გულის სიღრმეში (თავი VI)
-გიორგი - საცოდავი ხმა ამოვუშვი. არ ვიცი საიდან მოვიდა ამდენი ძალა და ენერგია. თითის წვერებზე ავიწიე და ვაკოცე. პირველად ვაკოცე. ტუჩები მოვაცილე და ვცადე თავი დამეძვრინა მისი მკლავებიდან, მაგრამ დამიჭირა, ეხლა მან მაკოცა. მოვეშვი მოვდუნდი და მთლიანად გიორგის მივენდე. მისი შეხება და სითბო მეც მავსებდა. მათბობდა. ნელა მომაშორა ბაგეები და გულზე მიმიკრა. მაგრად მომხვია მკლავები თითქოს ეშინოდა ვინმეს არ წაერთვა ჩემი თავი. ცოტახანი ესე ვიდექით. მერე ნალ გამიშვა და ცოტა შორიდან შემათვალიერე. -და კიდე მა ვარ ბავშვი - გაეცინა და ლოყაზე მომეფერა -შენც - ცრემლნარევად გავუღიმე - უნდა წავიდე გვიანი. -გაგაცილებ - ხელი მომხვია მხარზე და კარებისკენ ნელა გამომაცილა თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. გეგას მიმართ საშინელ დანაშაულს ვგრძნობდი. ერთი წლის წინ გეგას ვაკოცე. ამ საღამოს კი გიორგი. კალენდარში წითლად უნდა მოვნიშნო 5 მარტი. დილას რამოდენიმეჯერ დამირეკა გეგამ. არ ვუპასუხე. მომწერა „ხომ მშვიდობა გაქვს?“-ო ისევ არ ვუპასუხე. თავს ვარიდებდი. მინდოდა ჩემ გრძნობებში გავრკვეულიყავი და ამ საღამოს უფრო ავიხლართე. ვერ ვარკვევდი რა მინდოდა. გეგას მიმართ კი საშინელ დანაშაულს ვგრძნობდი. დედასთანაც ვერ გავჩერდებოდი. არ შევიმჩნიე ისე დავემშვიდობე ჩემებს და სახლში წავედი. ჩემს ბინაში საშინელი სიმარტოვე და სიჩუმე გამეფებულიყო. ყურებს მტკენდა ეს სიჩუმე. ნათელი ღამე იყო. ფარდები გადავწიე, ოთახში სინათლე ჩავაქრე და მთვარის შუქი შემოვუშვი ოთახში. დრო საკმარისად ბევრი მქონდა რომ მეფიქრა. მთელი კვირაც შემეძლო რომ ასე ვმჯდარიყავი. ვფიქრობდი ყველაფერზე ერთად. სამსახურზე, გიორგიზე, გეგაზე, ახალ თანამშრომელზე (ჯობდა არ მეფიქრა). მომავალზე და აწმყოწე. წარსული დიდი ხანია ბნელ კუთხეში მქონდა მიგდებული. ყავა გავიკეთე და თხელ პლედთან ერთად აივანზე გავედი. ჭიქა მაგიდაზე დავდე, სკამზე კარგად მოვკალათდი, სიგარეტს მოვუკიდე და ტელეფონით სოციალურ ქსელში შევძვერი. (დიდად აქტიური მომხმარებელი არ ვიყავი სოციალური ქსელის. ჯერ გიორგის პროფილს ვესტუმრე. საინტერესო არაფერი იყო, თავისი კაფეების ინტერიერები ქონდა გამოფენილი და მენიუ. რამოდენიმე სურათი მეგობრებთან ერთად და ზამთრი კურორტეპის პეიზაჟები. მერე გეგას ვესტუმრე. უფრო ნიკოლოზთან ერთად გადაღებულ სურათებზე იყო მონიშნული ყოფილის მიერ. ჩვენი საერთო სურათიც ქონდა ატვირთული ოდესღაც. (კორპორატიულ საღამოზე გადაღებული). გეგას მეგობრებს ვესტუმრე, ჩამოვყევი. „ოჰო, მოუსწრია დამატება“ გავიფიქრე ჩვენი ახალი თანამშრომელი რომ აღმოვაჩინე მის მეგობრებში. მომეშალა ნერვები. გამოვედი სოციალური ქსელიდან. მერე ზარებს გადავხედე. 5 ჯერ ქონდა გეგას დარეკილი. ერთხელ ანიტას.ერთხელ გიორგის და თორმეტჯერ ეკოს. „ისტერიჩკა“ გავიფიქრე და გამახსენდა რომ საქმის კურსში არ ჩამიყენებია ჩემ მოულოდნელ შვებულებასთან დაკავშირებით. შემდეგ შეტყობინებებს გადავხედე. ეკოს და გეგას ქონდა მოწერილი. ეკო: • ხომ მშვიდობა გაქვს? • მიპასუხე ნუ გადაგყავარ ჭკუიდან. • ტელეფონი მაინც ნახე რა უბედურებააა. • თათა თუ რამე ხდება და მიმალავ ჩემი ხელით დაგახრჩობ. • მიყვარხარ თავს მიხედე. დედაშენს ველაპარაკე. გეგა: • მშვიდობა გაქვს? • გილოცავ დღევანდელ დღეს, თუ მოიფიქრებ ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია. (კი როგორ არა) • გამიხარდა ჩემი რჩევა რომ გაითვალისწინე და შვებულებაში გახვედი. კარგად დაისვენე. • იცოდე მე შენთან ვარ. თუ დაგჭირდი იცი სადაც მომძებნო ტექსტი ავკრიფე, მერე წავშალე. ცოტახანი ვფიქრობდი დამერეკა თუ არა. მერე გადავიფიქრე. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და მეორე ღერს მოვუკიდე. ღრმა ნაფაზი დავარტყი, ბოლი გამოვუშვი და თვალი გავაყოლე ბოლს. ყავა მოვსვი და ისევ ტელეფონს მივწვდი. ეკოს მივწერე. „ მაპატიე, მაპატიე, უნდა დამერეკა. უბრალოდ დასვენება მჭირდება ყველაფერი კარგად არის. როცა გენებოს მესტუმრე. მე გასვლას ნუ მაიძულებ.“ ტელეფონზე საათს დავხედე 23:22 საათს აჩვენებდა. კიდევ ერთ ღერს მოვუკიდე, ფეხზე წამოვდექი და მოაჯირთან ახლოს მივედი. ქალაქს გავხედე და მივხვდი რომ ძალიან დამღალა ქალაქმა. სადმე უნდა წავსულიყავი. ნამწვი საფერფლეში ჩავაგდე და სახხლში შევბრუნდი. შვებულების მეორე დღეს, და მე ჯერ კიდევ ჩემ სახლში ვარ გაჭედილი, მარტო, სახლის ფორმაში, გაწეწილი თმით, ცხელი ყავის ჭიქით ხელში. აივანზე გავედი და მაგიდას მივუჯექი. ლეპროპი ჩავრთე, სიგარეტს დავწვდი და მოვუკიდე. საძიებო სისტემაში მთის კურორტების სასტუმროები მოვიძიე. ბევრი საიტერესო სატუმრო იყო. არჩევანი ყაზბეგზე შევაჩერე. საკონტაქტო ნომერი ამოვიწერე და ისევ ყავას მივუბრუნდი. ჩემი ტელეფონი საძინებელში რეკავდა. „შვებულებაში ვარ“ ჩემთვის ჩავილაპარაკე და ჰორიზონტს გავხედე. ოთახში დავბრუნდი, ცოტა მოვწესრიგდი. ტელეფონი მოვძებნე. ბატონი გოგა რეკავდა. ცოტა შემრცხვა. მერე შეტყობინებები ვნახე. რამოდენიმე სარეკლამო სახის შეტყობინება იყო. ერთი სანდროსგან იყო „ წაწკ, მჭირდები, რადგან გცალია იქნებ საჩუქრის საყიდლად გამყვე, არ მიღალატო“- ო ბევრი კოცნებით და გულებით გამეღიმა. ერთიც დედასგან იყო „საყვარელო იქნებ ბებოსთან წასულიყავი სოფელში? შენც გულს გადააყოლებდი და ბებოსაც გაახარებდი“ - ო იუწყებოდა დედა. გიორგის შეტყობინებაც დამხვდა „ გაიღვიძეეე.....“-ო და ბევრი სიცილები. მივწერე „მღვიძავს“-თქო და ღიმილი. მერე დედას მივწერე „მადლობა დეე, სხვა გეგმები მაქვს“-თქო. სნდროსაც ვუპასუხე „კარგი სანი, გამომიარე და წავიდეთ“-თქო ბევრი კოცნებით. მერე ბატონ გოგოას გადავურეკე. რამოდენიმე ზარი გავიდა და მიპასუხა. -დილამშვიდობისა თათა - გაისმა ბატონი გოგას ხმა -დილამშვიდობისა , როგორ ბრძანდებით? -ბრძანებას ცოტა მიკლია, - გაეცინა ბატონ გოგა - გირეკავდი, ხომ მშვიდობა გაქვს? -ყველა მაგას რატომ მეკითხება? - გამეცინა -ლოგიკურია თათა და მაგიტომ, ბოლო 4 წელია შვებულება არ აგიღია და ეხლა უცებ 10 დღით მიგვატოვე. -თუ რამე პრობლემებს წარმოშობს ჩემი შვებულება ხვალვე გამოვალ სამსახურში (მართლა გულწრფელად ვუთხარი და მზადაც ვიყავი რომ დავბრუნებულიყავი) -არა რას ამბობ- კიდევ გაიცინა ბატონმა გოგამ - არ დაგინახო ფეხი მოადგა ოფისში -სიცილით განაგრძო - დაისვენე მერცხალა (ასე მომმართავდა ხოლმე ბატონი გოგა), თუ გინდა ერთი თვე ნუ გამოხვალ სამსახურში -იცოდეთ სიტყვაზე გიჭერთ - გამეცინა და საჩვენებელი თითი დავაქნიე თითქოს მხედავდა ბატონი გოგა -არც ეგ იქნება პრობლემა -მადლობა ბატონო გოგა, ვიფიქრებ მაგაზეც. -ეგ ხო და რაზე გირეკავდი. ეკო მივლინებებს აკეთებს ხო? -კი, სადმე მიდიხართ? -მე არა გეგას ვუშვებ ბათუმში, ალბათ დიდი ხნით, ჯერ არ გადამიწყვეტია. -კარგით - არ შევიმჩნიე მაგრამ გულში სიცარიელე გაჩნდა - გასაგებია, ეკოს ვეტყვი და ყველაფერ გააკეთებს. საჭირო შაბლონებს მეილზე გადავუგზავნი. -კარგად დაისვენე, ახალი ენერგიით და შემართებით გელოდები იცოდე -მადლობა - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე ტელეფონი საწოლზე დავაგდე და ოთახიდან გავედი. მაცივარს მივუახლოვდი, გამოვაღე. მრავალფეროვნებით არასდროს გამოირჩეოდა ჩემი მაცივარი. არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი. ლიმნიანი წყლის გრაფინი გამოვიღე და სითხე ჭიქაში ჩამოვისხი. გრაფინი ადგილზე დავაბრუნე.ერთი ნაჭერი ნახევრად გამხმარი შავი პური და მდნარი ყველი გამოვირე. „მაინც მივდივარ“ გავიფიქრე როცა ჩემი გეგმები გამახსენდა. ნელა გავხსენი მდნარი ყველი და პურის ნაჭერზე დავაფინე, ერთი მოვკბიჩე, ცოტა ძნელად იღეჭებოდა, ძველი რომ იყო ალბათ მაგიტომ. ერთი შევათვალიერე ნაჭერი და თეფშზე დავდე. წყალი მოვსვი და საძინებლისკენ გავეშურე სადაც ჩემი ტელეფონი რეკავდა. გიროგი იყო. -გაიღვიძა ჩემმა გოგომ? - მხიარული ხმა გაისმა ყურმილში -კი, დიდი ხანია - გამეღიმა მის მხიარულებაზე (ჩემი გოგო მესიამოვნა) -მაშიან დაგვიანებულს საუზმეზე დაგპატიჟებ ჩემ კაფეში, ომლეტს და ტოსტებს ჩემი ხელით მოგიმზადებ. გამეცინა. გიორგიმ ნამდვილად არ იცოდა ჩემი მაცივრის „სიუხვის“ შესახებ. არც დედაჩემი ეტყოდა რომ ჩემს მაცივარში თაგვები თავს იხრჩობდნენ. დარწმუნებული ვარ. შავი პურის ნაჭერს გავხედე და ტოსტის ჭამის პერსპექტივამ მომხიბლა. -კარგი გამოვალ ცოტახანში - დავთანხმდი ყოყმანის შემდეგ -სადარბაზოსთან ვარ და გელოდები მაშინ -აშკარად ბედნიერი ხმა ქონდა -კარგი ცამოვდივარ - გამეცინა და ტელეფონი გავთიშე საძინებელში შვედი, საკუთარი თავი შევათვალიერე სარკეში, მაისური გამოვიცვალე, ფეხზე ბოტასები ჩავიცვი, თხელი სპორტული მოსაცმელი მოვისხი მცრებზე, წელის ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავიყარე, ტუჩის ბალზამი, გასაღები, სიგარეტი,ყურსასმენები, სანთებელა, ბარათები და ტელეფონი. კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი და ოთახიდან გავედი. აივნის კარები შევამოწმე, ოთახს თვალი მოვავლე და სახლიდან გავედი. გიორგი სადარბაზოს წინ მელოდებოდა მანქანით. ფანჯარა ოდნავ ჩამოეწია და სიგარეტს ეწეოდა. უცბად მივირბინე მანქანასთან კარები გამოვაღე და სავარძელზე მოვკალათდი. გიორგისკენ გადავიხარე საკოცნელად, ლოყაზე ვაპირებდი, მან კი ტუჩები დამახვედრა. ცოტა გავწითდლი. ღვედი გავიკეთე და კიდევ ერთხელ გავუღიმე გიორგის. -უარი რომ მეთქვა რას აპირებდი? – მომღიმარი მივუტრიალდი გიორგის -წავიდოდი რა უნდა მექნა - მხრები აიჩეჩა გიორგიმ და მანქანა დაძრა - მაგრამ მჯეროდა რომ უარს არ მეტყოდი. -ვითომ რატო? - წარბები ავწიე -იმიტომ რომ მე ხომ კარლსონი ვარ - გაეღიმა -Самый умный, самый красивый, самый лучший человек в мире. - გაიცინა და საჩვენებელი თითი აწია ზევით მის ასეთ საქციელზე გამეცინა, მასაც გაეცინა. მერე გამახსენდა რომ ჩემ ძმას უნდა გავყოლოდი, მივწერე რომ გიორგისთან ერთად გავდიოდი სასაუზმოდ და სადაც მეტყოდა იქ გავჩნდებოდი. მართლაც სასიამოვნოდ გამაოცა გიორგიმ, ბეკონის და ჩედარის ტოსტი, ომლეტი ჩერითი და ბაზილიკით. ველური ალუბლის ჩაი და კლასიკური “cheesecake”-ი. მისი კაფის ინტერიერი ძალიან მყუდრო და სასიამოვნო იყო. რომ გეკითხა ვერ შევასრულეთ პირნათლად მისი დავალება. კარების პირდაპირ პატარა ბარი იყო ძველ სტილში გადაწყვეტილი, დარბაზში რამოდენიმე დაძველების ეფექტით დამზადებული ძველებური ხის მრგვალი მაგიდები და სკამები (რომლებზეც მეწუწუნებოდა), ძველი ფეხზე სადგამი ტანსაცმლის საკიდი, აი ისეთები ძველად ყველას სახლში რომ იყო. კედლებზე ძველებური თაროები გადახუნებულ ყდიანი წიგნებით, ოთახის ყვევილებით. უცნობი მხატვრების სურათებით, ფანჯრებზე მოკლე წულის კრემისფერი ფარდებით. ლატუნის ჭაღით. ყველა მაგიდაზე ხრუსტალის პატარა ვაზები იდგა, რომლებშიც ყვავილები იწონებდნენ თავს. მაგიდებს წმინდა ყაისნაღით ნაქსოვი გადასაფარებლები ეფარათ. ისეთი მყუდრო და სასიამოვნო გარემო იყო, რაღაც მომენტში ბავშვობაში დამაბრუნა. ჩემი დაგვიანებული საუზმე შესასვლელიდან მარცენა მხარეს, კუთხეში ფანჯარასთან მდგარ მაგიდაზე მომართვეს. სკამი მართლაც ცოტა მოუხერხებელი იყო, მაგრამ ინტერიერის განუყოფელი ნაწილი იყო. აღტაცებით მოვავლე თვალი იქურობას და მაგიდას მივუჯექი რომელზეც გიორგიმ მიმითითა. თვითონ კი სამზარეულოში გაუჩინარდა. რამოდენიმე წუთში ხელდამშვენებული ამეტუზა მაგიდის წინ, ფრთხილად დამილაგა მაგიდაზე. -გემრიელად მიირთვი - გამიღიმა და თვაზე მაკოცა. ისევ სამზარეულოში დაბრუნდა და მალევე დამიბრუნდა. ჩემს წინ ჩამოჯდა და ტოსტს კუთხე მოატეხა. პირისკენ წაიღო, მე წარბაწეულმა გავხედე. ცოტა გამეღიმა, გიორგიმ გაიცინა. -გავსინჯავ -თქვა და პირი გააღო - თან მშვიდად და დარწმუნებით მიირთმევ რომ მოწამლული არ არის. -თქვა და თოქტინ ნატეხი კუჭისკენ გაამგზავრა. -და ეხლა მაგიტომ ყველაფერს უნდა ჩამოუარო და გასინჯო? - გამეცინა და ჩემ საუზმეს ხელები გადავაფარე დაცვის მიზნით -კარგი ხო, -გაეცინა გიორგის და ერთ ერთ გოგონას დაუძახა - ჩაი და ტოსტი ავოკადოთი. გიორგის შეკვეთა წამსვე შეასრულეს, ნეტა ყველა სტუმარს ესე ოპერატიულად თუ ემსახურებოდნენ? იქნებ გიორგი რომ იყო მაგიტომ? დროდადრო თვალს ჩვენსკენ აპარებდნენ და ჩურჩულებდნენ. ბევრი ხალხი არ იყო კაფეში, ჯაზი უკრავდა დაბალ ხმაზე. ძალიან თბილი გარემო იყო. თავს ოჯახში გაგრძნობინებდა. მშვიდად და წყნარად ვისაუზმეთ. ცოტა ვისაუბრეთ. გავუმხილე რომ სადმე მინდოდა წასვლა ამ დღეებში. სახე მოეღუშა „ახალ მენიუზე ვმუშაობთ და ვერ მოვახერხებ წამოსვლას“-ო „არაუშავს“-თქო. თითქოს დანანებით ვუთხარი, მაგრამ რეალურად მისი დაპატიჟება არც მიფიქრია. არც მას გაუპროტესტებია მარტო წასვლა რომ არ გადავიფიქრე. შუადღისთვის სანდრომ გამომიარა გიორგის კაფეში და საჩუქრის შესარჩევად წავედით. 8 მარტი მოდიოდა და უნდოდა რამე კარგი საჩუქარი ეყიდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ძალიან ბანალურები აღმოვჩნდით. მთელი 4 საათიანი სიარულის შემდეგ საათზე შევაჩერეთ არჩევანი. ლამაზად შევაფუთინეთ და კმაყოფილები წამოვედით. მთელი გზა მბურღავდა სანდრო. „ხომ მოეწონება?“-ო. „თუ არ მოეწონება მე მაჩუქე“-თქო. გაეცინა. ძალიან საყვარელი იყო ჩემი ძმა. მირჩია ორშაბათისთვის დამეჯავშნა და თვითონ წამიყვანდა დილით ადრე. „ცოტას მეც გამოვისეირნებ.“-ო დავთანხმდი. მარტო მგზავრობას მასთან ერთად მგზავრობა ვარჩიე. ცოტახნით დედასთან შევიარეთ. გვავახშმა გემრიელად. ცოტა თავისებურად დაგვტუქსა ორივე სიყვარულით და გამოგვისტუმრა. სანდრო მეარიამის სანახავად მიდიოდა, მე სახლში დამტოვა და თვითონ სიყვარულთან შესახვედრად გაეშურა. მიხაროდა ესეთ ბედნიერს რომ ვუყურებდი ჩემ ძმას. ის პირველად იყო შეყვარებული და როგორც ჩანს ნამდვილი სიყვარული იყო. თვალები უბრწყინავდა მარიამზე რომ საუბრობდა. აქამდე ყოველ კვირას ახალი შეყვარებუული ყავდა და ქეთევანი ჭკუიდან გადაყავდა. ბოლოს დედა ეხვეწებოდა „ერთნაირი სახელებით მაინც შეარჩიე ეს გოგოები თორემ თავბრუ მეხვევა უკვე.“-ო. 8 მარტს დილაადრიან დამადგა ჩემი ძმა თავზე. კარები თავისი გასაღებით გააღო და მხიარულად შემოვარდა ჩემს ოთახში. თავზე დამახტა და ჯანჯღარი დამიწყო. „წაწკააა. გაიღვიძე.“-ო შეშინებულმა გავახილე თვალები და უცებ წამოვჯექი საწოლში. უცბად ვერ გავიაზრე რა ხდებოდა ჩემს თავს. ვაჟბატონი კი მეჯდა საწოლზე და ყურებამდე გახეოდა პირი ღიმილისგან. თვალები მოვიფშვნიტე და სანდროს შევუტიე. -გაგიჟდი? - მუშტი მივკარი მკერდზე - იქნებ ვინმე მყავს? ან შიშველი ვარ? - საბანი ავიფარე მკერდზე. -გიორგი მანქანა ეზოს წინ იდგა, - თავი იმართლა სანდრომ - გეგა კიდე გუშინ ბათუმში წავიდა. ეს შენ დაგიტოვა. -ჩვენი ერთად შერჩეული საათი გამომიწოდა სანდრომ - ეს კიდე ჩემგა - მითხრა და ჩემი საყვარელი სუნამო.გადმომცა. -არ ხართ ნორმალურები - ცრემლები მომაწვა და საათი ხელზე გავიკეთე - გეთქვა რომ ჩემთვის ვარჩევდით და უფრო ძვირიანს ვნახავდი -გამეცინ და შემდეგ დუხი ვიპკურე. -ისე ჯერ წყალი უნდა გადაგევლო - ცხვირი შეჭმუხნა სანდრომ - სურპრიზი იყო და აბა როგორ? -თუ მაცდი მაგასაც ვიზავ - ხელი ვკარი და საწოლიდან წამოვდექი - და მარის? -მარიამს -შემისწორა სანდრომ - ხელნაკეთი ჩანთა ვუყიდე ჩვენი ინიციალებით -რა რომანწიკააა - გამეცინა და კარადიდან ახალი პირსახოცი გამოვიღე - თავს მიხედავ ხო? მე წყალს გადავივლებ - ვუთხარი და აბაზანას მივაშურე. ვანიდან რომ გამოვედი ჩემი ძმა აივანზე დამხვდა, ყავის ჭიქით ხელში და კრუასანით. ასკარად მე არ მქონდა სახლში კრუასანი. ყავა კიდე შეიძლებოდა. გამეღიმა ფანჯრიდან ხელი დავუქნია. საძნებელში შვბრუნდო და ჩავიცვი. თმა ოდნავ შევიშრე პირსახოცით, ეკოს ნაჩუქარი ბერეტი დავიმხე თავზე და მეც აივანზე გავედი ყავით ხელში. იქვე მაგიდასთან ჩამოვჯექი. სიგარეტს დავწვდი და მოვუკიდე. მერე საათს დავხედე. ჩემ ახალ საათს. გავიბადრე. -ძალიან მომწონს - ხელი ჰაერში შევათამაშე -ხო სანდო ადამიანს შევარჩევინე - გაეცინა სანდროს და კოლოფიდან ღერი ამოაძვრინა - ესეთ წვრილს როგორ ეწევი- შეათვალიერა და მოუკიდა -კრუასანი საიდან? - თეფშზე დახვავებულ ერთ ერთ კრუასანს ბოლო მოვატეხე და დავაგემოვნე -საკონდიტროდან, ვიცოდი რომ არაფერი გექნებოდა და ხელს გამოვაყოლე - გამიღიმა ჩემმა ძმამ -ეგრეც ნუ იტყვი ხანდახან მაქვს ხოლმე. - გამეღიმა და ნაფაზი დავარტყი -ხვალ უფრო ადრე მოვალ იცოდე - წარბი ამიწია სანდრომ და გაეცინა. -დარჩი დღეს თუ გინდა -ხო მგონი ეგრე აჯობებს - მაჯაზე საათს დახედა და ფეხზე წამოხტა - წავედი ეხლა საქმეები მაქვს, გამოსაცვლელს წამოვიღებ და საღამოს მოვალ, ან გვიან ღამე - გაეცინა სანდროს - არ დამელოდო დაიძნე,- კარებთან მივიდა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა ხელი ავწიე და მისი გამოგზავნილი კოცნა დავიჭირე, გულში ჩავიკარი და ხელი დავუქნიე. „მიყვარხარ“-თქო მხოლოდ ტუჩების მოძრაობით დავუძახე და გავინაბე. ყავა გაცივებულიყო, ცოტა მოვსვი, სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. მერე მაჯაზე დავიხდე. საათს გავუღიმე. მესიამოვნა. შერჩევის მომენტში იმდენად არ მომწონდა როგორც ეხლა. მერე ტელეფონი ავიღე და გეგას მივწერე. „მადლობა“-თქო. ზალიან ოპერატიული იყო. მაშინვე გადმომირეკა. -გილოცავ შენ დღეს - გაისმა ყურმილის იქით გეგასხმა. -მადლობა - გამეღიმა და გავწითლდი ვიგრძენი -მინდოდა ისეთი რამ მეჩუქებინა რაც ნამდვილად მოგეწონებოდა, იმედია არ გაგვიბრაზდი - ვიგრძენი როგორ გაიღიმა ყურმილს იქიდან -არა, გამიხარდა მართლა- ვუთხარი და თვალები დავხუჭე. წარმოვიდგინე ყურმილს იქით გეგა რას აკეთებდა, როგორ იყო. თითქოს ვხედავდი კიდეც. თითქოს მისი კანის სითბო და სურნელიც ვიგრძენი და ღრმად შევისუნთქე. ჯერ კიდევ მახსოვდა. -როგორ ისვენებ? - ცოტა პაუზის მერე მკითხა -ხვალიდან, - ვუთხარი და თვალდახუჭულმა კიდევ ერთი ნაფაზი დავრტყი - ხვალ მივდივარ ყაზბეგში.სანდროს მივყავარ. -კარგად დაისვენე თათა. - ისე ნაზად მითხრა, ვიგრძენი მისი სითბო და მზრუნველობა - იცოდე შენს გვერდით ვარ. -მადლობა გეგა - თვალები გავახილე და ტელეფონი გავთიშე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.