შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამმი დღე 14


21-06-2021, 11:26
ავტორი gabi du
ნანახია 2 168

ლამის შეიშალა ნაკაშიძე სანამ საოპერაციოდან ექიმი გამოვიდოდა.
- ამის დედას შ...ცი, ხომ ვიცოდი, ხომ ვიცოდი რომ ვერ გაუძლებდა.- ბოლთას სცემდა და თავს იდანაშაულებდა.
- დამშვიდდი, კარგად იქნება. - დაჩი ცდილობდა გაგიჟებული მეგობრის დაშოშმინებას. - ისე რა უთხარი ასეთი ამ დღეში რომ ჩავარდა? - ბოლოდ გაბედა და ჰკითხა.
- საშინელება ვუთხარი. ვუთხარი, რომ ჩემთვცის არავინაა, ერთ თვეში ცოლს ვირთავ და მინდა ქორწილი დამიგეგმოს, მანამდე კი კვირაში ორჯერ ბიჭების წვეულება და შესაფერისი გოგონები შემირჩიოს, რომ კარგად გავერთო. - მუშტი მიარტყა კედელს.
- სულ გამოს...ი? ეს რამ გათქმევინა?
- გამაგიჟა... მშორდებოდა... თამრომ რუთი გამოიყანა. უთხრა, რომ თუ არ დამშორდებოდა მამამისთან გადავიდოდა საცხოვრებლად. ცაროც ხომ დედა ტერეზაა. მაშინვე გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გამოსავალი ჩემთან დაშორება იყო. მე კი ამ დროს ..ესავით ბეჭდის შესარჩევად დავრბოდი.
- როგორი კეთილი გული აქვს. - გული აუჩუყდა დაჩის.
- ამას უკვე სიკეთე აღარ ჰქვია, ეს სისულელეა. ყველა მისი გულუბრყვილობით სარგებლობს. მინდა ბრძოლა ისწავლოს, საკუთარი თავის ფასი და დაცვა ისწავლოს. სანამ ასე არ მოხდება, სრულყოფილად ბედნიერი არასოდეს იქნება.
- ადამიასთან ვინ არის? - საოპერაციოდან გამოსული ექიმის ხმამ მიიქცია მათი ყურადრება.
- ექიმო, როგორ არის? - გულამოვარდნილი მივიდა სანდრო.
- დამშვიდდით კარგად იქნება, მკლავზე ხელი დაადო ექიმმა. ჭრილობა ღრმა არ არის, სულ 4 ნაკერი დასჭირდა. მისი გონების დაკარგვა ემოციური სტრესისგან იყო გამოწვეული ჭრილობა არფერშუაშია. ცოტა ხანში გონზე მოვა. 2 საათით დავაკვირდებით და დღესვე გავწერთ. - ნაკაშიძემ ამოისუნთქა. დაძაბული სხეული ერთიანად მოეშვა და ახლა მან დაკარგა გონება.
- რა მოგივიდა, ხომ გითხრეს კარგად არისო? - დაჩი ედგა თავს და ნიშადურს ასუნთქებდა.
- არ ვიცი. ძალიან შემეშინდა, რომ მოკვდებოდა. თითქოს იმის წარმოდგენა მაძლევდა ძალას რომ ვჭირდებოდი. ყველაფერმა რომ ცაიარა მოვესვი და... - თითქოს თავს იმართლებდა ბიჭიო.
- შენს ძმობას ვფიცავარ თუ მჯეროდეს. - მოულოდნელადდ ახარხარდა დაჩი. - რას ვიფიქრებდი თუ ოდესმე სანდრო ნაკაშიძეს გულწასულს ვნახავდი თან ჩემი მოსაბრუნებელი გახდებოდა. - სიცილს ვერ წყვეტდა ნიშადურის ბოთლს დემონსტრაციულად უტრიალებდა ცხვირწინ.
- მოკეტე. - გაბრაზდა ნაკაშიძე მგრამ ტუჩის კუთხეში მაინც შეეპარა ღიმილი.

საავადმყოფოდან გამოსულებს, მანქანაში არცერთს დაურღვევია დუმილი. თითქოს სიჩუმეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თავდაბინტული ცაროს შემხედვარე სანდროს, ლამის ხელები გაექცა მის მოსაფერებლად. სულ არ ახსოვდა თამაში, რომელიც თავადვე წამოიწყო. ამქვეყნად არაფერი უღირდა საყვარელი ქალის ცრემლებად, მაგრამ ისევ ცაროს საკეთილდრეოდ თავი შეიკავა და დილანდელს მიაწვა.
- ექიმმა თქვა, რომ ორი დრე მაინც უნდა იწვე. - უთხრა როგორც კი სახლში შევიდნენ.
- არ ვაპირებ დავწვე. - ცივად მიუგო გოგომ - ბევრი საქმე მაქვს.
- რა საქმე? - დაიბნა ბიჭი.
- ნაკაშიძის შესაფერისი ქორწილის დაგეგმვას დიდი დრო სჭირდება. რომელიც ცოტა მაქვს.
- მოასწრებ ნუ ღელავ, ნიჭიერი გოგო ხარ. - არც სანდრომ დააკლო ირონია.
- თან ქორწილამდე შვიდჯერ მიწევს ბიჭების წვეულების დაგეგმვა. გოგოები როგორები გაწყობთ ბატონო სანდრო ქორფა და გამოუცდელები თუ სტაჟიანი ბო..ბი? - ინტერესით მიაშტერდა ბიჭს. სანდროს ერთი გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ თავს იკავებდა. აშკარა იყო ცაროს ეჭვიანობის პიკი ჰქონდა და სანდროც ბედნიერებისგან იბერებოდა.
- საერთოდ, გამოცდილ ქალებს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ შენს გემოვენბას ამჯერადაც ვენობი. მაინტერესებს, როგორი ქალები გემეტება ჩემთვის. - ფართოდ გაუღიმა ბიჭმა და უდარდელად აუყვა კიბეებს.
- ძალიან კარგი. მე შენ გიჩვენებ როგორებიც მემეტება შენთვის. - დაიქადნა ცარო და თვითონაც აიღო გეზი თავისი ოთახისკენ. თავის ტკივილს ვერ გრძნობდა. იმდენი გამაყუჩებელი გაუკეთეს ვარაუდით გრძნობდა თავი სად ჰქონდა. აი, თავი არა, მაგრამ გული საშინლად ტკიოდა შელახულ თავმოყვარეობასთან ერთად.
- არასოდეს არ ვიქნები ბედნიერი. ალბათ, არ ვიმსახურებ. - ამოიტირა და ფრთხილად მიწვა საწოლზე.

- ძიაა. - კივილით შევარდა სახლში რუთი და ბიძიას ზედ შეახტა.
- მომენატრე შე პატარა ალქაჯო. - გულში ჩაიკრა სანდრომაც.
- მეც. აწი არ წავალ არსად უშენოდ.
- ეგ თემა არ გამოვა. - ხმა დაისერიოზულა სანდრომ.
- რატომ? - თვალები გაუფართოვდა რუთს. არ იყო ნაჩვევი სანდროსგა უარს. არამარტო სანდროსგან. ყველა თავს ევლებოდა და ნებისმიერ კაპრიზს უსრულებდნენ უდედდმამო ბავშვს, რამაც აშკარად უარყოფითად იმოქმედა მასზე.
- ამ კვირაშივე გადადიხარ მამაშენთან საცხოვრებლად. მეურვეობასაც მას გადავცემ. მე კი, ბუნებრივია იქ ვერ გამოგყვები.
- სად მიშვებ? მე ხომ არც კი ვიცნობ იმ კაცს? - ატირდა რუთი.
- გაიცნობ. გავიგე, შენ თავად გამოგითქვამს ამის სურვილი. შენი სურვილი ხომ იცი, ჩემთვის კანონია.
- იმ კუდიანმა გითხრა არა? ზიზიღით აევსო თვალები ბავშვს.
- კუდიანი მხოლოდ ის რის, ვინც ეს სისაძაგლე ჩაგინერგა. ხვალვე გაიცნობ მამაშენს. შემდეგ კი მოვაგვარებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადახვიდე მასთან. - ლოყაზე ხმაურით აკოცა და სახლი დატოვა.
- ბებიააა. - აღიალებულმა ჩასძახა ტელეფონში სასოწარკვეთილმა ბავშვმა და პირქვე დაემხო მისაღების დივანზე.

ცაროს რუთის დანახვაზე გააცია. მაგრამ მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ რაც არ უნდა ეთქვა ყურადღება არ მიექცია. მშვიდად ჩაუარა გვერდზე და სამზარეულოს მიაშურა. ყავა რომ არ დააელია მოკვდებოდა.
- ყველაფერი შენი ბრალია. - მიაძახა ბავშვმა. ცარო გაოცებული შემობრუნდა.
- რა არის ჩემი ბრალი?
- ძია მამასთან მიშვებს. მე კი იმ საშინელ კაცთან ცხოვრება არ მინდა. არ ვიცნობ. ყველაფერი შენი ბრალია.
- როგორიც არ უნდა იყოს ის მამაშენია და მასზე ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს. - მხოლოდ ეს უთხრა მაგრამ ბავშვის სიტყვები ენიშნა. რა გამოდის სანდრო საკუთარი სურვილით უშვებს ბავშვს ლეოსთან?
- ასე რატომ იქცევი სანდრო? რის მიღწევას ცდილობ? - თავის თავს ელაპარაკებოდა ყავის ხარშვაში გართული. მერელექსოს დაურეკა.
-ლექსო გცალია?
- მე კარგად, შენ? - ტრადიციულად დაუბრუნა ირონიაში გაჟღენთილი ხურდა ბიჭმა.
- მაპატიე. - დამნაშავედ ჩაცილაპარაკა გოგომ. - მართლა მჭირდები, გცალია?
- შენთვის სულ ძვირფასო.
- კათარზისში უნდა წამიყანო. ან მოხუცთა თავშესაფარში. რავი, როგორც ქვია.
- რა ხდება? - გაუკვირდა ბიჭს.
- სანდროს ბიჭების წვეულება უნდა მოვუწყო. - ეშმაკურად მოწკურა თვალები და აკისკისდა.
- აი, ასეთი ცარო მომწონს. - კმაყოფილმა მიუგო ბიჭმა და ისიც ახარხაქრდა.



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან პატარა თავი იყო. ნამდვილად მეტი მინდოდა. საინტერესო ფაზაში შევიდა ისტორია და მემგონი ცოტა მხიარულებაც გველოდა წინ. არ გვალოდინოთ რაა.

 


№2  offline წევრი gabi du

Ana-maria
ძალიან პატარა თავი იყო. ნამდვილად მეტი მინდოდა. საინტერესო ფაზაში შევიდა ისტორია და მემგონი ცოტა მხიარულებაც გველოდა წინ. არ გვალოდინოთ რაა.

შევეცდები იმედი არ გაგიცრუოთ. მადლობა, რომ არ დაიზარეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი თამარი

მალე დადე რა????????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთა

როგორ გამიხარდაა ვერ წარმოიდგენ. ეს ორი დღე ძალიან გადატვირთული მქონდა და ვერ მოვახერხე წაკითხვა. ისე კარგები არიან ცარო და სანდრო მინდა სულ ვიკითხო, მაგრამ მცირე თავებია და საერთოდ არ მყოფნის. ხშირად თუ ატვირთავ ამითაც კმაყოფილი ვიქნები.

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

გელოდებით, მგონი ცოტა მხიარულება არ გვაწყენდა, ისეთი პირი უჩანს.

 


№6  offline წევრი gabi du

ახლა სტუმრად ვარ. 3 საათში ავტვირთავ.

 


№7  offline წევრი თათუ♡

ძალიან კარგია, ველოდები გაგრძელებას ♡

 


№8 სტუმარი სტუმარი მანანა

სად დაგვეკარგე?

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

კი მაგრამ ეს სამი საათი აღარ გავიდა? ველოდებით...

 


№10 სტუმარი სტუმარი qeto

აღარ აგრძელებთ ამ ისტორიას?

 


№11  offline წევრი gabi du

კომპიუტერის დამტენი გაფუᲭდა
მობილურის კლაბიატურიᲗ აკრეფილს კი არ მიდასტურებენ. ხვალ წამოვიᲦებ ხელოსნისგან და გვიან ავტვირᲗავ.

 


№12 სტუმარი კკკკ

რა კაია და აღარ აპირებ გაგრძელებას????

 


№13 სტუმარი 123

აღარ გრძელდება? ველოდები რამდენი ხანია:(

 


№14  offline წევრი khatia khatia

Bოლო ძაან შოკი იყო smile კაი მოიფიქრე კათარზისზე

შემდეგს როდის დებ?
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე ცუდად ვარ რამდენი ვიცინე ბოლოს ეს რა მოიფიქრა ამ გოგომ საოცარია საინტერესო ძალიან მომეწონა მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent