შეცდომა (დასასრული)
მარიამმა სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ქუჩა და კიდევ უფრო აუჩქარა ფეხს რადგან ნელ-ნელა წვიმის ცივი წვეთები ეცემოდა მის გაყინულ სახეს რომელზეც ახლა ამ წამს არავითარი გრძნობა და ემოცია არ იკითხებოდა -მარიამ-შორიდან ჩაესმა საკუთარი სახელი, ოდნავ დაიბნა და ცარიელი ქუჩა მოათვალიერა, თუმცა არ გაჩერებულა -მარიამ!-ამჯერად უფრო გარკვევით და მკაფიოდ ჩაესმა საკუთარი სახელი საიდანღაც და ნაცნობი ტემბრის გამო ადგილზე გაშეშდა, წამში გაეყინა სისხლი ძარღვებში და გულის ცემის წყვეტასთან ერთად სუნთქვაც გაუჩერდა, თვალები დახუჭა როცა ზურგს უკნიდან იგრძნო მწველი მზერა, კარგა ხანს იდგა ასე გაქვავაებულივით... მხოლოდ მაშინ დაიბრუნა მოძრაობის უნარი, როცა შიშის და გაოცების პირველმა ტალღამ გადაუარა, ნელა შეტრიალდა და ლევანს გაუწორა მზერა რომელიც ორსული, ყოფილი ცოლის დანახვამ ისე აღაფრთოვანა რომ მაშინვე დაკარგა აზროვნები, მეტყველების და მხედველობის უნარი... სამარისებური სიჩუმე ისევ ლევანის ხმამ გაკვეთა, როცა როგორღაც აზრზე მოსვლა შეძლო თავგზააბნეულმა ბიჭმა -გოგოა თუ ბიჭი ჩვენი პატარა?-მარიამი ამ სიტყვების გარდა ყველაფერს ელოდა მისგან და ისე დააბნია ლევანის მზერამ, ტონმა, ქცევამ რომ ხელახლა შეეკრა სუნთქვა, ბიჭს აე გაჰკვირვებია ყოფილი ცოლის ასეთი რეაქცია მის დანახვაზე, ამიტომ ძალიან ნელა და ზედმეტად მიუახლოვდა ყოფილ ცოლს, თვალებში ჩააცქერდა და მოულოდნელად ჩაიმუხლა, მარიამს რასაც ჰქვია აგიჟებდა მისი ასეთი ქცევა და სიმშვიდე, ლევანმა მომღიმარი სახით ახედა სახე წაშლილ ყოფილ ცოლს და სრულიად მოულოდნელად მაისურის კიდეზე ჩასჭიდა ორივე ხელი, ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ააცურა და ცხელი ტუჩები მიაწება იმავე წამს, აი აქ მარიამს ყველა გრძნიბა და ემოცია ერთად რომ მოაწვა ვეღარ მოთოკა თავი და ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე -მამიკო მოუთმენლად ელოდება შენს ამ ქვეყნად მოვლინებას ჩემო პატარა-დაიჩურჩულა ლევანმა და ფეხზე წამოდგა, მარიამამ მაშინვე თავი დახარა რადგან ვერ გაუძლო ყოფილი ქმრის მწველ და დაჟინებულ მზერას... ამასობაში წვიმის წვეთები უფრო ენტენსიურად და ხმაურით ეცემოდა მათ გაყინულ სახეებს და უსახურ მიწას -მანქანით ვარ, სახლში წაგიყვან...-დაიწყო ისევ ლევანმა და ხმა ჩაუწყდა -თუ რა თქმა უნდა შენ ეს გინდა... -მე...-დაიწყო მარიამმა და სათქმელ სიტყვებს თავი რომ ვერ მოუყარა გაჩუმდა -წავიდეთ თორემ გაცივდები-ლევანი მიტრიალდა და პირველი წავიდა მანქანისკენ, მარიამი მორჩილი, გაბუტული ბავშვივით გაჰყვა უკან, ძალიან გაოცდა ლევანმა კარი რომ გაუღო და შემდეგ საჭეს მშვიდად მიუჯდა -ვიცი რომ ათასი კითხვა გიტრიალებს თავში-როგორც იქნა მოახერხა ხმის ამოღება -ვიცი რო ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ხარ მაგრამ... -მაგრამ რა?-გაბრაზდა ლევანი და მანქანა სავალ ნაწილზე გადაიყვანა ნელ-ნელა -როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი? მეგონა მასზე უარი თქვი... მეგონა რომ მოიშორე... -ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევძელი ძალა არ მეყო-სახეზე ხელები აიფარა გოგონამ და ატირდა -როგორ შეგეძლო? ის ხომ ძალიან პატარაა და უსუსური?-ცდილობდა ხმა და ემოციები გაეკონტროლებინა -ძალიან ცუდად ვიყავი... გამოუვალ მდგომარეობაში... -გეგონა ჩემთან დაბრუნებას გაიძულებდი?-გაბრაზდა ლევანი-იმდენად გძულდი და გეშინოდა ჩემი, რომ ამაზე წამსვლელიც იყავი შენი თავისუფლებისთვის? -ასე არააა და შენ ეს კარგად იცი-მისმა სიტყვებმა მარიამი დიდად არ ააღელვა მარიამი რადგან მას თავისი სიმართლე ჰქონდა -ამ ნაბიჯს ჩემი თავისუფლებისთვის კი არა, ჩვენი დანგრეული ოჯახის და დაკარგული სიყვარულის გამო ვდგავდი... -ეს არ ამართლებს იმას რაც გააკეთე! უფლება არ გქონდა ასე მომქცეოდი... მარიამ შენ მე გამანადგურე -ვიცი-დაიჩურჩულა გოგონამ -მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე ლევან... -შენ მე მატკინე, ძალიან მატკინე -არ მინდოდა, არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო... შენთვის ტკივიის მოყენება არ მინდოდა, უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი, საოსწარკვეთილო, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, რა გამეკეთებინა... ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი იყო ის რომ უბრალოდ მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდებოდა... -ამასობაში მარიამის კორპუსის წინ შეაჩერა ლევანმა მანქანა და წვიმამ კიდე უფრო რომ უმატა ორივე გაირინდა და ყური დაუგდეს გაბრაზებული ბუნების ხმას -და გაქცევა მოიფიქრე?-არეული თვლებით გახედა საყვარელი გონას ალეწილ სახეს -არსად გავქცეულვარ ლევან... უბრალოდ ცოტა ხნით მარტო ყოფნა მჭირდებოდა რომ ძალა მეპოვა საკუთარ თავში ცხოვრების გასაგრძელებლად...მინდოდა მარტოს შენს, გარეშე მეპოვა გამოსავალი... მინდოდა დამოუკიდებლად დავმდგარიყავი ფეხზე... მინდოდა რომ ისევ შენზე დამოკიდებული არ გავმხდარიყავი, როგორც ფიზიკურად ისე ფინანსურად... ასევე მინდოდა ბოლოდაბოლოს საკუთარი თავიც მეპოვა... -მერე იპოვე?-თვალს არ აშორებდა გაბრაზებული ბიჭი გოგონას პროფილს -გთხოვ არ გინდა-ეწყინა მარიამს მის ხმაში გარეული ირონია -ჩემთვის როდის აპირებდი ამის თქმას?-მაისურის ქვეშ ნელა შეუცურა ხელი და ნაზად მოეფერა მუცელზე, მარიამს წამის მეასედში რაღაც უცნაურმა გიჟურმა გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში და მაშინვე გააჟრჟოლა -ლევან გთხოვ ასე ნუ იქცევი-როგორც იქნა გაბედა მისკენ მიხედება მისი შეხებით აღელვებულმა გოგონამ და მზერა გაუსწორა მომღიმარ ბიჭს -ვერ ვხვდები ჩემი შეხება ასე რატომ გძაბავს-მისკენ გადაიხარა და ზედმეტად მიუახლოვდა სუთქვა აჩქარებულ ცოლს, როცა ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე მარიამმს ცხვირი აუწვა მისი სუნამოს და სიგარეტის, მაცნობმა, საყვარელმა,მძაფრა ნაზავმა და სუთქვა შეეკრა რამდენიმე წამის განმავლობაში -ასე რატომ იბნევი... მე ხომ მხოლოდ ჩვენს პატარას ვეფერები-ჩურჩულებდა მისი შეხებით თავგზააბნეული ბიჭი ყოფილი ცოლის მთრთოლარე ტუჩებთან -უნდა წავიდე-თქვა უფრო სწორად ეგონა რომ რაღაც თქვა მარიამმა და ოდნავ შეიშმუშნა -გთხოვ დარჩი... თუნდაც სულ რამდენიმე წუთით-ჩურჩულებდა ხმა ჩამწყდარი ბიჭი დაჩამოყრილ თმას ნელ-ნელა ყურს უკან უწევდა უკვე სუნთქვა შეწყვეტილ გოგონას -მარიამ ერთ დღეს შენზე ფიქრი უბრალოდ შემშლის -ლევან გთხოვ შეწყვიტე-მრიამმა აკანკალებული თითებიი შეახო ლევანის ცივ ხელს რომელიც ჯერ კიდევ მის მუცელზე დასრიალებდა -გოგოა თუ ბიჭი?-არ ეთმობოდა ყოფილი ცოლი და შვილი ლევანს -გოგოა-უთხრა თავდახრილმა და და კარი გააღო -მარიამ-ლევანმა გაუზრებლად ყელზე მოაწება ვნებიანი ტუჩები და გაეღიმა შეშინებული თვალებით რომ მიაჩერდა დამფრთხალი გოგონა-ვგრძნობ რომ ჯერ კიდევ მგრძნობ! -სხვა დროს ვილაპარაკოთ-კარი ნელა დახურა გადასვლის მერე და სწრაფი ნაბიჯით გაუჩინარდა ბნელ სადარბაზოში. ლევანი ამ შეხვედრამ ისე ააფორიაქა, ისე ააღელვა, ისე დააბნია ,ისე არია რომ მთელი ღამე თეთრად გაათენა მარიამზე ფიქრში, ყველა გრძნობა და ემოცია ერთად აწვებოდა და ცოტა დაიკარგა ამ გაურკევევლ ემოციათა კასკადში -რას გავხარ-მომღიმარი სახით მიუახლოვდა აივანზე მდომ შვილს ირაკლი -მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე-თაფლისფერ, ცივ სფეროებში ჩააცქერდა ლევანი მამას და სიგარეტის ანთებული ღერი ტუჩებსშორის მოიქცია -ხომ გითხარი ცოტა მოიცადე და მერე ნახე-მეთქი მარიამი არა? იმედია რამე სისულელები არ უთხარი და უარესად არ შეაშინე გოგო -როგორც შემეძლო მშვიდად ველაპარაკე -კარგია-ჩაილაპარაკა ირაკლიმ კმაყოფილი ტონით -გგონია რომ მის დაბრუნებას შევძლებ? -გაგიჭირდება-გაეცინა კაცს და თავადაც მოუკიდა სიგარეტს-არ შეეშინდა, ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა ასეთ რთულ მდგომარეობაში...სამსახურიც კი იშოვა... ახლა ერთადერთი რაც მას შენგან სჭირდება და რასაც მიიღებს არის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა, სხვა აღარაფერი სჭირდება ცხოვრებაში... მთავარი პრობლემა გადალახა, მარტოობის შიში... მარტოხელა დედობის შიში... ორსულობის შიში... ლევან ახლა მხოლოდ გრძნობების იმედი თუ გექნება... სხვა მიზეზით შენ მას უბრალოდ ვეღარ დაიბრუნებ... ის თამუნასავით მორჩილი, დამყოლი ხასითის და მშვიდი არააა... ასე რომ ჩვენს ურთიერთობაში არ შეგეშალოს თქვენი ურთიერთობა -გგონია არ ვიცი რომ მე დავუშვი საბედისწრო შეცდომა ჩვენს ურთიერთობაში? -იცი მაგრამ ეს ზოგჯერ არაფერს ცვლის... მთავარია აღარაფერი იყოს ძველებურად... ხომ ხედავ დედაშენს? წავიდა, გამექცა... უსაზღვრო სიყვარულის მიზეზით ისევ დავიბრუნე, თუმცა მისი მორჩილი ხასიათის მიუხედავად მაინც მაიძულა დამოკიდებულების შეცვლა თავისთავის მიმართ... -მესმის -იცოდე ზედმეტი არ მოგივიდეს, სულ აკონტროლე, ტონი, ქცევები, სიტყვები... ნუ აჩქარდები და ნუ დააჩქარებ მასაც რომ ურთიერთობა ხელახლა დაიწყოთ...სიჩქარეში უფრო არ გაზარდო ის მანძილი თქვენს შორისაა ახლა... -ასე მარტივია გრძნობების და ქცევების კონტროლი? თან მაშინ როცა ჯერ კიდევ სიგიჟემდე ვარ მასზე შეყვარებული, იმის მიუხედავად რომ ძალიან მატკინა...მაგრამ უბედურება იცი ეა არის? ახლა კიდევ უფრო ვარ მისით აღფრთოვანებული... ისეთი ლამაზია-გატაცებით თქვა და მამას გახედა -რომ დავინახე აზროვნების უნარი დავკარგე... ძალა წამერთვა -შეშლილო ბიჭო-გაეცინა კაცს და ხელი ზურგზე დაარტყა -ასე ძალიანაც ნუ დამემსგავსები... ცოტა მეტი დაფიქრება და სინაზე გმართებს მასთან! ლევანის ხშირი სტუმრობა ძალიან ახარებდა მარიამს იმის მიუხედავად რომ წარსულის იარები ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჰქონდა, განსაკუთრებით მისი თავშეკავებულ ქცევები და თავდაჭერა მოსწონდა, რის გამოც ის დაძაბულობა და შიში რაც თავისდაუნებურად დასდევდა მის გულს, ლევანის დანახვისას ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და ბოლოს უკვალოდ გაქრა. ამ სიახლოვემ მაინც გატეხა მარიამი და ყოფილი ქმრის დანახვაზე ისევ ისე გიჟურად და გამალებით უცემდა ხოლმე გული როგორც მაშინ როცა, ერთმანეთი ახლად გაცნობილი ჰყავდათ. მოთმინებით, მშვიდი და შეკავებული ქცევებით ლევანი საყვარელი გოგონას ცხოვრებაში და გულში ხელახლა შეიჭრა, ყველაფერი არია და თავდაყირა დააყენა... თუმცა მარიამი მაინც უკან იხევდა და ურთიერთობის ერთ წერტილში გაყინვას ცდილობდა, რასაც ლევანისგან აქტიური წინააღმდეგობა მოჰყვებოდა ხოლმე ყოველ ჯერზე. -ნუ უარყოფ-უთხრა როცა ექიმთან კომსულტაციის შემდეგ სახლში მიჰყავდა ცოლი გაბრაზებულ ბიჭს -ვგრძნობ რომ შენც ისევე გაგიჟებით გიყვარვარ ჯერ კიდევ როგორც მე შენ -ჰო მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ ჩვენ განქორწინებულები ვართ...ამისთვის კი უამრავი მიზეზი გვქონდა იმიტომ ,რომ გაუსაზლისი ტკივილი მივაყენეთ ერთმანეთს -მარიამ გთხოვ მხოლოდ ერთი შანსი მომეცი -მეშინია, მეშინია რომ შეცდომას დავუშვებთ! რატომ არ გესმის ლევან?-ლამის ატირდა გოგონა -ხელმეორედ ვერ დაგკარგავ-დაიჩურჩულა და მის პროფილს გაუშტერა სიყვარულით სავსე თვალები, ლევანმაც მაშინვე მისკენ მიიხედა და მათი მაღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა -არ დამკარგავ პატარავ-გაუღიმა და ნიკაპზე ხელი აკრა -შენს დაკარგვას სიკვდილი მირჩევნია -ჰო მაგრამ ერთხელ უკვე დავკარგეთ ერთმანეთი... არ მინდა იგივე გადავიტანოთ...მეშინია...იმიტომ ,რომ ვეღარ გავუძლებ ლევან ამ ყველაფერს, შენ მე უბრალოდ გამანდგურებ -არა არა, ასე ნუ ამბობ გთხოვ-მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა ბიჭმა და მშვიდად გააჩერა -იგივეს გადატანას აღარ გაიძულებ... შევიცვლები -ვიცოდი რომ ასე იქნებოდა-გაბრაზდა მარიამი და მანქანიდან სწრაფად გადავიდა -რას გულისხმობ?-ლევანმა მაჯა დაუჭირა და თავისკენ ნელა შეატრიალა, უკბე თითქმის ატირებული გოგონა -იმას რომ უკან დაბრუნებას მთხოვდი და მე სათანადო წიმააღმდეგობას ვერ გაგიწევდი -ესე იგი აღიარებ რომ ჩემს სიყვარულს ვერ ეწინააღმდეგები?-მომღიმარი სახით ჩააცქერდა ლევანი ცოლს აწყლიანებულ თვალებში -ლევან თავი დამანებე-მარიამმა მაჯის დახსნა სცადა -მაგიჟებ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და მისი სახე ხელებში მოიქცია -მენდე... ჩევენს სიყვარულს ენდე გთხოვ -არა!-გაბრაზდა გოგონა და ხელი გააშვებინა -ასე მარტივად არ შემიძლია ყველაფრის თავიდან დაწყება -არ გხოვ რომ ხვალვე ჩემთან გადმოხვიდეთ საცხოვრებლად მარიამ -მაგრამ ეგ მაინც გარდაუვალი და შეუქცევადი პროცესია ხო?-ჰკითხა გაღიზიანებული ტონით და ლევანი გიჟურ სიცილზე თავადაც გაეცინა-სულაც არაა სასაცილო!-ცდილობდა ხმა გაემკაცრებინა -მე რატომ მეჩხუბები?-შეიცხადა ბიჭმა-ეგ სიტყვები შენ თავად თქვი, მე ხომ არ მითქვამს შენთვის?!-და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი -რა აუტანელი ხარ ზოგჯერ-თვალები აატრიალა გოგონამ და სანამ აზრზე მოვიდოდა ლევანის ვნებიანი ტუჩები მიეწება მთრთოლარე ბაგეებზე. სანამ მარიამი და ლევანი ჯერ კიდევ არკვებდნე ურთიერთობას და ცდოლობდნენ გარკვეულიყვნენ ერთმანეთის გრძნობენში რეზიმ რესტორანში დაპატიჟა ანი და სრულიად მოულოდნელად ცოლობა სთხოვა, თან ბეჭედიც გაუწოდა, გოგონამ გაოცებისგან ლამის პირი დააღო და კარგა ხნის სიჩუმის და ფიქრის მერე უყოყმანოდ უთხრა უარი, იმის მიუხედავად რომ იცოდა რეზი ინგლისში მიდიოდა გაცვლითი პროგრამით და მხოლოდ მისი მიზეზით აპირებდა საქართველოში დარჩენას. რეზიმ მშვიდი უემოციო სახით მიიღო მისი უარი და სახლში ისე დააბრუნა კრინტი არ დაუძრავს ამ თემაზე მხოლოდ ის უთხრა მანქანიდან გადასვლის დროს ანის რომ მუდამ ეყვარებოდა. რაც უფრო ახლოვდებოდა ფრენის დრო მით უფრო საშინელ განცდებში ვარდებოდა ანი... არც რეზისთან უნდოდა და არც რეზის გარეშე ყოფნა... ამ ქაოსში იყო მისი გონება როცა გვიან ღამე აივანზე გასულმა დაინახა როგორ ალაგებდა ბარგს საკუთარ მანქნაში... აი აქ ამ მომენტში ანის სუნთქვა შეეკრა და მიხვდა რომ რეზის გარეშე უბრალოდ ვერ შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას, ამიტომ ღამის ორ საათზე თავსხმაწვიმაში ქუჩაში გავარდა და რეზის უკვე დაქოქოლ და ადგილიდან დაძრულ მანქანას წინ გადაუდგა, საჭესთან მჯდომი უჩა გაოცებული მიაჩერდა შვილს, შემდეგ წვიმაში მდგომ სიცივისგან აკანკალებულ გოგონას, ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან და სახლისკენ წავიდა, რეზი ისე იყო დაბნეული, გაოგნებული და არეული ანის ამ მდგომარეობაში დანახვით რომ კარგა ხანს ვერ მოახერხა აზრზე მოსვლა, ბოლოს როცა დარწმუნდა ეს ყველაფერი რეალობა იყო დაა რეჩვენებოდა მანქანიდან გადავიდა -ანი-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ხმა ჩაუწყდა რადგან აკანკალებული გოგონა თითისწვერებზე დადგა და მის ტუჩებს მიწვდა, ცივი, მთრთოლარე თითები თმებში შეუცურა და უფრო მეტად მიეწება მის ტუჩებს -ანი -რეზიმ მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა -ცოლად გამომყვები?-ანიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, რადგან ხმის ამოღების ძალამუბრალოდ აღარ ჰქონდა, რეზიმ მაშინვე ხელში აიტაცა, ჰაერში დაატრიალა და მანქანისაკენ წაიყვანა. ირაკლის გაგიჟებას საზღვარი არ ჰქონდა როცა დილით თამუნამ დაურეკა და უთხრა ანი რეზის გაჰყვაო, თურქეთიდან საზღვარი ახალი გადმოკვეთილი ჰქონდა ოთხ საათში ჩამოვიდა ტაბახმელაში, ყველაფერი მიანგრმოანგრია სახლში და მაინც რომ ვერ დაწყნარდა ეზოში გავარდა და ახლა იქ დაიწყო გრმინვა -და სახლიდან გაგეპარა, შუა ღამისას და შენ აზრზე არ ხარ არაფერის-ბოლოს ლევანს მიადგა -საიდან უნდა მცოდნოდა რომ ღამის ორზე თავსხმა წვიმაში და ცის ჩამოქცევაში აუტყდებოდათ რომანტიკა და გაპარვა? -ლაწირაკი-იყვირა ირაკლიმ -კიდევ რომ შეცდომა დაუშვას აღარასოდეს ვაპატიებ გაიგე თამუ?-თავზე წამოადგა ატირებულ ცოლს -ხო იცი რომ მაგ ბიჭს ბავშვობიდან ყვარს ანი-ახედა ცრემლიანი თვალებით ქალმა -მერე? სახლიდან ასე ნაგლად უნდა ამახიოს შვილი? მოსულიყო და ეთქვა! მაგ ს.რს -კაი ასე ნუღარ იძახი სიძეა ბოლოსდაბოლოს-უთხრა ირონიით ლევანმა -შენ უფრო ს.რი ხარ!-დაჭყივლა ირაკლიმ -თვალით არ დამენახოს არცერთი! ირაკლის გაგიჟებამ მალევე გადაუარა და დიდიებული ქორწილიც დაიგეგმა, მარიამს ძალიან გაუხარდა რომ რეზიმ კუთხეში მიიმწყვდია და საბოლოოდ ანიმ გააცნობიერა რომ რეზის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შეეძლო. -იმედია ქორწილში ჩემთან ერთად წამოხვალ-თვალს არ აშორებდა ლევანი მომღიმარ გოგონას -ყოფილი მულის ქორწილში წამოვიდე, ყოფილი რძალი,ყოფილ ქმართან ერთად?!-ჩაილაპარაკა თითქოს თავისთვის და ლევანს გახედა რომელსაც ტვინში სისხლი ექცეოდა სიტყვა ყოფილზე, რადგან მარიამი ძალიან ხშირად და აქტიურად იყენებდა ამ სიტყვას მის აზრზე მოსაყვანად როცა გრძნობა მორეული ბიჭი მის შეხებას ან კოცნას ცდილობდა -მარიამ ამ ყოფილს რომ მოეშვა არა ?-გაბრაზდა ლევანი და წინ აესვეტა მომღიმარ გოგონას რომელსაც ძალიან მოწონდა მისი გაღიზიანება -არა!-უთხრა მკაცრად და მზერა გაუსწორა -კაი ყოფილის სტატუსით წამოდი რა პრობლემაა-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან ეშმაკური ღიმილით -ვერ წამოვალ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ეს-გაჯიუტდა გოგონა, უფრო იმიტომ რომ ლევანის ეს მონგრეული სახე ძალიან ართობდა -ჩემს ნერვებზე თამაში გადაწყვიტე პატარა ქალბატონო?-მიუხვდა გოგონას ამ ეშმაკობას -დიახ ასეა -დაეთანხმა მარიამი და ლევანმა კედელს ხელები რომ მიაბჯინა და ხელებშორის მოიმწყვდია ოდნავ დაიძაბა -არ გირჩევ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და დამფრთხალი მოშორდა ცოლს ოთახში ნიცა რომ შევარდა -სად იყავი მამიკოს პატარავ?-მაშინვე ხელში აიტაცა მონატრებული შვილი და სახე დაუკოცნა -ლევან შვილო ნეტა იცოდე როგორ გელოდება ხოლმე ეს გადარეული გოგო-გაუღიმა მართამ და ნიცას ხელზე აკოცა-სულ კარისკენ აქვს ხოლმე თვალები -მართლა მამიკო?-გაუხარდა ლევანს -ისე მე უფრო მელოდები თუ საჩუქრებს ხოლმე?-ჰკითხა სიცილით და აკისკისებულ გოგონას ლოყები დაუკოცნა. ლევანი კარგა ხანს აწვალა მარიამმა და ქორწილის წინა დღეს გამოუცხადა ანიმ ძალიან მთხოვა და მისი ხათრით წამოვალო -ყოფილი მულის სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე ჩემი?-გაბრაზდა ლევანი და გაიბუტა -ყოფილი ყოფილია, რა მნიშვნელობა აქვს ქმარს და მულს?--უფრო მეტად აღიზიანებდა გოგონა -მარიამ ნუ მიწვევ-გამაფრთხილებლად უთხრა -თორემ რა მოხდება?-გაეცინა გოგონას -როგორც კი ნუცას გააჩენ მოგიტაცებ-უთხრა ჩურჩულით -ნუ სულელობ-გვერდის აქცევა სცადა მისთვის გოგონამ -მარიამ რატომ არ გესმის რომ თქვენთან ეს სიშორე მკლავს? რომ შენი შეხების სურვილს ჭკუიდან გადავყავარ ? -ლევან გთხოვ ისევ იგივე თემაზე ლაპარაკს ხელახლა ნუ დავიწყებთ, აზრს არ შვიცვლი... ჯერ მზად არ ვარ რომ ისევ შენთან ვიყო -უბრალოდ ჩემი წვალება და დასჯა გინდა!-ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -თუ არ მოგწონს ჩვენი ეს მდგომარეობა კარი იქითაა-გასასვლელისკენ მიუთითა-გავეცხლებულმა გოგონამ, ლევანი მომენტალურად დაშოშმინდა -კარგი მაპატიე-ჩაიბურტყუნა და აივანზე გავიდა მოსაწევად, ოთახში მოღუშული სახით დაბრუნდა -ხვალ რომელზე მოგაკითხოთ? იმედია არ გადაგიფიქრებია წამოსვლა-მის თვალებში შიში რომ გარკთა, მარიამს ირონიულმა ღიმილმა გაუპო ბაგე -ჯერ-ჯერობით არ გადამიფიქრებია, თუმცა ვნახოთ ხვალამდე დიდი დროა -მარიამ ასე რატომ იქცევი?-წამებში დაფარა მათ შორის არსებული მანძილიმ და წინ აესვეტა ცოლს -მოგწონს ჩემი წამება არა? -კი და თან ძალიან-დაუფიქრებლად უთხრა გოგონამ და გაბრაზებული ბიჭი მის ტუჩებს რომ დააცხრა, გრძნობა მორეულმა გოგონამ წინააღმედგობოს გაწევის ნავვლად იგივე სიგიჟით უპასუხა მის კოცნას და საერთოდ წყობრიდან გამოიყვანა ბიჭი, რომელმაც იმავე წამს დაკარგა აზროვნების უნარი თუმცა კოცნა ნაზი, მშვიდი და ვნებიანი გახადა რაც იმას ნიშნავდა რომ მარიამისგან საპასუხოდ უფრო მეტ ემოციას მიიღებდა და სწორედ ასეც მოხდა. რეზი საერთოდ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა გარსშემო, ანის გარდა რომელიც თეთრ, ტანზე მომდგარ საქორწილო კაბაში უნრალოდ ბრწყინავდა. იგივე მდგომარეობაში იყო ლევანი რომელიც ორსული, ყოფილი ცოლის გარდა ვერავისზე და ვერაფერზე ახერხებდა ფიქრს, მისი თვალებიც მხოლოდ ერთ, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვა და მისთვის ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზ გოგონას ხედავდნენ მარტო, ისეთი ლამაზი იყო ახლა მარიამი ტანზე მომდგარ კრემისფერ კაბაში რომელიც კიდევ უფრო მძაფრად გამოკვეთდა მისი სხეულის იდეალურ ფორმებს და მუცელს რომელიც დროდადრო და ადგილადგილ იზნიქებოდა -ძალიან ლამაზი ხარ-დაუჩურჩულა ლევანმა და მის შიშველ ზურგს ნაზად ააყოლა ცივი თითები, მარიამს გააჟრჟოლა და ოდნავ უკან დაიხია, ყოფილი ქმრის ეს შეხება საშინლად მოქმედებდა მასზე -ლევან ხელები გააჩერე -უთხრა როცა ბიჭი ისევ წინ აესვეტა და ისევ იგივე გაიმეორა -რატომ? ასე საშინლად მოქმედებს ჩემი შეხება შენს სხეულზე?-ჰკითხა გამომწვევი ტონით და ამჯერად ლავიწის ძვალს გააყოლა ათრთოლებული თითები -აქ ხალხია და ყველა ჩვენ გვიყურებს თუ ატყობ-მარიამმა მზერა გააპარა რესტორნის ეზოში შემოკრებილ ხალხზე რომელნიც ნელ-ნელა მატულობდნენ -მაგათ დედასაც შევეც...-მარიამმა ტუჩებზე მიადო თითები -გაგიჟდი?-თვალები დაუბრიალა -იცოდე ამ საღამოს უნდა მეცეკვო! არ მახვეწნინო, ასე მაინც გიგრძნო-მის უკან დადგა და ზედმეტად მოეკრო ზურგიდან -ლევან მორჩი-მარიამმა წინ წადგა ნაბიჯი მაგრამ ლევანმა ხელები შემოხვია ყელზე და გააჩერა -რატომ გამირბიხარ გამუდმებით პატარა ქალბატონო? გეშინია საკუთარი ბრძნობების?-ყურში ჩასჩურჩულა და მხარზე აკოცა -ცუდად იქცევი, ყველას ყურადღებას ვიქცევთ-თავი მისკენ მიატრიალა დაძაბულმა გოგონამ მაგრამ ბიჭის სახე ვერ დაინახა -კარგი-ლევანი ცივად მოშორდა რადგან ხვდებოდა რომ სხეულის ონტროლი უჭირდა უკვე. ქორწილმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე თავად წარმოედგინათ მასპინძლებს, მარიამს ლევანი არაფრის დიდებით არ ეშვებოდა და წამით არ ტოვებდა მარტო, მარიამის გასაკვირად მართლა გაიწვია ლევანმა საცეკვაოდ რამდენჯერმე,თან სულ რამდენიმემჭიქა ღვინო დალია, მართალია ბიჭის ცივი თითების შეხება შიშველ ზურგზე თავგზას ურევდა, მაგრამ მისი ეს ულელური ქცევა იმდენად სიამოვნებდა რომ წინააღმდეგობის გაწების სურვილიც არ გასჩენია. რეზი რაღაცნაირად დაძაბული იყო და სასმელს ეძალებოდა, ის კიარა ანიმაც დალია რამდენიმე ჭიქა ზედიზედ. მართალია ქორწილმა მშვიდობიანად ჩაიარა, ყველაფერი კარგად დასრულდა და წყნეთის სახლში მშვიდად წაიყვანა უჩამ და მარტო დატოვა წყვილი უზარმაზარ სახლში, მაგრამ რაღაც უცნაური გრძონათა ერთობლიობა არ ტოვებდა მათ და სულს უფორიაქებდა ორივეს. იმდენად უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ყვავილებით მორთულ საძინებლში, რომ ერთმანეთის გულის გამალებული ცემის ხმა ესმოდათ -ანი-ზურგით მდგომ გოგონას ნელა მიუხალოვდა ბიჭი და კისერში აკოცა, გოგონას მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და თვალები დახუჭა, რეზიმ მომენტალურად თავისკენ შეატრიალა ოდნავ აკანკალებული გოგონა, ნიკაპზე ნაზად მოკიდა ხელი და თავი ააწევინა-მინდა რომ შემომხედო -რეზი გთხოვ-აჯერად ხმაც აუკანკალდა აღელვებულ გოგონას ხელებთან ერთად და მისთვის თვალებში ჩახედვა უბრალოდ ვერ გაბედა -შემომხედე გთხოვ-ანიმ ძალა მოიკრიბა და მზერა გაუსწორა მის ჭაობისფერ სფეროებს -მენდე-უთხრა ძალიან ხმადაბლა და მის ტუჩებს შეაწება ვნებიანი თხელი ტუჩები, გადატანილის მიუხედავად ანის მაინც ისეთი განცდა ჰქონდა რომ მსგავსი რამ არ განუცდია აქამდე და საშინლად სწრაფად უცემდა გული,თუმცა რეალურად თითქმის არც არაფერი ახსოვდა იმ საშინელი ღამიდან... შესაბამისად ახლა ამ წამებში საშინლად დაძაბული და შეშინებული იყო, თუმცა რეზის სინაზე, თავშეკავებულობა, ფრთხილი და მშვიდი მოძრაობები ნელ-ნელა მასში ფანტავდა ყოველგვარ შიშს და მის გონებას იპყრობდა ერთი გიჟური სურვილი, საყვარელი ბიჭის სხეულის შეხების სურვილი, თუმცა მაინც შიშით და რაღაცნაირი რიდით. მაგრამ ეს ყველაფერი მალე გაკრთა და გაფერმკრთალდა რეზის გააზრებული ქმედებების ფონზე. ლევანი ვერ ელეოდა ცოლს და შვილს, რამდენჯერმე ისიც იფიქრა მართასთან კი არა სახლში წავიყვანოო, მაგრამ იცოდა მარიამი გაგიჟდებოდა, გადაირეოდა თან უკვე მერვე თვეში იყო და არ უნდოდა ენერვიულა ზედმეტად, არადა როგორ უნდოდა რომ მის გვერდზე დაეძინა ორივეს და ეგრძნო მათი სიახლოვე სურნელი და სითბო. ნუცას დაბადებამ მარიამის და ლევანის უცნაური კავშირი კიდევ უფრო გაამყარა, მაინც ერთ ოჯახად იქცენენ რაღაცნაირად... მართა ძალიან წვალობდა მაგრამ სამი თვის მერე მარიამს ყველანაირად შეუწყო ხელი რომ სამსახურში გასულიყო და არ დაეკარგა ადგილი, რადგან პატარა ხეოვნურ კვებაზე იყო თავიდანვე. ამის მერე ლევანი უფრო გააქტიურდა და ყოველ დღე შერიგებას სთხოვდა და სახლში დაბრუნებას მარიამი კი ჯიუტობდა მაგრამ გრძნობებთან გამკლავება ნელ-ნელა უფრო უჭირდა და ერთ დღეს როცა სახლში მარტო დარჩენილებმა ლამის ძალიან ღრმად შეტოპეს რადგან ვეღარ უმკავდებოდნენ მოწოლილ ემოციებს და ვნებებს შერიგებაზე სარიოზულად დაფიქრდა. მარიამისთვის განსაკუთრებული აღმიჩნდა საკუთარი დაბადების დღე როცა ლევანმა ქალაქგარეთ რესტორიანში წაიყვანა და ცალ მუხზე დამდგარმა ბეჭედი გაუწოდა სიტყვებით -გახდები ისევ ჩემი ცოლი?-ბიჭი როგორც კი წამოდგა ატირებული გოგონა ჩაეხუტა და ბეჭედი თითზე მოირგო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.