შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობი (თავი 10)


23-06-2021, 08:33
ავტორი EllaTriss
ნანახია 9 942

***
გათიშული ვბრუნდები სახლში. უფრო სწორედ, ცისია ბრუნდება. მომხდარს, ვერაფრით ვივიწყებ და არც ცისიას ვაძლევ ამის საშუალებას.
ყველგან გიორგია, ყველგან ირაკლია..
გონებისა და ფიქრების მესაკუთრე..
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე და ცისია, კარგი მეგობრები ვართ - დაახლოებით ერთი და იმავე წარსულით, აწმყოთი, პრობლემებით.
ნიკა რეკავს..
პერსონაჟი, რომლის როლსაც ბექა თამაშობდა. წარმოდგენა არ მაქვს, ახლა ვინ იქნება მის ადგილას, თუმცა ზურა კვლავ იმით სარგებლობს, რომ სატელეფონო სცენას ვიღებთ და მისი გამოჩენა საჭირო არაა და არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, რომ მსახიობი შეიცვალა.
ცისია და ნიკა, ერთმანეთს 'ფეისბუქით' გაიცნობენ და რა თქმა უნდა, როცა ვერ ხედავ, იოლია. რამდენიმე დღიანი მიმოწერის შემდეგ, ცისიამ ყველაფერი იცოდა ნიკაზე, ნიკამ კი ცისიაზე.
მოყოლა.. რჩევები.. თანადგომა.
სწრაფად დაახლოვდნენ.
სცენარის მიხედვით, ნიკას ცისია უყვარდება.
ცისიას კი ჰგონია, რომ ნიკა უყვარს - თუმცა შეხვედრისა და ერთმანეთის კარგად გაცნობის შემდეგ, ყველაფერი ინგრევა. ინგრევა ის წარმოდგენებიც, რაც ცისიას ჰქონდა მასზე და ზუსტად მაშინ, როცა ნიკაც დაიღლება მუდმივი თამაშით და კუდში დევნით, მალევე აღმოაჩენს, რომ მათი შეხედულებები, არც არასდროს ყოფილა მსგავსი .
ისევ გაურკვევლობაა, ისევ პრობლემებია.
ნიკა ცისიაზე უარს არ ამბობს, მაგრამ არსებობს ირაკლიც..
*
დღეები უფრო მიფრინავს, ვიდრე მიდის.
ბევრი წუწუნის, საყვედურების და ზოგჯერ ლანძღვის მიუხედავად, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ისე გამოდის, როგორც ზურას უნდა.
გიორგი შეიცვალა..
ისედაც ყოველდღე იცვლებოდა, მაგრამ ჩვენი იმ საუბრის შემდეგ, რომელიც არცერთისთვის ყოფილა სასიამოვნო, გარბის. უფრო სწორად კი მე გამირბის. მართალია არ აღიარებს, მაგრამ მე, რას ან როგორ დამიმალავს.
ყოველ ჯერზე, როცა საუბრის წამოწყებას ვცდილობ, რაღაცას იმიზეზებს და მიდის . შეკითხვაზე, იძულებით პასუხებს მცემს და უკვე ყველაფერი გასაგებია.
ვაცდი..
ვიცი, რომ იოლი არაა უყურო ადამიანს, რომელმაც შენზე ის იცის, რასაც ასე უბრალოდ ვერ ადგები და ვერ მოყვები. ვინ იცის, ალბათ ისიც არ მომიყვებოდა, გამოუალ მდგომარეობაში რომ არ ჩამეგდო. ერთმანეთს საკმარისად კარგად ვიცნობთ იმისთვის, რომ უთქმელად მივხვდეთ, თვალებით ვისაუბროთ.
ისიც მიხვდა, რომ ვიცოდი და შეეშინდა იმის, რაიმე არასწორად არ მცოდნოდა. სხვა შემთხვევაში არ და ვერ მეტყოდა. ისევე როგორ მე ვერ ვეტყვი და მოვუყვები.
როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, მითქვამს და კიდევ ვიტყვი, ბოლომდე ყველას, ყველაფერს ვერ მოუყვები.
ალბათ, ისიც არ მიყვება რაღაცას და არც მინდა, რომ მომიყვეს. ჯერ ამან რა მდგომარეობაში ჩააგდო და უფრო მეტი რომ გამეგო, წარმომიდგენია.
ზოგჯერ, საუბარზე მეტად ის მინდა, რომ უბრალოდ ვხედავდე..
თვალწინ მყავდეს და ზუსტად ვიცოდე, რომ იმ საშინელებას არ აკეთებს. აღარ აკეთებს. მაგრამ ამით, მარტო თავს ვიტყუებ..
ვიცი, რომ ეს, ასე წამებში არ ხდება - ვერც მოხდება. მაგრამ არც ცდილობს და არც ეცდება.
თავს გაინადგურებს და მე, ისევ ვერაფერს გავაკეთებ მისთვის..
ალბათ, არ შემიძლია. არ ვიცი, რა არის სწორი და სანამ 'სწორამდე' მივალ, ჩემებურად ვმოქმედებ. ასე კი ვაზარალებ.. რა თქმა უნდა, გაუაზრებლად. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ ასე ხდება.
ჩემი ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი, ორმაგად გვაშორებს ერთმანეთს.
მერე კი, უკვე სხვა გიორგია ,
რომელიც ისევ თავიდან უნდა გავიცნო..
***
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, უღმერთოდ ამშვენებს ბორჯომს.
უკვე ჩაბნელებულ ქუჩას, სადად ერწყმის ლამპიონები..
შესაშური სიმშვიდეა გარშემო. ის ატმოსფერო, რომელზეც ერთხელ მაინც, ყველას უოცნებია.
ყავის ჭიქით ხელში, ჩაფიქრებული ვუყურებ ღამის ქალაქში მოსეირნე ხალხს , თუმცა მათზე საერთოდ არ ვფიქრობ.
- შეიძლება ფიქრები დაგირღვიო? -ისე მოულოდნელად მადგება თავზე ზურა, ინსტიქტურად ვკრთები. ამაზე, ოდნავ ეღიმება, თუმცა რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, კომენტარს არ აკეთებს.
- როგორ შემოხვედით?
- დაკაკუნებას ვაპირებდი, მაგრამ კარი ღია იყო, ხოდა შემოვიხედე და აივანზე დაგინახე - სკამს სწევს და გვერდით მიჯდება.
მზერას ვაშორებ. არ ვიცი, რაზე უნდა ვესაუბრო. გულწრფელად, ყოველთვის მღლის ხოლმე თავისი ლაპარაკით.
- იცი, ელენე.. თავიდან ვფიქრობდი, რომ ადამიანები არ იცვლებიან.
აჰა, თემა გასაგებია. ცხვორების ჭირ-ვარამი. ეტყობა, მთავარი მოსაუბრე - დათო გაექცა. მე თუ მკითხავთ, კიდევ კარგად გაუძლო.
- მაგრამ ზოგჯერ, ცხოვრება გვაიძულებს, რომ ისეთი რამ გავაკეთოთ, რასაც ჩვეულებრივ არ გავაკეთებდით. ამ წამს, შეიძლება ჩვენი თავი გვძულს, მაგრამ ვერაფერს მოუხერხებ საჭიროებას. ის, რისთვისაც ამდენი ხანია იღწვი, დროს, ენერგიას გართმევს.. იმისთვის რომ ბოლომდე მიიყვანო, ასე უნდა მოიქცე.
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ.
- ვიცი.. -ღრმად ოხრავს- მაგრამ მიხვდები. ვალდებული ვარ, წინასწარ გითხრა, რადგან ვიცი, რომ მერე არ მომისმენ.
ვიბნევი. რაღაცას აპირებს.. რაღაც ისეთს, რაზეც თანახმა არ ვიქნები?
- ყოველთვის, ყველაფერს აქვს მიზეზი. ისე, არაფერი ხდება..ვინ იცის,
ალბათ, მაშინ სანდროსაც ჰქონდა წასვლის მიზეზი.
- რა?! - სანდროს ხსენებაზე, ცუდად ვხდები. მისი გახსენება კი არა, სახელის გაგონება არ მინდა. ეს იცის და მაინც, სხვა მაგალითი ვერ მოიყვანა.
- არ გეგონოს, რამეს ან ვინმეს ვამართლებ. მე ვერაფერს განვსაჯავ, ვინ მკითხავს, უბრალოდ..
- რა უბრალოდ. -წარბებს ვკრავ. ხვდება, რომ ვიძაბები და მასაც იგივე ემართება.
- არ გაინტერესებს როგორაა? არა, ცუდად არ გამიგო. მე მაგალითად მაინტერესებდა შენ როგორ იყავი. ამდენი წელი, ერთად ვმუშაობდით, ერთი გუნდი ვიყავით.. თქვენ მითუმეტეს..
- თქვენ რა, დამცინით ბატონო ზურა?! -სწრაფად ვდებ ყავის ჭიქაზე მაგიდაზე და ფეხზე ვდგები - ადამიანმა, რომელმაც ორსული მიმატოვა, ბავშვის მოშორებას მაიძულებდა და რომ არაფერი გამოუვიდა, მშობლების წინ, პირდაპირი მნიშვნელობით დამაგდო, უნდა მაინტერესებდეს როგორაა?! რა, ეს არ იცოდით და ახლა გაიგეთ?!
- ელენე..
- რა ელენე! როგორ შეგიძლიათ, ასეთი რამ მითხრათ. იმასაც ხომ არ მეტყვით, რომ დავურეკო და მოვიკითხო. ადამიანი, რომელიც მეფიცებოდა, რომ საკუთარ თავზე მეტად ვუყვარდი და მერე, ფეხქვეშ ურცხვად გამთელა. ადამიანი, რომელსაც ვერ დავაჯერე, რომ ნიცა მისი შვილი იყო და არ ვეტენებოდი! დავურეკო?!
- ნუ ყვირი, ხალხი გაიგებს. - ისე დგება, თვალს ვერ მისწორებს.
- მეორედ არ გაბედოთ მისი სახელის ხსენება, გასაგებია?! ეგ ადამიანი, მოკვდა!
- ელენე..
- თუ შეიძლება, მარტო დამტოვეთ. - საჩვენებელი თითით ვანიშნებ კარისკენ.
- მაპატიე.. ოღონდ ეს, ყველაფრის ბოდიშია, ასე იცოდე.
ბოლო სიტყვები, ნორმალურად არც კი მესმის. გასასვლელისკენ მიმავალს, მხოლოდ წამით ვაყოლებ თვალს და მერე, ძალაგამოცლილი ვეცემი.
***
დილის აურზაური, წესად გვექცა, მაგრამ ახლა.. მგონი რაღაც გამოვტოვე. დათოს ხმამაღალი ლაპარაკი, შორიდანვე მესმის და უკვე ვხვდები, რომ რაღაც რიგზე ვერაა. ჩვეულებრივ, მას ნერვები არ ეშლება. ყველაფერს ან მართლა მშვიდად, ან მოჩვენებითი სიმშვიდით უდგება და ეს, გაცილებით ეფექტური გზაა.
ნახევრად ღია კარს, ფრთხილად ვაღებ და მაშინვე კამერებიდან მომავალი სინათლე მცემს სახეში.
- ეს დედამოტ*ნული, ასეთი ძნელია?!
- მშვიდად. - მაშინვე მკლავზე ქაჩავს ზურა და თვალებით მანიშნებს, შემოდიო.
გადაღება წყდება. ან, შეიძლება არც არაფერი გადაუღიათ. დათოს სახეს რომ ვუყურებ, გამორიცხულია, რამე მოსწონებოდა.
- წუთ შესვენება! - ტაშითაც ანიშნებს ზურა და მსახიობებიც, სწრაფად ქრებიან გადასაღებად მომზადებულ, ყალბი სამზარეულოდან.
- გიორგი სადაა? -მე მეკითხება. არა, მართლა მე მეკითხება.
- არ ვიცი - ოდნავ ვიჩეჩავ მხრებს.
- ის უნდა გადავიღოთ, ნიკასთან ერთად რომ დაგინახავს.
მაინც ვერ ვხვდები, ბოლო წუთამდე რატომ მალავს მსახიობის შეცვლის ამბავს, მაგრამ კარგი. მაგაზე რომ არ ვიფიქრო, ისედაც საკმარისად მაქვს. ნელი ნაბიჯებით მივდივარ ფანჯრისკენ და ზუსტად მაშინ დგება სავარძლიდან დათო.
- ელენე, აი იქ - საჩვენებელ თითით, ქუჩაში, მგონი რომელიღაც მაღაზიისკენ მანიშნებს და თან, უკან იყურება.
- რა.. - მეც ვაპირებ შებრუნებას, თუმცა ვინ მაცდის. ახლა მეორე მხრიდან მიდგება
- იქ, ადრე რა იყო იცი?
- რასაკეთებთ.. - ვხვდები, რომ მატყუებს და აღარ ვაპირებ, თავი მოვიკატუნო. სწრაფად ვუკრავ ხელს, უკან ვბრუნდები და.. ეს რას ვხედავ.
ოთახში, მთელი გადამღები გუნდია შეგროვილი.
- ერთი.. ორი.. სამი.. - ასე მგონია, საუკუნის ინტერვალებით ითვლის ზურა, თუმცა, როგორც იქნა დაამთავრა.
- სიურპრიზიი! - ახლა, ყველა ერთად ყვირის და სწრაფად იწევიან კარიდან, სადაც ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, თუმცა ზუსტად იმ წამს, როცა უნდა ვიკითხო რა ხდება, კარი იღება და იქიდან, არა.. მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ეს ნიცაა..
- დედაა! - ისე სწრაფად მორბის ჩემსკენ, გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
უცნაურად მაჟრჟოლებს. ასე მგონია, თავიდან ბოლომდე ვიცვლები და ყველა ნეგატივი მტოვებს. გული მიჩქარდება.. ტირილი მივარდება და ძლივს ვახერხებ დახრას, რომ ჩავეხუტო.
- ნიცა, დედიკო.. - თვალებს ვხუჭავ და მისი სურნელით გაბრუებულს, წამით ისიც კი მავიწყდება, სად ვართ და რატომ ვართ.
დრო ჩერდება..
იმაზეც კი ვერ ვფიქრობ, აქ როგორ აღმოჩნდა. ვიცი, რომ მნიშვნელოვანია.. ვიცი, რომ რეალობას უნდა დავუბრუნდე.. გონება განუწყვეტლივ მიმეორებს, თუმცა ზუსტად მაშინ მესმის თიკოს ხმა, რომელსაც ათასშიც ვიცნობ და ვმშვიდდები..
- დედა, ძალიან გამეხარდა - ისევ ნიცა მშორდება და მეც, ცრემლებს ვიწმენდ.
- მეც, მეც დედიკო.. ეს, როგორ.. - ახლა, მსახიობებზე გადამაქვს მზერა.
- ჩემი იდეა იყო! - ამაყად გამოდის წინ ნატო და ნიცას, თვალს უკრავს - ნუ.. დანარჩენებიც დამეხმარნენ ცხადია. ბატონ ზურას მადლობა - ახლა, მას უკრავს თავს- და თიკოს მადლობა, რომ უარი არ მითხრა.
მხოლოდ ახლა გადამაქვს თიკოზე მზერა და ვიცი, რომ ზუსტად იცის ყველა ის სიტყვა, რასაც ვეტყოდი და ვეტყვი, როცა საუბრის შესაძლებლობა მიგვეცემა.
- ნუ.. დათოსაც მადლობა. მის თეატრალურ ნიჭშში, ეჭვი ისედაც არავის გვეპარებოდა, მაგრამ ისეთი დაძაბული გარემო შექმნა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა შესანიშნავი რეზერვი გვყავს, თუ ვინმე ცუდად გახდა.
- ანუ.. ესეც.. - ახლა, დათოზე გადამაქვს მზერა, რომელიც სულ აღარ არის ის დათო, წუთის წინ რომ ბრაზს აფრქვევდა.
- ხო, ესეც თამაში იყო - თავადვე მპასუხობს - როგორმე ხომ უნდა დაგეჯერებინა, რომ დღესაც ჩვეულებრივი, დაძაბული დღე გვქონდა.
- ეს 'ც', რა არის? კიდევ როდის გვაქვს ხოლმე დაძაბული დღე? - უპასუხოდ არ ტოვებს ზურა.
- გვაქვს, უბრალოდ ხმამაღალი სიტყვისა და..
- გინები'ს გარეშე - რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნატო აბოლოებს.
- არ შემიგინები'ა უბრალოდ, მეტი ეფექტისთვის, ერთი სიტყვა იყო.
- კარგით! - სწრაფად ეჭრება ზურა - რაც იყო და როგორც იყო, მთავარია სიურპრიზი გამოვიდა.
- ვაშაა. - მაშინვე ადგილზე ხტუნვას იწყებს ნიცა.
- კარგი, დავიშალეთ.. გადაღება უნდა გავაგრძელოთ. - შენ, პატარა ქალბატონო - ახლა, ნიცასთან იხრება - თუ გინდა, დარჩი და გვიყურე.
- კი - მაშინვე თავს უქნევს ნიცა.
- ოღონდ - ახლა, მოახლოებულ თიკოს უბრუნდება - მიხვდები, როცა უნდა გაიყვანო.
- რა თქმა უნდა. - სწრაფად ეთანხმება და ნიცას ხელს კიდებს.
- მადლობა, თიკო.
- მიხარია, რომ გაღიმებულს გხედავ ენე. მერე ვისაუბროთ.. - მხარზე მადებს ხელს და ნიცასთან ერთად, ფანჯრისკენ მიდის.
- გიორგი კიდევ არ მოსულა? - ახლა, საათზე იყურება ზურა.
გიორგის ხსენებაზე, ისევ ირევა ჩემი აზრები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნიცას დანახვამ, წამით დამავიწყა.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორია მასსა და ნიცას შორის მყოფი ელენე.. მათი გაცნობა..
მეშინია. წარმოდგენა არ მაქვს რის, მაგრამ იმაზე ფიქრიც კი, რომ მათზე ერთად არ მიფიქრია - მათ შეხვედრაზე, მგონია, რომ რაღაც გამომრჩება. რაღაც ისეთი, რაზე ფიქრსაც ვერ მოვასწრებ, რასაც მხოლოდ იმ წამს გავიგებ და ვერ გავუძლებ..
ერთი შეხედვით, ალბათ ასეთი არც არაფერია, მაგრამ როგორც წესი, ყოველთვის ის ხდება, რაც არარის. რასაც ვერ წარმოიდგენ და ა.შ
საკუთარ ფიქრებში გართულს, ყრუდ ჩამესმის გიორგის იძულებითი 'სალამი' და უარესი მემართება.
ისედაც აჩქარებული გულისცემა, პიკში აღწევს და ძლივს ვახერხებ თავის აწევას.
- მოკლედ, მეგობრებო. ნიკას პერსონაჟზე ახალი მსახიობი გვყავს!
რა? რა დროს ეს იყო ახლა..
მართლა ვერ ვხვდები, ზურა რის მიღწევას ცდილობს.
- ბექას პირადი პრობლემები აქვს, ამიტომ წავიდა.
- და ვინ იქნება? - ყველას ფიქრებს ახმოვანებს ნატო.
- ახლა უნდა მოვიდეს, წესით. - ისევ საათზე იყურება და მერე, პირდაპირ მე მისწორებს თვალს.
რა უნდა.. გუშინდელიდან მოყოლებული, ეს მზერა ვერ მოიშორა ჩემს მიმართ. თითქოს, ისევ ბოდიშს მიხდის, ან.. მეჩვენება.
ფეხის ნაბიჯების ხმა მესმის და ვერ ვხვდები რატომ. თითქოს წარმოსახვაა.. თითქოს, გონება რაღაცისთვის მამზადებს.
ან, მეჩვენება. რაღაც გამოვიგონე და იმის დაჯერებას ვცდილობ.
მართლა მირჩევნია, რომ ასე იყოს. სხვას ვერაფერს გავუძლებ.
კარზე კაკუნის და მერე, გაღების ხმა მესმის. ყველა იქით იყურება ჩემს გარდა.
რა ხდება..
უკანასკნელ ძალას ვიკრებ და მეც ახლადშემოსულზე გადამაქვს მზერა.
ვშეშდები..
ჩვენი მზერა, წამში ხვდება ერთმანეთს და ახლა, მთელი გულით ვნატრობ, რომ მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს.
- კეთილი იყოს, სანდრო..
რა თქმა უნდა, ზურა გამოდის სიტყვით.
სხვა ასე სწრაფად, არ და ვერ უპასუხებდა, ალბათ.
ყველა გაოცებულია. ყველა მას უყურებს, ის კი, მხოლოდ მე..
ყელში მაწვება. არ ვიცი რანაირად, მაგრამ სიმწრის ძალა მომდის.
სურვილი მაქვს, მივარდე და დავახრჩო. მოვკლა.. ნაწილებად ვაქციო.. ვაწამო.. ის გამოვაცდევინო, რაც თვითონ გამომაცდევინა.. ვნახოთ თუ გაუძლებს. თუ შეძლებს და გაუძლებს!
გავაკეთებ. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ხელი ამიკანკალდება და ვერ მოვკლავ?! ღრმად ვსუნთქავ და ზუსტად იმ წამს, როცა ნაბიჯი უნდა გადავდგა, მზერას მაშორებს.
მაშორებს და ვისზე გადააქვს..
არა.. არა.. არა..
ვერ ვიჯერებ, რომ ამას ვუყურებ.
პირდაპირ გიორგისკენ მიდის.
მართლა მისკენ მიდის..
- როგორ ხარ - ხელს უწვდის და ისიც, წამში ართმევს.
- შენ როგორ ხარ - ეხვევა. ღმერთო, მართლა ეხვევა.
რამდენიმე წამი არიან ასე ჩახუტებულები და მერე, ისე შორდებიან თითქოს ერთმანეთი არ ეთმობათ.
ახლა ჩემსკენ მოდის..
ვცდილობ, დავიჯერო რომ მეჩვენება და მზერას ვაშორებ. ვაშორებ და ახლა, ნიცას ვხედავ ჩემს გვერდით..
ნიცა..
სანდრო..
არა, არა, არა.. შეუძლებელია. ამის უფლებას არ მივცემ. ვერ მოვა, ამას ვერ გააკეთებს..
მაგრამ აკეთებს.
თავხედობა ჰყოფნის და აკეთებს.
მიახლოვდება და რისთვის ეს სიახლოვე, თუ გადასაკოცნად არა.
ახლა მიყურე..
წამით ვხუჭავ თვალებს და ისე სწრაფად ვახელ, თვითონვე მიკვირს.
წლების ნაგროვებ და ნატევ ბრაზს, როგორღაც ერთ ხელში ვატევ და ისეთი სიძლიერით ვურტყამ, ასე მგონია, ხელის ტკივილი მომკლავს.
ჯერ კიდევ მეწვის ხელის გული და რამდენიც არ უნდა უარყოს, ვიცი, რომ მასაც.
არაფერს აკეთებს. უბრალოდ ეღიმება. სულ ოდნავ, თუმცა მაინც ვამჩნევ. არ ვიცი რატომ, მაგრამ წამიერად გადააქვს მზერა გიორგიზე და მერე, ისევ მე მისწორებს თვალს.
ვგრძნობ, რომ გვიყურებს. შეხედვა არ მჭირდება, ზუსტად ვიცი, რასაც გრძნობს და როგორი მზერაც აქვს.
- კიდევ დამარტყი.. -
'კიდევ დამარტყი' აი რა არის, მისი პირველი სიტყვა ამდენი ხნის შემდეგ..
დამარტყიო, მეუბნება.
დაგარტყამ..
- დაგარტყამ - არ ვიცი, რომელი ძალით ვამბობ - ისე და იმდენჯერ დაგარტყამ, შენს თავს ვერავინ გამომგლეჯს ხელიდან.
- ელენე.. - ჰაჰ, ზურა, თავისი მოჩვენებითი წუხილით.
- მოკეტე! - მართლა არ მაინტერესებს, უფროსია თუ ვინ. ახლა ისე ვარ, ნებისმიერს მოვკლავ, ვინც ხმას ამოიღებს.
წამში გადამაქვს მზერა, გადაღებისთვის მოწყობილ 'ყალბ სამზარეულოზე' და მერე, ზუსტად იმ ნივთზე რომელიც მჭირდება. ჯერ კიდევ ჩემს წინ მდგარს, ხელის კვრით ვიშორებ და სწრაფად მივდივარ მაგიდასთან.
მაშინვე ბრუნდება.
მობრუნდეს.. მომიახლოვდეს..
სიმწრისგან მეღიმება, არავის მზერას ყურადღებას არ ვაქცევ, ისე ვიღებ ხილის ჯამთან მყოფ დანას და ყველას კივილი, წამიერად მაყრუებს.
- ელენე! - როგორც ყოველთვის, პირველი ზურაა.
- გითხარი, მოკეტე - მეთქი!
არავინ მომიახლოვდეს!
წამში ვფარავ ჩვენს შორის არსებულ მანძილს და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა დავარტყა, იცილებს და ხელს მიკავებს.
- არ გინდა, ვილაპარაკოთ.. მომისმინე. ჩემს გამო ციხეში გინდა ჩაჯდე?
სწრაფად ვიშორებ და ისევ ვუახლოვდევი. უკან იწევს.. მაგრამ სად წავა..
- ელენე..
გიორგია. მისი ხმა, გულზე, სადღაც სხვაგან მედება და წამით, ყველაფერს მავიწყებს.
- ელენე, შემომხედე. რას აკეთებ.. - ვგრძნობ, რომ ახლოსაა, მაგრამ არა.. ვერა.. ახლა თუ უკან დავიხევ, ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს.
- ელენე.. ვილაპარაკოთ.
- თავი დამანებე! უნდა მოვკლა.
- მოკალი, მაგრამ ჯერ ვილაპარაკოთ..
- დაუჯერე. - თვალითაც მანიშნებს. ბედავს და მბრძანებლური ტონით მეუბნება. უარესად მიღრმავდება ბრაზი, სუნთქვა მიჭირს და ალბათ, მართლა ვეღარაფერი შემაჩერებდა, ამ ტირილის გარდა, რომელსაც ათასში ვიცნობ..
ნიცა..
ღმერთო, ბავშვი. სულ დამავიწყდა.. აქ რომ იყო, ამას რომ ისმენდა, უყურებდა.. ღმერთო რატომ ვარ ცოცხალი..
- დედა.. -თითქოს განგებ, ტირილს უმატებს და ისე სწრაფად უსხტება თიკოს ხელებიდან, ვეღარაფრით აჩერებს. მაშინვე ჩვენსკენ მორბის და წინ მიდგება.
ცუდად ვარ.. ახლა, მართლა ცუდად ვარ.
მე, ნიცა, სანდრო და გიორგი..
ვგრძნობ, რომ ორივე მას უყურებს და თითქოს, ორივეს აზრებს ვკითხულობ.
ყელში მაწვება. მინდა ვიყვირო, რამე გავაკეთო, მაგრამ ამის ნაცვლად, უბრალოდ ვდგავარ.. ვდგავარ ჯერ კიდევ ამ წყეული დანით ხელში და ჯერ კიდევ ვაიძულებ ამას უყუროს..
ტირილს უმატებს, მაგრამ მე ისევ ვერაფერს ვაკეთებ.
ვერავინ აკეთებს. ვერავინ ბედავს, რომ გაინძრეს, ხმა ამოიღოს.
- კარგი, არაფერია.
გიორგი.. მაინც ის. სხვა ვერ და არ იქნებოდა. ვიცი, რომ ყველაზე კარგად მას ესმის ახლა..
ნიცას უახლოვდება და მხარზე ადებს ხელს, მერე თიკოს ანიშნებს რაღაცას თვალებით და ისიც, სწრაფად მორბის ჩვენსკენ.
- დედა.. - ჯერ კიდევ მე მიყურებს.
- წადით, მალე. - თითქმის ჩურჩულით ეუბნება და ახლა, მე მიახლოვდება. იცის, რომ არაფერს ვიზამ.. ვერ. . რომც შემეძლოს, მას ვერ შევაშინებ ასე. დანას, ხელიდან მაცლის და ვიღაცას აწოდებს ჩემს უკან.
სრულ სიჩუმეში, მხოლოდ სანდროს ოხვრა მესმის და მისი ნაბიჯების ხმა, რომელსაც არ აყოვნებს.
მხოლოდ წამით ჰკრავს გიორგის მხარზე ხელს და გასასვლელისკენ მიდის.
ტირილი მინდა..
ისედაც ვეღარაფრით ვიკავებ ცრემლებს.
სრულიად ძალაგამოცლილს, მხოლოდ რამდენიმე წამს მიყურებს გიორგი და მერე, ისიც გასასვლელისკენ მიდის.
მას მიყვება..
ვერაფრით ვიჯერებ, რომ მისი მდგომარეობა უფრო აღელვებს.
რატომ..
თავბრუ მეხვევა. საკუთარი გულისცემა მაყრუებს. ყელთან ერთად, ტვინშიც მაწვება.. ვეღარ ვსუნთქავ და ისევ, ბნელში ვეფლობი.
***
გონს, სრულიად სხვაგან მოვდივარ. ირგვლივ, სამარისებული სიჩუმეა.
რამდენიმე წამს, ჩემს გონებაშიც - თუმცა მერე, ყველაფერი ერთიანად მახსენდება და ისე სწრაფად ვდგები, თვითონაც მიკვირს.
- ელენე. -თიკოს შეშინებულ ხმას, მაშინვე ვცნობ და მხოლოდ ახლა ვიხედები გვერდით.
- ნიცა..
- ნუ გეშინია, დავაძინე. ნომერშია, მაღლა.
ღრმად ვსუნთქავ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდები. ყველა განცდილი ემოციისგან, ჯერ კიდევ მაკანკალებს და თავს, ვერაფრით ვიწყნარებ. ახლა ისე მინდა მარტო ყოფნა, როგორც არასდროს, მაგრამ ნიცასთან უნდა წავიდე.
წამოდგომას ვაპირებ, მაგრამ მაშინვე მკლავში მაფრინდება თიკო.
- მოიცა, ცოტა ხანს იწექი რა. წნევა დაგივარდა, ისევ სადმე არ დაეცე.
- ნიცა უნდა ვნახო.
- ნიცას სძინავს, რა უნდა ნახო. თან ნატო მასთანაა, მარტო არ დამიტოვებია.
- ასე დაწოლილი, მაინც ვერ მოვისვენებ . - სწრაფად ვუკრავ ხელს და ფეხსაცმელების ჩაცმას ვიწყებ.
აღარ მაჩერებს. იცის, რომ აზრი არ აქვს. უთქმელად ვტოვებ მარტო და დერეფანში გავდივარ.
მომყვება. უკან არ ვიყურები, მაგრამ ვგრძნობ. უკვე ლიფტთან მისული, გამოძახების ღილაკს ვაჭერ და..
- დამელოდე. - ვიცოდი. როდის გავუშვივარ მარტო, ახლა რომ გავეშვი.
- თიკო.
- საუბარს არ გაძალებ, ელენე. უბრალოდ, დასვენება გჭირდება. რობოტი ხომ არ ხარ, ამდენს ერთად ვერ გაუძლებ.
- გაძლებული არ მაქვს? - ხელებს ვშლი და ინსტიქტურად გამირბის მზერა მაღალი ფანჯრისკენ. როგორც ჩანს, არც ტყუილად.
- ელენე. - ხვდება, რომ დავინახე და ცდილობს შემაჩეროს, მაგრამ ისე სწრაფად მივდივარ ფანჯარასთან, ვეღარაფერს ახერხებს.
- კარგი რა, დაიკიდ'ე.
დავიკიდ'ო. რა მარტივი სათქმელია.
გიორგი და.... სანდრო.
გრძელ სკამზე, ერთმანეთის გვერდიგვერ. მეგობრული საუბრები, სიგარეტით ხელში.
სანდრო ლაპარაკობს, გიორგი უსმენს.
რა ძნელი გამოსაცნობია სასაუბრო თემა, არა?
სიმწრისგან მეღიმება.
- ელენე, გამოდი გთხოვ. ნიცასთან ავიდეთ.
- რატომ.. - ჩუმად ვჩურჩულებ, თუმცა მაინც ესმის.
- რა რატომ? შენ არ თქვი, ბავშვის ნახვა მინდაო?
- რატომ იცნობენ ერთმანეთს. - ისევ მიგორდება თვალიდან ცრემლი.
ღრმად სუნთქავს, თუმცა ვეღარ მპასუხობს.
- ამდენ ადამიანში.. მაინც და მაინც მას.
- არ გინდა, ელენე.
თითქოს იგრძნოო, მოულოდნელად მისწორებს მზერას გიორგი.
- ვაიმე, დაგვინახეს. - მაშინვე პანიკდება თიკო. - წამოდი, გოგო. - ახლა ხელს მავლებს და რასაც ქვია ძალით მიმათრევს ლიფტისკენ.
ვერ ვეწინააღმდეგები.
აღარც სულიერად მაქვს ძალა და აღარც ფიზიკურად.
ბოლო წვეთი იყო..
აი, თურმე რატომ გადავრჩი. ეს უნდა გამომეცადა..
ის ტკივილი, რასაც მთელი ერთი წლის განმავლობაში ვაქრობდი, აღმოჩნდა რომ 'ვერ' გამიქრია.
ის, რაც დამაკლდა, ყველაფერი ერთად გამოვცადე.
ერთ დღეში, ისევ თავიდან გამანადგურა..
***
ნიცას გვერდით ჩამეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე, მაგრამ თვალის გახელისთანავე, პირველი ნიცას არ ყოფნას ვამჩნევ. დაფეთებული ვდგები საწოლიდან და ყველგან ვეძებ, სადაც კი შეიძლება.
მეშინია.. იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე.
სწრაფად გავრბივარ ნომრიდან და მხოლოდ გზაში მაფიქრდება თიკოსთან დარეკვა.
ხელები იმდენად მიკანკალებს, ძლივს ვახერხებ კონტაქტების გახსნას, ნომრის პოვნას და დარეკვას.
ზარი გადის, თუმცა არ ვჩერდები. ელვის სისწრაფით ჩავრბივარ კიბეებზე და პირდაპირ გარეთ გავდივარ.
- ალო, ელენე.
- თიკო, ნიცას ვერ ვპოულობ. გთხოვ, მითხარი, რომ შენთანაა.
- ნუ გეშინია, ჩემთანაა. პარკში წამოვედით სასეირნოდ.
შვებისგან, ღრმად ვსუნთქავ და გულზე ვიდებ ხელს.
- გეძინა და აღარ გაგაღვიძეთ, ბოდიში რა.
- კარგი, არაუშავს. მთავარია რომ შენთანაა.
- დაისვენე, ცოტა ხანს. ჩვენ გვიან დავბრუნდებით. ნიცას ატრაქციონებზე უნდა..
- ფრთხილად იყავით.
- მაგის თქმა გვჭირდება? - ეცინება - კარგი, წავედი.
უღონოდ ვწევ ტელეფონს დაბლა. გათიშვის თავიც არ მაქვს.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ უარესად ვეღარაფერი გამანადგურებს.. იმდენი გამოვიარე, მთელი ცხოვრება მეყოფა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ცხოვრება არ მაკმარებს და მართლა მაინტერესებს, საბოლოოდ გავგიჟდები თუ არა.
ან, იქნებ უკვე გავგიჟდი კიდეც..
ახლა, ხომ უნდა მეტირებოდეს.
როგორღაც გამოვხატავდე ამ ემოციებს - შინაგანად რომ ყველა დასაგლეჯი დაგლიჯა და მაინც არ ისვენებს, მაგრამ არა. უფროსწორად ვერა.. ცრემლები არ მაქვს და საიდან მოვიტანო.
ღმერთო..
სასტუმროს ტერიტორიას ისე ვტოვებ, ვერც კი ვიაზრებ და უკვე გარეთ გამოსული, სკვერში, პირველივე სკამზე ვჯდები.
ქარი უბერავს..
ისე, თითქოს მეგებება.
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, წუთით მაინც არ ვიფიქრო არაფერზე, მაგრამ როდის იყო, ეს გამომდიოდა..
ყველაფერი ერთად მაწვება და ყველაფერი ერთად მიტევს.
იმის მიუხედავად, რომ გარშემო სიმშვიდეა, ასე მგონია, თავში მაქვს საშინელი ხმაური.
რაღაც გაუსაძლისად მაყრუებს, თუმცა გულისცემა არაა. მის ხმას, არსებობას, ვეღარც კი ვგრძნობ, თითქოს ისიც დაიღალა და შენელდა.
ძლივს ვახერხებ ჩასუნთქვას, დამძიმებულ თვალებს ერთმანეთს ვაშორებ და.. თურმე მარტო აღარ ვარ.
სკამის გვერდით არსებულ უზარმაზარ, მწვანეთი შემოსილ ხეს მიყრდნობილ გიორგის დანახვისას, ვკრთები.
უდარდელად ეწევა. ისე, თითქოს არც არაფერი.. საერთოდ არაფერი.
მიკვირს, რომ ისე გავითიშე ამდენ ხანს კვამლის სუნიც ვერ ვიგრძენი.
უცნაური შეგრძნება მაქვს. იმის მიუხედავად, რომ არ მელაპარაკება, მირჩევნია მელაპარაკოს და ასე არ მიყუროს.
თუმცა დიდად, არც ერთი მინდა და არც მეორე.
ალბათ, ჩვენი გაცნობის დღიდან დღემდე, პირველად მინდა, რომ შორს იყოს. ვერ ვხედავდე, ვერ ვგრძნობდე..
არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი სიახლოვე, სანდროს მიყენებს თვალწინ . იმის გაფიქრებაც კი, რომ ერთად იყვნენ, საუბრობდნენ, შეიძლება ჩემზეც კი საუბრობდნენ.
ვინ იცის, მისთვის უკვე აღარც ვარ ის ელენე.
გარკვეულწილად, დანის აღებით მეც შევუწყე მისი შეხედულებების შეცვლას ხელი.
რა მიკვირს, ან რატომ მგონია რომ ასე ვერ იქნება.
- გახსოვს გითხარი, შენ ბრალი არაა, რომ გაიგე - მეთქი. - ისე მოულოდნელად იწყებს, რამდენიმე წამი ფიქრებიდან გამოსვლას ვუნდები, მერე კი, მოსმენილის გადახარშვას.
სიგარეტის ნამწვს, ნაგვის ყუთში ისვრის, ჩემსკენ მოდის და გვერდით მიჯდება.
- შესაბამისად, არც ჩემი ბრალია - ჩემი სიჩუმით სარგებლობს და ისევ თვითონ აგრძელებს - ჩემზე გაბრაზებული არ უნდა იყო.
- საიდან იცნობ.. - თავს ძალას ვატან და ხმას ვიღებ. მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს, მაინც. ვიცი, რომ მიხვდება, არ დამაკონკრეტებინებს.
- კურსელები ვართ.
- კურსელები.. - ჩემთვის ვიმეორებ - მხოლოდ კურსელები?- მისკენ ვაბრუნებ თავს, ისიც. ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და ვგრძნობ, რომ პასუხზე კი არა, ჩემს თვალებზე ფიქრობს..
- მეგობრებიც.
მაინც ამბობს. ხედავს, გრძნობს, რომ მოსმენა მანადგურებს და მაინც..
- ვერ მოგატყუებ, იცი. რომც მინდოდეს ან ვცადო, იმას ვერ დაგაჯერებ, რაც არ არის.
- ჩემზე იცოდი? - თვალებს ვხუჭავ და ცრემლებიც არ აყოვნებს. ნელ-ნელა მეცლება ემოციები ხელიდან და ვეღარაფრით ვაკონტროლებ.
- არა, უნივერსიტეტის მერე არ მინახავს.
შვებას ვგრძნობ? არ ვიცი. აზრი არ აქვს.. რა შეიცვლებოდა, თანხმობა რომ ეთქვა.
- და ახლა?
- მინდა, რომ შენგან გავიგო.
კანკალი მეწყება. მართლა.. ანუ მართლა არ იცის. იმის მიუხედავად, რომ აინტერესებს, შეეძლო გაეგო და მე არ დამლოდებოდა, მაინც..
უარი თქვა. ვინ იცის, მოსაყოლად მომზადებული გააჩერა. მარტო იმიტომ, რომ ჩემგან გაეგო.
მე კი რა გავაკეთე. ყველა არარსებული გზა ვიპოვე, რომ რადგან ის არ მიყვებოდა, სხვანაირად გამეგო.
ცუდად ვარ..
არ ვიცი, რომელი უფრო მნიშვნელოვანი სადარდებელი და საფიქრალია, რომელი წამოვწიო წინა პლანზე.
სიჩუმე.
მელოდება..
მე კი არ ვიცი, შემიძლია თუ არა ამაზე ლაპარაკი.
იქნებ, ტყუილადაც მელოდება.
ვერაფერს ვამბობ. არა, არ შემიძლია.
დასაწყისიც კი ბუნდოვანია, იმის იქით, ხომ საერთოდ ვერ ვხედავ ვერაფერს.
- მისი შვილია?
ვშეშდები. გაუაზრებლად ვწყვეტ კანკალს და ვგრძნობ, რომ ჩემთან ერთად ცრემლებიც ჩერდებიან.
კიდევ ერთხელ, ნელა ვაბრუნებ თავს მისკენ და პირდაპირ ვეჩეხები მის მზერას.
იმის მიუხედავად, რომ პასუხიც იცის, მეკითხება. რა თქმა უნდა, სულ სხვა რამის გამო. ცდილობს, მაგრძნობინოს, რომ ისეთს ვერაფერს გაიგებს, რაც არ წარმოუდგენია..
- არ უნდა იცოდეს. - იმდენად კატეგორიული ვარ, თვითონაც მიკვირს.
- მე მაინც არ ვეტყოდი, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, რომ დამალვა სწორი არაა.
- ეგ უკვე ჩემი საქმეა.
- მაგრამ ორივეს შვილია.
- ჩემი შვილია. ბავშვს მამა არ ჰყავს, გასაგებია?! - გაუაზრებლად ვუწევ ტონს. არ მაჩერებს, თუმცა მზერა ეცვლება.
- გასაგებია, მაგრამ უნდა იცოდეს და ამას, შენც მშვენივრად ხვდები.
- რატომ უნდა იცოდეს, რომ მოვიდეს მოკლას?!- ფეხზე ვდგები, მაგრამ თვალს არ ვაშორებ. სახე ეცვლება, თუმცა მზერა აღარ.
თვითონაც დგება და ვგრძნობ, რომ უკვე ყველაფერს მიხვდა..
- არა. იმიტომ უნდა იცოდეს, რომ დარწმუნდეს ვერ გაიმარჯვა.ის დაეცა და არა შენ და მომავალშიც ასე იქნება.
ძლივს ვსუნთქავ. თითქმის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ საპირისპირო უნდა დამემტკიცებინა, ის კი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, იმ მხარეს დადგა, სადაც მე ვარ.
- არ შემიძლია..
- ვიცი. რაც შეგვიძლია, იმის გაკეთება არც არასდროსაა ხოლმე საჭირო.
ცხოვრება მინიმუმს არ მოგთხოვს, როცა შენი მაქსიმუმი აქვს ნანახი.
ელენე.. თავი აწიე. - რამდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება და ნიკაპქვეშ მიცურებს თითებს - შენ სასირცხვილო არაფერი გაგიკეთებია. თავი არასდროს დახარო ხოლმე, კარგი? იმას უნდა რცხვენოდეს და ის ვერ უნდა გიყურებდეს თვალებში. ის უნდა გემალებოდეს და არა შენ. დაუმტკიცე, რომ შენ შეგიძლია მასთან ერთად დგომა, უბრალოდ მისთვის გახდება აუტანელი.
- შენი არ მესმის.. - ოდნავ ვაქნევ თავს და მის ხელს ვიშორებ. - ჩემი თვალებით რომ დაგენახა ის გიორგი, სანდროს რომ აწყნარებდა..
- რა იცი, რომ ვაწყნარებდი
- აბა რაზე ლაპარაკობდით, ამინდზე? ბორჯომზე? სასტუმროზე? - ნერვები მეშლება. - რას მიმტკიცებ? ადამიანი, რომელიც შენ მეგობარი გგონია, რომელთან ერთადაც უდარდელად ეწევი, ერთი ჩვეულებრივი ნაბი*ვარია!
მიუხედავად იმისა, რომ ახლა მე მაწყნარებს, ზუსტად ვიცი, მერე წავა და მას დააწყნარებს. რატომ? არ იცის და არც უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, ასე უფრო იოლია. ნეიტრალურში ყოფნა და იმის თქმა, რომ 'გესმის' .
გესმის ის, რაც არ გამოგიცდია. რა 'მაგრად' გესმის, არა?
- მისმინე, ელენე..
- ეს შენ მისმინე! - სწრაფად ვაწყვეტინებ და ღრმად ვსუნთქავ - სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა სანდრო. მის გამო, ოჯახის წინააღმდეგ წავედი. ყველა და ყველაფერი ფეხებზე დავიკიდ/ე და გავაღმერთე. ვენდობოდი, მეგონა, მასაც ისევე ვუყვარდი, როგორც მე..
ვერასდროს შეძლებდა ჩემს მიტოვებას. ჩემთვის, მხოლოდ ერთი სანდრო არსებობდა.. ერთადერთი.. რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვუყვარდი. იცი.. საერთოდ არ შემშინებია, როცა ბავშვზე გავიგე. მეგონა, რომ გაუხარდებოდა - ნელა ვხუჭავ თვალებს და ვგრძნობ, როგორ მომდის ცრემლები - მაგრამ მან რა გააკეთა?
- არგინდა..
- რა არ მინდა! შენ მოსმენაც არ შეგიძლია, არა? მაგრამ მე, გამოვიარე გიორგი. უნდა იცოდე. იცოდე, რომ მეორედ, როცა გვერდით დაუდგები, ხელს ჩამოართმევ ან გადაეხვევი, შეგრცხვეს. შეგრცხვეს, რომ ასეთ ადამიანს მეგობარს უწოდებ.
იცი რა გააკეთა, როცა ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი.. მითხრა, წადი და იმას შეეტენე, ვისაც ლოგინში ჩაუგორდიო.. - სიმწრით მეღიმება - ვეფიცებოდი.. მუხლებში ჩავარდნილი ვთხოვდი, ჩემთვის დაეჯერებინა..
მშობლებთან წამათრია.. ოღონდ ეს სიტყვა, პირდაპირი მნიშვნელობით.
კორპუსის წინ დამაგდო.. არამარტო მშობლების, ყველას დასანახად.. ბო*ი მეძახა..
სიკვდილამდე მცემა მამაჩემმა.. იმის გამო, რომ სახელი შევურცხვინე, სახლიდანაც გამომაგდო.
მე კი.. ისევ.. ისევ მასთან წავედი - ხმა მიკანკალებს. ვგრძნობ, როგორ მეცლება სუნთქვის ძალაც - მან რაც დამაკლდა, ის დამიმატა.. ოღონდ სახეში არა, მუცელში მირტყამდა ფეხებს..
- არა.. გაჩერდი.. - სახეზე ისვამს ხელებს და მერე, ყურებზე იფარებს.
- იმიტომ რომ იცოდა, მისი შვილი იყო! ცდილობდა მოეშორებინა. ამ საშინელი გზებით ცდილობდა, რომ მოეკლა! ჩემი.. ჯერ არდაბადებული პატარა სცემა..
დღეს კი მოდის.. ურცხვად მოდის და ხომ დაინახე, უნდოდა, რომ გადავეკოცნე.
- ელენე..
- აი ასეთია შენი სანდრო! შენ კი მეუბნები, რომ ბავშვზე ვუთხრა.. ვუთხრა, რომ სიკვდილამდე ცემის მიუხედავად გადარჩა.. ცოცხალია.. სუნთქავს, იღიმის..
ხომ გაინტერესებდა, რატომ ვხტებოდი, როცა გადამარჩინე.. რატომ ვიკლავდი თავს..
დეპრესია დამემართა. იმ დღის შემდეგ, რაც ნიცა გავაჩინე, ბავშვისთვის არ მიმიხედავს. დაიჯერებ, რომ თიკომ გაზარდა? ვერ ველაპარაკებოდი. გაღიმებაც კი არ შემეძლო, დედა არ ვიყავი.. საბავშვო ბაღში, თიკოს დაჰყავდა, ის უცვლიდა, აჭმევდა, აძინებდა.. ყველას ის ეგონა დედა..
მე კი.. ხუთი წლის განმავლობაში, 24 საათი ოთახში ვიჯექი და წამლებს ვსვამდი...
ბოლოს მივხვდი, რომ ასეთი დედის ყოლას, საერთოდ რომ არ ჰყოლოდა, ის ჯობდა.. მერე კი რაც გავაკეთე, იცი. -სწრაფად ვიწმენდ კენტად ჩამოგორებულ ცრემლს და ვგრძნობ, რომ რაღაც მომეშვა. ახლა, ვეღარ შეძლებს მის გვერდით დგომას. ვეღარ შეძლებს მეგობარი დაუძახოს.. თუ მისთვის, რაღაცას მაინც ვნიშნავ..
მეტკინა, მაგრამ ღირდა..
მზერას ვარიდებ, თუმცა ვგრძნობ, რომ ის მიყურებს. მიყურებს, მაგრამ იმ მზერით აღარ, რაც ამის მოსმენამდე ჰქონდა.
- მართლა არ ვიცი, რა უნდა გითხრა..
- არაფერი. - კვლავ არ ვუყურებ - არაფერი მითხრა..
ღრმად სუნთქავს. ისე, თითქოს ქარს ატანს ყველაფერს. რამდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება, ხელებს მხვევს და მეხუტება.
მეტირება.. მართლა მეტირება. თავს ვეღარაფრით ვიკავებ და მის მკლავებში ვიმალები.
- ჩშშ.. კაი. - ახლა თმაზე მეფერება - წარსულია. წარსულზე კი არ ტირიან.
- თუ წარსულია, რატომ არ მიდის..
- წასულია. უბრალოდ აღარ გახედო და ვერ დაინახავ.
- თვითონ მოვიდა და წინ დამიდგა..
- მაშინ შენ შებრუნდი.
წამით ვწყვეტ ტირილს, სუნთქვასაც. თითქოს, სრული სიჩუმე ისადგურებს და მხოლოდ მისი გულისცემის ხმა მესმის. ოდნავ ვწევ თავს მაღლა და თვალს ვუსწორებ.
- არ შემიძლია. ზურამ წინასწარ გადამიხადა..
- ანუ შენც. - თვითონ მარიდებს მზერას.
- იცი, რომ ცისიას და ნიკას კოცნის მომენტიც აქვთ..
- ვიცი. - თავის დაქნევითაც მიდასტურებს.
- წარმოდგენაც კი არ შემიძლია.. გული მერევ,ა მასზე.
ოდნავ ეღიმება. არ ვიცი, ეს რისი ღიმილია, თუმცა რაღაცნაირად მაღიზიანებს.
- ჩემზეც?
მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ამას სერიოზულად მეკითხება.
- ჰო, შენზეც გიორგი! - ხელს ვუკრავ და ზურგს ვაქცევ.
ეღიმება. შეიძლება ვერ ვხედავ, თუმცა ზუსტად ვიცი.
ისევ მიახლოვდება და წინ მიდგება.
- ნუ ბრაზდები, მინდოდა გაგღიმებოდა.
- გამღიმებოდა? ჩემს ადგილას რომ იყო, გაიღიმებდი? - კიდევ უფრო მეშლება ნერვები.
- მოდი ჩემთან.. - ისევ საკუთარი ინიციატივით მეხუტება და თავს ჩემს თმაში რგავს - მეც ნათიას კოცნას, მირჩევნია შენ გაკოცო, მაგრამ ამ დებილური სცენარის გადამკიდე, რა გინდა ქნა.
- ეგ ერთი და იგივე არაა.
- ვიცი. ვიცი და გპირდები, ზედმეტად ვერ მოგიახლოვდება. ამის უფლებას არ მივცემ - ისევ მშორდება და მზერას მისწორებს - პასუხს აგებს შენი თითოეული ცრემლისთვის, ყველაფრისთვის.
- არ გაბედო. - შიში მიპყრობს. თუ ოდნავ მაინც ვიცნობ, ზუსტად ვიცი, რასაც ფიქრობს და ისიც კი მაგიჟებს, რომ უბრალოდ გონებაში აქვს.
- იმიტომ არ მომიყოლია, რომ..
- ვიცი, რატომაც მომიყევი. - სწრაფად მეჭრება - მაგრამ ამის შემდეგ მე ვიცი.
- ნიცას თავს გაფიცებ.
სახე ეცვლება. მზერაც. რაღაცის თქმას აპირებს, თუმცა ზუსტად ამ დროს, 'ზუსტ' დროს მოდის ნიცა..
- დედაა
- დეიდა დამელოდე. - თიკოს ხმაც მესმის და უკვე ვხვდები, რომ დამინახა და გამოეპარა.
- დე, მოდი - სწრაფად ვიხრები და ვეხუტები. მერე, ხელში ამყავს და ამჯერად, გიორგის უსწორებს მზერას.
- მე შენ გიცნობ - პირდაპირ ეუბნება.
თიკოც მოდის, თუმცა ხელით ვანიშნებ რომ არაფერი თქვას.
- მართლა?
- კი. სახელი არ ვიცი, მაგრამ ეგ არ ითვლება.
ეღიმება. წამიერად მისწორებს თვალს და ზუსტად ვიცი, რა მომენტიც ახსენდება.
- მე გიორგი ვარ - ხელს უწვდის.
მაშინვე თვალები უფართოვდება ნიცას და არამარტო ნიცას.. ნამდვილად არ მეგონა, თუ გაეცნობოდა.
- მე ნიცა - მაშინვე ართმევს - მაგრამ დედიკო ნიცუსაც მეძახის, თუ გინდა შენც შეგიძლია, რომ მასე დამიძახო.
- რამე სხვა მოვიფიქროთ, დედიკოსას რომ არ ჰგავდეს
- მართლა? ეგრე შეილება? - ახლა მე მიყურებს აღტაცებული მზერით.
- მოდი, ჩამოდი - ვსარგებლობ და მაშინვე დაბლა ვსვამ
- აუ..
- წელი მეტკინა, დედა.
- მაგრამ მერე გიორგის ვეღარ ვუყურეებ.
- გიორგის საქმეები აქვს.
- არ მაქვს. რატომ ატყუებ ბავშვს? - ახლა თვითონ იხრება მის წინ.
- მაგარია. მაშინ.. გინდა ერთად ვითამაშოთ?
- ნიცა. - მაშინვე მხარზე ვადებ ხელს.
- რა? - ისეთი თვალებით მიყურებს, თითქოს უნდა ვინანო, რომ ვაჩერებ.
- ვითამაშოთ, მაგრამ ცოტა ხანში. მოსულა?
- კიი - მაშინვე ადგილზე ხტუნვას იწყებს - ჩვენთან მოდი სახლში, თუ ოთახში, თუ.. რაქვია.
- შევთანხმდით. საღამოს თქვენთან ვარ
ისე მოულოდნელად ეხუტება, გიორგის სახეზეც ეხატება შესამჩნევი გაოცება, თუმცა სწრაფადვე ხვევს ხელებს.
- მაშინ დროებით - წავიდეთ? - ახლა მე მიყურებს
- თიკოს გაყევი და მოვალ ორ წუთში.
თავს მიქნევს და უკვე მოახლოებულს ხელს ჰკიდებს.
- იცოდე არაფერი არ გააკეთო, ბავშვი დაგაფიცე - შედარებით ხმადაბლა ვეუბნები და ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები.
- შენი თვალები აქვს.. - სპეციალურად მაიგნორებს - პატარა ელენეა..
- გიორგი.
- გისმენ
- არ გეტყობა, რომ მისმენ. არაფერი არ გააკეთო - მეთქი.
ღრმად სუნთქავს და თავს მიქნევს.
- ეგრე არა, პირობა მომეცი.
- გპირდები. - მზერას მარიდებს.
- შემომხედე და ისე.
- გპირდები, ელენე. ასე მოგწონს? - მიყურებს, მაგრამ ვგრძნობ რამხელა იძულებით.
თავს ვუქნევ. რა ვქნა, გეგონება რომ არ დავეთანხმო, სხვა გზა მაქვს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მაინც ცუდს მიგრძნობს. იმედია, არ მომატყუებს.. იმედია, თორემ კიდევ ერთ არასწორ ნაბიჯს, ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს..
_______________________________
სიყვარულებოო, როგორც იქნა მოვედი..
იმდენი ხანია ამ თავს ვწერ, ძალიან გამიჭიანურდა დადება.
ყველაზე მეტად მაინტერესებს, თქვენი შეხედულებები სანდროზე. რას ფიქრობთ? ახლა, როცა უკვე წარსული მთლიანად გახსნილია, თქვენი აზრით, რა მოხდება მომავალში?
მოკლედ, გელით..
თქვენი ელა'ტრისი



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

როგორო ემოციური თავი იყო. ეს... რას გვიკეთებ? იმდენი რამ მიტრიალებს თავში. როგორ შეეძლო ზურას, როგორი ნაძირალა აღმოჩნდა. სანდროზე არანაკლები. გეტყვი რომ ისეთი ,,ლამაზი" სიტყვები მაქვს მათთვის აქ დასაწერად რომ ვერ ვიმეტებ :) როგორ შემეცოდა ელენე :( და უკვე როგორ მიყვარს ნიცასა და გიორგის ურთიერთობა. ბევრი წარმატება შენ!❤❤❤

 


№2 სტუმარი ანუ

შეხედულება სანდროზე? სერიოზულად? ამ არაკაცზე საერთოდ რამე შეხედულება უნდა შემქმნოდა? გულის ამრევი, ადამიანსაც რო ვერ დაუძახებ ისეთი არსებაა... მძულს -_-

ყველაზე მეტად ზურას საქციელმა გამაცოფა, ელენეს ადგილას იმ დანას ჯერ ზურას გავუყრიდი მუცელში და მერე სანდროს მოვდგებოდი.... საზიზღარი.

როგორ მომეშალა ნერვები ღმერთოოოოო, რა დონის დამპალი და არაკაცია ამ ყველაფრის მერე, საერთოდ ელენესთვის შეხედვა რო გაბედა და "მოდი ვილაპარაკოთო"...... გავრეკავ -_-

ოხ როგორ გემრიელად მინდა ლამაზი სიტყვებით გავლანძღო ეს სიდამპლის განსახიერება მაგრამ აქ ვერ ვწერ.. :/

ვაიმე და კიდე გიორგიზე ლამის გავბრაზდი სანდროს რომ გაყვა და ელაპარაკებოდა, კიდეკაი ისტორიის ბოლომდე გაირკვა რომ არაფერი არ იცოდა..

რისი გადატანა მოუწია ელენეს, ღმერთოოო... ამეტირა :'( ძალიააან ძალიააან მიხარია გიორგი რომ ყავს გვერდით, დარწმუნებული ვარ აწი მის გვერდით იქნება ხოლმე ხშირად <3

ელენემ რამდენს გაუძლო, მართლა შოკში ჩავვარდი :( წარმოდგენაც კი შემზარავია :(

ძალიან ემოციური თავი იყო, კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა მაგრამ ისე არეულად მეფიქრება აგერ კომენტარსაც ეტყობა :დ

ყველაფერი გაირკვა ახლა ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები ^-^ სანდროს გამოჩენაზე შემდეგ თავებში, უკვე ცუდად ვხდები :/

პ.ს გიორგიზე და ნიცაზე უკვე ვგიჟდები ^-^

მალე დადე რა შემდეგი თავი, გელი მოუთმენლად ^-^

 


№3  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თიკო
როგორო ემოციური თავი იყო. ეს... რას გვიკეთებ? იმდენი რამ მიტრიალებს თავში. როგორ შეეძლო ზურას, როგორი ნაძირალა აღმოჩნდა. სანდროზე არანაკლები. გეტყვი რომ ისეთი ,,ლამაზი" სიტყვები მაქვს მათთვის აქ დასაწერად რომ ვერ ვიმეტებ :) როგორ შემეცოდა ელენე :( და უკვე როგორ მიყვარს ნიცასა და გიორგის ურთიერთობა. ბევრი წარმატება შენ!❤❤❤

ნიცასა და გიორგის ურთიერთობა ფავორიტია ^_^ ❤ ზურას ვერც მე და ვგონებ, ვერავინ გაამართლებს. მისი პერსონაჟი, უფრო იმის ნათელი მაგალითია, რომ ადამიანებს მხოლოდ საკუთარი თავი და საქმე აღელვებთ. დანარჩენი, ყველა გარშემომყოფი უბრალოდ იმისთვისაა, რომ გამოიყენონ და თუ არაფერში სჭირდები, გარშემოც არ გაგიჩერებს.
მოკლედ, მადლობა აზრისთვის. ❤ გამეხარდა, რომ ისევ გამოჩნდი.❤

ანუ
შეხედულება სანდროზე? სერიოზულად? ამ არაკაცზე საერთოდ რამე შეხედულება უნდა შემქმნოდა? გულის ამრევი, ადამიანსაც რო ვერ დაუძახებ ისეთი არსებაა... მძულს -_-

ყველაზე მეტად ზურას საქციელმა გამაცოფა, ელენეს ადგილას იმ დანას ჯერ ზურას გავუყრიდი მუცელში და მერე სანდროს მოვდგებოდი.... საზიზღარი.

როგორ მომეშალა ნერვები ღმერთოოოოო, რა დონის დამპალი და არაკაცია ამ ყველაფრის მერე, საერთოდ ელენესთვის შეხედვა რო გაბედა და "მოდი ვილაპარაკოთო"...... გავრეკავ -_-

ოხ როგორ გემრიელად მინდა ლამაზი სიტყვებით გავლანძღო ეს სიდამპლის განსახიერება მაგრამ აქ ვერ ვწერ.. :/

ვაიმე და კიდე გიორგიზე ლამის გავბრაზდი სანდროს რომ გაყვა და ელაპარაკებოდა, კიდეკაი ისტორიის ბოლომდე გაირკვა რომ არაფერი არ იცოდა..

რისი გადატანა მოუწია ელენეს, ღმერთოოო... ამეტირა :'( ძალიააან ძალიააან მიხარია გიორგი რომ ყავს გვერდით, დარწმუნებული ვარ აწი მის გვერდით იქნება ხოლმე ხშირად <3

ელენემ რამდენს გაუძლო, მართლა შოკში ჩავვარდი :( წარმოდგენაც კი შემზარავია :(

ძალიან ემოციური თავი იყო, კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა მაგრამ ისე არეულად მეფიქრება აგერ კომენტარსაც ეტყობა :დ

ყველაფერი გაირკვა ახლა ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები ^-^ სანდროს გამოჩენაზე შემდეგ თავებში, უკვე ცუდად ვხდები :/

პ.ს გიორგიზე და ნიცაზე უკვე ვგიჟდები ^-^

მალე დადე რა შემდეგი თავი, გელი მოუთმენლად ^-^

სანდროზე საუბარი, ცოტა რთულია. როგორც მკითხველისთვის, ისე ჩემთვის. ვერ ვამართლებ, თუმცა ყოველთვის, რაღაც.. რაღაცისთვის ხდება.
ყველა კარგი და სამაგალითო ვერ იქნება, ცუდი და კარგი, ყველგან, ყოველთვის არსებობს.
ადამიანები, დროსთან ერთად იცვლებიან. ზოგიერთ შემთხვევაში კი, შეცვლაც არ ჰქვია იმას, რაც ხდება. როცა შეგეჯახებიან და ნიღაბი ჩამოგვარდება. ასე, უბრალოდ.
პ.ს მე კი შენ გელოდი, რომ ვიცი, როგორ მელი, მერე კიდევ უფრო გელი ^_^
დაწერილი რომ მქონდეს, ამ წამს დავდებდი, თუმცა... ყველანაირად ვეცდები ძალიანაც არ დამიგვიანდეს ❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი Ana-maria

ძალიან ემოციური თავი იყო. ელენე მეტკინა ძალიან. სანდრო ხომ არაკაცია, მაგრამ ზურა მასზე უარესია. როგორ მინდა ელენე ბედნიერი იყოს, დედობა ბოლომდე შეიგრძნოს.თიკოსნაირი მეგობარი ყველაზე დიდი საჩუქარია ღვთისგან. იმედია მალე იქნება ახალი თავი, მოუთმენლად ველოდები

 


№5  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
ძალიან ემოციური თავი იყო. ელენე მეტკინა ძალიან. სანდრო ხომ არაკაცია, მაგრამ ზურა მასზე უარესია. როგორ მინდა ელენე ბედნიერი იყოს, დედობა ბოლომდე შეიგრძნოს.თიკოსნაირი მეგობარი ყველაზე დიდი საჩუქარია ღვთისგან. იმედია მალე იქნება ახალი თავი, მოუთმენლად ველოდები

ანამარია, გამეხარდა შენი გამოჩენა. ❤
არ შემიძლია, არ დაგეთანხმო.
ზურას საქციელს, ნამდვილად არაფერი ამართლებს და ვერც გაამართლებს. ისევე როგორც სანდრო. თუმცა ავღნიშნე და კიდევ ვიტყვი, ჯერ საკუთარი თავი და შემდეგ სხვები. გვინდა არ გვინდა, უმეტესობას ამ პრინციპით 'ეცხოვრება'
პ.ს მადლობა აზრისთვის❤ ყველანაირად ვეცდები, არ დავაგვიანო.
❤❤❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი one

zuraze ise daviboghme))))
ai ra vtqva, sachiro iyo es yvelaferi , rom rogorghac warsulis tvirti da tkivili gadaexarsha elenes, vfiqrob axali etapi daiwyeba ( da didi imedi maqvs giorgistan ertad.
emocia namdvilad ar aklda am tavs))
aq var da mogyvebi))
sandroze arafers vityvi raa( tipiuri nadzirala(((

 


№7  offline წევრი EllaTriss

one
zuraze ise daviboghme))))
ai ra vtqva, sachiro iyo es yvelaferi , rom rogorghac warsulis tvirti da tkivili gadaexarsha elenes, vfiqrob axali etapi daiwyeba ( da didi imedi maqvs giorgistan ertad.
emocia namdvilad ar aklda am tavs))
aq var da mogyvebi))
sandroze arafers vityvi raa( tipiuri nadzirala(((

რა თქმა უნდა, გეთანხმები. უმიზეზოდ არაფერი ხდებდა და ესეც საჭირო იყო.
ზურაზეც გეთანხმები, ისევე როგორც სანდროზე.
ახალ ეტაპზე ბევრს ვერაფერს გეტყვი, ერთად ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
პ.ს გელოდი, მიხარიხარ, როგორც ყოველთვის! ❤❤❤❤

 


№8  offline წევრი OKI ME

ელააა, ოოხ ელააა, რა ამბები დაატრიალე აქ? :დდდ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საოცრად გაზრდილი ხარ როგორც მწერალი. ❤️ რა დამავიწყებს შენ პირველ ისტორიას? ❤️ ხოდა, იმას ვამბობდი რომ ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ. ნუ პირველი ისტორიაც საოცრად მიყვარს ❤️ ისევე როგორც უკვე ეს საოცარი ისტორია ❤️❤️

ჰოო, რაც შეეხება ახლა სანდროს, გიორგის, ელენეს მშობლებს და ზურას.

ზურას სათანადოთ მიუჩინა ადგილი ჩემი აზრით, ელენემ. დაიმსახურა ის სიტყვები რაც უთხრა ელენემ.

სანდრო, უბრალოდ იდიოტი ბიჭია. რაც არ უნდა ყოფილიყო, ბავშვისთვის ასე არ უნდა გაეკეთებინა და მით უმეტეს შენი შვილის დედა ასე არ უნდა დაამცირო. თუნდაც არ გიყვარდეს, მაინც შენი შვილია და იმდენი კაცობა უნდა გეყოს, შვილის დედას ისე მოექცე რომ სულ მცირე ვერავინ გაუბედოს ზედმეტი. სახალხოდ დამცირებით რას მიაღწია ? ისევ თითონ გამოვიდა ლაჩარი.

ოჰ, ელენეს მშობლებიც კაი ვიღაცეები არიან რა. ასეთი ხალხი ნერვებს მიშლის. სხვის აზრებს აყოლილი. ვაი, მეზობელი რას იტყვის, ვაი ნათესავი რას იფიქრებს, უი ბიძაშვილის ქმრის მამიდაშვილის ცოლის მეზობლის თანამშრომელი რას იტყვის. აი, კარგი რააა, შვილია ადამიანო, ასე როგორ უნდა გაიმეტო? დავიჯერო, არასდროს არაფერი შეშლიათ? შვილმაც შეცდომის გამო, ასე უნდა მოექცეს და ქუჩაში დატოვოს მშობლები? ნუ, ჩემი პირადი აზრია, შეიძლება ვცდები არ ვიცი. თუ მშობელს შვილი უყვარს და იცის შვილის ფასი, ის ასეთ მდგომარეობაში არ მიატოვებს და არ იფიქრებს სხვების აზრზე. ყველაფერს გააკეთებს თავისი შვილისთვის.

გადავედით ჩემ გიორგიზე ❤️❤️❤️ ეს ბიჭი რომ მომწონს აი, რა ვქნა არ ვიცი. თავისი მინუსების მიუხედავად, რაც ძალიან, არ მომწონს და არ ვემხრობი მის მავნე ჩვევებს მაინც მომწონს :დდდ. აი სულ ვფიქრობდი და არასდროს ვწერდი კომენტარში, რომ ნიცას და გიორგის შეხვედრა იქნება რაღაც საოცრებათქო და ასეც მოხდა. რატომღაც მეგონა რომ ნიცა, ელენეზე უფრო მეტად შეძლებდა გიორგის ცოტა გამოფხიზლებას. ახლაც ასე მგონია, რომ ნიცუმ უკვე გამოიწვია მასში ცვლილებები. ❤️❤️

ელენესი მართლა ძალიან კარგად მესმის. ყველაზე მეტად დაჩაგრული და ამავე დროს ძლიერი გოგოა ❤️❤️ რთულია ამ ყველაფრის გადატანა ერთად. დარჩე მარტო, ოჯახისგან მიტოვებული და უარყოფილი ქუჩაში ბედის ანაბარად, საყვარელი მამაკაცისგან მიტოვებული, დამცირებული, ნაცემი, შეურაცყოფილი.... რთულია მაგრამ ნიცას გამო ყველაფერს უმკლავდება, თუმცა ნიცასთან ურთიერთობის და მეტი დროის გატარების ხარჯზე.

ნიცა არის ბავშვი პოზიტივი ❤️❤️❤️

თიკო სამაგალითო მეგობარი. ეტალონია ეს გოგოეგობრობის ❤️❤️❤️

უჰ, წავედი მე, თორემ ძალიან გავილექსე უკვე ვატყობ :დდდდდ წარმატებებიი ელაა ❤️❤️ უზომოდ დიდი მოლოდინი მაქვს შემდეგი თავის. ზესაინტერესოდ ვითარდება მოვლენები ❤️❤️❤️

უიჰ, რამხელა კომენტარი დამიწერია რა ამბავია ეს :დდდ ცოტა შემრცხვა ((( :დდდ ნამეტანი მომსვლია მგონი :დდდ

 


№9  offline წევრი EllaTriss

Megioki
ელააა, ოოხ ელააა, რა ამბები დაატრიალე აქ? :დდდ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საოცრად გაზრდილი ხარ როგორც მწერალი. ❤️ რა დამავიწყებს შენ პირველ ისტორიას? ❤️ ხოდა, იმას ვამბობდი რომ ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ. ნუ პირველი ისტორიაც საოცრად მიყვარს ❤️ ისევე როგორც უკვე ეს საოცარი ისტორია ❤️❤️

ჰოო, რაც შეეხება ახლა სანდროს, გიორგის, ელენეს მშობლებს და ზურას.

ზურას სათანადოთ მიუჩინა ადგილი ჩემი აზრით, ელენემ. დაიმსახურა ის სიტყვები რაც უთხრა ელენემ.

სანდრო, უბრალოდ იდიოტი ბიჭია. რაც არ უნდა ყოფილიყო, ბავშვისთვის ასე არ უნდა გაეკეთებინა და მით უმეტეს შენი შვილის დედა ასე არ უნდა დაამცირო. თუნდაც არ გიყვარდეს, მაინც შენი შვილია და იმდენი კაცობა უნდა გეყოს, შვილის დედას ისე მოექცე რომ სულ მცირე ვერავინ გაუბედოს ზედმეტი. სახალხოდ დამცირებით რას მიაღწია ? ისევ თითონ გამოვიდა ლაჩარი.

ოჰ, ელენეს მშობლებიც კაი ვიღაცეები არიან რა. ასეთი ხალხი ნერვებს მიშლის. სხვის აზრებს აყოლილი. ვაი, მეზობელი რას იტყვის, ვაი ნათესავი რას იფიქრებს, უი ბიძაშვილის ქმრის მამიდაშვილის ცოლის მეზობლის თანამშრომელი რას იტყვის. აი, კარგი რააა, შვილია ადამიანო, ასე როგორ უნდა გაიმეტო? დავიჯერო, არასდროს არაფერი შეშლიათ? შვილმაც შეცდომის გამო, ასე უნდა მოექცეს და ქუჩაში დატოვოს მშობლები? ნუ, ჩემი პირადი აზრია, შეიძლება ვცდები არ ვიცი. თუ მშობელს შვილი უყვარს და იცის შვილის ფასი, ის ასეთ მდგომარეობაში არ მიატოვებს და არ იფიქრებს სხვების აზრზე. ყველაფერს გააკეთებს თავისი შვილისთვის.

გადავედით ჩემ გიორგიზე ❤️❤️❤️ ეს ბიჭი რომ მომწონს აი, რა ვქნა არ ვიცი. თავისი მინუსების მიუხედავად, რაც ძალიან, არ მომწონს და არ ვემხრობი მის მავნე ჩვევებს მაინც მომწონს :დდდ. აი სულ ვფიქრობდი და არასდროს ვწერდი კომენტარში, რომ ნიცას და გიორგის შეხვედრა იქნება რაღაც საოცრებათქო და ასეც მოხდა. რატომღაც მეგონა რომ ნიცა, ელენეზე უფრო მეტად შეძლებდა გიორგის ცოტა გამოფხიზლებას. ახლაც ასე მგონია, რომ ნიცუმ უკვე გამოიწვია მასში ცვლილებები. ❤️❤️

ელენესი მართლა ძალიან კარგად მესმის. ყველაზე მეტად დაჩაგრული და ამავე დროს ძლიერი გოგოა ❤️❤️ რთულია ამ ყველაფრის გადატანა ერთად. დარჩე მარტო, ოჯახისგან მიტოვებული და უარყოფილი ქუჩაში ბედის ანაბარად, საყვარელი მამაკაცისგან მიტოვებული, დამცირებული, ნაცემი, შეურაცყოფილი.... რთულია მაგრამ ნიცას გამო ყველაფერს უმკლავდება, თუმცა ნიცასთან ურთიერთობის და მეტი დროის გატარების ხარჯზე.

ნიცა არის ბავშვი პოზიტივი ❤️❤️❤️

თიკო სამაგალითო მეგობარი. ეტალონია ეს გოგოეგობრობის ❤️❤️❤️

უჰ, წავედი მე, თორემ ძალიან გავილექსე უკვე ვატყობ :დდდდდ წარმატებებიი ელაა ❤️❤️ უზომოდ დიდი მოლოდინი მაქვს შემდეგი თავის. ზესაინტერესოდ ვითარდება მოვლენები ❤️❤️❤️

უიჰ, რამხელა კომენტარი დამიწერია რა ამბავია ეს :დდდ ცოტა შემრცხვა ((( :დდდ ნამეტანი მომსვლია მგონი :დდდ

რას ამბობ, რის შეგრცხვა ^_^ წაკითხვამდე მიხარია - ხოლმე , რომ ვხედავ. მთავარია ბოლომდე თქვა ის, რაც იგრძენი და როგორ ხედავ თითოეულ პერსონაჟს, მოცულობა პრობლემა არაა ❤
ელენეს მშობლებს რაც შეეხება, ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ასეთი მშობლები ვერ/არ იარსებებენ - სამწუხაროდ, ხდება.
აქაც, ჯერ საკუთარი თავი, შემდეგ ყველა დანარჩენი. იმას არ ვამბობ, არ უყვარდათ - მეთქი, ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ გაუჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ, მისი სახლიდან გაგდება. არც მე ვეთანხმები, თუმცა მათთვის ასე იყო სწორი.
პ.ს გიორგის და ნიცას რაც შეეხება, ავღნიშნე მათი ურთიერთობა ფავორიტია - თქო ^_^ ❤
ვნახოთ, იქნებ მართლაც ისე მოხდეს, როგორც ფიქრობ.
პ.სს მიხარია, თუ ჩემს ნაწერებში ცვლილებებს ხედავ. 1 წელი გავიდა და თუ ისე შევძელი შეცვლა, რომ უკვე კარგად შესამჩნევია, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ❤❤❤❤❤
ბევრი გულები შენ! ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ

 


№11  offline წევრი EllaTriss

სტუმარი მარი
როდის დადებ

დღეს საღამოს, ან ხვალ დილას ადრე ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent