შემიყვარე თავიდან! {თავი 14}
სახლის კარი ხმაურით გაიღო და გვიჩიანს ფერი დაეკარგა. რა მოხდებოდა ან ახლა რა ხდებოდა, ვერ იაზრებდა. ჰაერში ადგამდა ნაბიჯებს, რომ დათასთვის არ ეგრძნობინებინა, მისი იქ ყოფნა. კაცის ზურგს უყურებდა. გაცხარებით, რომ მოძრაობდა და ჟესტიკულაციითაც მიხვდა, ყველაფერი რიგზე არ იყო. დაიძაბა. დათას რამდენიმე წამიანი მზერა დაიჭირა და ადგილზე გაქვავდა.. ნაბიჯს ვერ ადგამდა. ჰორიზონტზე გამოჩენილ მანქანას გახედა და კიდევ უფრო გაუხშირდა გულის ცემა. მაჩაბელმა იარაღი შეამოწმა. ადგილზე ჰქონდა. კიდევ ერთხელ გამოხედა თათას. -მაღლა ადი!-თითით ანიშნა მეორე სართულისკენ. ვერ ინძრეოდა ქალი. -მაღლა ადი!-ხმამაღლა გასძახა და თავად წინ წადგა ნაბიჯები. მანქანიდან გადმოსული სილუეტი კარგად იცნო თათამ. ისტერიკა ჰქონდა. დათა ირონიული, გაყინული მზერით ბურღავდა ბიჭს, რომელსაც სამი კაცი ჰყავდა. -გისმენ.-ხელები გაშალა და სიგარეტის ნამწვავი ურნაში მოისროლა. -ის გოგო.-ხელი სახლიკსენ გაიშვირა ბიჭმა-ჩემია. მაჩაბელს სარკისებრი გაუხდა თვალები და მხოლოდ ის შეძლო, რომ ხელი არ მოუქნია. -ის გოგო ჩემი ცოლია. ბავშვი ხარ, მშვიდად გელაპარაკები. ამიტომ მოჰკიდე ხელი ბიჭებს და წყნარად წადი. -ბიჭო, გითხარი, ჩემია! მომცემ და მეც წავიყვან.-მისკენ წადგა ნაბიჯი აკოფაშვილმა. -დედას შევე*ი.-ამოიღმუილა დათამ და იქამდე შეკრული მუშტი ახლა პირდაპირ სანდროს მოხვდა. ყველაფერი აირია. ოთხი კაცის წინააღმდეგ იდგა მაჩაბელი. იმდენი ჰქონდა გადატანილი, რომ ეს არაფერი იყო მისთვის. ზიზღით გადმოაფურთხა სისხლი და ზემოდან დააჩერდა ბიჭს. -გამეორება არ მიყვარს. ჩემს ქალს ვერც კი შეხედავ. მის ნაკვალევზეც არ გაიარო. თუ სადმე დაინახავ, იქიდან მაშინვე წახვალ.-კიდევ ერთხელ მოუქნია ძლიერი მუშტი და რაღაც ბასრის შეხებაზე სახე დაემანჭა. თეთრ პერანგზე სისხლის პატარა წვეთი მალევე გაიზარდა. მანქანა ელვის სისწრაფით დაიძრა... -უხ თქვენი!-ხელი მიიჭირა ჭრილობაზე და ნელი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ. კარი შეაღო. იატაკზე მჯდარი, გაშეშებული თათა დაინახა და თავადაც გაშრა. -პატარავ!-მისკენ დაიხარა, მაგრამ ქალი მაშინვე ფეხზე ადგა. -დაჭრილი ხარ?-კიდევ უფრო გაუმძაფრდა შიში. -ნაკაწრია. -დათა, ნაკაწრი კი არა სერიოზული ჭრილობაა.-ხელებაკანკალებულმა გადაუწია პერანგი და ღრმა ჭრილობის დანახვაზე შეჰკივლა. -არაფერია თათა!-შუბლზე აკოცა და თავად მოხრილი წავიდა სააბაზანოსკენ. გვიჩიანიც უკან მიჰყვა. მექანიკურად მოქმედებდა. დათას განიერ მხრებს ჩააყოლა მზერა. დასვრილი იყო მთლიანად. ვერ მოძრაობდა მაჩაბელი, ამიტომ თათა წავიდა მისკენ. სუსტი თითებით შეეცადა, გაესუფთავებინა. თვალები დახუჭული ჰქონდა. ვერ უყურებდა სისხლს. დათას მის ქცევებზე ეღიმებოდა. -მორჩა.-შუბლზე მიაწება ტუჩები და თაროდან მედიკამენტების ყუთი გადმოიღო. -შენით იზამ?-ჯერ კიდევ უთრთოდა სხეული ქალს. -კი. თუ ცუდად ხარ გადი. არ მინდა შეგეშინდეს. -არა. დახმარება დაგჭირდება.-ცუდად იყო, მაგრამ ვერ დატოვებდა მარტოს. თვალებდახუჭული იდგა. მხოლოდ ის ესმოდა, როგორ ბრაზობდა დათა. ნივთების დადებისა და აღების ხმაც ესმოდა დ საბოლოოდ დათას მკლავები, რომ მოეხვია მაშინ ამოუშვა ტკივილნარევი ბგერები. -პატარავ.-შუბლზე მიაწება ტუჩები. -გაბრაზებული ვარ, შეშინებული და ჯანდაბა... რამე რომ დაგმართნოდა? -არაფერი დამემართება სანამ შენ ხარ ჩემთან. -რა უნდოდათ? -ის, რასაც ვერასდროს მიიღებენ.-ქალის თმებს ჩამოაყოლა ხელი და მისიანად გავიდა მისაღებში. მიუხედავად იმისა, რომ დამშვიდდა მაინც ეშინოდა. დათას მკლავებში მოქცეული მშვიდად ადევნებდა თვალს დაბნელებას. -იცი?-თმა ყურსუკან გადაუწია.-პირველივე დღეს მივხვდი, რომ მიყვარდი. -მართლა?-უცნაურად შეიშმუშნა თათა და კაცის ცისფერებს გაუსწორა მზერა. -კი. -დათა, ამ თემას არ უნდა ვეხებოდე, მაგრამ. ის ქალი რას იზამს? მას უყვარხარ და...-სიტყვა ვერ დაასრულა. დათას ცხელი ბაგე მისას მიეწება და აზროვნების უნარი მაშინვე დაკარგა. კაცის ძლიერი მკლავები მის მოშიშვლებულ მხრებზე ჩამოსრიალდნენ. თავადაც შემოჰხვია მკლავები კაცს და შეძლებისდაგვარად აჰყვა ალერსში. ორივემ დაკრგა თავი. არცერთს აღარ ახსოვდა დათას ჭრილობა და არც დღევანდელი. ბოლომდე ჩაიძირნენ ვნების მორევში და ახლა სიყვარული, ვნება და ერთმანეთის ბოლომდე შეგრძნების გრძნობები მართავდნენ ორივეს. ზემოდან მოექცა თათას სუსტ სხეულს და პერანგის ორი ღილი ოსტატურად გახსნა. ფრთხილობდა, მაგრამ ამ სიფრთხილეში იყო სიგიჟე. გულის ცემა ყურებში ესმოდა მაჩაბელს. თლილი თითები თათას მოშიშვლებულ ზურგზე აასრიალა და ყველაფერი აფეთქდა. დათა საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა. იმდენად სხვანაირი იყო მისთვის ეს ყველაფერი. დათასთვისაც პირველი იყო თათა, ამ კუთხით. პირველი ქალი იყო, რომელთანაც სიყვარულით იწვა. მის თითოეულ მიმიკას სწავლობდა კაცი და მაქსიმალურად ცდილობდა ამოეკითხა, რას გრძნობდა გვიჩიანი. მთვარის შუქით განათებულ ოთახში მაჩაბელზე მიწებებული ქალი უკვე მშვიდად სუნთქავდა და ღრმა ძილში მყოფი მაინც გრძნობდა საყვარელი კაცის თბილ მზერას. --- ეზოში მიაბიჯებდა და დღევანდელით მიღებულ შოკს კიდევ ვერ ხარშავდა. ნამდვილად წყნარი ღამე იყო. ელენას ხასიათის მსგავსი. ფრთხილად ჩაიარა კიბეები და ზურგით მჯდარი სილუეტის დანახვაზე ბედნიერება მოეფინა. სიგარეტს ეწეოდა კაკი და თავადაც ღრმა ფიქრებში წასულმა ვერ გაიგო, როდის მიუახლოვდა ქალი. -შენმა ამფსონებმა მიგატოვეს კაკი?-ქალის წკრიალა ხმაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა და გაიცებულმა ახედა. დათასგან განსხვავებით, ელენას იშვიათად ესაუბრებოდა. -დროებით.-გაუღიმა და ისევ წინ გაიხედა. -არ მგონია, თაია დიმას აღარ გამოუშვებს ყრილობებზე, აგერ დათასაც მოეხვევა კლანჭები.-ხალისობდა გამყრელიძე. -დათას არ იცნობ კარგად. ერთი კვირა მაინც თუ გაძლო სახლში, რეკორდია.-მეორე ღერს მოუკიდა და მთვარის შუქზე კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა ელი. -მე, რომ ჩემმა ქმარმა ერთ კვირაში დამტოვოს, მოვკლავ.-გვერდით მიუჯდა კაცს და მის დაჭიმულ სხეულზე კიდევ უფრო გაეღიმა. -თათას არ უთხრა, თორე დავრჩებით დათას გარეშე.-დანისნული თვალებით გადახედა და ეცადა არ შემჩნეოდა სიყვარულის ტალღები. -შენ როდის აპირებ ცოლის მოყვანას?-ეშმაკები უხტოდნენ თვალებში. ელის კითხვაზე გაეღიმა კაკის. -ჯერ არავინაა ისეთი, ვინც ჩემი ცოლის ამპლუაში წარმომიდგენია.-უნამუსოდ იცრუა და ელენას ანთებული თვალებიც მაშინვე ჩაქრა. -როგორ? არავინ გიყვარს?-კიდევ ერთხელ გაიბრძოლა გამყრელიძემ. -არა.-ისევ იცრუა კაკიმ. -ცუდია, არადა სიყვარული კარგია.-მოწოლილ ცრემლებს უფლება არ მისცა ჯებირები გადმოეკვეთა. -შენ გიყვარს ვინმე?-დაიძაბა. -თანაც როგორ.-თავი გადააგდო ქალმა. -ვიცნობ?-ცოტაც და აფეთქდებოდა. -არ მგონია.-ელიმაც იცრუა და ფეხზე წამოიმართა.. -როდესაც გამოჩნდება ვინმე, გამაგებინე.-ზურგი აქცია. -აუცილებლად.-ჩუმად ამოილაპარაკა კაცმა და ისევ მთვარეს გაუსწორა მზერა. ოთახში გიჟივით შევარდა გამყრელიძე და ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდე ნამსხვრევებად იქცა. -იდიოტი, თურმე არავინაა, ვინც მისი ცოლის ამპლუაში წარმოუდგენია.-ხელის გულით გაიმშრალა ცრემლი. -თავი ვინ ჰგონია? ნამდვილი ხეპრე.-ამოისლუკუნა და ტუმბოზე შემოდებულ საერთო ფოტოს გახედა, რომელზეც დათა, დიმა, კაკი და ელენა იყვნენ გამოსახული. -რა სულელი ვარ. მე როგორ შემომხედავს?-ბალიშში ჩარგო თავი. კიდევ დიდხანს იტირებდა, რომ არა ჰორიზონტზე გამოჩენილი ნაკაშიძე. -ელ.-თაიას ხმაზე წამოიმართა და ცრემლიანი თვალები შეანათა ქალს. -რა ხდება?-მისკენ წავიდა. -არ ვუყვარვარ.-თავი უარის ნიშნად გააქნია. -რა სისულელეა ელი. ადამიანს მზერაში ეტყობა. -არა. ასე მითხრა, ჯერ არ არსებობს ქალი, რომელსაც ჩემი ცოლის ამპლუაში წარმოვიდგენო. -აბა რას გეტყოდა? ელ მიყვარხარ და ჩემი ცოლი გახდებიო? ვერ ხვდები, რომ დიმას ვერ ახტება?-თმებზე ჩამოუსვა თითები. -მერე და გადაახტეს. ისე გადაახტეს, როგორც დათა. გაითვალისწინა დიმას აზრი მაჩაბრლმა? არა. ის იდიოტი ასე მოიქცეს. ან მივიდეს და უთხრას. ელი მიყვარს და შენ ხელს ვერ შემიშლიო.-ხმას ვერ იმორჩილებდა. -დამშვიდდი. გამოტყდება აუცილებლად.-მაგრად მოეხვია თაია. -თუ სხვა უყვარს, მოვკლავ.-შუბლი შეჭმუხნა. -როგორ გეტყობა, რომ დიმას დისშვილი ხარ.-თავი გააქნია ნაკშიძემ და მერე ორივეს გაეღიმათ. --- პატარა თავი. ვფიქრობ, ჯერ არ არის ის ეტაპი, რომ დასრულდეს. წინა პერიოდია ეს დასრულების ამიტომ ბოდიშით, რომ მცირეა, მაგრამ მჭირდება მივლენები სწორად წავმართო. არ ვიცი, იმედია არ გაბრაზდებით. მეტს ვერ ვახერხებ ამ თავისთვის. ბოდიშით და მადლობა, რომ მაინც მკითხულობთ. პ.ს. ფოტოზეა კაკი, ჩემი სიყვარულში დამწვარი ბიჭი???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.