შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევას დღიურებიდან... (ნაწ-2)


21-06-2021, 02:44
ავტორი LiTe
ნანახია 9 370

დილით უჩვეულო სუსხმა გამაღვიძა, ფანჯარა დამრჩენოდა ღია, წვიმდა, ფარდა მთლად დასველებულიყო, წამოვდექი, ფანჯარა დავხურე და ტელეფონში ჩავრგე ცხვირი, რამდენიმე საათი უაზროდ ვსქროლავდი სოციალურ ქსელებს როდესაც დედასთან შევლა გადავწყვიტე, წამოვდწქი, სააბაზანოში უნდა შევსულიყავი თავის მოსაწერიგებლად, ტილო ავიღე და საშხაპის ორთქლში ჩავიკარგე, ყველაზე დიდი პლიუსი მგონი მარტო ცხოვრების ეს არის, როცა საათობით შეგიძლია წყალს შეექცე და არავინ დაიწუწუნოს, ტილო ტანზე მოვიხვიე, თმა გავწურე და მხრებზე ჩამოვიშალე, მოწითალო კულულები წელზე დამეფინა და სიცივე მესიამოვნა, შავი ბათინკები, შავი შარვალი და შავი ტოპი მოვირგე, თმა გავიშრე და ამჯერად გაშლილი დავტოვე, ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავედი, კიბეები როგორც კი ჩავიარე ტელეფონის ზარმა დარეკა, დავხედე და ნომერი არ მეცნო, ვიფიქრე რომ დედას ამბავზე რეკავდა ექიმი და უცებ ვუპასუხე
-გისმენთ...
-სივი შეავსეთ, ნომერი ბაზაში ვნახეთ, თუ დრო გაქვთ , მისამართს გამოგიგზავნით და მობრძანდით
-დიახ, კი, მე დავტოვე, ახლავე შემიძლია წამოსვლა
-გელოდებით...

ტაქსი გავაჩერე და უცნობის მიერ გამოგზავნილ მისამართზე გავეშურეთ, ლამაზი ქუჩა იყო, აღმართს ავუყევით და წვრილ გზაზე გავედით, ორივე მხარეს ხავს მოკიდებული სახლები იყო, თითქოს სიმწვანეში ჩაძირულიყო, მძღოლმა მანქანა გააჩერა და მანიშნა, მოვედითო, ხურდა გავუწოდე და მანქანიდან ფრთხილად გადმოვედი, აქამდე სულ ერთი იყო რა სამსახურს მთავაზობდნენ, ახლაც სულ ერთია მაგრამ იცით, ცოტათი დამფრთხალი ვარ, იქნებ ვინ არიან? პატარა შენობის წინ გაშეშებული და დაბნელი ვფიქრობდი როდესაც ნაბიჯების ხმა მომესმა, ჩემსკენ შავ სამოსში გამოწყობილი, დაბალი, ხორციანი მამაკაცი მოდიოდა, იმდენად ხშირი, შავი წვერი ჰქონდა რომ ცოტათი მაშინებდა კიდეც, ახლოს რომ მოვიდა საკმაოდ ზედილობიანად მიმითითა რომ შენობაში შევსულიყავი, ზღურბლს როგორც კი გადავაბიჯე გრილი ჰაერი სახეზე მომელამუნა, ლამაზი ადგილი იყო, თანამედროვე რემონტითა და აქსესუარებით, სკამზე ჩამოვჯექი...
-კიდევ ერთხელ მოგესალმები, ევა
- გამარჯობა, ეს არის ჩემი სამსახური?
-არა, თქვენ დაგიქირავეს კერძო საქმიანობის შესასრულებლად, სხვა არაფერი ვიცი , მე ამ კომპანიის წარმომადგენელი ვარ და უბრალოდ განცხადების გამოქვეყნება მევალება,
- აბა ვინ არის ჩემი უფროსი? სად უნდა ვიმუშაო?
- თქვენს უფროსს არ ვიცნობ, ინფორმაცია არ არის გასაჯაროვებული, როგორც ვიცი ახლა ერთი ყმაწვილი მოვა და გაგესაუბრებათ, მხოლოდ აყვანის შემდეგ იხილავთ უფროსს...

ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე, რამდენიმე წუთი ასე ვისხედით, წვერიანი მამაკაცი ტელეფონს ჩასცქეროდა, ხან ზარს პასუხობდა ხან გარეთ გადიოდა, ალბათ ოცი წუთი იყო გასული როდესაც ფეხზე წამოდგა და მითხრა რომ ჩემი მანქანა მოვიდა, შავი მერსედესი იყო, კარებთან მელოდებოდა...
წამოვდექი,
-მე აღარ გაგაცილებ, წარმატებები
-მადლობა, გავუღიმე და შარვლის ჯიბესთან ხელი გავისვი, ოფლიანი იყო, გავედი, მანქანის კარებთან საკმაოდ სიმპათიური, მაღალი, ქერა ბიჭი იდგა, წინა კარი გამიღო და მიმითითა რომ ჩავმჯდარიყავი, გვერდით მალევე მომიჯდა და კარები მოიხურა, მანქანა დაძრა, იქვე ახლოს ხესთან გადააყენა და ჩემსკენ მობრუნდა
-მოკლედ, მე ალექსი ვარ, მოცემულ განცხადებაზე წარმოდგენილ სივს მე ვამოწმებ, ვხვდები გოგონებს და ვაკეთებ არჩევანს, მაგრამ არ ვარ ის ვისთანაც უნდა იმუშაო, ახლა მომისმინე, კარგად გაგარკვევ, ერთ-ერთ მამაკაცს, რომელსაც არ სურს ვინაობის გამხელა, ესაჭიროება გოგონა, რომელიც ყველაფერზე წავა, ეს კი მოიაზრებს იმას, რომ არ უნდა იფიქრო ოჯახზე, ნათესავებზე, ამ მამაკაცს შვილი უნდა გაუჩინო, ცოლი არ მოჰყავს, არც უნდა ვინმე უცხოსგან გააჩინოს შვილი, მემკვიდრეობა რომ არ მოითხოვონ, შენ არ იქნები ცოლი, არც შეყვარებული, გაგიკვირდება და არც საყვარელი, ეს მამაკაცი ცხოვრობს სიცილიაში, თუ თანახმა იქნები დამირეკავ, საბუთებს მოამზადებ და გაფრინდები, დანარჩენს იქ გაარკვევ, აეროპორტში დაგხვდებიან, როგორც კი დაფეხმძიმდებით უზრუნველყოფილი ცხრა თვე გელოდებათ, სასტუმროში იცხოვრებთ, შვილის გაჩენის შემდეგ კი მიიღებთ ორ მილიონ დოლარს, აიღებთ და ისევ სამშობლოში დაბრუნდებით, შვილს არასდროს ახსენებთ...


გავშრი, ვერაფერს ვამბობდი, როგორ შეიძლებოდა გამეჩინა შვილი და დამეთმო? ის ხომ ჩემი ნაწილი იქნებოდა, სიმწრისგან ცრემლი მომადგა მაგრამ ამას ვერ დავანახებდი ვერავის, ვფიქრობდი დედაზე, მის ლამაზ ღიმილზე და ჩვენს მომავალზე, მამაკაცს გავხედე როდესაც მითხრა რომ ზარს ღამის 12მდე დაელოდებოდა, თანხმობის შემთხვევაში დილის ცხრაზე აეროპორტში უნდა ვყოფილიყავი, მე ამირჩიეს, ამირჩიეს იმიტომ რომ არ მყავდა ქმარი, შეყვარებული, ვინმე ვინც ინერვიულებდა, დედაზე არაფერი მითქვამს, ვთქვი რომ ოჯახი ავარიით დავკარგე, მანქანა დაიძრა და ჩემს სახლთან გაჩერდა, ალექსი წინდახედული ახალგაზრდა ჩანდა, ზრდილობიანი და საქმეზე ორიენტირებული, დამემშვიდობა და კარები გამიღო... სადარბაზოში შევედი, კიბეები ძლივს ავიარე და საწოლზე ჩაკოვჯექი, ტირილი დავიწყე, მოვიკუნტე თითქოს დამჭრეს და არავინ მყავდა რომ ემკურნალა,მომფერებოდა,გავემხნევებინე, ტელეფონი ავიღე და შეტყობინების წერა დავიწყე,
"ქალბატონო მაიკო, ევა ვარ, სამსახური დავიწყე ცნობილ უცხოურ კომპანიაში, გიდის პოზიციაზე, საკმაოდ კარგი შემოსავალია, თანხას წინსწრებით დაგირიცხავთ, დედა უცხოეთში გაგზავნეთ სამკურნალოდ და ყველაფერი, თითოეული ნაბიჯი გამაგებინეთ მისი ჯანმრთელობის, შუბლე აკოცეთ და უთხარით რომ მე ის ძალიან მიყვარს, მადლობას გიხდით წინასწარ... "
შეტყობინება გავგზავნე, ალექსის ნომერი ავკრიფე და მივწერე რომ დილით აეროპორტში ვიქნებოდი, ავდექი და ჩემოდანი კარადიდან ძლივს ჩამოვაგდე, მტვერი გადავწმინდე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე, სახლის გაყიდვა არ მიწევდა, არც დედას ავტომობილის, ასერომ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთი და პირადი ჰიგიენის ნივთები ჩავყარე, საწოლის ქვემოთ დამალული დანაზოგი გამოვაძვრე და ჩანთაში ჩავდე, არ ვფიქრობდი რა მელოდებოდა, მხოლოდ დედას თვალებზე ვიყავი გადართული, ის არ უნდა დახუჭულიყო....



№1 სტუმარი სტუმარი კატო

აუ არ აგრძელებ? კარგია ძალიან!????????

 


№2  offline წევრი LiTe

კი, ხვალ დავდებ... ფინალურები მაქვს და... ♥️ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent