ძალდატანებული ქორწინება 18 თავი
ალექსანდრე ერთ ადგილას მიყინული იდგა და მოჯადოებულივით უყირებდა მთელი სხეულით აცახცახებულ გოგონას, რომელიც მთელი ძალით ებრძოლდა მოწოლილ ცრემლებს და ამდენი საშინელი, არეული, უცნაური ემოციების ფონზე მაინც გრძნობდა ბიჭის დაჟინებული და მწველ მზერას შიშველ ზურგზე რომელიც შინაგანად წვავდა -თათია-დაიწყო ჩამწყდარი ხმით ბიჭმა და მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა, აცახცახებული გოგონას ზურგს უკან დადგა, ახლოს, მასთან ძალიან ახლოს და მის მიუხედავად რომ გოგონას სხეულს არ შეხებია, თათიამ მაინც იგრძნო მისი სიახლოვე, მისი სხეულიდან წამოსული სითბო, მისი გამაბრუებელი სურნელი... უარესად აირია, ამიტომ თვალები დახუჭა რამდენიმე წამის განმავლობაში და აზრზე მოსვლა სცადა -მე... მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მაპატიო, რომ წარსულის ჭრილობები მოგიშუშო! არასდროს გესმის? არასდროს გატკენ -გთხოვ მარტო დამტოვე-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა აფორიაქებულმა გოგონამ და თაფლისფერი დანისლული სფეროებიდან გადმოცურებული ცრემლები, შეუცნევლად მოიშორა ცივი, თლილი, მთრთოლარე თითებით -კარგი-ხმა დაბალი ტონით უთხრა ბიჭმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე დაამატა -შენთვის ყველაფერია კარადაში რაც შეიძლება დაგჭირდეს... დაისვენე... მე გვიან დავბრუნდები... თუ რამე დაგჭირდება დამირეკე-მოულოდნელად კისერში აკოცა და სანამ დაბნეული გოგონა აზრზე მოვიდოდა და საჩხუბრად მოტრიალდებოდა ნომრიდან აორთქლდა. თათია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგა ერთ ადგილას მიყინულივით და გარინდებული თვალს ადევნებდა ღრუბლებში შეპარულ მზეს რომელიც, მაინც ახერხებდა შავი , ჩამუქებული, ღრუბლებს მიღმა მომწყვდეული თავისი ბრწყინვალება, მშვენიერება, სითბო და სინათლე არ დაეკარგა. ალექსის დანახვიდთანავე მართა დივნიდან წამოდგა და მისკენ გაემართა -როგორაა?-ჰკითხა უცნაური ტონით გაღიზიანებულ ბიჭს -შენი აზრით როგორ იქნება?-უსაყვედურა ალექსმა -შეეჩვევა-გამამხნევებლად უთხრა მართამ -ძალიან ცუდადააა, ძალიან განიცდის... მგონია რომ ეს ქორწინება იმ პატარა უსუსურ გრძნობასაც გაანადგურებს რაც მასში კიდევ დარჩა ჩემდამი -ნუ ღელავ, ნელ-ნელა დამშვიდდება, შეგეჩვევა... ის შიში და ღელვა გადაუვლის რასაც ახლა განიცდის -გგონია რომ მთელი ერთი წელი შეძლებს ჩუმად იყოს? აიტანოს ეს ქორწინება და მშობლებს არაფერი უთხრას? -ახვა გზა არ აქვს-უდარდელად უთხრა მართამ-მან რომ ზაზას უთხრას რისი გაკეთებაც ვაიძულეთ როგორ გგონია რას იზავს ის შეშლილი კაცი? გაგიჟდება, გადაირევა... საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავს... ყველაფერზე წავა რომ ჩვენ გვავნოს...შეიძლება შენ... მაშინდელივით თავს დაგესხას და რამე უბედურება მოგიხდეთ რადგან ერთმანეთი განუსაზღვრელი სიძულვილით გძულთ! ეს ყველაფერი თათიამაც კარგად იცის...მისი სიჩუმის ერთადერთი მიზეზი ამ შემთხვევაში ზაზაა! ზაზას დაცვა უნდა მისივე აგრესიის და სიგიჟისგან... რადგან იცის რომ ის თუ გვავნებს, არც ჩვენ დავაკლებთ... თან იმ ყველაფერის მერე რაც ჩავიდინეთ მე და შენ...არ მგონია ეჭვი შეეპაროს თათიას ჩვენს დაუნდობლობაში... -წარმომიდგენია ახლა როგორ ვძულვარ... -ჰო... ახლა ალბათ სძულხარ ზომოდ და უსაზღვროდ, მაგრამ გაუვლის... ნელ-ნელა მისი ოჯახიც რომ დაშოშმიმდება და შენც რომ უკეთ გაგიცნობს მისი დამოკიდებულება შეიცვლება -ამაში დარწმუნებული არ ვარ... -სცადე... ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ გაპატიოს... -ასე მარტივია?! იმ ყველაფერის მერე რისი გადატანაც ვაიძულე გგონია რომ მარტო მის პატიებას კი არა, სიყვარულსაც დავიმსახურებ?-ავარდა ალექსი და იმდენად გაღიზიანდა რომ შენობაში ყოფნა ვეღარ შეძლო, გიჟივით გავარდა გარეთ, ყელში წაჭერილი ჰალსტუხი შეიხსნა და ზემოთ აიხედა, ფანჯარასთან მდგომ თათიაზე მიეყინა ცივი მზერა... ახლაც ისეთი ლამაზი და მშვენიერი ეჩვენა მისი სევდინი სახე რომ გული მტკივნეულად შეეკუმშა, თავისდაუნებურად მწველი მზერის შეგრძნებისას თათიამ, უკიდეგანო სივრციდან არეული თაფლისფერი სფეროები ალექსისიკენ მიმართა, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა... საშინლად მტკივნეული აღმოჩნდა ეს წამები თათიასთვის ამიტომ იმავე წამს მიტრიალდა და ფანჯარას მოშორდა -არ მაპატიებს! არასდროს მაპატიებს- ისე უთხრა მიახლოებულ მართას რომ წამით თვალი არ მოუშორებია ფანჯრისთვის, რომწლზეც თავისდაუნებურად ისევ თათიას სევდიან სახეს ხატავდა გონებაში -იცი ამ ცხოვრენაში ყველაზე დიდი უბედურება რა არის? ის რომ თავმოყვარეობაზე და ღირსებაზე ძლიერი, თავბრუ დამხვევი და განსაკუთრებული გრძნობა სიყვარულია!!!... გრძნობა რომელიც გკლავს, განადგურებს, განგრევს , გწამლავს, გშხამავს მაგრამ ამ ყველაფერის და მიუხედავად შენი... შენ ის მაინც გიყვარს... გიყვარს გაგიჟებით...მთელი არსებით, გულით, სხეულით, შეგრძნებით... იცი ეს რა ძალაა? ეს სიყვარულის ძალაა რომელთან შეწინააღმდეგებისთვისაც მობილიზება უნდა გაუკეთო მთელს შენს ღირებულებებს...მაგრამ... მაგრამ მაინც შეიძლება რომ ვერ შეეწინააღმდეგო -მეზიზღება... საკუთარი თავი მეზიზღება... იმის გამო რომ თათიას ამდენი ტკივილი მივაყენე და ისევ განვაგრძობ ამას, იმის იმედით რომ ოდესმე სიამაყეს გადააბიჯებს და მაპატიებს!- მოულოდნელად აყვირდა ალექსი -ნუ გეშინია-გაუღიმა სევდიანად მართამ გაგიჟებულ შვილს -არ დაკარგავ... ვიცი ახლა სტკენ და შენც გტკივა მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება... -ძალიან ცუდად ვარ -ვიცი ვიცი-მართამ მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქეედა შვილს -მაგრამ უკან არ უნდა დაიხიო ალექს არავითარ შემთხვევაში... თორემ დაკარგული სიყვარულის შხამი მთელი ცხოვრება ნელ-ნელა და მტკივნეულად მოგწამლავს! -ისევე როგორც შეენ?-ამღვრეული ჭაობისფერო სფეროები გაუშტერა ბიჭმა, ქალის მწვანე ბრჭყვიალა მწვანე სფეროებს -თუნდაც-მოკლეთ მოუჭრა მართამ, აკანკალებული ხელები დაბლა დაუშვა და ზურგი აქცია შვოლს -ბექა ხვალ ბრუნდება გერმანიიდა?-სხვა თემაზე გადავოდა ალექსი რომ მართა უარესად აღარ გაეღიზიანებინა -ჰო ხვალ-მისკენ მიტრიალად -შენი აზრით რა რეაქცია ექნება როცა ჩემზე და თათიაზე გაიგებს? -საშინელი! -გადაჭრით თქვა მართამ და ცოტა ხანის განმავლობაში ჩაფიქრდა- მაშინვე მიხვდება რომ ეს ძალდატანებული და ფიქტიური ქორწინებაა!!! მაშინვე...არც არაფერი დაუმალო აზრი არ ექნება... ზედმეტად კარგად გვიცნობს... -და იცის რომ ამ საშინელების ჩადენაზეც წავიდოდით-გააწყვეტინა ალექსმა წინადადება სახე მონგრეულ დედას -ზუსტად ვიცი აქ რომ ყოფილიყო ამ ქორწინებას არ დაუშვებდა, როგორრაც გადაგაფიქრებინებდა და სწორედ ამიტომ გავიშვი ხუთი დღით მივლინებაში -ლილესაც საშინელი რეაქცია ექნება -ლილე არ გამახსენო-თვალები აატრიალა ქალმა -ისტერიკას მოგვიწყობს რომ ჩამოვა -სანამ ჩამოვა მანამდე უნდა გადავატანინო ეს ამბავი...თორემ აქ რომ ჩამოვიდეს და მერე გაიგოს გაგიჟდება -ზაზა? -მაგ არანორმალურს ისე დაელაპარაკე რომ ეგ მინც დაარწმუნო!-გაბრაზდა მოულოდნელად მართა-მას თუ ეჭვი შეეპარა ცხოვრებას გაგვირთულებს! ჯობია დაიჯეროს რომ თათიამ ზურგი აქცია და თავისი ნებით შენ გამოგეკიდა, ვიდრე ეჭვი აიღოს ამ ამბავზე და რამე სისულელე გააკეთოს... -ვევდები დავარწმუნო-უხალისოდ უთხრა ბიჭმა და მანქანისკენ წავიდა. გაცოფებული ზაზა გიჟივით გავარდა ქუჩაში, უკან კი დაბნეული ლიკა მიჰყვა -გთხოვ დაწნარდი-შეეხვეწა აღელევბული ქალი -როგორ დავწყნარდე?!-უყვირა გააბევულმა ზაზამ ბოლო ხმაზე დამფრთხალ ცოლს, მოულოდნელად წინ მიმავალი გაჩერდა და მისკენ მიტრიალდა -ვერ გაიგე რა თქვა ადვიკატმა? ძაან თუ მოგვაწვა პროკურორი შეიძლება მართლა რვა წელი მისცენო -სასამართლომდე ორი თვეა... რამეს მოვახერხებთ -რას მოავხერხებთ? სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლს უყენებენ ეს დედა მოტ.ნულებიიი-იღრიალა გაავებულმა ზაზამ და პარკინგთან მისვლისთანავე მანქანა პულტით გააღო -საჭესთან მე დავჯდები რა გთხოვ... შენ ძაან გიჟივით ივლი-ლიკა მშვიდად მიუახლოვდა ქმარს და თვალებში ჩააცქერდა, ზაზა ჯერ გაბრაზდა მერე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და შავი უარესად ჩამუქებული სფეროები ცოლის ტუჩებს გაუშტერა რამდენიმე წამის განმავლობაში -მანქანაში ჩაჯექი!-მხოლოდ ეს უთხრა მკაცრი ტონით, საჭეს მიუჯდა, კარი მიიჯახუნა და მომღიმარი სახით ანიშნა გვერდზე დაჯექიო, ლიკა კი ჯიუტად იდგა იქვე ახლოს და ნაბიჯსაც არ დგამდა, მოთმინება დაკარგულმა კაცმა ფანჯარა ჩასწია -ჩაჯექი!-უთხრა მბრძანებლური ტონით და წარბები შეყარა, ლიკამ მკვლელი მზერა ესროლა ქმარს, მანქანას შემოუარა და ქმრის გვერდით, წინა სავარძელში დაიკავა ადგილი, კარი იმაზე ძლიერ მიიჯახუნა ვიდრე წაღან ზაზამ -გრთხილად თორემ გზაშივე დაგვეშლება ეს დედა მოტ.ნული მაქანა -მანქანაც შენაირი გაუმართავი რომ იყიდე-გაბრაზებით უთხრა ლიკამ გაცეცხლებულ კაცს და ღვედი გაიკეთა -მიდი თათიას დაურეკე -ხომ მივალთ სახლში -დაურეკე-მეთქი რომ გეუბნები-უყვირა ზაზამ და მერე მომენტალურად დამშვიდდა -ესე იგი უნდა დაურეკო -ნუ მიყვირი!-ტონს აუწია ლიკამაც და მისკენ მიიხედა ძალიან გაბრაზებულმა -კარგი- დადშოშმინდა ზაზა და მომღარი სახით გახედა ცოლს-უბრალოდ დაურეკე კარგი?-ლიკამ ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან და დაურეკა, გული უსიამოდ შეკუმშა გათიშული რომ აღმოჩნდა მისი ტელეფონი -რა ჯანდაბა ხდება დაიძაბა კაცი ცოლის ალეწილი სახის შემხდდვარე -გათიშული აქვს -გათიშული?-შეიცხადა ზაზამაც რადგან მსგავსი რამ პრაქტიკაში უბრალოდ არ მომხდარა, თუ გაუფუჭდებოდა ტელეფონი ან უჯდებოდა ყოველთვის აგებინებდა ამ პრობლემოს შესახებ გოგონა მათ, რადგან სათადარიგო ყელეფონიც ჰქონდა ლიკას დაჟინებული მოთხოვნით და ისიც გათიშული იყო ახლა -მზიას დაურეკე-გამოსცრა კბილებში კაცმა და როცა ქალის წიკვინა ხმა ყურმილს მიღმა გაისმა, გაავებულმა ზაზამ ტელეფონი გამოართვა ცოლს და ჩაჰყვირა -მზია გირჩევნია მითხრა რომ თათიას სახლშია და ორივე ტელეფონი უმიზეზოდ აქვს გათიშული თორემ ჭკუიდან გადავალ ახლა!!! -ბატონო ზაზა-ხმა აუკანკალდა ქალს -გავიგიჟდე, გესმის? გავგიჟდები-იღრიალა ბოლო ხმაზე ზაზამ როს გამოც დაფეთებული ლიკა მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა -სად წავიდა და როდის!!!! -მანქანამ მოაკითხა12-ზე და...-დაიწყო ქალმა ლუღლუღი -რააა?-აფეთქდა ზაზა რომელმაც სხეულზე და მანქანაზე ერთდროულად დაკარგა კონტროლი -ღმერთო-აღმოხდა შეშინებულ ქალს-მე მითხრა რომ თქვენ გამოუგზავნეთ , ამიტომ არ დაგირეკეთ და არაფერი გაგაგებინეთ-მიაყარა ქალმა და ყურმილი უკან გასწია -ჯანდაბა ჯანდაბა-გამწარებულმა კაცმა მანქანა გააჩერა და გააბეულმა ხელი საჭეს დაარტყა -რამ გაგაგიჟა, რა ხეება? თათია სადაა?-აღელდა ლიკა -წავიდა!-უღრიალა ზაზამ, მზიას ტელეფონი გაუთიშა და საჭის წინა ფართზე დაუდევრად მიაგდო -რას ნიშნავს წავიდა?სად წავიდა?-ვერაფერი გაიგო ქალმა -ყველაფერი შენი ბრალია!მხოლოდ შენი, არ უნდა მიმეცამისთვის თავისუფლად სიარულის საშუალება! სანამ ჩვენ ადვოკატთან ვისხედით და სამი საათი განვიხილავდით რა და როგორ, ის, იმ ნაბ.იჭვართან წავიდა! მზია, მოატყუა, ტელეფონები გათიშა და იმ მანქანას გაჰყვა რომელმაც მიაკითხა -რა იცი რომ მასთან წავიდა ? საიდან მოიტანე ეგ სისულელე? -მასთან წავიდა! მასთან წავიდოდა! სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდა თათია! ასე გაუფრთხილებლად და ჩუმად არ წავიდოდა სხვაგან ასრად-აფეთქდა ისევ ზაზა -ძალიან გთხოვ უაზროდ ნუ გიჟდები და წინასწარ ნუ აკეთებ დასკვნებს!-გაუბრაზდა ლიკა -მაშინ როცა წარმოდგენა არ გვაქვს რა და რატომ... იქნებ ჰქონდა მიზეზი რომ ასე მოქცეულიყო? -დარწმუნებული ვარ რომ მისი ასეთი თავხედური ქცევის ერთადერთი მიზეზი ჯიშკარიანია!-ავარდა ისევ ზაზა და მანქანა დაქოქა. სახლში დაბრუნებულმა ზაზამ მაშინვე ეზოს ვიდეო კამერის ჩანაწერებში ნახა, სადაც კარგად ჩანდა როგორ მიაკითხა მანქანამ გოგონას და როგორ ჩაჯდა თათია იქ, გაავებულმა კაცმა სახლში ყველაფერი რომ დალეწა დაამტვრია, მაგრამ მაინც ვერ დაშოშმინდა, ეზოში გავარდა გაგიჟებული და ალექსანდრე ჯიშკარიანს რომ ჰკიდა თვალი, ეზოს ღია კარში რამდენიმე წამის განმავლობაში გონება დაებინდა, ეგონა ეჩვენებოდა -შეიძლება ვილაპარაკოთ?-ბიჭის დაძაბულმა ტონმა იმდენად გააოგნა ზაზა რომ აზრზე მოსვლა კარგა ხამნს ვერ შეძლო, იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და ცარიელი, უაზრო, უმიზნო ცივი თვალებით იუირებდა ბიჭს რომლისთვისაც ეს მზერა ნაცნობი იყო უკვე თათიასგან -აქ რას აკეთებ შე ნა.იჭვაროო-მოულოდნელად ზაზას ყვირილმა დაარღვია ეზოში გამეფებული სიჩუმე -თათიაზე სალაპარაკოდ მოვედი-აღმოხდა ალექს და მისკენ გამოქანებულ კაცს მისი დაცვის წევრებმა უფლებანარ მისცეს რომ მიახლოვებოდნენ -თათია შენთანაა?-ატირებული ლიკა სწრაფად მიაუხლოვდა მათ -დიახ-ალექსის ნათქვამმა ერთმა სიტყვამ თავზარი დასცა ცოლ-ქმარს -ჩვენ... -დაიწყო ბიჭმა და ვერ შეძლო პირდაპირ მიეხალა რომ დაქორწინდნენ, რადგან მისი, მართას და ზაზას უკიდეგანო ზიზღის კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი ლიკა შეეცოდა და გადაწყვიტა ეს ამბავი ცოტა უფრო სხვაგვარად ეთქვა -მე თათია შემიყვარდა... მიყვარს... მართლა ძალიან მიყვარს... -რას ბოდავ-აყვირდა ისევ ზაზა -მასაც ვუყვარვარ და თქვენ ეს იცით -არ გაბედო კიდევ რამის თქმა თორემ მოგკლავ- დაემუქრა გაავებული კაცი დაძაბულ ბიჭს -ღმერთო-ლიკამ თვალები დახუჭა და ცრემლები გადმოსცვივდა, ყველაზე საშინელის მოსასმენად მომზადებულს გრძნობდა რომ ძალა მაინც აღარ ჰყოფნიდა -ვიცოდით რომ ვერ გაგვიგებდით... ამიტომ ჩვენ დავქორწინდით-უცბად თქვა ალექსმა და გვერდით მდგომ, ატირებულ ქალს თვალი აარიდა რომელსაც წამში გონება დაებინდა, თვალთ დაუბნელდა და უღონო მდგომარეობაში ჩაუვარდა ხელებში, ალექსმა მოასწრო მისი დაჭერა და დაცვის ბიჭს ანიშნა ზაზა გაეშვათ რომლისთვისაც გზა გადაკეტილი ჰქონდათ აქამდე და მასთნ მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ, სახე მონგრეული ზაზა მაშინვე ცოლს მივარდა ხელში აიყვანა და სახლისკენ წაიყვანა. სავარძელში მჯდომი თათია შეკრთა კარის ხმაზე, უცნაური მზერით გახედა ნომერში შესულ ბიჭს, რომლის ალკოჰოლის, სუნამოს და სიგარეტის მძაფრი ნაზავი მთელს ოთახში წამში გავრცელდა, რაღაც ნაცნობი, ნოსტალგიური, საზიზღარი და საძულველმა სურნელმა ცხვირი აუწვა გოგონას და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები, ალექსი, თათიას მზერამ ისე დაძაბა რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ნაბიჯის წადგმა ვერ შეძლო წინ, ადგილზე გაიყინა და სცადა როგორღაც გამკლავებოდა თაფლისფერი თვალებიდან მომავალ მრისხანებას -მეგონა გეძინა-უთხრა საუბრის დასაწყებად აღელვებულმა ბიჭმა, კარადას მიუახლოვდა, შავი ღვინის ბოთლი გამოიღო და მომენტალურად გახსნა -შენ გელოდებოდი-უთხრა ჩამწყდარი ხმით გოგონამ და მაშინვე თავი დახარა რომ მისკენ მოტრიალებილი, გაოცებული ბიჭის დაჟინებულ მზერას გაჰქცეოდა -რატომ? მოხდა რამე?-დაიძაბა ალექსი -მაინტერესებდა მამაჩემს რა რეაქცია ჰქონდა ამ საშინელებაზე -თათიამ თავი ასწია და მზერა გაუწრა, მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან თვალებ ამღვრეულ ბიჭს -ლოგიკური-გაღიზიანებული ტონით უპასუხა ალექსმა და ჭიქებში დაასხა სასმელი, ხელში აიღო, ნელა მიუახლოვდა სახე ალეწილ გოგონას და მარჯვენა ხელით გაუწოდა, დაბეული თათია ჯერ ღვინით სავსე ჭიქას მიაჩრედა დანისლული თვალებით, შემდეგ ბიჭის მაჯას რომელზეც მოუხსნელად ეკეთა მას ამოჩემებული შავი საათი რომლის ისტორია დიდი ხანია აინტერესებდა , რადგან საკმაოდ ძველი ჩანდა ის, შემდეგ მზერა მის შავ პერანგს ააყოლა რომელიც ალექსისი ჩაცმის სტილის განუყოფელი ნაწილი იყო და საშინლად უხდებოდა, მერე თვალი მის თხელ, მკრთალ ტუჩებზე შეაჩერა, იქიდან სწორ თხელ ცხვირს ააყოლა და საბოლოო მზერა მის ჩაწითლებულ თვალებზე შეაჩერა -ბევრი დრო გექნება ჩემ სხეულის და სახის ნაკვთების დეტალურად შესასწავლად- უცნაური ხმით უთხრა ბიჭმა და ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, გოგონა გაბრაზდა თუმცა ჯიუტად არ აარიდა მზერა ქმრის არეულ ჭაობისფერ სფეროებს, რის გამოც მათი ამღვრეული თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს-არ დალევ?-ალექსის სხმამ გაკვეთა სამარისებული სიჩუმე, თათიამ მისდა გასაოცრად ჭიქა გამორთვა და ცოტა მოსვა, სჟავე სითხემ იმდენად არ ესიამოვნა რომ შინაგანი უკმაყოფილება სახეზეც გამოეხატა -ძაან საყვარელი ხარ-გაეცინა ალექს, ღვინით სავსე ჭიქა ერთი მოყუდებით ჩაცალა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ცოლის ალეწილი სახისთვის -უკვე გვიანია... დაძინებას არ აპირებ? -არ მეძინება-თავზე წამომდგარ ქმარს ახედა ისევ გოგონამ და მისი გამომწვევ მზერას რომ შეეფეთა მისი არეული თვალები მშინვე გვერდზე გაიხედა -მე აქ დავიძინებ სავარძალში... შეგიძლია საწოლში მშვიდად დაწვე და თუ არ გეძინება დაისვენო მაინც -არ მინდა-უცნაური დაძაბულობა მოდიოდა გოგონას შინაგანი მდგომარეობისდან გამომდინარე ალექსის გონებამდე -კარგი როგორც გინდა-ბიჭმა მეორედ შეივსო ჭიქა, ერთი მოყუდებით ჩაცალა და გოგონას პირდაპირ სავარძელში ჩაეშვა უღონოდ, თავი საზურგეზე გადადო და მომენტალურად თვალები დახუჭა, მუხლები ერთმანეთს ზედმეტად დააშორა და კომფორტულ პოზიციაში სცადა ძილისთვის თავის მიცემა -საწოლში დაწექი-ვარ მოითმინა თათიამ და მაინც უთხრა ,თან გაბრაზდა საკუთარ თავზე რატომ შეეცოდა ასეთი ძილისთვის -იმ საწოლში, დილით შენ გაიღვიძებ!-უთხრა გამომწვევი ტონით ბიჭმა, თვალები გაახილა და მომღიმარი სახით გახედა გაბრაზებულ გოგონას -ცდები! მე დაძინებას არ ვაპირებ -ახლა -ალექსმა საათს დახედა -ღამის სამი საათია, გამთენიისას მაინც ჩაგეძინება, მე კი გამეღვიძება... თავის ტკივილით რადგან ძალიან ბევრი დავლიე... ჰოდა ხელში აგიყვან და იქ დაგაწვენ-საწოლზე მიანიშნა და კვლავ წამიერმა ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე -არ გაბედო და არ შემეხო-თვალი თვალში გაუყარა გოგონამ -კონტრაქტის პირობები ამას არ კრძალავს-ნიშნის მოგებით უთხრა, კმაყოფილმა თვალები დახუჭა ისევ და თავი უკან გადასწია -აუტანელი ხარ-ვერ მოთმინა და მაინც უთხრა სათქმელი გოგონამ -ჰო ვარ... მაგრამ არც ისეთი აუტანელი და საშინელი შენ რომ გგონია -კარგა ხნის სიჩუმის მერე თქვა ბიჭმა თან ისე რომ ზედმეტად არ გამოძრავებულა, თათიამ უცნაური მზერით გახედა მას და ღამის სანათის მკრთალი სინათლის ფონზე კიდვ უფრო უცნაური მოეჩვენა ალექსი -შენს მზერას ვგრძნობ-დაიჩურჩულა ბიჭმა და გოგონამ უმალ თვალი აარიდა-ზიზღით და სიყვარულით სავსე მზერას რომელიც თან მანგრევს და თან მაბედნიერებს -ძილი ნებისა-თათიამ ამით საუბრის შეწყვეტისკენ მიანიშნა ალექსისც გაჩუმდა, როგორც ვარაუდობდა გამთენიისას თავის ტკივილით გაეღვიძა, ეოგორღაც აზრზე მოსვლა შეძლო და სავარძლიდან წვალებით წამოდგა, ყველაფერი სტკიოდა, საერთოდ ყველაფერი, საშინლად გაბრუებული იყო, რადგან მის სისხლში და ორგანიზმში ალკოჰოლის ძლიერი დოზა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში იყო სისხლთან ერთად ტვინსაც უმღვრევდა, დანისლული თვალებით გახედა თათიას, რომელსაც სავარძელში ფეხებ მოკეცილს ჩასძინებოდა, კიდევ უფრო პატარა და სუსტი ჩანდა ახლა ამ წამს თათია, კიდევ უფრო ნაზი და საყვარელი... კიდევ უფრო მშვენიერი და მიმზიდველი, ალექსმა ღვინის ბოთლი გახსნა და პირდაპირ მოიყუდა, რამდენიმე ყლუპა დალია, საშინლად არ ესიამოვნა ალკოჰოლის ზედმეტი დოზა, ამიტომ ბოთლი მაგიდაზე უხმაუროდ დადო და თათიას მიუახლოვდა, სავარძლის სახელურიებს ხელები დააყრდნო, ზედმეტად დაიხრა და მის სახეს ზედმეტად ახლოდან დააცქერდა, საშინლად იმოქმედა მასზე ამ სიახლოვემ, მაშინვე დაკარგა აზროვნების უნარი და ცივი ტუჩები, ტუჩის კუთხესთან ნაზად მიაწება, გოგონა ონდავ შეიშმუშნარის გამოც წაბლისფერი ტალღები სახეზე ჩამოეყარა, ეს თმა აგიჟებდა ალექს, პირდაპირი მნიშვნელობით ჭკუას აკარგვინებდა, დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურებდა არეული თვალებით ამ სილამაზეს, მერე, ნელი მოძრაობით შეეხო გოგონას სახეს თლილი თითები და ძალიან ნაზად გადაუცურა თმა მხარს უკან, კიდევ მეტად დაიხარა და ცხვირის წვერით შეეხო მის ყელს, მისი სურნელით გაჟღინთა მთელი სხეული და მოულოდნელად გასწორდა, საწოლს მოიახლოვდა გადასაფარებელი მოაშორა მერე კი ზედმეტად ფრთხლი და ნაზი მოძრაობით ხელში აიყვანა საყვარელი გოგონა, თათია იმდენად დაღლილი და დაქანცული იყო ყველასგან და ყველაფრისგან რომ ღრმა ძილში წაიღო მისმა გონებამ სხსული და ვერაფერა იგრძნო განსაკუთრებული ამ შეხებისას, გარდა გაურკევეველი ცვლილებისა რომელიც არ და ვერ აღიიქვა გონებამ. ალექსი მოღუშული სახით დაჯდა სავარძელში და თათიას გახედა, საოცარად ლამაზ და წარუშლელ მოგონებად დარჩა მეხიერებაში მომენტი, როცა გოგონა შეიშმუშნა და მისი მუქი წაბლისფერი თმა საწოლის კიდედან იატაკისკენ დაცურდა. -ამის დედასაც შევ.ციი-აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს მაშინვე ფეხზე წამოვარდა და ოთახიდან გავიდა. დილით თვალები სუსტად გაახილა თათიამ და გაკვირვებულმა მოავლო თვალი ოთახს, საშინლად დაიძაბა, როცა ათვლის წერტილს დაუბრუნდნენ მისი დანისლული სფროები და თავზე წამომდგარ ბიჭის ამღვრეუ, ჭაობისფერ თვალებს შეხვდენენ, ალექსის მზერა ზედმეტად ცარიელი და ცივი მოეჩვენა გოგონას, ამიტომ უსიამოდ შეიშმუშნა და საწოლზე წამოჯდა, ალექსი ზედეტად ახლოს იყო მასთან და ეს ძაბავდა, მითუმეტეს რომ ღია ფანჯარასთან ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და წამით თვალს არ აშორებდა მის სახეს -დილა მშვიდობისა-ალექსის ხმამ გაკვეთა უხერხული სიჩუმე -დილა მშვიდობისა-გოგონამ თავი დახარა -სასაუზოდ დაბლა ჩავიდე თუ აქ შსვუკვეთო? -ჩემთვის სულ ერთია დილით მხოლოდ ყავას ვსავმ ხოლმე -ისე უთხრა მისკენ არ გაუხედია -მაშინ დაბლა ჩავიდეთ, მე გავალ... შენ მოემზადე და ჩამოდი. თათია საწოლიდან ადგა, კარადა გააღო და ზიზღით შეათვალიერა მისთვის ნაყიდი ზედმეტად გამომწვევი და გრაციოზული კაბები, სწორედ ისეთი როგორიც თავად მართა იყო და მისი ჩაცმის სტილი, მუდამ კლასიკური, ალეგანტური, ბრწყინვალე და სექსუალური, კაბებს თვალი გადაავლო და რომ დარწმუნდა თავისი გემოვნებით აქ ვერაფერს შეარჩევდა რაღანაირად მათ ჯიბრზე ყველაზე გამომწვევი შეარჩია, შავი, ზედმეტად მოკლე, ნაზი ტანზე მომდგარი, ამოღებული და ბრეტელებიანი კაბა, სარკის წინ სულ რამდენიმე წამს გაჩერდა, საერთოდ არ დაინტერესდა რამდენად მოიხდინა კაბა, რამდენად გამოკვეთდა ის მის სხეულის, რამდენად მომხიბვლელი და მომაჯადოვებლად ლამაზი იყო და რამდენად ეფერქტური ქუსლებზე შემდგარი. მოთმინება დაკარგული ალექსანდრე კიბეს თვალს არ აშორებდა და ერთი სული ჰქონდა იქიდან ჩამოსული თათია დაენახა, გაოცებისგან ლამის პირი დააღო როცა გოგონას სილუეტს ჰკიდა თვალი, იმის მიუხედავად რომ თათია ჯერ კიდევ გამართულად ვერ დადიოდა ქუსლებზე მაინც მსუბუქად ნაზად და თავდაჯერებულად მიდიოდა სახე წაშლილი მეუღლისაკენ, რომელიც განზრახ თუ უნებურას თვალს არ აშორებდა მის უზადო სხეულს, როცა თათია მიუახლოვდა, ფეხზე წამოდგა დაბნეული და სკამი გამოუწია, გოგონა მშვიდად დაჯდა და არაფრისმთქმელი თვალებით მიაჩერდა ქმარს -ზედმეტად ლამაზი ხარ-ირონიული ღიმილით უთხრა მისი სილამაზით აღფრთოვანებულმა ბიჭმა და თვალი ამჯერად უკვე გამიზნულად გაუშტერა მის წითელ ტუჩებს -მერე შენ რა?-კომპლიმენტის უჩვეულო მიღებამ ალექსი ცოტა არ იყოს და დააბნია -შენ ჩემი ცოლი ხარ-უთხრა გამომწვევი ტონით და გცინიკურად გაუღიმა -ფიქტიურად და მხოლოდ 1 წლით-ხასიათი გაუფუჭა იმავე წამს გოგონას სიტყვებმა და ირონია ცივად შეეყინა სახეზე გაღიზიანებულ ბიჭს -1 წელში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს-არ დანებდა სასოწარკვეთას -ჰო შეიძლება მოხდეს... შეიძლება არა...-უცნაური ღიმილი ამჯერად თათიას სახეზე გაკრთა, აი ეს აგიჟებდა ალექს, პირდაპირ ტვინში სისხლს უქცევდა, სძულდა, საშინლად სძულდა თათიას ეს თავდაჯერებული ირონია, რომელიც მისი თანმდევი იყო მუდამ -დღეს სახლში საღამოს ვახშმისას რომ მივოდეთ რას იტყვი?-დააიგნორა ბიჭმა მისი ცინიკური მზერა -სახლში?-გაოცებული ტონით გაიმეორა გოგონამ მისი -ჰო სახლში-დაიბნა ალექსი -უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით სასჯელაღსრულების დაწსებულებაში-ზიზღით თქვა გოგონამ და მზერა აარიდა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა -შეთვის უკვე შევუკვეთე ყავა, ჩემთვის კი საუზმე, რამის დამატება ხომ არ გინდა?-დაიწყო ისევ ალექსმა -არა მადლობა-მკვახეთ მიახალა -დარწმუნებული ხარ? გუშინ დღიდან არაფერი გიჭამია -რა მზრუნველი ხარ, როგორ გამიმართლა-თათიამ მისკენ მიიხედა, მათი არეული თვალები ერთმანეთს შეხვდა და როცა მის სახეზე ისევ ირონია გაკრთა ალექსი იმავე წამს წყობრიდან გამოვიდა -როცა გძინავს მაშინ ბევრად საყვარელი ხარ- გადაწყვიტა იგივე მეთოდით გაეღიზიანებინა გოგონა -მსგავსი რამ აღარ გაბედო-თვალები დაუბრილა თათიამ ქმარს -თუ გავბედავ რა მოხდება? დამსჯი?-ამჯერად ჩვეული ორინია ალექსის სახეს დაუბრუნდა -თუ სასჯელი კოცნა ან ჩახუტება იქნება მზად ვარ მთელი დღე ნერვები მოგიშალო პატარავ -არც იოცნებო-რატომღაც საერთოდ არ გაბრაზდა თათია და მიმტანის მიერ მორთმეული ყავა ისე უდარდელად დალია თითქოს არაფერი ხდებოდა მის თავს საერთოდ არაფერი -რაღაც მინდა რომ გთხოვო...-დაიწყო ყოყმანით გოგონამ და გაოცებული ბიჭის სახეს რომ ჰკიდა თვალი ოდნავ დაიძაბა -მთხოვე რაც გინდა-ძალიან დაინტერესდა ალექსი რა სურდა თათიას მისგან -თუ შეიძლება რომ ამ ღამესაც აქ დავრჩეთ -შენ თუ ასე გირჩევნია-მხრები აიჩეჩა ბიჭმა -არანაირი პრობლემა არაა, თუ გინდა ხვალაც აქ დავრჩეთ -არა, ასე ძალა არასდროს მეყოფა რომ შენ სახლში ფეხი შემოვდგა-ხმასთან ერთად ხელიც აუკანკალდა თათიას და ჭიქა მაშინვე მაგიდაზე დადო -ჩვენს სახლში... მოდი ამ ყველაფერს ცოტა მარტივად და სხვა თვალით შეხედე -შენთვის მარტივია... შენი გაისწორე... ის გააკეთე რაც გინდოდა შენი ცოლი დამარქვი და ეს ბეჭედი გამიკეთე თითზე-გაბრაზებულმა მიანიშნა ალექსი იმ ბეჭედზე რომლის ისტორია ბევრად ადრე, ყალბი მხატვრის ვითომ გამოფენიდან დაიწყო -რადგან ასე განიცდი ამ ბეჭედს და ამ ამბავს ესე იგი ჩემს მიმართ ისევ გაქვს რაღაც გრძნობები... შეიძლება უმნიშვნელო, მკრთალი და ცივი მაგრამ მაინც -მოდი ამ თემას ნუღარ შევეხებით დავიღალე იმის მტკიცებით რომ მძულხარ-დანანებით უთხრა გოგონამ -იმიტომ რომ არ გძულვარ-გაეცინა ბიჭს, როს გამოც მტრული მზერა შეაგება თათიამ ალექსის ირონიულ ღიმილს -მძულხარ, უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, უსასრულოდ -შიძულვილს საზღვრები აქვს-გამომწვევი მზერით შეხედა ალექსმა ცოლს -რასაც შენ აღწერ ეგ სიყვარულია... რადგან მხოლოდ ამ გრძნობას არ აქვს საზღვრები -მადლობა რომ განმანათლე, ამის მერე კონკრეტულ საზღვრებში მოვაქცევ ჩემს სიძულვილს, ეჭვებმა რომ არ დაგტანჯოს-ცინიკური ტონით უთხრა და ბოლო ყლუპი ყავა დალია -სულ ასეთი აუტანელი ხარ თუ... -სულ-წინადადება გააწყვეტინა გოგონამ, მერე გრაციოზულად წამოდგა ფეხზე და წავიდა, სანამ კიბეზე ავიდოდა და თვალს მიეფარებოდა მწველ მერას გრძნობდა შიშველ ზურგზე რომწლიც იქამდე არ მოეშვა სანამ კიბე არ აიარა და თვალს არ მოეფარა. გაგიჟებულმა ზაზამ მეორე დღესვე, როცა ლიკა დააწყნარა, დაამშვიდა და აზრზე მოიყვნა მართას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, მაგრამ ქალმა ცივი უარით გაისტუმრა, ზაზამ მისთვის ვეღარ მოცალა რადგან ადვოკატმა დაურეკა საღამოს და უთხრა რომ იმ მუშამ საჩივარი გაიტანა იმის საფუძველზე რომ ორი შვილის მომლოდინე მამა ციხისთვის ვერ გაიმეტა, მითუმეტეს რომ ეს განზრახ კი არა გაუაზრებლად გააკეთა, მხოლოდ თავდასაცავად შეშინებულმა ბიჭმა, ზაზა ისე დააბნია მომხდარმა ისე გააოცა და არია რომ უკვე აღარ იცოდა ბედნიერი ყოფილიყო მიმდინარე ამბებით თუ უბედური, ძალიან უბედური, ცალკე ლიკასთან ჰქონდა გამუდმებული პრობლემები რომწლიც ორივე შვილის უბედურებში მხოლოდ მას ადანაშაულებდა. ბაჩოს გამოსვლა ციხიდან ზარზეიმით აღნიშნეს ოჯახში, მაგრამ თან ყველას სახეეები ჩამოსტიროდათ, თათიას უბედურებას ჯერ კიდევ არ იყვნენ შეჩვეულნი -რა ჯამდაბა ხდება ამ სახლში,? თათია სადააა? შეგიძლიათ ამიხსნათ?-გაბრაზდა ბაჩო როცა მის დასმულ არცერთ კითხვას არავინ პასუხობდა -გათხოვდა-მიახალა ზაზამ შვილს და ვისკით სავსე ჭიქა მოიყუდა, მაგრამ ძალა არ ეყო, ვერ დაცალა და რამდენიმე ყლუპის მერე მაგიდაზე ხმაურით დადო -რას ნიშნავს გათხოვდა?-ვერაფწრს მიხვდა ბაჩო -რა ვერ გაიგე?-აყვირდა მოულოდნელად ზაზა -შენი და ალექსანდრე ჯიშკარიანის ცოლი გახდა სამი დღის უკან!!!! -რაააა?-აღმოხდა სახე მონგერეულ ბიჭს და ატირებულ ლიკას მიაჩერდა გაოგნებული -დედა რას ლაპარაკობს ეს კაცი?-ვერაფრით დააჯერა გონება რომ თათიამ ასეთი სისულელე ჩაიდინა -სინართლეს და საშინელებას!-აღმოხდა ქალს და სახეზე ხელები აიფარა -შეუძლებელია -რა არის შეუძლებელი, ის ნაბ.ჭვარი აქ იყო მოსული და მოგვახალა დავქორწინდითო-ფეხზე წამოვარდა გაცოფებული კაცი და, სუფრაზე მის წინ რაც ელაგა ძირს გადმოჰყარა -გეუბნებით რომ რაღაც მოზეზით მოხდა ეს!-გაბრაზდა ირინა -უმიზეზოდ თათია ასეთ სისულელეს არ ჩაიდენდა! თავისი ნებით და სურვილით არ გაჰყვებოდა! რაღაც მოხდა! რაღაც მიზეზით გააკეთა ეს! დარწმუნებული ვარ ალექსანდრს არასდროს აპატიებს იმას რაც გაუკათა არა თუ მის ცოლი გამხდარიყო უახლოეს პერიოდში -შეიძლება რომ მიზეზი მე ვიყო?-უცნაური ტონით იკითხა ბიჭმა და გაკვირვებულ ბებიას მიაჩერდა დაბნეული-ის ალექს ცოლად გაჰყვა და მისმა მუშამ საჩივარი გამოტანა მეორე დღესვე -შენ?-აღმოხდა ლიკას და კიდევ უფრო უმატა ტირილს -ღმერთო... შენ... მხოლოდ შენ-უეცრად ცრემლები მოიშორა სახიდან -სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილოყო იმისთვის რომ ამხელა დამცირება ეპატიებინა მისთვის? და მეტიც...მისი ცოლი გამხდარიყო? -ნაბ.ჭვარი-კბილებში გამოსცრა გაცოფებულმა ზაზამ რომელმაც სკამს ხელი წამოავლო და კედელს შეახეთქა მოწოლილი ბრაზის და მრისხანების დასაოკებლად -ამაზე არ მიფიქრია აქამდე-დანანებით თქვა ირინამ-საერთოდ არ მომსვლია თავში აზრად, მაგრამ ყველაზე სწორი და ლოგიკური ესაა... -რა თქმა უნდა, ბაჩოს ამბით ისარგებლა იმ არაკაცმა და თათიას ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა... -ხმა აუკანკალდა ლიკას- რა თქმა უნდა ასე იქნებოდა... მსგავსი სიბოროტისთვის ძალაც ყეოფოდა ზიზღიც და სიძულვილიც ჩვენდამი -და სიყვარული...-დანანებით თქვა ირინამ -გიჟური და უაზრო სიყვარული -უნდა მოვკლა ის ნაბ.ჭვარი-აყვირდა ისევ ზაზა და ძლივს შეაკავა ბაჩომ რომ გიჟივით არ გავარდნილიყო სახლიდან. იმის მიუხედავად რომ გერმანიიდან დაბრუნებულ ბექას, მართამ ყველაფერი დეტალურად და ზედმიწევნით აუხსნა თუ რა და რატომ გააკეთა ბიჭმა მაინც სრული შოკი განიცადა ამ ყველაფერის გამო და ვერაფრით იჯერებდა რომ დედა-შვილს მგავსი სახის საშინელების გაკეთება შეეძლო -გთხოვ ბექა ისე ნუ მიტურებ როგოც მსხვერპლი მანიაკს-გაბრაზდა ქალი მის მზერაზე -როგორ შეგეძლოთ? როგორ შეგეძლოთ ასეთი პატარა გოგონა ასეთი საშინელებისთვის გაგემეტებინათ?-აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი -გოგონას დედა არ ხართ? როგორ წარმოგიდგენიათ ლილეს ცხოვრება ერთი წლის მანძილზე მისთვის არასარუველ მამაკაცთან? -ხომ იცი რომ ალექსი თათიას არაფერს დაუშავებს...ზედმეტად თმაზეც კი არ შეეხება... -ვიცი... რა თქმა უნდა ვიცი რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ... თათიამ არ იცის... მას, თავისდაუნებურად მაინც სულ შეეშინდება ალექსანდრს ყოველი უცნაური მიკარების, შეხების ან გამოხედვისას... იმიტომ პატარა გამოიცდელი გოგონაა... -გეფიცები ეს მის დასასჯელად არ გამიკეთებია -აბა რისთვის გააკეთეთ?-უარესად გაბრაზდა ბექა და სავარძელში მკდომ ქალს მკვლელი მზერა ესროლა -არ მითხრათ რომ ეს საშინელება მათი სიყვარულის გადასაერჩენად მოიფიქრეთ -სწორედ ასეა... ასეა ჩემი რატომ არ გჯერა?-აყვირდა მართა და ფეხზე წამოვარდა -მე და თქვენ! ჩვენ! ორივემ კარგად ვიცით რომ ეს ფიქტიური ქორწინება საშინელი შედეგებით დასრულდება! შეუძლებელია ძალდატანებულ ქორწინებაში, თავსმოხვეული სიყვარული ლამაზ გრძნობად გარდაიქმნას! შეუძლებელია! ის რომ ალექს უყვარს არაფერს ნიშნავს! საერთოდ არაფერს! ეს ცარიელი სიტყვებია თათიასთვოს გრძნობების გარეშე! იმიტომ რომ როცა უყვართ არ ტკენენ! არ მითხრათ ახლა, რომ ზაზა გიყვართ და ამ სიყვარულს გამო სჯით და ეს ლოგიკურია-თვალი თვალში გაუყარა გაავებულ ქალს -თქვენ ზაზას იმიტომ სჯით რომ ის თავის ცოლზე უგონოდაა შეყვარებული და არ ათქვენ! და არა იმიტომ რომ თვენს გრძნობას იგივე გრძნობით არ უპასუხა!!!! -მორჩი-მხოლოდ ამის თამა მოახერხამ მართამ მისთვის და აკანკალებული ხელით ჩამოეყრდნო მაგიდას -ალექსი ინანებს ძალიან ინანებს რომ თქვენ დაგიჯერათ! ოდესმე თქვენც ინანებთ! მეც ვნანობ! ძალიან ვნანობ რომ ამ საქმეში აგყევით .. სინამდვილეში ბელგიაში... ორივეს თქვენ თქვენი დაუნდობელი შუროსშიების გეგმა გქონდათ მოფიქრებული და აქ... ჩამოსვლამდე კარგად დაგეგმილი! თქვენი ფარული მიზეზებით! რომწლიც იმ თქვენი და ზაზას ერთ ღამეს უკავშირდებოდა, რომწლიც ვატყობ კიდევ ბევრ პრობლემას მოგვიტანს -მათ ეს დაიმსახურეს! დაიმსახურეს-ატირდა მართა -მათი ტანჯვის ყურება თავიდან სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაგრამ ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში ის ტკივილი თქვენში გადმოვა, ყველაზე მეტად თქვენ გეტკინებათ და დაინატჯებით ქალნატონო მართა იმიტომ რომ ის რასაც გასცემთ უკან აუცილებლად დაგიბრუნდებათ!!! თათიას ძალა არ ჰყოფნიდა რომ ალექსანდრეს სახლში წასვლაზე ეფიქრა არა თუ იმ სახლში გეხოს შედგმაზე, რამდენიმე დღემ ისე განვლო ვერ მიხვდა, ალექსი დილით ადრე მიდიოდა და ისე გვიან ბრუნდებოდა სასტუმროში რომ ხანდახან ეძინა ხოლმე, ასე გაიარაა ფაქტიურად ერთმა კვირამ , სრულ მარტოობაში, სიცივეში და სიცარიელეში. ალექსანდრე მაქსიმალურად არიდებდა თავს მასთან ურთიერთობას, უნდოდა თათია მშვიდად ყოფილიყო, დარწმუნებულიყო მის ადამიანურობაში და სწორ ქცევებში. ლილეს მოულოდნელმა ჩამოსვლამ ბელგიიდან, ბექა ძალიან გაახარა, მართა რა თქმა უნდა არა, გოგონას არც გაჰკვირვებია ჩემოდნებით ხელში რომ შეაბიჯა სახლში დედამ, რომ დაუბღვირა ბექამ კი გაუღიმა -ისევ არ გაგვაფრთხილე წინასწარ-აბუზღუნდა მართა, გოგონამ დააიგნორა დედას ჯაჯღანი-ლოყაზე აკოცა, გვერდი აუქცია, ბექას განზრახ გახედა არაფერის მთქმელი თვალებით და ისე აიარა კიბე თითქოს იქ არც არავინ იდგა -ეს გოგო მალე ჭკუიდან გადამიყვანს-თვალები აატრიალა მართამ, მანქანის გასაღებს მიწვდა და სახლის კარი გამეტებით გაიჯახუნა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.