უცნობი ნაცნობი (თავი 9)
*** გონს, სრულიად სხვაგან მოვდივარ. თვალის გახელისთანავე, პირველს, უზარმაზარ ჭაღს ვხედავ. დამეფიცება, აბაზანა არაა. გაჭირვებით ვაფახულებ თვალებს და ნელ-ნელა ვიაზრებ, რომ საწოლზე ვარ. თავს, მეორე მხარეს ვაბრუნებ და გიორგის მზერასაც ვეჩეხები. საწოლის გვერდით, სკამზე ჩაფიქრებული ზის და თვალს არ მაშორებს. იდაყვებით, მუხლებს ეყრდნობა და სახეზე ისვამს ხელებს. ვაღიარებ.. ახლა, მისი მზერის მეშინია. ჯერ კიდევ ჩაწითლებულ თვალებში, სევდა ნარევი ბრაზი აქვს ჩამდგარი. თითქოს, მესაუბრება და ჩემი ყოველი სიტყვის შემდეგ, რაღაც იცვლება მის მზერაში. - კარგად ხარ? - არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ დაუფიქრებლად ვეკითხები. ეღიმება. უფრო ცინიკურად და ეს, მაღიზიანებს. - წარმოდგენა მაინც გაქვს, თავს რას უკეთებ? - მისი სიჩუმით ვსარგებლობ და ისევ ვაგრძელებ. - შენ? წარმიდგენა მაინც გაქვს, ამდენი ნერვიულობით, თავს რას უკეთებ? ღრმად ვოხრავ. ნელა ვდგები, ფეხებს ვიკეცავ და თვალს თვალში ვუყრი. - არა.. არ ფიქრობ. არასდროს არ ფიქრობ იმაზე, ყოველ ჯერზე, გული რატომ მიგდის. - წნევა მივარდება. - და ეს მოგწონს მერე?! -ტონს უწევს და ფეხზე დგება. უცნაური გრძნობა მეუფლება, თუმცა ყველანაირად ვცდილობ, არ შევიმჩნიო. - ჩვენ, ყველაფერი დავამთავრეთ ელენე! იმ დღეს... - ეს შენ დაამთავრე ყველაფერი. - დასრულებას არ ვაცდი, ისე ვეჭრები. მეც ვდგები, მასთან მივდივარ და წინ ვუდგები. - ეს ჩემი ცხოვრებაა, გესმის? ჩემი ცხოვრება, რომელშიც არავის და მითუმეტეს შენ, ჩარევის უფლება არ გაქვს! - დამშვიდდი.. უბრალოდ ვლაპარაკობთ.. - არა მინდა! ყელში ამომიყვანე, უკვე! დავიღალე იმით, რომ სულ შენი მოშორება მიწევს! სულ ჩემთან ხარ და სულ რაღაცას მელაპარაკები! ისევ გაუაზრებლად მომდის ცრემლები.. მინდა მჯეროდეს, რომ ახლა თამაშობს.. არ შეუძლია, რეალურად ეს მითხრას.. - გიორგი.. - არარსებობს გიორგი, ამის დედაც შევე*ი! გიორგი გინდა, არა?-ისე სწრაფად მიახლოვდება, სუნთქვა მეკვრის. უხეშად მავლებს მაჯაში ხელს და კედელთან მიმათრევს. - გაჩერდი, გთხოვ.. რას აკეთებ.. - მოდი! - მთელი ძალით მახეთქებს კედელზე და ზურგის მწვავე ტკივილი, მაშინვე მთელს სხეულში იფრქვევა. - გთხოვ.. ნუ მაშინებ.. - აი გიორგი! -ისევ ძლიერად მიჭერს მაჯაზე ხელს და მაღლა მაწევინებს. - მტკივა.. - გეტკინოს! - კიდევ უფრო ძლიერად მიჭერს და ვგრძნობ, მართლა ვეღარ ვუძლებ. გაჭირვებით ვახამხამებ თვალებს და უკანასკნელი ძალით, თავისუფალი ხელით ვეხები ყელზე. უარესად გიჟდება. ვიცოდი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ვერ დავაწყნარებ, თუ არ დავაჯერებ, რამხელა ძალა აქვს, სულ უბრალო შეხებასაც კი.. - გაჩერდი! - მეორე ხელსაც მიჭერს, თუმცა როგორღაც ვახერხებ გათავისუფლებას და ამჯერად სახეზე ვეხები. ისევ მიჭერს, მაგრამ ახლა ვეხუტები. ნიკაპს, მხარზე ვადებ და მოშორების დიდი სურვილის მიუხედავად, ისე ვეკვრი, ვერაფერს ახერხებს. - გაჩერდი! - შენ გაჩერდი, გთხოვ.. მტკივა -გაუაზრებლად ვწყვეტ ტირილს - შენ ხომ არ გინდა, რომ მატკინო, გთხოვ.. ძალიან გთხოვ.. არაფერს ამბობს. მის გულისცემას ვგრძნობ და თითქოს, ჩემსას უერთდება. გახშირებული სუნთქვა, ნელ-ნელა რიტმში ჩადგომას იწყებს და ხელებს მაშორებს.. უფროსწორად, აღარ მიჭერს. ამით ვსარგებლობ და ხელებს ვხვევ. მიუხედავად იმისა, რომ მაჯა ძალიან მტკივა, ახლა, ეს ტკივილიც კი არაა იმაზე ძლიერი, რასაც ის განიცდის. - ყველაფერი კარგად იქნება. - ვცდილობ მტკიცედ ვთქვა, თუმცა არ ვიცი, რამდენად გამომდის. - მე შენთან ვარ.. და სულ შენთან ვიქნები. მიშორებს. ისევ..მაგრამ აღარ ვეწინააღმდეგები. თვალებში მაცქერდებდა და ახლა, კიდევ სხვა გიორგის ვხედავ. მხოლოდ წამიერად უკრთდება ცრემლი თვალში, თუმცა ჩამოგორებამდე აჩერებს. - წადი. - ნება მომეცი, რომ დავრჩე.. - მარტო ყოფნა მინდა. - მზერას მარიდებს და ჩემს გვერდით, კედელს, ზურგით ეყრდნობა. - მაგრამ.. - წადი - მეთქი. აღარაფერს ვეუბნები. მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს.. მაინც მივდივარ კარისკენ. მიყურებს. ვგრძნობ, როგორ მიწვავს ზურგს მისი მზერა, თუმცა არ ვტრიალდები. ზუსტად ვიცი, რომ ვერ დაიძინებს და მანაც ზუსტად იცის, რომ ვერც მე დავიძინებ.. *** ფაქტობრივად გავათენე. ლოგინში გაუთავებელმა წრიალმა, ბოლოს მომღალა და ალბათ, სწორედ ამიტომ დამეძინა გამთენიისას. ზუსტად იმ დროს, რომელსაც ველოდი, ნახევარი საათით ავცდი. საათის ისრების დანახვისთანავე, ნერვებმოშლილი ვდგები და მხოლოდ ახლაღა მახსენებს ხელის ტკივილი თავს. ასეც ვიცოდი. დამილურჯდა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა დავმალო ისე, რომ ვერც ზურამ შეამჩნიოს და მითუმეტეს გიორგიმ. არჩევანს, მაინც პირველივე განაფიქრზე ვაჩერებ და დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ჩანთიდან ბენდენას ვიღებ. ოდნავ მიჭირს, მარცხენა ხელით შემოხვევა, მაგრამ როგორღაც მაინც ვახერხებ. დილის სიცივის მიუხედავად, არჩევანს, მაინც თხელ, ლურჯ სარაფანზე ვაჩერებ და ისე რომ, მოსაცმელსაც არ ვიღებ, ნომრიდან გამოვდივარ. ირგვლივ, სამარისებული სიჩუმეა - თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, არ მინდა ვინმემ დამინახოს, ამიტომ სურბილით ჩავრბივარ კიბეებზე და ბორჯომის გრილ ჰაერს, ხელგაშლილი ვეგებები. ვგრძნობ, როგორ სასიამოვნოდ მივლის სხეულში ცივი ტალღა და თმას ვიშლი. მინდა, ამ მოგზაურობის გემო, მანაც ბოლომდე შეიგრძნოს. მაშინ.. არ მივეცი ამის საშუალება, ან უბრალოდ ვერ მოვიფიქრე. მაგრამ ახლა.. ყველა დეტალს ვუღრმავდები. მინდა, ზუსტად შევიგრძნო ყველაფერი და დავინახო, რა შეიცვალა ჩემში. როგორი იქნება, შეხვედრა მეორედ.. *** კვლავ ჩუმი, ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები ნაცნობ ადგილს. ვუახლოვდები და ვხვდები, არასდროს, მას შემდეგ არასდროს გაცოცხლებულა ყველა დეტალი ასე მკაფიოდ. თითქოს, ისევ ის დღეა. ისევ ის ქარია.. ისევ არის სადღაც ყვითელი ფოთლები. რაღაც მიბიძგებს, მაღლა ასვლისკენ, თუმცა მხოლოდ ხელის გადასმას ვჯერდები. ისევ ისე, მდორედ, აუღელვებლად მოედინება მტკვარი. ვუყურებ.. დიდხანს ვუყურებ და მალევე, თავად მივყვები. თუ არ გამოგიცდიათ, სცადეთ. ეს, ყველაზე უწყინარი მოგზაურობაა ამ ქვეყნად - საკუთარ გონებაში. ღრმად ვსუნთქავ და თვალებს ვხუჭავ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ სექტემბრის სუნია.. უკვე მზად ვარ, ყველაფერი წარმოსახვას მივაწერო, მოულოდნელად რომ ვგრძნობ შეხებას ხელზე და შიშისგან და მოულოდნელობისგან ერთიანად ვხტები. სწრაფად ვახელ თვალებს და ჩემს გვერდით, საშუალო სიმაღლის კედელს მიყრდნობილ, გიოგრის მზერასაც ვეჩეხები. ვაღიარებ..თავიდან შემეშინდა, თუმცა მისი დანახვის შემდეგ, თითქოს ყველაფერი ერთიანად, წამში გაქრა. - ასვლაში ხომ არ დაგეხმარო?- სრული სერიოზულობით მეკითხება, თუმცა მაინც ვგრძნობ ფარულ ირონიას მის ხმაში. - სასაცილოა? - ვიცინი? მზერას ვარიდებ. ისიც. თუმცა, ამჯერად ხელზე მიყურებს უცნაურად და უკვე ვნანობ, რომ დაუფიქრებლად მოვაშორე თვალი. - მაჩვენე. - გამიშვი! - შეხებამდე ვუკრავ და მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ოდნაც ხმამაღლა მომდის. - გეშინია? - არა, მაგრამ არაა საჭირო. - მანახე. -ჯიუტად, მაინც ჩემსკენ იწევს და მკლავს მიჭერს. - გიორგი. - დამაცადე. - სწრაფად მაშორებს ბენდენას და მაშინვე სახე ეცვლება. ახლა, ყველა ემოციას ისედაც თავისუფლად ვკითხულობ. რას გრძნობს, რას ფიქრობს.. არ მინდა, რომ შემომხედოს, მაგრამ როდის იყო, რამე მისრულდებოდა. - ღმერთმა დამწყევლოს. - სისულელეს ნუ იძახი, რატომ უნდა დაგწყევლოს -ხელს, მისი ხელისგან ვითავისუფლებ და ახლა, ბენდენაზე ვანიშნებ - დამიბრუნებ? შეშდება. მზერას,მხოლოდ წამიერად მაშორებს და შუბლზე ისვამს ხელს. დამეფიცება, საშინლად ნანობს. თავიდანვე ნანობდა, უბრალოდ დანახვამ, კიდევ უფრო გაუღრმავა. ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და ისევ ხელს მკიდებს. ნაზად მისვამს ცერს, ჩალურჯებულ ადგილას და მერე ისე, რომ კვლავ არ მიყურებს, ოდნავ იხრება და კიდევ უფრო ნაზად მახებს ტუჩებს მაჯაზე. წამით ვწყვეტ სუნთქვას, მისი შეხებით გამოწვეული გრძნობები, ბოლომდე იღვიძებენ და შინაგანი ქაოსი მეწყება. - იდიოტი ვარ. დამარტყი. ყველაფერს ვიმსახურებ. - არა.. - კი. მიდი, დამარტყი. - კიდევ უფრო მბრძანებლური ტონით მეუბნება და ისევ მისწორებს თვალს. - უკვე გაპატიე.. ვიცი, რომ არ გინდოდა.. - არ ვიმსახურებ და არც შენ არ გიმსახურებ.. ღრმად ვსუნთქავ. თავისუფალი ხელი, მისი სახისკენ მიმაქვს, თუმცა შეხებამდე ვჩერდები. მხოლოდ წამიერად ავლებს თვალს და თვითონ ახებს ლოყას ჩემს ხელს. ცივი ჟრუანტელი მივლის. თითქოს, შინაგანად ვიყინები, მაგრამ გარეგნულად ვიწვი. ხელის ზურგით, ნაზად ვეფერები ოდნავ მოშვებულ წვერზე და მართლა არ ვიცი, სადამდე რა წავიდოდა, უკვე ტუჩებთან მისული, რომ არ გავეჩერებინე. ნელა მაშლევინებს ხელს და ახლა, ხელის გულზე მკოცნის.. ერთხელ, ორჯერ.. - გიორგი.. - ვხვდები, რომ თავს ვკარგავ. მისი შეხება, ელენეს მართმევს და ეს, საშინლად არ მინდა. მის გვერდით, გამოუცდელი ბავშვად ვიქცევი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ავიწყდება გარშემო. იმის მიუხედავად, რომ ყოველ დღე საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსიაა, ყველა გიორგია, ყოველთვის ერთი და იგივე თვალებით, რომელსაც იმის მიუხედავად, რომ უნდა მაინც ვერაფრით ცვლის. ყოველთვის მიჭირს, გავუგო. თუმცა ვიცი, რომ უმიზეზოდ არასდროს არაფერს აკეთებს. ზოგჯერ, თავის და უნებურად იცვლება და ამას, შესანიშნავად ხვდება. თავადაც ვერაფერს უხერხებს თავს.. ვიცი, სადამდე შეუძლია მიიყვანოს ფიქრებმა ადამიანი, სწორედ ამიტომ ვერ ვბრაზობ მასზე. რაც არ უნდა არალოგიკურად ჟღერდეს, მჯერა, რომ საკუთარი სურვილით არასდროს მატკენდა. უბრალოდ.. მე არ დავუტოვე სხვა გზა. ალბათ ზოგჯერ, მართლა ზედმეტი მომდის. მართლა არაა ჩემი საქმე, მისი ცხოვრება. თვითონ რომ მოვიდეს და მკითხოს, ჩამაცივდეს რატომ ხტებოდიო, პასუხს დავუბრუნებ? გავიქცევი? თუ გამომეკიდება, ამას ავიტან? თუ მის მოშორებას ვერ შევძლებ, დავტოვებ კი ჩემს ცხოვრებაში და უფლებას მივცემ გაიგოს ის, რაც არ მინდა? პირადია. საუკეთესო მეგობარიც რომ იყოს, მესაიდუმლეც რომ იყოს, ბოლომდეც რომ ენდობოდე, მაინც დაიტოვებ რაღაცას, რასაც ვერ ეტყვი. ვერავის ეტყვი.. ამის მიხვედრა, ასეთი ძნელია? ახლა რომ ვიაზრებ, ადრე რას ვაკეთებდი? ვინ ეხმარება ადამიანს იმ მეთოდით, რომელიც არ მოსწონს? რომ ხვდები რომ არ გამოდის, უარესი უნდა გააკეთო? აუცილებელი იყო, მისი ეს მზერა დამენახა? ასე მივმხვდარიყავი? მარტო საკუთარი თავი კი არა, ისიც დავაზიანე.. უამრავი კითხვის ნიშანი დაგროვდა, რა იქნებოდა, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი.. მეც რომ აღარ დავმატებოდი.. ტვინში მეჭრება. - როგორ გაიგე? - იმდენად მოულოდნელად მეკითხება, ვერც კი ვიაზრებ. ფიქრებმა შემიყოლა, თანაც იმდენად ღრმად, რომ ვეღარც გამოვედი. თითქმის ვხვდები, რასაც გულისხმობს, მაგრამ არ მინდა, საკუთარ თავს ბოლომდე მივენდო. სადღაც რომ ვცდებოდე, ეს ყველაფერს თავზე დამანგრევს. მის საუბრის ინიციატივასაც.. შეიძლება, მეორედ აღარც აღარასდროს მკითხოს იგივე. ვერ ვრისკავ.. მზერას ვარიდებ და კედელს ვეყრდნობი. - რას გულისხმობ? - იცი, რასაც. - კვლავ ჩემს გვერდით დგება და ჯერ კიდევ ჩემს ბენდენას ათამაშებს თითებში. მაჟრჟოლებს. არ ვიცი, რა ვქნა. აქამდე, თუ არ ვუმეორებდი, ვაგრძნობინებდი მაინც, ჩვენ, ყველაზე კარგად გვესმის ერთმენთის - მეთქი და ახლა, როცა საბოლოოდ მცდის, მეშინია. ჰო, მეშინია, რომ ვერ გავუგებ. მეშინია, რომ მისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან და მძიმე თემას შევეხები, ნებართვის გარეშე.. მაგრამ იქნებ, არც ვცდები. სხვას რას უნდა გულისხმობდეს, სხვა რა გამიგია მასზე.. - ნუ გეშინია. ვშეშდები. ასე მგონია, ჩემმა მეორე მემ თქვა, თუმცა.. გრძნობს. მე მგრძნობს.. ჩემს გრძნობებს გრძნობს და ისიც ზუსტად იცის, რატომ ვარ ამდენ ხანს ჩუმად. - ექთანმა გიცნო, საავადმყოფოში. ხელს რომ მიხვევდა.. - ყველანაირად ვცდილობ, ხმა არ ჩამუწყდეს, მაგრამ ბოლოს, მაინც ვკარგავ. სულ ოდნავ ეღიმება. თავს ჩემს მხარეს აბრუნებს და თითქოს, მაიძულებს შევხედო. - მერე? - სახელით მოგიხსენია და.. -ღრმად ვსუნთქავ - რომ ვკითხე, საიდან იცნობთ - მეთქი, პაციენტის ახლობელიაო.. ყოველდღე ვინც მოდის, მას არ.. - ვეღარ ვაგრძელებ. სულ ერთი სიტყვა მრჩება, თუმცა იმდენად ძლიერად მაწვება ყელში რაღაც, ხმას ვეღარ ვიღებ. არ ვიცი, რას ვგრძნობ. თითქოს, ამ წამს ყველაფერი გაქრა.. მეც გავქრი და წარმოსახვითი სექტემბერიც. მისკენ ვაპარებ თვალს, თუმცა ის უკვე სულ სხვაგანაა. არ მიყურებს, თუმცა მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა, სულ სხვა მზერა აქვს.. უსასრულოდ ფიქრობს და ვხვდები, არასოდეს ყოფილა მის გვერდით დგომა ასეთი რთული. არ მინდა, რომ ხელი შევუშალო.. წარმოსახვა დავუნგრიო, თუმცა იქნებ სულაც არაა ეს წარმოსახვა ფერადი.. ისევ მეშინია.. არ ვიცი, რის.. მაგრამ რაღაც მეუბნება, რომ არ უნდა მეთქვა. არასწორი იყო. მისგან უნდა გამეგო.. - მეორე დილას, ხუთ საათზე.. აქ იყავი, არა? - კვლავ არ მიყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პასუხი იცის, მაინც მეკითხება. - ჰო.. - ზუსტად მაშინ მოხდა ავარია.. - ნელა აბრუნებს თავს და მზერას მისწორებს. წამით ვწყვეტ სუნთქვას.. მის თვალებში, უკვე ყველაფერს ვხედავ. იმ მზერით, როცა პირველად.. იმ თვალებით, განსხვავებით ტკივილისა.. ვერ ვუძლებ. იდილია მენგრევა.. თვალები, რომლის მეორედ ნახვაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ისეთი აღარაა როგორც ადრე. კვლავ სითბოთი მიყურებს, 'ყველაფერი გაივლის' 'ყველაფერს გადავლახავთ' მზერით, მაგრამ გამტყდარია.. და ახლა, პირველად ვიაზრებ, რომ მხოლოდ მე არა, ისიც შეიცვალა. - მშობლები ვერ გადაარჩინეს, მაგრამ ჩემი და.. ქეთი.. - არ გინდა. -თავზე ვიჭდობ ხელებს. ვგრძნობ, რომ უჭირს. ვგრძნობ, რომ ვერ ლაპარაკობს და მაინც.. სული მეწვის.. მისი ტკივილით მტკივა და ზუსტად ვიცი, რომ ვერც ის უძლებს. ვეღარ უძლებს.. - ერთი წელი.. ერთი წელია, სიკვდილს ებრძვის, ელენე. კანკალი მეწყება. გაუაზრებლად მომდის ცრემლები და მას კი არა, საკუთარ თავსაც ვეღარ ვაწყნარებ. - კომაშია.. აპარატზე.. მის გარეშე, ვერ სუნთქავს. ექიმებს იმედი არ აქვთ, მაგრამ არ შემიძლია.. არ შემიძლია, მე მოვკლა. ვერ მივცემ უფლებას, მარტო იმიტომ, რომ ვერ გადავიხდი, გამოურთონ.. - ასე იგი.. - საკუთარ ხმას ვერ ვცნობ - შენ.. იმიტომ.. - ხო, იმიტომ. შენც ხომ რაღაც მიზეზის გამო დათანხმდი.. -შუბლზე ისვამს ხელს- არცერთს არ გვინდა ის, რასაც ვაკეთებდთ. იძულება. იძულება ელენე, რომლითაც ზურა სარგებლობს.. პირველივე სცენაზე მივხვდი ამას, არ შემიძლია, მაგრამ რა ვქნა. სხვა გზა არ მაქვს. ხო, არ მინდა.. როგორ უნდა მინდოდეს, როგორ უნდა მიხაროდეს.. შეხედე დანარჩენებს, პრობლემა მარტო ის გონიათ, რომ კარგი ფოტო ვერ გადაიღეს ბორჯომში. მარტო ის აწუხებთ, რომ ეპიზოდური როლი აქვთ. ცხოვრება.. მეტი არ უნახავთ და იმიტომ. ღმერთმა ასეთი, არც არაფერი ანახოს, მაგას არ ვამბობ. მტერს არ ვუსურვებ, ჩემს მდგომარეობას.. - მაპატიე.. - ხმადაბლა ვჩურჩულებ - ვიცი, რომ რთულია ამაზე ლაპარაკი.. - მაგრამ უნდა გცოდნოდა. . მეგონა, რომ მოგიშორებდი, შევძლებდი, რომ არ ჩამეთრიე.. შევძლებდი, რომ შენთანაც მეთამაშა. მაგრამ... ჯიუტი ხარ. თან ძალიან. არ ნებდები.. - ცუდი განზრახვა არ მქონია, მე.. უბრალოდ იმდენად დამაბრმავა დახმარების სურვილმა, ვერ ვხვდებოდი, რომ არასწორად ვცდილობდი. მაგრამ.. ყოველ ჯერზე, როცა იმ საშინელ მდგომარეობაში გხედავდი.. ვკვდები, ასეთს რომ გიყურებ, გიორგი.. ნელა აბრუნებს თავს ჩემსკენ და თვალებში მაცქერდება. ისევ გაუჩერებლად მომდის ცრემლები. მართლა ყველანაირად ვცდილობ, თავი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის. მის თვალებს რომ ვუყურებ, კიდევ უფრო მინდება ტირილი. - დაანებე თავი.. ჩემს გამო.. ქეთის გამო.. - არ შემიძლია. - შეგიძლია.. შეგვიძლია. ერთად შეგვიძლია.. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგიმტკიცო.. სულ ოდნავ ეღიმება. მერე, ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და.. მეხუტება. ისევ.. ზუსტად ის წამი მიდგება თვალწინ. ერთი წლის წინ.. რას არ მივცემდი, ოღონდ ისევ ის დღე იყოს ახლა. თუნდაც ისევ მე ვხტებოდე, ის კი, ჩემი გმირი იყოს. ის ჩახუტება იყოს.. ის დრო იყოს.. სექტემბერი იყოს.. აკანკალებულ ხელებს ვხვევ და ვცდილობ, არარეალობა წუთით მაინც დავიჯერო. - მაშინ რომ ჩაგეხუტე.. -ვხვდები, რასაც გულისხმობს, თუმცა ვაცდი. - მას შემდეგ, პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად.. ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. შენმა სურნელმა, რეალობას მომწყვიტა.. - ისევ მშორდება და თმაზე მეფერება- რომ გიყურებ, ვხვდები, რომ ტყუილად არ მიცხოვრია.. - არც ახლა ცხოვრობ, ტყუილად.. - ვცხოვრობ. ახლა, მართლა ტყუილად ვცხოვრობ. - ტყუილად რომ ცხოვრობდე, ქეთი ცოცხალი არ იქნებოდა.. ოდნავ ეღიმება. ისევ, მაგრამ არც ეს ღიმილია გულწრფელი. - ამაზე აღარ მელაპარაკო, კარგი? ერთხელ მოგიყევი და ასე დარჩეს.. თანხმობის ნიშნად, სწრაფად ვუქნევ თავს. - შენი ბრალი არაა, რომ გაიგე.. ღმერთს უნდოდა, ალბათ. ან.. ბედისწერა. შეიძლება, ოდესმე მეც გავიგო შენზე. მზერას ვარიდებ. ნამდვილად არ წარმომიდგენია, ჩემს თავზე საუბარი. ზუსტად ვიცი, არც მას წარმოედგინა. ცხოვრებაში ხდება.. ისეთი რამეებიც კი, რაც შეუძლებელი გვეგონა. - ნუ იძაბები, არაფერს გაძალებ. - ვიცი.. მანაც იცის, რომ ვიცი. - მაპატიე.. მე დაგაძალე. - არ დაგიძალებია. ისედაც ყველაფერი გაიგე, დამალვას აზრი მაინც აღარ ჰქონდა. საკუთარი თავისგან ვერ დაგიცავი.. - გიორგი.. - არ გინდა, ელენე. ჩვენ ხომ ორივემ ვიცით, რას ნიშნავს, როცა სხვისი ტკივილის მოზიარე ხარ. ამ დედამოტ*ნულ სამყაროში, სადაც ყველას, საკუთარი პრობლემები ახრჩობს, სხვისი რაღას დამართებს. თანაც შენ.. ასე რომ განიცდი ყველაფერს. - მარტო ვერ დაგტოვებდი. . - არც დაგიტოვებივარ. მაგრამ ახლა.. დამტოვე, კარგი? - წამიერი შიში მიპყრობს, თუმცა მალევე აბოლოებს წინადადებას. - 1 საათით და მერე მოვალ. ცოტა უნდა გავიარო.. ღრმად ვსუნთქავ. მომეშვა. წინადადებაში, სადაც პირდაპირ არაფერი უთქვამს, ყველაფერს მივხვდი. გავიმარჯვე.. ხელი არ უკრავს და ზუსტად ვიცი, აღარც არასდროს მკრავს. ჩვენ უკვე ერთნი ვართ.. - 9 საათს არ გადააცილო. *** სასტუმროსთან მისულს, უკვე თითქმის ყველა გარეთ მხვდება. ინსტიქტურად ვიყურები საათზე, თუმცა ჯერ ადრეა. - ვა, ელენე. შენც ფოტოსესიაზე იყავი?-ყავის ჭიქით ხელში მხვდება დათო და ირონიულად იღიმის. ვერაფერს ვხვდები, თუმცა მის ამ ჟესტზე, ნერვები მეშლება. - რა ფოტოსესია? - ჩვენები პარკში გაბიდნენ, 'კაი' ფოტოები უნდა გადავიღოთო, რავი. მეგონა მათთან იყავი -ოდნავ იჩეჩავს მხრებს და ახლა, კარგი დამნაშავე რომ იქნები, ზუსტად მაგ მზერით მიყურებს. რომ არ ვიცნობდე, ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ პროდიუსერია და არა მსახიობი. - კაი - ხელის აწევითაც ვანიშნებ და გვერდის ავლას ვაპირებ, თუმცა ვინ მაცდის. - გამახსენდა. შენ ხომ ფოტოების გადაღება არ გიყვარს, როგორ გამოვშტერდი, მაგრამ არ გაბრაზდე და საიდუმლოს გეტყვი. - რა საიდუმლოს? - ოღონდ, სამარე უნდა იყო, თორემ ზურა გამჩეჩავს. -ოდნავ ეღიმება და თმაზე ისვამს ხელს. - თქვი თუ ამბობ. - ხო იცი, სცენარში ცისიას რომ უყვარდება იმ პერიოდში, სანამ ირაკლი არ ახსოვს. მაგას ხო ბექა თამაშობდა და წავიდა. - სად წავიდა.. - რავიცი, ქვეყნიდან დატყდა. რაღაც ვალებიო თუ ჯანდაბა. კაროჩე, ზურამ ახალი იპოვა მაგ როლზე უკვე, ხოდა ყველას უმალავს. ღრმად ვოხრავ. არა, რისთვის დამაკარგვინა დრო. ჭკუიდან გადავალ ახლა, მეც არ ვთქვი, რამე სერიოზულს იტყვის - მეთქი. - არ გაგიკვირდა? - გამიკვირდა, მაგრამ ვერ ვხვდები, ჩემთვის რატომ არის ეს ამბავი საინტერესო. - კაი რა, ტო. ფაქტობრივად შენი მეორე პარტნიორი უნდა იყოს.დაახლოებით იმ პონტში, გიორგი როგორცაა. - იყოს მერე. რა მნიშვნელობა აქვს პავლე იქნება, პეტრე თუ ივანე. ღმერთო ჩემო.. - დათოს გაოცებულ სახეს, ყურადღებას არ ვაქცევ და ისე რომ, პასუხსაც არ ველოდები, სწრაფად ვუვლი გვერდს. *** დრო ისე სწრაფად გარბის, ვერაფერს ვამჩნევ.. ნიცასთან ლაპარაკის შემდეგ, პირდაპირ აბაზანაში შევდივარ. იქიდან გამოსული კი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჰაერში ვიცვამ. შეიძლება, რეალურად ზურა არც ყვირის, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გონებაში მისი პატარა ვერსია მიზის და ტვინს ბურღავს თავისი 'ჩქარა'-თი. ვერაფერს იტყვი, პუნქტუალურია. მაგრამ ზოგჯერ მის პუნქტუალურობაზეც მეშლება ნერვები. სამი წუთი.. სულ რაღაც სამი წუთი გადავაცილე და მაინც არარსებობს, საყვედური არ მითხრას. ლიფტიდან გამოსვლისთანავე, სირბილით გავდივარ გარეთ და რა თქმა უნდა, უკვე ყველა შეგროვებული მხვდება. - მე იმას უფრო ვერ ვხვდები, დილას, ადამიანისთვის არანორმალურ დროს ადგომა როგორ არ გეზარება და ნორმალურ დროს ადგომა, როგორ გიჭირს. - მაშინვე ხელებდაკრეფილი მოდის ჩემსკენ და ზუსტად მაშინ, როცა პასუხის დაბრუნებას ვაპირებ, მასწრებენ. - საინტერესოა, თუ ადამიანისთვის არანორმალური დროა, თქვენ რატომ ადექით. გიორგის ხმას ვცნობ და თითქოს, ოდნავ ვმშვიდდები. არ ვიცი, თავიდანვე აქ იყო, თუ ახლა მოვიდა..მაგრამ მთავარია რომ მოვიდა. ახლა, მართლა ძალიან მინდოდა, ვინმეს ეს ეთქვა. გაცეცხლებული, წამში ტრიალდება ზურა და მაშინვე წარბებს კრავს. - და რაიცი რომ ავდექი? - აბა სიზმარში ვერ ნახავდით, რომ ელენეც ადგა. გარშემომყოფთა ჩუმი ჩაცინება, წამში მწვდება. - ბევრს ნუ ლაპარაკობ! ამ დილაადრიან, თქვენზე არ ავიშლი ნერვებს. წავედით! - სწრაფად უკრავს ტაშს და პროდიუსერებს, თვალითაც ანიშნებს. მხოლოდ წამიერად ხვდება, ჩვენი მზერა ერთმანეთს და ამ წამშიც კი, იმდენი რამის თქმას ვასწრებ, თავად მიკვირს. კიდევ შეცვლილია, ან.. უბრალოდ მეჩვენება. ბევრი რამ შეუძლია გონებას, თუმცა არასდროს უნდა დაემონო. თორემ ისე გამოგეცლება რეალობა ხელიდან, გააზრებასაც ვერ მოასწრებ.. *** - მოკლედ, ელენე. შენი რჩევით, 'მაჩუქე ფრთებს' ვრთავთ, აქ. მართლა ყველაზე მეტად უხდება - დაწყებამდე, კიდევ ერთხელ მიმეორებს ზურა და წითელ საქაღალდეშიც მაჩვენებს სცენას- მაგრამ თქვენ მღერიხართსავით. ან ამბობთ, როგორ გინდათ. კარაოკე ვერსია იქნება. გიორგი! -ახლა, არანაკლებ ჩაფიქრებულ ლეჟავასკენ გადააქვს მზერა. - დიახ.- საქაღალდედან თავს არც სწევს, ისე პასუხობს. - მშვენიერი. მოემზადეთ! ზურას ამ სიტყვისთანავე, ყველა თავის ადგილს იკავებს. გიორგისთან ერთად, მეც იძულებით ვდებ სცენარს გვერდით და დაწყებამდე, მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს. - სიჩუმე! სცენა 1, დუბლი 9. იწყება.. ყველაფერი, ისევ ისეთი ნათელი და ფერადია, როგორც ცისიასა და ირაკლის პირველი შეხვედრისას. გავრბივარ.. ჩემთან ერთად, კიდევ რამდენიმე კამერაც მოდის, თუმცა გარშემო ვერაფერს ვამჩნევ. ცისია ვარ და ამას, მთელი არსებით ვგრძნობ. ეს კი, სრულიად საკმარისია გულწრფელობისთვის. - ცისია! ცისია, დამელოდე, ნუ გარბიხარ! - ირაკლის ხმა მესმის, თუმცა არ ვტრიალდები. ცისიას შიშები, კვლავ ბუნდოვანია.ეშინია ყველასა და ყველაფრის.. იმის, რომ აღარ შეუძლია საყვარელ ადამიანს ისე შეხედოს, როგორც ადრე. არ უნდა, მისი ცარიელი და არაფრისმთქმელი მზერით, საბოლოოდ მოუკლას გული და ერთადერთ ხსნად, კვლავ გაქცევა ესახება. - ცისია! იმის მიუხედავად, რომ ვეღარ სუნთქავს, ერთი წუთითაც არ ჩერდება. გარბის, გარბის და არც ის სად. თითქოს, ნაცნობი გარემო, უცნობი ხდება. ხეები, შენობები.. წამით ითიშება. ყველას მზერა, საბოლოოდ წვავს და ვეღარ უძლებს.. საკუთარ თავს უმეორებს, რომ არ უნდა შეხედოს, მაგრამ არ გამოსდის. არ გამოსდის და ეს, საბოლოოდ აგიჟებს. ნებდება.. მაგრამ არ იცის რას. გაუსაძლის სუნთქვას, ხალხის მზერას, ცრემლებს თუ ყველაფერს ერთად. - ცისია.. - მისი შეხება მაფრთხობს. წესით, ეს უნდა მეთამაშა, მაგრამ საჭირო არ გახდა. - გამიშვი. - უნდა მომისმინო, ასე ნუ იქცევი. ფრთხილად მაშორებს ხელს და ჩვენი მზერაც, წამში ერთი ხდება. არ ვიცი, რას ვხედავ - მაგრამ ვგრძნობ, რომ ცარიელი არაა. ვერც იქნებოდა.. იმის მიუხედავად, რომ თამაში არცერთს არ გვინდა, თავისდა უნებურად შევდივართ როლებში. ყველაფერს აქვს, დადებითი და უარყოფითი მხარე. რამდენი მინუსიც არ უნდა არსებობდეს, რეალობიდან გამოსვლა, თუნდაც დროებით, გულის შვებაა. - არ გამოდის.. არ მახსოვხარ.. -თვალებს ვხრი და ნელა ვსუნთქავ -არც განშორებამ გვიშველა. - ცის.. - დამივიწყე. არ ვარ ღირსი, რომ გახსოვდე, ირაკლი. - ისევ ტირილი მეწყება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი მზერა, ცისიას კი არა, ელენესაც ანადგურებს. ყოველთვის იმხელა გულწრფელობაა მასში.. არ ვიცი, მარტო მე ვხედავ ასე მკაფიოდ, თუ საერთოდ ასეა. ჩემთან ვერ თამაშობს და ალბათ, მე მასთან. ნელა სწევს ხელს მაღლა და ვგრძნობ, რომ შეხებამდე მაჟრჟოლებს. რაღაც უცნაურს ვგრძნობ. ვერ ვხვდები, ახლა გიორგია თუ ირაკლი. თუ ორივე ერთად.. ფრთხილად მიცურებს ხელს ყელში და თვალებიც თავისით მეხუჭება. გაუაზრებლად ვწყვეტ ტირილს და არ ვიცი, რა მეშველებოდა სცენარშიც რომ ასე არ იყოს. - მაპატიე.. არ გიმსახურებ - შენი ბრალი არაა - თმაზე მეფერება. ყველანაირად ცდილობს დამაწყნაროს, თუმცა რეალურადაც არეული ვარ. იმაზე მეტს განვიცდი, ვიდრე საჭიროა და მკლავს.. ჩემთვის, ყოველთვის, ყველა არარეალური რეალური იყო. ახლაც ასეა.. ცისია და ირაკლი არ არსებობენ, მაგრამ მაინც მტკივა. მუსიკა იწყება.. იწყება და გაუაზრებლად ვწყვეტ სუნთქვას . იმის მიუხედავად რომ ვიცოდი ასე იქნებოდა, მაინც მივეცი ზურას ამის უფლება. რადგან ამდენი მსგავსებაა რეალურსა და არარეალურს შორის, დაე ესეც მათ რიცხვს შეუერთდეს. იქნებ, აქ მაინც იყოს ბედნიერი, თავისუფალი.. ჩემგან თავისუფალი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ემოციები შიშვლდება და ახლა, ყველას შეუძლია იმის დანახვა, რაც ოდესღაც, მოსმენისას გავიფიქრე. - 'დამშვიდდი.. ვნანობ რომ ჩემგან ერთხელ გაგიშვი' მეტირება. მართლა მეტირება.. არ ვიცი, როგორ უნდა შევიკავო თავი და როგორ უნდა ვუპასუხო. -'ნუ დამიცდი..' - 'სიყვარულს მაინც ხომ ვერ დამიშლი' - 'და რად გინდა..' - 'ნუ მეტყვი ლოდინი ამდენ ხანს არ ღირდა' - 'გული გულს, ხელი ხელს, თვალი თვალს დაშორდა..' -ისევ ვუსწორებ მზერას - 'იქნებ ის აღარ ვარ, ვინც გახსოვდა..' - 'მაჩუქე ფრთები, რომ ცაში შევძლო აფრენა.. მასწავლე გზები, შენთან მოსვლას თუ გავბედავ.. მომეცი ხელი, რომ ვერსად შეძლო გაქცევა' ისე მოულოდნელად მკიდებს ხელს, ვკრთები. ვკანკალებ და დარწმუნებული ვარ, ამჩნევს. ისევ ყელში მიცურებს თავისუფალ ხელს და წამიერი ყოყმანის შემდეგ მეხუტება. - გადაღებულია! __________________________________________ სალამი. სიყვარულებო, ემოციური თავი გამოვიდა.. არ ვიცი, როგორ, რანაირად გიორგის სათქმელი თავად ითქვა.. რას ფიქრობთ? როგორია თქვენი ემოციები? სიყვარულით ელა'ტრისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.