უცნობი ნაცნობი (თავი 2)
*** ყოველთვის, ყველაფერი წარმომედგინა, მაგრამ თუ ჩვენი შეხვედრა მეორედ ასე მოხდებოდა, არასდროს. რამდენიმე წამი მჭირდება იმისთვის, რომ როგორმე გონებას ნანახი დავაჯერო. მისი აქ, ამ მდგომარეობაში ნახვა დავაჯერო. შუბლი, მთლიანად სისხლით აქვს მოსვრილი. გვერდით მყოფი ექთანი კი პულსს უმოწმებს მაჯაზე. კარის გაღებისთანავე მიაქანებენ საკაცეს და მეც, მომენტალურად ვწყდები ადგილს. მთელი ძალით გავრბივარ მათკენ. როგორღაც ვეწევი და მეორე მხრიდან ვაფრინდები საკაცეს. - რა დაემართა, როგორ არის?! - ცრემლებს ვერაფრით ვიკავებ და უნებურად ვუწევ ტონს. - მიპასუხეთ! როგორ არის?! სასწრაფოს ექიმი, უკმაყოფილო მზერით მიყურებს. თითქოს, დანაშაულია რომ მაინტერესებს. - დამშვიდდი გოგონა. - როგორ დავმშვიდდე, მიპასუხეთ - მეთქი! ასე როგორ იქცევით! - ტომოგრაფია, სასწრაფოდ! -პირდაპირ მომავალთ ხელით ანიშნებს და მაიძულებს, საკაცეს ხელი გავუშვა. - თუ შეიძლება, ხელს გვიშლით. ძალა მეცლება. ვეღარაფრით ვეწინააღმდეგები, საკაცეს ხელს ვუშვებ და კედელს ვეყრდნობი. არ გავუშვებდი. სულ რომ მომვმკვდარიყავი მაინც, მაგრამ ვიცი, შიგნით მაინც არ შემიშვებენ. - ელენე, შვილო, როგორ ხარ? - ისე მოულოდნელად მადგება თავზე გივი, ისნტიქტურად ვხტები. - რახდება, ახლობელია ვინმე? - მ.მეგობარი - ენა მებმის და აკანკალებული ხმით, ძლივს ვპასუხობ. - არ ინერვიულო შვილო, კარგად იქნება. - მხარზე მადებს ხელს. - გივი ბიძია, ეს.. ეს როგორ მოხდა? -ძლივს ვსუნთქავ. - ბევრი არაფერი ვიცი, შვილო. კიბეზე დაგორებულა. მეზობელმა გამოიძახა სასწრაფო. თვალები მეხუჭება. გივის სიტყვები, გაორებულად ჩამესმის და თავს, ვეღარაფრით ვიწყნარებ. ვიცი, რომ უნდა გავუძლო. მყარად უნდა ვიდგე. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის, ყველგან. დაცემის უფლება არ მაქვს. არ მაქვს.. ვიცი, რომ არ მაქვს მაგრამ ვგრძნობ, როგორ მეცლება უკანასკნელი ძალაც. მუხლები მეკვეთება და გარშემო, ყველაფერი ტრიალს იწყებს. ძლივს ვახერხებ თვალების დახამხამებას და ჩემს წინ მდგარ გივის, აკანკალებული ხელით ვანიშნებ აცრების განყოფილებისკენ. - გივი ბიძია, ნიცა.. *** არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. თუმცა თვალების გახელა, არასოდეს ყოფილა ასეთი რთული. უცნაურია. თითქოს, არც არაფერი მომხდარა. რამდენიმე წუთი იმის გააზრებას ვუნდები, სად ვარ და რატომ ვწევარ. მერე, ნელა ვაბრუნებ თავს მეორე მხარეს და მაშინვე გივის მზერას ვეჩეხები, რომელიც არც თუ ისე მშვიდად მადგას თავზე. - შვილო, როგორ ხარ? - მაშინვე მეკითხება. ნელ-ნელა ვიაზრებ, რომ ეს პალატაა და გონება ელვის სისწრაფით მახსენებს ყველაფერს. ვგრძნობ, როგორ მიჩქარდება გულისცემა. ისევ ის, სულ სხვაგვარი შიში მიპყრობს და ასე მგონია, ყველაფრის ხელახლა გამოვლას ვიწყებ გონებაში. - გივი ბიძია.. - ხმას ძლივს ვიმორჩილებ - ნიცა.. - ნიცაზე არ ინერვიულო. მითხრა, აცრა უნდა გამიკეთონო და მე შევყევი. მერე, თიკოსთან გავიყვანე. - როგორ..მე ამდენი ხანი.. - წნევა დაგივარდა, მაგრამ არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგადაა. ხო და ის შენი მეგობარიც, პალატაში გადაიყვანეს უკვე. შვებისგან, ღრმად ვსუნთქავ. უკვე აღარ ვიცი, რა უნდა გამეხარდეს და რა არა. ნიცაზე ფიქრებს, ვერაფრით ვიშორებ. როგორ დავტოვე ბავშვი მარტო.. ან გული როგორღა წამივიდა. ამის უფლება არ მქონდა, არ მქონდა.. წამებში ვდგები ფეხზე და ფეხსაცმლის ჩაცმას ვიწყებ. - ელენე, შვილო. იწექი ცოტა ხანს, ისევ ცუდად არ გახდე. - კარგად ვარ, გივი ბიძია. უნდა ვნახო, ასე ვერ მოვისვენებ. - მიმღებში იკითხე, გეტყვიან რომელი პალატაა. - უკვე კართან მყოფს მაწევს სიტყვას. საპასუხოდ, ოდნავ ვუქნევ თავს და კარის გაღებისთანავე მიმღები განყოფილებისკენ ვიღებ გეზს. *** უცნაური გრძნობა მაქვს. ისეთი, თითქოს არც მინდა, იმაზე ვიფიქრო რომ ამას ვგრძნობ. ისევ მეშინია. მაგრამ იმის აღარ, რომ შეიძლება რამე დაემართოს. კარგადაა, ხო ეს ვიცი. მაგრამ ახლა რა იქნება. იქნებ, არცაა სწორი მასთან მისვლა. რა უნდა ვუთხრა, ან თვითონ რას მეტყვის. საერთოდ ვახსოვარ? 1 წელი გავიდა. იქნებ, მას საერთოდაც არ მოუნიჭებია იმხელა მნიშვნელობა ჩემთვის, როგორც მე მისთვის? ღრმად ვსუნთქავ. ვცდილობ, ფიქრები გავფანტო, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდები, თითქოს განგებ, უფრო მეტად მეფიქრება. ალბათ, უკვე ნათესავებიც აქ არიან. უკვე კართან მისული, მხოლოდ ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ შიგნით მარტო არ იქნება. არა. არ შემიძლია.. უკვე სახელურთან მიტანილი ხელის უკან გამოწევას ვაპირებ, მოულოდნელად რომ იღება კარი და იქიდან, მაღალი, თეთრ ხალათში გამოწყობილი პირი გამოდის. ჩემი დანახვისთანავე, სწრაფად იხსნის სათვალეს და ჯიბეში ინახავს. - ნათესავი ხართ? ვიბნევი. თუ ნათესავები შიგნით არიან, მე რაღატომ მეკითხება. თუ, არ არიან.. - მ.მეგობარი -ძლივს ვპასუხობ. - გასაგებია. ნათესავებს აცნობეთ, მიმღებში საბუთებია შესავსები. გამოდის, მართლა არ არიან. მიკვირს. როგორ შეიძლება, ასეთი ამბავი მოხდეს და ამდენ ხანს ვერ გაიგო. ან იქნებ არც არავინ ჰყავს? გონებაში გივის სიტყვები იწყებს ამოტივტივებას - მეზობელმა გამოიძახა სასწრაფოო. ღმერთო.. უკვე, იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა, არც კი ვიცი რომელზე ვიფიქრო. კისერზე ვისვამ ხელს და მხოლოდ ახლა ვიაზრებ, რომ ექიმი წასვლას აპირებს. - უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით ეს როგორ მოხდა. ვიცი, რომ კიბიდან დაგორდა. თქვენი აზრით, შეიძლებოდა ვინმეს ხელი ეკრა? -როგორც ყოველთვის, რაც გავიფიქრე მაშინვე ვთქვი და მერე გავიაზრე. ეს ყველაზე საშინელი ჩვევაა, რაც კი მაქვს და ყოველთვის, ყოველთვის სირცხვილით მწვავს. ღმერთო ჩემო, ელენე.. რა იცის ამ კაცმა, ხელი კრეს თუ თვითონ დაგორდა. - ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ მოხდა ქალბატონო. ეს მხოლოდ მან იცის, ვინც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა. თუმცა.. -ამაზე ოდნავ ახველებს და მეც, იმის მოლოდინით რომ რაიმე ცუდს მეტყვის, აფორიაქებას ვიწყებ. - თუმცა? თუმცა რა.. რამე სჭირს? - არა, არა. - მაშინვე ხელებს სწევს- დიდი ალბათობით გეცოდინებათ მდგომარეობა, რადგან მეგობარი ხართ - ოდნავ აქნევს თავს და თითქოს, ამ ჟესტით მანიშნებს აღარ ამახსნევინოო. უკვე, საშინლად მეშინია. სხეულში, უსიამოვნო, ცივმა ჟრუანტელი მივლის და თითქოს, მთლიანად მყინავს. რანაირად ვუთხრა ახლა, თავი ბოლო ერთხელ მყავს ნანახი, მაგრამ ყველაზე ახლობელი ადამიანია - მეთქი. - შეგიძლიათ, უფრო ზუსტად ამიხსნათ? - ყველანაირად ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და ნაძალადევად ვუღიმი. თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, ამას უფრო იმისთვის ვაკეთებ, რომ საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ სერიოზული არაფერი იქნება. - ანალიზებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, წონასწორობის დაკარგვის მიზეზი, ზედოზირება გამხდარიყო. თვალები ვაფახულებ. ზედოზირება. ზედოზირება.. გონებაში ამ სიტყვის გადახარშვას,ელვის სისწრაფით ვიწყებ. რას გულისხმობდა? ნარკოტიკებს? არა. არა. შეუძლებელია. ეს შეუძლებელია, ამას ვერ დავიჯერებ. გამორიცხულია, ნარკომანი რომ იყოს, მივხვდებოდი. შევამჩნევდი. ღმერთო... როგორ შეამჩნევდი ელენე, იქნებ ეს მას შემდეგ მოხდა? - ქალბატონო, კარგად ხართ? - როგორც ჩანს, სახეზეც მთლიანად გავფითრდი. ექიმი ისეთი თვალებით მიყურებს, მგონი ცოტაც და იყვირებს საკაცეო. არა, ნუთუ.. რამდენჯერ შეიძლება გონება დავკარგო. მთელ შერჩენილ ძალას ვიკრებ და თავს ვუქნევ. - კარგად ვარ, არაფერია. ანუ, თქვენ ამბობთ რომ ნარკოტიკის ზედოზირების შედეგად მოხდა? - ვხვდები, მოსმენა აღარ შემიძლია და მაინც ვერ ვეშვები. - შესაძლოა, მართლაც შელაპარაკება მოხდა და ხელი კრეს. გამოკვლევებია საჭირო, სპეციალისტთან კონსულტაცია. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ანალიზები . აჩვენებს. ღრმად სუნთქავს- კარგით, წასასვლელი ვარ. თუ რამე დაგჭირდებათ მომმართეთ და კიდევ, აუცილებლად ეცადეთ ნათესავებს დაუკავშირდეთ. ოდნავ ვუქნევ თავს და დერეფანში მიმავალს, წამით ვაყოლებ მზერას. უცნაურია, ყოველთვის მეგონა, რომ სულიერ კავშირზე ძლიერი არაფერი იყო. თუმცა დღეს დავრწმუნდი, რომ ასე არ ყოფილა. შეიძლება მე მის შინაგან სამყაროს ვიცნობდი, მაგრამ გარეგნულად ის სულ სხვა იყო. ვიცი, ადამიანის შინაგანი სამყარო არასოდეს იცვლება. ადამიანი, რომელიც მე გავიცანი, რომელსაც არ შეეძლო სიკვდილზე ეფიქრა - საკუთარ თავს, ასე არ მოექცეოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო ამ ერთი წლის განმავლობაში, ის საკუთარ თავს სიკვდილამდე არ მიიყვანდა. მე ეს ვიცოდი და ვერავინ დამაჯერებდა, რომ ამ მხრივ, რამე შეიცვალა. არვიცნობდი. ჰო, არ ვიცოდი მისი სახელი, გვარი, ასაკი, პროფესია და ა.შ რა მნიშვნელიბა აქვს - მაგრამ მე მისი, შინაგანი სამყარო ვიცოდი. მისი ფიქრები, მისი გრძნობები, მისი შეხედულებები, სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მცოდნოდა თუ ვინ იყო და რისი გაკეთება შეეძლო. ერთმა შეხვედრამ, რომელიც ათასზე მეტი იყო, ყველაფერი მასწავლა და დიახ, მე შევძელი მეთქვა მეგობარია - მეთქი. ჩემთვის, ეს მუდამ ასე იყო და მას რომც არ უნდოდეს, მაინც ასე იქნება. თუ მე ახლა აქ ვდგავარ, თუ მე ახლა ამაზე ფიქრი შემიძლია, თუ ნიცა დედის გარეშე არ არის, თუ სუნთქვა ისევ შემიძლია, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. მაშინ მე მჭირდებოდა დახმარება, მე მინდოდა სიკვდილი და მან, მე გადამარჩინა და თუ ახლა, იგივეს ისიც ფიქრობს, მე არ მივცემ უფლებას დანებდეს. *** მთელ შერჩენილ ძალას ვიკრებ და პალატის კარს ვაღებ. სიმშვიდეა. ოდნავ ჩაბნელებულ ოთახს, სუსტად ანათებს დაბალი განათება. პალატაში მყოფი ერთადერთი ფანჯრიდან, გარკვევით ჩანს, რომ გარეთ ღრუბლები აშკარად ავის მომასწავლებლად არიან შეკრებილნი. სუსტი გრუხუნი, ჩემამდე აღწევს და ვკრთები. მიჭირს, ნაბიჯი გადავდგა და იქვე ვჩერდები. ღირს, კი ახლა მისვლა? იქნებ, სულაც შეცდომაა ჩემი აქ ყოფნა. იქნებ მას არ ვადარდებ, არ ვახსოვარ, არ მეძებდა, არ ვაინტერესებ. ამაზე, რატომ ადრე არასდროს მიფიქრია.. საშინლად მეწვის ყელი. ემოციების კონტროლი, როგორც იცით დიდი ხანია აღარ ძალმიძს და ვიცი, ამ ფიქრებს თუ ავყვები, კარგი დასასრული არ მექნება. თვალებს ნელა ვაფახულებ და ღრმად ვსუნთქავ. ან ახლა.. ან არასოდეს. კედელს ამოფარებული, კვლავ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და საწოლს ვუახლოვდები. არ სძინავს. ვიცი, ამას თავიდანვე ვგრძნობდი. ნელა აბრუნებს თავს ჩემსკენ და ორი წუთი გაშტერებული მიყურებს თავისი მწვანეებით. ორი წუთი და მთელი საუკუნე. თვალს, არც მე ვაშორებ და ყოველ წამს ველი, რომ რაღაცას მეტყვის. მაგრამ არა, სულ ტყუილად. ესეც ვიცოდი, ვიცოდი რომ პირველი სიტყვაც ჩემი უნდა ყოფილიყო, თუმცა მაინც ჯიუტად ველოდი, რომ ერთხელ ეს გრძნობაც შეცდებოდა. კიდევ ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები და სულ ოდნავ ვუღიმი. საინტერესოა, როგორ უნდა დავიწყო კარგი ნაცნობივით ლაპარაკი, როცა მისი სახელიც კი არ ვიცი. - გამარჯობა.. - ყველაზე 'ბანალური' მისალმება. ვიცი, ვიცი.. თუმცა ამ სიტყვისგან იმის გარდა არაფერს ველი, რომ თვითონ შემეშველება საუბრის გაგრძელებაში. არაფერი იცვლება. ისევ მიყურებს, მიყურებს და მეტი არაფერი.. თუმცა მის მზერაში, ბევრ რამეს ვგრძნობ. ვგრძნობ იმას, რომ მცნობს. ვგრძნობ იმასაც, რომ იმ დღეს იხსენებს, მაგრამ ჯიუტად მაინც არაფერს ამბობს. - შემთხვევით შევესწარი იმ მომენტს, როცა მოგიყვანეს - საუბარს ისევ მე ვაგრძელებ- რამდენად სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, თურმე ასეთი დამთხვევები მართლა არსებობს. ან შეიძლება ღმერთმა იცის, ვის როდის ვჭირდებით და ერთმანეთს გვახვედრებს.. ისევ არაფერი. უკვე ძალიან მეშლება ნერვები და სიმშვიდეს ვკარგავ. მზერა ეცვლება და ვგრძნობ, ახლა რაღაც მოხდება, რაღაცას გააკეთებს და ეს რაღაც, საერთოდ არ მესიამოვნება. - არგაბედო. -ხელს ოდნავ ვწევ მაღლა და წამით ვარიდებ მზერას. არ გაბედო იმის თქმა, რომ არმიცნობ.. - არვიცი რატომ, მაგრამ ამის მოსმენის ძალიან მეშინია. თვალები ცრემლებით მევსება და ყველანაირად ვცდილობ, გასაქანი არ მივცე. - ვინ ხარ? - იმდენად გაყინული ხმით მეკითხება, პირდაპირ გულში მხვდება ისარი. ყველაფერს, მართლა ყველაფერს წარმოვიდგენდი და თუ ამდენი ხნის შემდეგ, ჩვენი შეხვედრისას მისი პირველი სიტყვა ეს იქნებოდა, ვერასდროს. ემოციები მძლევს და ვგრძნობ, როგორ მეწყება კანკალი. - შენ მე მიცნობ. ვიცი, რომ მიცნობ. ამას შენს თვალებში ვხედავ. - არ გიცნობ. - ხმა უფრო უმკაცრდება და ახლა, თავად მარიდებს მზერას. - შეუძლებელია, ეს შეუძლებელია. -ჩემთვის ვიმეორებ- საწოლს მეორე მხრიდან ვუვლი და ისევ თვალებში ვაცქერდები - ის დღე გახსოვს, როცა სიკვდილს გადამარჩინე, შენ ეს გახსოვს, 10 სექტემბერი.. ბორჯომი.. - მსგავსი არაფერია ჩემს მეხსიერებაში. - მართლა არ არის, თუ არ გინდა, რომ იყოს? ისევ სიჩუმე. არაფერს ამბობს და ეს შიგნიდან მანგრევს. ვიცი, შეუძლებელია რომ არ ახსოვდეს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით ამის ჩემგან დამალვას ცდილობს. - მე შენ გიცნობ და შენც მიცნობ -თავს ძალას ვატან და კიდევ ერთხელ სრული სიმშვიდით ვაგრძელებ. - მიცნობ? ასეიგი მიცნობ. -სულ ოდნავ ეღიმება- კარგი, მაშინ მითხარი რამქვია. მიდი, გელოდები. ცდილობს მომიშოროს. ამ საქციელით, ზუსტად რომ ამის მიღწევა უნდა. მაგრამ რატომ.. რატომ.. - უცნობი ნაცნობი.. -ხმადაბლა ვამბობ. - საერთოდ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. - შენი აზრით, ეს ხუმრობაა? -მოსმენილს ვერ ვიჯერებ და მექანიკურად მიფართოვდება თვალები- იცი რამდენი საათია აქ ვარ? იცი, რამდენი საათი გავატარე იმაზე შიშით, რომ რამე დაგემართებოდა? იცი, რა ვიგრძენი როცა ასეთ მდგომარეობაში დაგინახე? შენი აზრით, მე ცხოვრება არ მაქვს? ყველა და ყველაფერი შუა გზაზე მივატოვე და შიში კანკალით მხოლოდ შენ გელოდი. ჰო, არვიცი შენი სახელი, მაგრამ ეს იმას არ ცვლის, რომ გიცნობ! - შენ სხვა ადამიანს იცნობ. წარმოდგენა არ მაქვს, ეს ორაზროვნად თქვა თუ უბრალოდ პირდაპირი გაგებით უნდა გამეგო, თუმცა მაინც ვიგრძენი, რომ ხმა გაუტყდა. - არვიცი რამდენ ადამიანს მალავ შიგნით, მაგრამ ერთ-ერთს ნამდვილად ვიცნობ. - წადი. - ამჯერად, თვალებით მანიშნებს კარისკენ. - ასე რატომ იქცევი? - ისევ მებზარება ხმა - შენგან არაფერს ვითხოვ, თუ ამის გეშინია. უბრალოდ, ყოველთვის მინდოდა მადლობა მეთქვა იმისთვის, რომ ცოცხალი ვარ. შენ რომ არ ყოფილიყავი.. - საკმარისია. - რა არის საკმარისი, რამე ტყუილს ვამბობ? შენ მიხსენი სიკვდილისგან. არვიცი, რას აკეთებდი მაშინ იქ, მაგრამ.. - საკმარისია - მეთქი, გასაგებად არ ვთქვი?! - მითხარი, რომ მიცნობ და წავალ. გეფიცები, ცხოვრებაში არასდროს დაგენახები. - თვითონაც არ მჯერა ამ სიტყვების, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ზოგადად არაფერზე ვიცი, ასე 'ჩაციკვლა' მაგრამ ვხვდები, ეს გამონაკლისია. საშინლად მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ მცნობს და მაინც მ.იკიდებს. - მე შენ არ გიცნობ, გესმის? ა რ გ ი ც ნ ო ბ ! -ბოლო სიტყვას ხაზგასმით ამბობს და ღრმად ოხრავს. ახლა, ისე მინდება გამოვტეხო, როგორც არასდროს არაფერი. - იცი, როგორია აწმყო? - ღმერთო, შენ რა ღვთის სასჯელი ხარ?! - ოდნავ უწევს ხმას. - აწმყოს ის არის, რასაც ვერაფრით შეცვლი და რომც შეცვალო მომავალი მაინც არ შეიცვლება. ყოველთვის ისეთი დარჩება, როგორიც არის. ცუდი და ბნელი. შევატყვე, როგორ ეცვლება სახეზე ემოციები და მეტი მონდომებით ვაგრძელებ. - რაც უფრო უფრო კარგი იქნება აწმყო, მით მეტს იფიქრებ წარსულზე. - პირიქით! - როგორც კი ამბობს, მაშინვე ნანობს. ვატყობ, როგორ ჰკრავს თვალებში რაღაც და სასწრაფოდ აბრუნებს თავს მეორე მხარეს. სულ ოდნავ მეღიმება და გამარჯვებულის მზერით, ამჯერად მეორე მხრიდან ვუახლოვდები. - რაო, ფიქრობ ასე მარტივად როგორ გამომტეხაო? - არა. ვფიქრობ, იმ დონემდე როგორ დავეცი, ამ იდიოტურ საუბარში რომ აგყევი. ისევ მატყუებს, მაგრამ რა. გეგონება, ეს რომც ვუთხრა აღიარებს. - მე ელენე მქვია. - არ მიკითხავს რა გქვია. - მის სიტყვებში, იმხელა ირონიას ვხედავ, ასე მგონია რომც მოენდომებინა მაინც ვერ დაფარავდა. - შენს სახელს არ მეტყვი?- წარმოდგენა არმაქვს, საიდან მოვიდა ეს სიმშვიდე ჩემში. ჩვეულებრივ სიტუაციაში, ამ დროს სულ თუ არაფერი ტონს მაინც ავუწევდი. - არა. - იდიოტი ხარ. - ვიყო, ოღონდ შენ გაჩუმდე და გახვიდე აქედან. - ასე გაწუხებ? - და თან როგორ. - თუ მეტყვი, რომ.. - არაფრის თქმას არ ვაპირებ, გასაგებია? ნუღარ გაიმეორებ. - მხოლოდ სახელი. - დავნებდი? არ ვიცი, არ იყო ეს დანებება. უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი, მეტს მაინც აღარაფერს იტყვი და გადავწყვიტე, ამას მაინც ჩავებღაუჭო. - რა მოგივა, რომ მითხრა? უბრალოდ, მინდა ვიცოდე.. - მე კიდევ თქმა არმინდა, რა ძალიან მაგარია, არა? კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებ, მოულოდნელად რომ იღება პალატის კარი და შიგნით, დაბალი შუა ხნის ქალი შემოდის. დიდ ყურადღებას არც მაქცევს, პირდაპირ საწოლისკენ იღებს გეზს. - გიორგი, შვილო.. როგორც კი შევძელი, მაშინვე მოვედი. ასეიგი გიორგი, მაგრამ მე მაინც მერჩივნა მისგან გამეგო. - ლალი დეიდა, რა საჭირო იყო - ნაძალადევად უღიმის ქალს. - აბა რას ამბობ, ბავშვი მყავდა დატოვილი, თორემ მაშინვე მოვიდოდი. გჭირდება რამე? არ მოგერიდოს, აქ ვარ ხომ იცი, თუ რამე შემიძლია - სკამს სწევს, თუმცა დაჯდომამდე გადმოაქვს მზერა ჩემზე. - უი, ეს ლამაზი გოგო ვინ არის.. ყურადღება რომ არ მივაქციე - რასამბობთ -ხმადაბლა ვპასუხობ. - მე ლალი ვარ, გიორგის მეზობელი. - ლალი დეიდა, ასე დაკონკრეტება რაღა საჭირო იყო. -არც ველოდებოდი, ჩვენი გაცნობა რომ ესიამოვნებოდა. - რამე არასწორად ვთქვი? - რასამბობთ, არა. - სახე შეეცვალა და სიტუაციის გამოკეთება ვცადე- წამლები მოქმედებს და არ იცის რას ლაპარაკობს. მე ელენე ვარ.. - უი, მართლა? ჩემს გოგოსაც ელენე ჰქვია. საპასუხოდ ოდნავ ვუღიმი. - ასეიგი ეს არის ის გოგო, დილიდან საღამომდე ტელეფონში თავჩარგული რომ წერ - ეშმაკურად უკრავს თვალს გიორგის. ამას, ისე სასაცილოდ აკეთებს, მეც ძლივს ვიკავებ ღიმილს. სიმართლე რომ ვთქვა, წამიერად მინდება კიდეც, ის გოგო მართლა მე რომ ვიყო - თუმცა როგორც კი ეს აზრი მომდის, ინსტიქტურად მაშინვე უკუვაგდებ. - ხო, ის არის ლალი დედია, ის არის. მაგრამ ზუსტად ახლა, წასვლას აპირებდა, ასე არ არის ელე? გავშრი. ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ვიღაცამ, ძალიან ძლიერად მკრა ხელი და წარსულში, უფრო კონკრეტულად კი იმ დღეში დამაბრუნა, რომლის დავიწყებასაც ასე მონდომებით ვცდილობდი. თითქოს გონებიდან, ყველაფერი გაქრა და ასპარეზი, მთლიანად იმ ერთ სიტყვას დაუტოვა, რომლის მოსმენაც, არ შემეძლო. 'ელე' .... 'ელე' ეს, სახელის შემოკლებულ ვერსიაზე ბევრად მეტია ჩემთვის. მაჟრჟოლებს. ეს საშინელი შეგრძნება, იმდენად სწრაფად იწყებს ჩემში გაბატონებას, რომ ხელის შეშლას, ვეღარაფრით ვახერხებ. უკვე ვიწვი და დარწმუნებული ვარ, ეს გარეგნულადაც მეტყობა. უცნაურად მიყურებს გიორგი, თითქოს თვალებით მეკითხება, ასეთი რა გითხარიო. მაგრამ ალბათ, რომც მდომებოდა ამას, ახლა მაინც ვერ ვეტყოდი. წამიერად მეხვევა თავბრუ და ვგრძნობ, თავის შეკავება აღარ შემიძლია. უკუსვლით ვიხევ უკან და ელვის სისწრაფით მივრბივარ პალატიდან. *** ბნელა. ფრთხილად ვაღებ სახლის კარს და ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტი ხმაური არ გამოვიწვიო. სახლში, სამარისებული სიჩუმეა და მეც, ფეხაკრებით მივდივარ მისაღებში რომ შემთხვევით თავად არ გავხდე, მისი დარღვევის მიზეზი. სინათლე არაა. პირდაპირ ოთახში ვაპირებ შესვლას, მოულოდნელად, არსაიდან რომ ჩნდება ჩემს წინ თიკო. შიშისგან, თავისით მეყვირება - თუმცა ღმერთს მადლობა დროულად ვიფარებ პირზე ხელს. - რა მოჩვენებასავით დადიხარ. - სუნთქვას ვაყოლებ და კისერზე ვისვამ ხელს. - ეს შენ დადიხარ მოჩვენებასავით. გოგო, არანორმალურო, კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით. სად დადიხარ გამაგებინე ან ტელეფონი სად ჯანდაბაში გაქვს?! - დაწყნარდი ჯერ. - დავწყნარდე? შენ რა, მართლა გგონია რომ მშვიდად ყოფნა შემიძლია მას შემდეგ, რაც დილას მოვისმინე? მაინც და მაინც დღეს უნდა გადაკარგულიყავი? ღრმად ვოხრავ. ვხვდები, დაძინება ასე მალე აღარ მიწერია და ჩემი ნებით მივდივარ სავარძლის მიმართულებით. მაშინვე სინათლეს ანთებს თიკო და გვერდით მიჯდება. - ნიცა როგორ არის?- თვალს, მისი ოთახისკენ ვაპარებ. - შენ როგორ იქნებოდი მის ადგილას? თავს ხელებში ვრგავ. ვიცი, მე არასდროს ვყოფილვარ კარგი დედა, მაგრამ მაინც.. ამის შეხსენება, სხვანაირად მგვრის ტკივილს. - გიკითხა. ნერვიულობდა, ცალკე ნანემსარი სტკიოდა, გამაყუჩებელი მივეცი. - იქ არ უნდა დამეტოვებინა.. ღმერთმა დამწყევლოს, ბავშვი როგორ მივაგდე -თვალები ცრემლებით მევსება. არასოდეს, ცხოვრებაში არასოდეს მიმიღია სწორი გადაწყვეტილება. მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ წუთას ამაზე სწორი არაფერი იყო, დრო გადიოდა და საშინლად ვნანობდი. - იმედი მაქვს, რაიმე ნორმალური გასასამართლებელი საბუთი არსებობს. - არვიცი, რამდენად ნორმალურია.. სიჩუმე ჩამოვარდა. ვატყობ, კითხვა უნდა - თუმცა ზედმეტად ფრთხილობს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გაიგო. - ის ვნახე.. თვალები უფართოვდება. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ დაკონკრეტება არ დამჭირდებოდა. - საავადმყოფოში? - ჰო.. სასწრაფომ მოიყვანა. ზუსტად იმ დროს, როცა ველოდებოდით. ვიფიქრე, გივის ვნახავ - მეთქი, გარეთ გამოვედი და.. - არარსებობს - თავისთვის, ჩუმად იმეორებს- რა სჭირს, სერიოზულია რამე? - კიბიდან დაგორდა. - ღმერთო ჩემო.. ბედის ირონია. რანაირად დაგორდა კიბიდან თუ მართლა თქვენი შეხვედრისთვის არ მოხდა ყველაფერი. თიკო, ზედმეტად მორწმუნეა. ყოველთვის ასე იყო, ვერ ვიტყვი დროთა განმავლობაში შეიცვალა - მეთქი. ყველა ცრურწმენის სჯერა. პლანეტების, ჰოროსკოპის და კიდევ ათასი სისულელის, რომლის დამახსოვრებაც, მე არასდროს მიცდია. - ილაპარაკეთ? - მითხრა, რომ არ მიცნობს. - ეგ როგორ.. სერიოზულად, ანუ.. ეს შესაძლებელია? გამოდის, დაავიწყდი? - მე ამის არ მჯერა. მის თვალებში, ყველაფერი დავინახე - უბრალოდ გაურკვეველი მიზეზით, ცდილობს მომიშოროს. - იქნებ ის არ არის და გეშლება.. ისეთს ვუბღვერ, მაშინვე ხელების აწევით მანიშნებს ბოდიშიო. - აპირებ, რომ მიაწვე? - რომ ვხედავდე, არ ვაინტერესებ და ყველაფერი ფეხებზე კ'იდია. გეფიცები არაფერს ვიზამდი, მაგრამ აქ სხვა რამ არის. - ანუ? - ანუ რაღაც ხდება, თიკო. მას არ უნდა, დამიმალოს ის რომ ვახსოვარ, მაგრამ თითქოს იძულებულია. რაღაც არის.. რაღაც, რომელსაც პასუხს ვერ ვუძებნი. - მე თუ მკითხავ, შენ გადაიღალე ელენე. საერთოდ, ასეთი მხატვრული თუ იყავი, ეგეც არ ვიცოდი. ერთი ძალიან მაინტერესებს, როდის ისწავლე თვალებიდან სათქმელის უთქმელად გაგება. - გგონია, ეს შემიძლია? უბრალოდ ის სხვაა.. - ჰო, სხვაა. იმდენად ახლობელი ადამიანია, რომ უთქმელად ხვდები ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია ვმეგობრობთ, დად გთვლი.. ჩემს სიტყვაზე ძლიერი, მაინც მისია. გირჩევნია მას გაუზიარო, მოუყვე. ვის, სრულიად უცნობ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ერთხელ ნახე. აჰ, უკაცრავად ორჯერ. - თიკო.. - რაა, თიკო, რა. დილიდან ვცდილობ, შენს საქციელს გამართლება მოვუძებნო. ღმერთო შენ მიშველე, ისევ ზედმეტებს ვლაპარაკობ, ღმერთო. - სწრაფად დგება და წინ და უკან იწყებს სიარულს. - თიკო.. - მაპატიე, გთხოვ. შენ ის კი არ იფიქრო, რომ არ მიყვარხარ და ამას იმიტომ ვლაპარაკობ. ხომ იცი, მე ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. გთხოვ, არ მინდა ჩემმა სიტყვებმა ცუდად იმოქმედოს შენზე, გამიგე.. - თი..- მეც ვდგები და მასთან მივდივარ - აი, ამიტომ არ მინდოდა გაგეგო. შეხედე შენს თავს, ყველაფრის გეშინია. მე კარგად ვარ, გესმის? ვიცი, ვიცი, შეცდომა იყო. ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მაშინ.. არვიცი, თითქოს რაც ამდენი წელი ვითმინე ერთად მომაწვა. მშობლების მზერა, შეხვედრა ამდენი წლის შემდეგ.. თავიდან ვერ ვიგდებდი. შენზე კარგად, ვინ იცის ჩემს დეპრესიაზე, მაშინ კიდევ უარესი დამემართა. ლაპარაკი არ შემეძლო. მაკანკალებდა. სულ. გამუდმებით. ვხვდებოდი, რომ ბავშვს ჩემი მდგომარეობით ვაშინებდი.. ვერ ვესაუბრებოდი, ვერ ვუღიმოდი. იმ სითბოს ვერ ვაძლევდი, რაც სჭირდებოდა. ფაქტობრივად, შენი გაზრდილია ნიცა.. - ღრმად ვსუნთქავ- ამდენი წელი მეგონა, რომ გაივლიდა.. მაგრამ ვერც შევეგუე და ვერც დავივიწყე. ხო, ვერ გიყვები. იმიტომ არა, რომ არ მინდა გაგიზიარო. უბრალოდ.. არ შემიძლია ეს საშინელება ავღწერო, რაც შიგნიდან მჭირს. - და მან.. უთქმელად გაგიგო - თავისთვის ჩურჩულებს და თავს ხრის- მე ვერ შევძელი, შენი დახმარება.. - თიკო, გთხოვ. შენ რომ დამეხმარე, ისე ნეტავ ვინ დამეხმარა. მე და ნიცას რომ ქუჩაში არ გვძინავს ახლა.. - ეს სალაპარაკოდაც არ ღირს, ელენე. მეტი დრო უნდა გამეტარებინა, შენთან ერთად. უნდა მივმხვდარიყავი.. უნდა გამეგო.. იქ წასვლის უფლება, არ უნდა მომეცა. - თვალები ცრემლებით ევსება- უნდა შემეჩერებინე. - შენ, ყველაფერს აკეთებდი რაც შეგეძლო. დამნაშავე არ ხარ.. - ვარ. ვარ! -თავზე იჭდობს ხელებს. - თიკო, გთხოვ.. წამიერი სიჩუმე. ვეღარაფერს მპასუხობს. - მე არ ვარ კარგი დედა.. იმის მიუხედავად, რომ ერთადერთი არ ვარ, ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვისაც ხელი ჰკრეს - ვერ შევძელი, ბავშვზე მეზრუნა. ხო, ვერ მოვიშორე.. მაგრამ ვერც ბედნიერი ცხოვრება შევუქმენი. არ ვარ იმის ღირსი, რომ ნიცამ მაპატიოს.. - ნელა ვხრი თვალებს და მზერას, ერთ წერტილს ვუშტერებ. - ასე ნუ ამბობ, შენ ძალიან კარგი მეგობარი და დედა ხარ. მე ხომ ვხედავ, შეუძლებელს აკეთებ ნიცასთვის. შეცდომებს ყველა ვუშვებთ ენე, მთავარი მისი გამოსწორებაა. მე მჯერა, ნიცა გაპატიებს. - ნიცამ რომც მაპატიოს, მე ვერ ვაპატიებ ჩემს თავს. -ღრმად ვოხრავ- როგორც არ უნდა ვეცადო, კარგი დედობა არ გამომდის.. - გამოგდის. შეუძლებელს ნუ მოსთხოვ თავს, მხოლოდ 24 წლის ხარ. თანაც გვერდით არც ქმარი.. - გაჩერდი - სწრაფად ვწევ ხელს მაღლა- მაგ სიტყვის მოსმენა არ მინდა. - ხო, მაგრამ მე.. - თიკო, უკვე გითხარი. შემთხვევითაც არ გაბედო ამ სიტყვის თქმა. - სწრაფად ვდგები და ერთი ნაბიჯით ვიხევ უკან -უკვე გვიანია, დასაძინებლად წავალ. - ენე.. - ძილინებისა. ______________________________________ სალამი. პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოგიხადოთ დაგვიანებისთვის. უკვე გამოქვეყნებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ დასადებად გამზადებული თავი მთლიანად წამეშალა.... შოკი მივიღე. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორედ იგივეს დაწერას ვეღარ შევძლებდი, მაგრამ.. ვთქვი, რომ შუა გზაში არაფერს დავტოვებ და ასეც იქნება. მოკლედ.. არ ვიცი, რა გამოვიდა და როგორ. შეფასებები და ასეთები, თქვენთვის მომინდია. გამეხარდება, თუ გამიზიარებთ თქვენს შეხედულებებს პერსონაჟებზე. სიყვარულით ელა'ტრისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.