შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თავიდან! {თავი 13}


12-06-2021, 22:09
ავტორი ქეთათო4
ნანახია 2 405

საჭეს ჩაფრენილი მთელი სიჩქარით მიაქროლებდა BMW-ს მარკის ავტომობილს. იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ ძლივს თოკავდა თავს, სიგიჟე არ ჩაედინა. აწკრიალებულ მობილირს მერამდენედ გამოურთო ხმა კაცმა არ იცის, მაგრამ ახლა, როდესაც საპირწონედ თათას ზარი შემოვიდა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. არც უფიქრია, რომ არ უნდა აეღო. მაშინვე გადაუსვა სენსორს თითი და ხმამაღალზე ჩართო.
-გისმენ.-იმდენად ჩახლეჩილო ჰქონდა ხმა, გვიჩიანს ჟრუანტელმა დაუარა და უნებურად იკბინა ქვედა ტუჩზე.
-დიმამ მთხოვა დამერეკა.-თავი იმართლა მაშინვე.
-დიმას ლაპარაკი არ შეუძლია?-გაღიზიანდა მაჩაბელი.
-უკაცრავად, შეგაწუხეთ!-აგდებულად უპასუხა თათამ და ყურმილი დაკიდა.
-ჯანდაბა!-ამოიღმუილა და მანქანა მოშორებით გააჩერა. თითისტოლა გოგო აშკრად ახერხებდა დათას ნერვებზე თამაშს. სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მანქანაზე მიყრდნობილმა ხედს გადახედა. სიმშვიდე ეუფლებოდა მაჩაბელს, მაგრამ დადიანისა და თათას ჩახუტებას მკვეთრი ტონები შემოჰქონდათ მის სიმშვიდეში და ყველაფერს ურევდნენ.
მობილური ისევ აწკრიალდა ამჯერად დიმა იყო.
-დათა სად ხარ?
-ჩემზე ძებნაა?-თავი გადააქნია.
-დღეს ძველებურად შევიკრიბოთ!-კარგად იცოდა მაჩაბელმა, ,,ძველებურში" რა იგულისხმა დიმამ.
-ჯერ საქმეები მაქვს, მერე ვნახოთ.
-კარგი.-მოკლედ მოუჭრა ბაბლუანმა და ყურმილი გათიშა. უკან ადევნებული კაკი შეამჩნია და გეზი პირდაპირ ნაკაშიძისკენ აიღო.
სარდაფის კარი ხმაურით გააღო და ცენტრში მჯდომ ნაკაშიძეს გახედა. თავი დაბლა ჰქონდა დაწეული გოგას.
-მოხვედი?-ისევ ირონიით სავსე მზერა სტყორცნა კაცს. დათა მხოლოდ სიბრალულს გრძნობდა. აღარ ბრაზობდა, აღარც უნდოდა რამე დაეშავებინა. უბრალოდ ეცოდებოდა გოგა.
-სახლში წასვლის დროა!-ტაში შემოჰკრა და უკნიდან კაკის ხმაზე გაეღიმა.
-დიმა ხოდზეა.-თავი გააქნია და თოკი გახსნა.
ნაკაშიძე არ იჯერებდა. ფიქრობდა, რომ ნაბიჯს გადადგამდა თუ არა, ესროდნენ.
-ახლა გიშვებ, მაგრამ დიმას ოჯახს თუ კიდევ გაეკარე... მერე ლაპარაკსაც არ დავიწყებ.-ხელით უბიძგა გოგას და თავად უკან მიჰყვა. მაინც ამაყად მიაბიჯებდა ნაკაშიძე. შიშს მალავდა. მხრებში გაშლილმა გაიარა მანძილი და მალევე მიეფარა თვალს.
-ჩემი ძიძობა როდის მოგბეზრდება ავალიშვილი?-კაკის გაუსწორა მზერა და ღრმად შეისუნთქა სიგარეტის კვამლი.
-როცა დამშვიდდები.-გაიღიმა და მანქანის წინა მხარეს მიეყრდნო.
-როდის იყო სისულელეებს ვაკეთებდი?-გაეცინა და მაშინვე თვალწინ დაუდგა, ,,სისულელეებს არ ვაკეთებდი"
-არა, ტყუილია.-კაკისაც გაეღიმა და მანქანიდან გადმოღებული ორი ბოთლი არაყიდან ერთი დათას გაუწოდა.
-უთქმელად ძმაო.-გაეცინა და პირველი თავად მოიყუდა მათრობელა სითხე. მთელს ტანში უსიამუვნოდ გასცრა.
-ორი რომეო!-ბოთლი ასწია მაჩაბელმაც და იგივე გაიმეორა. ორივეს უთქმელი გრძნობები ტანჯვდნენ.
-კაი, მე ჯანდაბას ავალ, შენ რა გიშლის ხელს?-ბალახზე იჯდა, თავი მანქანის კაპოტზე ედო...
-დიმას ვერ გავუბედავ. ელენა მიყვარსთქო, რომ ვუთხრა, არ შემიძლია.-თავი გადააქნია და ირონიულად ჩაიცინა.
-დიმა მასეთი არაა. ვინ თუ არა ბაბლუმ იცის, რომ სიყვარულს ვერ აღუდგები წინ.
-მარტივია. შენ გბალეშიკობს ტიპი.
-კაკი მისმინე, მარტო დიმა არა მეც მაგრად გცემ ელენას, რომ აწყენინო, მაგრამ შენ? მე და ის გადარეული, რომ არაა ყველზე პატიოსანი ტიპი იქნებოდი, სათვალეებითა და ხელში წიგნებით.-წარსულის გახსენებაზე გაეცინა ავალიშვილსაც.
-აღარ ვარ დათა!-ცერი აუწია და კიდევ ერთხელ მოიყუდა არყის ბოთლი. ორივესთვის მძიმე ტვირთი იყო სიყვარული. არცერთს შეეძლო იმ გრძნობებზე საუბარი, რომლებიც ახრჩობდნენ.
ბოლომდე გამოცლილ ბოთლებს შორის ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ორივეს ფიქრები საყვარელი ქალის გარშემო ტრიალებდა. კაკის ტელეფონი, რომ აწკრიალდა და თვალები გაუნათდა, მაჩაბელი მაშინვე მიხვდა, ვინ იყო ზარის ავტორი.
-ხო ელენა!-თავი გადააქნია კაცმა.
-თქვენ სად ხართ?-უცნაურად გადმოხედა დათას.
-კაი ტოო. სიტყვა გაწელა. მოვალთ აბა რაა.-მეტი აღარაფერი უთქვამს, მაჩაბელს გახედა და ხელით ანიშნა, ადექიო.
-ბარში არიან. დიმას სახლში დაბრუნებას ზეიმობენ.
-ჩვენ მოგვტეხა ბატონმა?-ფეხზე წამოდგა და გასაღები ხელში აატრიალა.
-მგონი.-გაიღიმა და მანქანისკენ შეძლებისდაგვარად გამართული ნაბიჯით წავიდა.
-დათა, ძმობას გაფიცებ, ფრთხილად იარე!
-შენც!-თითი დაუქნია და კაკის ავტომობილს უკან გაჰყვა. ორივემ იცოდა, რას გულისხმობდნენ ნელა სიარულში. მთელი სისწრაფით მიაქროლებდნენ მანქანებს და გაბმული სიგნალით უვლიდნენ სხვა ავტომობილებს გვერდს. ამ დროს თინეიჯერებო ხდებოდნენ...
ბართან ორივე ერთდროულად მივიდნენ და სიცილით შეაღეს კარი. ლურჯმა განათებამ არ მისცა საშუალება დათას კარგად გაერჩია სილიეტები, მაგრამ მოცეკვავე წყვილს შორის ნამდვილდ ამოიცნო გვიჩიანი. უსიამუვნოდ დაუარა სხეულში. კაკის თითით ანიშნა აქ დარჩიო და თავად ხალხს გაერია. სხეულში სისხლის ნაცვლად ბრაზი დასდიოდა. როგორ მიუახლოვდა წყვილს არ ახსოვს, მაგრამ დადიანის დანახვამ მეორედ გააგიჟა. თათას ხელი ისე გამოგლიჯა თითქოს ვინმე ართმევდა.
-როგორ გიყვარს ჩემ გარშემო ტრიალი!-პირი უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა დადიანმა და თათას მშვიდად გახედა.
-მე და შენ გავსწორდებით!-თითით ჩვეული ჟესტი გაუკეთა და გვიჩიანი რასაც ქვია, გაათრია შენობიდან. თეთრად შეღებილ კედელზე ააკრო და ზემოდან დააჩერდა.
-დათა ნასვამი ხარ!-თათა ხელით რომ მიაწვა მკერდზე კიდევ უფრო აუდუღდა სისხლი.
-შეგეხო?-ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა და ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი.
-არ შემხებია და გთხოვ..-სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს. პირი გაუშრა. უცნაური შეგრძნებები ეუფლებოდა მის სხეულს.
-ჯანდაბა. იმ სი*ის გვერდით რომ გხედავ, ჭკუიდან ვიშლები.-უფრო მეტად მიეკრო თათას სხეულს. ზღვარზე იდგა დათა. სიყვარული, ვნება, სიბრაზე-ყველაფერი ერთად დაატყდა თავს მაჩაბელს.
-დათა გეყოს.-თავი გვერდით გადასწია, მაგრამ ამაოდ. ქალის ბაგეს მისწვდა მაჩაბელი. პირველი იყო თათასთვის. პირველი კოცნა, რომელიც რომანტიკულად წარმოედგინა. დათამ თავი დაკრგა. არ ჰყოფნიდა ქალი. საკუთარი ნება, რომ ყოფილიყო შეისისხლხორცებდა, არსად გაუშვებდა.
-მეზიზღები!-კაცის ბაგეს მოშორდა და მთელი ძალით მოუქნია სახეში ხელი.
-ხოო?-თავხედურად იღიმოდა.
-დიახ.-ცრემლები უკუაგდო.
-მე კიდევ მგონია, რომ სულ სხვა გრძნობები გაქვს. კარგია პატარავ, ჯერ ზიზღით დაიწყე, მერე მოწონებით, ბოლოს სიყვარულით.-თვალები უციმციმებდა კაცს.
-არასდროს.-თვალებში ჩახედა კიდევ ერთხელ და სწრაფად აუარა გვერდი. ისევ თაიასთან და ელენასთან ერთად დაჯდა. გრძნობები არეული ჰქონდა. დიმა და კაკიც იქ იყვნენ. მალევე მივიდა მაჩაბელი. თეთრი პერანგი აკეცილო ჰქონდა. ორი ღილი შეხსნილი და ახლა კრგად გაარჩია ტატუ თათამ. მთლიან სიგრძეზე ღუზა ეხატა მაჩაბელს. თვალებანთებული უყურებდა ქალს და ამით კიდევ უფრო მეტად აბნევდა.
-თქვენ ორმა დალიეთ?-დიმას გამოხედვას მიუხვდა და გაეღიმა.
-სიყვარულმა იცის ბაბლუ!-კიდევ უფრო მეტად დაიძაბა თათა.
-იმედია სიყვარულში ნინა არ მოიაზრება!-ხელები გაასავსავა ელენამ.
-ნინა მოიაზრება ცოლში ელ, სიყვარულში სხვა.
-ვიცნობთ?-თაიას კითხვაზე გაეღიმა.
-შენ? წესით კი!-თვალებით ჭამდა თათას.
-საინტერესოა.-თბილად გაუღიმა ნაკშიძემ და დიმას აეკრა.
-აქ ვიღაც ძალიან შეყვარებულია.-ჭიქა ასწია დიმამ.
-ვიღაც კი დაჭრილი და თუ არ უნდა, ცოლი გაებუტოს, ჭიქა დააბრუნოს, უთხარით!-გვერდით გასწია თავი თაიამ.
-აი ესაა ცოლი!-სასმლით სავსე ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და შუბლზე აკოცა ქალს.
-მე უნდა წავიდე.-ფეხზე წამოდგა თათა.
-კაი ტოო, რატო?-მაშინვე წამოდგა დათაც.
-ნიკოლოზი მარტოა. თანაც ხვალ გამოცდა მაქვს.
-მოიც წამოვალთ.
-მართლა არაა საჭირო. ტაქსით წავალ. ჩემ გამო ნუ გააფუჭებთ საღამოს.
-თათა მარტო ვერ გაგიშვებთ, ღამეა.
-მე წავიყვან!-ინიციატივით გამოვიდა მაჩაბელი.
-შენ მთვრალი ხარ!-თვალები დაუბრიალა თაიამ.
-კარგი. ტაქსით წავალთ.-ხელები ასწია დანებების ნიშნად და მიუხედავად თათას დიდი უარისა, ბოლოს მაინც ერთად ისხდნენ ტაქსში. დათაც უკანა სავარძელზე იჯდა. ქალის პროფილს უყურებდა. გვიჩიანი არ იმჩნევდა. ხელი, რომ დაადო და თათამ უხეშად მოიშორა გაბრაზდა და უფრო ახლოს მიუჯდა. თათას ხელი მაინც მოიქცია თავისაში.
-სირცხვილია!-ამოიჩურჩულა და თვალებდაჭყეტილმა გახედა დათას, რომელიც დიდი სიყვარულით უმზერდა.
-აქ გააჩერებთ?-ჯერ სახლიდან შორს იყვნენ.
-დათა, რას აკეთებ?-დაძაბულმა ამოილაპარაკა. მოიხედავად დათას მიმართ ნდობისა მაინც ეშინოდა გვიჩიანს.
-გააჩერეთ.-ტაქსის მძღოლს ფული გაუწოდა და ხურდას არც კი დალოდებია.
შუა ქუჩაში შუა ღამეს მარტო დათა და თათა იდგნენ.
-ამიხსნი, რის მიღწევას ცდილობ?-ცრემლებს აკავებდა ქალი.
-მოგიტაცე!-ყურთან დაუჩურჩულა და იქვე აკოცა ნაზად.
-დათა, არ მეხუმრება!
-ბო*იშვილივიყო თუ ვხუმრობდე.-სიგარეტს მოუკიდა და თვალებში ჩახედა ქალს.
-წამიყვანე სახლში.-ფეხები პატარა ბავშვივით დააბაკუნა.
-ჩვენს სახლში?
-დათა ცოლი გყავს!
-ჯანდაბა პატარავ, ყველა მიზეზს ველოდებოდი. ცოლი მყავს? მხოლოდ ფურცლებზე. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არასოდეს მყოლია. დაჟე შენ თუ გამომყვები არც მასე მეყოლება.
-დათა სახლში წამიყვანე.
-შანსი არაა!-თავი გააქნია და სასმლით გათამამებულმა ქალს აკოცა.
-დათა გეყოს!-ბოლომდე არ ტყდებოდა თათა, თუ როგორ სიამუვნებდა მაჩაბელის თითოეული შეხება. მაჩაბელმა რომ ტელეფონი ამოიღო, იფიქრა რომ სახლში წაიყვანდა. კაცმა ნაცნობი ციფრების კომბინაცია აკრიფა და რამდენიმე ზუმერის შემდეგ თაიას ხმა გაისმა.
-აგიხსნი რა, დიმას რატომ არ ვურეკავ. ორად ორ წინადადებას გეტყვი. შენი და მიყვარს და გეფიცები, უკანასკნელი ადამინი ვიქნები, რომელიც მის თვალზე ცრემლის მიზეზი გახდება. არ იდარდო არაფერზე. ჩემთანაა, კარგადაა და ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდება. -ლაპარაკი დაასრულა და ცრემლიან გვიჩიანს გახედა.
-დათა გააფრინე?-ყურმილში დიმას ხმაზე დაიძაბა.
-ძმობას გაფიცებ დიმა. თაია დაამშვიდე. აქამდეც უნდა მეთქვა, მაგრამ ან ახლა და ან არასდროს. კაროჩე შენი ცოლის და, მაჩაბლების რძალი გახდა.-ხელი გადაიტარა თავზე და მობუზულ თათას გახედა.
-ამის გამო გავსწორდებით.-დიმას ხმამ მიახვედრა, რომ არ უბრაზდებოდა დათას.
-ჭკვიანად იცოდე!-გამაფრთხილებლად ჩასძახა ყურმილში.
-ძაან ჭკვიანად ვიქნები თუ მანქანას მომიყვანთ.
-მისამართი ჩამიგდე.-მოკლედ მოუჭრა და მობილური გაუთიშა.თათასკენ გაიწია, მაგრამ ქალმა თავი გასწია და ობოლი ცრემლი შეიმშრალა.
-გგონია შემიყვარდები?-სლუკუნით ამოთქვა. არადა უყვარდა. მთელი გულით უყვარდა. მეტიც ახლა პეპლების მთელი რიგი დაფრინავდა მის მუცელში. შინაგანად ბედნიერებასაც კი გრძნობდა, მაგრამ დათას ქცევა აგიჟებდა.
-ჩემთავს გაფიცებ!-ისე ლამაზად მოხვდა გვიჩიანს ეს სიტყვები, რომ ტანზე ჟრუანტელმა დაუარა.
-სადისტი, დესპოტი და არ ვიცი კიდევ რა ხარ!-თვალებში ჩახედა და მანქანის შუქზე გვერდით გადგა.
დათამ თავიდანვე იცოდა, რომ დიმაც მოვიდოდა და თაიაც. არ შეცდა. მანქანიდან გაცოფებული თაია გადმოვიდა.
-შენ მერე დაგელაპრაკები!-თითი დაუქნია დათას და დისკენ წავიდა.
-დათა რას აკეთებ?-დიმას ხმაზე კიდევ უფრო გაგიჟდა. თათა, რომ თაიას გაჰყვა სულ მთლად გადაირია.
-ჩაჯდები თუ არა მაგ მანქანაში დედის სულს გეფიცები, მივდივარ!-დათას სიტყვებმა იმოქმედა. ფეხები ერთ ადგილზე მიეყინა.
-არ გქონდა უფლება დიმა!-ტკივილნარევი მზერა ესროლა ჯერ მეგობარს და მერე თაიას.
-მეგონა ვიცნობდით ერთმანეთს რძალო! შენი და ჩემთვის გადაშლილი წიგნია. ყველა ემოცია ვიცი, რომელსაც განიცდის. ჩემი სიყვარულიც ამოვიკითხე. მასეთი ნაძირალც არ ვარ, ჩემი სიყვარული ვაიძულო. რომ არ მცოდნოდა მისი გრძნობების შესახებ, არ გავაკეთებდი ამას. მეგონა მეტად მენდობოდი.
-დათა!-ხმა წაერთვა ნაკშიძეს.
-არ მინდა არაფრის მოსმენა. თათამ გადაწყვიტოს. ან ჩემთან ერთად წამოვა, ან კიდევ ბოლოჯერ ხედავს ჩემს სახეს.
-დათა.
-არ გაბედო!-დიმასკენ გასწია თითი და საყვარელ ქალს გაუსწორა მზერა. არა, რომ ეთქვა, მოკვდებოდა დათა. გული მოუკვდებოდა. თათას გამორეცხილ მზერაში ვერაფერი ამოიკითხა.
-თათა თქვი რამე!-დას გახედა თაიამ.
-დათა მიყვარს!-ისე ამოიკნავლა თითქოს დამნაშავე ყოფილიყო. ყველასთვის ახალი იყო ეს, მაგრამ დათასთვის არა. ჯერ კიდევ საავადმყოფოს კედლებში იცოდა თათას გრძნობების შესახებ.
-მგონი ყველამ გააფრინეთ!-უკან დაიხია თაიამ.
-ასე მოკლე ხანში როგორ თათა?-ღრმად სუნთქავდა ნაკაშიძე.
-უბრალოდ ასე გამოვიდა!-თავი დაბლა დახარა.
-კარგი, ჯანდაბა კარგი. ბედნიერებას გისურვებთ!-დას მოეხვია. ძალიან უჭირდა ამ ყველაფრის გააზრება თაიას.
-დათა, გაბარებ!-თითების ჟესტი გააკეთა დიმამ და ცოტახანში ქუჩაში დათა, თათა და დათას ავტომობილო დარჩნენ. ქალისკენ წავიდა და უთქმელად შემოაჭდო მკლავები.
-იეჭვიანე და მაგიტომ გააკეთე ეს დღეს?-გაგიჟდა მაჩაბელი ამ კითხვაზე
-გგონია ვიღაც სი*ის ჯიბრზე მინდა იყო ჩემი ცოლი?
-მსგავსი არაფერი მითქვამს.
-ხო ვიეჭვიანე. იმდენად, რომ თანახმა ვიყავი და ახლაც ვარ ძვლები დამემტვრია მისთვის. ხო ვგიჟდები, როდესაც შეიძლება, სხვა შეგეხოს.
-ის სიტყვების, რომლებიც ახლა ვთქვი, სინამდვილე არაა.
-როდემდე უარყოფ? კარგი, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა.-მანანისკენ ანიშნა და ბეღურასავით მობუზულს უკან მიჰყვა.
სასიამუვნო სურნელი იდგა მანქანის სალონში. თაიამ მაშინვე თვალები დახუჭა და სცადა, გაეაზრებინა, რა ხდებოდა.
ეს ნაბიჯი დათას სიტყვების გამო გადადგა მხოლოდ თუ თავადაც სურდა. ამ ყველაფერზე ფიქრობდა ტელეფონი, რომ აწკრიალდა და სანამ თვითონ მოახდენდა რეაგირებას დათამ გამოსტაცა ხელიდან.
-რას აკეთებ?-თვალები აემღვრა გვიჩიანს.
-არაფერს.-მხრები აიჩეჩა მაჩაბელმა და მობილური გამორთო.
-ვერ ამიკრძალავ ვინმესთან ლაპრაკს.
-სადმე დაინახე, რომ გიკრძალავ?
-დამიბრუნე!-ხელი წაიღო მობილურისკენ, მაგრამ დათამ დააკავა.
-არ გჭირდება.
-ხედავ? რაზე ვააუბრობდით? დესპოტი ხარ, რომელიც მუდმივად ცდილობს, ყველფერი ისე იყოს, როგორც თავად უნდა.
-ჩემი მიზეზები მაქვს თათა, რომელთა გამოც არ შემიძლია, ავიტანო იმ სი*თან შენი ურთიერთობა.
-ვერ ამიკრძალავ!
-ამის დედაც...-მანქანა სავალი ნაწილიდან გადააყენა და ქალს გაყინული თვალებით გახედა.
-ლევანი არის ის ადამიანი, რომლის გამოც მე აქ მაქვს შრამი.-ხელი მენჯთან ჩააცურა და მაისური ასწია.-დიმას კი დაახლოებით აი აქ.-გულის ქვემოთ გადაიტარა თითი.
-დათა.-ხმა ჩაუწყდა გვიჩიანს.
-მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გვაჯობა. ჩემმა ცოლმა გაგვყიდა. იმ ქალმა, რომლის გამოც შენ არაჰუმანური მიწოდე. ლევანი ის კაცია, რომელიც დის დაქალს კი არა, დასაც გაყიდის და საწადელს აისრულებს. ამიტომ გთხოვ, უბრალოდ შეეშვი.
-ჩვენ მეგობრები ვართ.-ღრმად ამოისუნთქა.
-მე და შენ კი ცოლ-ქმარი. გთხოვ, ისე არ გამაკეთებინო, რომ თხოვნა მოთხოვნაში გადავიდეს. მერე ცუდი ვხდები.-ქალისკენ გადაიხარა და გაცრეცილ ბაგეზე საკუთარი ტუჩები მიაწება.
-ჩვენს სახლში წავიდეთ.-გაუღიმა და მანქანა დაძრა.
---
-ვერ ვიჯერებ!-ტირილით შევიდა მისაღებში და დიმას გაუსწორა მზერა.
-თაი გთხოვ.-ფრთხილად დაჯდა დივანზე.
-იცოდი ხომ? ისე არ გააკეთებდა, უშენოდ არ იზამდა.
-ვიცოდი, რომ გრძნობები ჰქონდა, მაგრამ ეს არ ვიცოდი.-თავი გადააგდო და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-როგორ გააკეთა ეს?-ქმრის გვერდით დაჯდა.
-თაია უყვართ ერთმანეთი. ძალდატანებით ხომ არ წაუყვანია?
-ყველაფერს ახლა იწყებდა. ერთ თვეში, როგორ შეუყვარდა?
-მე შენ პირველივე დღეს შემიყვარდი.-ცოლის თმებში ახლართა თითები.
-მაგრამ ერთ თვეში არ გამოგყევი ცოლად.
-მნიშვნელობა აქვს? მთავარია, თათამ თქვა, რომ უყვარს. დათას ჩემზე კრგად არავინ იცნობს. ხელის გულზე ატარებს. სხვანაირად უყვარდება და გთხოვ, ენდე.
-ვერა. არ შემიძლია, ვნერვიულობ.-ცრემლები შეიმშრალა და დიმას ყელში ჩარგო თავი.
-ლილეს გეფიცები, თუ ოდესმე დავინახავ, რომ უბედურია დათასთან, უთქმელად წამოვიყვან.-შუბლზე აკოცა ქალს და მაგრად მოხვია მკლავები.
-მინდა, რომ ბედნიერი იყოს.
-იქნება...
-მაშინ მივეჩვევი.-გაღიმება შეძლო და მშვიდად დახუჭა თვალი...
---
ეს თავი დათასი და თათასია. იმედია მოგეწონებათ.
დაგვიანებისთვის ბოდიშით!



№1 სტუმარი Ana-maria

შოკი! საყვარელი ქალის ასე უცებ მისაკუთრება მხოლოდ დათას შეეძლო. ძალიან მაგარი იყო ეს თავი: სიყვარული,მეგობრობა, ოჯახი და უამრავი ემოცია. როგორც მივხვდი ბოლოსკენ მივდივართ და მემგონი არ მინდა. კიდევ მინდა ასეთი მძაფრი შეგრძნებები.

 


№2 სტუმარი 123

Aww ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

რა კარგი თავია.
მომდევნო თავიც მათ მიუძღვენით.საინტერესოა როგორ იწყებენ თანაცხოვრებას.თათას ემოციები მაინტერესებს.იმედია არ ინანებს.
უძალიანესად მაგარი გოგო ხარ.
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი OKI ME

მომეწონა ეს თავი ❤️ როგორც იქნა ეშველათ თათას და დათას ❤️ ლევანს და ნინას იმედი მაქვს რომ მოეკითხებათ ყველაფრისთვის. უჰ, ნინა როგორ გადაიტანს ისე, ნეტა ამ ამბავს? :დდდ ისე სიმართლე გითხრა, მაინც ვერ გავიგე ნინას და დათას ერთად ყოფნის მიზეზი. უფრო სწორად როგორ მოხვდნენ ერთად?

აი, კაკიზე და ელენაზე გული მწყდება. საინტერესო იქნებოდა მათი ისტორიაც. ანუ იმას ვგულისხმობ რომ თუ შემდეგი თავი ბოლო გამოდის შესაბამისად ძალიან ცოტა დოზით იყო ელენა და კაკი. ფაქტობრივად საერთოდ არ იყო.

მოკლედ საერთო ჯამში მე ძალიან მომეწონა ეს თავი. ❤️ წარმატებები და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად. ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ანუ

ძაააააააააალიან მომეწონა აი ძალიააან, იმედია შემდეგ თავშიც იქნება დათა და თათა ^-^ უმაგრესი წყვილია

 


№6 სტუმარი ნია

შემდეგ თავში დათა და თათა. ასეთი მოულოდნელი ნაბიჯის შემდეგ თათა საინტერესოა ცოლის ამპლუაში.

 


№7  offline წევრი 《Sunshine》

ძაან საყვარლობაა <3

 


№8  offline წევრი ქეთათო4

Megioki
მომეწონა ეს თავი ❤️ როგორც იქნა ეშველათ თათას და დათას ❤️ ლევანს და ნინას იმედი მაქვს რომ მოეკითხებათ ყველაფრისთვის. უჰ, ნინა როგორ გადაიტანს ისე, ნეტა ამ ამბავს? :დდდ ისე სიმართლე გითხრა, მაინც ვერ გავიგე ნინას და დათას ერთად ყოფნის მიზეზი. უფრო სწორად როგორ მოხვდნენ ერთად?

აი, კაკიზე და ელენაზე გული მწყდება. საინტერესო იქნებოდა მათი ისტორიაც. ანუ იმას ვგულისხმობ რომ თუ შემდეგი თავი ბოლო გამოდის შესაბამისად ძალიან ცოტა დოზით იყო ელენა და კაკი. ფაქტობრივად საერთოდ არ იყო.

მოკლედ საერთო ჯამში მე ძალიან მომეწონა ეს თავი. ❤️ წარმატებები და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად. ❤️❤️❤️

ხო... მეც მეტი მინდოდა, მაგრამ ფიზიკურად არ გამოდის. თქვენს მოთმინების უნარსაც ვერ გამოვცდი. ამიტომ სჯობს მალე დავასრულო. მადლობა, რომ კითხულობ. ❤️

Ana-maria
შოკი! საყვარელი ქალის ასე უცებ მისაკუთრება მხოლოდ დათას შეეძლო. ძალიან მაგარი იყო ეს თავი: სიყვარული,მეგობრობა, ოჯახი და უამრავი ემოცია. როგორც მივხვდი ბოლოსკენ მივდივართ და მემგონი არ მინდა. კიდევ მინდა ასეთი მძაფრი შეგრძნებები.


ძალიან დიდი მადლობა, რომ ბოლომდე ჩემთან ხართ. ❤️

სტუმარი ლიკა
რა კარგი თავია.
მომდევნო თავიც მათ მიუძღვენით.საინტერესოა როგორ იწყებენ თანაცხოვრებას.თათას ემოციები მაინტერესებს.იმედია არ ინანებს.
უძალიანესად მაგარი გოგო ხარ.
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️


უღრმესი მადლობა. მიხარიხართ❤️

ანუ
ძაააააააააალიან მომეწონა აი ძალიააან, იმედია შემდეგ თავშიც იქნება დათა და თათა ^-^ უმაგრესი წყვილია


მადლობა დიდი❤️

ნია
შემდეგ თავში დათა და თათა. ასეთი მოულოდნელი ნაბიჯის შემდეგ თათა საინტერესოა ცოლის ამპლუაში.


ვნახოთ.❤️

《Sunshine》
ძაან საყვარლობაა <3


მადლობა ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ქეთი

აუ მომდევნო თავიც მათ მიუძღვენით საინტერესოა როგორ საწყობენ ურთიერთობას.გამოუცდელი თათა ცოლის ამპლუაში. სასწაული გოგო ხარ რა ქუუულ.❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ლოლა

გოგოოო საოაცარი ხააარ, ნუ მიგვიანებ ამ ისტორიაას ,არ შემიძლიაა❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი ნია

მეც მინდა თათა მომდევნო თავში.უცებ აღმოჩნდა გათხოვილი.მაინტერესებს როგორ გაერკვევა ახალ ამპლუაში.იმედია ინტერესს დაგვიკმაყიფილებ.
მაგარი გოგო ხარ ❤️❤️

 


№12  offline წევრი ქეთათო4

ნია
მეც მინდა თათა მომდევნო თავში.უცებ აღმოჩნდა გათხოვილი.მაინტერესებს როგორ გაერკვევა ახალ ამპლუაში.იმედია ინტერესს დაგვიკმაყიფილებ.
მაგარი გოგო ხარ ❤️❤️

მადლობა ❤️❤️❤️

სტუმარი ლოლა
გოგოოო საოაცარი ხააარ, ნუ მიგვიანებ ამ ისტორიაას ,არ შემიძლიაა❤️❤️❤️


მადლობა :დ❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი ლანა

როგორც გინდა ეს უმაგრესი ისტორია სწრაფად გააგრძელე და დადე.ბოლოს და ბოლოს მოვკვდი ინტერესით რა ქნა ამ გოგომ ეძინა არ ეძინა.დილით მოამზადა საუზმე თუ არა.წავედი რომ შემოვალ ისტორია იყოს.
კაი გოგო კი ხარ შენ ❤️ ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი დიანა

რა კარგი იყო❤ ახალი თავი როდის იქნება?

 


№15  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ლანა
როგორც გინდა ეს უმაგრესი ისტორია სწრაფად გააგრძელე და დადე.ბოლოს და ბოლოს მოვკვდი ინტერესით რა ქნა ამ გოგომ ეძინა არ ეძინა.დილით მოამზადა საუზმე თუ არა.წავედი რომ შემოვალ ისტორია იყოს.
კაი გოგო კი ხარ შენ ❤️ ❤️

მადლობაა❤️✨

 


№16  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი დიანა
რა კარგი იყო❤ ახალი თავი როდის იქნება?

დღეს. მცირე თავი იქნება ოღონდ. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent