შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 15 თავი


17-06-2021, 10:57
ავტორი ნეაკო
ნანახია 7 015

ალექსანდრე და თათია რაღაც უცნაური ზიზღით სავსე მზერით შეჰყურებდნენ ერთმანეთს
-გთხოვ ბოლომდე მომისმინე და არ გამაწყვეტინო-დაიწყო ბიჭმა ჩამწყდარი ხმით
-ყურადღებით გისმენ-ზუსტად ის ირონია გაკრთა გოგონას გაფითრებულ სახეზე, რაც მუდამ ალექსის ცივი, უსახური სახის თანმდევი იყო ხოლმე, რის გამოც ბიჭი საშინლად გაღიზიანდა მაგრამ თავს მოერია, როგორღაც თავი ხელში აიყვანა და მშვიდი ტონით განაგრძო დაწყებული საუბარი
-13 წლის ვიყავი მამაჩემი რომ დააკავეს, ჩემს თვალწინ დაადეს ბორკილები და წაიყვანეს... სახლი გაჩხრიკეს, ყველაფერი ძირს გადმოყარეს, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა რას ეძებდნენ... ექვსი თვე გაიწელა საქმე, რაღაც თაღლითურ გარიგებას ედავებოდნენ... ინსულტი დაემართა ციხეში...ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რომ საავადმყოფოდან სახლში გამოწერეს... ზაზამ... მამაშენმა დედაჩემს აიძულა რომ ფირმის წილი მთლიანად მიეყიდა რადგან ვალები გვქონდა... ნელ-ნელა ყველაფრის გაყიდვა მოუწია დედას რომ მამას მკურნალობის ხარჯები დაგვეფარა როგორმე და პურის ფული გვქონოდა, ამ დროს ბიძაჩემი ბელგიაში წავიდა სამუშაოდ და ისე გამოვიდა რომ ის გვარჩენდა იქიდან... იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ... იცი ვინ ყუდულობდა ნახევარ ფასებში ჩვენს სახლებს და მანქანებს? მამაშენი... მამაჩემის პარტნიორი და მეგობარი-ალექსმა წითელი ღვინის ბოთლი გახსნა, ჯერ თათიას დაუსხა შემდეგ კი თავისთვის დაისხა და ცოტა მოსვა-თქვენი ბინა...ჭავჭავაძეზე რომელიც ახლახანს დაკარგა მამაშენმა ვალების გამო...ის ჩემი სახლი იყო... თათია მე იქ გავიზარდე...იმ სახლში ვცხოვრობდით მთელი ოჯახი...მერე გაგვიჭირდა ძალიან გაგვიჭირდა და დედამ მამაშენს მიჰყიდა, რადგან სხვა შემთხვევაში ბანკი გაიტანდა აუქციონზე, რადგან მამას თავის დროზე ეს სახლიც ბანკში ჰქონდა ჩადებული... მამა ფაქტიურად ურეაქციო იყო თითქმის ორი წელი... მერე კი დაიღუპა, მთელი ეს დროს მხოლოდ თვალებს ახელდა... სულ ეს იყო მისი ცხოვრებისეული აღქმა... მისი სიკვდილის მერე ისევ არ გვასვენებდნენ მევალეები, ათას საქმეში იყო გახლართული მამა, ჰოდა ბელგიაში წაგვიყვანა დედამ თავის ძმასთან...
მართა მამას საქმეს არ შეეშვა, იძია და ბოლოს მაინც გაარკვია რომ ეს საქმე მამაშენის მიერ იყო მოწყობილი...
-ყტუილია-პირველად გააწყვეტინა თათიამ საუბარი
-მამაშენმა დაასმინა პოლიციაში... -ზიზღით თქვა ალექსმა
-შეუძლებელია
-მერე საბუთებს გადმოგცემ... და ნახე...მან... მან ყველაფერი გააკეთა რომ მამა გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო, შემდეგ კი მისი ყველაფერი მიითვისა, ფირმის 51 პროცენტიანი წილი, სახლი მანქანა, აგარაკი...და მთავარი მაშინ როცა მამაჩემი ციხეში განაჩენს ელოდებოდა მამაშენმა დედჩემი მოატყუა და მასთან დაწვა
-იტყუები, მამაჩემი ასეთ რამეს არასოდეს იზამდა-მოსმენილის დაჯერება კი არა გააზრებაც გაუჭირდა თათიას
-მე შენგან ის მივიღე რაც მინდოდა მხოლოდ ერთი ღამე...ეს სიტყვები- ზიზღით გაიმეორა ალექსმა და მზერა გაუსწორა დაბნეულ გოგონას -სწორედ მამაშენმა უთხრა შარშან ეგ სიტყვები დედაჩემს...სწორედ მაშინ გავიგე მეც რომ მათ შორის ასეთი ბინძური კავშირი იყო... მაშინ შემეზოზღა პირველად დედა... გესმის? მშობელი დედა შემძულდა... მამაშენის გამო მე დედაც დავკარგე! ყველაფერი დავკარგე გესმის? საერთოდ ყველაფერი... ზაზა მძულდა, მთელი არსებით მძულდა! მთელი 10 წელი მისადმი ზიზღში და სიძულვილში ვიზრდებოდი, ყოველ დღე, ყოველ წუთს და წამს მუდამ მახსენებდა დედა რომ სადღაც შორს სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა ზაზა ასათიანი, ის ვინც მამა მომიკლა და ბოლოს ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ დედის სიყვარულიც წამგლიჯა ხელიდან...
-და ამ ყველაფერის გამო მე დამსაჯე-სიმწრის ღიმილმა გადაირბინა სახეზე გოგონას
-ჰო შენ დაგსაჯე-დაეთანხმა ალექსი და ისევ მოსვა მჟავე სითხე -შირისძიების სურვილით დაბრმავებული ვიყავი, მძულდა ყველა და ყველაფერი...ცარიელი ვიყავი, სრულიად ცარიელი...ჩემში არ იყო არცერთი ადამიანური გრძნობა და ემოცია... გარდა მანკიერისა...მე მხოლოდ ზიზღი და სიძულვილი მასწავლეს თათია... მხოლოდ შურისძიება დამისახეს მიზნად 15 წლიდან, გესმის? სამაგიეროს გადახდა ყველაფრის ფასად! ტკივილის მიყენება თუნდაც იგივე ტკივილის სანაცვლოდ!-ალექსანდრე გაჩუმდა და ჭიქაში დარჩენილი სასმელი ერთი მოყუდებით დალია -შენზე ფიქრი ბელგიაში დავიწყე, მაშინ როცა პირადად ჯერ კიდევ არ გიცნობდი... და მხოლოდ შენი სურათები მქონდა ნანახი... ეს გულისამრევი შურისძიებაც იქ დავგეგმე... არ ვიცი რატომ ამეკვიატა შენზე ფიქრი, არ ვიცი რა მიზეზით მინდოდა შენი შეხება, არ ვიცი, გესმის? არ ვიცი მაგრამ... ალბათ იმიტომ, რომ შენ ჩემი ბედისწერა ხარ თათია-ამღვრეული თვალები ტუჩებს გაუშტერა გოგონას ტუჩებს
-შური ხომ იძიე?... ახლა კიდევ რა გინდა ჩემგან?-თათიას უემოციობა აგიჟებდა ალექს
-უკვე გითხარი რაც მინდა-ბრაზნარევი ტონით უთხრა ბიჭმა და მეორედ შეივსო ჭიქა, ღვინით
-არასდროს გესმის? არასდროს გაპატიებ იმ ღამეს!-გოგონას კატეგორიულობა აგიჟებდა ალექს, რომელსაც თავისდაუებურად ხელები
აუკანკალდა -ბევრი მიზეზი გქონდა რომ მამაჩემისთვის ცხოვრება დაგენგრია... ბევრი მიზეზი გქონდა მის გაგენადგურებინა მიწასთან გაგესწორებინა... ეს სამართლიანი შურისძიებაც იქნებოდა...მაგრამ შენ მე შემეხე, ყველაზე ცივი ჭუჭყიანი და ბინძურო ხელებით და იმ ჭაობში ჩამითრიე რომელშიც ისე ღრმად იყავი შენ თვითონ ჩაფლულო რომ უკვე ვეღარ ხედავდი რეალობას...
-ვიცი და ძალიან ვნანობ
-შენი არ მჯერა... შენი გადმიცემული არცერთი ემოციის არ მჯერა-სევდიანი ხმით უთხრა გოგონამ და მზერა აარიდა მის ამღვრეულ თვალებს
-სიტყვების მაინც თუ გჯერა?
-არ მინდა რომ შენ მართალი იყო...იმიტომ რომ ამით კიდევ ერთხელ მომაყენებ შენ მე ტკივილს
-გეფიცები ახლა ყველაზე ნაკლებად ის მინდა რომ მე შენ გატკინო-ჩამწყდარი ხმით უთხრა ალქესმა და აკანკალებული ხელებით სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა
-ახლა რა გინდა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს
-გთხოვ ასე ნუ მომექცევი-აღელდა ბიჭი
-ჩემი ცხოვრებიდან წადი
-არ შემიძლია-გადაჭრით უთხრა ალექსმა და ტუჩებშოროს მოიქცია ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერი
-კარგი როგორც გინდა-მხრები აიჩეჩა გოგონამ- ჩემთვის მაინც სულ ერთი შენ ჩემთან ათასობით კილომეტრები დაგაშორებს თუ მილიმეტრები, რადგან ჩვენი ურთიერთობა იმ ღამეს მკაფიოდ და სამუდამოდ გაირკვა
-ნუ ცდილობ დამარწმუნო იმაში რომ იმ ღამის მერე ჩემი დავიწყება შეძელი-გაღიზიანდა ბიჭი
-შენი სიყვარულით რომც ვკვდებოდე იმ ღამეს მაინც არასოდეს დავივიწყებ და არც გაპატიებ! შესაბამისად შენთან არასდროს მოვალ! გესმის რას გეუბნები?
-შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას რომ მიყვარხარ... რომ ვნანობ და მინდა როგორღაც ყველაფერი გამოვასწორო?
-გიკვირს?-ცინიკურად გაეცინა გოგონას-შენთვისაც ხომ არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას რომ მე მიყვარდი?-მზერა გაუწორა ბიჭის ამღვრეულ თვალებს
-შურისძიება გადაწყვიტე სიყვარულის სახელით?-ავარდა ალექსი -დარწმუნებული ვარ რომ ასე მარტივად უარს ვერ იტყვი ჩვენს სიყვარულზე
-რომელ სიყვარულზე-ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა გოგონას წაშლილ სახეზე -წეღან შენ არ მარწმუნებდი იმაში რომ დადებითი გრძნობები არ გაგაჩნდა?
-შენს გაცნობამდე სწორედ ასე იყო...მაგრამ ახლა... ახლა ყველაფერი შეიცვალა...
-შენი მოსმენა აღარ მინდა, თუ შეიძლება ტელეფონი დამიბრუნე-ხელი გაუწოდა, ალექსი გაბრაზებული სახით მიაჩერდა გოგონას
-არასდროს მაპატიებ ხომ ასეა?
-არასდროს-დარწმუნებით უთხრა გოგონამ და ზიზღით ჩააცქერდა თვალებში
-არც არასოდეს დაიჯერებ იმას რომ მიყვარხარ?
-რა თქმა უნდა არა -დაეთანხმა გოგონა და ხელი უკან წაიღო
-არც არასადეს მომცემ იმის უფლებას, რომ ყველაფერი გამოვასწორო და შესაბამიასად თავიდან დავიწყოთ?
-სწორედ ასეა-გოგონას სახეზე იროიული ღიმილი კრთებოდა დროდადრო წაშლილ სახეზე, რაც ალექსანდრეს კდევ უფრო აგიჟებდა
-აზრი აღარაფერს არ აქვს ხო?
-არა-დაეთანხმა ჯიუტად და თვალი აარიდა მის არეულ თვალებს, ალექსანდრემ ჩანწვარი სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა, ხელი შარვლის ჯიბისკენ წაიღო, იქიდან პატარა წითელი კოლოფი ამოიღო და მთრთოლარე თითებით გახსნა, თათიას გაოცებული მიაჩერდა ბეჭედს რომლის ბრილიანტები მკვეთრი განათების ფონზე კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალებუთ ელავდა
-ჩემი ნამდვილი გულწრფელი ემოციების და გრძნობების გამოსახატად მინდა გამოვიყენო ეს ბეჭედი...-გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ალექსის ჩავარდნილმა ხმამ გაკვეთა- ცოლად გამომყვები?-მისკენ გააცურა გახსნილი კოლოფი და ამღვრეული თვლებით ჩააცქერდა გაოცებულ გოგონას თაფლისფერ დანისლულ სფეროებში, თათიას თვალმოუშორებლივ უყურებდა ბეჭედს და მის სახეზე გამოხატული ცინიკირი გამომეტყველება ნათლად აღწერდა მის გულწრფელ ემოციებს
-არასდროს... ცოლად არასდროს გამოგყვები-თათიამ მშვიდად დახურა კოლოფო და მისკენ მშვიდად გააცურა -არასდროს, არანაირი მიზეზით არ გაპატიებ იმ დამცირებას რაც გადამატანინე და არც დავივიწყებ, ყოველდღე იმ ფულის ნაგლეჯებს ვუყურებ რაც მაშინ ხელში მოვიქციე და შენგან წამოვიღე რომ არასდროს დამავიწყდეს ჩემი ფასი!- ბოლო სიტყვები მკაფიოდ გამოხატული ზიზღით წარმოსთქვა თათიამ და ფეხზე მშვიდად წამოდგა, ალექსანდრე მთელი ეს დრო მხოლოდ დახურულ კოლოფს უყურებდა ურეაქციოდ და გაოცებულმა მხოლოდ მაშინ ასწია თავი როცა თათია წამოადგა თავზე -ტელეფონი დამიბრუნე, აქ დარჩენა და შენი მოსმენა აღარ მინდა
-მაშინ წახვალ როცა ამას მე ჩავთვლი საჭიროდ- გამომწვევად უთხრა და გოგონას ალეწილი სახიდან დაბინდული მზერა ისევ კოლოფზე გადაიტანა
-თავი ვინ გგონია ასე რომ მექცევი?-ავარდა უცბათ თათია, მაგიდის გადასაფარებელს ხელი წამოავლო და ყველაფერი ძირს გადმოყარა, ალექსანდრე ურეაქციო სახით წამოდგა ფეხზე და მომღიმარი სახით თვალებში ჩააცქერდა გაცეცხლებულ გოგონას
-სწორედ ამიტომ შემიყვარდი-უთხრა გაუაზრებლად ბიჭმა და ზედმეტად ახლოს მდგომ გოგონას არეული თმისკენ წაიღო აკანკალებული ხელი
-არ გაბედო და არ შემეხო-დაუღრინა გოგონამ და განზრახ ჯიუტად გაისწორა მზერა მის ჭაობისფერ ამღვრეულ სფეროებს, ალექსანდრემ მომენტალურად მომუშტა ბრაზისგან უარესად აკანკალებული ხელი და დაბლა დაუშვა
-შენ ჩემი ცოლი გახდები, იმიტომ რომ შენ ჩემი ბედისწერა ხარ თათია ასათიანო!-უცნაური ჟღერად ხმით უთხრა ალექსმა დაძაბულ გოგონას, რის გამოც მისი ხმა ცარიელ შენობას ექოდ მოედო
-არასდროს გესმის?... ცოლად არასდროს გამომყვები-ცინიკურად უთხრა გოგონამ და მიტრიალდა
-გამომყვები... ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენ ჩემი ცოლი გახდე!-ალექსისი მუქარანარევი ხმა მიწვდა გასასვლელთან მისულ გოგონას
-რაც გინდა ის გააკეთე, ჩემთვის უკვე დიდი ხანია სულ ერთი ხარ!- ერთი წამით მიიხედა მისკენ დაძაბულმა გოგონამ და გარეთ გავიდა აღელვებული, მალევე მიუახლოვდა ალექსანდრე რომელიც მოღუშული სახით ჩააცქერდა თვალებში
-ამ ბეჭედს აუცილებლად გაგიკეთებ თითზე-მუჭში მოქცეულ ბრილიანტის თვლებით დახუნძლულ, ბრჭყვიალა ბეჭედზე მიუთითა სახე ალეწილ გოგონას რომელსაც მაინც არ შორდებოდა სახიდან ცინიკურო ღიმილი
-მაინც როგორ აპირებ ამას?-მისმა ირონიამ ალექსი წყობრიდან გამოყვანა
-ნებისმიერი გზით, მთავარია შენ ისევ ჩემი გახდე-ზედმეტად მიაუხლოვდა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე დაძაბულ გოგონას
-შენი აღარასდროს გავხდები!-მშვიდი უემოციო, რაღაცნაირო გამომწვევი ტონით უთხრა და დაუფარავი ზიზღით ჩააცქერდა ჩაწითლებულ თვლებში
-მიწვევ?-ალექსანდრეს ხმაში ისევ გაჟღერდა ირონია
-მეცოდები-ძალიან გამაღიზიანებლად უთხრა გოგონამ და ზურგი აქცია
-აი მე კი გაგიჟებით მიყვარხარ-მიტრიალებული გოგონას მომენტალურად მაჯაში ჩაავლო ხელი, თავისკენ შეატრიალა და მეორე დაუჭირა
-რას აკეთ ავადმყოფო-გოგონამ გაიბრძოლა
-თვალებში შემომხედე!-მბრძანებლური ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა და იმავე წამს მკლავებში მოიმწყვდია აფართხალებული გოგონა, თათია რომ არ დაემორჩილა მის მოთხოვნას უფრო მეტად მიიწება საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეული ტანზე და უფრო მბრძანებლურო ტონით უთხრა -თვალებში შემომხედე!-თათიამ თავი ასწია და დაუფარავი ზიზღით გაუწორა მზერა მის დანისლულ თვალებს -მითხარი რომ გძულვა...
-მძულხარ-წინადადება გააწყვეტინა გოგონას აკანკალებულმა ხმამ
-მითხარი რომ გეზიზღე...
-მეზიზღები!-დაუფარავი აგრესიით უბრუნებდა პასუხს გაცეცხლებული გოგონა რემელიც ჯერ ამაოდ ცდილობდა მისი ხელებიდან თავის დახსნას
-რატომღაც შენი ზიზღის და სიძულვის არ მჯერა-გამარჯვების იერით უთხრა ალექსმა და ხელი გაუშვა -იმიტომ რომ შენი თვალები სხვა რამეს მეუბნება
-სახლში წასვლა მინდა-დააიგნორა თათიამ მისი სიტყვები, მისი მზერა და გამოხედვა, სრულიად ურეაქციო სახით იდგა და ჩამქრალი თვალებით უყირებდა თვითკმაყოფილების პიკში მყოფ ბიჭს
-სახლში წასვლა თუ გინდა ჩემს მანქანაში ჩაჯექი, შენი ნებით და შენი სურვილით-მკაცრად უთხრა და თათია პროტესტის გამოთქმის გარეშე ძალიან მშვიდად რომ წავიდა მანქანისკენ ალექსი გაოცდა, მძღოლის გვერდითა ადგილი რომ დაიკავა და კარიც ნაზად დახურა უარესი დაემართა და კარგა ხანს თვალებს ვერ უჯერებდა, როცა აზრზე მოვიდა საჭეს მოუჯდა ტელეფონი დაუბრუნა, მანქანა დაქოქა და გიჟივით გააქანა უსწორ-მასწორო გზაზე. კარგა ხანს უხმოდ იარეს, ხმის ამოღების ძალა არცერთს არ ჰქონდა, ერთმანეთისკენაც არ იყურებოდნენ, ორივე საქარე მინას მიშტერებული ადევნებდა თვალს თბილისის ხმაურია ქუჩების საცობებში მოქცეულლ მანქანებს
-სამხატვრო აკადემიის გამოცდაზე ჩემს გამო არ გახვედი?-სამარისებური სიჩუმე გაკვეთა ალექსის ზედმეტმა მშვიდმა და უემოციო ხმამ, თავისდაუნებურად თათიამ მისკენ მიიხედა შესაბამისად მისი ამღვრეული თვალები ალექსანდრეს ჩაწითლებულ თვალებს შეეფეთა სულ რამდენიმე წამის განმავლობაში
-საკუთარ თავს ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ
-საკუთარ ოცნებაზე უარი არ უნდა გეთქვა
-სხვა ყველაფერთან ერთად ოცნებებიც შენ წამართვი! -უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ, კარი გააღო და სწრაფად გადავიდა საცობში მოყოლილი მანქანიდან, კარი გამეტებით მიუჯახუნა და ქუჩა გადაკვეთა სწრაფი ნაბიჯით ,,ამის დედაც, ამის დედასაც შევ.ციიიი" იღრიალა ბოლო ხმაზე გაცოფებულმა ბიჭმა და საჭეს გამეტებით დაარტყა ხელი.
თათიას სიხარულს საზღვარი არ ჰონდა როცა გაოცებულმა თეონამ და ბაჩომ ოჯახში გამოაცხადრეს რომ ტყუპებს ელოდებოდნენ
-რააა?-შეკივლა დაბნეულმა გოგონამ და რძალს ჩაეხუტა -ღმერთო არ მჯერა რომ აქ ორია-მუცელზე მიუთითა ბაჩოს სიცილით
-არც ჩვენ-თმებზე ნერვიულად გადაისვა ბიჭმა ხელი და ლიკას გახედა რომელიც ძალიან აღფრთოვანებული ჩანდა ამ ამბით
-გოგოა თუ ბიჭი? რომელი იმალებოდა მთელი ექვსი თვე დედიკოს მუცელში ასე კარგად?-აკისკისდა თათია
-გოგონა-თვალები ისევ ცრემლებით აევსო თეონას სიხარულისგან
-ღმერთო არ მჯერა, რა ძალიან მაგარია-ვერ მალავდა ახალი ამბით გამოწვეულ სიხარუელს თათია
-გილოცავთ დე-ლიკამ ჯერ რძალი გადაკოცნა მერე შვილი -ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო სიუპრიზია
-რას ავღნიშნავ ლიკუ ცრემლებით და ასეთი უცნაური განწყობით?-სახლში ახლად დაბნეულმა ზაზამ ინტერესით შეავლო თვალი ოჯახის წევრებს
-გილოცავ მალე ერთდროულად გოგონას და ბიჭის ბაბუა გახდები-აკისკისდა ლიკა და მომღიმარი სახით მიაჩერდა სახე ალეწილ ქმარს რომლის გონება თათიასკენ გაიქცა და გული გადაუცივდა
-რააა?-მარტო ამის თქმა მოახერხა იმდენად დაებინდა წამიერად გონება
-ღმერთო რანაირი რეაქცია გაქვს?-გაუბრაზდა ლიკა ქმარს -რა ვერ გაიგე ერთდროულად გოგოს და ბიჭის ბაბუა ხდები-მეთქი -დაუკონკრეტა, სიტყვა ერთდროულმა ზაზას გონება გაანათა როგორც იქნა
-ანუ ტყუპებს ველოდებით?-შეიცხადა კაცმა და გაოცებული მიაჩერდა ჯერ ბაჩოს მერე კი ხელახლა ატირებულ რძალს, ორივე გადაკოცნა და მოულოცა ეს განსაკუთრებული ამბავი. საღამოს საძინებელში რომ შეიკეტნენ კიდევ ტყუპების მოლოდინით გამოწვეულ ბედნიერებას ასხივებდა ლიკა
-ღმერთო არ მჯერა -ვერ მალავდა აღფრთოვანებას მომღიმარი ქალი-ორი ძალიან პატარა, ერთნაირი და განსაკუთრებული...
-გჯერა რომ ბებია უნდა გახდე 38 წლის ასაკში?- მომღიმარი სახით ჰკითხა ზაზამ ცოლს და თვალებში ჩააცქერდა გამომწვევი შავი სფეროებით
-სიმართლე გითხრ არა-აკისკისდა ქალი და დააიგნორა ქმრის მზერა
-ისე ჯერ ძალიან გვიანი არაა...-დაიწყო ზაზამ ხმადაბალი ტონით და გაჩუმდა
-რას გულისმობ?-ვერ მიხვდა როს თქმას ცდილობდა ქმარი მისთვის
-ჩვენც ხომ არ გვეფიქრა კიდევ ერთხელ მაგ პატარა და გასაკუთრებულზე?-მოულოდნელად ფეხზე წამოდგა ზაზა და სარკესთან მდგომ ცოლს ზურგიდან აეკრო, მუცელზე ნაზად შემოაჭდო ხელები და კისერში აკოცა, ნელ-ნელა კი ლავიწის ძვალს გაუყვა თან ისე რომ მხრისკენ ჩაუცურა პენუარის ბრეტელი
-ნუ სულელობ
-არცერთი არაა ნორმალური-სიცილით უთხრა ზაზამ ცოლს და მომენტალურად თავისკენ შეატრიალა-იქნებ ახლა გამოგვივიდეს ნორმალური ბავშვი?
-ზაზა რაებს ბოდავ-აკისკისდა ლიკა
-მაშინ წლების წინ ჩვენც ძალიან პატარები ვიყავით...ბაჩოსთან და თათიასთან ერთად გავიზარდეთ...მაგიტომ არაა არცერთი ნორმალური... ჩვენი შემხედვარე არც მიკვირს ეგეთები რომ არიან... მაგრამ ახლა
-ბავშვზე ლაპარაკს კი არა ფიქრსაც გიკრძალავ!-სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა ლიკა
-შენს ადგილას დავფიქრდებოდი და ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი-უცნაურად გაუღიმა ზაზამ ცოლს და მის ტუჩებს მიწვდა.
ალექსანდრე მოღუშული სახით იჯდა სავარძელში და ნელ-ნელა წრუპავდა ვისკით სავსე ჭიქიდან მჟავე სითხეს
-რატომ არ გძინავს?-მართას ხმამ გაკვეთა ჩაბნელებულ სახლში გამეფებული შუაღამის სიჩუმე
-ვერ ვიძინებ-ახედა თავზე წამომდგარ ქალს უკმაყოფილო სახით რომლის მხოლოდ სილუეტს ლანდავდა უკუნით სიბნელეში
-ყოველ დღე და ყოველ ღამე აპირებ დალევას? გგონია თუ სასმელში ჩაიხრჩობ თავს ამით რამე შეიცვლება?
-ვცდილობ დავივიწყო...
-სასმლით, თათიას დავიწყებას ტყუილად ეცდები-მართას შეუვალმა ხმამ გაკვეთა გამაყრუებელი სიჩუმე -საყვარელი ადამიანის სახეს, თმას, სურნელს და შეხებას სასმელი ვერ დაგავიწყებს!
-ვიცი-ჩავარდნილი ხმით უთხრა ბიჭმა და ჭიქა ბოლომდე ჩაცალა ერთ მოყუდებაზე
-მაშინ ისიც უნდა იცოდე რომ აზრი არ აქვს არაფერს...
-რას გულისხმობ?-დაინტერესდა ბიჭი და სადღაც შორი-ახლის სავარძელში უღონოდ ჩაავებულ ქალს გახედა
-იმას რომ რაც არ უნდა გააკეთო... სადაც არ უნდა წახვიდე და რამდენი ხანიც ... მასზე ფიქრს თავიდან ვერასდროს ვერ მოიშორებ... ვერასდროს დაივიწყებ...ვერასდროს გაანელებ ამ სიყვარულს...
-საკუთარი გამოცდილებიდან მეუბნები?-ზიზღით ჰკითხა გაბრაზსბულმა ბიჭმა დედას და მეორედ შეივსო ჭიქა მჟავე სითხით
-სიყვარული დანაშაული არააა-გაღიზიანდა მართა
-მაშინ როცა ქმარი ციხეში გყავს-დაიწყო ბიჭმა და ხმა ჩაუწყდა, დღემედე არ ჰყოფნიდა ძალა რომ ამ თემას შეხებოდა და დედას დალაპარაკებოდა
-ძალიან ცუდად ვიყავი... ზაზა უგონოდ მთვრალი, ეს რამდენიმე წუთიანი თავის დაკარგვა იყო მხოლოდ-სიბნელეში და სამარისებურ სიჩუმეში გაუადვილდა მართას შვილთან ამ თემაზე ლაპარაკი
-შენმა რამდენიმე წუთიანმა თავის დაკარგვამ მე გონება საბოლოოდ მომიწამლა... თავგზა უარესად ამირია! ჩემში არსებული ზიზღი და სიძულვილი ზაზა ასათიანის მიმართ გამძვინვარა, ყველაფერთან ერთად მან შენი თავიც წამართვა! შენი! დედა წამრთვა!!!! ქალი რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე სუფთა, მართალი და გულწრფელი მეგონა! ქალი რომელიც ჩემი საფიცარი იყო... ქალი რომელიც ამ ქვეყნად ყველზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა... გავნადგურდი... იმ დღეს შენ მე მიწასთან გამასწორე... ჩემი ღირსება, თავმოყვარეობა, ადამიანობა გათელე ზაზა ასათიანი მიმართ უაზრო სიყვარულის გამო! შენმა გრძნობებმა მის მიმართ, მარტო შენ კი არა მეც დამიმახინჯა ცხოვრების 12 წელი!!! იმ დღეს შეგიზიზღე... ისევე შეგიზოზღე როგორც ზაზა ასათიანი... იცი ეს რა გრძნობაა? იცი რა განცდაა როცა აცნობიერებ რომ ორივე მშობელი მოგიკვდა?საშინელი... მტკივნეული... გაუგებარი... რთული... და საბოლოოდ ისევ ზიზღით გაჟღენთილი სხეულის ყველა ნაწილი... შირისძიების მტკივნეულო სურვილი აზრს აზლევს შენს ცხოვრებას... მაგრამ...-ალექს ცინიკურად გაეღიმა -საბოლოოდ ამ ყველაფერმა მხოლოდ მე და თათია გაგვანადგურა...-ისევს სიჩუმე რომელსაც მხოლოდ მართას აჩქარებული სუნთქვის ხმა არღვევდა
-მე შენ გაფრთზხილებდი...-დაიწყო ქალმა აკანკალებული ხმით-თავიდანვე გეუბნებოდი რომ იმ უდანაშაულო გოგონას გრძნობენზე არ გეთამაშა!- მოულოდნელად გაცეცხლდა მართა-რადგან ზუსტად ვიცოდი რომ ამ მდგომარეობამდე მიხვიდოდი! მაგრამ არ მომისმინე იმიტომ რომ მისი შეხების სურვილს ვერ მოერიე, ვერც შურისძიების წყურვილს და საბოლოოდ ამ მზაფრმა ნაზავმა შენვე მოგწამლა სიყვარულის შხამით ალექსანდრე!-ისევ სიჩუმე, სამარისებური, შემაწუხებელი, გამაყრუებელი სიჩუმე, გაღიზიანებულმა ბიჭმა მეორე ჭიქაც დაცალა და მესამედ შეივსო -გეყოფა ამდენი სმა... საკმარისია... ხომ ხედავ რომ სასმელში თავის ჩახრჩობით არაფერი იცვლება?
-ძალიან ცუდად ვარ-აღმოხდა ალექს და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა -ძალიან მიყვარს-პირველად გამოუტყდა დედას რომ შეყვარებული იყო
-უკვე დიდი ხანია ვიცი რომ მასზე გიჟივით ხარ შეყვარებული-გაუბრაზდა მართა შვილს-ძალიან დიდი ხანია... სამწუხაროდ ჩემსავით თავის დროზე ეს ვერ გაიაზრე შენ და საბედისწერო შეცდომა დაუშვი და შესაბამისად ხმოლოდ ამის მერე გამოუტყდი საკუთარ თავს რომ თათიაზე უაზროდ შეყბარებული იყავი
-არასოდეს მაპატიებს იმას რაც ჩავიდინე-აღმოხდა ჩამწყდარი ხმით ბიჭს
-გიკვირს?-გაბრაზდა მართა
-მინდა რომ მაპატიოს... მინდა რომ ისევ ჩემი გახდეს, მინდა რომ ისევ ვეხებოდე...
-თუ გიყვარს... თუ ნამდვილი და წრფელი გრძნობებით გიყვარს...მაშინ... ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ შენთან დაბრუნდეს... უკან არაფერზე დაიხიო !რადგან დარწმუნებული ვარ რომ მას ჯერ კიდევ უყვარხარ...ეს მარტივად ვერ ამოგიშლიდა გულიდან... ასე მარტივად ვერ შეძლებდა შენ დავიწყებას იმის მიუხედავად რომ გაუსაზლისი ტკივილი მიაყენე! კი საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის რომ მის დასაბრუნებლად გამოიყენო ყველა გამართლებული და გაუმართლებელი მეთოდი!
-რას გულისხმობ?-თვალები დააწვრილა ბიჭმა და ინყერესით მიაჩერდა ქალის სიბნელეზე ბნელ სილუეტს
-თათია თავისი ნებით შენთან არასდროს მოვა... არც შენ მოგცემს მიახლოების უფლებას...ამიტომ შენამდე მოავლა უნდა აიძულო...თავისი ნებით და სურვილით უნდა მოვიდეს შენთან მაგრამ შენივე ძალდატანებით...
-რას გულისხმობ?-ქალის სიტყვებმა თავბრუ დაახვია ბიჭს, ვერასფეს მიხვდა რას და რატომ ეუბნებოდა მართა
-რაც დრო გავა უფრო დაშორდები თათიას, ის ახალგაზრდაა, ძალიან ახალგაზრდა, დამიჯერე ძალიან მალე იპოვის სხვას... მას ვინც შენგან განსხვავებით პატივს სცემს და დააფასებს...
-მითხარი რაზე მიმანიშნებ-წყობრიდან გამოვიდა ბიჭი
-თათი არ გიცნობს, არ იცის რეალურად როგორი ადამიანი ხარ, არ იცის რამდენად კეთილი, სამართლიანი და თავმდაბალი შეგიძლია იყო...არ იცის რომ სიყვარულიც შეგიძლია, თავგანწირვაც, მაგობრობაც... არც ის იცი რომ ღირებულებები გაგაჩნია, იმიტომ რომ ერთმანეთისგან ძალიან შორს ხართ... და ეს სულ ასე იქნება... შესაბამისას შენს მიმართ მხოლოდ აგრესია ექნება
-ერთი კვირის უკან ცოლობა ვთხოვე-დაახლოებით მიხვდა ალექსი დედა რაზეც მიანიშნებდა- სერიოზულადცა არ აღიქვა...
-სხვას რას ელოდი?-მწარედ გაეცინა ქალს -რა თქმა უნდა თავისი ნებით და სურვილით ცოლად არასდროს გამოგყვება... რომც უყვარდე და შენი სიყვარულით კვდებოდეს...
-და რაზე მიმანიშნებ ვერ ვხვდები-დაიბნა ბიჭი
-არის რაღაც... რაც თქვენს დაახლოებას შეუწყობს ხელს მაგრამ ეს მისთვის რთულად გადასატანი იქნება და არანაკლებ შენთვის
-იტყვი ბოლოსდაბოლოს?-ავარდა ბიჭი
-ფიქტიური ქორწინება!-მკაცრდა უთხრა მართამ და მისმა ხმამ ისეთი ძალით კაგკეთა ღამის სიჩუმე რომ ალექსა უსიამოდ მოხვდა ყურში მისი სიტყვები.
ზაზას მოლოდინი გამართლადა, მისმა უჩვეულო სიმშვიდემ, სიწყნარემ და უშფოთველობამ შედეგი გამოიღო და ალექსანდრემ ყურადღება მოადუნა, დაცვა ისევ შეამცირა და ქუჩაშიც მარტო დაიწყო გადაადგილება მანქანით.
ზაზას საუბედუროდ ბაჩო კარგად ხვდებოდა მამის ჩანაფიქრს და მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა ფარულად, სწორედ იმ საბედისწერო დღეს როცა ზაზას ვიღაცამ დაურეკა რაღაც უთხრა და კაციც გიჟივით გავარდა სახლიდან ბაჩოც უკან გაჰყვა მამას თავისი პრიუსით, ზაზა ისე იყო ახალი სასიამოვნო ამბით აღტაცებული რომ ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია რომ შორი-ახლოს მიჰყვებოდა ბაჩოს მანქანა.
ალექსანდრე ძალიან დაიბნა ოცა ახლადა აშენებული საწყობის ტერიტორიის დათვალიერებისას გაავებული ზაზას ხმა შემოესმა ზურგს უკნიდან
-შე ნაბ.იჭვარო-დაიღრიალა კაცმა ბოლო ხმაზე და მისკენ მიტრიალებულ ბიჭს დაეტაკა, ეს იმდენად მოულოდნელად მოხდა რომ ალექსმა წინასწორობა დაკარგა და მასთან ერთად წაიქცა, თუმცა ძალა მაინც ეყო რომ ზემოდან თავად მოჰქცეოდა გაგიჟებულ კაცს და სახეში პირველს დაერტყა მუშტი, იმის გამო რომ იმავე წამს მივარდნილი ბაჩო ალექს დაეტაკა, მამას მოაშორა და რამდენიმე წუთით თავად მოექცა ზემოდან ზაზამ დრო იხელთა ფეხზე წამოვარდა და შვილის ქვეშ მოქცეულ ბიჭს რამდენჯერმე დაუნდობლად დაარტყა სახეში მუშტი და ტუჩი გაუხეთქა, მათკენ წამოსულმა მუშებმა სწრაფად მოაშორეს უფროს გაავებული მამა-შვილი რომელთა დამორჩილება ზედმეტად რთული აღმოჩნდა, რის გამოც რამდენჯერმე თავად ალექსმა უთავაზა დაჭერილ მამა-შვილს სახეში მუშტი რა რომ ვერ დაიცხრო სხეულში გამეფებული აგრესია, ზიზღი და სიძულვილი ზაზას ეცა გააფთრებული, ხელიდან წაგლიჯა მუშებს და დაუნდობლად გაუსწორდა, ამ ყველაფერის შემხედვარე ბაჩო ხელიდან გაუსხლტა ორ სახტად დარჩენილ მუშას, იქვე დადგებულ რკინის მოგრძო ნაჭერს ხელი წამოავლო რომ თავი დაეცვა მისკენ წამოსული ხუთი გავეშებული მამაკაცისგან, მათმა მოულოდნელი თავდასმის მცდელობამ ბაჩო დააფრთხო გაუაზრებლად მოიქნია რკისნის ნაჭერი რომელიც ერთერთ მუშას მოხვდა სრულიად შემთხვევით თავში, კაცის ჭრილობიდნა ცხელმა სისხლმა იწყო იწყო სწრაფი დენა, რის გამოც მან მომენტალურად დაკარგა გონება.
გისოსებს მიღმა აღმოჩენილი ბაჩო ფაქტიურად დაიტირა ლიკამ რომელიც ვერაფრით ახერხებდა ამ ამბის გადატანას ცრემლების და სიტერიკის გარეშე, ზაზა ყველანაირად ცდილობდა რომ შვილი დაეხსნა ამ ჯოჯოხეთისგან მაგრამ მისი საუკეთესო ადვოკატიც ვერაფერს გახდა ამ კონკრეტულ საქმეში რადგან, დაზარალებულ მუშას საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და უგონოდ იმყოფებოდა.
თათიას ძალიან გაუჭირდა თეონას დამშვიდება მაგრამ როგორღაც დაარწმუნა საქმეში გაურკვეველი რძალი, რომ ბაჩო მხოლოდ გაუგებრობის მსხვერპლი იყო და წინასწარი დაკავების იზოლატორში ის მხოლოდ სამი დღით დარჩებოდა.
ალექსანდრე საშინლად განიცდიდა იმ ამბავს რომ მისი და ზაზას უსაზღვრო ზიზღის მსხვერპლი ამჯერად სრულიად უდანაშაულო მუშა და ბაჩო გახდნენ, დღე და ღამე საავადმყოფოში იყო და ყოველ წუთს კითხულობდა დაზარალებულის მდგომარეობას, რომელიც გონს მეორე დღეს მოვიდა.
ამ ახალმა უსიამოვნო ამბავმა მართას ბნელი გონება კიდევ უფრო მოწამლა და გადაწყვიტა ზაზასთვის საბოლოო დარტყმა მიეყენებინა, ამიტომ საავადმყოფოში ინახულა დაზარალებული მუშა და გამოუცხადა თუ არ უჩივლებდა ბაჩოს ცხოვრებას არა მარტო მას მის ოჯახსაც გაუნადგურებდა.
ალექსანდრს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა იმ უკვე გონს მოსულმა და ფაქტიურად გამოკეთწბულმა მუშამ ბაჩოს წინააღმდეგ მისცა ჩვენება და უჩივლა, ვერაფრით ახსნა მისი ამგვარი ქცევის მიზეზი, რა თქმა უნდა თავში აზრათ არ მოსვლია ეს ყველაფერი მართასთან დაეკავშირებინა.
ზაზა ეხვეწა, ემუდარა, ფულიც შესთავაზა იმ მუშას რომ საჩივარი უკან გაეტანა და ციხისთვის არ გაემეტებინა მისი შვილი რომელიც ორ თვეში მამა უნდა გამხდარიყო, მაგრამ მართასგან დაშინებულ კაცს არავის და არაფრის მოსმენა არ სურდა, მათ შორის არც ალექსამდრესი, რომელმაც არაერთხელ სცადა მისი დარწმუნება რომ საჩივარი უკან გამოეტანა.
სწორედ ამ დროს მართა საკუთარ ადვიკატთან ერთად აწესრიგებდა ფიქტიური ქორწინების საბუთებს....
იმის გამო რომ სასამართლო შედგა და ბაჩოს ორ თვიანი წინასწარი შეუფარდეს, ბრალად კი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება წაუყენეს, თეონამ კი პირდაპირ განაჩენის გამოცხადების დროს დაკარგა გონება, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს და ძლივს შეუნარჩუნეს სტაბილური მდგომარეობა თათია ცრემლებად დაიღვარა ლიკასთან ერთად, ვერაფრით იჯერებდა რომ ეს უბესურება ნამდვილად ხდებოდა მათ თავს, თუმცა ლიკასგან განსხვაბაებით ძალას მაინც პოულობდა საკუთარ თავში, რძლის პალატაში მომღიმარი სახით შედიოდა და არწმუნებდა რომ ბაჩოს აუცილებლად დაიხსნიდნენ ცხიდან, მისი რწმენს ძალა იმდენად დიდი იყო რომ თეონა თავს მოერია, დამშვიდდა, ძალა მოიკრიბა და მათან ერთად გადაწყვიტა ბრძოლა ქმრის უდანაშაულობის დასამტკიცებლად,
თუმცა რეალურად ორივემ იცოდა რომ ეს ბრძოლა უკვე წაგებული იყო, უბრალოდ თავს იტყუებდნენ უკეთესი მომავლის იმედით.
თათიას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ბექა და ალექსანდრე მივიდნენ საავადმყოფოში
-აქ რას აკეთებთ?-გაავებული გაემართა მათკენ
-თეონა კარგადაა? ბავშვები?-დააიგნორა ალექსმა გოგონას განუსაზღვრელი ზიზღი და სიძულვილი
-უკეთესადაც ყოფილან-მიახალა და მზერა აარიდა ორივეს
-ძალიან ვწუხვარ-აღმოხდა გაღიზიანებულ ბიჭს
-ყველაფერს ანადგურებთ....რაც თქვენ გამოჩნდით ჩვენს ცხოვრებაში მას მერე სიმშვიდე არ გვღირსებია-თათია ზედმეტად მიაუახლობდა სახე წაშლილ ბიჭს -დატკბი შენი შურისძიების შედეგებით... დღეს ნამდვილად შეძელი რომ საბოლოოდ გაგესწორებინა მიწასთან ზაზა ასათიანის ოჯახი!!!
-არ მინდოდა ასე რომ მომხარიყო-მუდარა ნარევი ტონით უთხრა ბიჭმა -გეფიცები არ მინდოდა ამდენი უდანაშაულო ადამაინი რომ დამეზარალებინა
-სწორედ ეს გინდოდა, განადგურებული და მიწასთან გასწორებული ზაზა ასათიანის ოჯახის ნახვა... ჰოდა დატკბი... ყველას არ ღირსებია ასეთი დიდება როგორიც შენ ახლა!-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ და ზურგი აქცია
-ძალიან ვწუხვარ... მართლა ძალიან ვწუხვარ... ნეტავ შემეძლოს... ნეტავ შემძლოს ბაჩოს გამოყვანა უკან არაფერზე დავიხევდი
-წადი-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ და ძლისვს შეიკავა მოწოლილი ცრემლები
-მინდა იცოდე რომ ეს ყველაფერი განზრახ არ გამიკეთებია... გეფიცები ბაჩოს დაზარალება ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა
-გთხოვ უბრალოდ წადი-არ მიუხედია მისკენ ისე უთხრა გოგონამ და სიმწრისგან გადმოცურებული ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდა მაჯით
-მაპატიე-ჩაესმა ყურს უკან ალექსის ჩამწყდარი
ხმა-ყველა მოყენებული ტკივილისთვის ბოდიშს გიხდი... ვიცი ეს ცარიელი სიტყვებია და ამჯერად ვერც შენ დაგეხმარება, ვერც ბაჩოს და ვერც თეონას მაგრამ მართლა ძალიან ვწუხვარ, მართლა ძალიან ვნანობ და განვიცდი იმას რომ მე ჩემი დაუოკებელი ზიზღით და სიძულვილით ცხოვრება მოგიწამლეთ... მაპატიე... ოდესმე თუ შეძლებ მაპატიე-დაუჩურჩულა ყურთან ახლოს სრულიად გაუაზრებლად მხარზე აკოცა და იაქურობას ისე გაეცალა თითქოს წამის წინ იქ არც ყოფილიყოს... სიცივის, საშინელი სიცივის და სიცარიელის მძაფრმა ნაზავმა ერთიანად შეარყია თათია.
გვიან ღამე უცხო ნომრიდან შევიდა ზარი თათიას ტელეფონზე, აღელვებულმა გოგონამ მაშინვე უპასუხა
-თათია?-გასმა მართას გამყინავი ხმა ყურმილს მიღმა, გოგონას მთელს სხეულში გააცია
-ქალბატონო მართა-ზიზღით წარმოსთქვა მისი სახელი
-მაინტერესებს გინდა თუ არა შენი ძმის ციხიდან დახსნა?
-ღმერთო-აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და რამდენიმე წამის განმავლობაში თვალები დახუჭა ღრმად ჩაისუნთქა ივლიისის ცხელი ჰაერი, მაგრამ ამანაც რომ ვერ დაამშვიდა მთელი სხეულით აცახცახდა- ამ საქმესთანაც თქვენ ხართ
კავშირში?!-ჰკითხა ჩამწდარი ხმით
-ჩვენ არა, პირადად მე! ალექსანდრეს წარმოდგენა არ აქვს რომ იმ მუშამ ჩემი ბრძანებით შეიტანა საჩივარი შენი ძმის წინააღმდეგ
-როგორ შეგიძლიათ იყოთ ასეთი სასტიკი... ასეთი დაუნდობელი... ასეთი საშინელი...-ჩაყვირა გაცოფებულმა გოგონამ
-სიტყვებს დაუკვირდი-მართა ჩვეულ გულგრილობას და სიმშვიდეს ინარჩუნებდა
-ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი და ბოროტი ქალი ხარ!-უყვირა ისევ თათიამ
-თუ კიდევ რამეს იტყვი ტლეფონს გავთიშავ და შენი იდიოტი ძმა თავის შვილებს მხოლოდ მაშინ ნახავას როცა ისინი მესამე კლასში გადავლენ!-ჩვეული ცინიკური ტონით უთხრა და გაჩუნდა, სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ აღელვებული თათიას აჩქარებული სუნთქვის ხმა არღვევდა
-ჩემგან რა გინდა?
-ხვალ რვაზე... ჩემი მძღოლი მოგაკითხავს, მხოლოდ ორ წუთს დაგიცდის თუ არ ჩაუჯდები მანქანაში წამოვა და ჩავთვლი რომ შეთანხმება არ გსურს ჩემთან-უთხრა მკაცრი ტონით და გაუთიშა.
თათიამ მთელი ღამე გაათენა იმაზე ფიქრში თუ რა შეიძლება მოეთხოვა მართას მისი ძმის თავისუფლების სანაცვლოდ, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა... თუმცა მთელი დღე რაღაც უსიამო განცდა არ ტოვებდა მის სხეულს, გულიც კი მტკივნეულად ეკუმშებოდა ისე ნერვიულობდა.
ზუსტად რვა საათზე მართას გამოგზავნილ მანქანაში იჯდა რო.ესაც გაურკევევლი მიმართულებით მიჰყავდა... თათიას ისეთი გამცდა ჰქონდა თითქოს ცხოვრების ახალ, უფრო რთულ და საშინელ გზოსკენ მიაქანებდა მართას მიერ შეცვლილი მისი ბედისწერა.
კაბინეტში სამნი ისხდნენ, დამფრთხალი და შეშინებული თათიას, უემოციო და უსახური მართა და სათვალიანი ადვოკატი.
-შენი ძმის თავისუფლება, შენი და ალექსის ფიქტიური ქორწინების სანაცვლოდ-გამაყრუებელი სიჩუმე გაკვეთა მართას გამყინავმა ხმამ, თათიასთვის ეს იმდენად მოულოდნელი წინადადება იყო რომ რამდენიმე წამის განმავლობაში აზრები დაეფანტა და ვერაფრით შეძლო მართას სიტყვებისთვის სწორი და ლოგიკური მნიშვნელობის მინიჭება
-რა? რას გულისხმობთ-ჰკითხა როცა გონს მოსვლა შეძლო და ზიზღით სავსე მზერა ეროსლა მის მწვანე კატასავით აბრიალებულ თვალებს
-როგორც კი შენ და ალექსი ხელს მოაწერთ, მუშა საჩივარს გაიტანს-ქალის ზედმეტად ქათქათა კბილები გამოჩნდა ირონიული ღიმილისგან გაპობილი ბაგეებს მიღმა
-ამას არ გავაკეთებ-აყვირდა მაოულოდნელად წყობრიდან გამოსული გოგონა
-ფიქტიური ქორწინება იქნება, მხოლოდ ერთი წლით... მერე დაშორდებით... ყველაფერი აქ წერია-ადვოკატს გამოართვა რამდენიმე ფურცელი და პატარა მაგიდაზე დადო რომელიც მას და თათიის შორის იდგა და ნელა გააცურა აღელვებული გოგონასკენ რომელმაც ზიზღით დახედა ქაღალდებს
-რის მიღწევას ცდილობთ? რა გინდათ ჩემგან? ნუთუ არ დაიღალეთ თქვენი გაუგონარი შურისძიების სისასტიკით?-სახეზე ხელები აიფრა გოგონამ და ტირდა
-საბუთები წაიღე... ანახე ნებისმიერ შენთვის სანდო ადვიკატს დეტალურად დაეცანი... ხვალ ზუსტად თორმეტზე ისევ მოგაკითხავს ჩემი მძღოლი...თუ გამოყვები შეთანხმება შედგება, ხელს მოაწერთ შენ და ალექსი ამ საბუთებს...შესაბამისად ბაჩო ციხიდან გამოვა მეორე დღესვე. თუ არ გამოჰყვები ჩემს მძღოლს ყველაფერი ნათელი იქნება და შეგიძლია დარწმუნებული იყო იმაში რომ ბაჩოს ზუსტად რვა წლის მერე ნახავ გისოსებს და მინის გარეშე
-როგორ შეგიძლიათ იყოთ ასეთი სასტიკი, ასეთი დაუნდობელი-ტიროდა სუნთავა აჩქარებული გოგონა
-წადი საბუთებს გაეცანი ... დრო ცოტა გაქვს, ხვალინდელი დღე ზედმეტად მალე გათენდება- მართას ეს გულქვაობა აგიჟებდა თათიას
-იმედია ამის გამო ოდესმე მკაცრად დაგსჯით ცხოვრება-თათია ფეხზე წამოდგა, საბუთებს ხელი დაავლო და ოთახიდან ბარბაცით გავიდა, ტირილისგან ისე ჰონდა თვალები დასიებული რომ ვერაფრით შეძლო საბუთების წაკითხვა ამიტომ პირველივე საადვოკატო ბიუროსთან გააჩერებინა ტქასის მძღოლს მანქანა, ფეხებაკანკალებული გადავიდა მანქანიდან და, ოფისში შევიდა და დახმარება ითზოვა საბუგებში გასარკვევად
ახალგაზრდა ბიჭმა მას შემდეგ რაც წყალი დაალევინა ხელებ აკანკებ გოგონას და დარწმუნდა იმაში რომ ის მართლა დამშვიდა, მხოლოდ ამის მერე საბუთების კითხვა
-პირველ როგში გეტყვით რომ ყველაფერი კანონიერეადაა შედგენი...-დაიწყო მან და სათვალე შეისწორა-თქვენი და ბატონი ალექსანდრს ხელ მოწერის მერე შევა ძალაში
- ჩემი ძმა ციხეშია... როგორ უნდა დავრწმინდე რომ ის გამოვა?
-აქ ნათლადაა მითითებული რომ იმ კაცის ანგარიშზე ბანკში ოცი ათასი დოლარია რომელსაც მიიღებს მას მერე რაც თქვენი ქორწინებიდან 24 საათში საჩივარს გამოტანს.... რომელზეც თანახმაა უკვე ეს კაცი
-რომ არ გამოიტანოს?-დაიძაბა გოგონა
-აქ მითითებულია რომ განქორწინების მოთხოვნის უფლება გექნებათ იმავე დღეს
-ანუ სხვა შემთხვევაში არ მექნება ერთი წლის გასვლამდე?-აღელდა თათია
-არა, აქ ნათლად წერია რომ ერთი წლის ამოწურვამდე თუ რომელიმე მხარე მოითხოვს გაყრას ვალდებულია მეორეს ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს
-თანხას ნუ წაიკითხავთ-მწარედ გაეცინა თათიას-ისესაც ვიცი ის ქაჯი არაადეკვატურ თანხას დაწერდა
-ორასი ათასი დოლარი-გაეცინა ბიჭს
-მიკვირს მისი ფანტაზია მილიონებს რომ არ შეწსვდა
-ქორწინების პერიოდში არ გქავთ ვალედბულება შეხების, კოცნის, მოფერების, სე.სის , თუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მეუღლეებს სურვილით არ იქნება გამოწვეული
-რა გულის ამრევია-ზიზღით დაბრიცა ტუჩები თათიამ
-ერთმანეთის შინაშე არ გაქვთ არანაირი ვალდებულება გარდა ერთ ოთახში დაძინების და გარეშე პირებისთვის იმის მტკიცების რომ ქორწინება შედგა თქვენი სურვილით და ხართ მოსიყვარულე ცოლ-ქმარი...ასევე არაა ერგულების ვდებულება, თუმცა აქ მითითითებულია რომ ეს არ უნდა იყოს საჯარო და თვალსი საცემ.
-ეს ქალი შეშლია-ჩაილაპარაკა თათიამ
-ერთი წლის მერე, განქორწინებაზე განცხადების შეტანა შეუძლია ნებისმიერ მეუღლეს და მეორე ვალდებულია არ გაწიოს წინააღმდეგობა, გარდა იმ გამონაკლისისა თუ ორივე მეუღლეს სურს ქორწინებაში დარჩენისა, ხელის მოწერიდან ზუსტად ერთ წელში ეს აბუთები გაბათილდება და დარჩება მხოლოდ რეგისტირიებული ქორწინება
-არ მჯერა რომ აქ თქვენთან ერთად ამ გულისამრევ საბუთება განვიხილავ-დაიჩურჩულა გოგონამ და კიდევ მოსვა წყალი.
გაცოფებულმა ალექსანდრმ სახლში ფაქტიურად ყველაფერი დალეწა
-რა უფლებით, ასე რა უფლებით მოიქეცი?



№1  offline მოდერი ნეაკო

თუ ფიქრობთ რომ თურქული სერიალი, ცდებით ბრაზილიურია, მეგობრებით :დ მიყვარხართ მე თქვენ
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი mari

ნეაკო მალადეც აი სიტყვებიც არ მყოფნის ძალიან კარგიი თავი იყოო????????იმედია დღეს დადებ შემდეგ თავს ისე ველოდები ????????

 


№3 სტუმარი ნა ნოო

აუუუ კიდევ როდის დადებთ ??

 


№4  offline მოდერი ნეაკო

mari
ნეაკო მალადეც აი სიტყვებიც არ მყოფნის ძალიან კარგიი თავი იყოო????????იმედია დღეს დადებ შემდეგ თავს ისე ველოდები ????????

გულწრფელად გეტყვი რომ ამ თავის მერე ნამდვილად არ ველოდი დადებით კომენტარებს და ისე გამახარე, ისე ამიმაღლე განწყობა რომ არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤მადლობა და კიდევ ათასი მადლობა შენ

ნა ნოო
აუუუ კიდევ როდის დადებთ ??

არ ვიცი დღეს თუ მომიხერხდება აუცილებლად დავდევ მაგრამ მეეჭვება შევძლო :( ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

შენმა კომენტარმა გამახალისა არადა არც ისე სახალისო თავი იყო, მართას სისასტიკეს საზღვარი არ აქვს, ამ ქალს სიყვარული ძალიანუცნაურად ესმის თუნდაც შვილის მისამართით, მეცოდება თათია ძალიან მძიმე მდგოამრეობაშია. ისევ მშობლების საქციელია გამო შვილები აგებენ პასუხს ამჯერად ბაჩო ზაზას ქვევაზე. მოკლედ ველოდები გაგრძელებას ძალიან მოუთმენლად ❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი barbare

მართლია ძალიან მინდა რო ალექსი და თათია ერთად იყვნენ მარა მართას ეს ქცევა მაცოფებს ასეთი საზიზღარი როგორააა, მარა ერთი მხრივ ეხმარება ალექს მარა მაინც ძალიან ბოროტია მართა

კაი თავი იყო დიდი და საინტერესო, ძალიან მიყვარს თათია და ალექსი იმედია გამოუსწორდება ურთიერთობა

 


№7  offline მოდერი ნეაკო

ablabudaa
შენმა კომენტარმა გამახალისა არადა არც ისე სახალისო თავი იყო, მართას სისასტიკეს საზღვარი არ აქვს, ამ ქალს სიყვარული ძალიანუცნაურად ესმის თუნდაც შვილის მისამართით, მეცოდება თათია ძალიან მძიმე მდგოამრეობაშია. ისევ მშობლების საქციელია გამო შვილები აგებენ პასუხს ამჯერად ბაჩო ზაზას ქვევაზე. მოკლედ ველოდები გაგრძელებას ძალიან მოუთმენლად ❤️❤️❤️

მადლობა რომ გამომეხმაურე და გამიზიარე შენი აზრი ❤❤❤❤❤ვერც კი წარმოიდგენ დადებითი შეფასება როგორ მახარებს ამ თავზე, რაღაცნაირად ვღელავდი წერისას და ახლა ზომ საერთოდ ❤❤❤
ჩემს კომენტარს რაც შეეხება სხვა გზას არ მიტოვებენ ამიტომ რომ არ გავაბრაზო ვინმე თავად ვაღიარებ რომ ეს ასეა ❤❤❤❤ასე უფრო მიადვილდება მერე ჩემს ისტორიასთან დაბრუნება

 


№8 სტუმარი ელა1

ნეაკო შენ კომენტარზე გამეცინა❤❤❤კარგი იყო მომეწონა.ეხლა ვიღაცა შეიძლება მართაზე თქვას რო რა ბოროტი და დაუნდეველი ადამიანია რო ამას აკეთევს.მაგრამ ნე ვთლი რო სწორედ აქეთებს .და აგიხსნიტ რატო ვფიქრობ ასე,დაუკვირდით და დაფიქრდით მაინც და მაინც რატო ერთი წლით შესთავაზა ფიქტიური ქორწინება და არა თუნდახ 1 ან ორი თვით.იმიტომ რო ამ ფიქტიური ქორწინებით ცდილობს გამოასწოროს თავისი შეცდომა შვილთან და დაიბრუნოს მისი ბდობა და სიყვარული და ამავდროულად გადაარჩინოს ალექსის და თათიას სიყვარული იმიტომ რო იცის რო მიუხედავად ყველაფრისა მაინც უყვართ ერთმანეთი და იმედია აქვს რო ამ ერთი წლის განმავლობაში კარგად გაიცნობს თათია ალექს და მიხვდება რა ადამიანია და თუ უყვარს აპატიებს და თუ არადა შეუძლია ერყი წლის მერე გაეტაროს .ნეაკო ხო ეს არის დენი ჩანაფიქრი❤❤.ველოდები შემდეგ თავს და დაახლოებით ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები მაგრამ მაინც სიამოვნებით წავიკითხავ❤❤

 


№9  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ლიკას და ზაზას დიალოგი ძალიან მომეწონა. არ ვიცი ჩემი კომენარის მერე გადაწყვიტე ჩემი გახარება, თუ ისედაც ჩაფიქრებული გქონდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო. ❤❤

შენს გამო ცოტა მეტი ყურადღება დავუთმე ამ ორს ❤❤❤❤❤❤
მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤

ელა1
ნეაკო შენ კომენტარზე გამეცინა❤❤❤კარგი იყო მომეწონა.ეხლა ვიღაცა შეიძლება მართაზე თქვას რო რა ბოროტი და დაუნდეველი ადამიანია რო ამას აკეთევს.მაგრამ ნე ვთლი რო სწორედ აქეთებს .და აგიხსნიტ რატო ვფიქრობ ასე,დაუკვირდით და დაფიქრდით მაინც და მაინც რატო ერთი წლით შესთავაზა ფიქტიური ქორწინება და არა თუნდახ 1 ან ორი თვით.იმიტომ რო ამ ფიქტიური ქორწინებით ცდილობს გამოასწოროს თავისი შეცდომა შვილთან და დაიბრუნოს მისი ბდობა და სიყვარული და ამავდროულად გადაარჩინოს ალექსის და თათიას სიყვარული იმიტომ რო იცის რო მიუხედავად ყველაფრისა მაინც უყვართ ერთმანეთი და იმედია აქვს რო ამ ერთი წლის განმავლობაში კარგად გაიცნობს თათია ალექს და მიხვდება რა ადამიანია და თუ უყვარს აპატიებს და თუ არადა შეუძლია ერყი წლის მერე გაეტაროს .ნეაკო ხო ეს არის დენი ჩანაფიქრი❤❤.ველოდები შემდეგ თავს და დაახლოებით ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები მაგრამ მაინც სიამოვნებით წავიკითხავ❤❤

ელას სწორედ ასეა, ზუსტად გამოიცანი მართას მიზანი და ამ ძალდატანებული ქორწინების მიზეზი❤❤❤❤❤❤ მაგრამ დასასრული განსხვავაებული იქნება, ალბათ ცოტა მოულოდნელიც ❤❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი nazi

აუუუ რა მაგარი თავი იყო რაღცნაირათ გიჟური მე რომ მიყვარს ისეთი ალექსანდრეს დედა ნახე რა რა ქალია მოკლედ ::))))რა დატრიალა უცებ შეცვალა მოვლენები ძალიან ძალიან მომწონს და მიყვარს ეს ისტორიაც რგორც ყველა დანარჩენი საოცრად წერ ველი მომდევნო თავს ისე ველოდები ნეტა იცოდე მოუთმენლად მადლობა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ ემოციებში ვარ გიჟურ ემოციებში კარგ განწყობაზე ვდგები ამ ისტორის წაკითვს შემდეგ და დიდი მადლობა ამისთვის ❤❤❤❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი მაკო

იმედია ფინალი ცუდი არ იქნება,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
აუუუ რა მაგარი თავი იყო რაღცნაირათ გიჟური მე რომ მიყვარს ისეთი ალექსანდრეს დედა ნახე რა რა ქალია მოკლედ ::))))რა დატრიალა უცებ შეცვალა მოვლენები ძალიან ძალიან მომწონს და მიყვარს ეს ისტორიაც რგორც ყველა დანარჩენი საოცრად წერ ველი მომდევნო თავს ისე ველოდები ნეტა იცოდე მოუთმენლად მადლობა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ ემოციებში ვარ გიჟურ ემოციებში კარგ განწყობაზე ვდგები ამ ისტორის წაკითვს შემდეგ და დიდი მადლობა ამისთვის ❤❤❤❤❤❤❤

ნაზი მიხარია რომ მოგწონს ეს ისტორია და ამდენ დადებით ემოციას იწვევს შენში ❤❤❤❤❤❤❤მადლობა რომ გამიზიარე განცდილი ემოციები, გამაბედნიერე შენ მე ❤❤❤❤❤❤

სტუმარი მაკო
იმედია ფინალი ცუდი არ იქნება,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

მადლობა გამოხმაურებისთვის ❤❤❤ვეცდები რომ ფინალი რაღაცნაირად ლოგიკური გამოვიდეს, შემდეგ თავს ზუსტად არ ვიცი როდის დავდებ :( დღეს ვერ მოვახერხებ სამწუხაროდ

 


№13  offline წევრი khatia khatia

Eხლა გავაფრეენ ვაიმე რა მაგარია ❤❤შემდეგ როდის დებ ?
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№14 სტუმარი სტუმარი მარი

ერთადერთი ამ ბიჭში რაც მომეწონა ესაა ბოლო მომენტში მისი გაბრაზება მართას ამ საქციელზე..

 


№15  offline მოდერი ნეაკო

khatia khatia
Eხლა გავაფრეენ ვაიმე რა მაგარია ❤❤შემდეგ როდის დებ ?

მიხარია რომ მოგეწონა, ზუსტად არ ვიცი შემდეგის დადებას როდის მოვახრეხებ ❤❤❤

სტუმარი მარი
ერთადერთი ამ ბიჭში რაც მომეწონა ესაა ბოლო მომენტში მისი გაბრაზება მართას ამ საქციელზე..

ალექსი დადებით პერსონაჟად არ მყავს წაემოდგენილი და შესაბამისად დადებით ემოციებააც არ იმსახურება ამ ეტაპზე ❤❤❤

[quote=nene gelovani][quote=ნეაკო][quote=nene gelovani]ლიკას და ზაზას დიალოგი ძალიან მომეწონა. არ ვიცი ჩემი კომენარის მერე გადაწყვიტე ჩემი გახარება, თუ ისედაც ჩაფიქრებული გქონდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო. ❤❤[/quote]
შენს გამო ცოტა მეტი ყურადღება დავუთმე ამ ორს ❤❤❤❤❤❤
მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤

ხოდა აი მაგაზე ვგიჟდები, ყველაფერს ასე გათვალისწინებას რომ ახერხებ ❤❤❤
და ძალიანაც კარგად გამოგდის მაგ ასაკის წყვილზე წერაც. ასეთ წყვილებში ამხელა ნაპერწკლების ცვენას ვერავინ ახერხებს :დ ❤
პ.ს. არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ იმედია გააჩენს joy[/quote]
ვაიმე ნენე ბოლო ძაან გამაცინე... ლიკას ორსულობა წარმოვიდგინე ახლა :დ
მართლა არ ვაქცევ ხოლმე ასეთ წყვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რატომღაც უინტერესო მეგონა... მაგრამ შენ იმდენად ლამაზად დამიხატე ახლა ამ ორი გადარეულის ურთიერთობა, გონებაში ,რომ ბევრი ზაზა და ლიკა იქნებ გპირდები ❤❤❤❤❤❤

 


№16 სტუმარი სტუმარი სტუმარი

სულ მოუთმენლად ველოდები ახალ თავებს❤️❤️

 


№17  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი სტუმარი
სულ მოუთმენლად ველოდები ახალ თავებს❤️❤️

დავდე მაგრამ პატარაა ძან დრო არ მქონდა სამწუხაროდ მეტი მეწერა ❤❤❤❤❤

[quote=nene gelovani][quote=ნეაკო][quote=khatia khatia]Eხლა გავაფრეენ ვაიმე რა მაგარია ❤❤შემდეგ როდის დებ ?[/quote]
მიხარია რომ მოგეწონა, ზუსტად არ ვიცი შემდეგის დადებას როდის მოვახრეხებ ❤❤❤

[quote=სტუმარი მარი]ერთადერთი ამ ბიჭში რაც მომეწონა ესაა ბოლო მომენტში მისი გაბრაზება მართას ამ საქციელზე..[/quote]
ალექსი დადებით პერსონაჟად არ მყავს წაემოდგენილი და შესაბამისად დადებით ემოციებააც არ იმსახურება ამ ეტაპზე ❤❤❤

[quote=nene gelovani][quote=ნეაკო][quote=nene gelovani]ლიკას და ზაზას დიალოგი ძალიან მომეწონა. არ ვიცი ჩემი კომენარის მერე გადაწყვიტე ჩემი გახარება, თუ ისედაც ჩაფიქრებული გქონდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო. ❤❤[/quote]
შენს გამო ცოტა მეტი ყურადღება დავუთმე ამ ორს ❤❤❤❤❤❤
მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤

ხოდა აი მაგაზე ვგიჟდები, ყველაფერს ასე გათვალისწინებას რომ ახერხებ ❤❤❤
და ძალიანაც კარგად გამოგდის მაგ ასაკის წყვილზე წერაც. ასეთ წყვილებში ამხელა ნაპერწკლების ცვენას ვერავინ ახერხებს :დ ❤
პ.ს. არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ იმედია გააჩენს joy[/quote]
ვაიმე ნენე ბოლო ძაან გამაცინე... ლიკას ორსულობა წარმოვიდგინე ახლა :დ
მართლა არ ვაქცევ ხოლმე ასეთ წყვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რატომღაც უინტერესო მეგონა... მაგრამ შენ იმდენად ლამაზად დამიხატე ახლა ამ ორი გადარეულის ურთიერთობა, გონებაში ,რომ ბევრი ზაზა და ლიკა იქნებ გპირდები ❤❤❤❤❤❤[/quote]


აუუ რა მაგარია smile ❤❤❤❤❤
ვიცი რო არ აქცევდი ყურადღებას, მაგრამ აი რა ვქნა, მართლა ძალიან მომწონს შენებურად აღწერილი 35+ წყვილები joy joy
და კახა-თამოზე ხო საერთოდ ვგიჟდები.
ვისაც წაკითხული აქვს "შემიყვარებ" იმედია ახსოვთ ვინც არიან. heart_eyes[/quote]
მიხარია რომ სხვა განსხვავებული წყვილებიც იქცევენ ყურადღებას მითუმეტეს + 35 :დ :დ სხვა დროს ამასაც აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას ❤❤❤❤❤❤მარად კრიზისულ მდგომარეობაში რომ არიან ერთმანეთის და შვილების გადამკიდე :დ

 


№18 სტუმარი ხათუ

კარგი თავი იყო ველოდები ახალ თავს როდის დადებ ლარგია რომ არ აგვიანებ

კარგი იყო მომეწონა დალიან კარგად წერ ველოდები როდის დადებ ახალ თავს

 


№19  offline მოდერი ნეაკო

ხათუ
კარგი თავი იყო ველოდები ახალ თავს როდის დადებ ლარგია რომ არ აგვიანებ

კარგი იყო მომეწონა დალიან კარგად წერ ველოდები როდის დადებ ახალ თავს

მიხარია რომ მოგეწონათ ❤❤❤❤შემდეგი უკვე დავდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent