შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟების სამყარო (მესამე თავი)


22-06-2021, 22:44
ავტორი KAVTI
ნანახია 816

(3 თავი)

რამდენიმე დღემ ნამდვილად უაზროდ გაიარა, საინტერესოც არაფერი ხდებოდა... ბიჭებს უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით... ვატყობდი გოგოებს და არანაკლებ ბიჭებსაც როგორ მოსწონდათ ერთმანეთი, გოგოები რომლებიც იძახდნენ არავინ შემიყვარდება და მომეწონებაო... ეხლა ისეთი თვალებით უყურებენ ერთმანეთს... უცხოც კი მიხვდება რომ ერთმანეთი მოსწონთ... ასე და ასეე დაქალებს ვაწყვილებ...
დღეს კიდევ შაბათიაა და ინტერესით ვკვდები რომ ვნახო როგორი გიჟები არიან...
დილით რატომღაც 8 -ზე გამეღვიძა და ვერადა ვერ დავიძინე ტელეფონი ავიღე და facebook -ში შევედი მეგობრების 6 მოთხოვნა იყო გამოგზავნილი შევედი და ბიჭები დამხვდნენ დავსქრინე და გოგოებს გადავუგზავნე.....
*- თქვენთანაც ასეა ხო?? (მე)
- კიი (გვანცა)
- თან ყველას ერთ დროს რომ აქვს გამოგზავნილიი (ელენი)
- კაი მე ვიმატეებ ყველაას....- ვუთხარი და მეგობრობაზე ექვსივეს დავთანხმდი
- კაი მაშინ მეც (ელენი) *
გოგოებთან წერაშიც საათ-ნახევარი გავიდა ავდექი მოვწესრიგდი...საჭმელიც შევჭამე ზოგიერთი გაკვეთილი ვიმეცადინე.... ტელეფონი ავიღე და გიორგის მესიჯია...
*-ჰეიი, როგორ ხარ?
ვაღიარებ მისი მესიჯი რომ ვნახე გამიხარდა, და გამეღიმა..
- კარგად შენ?
ჩემს ღიმილზე დედასაც გაეღიმა...
- რახდება?? ეგ ღიმილი შეგახმაა...
- ხო იცი ახალი კლასელები რომ გვყავს... (მე)
- კი 6 ერთად რომ გადმოვიდაო...(დედა)
- ხო ეგენი, ხოდაა ბიჭებმაა ჩემს გოგოებს დაადგეს თვალი...- ვთქვი და ტუჩ გადმობრუნებულმა დედას შევხედე...
- ოჰოოო... და შენი ღიმილის მიზეზი ერთ-ერთი მათგანია??
- ააამმმ.. კკიი
- ოჰოოო ...
ბავშვობიდან დედას ყველაფერს ვუყვები...რადგან ყველაფერს მიგებს უსიტყვოდაც კი, არც მიბრაზდებაა თუ მაგალითად ცუდ სიტყვას ვიტყვი...აქეთ ეცინება ხოლმეე, არც არაფერს მიკრძალავს ხოლმე რადგან იცის როგორიც ვარ და რომ ცუდ არაფერს ვიზავ...მოკლედ მე დედიკოს გოგო ვაარ...
გიორგიმაც დაგვიანებით მომწერა პასუხი:
- მეც კარგად, რას შვრები დღეს გამოხვალთ ხო?
- რავი არაფერს შენ?
კიი გამოვალთ
- კაიაა მოუთმენლად ველიი 4 საათს... (გიორგი)
- მე კიდე ინტტერესით ვკვდები თუ რა ჩაიფიქრეთ...
- მალე გაიგებთ...
- ჰოომ
- მოდი ჩატს შევმნი დაა მე ბიჭებს შენ გოგოები ჩაყარე...
- კაიი
გიორგიმ შექმნა ჩატი და დავამატეთ ბავშვვები...
- აბაა ხალხო რას შვრებით? ( თორნიკე)
- რავი არაფერს შენ? (ინგა)
- ჩვენც არაფერს ერთად ვყრივართ საწოლზე ზოგი დივანზე ზოგი იატაკზე და ასეეე (ნიკა)
სიცილის სმაილებიი გავუგზავნეთ
- ჩატს რა დავაწეროთ? (მე)
- "გიჟების სამყარო" ეს კი ზუსტად შეგვეფერება (გიორგი)
- აუუ ხოო - დაეთანხმა ანდრიაა...
ძალიან ბევრი ვიცინეთ, და ამ მასხრობაში დროც გავიდაა...
- აბა ეხლა მოვემზადოთ და 1 საათში სკვერში ვხვდებით ერთმანეთს...( სანდრო)
- კაიი აბაა დროებით...(გვანცა)
მოვწესრიგდი შავი ტოპი, თეთრი ჯინსი და შავი ფეხსაცმელები ჩავიცვიი და გარეთ გავდიოდი რომ მამამ დამირეკა, ჯერ არ ვპასუხობდი მერე დედამ მითხრა რომ ჯობია მეპასუხა თორე არ გაჩერდებოდა...მეც ვუპასუხეე 10 წუთი ველაპარაკე და ლაპარაკი ძლივს დავასრულეე...
- რა გითხრა? (დედა)
- რავი როგორხართო... კაი წავედიი... - მშობლები ერთმანეთს დაშრებულები იყვნენ, დედამ სხვა მისი სიყვარული იპოვა და მე ეეს ძალიან მიხარია... მამამაც გაიგოო და სულ დამცინავად ლაპარაკობს ხოლმეე, ამის ატანა უკვე შეუძლებელიცაა
გარეთ საშინელ ხასიათზეე გავედიი, ცრემლებს ძლივს ვიკავებდიიი მაგრამ მაინც გადმომცვივდაა ... ასეთ მამის ყოლას საერთო არ მყავდეს მირჩევნია...ცრემლები მოვიწმინდე.... უხასიათოთ მივუახლოვდი სკვერს, უცებ თვალის არეში თითები მოვიტარე ცრემლი რომ არ დამრჩენოდა და გავიღიმე... მაგრამ მგონი შემამჩნიეს...
- აი მარიიც მოდიის.... (სანდრო)
- რატო დაიგვიანე? (ანდრია)
- სახლში შევყომდი... (მე)
- რახდებაა ?? (გვანცა)
- არაფერიი (მე)
- კაიი (გვანცა)
გიორგიმ კი ინტერესით შემომხედა და მანიშნა რახდებაო მეც თავი გავაქნიე არაფერითქო...
- აბა რას ვაპირებთ დღეს?? (ინგა)
- დღეს მაგრად ვერთობიით... (თორნიკე)
- ოო მაგარიააა (თაკო)
მაღაზიაში შევედით, ჩიფსები, მზესუმზირა და წვენები ვიყიდეთ...
- აუუ ეხლააა ამააას ამდენს რომ შევჭაამ გავსუქდებიი - ვთქვი და ყველამ გაიცინა..- რა გაცინებთ? მე მართლა ვიძახიი...
- კაი რაა მარიიი, არ გასუქდებიი... (ელენი)
- აუუუ (მე)
- მიდი მიდი ჭამე, არ გასუქდები, თუ გასუქდი მერე რა ქვეყანა კი არ დაინგრევა... (გიორგი)
- როგორ დამაწყნარეეე - ირონიულად ვუპასუხეე
- კაიით რაა დაიკიდეთ დღეს ყველაფერი, აქ გასართობად ვართ... (ილია)
- აუ ხოო რა - დაეთანხმა გვანცაა, შემდეგ ილიამ გადახედა და გაუღიმაა ლოყებჩუტიამ...
ვსეირნობთ და თან ვლაპარაკობთ წყნარად, ავუყევით სკოლის გზას და უცებ იქიდან ძაღლები გამოცვივდნენ....
თურმე ბიჭებს ძაღლების ეშინიათ და ჩემს გოგოებსაც....
თორნიკეე პირველი გარბოდა და ძაღლიც მას გაეკიდა ეგონა ეთამაშებოდა, თორნიკე კი ყვიროდა : - ააააააა მარიიი მიშველეე - აამაზე სიცილით ვიგუდებოდით,
მერეე ანდრიამ ელენი ხელში აიყვანა და ისე გაიქცაა და უცებ წამოცდა...
- ჩემს გოგოს არაფერი დაუშავოო- ამაზე ელენი გაწითლდა, მერე ანდრია გაჩერდა და ელენის ლოყაზე აკოცაა...
ნიკამ თაკოს ჩაკიდა ხელიი და ისეე გაიქცნენ...
სანდროსაც უნდა ჩაეკიდა ინგასთვის ხელი მაგრაამ ინგამ ისევ უჩქმიტაა:
- რა გინდა გოგო ეხლა მაინც?? - უთხრა გამწარებულმა ბიჭმაა,
- ნუ მეხეები და ეგ მინდა... - თვალები ააბრიალა ინგამ და გაიქცაა...
- ეს გოგო მე გადამრევს რა... - თქვა სანდრომ და ინგას გაეკიდა...
მე და გვანცაა გვერდით გავედით დაა აქეთ ვუქსევდით ძაღლებს...
ეს ბიჭები კიდეე ელენეს, თაკოს და ინგას მიარბენინებდნენ...
ერთი ძაღლი გაჩერდა და მარისთან მივიდა, მარი უნდდა მოფერებოდა მაგრამ, თორნიკე მოვარდა ხელი ჩაკიდაა დაა გააქცია... ჩვენც დანარჩენებს გავყევით გიორგი და ილია სიცილით კვდებოდნენ, და ჩვენც გულიანად ვიცინოდით....
ბავშვებმა სკვერამდე ირბინეს... ანრდრიამ ელენეეს ხელი გაუშვა და ძირს დასვა....
თორნიკე მარის ხელს აღარ უშვებდა, და ამდროს წინ ბიჭი გადაეღობათ...
მარიმ უცებ გამოგლიჯა თორნიკეს ხელი....
- იკა? (მარი)
- ხოო იკაა...დაა მარის ხელს რატო კიდებ?? - გაბრაზდა ირაკლი
- და შენ ვინ ხარ რომ ამიკრძალო ვის ჩავკიდო ხელი და ვის არა?? - წარბები მაღლა აზიდა თორნიკემ...
- მისი შეყვარებული და რამე პრობლემა გაქვს?? - გაბრაზებული თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა... - მარი შენ აქეთ გამოდიი...
- დაწყნარდი გთხოოვ...- ხელები მკერდზე მიადო მარიმ რომ იკა გაეჩერებინაა...
- შენ გაჩუმდი დაა აქეთ გამოდი თქო გითხარი... - მარის ხელი ჩაკიდა დაა ზურგს უკან მოიქციაა...
- ჰეიიი რა ხდებაა - მიუახლოვდა თორნიკეს გიორგი...
- შენს ძმაკაცს უთხარი ჩემს შეყვარებულს შეეშვას, დაა ნუ კერავს... (იკა)
- მგონი აქ რაღაც გაუგებრობაა.... აგრესია არ გვინდა ყველაფერი მშვიდად და წყნარად მოვაგვაროთ...(ილია)
- გაუგებრობა?? ამიხსენით მაშიინ... (იკა)
- ვსეირნობდით და ძაღლები გამოგვეკიდნენ ჩვენც გოგოებს ჩავკიდეთ ხელი და გამოვიქეცით... (თორნიკე)
- ხელის ჩაკიდება აუცილებელი იყო?? (იკა)
- დიახ აუცილებელიი - ზიზღით სავსე თვალებით შეხედა თონიკეემ...- შენ რა შეუგნებელი ტიპი ხაარ... კიდე ვერ გაიგე??
- შეუგნებელს გაჩვენებ შენ...- და იკამ თორნიკეს შემოარტყა...
თორნიკემაც არ დააყოვნა და ატყდა ჩხუბი....
- შე ***ო ძალით გინდა შარიი??? ჰაა?? შენთვითონ გამომიწვიე - თქვა თორნიკემ დაა ისევ დაარტყააა...
- შენი დედაცმოვ***** - არც იკა აკლებდა და თორნიკეს მუშტი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა..
ბიჭები მივარდნენ და გააშველეს მაგრამ თორნიკემ დაიძვრინა თავი დაა იკას შემოარტყა ისე რომ ტუჩი აქამდე გახეთქილი რომ ქონდა ეხლა წარბი გაუხეთქა და ბიჭი უკვე გონს ძლივს იყოო....მერე გიორგი და სანდრო თორნიკეს აკავებდნენ ხოლო ილიას იკა ეჭირაა...
- იქნებაა ჩხუბის გარეშე მოაგვაროთ ყველაფერი?? შენ კიდე ძმაო ნუ ღელავ შეყვარებულს კი არ გართმევს ეხლა კიდეე გაჩერდით სანამ პოლიცია მოსულა... - იძახდა სანდრო და ხან იკას ხან კი თოკოს უყურებდა....
- კაი გამიშვი ხელიი - უხეშად უთხრა გიორგის თოკომ და გიომაც ხელი გაუშვა....
მერე ილიამაც იკაკოს ხელი გაუშვა...
- ეს გინდოდა?? ბრავოო... თვალით აღარ დამენახოთ აარცერთიი.. გასაგებია? - იღრიალა ბოლო ხმაზე... იკამმ
- ეიი სააით? რასქვია თვალით აღარ დამენახო?? გაგიჟდი?? .. - ცრემლები თვალზე მოადგა მარის
- შემეშვიი... აქ მთავრდება ჩვენი ურთიერთობაა!!!! (იკაკო)
- არაა გთხოოვ... კი მაგრამ მე არაფერი გამიკეთებია ისეთი რომ დამშორდე და ტყუილ უბრალოდ რატო???? ამიხსენი რატოო??? - ტირილით უთხრა მარიმ...
იკას ხმა აღარ ამოუღია და უკან მოუხედავად წავიდა... მარიიმ კი ტირილი დაიწყო... შუა ტრასაზე მუხლებზე დაემხო დაა მთელი სიმწრით ატირდა....
გოგოები მასთან მივცვივდით, ადგომაში დავეხმარეთ დაა სკამზე დავსვით... გვანცა და ინგა გვერდით მიუსხდნენ მე ჩავიმუხლე და ელენე და თაკოც მარის პირდაპირ იდგნენ...
- მარი კარგიი რაა... გთხოოვ დაწყნარდი, ძალიან გთხოოვ (მე)
- აუუ რააა რატოო?? უმიზეზოდ რატოო დამშორდააა... აუუუ - და ტირილს უფრო უმატებდაა... - აუ იციით როგორ მიყვარს??
- მარრი გაჩერდიი რა ის შენ არ გიმსახურებს... (გვანცა)
ბიჭებიც მოგვიახლოვდნენ...
- მარიამ ბოდიში ჩემი ბრალია ესეთ მომენტში რომ დაგვინახა... ძალიან დიდი ბოდიში.. - თოკომ თავი დახარაა..
- შენიი ბრალი არაა, და ბოდიშს ნუ იხდი - აცრემლიანებული თვალებით შეხედა თოკოს... - ადრეც ესე დამშორდა და მერე ისეევ შემირიგგდა და ეხლაც ისეევ და ისეეევ დამშორდაა... - და ტირილი გააგრძელაა...
- გთხოვ ნუ ტირი.. - თორნიკე მარის მიუახლოვდა მე გავსწორდი და უკან დავდექი გვანცაც და ინგაც უკან გამოვიდნენ, მარის გვერძე თოკო მიუჯდა და გააგრძელა.. - მის გამო ნერვებს ნუუ დაიწყვეტ და მოიშლიი ის შენ არ გიმსახურებს....ის შენს ერთ ცრემლსაც არ იმსახურებს გასაგებია?? არაკაცია მართლა არ მესმის როგორ უნდა მოექცეს ასე გოგოს ნუთუ გული საერთოდდ არ გააჩნიაა??? გთხოვ დაწყნარდიი... შენ ბედნიერებას იმსახურებ და არაა ცრემლებს და ტკივილს... შენ უკეთეს იმსახურებ... მას არ უნდიხარ?? მას არ უყვარხარ??? სამაგიეროდ სხვას უყვარხარ დაა სხვაა ეცდება შენი გულის დაპყრობას და გაბედნიერებას და გთხოვ ამ ყველაფერს ზურგს ნუ შეაქცევ... ერთ დღეს ბედნიერება გეწვევა დაა ნახაავ ყველაფერი დაგავიწყდება ის ტკივილიც რაც ამ არაკაცმაა მოგაყენა... - მარიმ თავისი აცრემლებული ყავისფერი თვალებით თოკოს შეხედაა, თოკოსაც თვალები აუცრემლიამდა ოდნავ და ცდილობდა არ შეემჩნია და თვალებს დაბლა ხრიდა... შემდეგ მარის შეხედა თვალებში - ეხლა კი გთხოვ დაწყნარდი...- თოკომ მარის ცრემლები მოწმინდა.. - და გთხოვ ის ტიპი თავიდან ამოიგდე ვითომ საერთოდ არც არსებობს... ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყე სადაც ცრემლების ადგილი საერთოდ არ იქნება... - დაამთავრა თუ არა ეს სიტყვები მარის ჩაეხუუტა ჩვენც თვალებზე ცრემლი მოგვადგაა...
- ასეთი სიტყვები ჩემთვის არავვის არ უთქქვიაა... დიდი მადლობაა, ეხლა კიდე სახლში მინდა წასვლა და ჩემს თავთან მარტო დარჩენა რომ ყველაფერი გავაანალიზო... - მარი ფეხზე წამოდგა...
- გაგაცილებ გინდა?? - თორნიკეეც ფეზე წამოდგა და მარის პასუხს მოუთმენლად დაელოდა..
- ამმ კი მინდა, - თქვა და თოკოს გაუღიმა...
თოკო და მარი წავიდნენ და ჩვენც დავრჩით...
- არა რაა მაგ ბიჭს ერთხელ იქნება მოვკლავ...თუ დაშორებას აპირებდა კიდე რატოღა შეურიგდა?? მასე ხო უფრო გულს ტკენს... - გაბრაზებული სკამზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე...
- ხო რა როგორმე უნდა გავამხიარულოთ... და საერთოდ ამ ყველაფრის შესახებ ხმა აღარ ამოვვიღოთ არც იკა ვუხსენოთ... კაი?? როგორმე გადავატანინოთ ყურადღება.. (გვანცა)
- საღამოს ჩატშიი დავრეკოთ დდა ისე ვქნათ მარიმაც გვიპასუხოს და გავამხიარულოთ... (ინგა))
- ეხლა სანამ თოკო მასთანაა დამიჯერეთ გაამმხიარულებს და საღამოს მოვიფიქრებთ კიდევ რამეს, (გიორგი)
- ხო მოკლედ დღეს ჩაგვეშალა რაც გვქონდა სიურპრიზი მომზადებულიი, მაგრამ არაუშავს ეს ისევ ძალაში დარჩება... მანამდე მოვიფიქროთ მართლაც მარი როგორ გავამხიარულოოთ რომ ეს დღე ცოტახნით მაინც დავავიწყოთ ხოლმე... (ილია)
- მე ასეთი აზრი მომაფიქრდაა... - სანდრო ახლოს მოიწია და გეგმის განხილვა დავიწყეთ...

მარი იარაჯულის pov:

ნამდვილად არ მოველოდი იკასგან ამას მეორედ, ნამდვილად არ მოველოდი, თან ეს უმიზეზოდ დაშორებაა რამე ახალია? ხო შეიძლებოდა მიზეზი აეხსნაა??? ვტიროდი შუა გზაში მუხლებზე დავარდნილი.... იმ წუთას ისეთი განცდა მქონდა თითქოს გული ამომგლიჯეს ამჯერად კიდევ უფრო ღრმად. დამრჩა ეს ტკივილი და არვიცი გადავიტან თუ არა... შემდეგ გოგოებმა სკამზე დამსვეს და ჩემს გამხიარულებას ცდილობდნენ... მაგრამ გაღიმების თავიც არ მქონდა, გული ძალიან მეტკინაა... მაგრამ თორნიკეს სიტყვებმა აზრზე მომიყვანა და გულში იმედი ჩამისახა... ისეე ამ ადამიანში, რაღაც სულ სხვას ვხედავ რასაც იკაში ვერ ვხედავდი... მაგას ვანანებ ჩემს გულის ტკენას... გარეთ დარჩენის თავი აღარ მქონდა და წასვლა გადავწყვიტეე, მე კი თორნიკე გამომყვვა გაგაცილებო, წინააღმდეგობაც არ გამიწევია და სიამოვნებითაც დავთანმდი...
- ორი წუთი დამელოდე კაი? - თქვა და მაღაზიაში შევიდა...
ცოტახანში გამოვიდა და წყლის ბოთლი გამომიწოდა.
- აი გამომართვი, ვიმედოვნებ გიშველის და დაგაწყნარებს... - მითხრა და ბოთლი მომცა, მეც გამოვართვი და მოვსვი....
- დიდი მადლობა, ჩემზე რომ ზრუნავ... - ვუთხარი და გავხედე, მან კი თავისი მწვანე თვალები შემომანათა, იმ მომენტში ვაღიარებ სამყაროს გამოვეთიშე და მის თვალებში დავიკარგე.... გონს თორნიკეს სიტყვებმა მომიყვანეს... - უიი ბოდიშიი ჩავფიქრდიი, ვერ გავიგე რა მითხარიი..
- აამმ არ არისთქო მადლობის თქმა საჭირო... მე უბრალოდ ვცდილობ ეს სიტუაცია დაგაძლევინოო და გთხოვ მადლობა აღარ გადამიხადო... - თოკომ ისევ გამომხედა.
- კაიი - ვუთხარი და უნებურად გამეღიმა, მართლა არვიცოდი ამ მდგომარეობაში ვინმე თუ შეძლებდა ჩემს გაღიმებას ნამდვილად არ მეგონა ან თუ დამავიწყდებდა ცოტახნით მაინც ამ ყველაფერს მან კი ეს შეძლო, და ამით ძალიან ბედნიერიი ვარ, ასევე ჩემი ერთგულებაც მოიპოვა... უკვე სახლსაც მივუახლოვდი.
- კაი აბაა წავედი დაა ხვალ გნახხავ.. - ვუთხარი და გავუღიმე
- კაი აბა ჰეე, თავს გაუფრთხილდი...დაიმახსოვრე არსებობენ ადამიანები ვისაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ... - უცებ მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა მეც გავუღიმე და სადარბაზოში შევედი...

მარის pov:

გეგმა შევიმუშავეთ თუ როგორ უნდა გაგვემხიარულებინა მარი და მგონიი მაგარი რაღაცა გამოგვივაა...
- აუუუ ძაან მომწონს რაა... ჩვენც არანაკლებ გავერთობიით... ( ელენი)
- ხოო და მარისაც მაგრად გავამხიარულებთ - დაეთანხმა ანდრიაც...
- აიი თოკოც მოდის (გვანცა)
ყველა თოკოს შევეგებეთ ინტერესით თუ რა მოხდა...
- აბა რა ხდება??? მოვიდა ხასიათზე?? - კითხა გვანცამ და მოუთმენლად შეხედა...
- კი კიი გავაღიმეეე, დაწყნარდით ყველაფერი კარგად იქნებაა... - გვითხრა და გაგვიღიმა.
- აუუ ყოჩაღ შეენ (ინგა)
მერე ყველა გოგო ერთად ჩავეხუტეთ თორნიკეს... თოკოც ჩაგვეხუტა ყველას...
ძალიან თბილი ბიჭები არიაან ვფიქრობდი გულში...
- კაი კაი ეხლა ნუ გაგუდეთ ბიჭი... - ჩაერია ილია
- ხო რაა, მარტო მაგას რომ ჩაეხუტეთ რა პონტია?? ჩვენ არ ვარსებობთ? - თქვა ნიკამ და წარბები ზევით აზიდა...
- მაშიინ მოდით ყველა ერთად ჩავეხუტოთ ერთმანეთს... (თაკო)
- ოჰოო წინააღმდეგი არ ვარ...- თქვა გიორგიმ და მომეკრო... მეგობრული ჩახუტებაა ყველაზე თბილიააა, თან ყველა რომ ერთმანეთს ვეხუტებით... უფრო გავმხიარულდით... როგორღაც გამოვძვერი და ჩემს გოგოებს გავხედე, ანდრია ელენეს აღარ უშვებდა და ლამის გამიგუდა დაქალი, ილია და გვანცაც თბილად იყვნენ, ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულებაც ქონდათ და ეს ძალაინ მახარებდაა... ნიკაც თაკოს მიეკროოო დაა თავზე აკოცაა, აიიი ეს უკარება გოგო კიდეე რავიცი რააა... სანდრო უნდა ჩახუტებოდა და არ მიუშვა ახლოს მასაც სხვა რა გზა ჰქონდა ადგა და თორნიკეს ჩაეხუტა... აიი ეს მესმის დაქალებიიც დაწყვილდნენ ვფირობდი და მეღიმებოდაა...
- კაიი აბა გოგოებოო გვეყო ჩახუტებები მოდი თორნიკესაც ვუთხრათ ჩვენი ჩანაფიქრი, (სანდრო)
- ხო ხოო აუცილებლად - თქვა ელენიმ და ანდრიას გახედა ისიც ელენის უყურებდა... თოკოსაც ყველაფერი ავუხსენით, შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლებშიც დავიშალეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent