შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლეში დაუფასებელი


18-06-2021, 19:30
ავტორი სალისალომე
ნანახია 1 033

კომპიუტერის, ლურჯად მოციმციმე ეკრანი ყოველ დილას რვა საათიდან ირთვებოდა და საღამოს, საწოლში ჩაწოლამდე ერთი საათით ადრე ითიშებოდა. ქერას , მუდამ სჯეროდა იმის,რომ გამოსხივება ცუდ ზეგავლენას ახდენდა ჯანმრთელობაზე, ღამე არასდროს არ უნდა დაეტოვებინა ჩართული ტექნიკა განსაკუთრებით კი კომპიუტერი, ტელეფონი ის, რაც დიდძალ გამოსხივებას იწვევდა და ყველაფერთან ერთად თვალებსაც აზიანებდა. თავისი მკაცრი წესები ჰქონდა, მაშინ მისი არა მესმოდა რა, მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო,რომ მართალი იყო.

ეკრანი ციმციმს წყვეტდა და თვალებიც ისვენებდა, ჩაეშვებოდა ხოლმე სამოთხის მორევში.იმ წამშივე გაივლიდა უპეებში ჩამდგარი სიწითლე და მასში ჩასახლებული მწვავე წვა რომელიც დროის გასვლასთან ერთად მატულობდა მთელი დღის დამქანცველი მუშაობის შემდეგ. სახლში,იდუმალი სიმშვიდე იკავებდა ადგილს , უეცრად ჩაბნელდებოდა ოცდააათ კვადრატულოვან ოთკუთხა ოთახში, სიცოცხლის რიტმი თორმეტი საათის შემდეგ წყდებოდა,სიჩუმე დგებოდა და მძიმე სუნთქვის, ნოტისებური ჟღერადობის ხმები ზლაზვნით მიიღწეოდა ყურამდის. ძილისას, ზედ დახედვისას მთავარი მაინც ის იყო,რომ ჯერ კიდევ ცოცხლობდა და სუნთქვადა ეს თუ დაგამშვიდებდა და მოგცემდა გულის დაწყნარების უფლებას. არც ისე ჩვეულებრივი და არც ისე არაჩვეულებრივი ოთახი იყო. ქერას მშვენება თუ ამშვენებდა სახლს და სხვა არაფერი,მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად ერთი სულისთვის განკუთვნილი დასახლება ჩვეულებრივი იყო , გოგონას ეს ყოფნიდა.

სახლში შესვლისას დალანდავდით ხელ მარცხნივ პატარა,დაბალი,თეთრი მაცივარი, მის ახლო მცირე მანძილის გამოტოვებით მონაცრისფრო , რბილი მდივანი სამიოდე ბალიშით მოწყობილი, მის ზევით ოთკუთხედი ფორმის ბუნების სურათი გამოსჭვიოდა რომელიც პირდაპირ გოგონას ორსაწოლიან,ფუმფულა ლოგინს გასცქეროდა.შუაში პატარა ჟურნალების მაგიდა იდგა და მთელი კედელი ძველებურ ე.წ ``სწენკას`` ეკავა სადაც ძვირფასი ჭიქები, თეფშები და სუვენირები ელაგა. იქვე კომოდი სადაც ტანისამოსს დალანდავდით.სამზარეულო არ ჰქონდა,მისაღებთან იყო გაერთიანებული ეგეც ოცდაათიოდე კვადრატულის თუ იქნებოდა, ონკანს,ორ გულიან გაზსა და მოყავისფრო მაგიდას ერთად მოეყარა თავი.

ქერა მასწავლებელი იყო, ისტორიას ასწავლიდა ბავშვებს. ისტორიკოსი იყო.პირველოსანი კლასში,მაღალი ქულებით დახურა სკოლა და უნივერსიტეტშიც არ კარგავდა პირველობას.ამბიცია საკმაოდ დიდი ჰქონდა , სურვილი და მიზანი რომელსაც დაუღალავი სწავლისგან და მუშაობისგან მიაღწია...მიიღო ის რისი ღირსიც იყო.მეტსაც იმსახურებდა,ბოლოს ისეც იყო,რომ არ აფასებდნენ მაგრამ ყველაფრის და მიხედავად არ დაუტოვებია ბრძოლის ველი იმდენად ძლიერი იყო. მტერს რა გამოლევს,ბოროტი ძალა წარმატებას თან დაყვება უკან.

სურს გზა გადაუღობოს და წინ გაიჭრას,ამის გამო კი ყველანაირ საშუალებას იყენებს, დროთა განმავლობაში სიმართლე იჩაგრება და უკან ჩამოიტოვებენ ხოლმე. ეს რა თქმა უნდა დროებითია ,ფინალი კი მაშტაბური რომელიც სიმართლეს უჭერს მხარს.
მთელი სიცოცხლის ენერგია მასში ჩქეფდა, ვერ ნახავდით ენერგია გამოცლილსა და მით უფრო დაღლილს. თუნდაც ასე ყოფილიყო,ამას არასდროს შეიმჩნევდა.

თავისი პრინციპები ჰქონდა,რომლისაც საერთოდ არ მესმოდა.ალბათ,უფრო იმიტომ,რომ მაშინ ბავშვი ვიყავი და გაუგებარი იყო ჩემთვის.ახლა,კი ვხვდები ყველაფერს მაგრამ საკმაოდ გვიანია რადგან ის აღარ არის.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადამიანებს სიცოცხლეში არ ვაფასებთ, ისე როგორც სიკვდილის შემდეგ.ეს საშინელი ჩვევა გვაქვს,ჩვენ ადამიანებს.სიცოცხლეში გვიყვარს, პატივს ვცემთ მაგრამ მაინც,სათანადოდ ვერ გამოვხატავთ ამას როცა დაგდება ჟამი სირთულისა,ჟამი ბოლო წამისა მაშინ ტივტივდება თავში ყველაფერი ერთიანად.მაშინ იყრის ყველა გრძნობა: სინანული,მონატრება,მწუხარება,სიყვარული,სევდა და დაფასება რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძიებით მაგრამ ვერ ვპოულობთ.

დაუფასებელი ადამიანი იყო, იცით რატომ ?
ყველასგან განსხვავებული,რომ იყო იმიტომ.მუდამ პირდაპირი,სიმართლის მოყვარული,კეთილშობილი სამართლის მოზეიმე... ამას ბევრი ვერ იტანდა, რადგან ეუხეშებოდათ თვალწინ მომხდარი სიმართლე.ყველას,რომ თვალებზე ბინდი ჰქონდათ გადაკრული ის , მუდამ ცდილობდა მათი თვალთახედვა გაესწორებინა, მაგრამ ხომ იცით რა ჯიუტნი ვართ მხოლოდ იმას
`` ვაწვებით`` რაც პირადად ჩვენ გვგონია ვითომდა სწორი არადა რამხელა მორევში ვიძირებით,როგორ ვტყუვდებით ამას კი გვიან ვხვდებით როცა უკვე, ძალიან ღრმად გვაქვს შეტოპილი და იქიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია...

ქერას მაგალითზე უნდა ვისწავლოთ სიცოცხლეში დაფასება, მარადიული სიყვარული, მზრუნველობა უნდა გამოვხატოთ ყველა ის გრძნობა რასაც რეალურად განვიცდით. არ დამალოთ თქვენი შეგრძნებები რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თქვენს პრინციპებს... მაინც გიყვარდეთ,აფასებდეთ ყველას წინაშე . ეს მან უნდა იცოდეს,რადგან ჰქონდეს რწმენა,ხალისი სიცოცხლისა და იმედი იმისა,რომ ერთ დღეს გასაჭირში მყოფს გვერდში დაუდგებით.

სიკვდილის შემდეგ ყველა გრძნობა სულ ერთი ხდება რადგან ის ადამიანი აღარ არსებობს,აღარ ცოცხლობს ვისთვისაც ყველა ეს გრძნობაა განკუთვნილი.

ამიტომაც სიცოხლის თითოეული მომენტით უნდა დატკბეთ,გაათბოთ ერთმანეთი , არა მხოლოდ გასაჭირის პირას გამოხატოთ სულიერი შეგრძნებები, არამედ ცხოვრების ჩვეულ დღეებშიც. ეს აუცილებელია,რომ ვისწავლოთ რათა შემდგომში გული არ გვეტკინოს,გვიანი არ იყოს.

ჩემდაუნებურად ჩაქრა მოციმციმე ეკრანი,რას წარმოვიდგენდი,რომ ასე უცაბედად ჩაქრებოდა და აღარ აინთებოდა.

ამიტომ,გაუფრთხილდით თქვენს წინ მდგომ მოციმციმე ეკრანს,რომლის გარეშე თქვენი სიცოცხლე წარმოუდგენელია.

მას შემდეგ შეიცვალა სამყარო,რომელიც მეტად მრავალფეროვანი გახდა მაგრამ ამ მრავალფეროვნებაში მაინც არ არსებობს წარსულის ტკბილი მოსაგონარი,თურმე მეხსიერებაც შეიძლება თან წაიღოს მძიმე წარსულმა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent