ძალდატანებული ქორწინება 21 თავი
ის ღამე თეთრად გაათენა თათიამ, ვერაფრით შეძლო დამშვიდება და დაძინება, მისი გონება და ფიქრები სულ ალექსანდრესთან იყო, გამთენიისას სამზარეულოში ჩავიდა, მაგარი ყავა გაიკეთა და აივანზე გავიდა, ფიქრისგან დაღლილი რბილ დივანზე დაჯდა უღონოდ და თვალი გაუშტერა ლაჟვარდოვან ცას, რომელსაც ნელ-ნელა ეპარებოდა ოქროსფერი მზეს სხივები. ისე გაიტაცა ამ მშვენიერმა სანახაობამ მისი გონება რომ ვერც კი შენიშნა როგორ მიუახლოვდა ალექსანდრე -თათია-შეეხმიანა ბიჭი გარინდებულ გოგონას, რომელმაც გაოცებული სახით ახედა თავზე წამომდგარ ქმარს, რამდენიმე წამით მზერა გაუშტერა მის სასმლისგან ჩაწითლებულ თვალებს და მომენტალურად თავი დახარა, რადგან ძალა არ ეყო გაეძლო ალექსანდრეს დაჟინებული და გამომწვევი მზერისთვის-მთელი ღამე გაათენე? -ჰი ვერ დავიძინე-გულწრფელად უთხარა გოგონამ და მისი ალეწილი სახისკენ გააპარა თვალი -ჩემზე ფიქრობდი? -ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ბიჭს -მეგონა არ მოხვიდოდი-რაღაცნაირად, საყვედურით უთხრა გოგონამ და იმავე წამს გაექცა ქმრის დანისლულ სფეროებს -გეწყინებოდა რომ არ მოვსულიყავი? -არა-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და თავი ასწია, მათი ამღვერული თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს -გცივა?- დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და უცნაური, საზიზღარი სიჩუმე დაარღვია, რომელიც ამ მომენტში, ორისვეს უწამდავდა სულს -არა -თათია-ალექსმა დაძაბული მზერა გოგონას აკანკალებულ მხრებზე გადაიტანა და რომ დარწმუნდა ნამდვილად კანკალებდა და არ ეჩვენებოდა, მაშინვე გაიხადა მოსაცმელი და მხერბზე მოახვია -შეიძლება ვილაპარაკოთ? -რაზე? -შენზე -მაინც რა გაინტერესებს-თათია ისე ელაპარაკებოდა ქმარა რომ ყავის ჭიქას არ აშორებდა თვალს -დღეს გამოცდის შედეგები გახდება ცნობილი ხომ? -კიი -შენთვის მნიშვნელობა ექნება სად ჩაირიცხები და რა ფაკულტეტზე ? -არა -იმიტომ რომ შენ ხატვა გინდა... ხომ ასეა? -ალექსი ცოლის გვერდით დაჯდა დივანზე -ასეა-რატომღაც გულწრფელი საუბარი მოუნდა თათიას -და შენს ოცნებაზე უარი მხოლოდ ჩემს გამო თქვი... -შენს თავს ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ ჯიშკარიანო!-აქ უკვე ტონი შეეცვალა გოგონას და გაბედულად მიიხედა მისკენ -მაშინ რატომ არ გახვედი გამოცდაზე? რატომ თქვი უარი შენს ოცნებაზე?-ალექსანდრემაც მიიხედა მისკენ, ერთმანეთს უცნაური მზერით ჩააცქერდნენ თვალებში -იმიტომ რომ ეგ ოცნება შენ მომპარე! ისევე როგორც ჩემი გული, სიყვარული, თავმოყვარეობა და ღირსება-ხმა აუკანკალდა დაძაბულ გოგონას -ნეტავ... ნეტავ სხვა დროს სხვა სიტუაციაში გამეცანი... -გგონია ეს რამეს შეცვლიდა? შენ ასეთი ხარ... მხოლოდ ტკივილის მიყენება შეგიძლია სხვისთვის -ცდები... ასე არაა... -მიმტკიცებ რომ გიყვარვარ...რომ შეგიყვარდი და ნანობ ჩადენილს... მაგრამ ამ სიყვარულით მაინც ტკივილს მაყენებ! -თათია მე ასე იმიტომ ვიქცევი, რომ...უბრალოდ...შენი დაკარგვის მეშინია... -ისევ იგივეს იმეორებ... -იმიტომ რომ ასეა -უნდა წავიდე-გოგონა ფეხზე წამოდგა და მიტრიალდა, აღელევებულმა ბიჭმა მომენტალურად მაჯაზე ნაზად მოკიდა ხელი და შეეხვეწა -გთხოვ დარჩი -თათია ამ ხმამ, ტონმა და შეხებამ ადგილზე გაყინა -კიდევ რამდენიმე წუთით...-გოგონამ ძალა მოიკრიბა მისკენ მიიხედა და თვალებში ჩააშტერდა -ძალიან გთხოვ-არ მოეშვა ალექსი -კარგი-თათია მის გვერდით დაჯდა, ალექსმა მაშინვე ხელი გაუშვა, იმის მიუხედავად რომ არ ეთმობოდა -ხატვის სურვილი ისევ გაქვს?-უხერხული სიჩუმე ბიჭის ხმამ გაფანტა -რა თქმა უნდა...ზოგჯერ საშინლად მინდება ხოლმე რომ დავხატო-სევდიანად გაეღიმა -რატომ არ მითხარი, რომ ისევ გინდოდა ხატვა? -ამას შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს?-თათიამ მისკენ მიიხედა და სწორედ ამ დროს ამოვარდნილმა ქარმა მისი დაუმორჩილებელი, მუქი წაბლისფერი თმები სახეში შეაყარა დაბნეულ ბიჭს, რომელიც ცოლის სიახლოვით, სურნელით და შეხებით ისე გაბრუვდა რომ ძლივს მოუყარა სათქმელ სიტყვებს თავს -ააქვს... იმიტომ, რომ შენ ჩემთვის, ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი გახდი... -გთხოვ თავიდან არ დაიწყო-გაბრაზდა თათია -კარგი მაპატიე-ალექსანდრემ ოდნავ ათრთოლებული თითებით სიგარეტი და სანთებელა ამოიღო შარვლის ჯიბიდან, წვალებით მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა -ამ საღამოს გაცნობის საღამო გვაქვს დედაჩემის ახალ პარტნიორ ფირმასთან და მინდა რომ შენც წამოხვიდე-სხვა თემაზე გადავიდა მარტივად, რომ თათია ისევ არ გაჰქცეოდა -რომ არ წამოვიდე შეიძლება? -რა თქმა უნდა... მაგრამ მე ძალიან მინდა რომ ამ საღამოს შენ, ჩემს გვერდით იყო... -ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ბედნიერი ცოლ-ქმარი ვიყოთ და შენ, მე მართლა რამეში გჭირდებოდე -რომ მჭირდები ზუსტად ამიტომ ხარ ჩემს სახლში, გძინავს ჩემს საწოლში ჩემი ცოლის სტატუსით!- მომღიმარი სახით მიაჩერდა ალექსი საყვარელი გოგონას ალეწილ სახეს, რომელიც ჯერ ძალიან გაბრაზდა მის ამ სიტყვებზე, მერე კი თავისდაუნებურად მაინც შეეპარა ღიმილი და გაეცინა -აქ მთავარი სიტყვა გავიწყდება ფიქტიური!-მაინც გაუფუჭა განწყობა ქმარს, მწარე სიტყვებით -ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის... მთავარია რომ შენ ჩემი ცოლი გქვია!-ბრაზნარევი ტონით უთხრა ბიჭმა და თვალებში ჩააცქერდა მომღიმარ გოგონას, რომლის სახეზეც აშკარა ირონია კრთებოდა -ერთი წლის მერე წავალ შენი ცხოვრებიდან და თან სამუდამოდ! -მის ხმაში გაჟღერებულმა თავდაჯერებულობამ და სიმკაცრემ ალექსი გააღიზიანა -ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ-მხოლოდ ეს უთხრა ნაწყენი ტონით და მთის წვერიდან ამომავალ ოქროსფერ, ბრჭყვიალა, მზეს გახედა, რომელიც ჯერ კიდევ მკრთალი, ნაზი სხივებით მაინც ახერხებდა რომ საბოლოოდ გაეფანტა ღამის სიჩუმე, სიბნელე და იდუმალება. ლილე ძალიან გაბრაზებული სახით უყურებდა ბექას, რომელი ირონიულ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, გოგონას ქცევიდან გამომდინარე -უკვე მერამდენე ღამეა შენ და ალექსი იკარგებით... ტელეფონიც ორივეს გათიშული გაქვთ... შეილძება გავიგო სად და ვისთან ერთად ათენებთ ღამეებს? -არ შეიძლება!-უმალ დასერიოზულდა ბექა -ასე რატომ მექცევი?-ასლუკინდა მოულოდნელად ლილე -როგორ გექცევი?-უცნაურად ჩაეცინა ბექას -აი ასე! საშინლად! -ეჭვიანობ?-ირონია გაერია ბიჭს ხმაში -ვერ გიტან!-გულწრფელად უთხრა გოგონამ და მიტრიალდა რომ სახლში შესულიყო -ლილე-გაეცინა ბექას -ვინმე გყავს? მასთან მიდიხარ ხოლმე ყოველ ღამე? -თუ გაინტერესებს მაქვს თუ არა ვინმესთან სე.სი გეტყვი რომ კი-უთხრა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და თავისკენ შეატრიალა ატირებული გოგონა -მეზიზღები-ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე გოგონას და მისი ხელებიდან თავის დახსნა სცადა -ლილე მომისმინე-ბექას მაინც ეცინებოდა მის ასეთ ქცევაზე -მაგრამ... -არ მინდა არაფრის მოსმენა! აღარ მინდა!-აყვირდა მოულოდნელად -მაგრამ!-გაბრაზებული ტონით გააგრძელა ბექამ -მას მერე რაც მე და შენ შეიძლება ჩავთვლოთ რომ ერთად ვართ არავინ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და არც იქნება! იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და არ მინდა გული გატკინო -შენი არ მჯერა-ატირდა ისევ ლილე -შენ ჩემი პატარა, სულელი გოგო ხარ-გეცინა ბიჭს და მაშინვე გულში ჩაიკრა -შენი არ ვარ!-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და თავი ასწია -ხაარ!-დაჟინებით გაიმეორა ბექამ და ცხვირზე აკოცა -ვერ გიტან-დაუბღვირა და ბიჭის სახეზე ირონიული ღიმილი რომ გაკრთა დაამატა- ოღონდ მართლა -მჯერა -აუტანელო- ასე ჩახუტებულები იდგნენ კარგა ხანს და მხოლოდ მაშინ მოვიდნენ აზრზე, როცა მართამ თავისი შავი ემ ელის ჯიპი შეაქანა ეზოში და მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა, მაშინვე ცივად მოშორდა წყვილი ერთმანეთს და გაცოფებულ ქალს მიაჩერდნენ, რომელმაც მკვლელი მზერა ესროლა მათ და სახლში ისე შევარდა რომ ხმა არ გაუცია არცერთისთვის. ალექსანდრეს გაოცება საზღვარი არ ჰქონდა როცა დაბლა ჩასულ თათიას ჰკიდა თვალი, რომელიც წითელ გრძელ, ნაზ, ჰაეროვან და ძალიან ღრმად შეხსნილ კაბაში საოცრად გამოიყურებოდა, ქუსლიან ფეხსაცმელზე დგომაც ისე ძალიან აღარ უჭირდა და შესაბამისად თავისუფლად, თავდაჯერებულა და მშვიდად დადიოდა, გაშლილი მუქი წაბლისფერი თმა რომელიც წელამდე სცემდა და თითქმის სულ უფარავდა შიშველ ზურგს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებდა მის უზადო სხსულს. -საშინლად ლამაზი ხარ-ტუჩის კუთხე ჩატეხა, ირონიულად მომღიმარმა ბიჭმა და თვალებში ჩააცქერდა ცოლს -არ წავიდეთ?-გოგონას საშინლად ძაბავდა ქმრის ეს ზედმეტად აღფრთოვანებული მზერა. -ჰო წავიდეთ-გამოაცხადა მართამ და მკვლელი მზერა ესროლა რძალს, შემდეგ კი მისიდან მწვანე უღიმღამო სფეროები ბექაზე გადაიტანა, რომელიც წამით თვალს ვერ აშორდებდა შავ მოკლე და ზედმეტად გამომწვევ კაბაში გამოწყობილ ლილეს, რომელიც ზუსტად იგივე მზერით პასუხობდა საყვარელი მამაკაცის სიყვარულით სავსე მზერას- მე და ლილე ერთად წავალთ-მართამ შვილს ჩაკიდა ხელი და გარეთ ფქატიურად ძალით გაათრია. ალექსანდრე ძალიან დაჟინებული და გამიმწვევი მზერით უყურებდა ცოლს და გული ბედნიერებისგან გამალებით უცემდა, იმის გააზრება რომ ეს ძალიან ლამაზი, ნაზი, დახვეწილი, მომხიბვლელი და საოცარი გოგონა მისი ცოლი იყო, მისი საკუთრება, მისი ადამიანი, გულს უჩქარებდა, სისხლს უნღვრევდა და აგიჟებდა. ზუსტად იგივე მდგომარეობაში იყო ბექა და ამ ყველაფერს ისე ღიათ გამოხატავდნენ ბიჭები რომ მართას აღიზიანებდნენ. მას საშინლად არ მოწონდა პერსპექტიული სასიძო, თავისი მძიმე წარსულიდან გამომდინარე და თათიას ატანა ხომ საერთოდ არ ჰქონდა. -დალევ?-ალექსმა სასმლით სავსე ჭიქა გაუწოდა ცოლს, თათიამ მისდა გასაოცრად გამოართვა, ჭიქა მაშინვე ტუჩებთან მიიტანა და ნახევრად მშრალი, ტკბილი, წითელი ღვინო ნელა ჩაცალა, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია გაკვირვებული ქმრის სახისთვის და სანამ ალექსი გონს მოვიდოდა, ხელიდან ჭიქა ააცალა და ისიც დალია -საყვარელო, იცოდე ასე თუ გააგრძელებ მალე დათვლები-ალექსი მომღიმარი სახით მიუახლოვდა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -ჰოდა მეც სწორედ ეგ მინდა-არეული, თაფლისფერი თვალები შეანათ მომღიმარი სახით გოგონამ ქმარს და გამვლელ მიმტანს ააცალა ჭიქა -თათია ცუდად იქცევი-გაბრაზდა ალექსი, როცა გოგონამ მესამე ჭიქა ტუჩებთან მიიტანა -გეშინია? -უბრალოდ არ მინდა თავზე კონტროლი დაკარგო -არ დავკარგავ... წარსულის შეცდომას აღარ გავიმეორებ-ცინიკურად უთხრა გოგონამ და მესამე ჭიქა ნელ-ნელა ჩაცალა -ალექს, წამოდი ჩემი ახალი პარტნიორი მოვიდა უნდა გაგაცნო-მართამ შვილს მიუახლოვდა მომღიმარი სახით, სრულიად დააიგნორა რძალი, ბიჭს ხელკავი გამოსდო და მისი წაყვანა სცადა -შენ მიდი მასთან, მე და თათია მოგვიანებით შემოგიერთდებით ახლა მათი თავი არ მაქვს -მოხდა რამე?-შვილის ალეწილი სახიდან გაბრაზებულმა ქალმა მზერა რძალზე გადაიტანა, რომელსაც ისევ ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა ხელში- ამას რა ჭირს? -მოდი ამ საქმეში შენ ნუ ჩაერევი-გაღიზიანდა ალექსი და ცოლს მიაჩერდა მოღუშული სახით -იმედი მაქვს ამ საღამოს რამე სისულელეს არ ჩაიდენთ-თათიას გასაგონათ ზიზღით თქვა მართამ და სწრაფად გაეცალა მათ, გოგონამ თვალები აატრიალა და უაზროდ გაეცინა, დედამთილს პირველივე დღიდან სრულიად აიგნორებდა, რის გამოც გაცეცხლებული ქალი იგივე აგრესიით პასუხობდა მის ამ თავხედურ ქცევას, თანაცხოვრების მანძილზე არცერთხელ დალაპარაკებიან ერთმანეთს და შესაბამისად მათი ისედაც დაძაბული და ზიზღით სავსე ურთიერთობა უკიდეგანო სიძულვილამდე მივიდა. -ვიცეკვოთ?-მოულოდნელად ალექმს ჭიქა გამოართვა ცოლს, მაგიდაზე დადო და წელზე შეუცურა ცივი ხელი -საიდან მოიგონე?-დაუბღვირა გოგონამ-გგონია რადგან დავლიე ყველ სისულელეში აგყვები? -მაშინ რატომ დალიე?-არ დანებდა ალესი ცოლის აგრესიას -მინდა დავივიწყო რომ ყალბ ქორწინებაში ვარ და ყალბი ქმრის ყალბი ცოლი ვარ!-დაუჩურჩულა გოგონამ ზედმეტად ახლოს მდგომ ქმარს ზედ ტუჩებთან და ცინიკურად გაუღიმა -შენ თუ მოისურვებ...ეს ფიქტიური ქორწინება ნამდვილად გადაიქცევა ნებისმიერ, შენთვის სასურველ წამს...-ალექსანდრეს გამომწვევმა ტონმა გოგონა გააღიზიანა, მაგრამ ბიჭის თვლებში დანახულმა სურვილმა, გიჟურმა, თითქმის დაუოკებელმა და ძლივს შეკავებულმა სურვილმა რაღაც უცნაური და სასიამოვნო გრძნობათა ერთობლიობა გაფანტა მთელ მის სხეულში ,რომელმაც თავი სასურველ და საოცნებო ქალად აგრძნობინა რაღაც მომენტში -ძალიან გინდა, რომ ასე მოხდეს, ხომ ასეა?-ისევ გაკრთა გოგონას სახეზე ცინიზმი და ირონია -ვიცეკვოთ-ალექსმა დააიგნორა მისი კითხვა, დარბაზის ცენტრისკენ წავიდა და გაიყოლა ცოლიც, რომელსაც მეორე ხელიც შეუცურა წელზე და როგორც კი მოცეკვავე წყვილებშორის დაიკავეს ადგილი და სხეულზე მჭიდროდ მიიკრო -ასე ცეკვას ვერ შევძლებ-გაეღიმა თათიას და უღიმღამოდ დაადო მხრებზე ხელი , ბიჭმა სულ ოდნავ გაზარდა მანძილი საყვარელი გოგონას მთრთოლარე სხსულთან და მუსიკის ნაზ ჰანგებს აჰყვა მასთან ერთად -მინდა რომ დრო გაჩერდეს-ალექსი თვალებში ჩააცქერდა ცოლს -ამ შესაძლებლობის შანსი დიდი ხნის წინ დაკარგე -დანებებას მაინც არ ვაპირებ -კარგია იმედი მაინც რომ ცოცხლობს შენში...- სევდიანი სახით უთხრა გოგონამ -იმიტომ რომ მე იმედიც დავკარგე იმ ღამეს... ყველაფერი დავკარგე... შენს გამო დავკარგე...-თათიამ ვეღარ გაუძლო ალექსთან სიახლოვეს და ხელები გაუშვა- გთხოვ შეწყვიტე -თავს ცუდად გრძნობ?-დაიძაბა ბიჭი და მაშინვე მოაშორა ხელები მის ზურგს -შენთან ვგრძობ თავს ცუდად და მხოლოდ შენს გამო!-გაუბრაზდა თათია ქმარს და მიტრიალდა -თათია გთხოვ ასე ნუ იქცევი-ალექსი გვერდით მიჰყვა ცოლს და მასთან ერთად გავიდა აივანზე, სადაც არავინ იყო მათ გარდა -მინდა რომ თავი დამანებო-გაცეცხლებული გოგონა მისკენ მიტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა -შენ ჩემი ცოლი ხარ!-გაღიზიანდა ალექსი -ფიქტიური! -მაგრამ მაინც ცოლი! -გეყოფა -ერთი შანსი... მხოლოდ ერთი... მეტს არაფერს გთხოვ... საერთოდ არაფერს... -ვერ ხვდები რომ აზრი არ აქვს? -ააქვს... -გთხოვ თავი დამანებე -მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ... მხოლოდ ჩვენი სიყვარულის სახელით გთხოვ მხოლოდ ერთ და უკანასკნელ შანს-აღელვებული ალექსი ცოლს მოღუშული სახით მიაუხლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -თათია მე შენ ძალიან მიყვარხარ-მისი სახე ხელებში მოიქცია და იმდენად მიუახლოვა სახე რომ ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე, გოგონას მომენტალურად შეუწყდა გულისცემა და სუნთავა გაუჩერდა -გთხოოვ-მხოლოდ ეს ერთი სიტყვა აღმოხდა თვალებ აწყლიანებულ გოგონას და როცა ბიჭის ცხელი ტუჩები მიეწება ათრთოლებულ ტუჩებზე თავისდაუნებურად, ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე, ეს წამიერი ტკივილით და სევდით გაჟღენთილი კოცნა იმავე წამს დაასრულა ალექსმა,ცრომელმაც გულში ჩაიკრა ატირებული ცოლი და თავზე აკოცა -მაპატიე, მაპატიე-უთხრა ჩურჩულით და უფრო ძლიერად შემოხვია ხელები -აღარ განმეორდება... -გამიშვი-თათიამ მკერდზე მიაბჯინა ხელები, ბიჭმა უმალ გაიშვა და შეშინებული თვალებით მიაჩერდა-სახლში წასვლა მინდა-უთხრა ხმა აკანკალებულმა გოგონამ -წავიდეთ, თუ შენ გინდა ახლავე წავიდეთ-ალექსმა სახიდან ცრემლები მოაშორა და სწორედ ამ დროს მოესმა ვანოს ცინიკური ხმა ზურგს უკნიდან -ალექსანდრე ჯიშკარიანო ყველა უბედურებასთან ერთად ცოლის ცრემლების მიზეზიც გახდი უკვე? -შე ნაბიჭვ.რო-გაავებული ბიჭი მისკენ შეტრიალდა და საჩხუბრად გაიწია მაგრამ თათია მაშინვე მკლავზე დაებღაუჭა ორივე ხელით -გთხოვ ეს არ გააკეთო-შეეხვეწა აღელვებული, დაბნეული ბიჭმა ცოლისკენ მიიხედა, მათი არეული თვალები ერთმანეთს შეხვდა -ცოლს დაუჯერე-ვანოს გამაღიზიანებელი ტონი და ქცევა ალექსმა სრულიად დააიგნორა რადგან თათიას სურვილი ახლა მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო -არ იდარდო კიდევ შევხვდებით და მერე გავსწორდებით -გთხოოვ-დაუჩურჩულა თათიამ ქმარს,რადგან ატყობდა რომ ალექსი უკვე წკიპზე იყო და უკანასკნელი ძალებით ცდილობდა თავი მოეთოკა -ლილე უკვე გავიცანი, შენისთანა შეუგნებელი სვანი სულაც არაა... თუმცა სანამ გავიცნობდი ისედაც მივხვდი ამას მისი სოც-ქსელებით, იმდენად თამამი სექსუალური და მიმზიდველია ფოტოებში -მოგკლავ-დაიღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა და ისევ მისკენ გაიწია მაგრამ თათიამ ისევ შეუშალა ხელი, ამჯერად წინ გადაეღობა, სახეზე ცივი თლილი თითები შეახო და თვალებში ჩააცქერდა ქმარს -გთხოვ ეს არ გააკეთო-ხმა აუკანკალდა -შიგნით შედი-ალექსი იმდენად გააგიჟა ვანოს სიტყვებმა რომ უკვე გრძნობდა თავს ვერ შეიკავებდა და არ უნდოდა თათიას მისი გაგიჟება ისევ ენახა -არ შევალ!-მკაცრად უთხრა და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთავა არეულ ქმარს -შენ კი ამ ავადმყოფთან არ იჩხუბებ -თათია მინდა რომ შიგნით შეხვიდე-ძლივს იკავებდა თავს ალექსი რომ არ გაგიჟებულიყო -არა -თათია -არ გაბედო! არ გაბედო!-თავალები დაუბრიალა გოგონამ-ვერ ხვდები რომ ძალით გაგიჟებს? -ამიერიდან ხშირად შევხვდებით ხოლმე ასე რომ ახლა, ცოლს დაუჯერე და მერე გავსწორდეთ... რადგან ჩვენი პრობლემა ერთი ჩხუბით ვერ გადაწყდება... ხომ ხვდები-ვანოს თავდაჯერებულობამ და ზიზღმა თათიაც კი გააღიზიანა -თუმცა ლილეს გამო შეიძლება დაგინდო კიდეც ნაბ.ჭვარო -ალექსანდრე-გოგონამ ქმრის სახე ხელებში მოიქცია -არ გაბედო და ეს არ გააკეთო, არ გააკეთო -კარგი-ალექსი როგორღაც ჩაცხრა კიბეები გიჟივით ჩაირბინა და ეზოში გავიდა რომ მოწოლილი ბრაზი და მრისხანება სხეულში დაეოკებინა -ნაბიჭ.არი ნაბიჭვ.რი-იყვირა ხელებ აკანკალებულმა ბიჭმა და შეშინებულ ცოლს გახედა -აქედან წავიდეთ -თათია შორი-ახლოს დადგა მასთან -არა უნდა გავიგო რა ესაქმება დედაჩემის მოწყობილ ამ ს.რულ წვეულებაზე და რატომ მითხრა კიდევ შევხვდებითო -გთხოვ ახლა არა... არ მინდა იჩხუბოთ -გპირდები თავს მოვერევი და მშვიდად ვიქნები -საშინელებები გითხრა... არ მჯერა რომ არაფერს ავნებ -თათია გპირდები რომ შენს გამო ახლა არაფერს გავაკეთებ... -ალექსანდრე მეშინია-აღელდა თათია, კარგად ახსოვდა მისი და მამამისის საშინელი ჩხუბი, ის ემოციები განცდები და სიმწარე რისი გადატანაც იმ ღამეს მოუწია, ძალიან ეშინოდა ახლაც იგივე არ მომხდარიყო, იგივე ზიზღს, აგრესიას და დაუნდობლობას არ გაეღვიძა ალექსანდრე ჯიშკარიანის ბნელ გულში. -რამდენიმე წუთი მხოლოდ და წავალთ -არა -შენს გამო-აღელვებულმა ბიჭმა წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი, აკანკალებულ ხელებში მოიქცია გოგონას წაშლილი სახე და თვალებში ჩააცქერდა -შენს გამო-მხოლოდ ეს უთხრა შემდეგ ხელი ჩაკიდა და შენობაში შეიყვანა. საშინელი სიგიჟის ტალღამ გადაუარა ალექს როცა მოცინარ ლილესთან დაინახა ვანო, რომელიც მასთან ზედმეტად ახლოს იდგა და რაღაც ამბავს უყვებოდა გატაცებით, ლილე კი გულიანად კისკისებდა -ნაბიჭვ.რი-ალექსმა ნაბიჯი წადგა მათკენ, მაგრამ თათიამ ძლიერად მოუჭირა თლილი თითები ხელზე -შენ დამპირდი -ბექა უნდა ვიპოვოთ-ალექსმა მეორე სართულზე აიყვანა ცოლი, მეგობარს დაურეკა და რომ გაიგო სადაც იყვნენ ის და მართა ,სწრაფად წაიყვანა თათიაც იქ. მოღუშული სახით მიაჩერდა ბექას, რომელიც საბუთებში თავჩარგული გაცხარებული ეკამათებოდა ქალს -ვინმე ამიხსნის აქ რა ჯანდაბა ხდება? -დედაშენმა თურმე ვანოს ძმასთან, ლევანთან გააფორმა ხელშეკრულება -რა?-ლექსი გიჟივით მივარდა მათთან და საბუთები ხელიდან წაგლიჯა ორივეს -სწრაფად ჩაათვალიერა და მკვლელი მზერით მიაჩერდა დედას -რა ჩაიდინე? ხვდები რა გააკეთე? -რა ჩავიდინე?-აყვირდა გაცოფებული მართა-კარგი პირობები შემომთავაზეს, მასალის ტრანსპორტირებაზე და... -გავგიჟდები... გავიგიჟდები, ახლა ჭკუიდან გადავალ-აყვირდა ალექსი -რა გაგიჟებთ ვერ ვხვდები -ის გვაგიჟებს რომ ჩვენს გარეშე უფლება არ გქონდა ასეთი რამ გეგეკეთებინა!-იმხელა ხმაზე დაუღრიალა ალექსმა დედას რომ შეშინებული თათია ადგილზე შეხტა მოულოდნელობისგან -თუ გავიწყდება გეტყვი რომ ეს ფირმა ჩემი ძმის ფულებით ჩამოაყალიბე! -ყოველდღე მახსენებ და ეგ როგორ დამავიწყდება!- დაუღრიალა ბოლო ხმაზე გაავებულმა ბიჭმა -მინც რა გაგიჟებს?-ავარდა მართა -ამის დედაც, ამის დედასაც შევ.ციიი-იღრიალა ისევ ალექსმა და საბუთები ჰაერში გაფანტა -მორჩა გესმის? ყველაფერი მორჩა! ახლა ეს ძმები ჩვენს ფირმას ჩვეულებრივად დედას მოუტყ.ავენ -ალექს დაწყნარდი რა-გაბრაზდა ბექა, რომელიც ფეხზე წამოდგა და უღიმღამოდ დაიწყო გაფანტილი საბუთების შეგროვება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.