლი ერთდროულად დაკარგა, ამიტომ როცა აზრზე მოსვლა შეძლო, სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა -ლევანი არ მესმის, არ მესმის როგორ შეიძლება არსებობდეს სიყვარული გრძნობების გარეშე! -აყვირდა მარიამი, მანქანიდან გადავიდა, კარი გამეტებით მიუჯახუნა და წინ წავიდა -მარიამ ასე რატომ მეუბნები?-უკან გაეკიდა ლევანი -იმიტომ რომ შენი სიტყვები ურალოდ სიტყვებია... და მეტი არაფერი...-მისკენ მიტრიალდა გაცეცხლებული გოგონა და თავზე წამომდგარ ქმარს დანისლული ცისფერი სფეროებით ახედა -გგონია რომ გრძნობები არ გამაჩნია? გგონია რომ ჩემთვის მხოლოდ ცოლის სტატუსი გაქვს და მოვალეობების შესასრულებლად მჭირდები?-ზემოდან დააცქერდა ბიჭი აღელვებულ ცოლს -სწორედ ეგ მგონია-მარიამს თავისდაუნებურად ისევ ცრემლები გადმოუცურდა -ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ-აღმოხდა ხმა აკანკალებულ ბიჭს დს მისი სახე ხელებში მოიქცია -ნეტავ -დაიჩურჩულა გოგონამ და მზერა ქმრის ამღვრეულ მწვანე სფეროებს გაუშტერა -მარიამ გთხოვ არ წახვიდე -დარჩენის მიზეზი არ მაქვს -შენთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ჩემი სიტყვები? -მინდა ძალიან მინდა რომ შენი მჯეროდეს... მაგრამ ვიცი რომ თუ კიდევ მოგენდობი შეცდიმას დავუშვებ... -შეცდომა...-გაიმეორა ბიჭმა ზიზღით -ჩემთან ყოფნით შედომას არ დაუშვებ გპირდები... ყველფერს გამოვასწორებ... -არა, ლევან, ვეღარ გამოსწორებ... იმას რაც უკვე გაანადგურე უბრალოდ ვეღარ აღადგენ -რას ვერ მპატიობ მარიამ-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე ხმა აკანკალებულმა ბიჭმა ცოლს, მარიამი ამ კითხვას არ ელოდა და ოდნავ დაიბნა, იმდენი რამ ჰქონდა სათქმელი, იმდენი რომ არც კი იცოდა საიდან დაეწყო, თუმცა ისიც კი არ იცოდა ახლა ამ წამს მნიშვნელობა ექნებოდა თუ არა ლაპარაკს -აზრი არ აქვს-უთხრა ჩამწყდარი ხმით და უკან დაიხია -მაინც ვერ გაიგებ, იმიტომ რომ მე და შენ ერთმანეთის არასდროს გვესმოდა... -მითხარი -გუშინ...-დაიწყო და ხმა ჩაუწყდა -გუშინ-გაიმეორა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა -გუშინ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ შეგეხე-თქვა არეული ხმიათ -და ამიტომ გგონია რომ გრძნობების გარეშე მიყვარხარ -სწორედ-დაეთანხმა მარიამი -შენ ასე არაერთხელ მომექეცი და გული მატკინე... თუ ფიქრობ რომ ცოლი ვიყავი და ვალდებული ვიყვი გეთანხმები ამაში...ჰო ვიყავი და ვალდებული ვიყავი შენთან სექ.ი მქონოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მე მანადგურებდა ლევან... მანგრევდა... იმიტომ კი არა რომ შენი შეხება გულს მირევდა, არა! იმიტომ რომ შენ ჩემი არ გესმოდა, არც ცდილობდი გაგეგო ჰოდა მე გულს მტკენდა შენი ეს დამოკიდებულება... ისე მექცეოდი როგორც საკუთრებას რომლზეც გქონდა, სრული ფლობა! არასდროს ითვალისწინებდი ჩემს სურვილებს, არ ინტერესდებოდი მე რა მსურდა... შენგან, ცხოვრებისგან, საკუთარი თავისგან....არასდროს გიფიქრია იმაზე მე რას ვგრძნობდი და განვიცდიდი მოცემულ მომენტში... -ნანობ არა? მართლა ნანობ ჩემთან გატარებულ ყოველ წამს-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და მათშორის არსებული მანძილი წამებში დაფარა -ნანობ იმიტომ რომ არასდროს გყვარებივარ... -ყველა ფერი შენ გააფერმკრთალე.... ყველა გრძნობა შენ გააუფერულე ჩემში! დამნაშავე საკუთარ თავში ეძებე ლევან -ასე უბრალოდ შეგიძლია წახვიდე და მიმატოვო?-იმდენად მიუახლოვდა ცოლს რომ ცხელი სუნთქვა სახეზე მიაფრქვია, მარიამს უმალ სუნთქვა შეეკრა, რატომღაც ძალიან ეტკინა ეს მაცნობი და ზედმეტად საყვარელი სურნელი -შენ ყველაფერი გააკეთე ამისთვის -არა, ასე არაა, ჰო შეცდომებს ვუშვებდი, ზოგჯერ გააზრებულად და ზოგჯერ გაუაზრებლად მაგრამ მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ მარიამ და არ მინდა რომ წახვიდე -ვიცი-უთხრა მისი სიახლოვით თავგზააბნეულმა გოგონამ -არა, შენ არაფერი არ იცი მარიამ და ვერც ვერასოდეს გაიგებ.. ვერ გაიგებ იმიტომ რომ გაგება არ გინდა! ვერ დაგთმობ... ვერ გაგიშვებ... არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება -გგონია ჩემთვის ადვილია? გგონია რომ მე ეს მინდა? მაგრამ რაც მოხდა მას მერე... -რაც მოხდა ჩემი ბრალია ვიცი... იმ ნაბ.ჭვარს მე მივეცი იმის უფლება რომ შენთან ასე ახლოს ყოფილიყო -შეიძლება ახლა ასე ფიქრობ მაგრამ მოვა დრო და მე დამადანაშაულებ ვიცი -ასე არაა! ასე არააა! იმ ს.რის გამო ვერ დაგკარგავ... -ლევან გთხოვ არ გინდა, ძალიან გთხოვ არ გინდა-მარიამმა მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩის კუთხეში აკოცა -ნუღარ მივაყენებთ ერთმანეთს ტკივილს -ვერ გაგიშვებ, ვერ დაგთმობ, ვერ დაგკარგავ-ჩურჩულებდა არეული ხმით ლევანი და გრძნობდა ნელ-ნელა როგორ ეპარებოდა მის სხეულს შიში, მარტოობის შიში, გაზრებლად მარიამს წელზე ძლიერად შემოაჭდო ხელები და ათრთოლებული ტუჩები შეაწება მის გაცრეცილ ტუჩებს, ატკინა ამ კოცნამ ორივეს საშინლად ატკინა გული, რაღაც უცნაური სიცარიელის და სიცივის განცდა დაეუფლა ორივეს და როგორც კი ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ თვალ გაუსწორეს ერთმანეთის ამღვრეულ სფეროებს-მარიამ გთხოვ ეს არ გააკეთო, უშენოდ მოვკვდები-უთხრა ჩურჩულით ლევანმა და გულში ჩაიკრა აკანკალებული გოგონა, თავზე აკოცა და კიდევ უფრო მეტად მიიკრო სხეულზე -დამთავრდა-ახედა აწყლიანებული თვალებით გოგონამ ქმარს -ყველაფერი დამთავრდა ლევან...-და ამჯერად თავად ჩაეხუტა ბიჭს, მისი გულის გამალებული ფეთქვის ხმას უსმენდა დიდხანს, ძალიან დიდხანს და ბედნიერების გიჟური განცდა აიძულებდა რომ გაეღიმა რადგამ ამ აჩქარებული გულის ცემის გახშირებული პულსაციის მიზეზი თავად იყო. -მარიამ მინდა რომ წამომყვე-ლევანმა ცოლს ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი თავი ააწევინა და ზემოდან დააცქერდა -ხომ იცი რომ ეს ჩვენი განშორების წუთებია... მაინც არ გადავიფიქრებ-უთხრა ჩამწყდარი ხმით გოგონამ -ამ ღამეს ჩემთან დარაჩები?-უემოციო სახით ჰკითხა ბიჭმა და მისი სიტყვები დააიგნორა, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა... მარიამის პასიხის მოლოდინში ლევანი ლამის შეიშლა, მას მაინც ჰქონდა იმედი რომ ეს ბოლო ღამე რაღაცას მაინც შეცვლიდა მათ ცხოვრებაში -დავრჩები-უთხრა კარგა ხნის ფიქრის მერე გოგონამ, ცივად მოშორდა ქმარს და მანქანაში ჩაჯდა, ლევანმა ბრაზისგან და შიშისგან აკანკალებული ხელები ძიერად მომუშტა და თავის მოთოკვა სცადა, ახლა ძალიან უნდოდა რომ ბოლო ხმაზე ეყვირა, ეღრიალა, ყველაფერი დაელეწ გარს შემო რომ როგორმე ის მოწოლილი ზიზღი და მრისხანება ჩაეხშო რომელიც მაქსიმალური სიმძაფრით მძვინვარებდა მის სხეულში, რადგან უნდოდა თუ არა იძულებული გახდა თვალი გაეწორებინა სიმართლისთვის და გაეცნობიერებინი რომ მარიამი საბოლოოდ დაკარგა, როცა როგორღაც ოდნავ დამშვიდდა საჭს მიუჯდა, მანქანა დაქოქა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა. მარიამს არ გაჰკვირვებია, რომ ლევანმა თამუნას მშობლების უკვე წლების წინ დაკეტილ სახლში მოიყვანა, როცა მანქანა გააჩერა სახე წაშლილმა ბიჭმა შავი რკინის კარის წინ, სევდიანი სახით გახედა ცოლს... მარიამმა იგრძნო მისი მზერა და მისკენ გახედვა ვერ გაბედა ძალა არ ეყო -გადმოდი-ლევანმა გადავიდა და ეზოს კარი გააღო, მარიამიც გადავიდა და სახლში ლევანთან ერთად შევიდა -ეს სახლი მძულს-თქვა ლევანმა ჩურჩულით და გასაღები მაგიდაზე დაუდევრად მიაგდო -რადგან როცა დედა წავიდა... როცა უსიტყვოდ მიგვატოვა მე და მამა... როცა საავადმყოფოებში ვეძებდით... როცა მეგონა რომ მიკვდა, აი აქ-დივანზე მიუთითა -იჯდა თამარა ბებო, მე მის კალთაში მედო თავი, იატაკზე მუხლებით დამხობილს და ვტიროდი... უკვე მეორედ მიწევს ამ სახლში საყვარელი, ცოცხალი ადამინის გლოვა-მარიამისკენ შეტრიალდა წაშლილი სახით -იცი გული ყველაზე მეტად რაზე მტკივა? ისევე როგორც მაშინ დედას... შენც არ გაინტერესებს რას განვიცდი მე მაშინ, როცა ასე მარტივად მიმეტებთ მარტოობისთვის... ტკივილოსთვის... მაშინ დედასთვის ახლა კი შენთვის სულ ერთია ჩემი განცდები, გრძნობები... თქვენ... ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანმა და საყვარელმა ქალებმა გამანადგურეთ... იცი აქ რატომ მოგიყვანე?-მარიამს მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -მინდა რომ მეტკინოს, ძალიან მეტკინოს, მინდა წარსული და აწმყო ერთმანეთში აირიოს -ლევან-მარიამმა ტუჩებზე მიადო აკანკალებული თითები-გთხოვ ასე ნუ იქცევი -მაშინ მე უძლური ვიყავი დედას და მამას ურთიერთობაში ვერ ჩავერიე, ვარაფერი გავაკეთე... მაგრამ შენც რომ დაგკარგე ალბათ ღირსი ვარ ამ ტკივილისთვის -გეყოფა-აკანკალდა მარიამი -ჩემი აღარ გეშინია... შენს თვალებში შიშს ვეღარ ვხედავ ალბათ იმიტომ რომ თავისუფლება შენთან ასე ახლოსაა-დაუჩურჩულა ლევანმა ზედ ტუჩებთან და ცხვირზე აკოცა -არ მინდოდა... არ მინდოდა რომ შენთვის გული მეტკინა... -მაგრამ მატკინე -ჰო გატკინე...-დაეთანხმა სახე წაშლილი ბიჭი და კარადასთან მივიდა ღვინის ბოთლი გამოიღო ჭიქებთან ერთად, მშვიდად გახსნა და დაასხა -დალევ?-ხელი წამოავლო პირამდე სავსე ჭიქებს, ნელა მიუახლოვდა ცოლს და გაუწოდა, გოგონამ კარგა ხნის ფიქრის მერე გამაორთვა და ცოტა მოსვა, ლევანმა კი მაშინვე ჩაცალა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია საყვარელი გოგონას ალეწილი სახისთვის -მიყვარხარ-უთხრა მოულოდნელად, ჭიქა ხმაურით დადო მაგიდაზე და მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა, მარიამს აზრზე მოსვლის საშუალებაც არ ჰქნია მკლავებში ისე მოიმწყვდია და მის ტუჩებს დააცხრა, ჰკოცნიდა მთელი ვნებით, ემოციით გრძნობით, სყვარულით, თავდავიწყებით, სიგიჟით, მარიამს ამ კოცნამ ისე აუბნია თავგზა ისე, არია ისე დააბნია რომ წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, ათრთოლებული თლილი თითები თმებში შეუცურა თავგზააარულ ბიჭს და უფრო მეტად მიიწება მისი ვნებიანი ტუჩები ათრთოლებულ ბაგეებზე. ლევანი ამ შეხებამ ლამის შეშალა, ისე იარია, ისე დაიკარგა გრძნობათა აფეთქებაში რომ საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი ერთადერთი რაც ახლა მას სურდა იყო ეგრძნო მარიამის სურნელი, კანის სითბო, შეხება, რატომღაც მარიამსაც ძალიან უნდოდა რომ ახლა ამ წამს ლევანის საკუთრება გამხდარიყო მთელი სხეულით -მარიამ-აღმოხდა ხმა ჩახლეჩილ ბიჭს როცა მოწოლილი ვნებები სულ ოდნავ დააცხრო კოცნით, გოგონა თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ მქარს,ტუჩებზე მიადო აკანკალებული თითები და იმავე წამს შეაწება ვნებიანი მთრთოლარე ტუჩები მის ვნებიან ტუჩებს, ახლა ამ წამს საშინელ ტკივილს განიცდიდა ლევანი გულის სიღრმეში, მარიამი კი გიჟურ ბედნიერებას, რატომ? იმიტომ რომ ორივემ კარგად იცოდა რომ ეს მათი ბოლო შეხება იყო რომელიც ნებაყოფლობით ხდებოდა ორივეს მხოლოდ ერთი მიზეზით, ერთმანეთის შეგრძნების გიჟური სურვილით... ლევანმა ძალიან ნელი და ფრთხილი მოძრაობით მოაშორა ტანასაცმელი მარიამის მთრთოლარე სხეულს, თან ისე რომ წამით თვალს არ აშორებდა მის სახეს, რომ დარწმუნდა ეს მარიამსაც უნდოდა, საძინებლისკენ წაიყვანა უკუ სვლით თან ისე რომ მისი ტუჩებს არ მოუშორებია, საწოლზე ნელა გადააწვინა და ზემოდან მოექცა -მინდა რომ დარჩე-უთხრა ჩურჩულით და ქვედა ტუჩზე აკოცა -ჩვენ ორივემ ვიცით რომ ეს ბოლო ღამეა-კისერზე შემოაჭდო ხელები თავგზააბნეულ ბიჭს, მისი შეხებით და სურნელით გაბრუებულმა გოგონამ და მის ბაგეებს მიწვდა. ლევანს იმის მიუხედავად რომ მარიამის სიტყვები უბრალოდ აგიჟებდა და ჭკუიდან გადაჰყავდა, მაინც ვერ მოერია თავს და გოგონას სურვილს დაჰყვა... მალე მოიშორა ტანსაცმელი, მის ფეხებშორის მოექცა და ერთი ძლიერი უხეში ბიძგით დაეუფლა საყვარელი გოგნას სხეულს, მარიამს ახლა ამ წამს საშინელ სიამოვნებას განაცდევინებდა ლევანის ტუჩების შეხება ცხელ კანზე, საოცარ გიჟურ ბედნიერებას განიცდიდა როცა საყვარელი მამაკაცის სხეულის მოძრაობას გრძნობდა სხეულში. ლევანს კი სტკიოდა, საშინლად სტკიოდა გული რადგან გრძნობდა რომ ეს მართლა ბოლო შეხება იყო...არა კი ჰქონდა იმედი, სადღაც გულის კუნჭულში სულ, სულ პატარა იმედი რომ მარიამი არ წავიდოდა, მაგრამ რეალურად იცოდა...იცოდა რომ მარიამი ამ ყველაფერს არ აპატიებდა.... განთენიისას თვალები სუსტად გაახილა და დაფეთებული წამოჯდა საწოლზე,მაშინვე გვერდზე გაიხედა და ცარიელი რომ დახვდა საწოლი გული მტკივნეულად შეეკუმშა, ფეხზე წამოდგა სახე მონგრეული ბიჭი და ტელეფონს დახედა, უნდოდა დაერეკა მარიამისთვის მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა, გაავებულმა ტელეფონი კედელს შეახეთქა და იქამდე ლეწავდა ნივთებს სანამ სულ ოდნავ არ დაცხრა მოწოლილი ზიზღი და ბრაზი მის სულში რომელიც ისე მძვინვარებდა ამ ყველაფერის ფონზე რომ უბრალოდ სიგიჟემდე მიჰყავდა ის. განადგურებული დაბრუნდა მარიამი სახლში, ატირებული ნიცა ვერაფრით რომ ვერ დაამშვიდა დაუყვირა და მართას გახედა რომელიც ცრემლიანი თვალებით უყურებდა შვილიშვილს -მარიამ შვილო-აღმოხდა ქალს და ხმა ჩაუწყდა გოგონამ სახეზე რომ აიფარა ხელები და ხმამაღლა ატირდა -მე ნიცას გავიყვან... -უთხრა ხმადაბლა, ბავშვს ხელი მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა, მარიამი კედელს მიეყრდნო იატაკისკენ უღონოდ ჩაცურდა, თავს საშინლად მარტოდ გრძნობდა ახლა... ძალიან განადგურებული იყო... ძალიან შეშინებული... იმედ დაკარგული... ფეხზე წამოდგა როცა აზრზე მოსვლა შეძლო, სახე მოიბანა, მაგრამ ტირილისგან დასიებულ და დაწითლებულ თვალებს ვერაფრი რომ ვერ მოუხერხა ასე გასვლა გადაწყვიტა სახლიდან, მაშინვე აფთიაქში წავიდა წამალი იყიდა და დალია და პირდაპირ სასაფლაოზე წავიდა, ძალიან უნდოდა ახლა დედას სიახლოვე ეგრძნო... იმის გამო რომ რამდენიმე საათი გზაში იყო, იმის გამო რომ მშიერი იყო , დაღლილი და დაქანცული მალევე გული აერია, აკანკალდა, ძალიან შეეშინდა რადგან სრულიად მარტო იყო სასფლაოს შესასვლელთან, მაგრამ როგორც კი თავი ოდნავ უკეთ იგრძნო მაშინვე გადაუარა შიშმა, კარი გააღო და შევიდა. ადგილზე გაიყინა როცა მანანას საფლავთან თვალი ჰკიდა ვახოს, კაცმა თითქოს იგრძნო შვილის სიახლოვე და მაშინვე მისკენ მიტრიალდა -აქ რას აკეთებ-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით გოგონამ და აკანკალებული ხელებით სახიდან თმა მოიშორა, რომელსაც ცივი ქარი სახეში უხეშად აყრიდა -მარიამ შვილო-მისკენ წადგა ნაბიჯი კაცმა -შვილს ნუ მეძახი-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ და დედას სურათს გახედა, საიდანაც ქალი სევდიანი ღიმილით უყურებდა მას -კარგი მაპატიე-უთხრა კაცმა და თავი დახარა, შემდეგ სურათისკენ მიტრიალდა- ჩემი სიცოცხლის ბოლომდღეებს ვითვლი-თქვა ხმადაბლა -მალე აღარც მამა გეყოლება მარიამ - როცა დედა მოკვდა, მამაც მაშინ მომიკვდა მე... -არასოდეს მაპატიებ ხომ ასეა?-ისე გახედა კაცმა შვილს რომ მისკენ არ მიტრიალებულა -იმ დღეს როცა დედა დავასაფლავწ, მე მანდ ვიდექი, სადაც ახლა შენ... გულში ჩუმად შენზე ვოცნებობდი...რამდენჯერმე მომეჩვენა რომ შენ მოხვედი... ზურგიდან ჩამეხუტე.... ისე რეალურად ვიგრძენი შენი სურნელი რომ ახლა, ამდენი წლის მერე ისევ ვგრძნობ იმ არარეალურ შეხებას და სურნელს -მაპატიე-ახმოხდა ხმა აკანკალებულ კაცს -არასოდეს გაპატიებ, ჩემს დაღვრილ არცერთ წვეთ ცრემლს არ გაპატიებ! იმიტომ რომ ძალა არ მეყოფა... მე შენ, იმის მიაუხედავად რომ აქ დაგმარხე, მაინც სულ გელოდი... გულის სიღრმეში სულ გელოდებოდი... თვალებით ქუჩაში სულ შენ გეძებდი... როცა გავთხოვდი ჩემდა უნებურად მაინც გელოდი... თეთრ კაბაში გამოწყობილი ბედნიერი გოგო ძალიან უბედური იყო შენს გამო რადგან მის სულს რაღაც ნაწილი აკლდა ბედნიერებისთვის და ეს შენ იყავი მამა... -მარიამ-კაცი მისკენ შეტრიალდა -ძალიან ვნანობ.. ყოველ დაკარგულ დღს წუთს და საათს ვნანობ უშენოდ -არა არ ნანობ, უბრალოდ გეშინია, ამ ტვირთის ტარების გეშინია სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ -ახლა როცა მე დავუძლურდები... ისევე უნდა გელოდო საავადმყოფოს ცივ პალატაში როგორც შენ მე წლების განმავლობაში? -სამართლიანაია ცხოვრების საჯელი არა?-აკანკალდა მარიამი -მაპატიე... მაპატიე-დაუჩირჩულა კაცმა და მისკენ წადგა ნაბიჯი -არასოდეს, არასოდეს გაპატიებ!- უყვირა ხმა ჩამწყდარმა გოგონა მიტრიალდა რომ გაქცეულიყო და ლევანს შეეჯახა რომელიც კარგა ხნის მოსული იყო უკვე და შორისდან ადევნებდა თვალს მამა-შვილის მძიმე საუბარს -ლევან-აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და ძალა გამოცლილი ხელებში ჩაუვარდა, დაბნეულმა ბიჭმა მაშინვე ძლიერად მოხვია ხელი წელზე და სხეულზე მიიკრო ცოლი -მისი ქმარი ხარ?-მის დაძაბულ სმენას მისწვდა სასმლისგან გათანგული კაცის საზიზღარი ხმა, ლევანმა ამღვრეული თვალებით შეხედა თმა აბურზგნულ, კარგა ხნის გასაპარს და ტანსაცმელ მოძაძღულ კაცს -კი მისი ქმარი ვარ-ლევანმა მარიამს დახედა სევდიანი თვალებით და გული მტკივნეულად შეეკუმშა -გთხოვ აქედა წამიყვანე-ახედა საცოდავი თვალებით გოგონამ ქმარს, ლევანმი ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე მიტრიალდა -მარიამს გაუმართლა-მათ დაძაბულ სმენას მიწვდა ვახოს ხმა, ამ სიტყვებზე საშინწლი იმედგაცრუების ტალღა მთელი ძალით შეაკდა ლევანს და ლამის გულია აერია საკუთარ თავზე, ახლა ამ წამს, ეტკინა, საშინლად ეტკინა მარიამი. ნიცას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა მამა რომ დაინახა, გიჟივით გაქანდა მისკენ, ლევანი დაიხარა ხელები გაშალა და მაშინვე ხელში აიტაცა აღფრთოვანებული გოგონა -მამას სიყვარულო-გაუღიმა ლევანმა შვილს და ცვირზე აკოცა -მამიკო სახლში მინდა-სახეზე მოეფერა ნიცა კაცს და ძლიერად შემოაჭდო ხელები კისერზე -აქ არ მინდა-ლევანმა თვალები დახუჭა რამდენიმე წამის განმავლობაში რომ როგორმე ის არეული გრძნობები დაელაგებინა რაც მის გულს ამ წამს მთელი ძალით მოაწვა, თავს რომ მოერია და აზრზე მოსვლა შეძლო თავისდაუნებურად მარიამს გახედა რომელიც ურეაქციო სახით იჯდა დივანზე და ერთ წერტილს მიშტერებოდა -მარიამ შვილო კარგად ხარ?-მართა ძალიან ღელავდა, მარიამის ამ მდგომარეობაზე -მარიამ-ლევანი მშვიდად მიუახლოვდა, ნიკაპზე ნაზად მოკიდა ხელი და თავი ააწევინა , გოგონას ურეაქციობა აგიჟებდა -ვიცი რომ საშინელებების გადატანა მოგიწია... მაგრამ გთხოვ თავს მოერიე, საშინლად გამოიყურები -რატომ მოხვედი-ჰკითხა გოგონამ ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი სახისთვის -იმიტომ რომ მიყვარხარ-დაუფიქრებლად უთხრა ბიჭმა -მინდა რომ წახვიდე ლევან-მისი ხელი მოიშორა გოგონამ და ნიცას მიაჩერდა -მარიამ შვილო-დაიძაბა მართა -წავალ როცა დავრწმუნდები რომ კარგად ხარ -კარგად ვეღარასდროს ვიქნები-ფეხზე წამოდგა მარიამი და საძინებელში შევიდა, საწოლზე პირქვე დაემხო და მოთქმით ატირდა. ლევანმა მასთან ლაპარაკი გადაიფიქრა რადგან მარიამი ისე იყო არეული, დაბნეული, შეშინებული დაძაბული, დათრგუნული და საოწარკვეთილი რომ აღარ უნდოდა მისთვის კიდევ უფრო დაემძიმებინა მდგომარეობა. იმ ღამეს ნიცასთან ერთად დაბრუნდა სახლში, გულიმსტკიოდა, საშინლად სტკიოდა რომ ვერ გაუფრთხილდა, ვერ დააფასა, ვერ მოუშუშა წარსულის იარები და პირიქით უფრო გაურთულა ცხოვრება თავისი აგდებული, არასერიოზული დამოკიდებულებით. იმის მიუხედავად რომ მარიმი რამდენიმე დღე გაუსაზლის მდგომარეობაში აღმოჩნდა, ღამეებს ტირილში ათენებდა, დღეებს ტირილში აღამებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ და რანაირად გაეგრძელებინა ცხოვრბა მაშინ როცა ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო მომართული, მაინც შეძლო აზრზე მოსვლა, დამშვიდება და ძალების მოკრება... სამსახურის შოვნამ საჯარო რეესტრში მისი ცხოვრება ერთიანად თავდაყირა დააყენა, შიში გაუქრა, ცხოვრების შიში... მომავლის შიში... იმედი ჩაესახა გულში... პატარა ნალერწკალი იმედის რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... ლევანი მაინც ვერ შეორდებოდა საგარეჯოს და ლამის ყოველდზე იქ იყო იმ მიზეზით რომ ნიცა ენახა... ნიცას ძალიან უხაროდა აქეთ-იქით სიარული წინ და უკამ ორ სახლში. გაფრმკრთალდა თუ არა დროსთან ერთად მარიამის და ლევანის გრძნობები? მე ვფიქრობ თუ სიყვარული ნამდვილი მას დრო, მანძილი და შესაძლებლობები ვერაფერს დააკლებს... სახლის წინ დახვედრები, საჩუქრები, ყვევილები, სულელური იუმორი... აი ამ სისულელეებს სჩადიოდა ჯერ კიდევ ცოლის სტატუსის მქონე გოგონაზე უგონოდ შეყვარებულო ლევანი. მარიამი? მისთვის სასიმოვნო განცდა იყო თავისუფლებით ტკბობა საყვარელ მამაკაცთან ერთად რომლის წინაშე უბრალოდ აღარა ჰქონდა მოვალეობები და პასუხისმგებლობა... რაღაცნაირად სასიმოვნოდ გაიწელა დროში დაგვიამებული შევარებულობა...ის გაგიჟება და ცაში ავარდნა რომელიც ერთმანეთს არ აცადეს თავის დროზე, ოჯახური სირთულეების და პასუხისმგებლობების წნეხის ქვეშ მოაქციეს ერთმანეთი და ალბათ ამიტომ დაიკარგა ორივე. მარიამის ეს ორ თვიანი სასიმოვნო გიჟური თავგადასავალი ორსულობის ტესტმა ისევ თავდაყირა დააყენა... ისევ არია ყველაფერი... ისევ დაიკარგა... ვერ იჯერებდა რომ ორსულად იყო... ვერ იჯერებდა რომ ეს მოხდა... ფიქრობდა როდის და როგორ... სანამ მისგან წამვიდოდა მუდამ წამლებს იღებდა... მერე იმ ბოლო ღამეს... როცა უკანასკნელად შეეხო ლევანი მას, საგარეჯოში ჩამოვიდა თუ არა წამალი იყიდა და დალია... არ უნდა დაორსულებულიყო არცერთ შემთხვევაში... მაგრამ უეცრად თავში დაატყა რომ იმ დღეს გული აერია... მერე ისე ცუდსდ იყო ამაზე აღარ უფიქრია... მთელი ღამე ტირილში გაათენა, მართასაც კი ვერ უთხრა, ვერაფერი თქვა, ძალიან ცუდად იყო... ლევანთან დაბრუნება და მასთან ცხოვრების ისე გაგრძელება თითქოს არაფერი ხდებოდა არ შეეძლო, უბრალოდ არ შეეძლო, ძალა არ ყოფნიდა... ჯერ კიდევ ეშინოდა წარსულში დაბრუნების, ძალიან ეშინოდა მასზე მინდობით ისევ იგივე შეცდომა არ დაეშვა და ეს ძლივს მოპოვებული თავისუფლება ისევ არ დაეკარგა... გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ძალიან ცუდად იყო... ვერ იღებდა გადაწყვეტილებას... უსიამოვნო სტუმარი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ანი მარიამისთვის, არა კი უყვარდა, ძალიან ყუვარდა მაგრამ ახლა ისე ცუდად იყო...ისე საშინლად გრძნო და თავს რომ უბრალოდ ყველამდა ყველაფერი ეზედმეტებოდა ცხოვრებაში... ლევანმა გაოცებისგან პირო დააღო როცა ანიმ თავისი ეჭვი გაანდო -დარწმუნებული ვარ რომ ორსულადაა-ამტკიცებდა გოგონა -გამუდმებით გული ერევა, სუსტადაა, ვერ ჭამს, ყველაფრის სუნი აღიზიანებს... -სამსახურში რომ მივაკითხე მეც შევატყვე რომ კარგად ვერ იყო მაგრამ...მითხრა რაღაცამ მომწამლაო-თქვა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა -ღმერთო -აღელდა თამუნა -თუ ეს ასეა... -წამლებს იღებდა სულ, ასე არ იქნება-ვერ იჯერებდა ლევანი -და თუ ასეა? მაშინ?-აღელდა თამუნა -თუ მართლა ორსულადაა? -არ ვიცი, არ ვიცი-ფეხზე წამოვარდა დაბნეული ბიჭი -ათასჯერ ვთხოვე პატიება და შერიგება, უკან დაბრუნება, მაგრამ ჯიუტად არ მაძლევს უფლებას რომ მის ცხოვრებაში ზედმეტად შევიჭრა -იმედია მის მოშორებაზე არ იფიქრებს-აღმოხდა თამუნას და ცრემლები მოეძალა -რააა?-ადგილზე გაშეშდა ლევანი -რაა?-გაუბრაზდა ქალი -ის თავხედი ბიჭი იმდენის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს რომ კუდში დასდევდა, მოსვენება დაუკარგა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.