ჭრილობა (III სრულად)
.................... კართან იდგა და ზარის ღილაკს თითს არ უშვებდა . გასაღების გადატრიალების ხმა ,რომ გაიგო და ზღურბლის მეორე მხარეს არეული სახით მდგომი დაინახა საერთოდ ჩაუქრა ყველა სურვილი, დაავიწყდა გეგმები. უსიტყვოდ უყურებდა მის წითელ სფეროებს _მაგდალენა _ღიმილით წარმოთქვა ქალის სახელი კედელს მიეყრდნო და ისე მიიზიდა თავისკენ _დიდი ხანია მოხვედი? _თითებზეც კი უჩვეულო სუნი ჰქონდა , უსიამოვნო ჟრუანტელის მომგვრელი გახდა მისი შეხება . მისაღებიდან ბიჭები რომ გამოლაგდნენ საერთოდ წაეშალა სიამოვნების შეგეძნების უნარი _პრივეეტ მააგდუუ _ყურებამდე გაკრეჭილი უყურებდა ქერა _რა კარგ დროს მოხვედიი ეე... ამას სახლში საჭმელი არაფერი აქვს და შენ გაგვიკეთე რა რამე გთხოოვ _წყალი რომ გადაგავლოთ რა აზრის ხართ? _არც კი უცდია თავის მოჩვენება. ნახევრად მიხურული კარი ფართოდ გააღო , ნიკუშას მოშორდა იმ ორსაც გვერდი აუარა და ჩაბნელებულ , არეულ მისაღებში შეაბიჯა. ჯერ კიდევ კვამლი იდგა , ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ტვინში ყველა ნეირონი გადაეწვა . კბილები ერთმანეთს დააჭირა და გაურკვეველი ბგერები ამოუშვა ბრაზისგან გასათავისუფლებლად . სწრაფად მივარდა ფანჯრებს, ყველა ხმაურით გააღო და ფარდებიც ბოლომდე გადასწია _ნუ სწერვობ რა ... ნიკუშას მზითვში რომ მოვყვებით რით ვერ გაიაზრე ტო _ნიკოლოზ გინდა საჭმელი მოგიმზადოთ ბიჭებს კაიფიდან გამოსვლის გასატკბილებლად თუ როგორმე ჩემი მომზადებულის გარეშეც დაიოკებთ შიმშილის ცხოველურ შეგრძნებას _უკვე სავარძელში მჯდომს შეხედა და ტონსაც აუწია _არა რა ვაფშე დაგაჩმორებს ეს მალე ...წამოდი , წამოდი ეს სწერვობას არ მოიშლის და არ გვიჯიგრებს არასდროს _ქერამ ტელეფონი აიღო და მეორეს უბიძგა _წამოვალ ხო მაცადე ჯერ მოვფ .სავ და გავედით ... შაურმა მივარტყათ _ სააბაზანოს კარი გააღო და მერე იქედანაც ლაპარაკობდა . მაგდა უკვე ცეცხლს აფრქვევდა ნიკუშა კი ისევ მშვიდად იჯდა, თავი უკან ჰქონდა გადაწეული , წელს ზემოთ შიშველი ერთი შეხედვით საოცრად მიმზიდველად გამოიყურებოდა საყვარელ ქალს წესით თვალი ვერ უნდა მოეშორებინა , მისი შეხების სურვილი გასჩენოდა და საერთოდ დაევიწყებინა მდგომარეობა რომელშიც იმყოფებოდა, მაგრამ მაგდა არ იყო ჩვეულებრივი შეყვარებული ქალი , რომელსაც ნებისმიერ პრობლემაზე თვალის დახუჭვა და დაიგნორება შეეძლო, რომელიც ბრმად მიჰყვებოდა საყვარელი კაცის გზას . სახლი დაცარიელდა, კარის მიხურვამდე ისმოდა ბიჭების დიალოგი შემდეგ კი ხმა ჩაიხშო და დარჩნენ მხოლოდ ორნი _არ მოხვალ? _ ქვემოდან უყურებდა . საშუალო ზომის ქუსლიანი ფეხსაცმელი , შავი მაღალწელიანი ჯინსი და ბორდოსფერი ზედა ეცვა , ამავე ფერის ტუჩები, მოკლედ შეჭრილი თმა და თვალებში დანთებული ცეცხლი ნიკუშას ნამდვილად უჩენდა სურვილს . თავად მივიდა , წელზე მკლავი შემოხვია და მოღეღილ მხარზე ტუჩები შეახო . კოცნით გაუყვა ლავიწებს, ყელზე გადავიდა და მერე ისევ მზერა გაუსწორა ის იყო ტუჩებს უნდა შეხებოდა მაგდას სიტყვებმა რომ სრულად გამოაფხიზლა _ორსულად ვარ ! _ისეთი მზერა ჰქონდა, ისეთი გამომეტყვლება და ტონალობა, რომ ეჭვს ვერ შეიტანდით -რად ხარ ? _ ჯერ თვალებგაფართოებული უყურებდა, მერე მოშორდა და სახეზე ჩამოისვა ხელები- არადა გამოვედი ... მეღადავები გოგო? ორსულად რანაირად ხარ თუ გამოვტოვე ამ რამდენიმე თვეში მინიმუმ ერთი ს. ქსი _მანამდე თუ სრულიად მშვიდი იყო ახლა ემოცოებს ვერ აკონტროლებდა _ასე ნუ მიყურებ ... ნუ შემშლი! _ბარემ მკითხე ვისგან ხარ ფეხმძიმედო ...შენგან დიდ პატივისცემას ვერ ვგრძნობ ვერცერთ ნაბიჯზე და ბარემ ეგეც მკითხე _ნუ ბოდავ ! _გმადლობთ , რომ მაგ კითხვას არ აჟღერებ . იმედია მაგ გათიშულ ტვინში არც დაგებადა _ჩემ გამოსაფხიზლებლად და გასაგიჟებლად ბავშვის გარდა ვერაფერი მოიფიქრე? _წყალი დაისხა და მთელი ჭიქა დაცალა _ხომ ძალიან გინდა ჩემთან ყოფნა, ბავშვები, დიდი ბედნიერი ოჯახი და ჩემი მთლიანად დასაკუთრება . მოდი ბარემ ისიც მითხარი რეალურად ახლა მე რომ ფეხმძიმედ ვიყო შენ რა შეგიძლია ჩემი მშვიდი ორსულობისა და შემდგომ ჩვენი შვილების ცხოვრების უზრუნველსაყოფად _ახლა უნდა ვილაპარაკოთ მაგ თემაზე ? ჯერ კიდევ არ ვარ ბოლომდე გამოფხიზლებული და გამიჭირდება შენთან არგუმენტებით დაპირისპირება -შენ ხომ კარგად მიცნობ და ზუსტად იცი მე რომ მეოცნებე გოგო არ ვარ, რომელსაც სიყვარული ისე გაასულელებს რომ გრძნობებით ცხოვრების მშვიდ გაგრძელებას წარმოიდგენს. ვერც ვნებით მმართავ , ვერც სხვა რაიმე ფაქტორით იმოქმედებ თუ მივხვდები,რომ შენ მთელი ცხოვრება ასე აპირებ გაგრძელებას. ეს არაა იმ კაცის სახე ვისაც მე ცხოვრებას დავუკავშირებ და შვილებს გავუჩენ. შესანიშნავად იცი თუ დარწმუნებული არ ვარ ნაბიჯს არ ვდგამ, თუ წინასწარ ვერ ვგრძნობ გაგრძელების შესაძლებლობას , თუ მომავალს ვერ ვხედავ -ერთ დაბოლებას უნდა შეწირო ახლა ჩვენი ურთიერთობა თუ რატომ მეუბნები იმას რაც ისედაც ვიცი -შესანიშნავად იცი ისიც,რომ ეგ შენი დაბოლება ჩემი ისტერიკის მიზეზი არაა ... მე ზოგად სიტუაციაზე ვგიჟდები და შენს დამოკიდებულებაზე მომავლის მიმართ -არ შემიძლია მე შენს სურვილებზე, გეგმებზე და რაღაც სტანდარტებზე გადმოწყობა. მე თუ უბედური ვიქნები, დასტრესილი და გაგიჟებული შენ თავს კომფორტულად როგორ იგრძნობ ან ჩვენი ბავშვები ბედნიერები როგორ იქნებიან? საერთოდ ნორმალურებიც ვერ გაიზრდებიან თუ ჩვენც სტანდარტული ოჯახი გვექნება, მე ფულის შოვნაზე გადართული მექანიკური რობოტი გავხდები, მატერიალურ უზრუნველყოფას შევწირავ თავს და -თუ შენთვის არაფერია მატერიალური უზრუნველყოფა დაურეკე მაკას იყიდოს ბილეთი და დაბრუნდეს საქართველოში -ისე მეუბნები თითქოს დედაჩემი ჩემ გამო წავიდა ვიღაც მოხუცის უკანალის საწმენდად და სხვა ადამიანები არ არიან მასზე დამოკიდებული -არაფერს აკეთებ იმ შიშის გასაქრობად მე რომ მაქვს ... ერთ დღეს მეც იძულებული გავხდები ვიყიდო ბილეთი დაგიტოვო ჩემი გაჩენილი ბავშვები და წავიდე ,რომ თქვენ უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდეთ -შენ მართლა გგონია,რომ მე მაგას ოდესმე დავუშვებ და ჩემს შვილებს გადავატანინებ იმას რასაც მე ვგრძნობ ამდენი წელია? -რა მოხდება მომავალში არავინ ვიცით, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები რაც ერთი გაგრძელების სასარგებლოდ მეტყველებს ... მე და შენ სხვადასხვა პლანეტებზე ვართ ნიკოლოზ -ამ ყველაფერზე იმიტომ ვსაუბრობთ,რომ დაშორება გადაწყვიტე და არგუმენტებს მაჩვენებ თუ გინდა შემცვალო და შანტაჟისთვის ნიადაგს ამზადებ - სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებსშორის და სწრაფად მოუკიდა -შენ რომელზე ხარ თანახმა -შენთვის სულერთია?დავშორდეთ_თქო რომ გითხრა უფრო ბედნიერი იქნები ვიდრე ჩემ გვერდით ხარ? -გადააგდე ეგ სიგარეტი გული მერევა- უცებ აართვა ღერი და საფერფლეში ჩაასრისა- ასე რომ მიყურებ თავი ყველაზე ცუდი ადამიანი მგონია დედამიწის ზურგზე . აღიარე მაინც რომ სიმართლეს ვამბობ -შენ მართლა ფეხმძიმედ ხომ არ ხარ მაგდალენა ? - თავი გვერდით გადახარა და წარბები მაღლა აზიდა -ხუმრობის ხასიათზე მოხვედი ხო? შესანიშნავია . მე დედაჩემმა საქმე რომ გამირჩია , დამემუქრა , ისტერიკა მომიწყო , გამასამართლა და ლამის განაჩენიც გამომიტანა საერთოდ არ მეცინებოდა . აი მამაჩემი რომ დამელაპარაკება, რომ ეტყვიან შენი თვალისჩინი გოგო იმ ხულიგან ნიკუშას ხვდება თურმეო მერე როგორ მაინტერესებს ჩემს ხელს ვის თხოვ . ისინი თუ არ დაგთანხმდებიან, რომ არ გამოგყვები ეს შენ შესანიშნავად იცი -გეუბნებოდი დაველაპარაკოთ-თქო და დამმალე ... ამდენ ხანს როგორ არ უთხრეს მიკვირს. მე საერთოდ ეჭვი მეპარება ლევანმა არ იცოდეს. გელოდება როდის ეტყვი და შენ დროს წელავ -ნეტავ რატომ -მამაშენს შენს გვერდით არავინ დაევასება ამიტო სჯობს შენ ვინც გიყვარვარ , მე გამაცნო - თითები თმაში შეუცურა და რამდენჯერმე აკოცა- ამდენი უმიზეზო ნერვიულობა დაგაბერებს მე კიდე დიდხანს მჭირდები გვერდით . დაელაპარაკე , როცა მეტყვი მაშინ გავიცნობ და მერე ვნახოთ მოვაწონებ თავს თუ არა -დედაჩემს რომ იცნობ და უკვე საშინლად არ მოსწონხარ? -სიძე -სიდედრის მითიურ დაპირისპირებას არ დავარღვევთ და ეგ იქნება . დედაშენის სასურველი სიძე მე ვერასდროს გავხდები ...საერთოდ ლევანიც არაა მისი სასურველი ქმარი,მაგრამ გაგიჟებით უყვარსო ხომ ამბობ . ჩვენ ვიქნებით ერთად და არა ჩემი ან შენი მშობლები -როგორ მარტივად უყურებ ყველაფერს -მარტივად იმ ქმნილებას არ ვუყურებ შენთან ჩალიჩს რომ არ წყვეტს ... მერე ვცემ , სახეს გავუერთიანებ და გამიბრაზდები - უცებ შეეცვალა გამომეტყველება ,თავი ააწევინა და მზერა გაუსწორა- რატომ არ მითხარი,რომ შეხვდი? -ვისაც ვხვდები ყველა ადამიანზე გეუბნები ან შენ მიყვები გზად ვის გადაეყრები ? -ჩემზე ნუ გადმოხვალ ახლა, თვეებია არავის გავკარებივარ და არც გაბედო ეჭვიანობა ! -აბა მე გავეკარე? -ოხ მაგდალენაა , ოხ მაგდალეენაა როგორ მაგიჟეებ ... იმ იდეალურობას თუ არ გააჯ.ევინებ ისე რო მოსალმების გარდა დიალოგის გაბმაც არ გაბედოს გეფიცები მერე შენს გაბრაზებას არ მივიღებ -შენ უბრალოდ ძალინ გინდა რომ სცემო. ჩხუბი მოგენატრა, ლომკა გაქვს და მიზეზს ეძებ თან იცი რომ არ გაპატიებ და ცდილობ წინასწარ მოამზადო ნიადაგი მერე ,რომ მითხრა ხომ გაფრთხილებდი თავს მაცემინებსო -იმსახურებს , აღიარე -შენ აღიარე ,რომ ქმრობისთვის და ოჯახისთვის მზად არ ხარ და მერე დავფიქრდები -ცოლად უნდა გამომყვე ჯერ რომ გაიგო რისთვის ვარ მზად და რისთვის არა... შენი შიშების ბრალია ყველაფერი ,თორემ ჩემზე კარგი ქმრის და მამის დედას -აიი რა უნდა გელაპარაკო ... რა ლექსიკა გაქვს საერთოდ -ხოდა ნუ მალაპრაკებ ამდენს რაა... დავადგეთ ლევანსა და ნატალიას ვთხოვ შენს ხელს ,უთხარი თანახმა ვარ-თქო და ერთი საკაიფო ქორწილიც გადავიხადოთ ივნისის ბოლოს. ბავშვი მომდევნო ზაფხულისთვის წესით უნდა გამოვიდეს ,არა? -შენ დაბოლება განაგრძე ამ სიხშირით და ბავშვისთვის სპრმის ბანკს მივმართავ -ნუ ხარ გოგო შხამიანი და ნუ მაიძულებ რამე ისეთი გითხრა მერე პასუხს რომ ვეღარ გამცემ -ასე რომ გინათდდება თვალები ვხვდები როგორი გარყვნილი აზრები გიტრიალებს თავში -წარმოდგენაც კი არ გაქვს -თითები ლავიწების ქვეშ შეახო და მკერდისკენ ჩააცურა -გეყოს- ხელიც მოიშორა და თავადაც გაეცალა -შემშლი შენ მე ... უკვე მგონია,რომ საერთოდ არ გევასები -რომ არ მევასები აქამდე ვერ მიხვდი? ორგვარი სიყვარული არსებობს როცა არ მოგწონს,მაგრამ მაინც გიყვარს და როცა ორივე ერთადაა. შენ მე არასდროს მომწონდი შენს ენაზე რომ გითხრა არ მევასებოდი, ასე თუ გააგრძელებ არც დამევასები,მაგრამ სამწუხაროდ ამ შხამის მოსაშორებლად დეტოქსიკაციის არცერთი საშუალება არ გამომადგა -ვერ ვიტან ასე რომ ბაზრობ და ჩემი სიყვარულის გიტყდება...ვაფშე სხვა რამეს გეუბნებოდი და შენ სად წამიყვანე ახლა -რა გინდა რომ გითხრა სახლი კი არა საღორეა აქ რა უნდა მომინდეს ... რაც არ უნდა გააკეთო ისე ვერ აღმ.გზნებ აქაურობა რომ დავაიგნორო- გაიცინა და დასვრილი თეფშებით სავსე ნიჟარას ჩახედა- გულისამრევია უბრალოდ ...აქ მალე თაგვები და ტარაკნები გაჩნდებიან -ჯერ ქალს არ შევხვედრილვარ სისუფთავის ხარისხის გამო მეუბნებოდეს უარს... რა ფენომენი ხარ ვაფშე ტო -ასეთ ბინაში მოგყავდა შენი საყვარლები? - საჩვენებელი თითი მაღლა ჰქონდა აშვერილი, მაჯა დაატრიალა და ბინას მოავლო მზერა- გულისამრევია ... -როგორ არ მინდა თავდაჯერებულობა დაგიკარგო და მერე დეპრესია დაგმართო თორემ გაჩვენებდი -მე რა საექსპერიმენტო მასალა ვარ? ხომ შეიძლება უბრალოდ მითხრა,რომ ყველაფერს მიალაგებ ... რას ვამბობ ასეთს . სამზარეულოს მაგიდაზე ს.ქსი როგორც არ უნდა მომინდეს ისეთი დასვრილია აქ ფიზიკურად ვერ დავჯდები -არ მჯერაა შენ ისიც იცი ,რომ ხალხს საწოლის გარდა სხვაგანაც აქვთ ს.ქსი? ვერ დავიჯერეეებ , სიზმარიაა?- მინი სპექტაკლი გაითამაშა და მაგდამაც ვეღარ განაგრძო თამაში -იდიოტი ხარ ! -სექსუალური იდიოტი? -მეკითხები ? თავად არ ხარ დარწმუნებული და მე როგორ მაცდუნებ -რატომ უნდა მჭირდებოდეს შეყვარებულის ცდუნება რა დავაშავე ასეთი შენ რომ შემიყვარდი -ჩაიცვი და გავდეთ რა ... დაღლილი ვარ, მშია. მინდოდა ცოტა დრო შენთან გამეტარებინა და შენ აქ რაში მაკარგვინებ დროს - სერიოზული გახდა და ამჯერად თავად მოეხვია- მართლა ძალიან დავიღალე , უბრალოდ წავიდეთ ვიფიქროთ ერთად ,გთხოვ -ასე რომ მიყურებ ვითიშები - ლოყაზე ხელის ზურგი ჩამოუსვა, მერე იქვე აკოცა და მკლავები მოხვია- შენს შიშებსაც გავაქრობ ერთ დღეს... -ყველაფერი ისეთი რთულია ჩემთვის შენ კი სულ არაფერზე დარდობ -შენ ბევრი პატარა დარდი გაქვს მე კი ცოტა და დიდი - ნაზად ახებდა ტუჩებს კანზე და თვალებდახუჭული ტკბებოდა ქალის სურნელით -ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რომელი სჯობს -რა კარგი იქნებოდა საერთოდ რომ არ გვქონდეს ეს ბნელი წერტილები -შავის გარეშე ჭრელი ფერებიც ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი გახდებოდა სახლი დატოვეს,მაგრამ ქუჩაში სეირნობაც არ გამოუვიდათ მშვიდი. სანამ მრავალ კორპუს შორის მოქცეულ ეზოს გაივლიიდნენ ნიკუშა ოთხჯერ შეჩერდა, ირგვლივ ყველას იცნობდა . სანამ ხელის ჩამორთმევით არ მიესალმა ჯგუფებად შეკრებილ ბიჭებს მანამ არ განაგრძო გზა, ზოგმა კითხვები დაუსვა, ჩურჩულით საუბრობდნენ არაფერი ესმოდა, მათკენ დაჟინებული მზერით ყურებაც არ უნდოდა ნაღმზე მდგომივით ელოდა უკვე ცოტაც და იქვე დატოვებდა -ვსო წავედით, გეფიცები არსად გავჩერდები. მორჩა !- ქალის სახეზე ყველაფერს კითხულობდა . ხელი მოხვია, ლოყაზე აკოცა და სწრაფი ტემპით აიძულა გავლა- შენ რა ისევ გეშინია მაგათი? -არავისაც არ მეშინია -ნუ რა ქვია აბა ამას...მუდამ იძაბებოდი,როდესაც ბირჟას ჩაუვლიდი . ყველანი მოძალადე ნაბ.ზვრები რატო გგონია არ ვიცი, როგორც არ უნდა იყოს შენ ვაფშე ვერავინ შეგეხება რაც არ უნდა მოხდეს და თავს ნუ დაისტრესავ -გგონია ახლა ამით მამშვიდებ? მიხარია,რომ შენი გოგოს სტატუსით ამაყად და მშვიდად შემიძლია გავლა შავებს შორის? და აი ვინმემ რომ შემაწუხოს მერე რა მოხდება? -ნუ იცი გოგო ყოველთვის ყველაფერზე ისტერიკის აწევა -ტვინს ტ.ნავ დაგავიწყდა -იცი უკვე და აღარ გიმეორებ ... ისიც იცი,რომ ასეთი ვარ და უკაცრავად ახლა თუ მიცნობენ და ვირაცა ს.რის შეყვარებული არ ხარ , რომელსაც თავზე ახევენ ყველაფერს. -რა ჯანდაბად გეამაყება უბნის უსაქმურები რომ გიცნობენ, სიგარეტის ფულიც არ აქვთ და მზესუმზირით იქცევენ თავს ისიც ალბათ ვინმე ბავშვს აახიეს ან გამყიდველ ქალს ნისიად გამოართვეს. საცოდავების ხროვა, საცოდავი შეუმდგარი, უწიგნური , ყველაფერზე წამსვლელი ბრბო. ისე იყურებიან ტანში მცრის, თითქოს სულ რაღაც უბედურებას ეძებენ სასმელს , მოსაწევს ან რამე უფრო ძლიერს . გასართობად ელიან ვიღაც სულელ ღლაპს რომელიც დიდი მორიდებითა და მოწიწებით მივა და საქმის გასარჩევად გაყოლას სთხოვს 1 კაცთან 10 კაცს . გამომრჩა რამე?- არც ამოუსუნთქავს ისე უთხრა ყველაფერი , სწრაფად მიაბიჯებდა ტროტუარზე, მანქანების ხმა ფარავდა მის ამაღლებულ ტონს თორემ ყველა გამვლელი მოუსმენდა -და ის დაგავიწყდა,როგორი საცოდავი და სულელი ხარ შენც ეგეთი ბნელი , მარტივი ქმნილება რომ გიყვარს... ყველაფერი ვიცი უკვეე , გავლილი ამბავია ძვირფასო -რეაქცია უკვე აღარაფერზე გაქვს ხომ? -ჩემი გაბრაზება გინდა პატარავ? შენ მგონი ნერვებს რომ მიშლი მაშინ სველდები - ჩაიცინა და ყურთან ახლოს, ყბაზე აკოცა- ვისიმულიანტო გინდა? ვითომ ძაან ძაან მაბრაზებ - მისი თითები იპოვნა, მტევანში მოიქცია და მერე ტუჩებთან მიიტანა- როგორ მიყურებ ხოლმე , ვჭედავ ბ.ზის შვილი ვიყო -ამ სიტყვებით მიქრობ ყველა შეგრძნებას ... იცოდე და ყველაფრის მიზეზი მანდ ეძებე ! - ის იყო გაინაბა და ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში ,როდესაც ისევ შეეცვალა გამომეტყველება -ოქეიი, ვიმუშავებ არისტოკრატულ რეჩზე და ქორწილის დღეს სულ ეგრე ვიბაზრებ ,ვნახავ თუ ავარდები -ნებისმიერ წამს შემიძლია ,ნებისმიერ რამეზე ავვარდე უბრალოდ ჯერ არ მინდა -იასნა, ქალები მხოლოდ მაშინ ტყუვდებით , იკერებით,ბოლდებით როცა გინდათ თორემ კაცებს მაგის ტ.აკი სად გვაქვს მარა აიი ჩვენ რო გამოვდივართ დამნაშავეები ეგ ძალადობა არაა? - ერთხანს ტროტუარს მიუყვებოდნენ , შემდეგ გზა გადაჭრეს და მოპირდაპირე ქუჩაზე პიცერიაში შევიდნენ. ორივე დანაყრების სურვილმა გააჩერა, მორიგ ნაჭერს აგემოვნებდა მოულოდნელად გამოჩენილი გოგონა რომ დაადგა თავზე, მოეხვია და ტუჩთან ახლოს აკოცა -დაკარგულოო ძლივს გადაგეყარე...მეგონა ქალაქში საერთოდ აღარ იყავი -ვაა თეკოო ... როგორ ხარ ? -სუ დამივიწყე ხო? -მთლიანად ჩემითაა დაკავებული მისი ცხოვრება და უმნიშვნელო ქმნილებებისთვის დრო აღარ რჩება , ასე რომ ძალიან ნუ დაგწყდება გული - მაგდას ცინიკურმა ტონმა ნიკუშას სიცილის სურვილი გაუჩინა გოგონა კი თვალებგაფართოებული დაჰყურებდა ზემოდან სავარძელში კომფორტულად მოკალათებულს -უკაცრავად? შენ ვაფშე ვინ ხარ ? -რა დაბალი დონეა ,ღმერთო ჩემო - ჩუმად თქვა და საწრუპი ჯოხი მშვიდად მოიქცია ტუჩებსშორის. ისე დააიგნორა გოგო თითქოს ვეღარც ხედავდა. -თეკო ჩემ გოგოს აშკარად ურღვევ მყუდროებას და ჩვენი დამშვიდობების დროა - მაგდას მხოლოდ ხმა ესმოდა, ზემოთ აღარ აუხედავს, პიცის მორიგი ნაჭერის დაგემოვნება დაიწყო და სიმშვიდის შენარჩუნებას ეცადა -ანუ ასეა ? დაკავებული და თან წესიერი ბიჭი გახდი ? ტეხავს ასეთ სტრესში რომ გამყოფებს შენი გოგო -ფეხსაცმლის კაკუნის ხმა ესმოდა და ყელში ლუკმაც აღარ გადასდიოდა -მეშინია შენი ... იმედია არ მომკლავ ხო? -საერთოდ არ მგონია,რომ „შენი გოგოს“ სტატუსი მიხდებოდეს და საერთოდ -მე მიკვირს შენი მსგავსი ქცევის შემდეგ რატომ გაკვირვებს ჩემი ქცევა იმ ს.რებთან -თუ დამაკვირდი მე არავის ცემა მიცდია მიუხედავად იმისა,რომ დიდი სიამოვნებით ავკეპდი ნაწილ- ნაწილ - თვალები უნათებდა , ბიჭი კი იცინოდა- ღმერთო მოთმინება მომეცი. ჯერ სად შენი საყვარლები და სად ჩემი თაყვანისმცემლები. რამხელა განსხვავებაა თითქოს სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობდით...საღეჭი რეზინის ღლაჭუნის გამო მოგეწონა ? -ხომ იცი რომ არ დაგელაპარაკები იმ ქალებზე ვისთანაც ოდესმე ვყოფილვარ და არ გეტყვი ვისთან რას ვშვებოდი. რატომ არ გკიდია? -შენ დაიკიდებდი მე რომ ვიღაცის ნაფერები ვიყო? ჭკუიდან გადახვიდოდი იქნებ ჩემზე უარიც გეთქვა -ნუ სულელობ ... მაგას არ დავუშვებდი -რას არ დაუშვებდი ჩემს დაკარგვას ? -იმას რომ ვინმესთან მსგავს ურთიერთობაზე გადასულიყავი და მე თუ მყავდა სხვები ეგ ვაფშე შენი ბრალია. შენ რომ მიყვარდი მაშინ ჯერ კიდევ ვ>ჟიშვილი ვიყავი ... -აჰ ანუ 15 წლიდან უნდა მეკმაყოფილებინებინა შენი მოთხოვნილებები როდესაც მე ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი საერთოდ მამრობით სქესზე ? -როდის გაჩვენებ,რომ ეგ ორმხრივი სიამოვნებაა და მარტო მე არ დავკმაყოფილდები. თეორიულ ცოდნას რატომ ივიწყებ ექიმო? -ვჭამდი და ჩვენ ისევ ამ თემას დავუბრუნდით...მადაც დამეკარგა უკვე -გულისამრევი ვარ შენთვის ჩემი ანატომიით ? -ბოლო დროს ვფიქრობ,რომ ჩემთან დაწოლის გარდა არაფერი არ გაინტერესებს და სხვა დანარჩენი უბრალოდ გკიდია... არადა ურთიერთობა განსაკუთრებით ცოლ-ქმრობა კიდევ მილიონ მნიშვნელოვან დეტალს შეიცავს რომლის გაუკუღმართებაც მიღებულ სიამოვნებას ნამდვილად ჩამიშხამებს ,როგორი გამოცდილებითაც არ უნდა გახდე ჩემი ქმარი -ახლა რომ გაკოცო გაჭედავ ხო? - უყურებდა სწრაფად მოსაუბრეს, მის მიმიკებს აკვირდებოდა და ხმის ტემბრიც კი ეცვლებოდა. ახლოს მიიწია და პასუხს ელოდა -პასუხები,როდესაც გაქვს მაშინ მაინც მოიქეცი ისე როგორც ჩემს ნერვულ სისტემას აწყობს -არადა შენც გინდა- აწითლებულ ყვრიმალზე გადაუსვა თითები და მერე თმაზე გადავიდა- თვალების ცეცებას ,რომ იწყებ სურვილის დამალვისას გააზრებული გაქვს ? -საშინელი ბიჭი ხარ - ჭიქა აიღო და გამშრალი ყელის ჩაწმენდა სცადა საუბრის გაგრძელება რომ შესძლებოდა- წავედით...მადა დამეკარგა - ჩანთა აიღო და პირველი დაიძრა გასასვლელისკენ . ნიკუშასაც არ დაუტოვა სხვა გზა. სახლისკენ არ წასულა, ქუჩას გაუყვა საკმაოდ სწრაფად მიდიოდა მოძალებული ენერგიის დასახარჯად -ეგ შენი ს.რული ჩარჩოები თუ არ დავანგრიო ნიკუშა არ ვიქნები -და მერე მე ვინ ვიქნები საკუთარი თავი თუ კომფორტს არ მომანიჭებს -სხვა კომფორტის ზონას შეგიქმნიი -ასეთი ამბიციური სხვა საქმეებში რომ იყო ბევრად მალე გავხდებოდი შენი ცოლი -შენთვის მართლა ფულზე დგას ბედნიერება? - სერიოზული გაუხდა ტონი -ძალიან მინდა ყველამ შეგიწყვიტოს დაფინანსება , არ მოგცენ მათ სახლებში შესვლის უფლება, მათი ფულით ნაყიდი მანქანით სიარულის საშუალება როგორ იცხოვრებ -მაგრამ მე მაქვს მემკვიდრეობაში სახლები და მიწები რომელთა გამოყენების სრული უფლებაც მაქვს -და მერე? გვერდით დამაყენებ სათბურებში და მწვანილს მათხრევინებ თუ მარწყვს მაკრეფინებ -ნუ მელაპარაკები ისე თითქოს საქმე არასდროს გაგიკეთებია და ვიღაცა უმაქნისი გოგო იყო -მე ყველაფერი შემიძლია გავაკეთო,მაგრამ არა მხოლოდ ეგ . მე თუ საჭირო იქნება მხოლოდ გონებით მუშაობას არ დავჯერდები . მინდა შენგანაც იგივეს ველოდე ,ვიცოდე რომ ერთ დღეს არ დაიღლები სახლში ფეხი ფეხზე გადადებული არ ჩამოჯდები , სიგარეტითა და ჩემი დაწურული ღვინით ხელში უსაქმურ ძმაკაცებს არ შეუერთდდები და არ დამტოვებ ცხოვრებასთან მარტო -ახლა თუ გეტყვი ,რომ ამას არასდროს გავაკეთებ საკმარისი იქნება? შენთვის სიტყვებს ხომ არ აქვს მნიშვნელობა, ნახევარი არც გჯერა რასაც გეუბნებიან ხოლმე და მაინცადამაინც ჩემგან რატომ ელი დაპირებებს -დაპირებებს არა , საქმეს ველი , რომელსაც ისევ არ აკეთებ -დრო მაქვს და მინდა დავისვენო ... მთელი ცხოვრება მეყოფა შრომისთვის . არსად მეჩქარება და თუ ქმრის, პასუხისმგებლობით სავსე სტატუსს მომანიჭებ ყველაფერი შეიცვლება -ჩემი ქმრობა მოგაქცევს უღელში და მისი თრევა მოგიწევს დარჩენილი ცხოვრება...რა ტრაგიკულად ჟღერს. თითქოს ფულის შემომტან მონად მინდა გადაგაქციო - ღრმად ჩაისუნთქა და სახეზე აიფარა ხელები-აღარ შემიძლია . შენთან ჭიდილს აზრი არ აქვს. ერთი და იგივე ათასი გზით რომ აგიხსნა მაინც შენს აზრზე რჩები -მერე არ ასწორებს ვერავინ რომ ვერ მათამაშებს თავის ნებაზე ? მარტო შენ გითმობ პოზიციებს ,მარტო შენ გითმენ სწერვობას და გამუდმებულ წუწუნს . მხოლოდ შენ ,მაგდალენა - ისე უყურებდა ხოლმე, ისეთი მზერა ჰქონდა ანგრევდა ქალს -დღეს სახლში მივდივარ... მამა არ არის, დედას დაველაპარაკები. უნდა ვუთხრა ის რისი მოსმენაც უნდა , უნდა დავაჯერო რომ შენთან მშვიდად არსებობის მჯერა და ვრისკავ სრულიად ყველაფერს . შენგან არაფერი მინდა ,მხოლოდ ის რომ არ მანანებინო ეს რწმენა რაც მაქვს -ნამდვილად გაქვს ? -რაც არ უნდა გითხრა მაგაში ეჭვი წამითაც არ შეიტანო, არასდროს ! - წამოიწია, მკლავები მოხვია და ტუჩები დაუკოცნა - გაგიჟებით მიყვარხარ და სიგიჟეა მთელი ეს გრძნობა ყველა ფერით -როგორ შეგიძლია კაცს ჯერ უმაქნის ჭიაყელად რომ აგრძნობინებ თავს და შემდეგ სამყაროს მბრძანებლად ? - მონუსხული უყურებდა და სახიდან ხელებს არ აშორებდა -ხოდა ისე ქენი ,რომ სულ მბრძანებლად გაგრძნობინო თავი- ეშმაკურად გაუღიმა და მაჯაზე აკოცა- ასე ნუ მიყურებ! ჩემი შინაგანი ქალღმერთის ყინულის ფიგურა ლღვება და მასველებს - ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და მზერა არეულს კისკისით მოშორდა -გარყვნილი ქალი ხარ და როგორ მალავ მელიის კუდს-წინ წასულს მზერა მიადევნა, უცებ დაეწია და წელზე მოხვია ხელი - მე რომ ყველა ქალი გაჩვენო რაც ჩემშია ჭკუას ნამდვილად დაკარგავ -თავდაჯერებული მაგდალენა-გაიცინა და გზა მისი ტემპით განაგრძო, ზუსტად ერთდროულად დგამდნენ ნაბიჯებს . ................ -ვიცოდი... ხომ ვიცოდი არა? უნდა წამეყვანე , უნდა მომეშორებინე იმ სკოლიდან და საერთოდ სხვაგან გადამეყვანე რომ მაგ უსაქმურ , ტუტუც ბიჭს არსად გადაყროდი! ეს რა გავაკეთე ღმერთოოო ჩემი შვილი დავღუპე - ისტერიკაში იყო ქალი მაგდალენა კი მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ თავს მაინც საშინლად გრძნობდა -სულელი ხარ , სულელი გამიზრდიხარ. როგორ ვერ ისწავლე ჭკუა, არადა მეგონა ჭკვიანი იყავი, მეგონა ამდენხანს იმიტომ არავის ხვდებოდი,რომ ვიღაც განსაკუთრებულს ელოდი და შენი იმედი მქონდა ეს რა გამიკეთე ... როგორ შეგიძლია ის გიყვარდეს -შენ როგორ შეგიძლია მამაჩემის გვერდით ცხოვრება ის ხომ არაფრით გგავს და არაფერი ჰქონდა შენთან საერთო -მამაშენს ნუ ადარეებ ...როგორ ბედავ საერთოდ ლევანი ქუჩისბიჭი, მოთამაშე ,ნარკომანი უპასუხისმგებლო და უმაქნისი არასდროს ყოფილა უბრალოდ სწავლა არ უყვარდა და მთელი ოჯახი გაუნათლებლები იყვნენ, გამაგიჟეს თავიანთი აზროვნებით და გამითეთრეს სისხლი ...ვაიმეე შენ კიდე რას აკეთეებ უარესს მიჰყვები . ვის უკავშირებ საერთოდ ბედს ... ვის გინდა გაუჩინო შვილები ღმერთოო. ვისთან უნდა დამანათესავო ქვეყნის სასაცილო უნდა გამხადოო? ჯერ ხო ყველა იფიქრებს თავიდანვე ერთად იყვნენო , იქ შენს ბინაში რომ ეგდო კომენდანტის დროს და არ მითხარი გგონია ვერ გავიგე? აქაოდა ბინაში ვცხოვრობ და მეზობლები არ მიყურებენო ? ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცის...ლევანი იმასაც მოკლავს , შენც მოგკლავს და მე საერთოდ გამატყავებს ...ვაიმეე გული გაუსკდებაა კაცს . დავიღუპეეე -გთხოვ ,ნატალია ნუ მაიძულებ გავაკეთო ისეთი რამ რაც ძალიან გატკენს -მეტად რამ უნდა მატკინოს გოგოო ნუ შემშლიი ... ორსულად ხარ? - ჯერ გაჩერდა ,დივანზე იყო მიწოლილი და ისე კიოდა უცებ რომ წამოიწიაა და თვალებგაფართოებულმა წამოიძახა -ყოჩაღ დედა ... ახლა მღალატობ როცა ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამ ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად მჭირდება შენი დახმარება . გმადლობ , რომ ცხოვრებას კიდევ უფრო მირთულებ რომ არა და არ წყვეტ ჩემს წამებას. მაინც ვერ გავაკეთე ისე როგორც გინდოდა ხომ ხედავ... არ გამომივიდა , ვიტანჯები , ვქრები , უბრალოდ მექანიკურ არსებას ვგავარ მის გარეშე და რა გავაკეთო მითხარი. რა გირჩევნია ვეცადო ბედნიერი ვიყო თუ პირდაპირ დავნებდე იმიტომ რომ ან ის იქნება ჩემს გვერდით ან არავინ, არასდროს! -მოგაჯადოვა თუ რა გაგიკეთა გამაგებინე...რანაირად გიყვარს ბიჭი რომლის ყველა თვისება გაღიზიანებს . ხომ ვიცი არა? სად შენ და სად ის გამაგებინე ... საერთო გაქვთ რამე? -გრძნობა , რომელსაც წლებია ვერ მოვერიეთ -მაგას უბრალოდ უნდა აისრულოს თავისი ... არ მჯერა რომ უყვარხარ ! არ მჯერა გესმის? უნდა გაჩვენოს რომ ბოლოს მაინც მისი გახდი და თავისი გაისწოროს . ვერ ხვდები? ასე როგორ გამოგაშტერა გოგო -თუნდაც ასე იყოს ერთი დღეც რომ მაგრძნობინოს თავი ბედნიერად ესეც საკმარისი იქნება -შეიშალე, ნამდვილად შეიშალე! ექიმთან უნდა მიგიყვანო...კი ,კი ნამდვილად კარგ ფსიქოლოგთან წაგიყვან და ყველაფერი დასრულდება დეე -ნიკუშა ჩემი ხელის სათხოვნელად მოვა, გვექნება ნიშნობა და შემდეგ ქორწილი ! შენ კი თუ გიყვარვარ, თუ გინდა რომ კარგად ვიყო, რომ მართლა არ შევიშალო , მშვიდად , ცივილურად, კულტურულად ისე შეხვდები როგორც შენ შეგეფერება -ლევანს ვინ დაელაპარაკება ... რას ეტყვი საიდან გამოჩნდა ეს ბიჭიო. ასე უცებ რამ დამარტყა თავშიო -ჯერ შენ ეტყვი,რომ შეყვარებული ვარ და მერე მე დაველაპარაკები ...მეც და ნიკუშაც -ოჰ , ნიკუშა დაელაპარაკება ეგ ხო დიპლომატია ბუნებით -დღეიდან რამდენჯერაც მასზე იტყვი ცუდს იმდენჯერ მე მომაყენებ შეურაცხყოფას ! -თუ არ გრცხვენია მაგას რომ მეუბნები...ვისთან აიგივებ თავს -სამარცხვინო არასდროს არაფერი ჩამიდენია და არც ჩავიდენ დედა -სად მიდიხარ- ფეხზე მდგომს ქვემოდან ახედა -მამას მოსვლამდე ვახშამს მოვამზადებ ...შენ შეგიძლია დაისვენო და მიგლოვო . ერთ დღეს ინანებ და მე დაგიმტკიცებ,რომ არ შევმცდარვარ, არაფერი მომჩვენებია და არავის გავუბრიყვებივარ -ნეტავ ეგრე მოხდეს, ნეტავ ვცდებოდე ,მაგრამ მე რომ მართალი აღმოვჩნდე მერე ? მერე რა გეშველება -დასახმარებელი არასდროს გავხდები... ყოველთვის მარტოს მიწევდა ჩემს სულზე ზრუნვა და ნებისმიერ მდგომარეობას გავუმკლავდები თუ საჭირო გახდება . შენ უბრალოდ კარგად არ მიცნობ და ჯერ კიდევ არ იცი რა შემიძლია -რა იქნებოდა ბრძოლის გარეშე მშვიდად, წყნარად ყველასთვის მოსაწონი არჩევანი გაგეკეთებინა -სიყალბე იქნებოდა და მეტი არაფერი! საქმეზე გადართვით ცდილობდა განტვირთვას. სწრაფად აკეთებდა რამდენიმე კერძს და ცდილობდა სხვა არაფერზე ეფიქრა ინგრედიენტების სწორად დამატების გარდა. მობილურის ხმა რომ გაიგო მიხვდა ვინც იქნებოდა, მაგრამ არ იცოდა საუბრისთვის საჭირო დრო იყო თუ არა -ვახშამს ვამზადებ და თუ არ გინდა თითები დავკარგო -ეზოს ბოლოს ,მეორე გასასვლელთან გელოდები - სუნთქვა შეკრული მიდიოდა ვრცელი ეზოს დასასრული ნაწილისაკენ , ჯერ სწრაფად მიაბიჯებდა შემდეგ გარბოდა და ბოლოს ცარიელ ნაკვეთებს შორის პატარა ჩიხში მდგომ ბიჭს ეხვეოდა. როგორც კი იგრძნო მისი სითბო, ხელების შეხება და სიმყუდროვე მაშინვე იწყეს დაგროვილმა ემოციებმა ცრემლების სახით დენა . ორი წუთის შემდეგ პატარა ბავშვივით ქვითინებდა ,თავი დაბლა ჰქონდა დახრილი , შუბლით ეყრდნობოდა ბიჭის მხარს და გულამოვარდნილი ტიროდა-ჩშშ, დამშვიდდი . მე შენთან ვარ , ამასაც გადავიტანთ ხომ იცი მაგდალენა -ნეტავ ...ნეტავ შეიძლებოდეს თვალები დავხუჭო , დიდხანს და ძლიერად დავაჭირო ქუთუთოები ერთმანეთს და რომ გავახელ უკვე ქორწინებიდან გასულ ბედნიერ წლებს ავღნიშნავდეთ -არ შეიძლება... იმდენი რამე უნდა გავიაროთ ნახტომებით ცხოვრება არ მინდა. ყველა წუთი უნდა გამოვიყენო .აღარ გვეყო დაკარგული დრო ?- თავი მაღლა ააწევინა, ცრემლებს უმშრალებდა და მერე დასიებულ ტუჩებს უკოციდა- ჩემი ყინულის დედოფალი მგონი მართლა დავადნე...უკვე ცრემლებსაც არ მიმალავს -გავტყდი ხომ ხედავ...ნაწილებად დაშლილი ვარ ...თითქოს ყველა ჭრილობა ერთდროულად გაიხსნა და მეც ვიფლითები -როგორ იცი ხოლმე ჩემო დრამა ქვინო... ნუ აზვიადებ. მე და შენ ვქორწინდებით ისინი ხომ არა, ჩვენ ვიქნებით ცოლ-ქმარი ,ჩვენ უნდა დავწეროთ ჩვენი ისტორია . ბევრს თუ გატირებენ მოგიტაცებ და გვდიონ მერე -ხუმრობაც არ გაბედო ! -კარგი ,დამშვიდდი მესმის და პატივს ვცემ შენს დამოკიდებულებას მშობლების მიმართ . სანთლით საძებარი პატივისცემა გაგაჩნია და მაინცადამაინც მე შემხვდი ასეთი ტრადიციული, ასეთი ზნეობრივად ამაღლებული -იღიმოდა , ისევ ჩაეხუტა და ამჯერად ლოყაზე აკოცა- მარილიანი ლოყები გაქვს , მლაშე გახდი -არ მიხდება ხომ ხედავ და არასდროს უნდა ამატირო -შენი ემოციების ამბავი რომ ვიცი ფეხმძიმობის დროს ისეთი სენსიტიური გახდები ყველაფერზე იტირებ და რა ვქნა არ დავტოვოთ საერთო შთამომავლობა? -შენ მართლა ასე ძალიან გინდა ბავშვები ? - ხელები წელზე შემოხვია და დამშვიდებულმა ახედა ქვემოდან -მცირე კორექტივს შევიტან შენის ნებართვით ქალბატონო მაგდალენა - თმის ურჩი ღერი ყურს უკან გადაუწია - მართლა ასე ძალიან მინდა შენგან ბავშვები ,მაგრამ თქვენ თუ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გგნებავთ წინააღმდეგობის გაწევა მე დამარცხებული ვარ ვინაიდან და რადგანაც ამ ამბავში უდიდესი მნიშვნელობა ქალებს მოგანიჭათ ღმერთმა -ოცნებებს ნუ დამაწყებინებ ხო? ლევანი მოვა ერთ საათში მე კი შუა გზაზე დავტოვე ყველაფერი . დღეს შეიძლება ისეთ ხასიათზე იყოს ვერც დაველაპარაკო , ნუ დედა რას იტყვის კიდევ ბოლომდე არ ვიცი -მე აქ ვარ , ნებისმიერ დროს შემიძლია მოვიდე ... დაველაპარაკო, წაგიყვანო ან მოგიტაცო . ჯვრისწერა და პირდაპირ თაფლობის თვის დაწყებაც შეგვიძლია არ დაგავიწყდეს -მამა არ მაპატიებს და ვერ გადავიტან. თანაც ვამბობდი მაშინ გავთხოვდები მალულად თუ ჩემი ქმარი ისეთი იქნება დამალვა რომ დასჭირდება-თქო -ააჰ ანუ მე დასამალი და გულის გასახეთქი ბიჭი არ ვარ. რამხელა კომპლიმენტიაა თქვენგან დედოფალო მაგდალინა -ხუმრობის გარეშე ნიკუშა ...საკუთარ თავთან და შენთან ვაღიარე ჩემი გრძნობები , სხვასთან დასამალი არაფერი მაქვს . შენი სიყვარული დანაშაული არ არის -ჩემი სიყვარული დანაშაული არასდროს იქნება , არასდროს ინანებ , გპირდები - იმ დღეს ბოლოჯერ შეეხო ქალის ტუჩებს და მანამ დარჩა სანამ ჯერ კიდევ შეეძლო სახლისაკენ მიმავალი მაგდას სხეულის დანახვა. ........... -სათქმელი გაქვს რაღაც თუ მეჩვენება - ვახშმის დასრულების შემდეგ ტელევიზორის წინ დივანზე ისხდნენ ლევანმა რომ გახედა - დედაშენიც საეჭვოდ დუმს , ამ დრომდე უნდა მოეყოლა ამბები ის კი არაფერს ამბობს -თამი მტკივა და იმიტომ ... დავიღალე დღეს -რამ დაგღალა ასე ლაპარაკის თავი რომ აღარ გაქვს -გაჩუმებული ვარ ბატონო და ისაუბრეთ თქვენ ...მე ხმასაც არ ამოვიღებ რადგან ჩემი ლაპარაკი არ მოგწონთ- ნატალია ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავარდა -რა ბზიკმა უკბინა...როდის იყო ჩემ ხუმრობაზე ასე გარბოდა -ჩემი ბრალია ... მე ვანერვიულე დღეს და ამიტომ არის ასეთ ხასიათზე -შეენ? რა უთხარი ასეთი ...მშვიდობაა? -ხომ გინდოდა სიძე და შვილიშვილები ... გინდოდა მყვარებოდა და ჩემი ქორწინების დროც მოვიდა -მეხუმრები?- წვენით სავსე ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ქვემოდან ახედა - და ვის მიჰყვები აბა არ ვთხოვდებიო ? მოგანდომეს ქორწილი , ოჯახი და ბავშვები? -შორიდან იცნობ ... უცნობი არ არის . არც ის და არც მისი ოჯახი -ვიცნობ? თან შორიდან ... რა არი შორს წასვლა არ გინდოდა და აქვე ახლოს აპირებ გადაცხოვრებას? -ჩემი კლასელი , ნიკუშა გახსოვს ?- კაცი აღარ იღიმოდა,მაგრამ ბიჭის სახელი რომ თქვა აშკარად უფრო დაიძაბა -და? მერე რა რო მახსოვს -მამაა - ყელში ბურთი გაეჩხირა, მასთან საუბარი უფრო რთული აღმოჩნდა . თვალებშიც ვეღარ უყურებდა, სული ეხუთებოდა- მე მართლა ძალიან , ძალიან მიყვარს და რომ არა ეს გრძნობა რომელსაც ვერ ვიშორებ საერთოდ არ გავთხოვდებოდი . იცი შენ ჩემი დამოკიდებულება ცოლ-ქმრობის მიმართ -სად არ იყავი და მაგ ბიჭის გარდა ვერავინ იპოვნე არა ? -მამაა გთხოვ -მე რას მთხოვ ... მე გითხარი , როცა ვინმეს მიმართ გრძნობები გექნება მითხარი-თქო, არ დამიმალო ვინც არ უნდა იყოს-თქო. შენც გიყვარს და მეუბნები ... პირდაპირ გათხოვებით რომ დაიწყე , დიდი ხანია ხვდებით და ახლა მეუბნები? -დიდი ხანი არ არის ... აქამდე იმიტომ არ გითხარი,რომ არ ვიცოდი თავად არ ვიყავი დარწმუნებული -და ახლა ? ცოლობა გთხოვა თუ უბრალოდ იმედი გაქვს ,რომ გთხოვს -ხელის სათხოვნელად მოვლენ თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები -რომ ვიყო მერე? -მამა ნიკუშა არ არის ის ბიჭი არჩევანის წინაშე დგომა რომ მიწევდეს თქვენს შორის ... -დარწმუნებული ხარ,რომ ისაა ვის გვერდითაც გინდა ცხოვრების გაგრძელება? მხოლოდ მოწონება და ლტოლვა არ კმარა ქორწინებისთვის. მის გვერდით უნდა იყო აიტანო ისეთი როგორიც სახლშია, ანუ როგორიც სინამდვილეშია შელამაზების გარეშე. სულ მის გვერდით უნდა იყო ნებისმიერი გასაჭირის დროს და იცხოვრო მისი ცხოვრებით... შენ რა ნამდვილად გინდა გათხოვდე? -მგონი მატყუებდი,რომ ამბობდი ქალი უნდა გათხოვდეს, სიყვარული სჭირდება დედა უნდა გახდესო - მარტივი არ ყოფილა, მე რა ვიცი აქამდე შეყვარებულზეც არ გვილაპარაკია და ახლა პირდაპირ ხელის სათხოვნელად მოვლენო და დრო მჭირდება -დრო რისთვის ,იმაზე მეტი რომ გაიგო ვიდრე იცი? -რა თქმა უნდა...აბა ასე უბრალოდ ნიშნობის სამზადისი დავიწყო? სად გეჩქარება მართლა ძველი დრო ხომ არ არის ეგრევე ცოლად რომ მიჰყვები. ისე გავიცნობ, ვილაპარაკებთ დავაკვირდები , შევხედავ და მერე ვნახოთ თანახმა ვარ თუ საკუთარ თავზე მუშაობა დასჭირდება -მუშაობა დიდხანს დასჭირდება და შეიძლება დაიღალოს კიდეც ლოდინში... დიდად არც უყვარს იმას ვინმე რამეს რომ ასწავლის, უსწორებს და უთითებს - დედა გამოჩნდა ისევ . დივანზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო -რას მიყურებთ. მე ვიცნობ შესანიშნავად -შენ იცნობ ნახევარ რაიონს ... სკოლის მერე იცვლებიან ადამიანები. მე და შენც აღარ ვართ ისეთები -შენ ვისკენ ხარ საერთოდ -ომია თუ რა ხდება... ვისკენ უნდა ვიყო . ბავშვი შეყვარებულია და ცოლად მე ხო არ მივყვები ეს უნდა გაყვეს. 13 წლის არაა , გაარკვევდა როგორმე მასთან ყოფნა მოსწონს თუ არა. მეც ჩემი მხრიდან დავაკვირდები სიძედ მომწონს თუ არა . შენ ეგრევე სწერვა სიდედრი იჩითები ? -არა შენ ის ნამდვილად მოგეწონება...რაღაცით ჰგავხართ კიდეც ერთმანეთს -ხოდა ძალიან კარგი თუ ვგავართ -არც იმდენად ,რომ ხვალვე გაატანო გოგო -ეს გატანება რა უშნო სიტყვაა დედა, თითქოს სადღაც ჩრდილოეთ პოლუსზე მივყავარ -მე მაინც უკეთესი მინდოდა შენთვის -საკუთარი თავისთვისაც უკეთესი გინდოდა, მაგრამ კი ხარ ჩემს გვერდით აგერ უკვე 28 წელია და თან კაცმა რომ გკითხოს არც გიყვარდი -შენ ახლა რის მიღწევას ცდილობ უნდა მაღიარებინო რომ დიახაც მიყვარდი და იმიტომ გამოგყევი თუ სასიძოზე ხარ გაგიჟებული და გინდა ტკბილი სიდედრი ვიყო -ცოლად თუ გაყვება ჩვენ ყველა ვარიანტში ადამიანურად უნდა მოვიქცეთ და მათი დაძაბულობის და კამათის მიზეზი არ გავხდეთ... ისიც თუ შემიწყობს ხელს კარგი იქნება. ბავშვს ნუ ანერვიულებ გეყოს - ცოლს შეუღინა და ქალიშვილი ჩაიხუტა - შენ არ ინერვიულო მა დედაშენს ყურადღებას ნუ მიაქცევ . შენ თხოვდები , შენ გიყვარს შენ უნდა მიხვდე შეძლებ თუ ვერა მის გვერდით ცხოვრებას , შენ უნდა დააკვირდე საკუთარ თავსაც და მაგ ბიჭსაც თორემ ჩემი შეფასებით კარგი კაცი ბევრია, მაგრამ შენს ქმრად კი არ მომიყვანია ვინმე - თავზე ეფერებოდა , მერე შუბლზე აკოცა - არ იჩქარო ,კარგი? შენი მომავალი ახლა შენს ხელშია მე მხოლოდ ის შემიძლია,რომ გვერდით ვიყო და რაც უფრო ბედნიერი იქნები შენ მით უფრო კარგად ვიქნებით მე და დედაშენი -ხო შენ სულ ასე ხარ.. მამას გოგო შენ არ ინერვიულო , მამას გოგო შენ არ გაბრაზდე, მამას გოგო მე აქ ვარ და მერე მე მიშვებდი საყვედურის სათქმელად და საერთოდ ჩემზე ტეხავ ჯოხს -შენ იმის გეშინია,რომ ბავშვი არასწორ არჩევანს აკეთებს თუ საკუთარ თავზე დარდობ გაგვაგებინე ერთი -საკუთარ თავზე რას ვდარდობ...მე ნახევარ ცხოვრებაზე მეტი გავლილი მაქვს უკვე. მაგან უნდა იცხოვროს და ეგ უნდა იყოს იმაზე კარგად ვიდრე მე ვიყავი. დანაშაულია,რომ მინდა უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს? -არ იტირო ახლა ნუ გამაგიჟებ ...მოდი აქ .მოდი შენც ჩაგეხუტები -არ მჭირდება შენი ჩახუტება ...მე სულ კუდიანი გამოგყავართ ორივე მამა შვილს თითქოს ჩემზე მეტად გიყვარდეს - ცრემლებს სწრაფად იმშრალებდა და მაინც ვერ აჩერებდა -დეე მეც უზომოდ მიყვარხარ ხო იცი არა? გემუდარები თავიდან დაიწყე მასთან ურთიერთობა . ახალი ფურცლიდან ,თითქოს ახლა გაიცნობ -შენს გამო ყველაფერს ავიტან. მე შენი ბედნიერების გარდა ცხოვრებაში არაფერი მინდა და თუ მაინცადამაინც ის ბიჭი გჭირდება რა გაეწყობა ...იმედია დედას არ დამიძახებს - თვალები აატრიალა და თავადვე გაეღიმა ბოლოს- ღმერთო რა დაგიშავე - გაფართოებას იწყებს ჩვენი პატარა ოჯახი - ცოლსაც მოხვია ხელი და სიმშვიდის პირველი მარცვლები ჩაყარა მაგდალენას გამზადებულ ნიადაგში. ............. ოფიციალურ ნიშნობამდე ნიკუშას გაცნობას აპირებდა კაცი, შეთანხმებულები იყვნენ სტუმრობის დროზე და უცნაური მზადება ჰქონდა. სადღაც აპირებდა მის წაყვანას , თქვენთან ერთად დალაპარაკება არ მინდაო , აშკარა იყო აფორიაქებული ელოდა ქალიშვილის რჩეულს ის კი საეჭვოდ აგვიანებდა. თავიდან მშვიდად იყო, არც ელოდა მისგან პუნქტუალობას, მაგრამ ორი საათით რომ დააგვიანდა და ზარზე პასუხად „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან“,რომ მიიღო ტვინმა საშინელებებზე ფიქრი დაიწყო. -რა ხდება მაგდა? -არ ვიცი მამა, გეფიცები მოსვლას აპირებდა. წუხელ ვისაუბრეთ , ადრე მოვალ და წასვლამდე ვისაუბროთო ისიც კი მითხრა . რაც არ უნდა ეთქვა ფაქტი ერთი იყო, ნიკუშა არ გამოჩენილა, რასაც შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა. ყველაფერი ისევ აირია, მაგდალენაც იმდენად იყო გაბრაზებული,რომ მის ზარზე პასუხის გაცემაც აღარ უნდოდა -ბატონო ნიკოლოზ ნუთუ ეს თქვენ ხართ. ძლივს იპოვნეთ დრო ჩემთან სასაუბროდ ... შენთვის სჯობს რაღაც ისეთი გჭირდეს ლევანს რომ შეეცოდო თორემ გეფიცები ახლა ისე ვარ გაგიჟებული სამუდამოდ დაგშორდები -ნიტა მოიტაცა ვიღაც ნაბიჭვარმა!- სასოწარკვეთილება და ბრაზი ერთდროულად ჩანდა მის ხმაში. წამი დასჭირდა ბიჭის მდგომარეობის წარმოსადგენად -ნიკუშა რას ამბობ... რას ნიშნავს საერთოდ მოიტაცა -მამიდა გიჟს გავს ... სასწრაფო სასწრაფოზეა . მაგათთან ვარ დილიდან. გამთენიისას დამირეკა მიშველეო. ვეძებ,მალე ვიპოვნი ახლა მივდივარ გზაში ვარ და იცოდე რაც არ უნდა გავაკეთო,რაც არ უნდა მოხდეს სიგიჟემდე მიყვარხარ ხო? -რას აპირებ ... ნიკუშა არც იფიქრო რომ რამეს დაუშავებ. ნიკუშა გემუდარები , გევედრები პოლიციას დაურეკე დაიჭერენ არასრულწლოვანის გატაცებისთვის. უარესად ნუ შეაშინებ ნიტას, გთხოვ ... წარმოიდგინე თავს როგორ იგრძნობს შენ რომ ციხეში მოხვდე . ნიკუშა გემუდარები ასე ნუ მომექცევი ამას ნუ გამიკეთებ -მთელი სხეულით თრთოდა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. წავიდოდა,დრო რომ ჰქონოდა მამიდამისის სოფელშიც წავიდოდა, გაივლიდა კილომეტრებს და გააჩერებდა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო -ნიტას თუ თითი დააკარა მოვკლავ და ციხეშიც წავალ ... დამივიწყე, თუ საჭირო გახდება შემიძულე ოღონდ ლოდინი არ გაბედო გესმის? -ნიკოლოზ -მაპატიე ჩემო ცხოვრება -ჩემ გამო არ მოკლა...თუ გიყვარვარ არ მოკლა ,გემუდარები არ მოკლა რაც გინდა ის უქენი ოღონდ არ მოკლა გესმი? მკვლელი არ გახდე თორემ გეფიცები, გეფიცები რამე საშინელებას ჩავიდენ .იცოდე მოვკვდები , თავს მოვიკლავ ნიკუშა ან მეც ციხეში ჩავჯდები და არც იფიქრო უჩემოდ გააგრძელებს ცხოვრებასო! -არ იცოდა რას ამბობდა, სიტყვებს გაუაზრებლად ისროდა და ნიკუშაც თვალწინ ხედავდა მის გამომეტყველებას- შენ იცი, იცი რომ გავაკეთებ ! დამიმტკიცე რომ შეგიძლია საკუთარ თავს აჯობო ,სხვის ბოროტებაზე მაღლა დადგე და ისე აგებინო პასუხი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა .ნიტაზე იფიქრე, მკვლელ ბიძაშვილს ნუ აჩვენებ -მანქანა ისევ სწრაფად მიქროდა გზაზე, ქალის ხმა ფონად ესმოდა და გონებაში ილექებოდა . წარმოუდგენელი გავლენა ჰქონდა მაგდას ნიკუშაზე ,გავლენა რომელსაც პირველად იყენებდა. ნიკუშას დას დაურეკა,მიახლოებითი მისამართი გაიგო და წავიდა ცხელ წერტილში, იქ სადაც მოვლენები ვითარდებოდა. ორი საათი გაატარა გზაში, ფიქრებისგან თავი უსკდებოდა, ათას შესაძლო ვარიანტს წარმოიდგენდა და ყველა მათგანის ეშინოდა. არ იცოდა რას გააკეთებდა თუ ნიკუშა მკვლელი გახდებოდა ამის წარმოდგენაც კი გულს უჩერებდა,მაგრამ იცოდა ბრაზისგან დაბრმავებულს ყველაფერი შეეძლო ჩაედინა მითუმეტეს მაშინ როცა საქმე მის საყვარელ ადამიანებს ეხებოდა. მანქანა ჭიშკართან გააჩერა, ნიკუშა უკვე დაბრუნებული იყო და ეს ფაქტი იმედს უჩენდა. სწრაფად შევიდა ეზოში, სახლის კარი ნახევრად ღია დაუხვდა გარეთაც ესმოდა ბიჭის ღრიალი -ჩაალაგებთ ნივთებს და ჩვენთან წამოხვალთ! -რას ნიშნავს მოვდივართ ... ეს სახლი ჩემია სად წამოვიდე -მამიდა მიყურებ როგორ ვარ? ნუ შემშლი თორემ შენც არ დაგინდობ იცოდე ისედაც მომატყუე და თავს ძლივს ვიკავებ რომ საკადრისი პასუხი არ გაგცე -რა მოგატყუე რა გინდა მაინც ჩემი გამჭირვებია ლამის მოვკვდი -რატომ მერე? იმიტომ რომ ერთ თინეიჯერ გოგოს ვერ მიხედე თითქოს რამე საქმე გქონდეს მეტი . სხვების გაჭორვას ხო კარგად ახერხებ ახლა გული იმაზე გისკდება შენ რომ ჩავარდი მაგათ ყბაში თორე ნიტას ბედი სულ ცალ ფეხზე გკიდია და იმიტომაც გაეხვა ამ გაუგებრობაში ბავშვი -მე მადანაშაულებ? -აბა ვინაა დამნაშავე მითხარი? -ვინ და ის ბიჭი ...ხო იმან აურია ტვინი ჩემს შვილს -აღიარებ ხომ? კი არ მოუტაცებია გაიპარა და შენ აქ არიფივით ჩამომიყვანე , გამაგიჟე და ლამის კაცი მომაკვლევინე -მოკალი-თქო მე არ მითქვამს -თუ არ გრცხვენია ...როგორ არ გრცხვენიაა მიკვირს . მაგიჟებთ რა ,ყველა ერთად ჭკუიდან მშლით თქვენ ქალები რაღაც სასწაული მოწყობილობები ხართ არაფერი ჩარჩო არ გაქვთ ხო? ყველაფრის თქმა შეგიძლიათ . გულს მირევთ ... ადი ნიტასთან მისი ტანსაცმელები ჩამოიტანე და კარი გააღოს უთხარი სანამ შევამტვრევ - ზურგით იდგა ხმა აღარ ჰქონდა, სიგარეტის ღერი ამოიღო და სწრაფად მოუკიდა. ეკლებზე იდგა თითქოს, მთელს ტანში ტეხდა დაძაბულობა . სიმშვიდის წერტილს ეძებდა და იპოვნა კიდეც ზღურბლზე მდგომი მაგდალენას თვალებს რომ წააწყდა- აქ რა გინდა შენ - წამში დაფარა მანძილი, გულში ჩაიკრა გოგო , სახე მის ყელში ჩამალა და ჩურჩულით თქვა რამდენიმე სიტყვა -კარგად არ ხარ -არ უკითხავს, მშვენივრად ხვდებოდა როგორც იყო -შენ ჩემთან ხარ -სულ ოდნავ მოშორდა მაგდას ტევანი ტუჩებთან მიიტანა და რამდენჯერმე აკოცა- რა კარგია რომ ხარ - ხელის გული ლოყაზე მიიდო, მაჯაზე აკოცა მერე შუბლით მიეყრდნო და სულ ოდნავ შეეხო ქალის ტუჩებს დიდხანს არ ადროვეს ერთმანეთით ტკბობა. ნიტას ხმა ზემოდან ისმოდა, ყველა მაღლა ავიდა ნიკუშაც წამში მოსწყდა ადგილს და კიბე ისე აირბინა მაგდამ უკან გაყოლა ძლივს მოახერხა. შორიდან ხედავდა დერეფანში ჩაკეცილ ქალს ,შეშინებულ გოგონებს და საწოლზე დანით ხელში მდგომ ნიტას , რომლის პირისპირ მხოლოდ ნიკუშა დარჩა -ნიტა ,ჩემო სიცოცხლე რას აკეთებ? სად გქონდა ეგ ...დააგდე და მორჩი ისტერიკას -საშინელი ხარ...ვერ გიტან . მეზიზღებით, ყველანი მეზიზღებით. სუნთქვის საშუალებას არ მაძლევთ. ხო მომიტაცა, იმიტომ რომ მეშინოდა ჩემით გაყოლა იმიტომ რომ ამ ქალმა სუნთქვის უფლებაც წამართვა. ნორმალურად შეხვედრის უფლება არ მომცა . ვერ გიტან მძულხარ , მძულხარ გესმის?- დედას უყვიროდა და დაბინდული თვალებიდან შეუჩერებლად სდიოდა ცრემლები -პატარავ დააგდე ეგ დანა და მერე ვისაუბროთ -არ მომეკარო - ამჯერად ნიკუშასკენ მიმართა დანა და კედელს აეკრო -იცოდე არ დაგინდობ. ისე როგორც შენ არ დაინდე საბა ... მასთან დარეკვის უფლებასაც არ მაძლევ რომ გავიგო როგორაა. ისე მივარდი და დაერიეთ ერთმანეთს ...იმასაც ვერ ვიტან. ორივე ცხოველები ხართ ... ვერ გიტანთ- კანკალებდა, ტიროდა , ცრემლები სდიოდა და სრულიად უკონტროლო იყო . მაგდამ ინსტიქტურად აუარა გვერდი დერეფანში მდგომებს და თავადაც ნიკუშას გვერდით დადგა . ფონად ესმოდა დერეფნიდან წამოსული ხმები ყველა დამშვიდებას სთხოვდა რაც გოგონას კიდევ უფრო მეტად აღიზიანდება -მართალი ხარ ... ძალიან რთულია ისეთი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა ვისაც შენი არ ესმის და იძულებულს გხდიან საკუთარი თავი წნეხის ქვეშ ამყოფო. ნიკუშა ნამდვილი ველურია და ჩვენი ნაცნობობის 90% მისი დახრჩობის სურვილში გავატარე ... ალბათ ის ბიჭიც შენ რომ გიყვარს ჯიუტია , არ ესმის ზუსტად რა გინდა და გტკივა რომ ვერ აგებინებ, მაგრამ მის გამო ღელავ კიდეც . შენ თუ ახლა რამე დაგემართება დედაშენს ამით დასჯი, ეს გინდა არა? აჩვენო რა დონემდე მიგიყვანა და სამაგიერო ასე გადაუხადო -ზუსტად...კარგად შემომხედოს ნუ მართავს კონცერტებს. შესანიშნავადაა მამას სიკვდილიც არ ადარდებს ხალხის გასაგონად მოთქვამდა მხოლოდ...არავინ აინტერესებს საკუთარი თავის გარდა . შემომხედე კარგად ნახე სადამდე მიმიყვანე -დანა მომეცი და წავიდეთ კარგი ? გთხოვ , არ ღირს საკუთარი თავის დასჯა არავის და არაფრის გამო. თავიდან დაწყება ყოველთვის შეგიძლია. მთელი ცხოვრება წინ გაქვს და შეგიძლია თავად მართო, ისე იცხოვრო როგორც გინდა . უბრალოდ ახლა უნდა დამშვიდდე -შენც მათ მხარეს ხარ -კარგი რაა მე რანაირად ვარ მათ მხარეს არ იცოდე მაინც როგორ არ მოვწონვარ დედაშენს და დანარჩენებს -შენთვის მნიშვნელობა არ აქვს მათ დამოკიდებულებას, შენ ნიკუშა გყავს და ეგ ნებისმიერს მოკლავს შენს გამო მე კი მარტო ვარ მაგათთან ყველასთან და დავიღალეე -ნიკუშა შენც გყავს, ჩემამდე შენ უყვარდი და შენ რასაც გადაწყვეტ ისე იქნება . თავად უნდა იბრძოლო და არა საკუთარი თავი დაიზიანო . ჩამოდი , დადე დანა და წავიდეთ . ერთად წავალთ, ვნახავთ შენს საბას გავიგებთ როგორაა და შემდეგ ნიკუშას გაჰყვები ან ჩემთან წამოხვალ -შენთან ? -დანას თუ დადებ გასწავლი როგორ უნდა მართო საკუთარი ცხოვრება და იყო ბედნიერი ყოველი დღით ,მაგრამ თუ დიდხანს განაგრძობ ამ დრამას არ ვიცი გაბრაზებას ვიწყებ-საერთოდ არ ჰგავდა მისი დამოკიდებულება სხვებს. გოგონას გაოცება დაეტყო, გაეცინა კიდეც. საწოლზე დაეშვა, დანაც დადო -საბასთან დალაპარაკების უფლებას მართლა მომცემ? -საბაოოო შენ გოგოო ჩემი მოკვლა გინდაა? შუაზე გაგგლეეჯ გესმის? შე ტუტუცო უმადურო გოგოო - ქალი უცებ გამოცოცხლდა და ისე გაექანა გოგონასკენ -არ გაბედო !- ნიკუშა გადაეღობა წინ მანამდე ჩუმად იდგა მაგდას არ აშორებდა თვალს -შენ ვინ გეკითხება და მითუმეტეს შენს შეყვარებულს, საყვარელს თუ ვინც არის საერთოდ. გამომივიდნენ აქ ჭკუის მსწავლებლები. ე.ი მე მინდა ჩემი შვილისთვის ცუდი და სხვა ყველას ჩემზე მეტად გიყვართ ხომ? თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალები ... შენ გაუძლებ და აიტან ამას სახლში? ეს გინდა ცოლად მოიყვანო და სახლში დაისვა? ამას დააკავებ და შენ ჭკუაზე ატარებ? დახოცავთ ერთმანეთს . ჩემი შვილიც გინდათ ახლა თქვენ ყაიდაზე გადაიყვანოთ ამდენი წელი ხვდებოდეს , დაგულაობდეს და მერე ან მოიყვანს ცოლად და ან არა -სული მეხუთება და ამ მარაზმის ყურებას აღარ ვაპირებ. წამოხვალ თუ რჩები - ნიტას დახედა და კარისკენ შებრუნდა -სად მიჰყვები ... ფეხი არ გაადგა იცოდე . ვინ მოგხედავს ჩემს გარდა ერთი ვნახავ...ეგ ერთი დღით თუ გაგიღებს სახლს კარს თორე დედამისის ამბავი ,რომ ვიცი ვენებს გადაიხსნის . მეტი საქმე არააქ ახლა ჯერ არ გამხდარი სიძის ნათესავებს შეიკედლებს -დედაჩემი თქვენზე ბევრად ადეკვატურად მოაზროვნეა , მადლობა ღმერთს ... გამიმართლა აშკარად - გაუღიმა და უკან ადევნებულ გოგონას ხელი ჩაკიდა -მივდივართ ჩვენ ... შენ იმედია დამშვიდდები და შეწყვეტ წიოკს - ნიკუშამ დებს გადახედა -მოსაკლავად მიდიოდი და ახლა გინდა შეახვედრო? -თავად გავერკვევი როგორმე შენ იმაზე იფიქრე შვილს როგორ ექცევი ................. -რას აპირებ ...არ აჩვენებ იმ ბიჭს? -მე არაფერს დავპირებივარ. შენ დაჰპირდი -სერიოზულად? ნიკოლოზ დღეს ისედაც ბევრი შეცდომა დაუშვი და გთხოვ ნუ დამიმატებ . ნორმალურად მოიქეცი და საკუთარი თავი წარმოიდგინე მის ადგილას -მე შენ არ მომიტაცებიხარ და შენ 17 წლის ბავშვი არ ხარ -თითქოს არ ფიქრობდი ლევანს უარი რომ ეთქვა და მეც გადამედო ქორწილი -როგორ მიყურებ , მაშინებ -უნდა გეშინოდეს კიდეც ერთად რომ დავრჩებით და ყველა სიტყვაზე პასუხს მოგთხოვ -რაზბორკა გვექნება? - გაიცინა და მკლავები წელზე შემოჰხვია- საინტერესო იქნება, ერთი სული მაქვს -ნუ იქცევი სადისტივით ... რა ჩაარტყი ასეთი -რა უნდა ჩამერტყა გოგო ვერ მიყურებ როგორ ვარ? ძიუდოისტია ის ჩემისა გამიფინა და ეს იმაზე ნერვიულობს - უცებ წამოიძახა და იმ ჭრილობებზე ანიშნა სახეს რომ უმშვენებდა -ახლა მეტრაბახები ძიუდოისტი ვცემეო თუ რა გამოსვლა გქონდა -რა ცუდი გოგო ხარ... იმის ნაცვლად ღელავდე ჩემს გახეთქილ ტუჩზე ,მკოცნიდე და ტკივილს მიამებდე -ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვარს საქმეების დალაგება...შენი დებიც ნერვიულობენ, სამივე აღელვებულია. ნიტაც დაამშვიდე, დაუჯერე და მიეცი თავისუფლად მოქცევის საშუალება. - და ნიტასკენ დაიძრა- გოგონებთან იქნები თუ ჩემთან წამოხვალ,იქნებ ნეიტრალურ ადგილას გინდა ყოფნა -არა , მადლობა გოგონებთან დავრჩები. საბასთან საუბარის საშუალებას მომცემს? -აჰაა , ნუ გამომიყვანე დესპოტი ბიძაშვილი - ჯიბიდან ამოიღო მობილური და მიაწოდა -მე წავედი ჩემთან ბინაში დაგელოდები-გაწითლებულ ადგილზე აკოცა და მანქანისკენ დაიძრა. მსგავსი დაძაბული სიტუაციები საშინლად მოქმედებდა, ძალა ერთიანად გამოეცალა აქამდე ნატალია და ლევანი უნდა დაემშვიდებინა ახლა კი ნიკუშას ოჯახის წევრები გამოჩნდნენ. იზრდებოდა იმ ადამიანების სია ვისთანაც მუდმივი ურთიერთობა მოუხდებოდა, ვისი პრობლემებიც უნდა გაეზიარებინა და შესაბამისად ყველაფერი უფრო რთულ ეტაპზე გადადიოდა. გვიან ღამით გაიგო კარზე კაკუნის ხმა . სწრაფად გააღო და კედელზე მიყრდნობილ ბიჭს წარბშეკრულმა დაუთმო გზა -კომენდანტის საათი დაიწყო ... წესების დარღვევა სიამოვნებას განგაცდევინებს ხომ? -ყველაზე მეტად მაინც შენით ვკაიფობ - წინ მიმავალს ხელები მოხვია და მკერდზე მიიკრა- ისე დავიღალეე ...რა ამბები ჩამიტარე დღეს ჰა? -გინდა ახლავე ვისაუბროთ იმაზე რაც მოხდა ? მაშინ შენით დვაიწყოთ ... რასაც აპირებდი ,რაზეც ფიქრობდი, რასაც გეგმავდი და რაც მითხარი - მისკენ შებრუნდა და თვალებში ანთებული ცეცხლი მიაფრქვია-ანუ ასე მარტივად კლავ დამნაშავეს , მტოვებ და ლოდინს არ მთხოვ. შესანიშნავია, ნულოვანი ეგოიზმი გადაგვარჩენს არა? -ნუ მეცინიკოსები ...აბა რა მეთქვა ციხის კართან მელოდე 17 წელი და პერედაჩებით იარე. იქ მოვაწეროთ ხელი და პაემნებზე შეხვედრის უფლებაც გვექნება . ციხეში გავაკეთებ ბავშვებსაც-თქო? -ნორმალური ადამიანები დანაშაულის შესახებ პოლიციას ატყობინებენ და კანონები არსებობს მათ დასასჯელად. დაზარალებულზე მეტს ფიქრობენ და მისი ტკივილის განკურნებაზე ვიდრე ახალი უბედურების დამატებაზე -რომ მეჩივლა და პოლიცია დადგომოდა კარიერაც დაენგრეოდა, დისკვალიფიკაციას მიარჭობდნენ ,უფრო მკაცრად დასჯიდნენ ვიდრე ვინმე სხვას მიუხედავად იმისა,რომ თურმე ქალბატონი ნიტაც შეყვარებული ყოფილა -ადამიანის მოკვლაზე რომ ფიქრობდი და იარაღით მირბოდი იქნებ ჯერ დალაპრაკებაზე გეფიქრა და ისიც დაგეშვა,რომ 17 წლის გოგოს შესაძლოა ვინმე ჰყვარებოდა -შენ არ იცი მამიდაჩემმა რეები მელაპარაკა ...ნუ გამახსენებ თავი მისკდება -დივანს მიეყრდნო ,თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა- საშინელი დღე იყო. მე იმაზე ვნერვიულობდი სასიმამრო სად წამიყვანს-თქო და რეები ვაკეთე -ასე დალურჯებულს რომ გნახავს გეტყვის ტომრის მაგივრად თუ გირტყამენ ჩემ გოგოს შენ ვერ გამოგატანო - დივნის წინ მდგომ დაბალ მაგიდაზე დაჯდა , მისკენ გადაიხარა და გახეთქილ ტუჩზე აკოცა- დაგინდო როგორც სჩანს -ხოო , თორემ მთელი ძალით რომ ეცადა დამანგრევდა - თვალები გაახილა, ქვემოდან უყურებდა და განაბული ტკბებოდა ქალის შეხებით- აქაც მტკივა - შეწითლებულ ადგილას დაიდო თითი -საერთოდ ყველგან მტკივა... ისე დამაგდო მიწაზე მთელს ტანზე სინიაკები მაქ -საბრალო... ყველგან გტკივა?- მაისურის ბოლოებს შეახო თითები და ნელა დაიწყო აკეცვა , ჯერ ხელი შეახო შემდეგ დაიხარა და გაეღიმა კაცის დაძაბულობა რომ იგრძნო- მოდუნდი, არ გატკენ -შენ ... შენ რა -მე შენ ჩემი ხელით მოგკლავ თუ ოდესმე კიდევ იტყვი ,რომ მთმობ ნებისმიერი მიზეზის გამო. -უცებ გასწორდა, გაწითლებულ ადგილას ხელით დააწვა კოცნის ნაცვლად კიდევ უფრო მეტად ატკინა - სულს ამოგაცლი თუ აზროვნებას არ დაიწყებ და ყველას ცემა-ტყეპას არ შეეშვები -ჯანდაბა მტკენ და არ გინდა გამიშვა? -დაწექი უნდა გაგსინჯო...საშინლად გამოიყურები - უცებ შეიცვალა გამომეტყველება და სრულიად სერიოზულად გაასწორა ბალიში ისე რომ დაწოლა შესძლებოდა -ხელები სხვანაირად რო მიფათურო არა? -ასე თუ გააგრძელებ ცხოვრებას სულ მალე აღარც შეგეძლება ჩემი დაკმაყოფილება -აუტანელი ქალი ხარ !- დაწვა და მაგდას თითების მოძრაობას დააკვირდა-შენ რა სერიოზულად მსინჯავ? -გტკივა ასე? -არა ... მარტო ნეკნები მტკივა მკვეთრი მოძრაობის დროს - მაისური მკერდამდე რომ ასწია გაეღიმა- ექიმი ხარ ახლა თუ ჩემი შეყვარებული -მძაგს ეგ სიტყვა - ზემოდან მოექცა და მაისური გადააძრო- ხელები მაღლა ააწევინა , თითებით მიუყვებოდა ფერდებს და ასე უცნაურად სინჯავდა გონებაარეულ ბიჭს -სულ გადაირიე და მეც მაგიჟებ ...გეყოფა უკვე -ხელები გააჩერე -ძალადობ! -დილიდან სტრესში ვარ და ისიც დამტკიცდა,რომ სასურველი სარძლო არ ვარ -შენს დედამთილს ევასები ზატო -თითები ბარძაყებზე ააყოლა, კაბის აკეცვა დაიწყო და საჯდომისკენ გადაინაცვლა - უბედნიერესია ,ამაყობს ჩემით -ყველა შენი სიგიჟე გადავფარე ჩემი არსებობით შენს ცხოვრებაში? - კოცნიდა და შუალედებში საუბარსაც ახერხებდა- ნიტას და საბას რა ეშველებათ? -კუბიდონად ნუ მაქცევ ... მადროვე ჯერ სასიმამრო უნდა დავკერო რო თავისი გოგო მომათხოვოს .გოგო რომელიც უჯრედულ დონემდე ყალყზე მაყენებს -მეგონა მართლა მოკლავდი და მეშინოდა,რომ მკვლელი გახდებოდი , რომ შეგეძლო ამის გაკეთება - თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა- გემუდარები ასე აღარასდროს მოიქცე. შენზე დამოკიდებული გამხადე და რამდენიმე წელში შვილები,რომ გვეყოლება შენ ასე ეგოისტურად დაუფიქრებლად და იმპულსურად მოქცევის უფლება არ გექნება ...უბრალოდ არ შეგიძლია ასე მოგვექცე -მაპატიე ... მეც საშინლად ვიყავი. საშინელებებზე ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი, სისხლი მეყინებოდა მეგონა იქ საერთოდ სხვა სიტუაცია დამხვდებოდა -მესმის , მართლა ვგრძნობ როგორ ხარ და ამიტომ ვცდილობ მშვიდად ვიყო თორემ სხვა შემთხვევაში -ტყავს გამაძრობდი - თავზე აკოცა და თითები მკლავზე აატარა- მამაშენი ძალიან გაბრაზდა? -გაგიგებს , ძალიან კი არ განსხვავდება შენგან -რამხელა აღიარებაა მამიკოს გოგოსგან -მგონი ზედმეტად ვგავარ დედაჩემს იმისთვის ,რომ მამასგან რადიკალურად განსხვავებული კაცი გამხდარიყო ჩემი ცხოვრების ნაწილი -არ მჯერა,რომ ამას ახლა იაზრებ -უცნაური დღეა -და უკვე კომენდანტია ...ვერსად წავალ -ისედაც არ მიდიხარ, სულ ჩემთან ხარ ...ყველგან სადაც მე ვარ . სანამ ჩემი გული ფეთქავს -მაგდალენა - საყვარელი ადამიანის მიერ წარმოთქმული შენი სახელი ნებისმიერ სიტყვაზე მეტად გამოხატავს გრძნობებს. ................ -მე თანახმა ვარ!- ვახშმის დროს გაიგო მამის სიტყვები და თავიდან აზრზეც ვერ მოვიდა. -როგორ...კი , მაგრამ ჯერ რომ არ გისაუბრიათ და საერთოდ -არ უთქვამს ,რომ შევხვდით? -როდის -შენ რომ მუშაობდი იმ დღეს ... გეგმები არ მიყვარსო , ხელოვნურობას გვაიძულებსო და ისე უბრალოდ მოვიდა ისეთი როგორიცაა . ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენა -აქ იყო მოსული,ჩვენთან? -ხო... დედაშენიც არ იყო მაგ დროს. მე მარანში ვიყავი ისიც იქ მოვიდა, არსად წავსულვართ . რაღაცები მომიყვა , წარსულზე და მომავალზე . ისეთებიც შენ რომ დამიმალე და თან ისე,რომ შენზე გაბრაზებული არ დავრჩენილიყავი ,მაგრამ მაინც ცუდი შეგძნება შენ ქალიშვილს ვიღაც სხვა რომ უყვარდება შენზე მეტად -მააა -კარგი ხოო ვიცი მე მაინც პირველი და უკანასკნელი ვარ - ჩაიცინა და ღვინის ჭიქები გაავსო- ნუ მიყურებ ასე ცოლო ...დავბერდი და სენტიმენტალური გავხდი -ჩვენ აწი ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ... რა დროს სიბერეა -რაღაცნაირად ჩემი ახალგაზრდობა გამახსენა ... აზრები, არასწორი სვლები, არასწორი ადამიანები , არეული ცხოვრება და ქალი , რომელმაც სინათლე შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში- ცოლს ხელზე აკოცა- ვნახავ ერთი ჩემნაირი ლამაზი გოგო თუ გამოუვაა...მეეჭვება , მე მაინც სხვა დონე ვარ- ისევ გაიცინა და თვალებამღვრეული ქალიშვილი ჩაიხუტა- იმედია დედაშენივით არ ეტყვი შენ შემოგწირე მთელი ცხოვრება , შენ გამაჭაღარავე და ნეტა საერთოდ რას მოგყვებოდიო -ნუ იცი ხოლმე ბავშვივით გაბუტვა ყველა სიტყვაზე -შენ ხო უსიყვარულოდ გამომყევი ცოლად... იასნია ფიქრობ რატომ გავყევიო . უკეთესს ვიპოვნიდიო. მე მიყვარდი და სხვებს ვერ ვამჩნევდი, თვალებდაბრმავებული ვიყავი თორემ ისეთი ქალები გიჟდებოდნენ ჩემზე ეეჰ -ჩემსავით ვერასდროს ვერავის ეყვარებოდი ! მშობლებს უსმენდა და ყურებს ვერ უჯერებდა. გონს ზარის ხმამ მოიყვანა, წყვილი მარტო დატოვა და ეზოს განათებული ნაწილისკენ დაიძრა -ჩემო მაგდალენა -ამ საღამოს სასწაულები ხდება... ამ წამებში დედაჩემმა აღიარა ,რომ მამა თავიდანვე სიგიჟემდე უყვარდა -ანუ სიმამრი სიდედრს რქებმოტეხილს მახვედრებს? -რა ცუდი ბიჭი ხარ -შენს ცუდ ბიჭს მოენატრე ... -ნიკუშას თუ ელეპარაკები უთხარი მოვიდეს ... -გაიგონე? -მიპატიჟებაზე უარს როგორ ვიტყვი რამდენიმე წუთის შემდეგ ოთხივე ერთად ისხდნენ მაგიდის ირგვლივ და ისეთი ჰარმონიული იყო მათი საუბარი,რომ თავი სიზმარში ეგონა. მთელი არსებით გრძნობდა რაღაც ცუდის მოახლოებას ,რაღაც ისეთის რასაც მარტივად ვერ გადაიტანდა , რაც სიმშვიდითა და მოთმინებით ვერ მოგვარდებოდა . გრძნობდა ,მაგრამ გრძნობებს არ ემორჩილებოდა მაქსიმალურად ტკბებოდა ყველა ბედნიერი წამით რაც გააჩნდა . -ხო მართლა , სანამ წახვალ მითხარი ჩამოვიდა ის ძიუდოისტი თუ რა ხდება - მამისგან ამ კითხვას არ ელოდა. საერთოდ მოულოდნელობებით იყო სავსე ის საღამო -ახლა იქედან მოვდივარ, ნიტა სახლში დაბრუნდა. ცივილიზებულად შეხვდებიან ერთმანეთს და იმედია ნდობას გაამართლებს -ზოგჯერ ღირს ნდობა თუნდაც ყველაზე საყვარელ ქალს ანდობდე თითქმის უცნობ კაცს - ჩაიცინა და ქალიშვილს გაუსწორა მზერა- საბოლოოდ რა გადაწყვიტეთ ტრადიციული ქორწილი გინდათ თუ ნიშნობის შემდეგ ხელს მოაწერთ და ჯვარს დაიწერთ -ქორწილი სჯობს მგონი, ოღონდ ისეთი რომ ყველამ კომფორტულად ვიგრძნოთ თავი -დიდი სამზადისი გველის წინ -დედა ბრუნდება ... ასე რომ სამზადისში ისიც აქტიურად ჩაერთვება -მართლა? აქამდე რატომ არ მითხარი -მეც ცოტა ხნის წინ ვესაუბრე. ბილეთი ვუყიდე და მერე დავარწმუნე ,რომ უნდა წამოსულიყო ... პირველს თქვენ გეუბნებით- მაგდას უყურებდა და იღიმოდა. გოგო რომ მოეხვია ინსტიქტურად დახუჭა თვალები -რა კარგიაა... რა ბედნიერებაა -შენ ხარ -მხარზე შეახო ტუჩები და მერე ჩაიცინა კაცის ჩახველების ხმა რომ გაიგო .................... გზა ზედმეტად დიდხანს იყო ნათელი იმისთვის,რომ ცხოვრებას ახალი ბარიერი არ გაეჩინა. იქ დახვდა სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა . მაშინ როდესაც ნიკუშას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამდენი წლის შემდეგ ძლივს დედა დაიბრუნა, კიდევ ერთი ცხოვრების მთავარი ქალი . მათთან ერთად იყო, ტკბებოდა სანახაობით, გაბავშვებული ბიჭის ციმციმა თვალები გულისცემას უორმაგებდნენ , მაგრამ ფერები ჩაქრნენ ,როცა ტელეფონი განათდდა და სასწრაფოდ გაზარდა მანძილი. ისეთ ადგილას იდგა ვერავინ რომ ვერ მოუსმენდა -მოვიდა პასუხები ? -კლინიკაში უნდა მოხვიდე ... ხვალვე უნდა ვისაუბროთ -რა ხდება არ მეტყვი? -ხვალ აგიხსნი ყველაფერს -ავთვისებიანია ხო? -მაგდა -არავის უთხრა . მხოლოდ მე და შენ უნდა ვიცოდეთ -მარტო გინდა გაიარო ეს რთული და ხანგრძლივი გზა? ხომ იცი წინ რაც გელოდება -ზედმეტად ხანმოკლე აღმოჩნდა ბედნიერება ... ყველა გზა გრძელია მხოლოდ ჩემი და მისია მოკლე- ჩუმად თქვა ისე რომ მისი სიტყვები არავის გაუგია -ხვალ გელოდები ხო? უნდა განვიხილოთ დეტალები და ასე საუბარი რომ არ არის სწორი იცი შენც -ვიცი ... თუ შევძლებ მოვალ -რას ნიშნავს თუ ... აუცილებლად უნდა მოხვიდე -ახლა უნდა გავთიშო, მადლობა დიმა ექიმო და დაიმახსოვრე,რომ მე პაციენტი ვარ და კონფიდენციალურობის დაცვა შენი ვალია - საუბარი დაასრულა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე უდარდელი ღიმილი აიკრა და სუფრასთან შეკრებილებს დაუბრუნდა. -კაბაზე რას აპირებ? იცი ვინ უნდა შეგიკეროს? -ჯერ ადრეა მაგაზე... ზაფხულში ქორწილი არ მომწონს -ზაფხულზე გიჟდები მაგდალენა-ნიკუშამ მაშინვე უთხრა და მზერა გაუსწორა- რა ხდება, დროს აჭიანურებ ? -შენ ისე გეჩქარება თითქოს დროში უნდა ჩაეტიო . ქორწინება თავანის ჩაბარება გგონია ნიკუშ?- მაქსიმალურად ეცადა დამცინავი ტონი ჰქონოდა, გულისცემა შეუწყდა ბიჭის რეაქციის დანახვისას , ვეღარ გაუძლო და წამსვე წამოდგა- ჩემი წასვლის დროა. ხვალ ვმუშაობ , მორიგეობის გაცვლა მთხოვეს სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ - გასასვლელისკენ დაიძრა, სწრაფად მიდიოდა, უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა იქაურობა . თავი უსკდებოდა, აზრები ერთმანეთში ერეოდა -რა ხდება შენს თავს მეტყვი? -მეჩქარება ნიკოლოზ...ახლა არ მაქვს ჩვენი დაუსრულებელი დიალოგის ენერგია -არსად წახვალ სანამ არ მეტყვი -რა უნდა გითხრა... მოჩვენებები დაგეწყო? შენგან განსხვავებით ვმუშაობ, ვალდებული ვარ წავიდე მოვალეობა შევასრულო და ენერგია მჭირდება. ვერ გაიგებ, არასდროს ყოფილხარ მსგავს მდგომარეობაში როგორ აგიხსნა არ ვიცი . დასვენება მჭირდება, მოწესრიგება, ნივთების ჩალაგება და მზად ყოფნა 24 საათიანი მორიგეობის წინ -რაღაც გჭირს და აუცილებლად გავიგებ რა -რაღაც ძალიან დაძაბული ხარ, უკვე მოჩვენებებიც დაგეწყო. ლომკა გაქვს , გახანგრძლივებული კარგი ბიჭობის გამო დაბოლებას ვერ ახერხებ ხო? -მაგდალენა -აი ხომ გითხარი ჩვენი საუბარი არ ღირდა ახლა გაბრაზდები და უნდა ვიკამათოთ -საამათო არაფერია შენ -მე მივდივარ. შენ რჩები და ძლივს დაბრუნებულ დედასთან ატარებ დროს -შენთან საუბარიც უნდოდა ... უფრო დიდხანს -სხვა დროს ვნახავ , ჯერ მონატრებულ შვილებთან გაატაროს დრო-უყურებდა და ძალა ერთმეოდა. უნდოდა ეტირა, ეკივლა , ეყვირა უნდოდა ჩახუტებოდა,მოხვეოდა,მისი მუხტი ეგრძნო და გული ძველებური ტემპით აძგერებოდა -ზეგ შევხვდებით არა? -შევხვდებით - უყურებდა, აკვირდებოდა და შემდეგ მის მკლავებში აღმოჩნდა. კოცნიდა ისე როგორც უკანასკნელად კოცნიან ხოლმე ................ მანქანაში იჯდა და კორპუსს თვალს არ აშორებდა. გადაწყვეტილება მიიღო, საბოლოო განაჩენი გამოიტანა და აღსრულებას შეუდგა. საფეხურები სწრაფად აიარა, გასაღები საკეტს მოარგო გახსნა და წამებში დაფარა გზა საძინებლამდე. ნახევრად ღია კარი ბოლომდე გახსნა , საწოლში მოალერსე წყვილს ცარიელი მზერა გაუსწორა და შენელებული გულისცემის საბოლოოდ გაჩერება კიდევ ერთხელ ინატრა -შეგიძლია განაგრძო ... ლაივში პრნოს სხვა ეფექტი აქვს ნიკუშ - სიტყვების თქმა ასე არასდროს გასჭირვებია, ცინიკური ღიმილი ახრჩობდა. ებრალებოდა საკუთარი თავი და მაინც მაზოხისტურად აგრძელებდა დაწყებულ გზას- ნუ იცვამთ... ღმერთო ჩემოო რა საჭიროა ასეთი სიჩქარე. განაგრძეთ ძვირფასო, განაგრძეთ ასე რამ დაგაბნია განა რას აკეთებდი ისეთს თავისუფალ ,სიმპათიურ კაცთან ჟ.მაობდი . შენ თეკოო ხომ? -თვალები დააწვრილა და ისე დააკვირდა გოგოს სახეზე თითქოს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის ვინაობას -უიიჰ რა ცუდი სიტუაციაა...მეგონა ერთად აღარ იყავით -თეკოო არც კი გაბედო ! -რატო უყვირი გოგოს? რა ცხოველობაა . ძვირფასო თეკუნა ახლა დაგვტოვე და მერე სულ შენი იყოს. ოკ? -ვიღაცებს ერთგულება არ შეუძლიათ რას ვიზამთ- გოგომ გაუღიმა და არეული თმის სწორებით დატოვა ოთახი. -მაგდალენა -ასე მხოლოდ მამაჩემმა უნდა დამიძახოს , შენნაირმა ჭიაყელამ არა ! -მაგდა -ახლოს არ მომეკარო...იმ ქალის სუნი აგდის. ყარხარ ! -დედას შევ... მართლა სხვანაირადააა შენ საერთოდ -აქ არ უნდა ვიყო არა? რამდენიმე თვეში მე უნდა გადმოგებარგებინე ამ ოთახში , მაგ საწოლში . მესმის შენი ,მართლა მესმის როგორი სტრესულია ჩემი ატანა . არა მოსაწევი, არა ს.ქსი მუღამი ეკარგება ცხოვრებას ხო? ქორწინების შემდეგ დიდხანს მოგიხდებოდა მხოლოდ ჩემთან ყოფნა და არც არაფერი ჩაგიდენია, ჯერ ხომ ჩემი ქმარი არ ხარ - გრძელ ტყავის სკამზე იჯდა და ქვემოდან უყურებდა. ცარიელი ,ურეაქციო მზერა და გამომეტყველება ჰქონდა -მაგდალენა - ხელის შეხება სცადა ,მაგრამ ქალი მაშინვე გაეცალა -არ გაბედო და ეგ ხელები არ შემახო ! საერთოდ რატომ მეგონა ,რომ ოდესმე ერთნაირი გრძნობები გვექნებოდა . შენ სულ ეს ხარ , უპრინციპო, უნებისყოფო ბავშვი რომელსაც წამიერი სურვილები მართავს -ასე ნუ მიყურებ...ჯანდაბა შევიშლები- უკან დაიხია, სახეზე ხელები აიფარა და ამღვრეული მზერა მოარიდა -რა მარტივია შენი სიყვარულიც , ღალატიც, მთლიანად ცხოვრებაც . ტყუილებით სავსე - კარადასთან მივიდა, თაროებს აკვირდებოდა მერე ერთ-ერთი გადმოანგრია და ტაბლეტებით სავსე ფირფიტები მისკენ ისროლა -თვალებ ახვეული ლოდინი გადამინდა ...მდუმარედ აღარ დავუცდი შენში ცვლილებებს. არ დაგაჯერებ,რომ ჩემი მოტყუება შეძელი . ორი დღის წინ სად იყავი? დედაშენის დავალებით რაღაც უნდა გეყიდა ხომ? ეგ რაღაც სადღაც ჯანდაბაში ნანგრევებში იყო ვიღაც იდიოტ ლაწირაკს რომ ურჩევდი საქმეს შენს ძმაკაცებთან ერთად? შენკენ მოქნეული დანა ლაშას მოხვდა. საავადმყოფოშია და შენ იმის ნაცვლად,რომ ჩემთვის გეთქვა აი ასე გაიქარვე სტრესი - მშვიდი ტონი ჰქონდა, თითქოს ვერაფერს გრძნობდა სინამდვილეში კი ძალა აღარ ჰქონდა -ყველაფერი იცოდი ... -და გელოდი ,როდის გაბედავდი და მეტყოდი -შენთვის თქმა ასეთი მარტივი არ არის... -უშიშარ ნიკოლოზს მხოლოდ ჩემი ეშინია. მაინც რა ძლევამოსილი ქალი ვარ ასეთი , ღმერთო?- გაიცინა და მერე თვალები დახუჭა- შენთან ერთად ჭაობში ჩაძირვას არ ვაპირებ! ამას არ იმსახურებ - მართალს ეუბნებოდა, მაგრამ ჭაობში თავად იდგა , გაჩერდა და ელოდა როდის ჩაეშვებოდა ფსკერზე. -გთხოვ , ასე არა რა -როგორი მძიმეა ეს დანაშაულის შეგრძნება არა? ჩვეულებისამებრ შემტევი არ ხარ, არგუმენტები არ გაქვს . ისევ იქ დავბრუნდით , ამჯერად სამუდამოდ -არა -როგორ თქვი? „ჩემთვის ერთადერთი ხარ . რა კარგია , რომ ხარ ... მაპატიე ,რომ ვარ“ -ასე ვერ წახვალ -დავსრულდი ცხოვრებასთან დანებებული მარტოდ-მარტო მიუყვებოდა საკუთარ გზას. სინათლის სხივებით განვლილი გზა უკან რჩებოდნენ, წინ სიბნელე ელოდა. წყვდიადში შეაბიჯა და მთლიანად მასში ჩაიკარგა. სხეულს დაჭრილი სული მანამ მიათრევდა სანამ დანიშნულების ადგილს არ მიაღწია, სახლს სადაც მარტოობა ელოდა . ბინის კედლებში დაბუდებულ სიცარიელეს დაბინდული მზერა მოავლო და მთელი სიცხადით იგრძნო დასასრულის მოახლოება. .......... არ ვიცი რა უნდა გითხრათ უბრალოდ გელით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.