შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო (1თავი)


25-06-2021, 00:44
ავტორი Yavisfertvala
ნანახია 9 696

სიცილით მოვდივართ მე და ჩემი დაქალი რეპეტიტორიდან. არ გეგონოთ, რომ სკოლის მოსწავლეები ვართ, პირიქით მესამე კურსელები. უბრალოდ ჩემს უნივერსიტეტში გერმანული ისწავლება და ისე ვარ მე გერმანულში, როგორც ამერიკა და ჩინეთი, ამიტომაც ანიმ სოლიდარობა გამომიცხადა და ჩემთან ერთად დადის. უკვე თითქმის 12 სრულდება, ჩვენი სახლის ჩასახვევს ვუახლოვდებით, რომ ვიღაც ტვინნაკლული პირდაპირ ფეხებთან მიჩერებს მანქანას. ფარების სინათლის გამო სახეს ვერ ვხედავდი, ამიტომ ხელით თვალები მოვიჩრდილე. როგორც იქნა დაგვდეს პატივი და გადმოეთრნენ. არა ამას ნამდვილად არ მოველოდი. ერთი მაღალი, ზედმეტად სიმპატიური, თავ გადახოტრილი, შავგვრემანი ბიჭი იყო და ზედმეტად სერიოზული სახით მოძრაობს. მეორე კი ვაიმეე, მაღალი ჩემზე სადღაც 2 თავით მაღალი. არა ისე ჩემზე ყველა მაღალია. ჩემი ასაკისთვის ზედმეტად დაბალი ვარ, 1,58 ვარ. ნუ საიდან სად წავედი, ასეთები მჩვევია. ნუ მოკლედ მაღალი, შავგვრემანი, მოკლედ შეჭრილი კულულებით მოემართებიან ჩვენკენ. მოიცა მართლა ჩვენკენ მოდიან?
-ამდენ სიცილს გირჩევნიათ გზაზე იყუროთ, შემდეგში ვინმეს ბორბლებში რო არ შეუცვივდეთ.- იძახის პირველი.
- მოიცა ერთ წამს...- ანი მაღლა წევს საჩვენებელ თითს.- კიდევ ჩვენ უნდა ვიყუროთ წინ? წაგვატეხეთ ფეხები და ეგაა.- ხმას აუწია ანიმ.
- ხმა აკონტროლე გოგო. შენ გოგო იცი მე ვინ ვარ?- თითს მკერდზე იდებს.
- ბარნი რომ არ ხარ მარცვლეულის ქვეყნიდან მოსული, მაგას მეც ვამჩნევ.- სიცილი ვეღარ შევიკავე და უნებლიეთ ავფხუკუნდი.
- შენ რაღა გაცინებს?- ისეთი სახით შემომხედა შემეშინდა ხუჭუჭამ. ენა მუცელში კიარა ნაწლავში ჩავარდა.
- არ...ა არაფერი. წამოდი რა ანი არ გინდა.- ხელზე ვექაჩები ანის. მან კი ისეთი სახით შემომხედა ვინმე უცხოს შეეშინდებოდა, მაგრამ მე მიჩვეული ვარ.
- შენს ადგილას შენს დაქალს დავუჯერებდი.- წარბების ქვეშიდან გამოხედა.
- და რო არა?
- ანიი გთხოვ.- თვალები ამიცრემლიანდა. შემეშინდა ანის ეს ბიჭი კუბოში არ ჩაედო. თან უკვე შუა ღამეა და კაციშვილიც არ დაიარება.
- კარგი კარგი ხომ მოვდივარ.- ჟაკეტი გაისწორა და გვერდით ამომიდგა.
- რამდენი იდიოტი ამძიმებს ამ ქვეყანას.- თითქოს ჩუმათ ჩავიჩურჩულე, მაგრამ...
- რა თქვი?- გაბრაზებული ტონით მეკითხება ხუჭუჭა და უკვე წამოვიდგინე, როგორ ყრის თვალებიდან ნაპერწკლებს. ნეწყვი მძიმეთ გადავყლაპე და უკან შევტრიალდი.
- ჰა?
- რათქვითქო?
- არაფერი, კარგად.- უცბათ გამოვიქეცი იქიდან. ყოჩაღ თინი მაგარი ხარ!
რა ვქნა ასეთი ვარ, დაძაბულ სიტვაციებში შიში მიპყრობს, თან თუ ახლო მახლო ანია. ვინმე ხმამაღლა თუ მელაპარაკება 1 წლის ბავშვივით ცრემლები მივარდება. ჰოო ასე შემქმნა ღმერთმა დაბალი და ბოთე. სამაგიეროდ ლამაზი ვარ. ნუ არც ისე გამხდარი ვარ მარა არც მსუქანი ვარ ფუმფულა ვარ რა, ტალღოვანი ჩალისფერი თმით და პაწუა ცხვირით რომელზეც სათვალე მაქვს დაკოსილი. ანი, ოო ანი ცალკე განზომილებაა. ცალკე სამყარო. ის ცოტა არიყოს და უხეშია. შემტევი ხასიათის ადამიანია და ყველაფერზე მეტად ვერ იტანს უსამართლობას. ჩემი გმირია ანი. სულ მიცავს რაც თავი მახსოვს. როგორც იქნა მივაღწიეთ ჩვენს კორპუსს.
-იმენა ნეშომპალა ბიჭები იყვნენ რა, ამიშალეს ნერვები. შენ კიდევ რა დაგემართა, როცა ვჩხუბობ ხელზე კიარუნდა ჩამომეკიდო და გამომიყვანო.- ახლა მე მომიბრუნდა და შემიღრინა.
- ანი ვის მეუბნევი მაგას? მეე?
- ეგეც მართალია, შენ იმდენად ბოთე ხარ ობობებისაც კი გეშინია.
- ანიი, ნუ მეღადავებითქო მაგაზე რამდენჯერ გითხრა უფფ.- გავიბუსხე და ტელევიზორის წინ პუფში ჩავეცი. მალე ესეც მომბეზრდა და დასაძინებლად წავედი, ხვალ ლექციები მაქვს. ჯანდაბა თან პირველი რუსიკოსი მაქვს, რო დავაგვიანო თავს წამაცლის. მასალას კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ლოგინში ვწვები. დღევანდელი ბიჭები მახსენდებიან მართლა რა სიმპატიურები იყვნენ.
დილა. სიტყვა რომელსაც ამ ქვეყნად ალბათ ყველაზე მეტად ვერ ვიტან. ტელეფონზე ისეთი ზარი მაქვს დაყენებული ძაანაც, რომ მოგინდეს ძილის შებრუნება ვერ შეიბრუნებ. მაშინვე ვდგები და სააბაზანოსკენ მივქრივარ, ბოროტმა ანიმ რო არ შემასწროს. დილის პროცედურებს მალევე ვამთავრებ და კარადაში ვძვრები. მთლიანი მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა და ჩექმები, პატარა ჩანთა და წიგნებს ხელში ვიჭერ. გარეთ გავდივარ და სამზარეულოში გამზადებული ანი მელოდება ყავით ხელში.
-ჰმ, ასე მალე როგორ ადექით დედოფალო ანი?
- ჩემი ბიჭი მოვიყვანე დილის 8ზე, პროფილაქტიკიდან და ბარემ გავემზადე. რა ლამაზი ხარ გოგო რაიყო, უნივერსიტეტში კი არ გათხოვებთ.
- ოო რა ტარანტულა ხარ რაა.- ენა გამოვუყავი. მალევე მიმიყვანა უნიში ანიმ. ხოო ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა ანი ბიზნესზე სწავლობს მე კი არქეოლოგიურზე. მალევე შევდივარ შენობაში და 325 აუდიტორიისკენ წავედი. ტელეფონში ანის ვწერდი, თურმე რაღაც ღონიძიება ტარდება მის უნივერსიტეტში და დასწრება ყველასთვის დაშვებულია, ბიზნესმენები ატარებენ. ამაში ვიყავი გართული რომ თავით რაღაც მყარს შევასკდი, რაღაცას კიარა ვიღაცას. ჩემი პატარა ცხვირიიი! სათვალეეე! რომ არა წელზე შემოხვეული ტორები, უთუოდ დამბლა გავიშხლართებოდი.
- ბოდიში წინ არ ვიყურებოდი და შემთხვევით მომივიდა.- დავიხარე და დაბლა დაგდებული უკვე დამსხვრეული სათვალე ავიღე.
- ღმერთო დიდებულო, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც გამოიხედო თვალებიდან.- ეს ხმა მეცნობა. არა, არა, არა, და არა. გთხოვ ოღონდ ის არ იყოს ოღონდ ის არაა. სათვალიდან მის სახეზე გადავიტანე ყურადღება. გუშინდელი ხუჭუჭა, ისევ ისეთი გამოხედვით დამყურებს ზემოდან.
- ბოდიში მე.. მე შემთ... შემთხვევით მომივიდა.- ენა დამება, არ მოველოდი. ამას აქ რა უნდა? სულაც არ გავს სტუდენტს.
- არაუშავს, არაფერი დამმართნია. მგონი სათვალე გაგიტყდა.
- აჰ დიახ, არაუშავს ვიყიდი ახალს ამ დღებში.- მან კი საფულე ამოიღო და 200 ლარიანი მომაჩეჩა ხელში.
- აი აიღე, არ მიყვარს ვინმესთან ვალში რომ ვარ.- სახე ამელეწა, გვერდი ამიარა და გზა გააგრძელა. ღრმად ჩავისუნთქე და წინ გადავუდექი.
- შენი ფული არაფერში მჭირდება და არც ვინმესთან ხართ ვალში, კარგად იყავით და დიდი იმედი მაქვს მეორედ აღარ გნახავთ.- ფული სახეში მივაყარე და აუდიტორიისკენ წავედი, ისედაც მისგამო 10 წუთი დავაგვიანე. ჯანდაბა რუსიკო გაიბრდღვნის ახლა თმებს. დღე ზედმეტად უაზროდ გავიდა, მერე კი პირდაპირ ანის უნივერიტეტში წავედი.
1 საათი დამჭირდა ავტობუსით მიჯლიგინება იქამდე. შესასვლელთან ანი მელოდებოდა, იმიტომ რომ გარტყმაში არ ვარ სად არის სააქტო დარბაზი. ოთახი ისე იყო მოკაზმული გეგონება ახალი წელი იყო და არა უბრალოდ ბიზნესმენებთან შეხედრა. მალევე დაიწყო.
- აუ კარგი რა სად მომათრიე? სად არქეოლოგია და სად ბიზნესი შოკში ხომ არ ხარ? ამას მერჩივნა სახლში მარველისთვის მეყურებინა.- ისევ და ისევ ვბუზღუნებდი.
- მოისვენე თინი რაა. სულ როგორ უნდა ბუზღუნებდე, ხანდახან მინდა რომ შემოგარტყა. მალე დაიწყება და დამთავრდება რაიყოო.
- კარგი ხო აი იწყება.- ძლივს გვეღირსა. ფუმფულა ქალი გამოვიდა სცენაზე ფურცლებით და მიკროფონით, მაგრამ მე სულაც არ მაინტერესებდა ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და „ფერმის“ თამაში დავიწყე.
- მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მადლობას გიხდით მოსვლისთვის და დაფასებისთვის. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ახალგაზრდა ბიზნესმენები, რომლებმაც დრო გამონახეს და დღეს ჩვენთან მოვიდნენ. გთხოვთ მივესალმოთ, ნიკოლოზ ბენდელიანი და კიტა მენაბდე.- ტაშით მიესალმნენ სტუმრებს და ანიმ გვერდში იდაყვი ისე ჩამარტყა კინაღამ ვეღარ ამოვისუნთქე.
- შენ გოგო სულ გაუბერე?- გაცხარებულმა ვკითხე მან კი, ხელი ყბაზე მომიჭირა და თავი სცენისკენ შემატრიალებინა. არ არსებობსსს. არა, არა. ეს უკვე დამთხვევა აღარაა თან მითუმეტეს, რომ დამთხვევების არ მჯერა. თავგადაპარსული(ნიკუშა) და ხუჭუჭა(კიტა) გვერდიგვერ სავარძლებში ისხდნენ სცენაზე და ხალხს გამაღიზიანებლად უღიმოდნენ.



№1  offline წევრი Elka Popova_2

Тевени новелеби квела даумтавребелиа. Ес маинц боломде миикванет. Ар гецхинот убралод карги новелебиа да ро ар амтавребт сацхениа. Царматебеби

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent