შემიყვარე თავიდან! {თავი 9}
ღამე გაღვიძებულს თაია გვერდით, რომ არ დახვდა შეეშინდა და მაშინვე წამოდგა ფეხზე. უკუნით სიბნელეში ძლივს გაიკვლია გზა და სააბაზანოდან გამოსულმა ხმაურმა დააფრთხო. ჩამრთველს ხელი აარტყა და დაფეთებულმა შეაღო თეთრი კარი. ფერდაკარგულ თაიას დანახვაზე გული შეეკუმშა და მისკენ დაიხარა -კარგად ხარ? ხელით თმები გადაუწია და ჩაცრემლილ თვალებში ჩახედა. -მოვიწამლე მგონი. ის სალათა არ უნდა მეჭამა. დაღლილმა ამოისლუკუნა და ონკანი მოუშვა. საშინელ სისუსტეს და სიმძიმეს გრძნობდა. თითქოს გირები ეკიდა მთელს სხეულზე. პირზე წყალი შეისხა, მაგრამ ვერაფრით მოვიდა გონს. დიმას მკლავს ძლიერად მოეჭიდა, რომ მორიგი თავბრუსხვევა გადაეტანა. -დამაწვინე რა. უნებურად ტიროდა, არ იცოდა, რა ატირებდა. -რა გჭირს შენ? ნერვებმა უმტყუნა ბაბლუანს და ქალს შუბლზე მიაწება ტუჩები. -რას მიყვირი? კიდევ უფრო ამოუჯდა გული და უხეშად გამოჰგლიჯა ხელი კაცს. -ჩემი გაგიჟება გინდა? ხელი მიარტყა კედელს და წინ წასულს უკან გაჰყვა. ძლივს მიაღწია საწოლამდე და კიდევ უფრო მოუმატა ტირილს. -რა გჭირს? ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, რომ არ შეშლილიყო. -აღარაფერი, ვიძინებ. ნაწყენმა შეაქცია ზურგი და ცრემლების ღვრა ჩუმად განაგრძო. -გავაფრინო? სიგარეტის ღერს მიუკიდა და ღია ფანჯარასთან დადგა. რაღაცაზე ჩაფიქრებული იდგა ისევ, რომ წამოხტა თაია საწოლიდან და სააბაზანოში გავარდა. ფერდაკარგული მიჰყვა უკან. ცუდად ეჩვენა რაღაც. უნიტაზთან ჩაკეცილს მკლავები მიაშველა და სხეულზე მიიხუტა. -დიმა ცუდი სუნი ამდის. -გაგიჟდი? ქალის სლუკუნზე გაეღიმა და საკუთარი ხელით მობანა პირი. ფრთხილად აიყვანა ხელში და საწოლამდე მიიყვანა. მისიანად ჩაწვა და მთელი ძალით მიიხუტა ქალის სხეული. -ექიმთან წავიდეთ. -არაა საჭირო, მართლა იმ ცეზარმა მომწამლა. -თაია ფეხზე ვერ დგახარ, ისე სუსტად ხარ და უბრალოდ მოწამლული ხარ? -კარგი წავიდეთ. აზრი არ ჰქონდა დიმასთან სიჯიუტეს. თვალები დახუჭა. ცოტაც და დაიძინებდა ბაბლუანის ტელეფონი, რომ აწკრიალდა. მისკენ იდო, ამიტომ თავად აიღო და სოფიას ნომრის დანახვაზე გაღიზიანდა. საათს დახედა, შემდეგ კი დიმას, რომელიც კითხვისნიშნებით უმზერდა. -მომაწოდე! ხელი გაუწოდა და მაშინვე მისცა მობილური. -ხო სოფია. -გამოვდივარ! მაშინვე წამოხტა ფეხზე და შარვლის ჩაცმა დაიწყო. -სად მიდიხარ? ცნობისმოყვარეობამ სძლია. -სოფიასთან, მნიშვნელოვანი საქმეა. მაისური გადაიცვა, შუბლზე აკოცა ქალს და გიჟივით გავარდა. მარტოდ დარჩენილი საწოლზე გადაწვა და ცრემლებმაც არ დააყოვნეს. ეჭვიანობდა იმ ქალზე. საშინელი გრძნობა ჰქონდა, როდესაც იცოდა, რომ მასთან მიდიოდა დიმა. -სპეციალურად აკეთებს! ამოისლუკუნა და ლილეს მხარეს გადაბრუნდა. იმდენი იტირა, რომ ბოლოს გამთენიისას ჩაეძინა. დილით დიმას შეხებამ გამოაღვიძა,მაგრამ თვალი არ გაუხელია. გაბრაზებული იყო. -გაიღვიძე ექიმთან მივდივართ. ყელში აკოცა და ვეღარ დამალა, რომ ეღვიძა. დავლილმა ჟრუანტელმა გაყიდა. -უკეთ ვარ და არ მინდა ექიმი. -თაია, მორჩი ჯიბრს. თმები გადაუწია და კიდევ ერთხელ ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი. -მოემზადე მიდი და წავიდეთ. სველი კოცნა დაუტოვა და თვითონ ქვემოთ ჩავიდა. ზლაზვნით წამოდგა თაია ფეხზე და სააბაზანოში შევიდა. აუცილებლად ჰკითხავდა რა მოხდა სოფიასთან, ასე გვიან რატონ წავიდა მასთან. კიდევ ერთხელ გაცოფდა და გიჟივით გავარდა საძინებელში. სრაფად ჩაიცვა და კიბეზე დაეშვა. გაბრაზებამ მაშინვე გადაუარა ტოლმის სუნი, რომ იგრძნო და დიმა აღარც გახსენებია მაშინვე სამზარეულოს მიაშურა. -სანამ წავალ ტოლმა უნდა ვჭამო თორემ მოვკვდები. ღრმად შეისუნთქა სურნელი და მაშინვე დაასო ჩანგალი კერძს. -როდის აქეთ ჭამ ტოლმას? თავზე წამომდგარი ბაბლუანი არ შეიმჩნია. -სულ ვჭამდი. მხრები აიჩეჩა და ხელით ანიშნა მზად ვარო. -წავედით. წინ ქალი გაუშვა და უკან თავად მიჰყვა. თაიას მსუნაგობაზე ეღიმებოდა. მანქანაში მოთავსდნენ და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს ავტომობილი. -რაო სოფიამ? ვერ მოითმინა მაინც და კაცს ცნობისმოყვარედ მიაჩერდა. -არაფერი, ნაკაშიძეებთან დაკავშირებით იყო რაღაც. -დილით არ მოგვარდებოდა? ბრაზი გაურია ხმაში. -ეჭვიანობ? გამხიარულებულმა გახედა ცოლს და ცხვირზე თითი დაჰკრა. -შენ არ იეჭვიანებ ღამის სამზე ლაშამ ან ვინმემ, რომ დამირეკოს და მეც გავვარდე? -რამდენჯერ გითხარი ნუ მიხსენებ იმ ბო*ის სახელსთქო. დაიღრიალა და საჭეზე ძლიერად დაარტყა ხელი. -როგორც ჩანს არ გესიამუვნება ხოდა არც მე მსიამუვნებს და გაითვალისწინე. ცრემლები ძლივს შეიკავა. საავადმყოფოს შენობასთან მისული დიმას არც დალოდებია, მაშინვე გადახტა ავტომობილიდან და წინ წავიდა. შენობაში შესვლისას წამლის სუნზე თავბრუ დაეხვა და კედელს მიეყრდნო, რომ არ ჩაკეცილიყო. -ფრთხილად! დიმას ძლიერმა მკლავებმა უშველა ისევ. -ნათიასთან შევიდეთ. ანალიზებს აგიღებს. სხეულზე აიკრა და პირველივე კარზე ფრთხილად დააკაკუნა. -შეიძლება? კარი შეაღო. -ჩემი გვრიტები. ნათიამ გადაიკისკისა და მაშინვე დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი. -როგორ ხარ? თბილად გაუღიმა თაიამ. -მე კარგად, მაგრამ შენ ფერი არ გადევს. -მოვიწამლე მგონი. -სიმპტომები? -ღებინება, თავბრუს ხვევა, გაღიზიანება და დიმას საქციელების ვერ ატანა. ქმარს გადახედა და დაიბღვირა. -რამდენი ხანია რაც ასე ხარ? საქაღალდეს ავსებდა. -გუშინდელიდან. პასუხი დაასწრო დიმამ. -სხვათაშორის სამი დღეა, რაც ასე ვარ. უფრო სწორად უხასიათობა და თავბრუს ხვევა სამი დღე, ღებინება გუშინ დაიწყო. -მოწამლვის ამბავი არ მგონია. ეშმაკურად გაიღიმა და დაბნეულ ბაბლუანს გახედა. -ანალიზებს სანამ აგიღებ ეხო გადავიღოთ. -რა საჭიროა? თავი გააქნია და ისევ დაუბღვირა ეშმაკურად მომღიმარ ქმარს. -საჭიროა, საჭირო. ღიმილით მოჰხვია ხელი ქალს და ეხოს გადასაღებად მოათავსა. მუცელზე წასმულ სითხეს ეჭვის თვალით დახედა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ნაცნობ შეხებაზე გაიტრუნა და ნათიას დაელოდა რას იტყოდა. დიდხანს გაიწელა დრო. ნათიას სახეზე ღიმილმა გადაჰკრა და დიმას გახედა. -გილოცავ მამიკო, მეორე შვილის მამა ხდები. ყურები დაუგუბდა დიმას. ნათიას სიტყვები ათასჯერ დატრიალდა და საბოლოოდ სასმენ აპარატს მკაფიოდ ჩაესმა. ვერ გადახარშა, თაიას გახედა, რომელიც ტიროდა და მხოლოდ ის მოიფიქრა მოხვეოდა. -მადლობა! შუბლზე მიაწება ტუჩები და მთელი არსებით შეიგრძნო ბედნიერება, რომელმაც გაანათა დიმას ცხოვრება. -ამატირებთ მეც. ცრემლები სდიოდა კაციტაძეს. -ანალიზების აღება მაინც გჭირდება, დაახლოებით ორი კვირის ორსული ხარ. გავაკონტროლოთ ყველაფერი. სუსტად გამოიყურები. -იქნებ საჭირო არაა! -თაია! დიმამ დაუბღვირა და ისიც მაშინვე დაჰყვა ნათიას. ანალიზები აიღო, ყველა საჭირო პროცედურა ჩაიტარა და საბოლოოდ მანქანაში მჯდომი ბედნიერი სახით მიდიოდა სახლში. ხელები მუცელზე ჰქონდა მოხვეული და ღიმილით უცქერდა დიმას. -ექიმმა რაც გითხრა გაიგე ხო? გვერდით გადახედა ცოლს და ხელში ატრიალებული სიგარეტის ღერი მაშინვე მოისროლა. -გავიგე. თავი დაუქნია -ჯანდაბა, არც კიმჯერა. თავზე ხელი გადაისვა ბაბლუანმა და მუცელზე გაუსწორა მზერა ქალს. -მეორედ გააფრინე? გადაიკისკისა თაიამ და ოდნავ გადაწეულმა ტუჩები მიაწება კაცის ყელს. -გავაფრინე, თანაც ძალიან. გაიღიმა და ამღერებულ მობილურს დახედა. -ელია. ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. ზუსტად იცოდა, რომ ყველა გადაირეოდა ამ ამბავზე. -ჯერ არ უთხრა. პირზე თითი მიიდო და გაიყურსა. -ხო ელ. მხიარულად ჩასძახა ყურმილში -არა კარგადაა ყველაფერი, მალე მოვალთ. ყურმილი გათიშა და დაბღვერილ თაიას გადახედა. წამებში იცვლიდა ხასიათს ქალი. -აღარ მინდა სოფიასთან წახვიდე. მტკიცე ხმით გამოაცხადა და თვალებში ჩახედა ბაბლუანს, რომელსაც ნერვიც კი არ გასტოკებია. -ნაკაშიძეებთან გადადის უფროსად. კონტაქტი მომიწევს. -ჯანდაბა დიმა. დაასრულე რა. დავიღალე. ერთი დღე მაინც არსებობდეს შურისძიების გარეშე. ნაკაშიძეების გარეშე ცხოვრება მინდა და არა ყოველ დღე შიშში. -რის გეშინია? ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ. -მე ჩემ გამო არა-, შენ გამო მეშინია. ცრემლები გადმოსცვივდა თაიას. ვეღარ ითვლიდა მერამდენე იყო. -ნუ გეშინია. ცოტაც და დავასრულებ, გეფიცები. -იმაზე იფიქრე, რომ ლილე გყავს და მალე მეორე გაჩნდება. ნაწყენმა გაატრიალა თავი ფანჯრისკენ და სახლამდე ხმა არ ამოუღია. სახლში შესულს ეზოში მოთამაშე ლილე, რომ დახვდა კიდევ უფრო კარგად გაიაზრა რა ხდებოდა. უნებურად გადაიტარა თითები მუცელზე და შვილისკენ წავიდა. -დედა. მაშინვე წამოვიდა თაიაკსენ, მაგრამ წინ დიმა დადგა და დიმას ჩაეხუტა. -დედა ცოტახანს ვერ აგიყვანს მამი. შუბლზე მიაწება ტუჩები შვილს. -რატომ? ხომ კარგად ხარ? მაშინვე მიეჭრა ელენა. -კარგად ვართ კი. გაუღიმა. -არ არსებობს! მთელ ხმაზე ამოიკივლა და ქალს მოეხვია. -ორსულად ხარ? -გაიგო მსოფლიომ ელ, ხმა დაბლა. -შენ მეორე შვილიც არ გამოგასწორებს, მაინც უჟმური ხარ ბიძიკო. ენა გამოუყო და ქალის მუცელს დააკვირდა. -ბარდის მარცვალო, გელოდება შენი გიჟი ელიკო. მისკენ დაიხარა და თითებით მიეფერა. -მეორესაც ნუ გამიგიჟებ. ნერვებს უშლიდა დიმა. -უარესად გავაგიჟებ.გაიცინა და ეზოში მიმავალ ნიას გააყოლა მზერა. -პროგრესი აქვს, ლილეს ეთამაშა წეღან. დიმას მოქუფრულ სახეზე დაიძაბა. -თაიას ნერვიულობა არ შეიძლება, არც კი გაბედოს. -დიმა გეყოს. თაიაც გაღიზიანდა. -დედა. ყველაფრით დაბნეული ლილე, რომ მიეკრა ფეხზე მერე მიხვდა, რომ ვერაფერს ხვდებოდა უმცროსი ბაბლუანი. -დე, მოდი აქ. მისკენ დაიხარა და შვილის სურნელი შეისუნთქა. -დე ხომ ამბობდი ძამიკო ან დაიკო მინდაო? თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. -ხოდა გეყოლება. ზუსტად არ ვიცით ვინ. -მართლა? სიხარულისგან გაიბადრა ლილე. -კი. ცრემლები ვერ შეიკავა თაიამ. -მთელი ცხრა თვე ესე უნდა იყოს. ღრმად ამოისუნთქა დიმამ და ლილე ხელში აიტაცა. -- ბედნიერებით გაბერილი, მძინარე ცოლს უყურებდა და მთელი დღის ნაგროვებ ემოციას ხარშავდა. იმის გააზრებამ, რომ ცხოვრება კიდევ ერთხელ ყველაზე კარგ საჩუქარს იმეტებდა მისთვის ჭკუიდან შლიდა. უნებურად გადაატარა ხელის გული მუცელზე და ცხადად შეიგრძნო საყვარელი ქალის სხეულში არსებული თავისი ნაწილი. ქალს კიდევ უფრო მეტად მიეკრა და ღრმად შეისუნთქა მისის სურნელი. გიჟდებოდა... იმის წარმოდგენაზე, რომ მეორე შვილი ეყოლებოდა, რომლის გაზრდაშიც თავად მიიღებდა მონაწილეობას, ჭკუიდან იშლებოდა. ლილესთან გამოტოვებულ წლებს აინაზღაურებდა. ძილი არ მიეკარა, ფეხზე წამოდგა და სიგარეტით ხელში აივანს მიაშურა. ნათელი ღამე იყო, დიდი მთვარითა და ბევრი ვარსკვლავით. სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია, ოთახისკენ დადგა ზურგით და მინის ფანჯრიდან უყურებდა მძინარე ცოლ-შვილს. იაზრებდა რა დიდი სასწაული იყო მის ცხოვრებაში ეს ორი. მობილურის წკრიალმა მოიყვანა გონს. მაშინვე უპასუხა მაჩაბელს. -ხო დათა. -დიმა მივაგენით თაიას მშობლებს. -მისამართს ჩამიგდებ? დაიძაბა, თავადაც არ იცოდა რატომ. -იქნებ არ ღირს. -ღირს დათა, ღირს. თავი გააქნია და ყურმილი დაკიდა. ოთახში შებრუნდა, მაისური გადაიცვა, ცოლს აკოცა შუბლზე და გარეთ გავიდა. მთელი გზა იმას ფიქრობდა რა უნდა ეთქვა, როდესაც მივიდოდა მათთან. როგორ უნდა აეხსნა ყველაფერი. არც ის იცოდა ვინ დახვდებოდა იქ. დაძაბული მართავდა ავტომობილს. საკმაოდ მიყრუებულ ადგილას შეუხვია. კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა. დათას ჩაგდებულ ფოტოს კარგად დააკვირდა და ერთ-ერთი სახლი ამოიცნო. გადაქანებულ ღობის მიღმა პატარა სახლი დალანდა, რომლის ერთი ფანჯრიდან გამოდიოდა მხოლოდ სინათლე. ფრთხილად შეაღო კარი და მყეფავ ძაღლს დაუბღვირა. მაშინვე გაჩუმდა ოთხფეხა ცხოველი. ყვირილის ხმა ესმოდა, მაგრამ საიდან იყო ვერ მიხვდა. კართან მივიდა, დაკაკუნებას აპირებდა მტვრევის ხმა, რომ გაიგო და აღარც უფიქრია, მაშინვე შეაღო ხის კარი. საშინელი სურათი დახვდა. თითქმის ყველაფერი დალეწილი. ქალი, რომელიც ახალგაზრდა გოგონას იყო ამოფარებული. აქეთ იყო კიდევ ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა და სავარაუდოდ უმცროსი შვილი იყო. ოთახის ცენტრში კი გადამთვრალი ორმოცდათ წლმადე მამაკაცი. -ეს ვინაა? შვილისკენ გაიწია ისევ დიმა, რომ მივარდა და წინ გადაუდგა. -რას აკეთებ? ხელი აუქნია კაცს და მაგიდაზე გადაწოლილს, ზურგთან გაუკავა მარჯვენა მკლავი. -შე ბო*ო, შენ მოგაკითხა? შვილის მიმართულებით საუბრობდა. სხეული დაეჭიმა ბაბლუანს. კაცს ძლიერად მიაწვა და მეორე მხარეს გადააგდო. -ამას არა, შენ მოგაკითხე. ჩაიმუხლა და თვალი თვალში გაუსწორა. ღებინების მწვავე შეგრძნებამ მაშინვე ყელში წაუჭირა საცეცები. -ვინ ჩემი *ლე ხარ? სისხლი მოიწმინდა ტუჩიდან. -შენი სიძე ვარ. სიგარეტის ღერი ხელში აატრიალა -თათია, შე ბო*ის შვილო. ისევ გაიწია გოგონასკენ, დიმამ ხელით რომ გააჩერა. -შენი პირველი ქალიშვილის ქმარი ვარ. ნაკაშიძეებს, რომ მიჰყიდე. მაშინვე გაშეშდა კაცი და ზიზღით გადმოხედა კაცს. -მაგარი კაცი დაუთრევია, ნამდვილი სამხარაძეა. -შენ კი ღორი ხარ და მიხარია, რომ აქ არ გაზრდილა. -რამდენს ბედავ? -კარგად მომისმინე. აქედან დაახვევ. არ შეაწუხებ ამათ. ხელი დანარჩენებისკენ გაიშვირა. -კიდევ ერთხელ თუ ასწევ ხელს, სათითაოდ დაგამტვრევ თითებს. ფეხზე წამოდგა. ქალის ზურგს ამოფარებულ გოგოს დააკვირდა. თაიას ჰგავდა. მასსავით ჭროღა თვალები და წაბლისფერი თმა ჰქონდა. -წამომყვები? მისკენ წავიდა. მთელი სხეული უხტოდა. -სად? ცრემლიანმა ამოიკნავლა. -შენს დასთან. გაუხარდება ძალიან. -მე... მე არ ვიცი... ვერ დავტოვებ ამათ მარტო. ხელი დედისკენ და ძმისკენ გაიშვირა. -მშობლები არ ვიცი, მაგრამ თქვენი დანახვა გაუხარდება. ზიზღით გახედა კაცს და გოგონა და ბიჭი სახლიდან გაიყვანა. იცოდა თაიას გაახარებდა, მაგრამ დანახული ძაბავდა. არ იცოდა როგორ აუხსნიდა ყველაფერს. გული ეტკინებოდა. ამის გააზრებაზე შუბლი შეჭმუხნა და მიმავალ და-ძმას დააკვირდა. ჰგავდნენ უფროს დასს. გაეღიმა იმის წარმოდგენაზე, რა რეაქცია ექნებოდა თაიას. ღიმილით გაუღო კარი და-ძმას და თავად საჭესთან მოთავსდა. --- დილა მშვიდობისათ! ბედნიერ დღეს გისურვებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.