შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 9)


17-06-2021, 14:30
ავტორი სესილია
ნანახია 1 585

***
- დიახ, ბატონო თენგო, კი ახლა შემოვედი სახლში და როგორც კი ჩავრთავ ლეპტოპს, დოკუმენტებს გადავხედავ და შესწორებულ ვარიანტსაც მაშინვე გადმოგიგზავნით... კარგით, დროებით.
- გეგაა, ჩემო ბიჭო. - შეეგება დედა.
- საღამო მშვიდობისა, როგორ ხართ?
- კარგად დედი, და შენ? შედი მისაღებში არის ყველა, მეც მალე მოვალ.
- ვაა, ძმაო მოხვედიი? - ხელის აწევით მიესალმა ძმას.
- როგორ ხართ, მამა, ბაბუ?
- ჩვენ კარგად, შენ როგორ მოიარე ეს დღეები თბილისი?
- რავი კარგად.
- დე, არ გშია? იოს არ უჭამია და ივახშმეთ ერთად.
- და ადა სად არის?
- ადამ მიგვატოვა. - იონამ თავი უიმედოდ გადააქნია.
- მი-მიგვატოვა რას ნიშნავს? - წამიერად სუნთქვა შეეკრა.
- წავიდა, თქვენს ვალს ვერასოდეს გადავიხდიო, ადგა, აიღო ერთი ჩანთა და გაუჩინარდა.
- მერე როგორ გაუშვით? სად? სად წავიდა? - აღელდა გეგა.
- რავი, სადღაც ახლოში გადაბარგდა. - ძმის წვალებას განაგრძობდა იო.
- ნუ აგიჟებ ბავშვს! - ქეთიმ თმები აუწეწა იოს. - ჩვენთან მუშაობს, უბრალოდ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.
- გასაგებია. - უემოციო და შეუვალი გაუხდა სახე უფროს კალანდაძეს, - კარგით, მაშინ მე დაგტოვებთ.
- საჭმელს არ შეჭამ? - შეშფოთნდა ქეთი.
- აღარ მშია. - კარები გაიხურა და გავიდა.
- ეჰ, როგორ არის? ჩემი ძმა რომ იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯოო! მაგრამ არაა, ტანჯვა ჩემი მხარე არ არის, მე უფრო ბედნიერება მირჩევნია. - ფეხი ფეხზე გადაიდო იონამ და სავარძელში გადაწვა.
- აი, რა დავაშავე ღმერთო, ერთია და უჭკუოა, მეორე კიდე მძიმე, მძიმე! - ქეთიმ ხელები მაღლა აღაპყრო.
- არცერთია მასეთი, - გამოექომაგა მამა შვილებს. - იციან, თავიანთი მიზნები და გზები.
- მადლობა, მამა. - იომ თვალები საყვარლად აუფახულა. - თუმცა „მძიმე კატეგორიაში“ დედას დავეთანხმები. როგორც ვხვდები, უემოციო და მკაცრი გეგა ისევ თავის ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდება.

დღეები უჩვეულოდ მიდიოდნენ, გეგა ადგილს ვერ პოულობდა. ვერცერთ დღეს ვერ მიუსწრო ადას, არადა თავის თავსაც ებრძოდა, ეშინოდა იმ გრძნობების, რომელიც მასში ფუთფუთებდნენ და მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. ყოველ დილით ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდა, იმ იმედით რომ ადას გადაეყრებოდა, თუმცა ყველა მცდელობა ამაოდ სრულდებოდა.
- ეს დღეებია გეგა ისე იღრუნჩება, საჭმელსაც კი არ ჭამს ნორმალურად. რა ვუყოთ? - ვახშამზე მისი გულისწუხილი გამოთქვა ქეთიმ.
- ჩვენ რა უნდა ვქნათ? თავის თავს თვითონ უნდა უშველოს. - ჭამა არ შეუწყვეტია ისე ჩაილაპარაკა გიორგი ბაბუმ.
- ეგ როგორ მამა?
- ვერ ხვდები? ის თავისთავთან ბრძოლებშია, ხვდება, რომ მის თავს სხვა ამბავია და გზას ეძებს, თუმცა არასწორად.
- მამა, რა ქარაგმებით მესაუბრებით, ამიხსენით გარკვევით.
- ადას ეძებს. ახლა ვთქვი გარკვევით?
- ვის? - სახე უსიამოვნოდ მოეღუშა ქეთის.
- პირწავარდნილი დედამთილია, - ხარხარებდა იო. - გეგა უშველის თავს, გაიქცევა თერჯოლაში, მაგრამ მე სად გავიქცე? საწყალო, ჩემო მომავალო, ცოლო. ეჰ...
- ისევ მე გამოვედი „სასტიკი“ - ქეთიმ ტუჩები გაბუსხა.
- ნუ შენდა უნებურად გამოდიხარ! - ეცინებოდა ლევანის გაბრაზებულ ცოლზე.
- საღამო მშვიდობისა.
- გეგა, არ გშია დედი?
- არაა, გარეთ გავდივარ. მიირთვით თქვენ. - ნელი ნაბიჯებით გაუყვა ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ გზას.
ბაღში შესული დიდხანს იდგა შესასვლელში და ფიქრობდა გზა რომელ მხარეს გაეგრძელებინა. ხელმარჯვნივ ბამბუკების ბილიკს გაუყვა, თან ყველა ხეს თუ ყვავილს აკვირდებოდა. ხანდახან ბედის გვჯერა, ხანდახან დამთხვევების, ხანდახან კი ბედისწერის... რწმენა სხვადასხვაა და ბილიკებიც, მიზნებიც და გზებიც სხვადასხვა... ცხოვრების გზაჯვარედინებიც სხვადასხვა და ბევრია... არავინ ვიცით, რომელი არჩეული გზა ჯობია ან არ ჯობია... რომელი გზა წერს ჩვენს ბედს... ფიქრებში გართული მიუყვებოდა გეგა ბილიკს. შეჩერდა. მოღუშული სახე თბილმა ღიმილმა გაუნათა და სწრაფი ნაბიჯებით ნაცნობი სილუეტისკენ გაემართა.
- ადა?
- ბატონო გეგა?
პირისპირ იდგნენ. უხმოდ უცქერდნენ ერთმანეთს, თითქოს სიტყვებს ვერ უყრიდნენ თავს.
- ადა, რატომ წახვედი? - ძლივს ამოთქვა.
- აბა მუდამ თქვენთან ხომ არ ვიქნებოდი, ბატონო გეგა.
- ახლა სად ცხოვრობ? დახმარება ხომ არ გჭირდება?
- არა, აქვე რუაზე ვცხოვრობ, მოხუცი ბებოა, მომვლელი სჭირდებოდა ოჯახს, ღამე მარტო დარჩენის ეშინია და მე კიდე ოთახი.
- ზღვაზე, რომ ვიყავით, მაშინ იცოდი?
- რა?
- რომ მიდიოდი ჩვენგან.
- გადაწყვეტილი არ მქონდა, თუმცა შემოთავაზება არსებობდა.
- რატომ არ მითხარი?
- უნდა მეთქვა?
- კი... - სიყვარულით სავსე თვალები მიანათა.
- თქვენსკენ რა ხდება, ბატონო გეგა? გაანდეთ თქვენი გულის ნადები თქვენს რჩეულს? - გრძელი ნაწნავი კოსად შემოიხვია ადამ.
- ... - გეგა გაჩუმდა და სივრცეს გახედა, სხვანაირ სითბოს გრძნობდა ადას გვერდით. - ჯერ არა... ძალების მოკრება მჭირდება...
- კარგით რა ბატონო გეგა, ფილმებში არ გინახავთ? ბიჭი მიდის და პირდაპირ ეუბნება, რომ მოწონს ან ხელს კიდებს ან ეხუტება... გინდათ ფილმები გირჩიოთ? - ლურჯი თვალები ჩამავალ მზის სხივებზე სხვანაირად უბრწყინავდა ადას.
- მხოლოდ ასე უბრალოდ ეუბნება?
- აბა ფეიერვერკს ხომ არ მოაწყობ? არაუშავს, იოს მიებარეთ და უცებ გასწავლით. - ზურგი აქცია და საქანელასკენ წავიდა.
- მომწონხარ... - ადა ერთ ადგილას გაჩერდა, ვერ გაიგო მოესმა თუ მართალა უთხრეს. - მომწონხარ... არაფერს ვნატრობ შენი მომღიმარი სახის ყურების გარდა... მინდა, რომ შენს ტკივილზე მომიყვე, რა გაწუხებს, ასევე დღემ როგორ ჩაიარა. მინდა შენი ამბები გამიზიარო, მე კი ჩემი... მომწონხარ, სიგიჟემდე მომწონხარ... შენი მომღიმარი სახის ყურება მაბედნიერებს და მინდა ასეთ ბედნიერს გხედავდე მუდამ. შენ რომ გიყურებ უცნაურ სიმშვიდეს ვგრძნობ. - ნელა მიუახლოვდა საყვარელ ქალს და ხელები მხარზე ნაზად მოხვია.
- არა, ალბათ ცდებით... გეშლებათ... მე, ის არ და ვერ ვიქნები... ამ სამყაროში ყველგან და ყველაფერში ზღვარია, - მღელვარედ აჩურჩულად ადა, მთელი სხეული კი თრთოლვამ მოიცვა. - მე და თქვენს შორისაც ზღვარია, მე და თქვენ ზღვარს მიღმა ვართ და ვინ გაბედავს ამ ზღვრის გადაკვეთას? მე თუ თქვენ? რა თქმა უნდა, არცერთი, რადგან ვიცით როცა დაწესებული საზღვრები ირღვევა, ამას კარგი არ მოჰყვება ხოლმე და ჩვენ გამონაკლისები არ ვიქნებით! - ადას ხმა იმდენად უცხო და შეუვალი იყო, თვითონაც კი ვერ ცნობდა. - საზღვრების დარღვევა ზღაპრებშიც კი არ არის უმტკივნეულო და რეალურ ცხოვრებაში გაფიქრებაც არ მინდა. - აწყლიანებული თვალებით , თითქოს იმედგაცრუებულიც იდგა ადა გეგას წინაშე და მზერას არ აცილებდა.
- და ეს საზღვარი ვინ დააწესა ჩვენს შორის? - მკაფიოდ გაისმა გეგას ხმა. - ვინ? ვინ მოიგონა ეს ზღვარი? რადგან ობოლი ხარ? რადგან სახლებს ალაგებ? ამიტომ არ შემიძლია მიყვარდე? ამიტომაც არის ჩვენს შორის ზღვარი? ამიტომაც მტოვებ მეორე მხარეს? და ვინ გითხრა, რომ მე ზღვარს მიღმა დავრჩები და ამ დაწესებულ უაზრო ზღვარს არ დავარღვევ? გგონია, რომ მადარდებს ხალხის აზრი? ან გაგვიგებენ თუ არა?
- აჰჰ! - გაბრაზებით წამოიძახა ადამ. - გთხოვთ, გაჩერდით! მე თქვენი ოჯახისთვის არასოდეს ვიქნები მისაღები და არ დავუშვებ, თქვენი წუთიერი გატაცების გამო, მე, სამსახური და ნდობა დავკარგო! თქვენ კი თქვენს საყვარელ ადამიანებს აწყენინოთ!
- ადა?! - სასოწარკვეთით წამოძახა უფროსმა კალანდაძემ, - შენ გგონია, რომ ეს ყველაფერი წუთიერი გატაცებაა? როცა შენს დანახვაზე თავს ასე უცნაურად ვგრძნობ, თითქოს ჩემს სხეულში ათასობით პეპელა დაფარფატებს. როცა მუდამ მსურს დაგიცვა, გაგაღიმო, გაგაბედნიერო, ვიზრუნო შენზე. ეს ყველაფერი წუთიერია?
- დიახ! - ჯიუტად იმეორებდა ცხადაძე.
- კარგი. სანამ ვიჩხუბებთ, ჯობია ახლა წავიდე და სხვა დროს ვისაუბროთ. მანამდე კი იფიქრე იმ სიტყვებზე, იმ გრძნობებზე რაც გაგიზიარე და გითხარი. - სიმშვიდის შესანარჩნებლად ბოლო ძალები მოიხმო გეგამ და უკანმოუხედავად დატოვა სკვერი.
დიდხანს, ალბათ ერთი საათი ან მეტიც იდგა ადა გაუნძრევლად, ცრემლებიც კი უძრაოდ ციმციმებდნენ მის ლურჯ თვალებში. ახლა, როგორც არასდროს ნატრობდა, ისე გამქარალიყო, როგორც პირველი თოვლი მზის დანახვისას.
- ეს კაცი, არ უნდა მიყვარდეს ! - სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა.


***
ადამიანებს თავიანთი ისტორიები აქვთ. ამ ისტორიებს ადამიანები ქმნიან... ისტორიებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ, შეიძლება გაგხადონ ძლიერი ან პირიქით... ძნელია, როდესაც ისტორიას ისე შეგიცვლიან, რომ ვერც თავს პოულობ და ვეღარც ბოლოს, იბურდები და სასოწარკვეთილი შიგნიდან ლპები. წარსული ისტორია წყვეტს ჩვენს აწყმოს და მომავალს, თუ რაოდენ ძლიერი ხარ მომავალი აჩვენებს! ისტორია, რომელსაც გიცვლიან, გცვლის და სამუდამოდ გიტოვებს დიდ დამღას... ზოგს აოცებს, რომ ვერ მოერიე, ვერ განთავისუფლდი წარსულის ნაშთებისგან, ზოგს კიდეც კარგად ესმის, რადგან მასაც შეუცვალეს ისტორია, გზა და მიმართულება... ყველაზე რთული უიმედობაა, რომელსაც იმედი არ ცვლის და ადამიანი საბოლოოდ, დიდ შავ სასოწარკვეთილების ჭაობში საბოლოოდ ეფლობა და ქრება... რთულია გაქრე, ისე რომ კვალი არ დატოვო, თუმცა ვქრებით... ზოგი ნელა, ზოგი ჩქარა, თუმცა ისტორია შეცვლილი ადამიანები სხვების მოუკითხვად ქრებიან!...
ადა იდგა თავისი სახლის ნასახლართან, იდგა და ნაბიჯის გადადგმა უჭირდა. თითქოს შორიდან ჩაესმოდა ბებიას ხმა, ან იქნებ იმ ხის ძირში თამაშობდა კიდეც? ან იქნებ დედა იავნანას იმ კიბის ბოლოში უმღეროდა... ან იქნებ მამა კისერზე შემომჯდარს ეზოში სიცილით დაარბენინებდა? ერთ წამში ყველაფერი თავდაყირა დადგა, ბედნიერი ოჯახი ცეცხლის ალმა მიწასთან გაასწორა. იდგა ადა ნახევრად ჩამოვარდნილ ჭიშკართან, შესვლას ვერ ბედავდა. ნასახლარი ბალახებს დაეფარა, ალაგ ალაგ ველური მაყვალიც მოდებოდა ღობეს.
- დე, მა, ბე... აქ ვარ... ნეტა რა მოხდებოდა თქვენ, რომ ცოცხლები მყავდეთ? მექნებოდა უფლება მყვარებოდა, ის ვინც ჩემს გულშია? მექნებოდა უფლება სხვა ისტორიით და ცხოვრებით მეცხოვრა? ასეთი მარტოსული არასოდეს ვყოფილვარ, როგორც ახლა... თავს ძალიან უმწეოდ ვგრძნობ და თითქოს გული მეხუთება... მაგრამ მე ძალები არ მაქვს შევცვალო, ის რაც უკვე შეცვლილია...
- რომელი ხარ, შენ? - ზურგს უკნიდან მოხუცი ქალის ხმა შემოესმა ადას და მოტრიალდა.
- გამარჯობათ. მე ადა ვარ.
- რომელი ადა? ცხადაძეების ადა ხარ შეენ? - გაუხარდა მოხუც ბებოს.
- დიახ.
- დედაა, რა გამახარე. - გულში ჩაიკრა გოგო. - როგორ დამშვენებულ ხარ, როგორ მიხარია, რომ გნახე. უნდა დარჩე?
- არა, აქ როგორ უნდა დავრჩე? - დამწვარ სახლს გახედა, - უბრალოდ დრო მქონდა და ჩამოვედი, ავტობუსს უკანვე უნდა გავყვე.
- აჰ, მოიცა. ასე როგორ უნდა გაგიშვა, ჩემთან დარჩი.
- დიდი მადლობა, უბრალოდ ხვალ ვმუშაობ და არ გამოვა.
- მაშინ აქ დამელოდე არსად წახვიდე, აქვე ვცხოვრობ, რაღაც უნდა გადმოგცე.
- მე? - გაუკვირდა ადას.
- კი, კი... - მისი ასაკისთვის საკმაოდ სწრაფად გარბოდა ბებო, ადა კი მოთმინებით ელოდა მის დაბრუნებას. - აი, მეც მოვედი, - ხელში კონვერტი ეჭირა, - ეს შენმა ბებომ დამიტოვა და დამიბარა, როცა ჩემი შვილისშვილი დაბრუნდება აქო, მაშინ გადაეციო და ისე მიხარია, რომ გნახე. აწინ რომ მოვკვდე, აღარ შემეშინდება.
- რას ამბობთ? - აცრემლებულმა წერილი ფრთხილად ჩაიკრა გულში, თითქოს ბებოს სურნელიც შერჩენოდა. - დიდხანს უნდა იცოცხლოთ, მადლობა ამ წერილის შენახვისთვის.
- აი, ავტობუსი მოვიდა. გოგიაა, გააჩერე. - ხელი დაუქნია ბებიამ. - შემდეგში ისე ჩამოდი, რომ დარჩე.
- კარგით, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. - ადა ფანჯარასთან მოკალათდა და კონვერტი გახსნა.
„ ადა ბებო, ამ წერილს თუ კითხულობ ე.ი უკვე აღარ ვარ, შენ კი დიდი გოგო ხარ უკვე. ცხოვრებამ ია-ვარდით ფენილი გზა არ გაჩუქა, პატარაობიდანვე რთული და ეკლებით სავსე ბედისწერა დაგიწერა ზეციერმა. წარმომიდგენია როგორ გიჭირს, როგორი მარტოსული ხარ, მაგრამ იმედი მაქვს მებრძოლი ხასიათი, რომელიც თოთოობიდან გქონდა, თან გაგყვა და იმ გზას, რომელსაც მშობლები უნდა გიკაფავდნენ, თავი მარტივად გაართვი. დაიმახსოვრე ყველა მოვლენა დროებითია და გაივლის. ადამიანები მაშინ ყალიბდებიან, როდესაც ტკივილს და გასაჭირს გრძნობ! შენ კი ეს პატარაობიდავე გამოცადე და მაშინ როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდით, ყველამ დაგტოვეთ მგლებით სავსე სამყაროში. რას ვიზამთ, როგორც იტყვიან განგებამ ასე ინება. ჩვენ არაფრის შეცვლა გვძალუძს... თუ არ იბადები სიმდიდრეში, მთელ ცხოვრებას თუ არა, ცხოვრების უმეტეს ნაწილს სიღარიბეში გაატარებ, ამიტომაც ამბიცია აუცილებელია წარმატებისთვის, თუ მხოლოდ იმას დაკმაყოფილდები რაც გაქვს, წარმატებული ვერ გახდები და მუდამ კუს ნაბიჯებით ნელი და უღიმღამო იქნება შენი ცხოვრება. ალბათ ეს ყველაფერი რასაც ახლა აქ ვწერ ჯობდა ჩემი შვილისთვის მესწავლებინა, მაგრამ ხომ გაგიგია, ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო. ხანდახან შეიძლება ყველაფერი იცოდე, მაგრამ იღბალი არ გქონდეს. ისიც გეცოდინება იღბალი მომეცი და სანაგვეზე დამაგდეო. მგონი იმდენი ვწერე რისი თქმაც მინდოდა ამ წერილით, სულ გადამვარდდა... არა, არ დამვიწყებია... ან იმ დღეს რა დამავიწყებს, როდესაც 15 წლიანი ლოდინის შემდეგ ჩვენს ოჯახში შემოანათე და ჩვენი ღარიბული კერა გააცისკროვნე. სიცოცხლის სხვა სხივი ჩაგვისახე უმედობისგან დაოსებულებს. ვიცი ახლა რასაც გეტყვი ვერ დაიჯერებ, შეიძლება გულიც გეტკინოს, მაგრამ სიმართლე უნდა იცოდე, იქნებ ერთხელ შეცვლილი ისტორია კვლავ შეცვალო და ისევ იპოვო დედის სითბო და სიყვარული. 1998 წლის შემოდგომას გიშვილეთ, უსუსრი და პატარა იყავი. მეზობლები თხის რძეს გვიგროვებდნენ და ასე წვალებ-წვალებით შენი მებრძოლი ხასიათის გამო ჯანმრთელი გაიზარდე. სახელი ადა არ შეგვიცვლია, არც დაბადების თარიღი და წელი. ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ ის რომ ბებიამ გაგაშვილა. იქნებ იპოვო გზა და შეცვალო შენი ისტორია ახალი ბედნიერი ისტორიით.“
- არა, არა, არა... - ცრემლები წერილს ასველებდნენ. სუნთქვა ეკვროდა, მიღებული ინფორმაცია სრული შოკი იყო. უნდოდა ხმამაღლა ებღავლა, ეყვირა, ცა და დედამიწა შეეძრა მის სასოწარკვეთილ ხმას, იქნებ ზეცამდე მიეწვდინა უიმედო ხმა.
ავტობუსიდან ბარბაცით ჩამოვიდა, იქვე მდგომ ტაქსთან მივიდა და ავანგარდის სასაფლაოსკენ აიღო გეზი.



№1  offline წევრი Maia G.

როგორ გელოდი❤აი გამართლდა მგონი ჩემი ეჭვი,ადა ანას შვილია სავარაუდოდ.ხვალ არ დააგვიანო რა ახალი თავის დადება❤❤❤❤
პ.ს. მიხარია გეგამ რომ გაბედა და გამოუტყდა გრძნობებში ადას.იმედი მაქვს ბევრს არ აწვალებს ეს ქალბატონი❤❤❤

 


№2  offline წევრი სესილია

Maia G.
როგორ გელოდი❤აი გამართლდა მგონი ჩემი ეჭვი,ადა ანას შვილია სავარაუდოდ.ხვალ არ დააგვიანო რა ახალი თავის დადება❤❤❤❤
პ.ს. მიხარია გეგამ რომ გაბედა და გამოუტყდა გრძნობებში ადას.იმედი მაქვს ბევრს არ აწვალებს ეს ქალბატონი❤❤❤


მიხარია, რომ მელოდით :)) ვნახოთ, ადა რას იზამს, დაელოდეთ შემდეგ თავს, ვეცდები ხვალ დავდო

 


№3 სტუმარი M

როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საკითხავია და როგორც ყოველთვის, ახლაც მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს:)))

როგორც იქნა მოვიცალე წასაკითხად და პრასკევი დღის მშვენიერი დასასრული გამომივიდა! მადლობა სესილია, რომ ისევ მაჯერებ ნამდვილი ადამიანებს და გრძნობების არსებობას kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent