შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თავიდან! {სრულად}


18-06-2021, 09:35
ავტორი ქეთათო4
ნანახია 30 647

აეროპორტში არეულ ჟურნალისტებს ბრაზნარევი მზერა მოავლო და დაცვის მეშვეობით გაიკვლია გზა. დიმა ბაბლუანის დაბრუნება სამშობლოში ,ასე მოულოდნელად, რაღაც ცუდს უქადნიდა თბილისს. წლების წინ ჩამქრალი ომის განახლება მოხდებოდა და ამაზე უკვე წერდნენ პრესის წარმომადგენლები. მოღუშული სახით შეაღო სახლის კარი და შემოგებებულ დედას ძლიერად ჩაეხუტა.
-დიმა ჩამოვიდა. კიბეებიდან მისი დიშვილი მორბოდა კივილით.
-ბიძიააა. ელენას ყვირილმა გააყრუა ყველაფერი.
-ასე თუ იყვირებ წავალ ისევ. მთელი ოჯახი ხარხარებდა. ბედნიერი იყო ეკატერინე ჯუღელი შვილისა და მთლიანი ოჯახის ბედნიერებით. წლების წინ დატოვებული სახლი ეუცხოვა. თითქოს ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ეჩვენებოდა. ერთადერთი რაც შეიცვალა ის იყო, რომ თაია აქ აღარ ცხოვრობდა. გულში მტანჯველი ტკივილი იგრძნო ქალის გახსენებაზე. ბოლოს ამ სახლში მომხდარს დამატებული თაიას კივილი ,,დიმა გშორდები" ახლაც მკაფიოდ ჩაესმოდა.
-მასზე ფიქრობ? ელენას მოახლოვება ვერ შენიშნა.
-ვისზე? ეცადა დაემალა თავისი განცდები, მაგრამ ვერ მოახერხა
-კარგადაა, მარტო ცხოვრობს. დათა იყო ჩვენთან, მასზე ყვებოდა არავის იკარებს ახლოს, მარტოა და პირნათლად ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობასო.
-არ მაინტერესებს ელ.
-შენ ხომ იცი, რომ გაინტერესებს. ხო იცი, რომ მიხვალ მასთან. ის შენი ცოლია, შენი შვილის დედაა დიმა. ყველაფერს თავი დაანებე არ განაახლო ის ომი. შვილის გამო მაინც.
-მივალ მაგრამ მხოლოდ ლილეს გამო, ის დიდიხანია მკვდარია ჩემთვის.
-იმას ნუ ამბობ, რისიც თავადაც არ გწამს. თაია ერთადერთი ქალია, რომელმაც ამოაბრუნა შენი ცხოვრება და ახლაც რომ მოინდომოს, იგივეს შეძლებს.
-მან მიღალატა.
-ძმის გამო დიმა. ძმის გამო. დედმამიშვილის გამო. განა დედაჩემი შენგამო იგივეს არ გააკეთებს? მე იკას გამო კლდიდან გადავხტები. ყველას წინ დავდგები.
-მე ქმარი ვიყავი.
-ქმარი იყავი, რომელმაც ვერ გაუგო. ვერ გაუგე, როგორ სტკიოდა შენთვის თვალებში ეყურა და მოეტყუებინე. მიუხედავად იმისა, რომ ის ქართლოსის შვილიშვილია შენ აგირჩია. მათაც წინ დაუდგა. შენი ცოლი საუკეთესოდ ასრულებდა ყველაფერს. არასდროს დაუმცირებიხარ არავის თვალში და ახლაც, როდესაც განქორწინებულები ხართ თაია თავის სიმაღლეზეა. იცი რატომ? გგონია ადვილია მარტო ბავშვით ცხოვრება? როდესაც არც ოჯახი გიმაგრებს ზურგს და არც ყოფილი ქმრის შემოთავაზებას იღებ? იცის, რომ ამით შენ დაგაზარალებს. ოთხი წელია რაც წასულია და ჭორის დონეზეც კი ვერავინ ბედავს იმის თქმას თაიას სხვა უყვარსო.
-ალბათ არავინ უყვარს.
-რასაც ამბობ არ გჯერა. მიხარია ძია, რომ ჩამოხვედი მაგრამ თაიას მოკლავ. შენი სიცივით გაანადგურებ. ლილე ნახე, გაუხარდება მამამისის ეკრანს მიღმა ხილვა.
-მისამართი მითხარი.
-თავს ნუ ისულელებ. ის ახმახი, რომ მიუჩინე შეიძლება ის ვერა, მაგრამ მე ვხვდები.
-ბაბლუანი ხარ. ძლიერად მოეხვია დიშვილს და ამღერებულ ტელეფონს დახედა.
-გისმენ
-ქართლოსა გაგიჟებულია, საავადმყოფოშია. თაიაც აქაა ბავშვით. ცუდადაა ლილე დიმა, სჯობს მოხვიდე.
-მისამართი ჩამიგდე.
-რა ხდება? დაფეთებული გაეკიდა კაცს.
-ელ სახლში დარჩი, ბებიას მიხედე.
მთელი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას და მხოლოდ ორი სახელი ტრიალებდა მის გონებაში. თაია და ლილე. როგორ მივიდა იქამდე არ ახსოვს, არაფერზე ფიქრობდა მხოლოდ შვილის ნახვა უნდოდა. გიჟივით აირბინა საფეხურები და მოსაცდელში მჯდარი ქალის დანახვისას გული შეეკუმშა. თაია ადამიანს აღარ ჰგავდა. გვერდით ძმა ედგა მხოლოდ, სხვა არავინ. ხელში ლილეს შარფი ეჭირა. ემოციების ზღვა იგრძნო და ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა და-ძმას. გოგამ რომ ამოხედა და მერე თავი დახარა გულში რაღაცამ გაჰკრა.
-ლილე სადაა? ასეთი ჩავარდნილი ხმა პირველად ჰქონდა. პასუხი არ იყო.
-გეკითხები ლილე სადაა? ქალის მაჯას მტკივნეულად ჩააფრინდა და მისკენ გაწეული გოგა ხელით გააჩერა.
-თაია.
-გაუშვი დიმა. ხელზე ხელი დააჭირა გოგამ.
-სადაა ჩემი შვილი?
-კვდება. ქალის გაყინულმა ხმამ მთლიანად გაანადგურა.
-შენი შვილი კვდება. ზიზღით სავსე იყო მისი პირიდან წამოსული თითოეული სიტყვა. საკუთარი თავი სძულდა თაია ბურდულს.
-გააფრინე? ბაბლუანის ღრიალზე იქ გაჩნდა ყველა. ვერავინ ბედავდა მიახლოვებას.
-ლილე ბაბლუანის მშობლები. ხელი უშვა ქალს და თავად წავიდა ექიმისკენ.
-მე ვარ. ხმა ძლივს დაიმორჩილა.
-კრიტიკული მდგომარეობა გადავლახეთ. ლილეს ფილტვში პნევმონია ფიქსირდება. ცუდი კვებაც სახეზეა. თითქმის არაფერი აქვს ნაჭამი ბოლო 48 საათში.
-ნახვა მინდა.
-ჯერ არ შეიძლება. ბაქტერიები მისთვის საშიშია. ცოტახანში თავად დაგრთავთ ნებას.
გაშეშებული იდგა. ეს ყველაფერი ისე ხდებოდა თავად არაფერი იცოდა. თაიას გახედა და ახლა ბრაზის მეტი ვერაფერი იგრძნო. გიჟივით მიეჭრა და თითქმის სირბილით გაათრია. საავადმყოფოს უკანა კედელთან მიიმწყვდია. ვერ სუნთქავდა ისე ახრჩობდა ბრაზი.
-მე რატომ არაფერი ვიცი?
-ეგ კითხვები საკუთარ თავს დაუსვი.
-დედის ტ*ვნააა აბა რა არის? ჩემი შვილი ცუდადაა და დედამისი არც კი მატყობინებს. მამამისი ვარ გესმის? რომ არ ჩამოვსულიყავი ვერ გავიგებდი ხო? ვერ გავიგებდი, რომ ჩემი შვილი ცუდადაა და მე ამ დროს სადღაც ტრაკში მშვიდად მძინავს.
-არ მეცალა შენი შეტყობინებისთვის.
-მოგკლავ იცოდე. გეფიცები ლილეს, რომ რამე დაემართოს მოგკლავ.
-ისედაც არ ვიცოცხლებ თავს.
-ბავშვი, რომ გადარდებდეს დამირეკავდი. მეტყოდი, რომ ფული გჭირდება. დედას შევე*ი მაგიჟებ თუ რას შვრები?
-ფულისთვის დაგირეკავდი? ლილეს შენი ფული კი არა შენ სჭირდებოდი. ორი დღეა იმას ითხოვს, რომ თუ ჩვენს სახლში არ იცხოვრებ მოკვდება. რა ვუთხრა? ოთხი წლის ბავშვს რა ვუთხრა? რა მოვატყუო?
-თაია
-ვუთხრა მამაშენმა არ დაიჯერა, რომ არ მიღალატია მისთვისთქო? ეს ვუთხრააა? მიპასუხე რა ვუთხრა.
-ნიანგის ცრემლები არ გვინდა.
-ყველაზე დიდი შეცდომა ხარ ჩემს ცხოვრებაში დიმა ბაბლუანო.
-ასევე. ლილეს თვალით არ დაგანახებ. აქედან მე წავიყვან
-არც გაბედო
-თორემ?
-გეფიცები გაგანადგურებ. ჩემს შვილს ვერ წაიყვან.
-რატომ? მათ შორის არსებული მანძილი მაშინვე შეამცირა და კედელზე აკრულს ზედ მიეკრა.
-გაიწიე. სუნთქვა გაუხშირდა ქალს
-მარტო შენი შვილი არა, ჩემიცაა. შეგიძლია მასთან ერთად წამოხვიდე.
-დიმა ნუ მეთამაშები.
-თამაში შენი მოგონილია. უხეშად უშვა ხელი და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ტერიტორია.
ყველა წამს ითვლიდა. ულილეოდ ცხოვრებას მიჩვეული იყო, რადგან იცოდა მისი შვილი კარგად იქნებოდა, მაგრამ ახლა როდესაც აანალიზებდა, რომ ლილე ცუდად იყო, თავადაც კვდებოდა. საავადმყოფოს სუნი გულს ურევდა. მხოლოდ ლილესთან ჩახუტება უნდოდა. ამხელა კაცი შვილის გამო ღვრიდა
ცრემლებს. გვერდით მდგარ საბას არ იმჩნევდა. საკუთარ ტკივილთან მარტო იყო. ვერ ხვდებოდა, ვერ აანალიზებდა, რომ ყველაზე ცუდად თაია იყო. გულის სიღრმეში ულილეობა ყველაზე მეტად მას სტკიოდა. დედა იყო. შვილთან ყველაზე მჭიდრო ნასკვით დაკავშირებული და სისხლი ეყინებოდა, იმის წარმოდგენაზე რომ ლილე ცუდად იყო.
-ვერ ვცნობ ვერც იმას და ვერც შენ. გვერდით მჯდარი ელენა ახლა შეამჩნია და მონატრების შეგრძნებამ სწრაფად მოირბინა სხეულის კუთხე-კუნჭული.
-ელ.
-როგორ მომენატრე. ძლიერად გადაეხვია ბიცოლას.
-ცუდად ვარ.
-გაუგე გთხოვ, ლილეს გარეშე ვერც ის იცოცხლებს. თქვენი ნაწილია, ლამაზი და ბედნიერი დღეების სიმბოლოა, გადავაგორებთ. დიმა ექიმებს ელაპრაკა, ჩამოვლენ. ლილე ძლიერია თაია, გაუძლებს.
-ვკვდები.
-გთხოვ გაძლიერდი. გაუძელი მის სიმხეცეს. აპატიე გთხოვ იმიტომ, რომ ეს ბრაზი საკუთარი თავისადმი აქვს, რომელსაც შენზე ანთხევს.
-ლილე ბაბლუანის მშობლები. მეორედ იდგა თეთრხალათიანი მათ წინ. ორივეს აუკანკალდა გული.
-გამოვძვერით. ყველაზე დიდი შვება იყო. ამოისუნთქეს...
-ბავშვი სუსტადაა, მაგრამ გარანტიას გაძლევთ 48საათიანი დაკვირვების შემდეგ, როდესაც მის კარგად ყოფნაში ასი პროცენტით დავრწმუნდებით, გავწერთ.
-თაია, შენთან მინდა ლაპარაკი. მკლავზე მოკიდებული ხელი არავის გამორჩენია. არც ბაბლუანს.
-ამას ეხლა..
-ეეეეე. ძლივს გააჩერა საბამ და სკამისკენ უბიძგა.
-შვილი ცუდად ჰყავს და ფლირტაობს.
-დიმაა. ხელი ჰკრა დათამ და ტუჩის მოძრაობით ანიშნა: ,,აზრზე მოდიო"
-ხო დიმა ფლირტაობს. რატომ არ უნდა იფლირტაოს? თაია ახლაგაზრდა ქალია და საერთოდაც ლილესაც უნდა დედმამიშვილი.
-ელ.
-შეუშვი, რომ ის შენი ცოლი აღარაა.
-ეეელ. მხრებზე ჩააფრინდა დათა.
-გაიგოს უკვე. ახლა იმ ქალს საკუთარი ცხოვრება აქვს. ხომ გაუშვა? ხომ არ იბრძოლა ახლა ნუ უწესებს უაზრო წესებს. საერთოდაც ლილეს მამინაცვალი თუ ექიმი იქნება კარგია.
-ელ რა გინდა მოგკლა? თუ ის მოვკლა?
-რა გაბრაზებს ასე? ეჭვიანობ ძია?
-ელენა. გეყოს უკვე. დათამ გაიყვანა ელენა და მარტოდ დარჩენილმა დერეფნის ბოლოს მომღმარი თაია რომ დალანდა გააფრინა. იცოდა სხვა იყო ამ ღიმილის გამომწვევი.
იქ გაჩერება აღარ შეეძლო, ლილეს ნახავდა და წავიდოდა აქედან. აქ ამისთვის არ იყო, თაიას გამო არ იყო. საკუთარ თავს ყოველ წამს ამას უმეორებდა, მაგრამ ექიმთან მოსაუბრეს რომ ხედავდა, სახეზე ღიმილით აფრენდა.
-ეს ძაღლის ლეკვიც აქ ყოფილა. ყველაზე საძულველი ხმა ჩაესმა და მაშინვე გაატრიალა თავი მისკენ. თვალები ჩაუწითლდა ქართლოსისა და არჩილ ნაკაშიძის დანახვაზე. სიძულვილის ტალღამ მთლიანად დაფარა მისი არსება.
-ძაღლის ხმა მესმის. ფეხზე წამოდგა და მისკენ წასული დათა ხელით გააჩერა.
-როგორ გაბედე აქ მოსვლა?
-ხმა არ ამოიღო შენ. გაჩუმდი. ჩემ წინ დგახართ, ამაყად გიჭირავთ თავი, ამ დროს ვინ ხართ? ადამიანები, რომლებმაც შვილიშვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს? მორალს მიკითხავთ მე? ზემოდან ყურების არანაირი მიზეზი არ გაქვთ.
-შენ ისიც გყოფნის, რომ რევაზ ბაბლუანის შვილი ხარ.
-მამაჩემის სახელს თუ კიდევ ერთხელ ახსენებ, საკუთარ ენას დაგაჭერინებ ხელში. ჩემი ოჯახისგან თავი შორს გეჭიროთ.
-მაგას ჩვენ უნდა გეუბნებოდეთ.
-ლილეს წავიყვან. შეგიძლიათ თქვენი შვილი თქვენ წაიყვანოთ.
-შერცხვენილ და გამოშირებულ ქალს არ დავაბრუნებთ. შენ მისი ქმარი ხარ, ვალდებული ხარ შენ იზრუნო მის სახელზე.
-მეცოდება თქვენ ხელში. მძულს და მეცოდება. ზიზღნარევი მზერა მოავლო ორივეს და პალატისკენ აიღო გეზი. მინის ფანჯრიდან დანახულმა პატარა სხეულმა გულისცემა აუჩქარა. ლილეში დიდი დოზით იყო დიმა ბაბლუანი. ყველაფრით მამას ჰგავდა პატარა ქალბატონი. უყურებდა და გული სითბოთი ევსებოდა. ახლა იგრძნო, როგორ ენატრებოდა შვილი.
-მამა მოვა. კარის გაღებისთანავე გაგებულმა ორმა სიტყვამ, თავი არარაობად აგრძნობინა. ცუდად მყოფი ლილე მხოლოდ მამას ამბავს კითხულობდა.
-მამა მოვიდა ჩემო პრინცესა. საკუთარი ხმა ვეღარ იცნო. ლილეს მზერა დაიჭირა და რამდენიმე წამი გამოტოვა. გაშეშებული იდგა და უყურებდა მის მსგავს პატარა არსებას.
-მამიკო. წამოიწია, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან.
-დაბრუნდი?
-დავბრუნდი.
-ესეიგი მე, დედა და შენ ერთად ვიცხოვრებთ, როგორც გიგას მშიბლები.
-ლილე ამაზე ვილაპარაკეთ. ცრემლი მოიწმინდა თაიამ.
-ვიცხოვრებთ მამ, მე შენ და დედიკო. ჯიქური მზერა გაუსწორა ქალს. თითოეული ემოციის წაკითხვა სურდა.
-მენატრებოდი მამა. პატარა თითების შეხებამ სული გაუთბო.
-მეც მენატრებოდი მამას სიყვარულო.
სულ სხვა იყო შვილთან დიმა. ასეთი უყვარდა თაიასაც. ასეთი იყო მასთანაც იმ დღემდე, სანამ წამოვიდოდა.
-დე, ახლა შევჭამ. მამა მოვიდა და უჭმელობის მიზეზი აღარ მაქვს.
-გაბრაზებული ვარ
-გთხოვ არ იყვირო. ყურებზე აიფარა ხელი
-როცა დედიკოს ბაბუა მოდის სულ ყვირის. მე რაღაც სიტყვებს მეძახის, ვერ ვიგებ. წინაზე დედას დაარტყა, სილურჯე ჰქონდა. უნებურად ახედა ქალს. როგორ უნდოდა სულერთი ყოფილიყო მისთვის თაია, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც ფიზიკურად ეხებოდა და სტკენდა გულს უღრღნიდა.
-შენ ხომ დაიცავ დედას?
-კი. ხმა ჩაუვარდა. საკუთარი შვილი უსვამდა იმ კითხვებს, რომლებსაც თავად ვერ სვამდა.
-შეეშინდება იმ ბოროტ კაცსაც. მე ვიცი, რომ შენ ძლიერი ხარ. დათა მეუბნებოდა, დაბრუნდება და დაგიცავთო.
-კიდე რას გეუბნებოდა დათა.
-იმას, რომ ძამიკო მოგთხოვოთ.
თაიას წყალი გადასცდა. დიმას შეპარული ღიმილი კიდევ უფრო გაფართოვდა.
-დედას ვუთხარი, მაგრამ არ მინდა იმ თეთრხალათიანისგან ჰყავდეს. ამაზე სულ გაგიჟდა. თვითონაც იეჭვა რაღაც, მაგრამ ახლა შვილის ნათქვამმა გააცოფა.
-ლილე ხომ ვისაუბრეთ, რომ...
-ისაუბრეთ, რომ შვილი აღარ გეყოლება. თვალებით ჭამდა.
-ვუთხარი, მაგრამ ბავშვია, არ იცის რას ამბობს..
-მოელანდა? იმ სი*ს მოსწონხარ და ჩემს შვილს იყენებს შენთან საკონტაქტოდ.
-გეყოს
-არ გაბედო რაიმე სახის ურთიერთობა თორემ გავაქრობ. ბავშვს უნდა უვლიდე და არა ფლირტაობდე.
-მამაჩემი არ ხარ, რომ მიმითითო. თავად გადავწყვეტ როგორმე.
-თაია არ გამაგიჟო. უეცრად ფეხზე წამოდგა და ლილეს შეშინებულ მზერას რომ წააწყდა მეორედ შესძულდა საკუთარი თავი.
-ჩემთან მიმყავს ლილე, ყველას მოენატრა. აღმოჩნდა, რომ მათთან არ რჩებოდა. ხვალ მე წავიყვან, საერთოდ მინდა იქ იყოს, იზრუნებენ მის კვებაზე და ჯანმრთელობაზე.
-როგორმე მივხედავ.
-მიმყავსთქო გასაგებად ვთქვი. ხო მართლა შეგიძლია წამოხვიდე.
-არ მინდა.
-ნება შენია, ლილე იმ სახლში არ დაბრუნდება.
-ნუ იქცევი ასე.
-საჭიროა.
ვეღარ უძლებდა თაიას ტკივილიან მზერას. ფეხზე წამოდგა ლილეს მოეხვია და გავიდა. სიგიჟემდე უნდოდა ორივე ჩაეკრა და არსად გაეშვა, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდა საკუთარ პრინციპებს. ვერ უგებდა ქალს. აანალიზებდა, რომ ძმის გამო იყო ყველაფერი, მაგრამ ეგოისტურად უნდოდა ყველაზე წინ ის დაეყენებინა ნაკაშიძეს.
-მე მივდივარ. ელ წაგიყვანო?
-სად მიდიხარ?
-მარტო მინდა დარჩენა. გთხოვ არ დაიწყო იქ შენი შვილია და ეგეთები. ხვალ ჩვენთან მომყავს, გააფრთხილე ჩემს ოთახში დადგან საწოლი. ყველა გზას უჭრიდა თაიას. თუ იქ იქნებოდა ბავშვის საწოლი, მასაც იქ მოუწევდა ყოფნა. კანი აუწვა ქალზე ფიქრებმა. ვერავინ უგებდა ბალუანს ვერც ახლა და ვერც მაშინ... მაშინ ოთხი წლის უკან...

<წარსული>
გარეთ დაწყებულ ქარიშხალს ბაბლუანების სახლშიც შემოეღწია და ყველაფერს ამსხვრევდა. გაგიჟებულ დიმა ბაბლუანს ძლივს აწყნარებდნენ. კუთხეში ჩაკეცილი თაია ადამიანს არ ჰგავდა.
-ყველა გადით. ხმა ჩახლეჩიდა კაცს და მოწოლილ ბოღმას ვერაფერს უხერხებდა.
-დიმა დედიკო გთხოვ.
-გადით ყველანი. კარისკენ მიუთითა და გამჭოლი მზერა სტყორცნა ცოლს. არავინ შეწინააღმდეგებია, ყველამ დატოვა ოთახი. დიმა, თაია და ქარიშხალი დარჩა...
-შენთან ყველაფერი სხვანაირი იყო. მთელს სამყაროს მერჩივნე. შენმა სიყვარულმა შემცვალა, უკეთესი გამხადა.. მე და შენ დავიწყეთ აკრძალულის კეთება მაგრამ საბოლოოდ დაგვირგვინდა. ლილე გვყავს. შვილი გვყავს და შენ რა ქენი? რა ქენი თაია? რა გაგვიკეთე ჩვენ?
-დიმა.
-ხმა არ ამოიღო. ამის დედაც ხმას ნუ იღებ თორემ შემომაკვდები. ბოლო მთელი სურათი კედელს გაუქანა.
-გეყოს გთხოვ.
-შენთავს რატომ არ უთხარი ეგ? რატომ არ თქვი ამით დიმას ვკლავ და მეყოსო? რატომ?
-გთხოვ...
-დედამოტ*ნულ ფულში არაა საქმე, აქ ნდობასა და სიყვარულშია ყველაფერი. გენდობოდით. ყველა გენდობოდა. შვილივით მიგიღეს. ჩემთვის ამ დამპალ სამყაროში ყველაზე კარგი იყავი.
-გეფიცები მხოლოდ ჩემი ძმის გამო გავაკეთე.
-გეთქვა. გეთქვა და ყველაფერს გავაკეთებდი. შენი ძმის გამო კი არა შენ გამო თაია. ლილეს ვფიცავარ გავაკეთებდი იმიტომ, რომ გაღმერთებ. ამ წამამდე გაღმერთებ.- ბღაოდა ბაბლუანი და ვერავინ ბედავდა კარს იქით მყოფებთან შესვლას. კიდევ რაღაც გატყდა, მერე ამას უფრო დიდი ხმა მოჰყვა და საბოლოოდ თაიას კივილი. ,,გშორდები დიმა"
---
მოგონებებმა საღერღელი აუშალა და ქალის კონტურების გახსენებაზე მოწოლილმა ვნებამ სხეულში ამოხეთქა. დაგროვილ ბრაზსა და სიყვარულს ერთმანეთში ხელჩართული ბრძოლა გაემართა და ბაბლუანის გონებაში სრული ქაოსი სუფევდა.
-შენთან ლაპარაკი მინდა. ბნელი ოთახის სიმყუდროვე დათამ დაარღვია.
-მარტო ყოფნა მინდა.
-ჩემი ხათრით დიმა თაიას ნუ ექცევი ასე საშინლად..
-არავინ გაბედოს ჩვენს ურთიერთობაში ჩარევა.
-შვილს ართმევ? შენ წასული იყავი, ის უვლიდა, ის ზრუნავდა, გესმის?
-და რა? ვხედავ, როგორც უვლიდა და როგორც ზრუნავდა. ბავშვი მომაკვდავი იყო და ფლირტაობდა.
-კარგი რაა დიმა, კარგი რაა. შენ გარდა მისთვის ვინმეს უარსებია საერთოდ?
-არსებობს, აშკარაა რომ არსებობს და მე ვგიჟდები.
-რა გჭირს?
-ვგიჟდები დათა, ჭკუა მეკეტება იმის წარმოდგენაზე, რომ სხვამ შეიძლება შეიყვაროს.
-შენთან ყოფნის შანსს არ აძლევ. არ იბრძვი მის გამო.
-მიღალატა. დათა მიღალატა გესმის? საკუთარ ოჯახს გადასცა მამაჩემის აქციები. დედაც მოსტ*ვნია ყველაფერ მატერიალურს, ჩემთვის ყველაზე მაღლა იდგა. ყველას ვაპტიებდი, თაიას ვერ.
-დაკარგავ. გგონია ვინმე დაგიტოვებს თაიას? არმია დგას დიმა მის წინ. დემეტრაძესაც კი სიგიჟემდე უყვარს. ჯანდაბა გინდა, რომ ლილემ სხვა კაცს დაუძახოს მამა? მაშინ მიდი. დაკარგე სამუდამოდ.
-რას მთავაზობ? ძალით მოვკიდო ხელი და სახლში დავისვა? დამნაშავეა, მაგრამ არ აღიარებს. იმდენად ჯიუტია შეუძლია ჩემს გასაგიჟებლად ეგეც გააკეთოს და მერე მართლა მოვკლავ.
-თუნდაც. გგონია ახლა რამე უფრო ლოიალურს აკეთებ? დაანახე, რომ შენია. ყოველგვარი საზღვრების დაცვით გესმის? ყველას ანახე, რომ თაია ნაკაშიძის ერთადერთი კაცი შენ ხარ.
-ჯანდაბა, შენ და ელენა ბოლოს მიღებთ. არ მინდა იფიქროს, რომ მიყვარს.
-მაგრამ გიყვარს.
-მინდა იტანჯებოდეს.
-გინდა ბედნიერი იყოს...
-დათა
-დიმა გეყოს, ან დააბრუნებ სახლში ან დაკარგავ. მობეზრდება დესპოტი ყოფილი ქმრის გამოხტომები.
ისევ მარტო დარჩა. დათას ნათქვამს მარცვალ-მარცვალ იაზრებდა. სუსტი არ იყო ბაბლუანი, თავის კონტროლი კარგად გამოსდიოდა. იცოდა, თაიას სულაც მის სახლში რომ ეცხოვრა, არაფერს ზედმეტს არ გააკეთებდა. საკუთარ პრინციპებს ვერ უღალატებდა. ყველა თაიას მხარეს იყო. ყველას სჯეროდა იმ ქალის. ეს კიდევ უფრო აცოფებდა. არ იცოდა რას ითხოვდა ან სხვებისგან არ ნაკაშიძისგან, მაგრამ ფაქტი იყო, დიმა ბაბლუანს თაიას გვერდით სხვა კაცის წარმოდგენა აგიჟებდა.
---

ბნელ ოთახში მჯდომს წინ დაკიდულ სურათზე ჰქონდა გაყინული მზერა. თაიას ნაჩუქარი იყო, უცნაური ფიგურების კომბინაცია, სრული ქაოსი, მაგრამ დიმასთვის სიმშვიდის საწყისი. ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა. მერამდენეს ცლიდა არ ახსოვდა, მაგრამ საკმაოდ შემთვრალიყო უკვე. გონებითაც და გულითაც ლილესთან იყო. ბავშვის სიტყვებსა და რეაქციებზე ეღიმებოდა. მისი ნათქვამი ,,ძამიკო მინდა" გულს უჩქარებდა. თაიას რეაქცია ამაზე კიდევ მოწმობდა იმას, რომ ქალის გულში კვლავ ეჭირა ადგილი დიმა ბაბლუანს. მტანჯველი წამები საშინლად იწელებოდნენ და გათენებამდე დარჩენილ დროს ითვლიდა. ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. თაია ლილეს გარეშე ვერ ისუნთქებდა. შვილის გამო იმ სახლშიც დაბრუნდებოდა. არ იცოდა რატომ უნდოდა ქალის იქ დაბრუნება, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, აზროვნების უნარი ერთმეოდა მის ოთახში წარმოდგენილ თაიაზე. მობილურის ზარმა დააფრთხო და მოღუშულმა დახედა ნაცნობ ციფრთა კომბინაციას.
-მოდი სწრაფად დიმა, ქართლოსს ლილე მიჰყავს. განგაშის ზარებმა ჩამორეკეს. სისხლმა ტვინში აასხა ბაბლუანს და გიჟივით წამომხტარმა მაისური ძლივს მოირგო. სწრაფად დატოვა სახლი და ნაცნობი მიმართულებით საავადმყოფოსკენ გაეშურა. მხეცს ემსგავსებოდა, როდესაც საქმე ნაკაშიძეებს ეხებოდა. იმის წარმოდგენაზე, რომ ქართლოსს შეეძლო რამე ევნო ლილესთვის და მეტიც საერთოდ შეხებოდა გულს უღრღნიდა. ყურადღება არ მიუქცევია, რა მდგომარეობაში დატოვა ავტომობილი გიჟივით შეიჭრა შენობაში და უგონოდ მყოფ დედის დანახვაზე ფერი ეცვალა.
-რა ხდება? ენა ძლივს მოუბრუნდა.
-წაიყვანა. ელენას ნათქვამმა გამოაფხიზლა. არც ლილე იყო და არც თაია.
-სად წაიყვანა? ტონს აუწია.
-დამშვიდდი.
-სად წაიყვანა?
-არ ვიცით, დათა გასული იყო. მხოლოდ ჩვენ ვიყავით. მოვიდა და..
-და?
-თაიას დაარტყა. არ მიყვებოდა, მაგრამ წაიყვანეს.
-დაცვა სად ტრა*შია ამ დროს?
-დამშვიდდი, მოვაგვარებთ.
-კიდევ იმ აზრზე ხართ, რომ უნდა იცოცხლოს მაგ ბებერმა ნაბი*ვარმა?
-დიმა სისულელეების დრო არ გვაქვს.
-როგორ ბედავს აქ მოსვლას და ჩემი ცოლ-შვილის წაყვანას? უნებურად წამომცდარ სიტყვას მისი მთელი გონება ჩაებღაუჭა და იმის გადახარშვამ, რომ რაღაც სტკიოდათ მათ და ვერ შველოდა ჭკუიდან შეშალა.
-გეგის დაურეკეთ. ეცოდინება. თუ არ თქვა ათქმევინეთ. მე გავდივარ. თაზო აქ დარჩი და ესენი სახლში წაიყვანე.
-დიმა დედიკო. გონს ახლად მოსული ეკატერინე შვილს ეძახდა.
-დე ლილეკო მოგვიყვანე.
-შენთავს გეფიცები მოვიყვან. სახლში დამელოდეთ.
-იმედია თაიასაც გამოაყოლებ. ელენას ნათქვამზე, ოდნავ გაეღიმა და სირბილით დატოვა ტერიტორია.
---
მიტოვებულ შენობის ბოლო სართულზე მყოფი ბოლო ხმაზე კიოდა და საკუთარი უსუსურობა ყელში უჭერდა.
-თაია. ნაცნობმა ხმამ სამყარო ერთ წამში ამოაბრუნა და შვებისგან წამსკდარი ოხვრა მალამოდ მოედო მის სულს.
-აქ ვარ. არც კი ფიქრობდა, რომ დიმა მივიდოდა. იცოდა ლილეს ყველაფრის ფასად იპოვნიდა, მაგრამ საკუთარი თავი არც კი განუხილავს.
-ჯანდაბა რა დღეში ხარ? თოკისგან ნატკენ იარეს თითები ჩამოაყოლა და საკუთარი თავი აიძულა ცოტახანს დაევიწყებინა ყველაფერი.
-შემეშინდა. გულწრფელი იყო. შეშინებაც კი ვერ გამოხატავდა იმ ემოციებს, რომლებიც იმ წამს მის გულში ტრიალებდა.
-ლილე. სადაა ლილე? დიმა იპოვე ხო?
-კი. თმებზე მიეფერა.
-გთხოვ არაფერი დაუშავო მათ, ძალიან გთხოვ.
-არ გამაფრენინო გთხოვ. სახლში წავიდეთ. მათზე ლაპარაკი არ მინდა, არც შენ იტყვი რამეს. ყოველგვარი პროტესტის გარეშე იცხოვრებ ჩემს სახლში, ჩემს ოთახში.
-არ მინდა.
-არ მიკითხვას რა გინდა და რა არა. წავედით.
კაცის მხრებს მოხვეული თავს დაცულად გრძნობდა და ახლა თუნდაც მეორედ მოსვლა დაწყებულიყო, ის იქნებოდა ყველაზე დაცულად ბაბლუანთან ერთად.
მანქანაში სანატრელი სურნელი შეისუნთქა. ისევ იმ სუნამოს იყენებდა დიმა. ყველაფერი იდეალურად იყო ავტომობილში. ნაცნობ ჰანგებზე გაეღიმა.. დაღლამ და კაცის გვერდით ყოფნამ მალევე მოადუნა და სულ ცოტახანში ძილმა წაართვა თავი.

-თაია მოვედით. ყურთან ახლოს დიმას ცხელი სუნთქვა იგრძნო და დამფრთხალმა გაახილა თვალები.
-მე, მაპტიე ჩამძინებია. ძლივს ლაპარაკობდა.
-ისე იქცევი თითქოს უცხოს მანქანაში იყო.
-ჩვენ უცხოები ვართ. საკუთარ ფიქრებს ეწინააღმდეგებოდა. სხვას ფიქრობდა და სხვას ამბობდა...
-რა გინდა? ამის დედაც რა გინდა? ძლიერად საჭეზე დარტყმულ ხელზე თაია შეხტა და მისი ცრემლები ყურდღების მიღმა არც დიმას დარჩენია.
-მეუბნებოდი არ გინდა, მათ არაფერი დაუშავოო? რა გაგიკეთეს? რამე მოხდა და მე არ ვიცი?
-დიმა...
-ჩემი არ გეშინოდა. არც მაშინ, როდესაც აქედან მიდიოდი. რა გააკეთეს რაც მე უნდა ვიცოდე.
-არაფერი გაუკეთებიათ.
-თუ გავიგე, რომ ისევ მიმალავ რაღაცას არ ვიცი რას ვიზამ. არ გაბედო მათი დაცვა. მათთან დაკონტაკტებაც კი.
-პატიმარივით მელაპრაკები, ხვდები?
-დღეიდან პატიმარი ხარ, თუ ასე თვლი მაშინ მასე იყოს.
გაცოფებული გადავიდა მანქანიდან და აღარ დალოდებია ქალს, სწრაფი ნაბიჯით შეაღო სახლის კარი. ლილეს სუსტი ხმა ისმოდა და არ გასჭირვებია იმის გამოცნობა, თუ სად იყო პატარა ქალბატონი.
-მამას პრინცესა, მოვედით. ყველას მზერა მასზე გადავიდა და მერე მის უკან მდგარ სილიეტზე. თავდახრილი იდგა... ეკატერინეს თვალებში ვერ უყურებდა..
-თაია, ჩემო კარგო გოგოვ. ფეხზე წამომდგარ დედას დაუბღვირა და ქალმაც მაშინვე მოიშორა ღიმილი სახიდან.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბიცოლა. ელენა მოწოდების სიმაღლეზე იყო და ლილეს ეჩურჩულებოდა რაღაცებს.
-ელ, მესმის ვერ გადაეჩვიე, მაგრამ ბიცოლას ნუღარ დაუძახებ. არ მინდა თუნდაც სტატუსით ამ ადამინთან რამე საერთო მქონდეს ლილეს გარდა. შვილს გაუღიმა და ხელში აიტაცა.
-უჟმური ხარ ბიძიკო. თანაც ჯვარი დაწერილი გაქვთ ამიტომ, როგორც ძალიან მორწმუნე გოგო, მას ვაღიარებ ჩემს რძლად. სიცილს ძლივს იკავებდა დიმას სახეზე.
-დედიკო. მისკენ გაიწია ლილემ.
-ვერ აგიყვანს, ხელი სტკივა. თაიას ნაცვლად პასუხი დიმამ დაუბრუნა.
-შემიძლია. ბავშვი გამორთვა.
-სირცხვილი დიმა. ელენა უბღვერდა.
-დაჯექით აქ. ოთახს მოვამზადებთ.
-არაა საჭირო, ჩემს ოთახში დაიძინებენ. გამჭოლ მზერას არ აშორებდა თაიას, მის თითოეულ რეაქციას იზეპირებდა. თვალები აემღვრა ქალს.
-იქნებ საჭირო არ არის... ხმა აღარ ჰქონდა.
-საჭიროა. სიგარეტს მოუკოდა. აქ გაჩერებაც აღარ შეეძლო. ყველაფერი ისე იყო, როგორც ოთხი წლის უკან. გიჟდებოდა...
აივანზე გასულმა ღრმად შეისუნთქა თამბაქოს კვამლი. სამარისებური სიჩუმე სუფევდა ირგვლივ. მობილური მოიმარჯვა.
-ქართლოსის სახლს წაუკიდეთ. მხოლოდ მაშინ, როდესაც სახლში არ იქნებიან. ომი იწყებოდა. თავიდან იწყებოდა ომი, რომელსაც თავიდან სიყვარული გადაარჩენდა.
--
ყველაზე მეტად არ უნდოდა დაღამებულიყო. უხერხულობისგან ვერ ისვენებდა. დიმას ოთახში არ უნდოდა... არ უნდოდა სისუსტე დაენახვებინა ბაბლუანისთვის. ერთი რამ, რაც ძალიან ახარებდა ის იყო, რომ ლილე ბედნიერებისგან დაფრინავდა. სუსტად იყო უმცროსი ბაბლუანი, მაგრამ მაინც ახერხებდა თავის გამხიარულებას.
-დედა მეძინება.. კალთაზე დაკიდებულ შვილს გაუღიმა და ფრთხილად აიყვანა ხელში.
-ნუ ხარ უხერხულად. დიმა ელენასთანაა, გვიან დაბრუნდება. შეგიძლია შხაპი მიიღო და დაიძინო.
-კარგი. ქალის სახელის ხსენებაზე დაიძაბა. ეჭვები გულს უღრღნიდა. ასე გვიან რატომ იყო ვიღაც ქალთან. მხოლოდ ერთზე ფიქრობდა და თავიდან ვერ იგდებდა.
-წავიდეთ ლილე. ხელი ჩაჰკიდა და გაბრაზებულმა აიარა საფეხურები.
-რა ჩემი საქმეა? რატომ უნდა გავბრაზდე? ის ჩემი არავინაა... თავს იმშვიდებდა, თუმცა გამწარებული რას როგორ აკეთებდა ვერ აანალიზებდა.
-დედა ფრთხილად მეტკინა. ლილეს საყვედურზე მიხვდა, რომ ზედმეტს ფიქრობდა მათზე და ეცადა ეს ფიქრები გადაეგდო.
-დავწვეთ. თხელი პენუარი მოირგო და დიმას საწოლში, მისი სურნელით გაჟღენთილ თეთრეულში გაეხვა. მალევე წაართვა ძილმა თავი. ლილეს არ ეძინა...
სახლში დაბრუნებულს ოთახში, რომ არ დახვდა ანერვიულდა.
-ოთახში არიან, სძინავთ. გიჟდებოდა საკუთარ დიშვილზე. ტვინის თითოეულ უჯრედში ძვრებოდა ელენა და ზუსტად იცოდა დიმას ფიქრები.
-ავდივარ მეც.
-ნუ შეავიწროებ ადამიანს. ოთახები გვაქვს, ნუ ჩადგები ჯიბრში. ლოყაზე აკოცა და გრძელი დერეფნის ბოლოს გაუჩინარდა.
საფეხურები აიარა... ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და მთვარის შუქზე მძინარე ქალის დანახვაზე ტანში გასცრა. მოშიშვლებული ზურგი უჩანდა თაიას. ძველ ჩვევას არ ღალატობდა, ძილის მანერაც კი იგივე ჰქონდა. მშვიდად სუნთქავდა დიმას სურნელით გაჟღენთილ ჰაერს.
-მამა. ლილეს ხმაზე დაიძაბა და თაიას მოძრაობაზე დაფრთხა.
-შენთნ შემოვედი მამი, მაინტერესებდა როგორ იყავი.
-მოდი. სუსტად ლაპარაკობდა პატარა ბაბლუანი და ჭინკებათამაშებული თვალებით შესციცინებდა მამას.
-დედას გავაღვიძებთ მამ
-მერე რაა? გთხოვ მამა. სახე დაბრიცა ლილემ, კარგად ასრულებდა ელენას დარიგებას.
-მოვდივარ, არ იტირო. ფრთხილად მოძრაობდა. არ იცოდა, რატომ იქცეოდა ასე. რატომ ანაღვლებდა ასე ძალიან ეს ქალი. თაიას სუსტი სუნთქვა ყელთან ეცემოდა და ვერაფერს უხერხებდა ტანში დავლილ ჟრუანტელს.
-მამიკო. მკლავზე მოეხვია ლილე.
-გისმენ. შუბლზე მიაწება ტუჩები.
-სხვა ქალი გიყვარს? შვილის კითხვაზე გაეღიმა და უნებურად ისევ თაიას გადახედა.
-არა. საიდან მოიტანე?
-ელენამ თქვა სოფიასთანააო. დედა გაბრაზდა.
-გაბრაზდა? კიდევ იფრო გახალისდა.
-მამი, ხანდახან მგონია ოთხი წლის კი არა, ოცდაოთხის ხარ.
-ვარ.
-კი როგორ არა. ფრთხილად მოუღიტინა და საკუთარ მკლავებში მოაქცია.
-დაიძინე, დედას გავაღვიძებთ. შვილი ღიმილით დატუქსა და მასთან ჩახუტებულს ჩაეძინა.
ის ღამე იყო მშვიდი და უპრობლემო. მშვიდად ეძინა დიმასაც...
----
დერეფანში გასული, ნაცნობო ოთახის კართან გაჩერდა. რამდენ მოგონებას ინახავდა ეს კარი. რამდენ ბედნიერ მომენტს. უნებურად გაუწია ხელმა და სახელური ჩამოსწია.
ყველაფერი ისევ ისე იყო. ტუმბოზე შემოდებულ ოჯახურ ფოტოს უყურებდა და ცრემლები დაუკითხავათ სდიოდა ღაწვებზე. მომღიმარი დიმა ახლა იშვიათობა იყო, მაშინ არა. ბედნიერება ეძახდა ფოტოდან.
-თუ გაწუხებს ავიღებ. ელენას სევდაშეპარულ ხმაზე ცრემლი შეიმშრალა და ღიმილით გატრიალდა მისკენ.
-არ მაწუხებს. მას თუ უნდა, რომ აქ იყოს, მაშინ იყოს.
-რაც წახვედი, აქ აღარ სძინებია. გვერდით ოთახში წევს.
ტკივილმა გული გაუჩეხა. ვერც თავად პატიობდა საკუთარ თავს ჩადენილს.
-ელ სოფია ვინ არის? თემის გადატანამ და ეჭვების წინ წამოწევამ ბაბლუანიც გაახალისა და ბიცოლას დასმული კითხვა შეიცხადა.
-არ იცი? მაიმუნობდა
-არა. თავი დამნაშავედაც კი იგრძნო, რომ იკითხა.
-დიმას საცოლეა. სახის ნაქვთებს აკვირდებოდა. შეცვლილ მიმიკებს. ცრემლებს, რომლებიც ცოტაც და ჯებირებს გადმოკვეთდნენ.
-გატყუებ. მოეხვია. ძალიან უყვარდა ელის თაია.
-შენ არსებობ მისთვის. ბიძაჩემს ხომ იცნობ თაი? ვირია, მაგრამ უყვარხარ გაგიჟებით.
-არ ეტყობა. მას რომ ვუყვარდე ასე არ მოიქცეოდა. არ გამიშვებდა.
-ძალით რომ გაეჩერებინე კმაყოფილი იქნებოდი? განქორწინება შენი იდეა იყო. მე მჯერა, მე გამართლებ. საქმე შენს ნაწილს ეხებოდა, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა. ჩემთვის შენი გადაწყვეტილება არ არის ღალატი, მაგრამ გვატკინე ელ. დიმა გვამი გახდა. ურეაქციო, არ ჭამდა, სიბნელეში ჩაკეტილს მხოლოდ სიგარეტი ჰქონდა. წარმოიდგინე რა ცუდად იყო.
-უნდა გეაეგო. შენ ან ნატას რამე რომ დაგმართნოდათ, საფეთხეში რომ ყოფილიყავით, დიმა რას გააკეთებდა? გგონია იგივეს არ? ხო მხოლოდ მაშინ დავაყენე ვიღაც მასზე წინ. ახლაც იგივეს გავაკეთებდი. მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებდი დიმას, რამე რომ ისე არ ყოფილიყო. გოგა რომ დამეკარგა. ამიტომ ისევ საკუთარი თავის დადანაშაულება სჯობს.-თავს ვერ იკავებდა. მთელი სხეული უთრთოდა.
-ცრემლი შეიმშრალე, დიმა მოდის. ელენას უეცარ გაუჩინარებაზე დაიბნა და შეტრიალებულს დიმა დახვდა კართან.
-აქ რა გინდა? ოთახი მოათვალიერა.
-მეგონა ეს იყო შენი ოთახი. მაპატიე. გვერდის ავლა სცადა, მაგრამ ძლიერად მოკიდულმა ხელმა უკან დაახევინა.
-აღარ გაბედო აქ შემოსვლა.
-არ ვაპირებ. ახლა გამიშვი, ლილესთან უნდა წავიდე. უხეშად მოაშორებინა ხელი და კაცისგან წამოსული ქალის სურნელი კიდევ უფრო ძლიერად შეისუნთქა. გამწარებულმა დატოვა ოთახი. თითქმის სირბილით გავიდა გარეთ და გრილი ჰაერი ბოლომდე შეისუნთქა. შვება იგრძნო. უსუსურობისა და ტკივილისგან დამძიმებული სხეული შეუმსუბუქდა. ამინდი ირეოდა. შავი ღრუბლები მძიმედ გაწოლილიყვნენ და ცუდის მოახლოებას უწინასწარმეტყველებდნენ დედამიწელებს.
-თაია... გოგას ღრიალმა შეძრა. გული ამოუვარდა. ადგილზე გაქვავებულმა ვერაფერი მოიფიქრა. კანკალი აუვარდა.
-თაია. გამეორებულ ხმაზე ფრთხილად ჩაირბინა დაღმართი და ჭიშკართან შეკავებულ ძმას ჩაეხუტა.
-გაუშვით. დაცვის წევს ხელზე დაეჯაჯგურა
-გამოიხედე დიმა ბაბლუანო. მამის ღრიალმა დაარწმუნა, რომ რაღაც საშინელება ნამდვილად ხდებოდა. უკნიდან მომავალ მშვიდ დიმას გახედა, რომელსაც სახეზე ზიზღი დასთამაშებდა.
-შეკრებაა? სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი ურნაში მოისროლა და მათკენ მდგარი თაია უკან დასწია.
-როგორ გაბედე? როგორ გაბედე, რომ...
-ცუდი სიზმარი ნახე მოხუცო? სახლში მივარდები, სიმყუდროვეს მირღვევ. ხელს უჭერდა მთრთოლვარე ქალს.
-შენ ჩვენი სახლი დაწვი დიმა. გოგას ნათქვამმა გააგიჟა.
-მე არაფერი გამიკეთებია. ყველაფერი ჩადენილის მიხედვით ხდება. მე გაგაფრთხილეთ, ჩემს ოჯახს არ გაეკაროთ თორემ განანებთთქო. გასაგებად აგიხსენით, რომ თქვენთან არანაირი კავშირის დამყარება არ მსურდა.
-ეგ მაშინ გეფიქრა, როდესაც ჩვენი შვილი მოგყავდა ცოლად.
-თაიას ნუ ეხები. შეგვეძლო მშვიდად გვესაუბრა, მაგრამ თქვენი დამპალი წესი, თქვენი შური და ბოღმა მეტის გასაქანს არ გაძლევთ. მამაჩემის მკვლელები ხართ. მე თვალი დავხუჭე. ჩემი შვილის გამო, ჩემი საყვარელი ქალის გამო დავხუჭე თვალი. ასე მასწავლა მან, რომ თუ შემიყვარდა ცეცხლმოკიდებილ წრეშიც კი უნდა შევვარდე. მე დაგითმეთ. დაგეხმარეთ და თქვენ რა გააკეთეთ? ლილე ჩემი მზეა, ვინც შეეცდება რამე დაუშავოს ცას დავუბნელებ. არ მაინტერესებს ვინ იქნება. ჩემი ცოლის ძმა თუ გარე ბიძაშვილი.
-ამას ინანებ... ქართლოსი ცუდად იყო.
-ჩვენი ისტორია გაანადგურე. ამას ინანებ. გაბრუნდნენ. წავიდნენ, მაგრამ ქარიშხალი კვლავ ბაბლუანებთან დატოვეს. სახლში შესვლას აპირებდა თაიამ, რომ გიჟივით გამოსტაცა საკუთარი მკლავი და გაარტყა. დაგროვილო ბოღმა, ტკივილი, უსუსურობა ამ გარტყმაში ჩაატია. ცრემლებიც კი აღარ სდიოდა.
-შენ ჩემი სახლი დაწვი. შესაძლოა იქ ვინმე ყოფილიყო. გგონია ამით რამე შეამსუბუქე? მიპასუხე. გგონია ამით დაიცავი შენი შვილი?
-თაია... გაცოფებულმა კბილი კბილს დააჭირა.
-რატომ გააკეთე? რატომ არ ანებებ ამ ყველაფერს თავს?
-შენ დაგკარგე. ამოხეთქა გრძნობებმა...
-შენ დაგკარგე მათ გამო ჩემი ცოლი, ჩემი ქალი, ჩემი ყველაფერი დავკარგე მათ გამო ხვდები? მთხოვ, თავი დავანებო? არასდროს.
-შენ მე არ გყვარებივარ.
-იგივე შემიძლია გითხრა. სიყვარული ნაკაშიძეებს სხვანაირად გესმით. მთელ გულს გიჩვენებენ და მათით სარგებლობთ. გულს უსერავთ და მომაკვდას ინეტებთ სისხლისგან დაიცალოს. ჩვენ სხვანაირი სიყვარული ვიცით. მამაჩემმა დედაჩემი ქორწილის დღეს მოიტაცა. მე მტრის ოჯახიდან წამოგიყვანე. მამაჩემის მკვლელებისგან წამოგიყვანე. მაშინ შენს დანახვაზე ვხედავდი ჩემს მთელ სამყაროს, ახლა შენც მათნაირი მკვლელი ხარ. -კაცის სიტყვები ეკალივით ესობოდნენ გულში და არაამქვეყნიურ ტკივილს გრძნობდა. თითოეული სიტყვის შემდეგ ახლიდან კვდებოდა ნაკაშიძე.
-არ უნდა გაგეკთებინა, არ უნდა გაგეკეთებინა. ისტერიულად ყვიროდა და აკანკალებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა.
-დამშვიდდი, ბავშვი გიყურებს. ცრემლიანი ლილეს დანახვის მიუხედავად, ვერ იმორჩილებდა თავს.
-თაია, დამშვიდდი. დიმას ღრიალზე კიდევ უფრო დაიწყო ტირილი.
-ელენე, ნიშადური. ფერწასული მკლავებში მოიქცია და მაშინვე ოთახისკენ წაიყვანა.
-რა ხდება დიმა? უკან მიდევნებულ ეკატერინეს არაფერი უპასუხა. საწოლზე დააწვინა და მაშინვე ნიშადური მიუტანა ცხვირთან.
-გასწიე. სუსტად იყო.
-ექიმთან წავიდეთ? კიდევ უფრო მიიხუტა ქალი.
-არ მჭირდება არაფერი. დავიძინებ. ლილე მოვიდეს, მე და ლილე დავიძინებთ. სიზმარია, ყველაფერი სიზმარია.
ატირებული შვილის დანახვაზე თვალები გაახილა.
-მოდი დე. საწოლზე დაარტყა მსუბუქად ხელი.
-მამიკოც.
-აქ ვარ, მიდი დედასთან და დაისვენეთ.
-მე გაბუტული ვარ მამა. თაიას ეხუტებოდა და ცრემლები სდიოდა.
-მამი, პატარა ხარ ჯერ. ვერ გიხსნი რატომ ვყვირი, ვხხუბობ ან ვიღიმი.
-არ ვარ პატარა. დედას ნუ უყვირი. მერე შენს ფოტოს აღარ ჩაეხუტება. ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში. იმის გაანალიზებამ, რომ ქალი ისევ ფიქრობდა მასზე გამოაცოცხლა. აქამდე თითქოს უგრძნობს, უამრავი გრძნობა ერთდროულად დაუბრუნა.
-სულ ეხუტებოდა? ჩუმად საუბრობდა, არ უნდოდა თაიას გაეგო.
-სულ. საწოლის თავთან უდევს ჩვენი ფოტო. მასეთი შენც გაქვს. გაუხარდა. ბედნიერებას ვეღარ მალავდა. გაივსო ამ გრძნობით და ვერ იტევდა.
-ძამიკო მართლა არ მეყოლება? თვალები მოხუჭა საყვარლად და ჭინკაათამაშებული მზერით შეხედა დიმას.
-ვნახოთ...
აქამდე თუ ამ თემაზე არ საუბრობდა ახლა რაღაც შეიცვალა. არც უფიქრია მეორე შვილზე. დახურული იყო ეს თემა. მეორედ ქორწინების თემაც ასევე. ყველაფერი იცვლებოდა... ბაბლუანის გონებაში გაყინული ფიქრები ისევ ლღვებოდნენ. აგიჟებდა თაიას სურნელი, ხმა, მზერა... მის ცხოვრებაში სიმშვიდე და ქარიშხალი ერთდროულად მოჰქონდა ნაკაშიძეს. მუდმივად ბრძოლა უწევდა საკუთარ გრძნობებთან. როგორ უნდოდა შესძლებოდა სუსტი ყოფილიყო, რომელიც მივიდოდა და მოეხვეოდა საყვარელ ქალს. არ შეეძლო...
არის რაღაცები, რომლებსაც ვერ ვპატიობთ საყვარელ ადამიანებს. შესაძლოა იმსახურებს პატიებას, შესაძლოა არც დამნაშავეა, მაგრამ საკუთარ თავში გაღვიძებულ ეჭვს, რომ მან გვიღალატა ვეღარ ვაძინებთ.
დიმა ბაბლუანის გულში თავიდან იბადებოდა სიყვარული. უძირო, უსაზღვრო და სპეტაკი გრძნობა, რომლის წინაშეც უძლური იყო...
--
თვალის გახელისთანავე სხეულზე აკრული თაია შეამჩნია და სასიამუვნოდ გასცრა. ქალის თანაბარი სუნთქვა ყელზე ეფრქვეოდა და რეალობას სწყვეტდა. არ გატოკებულა, თაიას მშვიდ ძილს დარაჯობდა. თითოეულ სუნთქვას და მათ შორის გამოტოვებულ ინტერვალს ითვლიდა. მობილურის მოულოდნელმა წკრიალმა ქალიც გააღვიძა და ლილეც.
-ჯანდაბა. სასწრაფოდ წამოდგა საწოლიდან და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა.
-ხო სოფია. მეორე ოთახში გასულს ეჭვნარევი მზერა გააყოლა ნაკაშიძემ და ფეხზე წამოდგა. კართან ახლოს დადგა, უნდოდა, გაეგო რას საუბრობდა ბაბლუანი, მაგრამ არ ესმოდა.
-ხო სოფიაა. გამოაჯავრა და ლილესკენ წავიდა, რომელიც გაოცებული უყურებდა.
-რას შეჭამს დედიკოს სიყვარული? თმებზე მიეფერა და ჩაიხუტა.
-ბურგერი. ტაში შემოჰკრა და იმ წამს შემოსულ დიმას შეაფრინდა.
-მამიკო წავიდეთ ბურგერებზე. თვალებით ჭამდა თაია კაცს.
-კარგი წავიდეთ. ტუჩები მიაწება და დაბღვერილ ნაკაშიძეს მიანათა მზერა.
-პრობლემა იქნება ჩემი მდივანი, რომ იქ მოვიდეს? სხვათაშორისად შეეკითხა ქალს და ლილე მკლავებიდან გაათავისუფლა.
-არანაირი. მხრები აიჩეჩა, ვითომ არაფერი ხდებოდა. ვერ ხსნიდა, რატომ უდუღდა სისხლი სხვა ქალის ხსენებაზე, მაგრამ აშკარა იყო ეს სოფია დიდ როლს თამაშობდა ბაბლუანის ცხოვრებაში.
-მოემზადეთ და გავიდეთ.
-ვერ გიტან. ჩუმად ჩაილაპარაკა და დიმას მკვლელ გამოხედვაზე ჯიქურად გაუსწორა თვალი. რა თქმა უნდა, არ აპირებდა სახლში დარჩენას. წავიდოდა, ნახავდა ქალს, დააკვირდებოდა და ამის შემდეგ გამოიტანდა დასკვნას. ერთი გაფიქრება კი გაიფიქრა სახლში დავრჩებიო, მაგრამ საბოლოოდ კართან იდგა გამზადებული და მამა-შვილს ელოდა.
-დედა, რა ლამაზი ხარ. ლილესგან კომპლიმენტი ესიამუვნა, მაგრამ ის უფრო დიმამ ცერად რომ აათვალიერა და მკერდთან ჭრილზე თვალები მოჭუტა.
-სითამამე შეგიტანია ჩაცმულობაში. მანქანისკენ დაიძრა.
ჩათვალა, რომ პასუხი არ უნდა გაეცა ბაბლუანისთვის. ჯიუტად დაჯდა უკან და ლილე მიიხუტა.
-წინ ვიკბინები? სარკიდან უყურებდა ქალს, მის მაღალ ყელს, ყელზე მოცეკვავე სამ ხალს...
-შესაძლოა. მხრები აიჩეჩა და თავი ფანჯრისკენ გააბრუნა.
ავტომობილი ღმუილით დაიძრა და სულ მალე დიდი სიჩქარით მიჰქროდა წყნეთის გზაზე. ხანდახან თუ გადააწყდებოდა ქალისა და კაცის თვალები ერთმანეთს და მაშინვე სხვა მხარეს იხედებოდა ნაკაშიძე. ტელეფონის ზარმა გააფუჭა ყველაფერი..
-შენს სახლთან ვარ. მიხვდა ვისზეც იყო საუბარი და სისხლმა ტვინში აასხა. იცოდა სოფიას სახლი. რამდენიმე სცენა დაუდგა თვალწინ. ყველა ერთმანეთზე უარესი იყო. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა საყლაპავში. დაჟინებული მზერა ჰქონდა ხორცისფრად შეღებილ კარზე მიპყრობილი. გამოვიდა... ენა ვერ მოატრიალა რამე ეთქვა. იმდენად დახვეწილი იყო ქალი, სიარულის მანერაც კი აღაფრთოვანებდა ადამიანს. მოზომილი ნაბიჯებით მოიწევდა წინ. უნაკლო სახეზე მზის სხივები ეცემოდნენ. სათვალე მოირგო და ღიმილით წამოვიდა ნაცნობი მანქანისკენ. კარის დაკეტვის შემდეგ მოვიდა გონს. ხმა ჰქონდა საოცარი.
-გამარჯობა. დიმა გადაკოცნა და ყურადღება უკან გადმოიტანა.
-შენ ლილე ხომ? თითქოსდა არც კი შეუმჩნევია იქ თაიაც, რომ იყო.
-კი. თავი დაუქნია და დედას კიდევ უფრო აეკრა.
-მამიკო შენზე ბევრს ყვება.
-მართლა? ენაზე იკბინა მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. ფრჩილები დააჭირა ხელის გულზე და მწვავე ტკივილზე თვალებიდან ცრემლი გადმოვარდა.
-უკაცრავად, დიმა შეგიძლია აქ გამიჩერო? აქ ვერ იქნებოდა. ქალი ყველაზე კარგად ხვდება, მეორე ქალის მზერის შინაარს. მიხვდა... სოფია დიდი სიყვარულით უმზერდა დიმას.
-რატომ? სარკიდან უყურებდა.
-საქმე მაქვს, უბრალოდ გამიჩერე და თქვენ წადით. მხრები აიჩეჩა. ცოტაც და ბავშვივით აღრიალდებოდა.
-კარგი. ეწყინა... უნდოდა არ გაეჩერებინა, მაგრამ გააჩერა. ლილეს აკოცა, ჩანთა აიღო და მანქანიდან გადახტა. არაფერი უკითხავს ბაბლუანს სწრაფად მოსწყვიტა ავტომობილი ადგილს. გული შეეკუმშა ქალს.
-ხეპრე. ცრემლებმა უკვე თამამად გადმოკვეთეს საზღვრები. გულში დატრიალებული ქარიშხალი ძალას ართმევდა. ძალა არ ჰქონდა ევლო. იქვე ჩამოჯდა და დაფიქრდა. საკუთარ თავზე. რა არ ჰქონდა, რაც შეიძლება სოფიაში ეპოვნა დიმას? საკუთარ თავს გამუდმებით ამას უმეორებდა და საბოლოოდ პასუხი იყო ერთი. მტკივნეული, მაგრამ ცალსახა. ნდობა. კიდევ უფრო მეტად ატკინა ამ ყველაფერმა გული. წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ნაცნობ ქუჩას, რომელზეც გაზაფხული დამდგარიყო. ტყემლის ხეები თეთრად აფეთქებულიყვნენ და მშვენიერ პეიზაჟს ქმნიდნენ. საბოლოოდ მაინც საკუთარი სახლის წინ იდგა, რომლისგანაც მხოლოდ ფერფლიღა იყო დარჩენილი. რატომ იტანჯავდა თავს, თვითონაც არ იცოდა. რკინის კარი ხმაურით შეაღო და დაფერფლილ წარსულში გაიარა. მიაბიჯებდა საკუთარ ბავშვობაში, თინეიჯერობასა და დიდობაში.. საუკეთესო წლებში მიაბიჯებდა და თითოეული ნაბიჯი გულს უსერავდა. ერთადერთი რკინის სკამი ეგდო იქ. თვალწინ დაუდგა, როგორ დაატარებდა ამ სკამს ბავშვობაში. ტკივილებს შორის ყველაზე მძაფრი იყო ეს. თავისმა საყვარელმა ადამიანმა ჩაიდინა ეს ყველაფერი და ეს კიდევ უფრო მეტად სტკენდა. კონტრასტი იყო ეზოში, აყვავებული ატმის ხეები და ფერფლად ქცეული ნაკაშიძეების ბუდე. ბუდე, რომელშიც თაია არ ყოფილა ბედნიერი, მაგრამ მაინც თვლიდა, რომ საუკეთესო წლებს ფრაგმენტებად სწორედ ეს კედლები ინახავდნენ.
გვიანიბამდე შემორჩა იქ. ელენას ზარებს არ პასუხობდა, იცოდა, რატომაც რეკავდა ბაბლუანი. ნელა წამოდგა ფეხზე. გასასვლელისკენ წავიდა, უკან ტოვებდა ტკივილს, ცრემლს, მაგრამ ბედნიერებასაც. კარი ისევ ხმაურით მოიხურა და დამძიმებული ჩაუყვა ქუჩას. ტაქსი გააჩერა, მისამართი უკარნახა. მინაზე თავმიდებული ებრძოდა სულის ტკივილს. არ უნდოდა ეტირა. უნდოდა ძლიერი ყოფილიყო. ახლა მხოლოდ სიძლიერე უშველიდა. მხოლოდ ძლიერი თაია შეძლებდა დიმა ბაბლუანის ცხოვრებიდან სხვა ქალის ამოშლას. წელში გამართულმა შეაბიჯა სასტუმრო ოთახში. ყველა იქ იყო. მისი შესვლისთანავე ყველა გაჩუმდა და დიმას მიაჩერდნენ. სისხლისფერი თვალები ჰქონდა ბაბლუანს.
-დედა. ლილემ ოდნავ გაანეიტრალა სიტუაცია და ქალს საკუთარი პაწაწინა მკლავები მოჰხვია.
-როგორ გაერთე დე? მოყაზე აკოცა და ბავშვის სურნელთან ერთად, საყვარელი მამაკაცის სურნელიც ღრმად შეისუნთქა, რომელიც ლილესას კარგად ერწყმოდა.
-კარგად. მერე იმ ქალმა თავისთან დაგვპატიჟა და როიალზე დაუკრა. შეტორტმანდა. დიმას გახედა. ცრემლები უკუაგდო და გაიღიმა.
-შენც ხომ იცი დაკვრა დე? ძლივს შეიმაგრა თავი.
-მე ვთქვი, რომ შენ უკეთესად გამოგდის. ლილემ უშველა. მაშინვე მოეხვია და ობოლი ცრემლი შვილის საყელოს დაეცა.
-ოთახში გელოდები. ორი სიტყვა გადაუგდო ბაბლუანმა და კიბეები აიარა.
დაიძაბა, მაგრამ უკან დახევას აღარ აპირებდა. მშიშარა არ იყო. აღარ იქნებოდა მშიშარა და საცოდავი. მოსაცმელი იქვე დადო, ელენას გახედა და თავადაც აითვალა კიბეები. შავად შეღებილი კარი შეაღო და ფანჯრის რაფასთან მდგარ ბაბლუანს გაუსწორდა. არაფრის თქმა არ იყო საჭირო, უთქმელად იცოდა, რომ გაავებული იყო ამ წამს დიმა.
-სად იყავი? ძარღვები დასჭიმვოდა.
-საქმე მქონდა. მხრები აიჩეჩა და საწოლზე ჩამოჯდა.
-არ მინდა ძლიერი გოგოს იმიჯი. მიპასუხე სად იყავი.
-არ ვარ ვალდებული გითხრა. თვალებში უყურებდა და ახლა თავადაც ბრაზს გრძნობდა.
-არ გამაგიჟო თაია, თორემ ხომ იცი,რომ ცუდი ვხდები? მისკენ წაიწია.
-შეგიძლია გახდე.
-თაია.
-დიმა შემეშვი კარგი? ვერ ვხდები, რა გინდა? შენთან ვცოვრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგიძლია ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში. აქ მხოლოდ ლილეს გამო ვარ.
-არ შემიძლია? შენი აზრით არ შემიძლია ჩავერიო? დაგავიწყდა ვის ელაპარაკები?
-ნუ ყვირი. ფეხზე წამოდგა. უსუსურობა აგიჟებდა.
-მიპასუხე სად იყავი. ლარნაკი სარკის მიმართულებით გაისროლა.
-ჩემს სახლში. ამოიღრიალა და უმწეოდ ჩამოყარა ხელები.
-ჩემს სახლში, რომელიც ნაფერფლებად აქციე. იქ ვიყავი. დამშვიდდი ახლა? მეორედ აღარ გაბედო, ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში.
-აღარ წახვალ.
-შენ ვერ დამიშლი. რას იზამ გამომკეტავ? მე და შენ დავსრულდით. ახლა მე თავისუფალი ქალი ვარ, შენც ასევე.
-ვინ გიჭედავს მაგ სისულელეებით თავს? თავისუფალი ქალი არ ხარ. აქედან დავიწყოთ.
-მე დავასრულე საუბარი. გვერდის ავლა სცადა, მტივნეულად ჩაფრენილმა ხელმა რომ შეაჩერა და კედელს ააკრა.
-ჩემთან ლაპარაკი დაგავიწყდა ნაკაშიძე? მილიმეტრებიც კი გააქრო მათ შორის.
-უნდა მახსოვდეს? ირონია გაურია ხმაში. აგიჟებდა... იცოდა, რომ ამით აგიჟებდა, მაგრამ მოსწონდა. ძველი თაია ისევ ბრუნდებოდა მასში.
-მაშინაც ასეთი იყავი. მუდმივად მეურჩებოდი და შემშალე. ახლა აღარ გამოგივა. ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი.
-არც ვცდილობ. იცრუა
-არც ეცადო, წაგებული შენ დარჩები და შესაძლოა მეორე ბავშვით.
ფრაგმენტებად ამოუტივტივდა ქალს წარსული და დიმას სიტყვების გაანალიზების შემდეგ კაცი იქ აღარ დახვადა. ტუჩზე იკბინა...
-ჯანდაბა. დაგროვილი ჰაერი ფილტვებიდან გამოუშვა და საწოლზე წამოჯდა. ახსოვდა ბაბლუანს ყველაფერი. ის დღე, რომელმაც შეცვალა ორივეს ცხოვრება კარგად ახსოვდა. ამ ფაქტმა გაახარა თაია. უნებურად დაისვა თითები ყელზე და რბილ საწოლს შეერწყა.
----
ვერ მიხვდა, როგორ ჩაეძინა მაგრამ მობილურის გულის გამაწვრილებელმა წკრიალმა მოიყვანა გონს. ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და ბაბლუანის ტელეფონს დააშტერდა. მისთვის ზედმეტად უსიამუვნო ადამიანი რეკავდა. არ უპასუხებდა, მაგრამ სულმა წასძლია და სანამ რამეს იტყოდა ქალმა დაასწრო.
-გელოდები დიმა, შენი საყვარელი თეთრი ღვინოც აქაა. საძირკველი მოერყა და საყრდენის გარეშე დარჩა ნაკაშიძე. სასწრაფოდ გათიშა მობილირი და უმისამართოდ მოისროლა.
-ასე გინდა დიმა? თეთრი ღვინო ხომ? მე შენ გიჩვენებ. კიბეები ჩაირბინა და სასადილო ოთახში მყოფებს მოავლო თვალი.
-მე მივდივარ, ლილე დედი, ელმა დაგაძინოს. დიმასთვის არც კი გაუხედავს, შვილს მოეხვია და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი. უკნიდან ადევნებულ ხმას ყურადღება არ მიაქცია. ეზოში გავიდა და ეცადა სწრაფად ჩაერბინა დაღმართი. უშედეგოდ. მაინც დაეწია კაცი.
-მოდი აქ. ისე დაითრია ქალის ხელი, რომ მასზე აწებებული აღმოჩნდა ნაკაშიძე.
-გამიშვი. უშედეგოდ გაიბრძოლა.
-დღეს რამე ხდება და არ ვიცი? კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა ხელი.
-გამიშვი ახლავე. ხელზე დაეჯაჯგურა კაცს, მაგრამ ძვრა ვერ უყო.
-დღეს ჩემთან ერთად მოდიხარ, ასე რომ შენი საქმე შემდეგისთვის გადადე.
-არ ვაპირებ. ხელი ძლივს გამოჰგლიჯა და ზურგი აქცია.
-გითხარი გასაგებად ხო? დიმას მაღალი ტემბრი მაინც აშინებდა ნაკაშიძეს.
-სად უნდა წავიდეთ?
-საქმიანი ვახშამია სოფიასთან.
-მართლა? საქმიან ვახშამზეც მხოლოდ შენს სურვილებს ითვალისწინებს ეგ ქალი? როდის აქეთაა შენი საყვარელი ღვინო თეთრი? ბრაზისგან მთელი სხეული უთრთოდა.
-ეჭვიანობ თაია? ამ ფაქტმა გაამხიარულა ბაბლუანი.
-ვეჭვიანობ? სასაცილო ხარ. ამის შემდეგ მეცოდინება, რომ მაქვს უფლება სხვა მამაკაცს გავანდო რა მიყვარს.
-მოდი აქ. მეორედ დაითრია ქალის სხეული და ხეზე მიკრულს ზემოდან დააჩერდა.
-მსგავსს სისულელეს კიდევ ერთხელ იტყვი და...
-და?
-აი ეს. საზღვარს გასცდა ბაბლუანი. მოწყურებული დაეწაფა ქალის ბაგეებს. გულის ფეთქვა ყურებში ესმოდა, სისხლის მოძრაობას გრძნობდა. სიმშვიდეს, სიყვარულს და ვნებას იტევდა ეს კოცნა. ქალის მონატრებამ ტალღებად დაუარა. მთელი სხეულით გრძნობდა, რომ სჭირდებოდა, რომ საშინლად უნდოდა ამ წამს. ვერ მიხვდა, როგორ გამოეცალა ხელიდან თაია.
-მეორედ აღარ გაბედო. ტუჩებზე ხელის გული გადაისვა და ცრემლიანი შევიდა სახლში.
-თაია. ელენა მიჰყვებოდა უკან.
-არ მინდა ლაპარაკი ელ.
-რატომ ტირი?
-ბიძაშენი ისეთი მხეცია, ღმერთო იმდენად...
-რა გააკეთა?
-მაკოცა. ისე საუბრობდა თითქოს რაღაც არაამქვეყნიური გაეკეთებინოს ბაბლუანს.
-არ მოგეწონა.
-მომეწონა. იმდენად მოულოდნელად წამოიყვირა, რომ აზრზე მხოლოდ ელენას მომღიმარი სახის დანახვისას მოვიდა.
-ჯანდაბა.. სახეზე ხელები ჩამოისვა და შეტრიალდა. ამ წამს საკუთარ თავს თვითონაც გამოუტყდა, რომ ყოფილი ქმარი ძალიან ენატრებოდა. ჩვევად ექცა ტირილი დიმას გამო. თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ ტიროდა.
-თათა, სახლში ხარ?
-კი, რა ხდება თაი?
-შენთან დავრჩები რა დღეს.
-მოდი.
ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა სჭირდებოდა. რას და რატომ აკეთებდა არ იცოდა. დიმას გვერდით სხვა ქალი აგიჟებდა. დიმა, რომ ეხებოდა მაგაზე ბრაზდებოდა. ვერ იაზრბდა რას და რატომ აკეთებდა. ფრთხილად ჩაიარა კიბეები, ეზო გაიებინა და დაცვის დანახვისას ფერები გადაუვიდა.
-ქალბატონო.
-ქალბატონოს გარეშე. აფთიაქში გავდივარ ორ წუთში აქ ვარ.
-ბატონი დიმა გაბრაზდება.
-იცის. ტყუილს ვერ იტანდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. კარის გაღებისთანავე გიჟივით გაიჭრა და სირბილით გაიარა გზა.
---
-არ არის ოთახში. ბაბლუანისთვის იმდენად შემზარავი იყო ეს ფრაზა, რომ მაშინვე წამოდგა ფეხზე.
-ლილე დააძინე დედა. ბავშვისკენ მიუთითა, რომელიც ცრემლებად იღვრებოდა.
-ასეთი უპასუხისმგებლო როგორ არის? შვილზე არ დარდობს საერთოდ.
-დიმა, მარტო უნდა ყოფნა. სჭირდება.
-რა სჭირდება ელ, რა? დავიღალე. ლილეს მიხედოს, წინ და უკან სირბილს.
-გგონია მისი მოვლა მხოლოდ მისი მოვალეობაა?
-რა გინდა, რომ გავაკეთო?
-დაიბრუნე თაია. არასწორ დროს სწორ სიტყვებს ამბობდა ელენა. რეალურად რთული იყო იმის გააზრება, რაც ახლა მათ თავს ხდებოდა. ერთ მხრივ ნაკაშიძეები, მეორე მხრივ თაია. ხანდახან წარსულში მომხდარიც კი უკანა ფლანგზე ინაცვლებდა და წინ ისევ ქალი იყო.
ნაცნობი ციფრთა კომბინაცია აკრიფა, გათიშული ჰქონდა. მანქანის გასაღებს დასწვდა და თავადაც სწრაფად დატოვა სახლი.
-რევაზ მე ვარ. პოლიციის განტოფილების უფროსს ესაუბრებოდა.
-ნომერს გამოგიგზავნი და როგორმე გამირკვიე ბოლოს ვის დაურეკა. სწრაფად მოქმედებდა... სწრაფადვე მიიღო პასუხი და თათა გიორგობიანია სახლთან იყო მალევე. მოგონებები აეშალა. გაახსენდა თაია, იმ კარიდან რომ გამორბოდა და ეხუტებოდა. თვალწინ დაუდგა ყველა ის მოგონება, რომელიც ამ სახლთან აკავშირებდა. გაეღიმა. აწყმოსგან განახვავებით, წარსული ძალიან ლამაზი იყო. რამდენ ჩხუბს, ეჭვიანობას და სიყვარულს შესწრებია კედელთან ამოსული წითელი ვარდი. თაიას ცრემლებს და დიმას გაგიჟებას. ხუთ წუთიან გაბუტვას და მაშინვე შერიგებას. მანქანა დატოვა. ის მანძილი, მანქანიდან კარამდე, იყო საოცრად ემოციური. ზარი დარეკა... ნეტავ ყველაფერი ისევ ისე ყოფილიყო, მაგრამ არ იყო... კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი ნაცნობი სილუეტის დანახვამ იმდენად გააგიჟა, რომ ნერვები ძლივს მოთოკა.
-ოჰოო, ბატონო დიმა. ცივად გაუღიმა.
-რატი... ხმა ჩაეხრინწა. ბრაზი ახრჩობდა.
-როგორ ხარ მეგობარო?
-თაია სად არის? პასუხი არც დაუბრუნებია. მაშინვე ოთახს მოავლო თვალი.
-არ ეხხუბო, არ იცოდა აქ თუ ვიყავი.
-არაფერი მიკითხავს მგონი. ხელით გასწია და სახლში შეაბიჯა. დივანზე მჯდარ ქალს გახედა. მობუზული იჯდა, თავდახრილი.
-დიმა. თათას ხმაზე ნაკაშიძემაც ასწია თავი.
-გამარჯობა. შესამჩნევად გაუღიმა გიორგობიანს და თაიასკენ წავიდა.
-გვიანია უკვე, სახლში წავიდეთ.
-არ მინდა. გვერდით გაატრიალა თავი.
-ლილე ვერ იძინებს. იცრუა. არ უნდოდა გარშემომყოფებისთვის რეალური მიზეზი გაემხილა, რატომ იყო აქ. სიბრაზე ძარღვებში დასდიოდა. რატის დაჟინებულ მზერას თაიასადმი გრძნობდა.
-კარგი. ფეხზე წამოდგა. მეგობარს გადაეხვია და ისე გავიდა რატისთვის არ შეუხედავს.
-არ ეკამათო დიმა, რატის აქ ყოფნა არ იცოდა.
-ნახვამდის თათა. ნაძალადევად გაუღიმა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
უკან იჯდა. მობუზული, ისევ სუსტი და უმწეო. არაფრის თავი არ ჰქონდა. სარკიდან უყურებდა, თვალებით ჭამდა მას კი ერთხელაც არ შეუხედავს.
-სადამდე ვიტანო შენი ბავშვური ქცევები? საბოლოოდ ისევ კაცმა დაარღვია მანქანის სალონში გამეფებული სიჩუმე.
-არ გთხოვ, რომ აიტანო. მხრები აიჩეჩა.
-ნუ გამაგიჟებ უარესად.
-რა გაგიჟებს დიმა? რა არის ისეთი, რამაც შეიძლება შენ გაგაგიჟოს? მე ვფიჟდები. იმის წარმოდგენაზე, რომ ის ქალი შენთვის უკრავს როიალზე მაგიჟებს. შენ? რა გაგიჟებს? რატის ისევ ნახვა? დამიჯერე, ისე ვერ გაგიჟდები, როგორც მე.
-ჯანდაბა, სოფიაზე ეჭვიანობ.
-ვერ მიხვდები. იცი რატომ? იმ ქალის მზერას ვერ გრძნობ. მე ვიგრძენი, შენს გამო ყველაფერს გააკეთებს.
-გააკეთოს.
-შენ ეს მოგწონს. ისევ ისე თავხედურად მოგწონს ეს ყველაფერი, როგორც მაშინ.
-სულელობ. ბრაზისა და სიხარულის ტალღები უცლიდნენ ბაბლუანს.
წინ წასულს უკან მისდევდა. სულისშეხუთვამდე უხდებოდა ქალს კლასიკური სამოსი. ოთახში შევიდა და კაციც შეჰყვა. სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის მოიქცია და ქალს შეხედა.
-რაო იმ სი*მა? სხვათაშორისად ამოილაპარაკა.
-ხვალ შემხვდიო. მოსაცმელი გაიხადა.
-ვეღარ შეხვდები. ქალის წინ იჯდა, გაღიზიანებული ღერს ღერზე ეწეოდა და თვალებით ჭამდა შავ ქვედაბოლოსა და თეთრ პერანგში გამოწყობილს.
-ვერ ამიკრძალავ. წყალი მოსვა ნერვიულობა, რომ არ შეემჩნია.
-შემიძლია გავაქრო. ხომ იცი, რომ გავაკეთებ? არავის მისცე უფლება თუნდაც შენი სუნამოს სურნელი შეისუნთქოს თორემ გავაქრობ. ფეხზე წამოდგა. ოთახის სახელურს დასწვდა, გაჩერდა და უკან მობრუნდა.
-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც მავიწყდება. თავზე ხელი გადაიტარა და ქალისკენ წავიდა. რეაგირებაც კი ვერ მოახერხა ნაკაშიძემ ისე მიიმწყვდია კაცმა.
-მიეჩვიე, რომ მხოლოდ ეს მამშვიდებს. უხეშად დასწვდა ქალის ბაგეს. ნელ-ნელა სიუხეშე სინაზემ ჩაანაცვლა. ამ კოცნაში ატევდა ყველაფერს ბაბლუანი.
-ვერავინ ვერასდროს შემიცვლის შენს ტუჩებს... ქალის ტუჩებთან ამოილაპარაკა და გახევებული დატოვა საძინებელში..
--
ფიქრებში ჩაძირული იდგა ეზოში და სივრცეს გაჰყურებდა. თითებს შორის სიგარეტის ღერი მოექცია და ნერვიულად უშვებდა ნიკოტინს ფილტვებში. რაღაც ცუდის მოლოდინში სახლში მყოფთა მშვიდ ძილს დარაჯობდა. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, მაგრამ მაინც მოლოდინის რეჟიმში იყო. ღამე იყო იდუმალებით სავსე. მთვარეს შავი ღრუბლები უშლიდნენ ხელს ნათებაში. გასროლის ხმაზე დაიძაბა და სიგარეტის ღერი მოისროლა. აქედან შორს უნდა ყოფილიყო, რომ მათ არაფერი გაეგოთ. მალევე ჩაუყვა დაღმართს და კართან შეჩერებულ ნაკაშიძეზე მწარედ გაეღიმა.
-მეგონა გეძინა. ხელები მომუშტა..ეს ქალი მარტივად ახერხებდა მის გაგიჟებას
-ახლავე გამიშვან, გოგასთან უნდა წავიდე. ხმას ვერ იმორჩილებდა თაია.
-იარაღი დააგდე, შეიძლება შემთხვევით კიდევ გაგივარდეს. მხარში დაჭრილ დაცვის უფროსს გახედა.
-ან გამიშვებ ან გესვრი. შეურაცხადს ჰგავდა.
-დღეს ყველამ ჩემს ნერვებზე თამაში გადაწყვიტეთ? გილოცავ, შენ ყველაზე კარგად გამოგივიდა. დააგდე იარაღი.
-გამიშვი.
-ღამეა. იცი სად მიდიხარ?
-ვჭირდები გოგას, დაჭრილია. ცუდადაა გესმის? მთელი ძალით მოისროლა იარაღი და ახლა თავადაც დაჭრილ ორბელაძეს უყურებდა.
-ღმერთო, გთხოვ მაპატიე. მე არ მინდოდა... შემთხვევით გამივარდა... ცრემლები წასკდა.
-არაფერია ქალბატონო.
-წადი შეიხვიე, დანარჩენს მე მივხედავ.
ქალისკენ წაიწია და მოეხვია. არ შეწინააღმდეგებია. დამშვიდების ეს ხერხი ისევ ჭრიდა თაიაზე.
-მითხარი სად წავიდეთ. თმებზე დაუსვა ნატიფი თითები.
-მისამართს გზაში ჩამიგდებენ.
-კარგი. ქალის ნებას დაჰყვა. ვეღარ უძლებდა მის ტანჯვას. ჩამუქებულ ცის ქვეშ ორიოდე ავტომობილი თუ მოძრაობდა. დაძაბული მართავდა მანქანას. თავიდანვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ეჭვები კიდევ უფრო გაუღრმავდა უკან ადევნებულ მერსედესის მარკის ავტომობილს რომ მოჰკრა თვალი. მიმართულება შეცვალა. სავალ გზაზე მოუხვია და ძალიან სწრაფად გავარდა მცხეთის მიმართულებით. მთავარი იყო დასხლტომიდა მათ. შეშინებულ ქალის ხელი ხელში მოიექცია და საკუთარ სითბოს უნაწილებდა.
-დიმა რას აკეთებ? დამფრთხალი იყურებოდა. შიში სახეზეც აღბეჭდვოდა.
-მოგვსდევენ. უკან გაიხედა და უნებურად თაიამაც იქით მიაპყრო ყურადღება. ნათელი იყო, რომ ნამდვილად ბაბლუანის მანქანას მოჰყვებოდნენ.
-ესეიგი მომატყუა, გოგამ მომატყუა. გამწარებულმა გაიღიმა და საქარე მინას გაუშტერა მზერა. იმის გააზრებამ, რომ საკუთარმა ძმამ გაყიდა გული შეუკუმშა. არ იყო ამის ღირსი.
-არაფერზე იფიქრო. დავუსხლტებით და მერე მე და შენ ვილაპარაკებთ.
-რა არის სალაპარაკო? ჩემმა ძმამ, რომლის გამოც ბედნიერება დავკარგე, გამყიდა. არ მინდა. შეგიძლია იხარო ამ ფაქტით...
-თაია გთხოვ. დაღლილმა გადახედა.
-შენგან წასვლა ყველაზე გაუმართლებელი საქციელი იყო დიმა... ვერ გაიგებ როგორ ვიყავი.. ვერ მიხვდება ვერავინ, რომ მის მერე ადამიანი აღარ ვარ.. მარტო შენ არ გტკენია. მარტო შენ არ იტანჯებოდი. ლილეს ვერ ვუყურებდი. იმდენად გგავს, იმდენად შენნაირია არ მინდოდა შემეხედა. დანაშაულის გრძნობა ყელში მიჭერდა. ავიტანე გესმის? უსამართლოდ ნასროლი ტალახი ავიტანე. მაგრამ მთავარია ჩემი ძმა ცოცხალი იყო გესმის? ეს იყო მთავარი. ახლა კი.. ახლა ვხვდები, რომ გამომიყენეს. შენს გასაგიჟებლად გამომიყენეს და მე შტერმა ამის უფლება მივეცი.
-არ გინდა ამაზე ფიქრი. დამშვიდდი.
-მეფიქრება. მხრები უთრთოდა. ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
-ჯანდაბა სულ ასე ტირი? მგონია სხვა ადამიანი ხარ. დააბრუნე ჩემი თაია... იმხელა სითბო იხატებოდა ბაბლუანის სიტყვებში.. სულს უთბობდა თაიას. მისი მზერა აღარ იყო ისეთი ცივი და დაუნდობელი, როგორიც თავიდან. მოუხედავად იმისა, რომ თავადაც დაჭიმული ჰქონდა სხეული, ქალს არ ანახვებდა, რამდენად რთულად იყო საქმე. საკუთარი თავის გამო არ ეშინოდა, იცოდა რამე, რომ მოსვლოდა ეკატერინე ვერ გადაიტანდა. საკუთარ ოჯახზე ფიქრობდა... შვილზე, რომელსაც მხოლოდ ფრაგმენტებად დაამახსოვრდებოდა მამა და თაიაზე... საკუთარი თავი დაიჭირა ბაბლუანმა და აზრი აღარ ჰქონდა უარყოფას. ძალიან უყვარდა თაია. მის თითოეულ უჯრედს სიგიჟემდე უყვარდა ეს ქალი და ახლა მზად იყო, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვა. ბეღურასავით მობუზულს ხანდახან გადახედავდა და ვერ გრძნობდა ვერც ზიზღს, ვერც ბრაზს.
-ორი მანქანა მოგვსდევს დიმა.. პანიკაში ჩავარდა.
-დამშვიდდი. მოვაგვარებ... ცდილობდა ნერვიულობა დაემალა. მარტო, რომ ყოფილიყო არ იდარდებდა, მაგრამ ახლა თაიასთან ერთად, ნაკლებად სურდა ნაკაშიძეების ხელში აღმოჩენილიყო. ყველა ალტერნატივა განიხილა თითქმის და ბოლოს ისევ ვიწრო გასავლელეზე არჩია გზა.
-თავი მოიმაგრე კარგი? ხელი მოუჭირა და ელვის სისწრაფით მოუხვია მარცხნივ. მისი გათვლით მანევრირებას ვერ მოასწრებდნენ და თვალთახედვიდან დაეკარგებოდათ. ასეც მოხდა.
მანქანა ჩამოიტოვეს და ნაცნობ გზას დამდგარი, ემოციების მოზღვავებას გრნობდა. არ იცოდა, როგორ დაეწყო... მაინც დაძაბული მართავდა და ყველა ლანდს ეჭვის თვალით უყურებდა. კარგად ჰქონდა ეს გზა დამახსოვრებული თაიასაც. აქ საუკეთესო წლები ჰქონდათ გატარებული ცოლ-ქმრის რანგში. ყველაფერი აქ დაიწყო და ძალიან მნიშვნელოვანს წარმოადგენდა ამ ორისთვის ამ სახლის თითოეული აგურიც კი.
-პირველად, რომ აქ მოგიყვანე არ მჯეროდა. თათასგან ვიცოდი, რომ რაღაც გრძნობები გქონდა, ვიცოდი, რომ ჩემი სიყვარული ცალმხრივი არ იყო, მაგრამ მეშინოდა. ჩემთვის რომ უარი გეთქვა, რომ არ გყვარებოდი, არ ვიცი რას გავაკეთებდი. იცოდი ვინც ვიყავი, მეც ვიცოდი... ვიცოდი, რომ ლომის ხახაში ვყოფდით თავს, მაგრამ არ შეგვშინებია. მე არ მეშინოდა, მაგრამ შენ რომ კი მითხარი არ მჯეროდა. ლილეს თავს ვფიცავარ მაშინ აქ შემცვალე. იმ წამს, როდესაც მითხარი ,,თანახმა ვარ", დიმა ბაბლუანი თავიდან დაიბადა. მაშინ აქ კოტეც იყო. ყველა იყო, ვინც მიყვარდა. და რაც მთავარია, იყავი შენ... ჩემი ქალის სტატუსით.
-დიმა... სიყვარული ახრჩობდა ნაკაშიძეს.
-პირველად რესტორანში რომ შევედით, ეგოისტურად მიხაროდა შენების ბოღმიანი თვალები და კიდევ იფრო გორგაძესი. მისი დაჭიმული სხეული ჩემი გამარჯვება იყო. შენი თავი წავართვი რატი გორგაძეს. მერე მივხვდი, რომ სისულელე იყო. მთავარი ის კი არ იყო ვის გამოვგლიჯე შენი თავი, მთავარი შენ იყავი. შენ ნადავლი არ ყოფილხარ. მაგის გააზრების შემდეგ კიდევ უფრო შევიცვალე. გავაფრინე... იღიმოდა. თვალები უციმციმებდა და მოგონებებისგან მაქსიმალურ სიამუვნებას იღებდა.
-ბოლოს ლილეზე, რომ გითხარი მაშინ გააფრინე. თაიაც იცინოდა. დიმას რეაქციის გახსენების შემდეგ ორივე ხმამაღლა იცინოდა.
-რატომ დაგვემართა ჩვენ? მთელი სხეულით მისკენ იყო შებრუნებული და მის თითოეულ ამოსუნთქვას ითვლიდა..
-იმიტომ, რომ დინების საწინააღმდეგოს წავედით. დაგვიჭირა და დაგვამტვრია. სიგარეტის ღერს ნერვიულად მოუკიდა. რეალურად მარტივი არ იყო გასააზრებლად ის ყველაფერი, რაც მოხდა. გულის ნადები ბოლომდე არასდროს მოშორდებოდა. ამძიმებდა წარსულის შავი ლაქა, მაგრამ იმდენად დიდი და მუქი იყო, ვერაფერს უხერხებდა.
-ვერ მაპატიებ, მე კი პატიებას არ გთხოვ... სიჯიუტე იმდენად ჰქონდა გამჯდარი, იმდენად არ უნდოდა სუსტი ყოფილიყო, რომ ყველანაირად ცდილობდა დაემალა ფაქტი, რომ დიმას გვერდით ძალიან სუსტი იყო.
-რატომ აფუჭებ ყველაფერს? ღიმილით გადახედა ქალს. თავადაც კარგად ხვდებოდა რატომ ჯიუტობდა ნაკაშიძე.
-უბრალოდ წინასწარ გითხარი. მხრები აიჩეჩა.
-შენი პატიების თხოვნა თუ იმ საშინელ დღეს უკეთესს გახდის მაშინ უნდა ითხოვო პატიება, მაგრამ ოდნავადაც არ შემსუბუქდება იმ დღეს მოხდენილი. არც გეტყვი, რომ პატიება უნდა მთხოვო. შენ თუ აპატიებ შენს თავს ეგეც საკმარისია. -ყველაფრის მიუხედავად იცოდა თაიას სუსტი ადგილი, იცოდა, რომ ვერ აპატიებდა საკუთარ თავს ჩადენილს.
-აღარასდროს გავხდებით ერთი ოჯახი. ცრემლი ვერ შეიკავა
-ჩემთან იცხოვრებ სიკვდილის ბოლო წამამდე. ოჯახის არსი ერთ კედელში ცხოვრება არაა. მაშინაც ოჯახი ვიყავით ცალ-ცალკე, რომ ვცხოვრობდით და ახლაც. ჩვენ პირველივე დღიდან ოჯახი ვართ თაია... ქალის დამშვიდებას ახერხებდა. იქ, იმ ეზოში, თაია ისევ ისე მშვიდად იყო და უყურებდა ასევე მშვიდად მყოფ მამაკაცს. სიგარეტის გამონაბოლქვი და ბაბლუანის სუნამო საოცრად ერწყმოდა და ქალის სასუნთქ ორგანოს აგიჟებდა.
-ლილეს ძმა უნდა. დიმას მომღიმარ სახეზე თავადაც გაეღიმა.
-ავუხსენი, რომ არ ეყოლება.
-მე არ ვარ წინააღმდეგი. აგიჟებდა... თაიას გამომეტყველებას აკვირდებოდა, რომელიც მალევე შეიცვალა. ქალის სარკისებრ თვალებს, რომლებშიც საოცარ სიყვარულს და ვნებას ხედავდა ბაბლუანი.
-ბანძურად მთხოვ შერიგებას დიმა.
-არა. გულიანად გადაიხარხარა და მთელი ტანით ქალისკენ შებრუნდა.
-ამ წამს შენთან სე*სი შემომთავაზე.
-ხო, ჩემს ცოლს ამ წამს შევთავაზე, რომ მეორე შვილი მინდა.
-შენც ცოლს? განქორწინებულები ვართ დიმიტრი.
-როგორც დიდებული ელი იტყოდა: ,,უფლის წინაშე ჩემი ცოლი ხარ"
-ანუ ახლა, რომ გაკოცო არ შევცოდავ?
-შეგიძლია კოცნასაც გასცდე. ერთმანეთს იწვევდნენ, დიმას ვნებისგან სავსე მზერა თაიას თითოეულ უჯრედს წვავდა. კაცის თითები, რომლებიც მის თეძოსთან შეჩერდნენ და თაიას კვნესა...
-ჯანდაბა... ქალის სხეული სწრაფად მოიქცია ზემოდან და გახელებული წაეტანა მის ბაგეებს. მონატრება ორივეს საოცრებებს აკეთებინებდათ. ქალის თითოეული ამოძახილს, თრთოლვას და გახშირებულ გულის ცემას გალაქტიკიდან გაჰყავდა ბაბლუანი. მონატრებულ სხეულს ისაკუთრებდა. იმას, რაც ისედაც მას ეკუთვნოდა.
-დიმა სირცხვილია. კაცის ბეჭებს ჩაფრენილმა სათქმელს ძლივს მოუყარა თავი.
-მარტო ვართ.
ბოლო ფრაზა, რომელმაც ავტომობილში გაიჟღერა ეს იყო. მერე იყო მონატრებისგან და სიყვარულისგან ამოძახილი ბგერები, ორი ყველაფრისგან მოწყვეტილი სხეული და კაცის პირიდან წამოსული სანატრელი სიტყვა.
-მიყვარხარ. იმ წამს რა იგრძნო ნაკაშიძემ ვერავინ გადმოსცემს. ვერ აგიხსნით მის სხეულზე დავლილ ჟრუანტელს. ცრემლებს, რომლებიც არ იყო უბედურების. კოცნას, რომელიც დიდ სიყვარულს იტევდა. აფეთქებულ ვულკანს, რომლის შემადგენლობაც მხოლოდ სიყვარული და მონატრება იყო. თავიდან დაიბადა ნაკაშიძე. ბედნიერება ისე აკლდა, რომ ამ მცირეხნიან გაფრენითაც კმაყოფილი იყო. სულ ცოტახანს ორივე მოსწყდა ყველაფერს..
-ახლა რა იქნება? კაცის გულზე ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა.
-შევრიგდით. თმებზე დაუსვა თითები
-არ მინდა. მერე დესპოტი გახდები, მე ვეღარ შეგეწინააღმდეგები.
-რატომ? ხალისობდა
-იცი, როგორ უნდა მმართო.
-არ გმართავ.
-კი. მაშინაც ასე მეუბნებოდი, ოღონდ გამომყევი და შენს ცხოვრებაში არ ჩავერევიო.
-არ ჩავრეულვარ.
-ჩაერიე. გაგახსენებ, რომ უამრავი ცუდი გააკეთე.
-თუ იმ რატის გულისხმობ, ვნანობ, რომ არ გავაქრე
-დიმა გეყოს. დაუბღვირა და ხელები მოაშორა
-ჯანდაბა. რატომ იცავ? არ ჩავერეოდი, მისი დამპალი სული რომ არა. დაგავიწყდა?
-შემეძლო მომეგვარებინა.
-ჩემი ქალი გერქვა, ჩემი გესმის? რატი ვერ ილაპარაკებდა მასე. რა გინდა მშვდად ვმჯდარიყავი, როდესაც ის ტიპი შენთან თერაპიას გადიოდა?
-ჩემი სამსახური იყო, შეგახსენებ.
-სწორია, იყო. აღარ იქნება. თუ მუშაობა მოგინდება მაგ პროფესიით მითხარი. მოგიყვები ქალზე, რომელმაც შემშალა და მკურნალობა მჭირდება.
აღარაფრის თქმა აცალა, ისევ იყენებდა საკუთარ ხრიკებს ბაბლუანი, რომელიც მოძველებული იყო, მაგრამ თაიაზე მოქმედებდა...
---
სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ. საშინელი სიჩუმე იდგა. დაცვის წევრები არ ჩანდნენ. თაია მჭიდროდ აიკრა სხეულზე და სახლში შეაბიჯა. ბედნიერება გაქრა. მაშინვე გაქრა, როდესაც ელენას შეხედა, მერე მის დას და ბოლოს სისხლის წვეთებს იატაკზე. კითხვა ვერ გაბედა. ვერ გაბედა ეკითხა სად იყო ლილე.
-რა მოხდა? თაიამ უშველა. გული საშინლად ჰქონდა
-გაეთრიე. ნიას ხმამ ისე დაიგრგვინა, რომ კიდევ უფრო დაზაფრა ყველაფერი.
-დედა გეყოს. ელენა წავიდა მისკენ მაგრამ ამაოდ. ნაკაშიძისკენ წასული მხოლოდ დიმამ გააჩერა.
-არ შეეხო. ცუდად იყო ბაბლუანი
-იცავ? იმ ღორების შვილს იცავ დიმა? ადამიანებმა, რომლებმაც ჯერ მამა წაგვართვეს და ახლა დედა? სიტყვებმა გული გაუხვრიტეს ბაბლუანს. ისე შებარბაცდა, ცოტაც და წაიქცეოდა. კადრებად გაიარა ეკატერინემ თვალწინ. ქალის სითბომ და სიყვარულმა. მისმა ლამაზმა თვალებმა და ღიმილმა. ყველაფერმა ჩაუარა და ბოლოს სისხლისწვეთებზე შეაჩერა მზერა. დედის სისხლი იყო. ქალის, რომელმაც ქვეყანას მოავლინა. ქალის, რომელმაც ადამიანად აქცია. თვალები დაებინდა. ვერაფერს აღიქვამდა, ვერც თაიას ხელებს, ვერც ლილეს, რომელიც ბებოს ეძახდა.
-ვაჩეს დაურეკე ელ. უთხარი ეკატერინე აღარ გვყავსთქო. როგორ მოახერხა ამ სიტყვების გადაბმა ვერ მიხვდა. ყველას თითები მოიშორა მხოლოდ ლილესკენ წავიდა. შვილის სხეული ხელებში მოიქცია და აკოცა.
-არ იდარდო მამი. არც იტირო, ბებო გაგვიბრაზდება. ძლივს იმაგრებდა თავს, რომ არ წაქცეულიყო. მთელი მისი არსება ბოღმას დაეფარა. სული ღრიალებდა.
-მოვიდეს ბებო, დამაძინოს. ვერ ხვდებოდა პატარა ბაბლუანი ვერაფერს. თაია მიეშველა. ბავშვი გამოართვა და მხოლოდ ერთი წამით შეხედა დიმას. ზიზღის მეტი ვერაფერი დაინახა.
-წავიდეთ ლილ. მობუზულმა აიარა კიბეები.
-გაეთრიოს აქედან. ზურგიდან ნიას ხმა ესმოდა. მსხვრევის ხმა, ღრიალის, მაგრამ დიმასი არა. დიმა აღარ იყო იქ...
---
კაბინეტის კარი დახურა და ჩაიკეცა. მამის გარდაცვალებაც არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დედა ყავდა. ქალი, რომელმაც ზურგი გაუმაგრა. ტკივილი გადააგორებინა. ეკატერინემ საკუთარი სითბოთი და სიალალით შეძლო ოჯახის ფეხზე დაყენება. ახლა ქვეყანა ჩამოექცა თავზე. ნომერ პირველი ქალი დაკარგა ცხოვრებაში ბაბლუანმა. დედას ვერაფერი ცვლის. სულის ღრიალს გრძნობდა და საშინლად სტკიოდა. სხეული დაბუჟებული ჰქონდა, თითქოს სისხლიც აღარ მოძრაობდა.
ტუმბოზე შემოდებულ ფოტოს გახედა. მამის და დედის ბედნიერ ფოტოს და გული შეეკუმშა. ვეღარ ნახავდა დედას. მობილურის წკრიალი, ისევ უდროო დროს. არ უპასუხებდა, რომ არა ნაცნობი, საზარელი ნომერი.
-2-1 ბაბლუანების ლეკვო. მაშინ ცხადად იგრძნო შურისძიების წყურვილი.
-დამელოდეთ... გაუთიშა და სადღაც მოისროლა. ფეხზე წამომდგარი ლომივით ღრიალებდა და ყველაფერს ანადგურებდა. ბოლოს სრულიად დამახვრეული იყო ყველაფერი, მხოლოდ მშობლების ფოტო იყო მრთელი.
-დამელოდეთ ძაღლებო! ხელები სახეზე ჩამოისვა, საიდანაც ბლანტი სითხე ჟონავდა.
---
ყველაზე მძიმე იყო დაკარძალვის მომენტი. მშობელს საკუთარი ხელით აყრიდა მიწას. ზურგიდან წამოსული უამრავი ვერსია აგიჟებდა, მაგრამ მათთვის პასუხის გაცემაც კი არ ღირდა.
-იცოდე, რომ მიყვარხარ. მამას ჩაეხუტე, მოუყევი ჩვენზე. ბოლოჯერ შეეხო ქალის გაყინულ სხეულს და ღრმა ორმოში ჩაშვებულს პეშვით მიაყარა მიწა. ფეხზე ადგა, თვითონაც ვერ ხვდებოდა, საიდან ჰქონდა ამხელა ძალა და ხალხისკენ მიტრიალდა. იმდენად ყალბი ეჩვენა ყველაფერი, ღებინების შეგრძნება ყელში მოაწვა. თაიას გახედა. თავდახრილი იდგა ქალი და სხეული უთრთოდა. ამ წამს მხოლოდ ეზიზღებოდა ეს სხეული, ეს არსება სძულდა. მისკენ წასული მტკივნეულად ჩააფრინდა და მანქანისკენ წაიყვანა.
-დიმა. ხმა წართმეულმა მხოლოდ ამის თქმაღა მოასწრო. მტკივნეულად,ააკრა მანქანის კარზე და ზემოდან დააჩერდა. ჩაშავებული უპეები ჰქონდა კაცს. იმდენად გამოფიტული იყო...
-ლილეს დატოვებ და წახვალ.
-დიმა გთხოვ..
-არ გაბედო რამის თქმა. სახლში არ მიხვალ, ლილეს ვერ ნახავ გესმის?
-კარგი. როგორც გინდა.
აზრი არ ჰქონდა რამის თქმას. გაცეცხლებული იყო. ტკივილი მართავდა.
-ბაბუაშენს გადაეცი, რომ ცოცხლად დავმარხავ მის ოჯახს. თვალებში შეხედა, რომელიც აღარაფერს მეტყველებდა გარდა ტკივილისა. მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად დატოვა სასაფლაო, სადაც სული ეხუთებოდა.
იწყებოდა ახალი შურისძიების ეპოქა. ასპარეზზე კვლავ ბაბლუანი და ნაკაშიძე...
----
გაგიჟებული, ცხოვრების უსამართლობით გაბოროტებული სწრაფად მიაქროლებდა მანქანას ბნელ ქუჩაზე. რამდენიმე გამოცლილი ბოთლი იქვე ეგდო. ერთიც ხელში ეჭირა და თითქმის უგონოდ მთვრამლა ნავსაყუდელი ხორცისფერ კართან ნახა. არ უფიქრია შედეგებზე, არ დაფიქრებულა რას უკეთებდა საკუთარ თავს ან თაიას. დაუფიქრებლად გადავიდა ავტომობილიდან და ზარი დარეკა. ერთი წამით რომ დაფიქრებულიყო, არ იზამდა. საკუთარ თავს არ გაიმეტებდა ამისთვის. ნამძინარებმა გაუღო კარი. მოკლე პენუარში გამოწყობილი იმდენად მიმზიდველი ეჩვენა, რომ მაშინვე მოიმწყვდია ქალის სხეული.
-დიმა. სოფიას ხმამ მოიყვანა გონს.
-ჯანდაბა. ირონიულად გაიღიმა და ლეპტოპს გახედა, საიდანაც საკუთარი ფოტო უმზერდა.
-ძველი ფოტოებია, ვშლიდი. თავი იმართლა,მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
-მართალი იყო ნაკაშიძე. გიყვარვარ სოფია? ერთი თავით დაბალს ზემოდან დაჰყურებდა. მის განცდებს, ემოციებს, საერთოდ ყველაფერს სახეზე მოეყარათ თავი.
-არ გინდა დიმა. ცრემლი შეიმშრალა და კიდევ უფრო მჭიდროდ შეიკრა თხელი ხალათი
-ერთხელ გნახა, ერთხელ და საკმარისი იყო იმის სათქმელდ, რომ გიყვარვარ. ამდენი წელია ერთად ვმუშაობთ. თაიამდე შენ გიცნობდი და მე ვერ გავიაზრე, ვერ მივხვდი...
-მნიშვნელობა არ აქვს. არ გყვარებივარ და მაგიტომ.
-გგონია ახლა შემიყვარდები? თაიას მსგავსი სუნამოთი თავს ამირევ? ერ დაემსგავსები. ჩემგან შვილი ჰყავს, ჩვენი შვილია. როგორ დაემსგავსები სოფია?
-გთხოვ. კანკალებდა... თვითონაც ცუდად იყო და ბაბლუანის ნათქვამი სიტყვები ბოლომდე ანადგურებდა.
-მიყურებდი, უბედურს, გულმოკლულს, საცოდავს და ერთხელაც არ გიცდია მომხვეოდი. არ გიცდია თაია ჩაგენაცვლებინა. რატომ?
-დიმა...
-მიპასუხე რატომ? გგონია არ შეგეძლო? ის ჩემი წყევლაა, იქნებ გამოგსვლოდა..
-დამშვიდდი. თაიას ვერავინ მოერევა დიმა. სწორად აღნიშნე თქვენ ლილე გყავთ, რომელმაც მთელი ცხოვრებით დაგაკავშირა თაიასთან. მე კი არა ვერც ერთი ქალი შეძლებს მოერიოს თაიას შენში.
-მეზიზღება. სასმელის ბოთლი ფანჯრის მიმართულებით გაგზავნა.
-მეზიზღება ასე ძალიან, რომ მიყვარს. ჩაიკეცა და თან გაიყოლა ქალის სუსტი სხეული, რომლის მკლავებიც მაშინვე მოეხვივნენ, მაგრამ სიმშვიდე ვერ იპოვა.
-დედაჩემი მოკლეს. გუშინ შევრიგდით, მეგონა ყველაფერი ლაგდებოდა, მაგრამ... ამის დედაც...
-დამშვიდდი დიმა. გაივლის. თაია არაფერ შუაშია.
-როგორ შეძელი? მის მკლავებში მისვენებული ქვემოდან შეჰყურებდა ქალს, სიძლიერის ეტალონს.
-შენგან მცირედი ყურადღება, რომ დამენახა ვიბრძოლებდი დიმა. ოთხი წელი არ გყავდა ნანახი თაია, მაგრამ მის გარდა სხვა ქალით არასდროს დაინტერესებულხარ. უთავმოყვარეო არ ვარ, ვიბრძოლო იმისთვის, რაც ჩემი არაა. შენ თაიასი ხარ. მისი ხარ დიმა...
აქაც გიჟდებოდა. ყველგან იყო ნაკაშიძე. ქალი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და უფრო მეტად სძულდა ახლა.
-გავაგდე... ლოდი მოიხსნა. სოფიასთან სიმძიმე ჩამოიხსნა.
-დააბრუნებ. თქვენ ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილი.
-წავალ. ფეხზე ძლივს წამოდგა. ბარბაცით გაუყვა დერეფანს და კართან გაჩერდა. შეტრიალდა და სოფიას გახედა, რომელიც უყურებდა.
-ჩემზე ბევრად კარგს იმსახურებ სოფია. გაუღიმა და წავიდა. რაღაც ნაწილს დარჩენა უნდოდა, მაგრამ წავიდა. წავიდა იქ, სადაც შვილი ელოდა. ფრთხილად აიარა კიბის საფეხურები. თითო საფეხური კიდევ უფრო დიდ ტკივილს იტევდა. აღარ დახვდა მისაღებში მჯდომი დედა, რომელიც მოეხვეოდა. მხოლოდ სამარისებრი სიჩუმე და ანთებული სანთელი ეკატერინეს ფოტოსთან. ისე შეზიზღდა იმ წამს ცხოვრება, რომ კარგს ვეღარაფერს ხედავდა. ნელა აიარა კიბე. ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ იცოდა დერეფნის ბოლოს დატოვებული იმედი გამოაცოცხლებდა. ლილე მისცემდა ძალას. ფრთხილად გაიარა დერეფანიც და კარი შეაღო. გაშრა. ცარიელ ოთახს თვალი კარგად მოავლო და შემდეგ იქვე დადებულ სიფრიფანა ფურცელს მოჰკრა თვალი, რომელსაც სიო აფარფატებდა. მძიმე ნაბიჯებით მივიდა მაგიდასთან და თაიას ნაწერი იცნო.
-,, ვიცი ახლა მოხვედი და ბრაზობ ჩემზე. ბრაზობ და გძულვარ, რომ წაგართვი სიმშვიდე. წაგართვი დედაც და მამაც. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ დამნაშავე დიმა, მაინც ვიდანაშაულებ თავს. მეორედ მივეცი მათ ჩემი გამოყენების უფლება. ეკატერინე ჩემთვის სამაგალითო ქალი და დედა იყო. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ჩვენ დიმა? ჩვენ კიდევ იქნება? არ ვიცი. მაპატიე ულიელობა. ვერ დავტოვებდი. შენგან ეს ერთი რამ დამრჩა და ვერ დაგიტოვებდი. მიყვარხარ ბაბლუნო"-არ უნდოდა ცრემლი, აღარ უნდოდა ტკივილი, მაგრამ ახლა ულილეობა კი არა უთაიაობა უჭერდა კლანჭებს. ქალს ცხადად ხედავდა, როგორ წერდა. ორ ადგილას თაიას დაცემულ ცრემლსაც კი ხედავდა და სხეულში დავლილ გაურკვევლობას ვერაფერს უხერხებდა.
სიბრაზე, ბოღმა, სიგიჟე ერთდროულად მოიაწვა და არც დაფიქრებულა ისე გაიხურა კარი. მიდიოდა, თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ მიდიოდა. ლილეს წამოსაყვანად? ეგ ბოლო ვარიანტად განიხილებოდა. დაღლილი იყო, ემოციები ახრჩობდნენ. სიმთვრალე მართავდა. გიჟივით მიჰყავდა მანქანა ნაცნობი კორპუსის მიმართულებით. მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოსჭვიოდა სინათლე. დაინახა და ბარბაცით აიარა კიბე. ზარი დარეკა და კედელს მიეყრდნო. ელოდებოდა... მძიმე კარის იქიდანაც კი იგრძნო თაიას მაუბუქი ნაბიჯები. გული აღარ ემორჩილებოდა. საკეტის ხმამ მოიყვანა გონს და კარს იქით მდგარმა სუსტმა სხეულმა.
-შენ როგორ გაბედე? მისკენ წავიდა.
-დიმა. ზურგით შეტრიალდა და გზა განაგრძო. მისაღებში აღმოჩნდნენ.
-ლილე არ ნახოთქო ხომ ვთქვი? ხომ გითხარი ნაკაშიძე? ფეხზე ძლივს იდგა
-ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა. შეგიძლია ოთახში შეხვიდე და დაწვე. ლეპტოპი ისევ მუხლებზე დაიდო და დიმა აღარ შეიმჩნია.
-თაია. უკვე იღრინებოდა ბაბლუანი.
-ჯანდაბა ლილეს გამიღვიძებ. პირზე ხელი ააფარა და საკუთარი სიახლოვით გააბრუა კაცი.
-ან დამშვიდდები ან წახვალ დიმა.
-რის მიღწევას ცდილობ? გგონია გამოგივა ჩემთან მაგარი გოგო იყო?
-თუ ლილეთი მანიპულირებას დაიწყებ, თუ მისით გადაწყვეტ, რომ მატკინო მეც იგივეს ვიზამ. ჯერ კიდევ გუშინ, იმ სახლის ეზოში, რომელშიც ჩვენი ისტორია დაიწერა შევრიგდით. მე და შენ გამოვუტყდით საკუთარ თავებს, რომ ერთმანეთი გვჭირდებოდა. და მერე? მე დამადანაშაულე დიმა? მხოლოდ იმიტომ, რომ დიახ არჩევნის უფლება არ მაქვს და ნაკაშიძე ვარ. გინდა არ გინდა ასეა. მაშინაც ხომ იცოდი?
-სახლში, რომ ვყოფილიყავი გადავარჩენდი გესმიის? გადავარჩენდი. ყელზე შემოხვია თითები. იმდენად სჭირდებოდა ეს ქალი, რამდენადაც ვერ იაზრებდა.
-ეკატერინეს მაინც მოკლავდნენ. ეს ომი განაახლე დიმა და ახლა მზად იყავი მსხვერპლისთვის. სხვას ნუ ადანაშაულებ...
-ესეიგი მე ვარ დამნაშავე? მიდი ბოლომდე გამანადგურე და მითხარი, რომ მე ვარ დამნაშავე.
-დიახ. თაიას სიტყვებმა გაანადგურა. საკუთარი თავი სხვისი თვალით დაანახა. განა მან არ განაახლა ყველაფერი? სახლის დაწვას რომ არ შეარჩენდნენ ხომ იცოდა? იცოდა, მაგრამ გააკეთა.
-გიყურებ და მინდა დაგახრჩო, დაგასახიჩრო გესმის?
-ჩემთან ძალის დემონსტრირებით ვერაფერს იზამ.
-ლილეს წავიყვან.
-არ გაბედო.
-ვეღარ ნახავ, არ მინდა ჩემს შვილს რომელიმე ნაკაშიძესთან კავშირი ჰქონდეს.
-მის ძარღვებშიცაა ქართლოსის სისხლი ბაბლუანო. გინდა არ გინდა მთელი ცხოვრება დაკავშირებული ხარ.
-ნუ მაგიჟებ. მისკენ მიიწია. საყვარელ სხეულს უყურებდა. თვალებს, რომლებიც უთანაგრძნობდნენ, ამხნევებდნენ. მხოლოდ თაიას თვალებში კითხულობდა სათქმელს. გადაშლილ წიგნს ჰგავდა დიმასთან ნაკაშიძე.
-მიეჩვიე, რომ შენს ოჯახს მიწასთან გავასწორებ. არ დავინდობ არც ქართლოსას და არც გოგას. ჩემთან შენ არ გაბედო ლილეთი მანიპულირება და არ მთხოვო რამე. ზღვარს გასცდნენ, რომლის იქითაც დანდობა აღარ არსებობს.
გოგას ხსენებაზე ცრემლი მოაწვა ქალს. სხეული უნებურად აუტოკდა.
-თქვენ წამოხვალთ სახლში. ბოდიშის მოხდას თუ ელოდები, არ ვაპირებ.
-არ წამოვალ.
-ჩემს გაგიჟებას ცდილობ? ხმას ვერ იმორჩილებდა. მაშინ მოეგო გონს ლილეს ტირილი, რომ გაიგონა და დაფეთებული წამოდგა. ოთახისკენ მიმავალ ქალს უკან გაჰყვა.
-აქ ვარ ლილე. ქალის მკლავები მოეხვია ბავშვს. გაინაბა. დედა იყო წამალი. ისევ განაგრძო ძილი პატარა ბაბლუანმა.
-თაია. მაინც არ ტყდებოდა ბაბლუანი.
-არჩევანი უნდა გააკეთო, ან შურისძიება და ან ჩვენ დიმა. კანკალებდა. კაცის მზერა აშინებდა კიდევ უფრო მეტად ვიდრე ოდესმე.
-არჩევანი გავაკეთო? ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ღრმად შეისუნთქა ჰაერი. თავადაც უჭირდა თაიას ამ მდგომარეობაში ნახვა.
-ვერ ხედავ რა გვიყავი? ღრიალებდა.. ცრემლებმა ჯებირები გადმოკვეთეს. ქალს სულის ტკივილი ნიაღვარებად სდიოდა ღაწვებზე.
-ან ჩვენ ან შურისძიება.
-თაია.
-აირჩიე. ოთახის კარი დახურა. საკეტის გადატრიალების ხმაზე მიხვდა ბაბლუანი, რომ ახლა არაფერს ჰქონდა აზრი. სახლი სწრაფი ნაბიჯით დატოვა და დაჭრილი მხეცივით გავარდა გარეთ. თავსხმა იყო. ნაბიჯები წინ გადადგა და წვიმას შეერწყა. სწრაფი წვეთები ღრიალით ეცემოდნენ სახეზე. ცა იქცეოდა. ფიქრები აშლოდა. წარმოსახვაში მომღიმარი ლილე ჰყავდა, რომელიც ეძახდა, რომელსაც სჭირდებოდა. გულისა და გონების ჭიდილი ჰქონდა იმ წამს და ერთ გარდამტეხ წამს საკუთარი თავი დაიჭირა, რომ შურისძიების შემდეგ არაფერი შეიცვლებოდა. გაუშვებდა თაიას, სამუდამოდ დაკარგავდა. შურისძიება შვებას არ მიჰგვრიდა, პირიქით, კიდევ უფრო მეტად დაამძიმებდა. ვერ დააბრუნებდა ვერც დედას ვერც მამას. ნაკაშიძეების სიკვდილი შვებას არ მოუტანდა. ხვდებოდა ბაბლუანი, რომ მათთვის სიკვდილი შვებულებაში წასვლას ჰგავდა. მობილური მოიმარჯვა. დაზეპირებული ციფრთა კომბინაცია აკრიფა და დაელოდა.
-ხვალ შეახსენეთ ბატონ ნაკაშიძეს, ვისია მათი ჰოლდინგის 55%. მათ მიერ გადაწყვეტილი ყველა საქმე ჩაშალე, ყველა ინვესტიციაზე უარი თქვი.
ბოროტმა ღიმილმა გადაირბინა სახეზე და კუთვნილ ავტომობილში მოთავსდა.
--
დილით თვალი, რომ გაახილა თავის საშინელი ტკივილი იგრძნო. ფეხზე ზლაზვნით წამოდგა და მხოლოდ მაშინ გაარჩია ოთახი, რომელშიც ეძინა. ეკატერინესი იყო. ქალოს სუნამოს სუნი ისევ ტრიალებდა ოთახში. სავარცხელი, რომელიც ჯერ კიდევ ისე იდო, როგორც ქალმა დადო. ყველაფერი ისევ ისე იყო ერთი განახვავებით. თვითონ აღარ იყო. რა უცნაურია. ვყოდულობთ მივთებს, ვამბობთ, რომ დროებითია, მაგრამ თურმე დროებითენი ჩვენ ვართ. არ ვიცით, როდისაა ჩვენი ბოლო. ეს ის ნივთები იყო, რომლებიც დროებით ჰქონდა ბაბლუანების ქალბატონს, მაგრამ ნივთები დარჩა.
-მენატრები უკვე. ქალის პორტრეტს დააკვირდა. უზადო გარეგნობას. თვალებს, რომლებიც ფოტოდანაც კი დიდი სიყვარულით იმზირებოდნენ. მოულოდნელად წამოდგა, სწრაფი ნაბიჯით გაიარა ოთახი და ქვემოთ ჩავიდა. ყველა იქ, რომ ნახა ამოისუნთქა.
-ბიძია. ელენა შავებში ისეთი უცნაური იყო.
-ელ. ოდნავ გააპო ბაგე და მათკენ წავიდა.
-თაია არ არის.
-ვიცი.
-ისევ მას ნუ დაადანაშაულებ.
-არავის ვადანაშაულებ საკუთარი თავის გარდა.
-მაშინ რატომ არ არის აქ? მას შეუძლოა გიშველოს დიმა. სხვა ვერ შეძლებს მოგერიოთ შენ და შენს ტკივილს.
-ნუ ფსიქოლოგობ ელენა. დედის რეპლიკას ყურადღება არ მიაქცია მხოლოდ დიმას უყურებდა.
-კიდევ ერთხელ თუ დააბრალებ მას ეკატერინეს სიკვდილს ამ სახლიდან მეც წავალ. იცი რატომ? აღარ იქნები ჩემთვის სამაგალითო კაცი, რომელმაც იცის შავის და თეთრის გარჩევა.
მიმავალს უყურებდა. ბოღმა ყელში ეჩხირებოდა. თაიას დანაკლისს კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობდა.
-ნუ მიაქცევ ყურადღებას.
-არ გინდა ნია, არ გინდა. პირთან თითი მიიტანა გაჩუმდის სანიშნებლად და თავადაც აირბინა კიბეები.
----
ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმა იგვლივ ყველა ხმას ახშობდა და გველეშაპივით გადაწვებოდა ხოლმე, წუთის ინტერვალით ბნელ ცაზე. წვიმის მსხვილი წვეთები გაზაფხულის დაბრუნებას და არეული მარტის შემობრძანებას აღნიშნავდნენ და ღრიალით ეცემოდნენ დედამიწაზე.
გარეთ იდგა, როგორც ყოველთვის, სიგარეტით ხელში და ბუნების მელოდიას უსმენდა. მონატრება ყელში უჭერდა. მთლიანად შებოჭილი იყო, მაგრამ არ ნებდებოდა. საკუთარ სისუსტეებს თავადაც ებრძოდა და ამის კარგი გამოხატულება სწორედ ის იყო, რომ ერთი კვირა იწურებოდა რაც თაია არ ენახა. ბოლოს ერთად გატარებული ღამის სითბო ისევ სხეულზე ჰქონდა მოფარებული და ტკბებოდა მისით. ქალის კონტურების გახსენება მის გადარეულ ბუნებას კიდევ უფრო აგიჟებდა და ამ ყველაფეის ჩახშობას კვლავ ალკოჰოლით ცდილობდა.
-ცოტაც და ალკოჰოლიკი გახდები. ვერ გაიგო, როდის მიუახლოვდა ელენა.
-შენ კი ჯადოქარი. ეცადა გაეღიმა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ელისთან ვერ დაემალებოდა საკუთარ გულისთქმას.
-ლილეს ელაპარაკე? მწვანე თვალები შეანათა კაცს და დიმაც მაშინვე გადაშლილ წიგნს დაემსგავსა, რომელშიც უკვე კითხულობდა ქალი სასურველ ინფორმაციას.
-არა. სიგარეტის ნამწვავი უსასრულობაში გადაისროლა.
-როგორ მინდა, რომ მესმოდეს შენი, მაგრამ ვერ ვიგებ, ვერ ვხსნი რა გიტრიალებს მაგ თავში. ისევ თაიას ადანაშაულებ დიმა?
-არ ვიცი. საქმე ისაა, რომ ახლა მხოლოდ ჩემს თავს ვადანაშაულებ ყველფერში. იმ ღამეს სხვაგვარად უნდა ყოფილიყო. იმ ღამეს მე და თაია შევრიგდით. მეგონა დასრულდა ელ. ამის დედაც, მეგონა ბედნიერებამ ისევ მოიცალა ჩემთვის, მაგრამ სულ ტყუილად.
-ჯერ შენ მოიცალე შენი თავისთვის. ვერ ხედავ, რომ დაიკარგე? თაიას გარეშე ვერ იქნები ბიძია.
-არ მინდა მისი ნახვა. კატეგორიული იყო ბაბლუანი
-რატომ?
-იმიტომ, რომ მახსენებს ჩემს შეცდომას. მახსენებს ჩემს საქციელს, როგორ დავადანაშაულე ის ყველაფერში. ჩემზე მეტად ისაა გარემოებების მახვერპლი. მე კი საქონელი ვარ, სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ საკუთარ თავზე.
-კარგია, რომ ხვდები. ზურგი აქცია და წავიდა. ისევ მარტოდ დარჩენილს კვლავ აეშალა მოგონებების კორიანტელი და მათში ჩაძირულმა იქვე მონახა სავარძელი. დაჯდა და თვალები დახუჭა.მოგონებებში ჩაძირული, თითის ბალიშებით ეხებოდა წარსულს და თითოეული წამის გახსენებაზე ტანში სასიამუვნო ჟრუანტელი უვლიდა. არავინ იყო გარშემო. მხოლოდ ის და უამრავი მოგონება. ცხადად ხედავდა თაიას, ბედნიერ ოჯახის წევრებს... თვალები გაახილა და თავით შეეჯახა მწარე რეალობას.
-ამის დედაც. მწარედ დააჭირა კბილები ერთმანეთს და მონატრებისგან გაგიჟებულმა აკრიფა ნაცნობი რიცხვთა კომბინაცია. რამდენიმე ზუმერის შემდეგ ქალის დაღლილი ხმაც გაისმა ყურმილში.
-ოდესმე დასრულდება? კვლავ თვალები ჰქონდა დახუჭული და ქალის აჩქარებულ სუნთქვას ყელთან გრძნობდა. თითქოს იქ იყო იმ წამს.
-დავასრულოთ ნაკაშიძე. ამის დედაც უშენოდ ვერ ვსუნთქავ. ქალის სუნთქვა კიდევ უფრო გახშირდა და ბაბლუანის ნორმალურობა კვლავ ეჭვის ქვეშ დადგა. გააფრინა დიმამ. მონატრება კიდევ უფრო მძაფრად იგრძნო ვიდრე ოდესმე.
-კარი არ დაკეტო, მოვალ... ვეღარ გაუძლო ქალს, ვერ მოერია საკუთარ სულში არსებულ ვულკანებს. გონება, გული, სხეული სამივე თანხმდებოდნენ, რომ ამ წამს ქალი უნდოდა. მხოლოდ ამ წამს კი არა სამუდამოდ. სჭირდებოდა, რომ ესუნთქა. გვიან გაანალიზა ბაბლუანმა, რომ გვარმა, რომელიც ასე ეზიზღებოდა მისთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი ადამიანი არგუნა. თაია უკვე დიდი დოზით იყო დიმაში და ახლა კიდევ უფრო მეტად უყვარდა ქალი ვიდრე ოდესმე. სწრაფად მოიძია გასაღები და აჩქარებული ნაბიჯით გაიარა მანძილი სახლიდან მანქანამდე. აზრები, მიზნები მხოლოდ თაიასკენ იყო მიმართული და იმ წამს სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. ელვა კვლავ გადაწოლილი იყო თბილისის ცაზე. მხოლოდ მისი მანქანა მიქროდა ცარიელ ტრასაზე. გზაში აზრებს აწყობდა თუმცა მის სულშიც ისეთივე ქარიშხალი ტრიალებდა, როგორიც გარეთ და დალაგებულს მაშინვე ურევდა. ნაცნობი შენობის დანახვაზე კიდევ უფრო აუჩქარდა გული და თინეიჯერი ბიჭივით აუკანკალდა ფეხები. გადავიდა ავტომობილიდან და ჩვეულებისამებრ ახედა კორპუსს, რომლის მეცხრე სართულიდან გამომკრთალმა შუქმა სუნთქვა შეუკრა. ელოდებოდა ნაკაშიძე და ამის გააზრებამ ერთიანად გააბედნიერა. კიბეები აიარა, არ დაღლილა. მოზღვავებულ ემოციებს გრძნობდა.
მომენტი ზარის დარეკვიდან კარის გაღებამდე იყო ყველაზე ამაღელვებელი და მერე, მერე იყო სიმშვიდე. თაიას დანახვამ გაგიჟებული, აფოფრილი სული დაუმშვიდა. გულის ცემა დაურეგულირდა და მხოლოდ ის გაიაზრა, რომ თავის მკლავებში მოემწყვდია სანატრელი სხეული. ეს წამი იყო ყველაფრის დალაგების. ყველაფერი საკუთარ კალაპოტში დაბრუნდა თითქოს. ქალის ათრთოლებულ სხეულს გრძნობდა, მის ცრემლებსაც, რომლებიც მხრებს უსველებდნენ.
-მამა. ლილეს ხმის გაგონებაზე ბედნიერება გაორმაგდა და დროებით გაათავისუფლა მკლავებიდან თაია.
-პრინცესა. შვილისკენ გადადგა ნაბიჯები და სწრაფად აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-მამა ჩუუ, ის ექიმი აქაა. ხელახლა დაუარა სიგიჟის ტალღამ და ირონია აღებეჭდა სახეზე.
-დიმა გთხოვ. ქალის ვედრების მიუხედავად თვალები მაინც სარკისებრი გაუხდა და მძიმე ნაბიჯებით შეაბიჯა მისაღებში.
-ბატონო დიმა. მაშინვე წამოდგა ფეხზე ლაშა და კაცს გაუწოდა ხელი.
-ვიზიტისთვის ძალიან გვიან ხომ არაა? ხელისთვის ხელი არ შეუგებებია. ზიზღი დასთამაშებდა სახეზე.
-დიახ, მაგრამ ლილეს ანალიზების პასუხი უნდა მომეტანა. თავი იმართლა კაცმა.
-ლილეს ანალიზების პასუხისთვის შეგეძლოთ ჩემთვის დაგერეკათ.
-მაგრამ თაია დედაა და,ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა მას ენახა.
-ამის დედაც. რა არის უკეთესი ის, რომ შენც ნახე ჩემი ცოლი? ვეღარ იტევდა ბრაზს..
-ბატონო დიმა, არ მინდა თქვენთან დაპირისპირება, მაგრამ თაია თქვენი ცოლი აღარაა.
-რა უნდა მოვკლა? თაიას გახედა. თვალებში აწვებოდა ბრაზი.
-ლაშა გთხოვ.
-მივდივარ. ქალს გაუღიმა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი.
-მამიკო არ იყვირო. შვილის სუსტი მკლავები მოეხვია.
-არ ვიყვირებ. უბრალოდ შენ და დედას წასაყვანად მოვედი. ქალს უყურებდა, თვალსაც კი არ აშორებდა. მის დაძაბულ სხეულს მეტრის იქიდანაც გრძნობდა.
-ელისთან? ბავშვის მხიარულ ხმაზე თავადაც გაეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-წავალ თოჯინას ავიღებ. ოთახში გაიქცა ლილე. მარტოდ დარჩენილი თაიას ახედა და ფეხზე წამოდგა.
-ყველანაირ ურთიერთობას გაწყვეტ იმ სი*თან. ერთადერთი ექიმი არაა, რომელიც ლილეს ანალიზების პასუხს გააკონტროლებს. ახლოს იდგა. ქალის გახშირებულ სუნთქვას ყელთან გრძნობდა.
-ჩემი მეგობარია დიმა. ღრმად ამოისუნთქა და ეცადა მტკიცედ მდგარიყო.
-გკითხე? რა მეგობარი თვალებზე ეტყობა, რომ ერთი სული აქვს შეგეხოს. ვერ ხვდები?
-ის ექიმია. ჩემი შვილის ექიმი.
-არ მაინტერესებს. გაწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას.
-მართლა? მე არ მაქვს უფლება ვიმეგობრო კაცთან, რომელსაც მოვწონვარ და შენ? ხომ არ გავიწყდება, რომ სოფია ის ქალია რომელსაც გაგიჟებით უყვარხარ და ცნობისთვის შენი მდივანია. მითუმეტეს მე არ გავრბივარ დეპრესიის დროს ლაშასთან.
-შედარებაა საოცარი. სოფია ვაბშე სხვა განზომილებაა და ეგ სი*ი სულ სხვაა. გებღაუჭება, იცის, რომ ჩემი ხარ და მაინც.
-მესაკუთრეობის სინდრომს ებრძოლე. რაც შეეხება ჩემს წაყვანას, აღარ მოგცემ უფლებას ნივთივით მომისროლო ბაბლუანო. მარტო შენ არ გტკივა, სხვასაც სტკივა და ამის გააზრება ისწავლე. ახლა თუ წამოვალ, ვეღარ შეძლებ ჩემს გამოგდებას. თუ არ მოგეწონება ჩემი იქ დანახვა, შეგიძლია, აივანზე დაიძინო.
-სწერვა თაია ჩართე? ხალისობდა ქალზე.
-რა შუაშია? ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა და ოდნავ შეაღო ფანჯარა.
-გცხელა? ახლოს იდგა და ღრმად ისუნთქავდა ქალის სურნელს.
-დიმა. კაცის ტუჩების შეხებაზე მოდუნდა და მისკენ შეტრიალებულმა საკუთარი ბაგე კაცისას მიაწება. მონატრებამ ორივეს სხეულში გაიდგა ღრმა ფესვები.
-არ მყოფნი. შუბლით ეყრდნობოდა ქალს.
-ნეტავ სულ ასე იყო დიმა. წვრილი თითებით კაცის მხრებს ჩადრენილი აზრზე მხოლოდ ლილეს ხმამ მოიყვანა.
-მზად ვარ. ქურთუკს იცვამდა და თან აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა მშობლებს.
-მამა აღარ გამოგვიშვა რა იქიდან. ვერ ვიძინებ უშენოდ. ლილე სინდისზე ფეხს ადგამდა ბაბლუანს და ამ ყველაფრის გააზრებამ გული კიდევ უფრო მოუკლა.
-აღარ. მორჩა ჩემო პრინცესა.
-წავიდეთ დედა.
-ახლავე. დაბნეულო იყო თაია. ვერ იაზრებდა ახლა წასვლა სჯობდა თუ დარჩენა. ძალიან უხაროდა დიმას მოსვლა და ისიც, რომ სახლში მიჰყავდა, მაგრამ იგივეს განმეორების შიში კვლავაც კლანჭებს უჭერდა მის გონებას.
სახლში შესულს უცნაურმა გრძნობამ დაუარა და სიცარიელემ კიდევ ერთხელ ატკინა გული. ნია არ მისალმებია, ზედაც არ შეუხედავს.
-ოჯახის მზე დაგვიბრუნდა. ელიმ ლილე აიტაცა ხელში და ბიცოლასაც მოეხვია.
-გვენატრებოდი მე და დიმას. სულ ოდნავ გააპო ბაგე და დიმას ღიმილზე თავადაც გაეღიმა.
-მეც მენატრებოდი ელ. გულწრფელად გაუღიმა და დაბღვერილ ნიას თვალი აარიდა.
-მკვლელებსაც ვაბრუნებთ უკვე? მაინც მოშხამა ნიამ და დიმას ყვირილზე ყველა შეხტა.
-ნია გეყოს. დაასრულე ეგ სისულელე, თუ ვინმეა დამნაშავე მე ვარ და შეგიძლია, ეგ გესლი ჩემკენ მომართო.
-რომ არა ეს ქალი სახლში იქნებოდი იმ ღამეს. დედას სისხლს ვერ ვაპატიებ. ცრემლიანმა აიარა კიბე.
-არ მიაქციო ყურადღება, ღრმა დეპრესიას ებრძვის.
-არაუშავს. ვიცი, რომ ძნელია დედის გარეშე ყოფნა. სევდიანად გაიღიმა და დაძაბულ შვილს მოეხვია.
-ლილეს ეძინება. დიმას უყურებდა თვალებში.
-ადი ჩვენს ოთახში. ეს უკვე ბევრს რამეს მიუთითებდა. ამ სამ სიტყვაში ყველფერი გარკვეული იყო და უშფოთველად აიარა კიბეები. კარის გაღებისთანავე საყვარელი სურნელი შეეფეთა და ღრმად ჩაისუნთქა დიმასეული ჰაერი. ყველფერი ისე იყო, როგორც დატოვა.
-დედა... ლილე უკვე ძილბურანში იყო გახვეული.
-დაიძინე პრინცესა. შუბლზე მიაწება ტუჩები და მის გვერდით დაწვა.
დაღლილობას თაიასთვისაც წაერთმია თავი. ჩაძინებული დიმას ცხელმა ტუჩებმა გამოიაევიძეს, რომელიც შანთივით ედებოდა მის სხეულს. ლავიწებზე მიწებებულმა ტუჩებმა და ცხელმა სუნთქვამ გონება აურია და დაუფიქრებლად მოხვია კაცს მკლავები.
-აღარ გაგიშვებ.
-აღარ წავალ. კაცის შემდეგ მოქმედებას ბგერების ამოძახილოთ შეხვდა და მთლიანად მამაკაცზე მინდობილი გადაწვა საწოლზე.
-მინდა, რომ გამლანძღო. მიყვირო და არა ასე ჩამადნე ხელებში. ზემოდან დაჰყურებდა ქალოს უნაკლო სხეულს.
-რამეს შეცვლის დიმა? არ ვაპირებ მსგავსს არაფერს.
-მიყვარხარ. ერთმანეთში ჩაიკარგნენ. სიყვარულის მორევში ჩაძირულებმა დაკარგეს აწმყოს შეგრძნება და თავი გადაეშვნენ იქ, სადაც ყველაფერი ლამაზია.
---
დილით გაღვიძებულს გვერდით თაია, რომ დახვდა სახე გაებადრა და ქალის გაბუშტულ ტუჩებს დასწვდა.
-არ მყოფნი. თითებს მის სხეულზე დააცოცებდა და ქალის თითოეულ მიმიკას სწავლობდა.
-მანიაკი გახდი? გაიცინა და შემოღებულ კარში მდგარ პატარა სხეულს გაუსწორა თვალი, რომელიც ცრემლიანი თვალებით უმზერდა.
-მამა ჩამოდი სწრაფად, დედიკოს ბაბუა მოვიდა. ბედნიერება მაშინვე გაქრა. დიმას ბრაზნარევ სახეზე თვითონაც დაიძაბა და მაშინვე წამოდგა საწოლიდან.
-აქ დარჩი და ლილე არ გამოუშვა.
-დიმა
-გითხარი გასაგებად. თავს კარგავდა, როდესაც საქმე ნაკაშიძეებს ეხებოდათ. შარვალი ამოიცვა და მაშინვე ჩაიარა კიბეები. მისაღების შუაგულში იდგა ჯოხით ხელში და ირონიულ მზერას ატარებდა ყველგან.
-აქ რა გინდა?
-შენ რა გინდა შე ღორო? შეეშვი ჩემს კომპანიას. ანგარიშის გასწორებას შეეშვი.
-შევეშვა? დედაჩემის სიკვდილი არ შეგრჩებათ.
-უარესი მოხდება.
-უარესი? ამაზე ურესი რაღა უნდა იყოს?
-შეეშვი კომპანიას დიმა. არ გეყო რაც მოხდა?
-დამპალო ნაბი*ვარო. მისკენ წასულმა დაუფიქრებლად ჩაავლო საყელოში ხელი და გარეთ მისიანად გავიდა.
-არ გაბედო ოდესმე ამ სახლში ფეხის დადგა.
-ღორმა ბაბუაშენმა წაგვართვა ეს სახლი. შენ რა იცი რა გადამატანინა მან? რა იცი, როგორ წაართვა შენმა საამაყო მამამ ჩემს შვილს საცოლე. ტყვიასავით გავარდა ეს სიტყვები. დიდი მტრობის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. ეკატერინე. ქალი, რომელიც ვერ გაიყვეს. სხეული დაეჭიმა. კაცს უყურებდა და ზიზღი კიდევ უფრო ნეტად ემატებოდა.
-არ მჯერა შენი. ცინიკური იყო.
-იკითხე ბაბლუანო. ჯოხი დაარტყა და კოჭლობით წავიდა გასასვლელისკენ.
ყველაფერი აერია დიმას. გონებაში ძლივს დალაგებული ისევ აქა-იქ ქაოსურად გაიფანტა.
-ამის დედაც. შეკრული მუშტი მინის მიმართულებით გაიქნია და მინაც კრისტალებად დაიშალა. აგიჟებდა ყოველი ახალი საიდუმლო.
-დავიღალე. ამოიღმუილა და სისხლიან ხელს დააჩერდა, რომლიდანაც ზანტად ჟონავდა ბლანტი სითხე.
---

სიბნელეში იჯდა. დარდებს ვისკი უხშობდა და მოხეთქილ ემოციებს კალაპოტს უცვლიდა. მზერა გაშტერებული ჰქონდა ეკატერინესა და კოტეს სურათზე და გაწბილებული უყურებდა მამის მომღიმარ სახეს. იმდენად ყალბი ეჩვენა ყველაფერი, იმდენად დიდი ფარსი, რომ მწვავე გულის რევამ ყელში საცეცები მოუჭირა. გვერდით გადადებულ ძველ ტყავის დღიურს გადაატარა მზერა. სიძველისგან აქა-იქ ნახეთქები ჰქონდა, მაგრამ დიდ ისტორიას ინახავდა. თითები დაუსვა და ფრთხილი მოძრაობით გადახსნა. თვალწინ ოცდაათი წლის წინანდელი გადაეშალა. ისტორია, რომელიც დიდი სიყვარული ეგონა. პირველ გვერდზე დაწერილმა გვარმა მოკლა. ნაწილებად აქცია და თვალებზე მოწოლილი იმედგაცრუება ცრემლებად გადმოეფრქვა.
-,,მე რომ ნაკაშიძე გავიცანი თექვსმეტი წლის ვიყავი. გამოუცდელი გოგონა, კონსერვატორიიდან. ვიოლინოს დავატარებდი ხოლმე. მეგიმ მითხრა, ნაკაშიძეს მოსწონხარო. იცი რა დამემართა? მოვწონდი კაცს, რომელიც ყველას უყვარდა, მაგრამ მე არა. პირველად ჩემს სახლის წინ შევამჩნიე, სიგარეტით ხელში ჩემს ფანჯარას უყურებდა. მეორედ კონსერვატორიის წინ დამხვდა, ნასვამი იყო და შემეშინდა. არაფერი უთქვამს, მზერით გამაცილა. ახლაც ცხელი ტალღა მივლის, როდესაც მახსენდება მისი მზერა. თავხედი იყო ნაკაშიძე. ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა დიდი თაიგულით და ასე დამერქვა არჩილ ნაკაშიძის გოგო. მაშინ მიქროდა ალბათ, მაგრამ მიხაროდა. ვერ ვიფიქრე, რომ მეორე მხარეს იდგა ჩემი სამუდამო სიყვარული, ღარიბი კოტე ბაბლუანი. ამბიციამ მძლია? არ ვიცი, საქმე ისაა, რომ მე მომწონდა ნაკაშიძის გოგოს სტატუსი. ახალი მანქანით სიარული, ვარდების თაიგული, ყველას ყურადღება. ეს მხოლოდ დასაწყისში. ხელის გულზე დამატარებდა. კონსერვატორია დავასრულე და მივიღე წინადადება. ცოლად მივყვებოდი ნაკაშიძეს და მომწონდა ეს ყველაფერი. სამზადისი ზღაპრული იყო. მერე? მერე მხოლოდ ნიშნობაზე გამოჩენილი კოტე ბაბლუანი და მამამისი მახსოვს. საბუთებით ხელში იყო დიმიტრი. ისე აირია ყველაფერი, ვერავინ გაიგო, როგორ გამიტაცა ბაბლუანმა."- სუნთქვა შეეკრა და წყალი მოსვა. მამა ავტორიტეტი იყო დიმასთვის, ძალიან დიდი ავტორიტეტი ახლა კი თითქოს მის თვალში აღარ ჩანდა კოტე დიდებულ ადამიანად . იცოდა ეს ისტორია ოღონდ არა ნაკაშიძეებთან დაკავშირებით და არც ასეთი ფორმით. ძლივს წამოდგა ფეხზე და ჰაერის ჩასასუნთქად ფანჯარა შეაღო. სხვანაირად უყურებდა ყველაფერს, ახლა დედაც კი აღარ იყო მისთვის წმინდა, რადგან არასდროს უხსენებია არჩილი. დედის კავშირი საძულველ ნაკაშიძეებთან მის არსებას ანგრევდა და კიდევ იფრო მეტ ეჭვს ბადებდა დიმაში. სიგარეტის ღერი ძლივს მოიქცია ტუჩებს შორის და სივრცეს გახედა. სიბნელე იყო ირგვლივ, მხოლოდ რამდენიმე ლამპიონი ცდილობდა გაენათებინა იდუმალებით მოცული ღამე. ფიქრებში ჩაძირულს ღრიალი, რომ შემოესმა მაშინ მოეგო გონს და გიჟივით გაიჭრა მისაღებში. მაშინვე ჰკიდა თვალი ცენტრში მდგარ გოგა ნაკაშიძეს და მის უკან გაავებულ დაცვის უფროსს.
-ვერ გავაკავეთ დიმა. მწუხარებით სავსე თვალებით შეხედა ბაბლუანს, მაგრამ ხელის ნიშანზე დაშოშმინდა და მაშინვე დატოვა სახლი. სისხლიანი თვალებით უყურებდა მის წინ მდგარს და ბრაზი მარწუხებს უჭერდა.
-რა გინდა? თვითონ დაიწყო საუბარი და უკნიდან წამოსული თაია ხელით გააჩერა.
-არ გაბედო ჩარევა. ცოლს გადახედა და, როდესაც მიხვდა, რომ თაია დაემორჩილა ისევ გოგას მიუბრუნდა.
-და დედა მოტ*ნულია სამყარო დიმიტრი. დღეს შენი მტერი, ხვალ შენი ძმა ხდება. ცუდად ენიშნა გოგას სიტყვები, მაგრამ ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა.
-თავ-ყბას გაგიერთიანებ აქედან ახლაცე თუ არ დაახვევ ნაკაშიძე. მისკენ წაიწი რამდენიმე ნაბიჯით და უკეთ დააკვირდა გადამთვრალს.
-ოპ,ოპ ძმაო, შენს უმცროს ძმას ასე გაიმეტებ? ტყვიასავით გავარდა ეს სიტყვები და გოგას ცინიკურ ღიმილზე სისხლმა აასხა.
-მოგკლა? მისკენ წაიწია.
-დიმა.. ზურგიდან თაიას ხმა ესმოდა, მაგრამ გაქვავებული, ჯიუტად მისჩერებოდა გოგას.
-გაიმეორე. ირონიით გაჟღენთილ ხმაში ტკივილის ტალღები გაკრთა.
-ძმები ვართ! ნაკაშიძეს ხმაშიც უდიდესი ირონია იღვრებოდა. გულის მინი შეტევა ჰქონდა ბაბლუანს. დღიურში ამოკითხულის შემდეგ ვერ გაიაზრა, ვერ მიხვდა, მაგრამ ახლა, როდესაც ამას გოგას ნათქვამი ემატებოდა, ეჭვები კიდევ უფრო უღრმავდებოდა.
-ბაბლუანი არ ხარ, ნაკაშიძე ხარ! შეტორტმანდა... საბოლოოდ დააბიჯეს ფეხი. თაიას გახედა, თუ ეს სიმართლე იყო, თუ მართლა ასე იყო, თაია მისი და გამოდიოდა. გაგიჟდა, მთელი სხეული დაეჭიმა. კანკალებდა, ვერ იმორჩილებდა კიდურებს დეენემის ხელში ასაღებად. იმდენად სუსტი ჩანდა, რომ დასახმარებლად ელი გაიწია და უთქმელად გახსნა ანალიზის კონვერტი, რომელიც დიმას ცხოვრებას განსაზღვრავდა. დიშვილის სახეზე აღბეჭდილ იმედგაცრუებას გრძნობდა და მერე ცრემლიანმა თვალებმა სათქმელი თქვა. საკუთარ ცხოვრებაზე გაეცინა და ახლად შემოსულ მაჩაბელს გახედა, რომელიც დიმას უყურებდა.
-თაიაზე დაქორწინების უფლება, როგორ მომცა? სხეული უთრთოდა. წინ თაიას ცრემლით გაჟღენთილი თვალები ედგა. გეგა, რომ დაიძრა მისკენ ხელით გააჩერა.
-ამიხსენით, როგორ მომეცით უფლება საკუთარი და მომეყვანა ცოლად? მხეცს ჰგავდა, ღრიალს უფრო და უფრო უმატებდა და გარშემო ყველაფერს ამსხვრევდა.
-ის ნაკაშიძე არაა დიმა. გეგას ხმაზე ისე გაღიზიანდა, რომ მისკენ გაწეულმა ძლიერად მოუქნი ხელი. მამის ტოლ კაცს, კოტეს საუკეთესო მეგობარს დაარტყა და ერთი წამითაც არ უნანია.
-ინდური სერიალია თუ რა დედის ტ*ვნაა? კედელთან ჩაცურდა და გარშემომყოფთ უკეთესად მოავლო თვალი. ჯერ კიდევ გააზრების პროცესში იყო. ყველაფრის გადახარშვის და ახლა არაფრის თქმას არ ჰქონდა აზრი. რა აგიჟებდა ის, რომ კოტემ დაუმალა თუ ის, რომ არჩილის შვილი იყო თავადაც ვერ ხვდებოდა.
-ყველა წადით! ხელით გასასვლელისკენ ანიშნა და თავი დაბლა დახარა. აზრები, ემოციები, გრძნობები-ყველაფერი ერთმანეთში ჰქონდა არეული და ახლა ამ ყველაფრის დალაგება სჭირდებოდა, რომ საბოლოოდ არ შეშლილიყო.
-გილოცავ ნაკაშიძეობას! გოგას ხმაზე დაიძაბა და წამის მეასედში დაფარა მანძილი მათ შორის. საყელოში ჩააფრინდა და ზიზღით გაჟღენთილი მზერა გაუსწორა
-არ მაინტერესებს, ვინ არის ჩემი ბიოლოგიური მამა, მე ერთ კაცს ვაღიარებ და ეს კოტე ბაბლუანია. ამიტომ სანამ მოთმინების ფიალა ბოლომდე ამევსო წადი აქედან. უხეშურად უშვა ხელი და მსუბუქი ხელის კვრით მიაგდო კართან. იმედგაცრუება ყელში უჭერდა და საშუალებას არ აძლევდა ესუნთქა.
დაცარიელებულ ოთახში გეგა რომ დაინახა, სიგიჟის ტალღამ კიდევ ერთხელ გადაუარა.
-კოტემ დედაშენი, რომ მოიყვანა და ორ თვეში მუცელი ოდნავ დაეტყო გაგიჟდა. უნდოდა და იმიტომ კი არა, რომ ეკატერინე პრსულად სხვისგან იყო, არა იმიტომ, რომ ორსულ ქალს ტკივილი გამოატარა დიმა. მაშინ უთხრა წადიო, თუ ნაკაშიძე ისევ მიგიღებს წადიო. არ მიიღო. იმ ნაბი*ვარმა საქვეყნოდ გამოუცხადა ბაბლუანის ბო*ი ხარო. არ იცოდა ორსულად, რომ იყო ეკატერინე. ისევ კოტემ წამოიყვანა. მაშინ სხვა ცხოვრება იყო, არც მშობლები მიიღებდნენ. მთელი ორსულობა იზრუნა დედაშენზე, შენს პირველ მოძრაობას, გულის ცემას, ყველაფერს იზეპირებდა. ერთხელ მითხრა ეს ბავშვი იმდენად ჩემია, რომ არ ვფიქრობ სხვა არაფერზეო. მერე დაიბადე. კოტემ სიხარულისგან გააფრინა ბიჭი, რომ გაჩნდა. ჯანდაბა ყველას შეშურდებოდა კოტესი. არ შეუმჩნევია არასდროს, რომ მისი ნაწილი არ იყავი. დათას გეფიცები, არასდროს უხსენებია ნაკაშიძე ეკატერინესთან. მერე შენც იცი. ,,მამას ბიჭი ხარო"-, სულ ასე მოგმართავდა. არ დაუშვა, რომ კოტეს გარდა ვინმეს აქვს უფლება მამაშენი ერქვას. ამხელა კაცი დიმას თვალ წინ ტიროდა. ენატრებოდა თავისი მეგობარი.
-თაიაზე, რომ გაიგო? რატომ მომცა უფლება? სიგარეტის ღერი ძლივს მოიქცია ტუჩებს შორის და ღრმად შეუშვა ნიკოტინი ფილტვებში.
-თაიაზე იცოდა, რომ ნაშვილები იყო. ეგ ერთი სიკეთე მაინც გააკეთა იმ ნაგავმა. მაჩაბელმაც მოიქცია სიგარეტის ღერი.
-ჯანდაბა გავგიჟდები! მთელი ძალით კიარტყა თავი კედელს და გიჟივით წამოდგა.
-მარტო მინდა ვიყო. აღარც შეუხედავს გეგასთვის. ფეხზე წამოდგა, თავი გაიმაგრა და მძიმე ნაბიჯებით გაიარა დერეფანი. ბოლო კართან შეჩერდა . შავი კარის იქით ისევ ცოცხლობდა კოტე დიმასთვის ახლა კი, თითქოს საერთოდ გამქრალიყო მისი არსებიდან. გასაღები გადაატრიალა და მოგონებების კორიანტელი მთელი ძალით შეასკდა დიმას არსებას. ყველაფერი ისე იყო, როგორც თავიდან. კოტეს სამუშაო მაგიდაზე ქაოსურად დაყრილი ფურცლები. სათვალე, რომელიც სულ აქა-იქ ეგდო. საწოლი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ბაბლუანის სურნელი... ყელში გაეჩხირა უსამართლობა და პირველად გაბედა მაგიდასთან მიახლოება. ზემოდან დააჩერდა საბუთებს, რომლებიც ქონებისა და მემკვიდრეების შესახებ იყო. ყველაფრის ბატონ-პატრონად დიმა ჰყავდა მოხსენიებული. ჭრილობები ისევ იხსნიდნენ პირს.
-იცოდი, დარწმუნებული ვარ იცოდი, რომ ეკატერინე ორსულად არჩილისგან იყო, ასე ძალიან გიყვარდა ის? ასე ძალიან, რომ საკუთარი შვილივით მიმიღე და მტრის ნაწილი სახლში აღზარდე? არ გისწავლებია მათი სიძულვილი, არჩილზე ცუდი არასდროს გითქვამს. რას მიაღწიე ამით? გითხრა? მე შემიყვარე და მეც მამად გაღიარე. შენ დაგინახე პირველად, პირველად მამა დავიძახე და ეს შენ არ გეკუთვნოდა. როგორ მიმიღე კოტე? როგორ არ გეწოდა ხელები, როდესაც ხელში აგყავდი? როგორ გაუძელი? პასუხები მჭირდება გესმის? პორტრეტს უყურებდა და მოწოლილი ბოღმა ახრჩობდა. მის სისხლში არცერთი გრამი ბაბლუანის სისხლი არ იყო და ეს ყველაფერი აგიჟებდა.
მთელი ღამე იჯდა და კოტეს ჩანაწერებს იზეპირებდა. კაცს თითოეული ეპიზოდი ჰქონდა აღწერილი. როგორ გაიარა დიმამ, როგორ დაუძახა მამა... იმდენად ემოციურად აღწერდა, რომ მის გუწრფელობაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა.
მზემ პირველი სხივები, რომ ესროლა დედამიწას მაშინ მოვიდა გონს და ფეხზე წამოდგა. ზომბს ჰგავდა. სახეზე არანაირი ემოცია აღარ ჰქონდა. კაბინეტი დატოვა და დერეფანი ფრთხილად გაიარა. მისაღებში მჯდარ თაიაზე შეცბა და თავი საშინლად იგრძნო. მოსკენ წავიდა, ქალსაც ეტყობოდა უძილობის კვალი. თვალები ჩავარდნილი ჰქონდა.
-დიმა. კაცის დანახვაზე მაშინვე წამოდგა და ვერ შეკავებულმა ცრემლებმა ჯებიერები გადმოკვეთეს.
-არ გინდა. ახლოს მიიწია კაცი და ცერა თითებით შეუმშრალა მარილიანი სითხე.
-არ ვიცი, რა ვქნა. ახლა გასაგებია მიზეზი, რატომ არ ვუყვარდი არავის.
-აღარ იფიქრო. დასრულდა კარგი? აღარ იქნებიან ჩვენს ცხოვრებაში.
-კი მაგრამ დიმა...
-არ გაბედო. ტუჩზე ხელი ააფარა. აღარ უნდოდა არაფრის მოსმენა.
-ადი დაიძინე, მალე მოვალ მეც.
-დიმა გთხოვ, სისულელე არ ჩაიდინო.
-ლილეს გეფიცები არაფერს ვიზამ, მალე მოვალ. შუბლზე მიაწება ტუჩები და მალევე დატოვა სახლი.
შურისძიება სისხლში მამოძრავებელ ძალად დასდიოდა და მანქანას მთელი სისწრაფით მართავდა. იცოდა სადაც მიდიოდა და რატომაც მიდიოდა ეგეც. ასე არ დაასრულებდა, არ იქნებოდა არასდროს ნაკაშიძე. მანქანა ნაცნობ შენობასთან დააპარკინდა და ირონიული ღიმილით ახედა მაღალ შენობას. გამანადგურებელ ომს დაიწყებდა, რომლის ნანგრევებშიც მხოლოდ ნაკაშიძეები მოჰყვებოდნენ. შენობაში შეაბიჯა...
ფერმკრთალი, გაგიჟებული ბაბლუანი ოფისის დერეფანში მიიკვლევდა გზას და გაოცებულ სახეებს არ იმჩნევდა. ბოღმა ერთიანად უჭერდა ყელზე მარწუხებს და ერთი სული ჰქონდა მიეღწია არჩილ ნაკაშიძის კაბინეტამდე. კარზე არ დაუკაკუნებია პირდაპირ შეაღო და გაცოფებულ კაცს თვალი თვალში გაუყარა. საძულველი იყო მისი მზერა, მხოლოდ ზიზღს გრძნობდა ბაბლუანი მის მიმართ.
-ერთხელ შეგეკითხები და მიპასუხებ! თითი გამაფრთხილებლად დაუქნია. უჭირდა ამ თემაზე საუბარი, იმის გაანალიზება, რომ თავად ბაბლუანი არ იყო, მაგრამ უნდა ეკითხა. უნდა სცოდნოდა, რომ ადამიანს დამსგავსებოდა ისევ.
-როდის გაიგე? ხმა ძლივს ამოუშვა.
-ეკატერინე ხელებში ჩამაკვდა, მაშინ მითხრა. ნერვიულად გააბოლა სიგარეტი ნაკაშიძემ.
-დაიმახსოვრე, რომ მე კოტე ბაბლუანის შვილი ვარ და ისევ მტრად მიმიღე. საკუთარი თავი მძულს თქვენი დამპალი სისხლი, რომ მოძრაობს ჩემს ძარღვებში.
-დიმა არ გინდა. კაცის გამტყდარი ხმა კიდევ უფრო გატყდა და საბოლოოდ მაშინ მოიშალა დიმამ, რომ ხელით გააჩერა და ნაგროვი ზიზღი მთლიანად გადმოანთხია.
-ახლა რა ვქნა? შენ მამა დაგიძახო და ძაღლ მამაშენს ბაბუა? გასაგებად გითხარი, შენობა დაცალე ბატონო არჩილ, დღეიდან თქვენი კომპანიის ას პროცენტს მე ვფლობ. კიდევ ერთხელ შეხედა კაცს, რომელთანაც მაგავსება ახლა ნამდვილად იგრძნო დ გულის რევის შეგრძნება ყელში მოაწვა. სასწრაფოდ გამოვარდა კაბინეტიდან სირბილით გაიარა მანძილი მანქანამდე. დიდი ხანი იყო გასული ბოლო ცრემლებიდან, მაგრამ ახლა ვერ იკავებდა. საკუთარ თავს ვერ იკავებდა, რომ გამაგრებულოყო და მორეოდა ამ სიტუაციას. დიმა ნელ-ნელა და მტკივნეულად ნადგურდებოდა. აწკრიალებულმა ტელეფონმა გამოაფხიზლა და მაშინვე უპასუხა ნაცნობ ნომერს.
-კარგად ვარ, მალე მოვალ. მხოლოდ ესღა თქვა და ავტომობილი გიჟივით მოსწყვიტა ადგილს.
სახლში მისულმა ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და თაიას სახეზე გაეღიმა.
-ისე ხარ, რომ იტყვიან ქმარი ანერვიულებსო. ეცადა გაეღიმებინა ქალი და გამოუვიდა კიდეც.
-ისეთი გიჟი ხარ, არ ვიცი როდის რა მოგივა თავში.
-სისულელეს არ გავაკეთებ. ის ვიცი, რომ აღარ დაგკარგავ. ქალს მოეხვია და მისი სურნელი შეისუნთქა. ეს იყო სურნელი, რომელსაც სიმშვიდე მოჰქონდა დიმასთვის.
-მიხარია იცი? მიხარია, რომ ნაკაშიძე არ ვარ და ჩემი დანახვა მათ თავს არ გაგახსენებს. ქვემოდან უყურებდა თაია კაცს. მაშინვე დაეჭიმა სხეული დიმას.
-არც აქამდე მახსენებდი.
-მათთან საერთო აღარაფერია. კაცის ტუჩებს მისწვდა. დამშვიდების ეს ხერხი ორივეზე მოქმედებდა. ყველაფრისგან დაღლილმა, მალევე შეიგრძნო ვნების მოზღვავება და ქალის სხეულს ზემოდან მოექცა.
-სიმშვიდე ხარ, რომელიც სულ მინდა იყოს.
-სულ იქნება, თუ არ გამაბრაზებ. თითი ცხვირზე დაჰკრა და ქალის ბაგეს საკუთარი მიაწება.
---
ღამე გაღვიძებულს თაია გვერდით, რომ არ დახვდა შეეშინდა და მაშინვე წამოდგა ფეხზე. უკუნით სიბნელეში ძლივს გაიკვლია გზა და სააბაზანოდან გამოსულმა ხმაურმა დააფრთხო. ჩამრთველს ხელი აარტყა და დაფეთებულმა შეაღო თეთრი კარი. ფერდაკარგულ თაიას დანახვაზე გული შეეკუმშა და მისკენ დაიხარა
-კარგად ხარ? ხელით თმები გადაუწია და ჩაცრემლილ თვალებში ჩახედა.
-მოვიწამლე მგონი. ის სალათა არ უნდა მეჭამა. დაღლილმა ამოისლუკუნა და ონკანი მოუშვა. საშინელ სისუსტეს და სიმძიმეს გრძნობდა. თითქოს გირები ეკიდა მთელს სხეულზე. პირზე წყალი შეისხა, მაგრამ ვერაფრით მოვიდა გონს. დიმას მკლავს ძლიერად მოეჭიდა, რომ მორიგი თავბრუსხვევა გადაეტანა.
-დამაწვინე რა. უნებურად ტიროდა, არ იცოდა, რა ატირებდა.
-რა გჭირს შენ? ნერვებმა უმტყუნა ბაბლუანს და ქალს შუბლზე მიაწება ტუჩები.
-რას მიყვირი? კიდევ უფრო ამოუჯდა გული და უხეშად გამოჰგლიჯა ხელი კაცს.
-ჩემი გაგიჟება გინდა? ხელი მიარტყა კედელს და წინ წასულს უკან გაჰყვა. ძლივს მიაღწია საწოლამდე და კიდევ უფრო მოუმატა ტირილს.
-რა გჭირს? ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, რომ არ შეშლილიყო.
-აღარაფერი, ვიძინებ. ნაწყენმა შეაქცია ზურგი და ცრემლების ღვრა ჩუმად განაგრძო.
-გავაფრინო? სიგარეტის ღერს მიუკიდა და ღია ფანჯარასთან დადგა. რაღაცაზე ჩაფიქრებული იდგა ისევ, რომ წამოხტა თაია საწოლიდან და სააბაზანოში გავარდა. ფერდაკარგული მიჰყვა უკან. ცუდად ეჩვენა რაღაც. უნიტაზთან ჩაკეცილს მკლავები მიაშველა და სხეულზე მიიხუტა.
-დიმა ცუდი სუნი ამდის.
-გაგიჟდი? ქალის სლუკუნზე გაეღიმა და საკუთარი ხელით მობანა პირი.
ფრთხილად აიყვანა ხელში და საწოლამდე მიიყვანა. მისიანად ჩაწვა და მთელი ძალით მიიხუტა ქალის სხეული.
-ექიმთან წავიდეთ.
-არაა საჭირო, მართლა იმ ცეზარმა მომწამლა.
-თაია ფეხზე ვერ დგახარ, ისე სუსტად ხარ და უბრალოდ მოწამლული ხარ?
-კარგი წავიდეთ. აზრი არ ჰქონდა დიმასთან სიჯიუტეს. თვალები დახუჭა. ცოტაც და დაიძინებდა ბაბლუანის ტელეფონი, რომ აწკრიალდა. მისკენ იდო, ამიტომ თავად აიღო და სოფიას ნომრის დანახვაზე გაღიზიანდა. საათს დახედა, შემდეგ კი დიმას, რომელიც კითხვისნიშნებით უმზერდა.
-მომაწოდე! ხელი გაუწოდა და მაშინვე მისცა მობილური.
-ხო სოფია.
-გამოვდივარ! მაშინვე წამოხტა ფეხზე და შარვლის ჩაცმა დაიწყო.
-სად მიდიხარ? ცნობისმოყვარეობამ სძლია.
-სოფიასთან, მნიშვნელოვანი საქმეა. მაისური გადაიცვა, შუბლზე აკოცა ქალს და გიჟივით გავარდა.
მარტოდ დარჩენილი საწოლზე გადაწვა და ცრემლებმაც არ დააყოვნეს. ეჭვიანობდა იმ ქალზე. საშინელი გრძნობა ჰქონდა, როდესაც იცოდა, რომ მასთან მიდიოდა დიმა.
-სპეციალურად აკეთებს! ამოისლუკუნა და ლილეს მხარეს გადაბრუნდა. იმდენი იტირა, რომ ბოლოს გამთენიისას ჩაეძინა.
დილით დიმას შეხებამ გამოაღვიძა,მაგრამ თვალი არ გაუხელია. გაბრაზებული იყო.
-გაიღვიძე ექიმთან მივდივართ. ყელში აკოცა და ვეღარ დამალა, რომ ეღვიძა. დავლილმა ჟრუანტელმა გაყიდა.
-უკეთ ვარ და არ მინდა ექიმი.
-თაია, მორჩი ჯიბრს. თმები გადაუწია და კიდევ ერთხელ ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი.
-მოემზადე მიდი და წავიდეთ. სველი კოცნა დაუტოვა და თვითონ ქვემოთ ჩავიდა.
ზლაზვნით წამოდგა თაია ფეხზე და სააბაზანოში შევიდა. აუცილებლად ჰკითხავდა რა მოხდა სოფიასთან, ასე გვიან რატონ წავიდა მასთან. კიდევ ერთხელ გაცოფდა და გიჟივით გავარდა საძინებელში. სრაფად ჩაიცვა და კიბეზე დაეშვა. გაბრაზებამ მაშინვე გადაუარა ტოლმის სუნი, რომ იგრძნო და დიმა აღარც გახსენებია მაშინვე სამზარეულოს მიაშურა.
-სანამ წავალ ტოლმა უნდა ვჭამო თორემ მოვკვდები. ღრმად შეისუნთქა სურნელი და მაშინვე დაასო ჩანგალი კერძს.
-როდის აქეთ ჭამ ტოლმას? თავზე წამომდგარი ბაბლუანი არ შეიმჩნია.
-სულ ვჭამდი. მხრები აიჩეჩა და ხელით ანიშნა მზად ვარო.
-წავედით. წინ ქალი გაუშვა და უკან თავად მიჰყვა. თაიას მსუნაგობაზე ეღიმებოდა. მანქანაში მოთავსდნენ და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს ავტომობილი.
-რაო სოფიამ? ვერ მოითმინა მაინც და კაცს ცნობისმოყვარედ მიაჩერდა.
-არაფერი, ნაკაშიძეებთან დაკავშირებით იყო რაღაც.
-დილით არ მოგვარდებოდა? ბრაზი გაურია ხმაში.
-ეჭვიანობ? გამხიარულებულმა გახედა ცოლს და ცხვირზე თითი დაჰკრა.
-შენ არ იეჭვიანებ ღამის სამზე ლაშამ ან ვინმემ, რომ დამირეკოს და მეც გავვარდე?
-რამდენჯერ გითხარი ნუ მიხსენებ იმ ბო*ის სახელსთქო. დაიღრიალა და საჭეზე ძლიერად დაარტყა ხელი.
-როგორც ჩანს არ გესიამუვნება ხოდა არც მე მსიამუვნებს და გაითვალისწინე. ცრემლები ძლივს შეიკავა. საავადმყოფოს შენობასთან მისული დიმას არც დალოდებია, მაშინვე გადახტა ავტომობილიდან და წინ წავიდა.
შენობაში შესვლისას წამლის სუნზე თავბრუ დაეხვა და კედელს მიეყრდნო, რომ არ ჩაკეცილიყო.
-ფრთხილად! დიმას ძლიერმა მკლავებმა უშველა ისევ.
-ნათიასთან შევიდეთ. ანალიზებს აგიღებს. სხეულზე აიკრა და პირველივე კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-შეიძლება? კარი შეაღო.
-ჩემი გვრიტები. ნათიამ გადაიკისკისა და მაშინვე დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი.
-როგორ ხარ? თბილად გაუღიმა თაიამ.
-მე კარგად, მაგრამ შენ ფერი არ გადევს.
-მოვიწამლე მგონი.
-სიმპტომები?
-ღებინება, თავბრუს ხვევა, გაღიზიანება და დიმას საქციელების ვერ ატანა. ქმარს გადახედა და დაიბღვირა.
-რამდენი ხანია რაც ასე ხარ? საქაღალდეს ავსებდა.
-გუშინდელიდან. პასუხი დაასწრო დიმამ.
-სხვათაშორის სამი დღეა, რაც ასე ვარ. უფრო სწორად უხასიათობა და თავბრუს ხვევა სამი დღე, ღებინება გუშინ დაიწყო.
-მოწამლვის ამბავი არ მგონია. ეშმაკურად გაიღიმა და დაბნეულ ბაბლუანს გახედა.
-ანალიზებს სანამ აგიღებ ეხო გადავიღოთ.
-რა საჭიროა? თავი გააქნია და ისევ დაუბღვირა ეშმაკურად მომღიმარ ქმარს.
-საჭიროა, საჭირო. ღიმილით მოჰხვია ხელი ქალს და ეხოს გადასაღებად მოათავსა. მუცელზე წასმულ სითხეს ეჭვის თვალით დახედა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ნაცნობ შეხებაზე გაიტრუნა და ნათიას დაელოდა რას იტყოდა. დიდხანს გაიწელა დრო. ნათიას სახეზე ღიმილმა გადაჰკრა და დიმას გახედა.
-გილოცავ მამიკო, მეორე შვილის მამა ხდები.
ყურები დაუგუბდა დიმას. ნათიას სიტყვები ათასჯერ დატრიალდა და საბოლოოდ სასმენ აპარატს მკაფიოდ ჩაესმა. ვერ გადახარშა, თაიას გახედა, რომელიც ტიროდა და მხოლოდ ის მოიფიქრა მოხვეოდა.
-მადლობა! შუბლზე მიაწება ტუჩები და მთელი არსებით შეიგრძნო ბედნიერება, რომელმაც გაანათა დიმას ცხოვრება.
-ამატირებთ მეც. ცრემლები სდიოდა კაციტაძეს.
-ანალიზების აღება მაინც გჭირდება, დაახლოებით ორი კვირის ორსული ხარ. გავაკონტროლოთ ყველაფერი. სუსტად გამოიყურები.
-იქნებ საჭირო არაა!
-თაია! დიმამ დაუბღვირა და ისიც მაშინვე დაჰყვა ნათიას.
ანალიზები აიღო, ყველა საჭირო პროცედურა ჩაიტარა და საბოლოოდ მანქანაში მჯდომი ბედნიერი სახით მიდიოდა სახლში. ხელები მუცელზე ჰქონდა მოხვეული და ღიმილით უცქერდა დიმას.
-ექიმმა რაც გითხრა გაიგე ხო? გვერდით გადახედა ცოლს და ხელში ატრიალებული სიგარეტის ღერი მაშინვე მოისროლა.
-გავიგე. თავი დაუქნია
-ჯანდაბა, არც კიმჯერა. თავზე ხელი გადაისვა ბაბლუანმა და მუცელზე გაუსწორა მზერა ქალს.
-მეორედ გააფრინე? გადაიკისკისა თაიამ და ოდნავ გადაწეულმა ტუჩები მიაწება კაცის ყელს.
-გავაფრინე, თანაც ძალიან. გაიღიმა და ამღერებულ მობილურს დახედა.
-ელია. ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. ზუსტად იცოდა, რომ ყველა გადაირეოდა ამ ამბავზე.
-ჯერ არ უთხრა. პირზე თითი მიიდო და გაიყურსა.
-ხო ელ. მხიარულად ჩასძახა ყურმილში
-არა კარგადაა ყველაფერი, მალე მოვალთ. ყურმილი გათიშა და დაბღვერილ თაიას გადახედა. წამებში იცვლიდა ხასიათს ქალი.
-აღარ მინდა სოფიასთან წახვიდე. მტკიცე ხმით გამოაცხადა და თვალებში ჩახედა ბაბლუანს, რომელსაც ნერვიც კი არ გასტოკებია.
-ნაკაშიძეებთან გადადის უფროსად. კონტაქტი მომიწევს.
-ჯანდაბა დიმა. დაასრულე რა. დავიღალე. ერთი დღე მაინც არსებობდეს შურისძიების გარეშე. ნაკაშიძეების გარეშე ცხოვრება მინდა და არა ყოველ დღე შიშში.
-რის გეშინია? ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ.
-მე ჩემ გამო არა-, შენ გამო მეშინია. ცრემლები გადმოსცვივდა თაიას. ვეღარ ითვლიდა მერამდენე იყო.
-ნუ გეშინია. ცოტაც და დავასრულებ, გეფიცები.
-იმაზე იფიქრე, რომ ლილე გყავს და მალე მეორე გაჩნდება. ნაწყენმა გაატრიალა თავი ფანჯრისკენ და სახლამდე ხმა არ ამოუღია.
სახლში შესულს ეზოში მოთამაშე ლილე, რომ დახვდა კიდევ უფრო კარგად გაიაზრა რა ხდებოდა. უნებურად გადაიტარა თითები მუცელზე და შვილისკენ წავიდა.
-დედა. მაშინვე წამოვიდა თაიაკსენ, მაგრამ წინ დიმა დადგა და დიმას ჩაეხუტა.
-დედა ცოტახანს ვერ აგიყვანს მამი. შუბლზე მიაწება ტუჩები შვილს.
-რატომ? ხომ კარგად ხარ? მაშინვე მიეჭრა ელენა.
-კარგად ვართ კი. გაუღიმა.
-არ არსებობს! მთელ ხმაზე ამოიკივლა და ქალს მოეხვია.
-ორსულად ხარ?
-გაიგო მსოფლიომ ელ, ხმა დაბლა.
-შენ მეორე შვილიც არ გამოგასწორებს, მაინც უჟმური ხარ ბიძიკო. ენა გამოუყო და ქალის მუცელს დააკვირდა.
-ბარდის მარცვალო, გელოდება შენი გიჟი ელიკო. მისკენ დაიხარა და თითებით მიეფერა.
-მეორესაც ნუ გამიგიჟებ. ნერვებს უშლიდა დიმა.
-უარესად გავაგიჟებ.გაიცინა და ეზოში მიმავალ ნიას გააყოლა მზერა.
-პროგრესი აქვს, ლილეს ეთამაშა წეღან. დიმას მოქუფრულ სახეზე დაიძაბა.
-თაიას ნერვიულობა არ შეიძლება, არც კი გაბედოს.
-დიმა გეყოს. თაიაც გაღიზიანდა.
-დედა. ყველაფრით დაბნეული ლილე, რომ მიეკრა ფეხზე მერე მიხვდა, რომ ვერაფერს ხვდებოდა უმცროსი ბაბლუანი.
-დე, მოდი აქ. მისკენ დაიხარა და შვილის სურნელი შეისუნთქა.
-დე ხომ ამბობდი ძამიკო ან დაიკო მინდაო?
თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
-ხოდა გეყოლება. ზუსტად არ ვიცით ვინ.
-მართლა? სიხარულისგან გაიბადრა ლილე.
-კი. ცრემლები ვერ შეიკავა თაიამ.
-მთელი ცხრა თვე ესე უნდა იყოს. ღრმად ამოისუნთქა დიმამ და ლილე ხელში აიტაცა.

--
ბედნიერებით გაბერილი, მძინარე ცოლს უყურებდა და მთელი დღის ნაგროვებ ემოციას ხარშავდა. იმის გააზრებამ, რომ ცხოვრება კიდევ ერთხელ ყველაზე კარგ საჩუქარს იმეტებდა მისთვის ჭკუიდან შლიდა. უნებურად გადაატარა ხელის გული მუცელზე და ცხადად შეიგრძნო საყვარელი ქალის სხეულში არსებული თავისი ნაწილი. ქალს კიდევ უფრო მეტად მიეკრა და ღრმად შეისუნთქა მისის სურნელი. გიჟდებოდა... იმის წარმოდგენაზე, რომ მეორე შვილი ეყოლებოდა, რომლის გაზრდაშიც თავად მიიღებდა მონაწილეობას, ჭკუიდან იშლებოდა. ლილესთან გამოტოვებულ წლებს აინაზღაურებდა. ძილი არ მიეკარა, ფეხზე წამოდგა და სიგარეტით ხელში აივანს მიაშურა. ნათელი ღამე იყო, დიდი მთვარითა და ბევრი ვარსკვლავით. სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია, ოთახისკენ დადგა ზურგით და მინის ფანჯრიდან უყურებდა მძინარე ცოლ-შვილს. იაზრებდა რა დიდი სასწაული იყო მის ცხოვრებაში ეს ორი. მობილურის წკრიალმა მოიყვანა გონს. მაშინვე უპასუხა მაჩაბელს.
-ხო დათა.
-დიმა მივაგენით თაიას მშობლებს.
-მისამართს ჩამიგდებ? დაიძაბა, თავადაც არ იცოდა რატომ.
-იქნებ არ ღირს.
-ღირს დათა, ღირს. თავი გააქნია და ყურმილი დაკიდა.
ოთახში შებრუნდა, მაისური გადაიცვა, ცოლს აკოცა შუბლზე და გარეთ გავიდა.
მთელი გზა იმას ფიქრობდა რა უნდა ეთქვა, როდესაც მივიდოდა მათთან. როგორ უნდა აეხსნა ყველაფერი. არც ის იცოდა ვინ დახვდებოდა იქ. დაძაბული მართავდა ავტომობილს.
საკმაოდ მიყრუებულ ადგილას შეუხვია. კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა. დათას ჩაგდებულ ფოტოს კარგად დააკვირდა და ერთ-ერთი სახლი ამოიცნო. გადაქანებულ ღობის მიღმა პატარა სახლი დალანდა, რომლის ერთი ფანჯრიდან გამოდიოდა მხოლოდ სინათლე. ფრთხილად შეაღო კარი და მყეფავ ძაღლს დაუბღვირა. მაშინვე გაჩუმდა ოთხფეხა ცხოველი. ყვირილის ხმა ესმოდა, მაგრამ საიდან იყო ვერ მიხვდა. კართან მივიდა, დაკაკუნებას აპირებდა მტვრევის ხმა, რომ გაიგო და აღარც უფიქრია, მაშინვე შეაღო ხის კარი. საშინელი სურათი დახვდა. თითქმის ყველაფერი დალეწილი. ქალი, რომელიც ახალგაზრდა გოგონას იყო ამოფარებული. აქეთ იყო კიდევ ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა და სავარაუდოდ უმცროსი შვილი იყო. ოთახის ცენტრში კი გადამთვრალი ორმოცდათ წლმადე მამაკაცი.
-ეს ვინაა? შვილისკენ გაიწია ისევ დიმა, რომ მივარდა და წინ გადაუდგა.
-რას აკეთებ? ხელი აუქნია კაცს და მაგიდაზე გადაწოლილს, ზურგთან გაუკავა მარჯვენა მკლავი.
-შე ბო*ო, შენ მოგაკითხა? შვილის მიმართულებით საუბრობდა. სხეული დაეჭიმა ბაბლუანს. კაცს ძლიერად მიაწვა და მეორე მხარეს გადააგდო.
-ამას არა, შენ მოგაკითხე. ჩაიმუხლა და თვალი თვალში გაუსწორა. ღებინების მწვავე შეგრძნებამ მაშინვე ყელში წაუჭირა საცეცები.
-ვინ ჩემი *ლე ხარ? სისხლი მოიწმინდა ტუჩიდან.
-შენი სიძე ვარ. სიგარეტის ღერი ხელში აატრიალა
-თათია, შე ბო*ის შვილო. ისევ გაიწია გოგონასკენ, დიმამ ხელით რომ გააჩერა.
-შენი პირველი ქალიშვილის ქმარი ვარ. ნაკაშიძეებს, რომ მიჰყიდე. მაშინვე გაშეშდა კაცი და ზიზღით გადმოხედა კაცს.
-მაგარი კაცი დაუთრევია, ნამდვილი სამხარაძეა.
-შენ კი ღორი ხარ და მიხარია, რომ აქ არ გაზრდილა.
-რამდენს ბედავ?
-კარგად მომისმინე. აქედან დაახვევ. არ შეაწუხებ ამათ. ხელი დანარჩენებისკენ გაიშვირა.
-კიდევ ერთხელ თუ ასწევ ხელს, სათითაოდ დაგამტვრევ თითებს. ფეხზე წამოდგა. ქალის ზურგს ამოფარებულ გოგოს დააკვირდა. თაიას ჰგავდა. მასსავით ჭროღა თვალები და წაბლისფერი თმა ჰქონდა.
-წამომყვები? მისკენ წავიდა. მთელი სხეული უხტოდა.
-სად? ცრემლიანმა ამოიკნავლა.
-შენს დასთან. გაუხარდება ძალიან.
-მე... მე არ ვიცი... ვერ დავტოვებ ამათ მარტო. ხელი დედისკენ და ძმისკენ გაიშვირა.
-მშობლები არ ვიცი, მაგრამ თქვენი დანახვა გაუხარდება. ზიზღით გახედა კაცს და გოგონა და ბიჭი სახლიდან გაიყვანა. იცოდა თაიას გაახარებდა, მაგრამ დანახული ძაბავდა. არ იცოდა როგორ აუხსნიდა ყველაფერს. გული ეტკინებოდა. ამის გააზრებაზე შუბლი შეჭმუხნა და მიმავალ და-ძმას დააკვირდა. ჰგავდნენ უფროს დასს. გაეღიმა იმის წარმოდგენაზე, რა რეაქცია ექნებოდა თაიას.
ღიმილით გაუღო კარი და-ძმას და თავად საჭესთან მოთავსდა.
---
სახლის კარი შეაღო და ჯერ ის ორი შეატარა, ბოლოს თვითონ შევიდა. სიჩუმე იყო, თითქოს არც არავინ ცხოვრობს ამ სახლშიო.
-შეგიძლიათ დასხდეთ, ან ოთახებში დაბინავდეთ. თბილად გაუღიმა სტუმრებს და თავად ქურთუკი იქვე მიაგდო.
-უხერხულია!
-რის? თქვენი დის სახლია ეს. შესამჩნევად გაეღიმა მათ სიმორცხვეზე და კიბიდან გამოქცეულ ლილეს მოეხვია
-დედას ბანანი უნდოდა მამა, სად დადიხარ? ლილეს მოჩვენებით გაბრაზებაზე გადაიხარხარა და დოინჯშემორტყმულ ცოლს ახედა, დაბნეული რომ აცეცებდა თვალებს.
-შენს შვილს გიჟივით უნდა ბანანი ბაბლუანო, მაგას კი არა ამას აქ რომ ზის. ჯერ ნორმალურად არაფერი აქვს განვითარებული და გიჟივით უნდა ბანანი, თუ არ მომიტან მეორე პარტიას გამოვიტირებ. და კიდევ კეთილი იყოს ამათი ფეხი, მე თაია ვარ, ამ ოჯახის რძალი და იმ უჟმურის ცოლი. ხო კიდევ ლილეს დედა. ერთ ამოსუნთქვაში ჩაატია სათქმელი და მერეღა დააკვირდა საკუთარი თავის მსგავს პიროვნებას.
-ვილაპარაკოთ? დიმას ხელი რომ მოეჭიდა კიდევ უფრო გაუღრმავდა ეჭვები და უარის ნიშნად თავი გააქნია.
-არ მინდა.
-ლილეს თავს გაფიცებ, მომისმინე.
-რატომ იყავი იქ? ხელები გაასავსავა და უღონოდ დაეშვა დივანზე.
-მომისმინე... მის წინ ჩაიმუხლა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა.
-არ მინდა დიმა. თავი გააქნია.
-ელ. ხმამაღლა დაიყვირა და კიბეებიდან მომავალი ელენა, რომ შენიშნა მისკენ წავიდა.
-ზედმეტი კითხვების გარეშე ამათ სტუმრების ოთახი მოუმზადეთ.
-კარგი. თავი დაუქნია და ახლად მოსულებს გადახედა. მძიმე აურა ტრიალებდა.
-ის გოგო შენი დაა! ქალის თვალებიდან წამოსულ ცრემლებზე გული შეეკუმშა. მისკენ მიიწია, მაგრან თაიამ ხელით გააჩერა.
-რატომ წახვედი? უღონოდ ჩამოყარა მკლავები.
-გჭირდება ეს ყველაფერი.
-მე რატომ არ მკითხე? იქნებ მოსულიყავი და გეკითხა დიმა.
-მეგონა გაგიხარდებოდა. საერთოდ არც ვაპირებდი ჯერ არაფერს, მაგრამ ის კაცი. ის კაცი მათზე ძალადობს, გესმის? თაიას კიდევ უფრო შეშფოთებულ სახეზე გულში ტკივილი იგრძნო და ქალს მკლავები მოჰხვია.
-დავლაგდებით, იცი რა კარგები არიან? თავზე აკოცა...
-ის მე მგავს. ოდნავ გაეღიმა.
-ხო, გგავს.
-ბიჭი?
-ისიც შენი ძმაა.
-დიმა. -გაეცინა.
-მთავარია შენ იყო მშვიდად. თუ გინდა წავიყვან უკან.
-არა. იყვნენ... -დადასტურებით ამოილაპარაკა და კიბეზე მიმავალ ელენას დააკვირდა.
-ის გოგო შენში ამერევა ზუსტად ვიცი.
-ნუ სულელობ. -ხელი აიქნია ბაბლუანმა.
-შენ ისევ უჟმური ხარ.- დაეჯღანა და სამზარეულოში გაუჩინარდა.
-იქნებ არ უნდა ჩემი გაცნობა.
-კარგი რა, ჯერ ისიც დაბნეულია.
-მომიყევი, როგორ ცხოვრობენ, ისინი ნახე?-სახე დაებრიცა თაიას.
-კი.-სიგარეტს მოუკიდა, მაგარამ, როგორც კი თაიას ორსულობა გაახსენდა ჩააქრო.
-რომელს ვგავარ? -ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა.
-ალბათ უფრო დედაშენს.- აკვირდებოდა ქალის გამომეტყველებას, რომელიც წამის მეასედში იცვლებოდა.
-დიმა. -ტირილით ახედა.
-გისმენ.
-ეს ყველაფერი ხო, მაგრამ ბანანი?-ისეთი საყვარელი იყო, ღიმილი ვერ შეიკავა ბაბლუანმა და ქალის სავსე ბაგეებს თავისი მიაწება.
-მოგიტან!- კიდევ ერთხელ აკოცა და სახლიდან გიჟივით გავარდა.
მარტოდ დარჩენილმა თვალი კიბისკენ გააპარა, ფეხზე წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით აუყვა საფეხურებს. ძალიან უმძიმდა მათთან შეხვედრა. იმიტომ კი არა,რომ არ გაუხარდა, პირიქით, უბრალოდ უმძიმდა იმ წარსულთან შეხება, რომლის ნაწილიც თავად არ იყო. იმ ტკივილთან შეჯახება რთული იყო. ფრთხილად გაირა დერეფანი და ღია კარიდან დანახულ გოგონაზე, რომელიც თავდახრილი იჯდა, გაეღიმა. მართლაც, როგორ ჰგავდა მას.
კარისკენ გაიწია და ფრთხილად დააკაკუნა. უეცრად შეშფოთებულ თათაზე თავადაც დაიძაბა და უხერხულად გაიღიმა.
-შეიძლება?
-კი. -ისეთი ნაზი ხმა ჰქონდა.
-ცუდად დაიწყო ჩვენი შეხვედრა.
-არაუშავს. დღესვე დავტოვებთ ამ სახლს, არ მინდა პრობლემები შევუქმნა ვინმეს.
-რას ამბობ? პრობლემებს შენ, როგორ შექმნი ისეთი სიფრიფანა ხარ.- ეცადა გაეღიმა და გამოუვიდა კიდეც.
-მეც შოკში ვარ, არ მჯერა, რომ ის კაცი ასეთი ნაგავია.-ამოისლუკუნა და თაიასაც გული ამოუჯდა.
-შეიძლება მოგეხვიო?-როგორ უთქმელად ამბობდა ქალის ქცვეა მის განცდებს. როგორ უმძიმდა მხოლოდ ღმერთმა იცის. ძლივს შემოაჭდო ხელები და სხეულში დავლილ უცნაურ გრძნობას გასაქანი მისცა. თითქოს ყველა ტკივილს და დარდს უზიარებდა ამ სუსტ სხეულს.
-მე თაია ვარ. შენი უფროსი და. -საკუთარ ნათქვამზე გაეღიმა.
-მე უმცორსი?-თათასაც გაეღიმა და შემოჭრილ ნიკოლოზს გახედა. თავი დაეხარა ბიჭს და მორცხვად იყურებოდა.
-ეს ნიკაა, საშინლად მორცხვია.- უკვე გახსნილად საუბრობდა თათა.
-გამარჯობა.-მასთან დაიხარა. მწვანე თვალებში იმხელა ტკივილი იკითხებოდა, გული მიეწურა თაიას.
-იქნებ ტორტი გავაკეთოთ?-უეცრად მოფრენილმა იდეამ პატარას თვალებში ჭინკები აათამაშა და საკუთარი წინადადებით კმაყოფილი ნაკაშიძე კიბეებისკენ წავიდა.
-დიდი, მარწყვის ტორტი.-ტაში შემოჰკრა და წინ გაუძღვა ორს.
სამზარეულოში შესულმა ყველაფერი დაივიწყა და იმ წამს საკუთარ გრძნობებს მიჰყვა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, როდის შემოიჭრნენ მის ცხოვრებაში ეს ადამინები? ისინი მისი ნაწილები იყვნენ და ძალინ მოსწონდა იმის გააზრება, თუ რას ნიშნავდა დედ-მამიშვილობა. ყოველთვის ოცნებობდა და ჰყოლოდა და ახლა ახდენილ ოცნებას უყურებდა. თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდა თათას. უცხოობის შეგრძნება აღარ ჰქონდა და სულ რამდენიმე საათის წინ, თუ გაუნაწყენდა დიმას ახლა მადლიერი იყო კაცის.
-გოგოა თუ ბიჭი?-თათას კითხვაზე გაეღიმა.
-არ ვიცით ჯერ.
-კარგია ბავშვები.-გაუღიმა და მარწყვი გარეცხა.
-ცოტა გაბრაზებენ, მაგრამ საბოლოოდ კარგია.-დაეთანხმა..
-თათა, შეყვარებული გყავს?
-არა. არ მყოლია. მე ვსწავლობ და თან ვმუშაობ.
-რა მაგარია, როგორი მიზანდასახულობაა.-ჩაუსტვინა და ოთახში შემოსულ დიმას სიყვარულით სავსე მზერით გახედა.
-ეს ბანანი და თუ შეიძლება, მე და დათას ცივი ლუდი.
-დიმა, როგორი ალკოჰოლიკი ხარ.
-სულელია ეს. -თათას გაუღიმა და თაიას მაიმუნიბაზე დაუბღვირა.
-ნუ აშინებ ბავშვებს.
-ოჰჰ.-ხელები მაღლა ამართა და მაცივრიდან ორი ბოთლი ლუდი გამოიღო.
-მე დასვრილი ვარ, შეგიძლია?-გოგონას გაუწოდა და ისიც მალევე დასთანხმდა.
მისაღებში გასული დაბნეული იყურებოდა და, როგორც კი ნაცნობ სხეულს მოჰკრა თვალი, მაშინვე მათკენ წავიდა.
-უი, გაიცანი, ჩემი მეგობარი დათა. ეს თაიას უმცროსი დაა, თათა.
-სასიამუვნოა. -თავი დაუკრა და თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.
-მე გავალ. -დაბნეულმა ამოილაპრაკა და მაშინვე სამზარეულოში გაუჩინარდა.
-როგორ ეგუება?
-ტორტს აცხობს, სიმღერები ხმამაღალზე აქვს და საერთოდ, მგონი მე რომ გამომყვა მაშინ არ იყო ასეთი ბედნიერი.
-რას პათოლოგობ?
-ვეჭვიანობ.- წარბები აწკიპა და ცივი ლუდი მოსვა.
-რა ხდება იქ? -ჩუმად გადაუჩურჩულა მაჩაბელს.
-წავიდა, როგორც გააფრთხილე. ქალი მარტოა.
-გაარკვიე რამე?
-ხო, თაია რომ დაიბადა კაცის დაჟინებული თხოვნით გააშვილეს. გააშვილეს არა ნაკაშიძეებს დაუტოვეს კართან. ესენი, რომ შეეგუვნენ და ასე თუ ისე შეუყვარდათ ბავშვი მერე მიაკითხა. და, როგორ ხდება ხოლმე, ან გამოსასყიდი ან თაია.
-.
-რა ხდება ნაკაშიძეებთან?
-ქართლოსი კვდება. ჩემთან საუბარი მოინდომა, მაგრამ არ მინდა. სენტიმენტალურად მოტ*ნავს ტვინს, ბაბუს ბიჭო მთელ ქონებას შენ გიტოვებ.
-რა სი*ი ხარ ბაბლუანი.
-არანაირად, სისხლიც კი არ მაქვს მაგათი. კოტეს ალი-კვალი ვარ.-გაიჯგიმა და დათას სიცილზე თავადაც გაეღიმა.
-კოტე კაცი იყო, შენ მაჯლაჯუნა ხარ.
-გაა*ვი!-ხელი აიქნია
-ხანდახან პატარა ბავშვებს ვგავართ. ისე არ გენატრება?
-კი. კოტე ძლივს გვაშველებდა. ვაბშე სხვა იყო-დანანებით ამოილაპარაკა.
-ძაან სხვა იყო თან...
-ის გახსოვს, ნეა რომ მოგწონდა გავაშელი?
-კაი გემოვნება მქონდა ძმაო, ნეა ახლა ბენდელიანის ცოლია.
-დათასი?-გაოცება დაეტყო სახეზე.
-ხო რა, იმდღეს მოგვიწია შეხვედრა და აი ვაბშე სხვა ტიპია ეგ დათა.
-მე ძაან სტრანი ტიპი მეგონა.
-მეც ძმაო, მეც!-ცერა თითი ასწია და ოთახში შემოსულ ლილეს გაუღიმა, რომელიც მისი მიმართულებით წავიდა და მკლავები მოჰხვია.
-მამიკოს პრინცესა!- შუბლზე მიაკრო ტუჩები.
-მამა ნიკოლოზი მიყვარს!-ლუდი გადასცდა და ძლივს მოითქვა სული ბაბლუანმა. დაბღვერილმა გახედა შვილს.
-ვინ ნიკოლოზი?
-ჩემი ბაღელი.
-მამი რას ამბობ?-იმედგაცრუება გამოეხატა სახეზე. ვერც კი აანალიზებდა, რომ სულ ოთხი წლის იყო ლილე და არაფერი სერიოზული.
-მიყვარს და ცოლად უნდა გავყვე.
-ვინ გასწავლის მაგას შენ?-დიმას ხმამაღალ ტონზე თაიაც მისაღებში გამოვიდა და გაოცებულმა გახედა მამა-შვილს.
-ამას შენ ასწავლი ესეთებს?-ქალს დაუბღვირა.
-რას?-ლილესკენ წავიდა და შეშინებულს ჩაეხუტა.
-ვიღაც ნიკოლოზი რომ მოსწონდეს და ცოლად რომ უნდა გაჰყვეს.-ხმას ვერ აკონტროლებდა
-გააფრინე დიმა? შეგიძლია არ უყვირო ოთხი წლის ბავშვს იმისთვის, რომ ბაღელი მოსწონს?
-ბაღელი და ჯგუფელი არ ვიცი. აღარ წავა ბაღში.-სიგარეტს მოუკიდა და ეზოში გავიდა. თაიაც უკან მიჰყვა. ეზოს უკიდურეს ნაწილში იდგა და გაბრაზებული უყურებდა ცოლს.
-საერთოდ რაზე ბრაზდები, ხვდები?-ღრმად ამოისუნთქა ნაკაშიძემ.
-თავიდანვე მიაჩვიე შენი შვილი, რომ არ გავათხოვებ.-ჩამწვარი სიგარეტი იქვე მოისროლა და ახალს გაუკიდა.
-სასაცილოა უკვე. ნერვიულობ იმაზე, რომ ოთხი წლის ბავშვს ვიღაც უყვარს. სისულელეა დიმა. ან რა აგრესიაა? ვერ დაინახე, როგორ ტიროდა ლილე?
-ამის დედაც... ვგიჟდები ხო? ეგეც თუ გოგოა გულის ინფაქტს მივიღებ და მერე ინერვიულე იმ ნიკოლოზზე.
-სულელობ...-ქმარს გაუღიმა და მოეხვია.
-არ მინდა გაიზარდოს. მერე ვიღაც სი*ს გაჰყვება.
-შეგახსენებ, რომ ყველა მამა ასე ფიქრობს და მაშინ არც მე უნდა გამოგყოლოდი.
-ანუ სი*ი ვარ?-გაოცებულმა გახედა ცოლს და თაიას ტირილნარევ სახეზე ხმამაღლა გადაიხარხარა.
-სულელო.
-სულელის ხმა მესმის.
-მიყვარხარ...-ტუჩის კუთხესთან აკოცა და დიმას დაჭიმულ სხეულზე ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
-არ გაბედო!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და სახლში დაბრუნდა.
----
აივანზე მოშიშვლებული იდგა და საკუთარ ვრცელ ეზოს გადაჰყურებდა. საღამოს გრილი ნიავი საამოდ ედებოდა დაღლილ სხეულზე. ბოლოს მომხდარ მოვლენებს ხარშავდა და საბოლოოდ გონებას მაინც იქამდე მიჰყავდა, რომ ნაკაშიძეების დამპალი სისხლი მის ძარღვებში ტრიალებდა. შიგნეულობა ეწვოდა და ახლავე, რომ შესძლებოდა მთელს ორგანიზმს ამოიგლეჯდა, რადგან თითოეული წვეთი სისხლი, რომელიც ნაკაშიძეებთან აკავშირებდა სხეულიდან გამოედევნა. ღებინების შეგრძნება ისევ უჭერდა საცეცებს. როგორც არ უნდა გაქცეოდა რეალობას, საბოლოოდ მაინც იქ მიდიოდა, რომ კოტე ბაბლუანის ნამდვილი შვილი არ იყო. ნერვიულობისგან სხეული უთრთოდა, ძლივს გაუკიდა სიგარეტს და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინის მხუთავი აირი. თითქოს მოდუნდა კიდეც. სავარძელში ჩაჯდა და თვალები დახუჭა.
-დიმა!- შორიდან შემოესმა თაიას ხმა და მაშინვე წამოდგა სავარძლიდან. ფრთხილად გაიარა მანძილი აივნიდან საწოლამდე.
-აქ ვარ!-გაუღიმა და მაშინვე მის გვერდით დაჯდა.
-მომიყევი.-თითები შიშველ მკერდზე დაუსვა.
-რა?-გაოცებულმა გახედა ცოლს.
-რაღაც გაწუხებს. იცოდე არ თქვა, რომ ლილეს ამბავი.
-არა!-სევდიანად გაიღიმა და უკეთესად მიიხუტა ქალის სხეული.
-თუ იმაზე დარდობ, რომ ნაწყენი ვარ სულ ტყუილად. შენი მადლობელი ვარ.
-რისთვის?-ზემოდან დააჩერდა თაიას.
-იმისთვის, რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში მყავს ადამიანები, რომლებიც სხვანაირად მაბედნიერებენ.
-ერთ დღეში შეეგუე, მიხარია.-შუბლზე მიაწება ტუჩები.
-არა, ვერ შევეგუე. უბრალოდ მიხარია თათას და ნიკოლოზის გამოჩენა.
-თაია...
-მათი ნახვა არ მინდა. არ ვარ მზად, ვაპატიო.
-იქნებ უბრალოდ სცადო.
-ვერა... ვერ გავუგებ ქალს, რომელმაც უარი თქვა შვილზე. ვერასდროს შევიყვარებ ისევე, როგორც შენ ვერ შეიყვარებ ნაკაშიძეებს.
-ეგ სულ სხვაა!-ხელი გადაიტარა და კიდევ უფრო მჭიდროდ მოეხვია ქალის სხეულს.
ხმა არცერთს აღარ ამოუღია.
მთვარის შუქზე სიგიჟემდე შეყვარებული ორი სხეული ბრჭყვიალებდა...
----
დილით ღრიალის ხმაზე გამოღვიძებულმა სასწრაფოდ ჩაიცვა შარვალი და მაშინვე გავარდა ქვემოთ. კუთხეში მიყუჟულ ნიკოლოზს გახედა ჯერ და მერე თათას, რომელსაც ტუჩიდან სისხლი სდიოდა.
-რა ხდება?-თვალი მოავლო იქ მყოფებს და ყველა რომ დაინახა, დამშვიდდა.
-დიმა.- თაიას ცრემლიან თვალებზე სულ შეიშალა.
-რა ხდება?-ახლა ელის გადახედა. არავინ სცემდა პასუხს.
-კარგი.-ხელი აიქნია და გარეთ გასული ირაკლისკენ დაიძრა.
-რა ხდება?
-მეგონა გეტყოდნენ.-სიგარეტის ნამწვავი ურნაში მოისროლა და ჩამოჯდა.
-დიმა რვა კაცი იცავს სახლს, გალავანს, ეზოს. ყველგან ვართ. აზრზე არ ვარ საიდან შემოძვრა ის წრიპა. ფაქტია შემოძვრა და იმ გოგოს გაუპატიურება უნდოდა. გაიძახოდა მამამისმა მომყიდა, ფული მაქვს გადახდილიო. -მეორე ღერს გაუკიდა.
-საიდან შემოძვრა?-ნერვიულად გადაიტარა თავზე ხელი. ძალიან იყო დაღლილი.
-აზრზე არ ვარ. არ გვძინებია. ძმის ყვირილმა მოგვიყვანა გონს.
-ის ტიპი?
-სარდაფშია.-თავით ანიშნა და ამღერებულ ტელეფონს დახედა.
-დათაა.
-უთხარი მოვიდეს და თათა წაიყვანოს სადმე.
-არის!-ხელი ასწია და სენსორს ხელი გადაუსვა.
გაცეცხლებულმა აუარა გვერდი ბიჭებს და დერეფანში შესული თათასკენ დაიხარა.
-მომისმინე!-თითით ააწევინა თავი.
-არაფერი მომხდარა. არ განმეორდება გპირდები. ვერავინ ვერასდროს შეძლებს რამე გაწყენინოს.
-აქ იყო, აქ იყო...-ისტერიკა ჰქონდა. მთელი სხეული უხტოდა.
-მორჩა. აქედან წაგიყვანენ კარგი? უბრალოდ დამშვიდდი.
-დიმა.-თაიას ხელები მოეხვია.
-დათა წაიყვანს. მე საქმე მაქვს.
-გეხვეწები არაფერი გააკეთო. იქნებ პოლიცია...
-ჩემს სახლში, ჩემი ოჯახის წევრს საფრთხეს უქმნიან და პოლიცია ჩავრიო? ამის დედაც, სათითაოდ დავუმტვრევ ძვლებს.
-დიმა.
-არაფერი თქვა რაა. უბრალოდ იყავი აქ და მიხედე.-შუბლზე მიაწება ტუჩები და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი. სახლის კუთხესთან შეუხვია და სარდაფისკენ აიღო გეზი. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა. ბრაზი სისხლად დასდიოდა. სწრაფადვე ჩაიარა კიბეები და ჩაბნელებული ოთახი გაანათა. ცენტრში მოთავსებულ სკამს გახედა, რომელზეც მჭიდროდ იყო მიბმული შავი პირსახის ადამიანი.
-ესე იგი შენ ხარ ის სი*ი, რომელმაც გაბედა და ჩემს სახლში შემოვიდა. თანაც რისთვის?
-აქედან გამიშვი თორემ მამაჩემი ნაკუწებად გაქცევს.
-როგორ ვერ მივხვდი? დედა მოტ*ნული მამიკოს ნებიერა ბიჭი. რაო ქალი გინდოდა და მამიკომ გიყიდა?-ირონია დასთამაშებდა.
-გამიშვი!-კიდევ ერთხელ გაიბრძოლა.
-გაგიშვებ, თანაც შენით გახსნი თოკებს. მისკენ დაიხარა და გაშლილი ხელი მოუქნია. მაშინვე უკან გადავარდა.
-შე *ლეო!-ამოიღმუილა და გაიბრძოლა, მაგრამ ამაოდ.
-მეტი აგრესია.-კიდევ ერთხელ მოუქნია ხელი, შემდეგ უკვე ფეხი და საბოლოოდ მაჩაბელის მკლავებმა გააჩერა.
-რას აკეთებ დიმა?
-. იცი მაინც ვისთან შემოხვედი? ვის სახლში? მამაშენს გადაეცი, სადაც უნდა მნახოს. შენ კიდევ კილომეტრითაც არ მოუახლოვდე ჩემს სახლს თორემ შთამომავლების გარეშე დავტოვებ მამაშენს. დაახვიე აქედან! კიდევ ერთხელ გაიქნია წიხლი და მერე დათას ნებას დაჰყვა. მასთან ერთად დატოვა სარდაფი.
-მაჩაბელი ყრუ ხარ? გითხარი წაიყვანეთქო.
-ან დამშვიდდები ან კიდევ ახლა მე გცემ. ორსულ ცოლს ანერვიულებ, ან რას აკეთებ ვაბშე. გამო*ლევდი დიმა? სახლში ლილეა, ის პატარა ბიჭი და ორსული თაია.
-დავიღალე. დედას შევე*ი მაგრად დავიღალე გესმის? ყველაფერი მიჭერს უკვე. ცხოვრება პრობლემებს ძარით მაყრის.-სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია.
-ცხოვრებას შენ უყურებ ზედმეტად პრობლემურად დიმა.
-ალბათ დათა, ალბათ!-სევდიანად გაუღიმა მეგობარს და თაიას გახედა. მის დანახვაზე პატარა ბავსვივით აფორიაქდა. როგორ უნდოდა ხელი მოეკიდა მისთვის და სადმე გადაკარგულიყო. როგორ ენატრებოდა თურმე...
-წაიყვანე რა თათა ცოტახანს. სადმე გაიყვანე, გული გადააყოლოს.
-შენ წყნარად. კარგი?
-ტელეფონი ამოაცურა ჯიბიდან და სახლისკენ დაიძრა.
მაჩაბელის ცხოვრებაც არ იყო მარტივი, მაგრამ მაინც მუდმივად დიმას გვერდით იდგა. ნებისმიერ საკითხში ბაბლუანის ზურგს ამაგრებდა. ამიტომ იყო, რომ ყოველთვის, სადაც დიმას სახელი არსებობდა მის გვერდითვე არსებობდა დათა მაჩაბელიც.
სუსტ სხეულს ჯერ ზემოდან დააჩერდა, ისეთი უსუსური ჩანდა, ისეთი დაუცველი, რომ გულზე მტკივნეულად მოეხვია მარწუხები.
-თათა...-თითქმის ამოიჩურჩულა და შემკრთალ გოგონაზე კიდევ უფრო დაიძაბა. სხვანაირი იყო... ემოციებს ვერ აფრქვევდა.
-მოდი წავიდეთ.-სხეული ეწვოდა ისე უნდოდა მოხვეოდა. მსგავსი გრძნობა იმდენად ეუცხოვა, რომ თავადაც დაემანჭა სახე და ფრთხილად შეეხო ქალის სხეულს. კიდევ ერთხელ შეუტოკდა თათას სხეული და ცრემლიანი თვალებით ახედა კაცს. სულ ოდნავ შეატოკა ბაგე და ფრთხილად წამოიმართა. სხეულზე დალურჯებები ღია სარაფანიდან კარგად ჩანდა. გასასვლელთან სულ ოდნავ შეტორტმანდა და მაშინვე მოეხვია მაჩაბელის ძლიერი მკლავი, მაგრამ მალევე გახტა გვერდით. უსიამუვნოდ დავლილ გრძნობას ვერსად გაექცა.
-დამირეკე თუ რამე.-დიმას გასძახა და მანქანამდე მისულს თათას კარი გაუღო. თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ ურთოდა სხეული ასე, ხელის გულები მთლიანად გაოფლილი ჰქონდა. პირველად ნამდვილად არ ხედავდა. დღევანდელს დააბრალა. იფიქრა, რომ უბრალოდ ღელავდა ამ გოგოზე, როგორც დიმას ახლობელზე და სხვა არაფერი ხდებოდა. მანქანა დაძრა. აწკრიალებულ ტელეფონს უკვე მეორედ დახედა და არასასურველი ნომრის დანახვაზე სახე ეცვალა. ქალს გადახედა, ცრემლები ისევ დასთამაშებდა ღაწვებზე. ფრთხილად გადაატარა სენსორს თითი.
-არ მცალია.-მხოლოდ ეს უთხრა და ისევ გათიშა.
-თუ ჩემს გამო ცდები...-ცრემლები ძლივს გადაყლაპა...
-მე? არა. დიდი ხანია არსად ვყოფილვარ. სხვათაშორის არც მთაწმინდაზე. შენ?-დაბნეულმა გახედა.
-მე არასდროს.-მობუზულმა ამოილაპარაკა.
-მაშინ გამოვასწოროთ ოღონდ ერთი პირობით, ეცადე არ იტირო. ჩათვალე, რომ ცუდი სიზმარი იყო. საერთოდ ყველაფერ ცუდს მასე შეხედე. ვიღაც გამოგაღვიძებს, გამოჩნდება შენს ცხოვრებაში და მაგრად შეგანჯღრევს. არ ღირს ფიქრი.
-თავიდანვე რომ გითხრა არ გენდობიმეთქი მაინც მოგინდება ჩემთან ერთად მთაწმინდაზე ასვლა?-იმდენად ბავშვურად გამოუვიდა მაჩაბელს ღიმილიც კი შეეპარა ტუჩის კუთხეში.
-არ გთხოვ მენდო. მე უბრალოდ მთაწმინდაზე აგიყვან. არავის ენდო, საკუთარ თავსაც კი თორემ ხანდახან ისიც უნამუსოდ გაგყიდის თათა.
-დიმას არ გავხარ!-ჩუმად ამოილაპარაკა.
-კააააი! ჯვარი მწერია, მაგრამ სხვები გვამსგავსებენ.
-ის უფრო ხშირად ბრაზობს და იშვიათად იღიმის.
-ჯერ მხოლოდ სამი დღეა,რაც იცნობ.
-მაგრამ საკმარისია. არც ერთხელ გაუღიმია.-მხრები აიჩეჩა.
-შენს დას რომ ხედავს მაშინ იღიმის და ლილეზეც.
-ძალიან უყვართ ალბათ ერთმანეთი.-დღის მანძილზე პირველად გაიღიმა.
-ეგ სიტყვაც კი ვერ აღწერს მათ სიყვარულს. ვერავინ ვერასდროს მიხვდება როგორ უყვართ ერთმანეთი. თავადაც ვერ ხარშავენ. ეგ უკვე ბოლო სტადიაა, მაგის იქით სიგიჟეა.
-ალბათ კარგია.
-სიყვარული? -გაეღიმა მაჩაბელს. -ასწორებს!-ცერა თითი ასწია და მთაწმინდისკენ გაუხვია.
ხმა არცერთს აღარ ამოუღია. მანქანაში სასიამუვნო ჰანგები იღვრებოდა. დათას გული ჩვეულზე უფრო სწრაფად უცემდა. სხვანაირად გრძნობდა თავს და მაქსიმალურად გაურბოდა ამ ყველაფერს. შინაგანად ბედნიერი იყო, რომ თათასთან საუბარი შეძლო.
მანქანა გააჩერა და თათასთან ერთად გადავიდა. ყვავილებიანი სარაფანა საოცრად ჰქონდა ქალს. ქარმა ბოლოები აათამაშა. მორცხვად გაიღიმა და ხელებით სცადა დამორჩილება. თმები სახეზე ეცემოდა. რეალური არც ეგონა მაჩაბელს ეს ყველაფერი. ისეთი ლამაზი ეჩვენა ტირილისგან დასიებული თვალებითა და ბაგით...
-კარგად ისვრი თათა?- საიდან მოიტანა სროლა?
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა.
-ვცადოთ!-ხელი ჩაჰკიდა და მალევე მიიყვანა სასურველ ადგილამდე. დაეხმარა თოფი კარგად დაეჭირა. ეს სიახლოვეც აგიჟებდა, ქალის სურნელი სასიამუვნოდ ედებოდა სასუნთქ აპარატზე.
-ისროლე.-ყურთან დაუჩურჩულა. როგორ მოუნდა იმ სამ ხალზე კოცნა. გიჟდებოდა მაჩაბელი. ამ მდგომარეობაში ამაზე ფიქრი არ შეიძლებოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა. ცუდად ისროდა თათა, მაგრამ ამას ვინმე აქცევდა ყურადღებას? დათა ნამდვილად არა...
ორივე რეალობას იმდენად იყო მოწყვეტილი დროს ვერ აღიქვამდნენ. თათა ცდილობდა თავი დაეღწია იმ დღის აჩრდილისთვის. მაჩაბელიც ეხმარეობდა.
სახლში გვიან დააბრუნა. საათს რომ დახედა თვალები შუბლზე აუვიდა. სახლში სანამ შევიდოდა უყურებდა. შემდეგ თათას სილუეტი ბაბლუანმა ჩაანაცვლა. ეშმაკურად რომ უღიმოდა მეგობარს.
-ისე იყურები თითქოს შეყვარებული ხარ მაჩაბელი.
-სახეს მიგინგრევ.-გაეღიმა და სიგარეტის კოლოფი ბაბლუანსაც გაუწოდა.
-კარგი გოგოა!
-პატარაა.-მხრები აიჩეჩა დათამ.
-სიყვარულმა ასაკი იცის?-ეჭვით გადახედა მეგობარს.
-იცის. ვერ გავრევ ჩემს ცხოვრებაში. სუფთაა. მეტჯერ აღარ უნდა ეტკინოს.
-ხანდახან სუფთა ანგელოზებს თავადაც ძალიან უყვარდებათ დემონები.
-ეგ უკვე დაუშვა ისტორიამ ერთხელ. თაიას შეუყვარდი. არ მგონია მეორედაც განმეორდეს.-ხელი აუწია და მანქანა ბორბლების ღრჭიალით მოსწყვიტა ადგილს. არ სჯეროდა დათას მსგავსი ისტორიების,მაგრამ ვინ იცის,იქნებ, დაეჯერებინა ოდესმე...
---
ოთახში შესულ ბაბლუანს მდივანზე მჯდარი თაია დახვდა და ბაგე კიდევ ერთხელ თავისით შეუქანდა.
-ქალბატონო რატომ არ გძინავთ?-ყელზე მიაწება ტუჩები და ღრმად შეისუნთქა ცოლის სურნელი.
-თათაზე ვფიქრობ.
-გაივლის. ხვალ დაელაპარაკე. უნივერსიტეტის თემაზე. ნიკოლოზიც გადავიყვანოთ კერძო სკოლაში.
-მართლა?-ბედნიერმა ახედა ქმარს.
-მგონია, რომ არ მიცნობ. შენი ნაწილები არიან ისინი და თითოეულზე ზრუნვა მსიამუვნებს. ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და სულ გაიღიმე.
-როგორ გამიმართლა დიმა...-მხარზე დაადო თავი.
-არა, შენ არა მე გამიმართლა. საიდან დაგიმსახურე?
-კარგი ადამიანები, კარგს იმსახურებენ.
-კარგი ვარ?-ზემოდან დააჩერდა.
-საუკეთესო.-ბაგეზე გადაატარა მზერა და ძალიან ფრთხილად დასწვდა კაცის საყელოს.
-ბავშვი...
-მომენატრე.-ყელთან ამოიჩურჩულა და დივნიდან კაცის მუხლებზე აღმოჩნდა.
-ცუღლუტობ.-თავს ძლივს იკავებდა ბაბლუანი. მონატრება სხეულში უჩქეფდა.
-მენატრები..-ცრემლმორეულმა ამოილაპარაკა და უფრო აეკრო კაცს.
-ჰორმონები... თავი გადააგდო და ისევ დასწვდა ქალის ბაგეს.
-სირცხვილია დიმა.
-არავინაა.-ტუჩებთან დაიჩურჩულა და ნეტარებაში გადავიდა. ხანდახან რა მცირეა საკმარისი სიმშვიდისთვის. მხოლოდ ერთი ადამიანი...
-----
სახლის კარი შეაღო და მორიგი სკანდალის ტალღის შესკდომას დაელოდა. ცხოვრება ყელში აწვებოდა, იმდენ აუხდენელ ოცნებას იტევდა მაჩაბელი... ნერვიულად გადაიტარა თავზე ხელი და ოთახიდან გამოსულ სილუეტზე სახე დაემანჭა.
-გელოდებოდი.-ღვინის ჭიქა იქვე დადო ქალმა და კაცს გამჭოლი მზერა ესროლა. როგორ სძულდა ეს ყველაფერი დათას.
-არ მითხოვია ნინა!-სიგარეტის მხუთავი აირი ღრმად შეისუნთქა. თვალწინ თათა ედგა. როგორ არ უნდოდა ეს დამპალი რეალობა.
-საერთოდ აღმიქვამ ისე, როგორც ცოლს? დავიღალე!-ამოიტირა და ღვინის ჭიქა კედელს გაუქანა, რომელიც ხმით შეასკდა და თეთრად შეღებილზე, მუქ ლაქად გადაიქცა.
-ჯანდაბა, მორჩი ისტერიკას და ძალიან გთხოვ, სუნთქვის საშუალება მომეცი.
-არ გყვარებივარ, არც მითხოვია, მაგრამ ასე მოქცევა მანადგურებს. გაიგე, რომ უშენოდ ვერ ვარსებობ. მოვკვდები დათა.
-არ ვიცი, უბრალოდ ვერასდროს შეგიყვარებ. დაჟე ბოლო ქალი რომ იყო დედამიწაზე, ვერ შეგიყვარებ. -სიგარეტის ნამწვავი მოისროლა და კაბინეტში შეიკეტა. მთელი გულით უნდოდა ყ ველაფერი დაემტვრია, ნაცარტუტად ექცია. ყოველი დღე სიკვდილი იყო მისთვის ამ სახლში. სავარძელში ჩაეშვა. თვალები თავისით მიენაბა. წარმოსახვაში ჯერ ყვავილებიანი სარაფანა გაჩნდა, მერე ყელზე აცეკვებული სამი ხალი და ბოლოს თვალებჩაწითლებული თათა. ჟრუანტელმა სასიამუვნოდ დაუარა სხეულში. ნათლად შეიგრძნო სურნელი, რომელიც მანქანის სალონში ტრიალებდა. უნებურად საკუთარ ხელებს დახედა, რომლითაც სულ ცოტახანს, მაგრამ მაინც მოახერხა თათას შეხებოდა. შიგნიდან რაღაც გიჟდებოდა და გარეთ გამოხეთქვას ცდილობდა. თინეიჯერობის ასაკში ბრუნდებოდა მაჩაბელი. ტელეფონი მოიმარჯვა. აქამდე სოციალურ ქსელებს ვერ იტანდა, მაგრამ ახლა სასწრაფოდ აკრიფა საკუთარი პაროლი. შეტყობინებებისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია მაშინვე ჩაწერა საძიებოში თათა გვიჩიანი და პირველივე პროფილი რომ სასურველი აღმოჩნდა, ტანში სასიამუვნოდ დაუარა. მაშინვე გადავიდა გვერდზე და ფოტოების თვალიერებას მიჰყვა. როგორი ლამაზი იყო, ფოტოდანაც კი სიმშვიდეს და სითბოს ასხივებდა და მოქმედებდა მაჩაბელზე. თითქმის ყველა ფოტო ნახა და ბოლოს გამოსვლას რომ აპირებდა, თვალი ლევან დადიანის პროფილმა მიიქცია. იცნობდა, კარგადაც ახსოვდა დადიანი და უნებურად დაეჭიმა სხეული. ბრაზმა თავი დააკარგვინა. მაშინვე დიმას ნომერი აკრიფა და რამდენიმე ზუმერის შემდეგ მძინარე ბაბლუანის ხმამ დაარღვია სიმშვიდე.
-ში* ხომ არ გაქვს მაჩაბელი?
-საიდან იცნობს დადიანი თათას?-სიგარეტს ეწეოდა... მერამდენე ღერს არვინ იცის...
-გამო*ირდი დათა? ვინ დადიანი?
-ლევან დადიანს. თათას სძინავს?
-გცემ. არ დაურეკო ახლა, ისედაც ძლივს მშვიდადაა.
-მაშინ უთხარი წაშალოს.-ბრაზი მართავდა.
-ბიჭო მე რა ვუთხრა? რა მესაქმება მის მეგობრებთან მე ან შენ?
-კარგი!-გაბრაზებულმა მოისროლა მობილური და მრგვალი ჭიქა ვისკით გაავსო. რა აგიჟებდა? თითქოს თათა მისი ცოლი ყოფილიყო ან შეყვარებული. მწარედ გაეღიმა და ერთი მოსმით გამოცალა მათრობელა სითხე.
ერთ დღეში ყველაფერი შეეცვალა. ვერ ხვდებოდა მაჩაბელი მის თავს რა ხდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოსწონდა. იმის გაანალიზება, რომ ერთ დღეში შეუყვარდა არ გასჭირვებია. საკუთარ თავს შეუსტვინა და ბარბაცით მივიდა დივნამდე. ტანსაცმელი არ გაუხდია. ვინ ისიც მერამდენე ღამე იყო ასეთი. მდივანზე გაუხდელი, მთვრალი მაჩაბელი...
**
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა და მობილურს დახედა. გამოტოვებულ ზარებს შორის, რეკორდული რაოდენობა ბაბლუანს ეკუთვნოდა. მაშინვე აკრიფა ნაცნობი რიცხვების კომბინაცია და რამდენიმე ზუმერის შემდეგ დიმას ხმა გაისმა.
-მაჩაბელი, შემომაკვდები!-ამოიღმუილა და სიჩქარეს მოუმატა.
-დილამშვიდობისა დიმა!-ფეხზე წამოდგა და დაკუჭულ პერანგზე ხელი ჩამოისვა.
-ჩემთან წადი, თაიას შენი დახმარება სჭირდება.
-მშვიდობაა?-ნინას გვერდი აუარა და სააბაზანოში შეიკეტა.
-თათას უნივერსიტეტის ამბებია რაა. მე ვერ ვაგვარებ, კომპანიაში უნდა ვიყო უეჭველი.
-წავალ.-სარკეში საკუთარ ანარეკლს დააკვირდა და მალევე მოარიდა თვალი. მობილური ნიჟარაზე დააგდო და გემრიელად შეიკურთხა აჩქარებული გულის გამო, რომელიც ცოტაც და ორგანიზმიდან ამოხტებოდა.
-სიყვარულის დროა კიი!-ცივი წყალი შეისხა და გამოფხიზლებულმა დატოვა იქაურობა.
ნინა ისევ მისაღებში დახვდა. ჩვეულებისამებრ ღვინის ჭიქით ხელში.
-როდესმე დასრულდება?-ვაზას ხელი გაჰკრა და ქალს დააკვირდა, რომელსაც წარბიც არ შეუხრია.
-ჯანდაბა როგორ მინდა მოგკლა ნინა!-მისკენ წავიდა და ყელში სწვდა. ტკივილისგან სახე დაემანჭა ქალს.
-შენი ხელით თუ მოვკვდები მაშინ მომკალი.
-მაგის ღირსიც არ ხარ. მე მივდივარ, ჯანდაბა, ალბათ დავბრუნდები იმიტომ, რომ პარანოიკი ხარ.
-სხვანაირად ვერ შეგინარჩუნებ.-ამოიტირა და მიმავალ მაჩაბელს მზერა გააყოლა.
ღონემიხდილი დაჯდა საჭესთან. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. დილის დაწყებაც ასეთი უნდოდა. ნერვები ყელში უჭერდა. ცხოვრება მაჩაბელის ბედს დასცინოდა. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად ჰაერი და მანქანა ადგილს მოლსწყვიტა. მთელი გზა თათაზე ფიქრობდა. საბოლოოდ აკვიატებას მიაწერა და ცოტახანს სხვა რამეზე გადაერთო. ნახვაც არ უნდოდა. უკვე ჭიშკართან იდგა და ფიქრობდა, გადასულიყო თუ არა. თითქმის გადაფიქრებული ჰქონდა ჰორიზონტზე თაია, რომ გამოჩნდა და ,,აიძულა" დათა გადასულიყო.
-დათა!-ხელი დაუქნია კაცს და მაჩაბელიც მისკენ წავიდა. სიგარეტის ნამწვავი იქვე მიაგდო. არეული სახე დაალაგა და შეძლებისდაგვარად გაუღიმა ყველას. თათა არ იყო.
-ძალიან კი გაწვალებ, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ არც დიმას სცალია და არც ელენას. მე ნიკოლოზის საქმეს უნდა მივხედო. ამიტომ ერთხელღა აგვიტანე.
-მარტო ამ ერთხელ!-თითი დაუქნია და მერე ორივეს ღიმილი მოედო სახეზე.
-თათას დავუძახებ.-კარისკენ შებრუნდა ნაკაშიძე, მაგრამ გამოსვლა დაასწრო თათამ.
-მოდის.-დათას გაუღიმა და თავად სკამზე დაჯდა.
არ შეუხედავს. მხოლოდ სარაფნის ბოლოს მოჰკრა თვალი და მაშინვე აარიდა მზერა. რის დამტკიცებას ცდილობდა, თავადაც ვერ ხვდებოდა. მაგრამ ასე უკეთესად გრძნობ და თავს.
-მანქანაში დაგელოდები!-ორი სიტყვა უთხრა და ავტომობილისკენ წავიდა.
-ამის დედაც მაჩაბელო!-საჭეს გაშლილი ხელი დაარტყა და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს. ორ დღეში მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ფიქრებში გართული მაშინ მოვიდა გონს, მარჯვნივ კარი რომ გაიღო და მაშინვე დაიხურა.
-სად მივდივართ?-ისევ არ უყურებდა.
-ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.
-კარგი.-სიმღერას აუწია და გეზი უნივერსიტეტისკენ აიღო.
-ლევანს იცნობ დადიანს?-მანქანა დაამუხრუჭა და თათას გახედა.
-რაა რო?-ხელი აუკანკალდა.
-შენზე მკითხა და დიმაზე.
-რა გკითხა?-მერამდენე ღერს უკიდებდა, თავადაც არ იცოდა.
-საიდან გიცნობთ. და ცოლი გყავს თუ არა.
-ჯანდაბა.-ამოიღმუილა და თავი საჭეს ჩამოადო.
-დათა, ცუდად ხარ?-თათას წვრილი თითები რომ მოეხვია სხეულის თრთოლვა მაშინვე გაუქრა, მაგრამ გაბრაზება არა.
-უთხარი, რომ ცოლი მყავს. თანაც კარგად იცნობს.-ქალის ნაკვთებს აკვირდებოდა. როგორ უნდოდა რამე წაეკითხა მის სახეზე, მაგრამ ამაოდ.
-კარგია.-გაუღიმა გვიჩიანმა და თავი გვერდით გადასწია.
-მოვედით!-მანქანა დააპარკინგა და გადავიდა. ქალიც გადაჰყვა.
-დაგელოდები გინდა?-გარემოს ათვალიერებდა. თითქმის ყველას მზერა დააფიქსირა.
-საქმეებს მოცდები და არ ღირს.-უხერხულად გაუღიმა.
-კარგი თათა, ჭკვიანად!-კბილებში გამოსცრა ბოლო სიტყვა და ტერიტორია დატოვა.
***
დერეფანში მსხდომები საკუთარ რიგს ელოდნენ. დიმას გული გაორმაგებული სისწრაფით ცემდა. თაიაც ნერვიულობდა, მაგრამ უფრო იმაზე, რომ დონატის ჭამა ვერ მოასწრო.
-ჯანდაბა მალე დაგვიძახონ!-ფეხზე წამოდგა ბაბლუანი და ნერვიულად სიარულს მოჰყვა.
-დამშვიდდი დიმა.-გაუღიმა და მასთან ერთად ადგა.
-ლილეზე არ ვნერვიულობდი ისე, როგორც ახლა.
-ღმერთო, რა ნერვიული ადამიანი ხარ.-თავი გადააქნია და საკუთარი სახელის გაგონებაზე სხეულში პეპლები აუთამაშდა. რეალურად სხვანაირი ემოციაა, როდესაც იმ პატარა არსების კიდევ ერთ დამადასტურებელ ამბავს იგებ. სქესი? ეს არაფერს ნიშნავს. ბავშვი ბედნიერებაა და ამ ბედნიერებას სქესი არ აქვს. ნაკაშიძესთვისაც არ ჰქონდა აზრი სქესს მნიშვნელობა, მაგრამ მაინც უნდოდა გაეგო ვინ ჰყავდა გულის ქვეშ.
ექიმის კაბინეტი დიმამ შეაღო და თაიაც შეატარა.
-სალამი სოფია!-ნერვიულად ახლართა თითები ერთმანეთში.
-კრიზისი გაქვს დიმა?-ხელებზე სადეზინფექციო ხსნარი დაისხურა და თაიას გაუღიმა.
-კრიზისი არა წნევა მაქვს სოფია და მალე გაიგე ვინ ზის იქ.
-არ მიაქციო ყურადღება!-ნაკაშიძემ გაანეიტრალა სიტუაცია და ეხოს გადასაღებად მოემზადა. დომაც გვერდიტ მიუჯდა. ქალის ხელი თავისაში მოიქცია და სულმოუთმენლად დაელოდა სოფიას. რამდენიმე წამში ოთახში ხმა, რომ გაისმა დიმას მთელ სხეულზე ბუსუსებმა დაუარა. გული ახლა ნამდვილად ამოხტებოდა. საკუთარი ნაწილის გულისცემას უსმენდა და ახლა მისთვის ყველა პრობლემა გამქრალი იყო. მხოლოდ ის თაია და ეს ბავშვი იყვნენ ცენტრში.
-რა ძლიერი ბავშვია.-ექიმმა გაუღიმა და კიდევ ერთხელ მოატარა აპარატი ქალის მუცელს.
-გავაფრენ!-თაიას ყურთან ამოიჩურჩულა და იქვე დაუტოვა კოცნა.
-ამ ძლიერი გულისცემის ავტორი მომავალი პრინცია. ყურები დაუგუბდა. საკუთარი სისხლის მოძრაობას გრძნობდა.
-დიმა!-აზრზე თაიას შეხებამ მოიყვანა.
-ჯანდაბა, გამაფრენინებ. გულის შეტევით მოვკვდები!-ღრმად ამოისუნთქა და ცოლის სხეული აიტაცა.
-ქალბატონო ექიმო გველოდეთ სულ, ყოველ წამსა და წუთს.-თვალი ჩაუკრა ქალს და ხელში აყვანილი ნაკაშიძით გაიარა მთელი დერეფანი.
-ლილესთან მივდივართ. უნდა ვუთხრა, რომ მე რომც გავათხოვო, ეგ არ იზამს მაგ ამბავს.-მუცელზე გადაატარა ქალს ხელი.
-გაგიჟდი. დარჩენილი ხუთი თვე ისევ გაგიჯებული ივლი დიმა. მერე გაჩნდება და კიდევ უფრო გააფრენ. როდის უნდა დავლაგდეთ?-შეწუხებული სახით უყურებდა ბაბლუანს.
-ეგ რომ გაიზრდება და ლილეს არ მისცემს გათხოვების უფლებას მერე დავისვენებთ.
-ღმერთო!-ამოიოხრა და მინას მიადო თავი. როგორი ბედნიერი იყო ამ წამს. როგორ უნდოდა სულ ასე ყოფილიყო, სულ ასეთი დიმასთვის ეცქირა.
ბაბლუანმა ტელეფონი მოიმარჯვა და მაჩაბელს დაურეკა.
-არაფერი თქვა დათა. საღამოს ცხრაზე ბაბლუანები აღვნიშნავთ გვარის გამგრძელებლის დაბადებას. მართალია, ლილე პირველი შვილია და ვერცერთი გვარის გამგრძელებელი ვერ შეცვლის, არც მუცელში მყოფი ბავშვისთვისაა პომპეზური საღამოები ამიტომ ოჯახურ სიტუაციას გთავაზობ. მობრძანდი!-დათას გინებაზე ხმამაღლა გაიცინა და ყურმილი დაკიდა.
-ჩემი პრინცესა გამებუტება.-მანქანა დააპარკინგა და სათამაშოების მაღაზიაში შევიდა.
თავის თავს არ ჰგავდა. ნაკაშიძეც ბედნიერი უყურებდა ქმრის მოქმედებებს. უზარმაზარი დათვი თითქმის წიხლით, რომ ჩატენა მანქანაში ამაზე სულ გადაირია თაია, მაგრამ მაინც ეცინებოდა.
-ლილე ჩემი გახარებაა! და შენც მამი!- კიდევ ერთხელ გადაატარა მუცელზე თითები და მანქანა ადგილს მოსწყვიტა...
გაღებულ ჭიშკარში სიგნალით შევიდა და ეზოში მდგომთა სახეებზე გაეღიმა. ყველა ის ადამიანი იქ იყო, ვინც უყვარდა. გადავიდა და ჯერ შვილს მოეხვია.
-მამიკოს პრინცესა!-ღრმად შეისუნთქა ჰაერი. მერე ელი მოძებნა თვალებით და მისკენ წავიდა.
-მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ. მიყვარხარ!-გოგონას მოეხვია და სიმშვიდე მაშინვე დაეუფლა.
-ევა.-დას გახედა.
-ვიცი გიჭირს დედას მერე. მაგრამ მიხარია, რომ გადალახე ის ბარიერები და დღეს ერთი ოჯახი ვართ. მიხარია ყველა, რომ აქ ხართ. მაგარი ამბავი გვაქვს.
-იტყვი?-ცოლს გახედა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია თაიამ.
-მოკლედ სულ მალე ოჯახში ახალი წევრი, უმცროსი სანდრო ბაბლუანი გაჩნდება. -ცრემლები ძლივს შეიკავა დიმას გამოხედვაზე. ორივეს ახსოვდა ის სახელი. კოტეს ნამდვილი სახელი, რომელიც მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ. თაიასკენ გაიწია. ხელი მოჰხვია და მაგრად მიიკრა გულზე.
-ჩემს ცხოვრებას შენ გარეშე აზრი არ აქვს!-შუბლზე მიაწება ტუჩები. ბედნიერება სუფევდა ბაბლუანებთან
მილოცვებს იღებდა თაია. დათა და ბაბლუანი მოშორებიტ იდგნენ და საუბრობდნენ.
-ნინა როგორაა?
-ისევ ისე. პარანოიკობს. სახლიდან არ გადის. დავიღალე. ხუთი წელია ვიხრჩობი.
-გაეყარე. დაიკიდე ყველა და შენს ბედნიერებას მიხედე.
-რამე, რომ გააკეთოს, ვერ ვაპატიებ ჩემ თავს.-სასმლით სავსე ჭიქა გამოცალა და ეზოს ცენტრში მყოფ თათას გახედა. ლილეს ეთამაშებოდა. ლამაზი იყო, როგორც ყოველთვის.
-ისტორია უშვებს იმ ფაქტს დათა და ხელიდან არ გაუშვა.
-მე ცოლი მყავს.
-ჯანდაბა, ის ცოლი არაა. არავინ არაა. გაიგე, რომ არ ხარ ვალდებული ვიღაცის პარანოიკ შვილს მოუარო.
-საუბარი მარტივია, როდესაც იმ ადამიანის კანში არ ხარ! არ იცი, როგორია. არ იცი რა რთულია, როდესაც სახლის კარს აღებ და იმაზე ფიქრი გჭამს, რომ შესაძლოა, ცხედარი დაგხვდეს იქ. ჯანდაბა დიმა, აღარ შემიძლია.
-რატომ შენ? რატომ დაგემართა?
-მასზე მეტად არავინ მძულს. მთელი ცხოვრება წამართვა, ასე მგონია.-მეორე ჭიქას სვამდა.
-მოდი წამოდი. გადმოდი ჩემთან.
-არ მინდა. ცოტახანს სახელოსნოში ვიქნები. ფიქრი მჭირდება.
-იფიქრე.-მოეხვია. უცნაურად გრძნობდა თავს. მისკენ გამოქცეულ ლილეს გახედა. გაუღიმა და მერე საშინელმა ხმამ გააყრუა იქაურობა. სხეული შეუტოკდა. თეთრი პერანგი წითლად შეეღება და მომღიმარ ლილეს გახედა, რომელსაც ალბათ თამაში ეგონა ყველაფერი.
-შეიყვანე ყველა დათა!-ესღა ამოილაპარაკა და მიწაზე დაემხო. გონზე იყო. თაიას კივილი ესმოდა. როგორ უნდოდა წამომდგარიყო, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. სისხლი სწრაფად ტოვებდა ბაბლუანის სხეულს, თითქოს ეჩქარებოდა.
-დიმა!-დათას ღრიალი ახლა კარგად ჩასწვდა მის ყურთასმენას, მაგრამ პასუხი ვერ დააბრუნა.
1.2.3. გაითიშა. ყველაფერი დაბნელდა მის გარშემო.
--
-დიმა!-თაიას კივილი მთელს სახლში ისმოდა. ლილეს ვერავინ აწყნარებდა. ელენა გაშეშებული იდგა და ცდილობდა, მომხდარი გადაეხარშა.
-მამიკოსთან მინდა.-დედას შემოეხვია პატარა ბაბლუანი. თაია აზრზე ვერ მოდიოდა. არ იცოდა გარეთ რა ხდებოდა. ნაბიჯსაც კი ვერ ადგამდა, გაეგო.
-ლილე დეე.-ბავშვის წინ ჩაიმუხლა და მაქსიმალურად შეეცადა, დაეწყნარებინა.
-მამა მინდა.-სლუკუნით ამოთქვა და დივანზე დაჯდა.
არავის არ ჰქონდა ადამიანური სახე. ყველა თაიას უყურებდა, რომელიც ერთ ადგილზე მიყინული იდგა და მუცელზე ჰქონდა შემოხვეული ხელები.
თათა და ნიკოლოზი კუთხეში მიყუჟულიყვნენ. ბიჭი შეშინებული იყო. ოთახში დათას გამოჩენამ, რომელსაც პერანგზე ბაბლუანის სისხლი ჰქონდა, ყველა კიდევ უფრო მეტად დაძაბა.
-დათა!-ელი წავიდა მისკენ. მხოლოდ თვალებში ჩახედა და ამოიტირა.
-არ გეკითხები.-თაიამ ცრემლი შეიმშრალა.
-არ გეკითხები, როგორ არის, ცოცხალია თუ მკვდარი. წამიყვანე მასთან.
-თაია!-ეხადა გაეჩერებინა, მაგრამ ამაოდ.
-დათა, წამიყვან თუ ჩემით წავიდე?
-წაგიყვან.-თავი დაუქნია და წამით გახედა კუთხეში მჯდარ თათას, ნიკოლოზი რომ ჰყავდა შემოხვეული.
-მეც წამოვალ.-ელენა წამოიწია.
-ლილესთან დარჩი, თათა წამოვა.-დას გახედა და გვიჩიანიც მალევე წამოიმართა.
-ბავშვებს მიხედეთ. -მოსაცმელი აიღო ქალმა და შეძლებისდაგვარად გამართული მხრებით გავიდა. გარეგნულად არ იმჩნევდა, მაგრამ შინაგანად აღარ იყო. იმაზე ფიქრი, რომ დიმას რაღაც დაემართებოდა, ჭკუიდან შლიდა. აკანკალებულ ხელებს ვერ დაემალა. გული ამოვარდნას ჰქონდა. არავის უყურებდა. უბრალოდ თვალები ჰქონდა დახუჭული და კადრებად დაფრინავდნენ დიმასა და მისი მომენტები. დღევანდელი დღე... ყველაფერი თითქოს კარგად იყო, მაგრამ ზუსტად ამ დროს ჩაავლო უბედურებამ კლანჭები.
საავადმყოფოს შენობის დანახვაზე თავბრუ დაეხვა. იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლოა, იქ დიმა გარდაცვლილი დახვედროდა, გიჟდებოდა. კიბის პირველ საფეხურზე დადგა, მაგრამ უკვე მეორეზე შებარბაცდა. მაშინვე დაიჭირა მაჩაბელმა.
-ფრთხილად.-ხელი მოჰხვია და ერთად აიარეს კიბე. წამლების სუნმა ჭკუიდან შეშალა. ღებინების შეგრძნება ყელში მოაწვა. გრძელი თეთრი დერეფანი უსასრულოდ გაიწელა.
-სადაა ექიმი?-დათას ახედა.
-ოპერაციაზე.
-ღმერთო.-ამოიტირა და სკამზე დაჯდა. სისუსტეს გრძნობდა. კიდურებს ვერ იმორჩილებდა.
-თაია წყალი გინდა?-თვალებ დაბინდულს თათას სიტყვები ჩაესმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მანამ სანამ თათა წყალს მოიტანდა, გული წაუვიდა თაიას.
დათამ მაშინვე ხელში აიტაცა.
-საკაცეე!-ღრიალებდა მაჩაბელი.
თეთრხალათიანებთან დატოვა და თავად დერეფანში გავიდა.
კადრებად ტრიალებდა დიმას დაჭრის სცენა. დაინახა, ვინც იყო. ეს კიდევ უფრო აგიჟებდა, რომ იმ ადამიანმა ესროლა დიმას, რომელსაც ნაკლებად წარმოიდგენდა. მომავალ თათას დააკვირდა და სულ ოდნავ დაეუფლა სიმშვიდე.
-თაია?-ხმაჩავარდნილმა ამოილაპარაკა.
-ცუდად გახდა და პალატაშია.-ხელით ანიშნა ყველაფერი რიგზეაო.
არადა არ იყო. დათასთვის არაფერი იყო კარგად. ადამიანური სახე დაკარგული ჰქონდა. ექიმი არ ჩანდა. ვეღარ სუნთქავდა. დიმა ბევრს ნიშნავდა დათასთვის. ღერს ღერზე ეწეოდა. ნერვიულობა ყელში უჭერდა მარწუხებს.
-დიმა ბაბლუანის ახლობლები.-ნაცნობი სახელი და გვარის გაგონებისთანავე ფეხზე წამოდგა.
-აქ ვართ!-ლოცულობდა, რომ კარგი ამბავი ეთქვათ.
-ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ტყვია ამოვიღეთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო არ არის დაზიანებული, მაგრამ ბევრი სისხლი დაკარგა.
-ანუ?-მოთმინებას კარგავდა დათა. თათას ხელი უნებურად შემოეჭდო.
-არ ვიცით გონს როდის მოვა.-ამაზე გაჭედა.
-მეუბნებით, რომ არაფერია საშიში, მაგრამ არ იცით, გონს როდის მოვა? ამის დედაც, საავადმყოფოა თუ საბავშვო ბაღი?
-დათა.-თათა აწყნარებდა, მაგრამ უშედეგოდ.
-გადავწვავ აქაურობას. ყველაფერი გააკეთეთ.-ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-დათა გთხოვ.-სიფრიფანა მკლავენი მოეხვია. გიჟს ჰგავდა. ვერ ხარშავდა ვერაფერს. დიმა სიკვდილს ებრძოდა. თაია ბავშვით ცუდად იყო.
-აქ დარჩი.-უნებურად მიაწება ტუჩები შუბლზე და გარეთ გავარდა. აბრამიშვილის ნომერი იპოვა.
-გოგა ნაკაშიძე წაათრიე. როგორც გინდა, თუ გაგიძალინდა ძვლები დაუმტვრიე და მაინც ჩატენე მანქანაში.-გაცოფებულმა დაკიდა ყურმილი და მანქანაში მოთავსდა.
---
დათას გაშლილი ხელი მოხვდა მარჯვენა ლოყაზე და ტკივილისგან სახე დაემანჭა. მიუხედავად ამისა, მაინც თვალებგამორეცხილი უყურებდა ნაკაშიძე.
-ჯეკა ძაღლი ხარ. იმენა დიმა ხარ, ოღონდ პატენტი.-სისხლი გადმოაფურთხა გოგამ და ირონიით სავსე მზერა შეავლო მაჩაბელს. დათა ცუდად იყო, აღარ იყო, ვეღარ იყო...
გოგას ნათქვამზე გაეცინა და იქვე ჩამოჯდა. ასე იცის გაგიჟებამ, ლევანი დაფეთებული უყურებდა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.
-იცი რა განსხვავებაა შენსა და დიმას შორის? შესაძლოა, იფიქრო, რომ ერთი სისხლი გაქვთ, მაგრამ სხვადასხვა ხართ. შენ ჩმორი ხარ, ჩვარი, რომელსაც ისე იყენებენ, როგორც უნდათ. დიმა ადამიანია. შენ ვერ გაიგებ. იმად დარჩი, რამაც გაგაკეთა.-შეტრიალდა, მოწოლილი ცრემლი შეიკავა და ისევ გოგას გახედა.
-რამე, რომ დაემართოს, აგკუწავ და მტკვარში გადავყრი შენს ნაწილებს. ვერავინ მოახერხებს, გაიგოს მკვდარი ხარ, თუ ცოცხალი.
-გელოდები, აქ ვარ. იმ ნაბი*ვარმა ისედაც დამინგრია ცხოვრება. ოცდაოთხი შვიდზე მისი სახელი ტრიალებს. ორ თვეში ქართლოსას საყვარელი შვილიშვილი გახდა. ვერ გაიგებ მაჩაბელო, შენ არ იცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
-ჯანდაბა? რის შეგეშინდა? იმის, რომ იმ დედამოტ*ნულ ქონებაში ლებოდა? რა გამო*ირებული ხარ. ტიპს არც კი უღიარებია, რომ ნაკშიძეა. ჰკიდიხართ. ან შენი ქონება რად უნდა? იმდენი აქვს, რამდენიც თქვენ არ დაგესიზმრებათ. მაგრამ დამპალი ნაბი*ვარი ხარ.-სკამს ფეხი გაუქნია და მობილურზე შემოსულმა ზარმა დააშოშმინა.
-დარჩი ლევან.-დაცვას გახედა და თავად საფეხურები აირბინა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სენსორს თითი დაუსვა.
-დათა-ყურმილში მაშინვე გაისმა გვიჩიანის ნამტირალევი ხმა.
-ხო.-ხმა ჩაეხრინწა და სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია.
-შეგიძლია მოხვიდე?. თაია ცუდადაა, არ ვიცი რა გავაკეთო.
-მოვალ, ორ წუთში მანდ ვარ.-ნერვიულად გადაისვა ხელი და მაშინვე მანქანისკენ წავიდა. რაღაც ნაწილი პარალიზებული იყო დათაში. ის ნაწილი, რომლითაც დიმასთან ასე მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ბაბლუანის ორ დღიანი ,,შვებულება" აგიჟებდა დათას. მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით მოსწყვიტა იქაურობას.
გაბმული სიგნალით უვლიდა მანქანებს გვერდს. უსუსურობა, სიბრაზე, ტკივილი-ერთიანად უჭერდა მარწუხებს...
საავადმყოფოს კარი შეაღო და იქ მჯდომ თათას წამით შეავლო მზერა. მაშინვე დიმას პალატისკენ აიღო გეზი და ფაქტობრივად კარი შეანგრია. ექიმის კივილი არად ჩააგდო. ბაბლუანს მიუახლოვდა და მაგრად შეანჯღრია.
-ძმობას გაფიცებ ბაბლუ, არავის გამო მხოლოდ თაიას გამო უნდა გამოძვრე.
-გადით აქედან!-ექიმის ყვირილმა მოიყვანა გონს.
ნელი ნაბიჯით დატოვა პალატა და ისევ დერეფანში დაბრუნდა, სადაც თათა ეგულებოდა. მობუზულს ზემოდან დახედა და მის გვერდით ჩაცურდა. კედელს თავი მიადო და თვალები დახუჭა.
ცხოვრების ყველა სირთულე გადატანილი ჰქონდა, მაგრამ უდიმაობა იყო ჯოჯოხეთი. კოტეს ფრაზა ,,ტყუპები ხართ მგონი" ახლა მკაფიოდ ჩაესმოდა.
-დათა!-ნინას ხმამ ერთ ადგილზე მიყინა და თავი არც აუწევია.
-გამარჯობა!-უკმეხად მიესალმა თათას და თავად მაჩაბელის გვერდით მოთავსდა. ნინა იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა დიმასა და დათას ურთიერთობა. ეს არ იყო ძმაკაცობა არც უბრალოდ ძმობა. რაღაც არაამქვეყნიური სიყვარული, ნდობა და იმედი იყო ამ ორ შორის. ახლაც კი, როდესაც დიმა ცოცხალ-მკვდარი იწვა და დათა საავადმყოფოს დერეფანში, მაინც გრძნობდნენ ერთმანეთს.
-დათა ვწუხვარ!-ქმარს მოეხვია. რეაქცია არ ჰქონია მაჩაბელს. უბრალოდ ადგა, ნინას ხელი მოჰკიდა და გავიდა. შიგნიდან მონგრეული უკვე საკუთარ ემოციებსაც ვერ აკონტროლებდა.
-აქ რა დედის ტ*ვნა გინდა?-სასწრაფოდ მონახა სიგარეტი და მაშინვე მოუკიდა.
-უბრალოდ...
-რააა უბრალოდ? რა გინდა აქ?
-უნდა მენახე. ვერ ვსუნთქავ, გესმის? ვიცი, რა მნიშვნელოვანია შენთვის დიმა. ვიცი, რომ ცუდად ხარ.
-და რაა? მოხვალ? მაკოცებ? ჩამეხუტები? რას გააკეთებ, რაც მაიძულებს დავივიწყო დადიანთან შენი კავშირი? რა მაიძულებს? მაშინ არ გიყვარდი? მაშინ არ იცოდი რა მნიშვნელოვანი იყო დიმა?-ხმას ვერ აკონტროლებდა. მთელ სხეულში ბრაზი ჰქონდა გამჯდარი.
-დათა,გთხოვ, არ გინდა.
-სახლში წადი, თორე შემომაკვდები. -ხელი წაიღო მისკენ და ნინას ათრთოლებულ სხეულზე გაეცინა.
-დადიანს არ ვგავარ ნინა, არასდროს ავწევ ქალზე ხელს. -უკან შებრუნდა და გასასვლელში მდგარი გვიჩიანი მაშინ შეამჩნია. შეტორტმანდა,მაგრამ გასწორდა. ქალის შეშინებულ სახეზე მზერა დაებინდა. იცოდა, რომ ამის მიზეზი თავად იყო.
-უფრო ადამიანური მეგონე დათა!-თათას ფრაზამ დამარხა. ცოცხალს მიაყარა მიწა. შეხედა, თვალებში უყურებდა,საიდანაც ცრემლი ჟონავდა.
-ჩემი ადამიანურობა შენ გეხება?-თავი ოდნავ გადახარა, თვალები დააწვრილა და ისე გახედა გოგოს. ერთმა მზერამ და სხეულის თრთოლვამ გაყიდა გვიჩიანი. დათა მიხვდა.
მიუხვდა მზერის შინაარს. სულ ოდნავ შეუტოკდა ბაგე და გვერდი აუარა. ისევ წამლის სუნით გაჟღენთილ შენობაში შევიდა. თაიას პალატასთან გაჩერდა, მაგრამ ვერ გაბედა შესვლა. ფეხები არ ემორჩილებოდა.
სკამზე დაჯდა და საათის ისრის მოძრაობას გააყოლა მზერა. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს გვერდით თათა რომ დაუჯდა. ქალის სურნელმა სისხლი აუდუღა. მისკენ გადასწია თავი და უკეთესად შეიგრძნო არომატი. სულ ოდნავ ეხებოდა თმის ბოლოებს მაჩაბელი.
-თათა.-გოგონას უეცარ რეაგირებაზე გაეღიმა.
-ხო.-ხმა წართმეულმა ამოილაპარაკა.
-ვინმე არის შენს ცხოვრებაში, ვისი მოკვლაც მომიწევს?-თვალებში უყურებდა, ყველა შეცვლილი მიმიკის დამახსოვრებას ცდილობდა.
-დათა რას ამბობ?-სხეული შეუტოკდა ქალს. სუნთქვა შეეკრა, როდესაც სახე ახლოს მიუტანა მაჩაბელმა და მზერა ბაგეზე გადაიტანა.
-იმდენად კარგიც არ ვარ, ვინმეს დავუთმო შენი თავი.-ყელთან გადაატარა ცხვირის წვერი.
-გაგიჟდი?-ფეხზე წამოვარდა გვიჩიანი. ვერ იმორჩილებდა კიდურებს, დათას მზერა შლიდა.
-ალბათ.-მხრები აიჩეჩა. მოსწონდა ეს მდგომარეობა. თათას თრთოლვა.
-არასდროს შემიყვარდება შენნაირი დესპოტი, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ კუთხეში იპოვონ მოკლული.-დაუფიქრებლად წამოსცდა ეს სიტყვები,მაგრამ გვიანი იყო. მთელი ემოცია გაქრა დათაში. ირონია გამოესახა სახეზე. თავადაც ფეხზე წამოდგა და კედელთან მიიმწყვდია ქალი.
-დესპოტი ვარ? კარგი, მაშინ გაიძულებ შემიყვარო. იცი როგორ? უჩემოდ სუნთქვა გაგიჭირდეს. თვალებს, რომ დახუჭავ მე ვიყო. ჩემი დამახვა გაგიჟებდეს და სუნთქვას გიკრავდეს. უჩემობა გტკენდეს.-აი ასე შემიყვარებ. დამიჯერე, სულ მალე იქნება ეგ და მერე შეგრცხვება ამ სიტყვების.-ხელი უშვა და დიმას ოთახიდან გამოსულ ექიმს გახედა, რომელიც დამაიდებელი სახით მიიწევდა მათკენ.
-ბატონო დათა.-გაუღიმა ექიმმა.
-გონს მოვიდა?-სად ეჩქარებოდა, თავადაც არ იცოდა.
-დიახ!-თავი დაუქნია ექიმმა.
-ყველაფერი სტაბილურადაა. ერთს შეუძლია შესვლა ჯერ-ჯერობით.
-მე შევალ!-უკნიდან ჩამწყდარი ხმის გაგონებისთანავე მოტრიალდა მისკენ გვიჩიანი. ისეთი სუსტი ჩანდა ნაკაშიძე.
-წამობრძანდით.-ხელით ანიშნა გამოსაცვლელ ოთახზე.
თაია აღარ იყო. ვერ აზროვნებდა. ერთი თვის უჭმელს ჰგავდა. კარი შეაღო და პირველად, რაც დიმა აქ იყო, სულ პირველად დაინახა საწოლზე მწოლიარე. მთელი ემოცია ერთიანად შეეხეთქა თაიას, ბაბლუანის მწვავე მზერა რომ იგრძნო. ჯერ თვალებზე შემდეგ მთელს სხეულზე და ბოლოს მუცელზე.
-გაშიმშილებდნენ?-დიმას ხმაზე უკვე გაიაზრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მისკენ წადგა რამდენიმე ნაბიჯი და მერე გაშეშდა.
-თაია.-ფრთხილად წამოიწია, მაგრამ მაშინვე შეახსენა ჭრილობამ თავი და თავდაპირველ პოზიციას დაუბრუნდა. ნაკაშიძემაც აამოძრავა კიდურები და საბოლოოდ დიმას წინ იდგა. დაღლილი, გამოფიტული...
-რომ ავდგები, ვიჩხუბებთ!-ხელი გამაფრთხილებლად დაუქნია.
-ვიჩხუბებთ დიმა?-მთელი ტკივილით ამოილაპარაკა.
-აბა რაა, მხოლოდ ვიჩხუბებთ. მე კი გთავაზობ, ვინმემ შენს წინ ტყვია დამახალოს.
-თაია!-ამოიღმუილა.
-რა? არ მოგწონს? გული გტკივა? იმაზე მეტად არა, ვიდრე მე. გითხარი დაასრულეთქო. გთხოვე დიმა. შეეშვი ნაკაშიძეებსთქო. ისევ დაიწყება ახლა. დღეს შენ მოკლავ, ხვალ ის და ასე შემდეგ.
-ტონს დაუწიე და დამშვიდდი.
-ისევ ის დიმა დაბრუნდა. მბრძანებელი. არ დავუწევ. შენი შვილი ორი დღეა შენს სახელს ყვირის, არაფერს ეკარება. მე თუ აღარ მითვალისწინებ, ის მაინც შეიცოდე. რა გინდა? ჯანდაბა დიმა, უშენოდ არ ვართ კარგად. წარმოდგენაშიც კი არ შემიძლია შენს გარეშე.
-მოდი აქ. -ხელი დაარტყა საწოლზე და თაიას სიჯიუტეზე გაეღიმა.
-არ მოვალ. ამ ორ დღეს ძმრად ამოგადენ.-ცრემლი შეიმშრალა და მუცელში გაფრენილ პეპლის მოძრაობაზე დიმას გახედა.
-დიმა!-ამოიკნავლა. ეს შეგრძნება იყო სასწაული. პირველად შეიგრძნო ცხადად მასში არსებული სიცოცხლე.
-რა გჭირს?-ფერდაკარგულ თაიაზე დაიძაბა.
-მოძრაობს.-ახლოს მივიდა. იმ წამს ყველაფერი დაავიწყდა.
-ვინ?-დაიბნა.
-ბავშვი.-უნებურად გადადგა ნაბიჯი დიმასკენ. ბაბლუანის მწველ მზერას გრძნობდა და სხეული არ ემორჩილებოდა. კაცის მძიმე მტევანი მუცელზე, რომ იგრძნო, ჟრუანტელმა დაუარა. დიმასაც უხტოდა მთელი სხეული. ბედნიერების გიჟურ ტალღას გრძნობდა სხეულში.
-მიდი მამი!-ბაბლუანის სიტყვებზე კიდევ უფრო მძაფრად იგრძნო ბედნიერება. ცოტახანს არ გამეორებულა მოძრაობა, მაგრამ მეორედ უფრო ძლიერი იყო. დიმას გახედა. კაცის თბილ მზერას ვერსად გაექცა.
-იგრძენი?-ცოტაც და პატარა ბავშვივით ატირდებოდა.
-კი.-თავი დაუქნია და თაიას სავსე ბაგეს თავისი მიაწება. თავს კარგავდა. ყველა ტკივილი ავიწყდებოდა ქალის შეხებაზე.
ამ კოცნაში ატანდა ყველაფერს ბაბლუანი. იმ წამებს ანაზღაურებდა, ცოლი რომ ანერვიულა. ქალისგან შიში, ტკივილი, მაგრამ ამავდროულად უდიდესი სიყვარული იგრძნობოდა. ჰაერის უკმარისობამ აიძულათ ერთმანეთს მოშორებოდნენ.
-აქედან რომ გამოვალ, ვერაფერი გიხსნის.-ქალის სურნელს ღრმად ისუნთქავდა.
-მომენატრე.-თაიას გულწრფელობასა და ცრემლებზე გაეღიმა, მაგრამ საკუთარი თავი ეზიზღებოდა, ამ მდგომარეობაში რომ ხედავდა ცოლს.
-ჯერ ვერ მომიშორებ თავიდან. მანამ სანამ ოთხ შვილს არ გამიჩენ.-ჭინკებათამაშებული თვალებით გახედა ცოლს და ისევ წაეტანა ქალის ბაგეს. დიდხანს აღარ გაგრძელდა მათი კოცნა. ოთახში ლილე შემოვარდა.
-მამიკო.-დიმასკენ გაიქცა და გაუაზრებლად შეხტა საწოლზე. ჭრილობაზე დააწვა და ხმა ვერ შეიკავა ბაბლუანმა. ცრემლიანი თვალებით გახედა ბავშვმა
-მამი.-ბავშვისკენ დაიხარა, მაგრამ მაშინვე ჩახტ საწოლიდან.
-არ გიყვარვარ შენ. მხოლოდ ნიკოლოზს ვუყვარვარ.-სლუკუნებდა.
-რას ამბობ მამი?-რაღაც ეტკინა ძალიან.
-ნიკოლოზი არ მიყვირის, არ მატირებს.
ჰაერი აღარ ეყო ბაბლუანს. თაია ცდილობდა ლილეს გაჩუმებას, თუმცა ამაოდ.
-ამის დედაც ვინმე მომხსნის ამ შნურებს?-თითქმის აიწყვიტა დიმამ და ფეხზე წამომდგარი ლილესთან დაიხარა.
-მამიკოს უყვარხარ სიგიჟემდე. ვერ გაიგებ ჯერ, შენ ხარ ანგელოზი, რომელიც ცხოვრებას მინათებს. შენს ცრემლებს ვერ ვაპატიებ მამი ჩემს თავს. არ იტირო, გეხვეწები რა.-კოცნით ამოუშრო ცრემლები შვილს.
-მამა აღარ დამტოვო ხოლმე.-ბავშვის მკლავები მოეხვია და მაშინვე დაავიწყდა ტკივილი.
თაია ცრემლებად იღვრებოდა, დიმამ რომ დაუბღვირა.
-ცრემლებიი!-წარბები აწკიპა და დაელოდა სანამ ქალი ცრემლს არ შეიშრობდა.
ეს იყო ბაბლუანის მთელი ბედნიერება. თაია, ლილე და არ დაბადებული ბავშვი. ნათელი წერტილები მის შავ-თეთრ ცხოვრებაში.
---
ორ დღეში გამოწერეს. გამოწერეს გადაჭარბებული ნათქვამია, არაფრით დარჩა. თავად პირველ დღესვე სახლში უნდოდა, მაგრამ თაია არ დანებდა და საბოლოოდ ორი ,,ტანჯული" დღე დაჰყო საავადმყოფოში. ენატრებოდა ყველაფერი, თითქოს საუკუნე იყო გასული,რაც სახლში არ ყოფილა. უცნაურად ზუზუნებდა ყველა. ეს პერიოდი უყვარდა დიმასაც. გაზაფხულს სხვა ელფერი მოჰქონდა...
-ბიძია!-ელის ხმაზე ღიმილი აეკრა სახეზე და მისკენ გამოქცეულს მაგრად მოჰხვია მკლავები.
-რომ იცოდე, როგორ მომენატრე.-ერთი-ორი ცრემლი გადმოვარდა უნებურად.
-გცემ!-თვალები დააბრიალა დიმამ.
-ყველას ემუქრება უკვე, შეიშალა და იცოდეთ.-თაიამ თვალები აატრიალა და ლილეს გახედა.
-მამაშენი ნამდვილი დესპოტია შვილო.-მხრები აიჩეჩა და მერე დაბღვერილ ბაბლუანს მიაწება ტუჩები.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩვენს სახლში. თაიას ,,ჩვენს სახლში" სასწაულად მოხვდა დიმას სასმენ აპარატს და უკვე გაბადრულმა ხელში აიტაცა ლილე.
-დიმა ჭრილობა.-მისკენ წავიდა დათა.
-მალამო აქვეა.-შუბლზე აკოცა შვილს. ლილე იყო ის, ვისზეც ჭკუას კარგავდა. ყველაფერი შეეძლო მის გამო.
-კადრი უკან გადავახვიეთ, ჩათვალეთ არაფერი მომხდარა, ამიტომ დასაწყები ვახშამი დავიწყოთ.-ელენას ნათქვამზე ყველას გაეღიმა.
-გვაპატიე დიმა, მაგრამ შენს ამბავზე მნიშვნელოვანი ის ბავშვია ახლა თაიას, რომ უზის იქ.-ევას ნათქვამმა კიდევ უფრო გაახალისა.
-მიხარია, რომ შენ ხარ მისი ცოლი. სხვა უბრალოდ ვერ გაუძლებდა.
-ჯანდაბაა, ევა!-წყალი გადასცდა დიმას.
-რა ევა? მართალია. ამდენს როგორ იტან?-ელი ჩაერთო საუბარში.-მე შენს ადგილზე გავშორდებოდი და სხვა ვინმე მშვიდ პიროვნებას მოვნახავდი.
-ტყუილად ცდილობ.-ხელი ასწია ბაბლუანმა.-ჩემს ცოლს ადრეც, ახლაც და დარჩენილი ცხოვრებაც მხოლოდ მე ვეყვარები.
-მაგიტომ ეჭვიანობდი ექიმზე?-აგიჟებდნენ...
-შესწორება. მაშინ მე და ქალბატონი თაია დაშორებულნი ვიყავით. ცუდი დღეები იყო.-თავი გადააქნია და თაიას გახედა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, დიმას თვალს არ აშორებდა.
-ბატონო დათა. ბიძიას ორივე ხელო, სიყვარულზე სადღეგრძელოს შემოგვთავაზებთ?-დათას გაეღიმა და როგორც სჩვეოდა, ფეხზე წამოდგა.
-სიყვარულს გაუმარჯოს ჩემო ელ, ისეთ სიყვარულს, რომელიც ბრიყვს დააჭკვიანენს და ჭკვიანს გააბრიყვებს.-უცნაურად მოავლო თვალი ეზოს. თათა ისევ არ ჩანდა.
-თათა სადაა?-მიუხვდა დიმა.
-მეგობართან, დახმარება სჭირდებოდა.-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა გვიჩიანის კისკისი, რომ მოესმათ და მერე ჰორიზონტზე მის სხეულს მოხვეული დადიანი...
ჭიქა ხელიდან გაუვარდა დათას. დიმა მაშინვე დათასკენ წავიდა.
-ძმობას გაფიცებ მაჩაბელი.-ხელზე დაეჯაჯგურა.
-ამის დედაც.-ამოიღმუილა და მერე ძალიან მშვიდად დაჯდა მაგიდასთან. დიმა მაინც იქ იდგა. დათა ქარიშხალი იყო, როდის წალეკავდა იქაურობას, არავინ იცოდა.
თათას მოძრაობას ადევნებდა თვალს. როგორ დაემშვიდობა ლევანს. როგორი მხიარული მოტრიალდა და გაბადრულმა შემოაბიჯა სახლში. იეჭვიანა? გაგიჟდა. მით უმეტეს დადიანი იყო ადამიანი, რომელსაც დაუფიქრებლად მოკლავდა აქამდეც და ახლა, საერთოდ.
მათკენ წავიდა გვიჩიანი. დიმას გაუღიმა და მოეხვია.
-დაბრუნებას გილოცავ სიძე.
-მადლობა.-თავადაც მოჰხვია მკლავი და მეორე ხელით დათა დააკავა.
-ყველას მოგესალმებით, მაპატიეთ დაგვიანებისთვის.-ფიზიკურად ვერ გაექცა დათას მზერას. შანთივით ედებოდა მთელს სხეულზე. მხოლოდ მზერას კი არა, მის გვერდით დაჯდომასაც ვერ გაექცა. იქით წავიდა და მაჩაბელის სურნელმა მაშინვე გააბრუა. მის გვერდით იჯდა. ხანდახან ჩუმად გადახედავდა კაცის პროფილს, რომელიც იდეალური იყო. მის მხრებს და ბოლოს ყელთან არსებულ ტატუს, რომლის ერთ ბოლოს მაისური ფარავდა.
-შენი შეყვარებული იყო?-თაიას კითხვაზე ლუკმა გადასცდა თათას. დათამ მკვლელი მზერით გახედა.
-თაია, აქ რა საჭიროა?-დიმა ეცადა სიტუაციის განეიტრალებას.
-ოჯახის წევრები ვართ აქ დიმა. მაინტერესებს ჩემს ლამაზ დას ვინმე თუ უყვარს.
-არა, ლევანი ნიცას ძმაა. ჩემი ბავშვობის მეგობარია ნიცა და იქიდან ვიცნობ.
-ჩვენც გაგვაცანი ნიცა და ლევანი.
-საკმარისია.-ცოლს მოეხვია
-თათა თუ სადმე ხარ და წამოსვლა მოგინდება მეგობრის ძმას ნუ შეაწუხებ. მე, დათა ან კაკი ვიზრუნებთ.
დათას მობილური ააწკრიალდა. საეჭვოდ გადახედა დიმამ, მაგრამ არაფერი თქვა.
-უნდა წავიდე.-კიდევ ერთხელ შეავლო თვალი თათას. განრისხებული იყო მაჩაბელი.
-გაგაცილებ-ფეხზე წამოდგა დიმა.
-არაა საჭირო.
-კარგი.-ხელი აუწია და კაკის ანიშნა გაჰყევიო.
ვინ თუ არა დიმამ იცოდა, რომ ასე არ დატოვებდა დათა სროლის ამბავს.
---
ათი წლის წინ*
-ნინას დავურეკავ და ჩამოვა იცოდე.-თაია ძლივს ამშვიდებდა აქეთ დიმას, იქით დათას.
-ნინა მაგრად დამამშვიდებს კიი.-მომხდარის შემდეგ პირველად გაეღიმა.
-დიმა მერამდენედ უნდა გაეხვათ შარში?-მოთმინება ამოეწურა ნაკაშიძეს.
-ვაბშე არაფერი ჩემო სიყვარულო. იმ ტიპმა საიდან იცოდა, რომ იქ ვიყავით, არ ვიცი.
-ისევ ისეთი ქალაჩუნაა.-სისხლი მოიწმინდა ტუჩიდან. დიმა უფრო მეტად ნაცემი იყო. ერთ სიგრძეზე დანის დარტყმის კვალიც ემჩნეოდა.
-საავადმყოფოში წავიდეთ რა.-ისევ აწუწუნდა თაია.
-კოტე მოგვხედავს.-გადაიხარხარა დიმამ და მოშორებით მიერებულ ნაცნობ მანქანაზე სისხლი გაეყინა. დათა მაშინვე წამოიმართა, მაგრამ იქიდან გადმოსული სილუეტი, რომ დაინახა გაქვავდა.
-ეს ნინაა?-თვალები მოჭუტა ბაბლუანმა.
-კი.-მიუხედავად იმისა, რომ ნინა არ იყო ქალი, რომელიც მაჩაბელის რჩეული იყო მაინც იგრზნო დამნაშავედ თავი. მაშინვე მიხვდა ვინ გაყიდა დიმა.
-ლევანის მანქანაში რა უნდა?-ფრთხილად წამოდგა ბაბლუანი.
-ზუსტად ის, რასაც შენ ფიქრობ. თაია წაიყვანე და წადი.
-დათა.
-გასაგებად გითხარი? არ წახვალ და აქვე მივახრჩობ.
-რა ხდება?-შიშისგან კანკალებდა თაია.
-არაფერი არ ხდება. წადით თქვენ და მეც მოვალ.
როგორც იქნა დაითანხმა წყვილი წასვლაზე და თავად სკამზე დაჯდა. იქ მისვლას აზრი არ ჰქონდა. შორიდან ადევნებდა თვალს. ცოტახანში მანქანიდან გადმოვიდა ნინა და თავჩაღუნულმა გაიარა დათამდე გზა. არ დაუნახავს მაჩაბელი. მხოლოდ მაშინ შეჰკივლა, როდესაც დათას მძიმე ხელი ჩააფრინდა და ინერციით კედელს ააკრა.
-სახლში ადი და მოვდივარ.
-რა ხდება?
-დედის ტ*ვნა ხდება ცოლო. ადი.
წინ ქალი მიდიოდა. უკან დიმა მიჰყვებოდა. სიბრაზე მართავდა ახლა მაჩაბელს.
კარი თითქმის შეგლიჯა და აბუზულ ქალს ზემოდან დახედა.
-ახლა რა ძალამ უნდა მაიძულოს, რომ აქვე არ დაგახრჩო?
-რა ხდება დათა?-მთელი სხეული უთრთოდა.
-შენი დედაც. რა ხდება? ჩემი ფაილები ნახე?
-დათა..
-მიპასუხე.-დაიღრიალა და მინის მაგიდა ამოატრიალა.
-კი. ვნახე.
-შენს საყვარელთან გამყიდე?
-დათაასე არაა.
-გაგ*იმა ნინა? სამადლოდ გაგ*იმა და შენ მე გამყიდე.
-დათა გთხოვ.
-ავადმყოფი ქალი ხარ. მე ხომ დამანგრიე, ახლა დიმას უსწორდები?-ახლოს იდგა.
-მისგან მე გიხსენი. მისი დამპალი არსებისგან წამოგათრიე. მამაშენის თხოვნით. და ახლა?
-არ მინდოდა...
-რა არ გინდოდა? დაახვიე აქედან. შენი ოთახიდან ფეხი აღარ გამოდგა. ხელი გაჰკრა სკამს და გაგიჟებულმა დატოვა სახლი.

საჭეს ჩაფრენილი მთელი სიჩქარით მიაქროლებდა BMW-ს მარკის ავტომობილს. იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ ძლივს თოკავდა თავს, სიგიჟე არ ჩაედინა. აწკრიალებულ მობილირს მერამდენედ გამოურთო ხმა კაცმა არ იცის, მაგრამ ახლა, როდესაც საპირწონედ თათას ზარი შემოვიდა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. არც უფიქრია, რომ არ უნდა აეღო. მაშინვე გადაუსვა სენსორს თითი და ხმამაღალზე ჩართო.
-გისმენ.-იმდენად ჩახლეჩილო ჰქონდა ხმა, გვიჩიანს ჟრუანტელმა დაუარა და უნებურად იკბინა ქვედა ტუჩზე.
-დიმამ მთხოვა დამერეკა.-თავი იმართლა მაშინვე.
-დიმას ლაპარაკი არ შეუძლია?-გაღიზიანდა მაჩაბელი.
-უკაცრავად, შეგაწუხეთ!-აგდებულად უპასუხა თათამ და ყურმილი დაკიდა.
-ჯანდაბა!-ამოიღმუილა და მანქანა მოშორებით გააჩერა. თითისტოლა გოგო აშკრად ახერხებდა დათას ნერვებზე თამაშს. სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მანქანაზე მიყრდნობილმა ხედს გადახედა. სიმშვიდე ეუფლებოდა მაჩაბელს, მაგრამ დადიანისა და თათას ჩახუტებას მკვეთრი ტონები შემოჰქონდათ მის სიმშვიდეში და ყველაფერს ურევდნენ.
მობილური ისევ აწკრიალდა ამჯერად დიმა იყო.
-დათა სად ხარ?
-ჩემზე ძებნაა?-თავი გადააქნია.
-დღეს ძველებურად შევიკრიბოთ!-კარგად იცოდა მაჩაბელმა, ,,ძველებურში" რა იგულისხმა დიმამ.
-ჯერ საქმეები მაქვს, მერე ვნახოთ.
-კარგი.-მოკლედ მოუჭრა ბაბლუანმა და ყურმილი გათიშა. უკან ადევნებული კაკი შეამჩნია და გეზი პირდაპირ ნაკაშიძისკენ აიღო.
სარდაფის კარი ხმაურით გააღო და ცენტრში მჯდომ ნაკაშიძეს გახედა. თავი დაბლა ჰქონდა დაწეული გოგას.
-მოხვედი?-ისევ ირონიით სავსე მზერა სტყორცნა კაცს. დათა მხოლოდ სიბრალულს გრძნობდა. აღარ ბრაზობდა, აღარც უნდოდა რამე დაეშავებინა. უბრალოდ ეცოდებოდა გოგა.
-სახლში წასვლის დროა!-ტაში შემოჰკრა და უკნიდან კაკის ხმაზე გაეღიმა.
-დიმა ხოდზეა.-თავი გააქნია და თოკი გახსნა.
ნაკაშიძე არ იჯერებდა. ფიქრობდა, რომ ნაბიჯს გადადგამდა თუ არა, ესროდნენ.
-ახლა გიშვებ, მაგრამ დიმას ოჯახს თუ კიდევ გაეკარე... მერე ლაპარაკსაც არ დავიწყებ.-ხელით უბიძგა გოგას და თავად უკან მიჰყვა. მაინც ამაყად მიაბიჯებდა ნაკაშიძე. შიშს მალავდა. მხრებში გაშლილმა გაიარა მანძილი და მალევე მიეფარა თვალს.
-ჩემი ძიძობა როდის მოგბეზრდება ავალიშვილი?-კაკის გაუსწორა მზერა და ღრმად შეისუნთქა სიგარეტის კვამლი.
-როცა დამშვიდდები.-გაიღიმა და მანქანის წინა მხარეს მიეყრდნო.
-როდის იყო სისულელეებს ვაკეთებდი?-გაეცინა და მაშინვე თვალწინ დაუდგა, ,,სისულელეებს არ ვაკეთებდი"
-არა, ტყუილია.-კაკისაც გაეღიმა და მანქანიდან გადმოღებული ორი ბოთლი არაყიდან ერთი დათას გაუწოდა.
-უთქმელად ძმაო.-გაეცინა და პირველი თავად მოიყუდა მათრობელა სითხე. მთელს ტანში უსიამუვნოდ გასცრა.
-ორი რომეო!-ბოთლი ასწია მაჩაბელმაც და იგივე გაიმეორა. ორივეს უთქმელი გრძნობები ტანჯვდნენ.
-კაი მე ჯანდაბას ავალ, შენ რა გიშლის ხელს?-ბალახზე იჯდა, თავი მანქანის კაპოტზე ედო...
-დიმას ვერ გავუბედავ. ელენა მიყვარსთქო, რომ ვუთხრა, არ შემიძლია.-თავი გადააქნია და ირონიულად ჩაიცინა.
-დიმა მასეთი არაა. ვინ თუ არა ბაბლუმ იცის, რომ სიყვარულს ვერ აღუდგები წინ.
-მარტივია. შენ გბალეშიკობს ტიპი.
-კაკი მისმინე, მარტო დიმა არა მეც მაგრად გცემ ელენას, რომ აწყენინო, მაგრამ შენ? მე და ის გადარეული, რომ არაა ყველზე პატიოსანი ტიპი იქნებოდი, სათვალეებითა და ხელში წიგნებით.-წარსულის გახსენებაზე გაეცინა ავალიშვილსაც.
-აღარ ვარ დათა!-ცერი აუწია და კიდევ ერთხელ მოიყუდა არყის ბოთლი. ორივესთვის მძიმე ტვირთი იყო სიყვარული. არცერთს შეეძლო იმ გრძნობებზე საუბარი, რომლებიც ახრჩობდნენ.
ბოლომდე გამოცლილ ბოთლებს შორის ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ორივეს ფიქრები საყვარელი ქალის გარშემო ტრიალებდა. კაკის ტელეფონი, რომ აწკრიალდა და თვალები გაუნათდა, მაჩაბელი მაშინვე მიხვდა, ვინ იყო ზარის ავტორი.
-ხო ელენა!-თავი გადააქნია კაცმა.
-თქვენ სად ხართ?-უცნაურად გადმოხედა დათას.
-კაი ტოო. სიტყვა გაწელა. მოვალთ აბა რაა.-მეტი აღარაფერი უთქვამს, მაჩაბელს გახედა და ხელით ანიშნა, ადექიო.
-ბარში არიან. დიმას სახლში დაბრუნებას ზეიმობენ.
-ჩვენ მოგვტეხა ბატონმა?-ფეხზე წამოდგა და გასაღები ხელში აატრიალა.
-მგონი.-გაიღიმა და მანქანისკენ შეძლებისდაგვარად გამართული ნაბიჯით წავიდა.
-დათა, ძმობას გაფიცებ, ფრთხილად იარე!
-შენც!-თითი დაუქნია და კაკის ავტომობილს უკან გაჰყვა. ორივემ იცოდა, რას გულისხმობდნენ ნელა სიარულში. მთელი სისწრაფით მიაქროლებდნენ მანქანებს და გაბმული სიგნალით უვლიდნენ სხვა ავტომობილებს გვერდს. ამ დროს თინეიჯერებო ხდებოდნენ...
ბართან ორივე ერთდროულად მივიდნენ და სიცილით შეაღეს კარი. ლურჯმა განათებამ არ მისცა საშუალება დათას კარგად გაერჩია სილიეტები, მაგრამ მოცეკვავე წყვილს შორის ნამდვილდ ამოიცნო გვიჩიანი. უსიამუვნოდ დაუარა სხეულში. კაკის თითით ანიშნა აქ დარჩიო და თავად ხალხს გაერია. სხეულში სისხლის ნაცვლად ბრაზი დასდიოდა. როგორ მიუახლოვდა წყვილს არ ახსოვს, მაგრამ დადიანის დანახვამ მეორედ გააგიჟა. თათას ხელი ისე გამოგლიჯა თითქოს ვინმე ართმევდა.
-როგორ გიყვარს ჩემ გარშემო ტრიალი!-პირი უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა დადიანმა და თათას მშვიდად გახედა.
-მე და შენ გავსწორდებით!-თითით ჩვეული ჟესტი გაუკეთა და გვიჩიანი რასაც ქვია, გაათრია შენობიდან. თეთრად შეღებილ კედელზე ააკრო და ზემოდან დააჩერდა.
-დათა ნასვამი ხარ!-თათა ხელით რომ მიაწვა მკერდზე კიდევ უფრო აუდუღდა სისხლი.
-შეგეხო?-ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა და ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი.
-არ შემხებია და გთხოვ..-სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს. პირი გაუშრა. უცნაური შეგრძნებები ეუფლებოდა მის სხეულს.
-ჯანდაბა. იმ სი*ის გვერდით რომ გხედავ, ჭკუიდან ვიშლები.-უფრო მეტად მიეკრო თათას სხეულს. ზღვარზე იდგა დათა. სიყვარული, ვნება, სიბრაზე-ყველაფერი ერთად დაატყდა თავს მაჩაბელს.
-დათა გეყოს.-თავი გვერდით გადასწია, მაგრამ ამაოდ. ქალის ბაგეს მისწვდა მაჩაბელი. პირველი იყო თათასთვის. პირველი კოცნა, რომელიც რომანტიკულად წარმოედგინა. დათამ თავი დაკრგა. არ ჰყოფნიდა ქალი. საკუთარი ნება, რომ ყოფილიყო შეისისხლხორცებდა, არსად გაუშვებდა.
-მეზიზღები!-კაცის ბაგეს მოშორდა და მთელი ძალით მოუქნია სახეში ხელი.
-ხოო?-თავხედურად იღიმოდა.
-დიახ.-ცრემლები უკუაგდო.
-მე კიდევ მგონია, რომ სულ სხვა გრძნობები გაქვს. კარგია პატარავ, ჯერ ზიზღით დაიწყე, მერე მოწონებით, ბოლოს სიყვარულით.-თვალები უციმციმებდა კაცს.
-არასდროს.-თვალებში ჩახედა კიდევ ერთხელ და სწრაფად აუარა გვერდი. ისევ თაიასთან და ელენასთან ერთად დაჯდა. გრძნობები არეული ჰქონდა. დიმა და კაკიც იქ იყვნენ. მალევე მივიდა მაჩაბელი. თეთრი პერანგი აკეცილო ჰქონდა. ორი ღილი შეხსნილი და ახლა კრგად გაარჩია ტატუ თათამ. მთლიან სიგრძეზე ღუზა ეხატა მაჩაბელს. თვალებანთებული უყურებდა ქალს და ამით კიდევ უფრო მეტად აბნევდა.
-თქვენ ორმა დალიეთ?-დიმას გამოხედვას მიუხვდა და გაეღიმა.
-სიყვარულმა იცის ბაბლუ!-კიდევ უფრო მეტად დაიძაბა თათა.
-იმედია სიყვარულში ნინა არ მოიაზრება!-ხელები გაასავსავა ელენამ.
-ნინა მოიაზრება ცოლში ელ, სიყვარულში სხვა.
-ვიცნობთ?-თაიას კითხვაზე გაეღიმა.
-შენ? წესით კი!-თვალებით ჭამდა თათას.
-საინტერესოა.-თბილად გაუღიმა ნაკშიძემ და დიმას აეკრა.
-აქ ვიღაც ძალიან შეყვარებულია.-ჭიქა ასწია დიმამ.
-ვიღაც კი დაჭრილი და თუ არ უნდა, ცოლი გაებუტოს, ჭიქა დააბრუნოს, უთხარით!-გვერდით გასწია თავი თაიამ.
-აი ესაა ცოლი!-სასმლით სავსე ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და შუბლზე აკოცა ქალს.
-მე უნდა წავიდე.-ფეხზე წამოდგა თათა.
-კაი ტოო, რატო?-მაშინვე წამოდგა დათაც.
-ნიკოლოზი მარტოა. თანაც ხვალ გამოცდა მაქვს.
-მოიც წამოვალთ.
-მართლა არაა საჭირო. ტაქსით წავალ. ჩემ გამო ნუ გააფუჭებთ საღამოს.
-თათა მარტო ვერ გაგიშვებთ, ღამეა.
-მე წავიყვან!-ინიციატივით გამოვიდა მაჩაბელი.
-შენ მთვრალი ხარ!-თვალები დაუბრიალა თაიამ.
-კარგი. ტაქსით წავალთ.-ხელები ასწია დანებების ნიშნად და მიუხედავად თათას დიდი უარისა, ბოლოს მაინც ერთად ისხდნენ ტაქსში. დათაც უკანა სავარძელზე იჯდა. ქალის პროფილს უყურებდა. გვიჩიანი არ იმჩნევდა. ხელი, რომ დაადო და თათამ უხეშად მოიშორა გაბრაზდა და უფრო ახლოს მიუჯდა. თათას ხელი მაინც მოიქცია თავისაში.
-სირცხვილია!-ამოიჩურჩულა და თვალებდაჭყეტილმა გახედა დათას, რომელიც დიდი სიყვარულით უმზერდა.
-აქ გააჩერებთ?-ჯერ სახლიდან შორს იყვნენ.
-დათა, რას აკეთებ?-დაძაბულმა ამოილაპარაკა. მოიხედავად დათას მიმართ ნდობისა მაინც ეშინოდა გვიჩიანს.
-გააჩერეთ.-ტაქსის მძღოლს ფული გაუწოდა და ხურდას არც კი დალოდებია.
შუა ქუჩაში შუა ღამეს მარტო დათა და თათა იდგნენ.
-ამიხსნი, რის მიღწევას ცდილობ?-ცრემლებს აკავებდა ქალი.
-მოგიტაცე!-ყურთან დაუჩურჩულა და იქვე აკოცა ნაზად.
-დათა, არ მეხუმრება!
-ბო*იშვილივიყო თუ ვხუმრობდე.-სიგარეტს მოუკიდა და თვალებში ჩახედა ქალს.
-წამიყვანე სახლში.-ფეხები პატარა ბავშვივით დააბაკუნა.
-ჩვენს სახლში?
-დათა ცოლი გყავს!
-ჯანდაბა პატარავ, ყველა მიზეზს ველოდებოდი. ცოლი მყავს? მხოლოდ ფურცლებზე. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არასოდეს მყოლია. დაჟე შენ თუ გამომყვები არც მასე მეყოლება.
-დათა სახლში წამიყვანე.
-შანსი არაა!-თავი გააქნია და სასმლით გათამამებულმა ქალს აკოცა.
-დათა გეყოს!-ბოლომდე არ ტყდებოდა თათა, თუ როგორ სიამუვნებდა მაჩაბელის თითოეული შეხება. მაჩაბელმა რომ ტელეფონი ამოიღო, იფიქრა რომ სახლში წაიყვანდა. კაცმა ნაცნობი ციფრების კომბინაცია აკრიფა და რამდენიმე ზუმერის შემდეგ თაიას ხმა გაისმა.
-აგიხსნი რა, დიმას რატომ არ ვურეკავ. ორად ორ წინადადებას გეტყვი. შენი და მიყვარს და გეფიცები, უკანასკნელი ადამინი ვიქნები, რომელიც მის თვალზე ცრემლის მიზეზი გახდება. არ იდარდო არაფერზე. ჩემთანაა, კარგადაა და ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდება. -ლაპარაკი დაასრულა და ცრემლიან გვიჩიანს გახედა.
-დათა გააფრინე?-ყურმილში დიმას ხმაზე დაიძაბა.
-ძმობას გაფიცებ დიმა. თაია დაამშვიდე. აქამდეც უნდა მეთქვა, მაგრამ ან ახლა და ან არასდროს. კაროჩე შენი ცოლის და, მაჩაბლების რძალი გახდა.-ხელი გადაიტარა თავზე და მობუზულ თათას გახედა.
-ამის გამო გავსწორდებით.-დიმას ხმამ მიახვედრა, რომ არ უბრაზდებოდა დათას.
-ჭკვიანად იცოდე!-გამაფრთხილებლად ჩასძახა ყურმილში.
-ძაან ჭკვიანად ვიქნები თუ მანქანას მომიყვანთ.
-მისამართი ჩამიგდე.-მოკლედ მოუჭრა და მობილური გაუთიშა.თათასკენ გაიწია, მაგრამ ქალმა თავი გასწია და ობოლი ცრემლი შეიმშრალა.
-გგონია შემიყვარდები?-სლუკუნით ამოთქვა. არადა უყვარდა. მთელი გულით უყვარდა. მეტიც ახლა პეპლების მთელი რიგი დაფრინავდა მის მუცელში. შინაგანად ბედნიერებასაც კი გრძნობდა, მაგრამ დათას ქცევა აგიჟებდა.
-ჩემთავს გაფიცებ!-ისე ლამაზად მოხვდა გვიჩიანს ეს სიტყვები, რომ ტანზე ჟრუანტელმა დაუარა.
-სადისტი, დესპოტი და არ ვიცი კიდევ რა ხარ!-თვალებში ჩახედა და მანქანის შუქზე გვერდით გადგა.
დათამ თავიდანვე იცოდა, რომ დიმაც მოვიდოდა და თაიაც. არ შეცდა. მანქანიდან გაცოფებული თაია გადმოვიდა.
-შენ მერე დაგელაპრაკები!-თითი დაუქნია დათას და დისკენ წავიდა.
-დათა რას აკეთებ?-დიმას ხმაზე კიდევ უფრო გაგიჟდა. თათა, რომ თაიას გაჰყვა სულ მთლად გადაირია.
-ჩაჯდები თუ არა მაგ მანქანაში დედის სულს გეფიცები, მივდივარ!-დათას სიტყვებმა იმოქმედა. ფეხები ერთ ადგილზე მიეყინა.
-არ გქონდა უფლება დიმა!-ტკივილნარევი მზერა ესროლა ჯერ მეგობარს და მერე თაიას.
-მეგონა ვიცნობდით ერთმანეთს რძალო! შენი და ჩემთვის გადაშლილი წიგნია. ყველა ემოცია ვიცი, რომელსაც განიცდის. ჩემი სიყვარულიც ამოვიკითხე. მასეთი ნაძირალც არ ვარ, ჩემი სიყვარული ვაიძულო. რომ არ მცოდნოდა მისი გრძნობების შესახებ, არ გავაკეთებდი ამას. მეგონა მეტად მენდობოდი.
-დათა!-ხმა წაერთვა ნაკშიძეს.
-არ მინდა არაფრის მოსმენა. თათამ გადაწყვიტოს. ან ჩემთან ერთად წამოვა, ან კიდევ ბოლოჯერ ხედავს ჩემს სახეს.
-დათა.
-არ გაბედო!-დიმასკენ გასწია თითი და საყვარელ ქალს გაუსწორა მზერა. არა, რომ ეთქვა, მოკვდებოდა დათა. გული მოუკვდებოდა. თათას გამორეცხილ მზერაში ვერაფერი ამოიკითხა.
-თათა თქვი რამე!-დას გახედა თაიამ.
-დათა მიყვარს!-ისე ამოიკნავლა თითქოს დამნაშავე ყოფილიყო. ყველასთვის ახალი იყო ეს, მაგრამ დათასთვის არა. ჯერ კიდევ საავადმყოფოს კედლებში იცოდა თათას გრძნობების შესახებ.
-მგონი ყველამ გააფრინეთ!-უკან დაიხია თაიამ.
-ასე მოკლე ხანში როგორ თათა?-ღრმად სუნთქავდა ნაკაშიძე.
-უბრალოდ ასე გამოვიდა!-თავი დაბლა დახარა.
-კარგი, ჯანდაბა კარგი. ბედნიერებას გისურვებთ!-დას მოეხვია. ძალიან უჭირდა ამ ყველაფრის გააზრება თაიას.
-დათა, გაბარებ!-თითების ჟესტი გააკეთა დიმამ და ცოტახანში ქუჩაში დათა, თათა და დათას ავტომობილო დარჩნენ. ქალისკენ წავიდა და უთქმელად შემოაჭდო მკლავები.
-იეჭვიანე და მაგიტომ გააკეთე ეს დღეს?-გაგიჟდა მაჩაბელი ამ კითხვაზე
-გგონია ვიღაც სი*ის ჯიბრზე მინდა იყო ჩემი ცოლი?
-მსგავსი არაფერი მითქვამს.
-ხო ვიეჭვიანე. იმდენად, რომ თანახმა ვიყავი და ახლაც ვარ ძვლები დამემტვრია მისთვის. ხო ვგიჟდები, როდესაც შეიძლება, სხვა შეგეხოს.
-ის სიტყვების, რომლებიც ახლა ვთქვი, სინამდვილე არაა.
-როდემდე უარყოფ? კარგი, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა.-მანანისკენ ანიშნა და ბეღურასავით მობუზულს უკან მიჰყვა.
სასიამუვნო სურნელი იდგა მანქანის სალონში. თაიამ მაშინვე თვალები დახუჭა და სცადა, გაეაზრებინა, რა ხდებოდა.
ეს ნაბიჯი დათას სიტყვების გამო გადადგა მხოლოდ თუ თავადაც სურდა. ამ ყველაფერზე ფიქრობდა ტელეფონი, რომ აწკრიალდა და სანამ თვითონ მოახდენდა რეაგირებას დათამ გამოსტაცა ხელიდან.
-რას აკეთებ?-თვალები აემღვრა გვიჩიანს.
-არაფერს.-მხრები აიჩეჩა მაჩაბელმა და მობილური გამორთო.
-ვერ ამიკრძალავ ვინმესთან ლაპრაკს.
-სადმე დაინახე, რომ გიკრძალავ?
-დამიბრუნე!-ხელი წაიღო მობილურისკენ, მაგრამ დათამ დააკავა.
-არ გჭირდება.
-ხედავ? რაზე ვააუბრობდით? დესპოტი ხარ, რომელიც მუდმივად ცდილობს, ყველფერი ისე იყოს, როგორც თავად უნდა.
-ჩემი მიზეზები მაქვს თათა, რომელთა გამოც არ შემიძლია, ავიტანო იმ სი*თან შენი ურთიერთობა.
-ვერ ამიკრძალავ!
-ამის დედაც...-მანქანა სავალი ნაწილიდან გადააყენა და ქალს გაყინული თვალებით გახედა.
-ლევანი არის ის ადამიანი, რომლის გამოც მე აქ მაქვს შრამი.-ხელი მენჯთან ჩააცურა და მაისური ასწია.-დიმას კი დაახლოებით აი აქ.-გულის ქვემოთ გადაიტარა თითი.
-დათა.-ხმა ჩაუწყდა გვიჩიანს.
-მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გვაჯობა. ჩემმა ცოლმა გაგვყიდა. იმ ქალმა, რომლის გამოც შენ არაჰუმანური მიწოდე. ლევანი ის კაცია, რომელიც დის დაქალს კი არა, დასაც გაყიდის და საწადელს აისრულებს. ამიტომ გთხოვ, უბრალოდ შეეშვი.
-ჩვენ მეგობრები ვართ.-ღრმად ამოისუნთქა.
-მე და შენ კი ცოლ-ქმარი. გთხოვ, ისე არ გამაკეთებინო, რომ თხოვნა მოთხოვნაში გადავიდეს. მერე ცუდი ვხდები.-ქალისკენ გადაიხარა და გაცრეცილ ბაგეზე საკუთარი ტუჩები მიაწება.
-ჩვენს სახლში წავიდეთ.-გაუღიმა და მანქანა დაძრა.
---
-ვერ ვიჯერებ!-ტირილით შევიდა მისაღებში და დიმას გაუსწორა მზერა.
-თაი გთხოვ.-ფრთხილად დაჯდა დივანზე.
-იცოდი ხომ? ისე არ გააკეთებდა, უშენოდ არ იზამდა.
-ვიცოდი, რომ გრძნობები ჰქონდა, მაგრამ ეს არ ვიცოდი.-თავი გადააგდო და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-როგორ გააკეთა ეს?-ქმრის გვერდით დაჯდა.
-თაია უყვართ ერთმანეთი. ძალდატანებით ხომ არ წაუყვანია?
-ყველაფერს ახლა იწყებდა. ერთ თვეში, როგორ შეუყვარდა?
-მე შენ პირველივე დღეს შემიყვარდი.-ცოლის თმებში ახლართა თითები.
-მაგრამ ერთ თვეში არ გამოგყევი ცოლად.
-მნიშვნელობა აქვს? მთავარია, თათამ თქვა, რომ უყვარს. დათას ჩემზე კრგად არავინ იცნობს. ხელის გულზე ატარებს. სხვანაირად უყვარდება და გთხოვ, ენდე.
-ვერა. არ შემიძლია, ვნერვიულობ.-ცრემლები შეიმშრალა და დიმას ყელში ჩარგო თავი.
-ლილეს გეფიცები, თუ ოდესმე დავინახავ, რომ უბედურია დათასთან, უთქმელად წამოვიყვან.-შუბლზე აკოცა ქალს და მაგრად მოხვია მკლავები.
-მინდა, რომ ბედნიერი იყოს.
-იქნება...
-მაშინ მივეჩვევი.-გაღიმება შეძლო და მშვიდად დახუჭა თვალი...
---
სახლის კარი ხმაურით გაიღო და გვიჩიანს ფერი დაეკარგა. რა მოხდებოდა ან ახლა რა ხდებოდა, ვერ იაზრებდა. ჰაერში ადგამდა ნაბიჯებს, რომ დათასთვის არ ეგრძნობინებინა, მისი იქ ყოფნა.
კაცის ზურგს უყურებდა. გაცხარებით, რომ მოძრაობდა და ჟესტიკულაციითაც მიხვდა, ყველაფერი რიგზე არ იყო. დაიძაბა. დათას რამდენიმე წამიანი მზერა დაიჭირა და ადგილზე გაქვავდა.. ნაბიჯს ვერ ადგამდა. ჰორიზონტზე გამოჩენილ მანქანას გახედა და კიდევ უფრო გაუხშირდა გულის ცემა. მაჩაბელმა იარაღი შეამოწმა. ადგილზე ჰქონდა. კიდევ ერთხელ გამოხედა თათას.
-მაღლა ადი!-თითით ანიშნა მეორე სართულისკენ. ვერ ინძრეოდა ქალი.
-მაღლა ადი!-ხმამაღლა გასძახა და თავად წინ წადგა ნაბიჯები.
მანქანიდან გადმოსული სილუეტი კარგად იცნო თათამ. ისტერიკა ჰქონდა.
დათა ირონიული, გაყინული მზერით ბურღავდა ბიჭს, რომელსაც სამი კაცი ჰყავდა.
-გისმენ.-ხელები გაშალა და სიგარეტის ნამწვავი ურნაში მოისროლა.
-ის გოგო.-ხელი სახლიკსენ გაიშვირა ბიჭმა-ჩემია.
მაჩაბელს სარკისებრი გაუხდა თვალები და მხოლოდ ის შეძლო, რომ ხელი არ მოუქნია.
-ის გოგო ჩემი ცოლია. ბავშვი ხარ, მშვიდად გელაპარაკები. ამიტომ მოჰკიდე ხელი ბიჭებს და წყნარად წადი.
-ბიჭო, გითხარი, ჩემია! მომცემ და მეც წავიყვან.-მისკენ წადგა ნაბიჯი აკოფაშვილმა.
-დედას შევე*ი.-ამოიღმუილა დათამ და იქამდე შეკრული მუშტი ახლა პირდაპირ სანდროს მოხვდა.
ყველაფერი აირია. ოთხი კაცის წინააღმდეგ იდგა მაჩაბელი. იმდენი ჰქონდა გადატანილი, რომ ეს არაფერი იყო მისთვის. ზიზღით გადმოაფურთხა სისხლი და ზემოდან დააჩერდა ბიჭს.
-გამეორება არ მიყვარს. ჩემს ქალს ვერც კი შეხედავ. მის ნაკვალევზეც არ გაიარო. თუ სადმე დაინახავ, იქიდან მაშინვე წახვალ.-კიდევ ერთხელ მოუქნია ძლიერი მუშტი და რაღაც ბასრის შეხებაზე სახე დაემანჭა. თეთრ პერანგზე სისხლის პატარა წვეთი მალევე გაიზარდა. მანქანა ელვის სისწრაფით დაიძრა...
-უხ თქვენი!-ხელი მიიჭირა ჭრილობაზე და ნელი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ. კარი შეაღო. იატაკზე მჯდარი, გაშეშებული თათა დაინახა და თავადაც გაშრა.
-პატარავ!-მისკენ დაიხარა, მაგრამ ქალი მაშინვე ფეხზე ადგა.
-დაჭრილი ხარ?-კიდევ უფრო გაუმძაფრდა შიში.
-ნაკაწრია.
-დათა, ნაკაწრი კი არა სერიოზული ჭრილობაა.-ხელებაკანკალებულმა გადაუწია პერანგი და ღრმა ჭრილობის დანახვაზე შეჰკივლა.
-არაფერია თათა!-შუბლზე აკოცა და თავად მოხრილი წავიდა სააბაზანოსკენ.
გვიჩიანიც უკან მიჰყვა. მექანიკურად მოქმედებდა. დათას განიერ მხრებს ჩააყოლა მზერა. დასვრილი იყო მთლიანად. ვერ მოძრაობდა მაჩაბელი, ამიტომ თათა წავიდა მისკენ. სუსტი თითებით შეეცადა, გაესუფთავებინა. თვალები დახუჭული ჰქონდა. ვერ უყურებდა სისხლს. დათას მის ქცევებზე ეღიმებოდა.
-მორჩა.-შუბლზე მიაწება ტუჩები და თაროდან მედიკამენტების ყუთი გადმოიღო.
-შენით იზამ?-ჯერ კიდევ უთრთოდა სხეული ქალს.
-კი. თუ ცუდად ხარ გადი. არ მინდა შეგეშინდეს.
-არა. დახმარება დაგჭირდება.-ცუდად იყო, მაგრამ ვერ დატოვებდა მარტოს. თვალებდახუჭული იდგა. მხოლოდ ის ესმოდა, როგორ ბრაზობდა დათა. ნივთების დადებისა და აღების ხმაც ესმოდა დ საბოლოოდ დათას მკლავები, რომ მოეხვია მაშინ ამოუშვა ტკივილნარევი ბგერები.
-პატარავ.-შუბლზე მიაწება ტუჩები.
-გაბრაზებული ვარ, შეშინებული და ჯანდაბა... რამე რომ დაგმართნოდა?
-არაფერი დამემართება სანამ შენ ხარ ჩემთან.
-რა უნდოდათ?
-ის, რასაც ვერასდროს მიიღებენ.-ქალის თმებს ჩამოაყოლა ხელი და მისიანად გავიდა მისაღებში. მიუხედავად იმისა, რომ დამშვიდდა მაინც ეშინოდა. დათას მკლავებში მოქცეული მშვიდად ადევნებდა თვალს დაბნელებას.
-იცი?-თმა ყურსუკან გადაუწია.-პირველივე დღეს მივხვდი, რომ მიყვარდი.
-მართლა?-უცნაურად შეიშმუშნა თათა და კაცის ცისფერებს გაუსწორა მზერა.
-კი.
-დათა, ამ თემას არ უნდა ვეხებოდე, მაგრამ. ის ქალი რას იზამს? მას უყვარხარ და...-სიტყვა ვერ დაასრულა. დათას ცხელი ბაგე მისას მიეწება და აზროვნების უნარი მაშინვე დაკარგა. კაცის ძლიერი მკლავები მის მოშიშვლებულ მხრებზე ჩამოსრიალდნენ. თავადაც შემოჰხვია მკლავები კაცს და შეძლებისდაგვარად აჰყვა ალერსში. ორივემ დაკრგა თავი. არცერთს აღარ ახსოვდა დათას ჭრილობა და არც დღევანდელი. ბოლომდე ჩაიძირნენ ვნების მორევში და ახლა სიყვარული, ვნება და ერთმანეთის ბოლომდე შეგრძნების გრძნობები მართავდნენ ორივეს. ზემოდან მოექცა თათას სუსტ სხეულს და პერანგის ორი ღილი ოსტატურად გახსნა. ფრთხილობდა, მაგრამ ამ სიფრთხილეში იყო სიგიჟე. გულის ცემა ყურებში ესმოდა მაჩაბელს.
თლილი თითები თათას მოშიშვლებულ ზურგზე აასრიალა და ყველაფერი აფეთქდა. დათა საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა. იმდენად სხვანაირი იყო მისთვის ეს ყველაფერი. დათასთვისაც პირველი იყო თათა, ამ კუთხით. პირველი ქალი იყო, რომელთანაც სიყვარულით იწვა. მის თითოეულ მიმიკას სწავლობდა კაცი და მაქსიმალურად ცდილობდა ამოეკითხა, რას გრძნობდა გვიჩიანი.
მთვარის შუქით განათებულ ოთახში მაჩაბელზე მიწებებული ქალი უკვე მშვიდად სუნთქავდა და ღრმა ძილში მყოფი მაინც გრძნობდა საყვარელი კაცის თბილ მზერას.
---
ეზოში მიაბიჯებდა და დღევანდელით მიღებულ შოკს კიდევ ვერ ხარშავდა. ნამდვილად წყნარი ღამე იყო. ელენას ხასიათის მსგავსი. ფრთხილად ჩაიარა კიბეები და ზურგით მჯდარი სილუეტის დანახვაზე ბედნიერება მოეფინა. სიგარეტს ეწეოდა კაკი და თავადაც ღრმა ფიქრებში წასულმა ვერ გაიგო, როდის მიუახლოვდა ქალი.
-შენმა ამფსონებმა მიგატოვეს კაკი?-ქალის წკრიალა ხმაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა და გაიცებულმა ახედა. დათასგან განსხვავებით, ელენას იშვიათად ესაუბრებოდა.
-დროებით.-გაუღიმა და ისევ წინ გაიხედა.
-არ მგონია, თაია დიმას აღარ გამოუშვებს ყრილობებზე, აგერ დათასაც მოეხვევა კლანჭები.-ხალისობდა გამყრელიძე.
-დათას არ იცნობ კარგად. ერთი კვირა მაინც თუ გაძლო სახლში, რეკორდია.-მეორე ღერს მოუკიდა და მთვარის შუქზე კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა ელი.
-მე, რომ ჩემმა ქმარმა ერთ კვირაში დამტოვოს, მოვკლავ.-გვერდით მიუჯდა კაცს და მის დაჭიმულ სხეულზე კიდევ უფრო გაეღიმა.
-თათას არ უთხრა, თორე დავრჩებით დათას გარეშე.-დანისნული თვალებით გადახედა და ეცადა არ შემჩნეოდა სიყვარულის ტალღები.
-შენ როდის აპირებ ცოლის მოყვანას?-ეშმაკები უხტოდნენ თვალებში.
ელის კითხვაზე გაეღიმა კაკის.
-ჯერ არავინაა ისეთი, ვინც ჩემი ცოლის ამპლუაში წარმომიდგენია.-უნამუსოდ იცრუა და ელენას ანთებული თვალებიც მაშინვე ჩაქრა.
-როგორ? არავინ გიყვარს?-კიდევ ერთხელ გაიბრძოლა გამყრელიძემ.
-არა.-ისევ იცრუა კაკიმ.
-ცუდია, არადა სიყვარული კარგია.-მოწოლილ ცრემლებს უფლება არ მისცა ჯებირები გადმოეკვეთა.
-შენ გიყვარს ვინმე?-დაიძაბა.
-თანაც როგორ.-თავი გადააგდო ქალმა.
-ვიცნობ?-ცოტაც და აფეთქდებოდა.
-არ მგონია.-ელიმაც იცრუა და ფეხზე წამოიმართა..
-როდესაც გამოჩნდება ვინმე, გამაგებინე.-ზურგი აქცია.
-აუცილებლად.-ჩუმად ამოილაპარაკა კაცმა და ისევ მთვარეს გაუსწორა მზერა.

ოთახში გიჟივით შევარდა გამყრელიძე და ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდე ნამსხვრევებად იქცა.
-იდიოტი, თურმე არავინაა, ვინც მისი ცოლის ამპლუაში წარმოუდგენია.-ხელის გულით გაიმშრალა ცრემლი.
-თავი ვინ ჰგონია? ნამდვილი ხეპრე.-ამოისლუკუნა და ტუმბოზე შემოდებულ საერთო ფოტოს გახედა, რომელზეც დათა, დიმა, კაკი და ელენა იყვნენ გამოსახული.
-რა სულელი ვარ. მე როგორ შემომხედავს?-ბალიშში ჩარგო თავი. კიდევ დიდხანს იტირებდა, რომ არა ჰორიზონტზე გამოჩენილი ნაკაშიძე.
-ელ.-თაიას ხმაზე წამოიმართა და ცრემლიანი თვალები შეანათა ქალს.
-რა ხდება?-მისკენ წავიდა.
-არ ვუყვარვარ.-თავი უარის ნიშნად გააქნია.
-რა სისულელეა ელი. ადამიანს მზერაში ეტყობა.
-არა. ასე მითხრა, ჯერ არ არსებობს ქალი, რომელსაც ჩემი ცოლის ამპლუაში წარმოვიდგენო.
-აბა რას გეტყოდა? ელ მიყვარხარ და ჩემი ცოლი გახდებიო? ვერ ხვდები, რომ დიმას ვერ ახტება?-თმებზე ჩამოუსვა თითები.
-მერე და გადაახტეს. ისე გადაახტეს, როგორც დათა. გაითვალისწინა დიმას აზრი მაჩაბრლმა? არა. ის იდიოტი ასე მოიქცეს. ან მივიდეს და უთხრას. ელი მიყვარს და შენ ხელს ვერ შემიშლიო.-ხმას ვერ იმორჩილებდა.
-დამშვიდდი. გამოტყდება აუცილებლად.-მაგრად მოეხვია თაია.
-თუ სხვა უყვარს, მოვკლავ.-შუბლი შეჭმუხნა.
-როგორ გეტყობა, რომ დიმას დისშვილი ხარ.-თავი გააქნია ნაკშიძემ და მერე ორივეს გაეღიმათ.
--
კაბინეტის კარი თითქმის შეგლიჯა და გაავებული მაშივინვე არყის ბოთლს დასწვდა. განყრელიძის ნათქვამს ხარშავდა და ციტაც და გააფრენდა.
-სხვა უყვარს?-ირონიულად ჩაიცინა და ისევ მოსვა სითხე, რომელმაც ყელი ჩაუწვა თუმცა სასიამუვნო იმპულსებად გაიფანტა ორგანიზმში.
-ვერ ეყვარება. გამორიცხულია.-ბოლთას სცემდა.-როგორ შეიძლება სხვა იყოს მის ცხოვრებაში?-საკუთარი კითხვებიც აგიჟებდა უკვე და ნახევრად დაცლილი ბოთლი კედლის მიმართულებით გაისროლა.
-ვერ ეყვარება. უფლებას არ მივცემ.-გასაღებს დასწვდა და სწრაფი ნაბიჯით დაფარა მანძილი ოფისიდან ავტომობილამდე. ტელეფონი მოიმარჯვა თან. ელენას ნომერს დახედა და ფიქრის გარეშე გადაუსვა თითი დარეკვის ღილაკს. რამდენიმე ზუმერის შემდეგ ქალის დაღლილი ხმა მოესმა.
-შენს სახლთან ვარ გამოდი.-თავს ვერ აკონტროლებდა. გამყრელიძემ ჯერ ნომერს დახედა მერე საათს და ბოლოს ისევ ნომერს.
-მშვიდობაა კაკი?-დაიბნა.
-თუ არ გამოხვალ მე შემოვალ და მშვიდობა აღარ იქნება.-ტელეფონი უკანა სავარძელზე მოისროლა და მომლოდინე მზერა მიაპყრო სახლს. არ ფიქრობდა, როგორ შეძლებდა ქალი გამოსვლას. არაფერზე ფიქრობდა ახლა.
რკინის კარი რომ გაჭრიალდა და იქიდან დაცვის უფროსმა გამოხედა, თითით ანიშნა, ყველაფერი კარგადააო. მოკლე შორტებში გამოწყობილ ქალზე სულ გადაირია. გაბრაზებული სახით გამოაღო კარები.
-ასე უნდა დადიოდე?-დაბღვერილმა გადახედა ქალს.
-ბოდიში, ატლასის კაბა ვერ მოვირგე.-ცინიკურად გაუღიმა კაცა და ცეცხლზე ნავთი დაასხა.
-ვინ გიყვარს?-თემა შეცვალა ავალიშვილმა.
-შენი საქმეა?-ხელები გაასავსავა გამყრელიძემ და კმაყოფილმა ჩაიღიმა.
-იცოდე გავარკვევ და მერე... მერე მოვკლავ.-სიგარეტს ხელის კანკალით მოუკიდა და საქარე მინას გახედა. მთვარე ანათებდა ყველაფერს.
-რა უფლებით კაკი?-მისკენ გაატრიალ თავი და კაცის დანისნულ თვალებზე დაიძაბა.
-გგონია, უფლება მჭირდება?-მეორე ღერს ეწეოდა უკვე.
-დიმას მეგობრობა არ გაძლევს უფლებას, ჩემს საქმეში ჩაერიო.-გაბუტული გავშვივით ამოილაპარაკა და დაბღვერით გახედა კაცს.
-ელ, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას.-თითი დაუქნია.
-ოპა. რაო ენა ამოიდგი? იქნებ სხვა მელაპარაკება შენი სხეულით. ალოო, სად გაქვს აპარატი დამალული?-ცინიზმს აფრქვევდა გამყრელიძე.
-ელ. -ამოიღმუილა და ქალის უეცრად მიტრიალებულ სახეს ახლოდან დააჩერდა. ელენა გაშრა... კაკი უფრო. ეს მომენტი, რომ არ გამოეყენებინა, თავს ვეღარასდროს აპატიებდა. მისკენ დაიხარა და ნაზად გადაატარა ბაგე. ორივეს ცეცხლი ეკიდათ და ერთმანეთის სიახლოვე კიდევ უფრო აბრუებდათ.
-კაკი.-ღრმად სუნთქავდა ელი, მაგრამ ჟანგბადს ვერ პოულობდა ჰაერში. ბედნიერებისგან იგუდებოდა.
-დიმას დაველაპარაკები. არ მაინტერესებს, გიყვარვარ თუ არა.-კიდევ ერთხელ მიაწება ტუჩები ელენასაც და მერე განზე გაიწია. მაშინ პირველად ჩაისუნთქა ნორმალურად ჰაერი. გული გამალებით უცემდა.
-არ მგონია ერთი კოცნის გამო ღირდეს.
-როგორ მაბრაზებ.-გაავებულმა გახედა და ამღერებულ ტელეფონს დახედა.
-გადადი.
-კაკი.
-დროზე გადადი.-გააზრებაც ვერ მოასწრო ბაბლუანი რომ გამოვარდა გარეთ.
-გადმოა*ვი მანქანიდან.
-დიმა.-ხმა აუკანკალდა ელენას.
-დროზეე!-დაიღმუილა კაცმა და კაკის ურეაქციობაზე კიდევ უფრო გაბრაზდა.
-დიმა არ გინდა.-უკან თაია მოჰყვებოდა.
-ამიხსნი? მაგრამ რას ამიხსნი? ჩემი თვალით დავინახე. ჩემს ძმად მიგიღე და შენ არაკაცულად ჩემს დიშვილს დაადგი თვალი?-ხმას ვერ იმორჩილებდა ბაბლუანი. უსიტყვო ავალიშვილზე კიდევ უფრო გაბრაზდა და აღარც უფიქრია, მაშინვე მუშტი მოუქნია.
-ბიძია, გთხოვ.-ელი გადაეღობა, მაგრამ ამაოდ.
-შენ მერე დაგელაპარაკები.-ხელით გასწია და ისევ კაკის მიაჩერდა.
-გგონია მე მინდოდა?-აღარც ავალიშვილმა დააკლო.-მე მინდოდა მყვარებოდა? ამის დედაც, არა. ჩვენს ძმობაზე მაღლა ბო*იშვილი ვიყო არაფერი არასდროს დამიყენებია. იცი შენ ეს, უფრო სწორად იცოდი. მერე შემიყვარდა. ხოო ბაბლუანი, შენი დიშვილი შემიყვარდა სიგიჟემდე. ისე, როგორც შენ გიყვარს თაია და დათას თათა. მაგრამ მე უფრო დიდი ხანია. პირველივე დანახვიდან მიყვარს. *ლე ვარ? ალბათ კი. მეშვიდე კლასელი ბავშვი შემიყვარდა, მაგრამ თავს ვერ გამოვუტყდი. ყოველ ღამე სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ მე შენ გღალატობ. ჩვენს ძმობას ვღალატობ. დავიღალე. შენ თუ იტყვი არას, მე მაინც ვიტყვი კის. თუ მეტყვი, რომ ხაზს გადამისვამ, მაშინ მეც გადაგისვამ ხაზს. იმიტომ რომ შენ ყველაზე უკეთ იცი... ადამიანი ვერ ირჩევს, ვინ შეუყვარდეს. ამას ვიღაც სხვა აკეთებს.
-დედას შევე*ი!-მანქანას წიხლი გაჰკრა და ატირებულ თაიას გახედა.
-სახლში შეიყვანე ელენა და შედი!
-დიმა.
-გასაგებად არ ვამბობ?-დაიღრიალა და შეშინებულ ელენაზე თითქოს რაღაც ჩასწყდა.
-აქ რა ხდება?-ევა იდგა კარში. ჯერ კაკის გახედა, მერე დიმას და ბოლოს შვილს.
-ყველა შედით სახლში.
-შეგიძლი ამიხსნა, რატომ უყვირი ჩემს შვილს?-თვალები დააკვესა ბაბლუანმა.
-იმიტომ, რომ ან თავს მომაკვლევინებს, ან ავალიშვილს.-ავტომობილის კაპოტს მიეყრდნო.
-ესე იგი ავალიშვილი გამოტყდა.-თავი ღიმილით გადააქნია ევამ.
-თანახმა ვარ გიყვარდეს ჩემი შვილი. იმიტომ, რომ ვიცი, მასაც უყვარხარ.-დის სიტყვებმა სულ გააგიჟა.
-გკიდივართ? მე არავინ ვარ?-თვალები დააწვრილა დიმამ.
-ხარ. შენ ხარ დიმა, მაგრამ შეხედე. ელის შეხედე, როგორი შეშინებული და შეყვარებულია. შეუძლებელია კაკის და ელენას სიყვარული იმაზე აკრძალული იყოს, ვიდრე შენი და თაიასი. მაგრამ ერთად ხართ. საკუთარი გავიწყდება. სხვების ცხოვრება მარტივი გასარჩევია. არ ვამართლებ კაკის, მაგრამ აქ მხოლოდ მისი გრძნობები არაა. ჩემი დიდებული შვილი დგას კიდევ. რომელსაც ეს კაცი სიგიჟემდე უყვარს.
-დედა-ცრემლიანი თვალებით გახედა ქალს.
-ვიცი ელ. ვიცი და არ ვაპირებ ხელის შეშლას.-შვილს მოეხვია და მერე ძმას გახედა.
-შეგიძლია სცემო, მოკლა, დაასახიჩრო, მაგრამ იცოდე, შენი დისშვილი გიჟდება მაგ ბიჭზე.-აკანკალებულ შვილს მოეხვია და ფრთხილი ნაბიჯით შეიყვანა. დიმა გაქვავებული იდგა. არანაკლებ მდგომარეობაში იყო ავალიშვილიც. გული სიხარულით უხტოდა იმის გააზრებაზე, რომ ელენასაც უყვარდა. ჭკუიდან იშლებოდა.
-ვერ გავატარებ. ძალა არ მეყოფა.-თავი გააქნია და შევიდა.
ყველაფერი ნათელი იყო. დიმა ვერ ხარშავდა, რა ხდებოდა. მისაღებში შესულს იქ დახვდნენ. ვერ შეხედა ელის. ვეღარ გაუღიმა ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდა. უხმოდ აიარა კიბე და საკუთარ კაბინეტში შეკეტილმა უფლება მისცა თავს, ემოციებისგან დაცლილიყო.
კიდევ დიდხანს იჯდა კაბინეტში და ვისკის მერამდენე ჭიქას სვამდა, თავადაც არეული ჰქონდა სათვალავი. ბრაზი მაინც დასთამაშებდა მის განწყობას და სასმელიც ვერ ავიწყებდა მომხდარს.
-ამის დედაც.-ჭიქა კედელს შეაფშვნა და კარში მდგარ ნაკშიძეს მწველი მზერა ესროლა.
-მოდი.-ეცადა დავლილი ბრაზი ეკონტროლებინა.
-არ ყვირი?-მოპირდაპირედ დაჯდა და ქმარს გაუსწორა მზერა.
-არ ვყვირი, მაგრამ გაცოფებული ვარ. იცოდი და დამიმალე.
-ეს მე არ მეხებოდა თავად ელენას უნდა ეთქვა.
-ანუ იცოდი. ამ სახლში ვინმე ადამიანად მთვლის?-თავს ვეღარ აკონტროლებდა.
-დიმა, მორჩი ისტერიკას. ისე ვერ იქნება ყველაფერი, როგორც შენ გინდა. დავიღალე მეც და ყველა საერთოდ. ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს. ელენას არჩევანია ეს და პატივი ეცი.-მისკენ მიიწია და ნაზად შემოაჭდო მკლავები.
-ცოტახანს იფიქრე ჩვენზე და არა ყველაზე. მე და ბავშვებს გვენატრები. რამდენი დღეა ლილე არ დაგიძინებია.-თმებზე მონოტონურად უსვამდა თითებს და კაცის გაგიჟებულ არსებაში სიმშვიდის ელემენტები შეჰქონდა.
-მართალი ხარ.-ცხივრზე აკოცა და მერე მის გაბერილ მუცელს გადაატარა ხელი.
-ცოტახანს დასვენება ყველას გვჭირდება.-ბაგე დაუკოცნა საყვარელ ქალს და სიმშვიდეში ჩაიკარგა.

მაჩაბელთან იყვნენ. დიმა უკიდურეს კუთხეში იჯდა. კაკი ნერვიულად ეწეოდა. დათა გაავებული იყურებოდა.
-ხმას ამოიღებთ?-ბოლოს წყობილებიდან გამოვიდა დ ჯერ ერთს გადახედა, შემდეგ მეორეს.
-მაგან დაიწყოს.-თავით ავალიშვილისკენ ანიშნა.
-კაკი.
-ელენა მიყვარს!-მწველი მზერა ესროლა დიმას და არ გამორჩენია ბაბლუანის დაჭიმული სხეული.
-აჰაა, ეს კი ვერ ხარშავს.-ამოიოხრა დათამ და საბოლოოდ თავადაც დივანზე დაეშვა.
-ამდენი ქალია და ამას ჩემი დისშვილი შეუყვარდა. ბავშვია.-ხმა უკანკალებდა დიმას.
-ბაზარი არაა ბაბლუ, მე ალბათ მოვკლავდი. მაგრამ ჩვენი ძმაა. ძალიან, რომ არ უყვარდეს, არ იტყოდა. კაკიზე უკეთესს ვის ნახავდი?
-ანუ ყველა ჩემს წინააღმდეგაა. არ შეიძლებოდა.-თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა.
-ეგოისტი ნუ ხარ დიმა. ბევრი რამ არ შეიძლებოდა, მაგრამ მოხდა. ნუ დააყენებ არჩევნის წინაშე.
-ამის დედაც...-ამოიღმუილა და კაკისკენ წავიდა. ვეღარ ხარშავდა ვერაფერს. გაავებული იყო, მაგრამ ბოლო წამს მიხვდა. ვერ დადგებოდა შუაში. ელენას მოკლავდა ამით. უარს არ იტყოდა ელი მასზე და საბოლოოდ დაასამარებდა დისშვილის ბედნიერებას.
-იცოდე ავალ, რამე რომ ეწყინოს, ან ცრემლი ჩამოვარდეს შენს გამო, დაგახრჩობ.-მხრებზე დაარტყა ხელი და მერე მოეხვია.
ისევ ვერ ხარშავდა. ისევ უჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
-მაინც არ გეპატიება!-ბოლოს ჩაამწარა ისევ სიტუაცია და ღიმილით დატოვა ბიჭები. გარეთ თაია ელოდა.
-რა ქენი?-ინტერესით გახედა ქმარს.
-ელენას ვეღარ ნახავს.-მთელი სერიოზულობით ამოიჩურჩულა.
-დიმა.-ცრემლი მოერია თვალზე.
-კარგი რაა, კარგი.-ამოიხვნეშა.-უფლება აქვს უყვარდეს ელი. ვაბშე და ქორწილისთვის ვემზადებით.
-მატყუებ?-კაცის ნაქვთებს დააკვირდა, რომ მიხვედრილიყო, ატყუებდა თუ არა.
-ლილეს გეფიცები.-შუბლზე მიაწება ტუჩები.
-ღმერთო, რა მაგარია.-დიმას ყელს დასწვდა და იქიდან ბაგეზე გადაიტანა ალერსი.
-თაია, შემიყვარებ თავიდან?-უჩვეულოდ დაბალი ხმით იკითხა კაცმა.
-რისთვის?-გაკვირვება გამოესახა სახეზე.
-მენატრება მგონი ის დრო. ჩვენი სიგიჟე. არანორმალური სიყვარული...
-შეგიყვარებ. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ შეგიყვარებ.-ღიმილით დაუქნია თავი და კაცის ბედნიერ სახეზე კიდევ უფრო გაიბადრა.

ქორწილის დღეს გამყრელიძე შეუდარებელი იყო. ავალიშვილი ადამიანს აღარ ჰგავდა. საკურთხეველთან დიტო გამყრელიძემ გადაულოცა თავისი ქალიშვილი კაკის და თან გააფრთხილა.
-იცი რისი გამკეთებელიც ვარ მის გამო.-მხარზე დაარტყა ხელი და ყოფილი ცოლის გვერდით დაიკვა ადგილი. ლამაზი ეჩვენა ევა. კიდევ უფრო ვიდრე ოდესმე.
-იქნებ იფიქრო შერიგებაზე.-ღიმილით გადახედა ქალს.
-არასდროს!-ვნებიანად გამოსცრა და ფეხზე ასრიალებული ხელი მოიშორა.
-ტაძარში ვართ. უწმინდურო.-ბრაზით ამოთქვა და მერე თავადაც გაეღიმა კაცის საქციელზე.
დიმა ისევ ვერ აანალიზებდა. ჯვრისწერა, რომ დასრულდა და ერთმანეთს აკოცეს, კინაღამ შეიშალა.
-მეც ასე ვიქორწინებ ნიკოლოზზე.-ამას ლილეს ხმა დაერთო და ცოტაც და გაფრინდებოდა ბრაზისგან.
-მამი ჩემი სიკვდილი გინდა?-შუბლზე აკოცა ბავშვს და ტაძრიდან გავიდნენ.
თაია ბოლოს წინა თვეში იყო და შეძლებისდაგვარად დაგორავდა. მაჩაბელი და თათა სტაბილურად, ჯერ ახლა იწყებდნენ ერთმანეთის შესწავლას.
რესტორანში მისულებს თამადად კანდელაკი დახვდათ. პირველი სადღეგრძელო იყო სამახსოვრო.
-თუ ოდესმე გკითხავთ თქვენი მეორე ნახევარი:შემიყვარებ თავიდან? თქვენ უპასუხეთ-იმდენჯერ რამდენჯერაც საჭირო იქნება...
ყველას ღიმილი მოედო სახეზე. ევა ბატონ გამყრელიძეს ეკვროდა... თაია დიმას მკლავს ჩაბღაუჭებული ძლივს იკავებდა თავს ბედნიერებისგან, რომ არ გამსკდარიყო. თათას დათას მხარზე ედო თავი და სიყვარულით ტკბებოდა. ელი? ელი პატარძალი იყო. სიყვარულის პატარძალი.
და მართლაც. სიყვარულს განახლება სჭირდება. შეიყვარეთ თქვენი ადამიანი თავიდან...
დ ა ს ა ს რ უ ლ ი.
---
მადლობა სულ ყველას! თქვენ მე მომეცით საშუალება დამეწერა. მომეცით სტიმული. ბედნიერებაა, თქვენნაირი მკითხველის ყოლა. იმედები თუ გაგიცრუვდათ მაპატიეთ.
შევხვდებით....
ფოტო სპეციალურადაა. ამით დავიწყე და ამით ვასრულებ...



№1 სტუმარი თიკა

ძალიან ვისიამუვნე. კარგი გოგო ხარ! წარმატებები. ❤️

 


№2  offline წევრი Life is beautiful

Amat tu rame eshvelebodat da egirsebodat simshvide odesme, ra megona.))
Dzalian gamixarda yvelaperi kargad rom damtavrda<3
Abam daiwye axlis akindzva:3

 


№3  offline წევრი ქეთათო4

თიკა
ძალიან ვისიამუვნე. კარგი გოგო ხარ! წარმატებები. ❤️

მადლობა დიდი❤️

Life is beautiful
Amat tu rame eshvelebodat da egirsebodat simshvide odesme, ra megona.))
Dzalian gamixarda yvelaperi kargad rom damtavrda<3
Abam daiwye axlis akindzva:3

მადლობა. ვიწყებ????❤️❤️

 


№4  offline წევრი ნენეე

ქეთათო, კარგი გადმოცემის უნარი გაქვს. მარტო უნარი არა, შეგიძლია, ძალიან დაახლოვო პერსონაჟები რეალობას. სრულად წაკითხვა კიდევ ახალი, სხვანაირი ბედნიერება იყო. მიხარია, რომ მომეცა საშუალება ამ ისტორიის წაკითხვის. კარგია. მიუხედავად იმისა, რომ გაგვაწამე, ღირდა. მომეწონა ელენას და კაკის წყვილი. ცოტა იყო, მაგრამ საკმარისი. კარგია. რა მეთქმის? გელოდები ახალი ისტორიით. მალე დაბრუნდი.
--------------------
ნენე გასვიანი

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

სასწაული იყო მართლა ოქრო ხაარ,თუმცა ნინას ბედი მაინტერესებდა რაღაცა ძაან ისე გაქრა თითქოს არც არსებობდა,ძალიან ამოვარდა სიუჟეტიდან , წარმატებები და ველიი ახალ ისტორიებს ❤️

 


№6  offline წევრი ქეთათო4

uchveulo
სასწაული იყო მართლა ოქრო ხაარ,თუმცა ნინას ბედი მაინტერესებდა რაღაცა ძაან ისე გაქრა თითქოს არც არსებობდა,ძალიან ამოვარდა სიუჟეტიდან , წარმატებები და ველიი ახალ ისტორიებს ❤️

ბევრი პერსონაჟი იყო და ყველას ვერ შევეხე. მაგრამ ნინას ამბავი გაგრძელდება. მადლობა❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო ხარ,არ გაჩერდე ველოდები ახალ ისტორიას.

 


№8  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ლია
საუკეთესო ხარ,არ გაჩერდე ველოდები ახალ ისტორიას.

ძალიან დიდი მადლობა.❤️

ნენეე
ქეთათო, კარგი გადმოცემის უნარი გაქვს. მარტო უნარი არა, შეგიძლია, ძალიან დაახლოვო პერსონაჟები რეალობას. სრულად წაკითხვა კიდევ ახალი, სხვანაირი ბედნიერება იყო. მიხარია, რომ მომეცა საშუალება ამ ისტორიის წაკითხვის. კარგია. მიუხედავად იმისა, რომ გაგვაწამე, ღირდა. მომეწონა ელენას და კაკის წყვილი. ცოტა იყო, მაგრამ საკმარისი. კარგია. რა მეთქმის? გელოდები ახალი ისტორიით. მალე დაბრუნდი.

ნენე უკარგესი ხარ შენ. მადლობა დიდი, რომ ჩემთან იყავი.

 


№9 სტუმარი Ana-maria

დამთავრდა ეს საოცარი სიყვარულის ისტორია და გული დამწყდა. კიდევ მინდოდა გაგრძელებულიყო. სასიამოვნო წასაკითხი იყო, ემოციური, სიყვარულით სავსე და ეს ყველაფერი მძაფრი შეგრძნებების ფონზე. მალე ვისურვებდი ახალს თქვენგან.უკვე გელოდებით

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან. ძალიან მაგარი იყოოო. ყოჩაღ

 


№11 სტუმარი Xato

Dzalian sayvareli xar .ase gaagrdzele.patara lile shemiyvarda tavisi tlikina enit

 


№12  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria
დამთავრდა ეს საოცარი სიყვარულის ისტორია და გული დამწყდა. კიდევ მინდოდა გაგრძელებულიყო. სასიამოვნო წასაკითხი იყო, ემოციური, სიყვარულით სავსე და ეს ყველაფერი მძაფრი შეგრძნებების ფონზე. მალე ვისურვებდი ახალს თქვენგან.უკვე გელოდებით

ძალიან დიდი მადლობა. ❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუუ ძალიან მიყვარს❤️
გელოდებით რათქმაუნდა კვლავ!

 


№14 სტუმარი სტუმარი მაკა

ვაიმე უსაყვარლესი ხარ კაი დასასრული იყო მომეწონა მთლიანად ველი კიდევ და კიდევ ახალს წარმატებები❤❤❤❤

 


№15  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი მაკა
ვაიმე უსაყვარლესი ხარ კაი დასასრული იყო მომეწონა მთლიანად ველი კიდევ და კიდევ ახალს წარმატებები❤❤❤❤

მადლობა დიდი❤️

სტუმარი მარიამი
აუუუ ძალიან მიყვარს❤️
გელოდებით რათქმაუნდა კვლავ!

მადლობა❤️

 


№16  offline წევრი ელენე.ელე

მდივანი-დივანი რატომ არის საუკუნო პრობლემა?
არ ვნანობ რომ წავიკითხე.ძალიან გამართული,აზრიანი და დალაგებული იყო ყველაფერი.

 


№17  offline წევრი ქეთათო4

ელენე.ელე
მდივანი-დივანი რატომ არის საუკუნო პრობლემა?
არ ვნანობ რომ წავიკითხე.ძალიან გამართული,აზრიანი და დალაგებული იყო ყველაფერი.

მექანიკური შეცდომაა. დაუფიქრებლად დავწერე ალბათ. მადლობა❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მაინტერესებს ეს ისტორია სხვა ისტორიის გაგძელებაა?

 


№19  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი სტუმარი
მაინტერესებს ეს ისტორია სხვა ისტორიის გაგძელებაა?

არა. ❤️

 


№20  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია კარგი დასასრული იყო მაგრამ გვაინტერესებდა ჩვენი ახალი ბაბლუანი როგორი იქნებოდა დიმა რომ რამის შეშალა ბედნიერებისგან <3

 


№21  offline წევრი ქეთათო4

《Sunshine》
ძალიან მაგარია კარგი დასასრული იყო მაგრამ გვაინტერესებდა ჩვენი ახალი ბაბლუანი როგორი იქნებოდა დიმა რომ რამის შეშალა ბედნიერებისგან <3


დასრულება არ მინდოდა, მაგრამ არც თქვენს ნერვებზე თამაში მსურს. ასე სჯობდა... მადლობა, რომ წაიკითხე❤️

 


№22  offline მოდერი ნეაკო

უბრალოდ არაჩვეულებრივია ❤❤❤❤❤❤ძალიან თბილი, ემოციური და თავისებური ისტორიააა ❤❤❤მადლობა რომ ის ჩვენამდე მოიტანე❤წარმატებები

 


№23  offline წევრი ქეთათო4

ნეაკო
უბრალოდ არაჩვეულებრივია ❤❤❤❤❤❤ძალიან თბილი, ემოციური და თავისებური ისტორიააა ❤❤❤მადლობა რომ ის ჩვენამდე მოიტანე❤წარმატებები

ნეაკო, მადლობა! მიხარია თუ მოგეწონა❤️❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი Tekla

როგორი თბილი ტკბილი და ემოციური იყო ამეტირა მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო მადლიბა ნამდვილად გამოიწვია ჩემში ემოციები ❤❤❤????‍♀️????‍♀️

 


№25  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი Tekla
როგორი თბილი ტკბილი და ემოციური იყო ამეტირა მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო მადლიბა ნამდვილად გამოიწვია ჩემში ემოციები ❤❤❤????‍♀️????‍♀️

მადლობა შენ. ❤️❤️

 


№26  offline წევრი OKI ME

არ მემეტებოდა დასასრულებლად, თუმცა რას ვიზამთ :დდდ

აი, ბაბლუანს ლილეს სიტყვებიღა აკლდა, ჭკუიდან სრულად შესაშლელად :დდდდ გააგიჟეს კაცი :დდდ

ნამდვილად კარგი ისტორიაა ❤️❤️ იმედი მაქვს მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით. ❤️❤️

წარმატებები ❤️❤️

 


№27  offline წევრი ქეთათო4

Megioki
არ მემეტებოდა დასასრულებლად, თუმცა რას ვიზამთ :დდდ

აი, ბაბლუანს ლილეს სიტყვებიღა აკლდა, ჭკუიდან სრულად შესაშლელად :დდდდ გააგიჟეს კაცი :დდდ

ნამდვილად კარგი ისტორიაა ❤️❤️ იმედი მაქვს მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით. ❤️❤️

წარმატებები ❤️❤️

მადლობაა დიდი. მადლობა ერთგულებისათვის.❤️

 


№28  offline წევრი ირო

ისე ველოდებოდი ბოლო თავს თან იმდენად არ მინდოდა რომ დასრულებულიყო.გაგრძელებისტი გავხდი ყველა ისტორიის თან დაუსრულებლად რომ გაგრძელდეს.იშვიათად იწერება ამ ბოლოს ასეთი საინტერესო ისტორიები,ემოციებით და სიყვარულით სავსე.მადლობა შენ რომ სულ ცოტახნით ირეალურ სამყაროს საოცრად წარმოაჩენ.

 


№29  offline წევრი ქეთათო4

ირო
ისე ველოდებოდი ბოლო თავს თან იმდენად არ მინდოდა რომ დასრულებულიყო.გაგრძელებისტი გავხდი ყველა ისტორიის თან დაუსრულებლად რომ გაგრძელდეს.იშვიათად იწერება ამ ბოლოს ასეთი საინტერესო ისტორიები,ემოციებით და სიყვარულით სავსე.მადლობა შენ რომ სულ ცოტახნით ირეალურ სამყაროს საოცრად წარმოაჩენ.

უღრმესი მადლობა. მახარებთ დს სტიმულს მაძლევთ, ვწერო. ❤️❤️

 


№30 სტუმარი სტუმარი თეკლა

კარგი გოგო ხარ. წერე კიდევ. წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent