შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თავიდან! {თავი 12}


8-06-2021, 09:46
ავტორი ქეთათო4
ნანახია 11 610

-დიმა!-თაიას კივილი მთელს სახლში ისმოდა. ლილეს ვერავინ აწყნარებდა. ელენა გაშეშებული იდგა და ცდილობდა, მომხდარი გადაეხარშა.
-მამიკოსთან მინდა.-დედას შემოეხვია პატარა ბაბლუანი. თაია აზრზე ვერ მოდიოდა. არ იცოდა გარეთ რა ხდებოდა. ნაბიჯსაც კი ვერ ადგამდა, გაეგო.
-ლილე დეე.-ბავშვის წინ ჩაიმუხლა და მაქსიმალურად შეეცადა, დაეწყნარებინა.
-მამა მინდა.-სლუკუნით ამოთქვა და დივანზე დაჯდა.
არავის არ ჰქონდა ადამიანური სახე. ყველა თაიას უყურებდა, რომელიც ერთ ადგილზე მიყინული იდგა და მუცელზე ჰქონდა შემოხვეული ხელები.
თათა და ნიკოლოზი კუთხეში მიყუჟულიყვნენ. ბიჭი შეშინებული იყო. ოთახში დათას გამოჩენამ, რომელსაც პერანგზე ბაბლუანის სისხლი ჰქონდა, ყველა კიდევ უფრო მეტად დაძაბა.
-დათა!-ელი წავიდა მისკენ. მხოლოდ თვალებში ჩახედა და ამოიტირა.
-არ გეკითხები.-თაიამ ცრემლი შეიმშრალა.
-არ გეკითხები, როგორ არის, ცოცხალია თუ მკვდარი. წამიყვანე მასთან.
-თაია!-ეხადა გაეჩერებინა, მაგრამ ამაოდ.
-დათა, წამიყვან თუ ჩემით წავიდე?
-წაგიყვან.-თავი დაუქნია და წამით გახედა კუთხეში მჯდარ თათას, ნიკოლოზი რომ ჰყავდა შემოხვეული.
-მეც წამოვალ.-ელენა წამოიწია.
-ლილესთან დარჩი, თათა წამოვა.-დას გახედა და გვიჩიანიც მალევე წამოიმართა.
-ბავშვებს მიხედეთ. -მოსაცმელი აიღო ქალმა და შეძლებისდაგვარად გამართული მხრებით გავიდა. გარეგნულად არ იმჩნევდა, მაგრამ შინაგანად აღარ იყო. იმაზე ფიქრი, რომ დიმას რაღაც დაემართებოდა, ჭკუიდან შლიდა. აკანკალებულ ხელებს ვერ დაემალა. გული ამოვარდნას ჰქონდა. არავის უყურებდა. უბრალოდ თვალები ჰქონდა დახუჭული და კადრებად დაფრინავდნენ დიმასა და მისი მომენტები. დღევანდელი დღე... ყველაფერი თითქოს კარგად იყო, მაგრამ ზუსტად ამ დროს ჩაავლო უბედურებამ კლანჭები.
საავადმყოფოს შენობის დანახვაზე თავბრუ დაეხვა. იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლოა, იქ დიმა გარდაცვლილი დახვედროდა, გიჟდებოდა. კიბის პირველ საფეხურზე დადგა, მაგრამ უკვე მეორეზე შებარბაცდა. მაშინვე დაიჭირა მაჩაბელმა.
-ფრთხილად.-ხელი მოჰხვია და ერთად აიარეს კიბე. წამლების სუნმა ჭკუიდან შეშალა. ღებინების შეგრძნება ყელში მოაწვა. გრძელი თეთრი დერეფანი უსასრულოდ გაიწელა.
-სადაა ექიმი?-დათას ახედა.
-ოპერაციაზე.
-ღმერთო.-ამოიტირა და სკამზე დაჯდა. სისუსტეს გრძნობდა. კიდურებს ვერ იმორჩილებდა.
-თაია წყალი გინდა?-თვალებ დაბინდულს თათას სიტყვები ჩაესმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მანამ სანამ თათა წყალს მოიტანდა, გული წაუვიდა თაიას.
დათამ მაშინვე ხელში აიტაცა.
-საკაცეე!-ღრიალებდა მაჩაბელი.
თეთრხალათიანებთან დატოვა და თავად დერეფანში გავიდა.
კადრებად ტრიალებდა დიმას დაჭრის სცენა. დაინახა, ვინც იყო. ეს კიდევ უფრო აგიჟებდა, რომ იმ ადამიანმა ესროლა დიმას, რომელსაც ნაკლებად წარმოიდგენდა. მომავალ თათას დააკვირდა და სულ ოდნავ დაეუფლა სიმშვიდე.
-თაია?-ხმაჩავარდნილმა ამოილაპარაკა.
-ცუდად გახდა და პალატაშია.-ხელით ანიშნა ყველაფერი რიგზეაო.
არადა არ იყო. დათასთვის არაფერი იყო კარგად. ადამიანური სახე დაკარგული ჰქონდა. ექიმი არ ჩანდა. ვეღარ სუნთქავდა. დიმა ბევრს ნიშნავდა დათასთვის. ღერს ღერზე ეწეოდა. ნერვიულობა ყელში უჭერდა მარწუხებს.
-დიმა ბაბლუანის ახლობლები.-ნაცნობი სახელი და გვარის გაგონებისთანავე ფეხზე წამოდგა.
-აქ ვართ!-ლოცულობდა, რომ კარგი ამბავი ეთქვათ.
-ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ტყვია ამოვიღეთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო არ არის დაზიანებული, მაგრამ ბევრი სისხლი დაკარგა.
-ანუ?-მოთმინებას კარგავდა დათა. თათას ხელი უნებურად შემოეჭდო.
-არ ვიცით გონს როდის მოვა.-ამაზე გაჭედა.
-მეუბნებით, რომ არაფერია საშიში, მაგრამ არ იცით, გონს როდის მოვა? ამის დედაც, საავადმყოფოა თუ საბავშვო ბაღი?
-დათა.-თათა აწყნარებდა, მაგრამ უშედეგოდ.
-გადავწვავ აქაურობას. ყველაფერი გააკეთეთ.-ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-დათა გთხოვ.-სიფრიფანა მკლავენი მოეხვია. გიჟს ჰგავდა. ვერ ხარშავდა ვერაფერს. დიმა სიკვდილს ებრძოდა. თაია ბავშვით ცუდად იყო.
-აქ დარჩი.-უნებურად მიაწება ტუჩები შუბლზე და გარეთ გავარდა. აბრამიშვილის ნომერი იპოვა.
-გოგა ნაკაშიძე წაათრიე. როგორც გინდა, თუ გაგიძალინდა ძვლები დაუმტვრიე და მაინც ჩატენე მანქანაში.-გაცოფებულმა დაკიდა ყურმილი და მანქანაში მოთავსდა.
---
დათას გაშლილი ხელი მოხვდა მარჯვენა ლოყაზე და ტკივილისგან სახე დაემანჭა. მიუხედავად ამისა, მაინც თვალებგამორეცხილი უყურებდა ნაკაშიძე.
-ჯეკა ძაღლი ხარ. იმენა დიმა ხარ, ოღონდ პატენტი.-სისხლი გადმოაფურთხა გოგამ და ირონიით სავსე მზერა შეავლო მაჩაბელს. დათა ცუდად იყო, აღარ იყო, ვეღარ იყო...
გოგას ნათქვამზე გაეცინა და იქვე ჩამოჯდა. ასე იცის გაგიჟებამ, ლევანი დაფეთებული უყურებდა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.
-იცი რა განსხვავებაა შენსა და დიმას შორის? შესაძლოა, იფიქრო, რომ ერთი სისხლი გაქვთ, მაგრამ სხვადასხვა ხართ. შენ ჩმორი ხარ, ჩვარი, რომელსაც ისე იყენებენ, როგორც უნდათ. დიმა ადამიანია. შენ ვერ გაიგებ. იმად დარჩი, რამაც გაგაკეთა.-შეტრიალდა, მოწოლილი ცრემლი შეიკავა და ისევ გოგას გახედა.
-რამე, რომ დაემართოს, აგკუწავ და მტკვარში გადავყრი შენს ნაწილებს. ვერავინ მოახერხებს, გაიგოს მკვდარი ხარ, თუ ცოცხალი.
-გელოდები, აქ ვარ. იმ ნაბი*ვარმა ისედაც დამინგრია ცხოვრება. ოცდაოთხი შვიდზე მისი სახელი ტრიალებს. ორ თვეში ქართლოსას საყვარელი შვილიშვილი გახდა. ვერ გაიგებ მაჩაბელო, შენ არ იცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
-ჯანდაბა? რის შეგეშინდა? იმის, რომ იმ დედამოტ*ნულ ქონებაში ლებოდა? რა გამო*ირებული ხარ. ტიპს არც კი უღიარებია, რომ ნაკშიძეა. ჰკიდიხართ. ან შენი ქონება რად უნდა? იმდენი აქვს, რამდენიც თქვენ არ დაგესიზმრებათ. მაგრამ დამპალი ნაბი*ვარი ხარ.-სკამს ფეხი გაუქნია და მობილურზე შემოსულმა ზარმა დააშოშმინა.
-დარჩი ლევან.-დაცვას გახედა და თავად საფეხურები აირბინა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სენსორს თითი დაუსვა.
-დათა-ყურმილში მაშინვე გაისმა გვიჩიანის ნამტირალევი ხმა.
-ხო.-ხმა ჩაეხრინწა და სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია.
-შეგიძლია მოხვიდე?. თაია ცუდადაა, არ ვიცი რა გავაკეთო.
-მოვალ, ორ წუთში მანდ ვარ.-ნერვიულად გადაისვა ხელი და მაშინვე მანქანისკენ წავიდა. რაღაც ნაწილი პარალიზებული იყო დათაში. ის ნაწილი, რომლითაც დიმასთან ასე მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ბაბლუანის ორ დღიანი ,,შვებულება" აგიჟებდა დათას. მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით მოსწყვიტა იქაურობას.
გაბმული სიგნალით უვლიდა მანქანებს გვერდს. უსუსურობა, სიბრაზე, ტკივილი-ერთიანად უჭერდა მარწუხებს...
საავადმყოფოს კარი შეაღო და იქ მჯდომ თათას წამით შეავლო მზერა. მაშინვე დიმას პალატისკენ აიღო გეზი და ფაქტობრივად კარი შეანგრია. ექიმის კივილი არად ჩააგდო. ბაბლუანს მიუახლოვდა და მაგრად შეანჯღრია.
-ძმობას გაფიცებ ბაბლუ, არავის გამო მხოლოდ თაიას გამო უნდა გამოძვრე.
-გადით აქედან!-ექიმის ყვირილმა მოიყვანა გონს.
ნელი ნაბიჯით დატოვა პალატა და ისევ დერეფანში დაბრუნდა, სადაც თათა ეგულებოდა. მობუზულს ზემოდან დახედა და მის გვერდით ჩაცურდა. კედელს თავი მიადო და თვალები დახუჭა.
ცხოვრების ყველა სირთულე გადატანილი ჰქონდა, მაგრამ უდიმაობა იყო ჯოჯოხეთი. კოტეს ფრაზა ,,ტყუპები ხართ მგონი" ახლა მკაფიოდ ჩაესმოდა.
-დათა!-ნინას ხმამ ერთ ადგილზე მიყინა და თავი არც აუწევია.
-გამარჯობა!-უკმეხად მიესალმა თათას და თავად მაჩაბელის გვერდით მოთავსდა. ნინა იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა დიმასა და დათას ურთიერთობა. ეს არ იყო ძმაკაცობა არც უბრალოდ ძმობა. რაღაც არაამქვეყნიური სიყვარული, ნდობა და იმედი იყო ამ ორ შორის. ახლაც კი, როდესაც დიმა ცოცხალ-მკვდარი იწვა და დათა საავადმყოფოს დერეფანში, მაინც გრძნობდნენ ერთმანეთს.
-დათა ვწუხვარ!-ქმარს მოეხვია. რეაქცია არ ჰქონია მაჩაბელს. უბრალოდ ადგა, ნინას ხელი მოჰკიდა და გავიდა. შიგნიდან მონგრეული უკვე საკუთარ ემოციებსაც ვერ აკონტროლებდა.
-აქ რა დედის ტ*ვნა გინდა?-სასწრაფოდ მონახა სიგარეტი და მაშინვე მოუკიდა.
-უბრალოდ...
-რააა უბრალოდ? რა გინდა აქ?
-უნდა მენახე. ვერ ვსუნთქავ, გესმის? ვიცი, რა მნიშვნელოვანია შენთვის დიმა. ვიცი, რომ ცუდად ხარ.
-და რაა? მოხვალ? მაკოცებ? ჩამეხუტები? რას გააკეთებ, რაც მაიძულებს დავივიწყო დადიანთან შენი კავშირი? რა მაიძულებს? მაშინ არ გიყვარდი? მაშინ არ იცოდი რა მნიშვნელოვანი იყო დიმა?-ხმას ვერ აკონტროლებდა. მთელ სხეულში ბრაზი ჰქონდა გამჯდარი.
-დათა,გთხოვ, არ გინდა.
-სახლში წადი, თორე შემომაკვდები. -ხელი წაიღო მისკენ და ნინას ათრთოლებულ სხეულზე გაეცინა.
-დადიანს არ ვგავარ ნინა, არასდროს ავწევ ქალზე ხელს. -უკან შებრუნდა და გასასვლელში მდგარი გვიჩიანი მაშინ შეამჩნია. შეტორტმანდა,მაგრამ გასწორდა. ქალის შეშინებულ სახეზე მზერა დაებინდა. იცოდა, რომ ამის მიზეზი თავად იყო.
-უფრო ადამიანური მეგონე დათა!-თათას ფრაზამ დამარხა. ცოცხალს მიაყარა მიწა. შეხედა, თვალებში უყურებდა,საიდანაც ცრემლი ჟონავდა.
-ჩემი ადამიანურობა შენ გეხება?-თავი ოდნავ გადახარა, თვალები დააწვრილა და ისე გახედა გოგოს. ერთმა მზერამ და სხეულის თრთოლვამ გაყიდა გვიჩიანი. დათა მიხვდა.
მიუხვდა მზერის შინაარს. სულ ოდნავ შეუტოკდა ბაგე და გვერდი აუარა. ისევ წამლის სუნით გაჟღენთილ შენობაში შევიდა. თაიას პალატასთან გაჩერდა, მაგრამ ვერ გაბედა შესვლა. ფეხები არ ემორჩილებოდა.
სკამზე დაჯდა და საათის ისრის მოძრაობას გააყოლა მზერა. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს გვერდით თათა რომ დაუჯდა. ქალის სურნელმა სისხლი აუდუღა. მისკენ გადასწია თავი და უკეთესად შეიგრძნო არომატი. სულ ოდნავ ეხებოდა თმის ბოლოებს მაჩაბელი.
-თათა.-გოგონას უეცარ რეაგირებაზე გაეღიმა.
-ხო.-ხმა წართმეულმა ამოილაპარაკა.
-ვინმე არის შენს ცხოვრებაში, ვისი მოკვლაც მომიწევს?-თვალებში უყურებდა, ყველა შეცვლილი მიმიკის დამახსოვრებას ცდილობდა.
-დათა რას ამბობ?-სხეული შეუტოკდა ქალს. სუნთქვა შეეკრა, როდესაც სახე ახლოს მიუტანა მაჩაბელმა და მზერა ბაგეზე გადაიტანა.
-იმდენად კარგიც არ ვარ, ვინმეს დავუთმო შენი თავი.-ყელთან გადაატარა ცხვირის წვერი.
-გაგიჟდი?-ფეხზე წამოვარდა გვიჩიანი. ვერ იმორჩილებდა კიდურებს, დათას მზერა შლიდა.
-ალბათ.-მხრები აიჩეჩა. მოსწონდა ეს მდგომარეობა. თათას თრთოლვა.
-არასდროს შემიყვარდება შენნაირი დესპოტი, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ კუთხეში იპოვონ მოკლული.-დაუფიქრებლად წამოსცდა ეს სიტყვები,მაგრამ გვიანი იყო. მთელი ემოცია გაქრა დათაში. ირონია გამოესახა სახეზე. თავადაც ფეხზე წამოდგა და კედელთან მიიმწყვდია ქალი.
-დესპოტი ვარ? კარგი, მაშინ გაიძულებ შემიყვარო. იცი როგორ? უჩემოდ სუნთქვა გაგიჭირდეს. თვალებს, რომ დახუჭავ მე ვიყო. ჩემი დამახვა გაგიჟებდეს და სუნთქვას გიკრავდეს. უჩემობა გტკენდეს.-აი ასე შემიყვარებ. დამიჯერე, სულ მალე იქნება ეგ და მერე შეგრცხვება ამ სიტყვების.-ხელი უშვა და დიმას ოთახიდან გამოსულ ექიმს გახედა, რომელიც დამაიდებელი სახით მიიწევდა მათკენ.
-ბატონო დათა.-გაუღიმა ექიმმა.
-გონს მოვიდა?-სად ეჩქარებოდა, თავადაც არ იცოდა.
-დიახ!-თავი დაუქნია ექიმმა.
-ყველაფერი სტაბილურადაა. ერთს შეუძლია შესვლა ჯერ-ჯერობით.
-მე შევალ!-უკნიდან ჩამწყდარი ხმის გაგონებისთანავე მოტრიალდა მისკენ გვიჩიანი. ისეთი სუსტი ჩანდა ნაკაშიძე.
-წამობრძანდით.-ხელით ანიშნა გამოსაცვლელ ოთახზე.
თაია აღარ იყო. ვერ აზროვნებდა. ერთი თვის უჭმელს ჰგავდა. კარი შეაღო და პირველად, რაც დიმა აქ იყო, სულ პირველად დაინახა საწოლზე მწოლიარე. მთელი ემოცია ერთიანად შეეხეთქა თაიას, ბაბლუანის მწვავე მზერა რომ იგრძნო. ჯერ თვალებზე შემდეგ მთელს სხეულზე და ბოლოს მუცელზე.
-გაშიმშილებდნენ?-დიმას ხმაზე უკვე გაიაზრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მისკენ წადგა რამდენიმე ნაბიჯი და მერე გაშეშდა.
-თაია.-ფრთხილად წამოიწია, მაგრამ მაშინვე შეახსენა ჭრილობამ თავი და თავდაპირველ პოზიციას დაუბრუნდა. ნაკაშიძემაც აამოძრავა კიდურები და საბოლოოდ დიმას წინ იდგა. დაღლილი, გამოფიტული...
-რომ ავდგები, ვიჩხუბებთ!-ხელი გამაფრთხილებლად დაუქნია.
-ვიჩხუბებთ დიმა?-მთელი ტკივილით ამოილაპარაკა.
-აბა რაა, მხოლოდ ვიჩხუბებთ. მე კი გთავაზობ, ვინმემ შენს წინ ტყვია დამახალოს.
-თაია!-ამოიღმუილა.
-რა? არ მოგწონს? გული გტკივა? იმაზე მეტად არა, ვიდრე მე. გითხარი დაასრულეთქო. გთხოვე დიმა. შეეშვი ნაკაშიძეებსთქო. ისევ დაიწყება ახლა. დღეს შენ მოკლავ, ხვალ ის და ასე შემდეგ.
-ტონს დაუწიე და დამშვიდდი.
-ისევ ის დიმა დაბრუნდა. მბრძანებელი. არ დავუწევ. შენი შვილი ორი დღეა შენს სახელს ყვირის, არაფერს ეკარება. მე თუ აღარ მითვალისწინებ, ის მაინც შეიცოდე. რა გინდა? ჯანდაბა დიმა, უშენოდ არ ვართ კარგად. წარმოდგენაშიც კი არ შემიძლია შენს გარეშე.
-მოდი აქ. -ხელი დაარტყა საწოლზე და თაიას სიჯიუტეზე გაეღიმა.
-არ მოვალ. ამ ორ დღეს ძმრად ამოგადენ.-ცრემლი შეიმშრალა და მუცელში გაფრენილ პეპლის მოძრაობაზე დიმას გახედა.
-დიმა!-ამოიკნავლა. ეს შეგრძნება იყო სასწაული. პირველად შეიგრძნო ცხადად მასში არსებული სიცოცხლე.
-რა გჭირს?-ფერდაკარგულ თაიაზე დაიძაბა.
-მოძრაობს.-ახლოს მივიდა. იმ წამს ყველაფერი დაავიწყდა.
-ვინ?-დაიბნა.
-ბავშვი.-უნებურად გადადგა ნაბიჯი დიმასკენ. ბაბლუანის მწველ მზერას გრძნობდა და სხეული არ ემორჩილებოდა. კაცის მძიმე მტევანი მუცელზე, რომ იგრძნო, ჟრუანტელმა დაუარა. დიმასაც უხტოდა მთელი სხეული. ბედნიერების გიჟურ ტალღას გრძნობდა სხეულში.
-მიდი მამი!-ბაბლუანის სიტყვებზე კიდევ უფრო მძაფრად იგრძნო ბედნიერება. ცოტახანს არ გამეორებულა მოძრაობა, მაგრამ მეორედ უფრო ძლიერი იყო. დიმას გახედა. კაცის თბილ მზერას ვერსად გაექცა.
-იგრძენი?-ცოტაც და პატარა ბავშვივით ატირდებოდა.
-კი.-თავი დაუქნია და თაიას სავსე ბაგეს თავისი მიაწება. თავს კარგავდა. ყველა ტკივილი ავიწყდებოდა ქალის შეხებაზე.
ამ კოცნაში ატანდა ყველაფერს ბაბლუანი. იმ წამებს ანაზღაურებდა, ცოლი რომ ანერვიულა. ქალისგან შიში, ტკივილი, მაგრამ ამავდროულად უდიდესი სიყვარული იგრძნობოდა. ჰაერის უკმარისობამ აიძულათ ერთმანეთს მოშორებოდნენ.
-აქედან რომ გამოვალ, ვერაფერი გიხსნის.-ქალის სურნელს ღრმად ისუნთქავდა.
-მომენატრე.-თაიას გულწრფელობასა და ცრემლებზე გაეღიმა, მაგრამ საკუთარი თავი ეზიზღებოდა, ამ მდგომარეობაში რომ ხედავდა ცოლს.
-ჯერ ვერ მომიშორებ თავიდან. მანამ სანამ ოთხ შვილს არ გამიჩენ.-ჭინკებათამაშებული თვალებით გახედა ცოლს და ისევ წაეტანა ქალის ბაგეს. დიდხანს აღარ გაგრძელდა მათი კოცნა. ოთახში ლილე შემოვარდა.
-მამიკო.-დიმასკენ გაიქცა და გაუაზრებლად შეხტა საწოლზე. ჭრილობაზე დააწვა და ხმა ვერ შეიკავა ბაბლუანმა. ცრემლიანი თვალებით გახედა ბავშვმა
-მამი.-ბავშვისკენ დაიხარა, მაგრამ მაშინვე ჩახტ საწოლიდან.
-არ გიყვარვარ შენ. მხოლოდ ნიკოლოზს ვუყვარვარ.-სლუკუნებდა.
-რას ამბობ მამი?-რაღაც ეტკინა ძალიან.
-ნიკოლოზი არ მიყვირის, არ მატირებს.
ჰაერი აღარ ეყო ბაბლუანს. თაია ცდილობდა ლილეს გაჩუმებას, თუმცა ამაოდ.
-ამის დედაც ვინმე მომხსნის ამ შნურებს?-თითქმის აიწყვიტა დიმამ და ფეხზე წამომდგარი ლილესთან დაიხარა.
-მამიკოს უყვარხარ სიგიჟემდე. ვერ გაიგებ ჯერ, შენ ხარ ანგელოზი, რომელიც ცხოვრებას მინათებს. შენს ცრემლებს ვერ ვაპატიებ მამი ჩემს თავს. არ იტირო, გეხვეწები რა.-კოცნით ამოუშრო ცრემლები შვილს.
-მამა აღარ დამტოვო ხოლმე.-ბავშვის მკლავები მოეხვია და მაშინვე დაავიწყდა ტკივილი.
თაია ცრემლებად იღვრებოდა, დიმამ რომ დაუბღვირა.
-ცრემლებიი!-წარბები აწკიპა და დაელოდა სანამ ქალი ცრემლს არ შეიშრობდა.
ეს იყო ბაბლუანის მთელი ბედნიერება. თაია, ლილე და არ დაბადებული ბავშვი. ნათელი წერტილები მის შავ-თეთრ ცხოვრებაში.
---
ორ დღეში გამოწერეს. გამოწერეს გადაჭარბებული ნათქვამია, არაფრით დარჩა. თავად პირველ დღესვე სახლში უნდოდა, მაგრამ თაია არ დანებდა და საბოლოოდ ორი ,,ტანჯული" დღე დაჰყო საავადმყოფოში. ენატრებოდა ყველაფერი, თითქოს საუკუნე იყო გასული,რაც სახლში არ ყოფილა. უცნაურად ზუზუნებდა ყველა. ეს პერიოდი უყვარდა დიმასაც. გაზაფხულს სხვა ელფერი მოჰქონდა...
-ბიძია!-ელის ხმაზე ღიმილი აეკრა სახეზე და მისკენ გამოქცეულს მაგრად მოჰხვია მკლავები.
-რომ იცოდე, როგორ მომენატრე.-ერთი-ორი ცრემლი გადმოვარდა უნებურად.
-გცემ!-თვალები დააბრიალა დიმამ.
-ყველას ემუქრება უკვე, შეიშალა და იცოდეთ.-თაიამ თვალები აატრიალა და ლილეს გახედა.
-მამაშენი ნამდვილი დესპოტია შვილო.-მხრები აიჩეჩა და მერე დაბღვერილ ბაბლუანს მიაწება ტუჩები.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩვენს სახლში. თაიას ,,ჩვენს სახლში" სასწაულად მოხვდა დიმას სასმენ აპარატს და უკვე გაბადრულმა ხელში აიტაცა ლილე.
-დიმა ჭრილობა.-მისკენ წავიდა დათა.
-მალამო აქვეა.-შუბლზე აკოცა შვილს. ლილე იყო ის, ვისზეც ჭკუას კარგავდა. ყველაფერი შეეძლო მის გამო.
-კადრი უკან გადავახვიეთ, ჩათვალეთ არაფერი მომხდარა, ამიტომ დასაწყები ვახშამი დავიწყოთ.-ელენას ნათქვამზე ყველას გაეღიმა.
-გვაპატიე დიმა, მაგრამ შენს ამბავზე მნიშვნელოვანი ის ბავშვია ახლა თაიას, რომ უზის იქ.-ევას ნათქვამმა კიდევ უფრო გაახალისა.
-მიხარია, რომ შენ ხარ მისი ცოლი. სხვა უბრალოდ ვერ გაუძლებდა.
-ჯანდაბაა, ევა!-წყალი გადასცდა დიმას.
-რა ევა? მართალია. ამდენს როგორ იტან?-ელი ჩაერთო საუბარში.-მე შენს ადგილზე გავშორდებოდი და სხვა ვინმე მშვიდ პიროვნებას მოვნახავდი.
-ტყუილად ცდილობ.-ხელი ასწია ბაბლუანმა.-ჩემს ცოლს ადრეც, ახლაც და დარჩენილი ცხოვრებაც მხოლოდ მე ვეყვარები.
-მაგიტომ ეჭვიანობდი ექიმზე?-აგიჟებდნენ...
-შესწორება. მაშინ მე და ქალბატონი თაია დაშორებულნი ვიყავით. ცუდი დღეები იყო.-თავი გადააქნია და თაიას გახედა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, დიმას თვალს არ აშორებდა.
-ბატონო დათა. ბიძიას ორივე ხელო, სიყვარულზე სადღეგრძელოს შემოგვთავაზებთ?-დათას გაეღიმა და როგორც სჩვეოდა, ფეხზე წამოდგა.
-სიყვარულს გაუმარჯოს ჩემო ელ, ისეთ სიყვარულს, რომელიც ბრიყვს დააჭკვიანენს და ჭკვიანს გააბრიყვებს.-უცნაურად მოავლო თვალი ეზოს. თათა ისევ არ ჩანდა.
-თათა სადაა?-მიუხვდა დიმა.
-მეგობართან, დახმარება სჭირდებოდა.-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა გვიჩიანის კისკისი, რომ მოესმათ და მერე ჰორიზონტზე მის სხეულს მოხვეული დადიანი...
ჭიქა ხელიდან გაუვარდა დათას. დიმა მაშინვე დათასკენ წავიდა.
-ძმობას გაფიცებ მაჩაბელი.-ხელზე დაეჯაჯგურა.
-ამის დედაც.-ამოიღმუილა და მერე ძალიან მშვიდად დაჯდა მაგიდასთან. დიმა მაინც იქ იდგა. დათა ქარიშხალი იყო, როდის წალეკავდა იქაურობას, არავინ იცოდა.
თათას მოძრაობას ადევნებდა თვალს. როგორ დაემშვიდობა ლევანს. როგორი მხიარული მოტრიალდა და გაბადრულმა შემოაბიჯა სახლში. იეჭვიანა? გაგიჟდა. მით უმეტეს დადიანი იყო ადამიანი, რომელსაც დაუფიქრებლად მოკლავდა აქამდეც და ახლა, საერთოდ.
მათკენ წავიდა გვიჩიანი. დიმას გაუღიმა და მოეხვია.
-დაბრუნებას გილოცავ სიძე.
-მადლობა.-თავადაც მოჰხვია მკლავი და მეორე ხელით დათა დააკავა.
-ყველას მოგესალმებით, მაპატიეთ დაგვიანებისთვის.-ფიზიკურად ვერ გაექცა დათას მზერას. შანთივით ედებოდა მთელს სხეულზე. მხოლოდ მზერას კი არა, მის გვერდით დაჯდომასაც ვერ გაექცა. იქით წავიდა და მაჩაბელის სურნელმა მაშინვე გააბრუა. მის გვერდით იჯდა. ხანდახან ჩუმად გადახედავდა კაცის პროფილს, რომელიც იდეალური იყო. მის მხრებს და ბოლოს ყელთან არსებულ ტატუს, რომლის ერთ ბოლოს მაისური ფარავდა.
-შენი შეყვარებული იყო?-თაიას კითხვაზე ლუკმა გადასცდა თათას. დათამ მკვლელი მზერით გახედა.
-თაია, აქ რა საჭიროა?-დიმა ეცადა სიტუაციის განეიტრალებას.
-ოჯახის წევრები ვართ აქ დიმა. მაინტერესებს ჩემს ლამაზ დას ვინმე თუ უყვარს.
-არა, ლევანი ნიცას ძმაა. ჩემი ბავშვობის მეგობარია ნიცა და იქიდან ვიცნობ.
-ჩვენც გაგვაცანი ნიცა და ლევანი.
-საკმარისია.-ცოლს მოეხვია
-თათა თუ სადმე ხარ და წამოსვლა მოგინდება მეგობრის ძმას ნუ შეაწუხებ. მე, დათა ან კაკი ვიზრუნებთ.
დათას მობილური ააწკრიალდა. საეჭვოდ გადახედა დიმამ, მაგრამ არაფერი თქვა.
-უნდა წავიდე.-კიდევ ერთხელ შეავლო თვალი თათას. განრისხებული იყო მაჩაბელი.
-გაგაცილებ-ფეხზე წამოდგა დიმა.
-არაა საჭირო.
-კარგი.-ხელი აუწია და კაკის ანიშნა გაჰყევიო.
ვინ თუ არა დიმამ იცოდა, რომ ასე არ დატოვებდა დათა სროლის ამბავს.
---
ათი წლის წინ*
-ნინას დავურეკავ და ჩამოვა იცოდე.-თაია ძლივს ამშვიდებდა აქეთ დიმას, იქით დათას.
-ნინა მაგრად დამამშვიდებს კიი.-მომხდარის შემდეგ პირველად გაეღიმა.
-დიმა მერამდენედ უნდა გაეხვათ შარში?-მოთმინება ამოეწურა ნაკაშიძეს.
-ვაბშე არაფერი ჩემო სიყვარულო. იმ ტიპმა საიდან იცოდა, რომ იქ ვიყავით, არ ვიცი.
-ისევ ისეთი ქალაჩუნაა.-სისხლი მოიწმინდა ტუჩიდან. დიმა უფრო მეტად ნაცემი იყო. ერთ სიგრძეზე დანის დარტყმის კვალიც ემჩნეოდა.
-საავადმყოფოში წავიდეთ რა.-ისევ აწუწუნდა თაია.
-კოტე მოგვხედავს.-გადაიხარხარა დიმამ და მოშორებით მიერებულ ნაცნობ მანქანაზე სისხლი გაეყინა. დათა მაშინვე წამოიმართა, მაგრამ იქიდან გადმოსული სილუეტი, რომ დაინახა გაქვავდა.
-ეს ნინაა?-თვალები მოჭუტა ბაბლუანმა.
-კი.-მიუხედავად იმისა, რომ ნინა არ იყო ქალი, რომელიც მაჩაბელის რჩეული იყო მაინც იგრზნო დამნაშავედ თავი. მაშინვე მიხვდა ვინ გაყიდა დიმა.
-ლევანის მანქანაში რა უნდა?-ფრთხილად წამოდგა ბაბლუანი.
-ზუსტად ის, რასაც შენ ფიქრობ. თაია წაიყვანე და წადი.
-დათა.
-გასაგებად გითხარი? არ წახვალ და აქვე მივახრჩობ.
-რა ხდება?-შიშისგან კანკალებდა თაია.
-არაფერი არ ხდება. წადით თქვენ და მეც მოვალ.
როგორც იქნა დაითანხმა წყვილი წასვლაზე და თავად სკამზე დაჯდა. იქ მისვლას აზრი არ ჰქონდა. შორიდან ადევნებდა თვალს. ცოტახანში მანქანიდან გადმოვიდა ნინა და თავჩაღუნულმა გაიარა დათამდე გზა. არ დაუნახავს მაჩაბელი. მხოლოდ მაშინ შეჰკივლა, როდესაც დათას მძიმე ხელი ჩააფრინდა და ინერციით კედელს ააკრა.
-სახლში ადი და მოვდივარ.
-რა ხდება?
-დედის ტ*ვნა ხდება ცოლო. ადი.
წინ ქალი მიდიოდა. უკან დიმა მიჰყვებოდა. სიბრაზე მართავდა ახლა მაჩაბელს.
კარი თითქმის შეგლიჯა და აბუზულ ქალს ზემოდან დახედა.
-ახლა რა ძალამ უნდა მაიძულოს, რომ აქვე არ დაგახრჩო?
-რა ხდება დათა?-მთელი სხეული უთრთოდა.
-შენი დედაც. რა ხდება? ჩემი ფაილები ნახე?
-დათა..
-მიპასუხე.-დაიღრიალა და მინის მაგიდა ამოატრიალა.
-კი. ვნახე.
-შენს საყვარელთან გამყიდე?
-დათაასე არაა.
-გაგ*იმა ნინა? სამადლოდ გაგ*იმა და შენ მე გამყიდე.
-დათა გთხოვ.
-ავადმყოფი ქალი ხარ. მე ხომ დამანგრიე, ახლა დიმას უსწორდები?-ახლოს იდგა.
-მისგან მე გიხსენი. მისი დამპალი არსებისგან წამოგათრიე. მამაშენის თხოვნით. და ახლა?
-არ მინდოდა...
-რა არ გინდოდა? დაახვიე აქედან. შენი ოთახიდან ფეხი აღარ გამოდგა. ხელი გაჰკრა სკამს და გაგიჟებულმა დატოვა სახლი.
---
ვისაც გაინტერესებდათ ვინ იყო დადიანი. მალე დასრულდება.



№1  offline წევრი mancho1

ამ ისტორიის კითხვა გუშინ დავიწყე და ვფიქრობდი, გამოვიზოგავ მეთქი თავებს, მაგრამ იმდენად კარგია რომ ერთნაირად შემომეკითხა <3 <3 უმაგრესი გოგო ხარ და უამრავ წარმატებას გისურვებ

 


№2  offline წევრი ქეთათო4

mancho1
ამ ისტორიის კითხვა გუშინ დავიწყე და ვფიქრობდი, გამოვიზოგავ მეთქი თავებს, მაგრამ იმდენად კარგია რომ ერთნაირად შემომეკითხა <3 <3 უმაგრესი გოგო ხარ და უამრავ წარმატებას გისურვებ

მგონი პირველი კომენტარია შენი ჩემს ისტორიაზე. მიხარია, რომ დრო დამითმე. მადლობა❤️

 


№3  offline წევრი ნენეე

მაჩაბელს თუ დამითმობ დიდად მადლიერი დავრჩები. ქეთათო, ეს არის წერის 360 გრადუსით შემობრუნება. სხვა სტილი. კარგია, რომ დაიხვეწე. მკითხველიც გრძნოს, თუ როგორ გაიზარდე. წარმატებები! საუკეთესო იყო ეს. ვნახოთ შემდეგიც...
მიყვარხარ.❤️
--------------------
ნენე გასვიანი

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

დათა და თათა ძაააალაიაააან მომწოოონს ^-^
უფრო მეტი, მათი მომენტები რააა ^-^

 


№5 სტუმარი Ana-maria

რა კარგი თავი იყო. სიყვარულმა გამათბო.ნუთუ დათას უღალატეს?ასეთი მეგობრობა მაგარია, უსიტყვოდ რომ ესმით დიმას და დათას ერთმანეთის. დიმა და თაიას სიყვარული კი ყველა ქარიშხალს გაუძლებს. ველი ახალ თავს

 


№6  offline წევრი 《Sunshine》

წინა თავში გული რამის გამისკდა მაგრამ ყვლეაფერი კარგად დასრულდა საბედნიეროდ ვგიჟდები ამ ისტორიაზე და დიდხანს ნუ გვალოდინებ ხოლმე რა

 


№7  offline წევრი ქეთათო4

《Sunshine》
წინა თავში გული რამის გამისკდა მაგრამ ყვლეაფერი კარგად დასრულდა საბედნიეროდ ვგიჟდები ამ ისტორიაზე და დიდხანს ნუ გვალოდინებ ხოლმე რა

ვცდილობ ყველანაირად. მადლობა, რომ კითხულობ❤️

Ana-maria
რა კარგი თავი იყო. სიყვარულმა გამათბო.ნუთუ დათას უღალატეს?ასეთი მეგობრობა მაგარია, უსიტყვოდ რომ ესმით დიმას და დათას ერთმანეთის. დიმა და თაიას სიყვარული კი ყველა ქარიშხალს გაუძლებს. ველი ახალ თავს

მადლობა❤️

სტუმარი მარი
დათა და თათა ძაააალაიაააან მომწოოონს ^-^
უფრო მეტი, მათი მომენტები რააა ^-^

იქნება უფრო მეტი.

 


№8 სტუმარი სტუმარი დიანა

არ მყოფნის ისეთი კარგი საკითხავია????

 


№9  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი დიანა
არ მყოფნის ისეთი კარგი საკითხავია????

მადლობა❤️

ნენეე
მაჩაბელს თუ დამითმობ დიდად მადლიერი დავრჩები. ქეთათო, ეს არის წერის 360 გრადუსით შემობრუნება. სხვა სტილი. კარგია, რომ დაიხვეწე. მკითხველიც გრძნოს, თუ როგორ გაიზარდე. წარმატებები! საუკეთესო იყო ეს. ვნახოთ შემდეგიც...
მიყვარხარ.❤️

მადლობა. მიყვარხარ ძალიან❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ლანა

ძალიან კარგი იყო მომეწონაძალიან❤❤

ძალიან კარგი იყო მომეწონაძალიან❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ანა

საუკეთესო❤️❤️
ყველაზე აქტუალური კითხვა.
შემდეგ თავს როდის დადებთ?

 


№12  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ანა
საუკეთესო❤️❤️
ყველაზე აქტუალური კითხვა.
შემდეგ თავს როდის დადებთ?

ვეცდები, რომ ძალიან მალე იყოს. წინასწარ ვერ დაგპირდებით, ბოდიშით❤️

სტუმარი ლანა
ძალიან კარგი იყო მომეწონაძალიან❤❤

ძალიან კარგი იყო მომეწონაძალიან❤❤


ძალიან დიდი მადლობა❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან კარგია,ძალიან
მაგრამ აგვიანებთ.ასე მკითხველს კარგავთ.
წარმატებები.

როდის დადებთ?

 


№14  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ქეთი
ძალიან კარგია,ძალიან
მაგრამ აგვიანებთ.ასე მკითხველს კარგავთ.
წარმატებები.

როდის დადებთ?

შესაძლოა, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი ერთგული მკითხველი მელოდება. მთავარი ესაა❤️ ხვალ დაიდება✨

 


№15 სტუმარი სტუმარი დიანა

როდის იქნება ახალი თავი? ისე ველი❤

 


№16 სტუმარი სტუმარი ქეთა

როდის დადებთ?
ერთგული მკითხველი ვარ მაგრამ ისე აგვიანებთ წინა თავში რა ხდება უკვე მავიწყდება.ინტერესიც იკარგება.
წარმატებები.

ეგ ერთგულები გაგექცევაააა
დავიღალე მართლა სქროლვით.

 


№17  offline წევრი თათია-თათა

მეც ველოდები უკვე რამდენი დღეა და დღესაც რომ არ დაიდო ძალიან დამწყდა გული :(

 


№18 სტუმარი სტუმარი ანა

ვახ,ინტერესი დამეკარგა.

 


№19  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ქეთა
როდის დადებთ?
ერთგული მკითხველი ვარ მაგრამ ისე აგვიანებთ წინა თავში რა ხდება უკვე მავიწყდება.ინტერესიც იკარგება.
წარმატებები.

ეგ ერთგულები გაგექცევაააა
დავიღალე მართლა სქროლვით.

ჩემს პრობლემებზე ხომ არ ვსაუბრობ არასდროს? რატომ გგონიათ, რომ ძალიან დალაგებულია ყველაფერი? ისტორიის წერის გარდა, უამრავი საქმე მაქვს. მაპატიეთ, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ... ადამიანი ვარ, რომელმაც ოთხი დღით დააგვიანა შემდეგი თავი. დადასტურებას ველოდები შემდეგი თავისას.!

თათია-თათა
მეც ველოდები უკვე რამდენი დღეა და დღესაც რომ არ დაიდო ძალიან დამწყდა გული :(

მეც ძალიან მწყდება გული, რომ არ გვესმის ერთმანეთის. მესმის, რომ ელოდებით, მაგრამ ამ ყველაფერს დაწერა, მოფიქრება, დაწყობა ხომ უნდა? არაა მარტივი...

სტუმარი ანა
ვახ,ინტერესი დამეკარგა.


შეგიძლიათ აღარ წაიკითხოთ! მადლობა დიდი

 


№20  offline წევრი ირო

რამდენი გვერდიც არ უნდა იყოს,რამხელა ისტორიაც არ უნდა გქონდეს დაწერილი იმდენად ემოციურად წასაკითხია,ასე მგონია ერთი მოცუცქნული თავი იყო.მადლობას გიხდი ასეთი საოცარი პერსონაჟებისთვის თავისი მაკცრი თუ თბილი ბუნებით.

 


№21  offline წევრი ქეთათო4

ირო
რამდენი გვერდიც არ უნდა იყოს,რამხელა ისტორიაც არ უნდა გქონდეს დაწერილი იმდენად ემოციურად წასაკითხია,ასე მგონია ერთი მოცუცქნული თავი იყო.მადლობას გიხდი ასეთი საოცარი პერსონაჟებისთვის თავისი მაკცრი თუ თბილი ბუნებით.

მადლობა თქვენ.ძალიან მიხარია ასეთი თბილი კომენტარები. ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent