გზაჯვარედინი {თავი 3}
წვიმა მე და დეკემბერი განუყრელად ვიქეცით. ორი კვირა იყო გასული ჩემი ჩამობრძანებიდნა და თითქოს ყველაფერს შევეგუე. მეტ-ნაკლებად შევძელი აკას ჩემი მეხსიერებიდან ამოშლა. ნუ, ყოველელ შემთხვევაში, ვცდილობდი. ამას ხელს მისი არ გამოჩენაც უწყობდა და არც დეა ჩანდა ჰორიზონტზე. მშვიდად დავაბიჯებდი თბილისში. კაფეებსა და ბიბლიოთეკებში. ძველ სესილის ვაბრუნებდი და ეს ყველაფერი მომწონდა. ოცდაცხრა დეკემბერს გვიან მომიწია სახლში დაბრუნება. წიგნების კითხვას შევყევი და... ნუ მოკლედ, როგორც იყო. კიბეები ავიარე და შეციებულმა დერეფნის კარი გავაღე. ის იყო, კარზე ზარი უნდა დამერეკა, ნაცნობი ხმა, რომ შემომესმა და სმენად გადავიქეცი. -ტყუიხარ!-გელოვანი იყო. ვიღაცას მოათრევდა კიბეებზე. -ღმერთო მაპატიე. -ლიანას გამოწეულ კარს მივეფარე და გავიყურსე. დადიანის გინება მომესმა. დავიძაბე. -გამოვ*ლევდი. ეგ ვაბშე როგორ მოვიყვანე?-ძლივს ლაპარაკობდა. -გეყოს, შერიგდებით.-კედელზე ააყუდა და თავად გასაღები მოარგო საკეტს. -აღარასდროს.!-ისეთი მტკიცე იყო ნათქვამი, გავშრი. რა ხდებოდა? არ ვიცოდი და ვერც ვხვდებოდი, მაგრამ ორი კვირის ოჯახი როგორ დაინგრა? ლაბირინთში შევდიოდი. რაში მაინტერესებდა ანდაც. თავი გადავიქნიე და სიცივისგან გაყინული ფეხები ძლივს დავაშორე ერთმანეთს. სწრაფად მივედი სახლის კარანდე და კისრისტეხვით შევვარდი სახლში. -მშვიდობა გაქვს?-ეჭვით გადმომხედა მამამ. -კიი.-გავუღიმე და ოირდაპირ ჩემს ოთახში შევედი. ლეპტოპი გავხსენი. დეას გვერდი მოვძებნე. არაფერი. ახლა აკასთან გადავედი. აქაც არაფერი. მერე ნუცა გამახსენდა ბერეჟიანი. მასთან იქნებოდა რაღაც. სთორების დედაა. სასწრაფოდ გადავედი და სთორებს ჩავუყევი. ობიექტივში სალფეთქების გროვით დაფარული ბერიძეც მოხვდა. დავიბენი. რა უნდა მომხდარიყო ასეთი? სხვის ცხოვრება იყო, მაგრამ... მაგრამ რავი. ტელეფონი აწკრიალდა. დაძაბულმა დავხედე ეკრანს და უცხო ნომრის დანახვაზე შევცბი. არასდროს მხიბლავდა პასუხის გაცემა, მაგრამ ახლა რატომღაც ვუპასუხე. -ალო.-დავიძაბე. -გავიგეთ სესილია.-ათჯერ დავხედე მობილურს და რომ გავიაზრე, აკა დადიანი რეკავდა, პირზე ხელი ავიფარე. -უკაცრავად?-რა გაიგო ნეტავ... -არასდროს ვიქნებით მე და შენ-ჩვენ.-ისე ნაგლად მომახალა. თავი ვინ ეგონა? -ღმერთმა დამიფაროს!-პირჯვარი გადავიწერე და მობილური მოვისროლე. არც ტირილს და არც გოდებას არ ვაპირებდი. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი დადიანს და მერე... მერე უბრალოდ დავბლოკე. -სესო ორჯონიკიძე არ ვიყო თუ დორბლები არ გაყრევინო ჩემზე.-ლეპტოპი გვერდით გადავდე და სააბაზანოში შევიკეტე. როგორ ვიფიქრე, რომ დადიანი კარგი ადამიანი იყო. ცინიკოსი, იდიოტი. და მე უტვინო, შტერი. ვის გამო ვწირავდი საკუთარ თავს და ოჯახს? სულელო სესილია. რამედ ღირდა? ჩემს ტკივილად ნამდვილად არ. გვიან გავიაზრე. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ორ დღეში ახალი წელი იყო. ახალ წელს ახალი ამბებით დავიწყებდი. ოცდაათში ჩემებს გამოვუცხადე ქირით გადავდივარ და პანიკების გარეშეთქო. მამა გადაირია, დედა კაპლებით დარბოდა. მაგრამ დრო იყო ცვლილებების. პიროვნული განვითარებისთვის. ორ წლიან ჩაგდებას ანაზღაურება სჭირდებოდა. ახალწელს ჩემთვის და ცუცასთვის ბაკურიანის სასტუმროში ნომრები დავჯავშნე და ამას მოჰყვა ვახვახა, გამყრელიძე და ბურდული. ჩვენ, ხუთი განუყრელი, პირველი კლასიდან ერთად ვიყავით და ახლა 2021 წლის დადგომას ვზეიმობდით. ჯადოსნურია ახალი წელი. ფოიეში ვისხედით, ჩაის ვსვამდით და ძველ ამბებს ვიხსენებდით. -გახსოვს, წიკლაურს რომ უყვარდი?-კოტემ გადმომხედა და მერე ყველას ერთიანად გადაგვიარა სიცილის ტალღამ. -ვენოკის ყვავილები მაჩუქა. ბაბუამისის გასვენებიდან მოუპარავს.-სულს ძლივს ვითქვამდი. -დაუნახავი, ჩემთვის ეგეც არავის უჩუქია.-ცოტაც და დაბლა დაიწყებდა გორაობას ცუცა. -ცუცა, ერმალოც გვახსოვს.-გამომესარჩლა საშა -მაღრაძე?-ვერ გავიხსენე. -რა მაღრაძე, ტყებუჩავა.-აქ ცუნამი წამოვიდა ჩვენი მიმართულებით. ერმალო ტყებუჩავა ცალკე კლასიკა იყო. -და ის ტიპიც, ვიკო ვიბლიანი. -ვიკო კარგი ბიჭი იყო.-მართლა მომწონდა. -ამან ხო დაიწუნა.-ცხვირი აიბზუა საშამ. -იმიტომ რომ თავში ჰქონდა ავარდნილი.-თავი იმართლა გვანცამ. -არადა მაგრად უყვარდი. ერმალო ხომ მაგრად გალახა და ბოლოს კახა სცემა. დირექტორის ძმისშვილი. მაგაზე ამბები ატყდაა...-თავი გადააქნია ვახვახამ. -კარგი იყო სკოლა.-გავიღიმე და ფანჯრიდან დათოვლილ არემარეს გავხედე. მიყვარდა ბაკურიანი და ეს ადამიანები, რომლებიც მილამაზებდნენ ყველაფერს. ოცდათერთმეტი თენდებოდა. ბოლო დღე ძველი წლისა. მონდომებით ავეხიკეთ საწოლებიდან და ადმინისტრაციის ნებართვის მთელი დერეფანი მოვრთეთ. -ბურდული დაგივარდები.-ყვიროდა ბერიძე და ბოლო ხმაზე მოცინარ ბურდულს მუშტებს ურტყამდა. -ორი ბატი შეხვდა ერთმანეთს და მერე რა მოხდა?-იკეცებოდა ვახვახა. -გცემ!-იმუქრებოდა საშა. ყველაფერი იდეალურად იყო. კედელთან ჩაკეცილები ერთმანეთს ვუყურებდით და საკუთარი ნახელავით ვტკბებოდით. მთელი დერეფანი გავაჭახჭახეთ. განწყობაც მოდიოდა. -დღეს ვსვამთ.-ინიციატორი ყოფილი კახელი თავადი ვახვახიშვილი გახლდათ. -ამას გენებში ლოთობა აქვს. -სისხლი კი არა ღვინო უჩქეფს. -ბურდულს ცხვირი გაუტყდება.-თავი გადააქნია ზურამ და მერე ჩვენ გადმოგვხედა. -მაგრად უნდა დავთვრეთ.-ჩვენი თანხმობის შემდეგ ტაში შემოჰკრა და ფეხზე წამოდგა. -მე გავივლი-გამოვივლი, იქნებ შემხვდეს ვინმე...-ნიშნისგებით ამოთქვა და ბოლოს სამივე გაიძურწა. -დებილები არიან.-გაიღიმა გვანცამ და მომეხვია. -კარგია, რომ დაბრუნდი სეს. ბოლოს ასეთი ბედნიერები როდის ვიყავით, არ მახსოვს. -არც მე.-სინანულით ამოვთქვი და ფიფქებს გავხედე. მომსხვილებულიყო და უფრო სწრაფადაც მოსავდა თეთრად ბაკურიანს. საღამოს კაბები არ მიყვარს. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, რომ ჩამეცვა. მაგრამ ვერცხლისფერ კაბაში გავეკვეხე და ოდნავ ქუსლებზეც შევდექი. ვაღიარებ ლამაზი იყო კაბა. მე-როგორც ყოველთვის თხა. ღიმილით ჩავიარე კიბე და ბიჭების სახეზე კიდევ უფრო გამეხა ბედნიერებისგან ბაგე. -ამას უყარაულეთ არ აგვწკაპნონ.-აგენტი 007-ის პაროდია გააკეთა ვახვახამ და ისევ ყველას სიცილის ტალღამ გადაგვირბინა. პირველ სართულზე იქნებოდა საღამო. არ ვიცი რამდენი ადამიანი იყო იქ, მაგრამ მთავარია, ჩვენ ჩვენი მაგიდა გვქონდა. ლურჯი განათება ჰქონდათ. თავიდან თვალები კი მატკინა და ძლივს მივაგენი ჩვენს მაგიდას, მაგრამ მერე თვალიც შეეჩვია და გარემოც უკეთ აღვიქვი. მრგვალი მაგიდა სასურველ რაოდენობაზე იყო გაწყობილი. შუაში სანთლები მისტიურ გარემოს ქმნიდა. შამპანიური პირდაპირ ყინულებით გვქონდა და კიდევ ბევრი დეტალი, რომლებიც დაუვიწყარს გახდიდნენ დღევანდელს. მშვიდი მელოდია უკრავდა და დარბაზიც ნელ-ნელა ივსებოდა სტუმრებით. სხვები რომ დავინახე მერე აღარ მინანია ამ კაბის ჩაცმა. ცუცას ველოდით. შემოსასვლელიდან ვიღაცამ გამოანათა და მერე კარგად აღვიქვი. ბერიძე იყო. შინდისფერ კაბაში. ისეთი ლამაზი. თმები მხრებზე ეყარა და დიდებული ნაბიჯით მოიწევდა ჩვენამდე. დაგვინახა თუ არა, ბაგე გაეხსნა და ხელი დაგვიქნია. -ამასაც უდარაჯეთ.-დაუსტვინა საშამ. დაუვიწყარი საღამო იწყებოდა. გარეთ ფიფქები კიდევ იფრო მატულობდნენ. დასაწყისს ველოდით კარში რამდენიმე სილუეტი, რომ გამოჩნდა და მათ შორის დადიანი რომ ამოვიცანი, უსიამუვნოდ გამცრა. დეა ჰყავდა ახუტებული. -სესო.-ზურა მომეხუტა. აქაც შემძულდა ჩემი თავი. როგორ ვძაბავდი ჩემი დებილური აკვიატების გამო ყველას. -არ ვიცნობ, აზრზე არ ვარ ვინაა და არც სურვილი მაქვს.-მხრები ავიჩეჩე და მართლა, გულწრფელად გავიღიმე. -თუ რამეა...-აღარ დაასრულა ბურდულმა. ვიცოდი, რასაც გულისხმობდა. -არანაირი არაფერი.-ხელი ავწიე და მეგობრობის სადღეგრძელო ბოლომდე ჩავცალე. -ვიკო.-ამოიჩურჩულა ცუცამ და ფეხზე მიჩმიტა. -მოლანდებები დაგეწყო?-შუბლშეკრულმა გადავხედე. -გელოვანი და ვიკო.-წვენი გადამცდა. ლურჯ განათებას გავაყოლე თვალი და... მერე გელოვანს, ვიკოს გვერდით რომ იდგა, მრგვალი ჭიქით და რაღაცაზე საუბრობდა. ალბათ არ დავუნახივართ, თავი დავიმშვიდე. ვიკოს რომ დავენახეთ, მოვიდოდა. სიყვარულის სადღეგრძელო უბრალოდ მოვსვი. ამაზე საშამ შეუსტვინა და აქ დაგვერხა. ჯერ ვიკომ გადმოგვხედა მერე გელოვანმა და ამათ დადიანიც თან დაერთო. -ვიმალებით.-გვანცას გადავუჩურჩულე, მაგრამ გვიან იყო. ვიბლიანი დასტოინი ნაბიჯით გვიახლოვდებოდა. -მიშველე.-ამოიკნავლა გვანცამ. -აქეთ საშველი ვარ.-შუბლზე ოფლის რგოლები ჩამომეკიდა. კიდევ კარგი ოდნავ მაინც მესვა ტონალური, თორემ ვიქნებოდი ჭარხლის ფერი. -გამარჯობათ.-დადნა გვანცა ვიკოს ხმაზე. -ვა ვიკი?-ფეხზე წამოდგნენ ბიჭები და სათითაოდ გადაეხვივნენ ვიბლიანს. მერე ჩვენ გადმოგვხედა. ჯერ მე, მერე გვანცას. -როგორ ხართ?-ჩვენ გვეკითხებოდა. ხელით ვანიშნე, პასუხი დაებრუნებინა. -კარგად შენ?-მსახიობი იყო ბერიძე. -ვმიძრაობ.-ცერა გვაჩვენა და გვერდით ამომდგარ გელოვანს გახედა. -ეს სანდროა გელოვანი. -გვქონდა პატივი გაგვეცნო.-ენას ვერ აჩერებდა ცუცა. -ხო...-სანდრომაც გაუღიმა-გვანცა ჩემი სტუდენტია.-ჯანდაბა შენ ხოდა. -სულ ნაცნობები ვყოფილვართ.-გაიცინა საშამ და მერე მაგიდასთან, რომ მოიპატიჟა, წნევამ ამიწია. ვიკო ჯანდაბას, მაგრამ ეს ხეპრე? გაუთლელი იდიოტი. -მეგობრებთან ვართ ჩვენც.-დეასკენ და აკასკენ ანიშნა. -დაუძახე მათაც.-მოგკლავ საშა. -კარგი.-ნუ ოღონდ გვანცასთან ყოფილიყო და დასთანხმდა ესეც. საბოლოოდ ჩემს პირდაპირ აკა და გვანცა ისხდნენ. ცუცას მარცხნივ ვიბლიანი და თავში გელოვანი. ბედი დამცინოდა? ნუ იტყვით. -რას შვრები სესი შენ?-ვიკოსთან სულ კარგად ვიყავი, ნუ ცუდად არ ვყოფილვარ, ე.ი კარგად ვიყავი. -არაფერს. ცალკე გადავედი, სამსახურს ვეძებ და ვმოძრაობ.-საკუთარ ფრაზაზე თავადაც გაეცინა. -არ თხოვდები?-ლომიძემ ისევ უადგილოდ ისროლა რეპლიკა. -ჯერ არ შეხვდა შესაფერისი.-ჩემს მაგივრად უპასუხა ბერიძემ. -მართლა?-ამას ახლა გავგლეჯ და მერე არ დამიწყოთ რაღაცები. -ყველას გათხოვება არ უტრიალებს თავში დეა, ზოგს გეგმებიც გვაქვს.-დიდებული აზრები მაწუხებდა. ცუცამ ჩაიფხუკუნა. გელოვანი წარბაწეული მიყურებდა. -სამართლის მცოდნე ხარ ხომ? -კი-თავი დავუქნიე ვიკოს. -ხოდა ჩემს კომპანიაში მჭირდება ადვოკატი. გვი*რაკებენ ცოტა. თუ გექნება სურვილი...-გვანცას კერავდა? მგონი არა. -სხვა შემოთავაზებებსაც გავეცნობი და თუ რამეა, დაგირეკავ.-რომელი შემოთავაზებები, CV-იც კი არსად გამიგზავნია. -კიბატონო. იღონდ ცოდა მალე. -კარგი.-უხერხულად შევიშმუშნე და ნაცნობ მელოდიაზე გამეღიმა. მე და ცუციკოსი იყო. -ვცეკვავთ?-ახსოვდა ვახვახასაც. -უეჭველი.-ფეხზე წამოდგა ბურდული. საცეკვაო მოედანზე მე ბურდული გვანცა და ვახვახა ვიყავით. სასიამუვნო საღამო იყო და ამას ეს მელოდიაც ამტკიცებდა. -ჩემი ძლიერი გოგო ხარ.-ყურთან დამიჩურულა ბურდულმა. -მიყვარხართ ძალიან.-კიდევ უფრო მოვეხვიე. საათმა თორმეტი აჩვენა. -მალე მალე.-ვიკო იძახდა. შანპანიურის ჭიქებით ხელში ვიდექით გარეთ. რა ირონიაა. მე დადიანთან ერთად აღვნიშნე ახალი წელი და ამისთვის მნიშვნელობა რ მინინიჭებია. ერთი რან მაღელვებდა მხოლოდ... გამოგიტყდეთ? სანდრო გელოვანი და მისი ცისფერი თვალები.... ღმერთო მიშველე...-თავი გავაქნიე და ვეცადე სხვა რამეზე მეფიქრა. -- მართალია პატარაა, მაგრამ სჯობს, ყოველდღე დავდო. რავი, იმედია მოგეწონებათ. ფოტოზე ვიკო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.