ვნების სურნელი #10
ვეკოსა და ნანუს ბოლო შეხვედრიდან რამოდენიმე საათი იყო გასული როცა გოგონამ ძმასთან გადაწყვიტა გრძნობების გაზიარება. ოთახში აკანკალებული, რომ შევიდა და ნიკას მიმართა სალაპარაკო მაქვსო, ჩემი აჩრდილური ფერიც კი დავკარგე, წამიერად გავიფიქრე ეს გოგო სულ გაგიჟდა თქო, თუმცა მოგვიანებით გული დამიტკბა ნანუს დიდსულოვანი საქციელით. ვიფიქრე ტყუილის ატანა აღარ შეუძლია და სიმართლეს ეტყვის თქო მაგრამ: - ვეკოზე მინდა საუბარი - ჰო... - ნიკა წამიერად გაშეშდა თუმცა თითქოს ელოდა კიდეც, ალბათ უბრალოდ არც ასე ადრე. - რამოხდა? - მაშინ რომ ვისაუბრეთ იმ დიალოგის გაგრძელება მინდოდა. - მოგწონს არა?! - მშვიდად ჰკითხა დას - კი... - რამოხდა? ოღონდ ყველაფერი მომიყევი გთხოვ რა, ყველაფერს გაგიგებ. ამ სიტყვებზე ნანუ წაბორძიკდა, მგონი წამით დააპირა კიდეც დავჯდები და ყველაფერს მოვუყვებიო მაგრამ ენაზე ძლიერად დაიჭირა კბილი. - არაფერი... უბრალოდ მომწონს მაგრამ არაფერს ვაპირებ მასთან. ყველაფერი დავამთავრე. - და რა დაიწყეთ?... ნანუ მითხარი! - ხმის ნაზი ტონი შეინარჩუნა - გაკოცა? - მე... მე ვაკოცე... - მორცხვად უპასუხა გოგონამ. ნიკას კითხვაში იმჩნეოდა რომ კოცნის მეტს ვერც ვერაფერს დაუშვებდა - ნუ იცავ ნანუ... ეს არუნდა გაეკეთებინა - არა მართლა... მოგვწონს ერთმანეთი მაგრამ დაივიწყე გთხოვ დავამთავრე! და ისე მოვიქცევით თითქოს არაფერი მომხდარა. მაპატიე კარგი? - მოდი ჩემთან - დას ძლიერად მოხვია ხელები და შუბლზე ეამბორა - არაუშავს. უბრალოდ ასეთ რამეს ნუღარ იზავ კარგი? ნუ გადამახტები. მადლობა რომ მითხარი მაგრამ ვეკოს დაველაპარაკები. - მე ვთხოვე რომ არაფერი ეთქვა შენთვის სანამ მე არდაგელაპარაკებოდი. მაპატიე ჩემი ბრალია ყველაფერი - ვეკოს ნუ მასწავლი კარგი? შენზე კარგად ვიცნობ და უკეთ ვიცი რაარის მისი ბრალი და რა შენი. - გთხოვვ... - შეევედრა ნანუ - არეჩხუბო რა - იმედია არ დამჭირდება გოგონამ მორცხვად დაუქნია თავი და ნაზად წამოდგა. ნიკა ნაწყენი იყო თუმცა გული ეწვოდა ასეთ დამწუხრებულ დას რომ ხედავდა. ოთახიდან გასვლისას შეაჩერა. - ნანუ... ვეკო არაა შენი შესაფერისი. დაივიწყე რა. - ვითომ?! - გოგონას მიმიკა არ შეუცვლია - მანიპულატორი ნაძირალაა. მისთვის ზედმეტად მეამიტი და კარგი ხარ. - ძილინებისა - უპასუხა და კარი გაიხურა იმწამს მივხვდი, რომ ნიკა ანჯაფარიძე არც თავის ძმაკაცს იცნობდა კარგად და არც დას. არ ვიცი რა უფრო მაკვირვებდა ის, რომ ვეკო ეგონა ასეთი ნაძირალა თუ ის ნანუზე, რომ ჰქონდა ასეთი კარგი წარმოდგენა. ისინი ხომ ასე აშკარად გასცემდნენ თავიანთ რეალურ "მეს". თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე ადვილია ადამიანებს დააკვირდე მაშინ როცა მათ შენი არსებობის შესახებაც კი არ აქვთ წარმოდგენა. მომდევნო დღის საღამომდე ნანუ საწოლიდან არ ამდგარა. მოიმიზეზა რომ რაღაც პროექტზე მუშაობდა. საღამო ხანს კი დემემ დაურეკა: - წამო ნაყინი ვჭამოთ. - მხიარულად შესძახა ყურმილს მიღმა - "it's December" - მერე რა წარმოვიდგინოთ რომ ზაფხულია. - შემეშვი გავცივდები... რამე ცხელზე დამპატიჟე. - მაშინ ხინკალი ვჭამოთ. - ეგრე რა... - გაეცინა ნანუს - რა "პაკლონიკივით" ნაყინზე მეპატიჟები. - იქნებ ვარ მაცადე - გაეცინა და თემა სწრაფად შეცვალა - 1 საათში გამოგივლი - ბევრია მშია. - შევუკვეთავ მანამდე და დაგვახვედრებენ. - ნუ კაი მაშინ გელოდები... ზუსტად ერთ საათში დემე სადარბაზოსთან იდგა. ნანუც მზად იყო რომ ქვევით ჩასულიყო როდესაც ნიკამ შეაჩერა და უჩვეულო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა: - საით? - დემე უნდა ვნახო - მორცხვად უპასუხა ნანუმ - გუდაურში არიყო? როდის ჩამოვიდა? - დღეს ალბათ. - წაგიყვან - თითქოს უნდობლობა დაეწყო, დას ეჭვის თვალით უყურებდა. - არ მინდა, თვითონ მომაკითხა. - კაი მეც უნდა გავიდე ერთ 10 წუთში და უთხარი რომ მოგიყვანს, თუ არეჩქარება ამოვიდეს საქმე მაქ დემესთან. თუ არ ვიყავი სახლში დამელოდოს მალე მოვალ. - მშვიდობაა? - კი... - მკაცრად უპასუხა და ოთახში შევიდა. ეტყობოდა ჯერ ძალიან ნაწყენი იყო საიმისოდ რომ ნანუსთან ნორმალური დიალოგი გაემართა. წარმომიდგენია როგორ ეწყინებოდა სიმართლე რომ სცოდნოდა. მანქანაში ჩაჯდომისას ერთერთმა მეზობელმა ბიჭმა თვალი გააყოლა ნანუს. ისეთი მკაცრი მზერით თითქოსდა საყვედურობდა თავისუფალი ვერ დაგიჭირეო. გოგონა კი თბილი ღიმილით მიესალმა. ნაზი შორეული ფლირტი გაუბა. შავგვრემანი საკმაოდ მოხდენილი ყმაწვილი იყო თუმცა ისეთი, ცხოვრების ნახევარს ქუჩაში რომ ატარებენ და ჭკუა დიდად არ უჭრით ხოლმე. ნანუს ყველაზე ნაკლებად ასეთი კაცები აინტერესებდა თუმცა ამ ერთი ღიმილით ახალი სათამაშო შეიძინა და რატომაც არა. დროს მაინც გაიყვანდა. - ყველას რატომ ეფლირტავები საყვარელო? - სარკაზმულად ჰკითხა დემემ. - საიდან მოიტანე?! მეზობელია და მივესალმე. - ჰო? რაჰქვია? - ეგ არარის მნიშვნელოვანი - წუთიერი დუმილს შემდეგ უპასუხა - მეზობელია და მე ზრდილობიანი ვარ. - "კუში " რამდენია რომ შემდეგ შეხვედრაზე სადმე დაგპატიჟებს ან მბილურის ნომერს გამოგართმევს, იმას მაინც გკითხავს ინსტაგრამზე როგორ გნახოვო. - იმედი მაქვს რომ კითხვის გარეშეც მიპოვის, დამაფოლოვებს და არ მომწერს. შემდეგ ნახვაზე გამომელაპარაკება მერე დაქალებთან ერთად სადმე წავალ სთორის დავდებ და ისიც ვითომ შემთხვევით იქ მოხვდება. თუმცა არამგონია მისმა IQ - უმ აქამდე გაუშვას ასერომ ვნახოთ თავად რასიზავს. - ახალ სათამაშოს რომ ეძებ, ნიკას ძმაკაცი უკვე მოგბეზრდა? - ხო... მას ნამდვილად გაუშვება IQ აქამდე... - წყენით უპასუხა - შესვენება გვაქვს - მან ეგ იცის? - დემეს ჩაეცინა - ხომ ავღნიშნე რომ ჭვიანია მაგას უნდა ხვდებოდეს, თუმცა ვუთხარი დავიშალოთ თქო. - და პრობლემა რაშია? - მღალატობს. - აჰჰაჰ... - ბოროტულდ გაეცინა დემეს - და ფიქრობ ამ "პერერივის" შემდეგ აღარ გიღალატებს? - რათქმაუნდა მიღალატებს! სულელი გონივარ? უბრალოდ თავს ვიფასებ. - და საერთოდ რათ გინდა ბიჭი რომელიც გიღალატებს? - საკითხი დაუსერიოზულა დემემ - ჩემი ერთგულების დონეს თუ გავითვალისწინებთ, ეს ფაქტი დიდად არ მაწუხებს. მაგრამ მან ხომ არიცის ჩემი ერთულების პროცენტულობა ასერომ თავი ისე უნდა დავიჭირო თითქოს მაწუხებს. - ხო... აიქიუ აქამდე ნამდვილდ არგამოუშვებს. - რათქმაუნდა - გაუღიმა ნანუმ - მაგრამ ბექოსთან ხომ იყავი ერთგული არა?! - ბექოსი ცოტარიყოს მეშინოდა. თანაც სხვასთან დაწოლას ხომ არ ვაპირებ უბრალოდ კოცნა ან ჯანსაღი ფლირტი. - და ამასთან იწექი? - გაკვირვებულმა გახედა - ნუ... - ნაზად გაუღიმა გოგონამ. - ნანუ... კარგი რა ნიკას ძმაკაცია. - აუ... ღირდა დამიჯერე. თანაც ნიკას ვუთხარი რომ მხოლოდ ვაკოცე. - ნიკას მოუყევი? რატომ? რეებს აკეთებ? - ახლა მოუწევთ ჩემზე საუბარი. ვეკოს კი პირობის დადება რომ თავს დამანებებს. - და ეს კარგი იმიტომაა რომ ამ პირობის დარღვევით მეტად ძვირფასი გახდები მისთვის. - ყოჩაღ - გველური ღიმილით ასისინდა. - და ბოლოში რახდება ნანუ? - ჯერ არ ვიცი... უბრალოდ დინებას მივყვები, ვნახოთ სადამდე გამიყვანს. - ის რასაც შენ აკეთებ წყლის ამღვრევაა და არა დინებაზე გაყოლა. ფრთხილად თუარიქნები შეიძლება დაიხრჩო. - ცურვა ვიცი... - ისევ გველური ღიმილი ესროლა - ნუ გეშინია საკმაოდ ძლიერი ვარ. ასეც რომ მოხდეს მარტო არ დავიხრჩობი, თან ბევრს ჩავიყოლებ. იმ საღამოს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ნანუ ანჯაფარიძე ცხვრის ტყავში გახვეული მგელი იყო. თავის მიზნებსა და გეგმებზე სხვა არავისთან უსაუბრია. თათასთანაც ისე გამოიყვანა თითქოს ძალიან ნაწყენი და ანერვიულებული იყო ამ ყველაფრით რაც მისგარშემო ხდებოდა. ალბათ ისე არავის ენდობოდა როგორც დემეს რომელიც მის მოლოდინებს ბოლომდე ამართლებდა. როცა გოგონა სახლში მიიყვანა მისი ძმის სანახავადაც ავიდა. ცალკე ოთახში ისაუბრეს, ნიკას იმფორმაციის დაცინცვლა სურდა მაგრამ ბევრი ვერაფერი დასტყუა, მხოლოდ ის რაც ნანუს სურდა რომ გაეგო. სამაგიეროდ მისგან აკრიფა იმფორმაცია. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ვეკომ პირობა დადო რომ ნანუს შეეშვებოდა და ასეც მოიქცა საკითხავი მხოლოდ ის რჩებოდა რამდენხანს გაგრძელდებოდა ეს. მეზობელმა ბიჭმაც დაამატა ნანუ ინსტაგრამზე და არ მისწერა. ზუსტად ისე როგორც ვარაუდობდა. ეს მომხიბლავი ყმაწვილი ტიტე რატიანი ყოფილა. ნანუს იმ ღამეს ძალინ ტკბილად დაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.