#21 [ თავი XII ]
XII - ლორა, ლორა… - ათი წლის ვიყავი, შეშლილივით ვკიოდი მთელი სოფლის გასაგონად. თავსხმა წვიმა იყო და ლორას თავისი პროდუქტების გაყიდვაში ხელი შეეშალა. სახლში იყო, ფანჯრიდან დავინახე - სათვალე ჰქონდა ცხვირზე დაკოსებული და ფარდას კემსავდა, როდესაც გაწუწული, ოფლში, ცრემლებში თუ წვიმაში გახვითქული კარს მივადექი და ბრახუნი ავტეხე. ქალი დაფეთებული წამოხტა და კარი სწრაფად გამოაღო. - მეგი! - წამოიკივლა. - რა ხდება? აქ რამ მოგიყვანა?! - შეეშინდა და სახლში შემიყვანა. კარადა უცებ გამოაღო და პირსახოცი მომაწოდა. - ლორა! ნილი! ნილი! - ვბღაოდი ბოლო ხმაზე და ჩავიკეცე მის ფეხებთან. - დამშვიდდი, რა მოუვიდა ნილს?! - მსწრაფლ მობილიზდა და ჩემკენ დაიხარა. - ის ნაბი’ჭვარი! ის, ის ნაბი’ჭვარი ჯო! - ვხაოდი და გაჩერება არ შემეძლო. - რა ხდება?! - ხმას აუწია ლორამაც. - ნილი მიკვდება, ძმა მიკვდება, ლორა… მიშველე! - ძლივს ვხედავდი, ცრემლები არ მაძლევდა საშუალებას, რომ გამერჩია მისი სახის გამომეტყველება, მაგრამ ვიცოდი, ვიცოდი, რომ ლორას ნილი ჩემსავით უყვარდა. ის არ დაუშვებდა, რომ ჯოს ეს გაეკეთებინა, არ დაუშვებდა. თუმცა... უხმოდ ჩამკიდა ხელი და იმაზე სწრაფად გამაქანა, ვიდრე მისი სახლისკენ მე მოვრბოდი. იოტისოდენადაც არ გამკვირვებია, ვფიცავ. ფეხი ავუწყვე და სოფლის ბოლოში თხუთმეტიოდე წუთში ჩავედით. ღმერთმა იცის, ამ თხუთმეტი წუთის განმავლობაში რას უკეთებდა ის ნაბი'ჭვარი ნილს და ამის გააზრება ზრდასრულ ასაკში სულ უფრო და უფრო მშლიდა ჭკუიდან. დავაგვიანე, ძალიან დავაგვიანე და ეს ჩემი ბრალია. არ უნდა მეცადა ამდენი ხანი, არ უნდა მიმეცა ნილისთვის საშუალება, რომ ამ ცხოველებთან ეცხოვრა თავისი პირველი ათი წელიწადი. ჩემი ბრალია და ამ შავ, ამაზრზენ ლაქას ვერაფერი მოაშორებს ჩემი ჩამპალი სულიდან. ჩემი სულის ლპობა მაშინ დაიწყო, როდესაც ნილი დაიბადა. როდესაც მე ამ ანგელოზს მივეცი საშუალება, რომ ერთი წამი მაინც ეცხოვრა ამ ოჯახის ჯოჯოხეთში. მაგრამ თვრამეტი წლის ვიყავი, ამ დრომდე ისედაც ვერაფერს გავხდებოდი. არა, არა და არა, ეს არ მამართლებს, ბანალური ციფრების და ასაკის მოყვანა არგუმენტად არ ამართლებს იმას, რომ ჩემი ძმა მოვკალი. ჯანდაბა! ლორა ჩემს სახლთან შეჩერდა და მკითხა. - რა ხდება? მოკლედ. - ნილმა უარი უთხრა თხილის მოკრეფაზე ამ ამინდში, სანამ ხმას ამოვიღებდი იღრიალა და თავის ოთახში შეათრია ნილი. იქედან მხოლოდ მისი კივილი მესმოდა. - ისევ ცრემლი მომერია. - ვუბრახუნებდი, კარის გაღება ვცადე, ვამტვრევდი, ვევედრებოდი, მაგრამ… - კარგი, კარგი. - ღრმად ამოისუნთქა და მზერა გაასწორა. ძლივს ინარჩუნებდა თვითკონტროლს, მაგრამ გამოუვიდა. - შევიდეთ. - თქვა და დაიძრა. ძლივს ავუწყვე ფეხი ამ ხანშიშესულ ქალს. - ჯონათან! - იკივლა, როგორც კი ფეხი შედგა ზღურბლზე. - გამოეთრიე! - მისი ოთახისკენ დაიძრა და მე წამიერად გამიკვირდა, რომ ლორამ ამდენად კარგად იცოდა ჩვენი სახლი. უკუვაგდე ეს აზრი და გავყევი. მისი ოთახის კარს მივაღწიეთ თუ არა, ნილის განწირული კივილი მომესმა და გავშრი. ათი წლის იყო, ამის დედაც, მხოლოდ ათის! - ეხლავე გააღე კარი, თორემ პოლიციაში დავრეკავ! - მტკიცედ უთხრა ლორამ. ნილის კივილის ფონზე კი ჯომ უპასუხა. - დარეკე! ჩემი შვილის აღზრდას არავის ვეკითხები! - იღრიალა და ნილმაც უფრო ხმამაღლა დაიწყო მოთქმა. - ნილ, ნილ ხმა გამეცი! ნილ! - კარს სახით ზედ მივეკარი და ვცდილობდი, როგორმე დამემშვიდებინა ჩემი ძმა, რომელსაც ღმერთმა უწყის, ალბათ, მერამდენე წკეპლა მოხვდა. Ჰო, მეგონა, რომ წკეპლა მოხვდა, მეგონა, მეგონა… - ჯონათან! კარი გააღე, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ! - ლორამაც დაკარგა უკვე ფერი და არ იცოდა რა ექნა. Ჩვენს სოფელში რთული იყო პოლიციის გამოძახება და პოლიციის ოფიცერი იცნობდა ჯოს, ამიტომ წარმოდგენაც არ მქონდა - ღირდა თუ არა ამის გაკეთება. Შევატყვე, რომ ლორაც ამ ფიქრებში იყო და ჭრაჭუნა დეფერანში ჩქარი ნაბიჯებით გავარდა სამზარეულოსკენ. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. თავი დავანებე ამაზე ფიქრს, ვიცოდი, რომ ლორა ჩემთან იყო, რომ ლორა ჩვენთან იყო და არ დაუშვებდა იმას, რომ ნილი ხელებში ჩაკვდომოდა მამაჩემს. - ნილ! Ნილ, ძვირფასო! Გთხოვ, გემუდარები, ხმა გამეცი! Მითხარი, რომ ცოცხალი ხარ! - მეტისმეტად დიდი დრო გავიდა, რაც ნილი ჩუმად იყო - ცუდად მენიშნა. Მას შემდეგ, რაც ლორამ ჯოს პოლიციაზე უთხრა, ნილი ჩუმად იყო. უარესმა გამიელვა თავში. ნილი ჯოს ხელებში ჩააკვდა? ნილი აღარ სუნთქავს ? - გთხოვ პატარავ! გთხოვ, სულ ოდნავადაც თუ გიყვარვარ, სულ ოდნავ ! ხმა გამეცი, ნილ ! ამაოდ. - აი, ხომ ხედავ! Საკუთარ ძმასაც კი ფეხებზე ჰკიდიხარ! - გადაიხარხარა მამად წოდებულმა და მე მუშტი მივარტყი კარს, ძალიან გამამწარა მისმა სიტყვებმა. - გაჩუმდი! - ვიკივლე. - შენ ხმის აწევა გავედე ჩემზე, შე პატარა კახპა! - ჯოს ღრიალისგან ტანზე ჟრუანტელმა აზვირთებული ტალღების როლის შესრულება დაიწყეს. Შემეშინდა, სულის სიკვდილამდე შემეშინდა, მაგრამ ახლა მთავარი ნილი იყო. Მთელი არსებით მაკანკალებდა ამ შიშისგან, ორგანოები კი ამდენი ადრენალინისგან ჩამეწვა. - ჰო, ხმას ავუწიე, ძაღლის გაგდებულო, გამოდი, დამსაჯე, აბა! - ვცდილობდი გამომეწვია, რომ ნილისთვის თავი დაებებინა. Ჩემი სიკვდილი ჯობდა ნილის სიკვდილს, მას ცხოვრება ჯერ არ უნახავს. - ნაბო’ზარო ღლაპო! - ველოდი, ველოდი, რომ თვითონ გააღებდა კარს, რომ გაოვიდოდა, რომ ნილის ნაცვლად მე დამსჯიდა...მაგრამ. Ლორა დაბრუნდა სამზარეულოდან ყველაზე მყარი სკამით, რომელიც ოდესმე გვქონია სახლში და მე მეორედ გავოცდი, რომ მან ეს ყველაფერი დეტალებში იცოდა. - Გამოიწიე! - მბრძანებლური ტონით მითხრა და მეც დავემორჩილე. Ძლივს დავთმე, მაგრამ საჭირო იყო, ვხვდებოდი. Ლორას კარი სკამით უნდა შეემტვრია. Გამოვეცალე თუ არა,Პირველი დარტყმა, მეორე დარტყმა, მესამე დარტყმა და სკამი ნაწილებად დაიმტვრა. Ლორას მხოლოდ სკამის ზურგიღა შერჩა ხელში, რომელიც გააფთრებულმა ისევ კარს მოუქნია და ჩვენ დავინახეთ - პაწია ღრიჭო, რომელშიც შეიძლებოდა გახედვა. Ლორამ დამასწრო და როგორც კი გაიხედა გაშრა, ფერი დაკარგა და წაბარბაცდა. Მე კი, მე კი… ვერ გავბედე, ჰო, უბრალოდ, ვერ გავბედე გამეხედა, ვერ გავბედე შემეხედა ჩემი ძმისთვის თვალებში, რომელმაც ასეთი ტანჯვა გადაიტანა. Ლორა კისრისტეხით გავარდა ტელეფონისკენ, რომელიც სამზარეულოში გვქონდა. Ხელისკანკალით აკრიფა ნომერი და… - გამარჯობა, პოლიციის განყოფილებში ვრეკავ? Ჰო, კარგით, ჯონათან ჰემფრის იცნობთ, ასეა? Არა, არა, ჯონათანი კარგად არის, თქვენ მისი მეგობარი ხართ, სტივ ? როგორ შეგიძლიათ ემეგობროთ პედოფილს, რომელმაც საკუთარ შვილთან სექსუალური კავშირი დაამყარა? - ბოლო ხმაზე იკივლა ყურმილში და როგორც მივხვდი, სტივი მიხვდა, რომ ე.წ. Მეგობრობა უკვე აქ ვერ გაჭრიდა, ხვდებოდა, რომ ე ქალი, რომელმაც დაურეკა და რომლის სახელიც კი არ იცოდა - ბოლომდე გაიტანდა თავისას და არც შემცდარა. Ზუსტად ხუთ წუთში გაისმა პოლიციის სირენები და სამი მანქანა მოადგა ჩვენს სახლს. Თუ გავითვალისწიებთ იმას, რომ ჩვენს სოფელს მხოლოდ ერთი გამოუყვეს, ყველაფერი კარგად უნდა დასრულებოდა. Ჰო, ჯიუტად უკუვაგდებდი იმას, რაც ლორამ უთხრა პოლიციელს, სტივს, რა მნიშვნელობა აქვს. Არ მინდოდა ამის დაჯერება, რადგან თავი უკანასკნელი ადამიანი მეგონა, ჰო ერთი მხრივ, ალბათ, იფიქრებთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ჩაციკლული და ვარ, რომელსაც სულ უნდა, რომ თავის ძმასთან მართალი იყოს და მხოლოდ ეგოიზმი მამოძრავებს და… მეც მინდა მჯეროდეს, რომ ეს ასეა, მეც მინდა არ მტკიოდეს ნილის ტკივილი, რომელსაც ვერ დავეხმარე და ვერ გადავარჩინე, მეც მინდა! Მაგრამ მტკივა, ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერსად გავექცევი. Სამი ეკიპაჟი, სახტად დარჩენილი ჯო ჰემფრი, რომელიც ელოდა, რომ მისი სტივი ყველაფერს გაჩარხავდა, ნილი, რომელიც იატაკზე იდო და ვერ ინძრეოდა. Შარვალი, რომელიც ეცვა სადღაც ჯანდაბაში იყო მოქნეული, მისი თოვლივით თეთრი კანი აჭრელებული იყო ჰემატომებით და სისხლიც სდიოდა წკეპლის მეტისმეტად ძლიერი მოქნევისგან, გონება ჰქონდა დაკარგული და ამ ეკიპაჟებს სასწრაფო დახმარების მანქანა უკან მოჰყვა. - არა! Არა! Ხელი არ ახლოთ, ხელი არ ახლოთ! Არ გაბედოთ! Არ მომიახლოვდეთ! - ვკიოდი ბოლო ხმაზე და გონებადაკარგულ ნილს გულში ვიხუტებდი. Ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და გარემოს ვეღარ ვამჩნევდი. ვხედავდი, რომ რამდენიმე ადამიანი ცდილობდა ნილის ჩემი ხელებიდან გამოგლეჯას. - თავი დაანებეთ! Სტკივა! Ხელი არ მოკიდოთ! Ხმა გამეცი, ნილ! Ხმა გამეცი! Ჩემო პატარავ, ჩურჩულით მაინც. Იჩურჩულე, თქვი ჩემი სახელი, დედას დაუძახე, ნილ! Ნილ! - თავის შეკავება აღარ შემეძლო. სახეს ვუკოცნიდი. Ფერმკრთალ, ლამაზ სახეს, რომელზეც მადარიული ანაბეჭდი დაადო ჯონათან ჰემფრიმ და რომელიც ვერასოდეს ამოიგდო გულიდან ჩემმა პატარა ძმამ. - ხმა გამეცი! Ერთი სიტყვა მაინც მითხარი! Არ მოკვდე! Გემუდარები, არ მოკვდე, ისუნთქე, იცოცხლე, ჩემი წილი იცოცხლე, ჩემს ცხოვრებას მოგცემ, ოღონდ არ დამტოვო, ნილ! - ჩემი გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო. Იძულებულნი გახდნენ, რომ დამამშვიდებელი ნემსი გაეკეთებინათ ჩემთვის. Ნილმა ხმა კი არ გამცა. Ორივე ერთად გადაგვიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით ქალაქის საავადმყოფოში… … Ენით აღუწერელი დაღლილობის გრძნობით გავიღვიძე და ოთახში არსებულმა სუნმა, ლამის, გული ამირია. საავადმყოფოს პალატაში ვიყავი. Ორიოდე წამი დამჭირდა სიტუაციის გასაანალიზებლად და მსწრაფლ წამოვხტი. Თავის გაუსაძლისმა ტკივილმა იფიქრა, რომ ჩემ წინ ბარიერი შექმნა, მაგრამ არ გამოუვიდა. Გზა გავაგრძელე და გასვლა მინდოდა აქედან, ნილი უნდა მეპოვნა. Თუმცა უცხო ხმამ შემაჩერა. - სად მიდიხარ? - ქალის ხმა იყო. Უცხო ქალის, რომელსაც არ ვიცნობდი და გაცნობაც არ მინდოდა. Ახლა არაფერი მინდოდა ნილის ნახვის გარდა, მისი ამბის გაგების გარდა. - ვინ ხართ? - მაინც შევჩერდი. მისკენ არ გამიხედავს. - შემომხედე, მეგან. - სხვა გზა არ მქონდა, დავემორჩილე. Პოლიციელი იყო. Ყოველი შემთხვევისთვის ასე ეცვა. - პოლიციელი ხართ, რომელიც ნილი საქმეს იძიებს? - ნილ ჰემფრი, დიახ. - როგორ არის ნილი ? ცოცხალია? - მივვარდი, როცა მასსა და ნილს შორის კავშირი აღმოვაჩინე. - დამშვიდდი. Არ ვიცი ამ სიტუაციებში რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ… - თქვი! - უკვე მბრძანებლური ტონი შემეპარა ხმაში. Შეამჩნია, არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია. Ეტყობოდა, რომ პროფესიონალი იყო. - ცოცხალია, მაგრამ მძიმედაა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. - რა დიაგნოზი აქვს ?! - მოუთმენლობა გამოკრთოდა თითოეულ ჩემს წარმოთქმულ ბგერაში. - მისმინე, მოდი დავჯდეთ… - ხვდებით რას მეუბნებით?! Რა სჭირს ჩემს ძმას ? მიპასუხეთ! - ანალური ხვრელის და სწორი ნაწლავის დაზიანება, მთელი სხეულის ფართობზე, როგორც ჩანს, ცხენის მათრახისგან გამოწვეული დაზიანებებია. Იმყოფება შოკურ მდგომარეობაში, მძიმედაა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ დაიღუპოს. - Სწორი ნაწლავი გახეულია? - ხმის კანკალით ვკითხე და თავი დამიქნია. Ამ შემთხვევაში დიდი იყო რისკი ორგანიზმის მოწამვლის. - მოვკლავ! Მოვკლავ იმ ნაბი’ჭვარს! - წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი. Გაღება მოვასწარი, მაგრამ დამიჭირა. - გამიშვით! მოვკლავ! არაადამიანის სიცოცხლის წართმევა არაფერს ნიშნავს! ნილ, მოვკლავ, მოვკლავ გეფიცები! გამიშვით! - დამშვიდდი! Აზრზე მოდი! - თქვა და სილა გამაწნა. მოულოდნელობისგან გავჩერდი. - შენი ძმა ახლა მძიმედაა, ახლა რომ წახვიდე იმ კაცის მოასაკლავად, რომ მოკლა ჩაგაჯენენ. მნიშვნელობა არ აქვს არაადამიანია თუ არა, ორ ფეხზე დადის ჩვენნაირი აგებულება აქვს და ადამიანად ითვლება. - ეტყობოდა, რომ ზიზღი ალაპარაკებდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. რაღაც დოზით მის მიმართ ნდობითაც კი განვიმჭვალე. - რომც არ გააკეთო ეს, შენ უკვე პოლიციის თანამშრომელთან, გამომძიებელთან თქვი, რომ ვიღაცის მოკვლას აპირებ, ამიტომ მუქარის გამო… - გავიგე! Გავიგე! Რა ჯანდაბა გინდა ჩემგან?! - ხელები უღონოდ ჩამოვუშვი და კბილი კბილს დავაჭირე. - რა გქვია? - შენ ჰომ უკვე იცი? - გავღიზიანდი. - მე ანნა მქვია, მეგან. - თქვა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად. Უგემურად ჩამოვართვი და გვერდზე გავიხედე. - მოკლედ, მამაშენისგან გვაქვს… - ნუ ეძახი მაგ არაადამიანს მამაჩემს! - უკვე ვერ ვიკავებდი თავს, ცრემლები მდიოდა. - კარგი. Ჯონათან ჰემფრისგან ვაქვს ინფორმაცია, რომ… ანბანი წინადადების დასრულება ვერ მოახერხა, რადგან... - მეგან! - გაისმა დედაჩემის განწირული კივილი მთელ სართულზე. - დედა! - ცრემლებმა დენა უფრო ინტენსიურად დაიწყეს. - დედა! - მისი ხმისკენ გავიქეცი და ვინანე. Მეგონა, მეგონა, რომ ახლა მაინც იქნებოდა თბილი. Ნილი კვდებოდა, ნილი კვდებოდა, ამის დედაც! მაგრამ ის, მაგრამ მან, დედამ, დე-დამ... - პატარა კახპა! ბო’ზო! Რატომ გაგაჩინე! Ეს რა ჩავიდინე ღმერთო! - კიოდა და ხელები ჭერისკენ ჰქონდა აპყრობილი. Როცა დამინახა, ჩემკენ გამოიქცა, მე კი ადგილზე გავქვავდი. Მოასწრო და მხრებში ჩამაფრინდა. Ლამის, ხორცი ამომაცალა ისე მაგრად მიჭერდა. - შე ჯოს ბო’ზო! Ნაბოზა’რო ბავშვო! Იწექი ჰო? Იწექი მასთან! Ნაგავო! Არაადამიანო! Საკუთარ დედას ეს როგორ გაუკეთე კახპავ! ნაბი’ჭვარო! Თუ იწექი მასთან, რატომ ჩააჯინე ციხეში, რატომ ? რატომ გაგაჩინე? Რატომ მუცელშივე არ მომიკვდი ?! - მისი კივილისგან ყურები დამიგუბდა. Დედა გიჟს ჰგავდა. Უფრო სწორად ის ქალი ჰგავდა გიჟს, არანორმალურს. Ერთი სიტყვაც ვერ გავიგე, რა თქვა. Მე რა შუაში ვიყავი? - დასასჯელად რომ შეგიყვანდა ხოლმე, გტყ’ნავდა, ჰომ? Აღიარე ბო’ზო, რატომ დგახარ მუნჯივით ? არაფერი გაქვს სათქმელი ხომ ? - დედას ანნა ეჯაჯგურებოდა, მის გარდა კიდევ ორი პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ იმდენად მაგრად ჰქონდა ხელები ჩაბღუჯული ჩემთვის, რომ საითაც გასწევდნენ, უნებურად მეც იქეთ მხარეს მივდიოდი. - გასაგებია ყველაფერი ! ისეა ყველაფერი, როგორც ჯო მომიყვა! - თქვა და სახეში შემაფურთხა. Ხელი თვითონ გამიშვა და წავიდა. - რა ? - მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე. Ანნას შევხედე და პირი ღია დამრჩა. - რა თქვა ? - ვიკითხე და საჩვენებელი თითი მისკენ გავიშვირე. - მომისმინე ბოლოსდაბოლოს, გთხოვ. - ღრმად ამოიხვნეშა და უკანა ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო. ფრთხილი მოძრაობით მომწმინდა სახე, რომელიც გაიჟღინთა დედაჩემის სანერწყვე ჯირკვლებით გამოყოფილი სეკრეციით, რომელიც შეებჟნა ჩემს მარილიან ცრემლებს. - ჯონათან ჰემფრიმ თქვა, რომ შენთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი და რომ ნილს რაც დაემართა შენი იდეა იყო. - რა სისულელეა! ნებისმიერი ექსპერტიზა დაგიმტკიცებთ, რომ ასე არ არის, ნებისმიერი! - ხმა ამიკანკალდა. ასეთი მტკნარი სიცრუე ცხოვრებაში არ მომისმენია. ეს უკვე ზედმეტი იყო. ნილზე მთელი ჩემი ძალისხმევის მიუხედავად, იძალადეს. მე შემრაცხეს ჯოს საყვარლად. დედამ სახეში შემაფურთხა და… - ვიცი. უკვე აღებული ექსპერტიზები საკმარისია იმისთვის, რომ ეს დამტკიცდეს. - იმას როგორ დაამტკიცებთ, რომ მე და ჯოს სექსი არ გვქონია. - ირონიულად გამეცინა და სახე ხელებში ჩავრგე. - პოლიგრაფით. - გაეღიმა ანნას და მხარზე ხელი მომხვია. - მე აქ იმიტომ ვარ, რომ ვიცოდე დეტალები, რაც იქ მოხდა, მხოლოდ ლორას ჩვენებები მთელ სურათს არ იძლევა, ამიტომ მინდა დეტალები მომიყვე. მინდოდა შენთვის მეთქვა ისიც, რაც დედაშენმა მოასწრო, მაგრამ მომასწრო და ვერ დაგიცავი შოკისგან. - ეს სიტყვები, ეს რეპლიკები, ეს აუღელვებელი ტონი. დაყენებული ხმა, რომელმაც უნდა დაამშვიდოს ადამიანი, რომლისგანაც ინფორმაციის მიღება გინდათ, მეტისმეტად ხელოვნური ხართ, ანნა. - თვალებში ვუყურებდი და ზუსტად ისევე დავინახე იქ ჩემი ანარეკლი, როგორც კორნელის სათვალეში. იგივე იყო, ღიმილი გაჟღენთილი ტკივილით, რომელსაც გამოსახატად ერთი სიტყვა ეყოფა, რადგან სიტყვების ხლართვას, უბრალოდ, აზრი არ აქვს, ვერ აღიწერება. მტკივა. დღემდე მტკივა ეს ყველაფერი. ანნსთან საუბარი, ყველაფრის აღწერა, დეტალებში, სულ მცირე დეტალებშიც კი, რადგან ასე იყო საჭირო. ნილს არ მაჩვენებდნენ მანამ, სანამ ანნას არ დაველაპარაკებოდი და ეს ფაქტი ყელში მიჭერდა. - ხელოვნური? - ჩაეღიმა. - შენი აზრით, რამდენი წლის ვარ, მეგან? - უცნაური კითხვაა, არათემატური. - უკვე ჩემს პალატაში ვიყავით. მე საწოლზე ვიჯექი, ის კი საწოლთან მდგარ სავარძელში. - ვისაუბროთ. - მოკლედ მომიჭრა და ჩემს სარკასტულ ჩაღიმებას აზრი არ ჰქონდა. - ოცდათხუთმეტი? - მის სახეს დავაკვირდი და ვკითხე. - ორმოცდასამი. მიხარია, რომ ცოტათი ახალგაზრდა გგონივარ. - ლურჯი ფორმა ეცვა, პერანგი შარვალში ჰქონდა ჩატნეული, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, ტყავის ფეხსაცმელი, ქუდი, აწეული ქერა თმა და ცისფერი თვალები. თვალის კუთხეებთან სულ ოდნავ იწონებდნენ თავს ნაოჭები, ლამაზი იყო. სისხლისფერი პომადა უხდებოდა. - შენი აზრით, ამ სფეროში რამდენი ხანიაზ რაც ვმუშაობ? - ათი წელი? - ვივარაუდე. - ოცი წელიწადი. - კარგი, მერე? - მერე ის, რომ ოცი წლის სტაჟის მქონე ადამიანს, როგორ ფიქრობ, პროფესიონალიზმში რამე შეეშლება? - შემომხედა და მე ღრმად ამოვიხვნეშე. აღარ შემეძლო. - რისი კითხვა გინდოდათ? - საბოლოოდ დავნებდი. - მარტივია. რა მოხდა, მეგან? - თქვა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. - სამზარეულოში ვიჯექით მე და ნილი, შემწვარ კვერცხს ვჭამდით. რაღაც სპეციფიკურად ვაკეთებდი, გამომცხვარივით იყო ტაფაზეც კი, ასე უყვარდა ნილს. გავუკეთე და საჭმელად დავჯექით. - ქუდი მოიხსნა და ეტყობოდა, რომ თითოეულ დეტალს იმახსოვრებდა მიუხედავად იმისა, რომ არასაჭირო ინფორმაციასაც ბლომად ვაწვდიდი. - გისმენ. - მოკლედ, ჯო გამოვიდა თავისი ოთახიდან. მივხვდით რომ გამოვიდა და სწრაფად გავაგრძელეთ ჭამა. არ უყვარს ჯოს, როდესაც ირგვლივ სიბინძურეა. - საჭმლის ჭამა და სიბინძურე? - დაიბნა. - ვერ აკავშირებთ, არა? - გამეღიმა. - ჯო მე და ნილს გვეძახდა ნაგავს და დიდად არ უყვარდა, როდესაც გვხედავდა. თუმცა როცა გამოვიდა, გვერდით მიუჯდა ნილს და უთხრა, რომ თხილი უნდა მოეკრიფა ხვალისთვის, რადგან დედას ბაზარში არ ჰყოფნიდა, კარგად იყიდებოდა ჩვენი თხილი. - ნილს რატომ უთხრა? - წარბი შეჭმუხნა ანნამ. - არ ვიცი. ადრეც ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნილს უთხრა, მაგრამ მე ვეუბნებოდი ხოლმე, რომ ორჯერ მეტს მოვიტანდი, ვიდრე ელოდა და მშვიდდებოდა, მაგრამ ამჯერად არ გაჭრა ამ არგუმენტმა. - მხრები ავიჩეჩე. - ანუ ჯიუტად სურდა ჯონათან ჰემფრის, რომ ნილს მოეტანა თხილი? - აბსურდად ეჩვენებოდა, მის სახეზე ამოვიკითხე ეს. - ჰო. კედელს შემანარცხა, როდესაც ვუთხარი, რომ მე წავიდოდი და ნილისთვის თავი დაენებებინა, რომ პატარა იყო და გაუჭირდებოდა. მაგრამ ამაზე არგუმენტად ის მითხრა, რომ თუ ყოველთვის მე გავაკეთებდი მის ნაცვლად ყველაფერს, თვითონ ვერასდროს ისწავლიდა. - თვალები დავხარე. - შემდეგ? - შემდეგ ის, რომ ნილიც შეეპასუხა. აქაოდა ამ ამინდში არსად წავალო. ხვალ, როცა მზე გამოვა, მაშინ ვიზამო და ამაზე ძალიან გაბრაზდა. დაავლო ხელი და თავის ოთახში შეიყვანა ნილი. - კანკალი ამიტყდა, რთული იყო, ძალიან რთული ამის ისევ და ისევ გადატანა. - ყვირილი ეგრევე დაიწყო ნილმა? - უკიდურესად დაძაბული მისმენდა, მე კი თავს ბურანში ვგრძნობდი. არ მინდოდა იმის დაჯერება, რასაც ვყვებოდი. - არა, პირველი ხუთი წუთი მშვიდად იყო. კართან ვაყურადებდი, არც წკეპლის ხმა გამიგია ამ დროის განმავლობაში, არც ლაპარაკის. ზოგადად, ძალიან კარგად ისმის ჩვენს სახლში სხვა ოთახში საუბარიც კი, მაგრამ ახლა ორივე ჩუმად იყო. - როდის და რა დაიწყო ? - უფრო ღრმად თხრიდა და მე უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი. - ანნა, ეს უკვე მეტისმეტია, ამის გახსენება ჭკუიდან მშლის, არ შემიძლია, გევედრები… - მართლაც მავედრებელი თვალებით შევხედე და ხმაც ასეთი მქონდა. - მეგან, შენი მესმის. რთულია ამის გახსენება, მაგრამ სჯობს ახალმომხდარზე გაიხსენო და ამოანთხიო ვინმესთან, ვიდრე ხვალ, ზეგ ან ერთი საათის შემდეგ. მერწმუნე. - თვალი თვალში გამიყარა. - მე არ გეტყვი შევწყვიტოთ-მეთქი, იმიტომ, რომ ძლიერი გოგო ხარ, იმიტომ, რომ შეგრჩა ძალა, რომ იმ ახ'ვარს ყელი გამოსჭრა და ვიცი, რომ გაგიშვა - გააკეთებ. ამიტომ, ამოიღე ის, რაც გულში გაქვს. - ხმა არ შეუცვლია, ძლიერი, მედგარი, მიზანდასახული, აი, ისეთი, როგორც ათი წლისა ქრისტინი იყო. გამეცინა ქრისტინზე, მაგრამ ენით აღუწერელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში. თვალები კვლავ ცრემლით ამევსო და მოთქმით დავიწყე ტირილი, ის კი მელოდა, როდის დავიწყებდი ლაპარაკს. - ხუთი წუთის შემდეგ რაღაცის დავარდნის ხმა გავიგონე. შემდეგ ნილის კივილი, არა-ს კიოდა, შემდეგ მეგანო დამიძახა, მიშველეო, კარი ვერ გავაღე, ვერ გავაღე გესმის?! რა არ ვქენი, მაგრამ არ გაიღო, ვუბრახუნე, ვეხვეწებოდი, ვევედრებოდი, ვთხოვდი, რომ მის ნაცვლად მე ვყოფილიყავი, რომ მე წავიდოდი ამ ამინდში, რომ მე ვიზამდი ყველაფერს, რასაც მეტყოდა, ოღონდ ნილი გამოეშვა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ის აგრძელებდა, აგრძელებდა და მერამდენიღაც დარტყმის შემდეგ ნილმა სიტყვების თქმა შეწყვიტა, მხოლოდ კიოდა. შემდეგ, როცა გავიაზრე, რომ ვერ ვშველოდი, როცა გავიაზრე, რომ არაფერი შემეძლო, სახლიდან გავიქეცი. გავიქეცი და ლორასკენ წავედი, არ მირბენია დიდხანს, ან არ მახსოვს, არ ვიცი. ძლივს ავუხსენი ლორას და იმავე წუთს წამოვედით უკან, მოვრბოდით, კარში ღრიჭო გაჩნდა, როცა ლორამ კარს სკამი შემატვრია და შემდეგ დაურეკა პოლიციას. - იმდენი პაუზა გავაკეთე ამას რომ ვყვებოდი, ერთი საათი გავიდა, სანამ სიტყვებს ერთად მოვუყრიდი თავს. ანნამ გულში ჩამიკრა და ჯოს სამუდამო გამოუწერა. ნილი ორი თვის შემდეგ გამოკეთდა. სახლში დაბრუნება არ შეგვეძლო. დედა კი ერთხელაც არ მოსულა ნილის სანახავად. ანნა ყოველდღე მოდიოდა. ქალაქში გადმოვედით ანნას წყალობით. ანნა ნილზე ნერვიულობას გადაჰყვა. ნილის სიკვდილის შემდეგ ანნა სამ თვეში გარდაიცვალა. ორმოცდაათი წლის იყო. ანნა იყო ქალი, რომელსაც დედას ეძახდა ნილი. ნილს საუკეთესო დედა ჰყავდა, გეფიცებით. პ.ს. ვთქვი, რომ სხვა ნაწარმოებს შემოგთავაზებდით, მაგრამ #21-მა ჯერ მეო... ჰოდა, მოკვდი წერის დროს. ახლაც ვკვდები. მეც ნილთან ერთად ჩავძაღლდი, ხალხო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.