შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XX


10-06-2021, 15:10
ავტორი ცირაკო
ნანახია 2 017

თავი XX
„ამხანაგო პოდპოლკოვნიკო!
მივიღე თქვენი წერილი, საყვედურს იწერებით, რომ ვერ გა მოვაცოცხლე მუშაობა, ამ სამი დღის წინათ ვრცელი წერილი გამოგიგზავნეო, სადაც შეძლებისდაგვარად, დაწვრილებით აღვწერე ვადიმ ურალოვის ბანდის წევრების შეპყრობა და კირა ზაბორას სიკვდილი, ეს წერილი ჯერ მიღებული არ გექნებათ და იმას უნდა ვუმადლოდე, რომ უკმაყოფილო ხართ ჩვენი – ჩემი და ხუტას მუშაობით, ხოლო ჩემს წერილს რომ მიიღებთ, იმედია დარწმუნდებით, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილი არ ვზივართ.
შეიძლება მისაყვედუროთ მხოლოდ იმ საკითხში, რომ კირა ზაბორასაგან მეტი მასალების მიღება ვერ შევძელი, მაგრამ რა მექნა, ვერ მოვასწარი, გარდაიცვალა. მართალია კირამ თავისი ამბავი ცოტა არ იყოს გააჭიანურა, მაგრამ რა მეთქვა, შეძლებისდაგვარად ვეცადე მთლიანად გადმომეცა თქვენთვის, მე მგონი ეს ამბავი ინტერესს მოკლებული არ არის, ყოველ შემთხვევაში კირა ზაბორა, მიუხედავად იმისა, რომ გერმან ბაზილის დამქაში და მარჯვენა ხელი იყო, მაინც შემეცოდა. ადამიანს წესიერი გზით უნდოდა ცხოვრება, ცდილობდა საზოგადოებისათვის სასარგებლო წევრი გამხდარიყო, მაგრამ მის და უნებურად, მისივე სი ყვით რომ ვთქვა, მგლის ბილიკზე დააწყებინეს სიარული. მის სიტყვებში მე ეჭვი არ მეპარება, არა მგონია, რომ სასიკვდილოდ განწირულმა ადამიანმა ტყუილი თქვას, უბედურება ის არის, რომ მან გერმან ბაზილის ავაზაკურ საქმიანობაზე ბევრი ილაპარაკა, მაგრამ გარდა ექიმი ნატო სულიაშვილის მკვლელობისა, დანარ ჩენ დანაშაულობებზე კონკრეტული არაფერი უთქვამს, უფრო სწორედ ვერ მოასწრო თქმა. იმედია ამ დანაკლისს სხვების დაკითხვით ავინაზღაურებთ, ვადიმ ურალოვის ბანდის სამი წევრი ხელში გვყავს, ისე რომ მათგან ცოტა მასალას როდი მივიღებთ. ჰასან კულიევის დაკითხვით უკვე დადასტურდა, რომ ჩემი მოკვლა პირადად გერმან ბაზილს, ესე იგი ვადიმ ურალოვს, დაუვალებია. თუ რატომ დაავალა, ეს მან არ იცის. მხოლოდ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს; ეჭვგარეშეა მან მნახა, მიცნო და შემდგომშიც ყოველ მხრივ ეცდება ჩემს ფიზიკურად მოსპობას. ეს არაფერი, მე ამის შემდეგ უფრო ფრთხილად ვიქნები, მხოლოდ ხუტასი მეფიქრება, ის ხომ მათთან ტრიალებს. ხუტა იმ საღამოს შემდეგ აღარ მინახავს, არ ვიცი სად არის, ისა და მერი ალბათ წავიდნენ ისე, რომ ვერ მოახერხა ჩემთვის მოეწოდებინა ცნობა. ხუტა, რა თქმა უნდა, გაფრთხილებული მყავს, თვითონაც, რო გორც მოგეხსენებათ, ისეთია, რომ მგელს ხახაში არ ჩაუვარდება, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მარტოდმარტოა და ეს მე სერიოზულად მაფიქრებს. არც ჩვენი შუამავალი ახმად ალიევი სჩანს. ის თუ საიდუმლოდ გაჰყვა ხუტას, კიდევ იმედია, რომ გაჭირვებაში დაეხმარება. ყოჩაღია, მე მას ვენდობი, ხუტაც ენდობა.
ჩვენმა ოპერაციამ დაბა დაღესტნის ცეცხლში ვერ გამოიღო სასურველი შედეგი. სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი პირადად გაემგზავრა იქ, მაგრამ შეაგვიანდა.
საქმე იმაშია, რომ ამჟამად დაპატიმრებულმა დანიელ მალდონატომ ერთგვარი სიჯიუტე გამოიჩინა და ძლივსძლიობით გამოვათქმევინეთ ვისთან იყო შეხიზნული კირა ზაბორას გოგონა სვეტლანა. ვიდრე ჩვენები ჩავიდოდნენ იქ, დაგვასწრეს, ბავშვი გაიტაცეს იქიდან. თვითონ ვადიმ ურალოვი არ ჩასულა, ვიღაც მოხუცი ქალი გამოცხადებულა, ბავშვის დედის, კირა ზაბორას სახელით.
მოხუცი ქალი ალბათ ვერონიკაა. ის გათახსირებული, როგორც ჩანს კიდევ ამოტივტივდა.
მილიციის სამმართველომ ყოველი ღონისძიება მიიღო მის აღმოსაჩენად, აქ მილიციაში იმისთანა ვეფხვებია, რომ მგონია ქვესკნელშიც კი მიაგნებენ.
ბოდიში, წერილის წერის შეწყვეტა მიხდება, სასწრაფოდ მიბარებს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი...
...გუშინწინ ღამით ჩავუჯექი წერილს, მაგრამ არ მომეცა საშუალება დამემთავრებინა,
სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის კაბინეტში ახმად ალიევი დამხვდა და მაცნობა, რომ ხუტა და მერი ბუინაკსკში არიან და რომ ხუტა სასწრაფოდ მიბარებს პირადად მე. მიზეზი ვერ მითხრა, თქვა მხოლოდ ის, რომ ხუტამ ვერ მოახერხა წერილის მოწერა. მატარებლით წასვლას ალბათ დიდი დრო დასჭირდება გადავწყვიტეთ მანქანით გამგზავრება. მანქანა განყოფილების უფროსმა შემოგვთავაზა. თან ჩემი განუყრელი მეგობარი ლეიტენანტი შამილ გაფუროვი წამომყვა, იმაზე უკეთესს მაინც ვერ წავიყვანდი ვერავის.
უკვე მზად ვიყავით წასასვლელად, ახმად ალიევმაც მოისურვა წამოსვლა, ამოიოხრა და თქვა:
– რაიმე გაჭირვება, რომ იყოს მეც მოგეხმარებოდით, მაგრამ...
სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსმა სიტყვის დამთავრება აღარ დააცადა, მიუხვდა ახალ გაზრდა პატრიოტს გულის წუხილს, მივიდა სეიფთან, გააღო, გამოიღო იქიდან შევერცხლილტარიანი მაუზერი და გადასცა მას. ახმადს თვალები გაუბრწყინდა, სტაცა მაუზერს ხელი, კონდახზე აკოცა და გულში ჩაიხუტა, განყოფილების უფროსს გაეცინა და ჰკითხა:
– სად მუშაობთ ამჟამად?
– ჯერჯერობით არსად, დიდი ხანი არ არის რაც სამხედრო მოვალეობა მოვიხადე და ოჯახს დავუბრუნდი.
– როგორ, ჯარში უკვე იყავით?
– დიახ, გახლდით და სერჟანტის წოდება მაქვს მიღებული.
– კომკავშირელი იქნებით.
– რაღა დროს ჩემი კომკავშირია, პარტიის წევრი გახლავართ. ჩვენი პოლკის პარტიულმა ორგანიზაციამ მიმიღო. აზერბაიჯანელი გახლავართ, საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული.
მანქანის საყვირი გაისმა. განყოფილების უფროსმა დაგვაჩქა რა.
– ლაპარაკის დრო არ არის, სასწრაფოდ გაემგზავრეთ და თქვენ იცით, ამხანაგი გაწერელია ტყუილად არ დაიბარებდა ამხანაგ ჩოხელს, იქნებ როგორმე ხელში ჩაიგდოთ ვადიმ ურალოვი, გზა მშვიდობისა.
ჩვენ მანქანაში ჩავსხედით, ერთი საათის შემდეგ უკვე ბუინაკ სკში ვიყავით. შუაღამე მოტანებული იყო. ქალაქის განაპირას, ერთ განმარტოებულ სახლთან, მიგვიყვანა ახმად ალიევმა. მანქანა სახლის უკან ეზოში გავაჩერეთ და შევედით ოთახში, იქ ალბათ მოგველოდნენ, რომ არ ეძინათ. ჩვენი შესვლისთანავე ახმად ალიევი სადღაც გაქრა. არ გასულა ნახევარი საათი და ხუტა გაწერელია და ის დაბრუნდნენ.
იმდენი ხნის უნახავი მე და ხუტა ერთმანეთს გადავეხვიეთ, – მოსალოცი ვარ, ჩემო არჩილ, მე თვითონ მიკვირს აქ, შენ წინ ცოცხალი რომ ვდგავარ და გიყურებ.
– როგორ? – შეშფოთებულმა წამოვიძახე. – თუ მერი არა, ჩემზე პანაშვიდის გადახდა დაგჭირდებოდა,
მე მისმა სიტყვებმა თავზარი დამცა. მართლაცდა, ძალიან შევტოპეთ, მაგრამ მეტი გზა რომ არ იყო!
იმ გომბიოს აკი მართლა შევუყვარდი, წარმოიდგინე ბოროტმოქმედსაც თურმე შესძლებია სიყვარული, თავისებური, ვულგარული, მაგრამ მაინც სიყვარული. იცი რა მტკიცე და განსაკუთრებული ნებისყოფის ქალია? ქალი კი არა ნამდვილი ალქაჯია. არაფრის წინაშე უკან არ იხევს. მე ის ვადიმ ურალოვის ყურმოჭ- რილი ყმა მეგონა, ვფიქრობდი მისი ნების ბრმა შემსრულებელი იყო, მაგრამ ასე როდი ყოფილა საქმე. ვადიმ ურალოვი, ეს პირწავარდნილი ტყის ნადირი, არა თუ დიდ ანგარიშს უწევს მერის, ცოტა არ იყოს ეშინიან კიდეც მისი.
– შენ უკვე ნახე ვადიმ ურალოვი? – შევეკითხე მე.
– მქონდა ასეთი ბედნიერება. მერედა, არ იტყვი ვინ არის ვა დიმ ურალოვი?
– ვიცი, გერმან ბაზილია. ხუტამ გაკვირვებით შემომხედა და შემეკითხა:
– საიდან იცი?
– კირა ზაბორამ მითხრა.
– კირა ზაბორამ? განა ის არ მოჰკლეს იქ, სცენაზე?
– კირა ზაბორა სცენაზე სასიკვდილოდ დაჭრეს, იგი უკვე გარდაიცვალა, მაგრამ მოასწრო ჩემთან საუბარი და ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამ მიამბო კიდეც.
ჩვენი საუბრის დროს ოთახში მხოლოდ ერთი ბერიკაცი იჯდა, რომელიც ჩვენს საუბარს ყურადღებას არ აქცევდა და საჭადრაკო ამოცანის ამოხსნაში იყო გართული. ჩვენი საუბარი ქართულ ენაზე იყო და აბა რაში დააინტერესებდა, თუკი არაფერი ესმოდა მას. ჩვენი საუბრისა. ახმად ალიევი და შამილ გაფუროვი ეზოში იყვნენ გასულები სადარაჯოდ.
– სასწრაფოდ, იმისათვის დაგიბარე, რომ ხვალღამ ვადიმ ურალოვი უნდა შევიპყროთ. უკვე ვიცი სადაც არის იგი, ამაღამ აღარაფერი მოხერხდება, უკვე გვიანია, ახლა დავიწყოთ იქიდან, როგორ წამოვედით ბუინაკსკში. შენ რომ მირჩიე მე წამეყვანა მერი და წავსულიყავი თეატრში, ასეც მოვიქეცი. მერი წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ როგორც იყო დავიყოლიე. მახაჩყალაში, სულ რაღაც ორჯერ ვნახე კირა ზაბორა. მერი სა შუალებას არ მაძლევდა შევხვედროდი მისი თანდასწრებითაც კი, ძალზე ეჭვიანია, სულ ის ელანდებოდა, რომ მე კირა ზაბორა მომწონს და მისი მიზეზით შეიძლება მერისთან ურთიერთობა გამეწყვიტა. მემუქრებოდა, ორი ქმარი მყავს მოკლული და მესამე შენ იქნებიო.
– რა, უკვე ქმრად გთვლის? – გამეცინა მე.
– ასე გამოდის. როდესაც სცენაზე კირა გამოჩნდა, ხალხი აღტაცებითა და ტაშით შეეგება. მეც დავუკარი ტაში, ის იმავე წუთში ხელებში მომვარდა და შემაწყვეტინა,
– მერი, რამ გადაგრია, რას შვრები! – გავიკვირვე.
– არ გაბედო ტაშის დაკვრა, გესმის, არ გაბედო მეთქი! – მო მაძახა. უნდა გითხრა, რომ ის საძაგელი ძალზე ღონიერია, რაღაც ვაჟკაცური ძალა აქვს მკლავებში, მე ეს კარგად ვიგრძენი მანამდისაც, იმ ღამეს კი განსაკუთრებით. როდესაც სასროლმა იჭექა და კირა სცენაზე წაიქცა, მე გავშრი, ასეთ ამბავს სრულიად არ მოველოდი, მერიმ, თითქოს ელოდაო ამისთანა შედეგს, ყურ ში ჩამჩურჩულა: ალბათ მიაგნეს ჩვენს ბუნაგს, წავიდეთ ჩქარაო. მტაცა ხელი და გასასვლელისაკენ გაემართა. როგორც იყო გამოვაღწიეთ, ქუჩაში გამოვედით და ჩქარი ნაბიჯით გავწიეთ ბინი საკენ, სადაც მე და მერი დროებით ვიყავით. ერთ ბნელ ქუჩაში, ვიღაცამ გაგვირბინა და მერის მიაძახა: „შურა, ვერას“. მე ვერაფერს ვერ მივხვდი და მერის შევეკითხე ვინ იყო ის კაცი, ან რას ნიშნავდა ეს სიტყვები?
– ახლა მაგის დრო არ არის, წამოდი ჩქარა. – მიპასუხა და გა მიტაცა, ბინაზე აღარ მივსულვართ.
ქალაქს გამოვცდით და რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ, გზატკეცილზე გავჩერდით გამვლელი ავტო მანქანის მოლოდინში.
– სად მივალთ? – შევეკითხე მე.
– შურაში, ვერ გაიგე?
– აგეთი ქალაქი არ გამიგია?
– შურა, თემირხანშურა, ეს ბუინაკსკის ძველი სახელია. საბარგო მატარებელი მოდიოდა.
– აბა მზად იყავ, – შემომძახა მერიმ, მიწაყრილზე ავარდა და კატასავით ახტა ბაქანზე, მეც ავყევი, ფეხი გამისხლტა, ხელი მოჭიდებული მქონდა, მატარებელი ალბათ გამათრევდა, რომ მერიმ დამტაცა ხელი და ამათრია. მაშინ ვიგრძენი ამ გამხდარი ქა ლის მკლავებში რა ძალაც იყო. არ ვიცი, ღონით არ დავიკვეხებ, მაგრამ არ მეგონა თუ სიცქვიტეში კაცი მაჯობებდა, აქ კი ამ ქალმა გამაკვირვა, არა მარტო ღონე, ნამდვილი კატის მოქნილობაც ჰქონდა.
– მზად იყავ, როგორც კი მივუახლოვდებით ქალაქს, უნდა გადავხტეთ მატარებლიდან.
– ვისთან მივალთ ბუინაკსკში? ჩვენი ნივთებიც მახაჩყალაში დარჩა, – დავიწუწუნე მე, – საკმარისი ფულიც არ გამოგვყოლია თან, ფულიც ნივთებთან ერთად იყო. სიმართლე გითხრა, ფული აღარ მქონდა ბევრი, ხოლო რაც მქონდა, ჯიბეში მედო.
ფულის ფიქრი ნუ, გაქვს, ადვილი საშოვარია. არც ნივთები დარჩება იქ. მივიღებთ. აი, მივალთ ვერასთან და ის ყველაფერს მოგვიწყობს.
– ვინ არის ვერა? – შევეკითხე მე.
– დეიდა ვერონიკა, მოხუცებული ქალია. ძველი ქურდი და მეძავი, ახლა კი მხოლოდ ლოთობაღა შერჩა. ჩვენი პენსიონერია. პენსიას ღებულობს ჩვენგან.
მე გაკვირვებით შევხედე. მისი ლაპარაკიდან ვერაფერი გავიგე. მან შემატყო გაკვირვება და მითხრა:
– ნუ გიკვირს. დეიდა ვერონიკა განსაკუთრებული ტიპის სულიერია. სისხლის სამართლის კოდექსი ზეპირად იცის. არ არის იმისთა მუხლი, რომლითაც იგი არ გაესამართლებინოთ, მკვლელობა, ძარცვა, ქურდობა, ხულიგნობა, თაღლითობა, გარყვნილება, მათხოვრობა, ბუნაგების მოწყობა და კიდევ ვინ მოსთვლის რაც მას ჩაუდენია. მდიდარი ოჯახიდან არის, მამამისი ძველად მექარხნე ყოფილა. თავის დროზე კარგი განათლებაც მიუღია, მაგრამ მოვიდნენ ბოლშევიკები და ყველაფერზე ხელი დააბანინეს. წლიდან წლამდი, დღიდან დღეზე ელოდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, მაგრამ ისე დაბერდა და ისევე ჩავა მიწაში, რომ თავის ნატვრის განხორციელებას ვერ ეღირსება. ადრე, ვადიმ ურალოვის მარჯვენა ხელი იყო, მისი დამხმარე, ახლა მას ვადიმ ურალოვისაგან პენსია აქვს დანიშნული. ვადიმ ურალოვი და ჩვენ ყველანი საკმაო ფულს ვუგზავნით და ცხოვრობს. ხალხში ლაპარაკობს, რომ ვითომდა შვილები ჰყავს, რომლებიც მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და ისინი უგზავნიან. ის ჯერ კიდევ საჭირო ქალია ვადიმ ურალოვისათვის. აი, ახლაც საჭირო შეიქმნა ჩვენთვის! მე მაშინვე მივხვდი, რომელ დეიდა ვერონიკაზედაც მელაპარაკებოდა ხუტა გაწერელია.
– ვიცი, ჩემო ხუტა, კარგად ვიცნობ შენს დეიდა ვერონიკას. კირამ სიკვდილის წინ ბევრი რამ მიამბო მასზედ, თავის დროზე ყვე ლაფერს გეტყვი. ხუტამ გაკვირვებით შემომხედა და მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო:
– ვიდრე ქალაქს მივუახლოვდებოდით, მატარებლიდან ჩამოვხტით. მერიმ მატარა და ქალაქის განაპირას ერთ განცალკევებულ ბინაში მიმიყვანა. გათენება მოახლოებული იყო. კარის კაკუნზე მოხუცი ქალი გამოვიდა, იცნო მერი და უთხრა:
– ჩქარა, შემოდით ოთახში, არავინ დაგინახოთ.
– უკვე გელოდი, დეიდა ვერა? – შეეკითხა მერი.
– ერთი საათია გელით. ვადიმი იყო აქ, იმან გამაფრთხილა. მე ახლა სასწრაფო დავალებაზე მივდივარ. თქვენ აქ იყავით. ხვალ დილამდე დავბრუნდები. ფიქრი ნუ გაქვთ, აქ არავინ მოგაგნებთ, – ამ სიტყვებით ჩვენი მასპინძელი გავიდა მეორე ოთახში, საიდანაც მცირე ხნის შემდეგ პალტო ჩაცმული, ხელში ჩანთით უკანვე დაბრუნდა.
– აბა, არ მოიწყინოთ უჩემოდ. თქვენთან ბოდიში პატივცემულო, – მომმართა მე, – მაგრამ არა უშავს რა, მალე დავბრუნდები. ვერონიკამ წასვლა დააპირა, მერიმ შეაჩერა.
– ასე მოულოდნელად საით გასწიეთ, დეიდა ვერა, ჩვენი მოსვლა ხომ არ გეწყინათ?
– არა, მაგას რას ამბობ, აქამდე უნდა წავსულიყავი, მაგრამ თქვენ მოლოდინში შემაგვიანდა, – საეჭვოდ გამომხედა და გა ნაგრძო, – სასწრაფო დავალება მაქვს, არ შეიძლება არ შევასრულო.
ამ სიტყვებით იგი გარეთ გავიდა, მას მერიც გაჰყვა ათიოდე წუთის შემდეგ მერი უკანვე დაბრუნდა გაცეცხლებული, სახეზე ალმური ასდიოდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ასეთი გაბრაზებული ის ჯერ არ მინახავს, ნამდვილ ძუ ვეფხვსა ჰგავდა,
– მერი, რა მოგივიდა, რამ გაგაბრაზა? – შევეკითხე მე.
– არა, არაფერი, თავის დროზე ყველაფერს შეიტყობ, – მიპასუხა მან, – დაწექი, დაისვენე, დაღლილი ხარ. იქნებ გშია? ვერას ალბათ ექნება სასუსნავი რამე.
ჩემს პასუხს აღარ მოუცადა, კარადის კარი გამოაღო. – ლოთი, გაოხრებული. არყისა და დაობებული პურის მეტი არაფერია. მაგას ოღონდ არაყი ჰქონდეს და სხვას არას დაგიდევს! – გაბრაზებულმა კარადის კარი მიაჯახუნა.
– ვის ამკობ აგრე ლაზათიანად?
– ვისა და იმ გათახსირებულ დეიდა ვერას.
მე ტახტზე გაუხდელი წამოვწექი და წავიძინე, როდესაც გამომეღვიძა უკვე დღე იყო, მერი არ იყო შინ. მაგიდასთან შუახნის ჩაფსკვნილი მამაკაცი იჯდა და მე შემომცქეროდა, დავაკვირდი, მეცნაურა, მაშინვე თვალწინ წარმომიდგა გერმან ბაზილის სურათი, როგორც იყო შევხვდი მას. დავაპირე წამოვმხტარიყავ, ვცე- მოდი და გამეთოკა, მაგრამ ეს აზრი წამსვე უკუვაგდე, ვიცოდი მარტოს მასთან შებრძოლება გამიჭირდ ებოდა. ის რაღაც ეჭვნარევი თვალებით მიყურებდა და თუმცა დამინახა რომ გამომეღ ვიძა, მაინც ხმას არ იღებდა. მე თავი ისე დავიჭირე, ვითომც არც კი მეცნოს და ვეცადე ჩემი სახისათვის გაკვირვების იერი მიმეცა, აი, თურმე როგორი ყოფილა ეს ქვეყნის ამომგდები, ავაზაკი, ვფიქრობდი მე, არაფერი განსაკუთრებული მასში არ არს, ჩვეულებრივი სახისაა, მხოლოდ თვალები აქვს ბოროტებით აღსავსე, თვალები და მეტი არაფერი.
გერმან ბაზილი, აქ ვადიმ ურალოვად დარქმეული, წამოდგა სკამიდან, მივიდა კარადასთან, გამოიღო კონიაკის ბოთლი, გახსნა, დაასხა ჩაის ჭიქაში, სულმოუთქმელად გადაჰკრა და დაასხა ხელახლა.
– ხომ არ მიირთმევთ, ყმაწვილო? – ამ სიტყვებით სავსე ჭიქა გამომიწოდა.
– მე გამოვართვი და მისი მაგალითისამებრ სულმოუთქმელად დავლიე. მას თვალები გაუბრწყინდა, თითქოს ესიამოვნაო.
– ეს მომწონს, გეტყობა ვაჟკაცი ყოფილხარ სამწუხაროდ პირველი დადასტურება ჩემი ვაჟკაცობისა ჩაის ჭიქა კონიაკის გადაკვრით მოხდა. კიდევ ხომ არ მიირთმევთ? – მომმართა მან.
– როგორც გენებოთ, – ვუპასუხე. იგი დაფიქრდა და მითხრა:
– ჯერჯერობით ეს ვიკმაროთ, ამაღამ კი ერთი კარგი დროება გავატაროთ, თქვენებურად, ქართველურად.
– მე ქართველი არა ვარ, – ვუპასუხე.
– ვიცი აფხაზი ხართ, აფხაზები და მეგრელები ისე არიან ერთმანეთში არეული, რომ ურთიერთშორის ბევრი რამ აქვთ შეთვისებული, მეგრელები კი ქართველები არიან. ისე, რომ მე ძალიან არ შევმცდარვარ ჩემს სიტყვაში.
ამ სიტყვებით მან ბოთლი კარადაში შეინახა, გაბრუნდა და გარეთ ისე გავიდა, რომ არც კი გამომემშვიდობა. მე გამიკვირდა მისი ასეთი საქციელი. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იქამდე თვალით არ მეჩვენებოდა, მაშინ კი ნუთუ იმისათვის მოვიდა, რომ კონიაკით გამმასპინძლებოდა? ყველა ეს რაღაც გაუგებარი იყო ჩემთვის. გამახსენდა ჩვენი უფროსის პოდპოლკოვნიკ ზურაბ ლომაურის ნათქვამი, რომ გერმან ბაზილი განსაკუთრებული მოდგმის ტიპია, ყველა საზოგადოებაში თავისებურად უჭირავს თავიო. მართლაც და, თუ არა კარგად დაკვირვებული თვალი, ვერავინ ვერ იტყოდა, რომ ის ავაზაკი იყო და, არა ჩვეულებრივი მოქალაქე.
მე წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. ფარდა გადავწიე. შუადღე მოტანებული იყო, მზე უხვად აფრქვევდა თავის სხივებს. ფანჯარა ღრანტე ხევს გადაჰყურებდა, ხევის გადაღმა კი დაცემული ველი იყო.
ოთახში მერი შემოვიდა. როცა დამინახა ამდგარი და ფანჯარასთან მყოფი ღიმილით მომმართა:
– გამოიძინე?
– დიახ, საკმარისად მეძინა, მაგრამ შენ? – შევეკითხე.
– შენ ჩემზე ნუ ნაღვლობ, სამი ღამე რომ არ მეძინოს, კაცი უძილობას ვერ შემატყობს. მე უკვე ბაზარი მოვიარე, სანოვაგე ვიყიდე, სადილის კეთებას შევუდექი. ძალიან მოგშივდებოდა, ვიცი. ცოტა შენაყრდი ძეხვითა და პურით, თუ გინდა სასმელიც დააყოლე, სადილიც მზად იქნება მალე.
– სასმელი უკვე გიახელი. ჩაის ჭიქა კონიაკი.
– ჩაის ჭიქა კონიაკი? – გაიკვირვა მერიმ, მაგრამ მაშინვე მიხვდა, – ალბათ ვადიმ ურალოვი იყო აქ.
– არ ვიცი, ვიღაც მამაკაცი იყო და ის გამიმასპინძლდა.
– მის მეტი არავინ იქნებოდა, უკვე გაიცანით ერთმანეთი? კე თილი... როგორ მოგეწონა?
– როგორ გითხრა, ეტყობა არ უნდა იყოს არავისზე ნაკლები ვაჟკაცი, თუმცა გულახდილად უნდა გამოგიტყდე, რაც სახელი აქვს, ის შეხედულება არა აქვს.
– არა, ახლა მოტყდა ცოტა, თორემ მაგისთანა ვაჟკაცი მეორე არ დადიოდა დედამიწის ზურგზე. თუმცა ახლაც არ ჩამოუვარდება არავის. აი, დაუახლოვდები და დარწმუნდები, რომ ეს ასეა. გვიან საღამოს ხელახლა გვეწვია ვადიმ ურალოვი.
– მერი, ამაღამ თქვენი სტუმარი ვარ, – მიმართა მან მერის, – მხოლოდ წავალ ძაღლს გადავაბამ შემოსასვ ლელთან ახლოს, არ ვიცი, ეშმაკს არ სძინავს, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
– ხომ იცი, რომ ძაღლი მე შეჩვეული არა მყავს, გარეთ აღარ გავიდე? – შეეკითხა მერი.
– რა გინდა გარეთ? თუმცა შეგიძლია გახვიდე, კარებიდან მოშორებით იქნება დაბმული, სახლიდან გარეთ გასულს არ დაჰყეფს, ისეა დაგეშილი. სულ სხვაა ეზოში თუ ვინ შემოვიდა, არავის შემოუშვებს, ძალზე ავია, ხომ იცი რა ავები არიან კავკასიური ნაგაზები.
– შენ დღეს რაღაც კარგ გუნებაზე არ მეჩვენები! – უთხრა მერიმ.
– ძალიანაც არა ვარ კარგ გუნებაზე. მაგრამ რას იზამ სუფრა გაშალე, მშია და კარგა ხანია ჩემებური დროც არ გამიტარებია. ხომ მიცნობ, მე თუ სმას დავიწყებ ან ძალიან მხიარულ გუნებაზე უნდა ვიყო, ან ძალიან ცუდზე.
– ძალიან ცდილა დეიდა ვერა ჩვენს დასახვედრად, საყვედური არ მეთქმის. – თქვა მან და სამი ჩაის ჭიქა შეავსო კონიაკით,
– აბა ეს ჩვენი გაცნობისა იყოს, – მომიბრუნდა მე, წაავლო ჭიქას ხელი, მომიჯახუნა და გადაჰკრა. მე შევყოყმანდი, არ მინდოდა დალევა. დათრობის მეშინოდა. იმ მგელკაცთან დიდი სიფრთხილე იყო საჭირო და მინდოდა შემეკავებინა თავი.
– აბა, აბა... აუწი კუდი, ნუ ინაზები გასათხოვარ გოგოსავით. არ მაფიქრებინო, რომ ვცდებოდი შენს შეფასებაში.
მე გამაკვირვა მისმა „შენობით“ მომართვამ, ალბათ უკვე შინაურად მთვლის, მე ვეცადე მისი ყურადღება არ მიმეპყრო, და იძულებული გავხდი ჩაის ჭიქა კონიაკი გადამეკრა.
– თქვე უკუღმართებო, მე აღარ მიცდით? – წამოიძახა მაგიდასთან მოსულმა მერიმ. წაავლო ხელი მესამე ჭიქას, ერთი კი მოგვაძახა, თქვენი გამარჯვებისა იყოსო და წვეთი არ დასტოვა ჭიქაში.
– აი ეს მომწონს, – აღტაცებით წამოიძახა ვადიმმა. – არ გევხარ ზოგიერთ ჭიან ბანოვანს, რა ეშმაკმა გაგაჩინა ქალად, რომელი ვაჟკაცი შეგედრება?
– კარგი, კარგი, ძალიან მაღლა ნუ ამაფრენ. მირჩევნია დააყოლო რამე, თორემ შენი ამბავი რომ ვიცი, ხელად შეთვრები. ამ ბოლო ხანებში რაღაც ვეღარ იტან სასმელს, – უპასუხა მერიმ.
– შენ ფიქრი ნუ გაქვს. ჩემო მერი, ჯერ კიდევ ბევრს გავუმკლავდები და ორივე ბეჭზე დავცემ.
ვიცოდი, რომ გერმან ბაზილს სმის დროს ბაქიაობა ახასიათებდა და უკვე რომ დაიწყო კვეხნა, მე გამეხარდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ სპირტმა თავისი მოქმედება დაიწყო.
– აბა თითოც დავლიოთ. – წამოიძახა მან და ხელახლა შეავსო ჭიქები.
– გადაირიე! – შეუბღვირა მერიმ, ჭამე. სასმელი არსად არ გარბის.
– ეჰ, მერი, რომ იცოდე რა ხასიათზე ვარ, სასმელს კი არა შხამს დავლევ. გული მიკვდება, გული. შენ არ იცი რა ბიჭები დავკარგე. დანიელ ბოშა, ხასან ლეკი და „აფთარი“. ვიღა დამრჩა?
– შენ უმთავრესი დაგავიწყდა, აზა! – ბოროტად შეხედა ვადიმს მერიმ.
– არ მინდოდა მესროლა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. როგორ წარმოვიდგენდი, რომ აზას, ბინა ჩავარდებოდა. ის ბინა განსაკუთრებული გულმოდგინებით იყო შენიღბული, მაგრამ ხომ ნახე რაც მოხდა? ვიცოდი იმ ამბის შემდეგ, აზას თეატრშივე გაბაწრავდნენ, ის კი ამ ბოლო ხანს ისე იყო განწყობილი, რომ ყველაფერს დაროშავდა, მაშასადამე ის თეატრის შენობიდან ცოცხალი არ უნდა გამოსულიყო.
– ნუთუ სხვა გზა არ იყო?
– არავითარი, შენ არ იცი აქ თბილისიდანაც არის ჩამოსული თანამშრომელი. ეჭვი არ არის მე დამდევს. როგორ მომაგნო ეს გასაკვირი და გაუგებარია ჩემთვის. მე მას კარგად ვიცნობ, რამდენჯერმე შემხვედრი იქ თბილისში. აქ ადგილობრივებს ეჭვი არ ჰქონდათ ჩემზე, ის თბილისელი ადგილობრივებსაც დააყენებს ჩემს კვალზე. აქედან უნდა ავიბარგოთ მეტი გზა არ არის. ისევ საქართველოს უნდა ვეწვიოთ. აი, ამ ახალი მეგობრის სამშობლოს მივადგეთ, სოხუმში კიდევ მყავს საიმედო მეგობრები, აფხაზეთი კურორტების ქვეყანაა, ფულიანი ხალხი ბევრია.
ვადიმმა მეორე ჭიქა უჩუმრად გადაჰკრა, პაპიროს გააბოლა და თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, განაგრძო.
– დიახ, ცხოვრება ძნელი შეიქნა. ერთ ხანს ჯგუფების ჩამოყალიბებასაც კი ვაპირებდი ამერიკული განგსტერების ყაიდაზე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ო, რომ იცოდეთ რა გეგმები მქონდა! – უცბად მომართა მან, – მე მინდოდა დანაშაულებანი დარგობრივად დამეყო. ყოველ დარგს თავთავისი მეთაური ჰყოლოდა და ამა თუ იმ დარგის ხაზით მომუშავე დამნაშავე პირები მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფილიყვნენ, დარგები კი უნდა გამეერთიანებინა ფილიალებში, რომელიც ყველა დიდ ქალაქებში მექნებოდა. საერთო ხელმძღვა ნელობა, რა თქმა უნდა, ჩემი იქნებოდა, ზუსტად ამერიკული წესით. მე მეორე ალკაპონე ვიქნებოდი. იცი თუ არა, ხომ ამერიკაში ასეთი ხელმძღვანელები სენატორების სკამებზე სხედან? მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი ასე მაღლა აწევას, სისულელეც იქნებოდა ამაზე ფიქრიც კი, აქ ხომ ამერიკა არ არის, რომ ფულით ყველა ფერი იყიდო. აქ სხვა ქვე ყანაა, სხვა მილეთის ხალხია, აკი ამიტომაც არაფერი გამოვიდა, ჩემი ნიჭი და უნარი, ჩემი ორგანიზატორული გაქანება ამერიკის პირობებში ისე გაშლიდა ფრთებს, რომ ცხოვრების სათავეში მოექცეოდი. აქ კი, აბა რაღა ვთქვა, აქ ამ პირობებში უქმია. აქ ჩემისთანა ადამიანებს მგელსავით გვდევნიან,
მერიმ ჭამას თავი დაანება და თვალებში შესცქეროდა ვადიმს. მე იმისთანა გამომეტყველება მივიღე, თითქოს მისი ველური ფილოსოფია დიდად მაინტერესებდა. ვადიმმა რამდენიმე ნაფაზი ჩაისუნთქა ღრმად, მე და მერის ისე გადმოგვხედა თითქოს უნდო და ეთქვა, თქვენ ჯერ კიდევ არ მიცნობთ მე, ჩემთან კამათი გა მოცდილ იურისტებსაც კი გაუჭირდებათო, მან განაგრძო:
– არის კრიმინალისტიკად წოდებული დარგი იურიდიულ მეცნიერებაში. კრიმინალისტიკის მიზანია დანაშაუ ლებათა გამოძიების მეთოდების შესწავლა. და თუ ყველა ეს მეცნიერების ერთ- ერთი დარგია და უმთავრესი დარგი, მაშ თვით დანაშაული რაღა ყოფილა?
– კანონის სიტყვით, დანაშაული სოციალური ბოროტებაა, – ვუპასუხე.
– რომელი კანონის? უძველეს დროში, მიუხედავად იმისა, რომ მონათმფლობელობა დიდი სოციალური ბოროტება იყო, კანონი მაინც მას იცავდა, მეპატრონეს შეეძლო მოეკლა მონა და მას კანონი არ დასჯიდა. განა ასეთივე კანონი არ ჰქონდა ფეოდა ლიზმის ხანას? განა ბატონს არ შეეძლო მოეკლა, გაეყიდა, ძაღლზე გაეცვალა თავისი ყმა? ყმა ხომ საკუთრება იყო, კანონით დამკვიდრებული საკუთრება? ბატონი ამის მოკვლისათვის პასუხს არ აგებდა, მაგრამ ყმას ოდნავი უკმაყოფილების გამოთქმისათვის კი კანონი სასტიკად სჯიდა. განა ასეთივე მდგომარეობა არ არის გამეფებული დღესაც კაპიტალისტურ ქვეყნებში? ვის მხარეზეა კანონი? უმრავლესი მშრომელების თუ უმცირესი მდიდრების? ცხადია, კანონი იყო, არის და იქნება ძალმომრეობის განსახიერება.
მე მაკვირვებდა სისხლის სამართლის დამნაშავის, გაუსწორებელი ავაზაკის ასეთი მსჯელობა. ვეღარ მოვითმინე და შევეპასუხე:
– კარგი და ჩვენს ქვეყანაში ხომ არ არის ძალმომრეობა? აქ ხომ კანონი უმრავლესობის, მშრომელი უმრავლე სობის დამცველია.
ვადიმმა გადაიხარხარა. შემდეგ თვალები გესლიანად შემომანათა და მომახალა.
– მიამიტო ბალღო, აქ არ არის ძალმომრეობა? თუ სახელმწიფოა, მაშასადამე ძალმომრეობაც უნდა იყოს. თუ ხელისუფლებას დამსჯელი ორგანოები აქვს. მაშასადამე ძალმომრეობაც არის.
– მაგრამ, ეს მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლის ადამიანთა ნორმალურ ცხოვრებას.
– არა, არ არის სწორი. მე მაიძულებენ ვიმუშაო მაშინ, როდესაც მე არ მსურს, ვიმუშაო იქ, სადაც არ მსურს. იქნებ ჩემი გუნებაგანწყობილება მიკარნახებს კვირაში ერთ დღეს ვიმუშაო იმ თვეში, მომავალ თვეში კი არც ერთი დღე არ დავისვენო, სულ შრომაში გავატარო. შენ კი დამიკანონე განსაზღვრული საათები სამუშაოდ... რა, განა ეს ძალმომრეობა არ არის?
– ასე რომ იყოს, ყველა რომ თავის ნებაზე მიუშვა, მაშინ ანარქია იქნებოდა.
– ამ სიტყვას უფრთხილდი, ყმაწვილო, სიტყვა „ანარქია“ ძვირფასი ტერმინია. არ დაივიწყო, რომ სწორედ ეს არის ყველაზე სწორი გზა. ანარქიზმის დროს ყველა ადამიანი თავისუფალია. ყველა აკეთებს იმას, რაც მოესურვება, სადაც მოესურვება და როგორც მოესურვება.
მე უკვე მივუხვდი მას. აი, სად გამომჟღავნდა მისი ნამდვილი სახე. რა თქმა უნდა ანარქიზმი, მიუხედავად იმისა რომ უკანონობის, არევ-დარევის და ქაოსის განსახიერებაა, მაინც არ აკანონებს, სისხლის სამართლის დანაშაულებებს, აქ კი ამას თავისებურად ესმოდა ანარქიზმი.
– განა ანარქიზმის დროს არ იქნება ძალმომრეობა?
– რა თქმა უნდა იქნება, ისევე, როგორც ყოველთვის. ჩემის გაგებით ძლიერი მუდამ უნდა სჯობნიდეს სუსტს. სუსტს არა აქვს უფლება არსებობისა, ალბათ წაკითხული გექნება ჯეკ ლონდონის „ზღვის მგელი“, გაიხსენე მგელი ლარსენი, ის ძლიერების განსახიერებაა.
– ძლიერების თუ ძალის?
– როგორც გინდა ისე გაიგე. თუნდაც ძალი იყოს, მე სიტყვა ძლიერებაში ფიზიკურ ძალას ვგულისხმობ. ვინ დაუპირისპირა ავტორმა ამ ძალოვანს? უხერხემლო იდეალისტი, წიგნის ჭია ვან ვეიდენი. არ დაივიწყოთ, რომ მგელი ლარსენი მატერიალისტია. მართალია არა იმ გაგებით, რომელსაც დღეს ჩვენში ჰქადაგებენ, მაგრამ მაინც მატერიალისტი. ცხვარი იმისათვის არის გაჩენილი, რომ მგელმა შეჭამოს. მგელი ამაში არ არის დამნაშავე. მას რომ შეეძლოს ბალახის ძოვა, მაშინ ცხვარს აღარ შეჭამდა, ბალახს მოძოვდა. ცხვარი? ეს თითქმის ყველაზე უწყინარი არსება, განა იგი კი არ ჩადის ბოროტებას? ის ხომ სძოვს ბალახს. ბალახი კი ცოცხლობს, არსებობს. ცხვარი არ აცდის მას ვიდრე ბალახი გახმება, მოკვდება, თივად გადაიქცევა, არა, იმას ახალი, ნორჩი, ცოცხალი ბალახი უნდა. განა ადამიანები არ სჩადიან ყოველ ნაბიჯზე ბოროტებას? ყველაზე უპატიოსნესი ადამიანთა შო რის, რომელიც ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს, სიამოვნებით მიირთმევს მწვადებს და სრულებითაც არ ფიქრობს იმაზე, რომ ის მწვადი ოდესღაც სულიერი არსება იყო, რომელიც ადამიანს არავითარ ცუდს არ უკეთებდა, ეს კი დაკლეს იმისათვის, რომ ადამიანმა მისი მწვადით ისიამოვნოს. ახლა ეს მითხარი, იმ საბრალო ცხვრისათვის, განა მგელი და ადამიანი ერთი არ არის? მართალია მგელი ცხვარს უმად მიირთმევს, ადამიანი კი ნაირ-ნაირ კერძებს აკეთებს და ასე გეახლებათ, მაგრამ ცხვრისათვის ერთი არ არის, მოხრაკული ან შემწვარი სახით შეჭამენ თუ უმად? საბრალო ცხვარი ადამიანს აძლევს ბატკანს, მატყლს, რომლი თაც ის იმოსება, რძეს, ყველს, ადამიანი კი ბოლოს თვითონ მა საც შესანსლავს ხოლმე, ადამიანი ძროხას წველის, მისი რძისაგან აკეთებს კარაქს, ხაჭოს, არაჟანს, ყველს, ხდის ნაღებს და სანსლავს და ერთხელაც არ უფიქრდება, რომ ამ რძეს ის ხბოს ჰპა რავს. რატომ არ წველის ადამიანი ვეფხვს ან ლომს? რატომ არა ჭამს მათ ხორცს? იმიტომ, რომ ვეფხვიცა და ლომიც ძლიერნი არიან, ის მათ ვერ მოერევა, მას რომ შესძლებოდა მათი მოშინაურება, მათი ჯოგისა და ნახირის გაშენება, ისევე მოექცეოდა, როგორც სხვა მოშინაურებულ პირუტყვს. ადამიანი თოფითა ჰკლავს მგელს, ტურა, მელას, აფთარს, რატომ? იმიტომ რომ ისინი ერჩიან ცხვარს, ქათამს და ეს მას ბუნების კანონის დარღვევად მიაჩნია, მგელი ბალახს ვერ მოსძოვს, მისი კუჭი ბუნებას ასე მოუწყვია, რომ ბალახს ვერ მოინელებს. თუ ცხვარი არ შეჭამა, შიმშილით მოკვდება. ადამიანს მაინც უკანონოდ მიაჩნია მგლის საქციელი. თვითონ რაღას სჩადის? თვითონ, რომელიც კარგად გეახლებათ პურეულსაც, ბოსტნეულსაც, ხილეულსაც. ამასაც არ კმარობს, სიცოცხლეს უსპობს სულიერს, ნთქავს მას და ეს კი სრულიად კანონიერად მიაჩნია, რატომ ჭამს ადამიანი კურდღელს, და არა მგელს, იმისათვის, რომ ის საბრალო გულნამცეცა ლაჩარია, ადვილი მოსაკლავი, მგელი კი ძნელი. პირველყოფილი ჩვენი წინაპარი, თვითონაც გულნამცეცა, ცარიელი ხელითაც ერეოდა კურდღელს და კისერს უგრეხდა, მაშინ, როდესაც მგლის მოსაკლავად კეტითაც კი უძლური იყო. ჰოდა, იმავე გულნამცეცა ადამიანმა დააწესა შეჭამოს ის, რომელიც მასზე სუსტია, ხოლო გაექცეს იმას, რომელიც მასზედ ძლიერია. ყველა ამის შემდეგ მითხარი რა არის ადამიანი? არის, თუ არა იგი ყველა ცხოველთა შორის ყველაზე ცბიერი, ბიწიერი, მანკიერი, ბოროტი, გულქვა, ღრძო, ქვეშქვეშა, ქედმაღალი, მლიქვნელი, გარყვნილი, ავყია, პირფერი, ორგული და სხვა კიდევ მრავალი, რომლის ჩამოთვლასაც დიდი დრო დასჭირდება? ტყის ნადირი როდესაც მაძღარია, არავის არაფერს არ ერჩის, ადამიანი კი ჰკლავს ისეთ სულიერსაც კი, რომელიც მას არაფერს უშავებს და არც საჭმელად გამოადგება, რისთვის? ისე, ერთობა. პირუტყვმა თუ მონახა თავისი ტოლი, სიკვდილამდე მისი ერთგულია, ადამიანის ბუნება კი ღალატით არის აღსავსე; პირუტყვი ერთგულია თავისი ჯიშისა და მოდგმის არსებათა, ადამიანის გული კი აღსავსეა შურისა და ღალატის გრძნობებით. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? მხოლოდ ერთის: ძალა, აი რა არის უმთავრესი ამ ცხოვ რებაში. ვისაც მაგარი მკლავი აქვს, ლელო მუდამ მას გააქვს. ვინც მოქნილია, ის მჯობნიც არის. სუსტმა მუდამ უნდა დაუთმოს გზა ძლიერს. სუსტი უნდა მოკვდეს, რომ ძლიერმა თავისი ადგილი მონახოს ცხოვრებაში.
მე გაკვირვებული ვუსმენდი მის ასეთ მსჯელობას, შევცქეროდი თვალებში და ვფიქრობდი: ნუთუ ამ მგელკაცისთვის ადამიანების მხოლოდ უარყოფითი მხარეებია ცნობილი, ნუთუ იგი ვერ ამჩნევს ადამიანების დადებით მხარეებს? ღალატს რომ ხედავს, პატიოსნები ნახვა რაღად გაუჭირდა? რატომ ერევა მას ძლიერება და ძალმომრეობა ერთმანეთში? კიდევ ათასი აზრი მიტრიალებდა თავში, რომ უცბად შემომესმა მისი შეკითხვა:
– რას იტყვით, ვარ თუ არა მართალი? სწორია თუ არა ჩემი მსჯელობა?
რა უნდა მეპასუხა მისთვის, იმ ადამიანისათვის, რომელსაც ყველაფერი უკუღმა ესმის და ძალმომრეობა ფეტიშად გადაუქცევია? ესღა მოვახერხე მეპასუხა:
– გამოდის, რომ ძალმომრეობა თქვენთვის კულტია.
– დიახ, სწორი ხართ. მე მწამს, ვეთაყვანები მას და ვერავინ ვერ შეარყევს ჩემს რწმენას.
მან კონიაკით სავსე ჭიქას დასტაცა ხელი და წამოიძახა: –გაუმარჯოს ძალმომრეობას! – ისე გადაჰკრა, თითქოს ერთი ყლუპი ყოფილიყო ჭიქაში.
მან ახალი პაპიროსი ამოიღო, გააბოლა, ნაფაზი ღრმად დაარტყა და განაგრძო:
– მე შრომა არ მიყვარს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უქნარა ვიყო. დიდი მოძრაობისა და გაქანების კაცი ვარ, ჩემი ერთ ადგილზე გაჩერება არავითარ ძალას არ შეუძლია. ოჯახს აქ მოვკიდებივარ და არც მწამს იგი, თავისუფლება ყველაფერში და ყველგან, თავისუფლება ცხოვრებაშიც და მოქმედებაშიც, ეს ჩემი დევიზია. მე არ ვმალავ, ავაზაკი ვარ, სისხლის სამართლის ბოროტმოქმედი. ინგლისელ სახელგანთქმულ მწერალს სტივენსონს თავის რომანში სათაურით „განძთა კუნძული“, ასეთი შესანიშნავი გამოთქმა აქვს: „მკვდრები არ იკბინებიან“.
მის ამ სიტყვაზე ტანი ამეჭინჭრა, კარგად ვიცოდი ვისთანაც მქონდა საქმე, მაგრამ ამ სიტყვის შემდეგ ნათელი შეიქნა ჩემთვის, რომ მისგან დანდობაზე რაიმე ფიქრიც კი მიამიტური სირეგვენე იქნებოდა, საკმარისი იყო ერთი სიტყვა წამომცდენოდა, რომელიც მას ეჭვს აღუძრავდა ვინც ვიყავი ნამდვილად, რომ მორჩა, გათავდა, ჩემს არსებობას წერტილი დაესმებოდა, რატომღაც მეგონა, რომ ჩემი სხეულის ყოველი ნაკვთი, ჩემი გამოხედვა, ხელის ან ფეხის განძრევაც კი გამომამჟღავნებდა მის წინაშე და მერე რა მომელოდა გასაგებია. მართალია ჯიბეში დამბაჩა მედო, მაგრამ ჯიბისაკენ ხელი ვერ წამეღო იმისი შიშით, რომ გერმან ბაზილს ეჭვი არ აეღო. ვიჯექი სკამზე განწირული ადამიანის მდგომარეობაში, ვუსმენდი მას, ვიღიმებოდი, ხშირად თავსაც კი ვუქნევდი დასტურის ნიშნად. მეტი რა გზა მქონდა ის კი კონიაკისაგან შეხურებული განაგრძობდა:
– დიახ, სწორია, მკვდრები არ იკბინებიან და თუ გინდა ნაკლები საშიშროება მოგელოდეს ნუ დაინდობ ნურავის, დაასწარი და მოკალი, თორემ თუ მან დაგასწრო, შენი საქმე გათავებულია. ამ შემთხვევაში მე შესაძლებლობისდა მიხედვით ბებუთს ვაძლევ უპირატესობას. ის არ ყვირის, თუმცა, როდესაც სხვა გამოსავა ლი არ არის, სასროლსაც მივმართავ ხოლმე, ადამიანი შემთხვევითი მოვლენაა ქალ-ვაჟთა ურთიერთობისა. საკმარისია ჩვენი ჩასახვის დროს, ალერსის გუნებაზე არ ყოფილიყვნენ ჩვენი მშობლები, რომ ჩვენ ქვეყანაზე არ გავჩნდებოდით, მაშასადამე თუკი იგი შემთხვევითი მოვლენაა, მისი ყოფნა არ ყოფნით ქვეყა ნას არაფერი შეეცვლება. მოკვდა ადამიანი, მერე რა რომ მოკვდა? ამითი არარატის მთა არ დაძრულა ადგილიდან და იალბუზს არ დასჯახებია, არც შავ ზღვას გადაულახავს კავკასიონის მთები და ველები და კასპიის ზღვას არ შეერთებია. იესო ქრისტე, რო გორც ეს სახარებაში სწერია, თურმე ფეხშიშველი დადიოდა, მარხულობდა, მუშაობდა, ის ხომ დურგალი იყო, ვირზე ჯდებოდა და ისე მგზავრობდა, ასე იქცეოდა ის, რომელიც ძედ ღვთისად, ღმერთად შეიცნეს, ახლა მის წარმომადგენელს ამ ქვეყნად, რომის პაპს არ იკითხავ? პაპი განცხრომაში და ფუფუნებაში ცხოვრობს, წინათ ოქროთ, მოვარაყებული ეტლით დადიოდა, ახლა ალბათ საუკეთესო მარკის ავტომანქანით დაბრძანდება. იესო ქრისტეს ძოწეული ემოსა, პაპი კი დააბა ატლასში, ხავერდში და აბრეშუმში არის გამოხვეული. რაღა მარტო რომის პაპი, განა ყველა მღვდელთმთავრები ასე არ სჩადიან? ადამიანები, მორწმუნე ადამიანები სჩადიან დანაშაულს, შემდეგ ლოცულობენ, ღმერთს შესაწირავს უგზავნიან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ქრთამს აძლევენ ღმერთს და დანაშაულიც ეტევებათ, ის, ვისაც საიქიო სწამს, სჩადის დანაშაულს, მე, რომელსაც არავითარი საიქიო არა მწამს, რატომ არ შემიძლიან ჩავიდინო იგივე დანაშა ული? მე თუ მოვკალი ადამიანი, შეიძლება საზოგადოებისათვის უვარგისი, ცხოვრებისათვის ზედმეტი, მაგრამ მაინც ადამიანი, დამიწყებენ დევნას და იქამდე არ მომეშვებიან, ვიდრე არ შემიპყრობენ და სასტიკად არ დამსჯიან. ახლა წარმოიდგინეთ ამისთანა რამ: როდესაც უცხოელები ჩადიან ეგვიპტეში, ისინი განცვიფრებულნი არიან ძველი ეგვიპტის პირამიდების გრანდიოზულობით, მაგრამ განა რომელიმე ფიქრობს, რომ იმ უზარმაზარი ძეგლების აგება რამდენ ათეულ და ასეულ ათასს ეგვიპტელ მშრომელს სიცოცხლის ფასად დაუჯდა? რაში სჭირდებოდა ეგვიპტის მშრომელ ხალხს პირამიდები? არაფერში, პირიქით, იმ ქვეყნი სათვის, რომელიც გარშემო უდაბნოებით არის შემოფარგლული, ნოყიერი მიწის ყოველი მტკაველი სასიცოცხლო რამეს წარ მოადგენდა, აქ კი ფარაონები არა მარტო გულგრილად უცქეროდნენ როგორ იჟლიტებოდნენ ხალხი მშენებლობაზე, არამედ ათეულ ათას ჰექტარ ნოყიერ მიდამოს ართმევდნენ ხალხს, რათა იმ პირამიდებში სიკვდილის შემდეგ მათი მუმიები დაეცვათ და ეს ფარაონები ისტორიაში შევიდნენ, როგორც უდიდესი ხალხი. ეკატერინე მედიჩიმ თავისი შვილის, საფრანგეთის მეფე კარლოს მეცხრის დასტურით „ბართლომეს ღამეს“ ჰუგენოტები ამოჟლიტა, მაგრამ არც იგი და არც კარლოსი ჯვარზე არავის გაუკრავს ამ გაუგონარი დანაშაულისათვის. ჩინგიზ ყაენმა და შაჰაბასმა სისხლით მორწყეს მთელი აზია, მაგრამ მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია, ალექსანდრე მაკედონელი, ჰანიბალი, იულიუს კეისარი, ნაპოლეონი, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა ხოცვა-ჟლეტით, იყვნენ სახელგანთქმულები, მაგრამ მათი სახელი შარავან დედით მოსავს სამხედრო ხელოვნებას და ისინი და მრავალი მათნი მსგავსი თავ-თავის ეპოქის უდიდეს მხედართმთავრად არიან აღიარებული და არა ავაზაკებად. ავიღოთ იოანე მრისხანე, რომელმაც სისასტიკით კალიგულასა და ნერონსაც კი გადააჭარბა, იმან ორი თავისი საკუთარი ცოლი ანასტასია და მარიამი შხამით გამოასალმა წუთისოფელს. შხამს კი ღებულობდა ჰოლანდიელ ექიმ ბომელიუსისაგან, რომელიც დასწვეს მისი დანაშაულებრივი საქმიანობისათვის. და ბოლოს იმავე იოანე მრისხანემ, როდესაც სიბრაზე მოერია, საკუთარი შვილიც კი არ დაინდო, კვერთხით თავი გაუპო და მოკლა. ფილიპე ესპანელმა აუ არებელი ხალხი გაჟლიტა, კათოლიკურმა ეკლესიამ კი ის არ შეაჩვენა, არამედ თითქმის წმინდანადაც აქცია, კიდევ გნებავს მაგალითები მგონია საკმარისია, არა? როგორც ხედავთ მეც ბევრი რამ წამიკითხავს. მე მარტო დიდი გზის ავაზაკი კი არა ვარ, მარტო ყომარბაზი და ლოთი როდი ვარ, სერიოზული მსჯელობის უნარიცა მაქვს, ამის შემდეგ, განა ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ყველა ქვეყანაში და ეპოქაში ძალმომრეობა იყო, არის და იქნე ბა? თუ გვირგვინოსანი აუარებელ ხალხს ჟლეტს ის გმირია, ხოლო მე თუ კაცი მოვკალი – ავაზაკი ვარ. შეგიძლია მიპასუხო, რომ ისინი მტრებისაგან იცავდნენ თავსაო, იმიტომ ომობდნენ და ხალხიც იჟლიტებოდაო... მაგრამ ეს აბსურდია. ნაპოლეონი ეგვიპტის მამლუკებს რომ ანადგურებდა, საფრანგეთიდან ათეულ ათასობით კილომეტრობით იყო დაშორებული, მაშასადამე იქ არაფერ შუაში იყო საფრანგეთის ინტერესები. მამლუკთა მხედრობას უძლეველის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და მათი დამარცხებით ნაპოლეონი მხოლოდ თავისი საკუთარი პიროვნების საქმეს აკეთებდა. ლუი პასტერის და ჯეიმს უატის, ჯენერისა და მეჩნიკოვის სახელები ბევრმა არ იცის, ალექსანდრე მაკედონელი კი ყველას პირზე აკერია. მის სიტყვებზე თავს ვიკავებდი, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და წამოვიძახე:
– საბჭოთა ქვეყანაში ეს ამბები არ ხდება. საბჭოთა ადამიანები სულ სხვაგვარი ხალხია. აქ კაცობრიობის ბედნიერებაზე მზრუნველებს, ძეგლებს უგებენ.
– მართალი ხართ, მაგრამ მაკედონელსა და ნაპოლეონს მა ინც სთვლიან დიდ ადამიანებად. იქნებ გგონიათ რომ საბჭოთა ქვეყანაში არ არის ძალმომრეობა? თუ ეს ასეა, მაშ არც სახელმწიფო ყოფილა. საბჭოთა ქვეყანაშიც ხომ არის დამსჯელი ორგანოები, სასამართლო, პროკურატურა, მაშასადამე ყოფილა ძალმომრ ეობაც. მე თუ ვმსახურობ სადმე, შენ მაიძულებ მაინცდამაინც დილის ცხრა საათზე გამოვცხადდე სამსახურში, ნაშუადღევის პირველიდან ორამდე შევისვენო, ხოლო მინდა თუ არ მინდა, საღამოს ექვსამდე ვიმუშაო. განა ეს ძალმომრეობის ერთ-ერთი გამოხატულება არ არის?
მე ვერ მოვითმინე და შევძახე:
– ისევ ანარქია...მან სიტყვა შემაწყვეტინა, აღარ მომცა ლაპარაკის საშუალება.
– დიახ, ანარქია, წეღან უკვე ვილაპარაკე ამაზე, ანარქიაზე სწორ წყობილებას, სახელმწიფოსათვის ადამიანი ვერც წარმოიდგენს. იქ ადამიანის პიროვნება თავისუფალია, იქ არ არის ისეთი სულელური რამ, რომელსაც ზნეობრივ ნორმებს უწოდებენ. მე იქნება მინდა შარვალი თავზე წამოვიცვა, ხოლო ხალათი ლაჯებში ამოვიჩარო და ისე ვიარო? დღევანდელ დღეს მე რომ ეს გავაკეთო საგიჟეთში მიკრავენ თავს, ანარქიული წესწყობილების პირობებში კი შეიძლება ეს მოდად მიიღონ და მიმბაძველებიც კი გამომიჩნდნენ.
მერიმ, რომელიც აქამდე უსიტყვოდ შეჰყურებდა და გატაცებით უსმენდა ვადიმ ურალოვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნათქვამიდან ბევრი არაფერი გაეგებოდა, ისე გადაიხარხარა რომ ჩვენ ორივენი გაკვირ ვებით შევაცქერდით მას.
– მაშ, გამოდის, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავდაყირა იარონ? – სიცილით ძლივს ძლივობით წარმოს თქვა მან.
– ეს ადამიანის ნებასურვილზე არის დამოკიდებული. ვისაც როგორც სურს, ისე მოიქცევა. იქ პიროვნება არ იქნება არაფრით შეზღუდული, – სერიოზულად მიუგო მას ვადიმ ურალოვმა. შემდეგ დასტაცა ხელი ჭიქას.
– გაუმარჯოს კაპიტან ლარსენს! – წამოიძახა და გადაჰკრა. კარგად ვგრძნობდი, რომ სანახევროდ შეშლილ ადამიანთან მქონდა საქმე. არც საკვირველია. ჩემს თვალწინ ერთი ბოთლი კონიაკი საკუთრივ გამოცალა ჩაის ჭიქებით. ვიცოდი, რომ მორ ფინისტიც იყო მთელი თავისი სიცოცხლე ლოთობაში, გარყვნილებაში და ავაზაკობაში გაეტარებია. კიდევაც საკვირველია აქამდე მთლად დასაბმელი რომ არ გახდა. ვხედავდი რომ სოფისტური მსჯელობა ემარჯვებოდა. მისი მოყვანილი მაგალითები ისტორიულ პიროვნებათა შესახებ თავისებურად იყო განმარტებული ეპოქის, კაცობრიობის იმდროინდელი განვითარების დონის, შემეცნების და ისტორიული პირობების გათვალისწინების გარეშე. მისი მგლისა და ცხვრის ფილოსოფია აშკარად ამჟღავ ნებდა ამ ადამიანში, რომ მას შეიძლება ბევრი რამ ჰქონდა წა კითხული, მაგრამ დასკვნები თავისებური გაგებით ჰქონდა გამოტანილი, არც ანარქიზმის ბუნება ჰქონდა სწორად გაგებული, როდესაც ძალმომრე ობას კულტად აქცევდა. უნდა გამოვტყდე, რომ მას ჩემზე მეტი, გაცილებით მეტი ჰქონია წაკითხული და მასთან კამათი გამიჭირდებოდა. მაგალითად ჯეკ ლონდონის ზოგიერთი ნაწარმოები კი მქონდა წაკითხული, მაგრამ ზღვის მგელი, კაპიტანი ლარსენი პირველი გაგება იყო ჩემთვის.
მან მოკლედ მიამბო, როგორ იზრდებოდა ფუფუნებაში ბავშვობიდანვე. შრომა, განსაკუთრებით ფიზი კური, მას თავისი პიროვნების დამცირებად მიაჩნდა. ბევრი ფულების წყალობით შესჩვევია ლოთობას, ყომარბაზობას. ფულს მის თვალში ყოველგვარი ფასი და ღირსება დაუკარგავს, ვინაიდან იგი მუდამ უშრო მელად უვარდებოდა ხელში. ბუნებას იგი დაუჯილდოვებია ფენომენალური მეხსიერებით, განსაკუთრებული ფიზიკური ღონითა და ჯანმრთელობით, არასწორი აღზრდის პირობებს მასში ავი ზნე შთაუნერგავს. ფული რომ შემოჰკლებია შემოსავლის, იოლი გზა მოუნახავს, მისივე სიტყვით რომ ვთქვა, მგლად გადაქცეულა და მგლის ბილიკით დაუწყია სიარული. ერთი სიტყვით, რუსულ ანდაზისა არ იყოს: „რამდენადაც ღრმად შეიჭრები ტყეში, იმდენად მეტ შეშას წააწყდები“. ის სრულიად წყნარად, აუღელვებლივ ლაპარაკობდა, სად ვინ გაძარცვა და სხვა მრავალი ამგვარი. ამ ვე ლურ ადამიანში სინდისის ნატამალიც კი არ მოიძებნებოდა, ზნე ობა მისთვის ფუჭი სიტყვა იყო, ძალმომრეობა, აი რას ეთაყვანბოდა, რას აყენებდა ყველაზე მაღლა.
– იქ, კავკასიონის ქედს გადაღმა, განსაკუთრებული მოდგმის ხალხია, შენ მე ასე ადვილად ვერ გამიგებ, მაგრამ შემდგომში შეიტყობ, რამდენად მართალი ვარ მე ყველა ფერში, – მედიდურად წარმოთქვა მან, როდესაც თავისი ქარაგმულად ნათქვამი ცხოვრება ამიწერა. მას ამ ერთხელაც არ წამოსცდენია, რომ ეროვნე ბით ქართველი იყო, რომ მისი ბებია, რომელმაც ის ასე უკუღმართად გაზარდა, თბილისის მკვიდრი იყო.
– თქვენ არ იცით, როგორი ხალხი ცხოვრობს კავკასიონის ქედს გადაღმა და ვერც იმსჯელებთ მათზე! მივაძახე მე. მან ირონიულად გამიღიმა და მიპასუხა.
– ვინ, მე არ ვიცი იქ რა ხალხი ცხოვრობს? საბჭოთა ქვეყნის არც ერთი კუთხე არის, რომ მე არ ვიცნობდე და განსაკუთრებით კი თქვენი ქვეყანა.
– თქვენ, რუსმა, აბა საიდან უნდა იცოდეთ?
– მე ისეთივე რუსი ვარ, როგორც შენ აფხაზი.
– როგორ? – წამოვვარდი მე ადგილიდან, განა ეჭვი გეპარებათ?
– არა თუ ეჭვი მეპარება, სრული დარწმუნებული ვარ, ჩემი სახელი ვადიმ ურალოვი ისეთივე მოგონილია, როგორც თქვენი – მიხეილ ჩაჩბა. თქვენ ერთი სიტყვაც არ იცით აფხაზური, თქვენ მიერ რბილად გამოთქვა სიტყვებისა ადასტურებს, რომ მეგრელ თა ტომს უნდა ეკუთვნოდეთ.
– ეს ჯერ კიდევ არაფერს არ ნიშნავს. ამით ვერ დაამტკიცებთ...
მან სიტყვა ჩამომართვა, აღარ დამაცადა მეთქვა:
– ამითი ხომ დავამტკიცებ? – მან ჯიბიდან ჩემი სურათი ამოიღო და თან რაღაც წერილი ამოაყოლა, – ნუ გაგიკვირდება, აქ არავითარ ჯადოქრობას არა აქვს ადგილი. ეს სურათი მე გადაგიღე საიდუმლოდ, ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც კი არ გქონდა. ეს მე სანდო კაცს გავუგზავნე სოხუმში და მან აი რა მომწერა: „არავითარ ჩაჩბას არ ეკუთვნის ეს სურათიო“. აქ კიდევ სწერია ბევრი რამ, მაგრამ ამას ამჟამად არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.
მე თავში გამიელვა, რომ უკვე გამომჟღავნებული ვიყავი, რომ ჩემი წუთები უკვე დათვლილი იყო, ფეხზე წამოვვარდი და ჯიბეზე ვიტაცე ხელი, ისიც წამოდგა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ. მე სასწრაფოდ ვიძრე დამბაჩა. მაგრამ ვაი საშინელებავ, დამბაჩის მაგივრად ხელში რკინის მოღუნული ნაჭერი მეჭირა. ის მო მიახლოვდა, ირონიულად გაიღიმა და მითხრა:
– ნუ გეფიქრებათ, ყმაწვილო, თქვენი დამბაჩა საიმედო ადგი ლას არის შენახული. დაბრძანდით, დაიღლებით ფეხზე დგომით. მე გაშეშებული ფეხზე განვაგრძობდი დგომას. როგორ, დამბაჩა ამოუცლიათ, განვუიარაღე ბივარ. ალბათ უკვე წინასწარვე ჰქონდა მოკვლის განზრახვა. მერი წყნარად იჯდა, მაგიდასთან, შემოგვყუ რებდა ორივეს სერიოზული სახით და გაჩუმებული არა ვითარ მონაწილეობას არ ღებულობდა ამ ამბავში. ნუთუ მერიმაც მიღალატა? მაგრამ აქ რა არის გასაკვირველი? განა მერე ისეთი ვე ავაზაკი არ არის, როგორც ვადიმ ურალოვად მონათლული ავი სული, რომელიც ჩემს წინ სულთამხუთავივით აშოლტილა?
– დაჯდებით თუ არა? – მკაცრად შემომიტია ვადიმ ურალოვმა და მოულოდნელად მარცხენა ისე მაგრად შემომკრა სახეში, რომ მე წონასწორობა დავკარგე და კინაღამ წავიქეცი. სხვა გზა არ მქონდა, ვეცი მარცხენა ხელში და გადავუგრიხე, მას თუმცა ემწვავა, მაგრამ მისმა მკვრივმა კუნთებმა იხსნეს იგი ღრძობისა გან. ჩვენს შორის შეიქნა ხელჩართული ბრძოლა, მართალია მე სამბოს ყველა შესაძლებელი ილეთი გამოვიყენე, ჩემი სიმკვირცხლის იმედიც მქონდა, მაგრამ ის ვეშაპი, არ ვიცი, ფოლადისაგან თუ იყო ჩამოსხმული, კამეჩისებური ღონე ჰქონდა. აშკარად ვხედავდი, რომ მჯაბნიდა. მცირე ბრძოლის შემდეგ ვიგრძენი, რომ ყელში მწვდა და ხელი მომიჭირა. სუნთქვა შემეკრა, თვალები გადმოვკარკლე, ღონე თანდათან მელეოდა, ქათამივით ვფართხალებდი.
– კმარა, კმარა! მართლა არ მოგუდო ეს საცოდავი! – შემომესმა ბუნდოვნად. ვადიმმა თავი დამანება. მერიმ წყლის პკურებით მომიყვანა გონს.
– მხეცი ხარ, მხეცი აბა ამ ბავშვს სად შეუძლია შენთან მოვი დეს, ღონეში? – გაბრაზებით ეუბნებოდა მერი ვადიმს.
– მე რა, ისე ცოტას წავიხუმრე, – ვითომდა იოხუნჯა მან მერის პასუხად.
მე კი სკამზე ვიჯექი და ვფიქრობდი, კარგი ხუმრობა იყო, შენმა მზემ, ერთი ხუთიოდე წუთიც და გაგუდული ვეგდებოდი იატაკზე. მერი მომიახლოვდა, დამბაჩა გამომიწოდა და მითხრა:
– აჰა, დაიჭი შენი იარაღი, დოყლაპია. იარაღის მარტო ტარება არ კმარა, მოვლაც უნდა. ეს იარაღი ვადიმმა ამოგაცალა ძილის დროს და მის მაგივრად რკინის ნაჭერი ჩაგიდო, შემდგომისათვის ფრთხილად იყავი. ახლა კი არაფერი გაბედო, შეინახე ჯი ბეში. ვადიმმა თავი გაიქნია და საყვედურით მიმართა მერის.
– რატომ დაუბრუნე იარაღი? ჯერ ადრე იყო.
– შენი საქმე არ არის. ჩემი საქმისა მე ვიცი, – მკვახედ მიახალა მას მერიმ.
ჭიშკართან ავტომანქანის საყვირის ხმა გაისმა. მერი იმავე წუთს გარეთ გავიდა. ვადიმმა დაცინვით შემომხედა და მომმართა:
– შევრიგდეთ, ყმაწვილო. ვაჟკაცი ყოფილხარ. სხვა ჩემი ერ თი დაკვრით მიწაზე იშხლართება ხოლმე, თქვენ კი კარგად გაუძელით.
მე შევცქეროდი და ხმას არ ვიღებდი.
– მაშ არ გინდა შერიგება? მაგითი წააგებთ, იცოდეთ. თუმცა თქვენ იცით, სულ ერთია ჩემს ხელთ ხართ, არსაით გასაქანი აღა რა გაქვთ და მიუხედავად, რომ შეიარაღებული ხართ, მართლაცდა, საიდან გაქვთ, იარაღი, იყიდეთ თუ მოიპარეთ? მართლა, სად შეისწავლეთ სამბოს ილეთები, რომ ისე კარგად იყენებთ? თქვენ რომ წინასწარ მომზადებული ყოფილიყავით ჩემი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდებოდა თქვენთან გამკლავება, მაგრამ ჩემი უპირატესობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მოულოდნელად დაგესხით თავს და თქვენ დაიბენით, ღონით თქვენისთანა სამი არ მეყოფა, სიმკვირცხლით კი უეჭველად მაჯობებთ.
მე ვუსმენდი და ვფიქრობდი, რამდენი ლაპარაკი უყვარს ამ ნადირს, ნეტავი მხოლოდ ნასვამი არის ასე, თუ ფხიზელიც ასეთივე ყბედია. მე საშუალება მქონდა უცბად მეძრო იარაღი და იქ ვე გამეგორებინა, მაგრამ თავი შევიკავე. ჯერ ერთი რომ ის ცოცხალი იყო, ჩვენთვის საინტერესო და არა მკვდარი და მეორეც, მოვასწრებდი თუ არა, ვინ იცის, ის ჩემს ყოველ მოძრაობას თვალს ადევნებდა და მზად იქნებოდა იარაღზე იარაღით ეპასუხ- ნა. უპირატესობა მხოლოდ იმის მხარეზე იქნებოდა, ვინც დაასწრებდა.
ოთახში ვერონიკა შემოვიდა ვადიმმა, იმავე წამს მიმართა:
– რა გააკეთე? მოიყვანე? სად არის?
– მოვიყვანე, აბა რას ვიზამდი, მერის ჩავაბარე.
– როგორ იმგზავრე? ხომ არაფერი შეგემთხვა გზაში?
– არაფერი. ბავშვის მოცემა არ უნდოდათ, მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ დედა სიკვდილის პირას არის და ნატრულობს შვილი, ნახვას მეთქი, მაშინ გაბედეს გამოყოლება.
ვერონიკა მივიდა კარადასთან, გამოიღო არაყი, ორი ჭიქა ზედიზედ გადაჰკრა, პურის ნაჭერს დასუნა, უკანვე დასდო და პაპიროსი გააბოლა.
მერი შემოვიდა, ვადიმი მაშინვე წამოდგა ფეხზე.
– სად არის სვეტლანა? რატომ არ შემოიყვანე? – შეეკითხა ვა დიმი.
– იქ არის, სადაც საჭიროა, შენ კი მას თვალით ვერ იხილავ, გაიგე? – შეუბღვირა მერიმ
– რას მიჰქარავ?
– შენ თვითონ მიჰქარავ.
– მერი!
– ვადიმ!
– ჭკუით იყავ, თორემ!
– თორემ რა, ვინც შეგიშინებია, ისევ ის შეაშინე, მე კირა ხომ არ გგონივარ, რომ შენს ჭკუაზე მატარო. მგონია არ უნდა გქონდეს დავიწყებული ჩემი ამბავი. თუ გადაგავიწყდა, ძნელი არ არის შეხსენება, ხომ იცი, ქალი ვარ, მაგრამ ღონით არ ჩამოგი ვარდები, გარდა ამისა ყოველი ქინძისთავი, რომელიც კი კაბაში მაქვს გაბნეული, მოწამლულია, სიკვდილი მოგენატრა?
– მე მაგისათვის წამოვიყვანე სვეტლანა. დედა მოკვდა, დედის ადგილი შვილმა უნდა დაიჭიროს, – ჩაერია ლაპარაკში ვერონიკა.
– გაკმინდე ხმა, შე გათახსირებულო, თორემ ენას ამოგაგლეჯ მაგ საზიზღარი პირიდან! – ამ სიტყვით მივიდა მერი ვერონიკასთან და ისეთი სიმძლავრით დაჰკრა, რომ ბებერი დედაკაცი მოწყვეტით გაიშხლართა იატაკზე.
ვადიმი სკამიდან წამოვარდა და ნახტომი გააკეთა მერისაკენ, მაგრამ, როგორ და როდის მოასწრო მერიმ ქინძისთავის ამოღება, ვერ დავინახე, ისე მწვავედ უჩხვლიტა ვადიმს, რომ იგი შეჩერდა, მარჯვენა მკლავზე ხელი იტაცა და ნაცემი ძაღლივით ხმა ამოუღებლივ სკამზე დაეშვა.
– ერთ კვირას გეყოფა, რომ მკლავი ვერაფერში გამოიყენო, მიფრთხილდი, მეორედ თუ კიდევ გაგიბედია ჩემი წინააღმდეგობის გაწევა, წინასწარ ეზიარე, რომ შენი სული ჯოჯოხეთში კარგად ჯიჯგნონ ეშმაკებმა. იცოდე, მაგ ბავშვს თექვსმეტ წლამდე თვალით ვერ იხილავ. დედა მოუკალი და თორმეტი წლის ბავშვის გაუპატიუ რებას აპირებ შე მყრალო ლეშო, თექვსმეტ წლამდე, ხომ გაიგე?! მანამდის კი ღმერთმა ქნას, რომ რომელიმე ბოროტმა ტყვიამ შეგინგრიოს გათახსირებული შუბლი, ან გაგიხვრიტოს ეგ მურდალი გული. ახლა კი გასწი აქედან, გაეთრიე!
მეგონა ვადიმი ვერ მოითმენდა ამისთანა შეურაცხყოფას, დაეძგერებოდა მერის და ფეხქვეშ გაპენტავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იგი წამოდგა, კუშტად გადახედა მერის და ოთახიდან გავიდა.
სწორედ რომ გასაოცარი ამბავი მოხდა. მე ვერ წარმომედგინა ადამიანი, რომლის წინაშეც თავს შეიკავებდა ვადიმ ურალოვი. მე ის წარმოდგენილი მყავდა არა მარტო ბოროტების, არამედ შეუპოვრობის განსახიერე ბადაც, აქ კი რა ვნახე, დაუჯერებელი რამ, უბრალო დიაცმა მოათვინიერა პირსისხლიანი მგელი, არა, მოათვინიერა კი არა, შეაშინა, შეაძრწუნა, ზედ ფეხით შესდგა გადათელა. რა ყოფილა ეს ქალი, განა რაშია მისი ძალა? ვფიქრობ დი მე და საკუთარ შეკითხვაზე პასუხი ვერ გამეცა.
უცბად მივიხედე და დავინახე, რომ ვერონიკა ისევ ძირს ეგდო. წამოვდექი და მივედი ასაყენებლად, მაგრამ ახლა მე შემომიტია მერიმ.
– თავი დაანებე, არა მოუვა რა მაგ აყროლებულ ლეშს.
– არ მოკვდეს კი, – შევეპასუხე მე.
– ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება! – მკვახედ მიპასუხა მან, შემდეგ მივიდა, წიხლი წაჰკრა ვერონიკას, – ადე, აეთრიე შე ძაღლის ნასხლეტო, თუ არ გინდა რომ პირდაპირი მიმართულებით ჯოჯოხეთის ტარტაროზთან გაგამგზავრო. ვერონიკა ძლივს წამოდგა ფეხზე და დააპირა მაგიდასთან დაჯდომა.
– ნუ აბინძურებ ჰაერს შენი აქ ყოფნით. ამ ჰაერს ჩვენ ვსუნთქავთ. გადაჰკარი არაყი და წადი ძაღლი გადააბი, ის ძაღლი მე არა მჭირდება, შენც მეყოფი ძაღლად.
ვერონიკა გარეთ გავიდა. მე ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი, ისეთი რამ მოხდა, რასაც არა თუ ვერ ვიფიქრებდი, ვერც წარმოვიდგენდი.
– მერი, გამაგებინე რა მოხდა, მითხარი რა ქალი ხარ შენ? გამოცანა ყოფილხარ, ნამდვილი გამოცანა.
– არავითარი გამოცანა მე არა ვარ, – მიპასუხა მან, – მე ჩვეულებრივი ქალი ვარ და მეტი არაფერი. ცხოვრებამ იმდენი მჯიჯ გნა, რომ ჩემში ყველაფერი გააუხეშა, გაატლანქა. მეც ამ მგელთა ბუნაგში გაზრდილი ლეკვი ვარ. მართალია დამსახურებულად ალქაჯს მეძახიან, მაგრამ ადამიანობის ნატამალი ოდნავ მაინც შერჩენილი მაქვს. მე იმისთანა მჭერმეტყველებით ვერ დავიკვეხებ, როგორც ვადიმ ურალოვი. არც იმისთანა ნაკითხი ვარ, როგორც ვერონიკა, ყოველ შემთხვევაში, რაც გინდ ძირს დაცემული არ უნდა ვიყო, ამ დამპალ ლეშზე მაღლა მაინც ვდგავარ. იყო დრო, როდესაც ვადიმ ურალოვის წინაშე შიშითა ვთრთოდი, დე იდა ვერონიკას ყურმოჭრილი მონა ვიყავი, მაგრამ ახლა არაფერს წარმოადგენენ. არა მარტო ვადიმი და ვერონიკა, დანიელ მალდონატოც – ის ჯოჯოხეთიდან გამოსული ვამპირი, ხასან კულიევიც – ის არაადამიანუ რობის ტიპიური განსახიერება და მრავალი სხვებიც თვალს ვერ მისწორებენ, იციან კარგად, რომ მათზე მეტი ავი ვარ და დაუნდობელი. ვიცი ყოველი მათგანის სუსტი მხარეები, ვიცი სად უნდა დავაჭირო თითი, რომ ვატკინო, ვიცი და ეშინიათ კიდევაც ჩემი. ამას თუ როგორ მივაღწიე, საინტერესო არ არის შენთვის, გეტყვი მხოლოდ, რომ მე, თუმცა ბევრი რამ შეიძლება არ გამეგებოდეს, ყოველ შემთხვევაში ვადიმ ურალოვის უგუნური აზრები არა მწამს. წეღან გააბა აქ საუბარი მაკედონელ ზე და ნაპოლეონზე, მე არ ვიცი ვინ იყვნენ ისინი, არც მაინტერესებს, შენც მოისმინე მისი აბდაუბდა მგელზე და ცხვარზე, ეს სიცხიანი ადამიანის ნაბოდვარი, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, მე არა მწამს მისი არც ერთი სიტყვა. მე მიყვარს, მიყვარს ცხოვრება, თუმცა სიკვდილისა არ მეშინია, მაგრამ სიცოცხლე მაინც მინდა. არც შრომის წინააღმდეგი ვარ. პირიქით, შრომა მე მიმაჩნია ადამიანის ცხოვრების ყველაზე ლამაზ და სანუკვარ საქმედ. დიახ, არასოდეს არ ვყოფილვარ შრომის წინააღმდეგი. ის არ იფიქრო, თითქოს შრომა უკუღმართად მესმოდეს. ეს აყროლებული სულის მატარებელნი, თავიანთ ბოროტმოქმედურ საქმიანობას შრომას უწოდებენ, მე ასეთი „შრომა“ არა მაქვს მხედველობაში. მე გელაპარაკები ნამდვილ, პატიოსან ადამიანურ შრომაზე. მე საზოგადოებისათვის გამოსადეგი ადამიანიც ვიქნებოდი, რომ ამ საზიზღარ ვერონიკას აქ გადავყროდი ჩემი ცხოვრების გზაზე. პატიოსანი ოჯახის შვილი ვარ, შრომაში აღზრდილი. ომიანობის დროს, როდესაც ფაშისტებმა მამაჩემის ოჯახი გაანადგურეს, ღამე ძლივს დავაღწიე თავი, სამშვიდობოს გამოვედი, დავიწყე წანწალი ადგილიდან ადგილზე, მაშინ აბა ჩემთვის ვის ეცალა? და აი, ტარტაროზს ვერონიკას გადავაწყდი. მან დამაყენა ბოროტების გზაზე, მე არ მეყო მაშინ სიმტკიცე წინ აღვდგომოდი ამ ხალხს, ჩემთვის უჩვეულო ცხოვრების გზას, შევყა ვი ფეხი ამ წუმპეში და რამდენადაც წინ წავდგი, იმდენად მეტად ჩავეფალი. პირადად არ ჩავდიოდი ბოროტმოქმედებას, არ ვიყავი უშუალო შემსრულებელი ავაზაკური საქმიანობისა, მის ნაყოფს კი სიამოვნებით შევექცეოდი. არ გეგონოს ნასუფრალს, არა პირიქით, მუდამ ვცდილობდი გემრიელი ნაჭრები ჩამომეთალა. მე ორი ქმარი მოვკალი, პირველი მალდონატო, დანიელ მალდონატოს ძმა, მეორე კი მაკროპულო, ორივე ეჭვიანობის ნი ადაგზე. ორივენი ავაზაკები იყვნენ, მე ისინი არ მიყვარდნენ, შეიძლება ითქვას, მძულდნენ კიდეც, მიუხედავად ამისა, მაინც ვეჭვიანობდი. ძალიან მიყვარდა აზა, უბედური ქალი იყო. ის უკვე მკვდარია, მოკლულია ვადიმ ურალოვის ხელით, ამ მკვლელობაში ვადიმ ურალოვს არ ვამტყუნებ. მას მეტი გზა არ ჰქონდა. კირა რომ დაეპატიმრებინათ, ბევრ რამეს იტყოდა, ბევრს იმისთანას, რაც ვადიმსაც ავნებდა და მეც. ვადიმი თუმცა არასოდეს მყვარებია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით შემძულდა. აზას სახელზე მე მის ბავშვს გავზრდი, დედობას მე გავუწევ დღეიდან. ვადიმი იმას თავის დღეში ვერ იხილავს. ვადიმი ჩემთან ვერაფერს გახდება, შენ უკვე საკუთარი თვალით დარწმუნდი, რომ ამ მგლის მოთვინიერებაც ყოფილა შესაძლებელი. მე კარგად ვიცი მისი სუსტი მხარეები, მისი მტკივნეული ადგილები. თუ გაბედა რამე, ზედ წიხლით შევდგები. რატომ ვარ შენთან ასე გულახდილი? იმიტომ, რომ შენ მტკიცე და ნებისყოფიან კაცად გიცანი. მე შეგამოწმე და დავრწმუნდი შენში. შენ არ ხარ ავაზაკური სულის მატარებელი და არც გირჩევ გადაიქცე იმად. თუ გაგიჭირდეს, ყველგან და ყოველთვის ჩემი იმედი იქონიე, მე შენ მიყვარხარ, ისე, როგორც შეუძლიან ქალს სიყვარული, ნუ გაგიკვირდება ეს ჩემი სიტყვები. მე სხეულით გამხრწნეს, მაგრამ მთლიანად ვერ შეძლეს ჩემი გათახსირება, სული მაინც ხელუხლებელი შემრჩა. მე ჯერ არავინ არ მყვარებია მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ნამდვილი სიყვარულით. პირველი შენა ხარ და დარწმუნებული ვარ უკანასკნელიც. ვიცი მე შენ ვერ შეგინარჩუნებ, ჩვენ ერთმანეთს დავცილდებით. არა, საიდან სადაო, მე ორმოც წელს მიღწეული ქალი, უკვე ნაჯიჯგნი ცხოვრებისა და ადამიანების მიერ, შენი კი ახალგაზრდა, ოცდასამიოდე წლის, ნორჩი, უბიწო, ჯერ კიდევ ცხოვრების უნახავი. ცხადია ვერ შეგინარჩუნებ, მაგრამ შენთან გატარებული ტკბილი დღეები ნათელ მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. მე წავალ, გავეცლები ამათ, წავიყვან აზას სვეტლანას და დავიწყებ მის აღზრდას. ჯერ არ ვიცი საით წავალ, ძალიან მიყვარს ზღვა და ალბათ სადმე შავი ზღვის პირას დავბინავდები. მე საკმაოდ მაქვს მოგროვილი ფული, გარდა ამისა არც შრომისა მეშინიან, წავალ, წავიყვან სვეტლანას და დედობას გავუწევ მას. თქვენ, რა თქმა უნდა არ იცით ვისი შვილია სვეტლანა. მისმა მამამ ქვეყნის განთავისუფლებას შესწირა თავი. გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ის ღირსია, რომ მისი შვილი ღირსეული ადამიანი დადგეს. სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ მოგაწვდი ცნობას, კავშირს არ გავწყვეტ შენთან და როდესაც გაგიჭირდეს, მუდამ მიგულე დამხმარედ. იცოდე კარგად, რომ ამ ქვეყნად არსებობს ცოდვილი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარხარ და მზად არის თავი არ დაზოგოს შენთვის.
– საკვირველია, მერი, თუკი მართლა არა გაქვს სული შებღალული, რატომ აქამდე არ ეცადე დაგეღწია თავი ამ შმორიანი ჭაობისათვის, გეშინოდა ვადიმისა და მისი ბანდის წევრებისა? მაგრამ შენ ხომ არავისი არ გეშინიან. მაშ რაღაში არის საქმე? პირდაპირ გაუგებარია ჩემთვის; – გაკვირვებით შევეკითხე მე.
– შენთან შეხვედრამდე, სიმართლე გითხრა, ნაკლებად მი ფიქრია დამოუკიდებლად ცხოვრება დამეწყო, თუ სადმე კუნჭულში სული მქონდა, მქონდა გრძნობები, არ მეგონა, მას შემდეგ, რაც ვერონიკამ ამიყოლია სულ ლოთების, გარყვნილების, ავაზაკების წრეში მიხდებოდა ტრიალი და იქ კი სულზე და გრძნობებზე არავინ ფიქრობს. შენთან ყოფნამ, ამ მცირედ გატარებულმა დრომ, ამიხილა თვალი. სიმართლე გითხრა, პირველად შენც ავაზაკი მეგონე, დიდი გზის, შარაგზის ავაზაკი, მგლის ბილიკით მოსიარულე, მაგრამ მე მაქვს დაკვირვების უნარი, მალე დავრწმუნდი, რომ შენი სული ჯერ ხელუხლებელია ყოველგვარი ბოროტებისაგან. მე დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ არავითარი აფხაზი შენ არ ხარ, არც აჩბა არის შენი გვარი. მე მიცხოვ რია აფხაზეთში, შენი ლაპარაკის კილო სრულებით არ წააგავს მათი ლაპარაკის კილოს. მე მაკვირვებდა მხოლოდ ერთი რამ, სახელდობრ ის, რომ ფულებს ხელგაშლილი ხარჯავდი, მაგრამ ვიფიქრე და მგონი არც შევმცდარვარ, რომ ალბათ ერთადერთი სანუკვარი ადამიანი ხარ მდიდარი მშობლებისა და ნათესავებისა, რომ ამ საშუალებით გაქვს შესაძლებლობა შენს თავს არაფერზე უარი არ უთხრა. დიახ, იმას ვამბობდი, შენმა სიყვარულმა მიბიძგა: სწორ გზაზე დადგომა, მე, ხომ წამხდარი ქალი ვარ, გარ ყვნილი, შენ კი სუფთა, სპეტაკი. მე ხომ არა ვარ შენი ღირსი, დარწმუნებული ვარ, შენი ჩემით გატაცება შემთხვევითი მოვლენაა, ალბათ ცხოვრებაში დაეძებდი რაღაც არაჩვეულებრივს, უცნაურს, რაც შემდგომ მოსაგონებლად დაგრჩებოდა. მე არ მინდა, რომ მომავალში აუგი რამ იფიქრო ჩემზე. მე მინდა განვიწმინდო, რომ შენს არსებაში არ დავტოვო შმორის სუნი, ჭუჭყის ნალექი. წავიყვან ჩემს პატარა სვეტლანას, ვიცხოვრებ და გავზრდი, ძალიან მიყვარს ზღვა, განსაკუთრებით შავი ზღვა, წავალ ან ყირიმში, შეიძლება საქართველოშიც. ფული იმდენი მაქვს, რომ კარგა ხანს გვეყოფა მე და სვეტლანას, შემდეგ კი, ხომ გითხარი, შრომისა არ მეშინია და არც გავექცევი მეთქი.
– მერედა, იქნებ გგონია ვადიმ ურალოვი თავს დაგანებებს? სადაც არ უნდა იყო მოგნახავს, ხელახლა ჩაგით რევს.
– არა, მე მისი სრულებითაც არ მეშინია. მე კატის მოქნილობა და კურდღლის სიფხიზლე მახასიათებს. მხედვე ლობა არწივისა მაქვს და ბრჭყალები ვეფხვისა, ეს კარგად იციან, ჩემი ნება-სურვილის წინააღმდეგ ვერ წავლენ. ესეც იქით იყოს, ვადიმ ურალოვი გაუსწორებელი მორფინისტია და ეს მას, ადრე თუ გვიან, ბოლოს მოუღებს.
– არა სჯობდა თავიდან მოგვეცილებია ერთხელ და სამუდამოდ?
– როგორ? მოვკლა?
– რატომ, მაინცდამაინც სიკვდილზე და სისხლის დანთხევაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ? სხვა საშუალებაც არის, უფრო მარტივი და სწორი.
მერიმ შემომხედა, თვალებში შევატყვე არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი, შუბლი უსიამოვნოდ შეიჭმუხნა, მაგრამ შემდეგ მაინც გაიღიმა და მიპასუხა:
– ვიცი რასაც გულისხმობ. გავცე და ხელისუფლების ხელში ჩავუგდო? არავითარ შემთხვევაში არ ვიზამ ამას. იმ პირებს, რომლებთანაც ვიყავი დაკავშირებული, ვერ გავცემ. ან კი რატომ უნდა ჩავიდინო მე ეს? თუ ყოჩაღი ბიჭები არიან. თვითონ შეიპყრონ, რაღა ჩემი დახმარებაა საჭირო?
– კარგი და ის ხომ მგელია?
– ცხვრებმა იდარდონ მისი მგლობა, მე სადარდებელი არაფერი მაქვს. თუ ფარას მარჯვე მწყემსები უვლიან და კბილბასრი ნაგაზები იცავენ. არავითარი მგელი საშიში არ არის.
ეს მისი უკანასკნელი სიტყვები სილასავით მომხვდა. ვიგრძენი, რომ მან თავისდაუნებურად სრული სიმართლე თქვა, თავისე ბურად, ტლანქად, მაგრამ მაინც სიმართლე.
– ახლა წავალ, მე სვეტლანას მივხედავ, ის იქით, მეორე ოთახში დავაწვინე როგორც კი მოიყვანა ვერონიკამ. ვადიმი ამაღამ კარს აღარ მოგვადგება. ის ახლა ჯავრისაგან კონიაკის ყლურწვას განაგრძობს ჩაის ჭიქებით, ხომ ცხვირწინ ავაცალე სვეტლანა. მას სტალინაურში ჰყავს მეგობარი და მასთან წავიდოდა, ხვალ საღამოს გვეახლება კიდევ. მაგრამ ნურას უკაცრავად, რამდენიც არ უნდა ეცადოს პირში ჩალაგამოვლე ბული დარჩება. შენც დაწექი, დაისვენე, უკვე მალე გათენდება. – ამ სიტყვებით მერი გავიდა მეორე ოთახში.
სიმართლე გითხრა, ჩემო არჩილ, მე ახლაც არა ვარ ჩემს ჭკუაზე თუ მერი არა, ჩემი წუთები დათვლილი იყო, ეს წუნკალი არ დამინდობდა. მე ვადიმის მეშინოდა. თურმე მერი უფრო საშიში ტიპი ყოფილა. ნამდვილი ალქაჯი. მეორე დღესვე შევხვდი ახმად ალიევს და გამოგიგზავნე, კარგი ქენი რომ დაუყოვნებლივ წა მოხვედი, სასწრაფოდ დაუკავშირდი ადგილობრივ მილიციას და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვადიმ ურალოვი ხელში უნდა ჩავიგ დოთ. ამისთანა მარჯვე დროს ვეღარ ვიხილავთ, სტალინაური არ არის დიდი. შეგვიძლია ისე შევკრათ, რომ ბუზიც ვერ გამოფრინდეს იქიდან, თუ როგორმე დავტყუე მერის, სახელდობრ ვისთან აქვს თავშესაფარი ვადიმს, ხომ კარგი, თუ არა და არც ეს არის დიდი უბედურება, ის მოუსვენარი მგელი ვერ მოიცდის, ბუნაგიდან გამოძვრება და ჩვენც იქ დავხვდებით.
– ყმაწვილებო, თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, მეც მოგეხმარებით, – მოულოდნელად სუფთა ქართულით მოგვმართა ბერიკაცმა, რომელიც ჩვენი საუბრის დროს მაგიდასთან იჯდა და თავს ატეხდა საჭადრაკო ეტიუდის გარჩევა-ამოცნობას. მე და ხუტა გაშტერებულნი შევაჩერდით მოხუცს.
– თქვენ, ძია...
– მე ძია მაკარს მეძახიან, ასევე დამიძახეთ თქვენც.
– ძია მაკარ, საიდან იცით ქართული? განა რუსი არა ხართ?
– დიახ, რუსი გახლავართ, ნამდვილი მოსკოველი აქ ჩემი შვილი მსახურობს და მასთან ვარ ჩამოსული სტუმრად. საიდან ვიცი ქართული? თორმეტი წელი საქართველოში გავატარე, იქ ვიყავი სამუშაოდ გაგზავნილი და სირცხვილიც იქნებოდა, რომ ადგილობრივი ენა არ შემესწავლა.
მას, რა თქმა უნდა, გამოთქმაზე ეტყობოდა, რომ რუსი იყო და არა ქართველი, მაგრამ ისე კარგად დაუფლებოდა ჩვენს ენას, რომ მართლაც გასაოცარი იყო,
– მე მომწონს ქართული ენა, ქართველებიც მიყვარს, მინდა ვეწვიო მზიურ საქართველოს. შეიძლება აქედან საქართველო შიც წავიდე. თბილისში ბევრი მეგობრები მყავს, ვიცი მათ გაუხარდება ჩემი ნახვა.
გარედან რაღაც ხმაურობა მოისმა. ძია მაკარი წამოდგა.
– ყმაწვილებო, თქვენ აქ იყავით, მე ახლავე გავიგებ რაშია საქმე, – ამ სიტყვებით იგი გარეთ გავიდა.
– არჩილ, მე ახლავე წავალ მერისთან, ეჭვი არ აიღოს, ხომ იცი რა არაჩვეულებრივი ტიპიც არის. შენ, მაშასადამე, დაუკავშირდები ადგილობრივ მილიციას, ხვალ ღამისათვის მოვაწყოთ ჩასაფრება, როგორც შევთანხმდით...სიტყვა არ დაემთავრებინა ხუტას, რომ ძია მაკარი უკანვე დაბრუნდა.
– ყმაწვილო კაცო, – მომმართა მე, – იქ ერთი ვიღაც გაბაწრეს თქვენებმა, ნახეთ ვინ არის.
– შენ აქ იყავი. ხუტა, მე ახლავე მოვალ, – ვუთხარი ხუტას და გარეთ გავედი. ფანჯარასთან, ეზოში, მთვარის შუქზე დავინახე შეკრული პიროვნება, თავზე შამილი და ახმადი ადგნენ. მივედი და გავოცდი. ის ვადიმ ურალოვად წოდებული გერმან ბაზილი იყო.
– ო, ეს ხომ ის არის, ის!.. – წამოვიძახე მე და სახლში შევვარ დი, – ხუტა, ვადიმ ურალოვი თავისი ფეხით გვეახლა და ჩვენმა ბიჭებმა სათანადო პატივი სცეს. ნაგაზები ბასრკბილებიანი აღმოჩნდნენ, მგელი ფარეხამდე არ მიუშვეს, შეიპყრეს იგი. შენ საჩქაროდ წადი, ის არ გაგვექცეს, მერი, ვადიმს თვალით ნუ დაენახვები, მერის ჯერჯერობით ხელი არ ახლო, ჩემს ნიშანს ელოდე.
ხუტა წავიდა. ის ძია მაკარი მეორე ოთახიდან და სამზარეულოდან ისე გაიყვანა, რომ პატიმარს თვალში არ მოხვედრია. მე მაშინვე გავიქეცი მილიციაში, იქ მხოლოდ მორიგე იყო. მისი საშუალებით დავუკავშირდი მილიციის უფროსს და მოვახსენე საქმის ვითარება. დავუკავშირდი აგრეთვე მახაჩყალას და სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსსაც ვაცნობე.
დავბრუნდი უკანვე, მილიციის უფროსი გამომყვა და შამილ გაფუროვი რომ დაინახა მაშინვე იცნო.
ჩვენ აღარ დავაყოვნეთ, ჩავსხედით მანქანაში, ჩავისვით პატიმარი და მახაჩყალისაკენ გავწიეთ. სულ ერთი კილომეტრი არ გვქონდა გავლილი, რომ მანქანა გაგვიჩერდა. რა ეშმაკი გაუწყრა არ ვიცი, ბნელაში ძნელი გამოსარკვევი იყო, ეს კი იყო, რომ ვერ იქნა და ვერა, ვეღარ ავამუშავეთ, გზაზედ თავისუფალ სატვირთო ავტომანქანა, მოდიოდა, გავაჩერეთ. მძღოლმა გვითხრა, რომ მახაჩყალაში მიდიოდა. პატიმარს ხელები გავუხსენით, აბა სამ კაცს სად წაგვივიდოდა, მით უმეტეს, რომ წინასწარ გავჩხრიკეთ და პაპიროსისა და ასანთის მეტი არაფერი დავუტოვებთ ჯიბეში, დავსვით მანქანაზე. აქეთ იქით მე და შამილი შემოვუსხედით, მძღოლთან კი ახმედ ალიევი დაჯდა. პატიმარი ყოველ ჩვენს განკარგულებას უსიტყვოდ ასრულებდა. მანქანა დაიძრა. საკმაოდ ციოდა, მეც და შამილიც პალტოებში ვიფუთნებოდით. მახაჩყალას მიტანებული ვიყავით, პაპიროსის წევა მომინდა, ამოვიღე ჯიბიდან კოლოფი, შამილსაც გავუწოდე, ორივემ გავაბოლეთ. უკვე კარგა გათენდა, ქალაქში შესულები ვიყავით, ქუჩებში ხალხი კანტიკუნტად მოძრაობდა. ძილი მომერია, ვერ იქნა და ვერა, ვერ დავიოკე ძილის სურვილი, თურმე შამილიც ჩემს დღეში იყო. ორივეს ჩაგვძინებოდა. როდესაც გამოგვაღვიძეს მანქანა მილიციის სამმართველოს ეზოში იდგა, პატიმარი კი აღარსად ჩანდა. კინაღამ ჭკუაზე შევიშალე, მე და შამილი ერთმანეთს შევცქეროდით და გონს ვერ მოვდიოდით, როგორ მოხდა ეს, რამდენიმე ღამე არ მძინებია და გამიძლია, აქ კი რა დამემარ თა? რა ღმერთი გამიწყრა?
სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი სამმართველოს ეზოში დაგვხვდა. ის საყვედურით შემოგვყურებდა მე და შამილს, სიტყვას არ გვეუბნებოდა, მაგრამ ორივენი კარგად ვგრძნობდით, რომ დანაშაული ჩავიდინეთ, მიუტევებელი დანაშაული, ამისთანა საშინელი ავაზაკი ხელიდან გავუშვით. ჩემზე ნაკლებ არც შამილი განიცდიდა. საბრალომ კინაღამ თავი მოიკლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ ჩვენთვის, ორივესათვის, პროფესიონალური თავმოყვარეობის შელახვა იყო.
– ხომ არაფერი დაგილევიათ? – შემეკითხა განყოფილების უფროსი, როდესაც მის კაბინეტში შევედით.
– რასა ბრძანებთ, წყალიც კი არ დაგვილევია. განა დასალე ვად გვეცალა?
უცებ რაღაცამ გამკრა თავში, ჯიბეზე ხელი ვიტაკე და პაპიროსის კოლოფი ამოვიღე. სულ სხვა მარკის კოლოფი იყო, არა ის, რომელსაც ვეწევი ხოლმე საერთოდ. დავაცქერდი კოლოფს და გავშტერდი, ყველაფერი ცხადი შეიქნა ჩემთვის. პატიმარმა შეუმჩნევლად შეგვიცვალა პაპიროსები მანქანაში. როდესაც ამოვიღე და მოვწიე, რატომ არ მივაქციე ყურადღება? ცხადია, პაპიროსები მოწამლული იყო.
განყოფილების უფროსმა უხმოდ გამომართვა კოლოფი, დასუნა და წარმოთქვა:
– ასეც ვიცოდი, პაპიროსებია მოწამლული. ბედი თქვენი, რომ ეს ამბავი უკვე ქალაქში შემოსვლისას მოხდა და ისიც იმ დროს, როდესაც გათენებული იყო და ხალხი გამოჩნდა ქუჩაში. ეს რომ გზაზე მომხდარიყო, პატიმარი თქვენც დაგხოცავდა თქვენივე იარაღით და თავს ისე უშველიდა. ქალაქში მან ეს, რა თქმა უნდა, ვერ გაბედა.
– კარგი და რატომ უნდა ჰქონოდა მოწამლული პაპიროსები ჯიბეში?
– ყოველ შემთხვევისათვის, თადარიგიანი ყოფილა. აკი გამოადგა კიდეც, – მიპასუხა განყოფილების უფროსმა.
მას უკვე გაეგზავნა თანამშრომლები გზების გასაჩხრეკად, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოგვიტანა სასიხარულო ამბავი.
მხოლოდ ერთ თანამშრომელს გამოეძებნა ვიღაც დიასახლისი, რომელსაც დაენახა, როგორ გადმოხტა გაქანებული მანქანიდან კაცი და ჩქარა გაქრა თვალიდან.
– დაუყოვნებლივ დავუკავშირდებით ბუინაკსკს და ვაცნობოთ ეს შემთხვევა, – ვთქვი მე. განყოფილების უფროსმა გამიღიმა და მიპასუხა:
– ფიქრი ნუ გაქვთ, ის უკვე აღარ გამოჩნდება ბუინაკსკში.
– იმას იქ თავისიანები ჰყავს.
– ვიცი, რომ ჰყავს, მაგრამ ის თავისიანებს სხვა საშუალებით უკავშირდება და თავისთან გაიწვევს. რა თქმა უნდა ბუინაკსკს მა ინც უნდა შევატყობინოთ, თუმცა იქ ვადიმ ურალოვის მოძებნის იმედი ნუღარ გაქვთ. გარდა ამისა საჭიროა თქვენი მეგობარი გაწერელიაც გავაფრთხილოთ. შემდეგ შამილ გაფუროვს მიმართა.
– შამილ, რა პირობებში შეიპყარით ვადიმ ურალოვი? შამილი, რომელიც სირცხვილისაგან თვალს ვეღარ უსწორებდა, გამოცოცხლდა, თითქოს იგრძნო, რომ განყოფილების უფროსი თუმცა ნაწყენი იყო, მაგრამ არ უჯავრდებოდა, სული მოითქვა, თავი ასწი, თვალებში შეხედა უფროსს და მოახსენა: ამხანაგო უფროსო, ვიდრე ამხანაგი ჩოხელი და მისი მეგობარი ოთახში ისხდნენ და საუბრობდნენ, მე და ახმად ალიევი გარეთ ვდარაჯობდით, რომ მოულოდნელად ვინმე უცხო პირი არ შესულიყო სახლში. ეზოში პატარა ბაღი იყო და ჩვენც ხეების ჩრდილებში ვიყავით ამოფარებულები ისე, რომ კატის თვალებიც კი ვერ შეგვამჩნევდა. ქუჩის მხრივ ფანჯარა ყრუდ იყო დახურული, ეზოს მხრივ კი ნახევრად ღია და თვალყურის დევნება ამ ფანჯარას უფრო სჭირდებოდა, რომ შიგ არავის შეეხედა. მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანმა განვლო და არავითარი საეჭვო რამ არ მოხდა, მაინც ფრთხილად ვიყავით, თუმცა ქუჩა მკრთალად იყო გაშუქებული, მაინც შევამჩნიე, რომ ვიღაც უცნობმა რამდენჯერმე აუარ-ჩაუარა ქუჩას, შემდეგ შესდგა ჭიშკართან, მიიხედ-მოიხედა, ძალიან ფრთხილად შემოაღო და იქაურობას თვალიერება დაუწყო. ადვილი მისახვედრი იყო, რომ სასურველ სტუმართან არ გვქონდა საქმე. თუმცა მე და ახმადი ხეებში ვიყავით შეფარებული, მაინც მეშინოდა არ შევემჩნიეთ მას. მე მის ყოველ მოძრაობას კარგად ვხედავდი. ის ხეებს ამოფარებული ნელ-ნელა დიდი სიფრთხილით მიუახლოვდა ფანჯარას, მაგრამ ვერ შესწვდა. შორიახლო მორი ეგდო, მან ეს შეამჩნია, წავიდა, ის მორი ასწია და ფანჯარასთან მიათრია. ყველაფერი ეს ფრთხილად გააკეთა, რომ ერთ ფოთოლსაც არ გაუშრიალია. ის იყო აპირებდა მორზე შედგომას, რომ ახმადი გამოვიდა საფარიდან და მიუახლოვდა, უცნობი მიხვდა, შემობრუნდა, დააპირა გაქცევა, მაგრამ მე იქ დავუხვდი. ის ხელდახელ შემება, ახმადიც მომეშველა და ორივემ დავიმორჩილეთ. ამ დროს იყო. რომ ოთახიდან ჯერ მოხუცი, ხოლო შემდეგ ამხანაგი ჩოხელი გამოვიდნენ და იცნეს ვინც იყო.
– მას ხომ არ დაუნახია, ოთახში მჯდომი, ამხანაგი ჩოხელი და მასთან მოსაუბრე? – შეეკითხა განყოფილების უფროსი.
– არა მგონია. მას რომ მორი მოათრია, ვეღარ მოასწრო ზედ შემდგარიყო, რომ შევიპყარით, – უპასუხა შამილმა.
განყოფილების უფროსი დაფიქრდა და შემდეგ წარმოთქვა:
– აი რა, ამხანაგო არჩილ დარწმუნებული ვარ, მან უკვე დააგინა თქვენი კავშირი ამხანაგ გაწერელიასთან. ამაში მას ის ალქაჯი ვერონიკა დაეხმარებოდა. უეჭველია ვერონიკამ უთვალთვალა გაწერელიას, როდესაც იგი თქვენთან შესახვედრად წამოვიდა და ვადიმ ურალოვს აცნობა. ვადიმ ურალოვი მაშივე მიხვდებოდა და ეჭვს აიღებდა, ამხანაგი გაწერელია, უცხო კაცი სად უნდა წასულიყო, როდესაც იმ ქალაქში მას არავინ ჰყავდა ნაც ნობი. ალბათ ვადიმ ურალოვი კარგა ხანს მოშორებით, სადმე მიმალული უცდიდა გაწერელიას გამოსვლას და მან რომ დაიგვიანა, გულმა აღარ მოეთმინა, შესამოწმებლად წამოვიდა. ვინ იცის, თუ შამილ გაფუროვის და ახმად ალიევის ჩასაფრება არა, შეიძლება ფანჯრიდან დაეშინა კიდეც თქვენთვის ტყვია და მიმალულიყო.
– გამოდის, რომ ამხანაგმა შამილმა მეორედ გადამარჩინა სიკვდილს, – შევეკითხე მე და მადლობის თვალით ხელახლა შევხედე ჩემს მხსნელს.
– დიახ, ასე გამოდის, მიპასუხა განყოფილების უფროსმა, შემ დეგ მიუბრუნდა შამილს და უთხრა, – პატიმარი რომ ხელიდან არ წაგსვლოდათ, ჯილდოზე წარგადგენდით, მაგრამ ამ შემთხვევა ში კი...
მე აღარ დავაცადე სიტყვის დამთავრება.
– ყველაფერი ეს ჩემი ბრალია, ამხანაგო უფროსო. შამილ იოტისოდენა ბრალიც არ მიუძღვის. მან გააკეთა რაც კი შესაძლებელი იყო და მის წინაშე ჩემი სიცოცხლით ვარ ვალდებული. პატიმარი მას კი არა მე გამექცა, რადგანაც პაპიროსი მე რომ არ მიმეწოდებინა მისთვის, ის არც კი იფიქრებდა მოწევას. სასჯელის ღირსი ვარ და სრული უფლებაც გაქვთ დამსაჯოთ.
– რაც მოხდა, მოხდა, თქვენ ეს შეგნებულად არ გაგიკეთები ათ. უეჭველია დიდი შეცდომა იყო, რომ, როდესაც პაპიროსის კოლოფი ამოიღეთ ყურადღება არ მიაქციეთ თქვენი იყო თუ არა, და ეს შეცდომა ძვირად დაგვიჯდა. მაგრამ რა ვუყოთ, ჭკუის სასწავლებლად მაინც იქნება მომავლისათვის. ამისათვის თქვენ და ამხანაგ შამილს კატეგორიულად გავალებთ, რადაც არ უნდა და გიჯდეთ დაადგინოთ და შეიტყოთ ვადიმ ურალოვი.
– ეს დავალება მე უკვე მივიღე ჩემი უფროსებისაგან და ხელცარიელი ვერც დავბრუნდები.
– მით უმეტეს. ახლა კი დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობო ამხანაგ გაწერელიას ვადიმ ურალოვის გაქცევის ამბავი, თორემ შეიძლება დიდ განსაცდელში ჩავარდეს. აბა, ამხანაგო შამილ, დაუყოვნებლივ ჩაჯექით ჩემს მანქანაში და გაფრინდით უკანვე ბუინაკსკში. იქ თქვენ იცით როგორც მოიქცევით.
– მეც წავალ. – ვთხოვე უფროსს.
– თქვენი წასვლა ჯერჯერობით ზედმეტია.
შამილი მაშინვე გავიდა. არ გასულა რამდენიმე წუთი, რომ მანქანის გრიალმა გვაცნობა მისი გამგზავრება. განყოფილების უფროსი ტელეფონით მაინც დაუკავშირდა და ბუინაკსკის მილიციის უფროს და განკარგულება მისცა ხუტა გაწერელიას დაცვის საკითხში. ამავე დროს გააფრთხილა მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდა ვერონიკა და მერი, ვინაიდან ახალ კვალზე ისინი თუ დაგვაყენებდნენ, თორემ ის წყეული მგელკაცა ახლა უფრო დაგ ვიბნევდა კვალს.
მე წამოვედი სასტუმროში, მაგრამ განა დასვენების გუნებ- განწყობილებაზე ვარ? აი, ვწერ ამ სტრიქონებს და არ ვიცი, ვერ მიპატიებია ჩემი თავისათვის ასეთი მარცხი.
ვიცი, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, კმაყოფილი არ იქნებით ასეთი მდგომარეობით, მაგრამ გაძლევთ პირობას, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მაინც შევიპყრობ მას და ხელცარიელი არ დავბრუნდები.

ქ.მახაჩყალა, ნოემბერი 23.

არჩილ ჩოხელი“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent