გულის სიღრმეში (თავი IV)
გიორგი ძალიანაც არ იგიჟებდა თავს ჩემი მოკითხვით. ათასში ერთხელ დამირეკავდა “სადარბაზოსთან ვარ”- ტექსტით. ეს იმას ნიშნავდა რომ მომდევნო თავგადასავლისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. დედაჩემსაც მოსწონდა გიორგი. “არ არის ცუდი ბიჭი” - ეს იყო მისი შეფასება. თითქოს იმედი მიეცა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მისი ქალიშვილი გათხოვდებოდა და ოჯახს შექმნიდა. ალბათ დიდად არ უნდოდა ჩემი გათხოვება, მაგრამ ნათესავების ჭორაობით და კითხვებით უკვე დაღლილი იყო. პასუხიც არ ქონდა რა ეპასუხა. ეხლა შეძლებდა ეთქვა რომ ბიჭს ვხვდები. კვირაში ერთხელ ქალაქ გარეთ გავდიოდით. პიკნიკს ვაწყობდით. ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენ შესახებ. ბავშვობას ვიხსენებდით და დროს საკმაოდ კარგად ვატარებდით. გეგასთანაც ურთიერთობა ნელ ნელა ვცადე ჩარჩოებში მომექცია. თავს ვარიდებდი. არც თვითონ მაძალებდა რამეს. ჩემ ცხოვრებაში ნელ ნელა ფერები ჩნდებოდა და ეს გიორგის დამსახურება იყო. გეგა ამჩნევდა ჩემში გარდატეხას. მანაც იცოდა და მეც, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გვქონდა. ამის გამო ვერ მეკითხებოდა რამეს. “ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ” - მეტყოდა და გამიღიმებდა, შუბლზე ნაზად მაკოცებდა და მარტო მტოვებდა ჩემ სინდისთან ერთად. ამ დროს თავს უკანასკნელ ადამიანად ვგრძნობდი ხოლმე. შემოდგომა გვეპარებოდა ნელ ნელა. სექტემბრის შუა რიცხვები იყო. თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ერთ ერთი წარმატებული პროექტის ჩაბარება აღგვენიშნა და ერთ-ერთ ლაუნჯში წავედით. ქალაქზე ლამაზი ხედით. საღამო ჯერ დასრულებული არ იყო მე და გეგა ვერანდაზე ვისხედით ცარიელ მაგიდასთან განმარტოვებით. არაფერზე ვსაუბრობდით. უბრალოდ ხედით ვტკბებოდით. უცებ მომიბრუნდა და ჩემი ხელი მოიქცია თავის ხელში. ცოტა ნასვამი იყო. მეც. -თათ - სითბოთი და სევდით სავსე თვალები მომაპყრო -გისმენ -ბახუსს ვგრძნობდი ოდნავ და გავუღიმე -არაფერი - ტუჩებთან მიიტანა ჩემი ხელი და ნაზად მაკოცა მერე პატარა ხავერდის ქისა ჩამიდო ხელში -ეს რა არის? - ხელში შევათამაშე -საჩუქარი -გამიღიმა ნელა გავხსენი ქისა და ხელია გულზე გადმოვაპირქვავე. დაბალ განათებაზეც კი ლამაზად იღერებდა ყელს. უნაზესი ძალიან დახვეწილი ოქროს ბეჭედი. დავიბენი. ჯერ ბეჭედს დავაშტერდი, მერე გეგას გავხედე, ისევ ბეჭედს და ისევ გეგას. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ისევ გეგამ მიშველა და გაეცინა. -უბრალოდ საჩუქარია- მუჭის შეკვრაში დამეხმარა- კარგი მეგობრისგან - ტუჩებთან მიიტანა ჩემო შეკრული მუშტი და მაკოცა. მაოცებდა და მაოგნებდა გეგა. ესეთი დახვეწილი, მშვიდი და გაწონასწორებულოი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო? ზედმეტად არ მაწუხებდა. ოფისში შუადღეს ყავას მომრთმევდა თინუსის სენდვიჩთან ერთად. სამსახურთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხს განვიხილავდით და ზედმეტი კითხვების გარეშე დატოვებდა ხოლმე ჩემს კაბინეტს. გარეგნულად ძალიან მშვიდი ჩანდა. იმედი მაქვს შინაგანადაც მშვიდად იყო და არ ებრძოდა საკუთარ თავს. ვცდილობდი მეც მშვიდი ვყოფილიყავი, არ შემემჩნია ჩემი უზნეო საქციელი. გეგა ისედაც ხვდებოდა რომ ჩემ ცხოვრებაში ვიღაც სხვა გამოჩნდა. დრო გადიოდა, ჩემი და გეგას შეხვედრები ოფისი გარეთ თითქმის აღარ ხდებოდა. თითქოს რაღაც მაკლდა, მაგრამ გიორგის ქალაქ გარეთ გასეირნებები მავსებდა და დადებითი ენერგიით მმუხტავდა. აციებასთან ერთად გიორგისთან ერთად პიკნიკების რაოდენობამაც იკლო. უამინდობისას უბრალოდ მის ვერანდაზე ვსხდებოდით და არომატულ ცხელ ჩაის ან ყავას მივირთმევდით. ოქტომბრის ბოლო ოყო, საკმაოდ სუსხი შეპარვოდა საღამოს. გიორგიმ დამირეკა ჩვეული ტექსტით “სადრბაზოსთან ვარ” - მხიარული რიხით გაისმა მისი ხმა ყურმილს იქით. გამეღიმა უცებ გავემზადე, ჯინსის კურტკა მოვიცვი და რატომღაც ფეხით გადავწყვიტე ჩავსულიყავი და ლიფტზე უარი განვაცხადე. თავიდან ხალისით დავიწყე ჩასვლა, ბოლო ორი სართულის ჩავლა ცოტა გამიჭირდა. რაღაც სიმძიმე დამეუფლა. თავისი მარწუხები ჩამავლო და მაგრად მომიჭირა. გულში რაღაც უჩვეულო ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ფიქრები უკუვაგდე და გავიღიმე. მხრებში გავიმართე და უჩვეულო მხიარულებით შევეგებე გიორგის. -ამჯერად საით? - მხიარულად გადავკოცნე მანქანაში როგორც კი ჩავჯექი. -გლინტვეინი მოვამზადე - უკან სიდენიაზე მიგდებული თერმოსისკენ მინიშნა და მანქანა დაძრა -მერე? - კითხვით სავსე მზერა მივაპყარი -ლოკაცია შენზეა - გამიღიმა -მე შენ არ გგავარ - ხელები ავწიე ზევით დანებების ნიშნად. -ვიცი და მაგიტომაც მაინტერესებს სად წამიყვან -არ ვიცი - თავი გავაქნიე -კარგი რა თათ, ეგრე არ შეიძლება, სულ მე ვფიქრობ ხოლმე. - გაბუსხა ტუჩები პატარა ბავშვივით -ამ ერთხელაც და გპირდები შემდეგ შეხვედრას აუცილებლად მე დავგეგმავ -არა, დაგეგმილი შეხვედრები არ მიზიდავს -თავი გააქნია გიორგიმ -მე დავგეგმავ და შენ არ გეტყვი რომ დაგეგმილია - გამეცინა მეც - ვითომ სპონტანურად მოვიფიქრე. -კარგი - დამნებდა გიორგი არ ვიცი როგორ ავხსნა. გიორგი ძალიან კარგი ადამიანი იყო. მასთან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. ალბათ მისთვისაც. არც ჩვენ გვერქვა წყვილი. უბრალოდ კარგი მეგობრები. ერთად დროს კარგად ვატარებდით. გვსიამოვნებდა ერთმანეთის მოსმენა. ათას ისტორიას ვყვებოდით, ზოგს მერამდენედ ალბათ ვერ დავთვლით, მაგრამ ყველა ისტორია ყველა ჯერზე თავისებურ სიახლეს და სიხალისეს გვიტოვებდა. მომწონდა მისი მოძრაობები, მისი ღიმილი, როგორ მიმზადებდა სენდვიჩს ან რამე მსუბუქ სალათს. მომწონდა მისი მომზადებული სასმელები. მისი არომატი. მისი ძლიერი ხელის მოხვევა და თავდაჭერილობა. მომწონდა რომ ზღვარს არ გადადიოდა. მაგრად ჩამიკრავდა ხოლმე და უბრალოდ თმაზე მაკოცებდა, მერე მხარზე მიმიხუტებდა და ჰოროზონტს გახედავდა ხოლმე. გეგასთან ჯერ ოფიციალურად დაშორებული არ ვიყავი. ან რა დაშორება უნდოდა? ორი კვირა ისე გავიდა რომ მხოლოდ ერთხელ ვიყავით ყავაზე გასულები და ისიც თითქოს კარგი დაქალები ან ძმაკაცები ვიყავით. ახალი წელი ახლოვდებოდა. გიორგიმ ახალი წელის ყაზბეგში აღნიშვნა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, ვიფიქრე ჩვენი ურთიერთიბა რამე სხვა ფაზაში გადავიდოდა. ამაზე რომ ვფიქრობდი გეგას მიმართ დიდ დანაშულს ვგრძნობდი. სამსახურიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი. მაცივარი გამოვაღე, როგორც წესი არაფერი დამხვდა. ტელეფონი ავიღე და ერთ ერთი რესტორნიდან ვახშამი შევუკვეთე. მაგიდა ორ კაცზე გავშალე და გეგას მივწერე. “გელოდები”. არ უპასუხია ცოტა ხანში ისევ მივწერე. “ საქმე მაქვს, დღესვე უნდა ვილაპარაკოთ”. ერთ კვირაში გიორგისთან ერთად ვაპირებდი ყაზბეგში წასვლას და ესე უსიტყვოდ ვერ წავიდოდი. გეგას ყველაფერი უნდა ცოდნოდა. არ იმსახურებდა ესეთ მოპყრობას. გადავწყვიტე ყველაფერი მომეყოლა. ისევ არაფერი მოუწერია. ცრემლები მომაწვა. კარზე ზარი გაისმა. უხალისოდ წავედი გასაღებად. კურიერი იყო. ჩემი ვახშამი მოეტანა. უხალისოდ გავაწყვე სუფრა. სანთელიც ავანთე და ცრემლები გადმომცვივდა. თინუსის სალათს დავუწყე წვალება. ცრემლები თავისით მცვიოდა. მაგიდაზე ჩემი ტელეფონი განათდა. დავხედე და თვალები გამინათდა. “ამოვდივარ” გეგა მწერდა. რაღაც უცნაური ვიგრძენი ამ დროს. პატარა ბავშვივით ვცქმუტავდი. წამოვხტი ფეხზე. ჯერ საკუთარი თავი შევათვალიერე სარკეში. მერე კარებთან მივედი. უკან გამოვბრუნდი, მაგიდას გადავხედე? ჭიქა გავასწორე, ისევ კარებთან მივირბინე და ავიტუზე. მოლოდინის რეჟიმში ვიყავი. გული ამოვარდნას მქონდა. რაღაც უჩვეულო გრძნობა მეუფლებოდა. ბედნიერების, სიხარულის თუ იმის რომ მიტოვებული არ ვიყავი. მომნატრებია მისი სტუმრობა. კარები გავაღე და მისი სილუეტი აღიმართა ჩემს წინ. წითელი ღვინის ბოთლით ხელში. გავუღიმე და ბოთლი გამოვართვი. ოთახში შემოვუშვი და კარები დავკეტე. -უნდა დამათრო? - გამეცინა და ბოთლი შევათამაშე ხელში -მეგონა შენ მეპატიჟებოდი მაგ საკითხზე- ცადა გაეცინა არ გამოუვიდა მაგიდა შეათვალიერა, მერე მე გამომხედა და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო. პიჯაკი დივანზე მიაფინა და ბოთლი გამომართვა გასახსნელად. -მშვიდობა გვაქვს თათა? - მკითხა და გახსნილი ბოთლიდან წითელი სითხე ჭიქებში ჩამოასხა -არ ვიცი - ვცადე გამეღიმა და სკამზე ჩამოვჯექი - მარტო ვახშმობა არ მინდოდა -მეგონა შეჩვეული იყავი - ბოთლი მაგიდაზე დადგა და თვითონაც ჩამოჯდა სკამზე - სულაც მარტო არ ვახშმობ? -ეხლა არ მინდოდა - ვუთხარი და ღვინის ჭიქას დავწვდი, ოდნავ დავსუნე და პატარა ყლუპით დავაგემოვნე - მმმ, ნამდვილად კარგია - ოდნავ ავწიე ჭიქა და ისევ მაგიდაზე დავაბრუნე. -ლამაზად გამოიყურები - სევდიანი მზერა მომაპყრო - შეიცვალე თათ - ცადა გაღიმება მაგრამ ამ საღამოს არ გამოსდიოდა. -მადლობა -აბა? რა საქმე გქონდა? ძალიან თავდაჭერილი და ძლიერი ჩანდა ამ დროს. ვინ იცის რა ხდებოდა მის გულში ან გონებაში? ძალიან მინდოდა მის ფიქრებს ჩავწვდომოდი და ისე მეთქვა ჩემი სათქმელი რომ მისთვის გული არ მეტკინა. არ მინდოდა ჩემზე გაბრაზებულიყო. ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყო გეგა. ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი რომ ჩემ გამო გული ტკენოდა, მაგრამ ამ წუთას ზუსტად მაგას ვაკეთებდი. -ჯერ ვივახშმოთ და მერე ვისაუბროთ კარგი? -კარგი - ამჯერად ნამდვილად გამიღიმა და ხელი ხელზე შემახო. ღმერთო, რამდენად თბილი და ალერსიანი იყო. რამდენად ჯელტმენი. (ვაჟკაცი) გაწონასწორებული, ძლიერი, ჰუმანური, არ ვიცი რა დავარქვა მის სიმშვიდეს. ისე მინდოდა ჩავხუტებოდი, მეთქვა რომ ის არაფერ შუაში იყო, მე ვიყავი დამნაშავე, რომ ის იდეალურია. მაგრამ მე ხომ ხეპრე ვარ. ვახშამმა მშვიდად ჩაიარა, ზოგად საკაცობრიო თემებზე ვისაუბრეთ, ყველაფერს შევეხეთ ჩვენი ურთიერთობის გარდა. მაგიდის ალაგებაში მომეხმარა. ორი ფინჯანი ცხელი ყავა გავამზადე და ვერანდაზე გავედით. იქვე პატარა მაგიდაზე დავალაგე ჭიქები, თხელი პლედები გამოვიტანე და სკამზე მოვკალათდი. მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი ავიღე. (ელექტროს ვერ ვეგუე და ისევ ჩვეულებრივ სიგარეტს დავუბრუნდი) ერთი ღერი ამოვიღე და მოვუკიდე. ბოლს თვალი გავაყოლე. -სხვას ვხვდები - უცბად ვუთხარი ისე რომ მისთვის არც კი შემიხედავს. მთვარეს ვუყურებდი -ვიცი - ძალიან მშვიდად მიპასუხა და მანაც მოუკიდა სიგარეტს -შენ ხომ არ ეწეოდი? -ხანდახან - თქვა და ანთებული ღერი შეათვალიერა. - და ეს სიყვარულია? -ისევ მომიბრუნდა მე. -არ ვიცი - თავი გავაქნიე. - ალბათ, აბა რა გითხრა? ჯერ ეხლა დავიწყეთ ურთიერთობა. -იწექით? -არა - რატომღაც ძალიან მშვიდად მივიღე ეს კითხვა - ჯერ არა. -ეს ნამდვილად სიყვარულია. - დაასკვნა გეგამ - არ ვიცი, ალბათ ხო - ვცადე გამეღიმა და ხელით ოდნავ შევეხე ხელზე -მინდოდა გცოდნოდა. -ვხვდებოდი თათა, ბრმა არ ვარ. შეიცვალე, ანათებ. მიხარია, ოღონდ მართლა მიხარია რომ ბედნიერი ხარ. -მადლობა-გავუღიმეავდექი და მოაჯირთან ახლოს მივედი. გეგამაც მომბაძა. მოვიდა და ჩემს გვერდით დადგა. ხელი მომხვია, თავი მკერდზე მივადე და ასე ვიდექით ჩუმად ცოტახანი. თავისკენ მიმატრიალა, თავი ამაწევინა, თვალებში ჩამხედა და ოდნავ შემახო ტუჩები. თვალები დავხუჭე. გავთბი. ისევე ნაზად მომაცილა ტუჩები. შემდეგ გაბრუნდა და წავიდა. არ გამიცილებია. ერთ ადგილზე ვიყავი გაშეშებული. გარეთ ყინავდა, მე კი მცხელოდა. ცრემლი გადმოგორდა. შევიმშრალე. ალბათ ისიც ესე იდგა,მაშინ იქ გორაკზე, ალბათ გეგასაც უნდოდა გავკიდებოდი, შემეჩერებინა და მეთქვა რომ მოვატყუე, მაგრამ ესე არ მოვიქეცი. ის საღამო თეთრად გავათენე. თვალი ვერ მოვხუჭე. თითებით მისი ტუჩის ნაკვალევს ვისინჯავდი, თითქოს მეშინოდა არ გამქრალიყო. რაღაც უცნაირი შეგრძნება დამეუფლა. მეორე დღეს სამსახურში არ წავედი. დავრეკე და ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე. ეს არასდროს ხდებოდა. არასდროს. გეგასთან შეხვედრის მრცხვენოდა, ვიცოდი რომ მომიწევდა, მაგრამ იქით ვწევდი ამ შეხვედრას და თავს ვარიდებდი. “კიდე ერთი დღე და მერე შაბათ კვირაა” თავი ვინუგეშე. სინამდვილეში არ ვიცი რას გავურბოდი ალბათ უფრო საკუთარ თავს. ახალი წლის საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. ნამდვილად კარგი დრო გავატარეთ. გიორგის მეგობრების გარემოცვაში. იმდენად დადებითი მუხტი მოდიოდა ყველასგან რომ თავი მათი ნაწილი მეგონა, მეგონა მეც შემეძლო ვყოფილიყავი მათსავით ლაღი და თავისუფალი. ამ გასეირნებიდან ისეთი ლაღი და მსუბუქი დავბრუნდი გეგასთან დაძაბულობაც კი გადამავიწყა, როგორც ჩანდა არც გეგა გრძნობდა ძაან დაძაბულობას ჩემს მიმართ. ყოველ შემთხვევაში მე თავს ასე მაჩვენებდა. ჩვეულ რეჟიმში განვიხილავდით სამსახურის საქმეებს. დროდა დრო ვუღიმოდით კიდეც ერთმანეთს. გიორგისთან ჩემი ურთიერთობა კი ისევ უსტატუსო იყო, მაგრამ სურპრიზებით აღსავსე. დრო ისე სწრაფად გარბოდა ხანდახან მეშინოდა, ვფიქრობდი ვინმემ ხომ არ ააჩქარა ეს დროთქო. თვალის დახამნხამებაში გაიარა ზამთარმა. მარტის 4 იყო. დილას როგორც წესი ადრიანად მივაშურე სამსახურს. ამჯერად კარი ღია დამხვდა. ჩემ კაბინეტში შევედი, კომპიუტერი ჩავრთე, ფანჯარა გამოვაღე და გრილი ზაფხულის ჰაერი შემოვუშვი ოთახში. გუშინ გიორგისთანე რთად მისი მეგობრის სპექტაკლის პრემიერაზე ვიყავით. საკმაოდ კარგი სპექტაკლი იყო. მომეწონა გულში ჩამწვდა. მომიცვა მთლიანად და შთაბეჭდილებების ქვეშ დამტოვა. „after party“-ზე არ დავრჩი. მგონი ეწყინა გიორგი, მაგრამ არაფერი არ უთქვამს. ტაქსი გამიჩერა და სახლში გამომიშვა, თვითონ ისევ მეგობრებს დაუბრუნდა. 4 მარტი, ზამთრის სუსხ უკან დაეწყო დახევა და ზაფხულის სითბო გვეპარებოდა ნელ-ნელა. საათს გავხედე 08:54 საათს აჩვენებდა საათი, მაგიდას მივუჯექი და მუშაობას შევუდექი. მიყვარდა დატვირთული დღეს. ზუსტად ესეთი როგორიც დღეს იყო. სხვა ვერაფერზე ვერ ფიქრობდი, დრო არ მრჩებოდა უბრალოდ. რამოდენიმეჯერ დედაჩემმა მომწერა „საღამოს ტირამისუზე გეპატიჟები“ -ო „თუ წამოხვალ ტონიკი გამოაყოლე საღამოს გოგოებმა მოვწრუპოთ“-ო და მსგავსი მესიჯები. მეღიმებოდა და „კარგი“-ს ვწერდი მხოლოდ. საკმაოდ ბევრი საქმე მქონდა. სერვერმა “Backup”-ი ვერ გააკეთა სწორად და ბარათები აირია, ნახევარი დღე მაინც მოვანდომე ასლების აღებას და ბაზის განახლებას. საათს გავხედე 14:36 საათს აჩვენებდა. მერე ტელეფონს დავწვდი და სანდროს მივწერე „მომენატრე“, გამეღიმა. გულში რაღაცნაირი ბედნიერება ვიგრძენი, მართლა მენატრებოდა ჩემი ძმა. ორი დღე არ მელაპარაკა და მაკლდა, ჩემი ნაწილი მაკლდა. თან რაც აქტიურად დაიწყო შეხვედრები მარიამთან ჩემთვის ვეღარ იცლიდა, ცოტას ვეჭვიანობდი კიდეც, მაგრამ მისი ბედნიერება მაბედნიერებდა მეც. არ მიპასუხა, ცოტა მეწყინა. წამოვდექი და ბუღალტერიისკენ ავიღე გეზი. როგორც ყოველთვის ამ კაბინეტში ყოველთვის მხიარულება სუფევდა. რაღაცაზე იცინოდნენ. ოდნავ შევაღე და თავი შევყავი. -ცოცხალი ხარ? -მხიარულად მკითხა გიორგიმ -ჯერ ჯერობით კი - გავუღიმე და ეკოს მაგიდის წინ სკამზე ჩამოვჯექი -ყოჩაღ შენ, -შემაქო ნანამ - რამდენი ბაზა აღადგინე -ყველა - გამეცინა - ასლები მქონა შენახული და 80% თავსით აღდგა. -შესყიდვები ვერ ჩამოიტვირთა გუშინდელი, მგონი ისევ ჭედავს - წაიწუწუნა ეკომ -ხო ვიცი, მე მყავდით დაბლოკილები, ეხლა ჩამოგატვირთინებს. ბანკები გაატარე?- მივუბრუნდი გიოს -ჩარიცხვებს მოვრჩი, გადარიცხვებს დავიწყებ ცოტახანში - ამონაწერი დამანახა სიმბოლურად -გაიცანი ჩვენი ახალი თანამშეომელი? - კითხვით სავსე მზერა მომაპყო ეკომ. -აბა როდის?- გაეცინა გიოს - ცხვირს არ ყოფს თავისი ოთახიდან. -ხო ბალიში და საბანი უნდა ვაჩუქო დაბადების დღეზე - სიცილში აყვა ნანაც -შენ წარმოიდგინე და მაქვს - გამეცინა მეც - ვინმე ავიყვანეთ? -კი პროექტის მენეჯერი - მრავალმნიშვნელოვნად გადაატრიაა თვალები გიომ -კოტე მიდის და მისი შემცვლელია - დაამატა ეკომ -გენდერულობა მაინც დაარღვიეს - გაეცინა გიოს - კაცი მიდის ქალი მოდის -მთავარია საქმეს აკეთებდეს - შევნიშნე და ფეხზე წამოვდექი - კოტეს წასვლა ნამდვილად არ ვიცოდი- მეწყინა თითქოს -ხო ჩვენც გუშინ გავიგეთ ახალი გოგო რომ გაგვაცნეს- შენიშნა ეკომ -ნანა დეკლარაციებს ამზადებ ხო? - უკვე კარებთან მისული მოვტრიალდი -კი ხვალ გადავგზავნი უკვე - თავი დამიქნია და გამიღიმა რა საინტერესოა, ახალი თანამშრომელი გვყავს და არ ვიცი. ცოტა მეწყინა, ბუღალტერიას გააცნეს, წარუდგინეს, მე კიდე არა. „ახალი თანამშრომელი გვყოლია“ გავიფიქრე და თავი რომ ავწიე ისე ვიდექი გეგას კაბინეტის წინ ღია კარებშ, რომ მეც კი ვერ მივხვდი. კაკუნის გარეშე შევაღე და ისე შევედი. საუცხოო სურათი დამხვდა, გეგა თავის მაგიდასთან იჯდა, გოგო მის უკან იდგა, კომპიუტერის ეკრანზე რაღაცას აჩვენებდა და იცინოდნენ. გეგა ბედნიერი ჩანდა. კიდევ ერთხელ მეწყინა. -უაკცრავად - კარებშივე გავშეშდი - არ მეგონა დაკავებული თუ იყავი -მოდი მოდი - ხელით მანიშნა გეგამ -რომ მოიცლი მერე შემოვალ, ან შენ შემოდი - ვუთხარი და უკან დავაპირე გამობრუნება -მცალია მოდი- გამაჩერა გეგამ - ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია -ცოტა დაფიქრდა თითქოს სახელის გახსენებას ცდილობდა -ნაკო - დაეხმარა გოგონა -ხო ნაკო - ღიმილით ახედა და ცადა ფეხზე წამომდგარიყო - ბოდიში - უხერხულად წამოდგა გეგა. „ღმერთო რა უტიფარია“ -გავიფიქრე გოგოზე. არც კი გაინძრა რომ გეგა გაეტარებინა, თითქოს სპეციალურად ქმნიდა უხერხულობას. ცოტა გავღიზიანდი. ალბათ შემატყო ალმაცერად რომ ვუყურებდი წარბ აწეული. გეგა მომიახლოვდა და მეგობრულად მაკოცა ლოყაზე. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. „რა საჭირო იყო ეხლა“- გავიფიქრე მაგრამ გავინაბე და გავუღიმე. -როგორ ხარ თათა? - მხარზე შემახო ხელი - ბოდიში ნაკო ხო? - თითქოს ისევ დაავიწყდა სახელი -სახელებს ცოტა ძნელად ვიმახსოვრებ თათაა მომწმე - კიდევ ერთხე გამიღიმა - თათა ჩვენი ფინანსისტია. -სასიაოვნოა - წაიკეკლუცა ვითომ გაგვიღიმა ჩვენ შორის გაიარა -საღამოს გავიაროთ შეკრებაზე ეგ დეტალები - კარებში გაჩხელი ნაკოს მიუბრუნდა გეგა -კარგი გეგა - გაუღიმა გეგას და მე ავად გამომხედა გამეცინა ჩემთვის. კარგია, ამბიციური გოგოა, მთავარია საქმე რამდენად კარგად ესმის და იცის. გეგამ თვალი გააყოლა, კარებთან მივიდა და დახურა. სავარძელზე მიმანიშნა თვალით „დაჯექი“-ო თვითონ ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო. -კარგი ამინდია არა? - მკითხა ისე რომ არც კი შემოტრიალებულა -კი ცოტა დათბა - მივედი და მეც გვერდით ავეტუზე -ხვალ ერთი წელი გახდება - გაეღიმა - გილოცავ -რას? -ძალიან დავიბენი და გეგას გავხედე -პირველად რომ მაკოცე -გაეღიმა -მე კი არა შენ - მეც გამეცინა და მხარი გავკარი მეგობრულად -ავღნიშნოთ? - თითქოს იმედიანად მკითხა -რა?- ისევ გამეცინა -ჩვენი მეგობრობა - მომიტრიალდა და თვალებში ჩამხედა იმდენად კეთილი, თბილი და სიყვარულით სავსე თვალები ქონდა, ძლივს ვუძლებდი მის მზერას. ვცადე თვალი მომერიდებინა, მაგრამ ნიკაპი ხელით დამიჭირა და ვერსად გავექეცი. მიყურებდა თვალებში და ცდილობდა წავეკითხე, ან დავერწმუნებინე თვალებით, რომ ვცდებოდი. რომ შეცდომას ვუშვებდი. იმდენად თბილი მზერა იყო და მწველი. ძლივს მოვარიდე თავი და მკერდზე მივადე. მესიამოვნდა, გეგას სხეულიდან წამოსული სითბო მესიამოვნა და გავინაბე. გეგამაც ხელი მომხვია და თმაზე მაკოცა. -მომენატრე - ჩუმად მითხრა და ისიც გაინაბა ნება რომ მოეცათ ალბათ მთელი ცხოვრება ისე ვიდგებოდით. იმდენად სასიამოვნო და მყუდრო იყო მის მკლავებში ყოფნა საკუთარი თავი მეთვითონ შემეცოდა, შემეცოდა ამ ყველაფერზე ერთ დროს უარი რომ ვთქვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.