შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 22 თავი


24-06-2021, 14:01
ავტორი ნეაკო
ნანახია 6 444

დაბლა ჩასული ბექა, მოღუშული სახით უყურებდა ლილეს, რომელიც ვანოსთან ზედმეტად ახლოს იდგა და მომღიმარი სახით თვალს არ აშორებდა მის ცისფერ თვალებს, გაბრაზებული ბიჭი მოულოდნელად თავზე წამოადგა მათ, გოგონას უხეშად წაავლო მკლავზე ხელი და გარეთ გაიყვანა
-მე შენ რა გითხარი?-ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბექამ დაბნეულ ლილეს
-ხელი გამიშვი
-ხომ გითხარი მაგ ნაბ.ჭვარს ახლოს არ
გაეკარო-მეთქი?
-მტკივა-გოგონამ უხეშად გაითავისუფლა მკლავი და უკან დაიხია -თავი ვინ გგონია?
-ლილე არ გინდა! არ გინდა!
-ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი! შენ არავინ ხარ ჩემთვის საერთოდ არავინ-ხმა აუკანკალდა აღელვებულ გოგონას
-ასე რატომ მელაპარაკები?
-მე თქვენ დაგინახეთ! დაგინახეთ-მოულოდნელად ცრემლები გადმოუცერდა გაფითრებულ ღაწვებზე უკვე მთელი სხეულით აკანკალებულ ლილეს
-რაღაც არასწორად გაიგე-გაბრაზდა ბექა
-ზუსტად ისე გავიგე როგორც უნდა გამეგო!
-მომისმინე
-არ მომეკარო!-ლილემ უკან დაიხია როგორც კი მისკენ ნაბიჯი წადგა ბიჭმა
-ნიცა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, საერთოდ არაფერს...
-არ მაინტერესებს... უფრო სწორად აღარ მაინტერესებს...
-ის კოცნა... ლილე არასწორად გაიგე ყველაფერი
-გეყოფა!
-რა ხდება აქ?-ვანო გავიდა აივანზე და ლილეს მიუახლოვდა -რატომ ტირი?-სახეზე შეახო ცივი თითები და ცრემლები მოაშორა
-ნუ ეხები-დაუღრინა გაცოფებულმა ბექამ და გიჟივით გაქანდა მათკენ -ნუ ეხები-იყვირა ისევ და ვანოს სახეში გამეტებით დაარტყა მუშტი
-ავადმყოფო! შეშლილო!-გაბრაზებულმა გოგონამ მკერდზე მიაბჯინა ხელები გაცოფებულ ბიჭს და უკან დახევა აიძულა -მორჩა გესმის? ყველაფერი მორჩა ჩვენს შორის!-უყვირა ბოლო ხმაზე და ხელახლა გადმოცურებული ცრემლები ათრთოლებული თითებით მოიშორა სახიდან
-ლილე არასწორად გაიგე... ნიცამ თავად მაკოცა... ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს, საერთოდ არაფერს...
-ეს ხომ მაინც გავიგე სწორად?-ვანოზე მიუთითა აღელვებულმა გოგონამ, თან ბიჭს ხელკავი გამოსდო და კიბეებისკენ წაიყვანა
-ლილე გთხოვ ეს არ გააკეთო! მასთან ერთად არ წახვიდე! შეცდომას უშვებ!-იღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა ბოლო ხმაზე მაგრამ მათთან მისვლა ვერ გაბედა, იცოდა თავზე კონტროლს დაკარგავდა, ვანოს სასტიკად გაუსწორდებოდა, ლილე კი ამ ყველაფერს თუ ნახავდა არ და ვერ აპატიებდა...
-ლილე სადაა?-ალექსი და თათია გავიდნენ გარეთ
-წავიდა
-რას ჰქვია წავიდა?
-იმ ნაბიჭვ.რთან ერთად წავიდა!
-ვანოსთან?-დააკონრეტა ალექსმა რადგან მისი გონება ვერ აკეთებდა იმის დაშვებას რომ ეს შეილძება რეალურად მომხდარიყო
-ჰოო იმ სი.რთან ერთად!
-რა მოხდა თქვენს შორის? ასე რატომ მოიქცა?- ალექსმა სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და როგორღაც ცივი გონებით ემსჯელა
-მე და ნიცა დაგვინახა-ჩაილაპარაკა სახე წაშლილმა ბიჭმა და გაბრაზებულმა სკამს მიარტყა ფეხი
-ხვდები ახლა რა ყლ.ობას მეუბნები?-ავარდა ალექსი და მოღუშული სახით მიაჩერდა თათიას- მაპატიე უბრალოდ თავი ვერ შევიკავე
-მე შიგნით შევალ -გოგონა იმავე წამს სასტუმროში დაბრუნდა
-ამის დედაც... ამ ღამეს ძალიან ცუდად ვიქცევი და თათია მგონი ისევ შევაშინე
-თქვენი გაცნობის პირველი ღამის მერე არ მგონია ჩვენგან რამე გაუკვირდეს
-მეგონა ლილესაც ვერ გააკვირვედი შენი სისულელებით და ვერ გააგიჟებდი მაგრამ...
-ალექს...ლილემ არასწორად გაიგო... ხომ იცი რომ ჩემსა და ნიცას შორის სერიოზული არაფერია
-ეგ მე კი არა ლილეს აუხსენი
-არც კი მომისმინა ისე წავიდა იმ ნაბ.ჭვართან ერთად
-კარგი ახლა შეეშვი... ხომ იცი რაც მეტად ეცდები მის დარწმუნებას უფრო გაჯიუტდება... დრო მიეცი დამშვიდდეს აზრზე მოვიდეს და მერე დაელაპარაკე
-მაინც არ დამიჯერებს ვიცი... მთელი საღამო თავს არ მანებებდა ნიცა და ლილეს ყურადღება მიიქცია
-მაგ გოგოსთან...რამე სერიოზული გაკავშირებს?
-არა-მეთქი ხომ გითხარი-ავარდა ბექა-მასთან, ნამდვილად არა...
-კარგი... მჯერა...ახლა სახლში წავიდეთ... ვნახოთ გაცოფებული ლილე როდის ინებებს დაბრუნებას...მის ძებნას აზრი არ აქვს ხომ ხვდები?
-სახლში წამოსვლა არ მინდა...
-ბექა მოდი, უფრო ნუ დაძაბავ სიტუაციას, ხომ ხვდები რომ ლილე ასე მხოლოდ, შენს საეჭვიანოდ მოიქცა... ხომ ხვდები რომ ვანოსთან მისი რამდენიმე საათიანი ურთიერთობა საზღვრებს არ გასცდება
-ამის გამო არ ვღალავ... უბრალოდ ახლა მარტო ყოფნა და დალევა მჭირდება
-თათია სახლში მივიყვანოთ და...
-არა. მარტო მინდა ყოფნა-ბექამ კიბეები ჩაირბინა და გიჟივით გავარდა ეზოში.
ლილე მთელი გზა ხმას არ იღებდა და უხმოდ ტიროდა
-გინდა სადმე მშვიდ ადგილას წაგიყვანო რომ აზრზე მოხვიდე?-შესთავაზა ვანომ
-არა სახლში მინდა
-კარგი როგორც გინდა-ბიჭმა გოგონას სურვილი შეასრულა და სახლში მიიყვანა.
ალექსანდრე ფარული ღელვა დალის ზარმა ჩაახშო, როცა მოახსენა, ქალბატონი ლილე სახლში მოვიდაო, ისე იყო დაბნეული და აღელვებული ამ ყველაფრის გამო, რომ გრძნობდა ნელ-ნელა როგორ კარგავდა კონტროლს საკუთარ თავზე, ამიტომ მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და ნელა გააჩერა
-მოხდა რამე?-დაიძაბა თათია
-უბრალოდ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ-მოღუშული სახით გახედა ალექსმა ცოლს
-ვანო ის ბიჭია ვისაც შენ ესროლე?-უკვე ვეღარ უმკლავდებოდა თათია ამდენ უცხო და უცნაურ ემოციას, ამიტომ საკუთარ თავთან დასმულ კითხვებზე პასუხები სჭირდებოდა აზრზე მოსასვლელად, რომლებზეც პასუხი იმხოლოდ ალექსანდრეს ჰქონდა
-ჰო, ის ბიჭია
-მძიმე მდგომარეობა ჰქონდა?
-საკმაოდ...გაუჭირდათ მისი გადარჩენა ექიმებს-ალექსმა საქარე მინას გაუშტერა თვალი, რადგან ძალა აღარ ეყო რომ გოგონას ზიზღით სავსე მზერას გამკლავებოდა.
-იმიტომ ესროლე, რომ პირველად მან გაგიმეტა თუ სახვა მიზეზებიც გქონდა?...
-ყველაფერი ერთად-ალექსმა გოგონასკენ მიიხედა, მათი თავალები ერთმანეთს შეხვდა
-არ ნანობ!-რაღაცნაირი იმედგაცურებული ტონით უთხრა თათიამ ქმარს და თავი დახარა
-მას რომ მიზნისთვის არ აეცილებინა... მე და შენ ახლა აქ არ ვიქნებოდით!-გაბრაზდა ბიჭი-ის მიიღო რაც დაიმსახურა!
-აღარ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა -თათია მანქანიდან გადავიდა, კარი მიაჯახუნა და ცარიელ, ცივ , უკუნეთ სიბნელეში, შორს მოკიაფე, ყვითელ აციმციმებულ წერტილებს გაუშტერა თვალი, რომელიც სავარაუდოდ უცნობი ადამიანების თბილი სახლებიდან გამოქცეული ,,სინათეეელეები" იყო
-თათია -გარინდებულ გოგონას შორიდან ჩაესმა ბიჭის ჩამწყდარი ხმა, რაღაცნაირად გული ეტკინა... ამიტომ თვალები დახუჭა რამდენიმე წამის განმავლობაში და ასე სცადა გაჰქცეოდა იმ სიცარიელეს, სიცივეს და შიშებს რაც მის სხეულში ერთნაირი ძალით იფანტებოდა, მოულოდნელად ამოვარსნილმა ქარმა კიდევ უფრო გააცია მისი გაყინული სხეული და მოულოდნელად გააჟრჟოლა, ამიტომ მრებზე მჭიდროდ მიიდო ცივი ხელები და ასე სცადა ბუნების სისასტიკესთან გამკლავება, უეცრად მთელს სხსულში სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა რადგან ალექსანდრემ თავისი მოსაცმელი მოახვია ათრთოლებულ მხერებზე, შემდეგ კი შიგნით მოყოლილი, წაბლისფერი, დაუმორჩილებელი და ბზინვარე ტალღები, ნაზად გადმოატარა ზემოდან თავისი ცივი, თლილი თითებით
-ასე ნუ იქცევი-დაიჩურჩულა გოგონამ და სცდა რომ როგორღაც აჩქარებული გულისცემა დაემორჩილებინა
-არაფერი თქვა... -მოულოდნელად ზურგიდან აეკრო აღელვებული ბიჭი საყვარელი გოგონას ჯერ კიდევ მოცახცახე სხეულს, მუცელზე ნაზად შემოხვია მძიმე ხელები და ცხვირი მის თმებში ჩარგო
-ალექსანდრე-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ქმრის შეხებით, სურნელით და სითბოთი გაბრუელბულმა გოგონამ და ხმა ჩაუწყდა, რადგან მოწოლილ მძინე ემოციებთან გამკალებას ვეღარ ახერხებდა ვერც ფიზიკურად და ვერც მორალურად
-არ გამიბრაზდე... გთხოვ-დაუჩურჩულა ყურში სუნთვა აჩქარებულმა ბიჭმა და გაუაზრებლად მიაწება ცხელი ტუჩები გაყინულ საფეთქელზე, თათიას უცნაურმა, გიჟურმა და სიამოვნების გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში და გააჟრჟოლა
-გთხოვ-აღმოხდა თავგზააბნეულ გოგონას და ისევ ჩაუწუდა ხმა
-სულ რამდენიმი წუთით-დაუჩურჩულა ყურში და ამჯერად ცხელი ტუჩები ყელზე მიაწება
-ცუდად იქცევი
-მაგრამ ჩვენ ეს, ორისვეს მოგვწონს
-ალექსანდრე!-გაუბრაზდა თათია
-მიყვარხარ
-გთხოვ არ გინდა
-ძალიან მიყვარხარ-გატაცებით უთხრა და თავზე აკოცა, უცნაური, სასიამოვნო და უჩვეულოდ მშვიდი სიჩუმე ჩამოწვა, აი ისეთი სულს რომ წამლად ედება ხოლმე და ამ უცნაურად ბედნიერი, სიჩუმის, წუთების დასრულება არ გინდება ხოლმე ადამიანს
-სახლში წასვლა არ მინდა-ხმა დაბალი ტონით თქვა გოგონამ
-სად გინდა რომ წავიდეთ?
-არვიცი-მხრები აიჩეჩა გოგონამ-ყველასგან და ყველაფრისგან შორს... აქედან ძალიან შორს
-ნებისმიერ ადგილას გამომყვები?-მოულოდნელად მოშორდა ალექსი საყვარელი გოგონას სხეულს და მის წინ დადგა, თათიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქინია
-მაგრამ ლილე?
-ახლა ლილე არავის დაგველაპარაკება... ასეთია, თავის თავში იკეტება და სანამ არ გადაუვლის სიგიჟეები ახლოს არავის იკარებს...არავის ეკონტაქტება... აზრი არ ქვს ძალის დატანებას მერე უარესად იქცევა ხოლმე...
-იმიტომ რომ სიყვარული აკლია და ასე ცდილობს ყურადღება მიიქციოს-მოწყენილი ხმით უთხრა თათიამ ქმარს
-ახლოს არავის გვიკარებს ხოლმე...
-იმიტომ რომ აზრს ვერ ხედავს... რადგან თქვენგან ვერ გრძნობს სათანადო ყურადღებას, სითბოს და სიყვარულა... ჰგონია რომ ყველა თქვენი გრძნობა ყალბია...
-შენც ასე ფიქრობდი მთელი ბავშვობა?
-სწორედ ასე...
-ფიქრობ რომ ცუდი შვილი, ცუდი ძმა და ცუდი ქმარი ვარ?
-ვფიქრობ რომ სინამდვილეში შეშინებული, მარტოსული, ცხოვრებაზე დაბოღმილი, მიტოვებული ბავშვები ვართ, რომლებიც დღემდე ვეძებთ იმ სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას გარს შემო, რაც ჩევნმა მშობლებმა დაგვაკლეს თავის დროზე, რატომღაც ვერ და არ გაიმეტეს... ან უბრალოდ ასე ესმოდათ მშობლობა, სიცივის, გულგრილობის და სიმკაცრის გამოხატვით
-ახლა უკვე გვიანია მათ გულცივობაზე ღელვა, უკვე დიდები ვართ-გაეცინა ალექს
-ბექა? მის გვერდზე ყოფნა არ გინდა შენ?
-როცა მეუბნება რომ მარტო ყოფნა უნდა ესე იგი ასეა და მე არფერში ვჭირდები...უფლებას მაინც არ მომცემს ახლა რომ მის გვერდით ვიყო... სულ ასე იქცევა როცა ძალიან უჭირს ხოლმე... რომც ვეძებო მაინც ვერ ვიპოვი...აზრიც არ აქვს მასთან და ლილესთან ლაპარაკს... ეს მათი პირადია და ზედმეტად ვერ შევიჭრები ამ საკითხში...
-კარგი... თუ ასეა... და არცერთს არ სჭირდები... მაშინ წავიდეთ?
-ჰო.
მართამ ლამის კარი ჩამოუღო ლილეს, მაგრამ გოგონამ როგორც მოსალოდნელი იყო მაქსიმალურად დააიგნორა დედა, გათიშული ტელეფონიც იქვე ტუმბოზე მიაგდო, საწოლზე პირქვე დაემხო უკვე მეორედ, თავი ბალიშებში ჩარგო და ისევ ატირდა, ასე ერჩია, თავისთვის, მარტო, ჩუმად უხმოდ გადაეტანა ტკივილი, პრობლემები, იმედგაცრუება, რადგან საყვარელი ადამინაბისგან მიღებული გულგრილი თანაგრძნობა, ყოველ ჯერზე უფრო ამწვავებდა მის მდგომარეობას.
თათიას არ უკითხია ალექსისთვის სად მიდიოდნენ, არ აინტერესებდა, მისთვის მთავარი ის იყო რომ ყველასგან და ყველაფრისგან შორს ყოფილიყო, დიდი ხნის სიარულის გამო გზაში ჩაეძინა და ვერ გაიაზრა როგორ, როდის და რანაირად აღმოჩნდნენ სვანეთში, როცა თვალები სუსტად გაახილა და მიხვდა რომ უკვე თენდებოდა თან მანქანაში იყო ჯერ ისევ, რომელიც ცარიელ გზატკეცილზე მაღალი სიჩქარით მიდიოდა დაიბნა
-დილა მშვიდობისა-სულ ერთი წამით მიიხედა ალექსმა გოგონასკენ და გაუღიმა
-სად მივდივართ?
-მესტიაში
-რააა?-აღმოხდა გაოცებულ გოგონას და ინტერესით მოათვალიერა გარემო
-მოგწონს?
-ძალიან-გოგონამ განცვიფრება ვერ დამალა, სვანეთის ბუნების სილამაზის, დახვეწილობის და სიმშვენიერის შემხედვარემ
-ჯერ ძალიან დაბლა ვართ... ზემოთ კიდევ უფრო განსაკუთრებული სანახაობა გელოდება
-ძალიან შორს ვართ მესტიიდან?
-საკმაოდ... ჰო მართლა მთელი ღამე ვფიქრობდი... არც კი შეგიმოწმებია გუშინ სად ჩაირიცხე... არ გაინტერესებს?
-გულწრფელად გეტყვი და არა... ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს... მოგვიანებით ვნახავ შედეგებს... ახლა საერთოდ არ მაქვს სურვილი სვანეთის გარდა სხვა რამეზე რომ ვიფიქრო და ხასიათი გავიფუჭო.
-მიხარია რომ ჩემმა მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამ ჯერად მაინც გაგაბედნიერა
-ვარ ვუარყოფ, მართლა გამაბენიერე-ერთმანეთისკენ მიიხედეს, მათი აციმციმები თვალები წამიერად შეხვდა ერთმანეთს.
მართა მთელი დღე ცოფებს ყრიდა, ვერაფრით მოინელა იმ ამბავი რომ ალექსმა ცოლი მეტიაში წაიყვანა დასასვენებლად მასთან შეუთანხმებლად, მისი ნებართვის და სურვილის გარეშე... ვერც იმას რომ ლილე ოთახიდან ცხვირს არ ჰყოფდა და მთელი დღე აიგნორებდა მას, ვერც იმას რომ ბექა უბრალოდ დაიკარგა, ტელეფონი გათიშა და ფირმის საქმეები ბოლომდე მას შეატოვა ყველამ.
თათია მომღიმარი სახით მიაჩერდა დიდი შავი ჭიშკრის გაღებისას დანახულ სახლს, რომელიც ზედმეტად პატარა, დახვეწილი, გემოვნებიანი და ლამაზი სრულ ჰარმონიაში იყო, სვანეთის ბუნებასთან, არქიტექტურასთან და თანამედროვეობასთან...
-შენი გემოვნებით ააშენებინე?-ვერ მოითმინა და მაინც ჰკითხა
-ჰო
-ესე იგი თბილისის სახლი თავიდან ბოლომდე დედაშენის გემოვნებითაა აშენებული და მოწყობილი?-შეიცხადა თათიამ
-ასე რატომ გაგიკვირდა?-გაეცინა ბიჭს და მანქანიდან გადავიდა -ასე ძალიან განსხვავადება ჩემი და დედას გამოვნება?
-ძალიან გეწყინება თუ გეტყვი რომ კიი?-დაინტერესდა თათია და ისიც გადავიდა მანქანიდან
-კარგი ვაღიარებ რომ ამ საკითხში დედაჩემი მაგარი უგემევნოა
-მე ეგ არ მითქვამს
-მაგრამ იგულისხმე
-საწყენად არა... უბრალოდ ავღნიშნე...
-არ მწყინს-გაეცინა ალექს და სახლის კარი გააღო- არ შემოხვალ?-სიცივისგან აკანკალებულ გოგონას მიაჩერდა არეული თვალებით, თათიამ არაფერი უპასუხა და ღია კარში მშვიდად შევიდა, სახლის შიდა ინტერიერმა კიდევ უფრო გააოცა, იმდენად გამოვნებიანი, დახვეწილი და გარაციოზული იყო ყველაფერი... მისი ყურადღება კედელზე დაკიდულმა დაბეჭდილმა ნახატმა მიიქცია
-ეს?-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და დაბნეული მიაჩერდა ჩარჩოში ჩასმულ ნახატს
-ეს ის არის რასაც შენ ფიქრობ-ცოლს, ზურგს უკნიდან მიუახლობდა დაძაბული ბიჭი და ყურში ჩასჩურჩულა - მაშინ როცა არც კი მიცნობდი... შენს წარმოსახვაში, გაუაზრებლად ჩემს თვალებს ხატავდი...
-სად ნახე ეს ნახატი?-სულ აერია თავში ყველაფერი თათიას
-პირველი, გაცნობის დროს, ჩემთან დაგრჩა მობილური და ჩანთა... გახსოვს?
-და შენ რა თქმა უნდა ყველაფერი გადაამოწმე ჩემს მობილურში
-კი ასეა-დაეთანხმა ბიჭი -შენი ეს დაუსრულებელი ნახატიც იქ ვნახე... ძალიან მომეწონა ამიტომ დავაბეჭდინე... იმედია არ გამიბრაზდები
-მამამ ყველა ჩემი ნახატი გადამიყარა... ახლა ეს რომ დავინახე რაღაცნაირად გული მეტკინა
-ისევ დახატე-ალექმა თავისკენ შეატრიალა დაძაბული გოგონა და თვალებში ჩააცქერდა -ისევ დახატე ჩემთვის...ჩვენთვის... ჩვენი სიყვარულისთვის
-ალექსან...-რაღაცის თქმას აპირებდა თათია მაგრამ ბიჭმა უფლება არ მისცა, ტუჩებზე ნაზად მიადო თითები და შუბლი მის შუბლს მიაბჯინა
-არაფერი თქვა...გთხოვ... ამ ლამაზ წუთებს ნუ გავაფერმკრთალებთ უფერული სიტყვებით
-მეე...
-შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ-გაუღიმა ალექსმა და გულში ჩაიკრა დაბნეული გოგონა.
სამზარეულოში ტრიალი თათიაზე მარჯვედ ალექს ეხერხებოდა, შესაბამისად მას მოუწია სადილის მერე ვახშმის მომზადებაც
-ვინ გასწავლა ასე კარგად საჭმლის მომზადება? დარწმუნებული ვარ ქალბატონი მართასგან არ გექნება ეს ყველაფერი ნასწავლი
-ბიძაჩემმა მასწავლა... იმას თავის ბელგიელმა ცოლმა
-მიკვირს
-გიკვირს რაღაც კარგიც რომ მასწავლეს ადეიშვილებმა?-გაეცინა ალექსს
-გთხოვ სხვა თემაზე ნუ გადადიხარ
-კარგი-დაეთანხმა ბიჭი და შემწვარი, ოქროსფრად მოელვარე კარტოფილი ტყემალთან ერთად მაგიდაზე დადო -იმედია პურის დაჭრა მაინც გეხერხება
-არც ისე
-მგონი ძალიან შეიფერე ჩემი მზრუნველობა?-ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ბიჭს და გაბუტულ ცოლს ზედმეტად მიუახლოვდა
-რატომაც არა-მაინც ნაწყენი ტონით უთხრა და გვერდზე წადგა ნაბიჯი
-თათია-ალექსმა წელზე შეუცურა ხელი და თავისკენ მიიზიდა დაბნეული გოგონა -ძალიან მიყვარხარ- დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და მომღიმარი სახით ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში-ნუ იძაბები-უთხრა კარგა ხნის ფიქრის მერე და ტუჩის კუთხეში აკოცა
-გეყოფა-გაუბრაზდა გოგონა და ხელიდან გაუსხლტა.
ვახშამმა მშვიდად ჩაიარა, თითქმის არ ულაპარაკით, მათი უღიმღამო განწყობა ელექტრო ენერგიის მოულოდნელმა გამორთვამ უფრო გაამძაფრა, სანთლის შუქზე ერთმანეთის ცქერამ კი გაამხიარულა ორივე, მაგრამ მალე ესეც მოწყინდათ
-თათია შენ საძინებელში დაიძინე, მე აქ დივანზე დავწვები
-არ მინდა-იუარა გოგონამ
-პირიქით გირჩევნია?
-არა
-აბა? ღამის გათენებას მთავაზობ? სანთლები მალე ჩაიწვება და უკუნეთ სიბნელეში არც ისე რომანტიული იქნება ეს დამიჯერე
-იქ ვიქნები სადაც შენ-ჩურჩულით თქვა გოგონამ და თავი დახარა
-სიბნელის გეშინია?-შეიცხადა ალექსმა და გიჟივით გაეცინა
-მართალი ხარ, ერთადერთი აქ ვისიც და რისიც უნდა მეშინოდეს შენ ხარ-ავარდა თათია და მიტრიალდა
-კარგი ნუ მიბრაზდები-მაჯაზე ხელი წაავლო ბიჭმა მიბრუნებულ გოგონას და თავისკენ შეატრიალა
-გამიშვი-ალექსანდრესთან ზედმეტმა სიახლოვემ ოდნავ დაძაბა ისედაც აღელევებული თათია
-ახლა, როცა ვიცი, რომ სიბნელის გეშინია ხელს ვერ გაგიშვებ-ორაზროვნად უთხრა ბიჭმა უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეული
-ალექსანდრე გეყოფა-თავი გვერდზე მიატრიალა გაბრაზებულმა გოგონამ რადგან ბიჭის ცხელი, ნაცნობი და საყვარელი სურნელი სახეზე რომ მიეფრქვია გაბრუვდა
-სად დავიძინოთ?-საქმიან მოლაპარაკებაზე გადავიდა ბიჭი
-სადაც გინდა იქ დაიძინე... უბრალოდ მეც იმ ოთახაში ვიქნები
-როგორც ჩანს გინდა ისევ ხელში აგიყვანო ჩაძინებული და საწოლში ისე დაგაწვინო?-ჩაეკითხა ცინიკური ღიმილით
-ღმერთო რა აუტანელი ხარ-თათიამ თვალები აატრიალა და ხელიდან გაუსხლტა
-შენი ნებით დაიძინებ ჩემს გვერდით თუ ხელში აყვანილმა...
-შენს გვერდზე დაძინებას არ ვაპირებ, სავარძელშიც მშვენივრად დავიძინებ!
-ამ ღამეს შანსი არ გაქვს! ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა!-გამარჯვებულის იერით გამოაცხადა ბიჭმა და დაჟინებით ჩააცქერდა ცოლს ამღვრეულ თვალებში
-ცდები! შენ როგორც გინდა ისე აღარაფერი იქნება აღარასოდეს! ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა!-უცნაური გამყინავი ხმით უთხრა თათიამ, იქვე სავარძზელზე დაჯდა, ალექსის მოსაცმელი მოიხვია და მზერა გაუსწორა ერთ ადგილზე მიყინულ ბიჭს
-ეს მუქარაა?-ავარდა ალექსი
-როგორც გინდა ისე გაიგე
-მომავალში არ ვიცი რა და როგორ იქნება... არც მაინტერესებს...ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ მე შენ გაგიჟებით მიყვარხარ და შენზე უარს არასოდეს ვიტყვი
-ეს სიყვარული მხოლოდ ტკივილს მოგაყენებს შენ...მერწმუნე-თათიას ხმაში ოდნავი თანაგრძნობა კი არა საერთოს არანაირი გრძნობა არ გაჟღერდა და ამან ალექსანდრეზე საშინლად იმოქმედა
-ცდები... შენც იმდენად გეტკინება რამდენადაც მე...
-ძილი ნებისა-მხოლოდ ეს უთხრა და თვალები დახუჭა
-დილით როცა ჩემს მკლავებში გაგაეღვიძება ვნახოთ ძალა გეყოფა თუ არა იყო ისევ ასეთი სატიკი და დაუნდობელი!-მუქარა ნარევი ტონით უთხრა ბიჭმა და დივანზე გაბრაზებული ჩამოჯდა
-მთელს ღამეს გავათენებ იმის გამო რომ შენ არ მომეკარო
-სულ ტყილად-გაეცინა ალექს, თავი დივნის საზურგეზე დადო და თვალები დახუჭა.
გვიან ღამე, მძინარე თათიამ იგრძნო ალექსანდრს ცივი, ძლიერი ხელების შეხება სხეულზე, გააცნობიერა კიდეც რომ ხელში აიყვანა, მაგრამ იმდენად ეძინებოდა, იმდენად დაღლილი იყო და იმდენად სასიმოვნო ეს ყველაფერი რომ არ გაუპროტესტებია, თუმცა როცა ალექსმა საწოლში დააწვინა, საბანი დააფარა გაყინულ სხეულზე და თავადაც იქ დაწვა, მომენტალურად გაახილა თვალები, სანამ რამეს ეტყოდა და აზრზე მოვიდოდა ბიჭი ზურგიდან აეკრო, მუცელზე შემოაჭდო მძიმე ხელი, ცხვირი მის თმებში ჩარგო და თვალები დახუჭა
-რას აეკთებ-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას
-დაიძინე-ყურთან ახლოს დაუჩირჩულა მისი შეხებით და სურნელით გაბრუებულმა ბიჭმა, მეორე ხელი თავქვეშ შეუცურა და უფრო მჭიდროდ მიიკრო საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეული ტანზე
-ალექსანდრე!-აბუზღუნდა თათია
-ძილი ნებისა-საუბრის დასრულებაზე მიანიშნა ბიჭმა და ძალიან მალე ძილს მისცა თავი.
ის ღამე თეთრად გაათენა მათ გარდა ყველამ, რადგან ბიჭის სხეულიდან წამოსულმა სითბომ, სინაზემ და შეხების ძალამ თათია უბრალოდ დაადუმა, რეალურად სულაც არ სურდა რომ ალექსი მოშორებოდა მის გაყინულ სხეულს, რადგან ასე თავს ძალიან დაცულად კომფროტულად და კარგად გრძნობდა, იმის მიუხედავად, რომ გული გამალებით ცემდა, ამღვრეული სისხლი გიჟურად მიედინებოდა ძარღვებში, სუნთქვა გახშორებული იყო და პულსაცია აჩქარებული, მაინც საოცარ სიმშვიდეს და ბედნიერებას განიცდიდა ის ამ წუთებში. თვალები დახუჭა თათიამ და ამ შეხების ძალას დანებდა, რომელიც უსაზღვრო ტკივილთან ერთად საოცარ ბედნიერებას განაცდევინებდა, რომსლიც ერთდროულად მწველ და საიამოვნო შეგრძნებებად ირეოდა მთელს სხეულში.
დილით რაღაც სასიამოვნო შეხებამ გაუკრთო ძილი გოგონას და რომ გააცნობიერა ეს რაღაც, იყო ვიღაც, უფრო სწორად ვიღაცის ცხელი და ვნებიანი ტუჩები მის საფეთქელზე მიწებებული თვალები გაახილა უმალ
-დილა მშვიდობისა-ალექსი აციმციმებულმა ჭაობისფერმა თვალებმა იმდენად მოაჯადობა იმ მომენტში დაბნეული გოგონა რომ წამიერად მასში ჩაიკარგა
-რომელი საათია?-მხოლოდ ეს თქვა როცა აზრზე მოსვლა შეძლო და საწოლზე წამოჯდა
-12 ხდება
-რაა?-შეიცხადა და გაოცებული მიაჩერდა თავზე წამომდგარ ქმარს- შუქი მოვიდა?
-ჯერ არა, დაიბარა არ დამელოდოთ გვიან მოვალო
-რაებს იგონებ-თვალები აატრიალა თათიამ და საწოლიდან ადგა
-ვისაუზმოთ და ერთ ძალიან ლამაზ ადგილას უნდა წაგიყვანო მერე
-სიამოვნებით...სვანეთში არასდროს ვყოფილვა და უარს ვერ გეტყვი მსგავს შემოთავაზებაზე მაგრამ არ მგონია ამეებით სიარული შევძლო-ქუსლიან ფეხსაცმელზე მიანიშნა
-მანქანით წავალთ და მოვალთ... ცოტაა ფეხით გასავლელი და მგონი მოახერხებ... თუ არა და ხელშინაყვანილს გატარებ რა პრობლემაა
-არც იოცნებო
-როგორც ხედავ ოცნებები ხდება პატარავ, იმიტომ რომ ამ ღამეს შენ ჩემს მკლავებში გეძინა
-აუტანელო-დაუღრინა გოგონამ და ოთახიდან გავიდა.
თათიაზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მესტიის ყველაზე მაღალ წერტულში ასვლამ, იქინდან დასახლების, კდლეების და მთების ნახვამ რომელთა მწვერვალები ნისლიანი ცის კიდეზე იკარგებოდნენ
-საოცრებაა-ვერ მალავდა აღფრთოვანებას
-შენ ხარ საოცრება
-გეყოფა-გაბრაზდა თათია და გააჟრჟოლა როცა წვმის ცივი წვეთები დაეცა სახეზე
-დროა წავიდეთ თორემ, აქ თავსხმა წვიმა იცის
-წავიდეთ-თათიას კი დაენანა ამ ყველაფერთან დამოთხოვება მაგრამ ქმარა დაუჯერა და მორჩილად გაჰყვა
-გული არ დაგწყდეს... აქ ხშირად წამოგიყვან-წინ მიმავალ ცოლს დაეწია, გაასწრო და გზა გადაუღობა, თათიამ მზერა გაუსწორა ქმრის ამღვრეულ
თვლებს- თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნება, რომ დრო ჩემთან ერთად გაატარო აქ
-მოდი ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ-თათია რატომღაც გაექცა მასთან გულწრფელ საუბარს.
უსიამოვნო შემთხვევამ ხასიათი ისე გაუფუჭა ალექს რომ ლამის დალეწა მთელი მანქანა, რადგან სრულიად მოულოდნელად საბურავი დაეშვა დაღმართზე, მისდა საიბედუროდ საკმაოდ შორს იყვნენ სახლიდან, სათადარიგოს ტარება არ უყვარდა თან, ტელეფონიც ორივეს დამჯდარი ჰქონდა, მეზობლებში ამაოდ მოიკითხა შესაბამისი უესბე კაბელი და ბლოკი, რადგან არავის აღმოაჩნდა ჰოდა ასეთ გამოუვალმა მდგომარეობამ ძალიან გააღიზიანა.
-ფეხით უნდა წავიდეთ სანამ თავსხმა წვიმა წამოვა
-ძალიან შორს ვართ ხომ სახლიდან?
-არც ისე, მაგრამ თუ ძალიან გაგიჭირდა სიარული ქუსლებზე მართალა ხელში აყვანისლ გატარებ
-ნუ სულელობ, როგორმე მოვახერხებ სიარულს-გაეცინა თათიას და მანქანიდან გადავიდა, თავიდან ჩვეულებრივ იარა მერე უკვე, როცა ძაან გაუჭირდა ალექსანდრეს მხარს ,,ჩამოეკონწიალა" და ისე განაგრძო სიარული, ამასობაში წვიმამ უმატა და ნელ-ნელა დაასველა ჯერ მათი თმა, შემდეგ სამოსი და ბოლოს დაღლილი სხეული.
-კანკალებ-შეწუხდა ალექსი როცა მიხვდა რომ თათია სიცივისგან, დაღლილობისგან თუ შიშისგან მთელი სხეულით ცახცახებდა, ხელი გადახვია გულზე მიიკრო და ისე წავიდნენ, ბოლოს როცა მისავათებულმა გოგონამ საერთოდ დაკარგა მგრძნობელობა სხსულში და უბრალოდ ვეღარ მოახრხა რომ ნაბიჯი გადაედგა წინ, ალექსმა ხელში აიყვანა და ისე მიიყვანა სახლამდე წარბი არ შეუხრია იმის მიუხედავად რომ საშინლად დაშლილი შეციებული იყო და გაყინული სხეულის დამორჩილება თათიასავით უჭირდა
-გთხოვ დამსვი-ჩურჩულებდა გოგონა რადგან თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა ამ ყველაფერის გამო
-ცუდად ხარ... ვერ ივლი
-მოვახერხებ როგორმე... არ მინდა დაგტანჯო- თათიას ამ სიტყვებმა გული საშინლად ატკინა ალექსს... წარსულში გადავარდა გაუაზრებლად აი იმ დროს, როცა საშინელი შურისძიების გეგმას სახავდა...როცა გააზრებულად დგამდა ნაბიჯებს გოგონასკენ რომ დაეტანჯა... შეეზიზღა... საკუთარი თავი შეეზიზღა, ძალიან შეეზიზღა, ამ წამს ალექსანდრეს, რადგან თათია იმდენად სუფთა, იმდენად კეთილი და კარგი ადამიანი იყო, რომ ასეთი წვალებისთვისაც კი არ ემეტებოდა ის, მაშინ როცა თავად გაამიზნულად და გააზრებულად გაწირა.
სახლში მისვლისთანავე ალექსანდრემ პირსახოცი შემოახვია მთელი სხეულით მოცახცახე გოგონას და თმები გაუშრო
-თათია შეძლებ რომ ტანსაცმელი გაიხადო?-ჰკითხა აღელვებული ხმით უკვე სიცხიან გოგონას რომელიც ვეღარ ახერხებდა აზრზე მოსვლას-ჯანდაბა -აღმოხდა სახე ალეწილ ბიჭს, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა -თათია-შეეხმიანა, კვლავ, გოგონამ სუსტად გაახილა თვალები -ტანსაცმელი უნდა გაგხადო
-არ შემეხო-დაუჩურჩულა ძლივს გასაგონად და მისავათებულმა გოგონამ და თავისდაუნებურად თვალები მიელულა, ალექსანდრე, გასწორდა და მოღუშული სახით მიაჩერდა ცოლს
-თათია ეს უნდა გავაკეთო-უთხრა დაძაბული ტონით დაიხარა და ზურგს უკნიდან შეუხსნა კაბის ელვა შესაკრავი, ნელ-ნელა კი წინიდან, ქვემოთ ჩააცურა
-ალექსსან დრე გთხოვ-საშინლად დაძაბა გოგონა ბიჭის ქცევამ იმდენად რომ დაფანტული აზრებისთვის თავმოყრაც კი შეძლო
-მშვიდად-მხოლოდ ეს უთხრა ურეაქციო ტონით და სავარძელში მჯდომ ცოლოს სველ სხეულს რთულად, მაგრამ მაინც მოაშორა წვიმის წვეთებით გაჟღენთილი წითელი კაბა, თან მაშინვე ახალი პირსახოცი მოახვია შიშველ, აკანკალებულ სხეულზე რომელასც მხოლოდ საცვალი და ბიუსჰალტერიღა უფარავდა , როცა ალექსის ცივი თითები კვლავ აცურდა მის შიშველ ზურგზე, თათიას საშინლმა მწველმა ტკივილმა დაურბინა მთელს სხეულში, იმის მიუხედავად რომ გაყინულ სრულიად უგრძნობი იყო ამ ეტაპზე მისი სხეულ, ქმრის ცივი თითების შეხება მაინც უწვავდა კანს, როცა ალექსმა მისი მკერდიც გაათავისუფლა თან ისე, რომ პირასხოცი არ მოუშორებია მისი სხეულითვის, ზედმეტად არც შეუხედია და არც შეხებია თათია ოდნავ მოეშვა, რატომღაც მაინც გასდევდა შიშის პატარა ჩანასახი მის უკიდეგანო ზიზღს.
ის ღამე თათიასთვის გაათენა ალექსმა, იმის მიუხედავად რომ თავადაც ცუდად იყო და სიცხემაც აუწია, წამით თვალი არ მოუხუჭია და ცოლს განსაკუთრებულად უვლიდა.
დილით გაბრუებულს და დაღლილს გაეღვიძა თათიას, პირველად რაც გააცნობიერა იყო ის რომ თავისი ტანსაცმელი არ ეცვა, ფეხები სრულიად შიშველი ჰქონდა ზემოდან კი პარანგი ეცვა
-თავს როგორ გრძნობ?-ალექსის ხმამ ისე შეაკრთო დაბნეული გოგონა, რომელიც დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და გაუაზრებლად საბნის კიდე მიიხუტა გულზე
-მე... ცუდად...სუსტად
-სიცხე აღარ გაქვს მთავარი ესაა
-სიცხე მქონდა?
-ჰო გვიან ღამე აგიწია... წამალი დაგალევინე... მეგონა გემახსოვრებოდა
-არაფერი მახსოვს საერთოდ-დაიძაბა თათია
-ტანსაცმლის გახდას თუ გულისხმობ, მაპატიე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა
-შენც ცუდად გამოიყურები-ამ საუბრის გაგრძელება ეუხერხულა გოგონას და სხვა თემაზე გადავიდა.
-ჰო მეც მქონდა სიცხე მაგრამ მალევე დამიწია
-საბურავზე რამე მოახერხე?
-ჰო უკვე ჩემოვაყვანინე მანქანა და გავაკეთებინე ბიჭებს, ვწუხვარ რომ ცუდ მოგონებად დავრჩება პირველი სტუმრობა სვანეთში, ჩემს გამო...
-ცდები-გაეღიმა გოგონას.
ზაზამ ვერაფრით შეძლო ლიკას დაყოლიება შერიგებაზე, რის გამოც ყოველდღე სვამდა, ირინამ ყვავილების გამომგზავნი გაიცნო და ეჩხუბა, თუმცა მამაკაცის აქტიურობამ, სურვილმა და შეუვალობამ ქალი მალე გატეხა და მასი უკეთ გაცნობა გადაწყვიტა.
ლილემ საბუთების გადმოიტანა მოახერხა ბელგიიდან და საქართელოს უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლა. ამას საერთაშორისო დონის სკანდალის მოწყობა მოჰყვა მართას მხრიდან, მაგრამ გოგონამ თავისი გაიტანა რადგან ალექსმა მხარი აქტიურად დაუიჭირა დის ამ გადაწყვეტილებას. თათიასთვის სრულიად უმნიშვნელო აღმოჩნდა ის რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხ.
ლევანი და ვანო ძალიან მშვიდად, წყნარად და აქტიურად მუშაობდნენ მართასთან ერთად და საერთოდ არ ქმინდნენ პრობლემებს, რამაც ქალს ყურადღება მოადუნებინა, იმის გამო რომ ასეთ რამეზე წავიდა მართა, ალექსმა მასთან გაწყვიტა სამსახურებრივი ურთიერთობა, ბექას ბელგიაში მოუწია დაბრუნება რადგან მის ბებიას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს სრულიად მოულოდნელად.
თათიას ამ ქაოსში ერთადერთმა ახალმა ამბავმა მოჰგვარა გიჟური ბენიერება რადგან ის ტყუპების მამიდა გახდა



№1 სტუმარი ელა1

ნეაკო შენ ხარ საიცრება ოღონდ მართლა ძალიან კარგი თავი იყო.მართალს ამბობენ რო ნამდვილ სიყვარულს ყველაფრის და ყველას შეცვლა შეუძლია❤❤ყოველივე თავში იგრძნობა როგორ შეცვალა სიყვარულმა ალექსი სულ სხვანაირი გახდა უფრო დათმობი და უფრო როგორ თქვა საყვარელი.სვანეთში წასვლა მგონი ყველაფერს შეცვლის თათიას და ალექსის ცხოვრებაში❤❤

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო შენ ხარ საიცრება ოღონდ მართლა ძალიან კარგი თავი იყო.მართალს ამბობენ რო ნამდვილ სიყვარულს ყველაფრის და ყველას შეცვლა შეუძლია❤❤ყოველივე თავში იგრძნობა როგორ შეცვალა სიყვარულმა ალექსი სულ სხვანაირი გახდა უფრო დათმობი და უფრო როგორ თქვა საყვარელი.სვანეთში წასვლა მგონი ყველაფერს შეცვლის თათიას და ალექსის ცხოვრებაში❤❤

მიხარია ელა რომ ასე ფიქრობ ❤❤❤❤❤მიხარია რომ ხარ ჩემს მკითხველთა შორის და ყოველ ჯერზე მიაზირებ შენს აზრს❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤მაბედნიერებ ყოველ ჯერზე ასეთი სიტყვებით

Manana Lomidze -მადლობა გამოხმაურებისთვის ❤❤❤❤მიხარია რომ ამ წყვილს გულშემატკივრობთ

 


№3 სტუმარი სტუმარი Masho

თქვენს ისტორიებს სულ ვკითხულობ და ყველაზე მეტად რაც მომწონს, არის თქვენი პასუხისმგებლობა, ყოველთვის ასრულებთ რასაც იწყებთ და პატივს სცემთ მკითხველს, რაც ძალიან დასაფასებელია. ისტორიას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ყველაფრის მიუხედავად ალექსი და თათია ერთად უნდა დარჩნენ, სხვა შემთხვევაში ამდენი ტკივილი და ტანჯვა, რაც ორივე პერსონაჟმა გადაიტანა, აზრს მოკლებულად მიმაჩნია, იმიტომ რომ, ვერც ალექსი შეიყვარებს სხვას და თათია რომც დაშორდეს და საკუთარი თავი დაარწმუნოს რომ დაივიწყა, ალექსანდრეს აჩრდილი სულ გაჰყვება და ემახსოვრება. ამიტომ, მგონია ერთად უნდა იყვნენ საბოლოოდ, თუმცა ამავე დროს თათია რეალიზებული ქალიც უნდა იყოს:) წარმატებებს გისურვებთ

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Masho
თქვენს ისტორიებს სულ ვკითხულობ და ყველაზე მეტად რაც მომწონს, არის თქვენი პასუხისმგებლობა, ყოველთვის ასრულებთ რასაც იწყებთ და პატივს სცემთ მკითხველს, რაც ძალიან დასაფასებელია. ისტორიას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ყველაფრის მიუხედავად ალექსი და თათია ერთად უნდა დარჩნენ, სხვა შემთხვევაში ამდენი ტკივილი და ტანჯვა, რაც ორივე პერსონაჟმა გადაიტანა, აზრს მოკლებულად მიმაჩნია, იმიტომ რომ, ვერც ალექსი შეიყვარებს სხვას და თათია რომც დაშორდეს და საკუთარი თავი დაარწმუნოს რომ დაივიწყა, ალექსანდრეს აჩრდილი სულ გაჰყვება და ემახსოვრება. ამიტომ, მგონია ერთად უნდა იყვნენ საბოლოოდ, თუმცა ამავე დროს თათია რეალიზებული ქალიც უნდა იყოს:) წარმატებებს გისურვებთ

ძალინ დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ❤❤❤❤❤❤❤მოხარია რომ გამომეხმაურე და გამიზოარე შენი აზრი.
დასასრულს რაც შეეხება ძალიან ვეცდები რომ ლოგიკური ფინალი ჰქონდეს და აზრიანი გამოვიდეს ისტორია ❤❤❤❤❤ ამ ეტაპზე საიდუმდოდ დავტოვებ მოვლენების განვითარებას ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

ჩემდა გასაკვირად, მომეწონა ეს თავი (ცუდად არ გამიგო, ძალიან გთხოვ. თათიაზე და ალექსზე ვამბობ). მაგრამ რაღაც უნდა ვთქვა. ლილეს მაგალითზე ავიღებ რახან გქონდა ეს თემა ამ თავში. ბექას და მას თითქმის წყვილი ერქვათ (იყვნენ), უყვართ ერთმანეთი, თავიდან ჩვეულებრივად იყვნენ, ენდობოდნენ კიდეც ერთმანეთს, ხო? მაგრამ რაც ლილემ გააკეთა ჩვეულებრივი პატარა, სულელი გოგოს უაზრო გამოხტომა იყო. თუ არ ენდობი იმ ადამიამს ვის ,,გვერდითაც ხარ", რატომ უნდა უწოდო მეორე ნახევარი, შეყვარებული, ქმარი, ცოლი და ა.შ. პირადად ჩემთვის, პირველ რიგში ნდობაა, მგონი ასეც უნდა იყოს და თუ არ ენდობა, საერთოდ მის გვერდით რატომაა? არც კი მოუსმინა. ძაან ბევრ ისტორიაშია ასე, გოგო დაინახავს მის შეყვარებულს როგორ ჰკოცნის ვიღაც კა*პა და ამის გამო თვეობით გაბუტულია. მერე დიდხნიანი ცდების, ფორთხიალის და საჩუქრების და ბოდიშების მერე ისევ არიან ერთად ვითომც არაფერი. ელემენტარული უნდა ეფიქრა რომ მის გვერდით მყოფი ბექა, რომელიც მათ სიყვარულზეც კი უარს ამბობდა რომ საკუთარი თავისგან დაეცვა, არ წავიდოდა და მის გვერდით, ერთ შენობაში ვიღაცას არ აკოცებდა. კარგი რა? რა სისულელე გააკეთა. თან მერე ადგა და ბექას გასაბრაზებლად და საეჭვიანოდ მათ მტერს, თან ერთი-ორი საათის გაცნობილ ტიპს გაჰყვა. ჩემი აზრით აქეთ უნდა მოუწიოს ფართხალი რომ როგორმე თვითონ დაიბრუნოს ბექას ნდობა და არა პირიქით. რა ვქნა, მე სულ ვბრაზდები ასეთ რამეს რომ ეხება საქმე. შეიძლება ცოტა ისე ვფიქრობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ცერც გოგოს ვამართლებ და ვერც ბიჭს, ვინც არ უნდა იყოს. წარმატებები!❤❤❤

 


№6  offline წევრი ნათიიია

თითქოს ნელნელა ლაგდება ყველფერი, ძალიან მომწონს❤️❤️განსაკუთრებით სტილი, რომლითაც შენ წერ ძალიან მარტივი და გასაგებია ????????????❣️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნენე

თათიას ადგილზე ალექსანდრეს შანს არ მივცემდი (შვილი რომ კითხავტ როგორ შეგიყვარდათ ერთმანეთი საკუთარი არაკაცური საქციელი უნდა მოუყვეს თუ როგორ გამოიყენა დედამისი და მერე აიძულა ათასი საშინელება გადაეტანა): 1. იმიტომ, რომ გამიზნულად გააკეთა ყველაფერი , 2. უბრალოდ პატარა გამოუცდელ გოგოს ყველაფერი დაუნგრია მისი მიამიტომბით ისარგებლა და ახლა ამ ყველაფერს ცდილობს მიაწერს სიტყვარულის სახელით უნდა მაპატიო არ გაგიშვებ გაიძულებს რომ მაპატიო. დიდი სისულელე და აბსურდია.
მართა ერთი ამპარტავანი და საკუთარ ეგოს დამონებული ქალია შედეგებზე არასდროს ფიქრობს. არც შვილებზე, ის ვერ მოინელა რომ ზაზამ ცოლიშვილი არ მიატოვა ერთი ღამის გამო.
ლილე ერთი სულელი და უტვინო გოგოა ამ საქციელის მერე დედამის არაფრით ჩამოუვარდება. ვანოს იყენებს ბექას გასაბრაზებლად ესე მხოლოდ უტვუნო და შტერი გოგოები იქცევა. ბექას ესეთი ლილეს მსგავსი ტოქსიკური ადამიანი არ ჭირდება, რომელიც ძმის საშუალებით ამოწმებს ქალებში იყო თუ არა ბექა.და რაც დაემართება ღირსიც იქნება ადამინი ტვინის ნაჭოებს რომ არ იყენებს მასინ იღუპავს თავს, და არასდროს არ უნდა მოიქცე ვიღაცის ჯინაზე ეს არასწორია.
არ ვბალეშიკობ არც თათია ალექსის წყვილს, და არც ბექა ლილეს რადგან ორივე ერთმანეთიშტვის ტოკსიკურია.
როგორც ავტორს გეტყვი რომ უფრო მრავალფეროვანი გახადე შენი ისტორიები და მეტად დაუკვირდი პერსონაჟებს მომავალში. blush

 


№8 სტუმარი სტუმარი Nazi

აუუუუუ რა რომანტიკული და ამავდროულად საყვარლობა თავი იყო ესეთი ალექსი არ ვიცი მოკლედ თბილი თავია რაც ძალიან მომწონს და მიყვარს ველოდები მომდევნო თავს მიყვარრრსსს კარგ და პოზიტიურ განწყობა შემიქმენი მადლობაააა ამისთვისსსსს ველოდები მოუთმენლად შემდეგს რა მოითმენნსსსს :))))))))❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️სუპერრრრრ თავია სუპერრრრრრრრ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი niako

saswauli tavi iyo❤️ukargesi gogo xar❤️aidzalian minda mati jargi urtiertoba❤️

 


№10  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
ჩემდა გასაკვირად, მომეწონა ეს თავი (ცუდად არ გამიგო, ძალიან გთხოვ. თათიაზე და ალექსზე ვამბობ). მაგრამ რაღაც უნდა ვთქვა. ლილეს მაგალითზე ავიღებ რახან გქონდა ეს თემა ამ თავში. ბექას და მას თითქმის წყვილი ერქვათ (იყვნენ), უყვართ ერთმანეთი, თავიდან ჩვეულებრივად იყვნენ, ენდობოდნენ კიდეც ერთმანეთს, ხო? მაგრამ რაც ლილემ გააკეთა ჩვეულებრივი პატარა, სულელი გოგოს უაზრო გამოხტომა იყო. თუ არ ენდობი იმ ადამიამს ვის ,,გვერდითაც ხარ", რატომ უნდა უწოდო მეორე ნახევარი, შეყვარებული, ქმარი, ცოლი და ა.შ. პირადად ჩემთვის, პირველ რიგში ნდობაა, მგონი ასეც უნდა იყოს და თუ არ ენდობა, საერთოდ მის გვერდით რატომაა? არც კი მოუსმინა. ძაან ბევრ ისტორიაშია ასე, გოგო დაინახავს მის შეყვარებულს როგორ ჰკოცნის ვიღაც კა*პა და ამის გამო თვეობით გაბუტულია. მერე დიდხნიანი ცდების, ფორთხიალის და საჩუქრების და ბოდიშების მერე ისევ არიან ერთად ვითომც არაფერი. ელემენტარული უნდა ეფიქრა რომ მის გვერდით მყოფი ბექა, რომელიც მათ სიყვარულზეც კი უარს ამბობდა რომ საკუთარი თავისგან დაეცვა, არ წავიდოდა და მის გვერდით, ერთ შენობაში ვიღაცას არ აკოცებდა. კარგი რა? რა სისულელე გააკეთა. თან მერე ადგა და ბექას გასაბრაზებლად და საეჭვიანოდ მათ მტერს, თან ერთი-ორი საათის გაცნობილ ტიპს გაჰყვა. ჩემი აზრით აქეთ უნდა მოუწიოს ფართხალი რომ როგორმე თვითონ დაიბრუნოს ბექას ნდობა და არა პირიქით. რა ვქნა, მე სულ ვბრაზდები ასეთ რამეს რომ ეხება საქმე. შეიძლება ცოტა ისე ვფიქრობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ცერც გოგოს ვამართლებ და ვერც ბიჭს, ვინც არ უნდა იყოს. წარმატებები!❤❤❤

მადლობა გამოხმაურებისთვის ❤❤❤❤❤❤გეთანხმები რომ ურთიერთობაში უმთავრესი არის ნდობა... იმაშიც რომ ლილე სულელი ბავშვივით მოიქცა, როცა ბექასნაირი ადამიანს რომ უყვარხარ სათანადოდ უნდა დააფასო შენი თავიც და მისი სიყვარულიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გართულდება

ნათიიია
თითქოს ნელნელა ლაგდება ყველფერი, ძალიან მომწონს❤️❤️განსაკუთრებით სტილი, რომლითაც შენ წერ ძალიან მარტივი და გასაგებია ????????????❣️❤️

მადლობა გამოხმაირებისთვის მიხარი რომ მოგწონს ეს ისტორია და ჩემი წერის სტილი ❤❤❤❤❤❤

niako
saswauli tavi iyo❤️ukargesi gogo xar❤️aidzalian minda mati jargi urtiertoba❤️

მიხარია რომ მოგეწონა ნელ-ნელა დასასრულისკენ წავალ მაგრამ სიტუაციის დალაგება ჯერ ძალიან ადრეა ❤❤❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი კირა

ნეაკო აქ ძალიან ბევრ უარყოფით კომენტარს ვხედავ. "წერა შენი საქმე არ არის" "წერა არ გამოგდის ბევრი იკითხე" და აშშ. ასეთმა კომენტარებმა მოტივაცია არ დაგიკარგოს. წერა ზუსტად შენი საქმეა, ძალიან კარგად გამოგდის და ასე გააგრძელე. შენი წერის მანერა და აბსილიტურად ყველაფერი ძალიან მომწონს. ძალიან მინდა შენი გამოცემული წიგნი წავიკითხო????????????????

შემდეგი როდის იქნება?

 


№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნენე
თათიას ადგილზე ალექსანდრეს შანს არ მივცემდი (შვილი რომ კითხავტ როგორ შეგიყვარდათ ერთმანეთი საკუთარი არაკაცური საქციელი უნდა მოუყვეს თუ როგორ გამოიყენა დედამისი და მერე აიძულა ათასი საშინელება გადაეტანა): 1. იმიტომ, რომ გამიზნულად გააკეთა ყველაფერი , 2. უბრალოდ პატარა გამოუცდელ გოგოს ყველაფერი დაუნგრია მისი მიამიტომბით ისარგებლა და ახლა ამ ყველაფერს ცდილობს მიაწერს სიტყვარულის სახელით უნდა მაპატიო არ გაგიშვებ გაიძულებს რომ მაპატიო. დიდი სისულელე და აბსურდია.
მართა ერთი ამპარტავანი და საკუთარ ეგოს დამონებული ქალია შედეგებზე არასდროს ფიქრობს. არც შვილებზე, ის ვერ მოინელა რომ ზაზამ ცოლიშვილი არ მიატოვა ერთი ღამის გამო.
ლილე ერთი სულელი და უტვინო გოგოა ამ საქციელის მერე დედამის არაფრით ჩამოუვარდება. ვანოს იყენებს ბექას გასაბრაზებლად ესე მხოლოდ უტვუნო და შტერი გოგოები იქცევა. ბექას ესეთი ლილეს მსგავსი ტოქსიკური ადამიანი არ ჭირდება, რომელიც ძმის საშუალებით ამოწმებს ქალებში იყო თუ არა ბექა.და რაც დაემართება ღირსიც იქნება ადამინი ტვინის ნაჭოებს რომ არ იყენებს მასინ იღუპავს თავს, და არასდროს არ უნდა მოიქცე ვიღაცის ჯინაზე ეს არასწორია.
არ ვბალეშიკობ არც თათია ალექსის წყვილს, და არც ბექა ლილეს რადგან ორივე ერთმანეთიშტვის ტოკსიკურია.
როგორც ავტორს გეტყვი რომ უფრო მრავალფეროვანი გახადე შენი ისტორიები და მეტად დაუკვირდი პერსონაჟებს მომავალში. blush

მადლობა რჩევისთვის ❤❤❤თუმცა მინდა გითხრა რომ ეს ისტორია ასე რომ ვთქვათ გამიზნულად დავწერე ასე რეალობისგან აცდენილი.
შენეულ პერსონაჟების დახასიათებას სრულად ვიზიარებ და ნაწილობრივ გეთანხმები ყველაფერში.
არც მიკვირს რომ ამ წყვილებს მიმართ დამოკიდებულება განსხვაავებულია და ყველას თავისი შეხედულება აქვს... ამიტომ ძალიან ვეცდები რომ ლოგიკური ფინალი ჰქონდეს❤

სტუმარი Nazi
აუუუუუ რა რომანტიკული და ამავდროულად საყვარლობა თავი იყო ესეთი ალექსი არ ვიცი მოკლედ თბილი თავია რაც ძალიან მომწონს და მიყვარს ველოდები მომდევნო თავს მიყვარრრსსს კარგ და პოზიტიურ განწყობა შემიქმენი მადლობაააა ამისთვისსსსს ველოდები მოუთმენლად შემდეგს რა მოითმენნსსსს :))))))))❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️სუპერრრრრ თავია სუპერრრრრრრრ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა შენ ასეთი თბილი სიტყვებისთვის ძალიან ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი კირა
ნეაკო აქ ძალიან ბევრ უარყოფით კომენტარს ვხედავ. "წერა შენი საქმე არ არის" "წერა არ გამოგდის ბევრი იკითხე" და აშშ. ასეთმა კომენტარებმა მოტივაცია არ დაგიკარგოს. წერა ზუსტად შენი საქმეა, ძალიან კარგად გამოგდის და ასე გააგრძელე. შენი წერის მანერა და აბსილიტურად ყველაფერი ძალიან მომწონს. ძალიან მინდა შენი გამოცემული წიგნი წავიკითხო????????????????

შემდეგი როდის იქნება?

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤❤ ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა ❤❤❤❤

ვერ ვიტყვი რომ ჩემზე არ მოქმედებს უარყოფითი კომენტარები, თავისთვად ვღელავ და განვიცდი, მაგრამ როცა ასე პირდაპირ მიგითითებენ რა უნდა გააკეთო და რატომ იმიტომ, რომ მათ ასე მიაჩნიათ სწორად აღარ მაღიზიანებს, თუმცა რაღაც დონეზე მოტივაციას ნამდვილად ვკარგავ, მაგრამ არაუშავს არსებობ შენ და არსებობს ბევრი შენნაირი ადამინი რომლებიც ძალას მმატებთ ❤❤❤❤❤

წიგნის თემას რაც შეეხება ამაზე ოცნებასაც ვერ გავბედავ.
ახალი თავი უკვე დავდე.
მადლიბა რომ ასეთი კარგი ხარ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№13  offline წევრი A.N.A

მაგრად მაინტერესებდა უფრო განვრცობილი როგორი იქნებოდა სვანეთის ამბავი მაგრამ ასეც მომეწონა.
გამიკვირდა თათიას ხასიათი რომ ასე მალე იწყებს "მოლბობას", თუმცა ვხვდები ჯერ კიდეც დიდი გზა ელით.
წარმატებები ❣️

 


№14  offline მოდერი ნეაკო

A.N.A
მაგრად მაინტერესებდა უფრო განვრცობილი როგორი იქნებოდა სვანეთის ამბავი მაგრამ ასეც მომეწონა.
გამიკვირდა თათიას ხასიათი რომ ასე მალე იწყებს "მოლბობას", თუმცა ვხვდები ჯერ კიდეც დიდი გზა ელით.
წარმატებები ❣️

მადლობა გამოხმაურებისთვის❤❤❤ასე მარტივად არ მოგვარდება ამ ორის ურთიერთობა

მარიამ მაია -მიხარია რომ ასე ძალიან მოგწონთ, ძალიან გამახარეთ ❤❤❤❤❤❤

Manana Lomidze -მადლობას გიხდით ასე აქტიურად რომ მეხმიანებით ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent