შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი {თავი 4}

26-06-2021, 09:24
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 566

ფეიერვერკების სილამაზით ვტკბებოდი. აივანზე მარტოდ მდგარი, მოშიშვლებული ზურგით და შამპანიურის ჭიქით. არ ვიცი, შორიდან როგორი დასანახი ვიყავი, მაგრამ სახარბიელო ნამდვილდ არ. ძველ წლებს გადავხედე. 2017 დიდი ტკივილი იყო. იმიტომ, რომ მაშინ პირველად ვცადე... მოკლედ, მაშინ თეკლა გასვიანმა მიწასთან გამასწორა. ,,შენნაირ მსუქანს აკა არც კი შეხედავსო"-პირდაპირ მომახალა. ოთხმოც კილოს ვიწონიდი. ამხელა ვიყავი და დადიანი მაინც ვერ მამჩნევდა. არ ვიცი, ბავშვურობას არ ვაწერდი აკას აკვიატებას. მეორედ რომ ვცადე... მაშინ დადიანის მამა ჩვენთან ახლოს მდებარე კლინიკაში მუშაობდა. გავიგე... მეგონა, მაშინ მამისგან გაიგებდა, რომ ერთმა სულელმა გოგომ თვითმკვლელობა სცადა. ეს მცდელობაც უშედეგო იყო. მახსოვს კიკვიძის ბაღში დავინახე. ხელები დაბინტული მქონდა. წონა შემცირებული. არ შევუმჩნევივარ. აკა იყო ყველგან ჩემთვის, მაგრამ მე არ ვიყავი არსად მისთვის.
არ ვიცი, რას ვუმტკიცებდი საკუთარ თავს. მიყვარდა? აკა ჩემი პირველი წრფელი სიყვარული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ამ წამს ვიცოდი, რა საშინელი იყო, მე ის მაინც მიყვარდა. შტერი სესილია, რომელიც მისტირის სხვის ქმარს. ალბათ ადამინის ბუნება ასეთია. როდესაც რაღაც არ გაქვს, სწორედ ის გინდა. მინდოდა თუ არა აკა? არ ვიცი! მხოლოდ ის შემეძლო მეთქვა, რომ დადიანზე ჯერ კიდევ შეყვარებული ვიყავი და ვინ იცის, როდემდე გასტანდა.
-სესო!-ჰორიზონტზე შეშინებული ცუცა გამოჩნდა და ჩემს დანახვაზე შვებით ამოისუნთქა. როგორ დავიღალე ამ ჟესტზე.
-აქ ვარ.-ცაში კვამლი ტრიალებდა და საშინელი სურნელი იფრქვეოდა ირგვლივ.
-გეძებენ.-თავით მანიშნა და ქვემოთ გამოშლილ ბიჭებს გავხედე. გელოვანი იყო, დადიანი არ. გული მტკივნეულად შემეკუმშა. კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ცალფეხზე ვეკიდე აკას.
-სესილია.-თვალები დამიბრიალა ბერიძემ და აზრზე მოვედი. მოაჯირს მოვშორდი და ნელი ნაბიჯით ჩავუყევი კიბეს.
-კარგად ხარ?-საშა წამოვიდა. როგორ მინდოდა, მეყვირა.
-კი.-თქვი დავუქნიე და მეტი დამაჯერებლობისთვის გავუღიმე.
-შევიდეთ.-ხელი მომხვია და ჩემიანად შევიდა დარბაზში. ისევ ჩვენს მაგიდასთან ისხდნენ. უხერხულად გავუღიმე ყველას და საკუთარი ადგილი დავიკვე.
-გეძებდით.-ზურამ გადმომხედა.
-ბოდიშით, ტერასაზე ვიყავი.
-სესილი.-ზურგიდან ნაცნობი ხმა მომესმა და მერე ნაცნობ სილუეტზე დავიძაბე. მთვრალი წიკლაური ნაკლებად სახარბიელოდ მეჩვენებოდა ამ მომენტისთვის.
-დემე.-ძლივს ამოვილუღლუღე.
-როგორ ხარ?-ჯერ მე შემათვალიერა და მერე სათითაოდ ყველა, ვინც ჩემ გვერდით იყვნენ.
-არამიშავს შენ?-მსუბუქი პასუხებით შემოვიფარგლებოდი. ყველა საეჭვოდ დუმდა.
-გავიდეთ?-ღმერთო დამიფარე. თვალები დავუბრიალე წიკლაურს, მაგრამ აზრი? სად მეპატიჟებოდა? დებილიი.
-ცივა გარეთ დემე.-ოღონდ ახლა წადი...
-ჩემს მოსაცმელს გათხოვებ.-დაიჟინა ბიჭმა.
-დემე....-სათქმელი ვერ დავასრულე ვახვახა რომ წამოიჭრა და უეცრად ჩემ წინ გაჩენილი ყელში დასწვდა დემეტრეს.
-ვერ გაიგე?-ამოიღრინა ზურამ.
-შენ არ გელაპარაკები!-ხელით გასწია წიკალურმა. არ ვიცი, მერე რა როგორ მოხდა. აზრზე მაშინ მოვედი გელოვანი, რომ ჩადგა შუაში. ჩადგა არა, მოუწია ჩადგომა. მარტო მე და გვანცა ვიდექით განზე.
-გეყოთ!-ამოვისლუკუნე და უკან დავიხიე.
-სესო!-კოტემ დამინახა.
-მხეცები ხართ!-ამოვიღრიალე და სწრაფად წავედი გასასვლელისკენ. ეს რა იყო? რა სიველურე? თავად ხომ მოვგვარდებოდი. რომც ვერ მოვგვარებულიყავი, არ უნდა ჩარეულიყვნენ. გაბრაზებულმა ავიარე კიბე და ოთახის კარი მთელი ძალით მოვიხურე. შიგნიდან გადავკეტე. ისეთი გამოფიტული ვიყავი... ესეც ახალი წელი.
ქუსლიანები კუთხეში მივყარე და კაბის შესაკრავი გავიხსენი. მძიმე ნაჭერი მაშინვე ქვემოთ ჩასრიალდა და საცვლების ამარა შევედი სააბაზანოში. ცხელი ჭავლის ქვეშ დავდექი... მთელი სხეული მიხტოდა. ყელში მიჭერდა დღევანდელი. პირველად ვიყავი მსგავსს სიტუაციაში და არ ვიცოდი, რა მექნა.
საერთოდ ვიყავი რამე? მითვალისწინებდა ვინმე? ვუყვარდი სხვებს?
ცრემლები ნაკადულებად ჩამომეღვარა ღაწვებზე.
-დებილი ხარ სესილია.-ხელის გულებით გავიმშრალე და კედელთან ჩავცურდი. მთელი ჩემი ცხოვრება უკუღმართობა იყო. სხვა მინდოდა და სხვა მქონდა.
-სესო.-კარს იქიდან გვანცას ხმა მომესმა, მაგრამ ლაპარაკს არ ვაპირებდი. არავინ მინდოდა. მხოლოდ სიმარტოვე. პირსახოცი შემოვიხვიე და სველი თმით შევწექი საწოლში. სითბო დატრიალდა და სხეულის გაყინულ ნაწილებს მოედო. მცხელოდა. სიცხე მქონდა. ჩემ წინ დადებულ სარკეს გავხედე და ჩაწითლებულმა თვალებმა დაადასტურა ვარაუდი. ნამდვილად სიცხე მქონდა.
ვგრძნობდი სისუსტეს. ფეხისთითებიდან რომ მოძვრებოდა და მთელს სხეულს ედებოდა. ძლივს გადავწიე ხელი, მობილური რომ ამეღო. თვალები მეხუჭებოდა. რა დროს სიცხე იყო? ჯანდაბა სესილი, მოგინდა ტერასაზე მოშიშვლებული ზურგით ყოფნა. აი, შედეგი. ცალტვინა გოგო. საკუთარ თავს ვტუქსავდი. გვანცას ნომერი ავკრიფე და დავრეკე. ცუდად ვიყავი. რამდენიმე ზუმერის შემდეგ ბერიძის დაძაბული ხმა მომესმა.
-ცუც.-სიცხისგან მეტირებოდა.
-რა გჭირს სესილია?-ხმაზე შემამჩნია, რომ ვერ ვიყავი კარგად.
-კარი როგორმე გააღე. გადასხმა მჭირდება.-ძლივს ამოვთქვი ბგერები და მერე თვალები დავხუჭე. ფერადი რგოლები, რომლებსაც ვხედავდი, სიშავედ გადაიქცა...
---
საავადმყოფოს დერეფანში ბერიძეს უკან იდგა. ღრმად სუნთქავდა და ქალის ცრემლებს ითვლიდა. გვანცას რომ საშა მოეხვია, უსიამუვნოდ გასცრა და სიგარეტის ღერი მოიქცია. ნერვიულობას ვეღარ მალვდა. ყბებდაჭიმული იდგა და თვალს ვერ აშორებდა ამ ორს.
-ვიკო.-გელოვანმა მოიყვანა გონს და დაფეთებული შეტრიალდა მისკენ.
-გეტყობა.
-რა?-დაბნეულმა გახედა.
-სიყვარული.-ჩაიცინა და ვიბლიანს დაჭიმულ მხრებზე გაშლილი ხელი დაარტყა.
-ანუგეშე.-ესღა ამოიჩურჩულა და გაუჩინარდა.
ვიკო ვიბლიანი მთელი შვიდი წელი ერთადერთ ქალზე იყო შეყვარებული. ვიკოს გარშემო ყველამ იცოდა, რომ თუ ვიბლიანი ცოლს შეირთავდა ეს უთუოდ, გვანცა ბერიძე იქნებოდა. ამიტომ ვერ ერეოდა ვერავინ მის ცხოვრებაში.
-გვანცა.-ქალის მხარს შეეხო და სხეულში დავლილი ჟრუანტელი დააიგნორა.
-სიცხეს ვერ უწევენ.-ბიჭისკენ შეტრიალდა და მოეხვია. მომენტით სარგებლობდა ვიბლიანი. მკლავები შემოაჭდო სუსტ სხეულს და ღრმად შეინუთქა სურნელი.
-ყველაფერი კარგად იქნება..-შუბლზე გადაატარა ბაგე.
-ჩემი ბრალია.-თავს ვერ ერეოდა. მხრები უთრთოდა.
-ჩხუბი შენ არ დაგიწყია ცუცა.-ცდილობდა დაემშვიდებინა. რაღაცნაირად ყველა დამნაშავე იყო.
ვახვახა ყველაზე მეტად განიცდიდა. დადიანიც იქ იყო. პირველად სესის გამო. რა თქმა უნდა, არაფერს ნიშნავდა ეს. ადამიანურ ვალს იხდიდა.
გელოვანი... გელოვანი სესოს კართან იდგა. თეთრ კედელზე იყო თავით მიბჯენილი. თვალები დახუჭული ჰქონდა და ფიქრებით ისევ თბილისის ახლად გახსნილ კაფეში იჯდა და სესილის ესაუბრებოდა.
მძიმე აურა ტრიალებდა. პალატიდან თეთრხალათიანის გამოსვლა პირველად სანდრომ შენიშნა.
-კარგადაა?-უემოციო სახით უყურებდა.
-გონს მოვიდა თქვენი ცოლი, შეგიძლია, ნახოთ.-არც დასცალდა, აეხსნა... რა უნდა აეხსნა? ოდნავ ჩაეღიმა და ვიკოს ანიშნა ხელით წამოდითო...
---
თვალებს ჯერ ძლივს ვახელდი თვალებჩასიებული ბერიძე წინ, რომ დამიდგა.
-უნამუსო ხარ სესო.-ამდენი ადამიანის პირისპირ ჯერ ხომ მიმალანძღა, მაგრამ მერე მომეხვია. მე მაქვს სიცხე, თუ ამას?
-როგორ ხარ სესკა?-საშას ხმამ გამომაფხიზლა საბოლოოდ. ნასვამი იყო.
-მე კი კარგად, მაგრამ შენ სულ მთვრალი როგორ ხარ?
-დანაშაულის გრძნობამ მაიძულა.-დეპრესი ჰქონდა მგონი. მე მართლა არ ვიყავი კარგად, არც გაბრაზებას გაევლო, მაგრამ იმდენად თბილად იმზირებოდა ყველა, მივხვდი, ინერვიულეს. ჩემი პანიკა და ცხვირის აბზუება ყველზე უადგილო იქნებოდა.
-ბოლო იქნება.-ვიკომ გამომძახა და ხელის ჟესტიკულაციით დადო პირობა. კარგი ბიჭი იყო ვიბლიანი... გულწრფელად მეღიმებოდა მათ სახეზე. ,,მაპატიე" გამოსჭვიოდა თითოეულის გამომეტყველებიდან.
-რადგან ყველაფერი რიგზეა, დავიშალოთ.-გელოვანის მზერას რამდენიმე წამით გადავაწყდი და მის გვერდით მდგარი აკა ახლა შევამჩნიე. ტანში სასიამუვნოდ გამცრა.
-მადლობა.-გულიდან ამომივიდა ეს სიტყვა. უნებურად...
ცოტახანსღა იყვნენ და მერე ოთახი დაცარიელდა. საათს დავხედე. დედასთვის უნდა დამერეკა. უნდა მეთქვა, რომ მიყვარდა. ნომერი ავკრიფე და დედის ხმის მოლოდინში გავიყურსე.
-ხო სესო.-ისეთი მშვიდი იყო ხმა.
-დე.-ცრემლები მომაწვა.
-ხო სესი-ზუსტად ვიცი, წამოიწია და ნერვიულობამ იმატა.
-ახალწელს გილოცავთ შენ და მამას. მიყვარხართ.-სენტიმენტალური მე...
-ჩვენც გილოცავთ ჩემო ფერია.-ახლა ცრემლებს ღვრიდა და მამა ამშვიდებდა...
-საუკეთესო ადამიანები ხართ.-ბოლოს ჩავძახე და მანამ სანამ მის ტირილს გავიგებდი, გავთიშე..
ცხოვრებაში მე გამიმართლა... ამ წამს ვგრძნობდი, რა იდიოტი ვიყავი აქამდე... რა ვიქნებოდი, არ ვიცი, მაგრამ ის აღარ, რაც ადრე....
---
მეტს ვერ ვახერხებ. ბოდიშით... არ ვიცი, მოგეწონებათ თუ არა...

№1 სტუმარი სტუმარი ...

ბოლო სიტყვებმა მომაბრუნა სესილიასკენ, თორემ მთელი თავი ისე წავიკითხე, ბრაზს ვერ ვიკავებდი.
უბრალოდ ავადმყოფობაა როგორც იქცევა. ყველაფერი, სიყვარულის გარდა. ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ უაზროდ ეხვევიან თავს, თითქოს მის გარშემო ტრიალებს სამყარო.
აკას პერსონაჟი უბრალოდ ბუტაფორიაა. არც ხმას იღებს, არც არაფერს აკეთებს.
და მაინც, საავადმყოფოში მისი ნახვა ესიამოვნა, როცა ასე უაზროდ დაამცირა:))
შთაბეჭდილება მრჩება, რომ სესილიას თავმოყვარეობა არ გააჩნია.
ავტორო, შენ არ გაკრიტიკებ, მხოლოდ პერსონაჟს/ებს განვიხილავ და იმედია ადეკვატურად მიიღებ.
კითხვას გავაგრძელებ, რა თქმა უნდა, მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. წარმატებას გისურვებ

№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან გთხოვთ,სესო ცოტა აზრზე მოიყვანეთ,თორემ დამაწყვიტა ნერვები. რა აკო,რის აკო,გელოვანია მისი მომავალი. ველი ახალ თავს,თანაც როგორ!

№3  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ...

ადეკვატურად ვიღებ ყველაფერს, თუ ,,ნორმის ფარგლებშია"
მადლობა. სესილი ვნახოთ. ჩემთვის ის უფრო სისულელე იქნებოდა, ორ დღეში დაევიწყებინა ადამიანი, რომლის გამოც თვითმკვლელობას ცდილობდა. ❤️

Ana-maria
ძალიან გთხოვთ,სესო ცოტა აზრზე მოიყვანეთ,თორემ დამაწყვიტა ნერვები. რა აკო,რის აკო,გელოვანია მისი მომავალი. ველი ახალ თავს,თანაც როგორ!

სილას შემოვარტყამ :დ მადლობა შენ❤️❤️

№4  offline წევრი ნენეე

შეიძლება, ამ მომენტში ვცდებით, მაგრამ სესილია ყველზე უთავმოყვარეო პერსონაჟია. ნინა გახსოვს? ნინაზე უარესია. ჩამოუყალიბებელი, დღეს გელოვანის ცისფერი თვალები იზიდავს, ხვალ ისევ აკა და ასე. მესმის, რომ ვერ დაივიწყებ ასე მარტივად ადამიანს, რომლის გამოც თავს იკლავდი, მაგრამ სიყვარულია? მგონი არა. უფრო აკვიატებას ჰგავს... მის თითოეულ ქცევაში ჩანს ეს. სიყვარული რომ იყოს, სანდროს თვალებზე არ დასველდებოდა..
წარმატებები თეთუ, შენ იცი, როგორ მიხარია შენი ნაწერები...
ველოდები. ❤️
--------------------
ნენე გასვიანი

№5  offline წევრი ქეთათო4

ნენეე
შეიძლება, ამ მომენტში ვცდებით, მაგრამ სესილია ყველზე უთავმოყვარეო პერსონაჟია. ნინა გახსოვს? ნინაზე უარესია. ჩამოუყალიბებელი, დღეს გელოვანის ცისფერი თვალები იზიდავს, ხვალ ისევ აკა და ასე. მესმის, რომ ვერ დაივიწყებ ასე მარტივად ადამიანს, რომლის გამოც თავს იკლავდი, მაგრამ სიყვარულია? მგონი არა. უფრო აკვიატებას ჰგავს... მის თითოეულ ქცევაში ჩანს ეს. სიყვარული რომ იყოს, სანდროს თვალებზე არ დასველდებოდა..
წარმატებები თეთუ, შენ იცი, როგორ მიხარია შენი ნაწერები...
ველოდები. ❤️

ვცდებით აზრობრივად. რა ვქნა, უსინდისოა სესო, მაგრამ გულწრფელი. ვნახოთ. არადა ცხოვრებაში რამდენია ასე. ერთი უყვარს მეორეზე სველდება❤️
მიყვარხარ.

№6 სტუმარი სტუმარი თათა

ვიკოს პერსონაჟს თუ უფრო ახლოს გაგვაცნობ, უკეთესი იქნება. გვანცა? გვანცა ხან ალთასაა ხან ბალთას. გელოვანი? ჯერ-ჯერობით არ მაღიზიანებს. აკა? შენს პერსონაჟებს შორის ყველაზე *ირი ტიპი ეგაა. ბიჭები ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. სესოს დედ-მამა? კარგები. სესილია? შტერი. ამ გოგოს ჰგონია, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს. უკაცრავად რაა. მოაჭკვავე. გამაღიზიანებელია მართლა.
ნუუუ.
წერის სტილი კარგი გაქვს, გამართულია ყველაფერი.
სიუჟეტზე მაქვს პრობლემა და არა შენზე, შენს სადაქალოზე და ა.შ.
წარმატებებიიიი...

№7  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თათა

შენი აზრია, მკითხველი ხარ, პატივს გვემ... გავითვალისწინებ, მადლობა. ❤️

№8 სტუმარი სტუმარი ელენე

ვწუხვარ სესილიზე მართლა...

№9  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ელენე
ვწუხვარ სესილიზე მართლა...

ცუდია. :(

№10 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მინდა სესა და სანდრო.ჯერ ამბობდა მაფორიაქებსო ახლა ისევ აკა.მაგრამ ვფიქრობ ეგ აკვიატებაა და არა სიყვარული.იქნებ ნამდვოლი გრძნობა სხვა ადამიანმა განაცდევინოს და ქარბორბალასავიტ დაეტაკოს და მოხვდეს სიყვარულის მნიშვმელობას სესილია.ეს აკა კიდე დარჩეს იმია გარრშეც ვინც ყავს და მინდა მიხვდეს როგოეი ფიტულივით არის.გწლოდებიი

№11  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თამო
ძალიან მინდა სესა და სანდრო.ჯერ ამბობდა მაფორიაქებსო ახლა ისევ აკა.მაგრამ ვფიქრობ ეგ აკვიატებაა და არა სიყვარული.იქნებ ნამდვოლი გრძნობა სხვა ადამიანმა განაცდევინოს და ქარბორბალასავიტ დაეტაკოს და მოხვდეს სიყვარულის მნიშვმელობას სესილია.ეს აკა კიდე დარჩეს იმია გარრშეც ვინც ყავს და მინდა მიხვდეს როგოეი ფიტულივით არის.გწლოდებიი

სესილიას ცხოვრება აბლაბუდებითაა სავსე. ვნახოთ, რა იქნება. მადლობა❤️

№12 სტუმარი სალომე ბერიძე

შენგან ყოველთვის მეტის მოლოდინია. ეს სიუჟეტი უნდა გამოაკეთო, სხვა გზა არ გაქვს. სესილი მაღიზიანებს. დანარჩენი ნორმალურია.

№13  offline წევრი ქეთათო4

სალომე ბერიძე
შენგან ყოველთვის მეტის მოლოდინია. ეს სიუჟეტი უნდა გამოაკეთო, სხვა გზა არ გაქვს. სესილი მაღიზიანებს. დანარჩენი ნორმალურია.

მეტის მოლოდინი რატომ? :/
სიუჟეტი ასეთია...
მადლობა.

№14  offline წევრი ნათიიია

მგონი მარტო მე ვარ ვინც სესოს გაიგო ამ შემთხვევაში... ჩემი აზრი ასეთია: პლატონურაად უყვარდა ადამიანი რომელსაც კარგად არ იცნობდა ან აკვიატებაც ჺეიძლება ვუწოდოთ, ახლა აქვს შანსი მის წრეში იტრიალოს და გაიცნოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ხედავა რომ მისი ღირსი არც ყოფილა და მანამდე რო გაეცნო ალბათ არც შეუყვარდებოდა.... რაც შეეხება სანდროს თითქოს მან ააღელვა და რაღაც ემოცია გამოიწვია ამიტომ შეიძლება მათ ტანდემს ველოდოთ მომავალში. შეიძლება ცოტა ეგოისტია რომ ასე ანერვიულა საყვარელი ადამიაანები მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცუდი ადამიანია, კომენტარები ცოტა არ იყოს გამიკვირდა???? ან მე ვცდილობ ყოველთვის და ყველგან კარგის დანახვას და რეალობას ავცდი????
პ. ს მინდა გითხრა ქეთათო, რომ ძალიან მომწონს სტილი როგორც წერთ და გააგრძლეთ შემართებით ისე საითაც მუზა წაგიყვანთ❤️❤️❤️❤️❤️????????

№15 სტუმარი one

yvelaze metad rac dzaalian , dzaalian maghizianebs aris avtoristvis mititeba ra gaaketos(((
khalkho ra gchirt? shekvetit kho ar wers es gogo? ubralod modit vadrovot aketos tavisi saqme da chven gavyvet da visiamovnot)))
araris martebuli avtoris sivrceshi shechra ))) pativiscemit me)))

№16  offline წევრი ქეთათო4

ნათიიია

ძალიან დიდი მადლობა❤️

one
yvelaze metad rac dzaalian , dzaalian maghizianebs aris avtoristvis mititeba ra gaaketos(((
khalkho ra gchirt? shekvetit kho ar wers es gogo? ubralod modit vadrovot aketos tavisi saqme da chven gavyvet da visiamovnot)))
araris martebuli avtoris sivrceshi shechra ))) pativiscemit me)))

ეს მათი აზრია, მე გავაგრძელებ იმას, რასაც ვფიქრობ. მადლობა ❤️

№17 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი ისტორიაა გაადიხე თავები

№18 სტუმარი სტუმარი ლელა

კარგი იყო????ველოდწბი მომდევნოს

№19  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ლელა
კარგი იყო????ველოდწბი მომდევნოს

მადლობა❤️

სტუმარი ლია
კარგი ისტორიაა გაადიხე თავები

ვეცდები... მადლობა❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent